Sabarchmageძალიან ჯანსაღი შეთავაზებაა ჩემი აზრით, სამწუხაროდ საკმაოდ იშვიათად ვხვდები მსაგვს შეთავაზებებს ჩვენეულ რეალობაში. თანხას რაც შეეხება, ნუ გდავთელავთ ამ ადამიანს
მისი საქმე ამბობს რომ იცის, აი ჩAსადებ თანხას რაც შეეხება, ვისაც გამოცდილება ქონია, მას ეცოდინება, რომ უამრავი წვრილი ხარჯი გამოჩნდება, რომელიც შემდგომში მსხვილად იქცევა და საეთო ჯამში 5კ-მდე შეიძLება ავიდეს, თან მითუმეტეს, ბიზნეს-გეგმას როცა დაწერს ადამიანი, მით უფრო ნათლად ამოჩნდება ეგ საკითხი.
თუმცა, რომც იყოს 5კ, განა ხშირად შეგხვედრიათ მსგავსი ჯანსაღი შემოთავაზება ? ვგულისხმობ მომენტს, როდესაც, ადამიანი თავისი ხელებით გააკეთებს, იმუშავებს, ააწყობს, ინოვაციებს დანერგავს, სოც-მედიას მიხედავს... თან მცირე საინვესტიციო კაპიტალით...
არ ვიცი თქვენთან როგორაა, თუმცა მე რაც შემხვედრია, ძირითადად მსგავსი შემოთავაზებებია - აი ვნახოთ კარგი მცხობელი, დავსვათ და მერე მე ,,მივხედავ". ანუ მუშAობას არავინ აპირებს, ყველას ,,მენეჯერობა" უნდა, ეს ადამიანი კი პირდაპირ ამბობს, რომ თავად, დედასთან ერთად იმუშავებს, იმოძრავებს... ეს უკვე არამც თუ საინტერესო, არამედ კარგი შეთავაზებაა.
პ.ს. ერთი ადმაინია საჭირო, ვინც საცხობის სისტემებში ზოგადად ერკვევა + გამოცდილება აქვს ფინანსებში თუ არმიწყენ, ავღნიშნავ, რომ რაც შენი ნაწერებიდან შევიტყვე, შენ ნაკლებად გაქვს პრაქტიკული გამოცდილება ამ კუთხით. ხოდა შეავსებთ ცოდნით ერთმანეთს და მშვენიერი შანსები გექნებათ წარმატებისთვის.
ან ყველაზე მაგარი იქნება, მე რომ ვიყო საცხობის მფლობელი,ერთ ადგილს გამოვყოფდი უკვე მოქმედ საცხობში, სადაც ახალ ბრენდს ჩავაშენებდით, ინოვაციური პროდუქციით, მიტანის სერვისს დავამატებდი და უვე არსებულ მომხმარებლებს, ინოვაციურ საკვებ პროდუქტებს შევთავაზებდი, რომელთა დაგემოვნებაც საქართველოში ნაკლებად შესაძლებელი იქნება. წამოვიღებდი სტატისტიკას, რა მოსწონ/არ მოსწონთ და იმის მიხედვით უკვე ახალი ობიექტის გახსნასა და გაფართოვებაზე ვიზრუნებდი. რავიცი, იქნება მოიძებნოს თუნდაც ჩვენს განყოფილებაში დაინტერესებული ინვესტორი ამ განხრით...