Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ექსცესი


Posted by: eXcess 20 Jun 2005, 12:47
გამარჯობა ფორუმელებო. ეს შეკითხვა ეხება ქართული რეპის მსმენელებს. სხვა მიმდევრობის მსმენელებს ეს თემა არ ეხება, რადგანაც ისედაც ვიცი რომ ჯერ რეპი საერთოდ არ მოგწონთ და მითუმეტეს ქართული.... და თუ ვინმემ იცით ამ ჯგუფის შესახებ რამე ან იცნობთ მათ შემოქმედებას, ქთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი smile.gif

Posted by: ლოლიტა 20 Jun 2005, 12:48
ვუსმენდი იძულებით, საშინლად არ მომწონდა war.gif

Posted by: raven 20 Jun 2005, 12:52
ეგ რა არი? user posted image

Posted by: vini 20 Jun 2005, 12:53
eXcess
მოვუსმინე და სისულელის აპოთეოზია!!!!

Posted by: eXcess 20 Jun 2005, 12:55
ლოლიტა
QUOTE
ვუსმენდი იძულებით, საშინლად არ მომწონდა

გაძალებდა ვინმე? wink.gif biggrin.gif
raven
ქართული რეპ ჯგუფი...
vini
QUOTE
მოვუსმინე და სისულელის აპოთეოზია!!!!

რატო ესეთი უარყოფითი შეფასება?

Posted by: ლოლიტა 20 Jun 2005, 13:17
eXcess

ხო, მაძალებდნენ yes.gif user.gif

Posted by: iase 20 Jun 2005, 14:29
eXcess
ეგ რომელია დედას რომ იგინებიან სიმღერის დროს?biggrin.gif
მომეწონა კარგად მღერიან ადამიანი გინებას მაინც ისწავლისbiggrin.gif

Posted by: eXcess 20 Jun 2005, 16:09
iase
QUOTE
ეგ რომელია დედას რომ იგინებიან სიმღერის დროს?
მომეწონა კარგად მღერიან ადამიანი გინებას მაინც ისწავლის

user posted image user posted image



თუ კარგად მოუსმენ, მიხვდები რომ სერიოზულად მღერიან. შენ როგორც ჩანს მარტო გინებას აქცევ ყურადღებას. მე მაგალითად მაგათ მუსიკაზე უფრო ვწყნარდები, ვიდრე კლასიკაზე...

Posted by: მროველი 20 Jun 2005, 16:48
eXcess

მაგარია ძმაო! უკვე ბევრი ხანია ვუსმენ

ხოლო ვინც აკრიტიკებს, მოდი კარგად მოუსმინეთ რა და მერე აფრქვიეთ აზრები, თქვენ ალბათ ლექსსენი და სავი პრინცი გევასებათ არა?

Posted by: eXcess 20 Jun 2005, 16:59
mroveli
QUOTE
მაგარია ძმაო

yes.gif yes.gif yes.gif
QUOTE
თქვენ ალბათ ლექსსენი და სავი პრინცი გევასებათ არა?

შედარებაც არ შეიძლება... ექსცესის ნებისმიერ სიმღერას რომ მოუსმენ კაცი, მიხვდები რომ მართლაც რეპის მამები არიან. სხვა ყველასგან განსხვავებით... ესენი მუსიკასაც და ტექსტებსაც თვითონ ქმნიან.

http://www.excess.vze.com/ აი ეს ნახეთ ვისაც სურვილი გაქვთ გადმოქაჩეთ მუსიკა და მერე შეადარეთ ... (Yლექსენს და მაგისთანა სირ რეპერებს)

Posted by: BAXY 20 Jun 2005, 17:01
შევე.ი ყველანაირ რეპს .. ვოტ...............................

Posted by: Cannibal 20 Jun 2005, 17:19
QUOTE
არასდროს მომისმენია[ 4 ]  [66.67%]

და არც არასოდეს მოვუსმენtongue.gif

Posted by: SymphatyForTheDevil 20 Jun 2005, 17:30
eXcess
არ მომისმენია მაგრამ ვნახავ, აგრესიული ლირიკები თუ აქვს საინტერესო იქნება და შენ რა შეხება გაქვს ჯგუფთან?

Posted by: eXcess 20 Jun 2005, 17:39
SymphatyForTheDevil
QUOTE
და შენ რა შეხება გაქვს ჯგუფთან?

შეხება არაფერი გარდა იმისა რომ ვუსმენ და სერიოზულადაც მევასება მათი სიმღერები ...

BAXY
QUOTE
შევე.ი ყველანაირ რეპს .. ვოტ...............................


QUOTE
სხვა მიმდევრობის მსმენელებს ეს თემა არ ეხება,

wink.gif
რატო აყენებ შეურაწყოფას? spy.gif უმეტესობას მეც შევე.ი მაგრამ, ისეთებიცაა რომ დიდი სიამოვნებით მოუსმენს ადამიანი...

Posted by: SymphatyForTheDevil 20 Jun 2005, 17:42
QUOTE (eXcess @ 20 Jun 2005, 16:39 )
SymphatyForTheDevil
QUOTE
და შენ რა შეხება გაქვს ჯგუფთან?

შეხება არაფერი გარდა იმისა რომ ვუსმენ და სერიოზულადაც მევასება მათი სიმღერები ...

BAXY
QUOTE
შევე.ი ყველანაირ რეპს .. ვოტ...............................


QUOTE
სხვა მიმდევრობის მსმენელებს ეს თემა არ ეხება,

wink.gif
რატო აყენებ შეურაწყოფას? spy.gif უმეტესობას მეც შევე.ი მაგრამ, ისეთებიცაა რომ დიდი სიამოვნებით მოუსმენს ადამიანი...

wink.gif ხო მეც გამიგია, რომ კაი ჯგუფიაო, მაგრამ იმენა რეპის ფანებისგან სატზე ქართული ასოები არ მუშაობს sad.gif და იმიტომ გკითხე რომ გამიკვირდა, თემა რომ გახსენი ქართველ შემსრულებელზე wink.gif მერე მოვუსმენ smile.gif

Posted by: BAXY 20 Jun 2005, 18:02
მე პროსტო რეპი არ მევასება .. და ქარტული შემშრულებლები ხო ვაფშეეეე .. კაი კაი
QUOTE
სხვა მიმდევრობის მსმენელებს ეს თემა არ ეხება

მე არ მეხება biggrin.gif

Posted by: Nikalaus 20 Jun 2005, 18:33
eXcess
ებიჭო რეებს უსმენ სულ გადამრევ შენ, დაუბრუნდი რასაც ადრე უსმენდი ადრე....ანდა მუსიკას თვი დაანებე საერთოდ :biggrin.gif

Posted by: BAXY 20 Jun 2005, 18:35
QUOTE
ვუსმენ (და მომწონს)[ 1 ]  [11.11%]

მგონი ეს ვიცი ვინცაა. თვით ეხსცესი არა ? gigi.gif

Posted by: Thorongil 20 Jun 2005, 19:21
ლოლ, მაგარია! ანჰოლი ჯორჯიან ბლექ–შეიტან–რეპ! lol.gif

ლь–ებზე ვკაიფობ. lol.gif

Posted by: eXcess 20 Jun 2005, 22:07
Nikalaus
QUOTE
ებიჭო რეებს უსმენ სულ გადამრევ შენ, დაუბრუნდი რასაც ადრე უსმენდი ადრე....ანდა მუსიკას თვი დაანებე საერთოდ :

თვით როკს მოვუსმინო არა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არა ძმაო აკვნიდან როკს ვუმენდი... აღარ მინდაააააააააააააააა!!! P.S ბიოსი როგორ მოგაწოდო?
appocalipce
QUOTE
ძვალი
ეგსცესი (მემო და მუზა)
დოგ სთრითი
დეჟა
კაბუ
ჯერსი
ამიგო და ა.შ.

დავიწყოთ იქიდან რომ ძვალი კარგი შემსრულებელია, მაგრამ საერთო ჯამში ვერ ქაჩავს, (მართალია მაგის სიმღერებსაც ვუსმენ უკვე 5 წელია, მაგრამ მაინც ვაღიარებ) მემო და მუზა მემოც საკაიფოდ უბერავს მაგრამ, მუზა დღესდღეობით პირველია!!!
დოგ-სთრითი სამი სიმღერა ვიცი მაგათი სამივე კარგი "იყო", დეჟა no.gif კაბუ ასრულებს მაგრამ რაც წურწუმიასთან ერთად იმღერა იმის მერე no.gif ჯერსი spy.gif რომელია? და ამიგო კიდე ახალია და ჯერ ვერც ქაჩავს და ვერც გაქაჩავს.

ერთი და იგივე ტექსტები, სიყვარულზე, პლანზე, გართობაზე, მონატრებაზე არ ამოგივიდათ ყელში?
ექსცესი არის ჯგუფი რომელიც მღერის სიმართლეს, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს, მაგათ ტექსტებს დავპოსტავ....

Posted by: Roo 20 Jun 2005, 22:53
მე რაც მომისმენია ქართული (და მგონი თითქმის ყველაფერი მომისმენია) რეპი ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე კარგი ინსტრუმენტალბეი აქვთ (კონსერვატორიაში სწავლობენ, თუ დაამთავრეს) და ყველაზე კარგი შესრულები ტექნიკა, დაჯე ზოგ უცხოელებსაც იხევენ შესრულებით, ნუ მაგალითად აი ჯ იუნიტელებს ყველას

Posted by: DEFTONES 21 Jun 2005, 00:39
eXcess
ბიჯო ის ვეში საიდან გავაძრო მაგ ექსცესის ქოხზე რო არის???

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 08:05
DEFTONES
QUOTE
ბიჯო ის ვეში საიდან გავაძრო მაგ ექსცესის ქოხზე რო არის???

მე მაქვს, ოღონდ ეგ სიმღერა კასეტიდან შევიყვანე კომპში და მაინცდამაინც კარგი ხარისხით არ გამოირჩევა. თითქმის ყველა სიმღერა მაქვს კომპში. ერთი ეგაა ნახევარი, "ბნელი ქოხი" - ის პონტშია შეყვანილი კომპში. როგორ მოგაწოდო მითხარი და გამოგიგზავნი ..smile.gif
roo
QUOTE
დაჯე ზოგ უცხოელებსაც იხევენ შესრულებით

yes.gif yes.gif yes.gif და არა მარტო უცხოელებს.....smile.gif

Posted by: flay 21 Jun 2005, 16:31
წავა რა... დიდი არაფერი. Cypress Hill-ს ბაძავენ
http://excband.narod.ru/Multimedia/ar_camomkve_jojoxetshi.MP3 და ნახეთ.

Posted by: ჰოვა 21 Jun 2005, 17:07
QUOTE
ვუსმენ (და მომწონს)

yes.gif

ნამდილად კაია!


eXcess
რომელი სიმღერები გაქვს მაგათი ?

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 17:25
ჰოვა
90 % მაქვს აქედან ნახევარი ცოტა უხარისხოა მაგრამ მოისმინება...
ისე კასეტებზე ყველა მაქვს.



ვისაც არ მოუსმენია, ჯერ მოუსმინოს და შემდეგ შეაფასოს. მართლაც რომ რეპის მეფეები არაინ...

Posted by: ჰოვა 21 Jun 2005, 17:34
eXcess
შეგიძლია ფტპ-ზე ამომიტვირთო?

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 17:44
ჰოვა
QUOTE
შეგიძლია ფტპ-ზე ამომიტვირთო

yes.gif

შემიძლია ოღონდ საღამოს, ეხლა სამსახურში ვარ და აქ არ მაქვ ეგ სიმღერები... smile.gif
შენი ფტპ-ს მისამართი დამიPMე...

Posted by: shota_deida 21 Jun 2005, 18:01
QUOTE
მე რაც მომისმენია ქართული (და მგონი თითქმის ყველაფერი მომისმენია) რეპი ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე კარგი ინსტრუმენტალბეი აქვთ (კონსერვატორიაში სწავლობენ, თუ დაამთავრეს) და ყველაზე კარგი შესრულები ტექნიკა, დაჯე ზოგ უცხოელებსაც იხევენ შესრულებით, ნუ მაგალითად აი ჯ იუნიტელებს ყველას


მე როგორც მახსოვს, ხუთი წლის წინ სწორედ არანჟირება არ მომეწონა ამათი, რაღაც უხარისხო ჩანაწერი იყო პახოდუ.შეიძლება იმის ბრალიც იყო, რომ კასეტებზე ეწერა.და ჯი იუნიტს რატომ ადარებ, ისე?ვუ ტანგთან შედარებით, მაგალითად როგორია, აბა ეს თქვი? gigi.gif

ესეც გამახსენდა - დეიდაშვილმა იყიდა სახლისთვის მოსასმენად (უცხოეთში) რაღაც კასეტა, იდიოტური პოპ-კრებული იყო, იქვე იყო ექსცესი...რატომ აკეთებენ ჩვენთან ასეთ იდიოტურ კრებულებს, მე არ მესმის მაგის ჩასმა როგორ შეიძლება კრებულში, რომელიც შეიძლება ბავშვებმა მოისმინონ სახლის პირობებში და რავარი იქნება, მე რომ შემოვიდე ოთახში და ვნახო, რომ ჩემი ბავშვი უსმენს ამ სიმღერებს მკვდრებზე და საფლავებზე.მერე რა, რომ იქ რაღაც კონცეფცია (რომელიც მე არ მესმის, მაგრამ კ ჩორტუ კონცეფცია) დევს, ბავშვს ნაკლებად აინტერესებს კონცეფცია...ნუ ეს ისე...

მე არ ვარ ამ განხრის წინააღმდეგი, უბრალოდ ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი დონის არანჟირება, ჯგუფის შემოქმედება უკვე გასატანი იქნებოდა დასავლეთის, თუნდაც მცირე ბაზარზე.

Posted by: DEFTONES 21 Jun 2005, 18:15
ხო L-ებზე მეც მაგარს ვკაიფობbiggrin.gif biggrin.gif

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 18:28
shota_deida
QUOTE
მე არ ვარ ამ განხრის წინააღმდეგი, უბრალოდ ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი დონის არანჟირება, ჯგუფის შემოქმედება უკვე გასატანი იქნებოდა დასავლეთის, თუნდაც მცირე ბაზარზე.

არანჟირება ხუთი წლის წინ რომელ მომღერალს ან ჯგუფს ჰქონდა გადასარევი? spy.gif ეგ იმიტომ გგონია მასე რომ საქარტველოში არცერთ სტუდიას არ გააჩნდა ხარისხი, მითუმეტეს კასეტებზე ჩაწერის.... ბავშვებს რაც შეეხება ბავშმა უნდა უსმინოს ზღაპრების კრებულს, მოზარდმა კიდე თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ რას მოუსმენს. მე გატავწყვიტე რისთვისაც უნდა მომესმინა და ვუსმენ კიდეც... ტექსტებსაც თუ დაუკვირდები, ყველასგან განსხვავებულია და არც პაპსავიკები არ არიან... თუ დაგაინტერესებს... ტექსტები მაქვს და გამოგიგზავნი, გადაიკითხე, ან სიმღერებს მოუსმინე და მერე შეაფასე შე კაი კაცო... smile.gif ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს უბრალოდ რეპერებს ვერ დავუძახებთ, ჩამოაყალიბეს თავიანთი იმიჯი და სტილი და ეს მომწონს... რომ არ ჩანან ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არსებობენ, ან თუნდაც ვერ ქაჩავენ... მსმენელსაც გააჩნია, ყველა კიდე ვერ მოუსმენს. მე ხუთი წლის წინანდელ მუსიკებს დღესაც ვუსმენ და ალბათ კიდე დიდხანს მოვუსმენ. პირველი სიმღერა რაც მოვისმინე (საერთოდ) ეს იყო პინქ ფლოიდების რომელიღაც მუსიკა, 13 წლამდე ჩემი ძმა დღისით და ღამით როკებს მასმენინებდა, დღეს არ შემიძლია დავჯდე და ვუსმინო, მაგრამ ვაღიარებ რომ უძლიერესები არიან... რატომღაც ექსცესს (არ ვიცი რატომ) არავინ არ აღიარებს...

Posted by: Nikalaus 21 Jun 2005, 18:41
eXcess
QUOTE
13 წლამდე ჩემი ძმა დღისით და ღამით როკებს მასმენინებდა

მაგარი ძმა გყავს up.gif biggrin.gif

აი თურმე შენი ნიკი საიდან წამოსულა... smile.gif
------
ხო მერე ბიოსს როგორ მომცემ? სამსახურთან რო მოვიდე ან.....რავი დიდათ რო არ შეგაწუხო wink.gif

Posted by: Archer 21 Jun 2005, 19:03
ექსცესის ოფიციალური საიტიდან როგორ უნდა გადმოვწერო ყველა მუსიკა?

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 19:46
Nikalaus
QUOTE
მაგარი ძმა გყავს

ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
აი თურმე შენი ნიკი საიდან წამოსულა...

თურმე... smile.gif
QUOTE
ხო მერე ბიოსს როგორ მომცემ? სამსახურთან რო მოვიდე ან.....რავი დიდათ რო არ შეგაწუხო 

ის გადავაგდე სხვას მოგიძებნი და იმას მოქცემ (აბა ჯიბით დავათრევდი და თან არც გამოგადგებოდა )

Archer
QUOTE
ექსცესის ოფიციალური საიტიდან როგორ უნდა გადმოვწერო ყველა მუსიკა?

ყველას მაგ საიტიდან ვერ გადმოწერ, რომელი გინდა მითხარი და გამოგიგზავნი

Posted by: shota_deida 21 Jun 2005, 22:22
eXcess

მე ვაღიარებ..მიუხედავად იმისა, რომ არ ვუსმენ.ყოველ შემთხვევაში მე კარგად მახსოვს, რომ ლირიკას ვუსმენდი.ყოველ შემთხვევაში, მაშინ არ ვეკუთვნოდი იმ კატეგორიას, რომელიც რეპის მოსმენისას მუსიკას უფრო უსმენდა, ვიდრე ტექსტს, მით უმეტეს, რომ უცხოურის მოსმენისას ასევე დიდი ინტერესით ჩავეძიებოდი ხოლმე ლირიკას.

მაინც, რა გამოდის, ანდერგრაუნდულია ექსცესი?

Posted by: eXcess 21 Jun 2005, 22:27
shota_deida
QUOTE
მაინც, რა გამოდის, ანდერგრაუნდულია ექსცესი?

არა უბრალოდ, დღესდღეობით აღარ მღეირან. ექსცესის სახეს მუზა წარმოადგენს, ამბობენ დაიშალაო და არ ვიცი. ის ვიცი რომ ანდერგრაუნდული ნაღდად არაა. თავისი მსმენელი ყავთ. ყველას ნაღდად არ მოეწონება ეგეთი სტილი...
და ვერ მოუსმენენ.
ასე რომ შეიძლება ბევრს მოსმენილიც კი ჰქონდეს მაგრამ არ ახსენდებოდეს იმის გამო რომ ყურადღება არ მიუქცევია

Posted by: Roo 21 Jun 2005, 22:47
QUOTE
მე როგორც მახსოვს, ხუთი წლის წინ სწორედ არანჟირება არ მომეწონა ამათი

მაგათი ხუთი წლის წინანდელი ჩანაწერები ცოტა თუ ვარგა საერთოდ, ნუ არანჟირებაც ბანძი იყო, ეხლა ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებენ, და მგონი რეპის არანჟირებაც ყველაზე კარგი მაგათ აქვთ, მგონი კი არა და მასეა

QUOTE
მე არ ვარ ამ განხრის წინააღმდეგი, უბრალოდ ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი დონის არანჟირება, ჯგუფის შემოქმედება უკვე გასატანი იქნებოდა დასავლეთის, თუნდაც მცირე ბაზარზე.


ამ თემაზე ასეთ რამეს ვიტყვი, ის რაც საზღვარგარეთ ფასდება ამ ჯგუფს ნამდვილად აქვს, შესრულება, სტილი, ინსტრუმენტალები, და საერთოდ რა რითიც რეპი ფასდება ყველაფერი აქვთ ძალიან მაღალ დონეზე, ასე რომ აი მაგათი ბოლო ნამუშევარი (მუზას სოლნიკი) ხაფანგები ნამდვილად ყველაზე კარგია რაც როდესმე გამოცემულა საქართველოში ამ ჟანრში, და უცხოელ შემსრულებლებს თუ შევადარეთ არც მაგათ ჩამოუვარდებიან დიდათ, მოკლედ ნამდვილად არის რა ამ ხალხში ისეთი რასაც დააფასებენ საზღვარგარეთ, უბრალოდ ლირიკა უნდათ უცხო ენაზე, იმიტომ რომ გაუგებარ ენაზე რეპს მხოლოდ ასე ვთქვათ "ზნატოკები" უსმენენ რომლებიც რითმიკას და შესრულებას აფასებენ, რეპში საკმაოდ კარგათ ვერკვევი იმისათივს რომ ასეთი რაღაც ვთქვა

QUOTE
ჯი იუნიტს რატომ ადარებ, ისე?ვუ ტანგთან შედარებით, მაგალითად როგორია, აბა ეს თქვი?


ნუ ჩემი სუბიექტრუი აზრით ვუ-ს რო შევადაროთ მყარ 3-იანზე ქაჩავენ, და ვინმემ რო თქვას რო ეს ცოტაა სერიოზული წარმატებისათვის ნამდვილად შეცდება.

p.s. მოკლედ რეპს თითქმის აღარ ვუსმენ მარა ეგენი მართლა ძალიან მაგრები არიან, საქართველოში ყველაზე მაგრები, თუ შევაფასებთ რეპის და არა იმის თაობაზე რაც ეხლა ხდება თორე ისე რავი მე, არამგონია საქართველოში რეპის მსმენელების 80% მოეწონოს (ან თუნდაც დააფასოს) ეგ ჯგუფი, იმიტომ რომ საქართველოში რეპის მსმენელთა 80% გაუნათლებელია (იმ საქმეში რომელზეც წივიან და ყვრირიან) მაგის პირადი გამოცდილება მაქვს

Posted by: eXcess 22 Jun 2005, 08:15
roo
QUOTE
p.s. მოკლედ რეპს თითქმის აღარ ვუსმენ მარა ეგენი მართლა ძალიან მაგრები არიან, საქართველოში ყველაზე მაგრები, თუ შევაფასებთ რეპის და არა იმის თაობაზე რაც ეხლა ხდება თორე ისე რავი მე, არამგონია საქართველოში რეპის მსმენელების 80% მოეწონოს (ან თუნდაც დააფასოს) ეგ ჯგუფი, იმიტომ რომ საქართველოში რეპის მსმენელთა 80% გაუნათლებელია (იმ საქმეში რომელზეც წივიან და ყვრირიან) მაგის პირადი გამოცდილება მაქვს

მაგ 80% თავი დაანებე.. და იმას დააკვირდი, სხვა მიმდევრობის მსმენელები, რეპს ეძახიან, ლექსენის, უცნობის და შავი პრინცის სიმღერებს... და სხვათაშორის უსმენენ კიდეც, ამ მსმენელებში შედის ის ზემოთ ნახსენები 80% ისენი კი არ უსმენენ, იმენა სერიოზულად ფანატობენ და ბაძავენ. (ეხ საით მიდიხარ საქართველოვ...)
რეპის მოსმენა რომ დავიწყე 90 წლების მიწურულს, დღევანდელი რეპერების 85% არ არსებობდა, საიდანღაც გაჩდნენ და ხალხიც რეპერებს ეძახის. ბევრს რომ ჰკითხო არ უსმენს, ბევრს რომ ჰკითხო ეზიზღება, მაგრამ რამე ერთი ნორმალური სიმღერა ჩაიწეროს და გაჰიტდეს... ეგრევე იყიდიან დისკს. რადიოში ეგრევე შეკვეთები წავა. პროსტა ის არის რომ რეპი არ ფასდება საქართველოში.
მე კიდე რასაც ვუსმენ ექსცესია, სხვებს არც მე არ ვაღიარებ. ერთი ძვალი მევასებოდა 4-5 წლის წინ რომ ვუსმენდი მაშინ.

Posted by: HeaToN 22 Jun 2005, 08:40
Excess PM NAXEEE
da daitske smile.gif))))))))))))))))))))

Posted by: shota_deida 22 Jun 2005, 10:17
მე საერთოდ მიმაჩნია, რომ საქართველოში თანამედროვე მუსიკა არასწორედ ვითარდება.ანუ არის რაღაც სქემა და თანმიმდევრობა...აი ეგ არის, რომ 90იანების ბოლოს ეგრევე დიდი ტალღა ამოგორდა.საიდან?როგორ?რანაირად?თან ეგრევე რაღაც ტიტულებს მიანიჭებენ და აუუუ მაგარიაო...რისი მაგარი, რა მაგარი, თუ ძმა ხარ.სცენაზე ბლატაობენ, ცხოვრებაში პოლნი ნეუდაჩნიკები არიან.

Posted by: eXcess 22 Jun 2005, 14:08
shota_deida
QUOTE
სცენაზე ბლატაობენ, ცხოვრებაში პოლნი ნეუდაჩნიკები არიან.

სცენაზე ვინც ბლატაობს ისენი მოსწონს ხალხს...
ექსცესი სცენაზე სად გინახია? ერთხელ თუ ორჯერ იყვნენ სცენაზე და ტელევიზორში კიდე მე არ მინახია არასდროს... smile.gif
QUOTE
...აი ეგ არის, რომ 90იანების ბოლოს ეგრევე დიდი ტალღა ამოგორდა.საიდან?როგორ?რანაირად?თან ეგრევე რაღაც ტიტულებს მიანიჭებენ და აუუუ მაგარიაო...

თან ტიტულიც არავის მიუნიჭებია მათვის... თუმც სამწუხაროა...
თავიანთი თავი თვითონვე გაიტანეს და თავიანთი მსმენელებიც ყავთ. (ცოტა user.gif)

Posted by: საბუნია 22 Jun 2005, 14:12
mroveli
QUOTE
ხოლო ვინც აკრიტიკებს, მოდი კარგად მოუსმინეთ რა და მერე აფრქვიეთ აზრები, თქვენ ალბათ ლექსსენი და სავი პრინცი გევასებათ არა?


ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

lol.gif lol.gif lol.gif

და ვისაც კარგად გვაქვს მოსმენილი და არც ლექსენი გევასება იმათმ რა ვქნათ? smile.gif

Posted by: eXcess 23 Jun 2005, 13:36
საბუნია
QUOTE
რა ვქნათ?

ექსცესს მოუსმინეთ smile.gif
რა იცი იქნებ დაგევასოს

Posted by: საბუნია 23 Jun 2005, 14:03
eXcess
QUOTE
და ვისაც კარგად გვაქვს მოსმენილი


ანუ კარგად მაქვს ექსცესი მოსმენილიმეთქი smile.gif

Posted by: kozmana 23 Jun 2005, 14:10
eXcess
შენ შენსას ხო აწვები და არ გკიდია ფორუმელების აზრი? ეგ თემა ჯობია http://darkwave.boom.ge ზე გაგეხსნა იქ უფრო ისეთი ხალხია საინტერესო რამეებს დაგიპოსტავენ.... lol.gif (შედეგებზე პასუხს არ ვაგებ © ადმინისტრაცია)

Posted by: eXcess 23 Jun 2005, 16:16
საბუნია
QUOTE
ანუ კარგად მაქვს ექსცესი მოსმენილიმეთქი

ეგ უკვე გემოვნების საკითხია, მე არ მომწონს როკი მაგრამ შემიძლია შევაფასო ბევრი როკ ჯგუფი კარგ შემსრულებლებად (თუმცა ჩემი აზრი არაფერს წყვიტავს)

შენ ამბობ რომ არ მოგწონს და შეფასებით, როგორც რეპ ჯგუფს როგორ შეაფასებ?

kozmana
QUOTE
შენ შენსას ხო აწვები და არ გკიდია ფორუმელების აზრი? ეგ თემა ჯობია http://darkwave.boom.ge ზე გაგეხსნა იქ უფრო ისეთი ხალხია საინტერესო რამეებს დაგიპოსტავენ....  (შედეგებზე პასუხს არ ვაგებ © ადმინისტრაცია)

ფონტებს არ მაჩვენებს...

რჩევისთვის მადლობა და რა მაინტერესებს იქ უფრო გააკრიტიკებენ? თუ ?...smile.gif

Posted by: eyler 30 Jun 2005, 19:32
eXcess
დამაინტერესა მაგ ჯგუფმა. იმ საიტზე შევედი და ფონტს ვერ ვხედავ. საიდან გადმოვწერო იქაური fontი?

Posted by: Roo 30 Jun 2005, 22:05
www.rap.ge ზე შედი და იქ მგონი არის რამოდენიმე სიმღერა გადმოსაწერად

Posted by: eXcess 30 Jun 2005, 22:07
eyler
QUOTE
დამაინტერესა მაგ ჯგუფმა. იმ საიტზე შევედი და ფონტს ვერ ვხედავ. საიდან გადმოვწერო იქაური fontი?

სამწუხაროდ არც ჩემთან აჩვენებს არც ვიცი როგორ უნდა გადმოწერო ის ფონტი, პროსტა მე ისე მაქვს დამუღამებული სად რა არის biggrin.gif
roo
QUOTE
www.rap.ge ზე შედი და იქ მგონი არის რამოდენიმე სიმღერა გადმოსაწერად

მანდ ექსცესის სიმღერა არცერთი არაა ... smile.gif მანდ მუზას, მემოს და დივერსანტებისაა. მე მარტო "ექსცესზე" მაქვს საუბარი smile.gif

Posted by: dust2dust 1 Jul 2005, 11:57
eyler
eXcess
ფონტი არი Geo_Kolkheti აქედან http://www.neomedia.ge/geo_kolkheti.rar გადმოწერე, მაგრამ მე მიყენია და მაინც ვერ ვხედავ....

და მეორე რამე კიდე: ცადეთ და UTF-8 - ზე გადააყენეთ...

user posted image

პ.ს. ისე რა გასმენინებთა მაგას ?!?!

Posted by: manOwar 1 Jul 2005, 13:17
QUOTE
არასდროს მომისმენია

და არც მაქვს სურვილი

Posted by: eXcess 6 Jul 2005, 15:24
roo
eyler
dust2dust
თუ სიმღერებს ვერ წერთ საიტიდან მაშინ http://www.excess.forum.ge/Musics/eXcess/
ზოგი უხარისხოა, მაგრამ მოისმინება, ზოგი კიდე კაი ხარისხითაა..
იმენა ექსცესის შესრულებით ყველაა და მუზასი კიდე რამოდენიმე... smile.gif

Posted by: LuXaGoN 6 Jul 2005, 15:35
QUOTE
მოვუსმინე და არ მომეწონა...


user posted imageuser posted image

Posted by: Metal_Mania 6 Jul 2005, 16:35
რატო ხალხნო რეპის თაობაზე ცუდათ არ რეპავენ მე ერთი პერიოდი მაგრად უსმენდი ექსცეს და მაგარი მევასებოდა ეხლაც დიდი სიამმოვნებით უსმენsmile.gif

Posted by: MORTI 6 Jul 2005, 21:43
ის კი ვიცი მე რომ მაგ ჯგუფის პროდიუსერი ადრე ბლეკავიკი იყო და პერგამოში ბლეკს უკრავდა... მაგრამ მერე ეტყობა მაინც რეპისკენ წაუვიდა გული

Posted by: (Yin()Yang) 9 Jul 2005, 15:05
ექსცესი? პროსტა უმაგრესი ჯგუფია. ბაზრობენ იმას რაც არის, და არა რაღაც ყ%ეობებს (რასაც ბაზრობენ ეხლა უმეტესი რეპერები საქართველოში ) მაგათი ლირიკა არის მართლა დედის მტ^%ნელი! ყველაზე მაგარი ინსტრუმენტალები მაგათ აქვთ მართლა უძლიერესია. საქართველოში არიან ბლომად პერსპექტიული რეპერები გარდა ექსცესისა არიან კაბუ და ძვალი, ნუ კაბუ რა თქმა უნდა უფრო მაგარია პროსტა მაგისი ისეთი ჩანაწერები უნდა მოისმინო რომელიც არაა ძაან ხოდში. მაგალითად "ჰეროინი თოვს", და ძვალის - ჩემი გზა, კანონს გარეთ. პროსტა ეტყობა ვის ხელშიცაა ჩვენი ქვეყანა და სადაც ვცხოვრობთ თორემ , ეგენი მაგარი გაქაჩულები იქნებოდნენ პონტი არაა. მე მაგალითად მძიმე რეპი ისე მაწყნარებს ისე რო რავი... მძიმე რეპის ლირიკაში უნდა ნახო შენი თავი და შენი ცხოვრება. მაგ შემთხვევაში მიხვდები ნამდვილ რეპს. იმენა ცხოვრებისეულია რა. მოკლედ ცუდს ვერ იტყვი ვერაფერს.

Posted by: neon 9 Jul 2005, 17:37
eXcess
შენ თვითონ ხო არ რეპავდი მაგ ჯგუფში?
კი ვუსმენდი ადრე მომწონდა კაი რეპი აქვთ, მაგრამ აქ როკზე გაგიჭებულ ხალხს რას შეაგნებინებ

Posted by: eXcess 9 Jul 2005, 17:43
neon
QUOTE
შენ თვითონ ხო არ რეპავდი მაგ ჯგუფში?

no.gif არანაირად უბრალოდ ვარ მაგათი მსმენელი, არც ფანი! უბრალოდ ვუსმენ და ერთადერთი რომელი სიმღერებსაც შემიძლია მოვუსმინო ნებისმიერ დროს ეს არის ექსცესის სიმღერები smile.gif

QUOTE
როკზე გაგიჭებულ ხალხს რას შეაგნებინებ

რა შეგნება უნდა? მე მაქვს შეგნებული რომ ბევრი როკ ჯგუფი უძლიერესია თავის ამბავში. ბევრის მუსიკას ვაფასებ კიდეც (ძველებს), დაჟე ვუსმენ ხანდახან, უბრალოდ ყოველთვის არ შემიძლია მოვუსმინო, ყოველთვის შემიძლია ვუსმინო "ექსცესს" smile.gif

Posted by: neon 9 Jul 2005, 18:30
eXcess
QUOTE
ექსცესი

ისე ეგენი სატანისტები ხო არ არიან?

Posted by: tazo200X 9 Jul 2005, 18:36
ცოტა გაურკვევლად "მღერიან"....

Posted by: eXcess 9 Jul 2005, 20:09
neon
tazo2005
QUOTE
ისე ეგენი სატანისტები ხო არ არიან?

QUOTE
ცოტა გაურკვევლად "მღერიან"....

მაგაზე თავიდან მეც ვეჭვობდი და მერე სიმღერების ტექსტები რომ წავიკითხე მივხვდი რომ არანაირად არ არიან სატანისტები და გარკვეულადაც მღერიან smile.gif თუ გინდათ მოგცემთ ტექსტებს და გადაიკითხეთ smile.gif

Posted by: (Yin()Yang) 9 Jul 2005, 20:51
აქ დაწერე რა ეგ ტექსტები ყველა რაც გაქვს, ამდენი ხანია მაგას გთხოვ

Posted by: Eagle_one 9 Jul 2005, 21:08
ჯოჯოხეთის კარიბჭე მაგათი ჰიტია მე მასე ვფიქრობ

Posted by: (Yin()Yang) 9 Jul 2005, 22:35
არა ყველას ჩემი აზრით საფლავები ჯობს ორივე მარა ყველა მაგარია

Posted by: eXcess 10 Jul 2005, 09:03

(Yin()Yang)
http://www.excess.forum.ge/Docs/EXCESSBAND%20lyrics.doc
Eagle_one
მაგათი ჰიტი არის "არ წამომყვე ჯოჯოხეთში" და "ექსცესო მოდი!"

Posted by: Badagon 27 Dec 2008, 17:41
საახალწლო საჩუქარი ექსცესის ფანებს smile.gif
http://www.link.ge/file/182115/Excess---sANTa.mp3.html

ან

http://up.jeje.ge/download.php?id=46A8F1EB5

სიმღერა, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. ჩაწერილია 2001-ში, მესამე ალბომზე მუშაობის დასაწყისში. ნუ შემდეგ ჯგუფი დაიშალა და აღარც ალბომი დამთავრებულა. ხოდა, იმ პერიოდის სესიებიდან რაღაცრაღაც ჩანაწერები შემორჩა.

ეს სიმღერა სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულ კილერზეა, რომელიც შობის ღამეს სახლებს ძარცვავს biggrin.gif ზუსტად საახალწლო განწყობას შეესაბამება biggrin.gif
შემთხვევით გადავაწყდი ვინტზე და მივამიქსე (ისეთივე დუხში, როგორც ბეეევრი წლის წინ wink.gif ).

ხო მართლა, ტრუბები თავისთავად, ცოცხალია!

თუ არ დამეზარა, მერე როგორმე ალბომებს გადავამასტერინგებ...

Posted by: Sh0 27 Dec 2008, 18:22
Badagon
up.gif რესპეკტ!

QUOTE
თუ არ დამეზარა, მერე როგორმე ალბომებს გადავამასტერინგებ...

up.gif

Posted by: Panic 27 Dec 2008, 18:29
ვუსმენ და მომწონს
Badagon
სკაიპი დამიპიემე

Posted by: Badagon 27 Dec 2008, 18:34
Panic
შენღა მაკლიხარ ახლა სკაიპში biggrin.gif

Posted by: Panic 27 Dec 2008, 20:49
Badagon
QUOTE
შენღა მაკლიხარ ახლა სკაიპში

გექნა რამე იმ ბასზე და გადარჩებოდი givi.gif

Posted by: ninuca13 27 Dec 2008, 21:17
აუუ ამ ჯგუფის ერტ-ერთ წევრს ვიცნობ biggrin.gif (რავი ამტკიცებდა მანდ ვრეპავო დაა)
ყველაზე დებილი არსებაა მათ შორის ვინც კი მინახავს lol.gif

Posted by: Metal_Mania 28 Dec 2008, 01:21
აუ ეს ჯგუფი კიდე არსებობს? smile.gif)
იყო დრო უსმენდი baby.gif


იმ ღამეს მე არ მეძინა, გადავწყვიტე მიმერბინა
ქოხთან ახლოს მივირბინე დავინახე ეზო ფართო
ღმერთო დამეხმარე, რა მაგრა ბნელა
ამას ცხადში ვხედავ დავიჩოქე ნელა
მე ცას ავხედე და ვთქვი, ღმერთო ჩამო
მომეცი ძალა შენ ერთადერთო
დამეხმარე შენს წყალობით გადავრჩები დღეს
ხვალიდან უცოდველად გავატარებ ჩემ ცხოვრების წლებს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მახსოვსსს

Posted by: Luciferion 28 Dec 2008, 01:35
ნუ საქართველოში ყველა რეპერს მირჩევნია smile.gif
მაგარია

Posted by: Sh0 28 Dec 2008, 02:07
Badagon
მაგ სიმღერის (Santa) ცოტა სხვა ვერსია მქონდა მოსმენილი ადრე. მისამღერშიც რაღაცა იყო რეპი. ხო არ გაქ ეგეთი ვერსია? ტრუბების გარეშე იყო ეგ.

Posted by: Cousteau 28 Dec 2008, 02:18
QUOTE (Sh0 @ 28 Dec 2008, 02:07 )
Badagon
მაგ სიმღერის (Santa) ცოტა სხვა ვერსია მქონდა მოსმენილი ადრე. მისამღერშიც რაღაცა იყო რეპი. ხო არ გაქ ეგეთი ვერსია? ტრუბების გარეშე იყო ეგ.

+ 1

ეხლა გამახსენდა gigi.gif
მეორე ვერსია დაიდოს
ისე ჩვენში დარჩეს და ესეც მაგარი რამეა

Posted by: ირაკლა 28 Dec 2008, 02:44
ვუსმენ ყოველდღე თქო ვერ ვიტყვი,დაჟე თვეში ერთხელაც ხშირად არ ვუსმენ,მარა ამ ჯგუფმა 90-ების underground-ში თავისი სიტყვა თქვა და არ არი ეს საკამათო

Posted by: Makulatura 28 Dec 2008, 03:31
ირაკლა
QUOTE
ამ ჯგუფმა 90-ების underground-ში თავისი სიტყვა თქვა და არ არი ეს საკამათო

+2009

დღემდე ვუსმენ! მემო... მუზა, იო!

კარგად მახსოვს "კინოს სახლში" ექსცესის კონცერტი 2000 - ში ნიტო 2001 - ში
ხალხი დაცენტრილი გამოვიდა კონცერტის მერე biggrin.gif შოკში იყვნენ!


"და დღეს რა არის ეს, რას გავს ჩემი ცხოვრება"?!
ბევრს ეგონება რო აღარ მიჭრის გონება
მე მაინც მოვალ...
მე მაინც გავალ...
არსად არ წავალ...

გამისწორდება და საფლავშიც ჩავალ"!


biggrin.gif

Posted by: Badagon 28 Dec 2008, 17:11
სხვა ვერსია? არ ვიცი, შეიძლება სადმე არქივებში კიდეც იყოს, მაგრამ მაგას რა იპოვის biggrin.gif
თუ გადავაწყდი- გავჩითავ.

სხვა ვეშებიც იყო რაღაცეები, ზოგი მონახზი, ზოგი დაუმთავრებელი. დროდადრო, როცა მეცლება შევხედავ რეებია და გამოვფენ აქ, რაც ივარგებს.

Makulatura
კინოს სახლში თუ გრიბოედოვის თეატრში?

ninuca13
ექსცესში სამნი იყვნენ და ერთი 5 კაცი მე ვიცი, ვინც იბრალებდა მაგ ჯგუფში ყოფნას biggrin.gif

Posted by: Makulatura 28 Dec 2008, 17:31
Badagon
QUOTE
კინოს სახლში თუ გრიბოედოვის თეატრში?

კინოს სახლში რო იყვნენ ვიცი თავად გადავიღე კონცერტის ნაწილი კამერით..
QUOTE
ექსცესში სამნი იყვნენ

ორი ძმა.. smile.gif)
* * *
QUOTE
მაგათი ჰიტი

ვაბშეტა მაგათ ჰიტად "განკითხვის დღე" ითვლება
მარა "გვიხმობს ყველას" , "შაბაშის ღამე" , და "ის დგას და დუმს" ყველაზე ფათახი ვეშებია! up.gif

Posted by: Shady. 28 Dec 2008, 17:59
Makulatura
QUOTE
"გვიხმობს ყველას" , "შაბაშის ღამე" , და "ის დგას და დუმს" ყველაზე ფათახი ვეშებია!

+ საფლავები yes.gif

Posted by: Death Bringer 28 Dec 2008, 18:16
პრიკოლნი ბანდაა პირველად მოვუსმინე დაახლოებით 5 წლის წინ ერთი მაგარი პრიკოლნი ადამიანი იყო ქობულეთში ჩემთან ერთად თორნიკე და მემგონი მაგას თუ მაგის დაქალოჩკას ქონდა კასეტები და მაგარს ვკაიფობთი ხოლმე :^^:

Posted by: ninuca13 28 Dec 2008, 18:26
QUOTE (Badagon @ 28 Dec 2008, 17:11 )
ninuca13
ექსცესში სამნი იყვნენ და ერთი 5 კაცი მე ვიცი, ვინც იბრალებდა მაგ ჯგუფში ყოფნას biggrin.gif

გიორგი ერქვა lol.gif გვარი დამავიწყდა
მოცეკვავე ვარო ჩკუაზე არ იყო lol.gif

Posted by: Gi0rgius 28 Dec 2008, 18:36
ამ ჯგუფს პირველად და უკანასკნელად 2006-ის ზაფხულში მოვუსმინე(ყველა სიმღერას),მაგრამ საბოლო შეფასება ასეთია
QUOTE
მოვუსმინე და არ მომეწონა...

სუფთა ღვთის გმობა და სატანიზმია-მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

Posted by: Badagon 28 Dec 2008, 20:14
ninuca13
მოცეკვავე არცერთი არ იყო იმ სამში smile.gif

Gi0rgius
ხო, ძალიან უწმინდური და საშიშია! ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! pop.gif

არ მოუსმინო, რამე ცოდვა-შარი არ აიკიდო! boli.gif

Posted by: Luciferion 28 Dec 2008, 20:15
QUOTE
სუფთა ღვთის გმობა და სატანიზმია-მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

ლოლ პირიქით ნუბიკ biggrin.gif
მოუსმინე წესივრად მაინც ? tongue.gif

Posted by: Badagon 28 Dec 2008, 20:25
Makulatura

QUOTE
კინოს სახლში რო იყვნენ ვიცი თავად გადავიღე კონცერტის ნაწილი კამერით


შემთხვევით, კიდევ ხომ არ გაქვს ეგ ჩანაწერი?

Posted by: Makulatura 28 Dec 2008, 20:36
Badagon
არა .

Posted by: სატირა 28 Dec 2008, 23:51
QUOTE
ალბომებს გადავამასტერინგებ...

ველი(თ)
:>

Posted by: SABASHVILI 29 Dec 2008, 01:39
მაგათი სიმღერა მაქვს მოსმენილი >>"ჯოჯოხეთის კარიბჭე"<<
არ მომეწონა no.gif ქართული რეპი რო დაბალ დონეზეა მაგას არ უნდა ლაპარაკი...

Posted by: Makulatura 29 Dec 2008, 03:08
"განკითხვის დღე"


user posted image

Posted by: ირაკლა 30 Dec 2008, 04:36
QUOTE
მაგათი სიმღერა მაქვს მოსმენილი >>"ჯოჯოხეთის კარიბჭე"<< არ მომეწონაქართული რეპი რო დაბალ დონეზეა მაგას არ უნდა ლაპარაკი...

ექსცესმა ქართული რეპის განვითარებას,ზოგადად,ერთი ნაბიჯით გაუსწრო.
სტრუქტურულად თუ განვიხილავთ,ეს არის რეპის ალტერნატიული ქვე-ჟანრი,რომელიც სხვა ქვეყნებშიც არ არის დიდად პოპულარული,მაგრამ ამ ჯგუფმა მოახერხა,ის რომ კომერციული ჰიპ-ჰოპის შემოსვლამდე ჩვენს ქვეყანაში,ექსცესის კასეტა ყოველ მეორე ახალგაზრდას ედო.


Posted by: Metal_Mania 31 Dec 2008, 01:16
+1
მართლა სხვა ჯარნი აქვთ, არ ვიცი ეხლა კიდე თუ მოღვაწეობენ, მე პირადად რო ვიყავი 16-17 წლის მეტალიკას გვერდზე მაინც მედო ექსცესის ალბომი smile.gif
მისტიკა, ჰიტ ჰოპის ელემენტები, რეპი, მძიმე რეპი, ნუ ტექსტებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მემგონი აი ექსცესი ზუსტად მაგ დროს იყო იმ დონეზე და უფრო ზევით ვიდრე სხვა MTV რეპერები.

ეს ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif

Posted by: Luciferion 31 Dec 2008, 01:36
იგრძნობა დარკობა ექსცეში biggrin.gif
------------------------------------------

Posted by: Roger Waters P.F 31 Dec 2008, 02:33
QUOTE
ქართული რეპის

:ლოლ:

Posted by: Panic 31 Dec 2008, 12:19
Roger Waters P.F
მოუსმინე ამ ჯგუფს?

Posted by: Badagon 11 Jan 2009, 04:03
სასიამოვნოა ასეთი თბილი რეპლიკები და ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ხალხს ეს ჯგუფი კიდევ ახსოვს.

ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ "საფლავები" გადავამასტერინგე. ბომბი გამოვიდა, სრულიად ახლებურად ჟღერს. ვინ იცის რამდენჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენ თავიდან ბოლომდე. რა ვქნა, მიყვარს ეს ალბომი თავისი მასიური ზვუკით, დრამატიზმით, ბნელი ატმოსფეროთი, შიშისა და პანიკის მუდმივი შეგრძნებით...

მთელი ალბომი ერთ არქივად (mp3, 320kbps):

http://www.link.ge/file/193790/Excess---Graves--remaster-.rar.html
ან
http://up.jeje.ge/download.php?id=A1C2C41510

მოსმენის შემდეგ, აიცილებლად დაწერეთ აქ თქვენი აზრი. smile.gif

Posted by: სატირა 11 Jan 2009, 10:33
QUOTE
http://www.link.ge/file/193790/Excess---Gr...aster-.rar.html

up.gif
აააააააააააააააააააა
ბევრად ატმოსფერულია
ნუ ჩემი აუდიო სისტემის პირობებში კიდე კარგად ვამჩნევ სხვაობას..

ალბომი ძალინ ძლიერია, დაჟე წინას მირჩევნია მგონი..
არა 7 დღე და 7 ღამეც სერიოზულია, მარა ეს უფრო დატვირთულია მუსიკალურად
- იმენა საშიში ალბომია! პირველივე სიმღერა კარგად ითავსებს ინტროს - შემეცნებით/დანძრევითი ფუნქციით
: D

გამოვარჩევდი ტრეკს - ძირს! იმენა აგრესიული რამეა ("შე ნაბოზარო ჩამოდი ძიირს!" - უმმაგრესი მომენტია)თან რაღაც ჰარშ რეჩიტატივი მაგრად უხდება.
"გიჟებისკენ გზა"-ში რომ ფონია გაბმულად რომ ისმის - გიტარით რომ გაიმეორო, მშვენიერი ბლეკის პარტია გამოვა იმჰო..
"ის დგას და დუმს" - ალბომის კულმინაცია.. მთელი დაგროვილი ენერგია და დარქნესი ამ ტრეკზე კონცენტრირდება, პროსტა გროულ პარტია, яაააა-ს რომ ამბობს, ცოტა ნიტოა - ძაან ნაჩალიჩაია იავნად.. ნუ აუტრო (ბოლო ორი ტრეკი) რელაქსაციის პონტია - უკვე მაძღარი ბრუნდები საფლავიდან.. მოკლედ მევასება რა ბლიად!

პ.ს. თუ არ დაგეზარება აქამდე უცნობ ტრეკებიც რომ დადო პერიოდულად..

Posted by: Makulatura 12 Jan 2009, 03:43
ჯგუფი 2002 წელს თბილისში გამართულ კინოფესტივალზე "დებიუტი" მთავარი პრიზით დაჯილდოვდა ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკალური გაფორმება" ფილმისათვის "ქართული საბრძოლო იარაღი" (რეჟისორი თეონა ჩიჩუა). smile.gif

Posted by: alkaspiluka 12 Jan 2009, 04:01
მესაფლავეს ავუკრძალე როკერის სასაფლაოზე დამარხვა

ეს ისე გენიალური ტოქსის სიტყვები biggrin.gif


მოვუსმენ აბა არ ველოდი ახალი რამე თუ დაიდებოდა ამ თემაში

Posted by: alkaspiluka 12 Jan 2009, 04:18
QUOTE (Badagon @ 11 Jan 2009, 04:03 )
სასიამოვნოა ასეთი თბილი რეპლიკები და ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ხალხს ეს ჯგუფი კიდევ ახსოვს.

ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ "საფლავები" გადავამასტერინგე. ბომბი გამოვიდა, სრულიად ახლებურად ჟღერს. ვინ იცის რამდენჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენ თავიდან ბოლომდე. რა ვქნა, მიყვარს ეს ალბომი თავისი მასიური ზვუკით, დრამატიზმით, ბნელი ატმოსფეროთი, შიშისა და პანიკის მუდმივი შეგრძნებით...

მთელი ალბომი ერთ არქივად (mp3, 320kbps):

http://www.link.ge/file/193790/Excess---Graves--remaster-.rar.html
ან
http://up.jeje.ge/download.php?id=A1C2C41510

მოსმენის შემდეგ, აიცილებლად დაწერეთ აქ თქვენი აზრი. smile.gif

eek.gif მე-3 ტრეკზე ვარ და უკვე აღფრთოვანებული biggrin.gif
არვიცი მერე რა იქნება მარა უკვე მომეწონა

მგონი პირველი ქართული რამეა (საფლავების დიდი პატივი მაქვს მარა მაინც biggrin.gif) რომლის ხმამაღლა ჩართვა ხალხში არ გამიტყდება gigi.gif

მე-5 ზე ვარ ყველა მაგარია yes.gif
* * *
Badagon
ვაა საფლავებზე ვარ უკვე და დზზზზზ მაგარიაააააა შეიძლება უცხოურ ფორუმებზე გავხსნა თემა და ავტვირთო?

რუსებს არა, მე რუსი ვარ მარა მეზიზღებიან


http://forum.ge/?f=21&showtopic=33668571&st=165 შეართოს მოდერმა

Posted by: სატირა 12 Jan 2009, 19:44
QUOTE
უცხოურ ფორუმებზე

გავხსენი უკვე ერთგან

: D

Posted by: alkaspiluka 12 Jan 2009, 20:57
სატირა
QUOTE
გავხსენი უკვე ერთგან

მეც გავხსენი და მაგარი ვიკაიფე biggrin.gif biggrin.gif თან ცოტა დავითრგუნე sad.gif არ გვინდაო ქართული ინგლისურიაო მარტო მაგარი sad.gif

Posted by: Badagon 13 Jan 2009, 00:59
alkaspiluka
სატირა

სად გახსენით, ლინკი დადეთ ან დამიპრივატეთ რა, მაგათი აზრი მეც მაინტერესებს.

Makulatura
და მაგას რა მოყვა ის თუ იცი?

Posted by: alkaspiluka 13 Jan 2009, 01:06
Badagon
http://www.philaflava.com/forum/viewtopic.php?t=104716&sid=06a2f7abb085aabc06c75a22a847a1ce

აქ გავხსენი აზრი აღარ ქონდა რამის ატვირთვას მარტო საფლავები ავუტვირთე ფუფ

Posted by: Badagon 13 Jan 2009, 01:17
ჰეჰეეეეეეეეეეეეეეეეეე biggrin.gif:D:D:D:D:D

რას იზამ, შავი გაგება აქვთ biggrin.gif
მოკითხე ახლა შენ მაგათ მაღალი მატერიები!
ექსცესი არაა ინგლისურენოვანი მოსახლეობისთვის და ზანგებსთვის, ეგ ჯგუფი სუუულ სხვაკულტურის ხალხში გახდებოდა საკულტო სტატუსის... იმათთან, ვისაც ძალა, ამბოხი და თავისუფლების სიყვარული სისხლში უსხია- ამომავალი მზის ქვეყნის შვილებთან. და ისინი სრულიად დაიკიდებდნენ, ესმით ენა თუ არა. დაუდგავდი კარგ შოუს და ანშლაგები გარანტირებული იქნებოდა.

Posted by: alkaspiluka 13 Jan 2009, 01:25
Badagon
ხო მარა მგონი დაევასათ biggrin.gif ანუ მუსიკა არ გააკრიტიკეს ხო ხედავ biggrin.gif
პროსტა ენაო და რამეს მიაწვნენ biggrin.gif

Posted by: სატირა 13 Jan 2009, 19:43
Badagon
http://forum.funkysouls.com/index.php?s=&act=ST&f=18&t=174859&st=0&#entry4304497

ნუ ასეთი გამოხმაურება არაქვს როგორც წინა ფორუმზე,
მარა ზიბესტი ატვირთა ვიღაცამ რომელიც არმაქვს..

spy.gif

Posted by: Luciferion 13 Jan 2009, 20:20
რა ხდება მეც გამარკვიეთ რაზე აღრფთოვანდით? tongue.gif
--------------------------------

Posted by: Badagon 13 Jan 2009, 20:36
alkaspiluka
რა ჭირს მუსიკას მაგათი გასაკრიტიკებელი?! პრიჩინა მონახეს რაღაც და იმაზე გაახურეს, თორე ეგრე ინგლისურის გარდა სხვა ენაზე სიმღერა აღარ იმღერება?! biggrin.gif

Posted by: Luciferion 13 Jan 2009, 20:38
Badagon
რა ხდება რამე ახალი ჩაწერეს თუ რა არის ?
---------------------------------

Posted by: Cousteau 13 Jan 2009, 20:41
მაქ რაღაც ანრელიზდები ადრე სტუდიიდან წამოღებული, რაღაცეებს ავტვირთავ

http://www.link.ge/file/195896/Excess-Trackk1111.mp3.html

სახელი არ ვიცი ამ ტრეკის
* * *
ესეც უბრალოდ ინსტრუმენტალი (რაღაც მო New-Age-ო)
up.gif ამის მოსმენის მერე ბევრი წლის წინ ბიტებიდან ელექტრონიკაზე გადავეწყვე gigi.gif მგონი 2000 მაქს 2001 წლის ტრეკია

http://up.jeje.ge/download.php?id=5C2F12678

და ერთი კიდე გამოიქვეყნებელი ტრეკი, 2001 წლის, http://www.link.ge/file/195901/Memo Ft-ciyvi-Dro-maqvs.mp3.html
gigi.gif

memo გიორგია ექსცესიდან, ციყვი (იყო) პირველი ქართველი გოგო MC

Posted by: Badagon 13 Jan 2009, 21:58
Luciferion
არა. პროსტო "საფლავები" გადავამასტერინგე.
რა იყო, წაიკითხე და ნახავ რაც ხდება!

Posted by: Luciferion 13 Jan 2009, 22:05
QUOTE
მთელი ალბომი ერთ არქივად (mp3, 320kbps):

http://www.link.ge/file/193790/Excess---Gr...aster-.rar.html ან http://up.jeje.ge/download.php?id=A1C2C41510

მოსმენის შემდეგ, აიცილებლად დაწერეთ აქ თქვენი აზრი.

მაგარია ძან up.gif

მეოთხე ტრეკი თამაში როა land of dead მაგის მუსიკას მაგონებს biggrin.gif

Posted by: Badagon 13 Jan 2009, 22:12
Cousteau
ეგ ტრეკები 2001-ის მერეა ჩაწერილი.

Luciferion
ეგ თამაში რაღაც არ მაგონდება.... 2001-ში იყო რო?

Posted by: Luciferion 13 Jan 2009, 23:01
Badagon
ესაა
http://gol.ge/index.php?cat=games&details=208&order=1.1&search=land

Posted by: Franke 14 Jan 2009, 03:26
დამივარდა ცული ამერია გული lol.gif
ბოზისნასკი ვიყო ეხლა მე გავრეპავ:


შეჩემა რატო იჭიმავ ნერვს,
ხომ ხხედავ არავინ გიშLის ხელს,
თავისუფლათ ამოიღე შენი ძუნწი ხმა,
თუ რაიყო ყელშI გაგეჩხირა ფხაა....


არაა,მოგაწვა სინანული ბნედა,
მალე მიგიხვდებიან აიტ მოგეტყნა დედაა...
ოო როდის გათენდება ილოცე ბევრი,
ხვალე რომ გადარჩე უნდა დადგა სიცოცხლის ძეგლი,

რატომ ცრფის შენი თვალიდან ცრემლი
არ შეგიცოდებ,ვიცი რაცა ხარ :გველი.
ეს რამე გათენდება შენთვის ნელა...
ხვალინდელი დღე მალე დაბნელდებაა...



დედის ნასკი და ევროპელი მაჩო. (ც)
ჰა როგორა? )))))))
givi.gif


Posted by: eXcess 23 Jan 2009, 11:12
Badagon
Cousteau
დააგდეთ რა რასაც დაგვპირდით user.gif

Posted by: eXcess 28 Jan 2009, 11:59
Badagon
http://forum.ge/?showtopic=33603061&view=findpost&p=12042880
კაცურად ეს ფაილები თავიდან ატვირთე რა თუ არ დაგეზარება ?? smile.gif
P.S დააგდეთ რა რასაც დაგვპირდით user.gif
Cousteau


Posted by: Badagon 30 Jan 2009, 02:41
საფლავები:
http://allshares.ge/download.php?id=82FBF59A24
ან
http://up.jeje.ge/download.php?id=7E29AEDE6
ან
http://bin.ge/file/4506/Excess---Graves--remaster-.rar.html

eXcess
იმ ვეშს ხვალ ავტვირთავ, თუ მოვიცალე.

და... რას დაგპირდით...?

Posted by: eXcess 1 Feb 2009, 11:48
Badagon
QUOTE
იმ ვეშს ხვალ ავტვირთავ, თუ მოვიცალე.

კაი დაველოდები smile.gif

რას დამპირდი და "სანახავია არქივებში, შეიძლება იყოს რამე, რაც არ გაქვს. თუ რამეს ვიპოვი, დავდებ ხოლმე თემაში. უბრალოდ, არქივების გადახედვას დრო უნდა, რაც მე პრაქტიკულად ძალიან იშვიათად მაქვს. ერთი ცუდი ამბავი ისაა, რომ პირველი ალბომის არქივებიდან რაღაც დისკები არ იხსნება, რო რემასტერი გავაკეთო"-ო , მე გავხსნი მაგ დისკებს user.gif თუ გინდა sad.gif

Posted by: Badagon 1 Feb 2009, 14:07
ექსცესის ბონუსი (სანტა) განმეორებით:
http://bin.ge/file/5435/Excess-sANTa.mp3.html
ან
http://up.jeje.ge/download.php?id=6AAF873D20


eXcess
არქივების დისკებს მემგონი პოლნი პი@დეცი აქვს.... ადრე ვეჩალიჩე და არაფერი გამოვიდა... შენ რითი გახსნი, რამე რომ იყოს?


Posted by: eXcess 2 Feb 2009, 01:27
Badagon
QUOTE
არქივების დისკებს მემგონი პოლნი პი@დეცი აქვს.... ადრე ვეჩალიჩე და არაფერი გამოვიდა... შენ რითი გახსნი, რამე რომ იყოს?

ყველანაირად ვცდი, ყირაზე გადავალ ტო user.gif
* * *
Badagon
QUOTE

ექსცესის ბონუსი (სანტა) განმეორებით:
http://bin.ge/file/5435/Excess-sANTa.mp3.html
ან
http://up.jeje.ge/download.php?id=6AAF873D20

ხო მართლა, ამისთვისი მადლობა კი არა და დიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა smile.gif გაიხარე smile.gif

Posted by: Badagon 2 Feb 2009, 02:59
eXcess
რიავიცი, ყირაზე გადასვლა რომ შველოდეს.... არ გამიგია რაღაც! biggrin.gif

Posted by: POXUIST 20 Feb 2009, 02:09
მე მაგრად მომწონს yes.gif

კაი ხანია არ მომისმენია user.gif

ისე თითქმის ყველა სიმღერა მაქვს

+ტექსტებიც მაქვს ბევრის

საფლავების ტექსტი თუ აქვს ვინმეს დააგდოს რა

დანარჩენებს მე დავაგდებ თუ გინდათ რა თქმა უნდა

Posted by: vakeiro 25 May 2009, 04:23
ლინკები განაახლეთ რა კაცურად......................

Posted by: z1uqunaa 2 Jul 2009, 14:40
ესეიგი რა მინდა ვთქვა ექსცესმა ახალი ეპოქა შექმნა ქართულ რეპში, თავის დროზე და ძალიან მაგარი შეასრულეს.....

რამდენიმე სიმღერა მაქვს მაგათი და თუ გინდათ დავდებ.... მემოს რა გინდათ იცით?


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=386dd5821b5887f9


აბა ნახეთ როგორია კიდევ მაქვს რამდენიმე....

Posted by: MeGaLine 5 Jul 2009, 00:47
აჰათ ცირეკას და მუზას ვეში http://www.link.ge/file/265406/Chveni-Qalaqi.mp3.html რემიქსიააა.. 4 დღის წინანდელი biggrin.gif

Posted by: z1uqunaa 6 Jul 2009, 18:24
user posted image -ეს სურათი რაღაც ძალიან დამევასა.....

ხო აბა წავიდა მუზას ვეშებიიიიიი, დავიწყოთ ამით

http://alldrives.ge/main/linkform.php?f=5b325c5ac6ea7939

QUOTE
ნუ ცუდი ხარისხია მარა იმის კვალობაზე რომ კასეტიდანაა გადმონაწერი არაუშავს


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=1a5d89b09dfa451c

QUOTE
მე მაგრად მომწონს ეს სიმღერა


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=b7d5ca42ccb4ba44

http://alldrives.ge/main/linkform.php?f=bd5779b8efc08bfd

QUOTE
ეს სიმღერა იმენა მაგარია რა.... მუზას მაგარს ასრულებს


http://alldrives.ge/main/linkform.php?f=27f8f6bb1df38539


QUOTE
ხო ჯერ-კერობით ეს იყოს და მერე სხვა სიმღერებსაც მოგაწვდით wink.gif

Posted by: Badagon 16 Dec 2010, 00:12
სადებიუტო ალბომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რემასტერს ვაკეთებ. აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ერთი ვეში: http://allshares.ge/download.php?id=48E7F4759

Posted by: ghostreveries 16 Dec 2010, 00:32
Badagon
ერთი ვეშის სახელი მინდა...
ტექსტში ასეთი მომენტი:
აირია ცხოვრების ... (არ მახსოვს) გზები
აირია ცხოვრების ... გზები
აირია ცხოვრების ... გზები

და ეგებ ლინკიც

ჰა? :ს

Posted by: Badagon 16 Dec 2010, 00:44
ghostreveries
ეგ უკვე ეტყობა მერეა ჩაწერილი, პირველ ორ ალბომში ეგეთი ვეში ნამდვილად არაა. დაჟე მესამე ალბომისთვის რაც მონახაზები გავაკეთეთ, იქაც არ იყო. ეტყობა ეგ პოსტექსცესურ პერიოდშია, მემოს ან მუზას შემოქმედებაში.

Posted by: Kupra 16 Dec 2010, 02:19
აუუუუუუ აი ის რომელის ვოკალია?
ბნელეთის დედოფალალში რო ამბობს
''სუდარააქვს მოხვეული მხრებზე''
biggrin.gif

Posted by: Thandrus 16 Dec 2010, 02:22
საზოგადოებას ვთხოვ, პირველი ორი ალბომის ლინკი დადოს smile.gif

Posted by: Pasolini 16 Dec 2010, 11:40
Badagon
QUOTE
სადებიუტო ალბომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რემასტერს ვაკეთებ.

up.gif

და გაიყიდება თუ?

Posted by: Badagon 16 Dec 2010, 12:35
Pasolini
რა ვიცი, ფინანსურად მაგაში არანაირი ინტერესი არ მაქვს, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ სათანადო გაფორმებით გამოვიდეს ბონუსებით და რამე...

Thandrus
რემასტერს რომ დავამთავრებ, მერე.

Posted by: iMaximuSi 7 Jan 2011, 16:34
ახალი არაფერი იქნება?
sad.gif

Posted by: Badagon 8 Jan 2011, 00:01
ახლის რა მოგახსენო, მარა ხვალ-ზეგ კიდე რამდენიმე ვეშს დავამასტერინგებ პირველი ალბომიდან

Posted by: iMaximuSi 8 Jan 2011, 15:02
Badagon
QUOTE
ახლის რა მოგახსენო, მარა ხვალ-ზეგ კიდე რამდენიმე ვეშს დავამასტერინგებ პირველი ალბომიდან


რომლებს?

Posted by: Badagon 8 Jan 2011, 19:31
iMaximuSi
ამ თვის ბოლომდე მთელ პირველ ალბომს დავამთავრებ.

Posted by: iMaximuSi 8 Jan 2011, 20:35
"ის დგას და დუმს"
ამაზე თუ გააკეთებ რამეს და მოგვასმენინებ მაგარი იქნება up.gif

Posted by: Badagon 13 Jan 2011, 21:28
iMaximuSi
"ის დგას და დუმს" რემასტერში მემგონი იუსედაც კარგად ჟღერს. აქ დევს: http://allshares.ge/download.php?id=89461E9126

მოდერატორს ვთხოვ, ეს თემა შეაერთოს ამასთან: http://forum.ge/?f=16&showtopic=33668571


Posted by: z1uqunaa 25 Jan 2011, 07:17
2009 წელს გაკეთდა საფლავების რემასტერინგი, და შენ ახლიდან გააკეთე?

Posted by: Badagon 25 Jan 2011, 14:15
z1uqunaa
მე გავაკეთე 2009-ში. ახლა პირველ ალბომს ვაკეთებ.

Posted by: Jacques de Molay 25 Jan 2011, 15:16
Badagon
QUOTE
აქ დევს: http://allshares.ge/download.php?id=89461E9126

გადმოვწერე და ვუსმენ smile.gif საღოლ ბიჭებო ძალიან კარგია



რატომ არ აფასებენ ესეთ ხალხს და რატომ არიან დღე და ღამე ვიღაც უნიჭოები ყურადღების ცენტრში? ტFუ ბლიად

Posted by: CoMeDiAnT 25 Jan 2011, 17:17
მე ვუსმენ და მომწონს
მაგრამ ქსელს და სფიქსს რო ვერ შეედრება ვერც ეგ და ვერც სხვა ქართველი რეპერი ხო იასნია

Posted by: mazurskii 25 Jan 2011, 18:26
QUOTE (CoMeDiAnT @ 25 Jan 2011, 17:17 )
მე ვუსმენ და მომწონს
მაგრამ ქსელს და სფიქსს რო ვერ შეედრება ვერც ეგ და ვერც სხვა ქართველი რეპერი ხო იასნია

არ გწყინოს მარა ამ პოსტის მერე გეტყობა რო ან არ უსმენ კრგ შემსრულბლებს ან რავი ქართული რეპი არ იცი

ჯერონიმო დივერსია მუზა ძვალი სულო არარ გავაგრძელებ კიდევ ათს დავწერ ეგეთს ამათთან ზაზა ჯერ ჯერობით ნულია


შენ თუ გირჩევნია ეგ სხვა აქმეა შეილება ვიღაცას ტოქსი მოწონდეს და თქვას კაბუზე მაგარიაო მარა კაბუზე მაგარი ხო ვერ იქნება ეგაა და ეგ



ტყუპები გენიალური შემსრულებლებიარიან

Posted by: Evil_Alcoholic 25 Jan 2011, 19:09
CoMeDiAnT
Birthday 7 January 1995

smile.gif


Posted by: CoMeDiAnT 25 Jan 2011, 20:43
mazurskii
ხო მეწყინა ძაანweep.gif
QUOTE
არ გწყინოს მარა ამ პოსტის მერე გეტყობა რო ან არ უსმენ კრგ შემსრულბლებს

მოდი შემსრულებლებს ნუ ამობ,ქართულ რეპზე ვამბობ
QUOTE
ჯერონიმო დივერსია მუზა ძვალი

კაი
ძვალი ხო მხეციაuser.gif არა დანარჩენი კი მაგარია ვინ რას ამბობს
user posted image
QUOTE
ამათთან ზაზა ჯერ ჯერობით ნულია

ხოო? )

ჯერ ეს რა პირობებში მღერის და მაინც მამააbiggrin.gif

Evil_Alcoholic
რა იყო მერე მაგით

Posted by: mazurskii 25 Jan 2011, 21:41
CoMeDiAnT
ზაზას ჩემზე კარგად არ იცნობ და ისიც ვიცი რა შეულია და როგორ ეგ ვიდეო რაც დადე ჩემ სტუდიაშია გადაღებული ხოდა მოდი მოვჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს რაც არის იმას გუბნები

თორე ვიღაცას ლექსენი მოწონს და იმას ხოარ ნიშნავს ლექსენი რო კაბუზე მუზაზე მაგარს ბაზრობს რეალობა სხვა არის და მოგწონს კიდევ სხვა


ოFი როარ გამოვიდეს

ტყპებზეც ვიტყვი ორ სიტყვას ძალიან ძლიერები არიან და ცემის აზრით პირველები არიან მუსიკა ესმით 10 იანზე იმენა და საერთოდ ეგეთი ნიჭიერი ხალხი მე არ მინახია ეხლა აპირებდა მუზა რაღაც ალბომის გაკეთებას დაველოდოთ რა იქნება და როგორ იქნება ინსტრუმენტალები ნაწილი გააკეთა და მაგრებიც არის რაც მომასმენინა და დალშAე ვნახოდ რა იქნება

Posted by: CoMeDiAnT 25 Jan 2011, 22:30
mazurskii
შენზე კარგად არ ვიცნობ ისე ამბობ თითქოს ვიცნობდეmo.gif
და რო იცი რაც შეუძლია და ეგ ვიდეოც შენ სტუდიაში როა ჩაწერილი რამეს ცვლის?
QUOTE
თორე ვიღაცას ლექსენი მოწონს და იმას ხოარ ნიშნავს ლექსენი რო კაბუზე მუზაზე მაგარს ბაზრობს რეალობა სხვა არის და მოგწონს კიდევ სხვა

QUOTE
რეალობა სხვა არის და მოგწონს კიდევ სხვა

ეს კი ამას გეტყოდი

კაროჩე უაზრო ლაპარაკი გამოდის


Posted by: juzeppe1 25 Jan 2011, 23:04
რემასტერინგი ძალიან მომეწონა, აშკარად აკლდა ალბომს ხარისხი, ველოდები პირველ ალბომს smile.gif

Posted by: kavkazski_lev 25 Jan 2011, 23:44
რაც ჩვენთან 90-იანებში იყო რეპის ამბავში, იგივეა დღეს დაღესტანში. იქ ყველა რეპს უსმენს, ხოდა ჩემს ახლობლებს გავუგზავნე ექსცესის სიმღერები და აღფრთოვანებილები დარჩნენ.

Posted by: mazurskii 25 Jan 2011, 23:44
CoMeDiAnT
ცვლის იმიტომ რო ვიცი რაც შეულია

ყოველდღე ვხედავდი და ბევრ რამეს სწავლობდა მარა ექცესის დონემდე 8 წელი კიდევ უნდა რო ნარავნად დადგეს

Posted by: CoMeDiAnT 26 Jan 2011, 00:04
QUOTE
ცვლის იმიტომ რო ვიცი რაც შეულია

შენ თუ იცი რაც შეუძლია ამით უარესად ან უკეთესად იმღერებს?
QUOTE
ყოველდღე ვხედავდი და ბევრ რამეს სწავლობდა მარა ექცესის დონემდე 8 წელი კიდევ უ

რასაც ვუსმენ მე პირიქით მგონია და ნაცნობებიც უსმენენ და ეგენიც ჩემ აზრზე არიან
თან ნუ ტექსტიც და ხმაც და სტილიც უნდა გაითვალისწინო
სტილი ზოგს სხვამოსწონს ზოგს სხვა მაგრამ ხმითაც და ტექსტიტაც ზაზა ჯობია
სტილი ინდივიდუალურია ვის მოსწონს ვის არა მაგრამ მაგითაც მე მირჩევნია
კიდე გრიზლის ხმა რო არ ევასება ზოგს მაგრამ მე მოწონს
თავიდან არ დამევასა მეთქი ქსელში ზედმეტიათქო მაგრამ ეხლა მაგრად მევასება
და რა აკლია ექსცესის დონემდე?

Posted by: Badagon 26 Jan 2011, 01:03
აქ ეხლა ფლეიმი წავა, როგორც ვატყობ biggrin.gif
შეიძლება მეც, არარეპავიკმა, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა?
მე არ მევასება რეპი დიდად. ნუ, რამოდენიმე უცხოელი მომისმენია და პატივს ვცემ, როგორც ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებს და სულ მკიდია, ვიზე, ან რაზე მღერიან, თუმცა მე ამ მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ. უბრალოდ, არის ტერმინი "მუსიკალურობა" და მთავარი ნებისმიერ სტილში, ჩემი აზრით, ეგაა. უცხოელი გრანდებიდანაც Dr.Dre, Eminem, Puff Daddy, Will Smith, Cupress Hill-ს მრთლაც აქვთ დიდი მუსიკალური ნიჭი, გემოვნება და იმიტომაც არიან (იყვნენ) ლიდერებში, თანაც, იქ, დასავლეთში, უზარმაზარი შოუბიზნეს-მანქანა მუშაობს პროპაგანდასა და რეკლამაზე, ესეც თავის შედეგს იძლევა. მოწონება-არ მოწონება სუბიექტურია, მაგრამ საბოლოოდ, რეალურად რომ ავიღოთ, თუნდაც ჩამოთვლილ მუსიკოსებს რეპის განვითარებაში დიდი როლი მიუძღვით.
რაც შეეხება საქართველოს. აქ შოუბიზნესი საერთოდ არ არის (არავინ დამიწყოს ახლა საპირისპიროს მტკიცება!). ანუ, უკეთეს შემთხვევაში, რჩება მუსიკა. 10-11 წლის წინ, როცა ექსცესზე დავიწყე მუშაობა, ჩვენ სტუდიაში უამრავი რეპ-ჯგუფები ირეოდნენ (მათ შორის კაბუ, ძვალი, რომელიც იმ დროს ჯგუფ "შხეფ"-ში რეპავდა, და კიდევ სხვა უამრავი, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარავის ახსოვს. ის კი არა, მეც ვეღარ გავიხსენებ ნახევარს smile.gif ) როცა პირველი ვეშის ტექსტი (ეს იყო "შაბაშის ღამე") მოიტანა ექსცესმა ჩასაწერად და შემთხვევით, არანჟიროვშიკის ოთახში წავიკითხე, მაშინვე ვთქვი, რომ თუ ეს ჯგუფი ალბომს გააკეთებდა, მისი დიზაინი მე უნდა გამეკეთებინა smile.gif ჩავწერეთ პირველი სიმღერა და პირველივე სესიაზე განსაკუთრებულად "სხვანაირად" მუშაობდნენ. სწორად გამიგეთ: არ აქვს მნიშვნელობა, რა ტექსტია ან რა თემატიკა. მთავარია "მუსიკალურობა" იყოს, ხაიათი უნდა გამოიხატოს. შესრულება არაა მარტო ის, რომ რიტმულად წაიკითხო გალექსილი ფრაზები. ბიჭები არტისტულ ნიუანსებს აძლევდნენ დიდ მნიშვნელობას, ხასიათს, ატმოსფეროს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჩაწერაზე მიკროფონთან ძალიან ღელავდნენ, მოახერხეს იდეის გადმოტანა. ერთად კარგად გამოგვივიდა მუშაობა და შედეგად, ორი ალბომი ჩავწერეთ. ყველაზე დასაფასებელი, რაც მათში ძველ ჩანაწერებში მე ძალიან მომწონს, ისაა, რომ ტექსტი ხშირ შემთხვევაში არაა გარითმული, ისე, როგორც ამას ქართველი რეპერების უმეტესობა აკეთებს. აქ ძირითადად, დაწერენ ლექსს და გონიათ, რომ ესაა რეპი. რეპი სულაც არ უნდა იყოს რითმული! რეპის მთავარი ფიშკა რიტმული ჩეხვა, სინკოპირება და აქცენტებია, რაც მე ქართველ რეპერებში მაპატიეთ, მაგრამ არ მომისმენია, ხასიათსა და ემოციას სულ რომ თავი დავანებოთ. "მუსიკალურობა" ექსცესთან მარტო მელოდიაში არ გამოიხატება. რთული რიტმული სინკოპირებით მას დღესაც კი, 10 წლის შემდეგ, საქართველოში ვერავინ შეედრება და ბევრ უცხოელსაც კი ექნება რამე ჭკუის სასწავლებელი. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნიჭთან ერთად იმ მუსიკალური "ბექგრაუნდის" დიდი დამსახურებაცაა, რაც ტყუპებს აქვთ. მოგწონს-არ მოგწონს ეგ სუბიექტურია. ობიექტურად კი, ქართულ რეპში ექსცესი ყველაზე "მუსიკალური", პროფესიული და დახვეწილი ჯგუფია.

რაც შეეხება ექსცესის ტექსტებს, ეს სულ სხვა თემაა. ბევრს გონია, რომ ეშმაკებზე მღერიანო და ატასი უბედურება კიდე... სინამდვილეში, ტექსტებში მოყოლილი ამბები თითქმის ყველა რეალურ ისტორიაზეა დამყარებული, გარკვეული ალეგორიებით. "მევალე", მართლა არსებობდა. მართლა იყო "ბნელი ქოხიც"... თემატიკაში მათი წარსული, რეალობა და გარემოს აღქმა იყო გაერთიანებული. და მართლა ღამის 3 საათზე, სოფლის მიტოვებულ სასაფლაოზე, ჩირაღდნების შუქზე, სიმარტოვეში დაიწერა "საფლავები".

კიდევ ერთს დავამატებ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მათ მორიგ ალბომზე, მაგრამ საქართველოში არ არსებობს სხვა რეპ-ჯგუფი ან შემსრულებელი, რომელთან მუშაობის ოდნავი სურვილი მაინც მექნება.

Posted by: Jacques de Molay 26 Jan 2011, 01:16
7 დღე და 7ღამე-ამ ალბომის რემასტერი არ არი?
ყველაზე მაგარი ალბომია

Posted by: juzeppe1 26 Jan 2011, 14:02
Badagon
ყველაფერში ხარ მართალი!

აია-ში მუშაობდი ალბათ? პირველ სიმღერას მოვუსმინე და ძალიან მომეწონა, მერე დოგსთრიტთან ჩაწერეს მახსოვს აპოკალიფსი ერქვა თუ არ ვცდები smile.gif
მერე კი ზუსტად აიაშია ვნახე პირველი ალბომის ქოვერი და ვუცდიდი გამოსვლას, კასეტაც კი ვიყიდე დღეს აღარ მაქვს სამწუხაროდ smile.gif

მოკლედ ჯგუფია რომელსაც ვუსმენდი, ვუსმენ და მომავალში მოვუსმენ მიუხედავათ იმისა რამდენი წლის ვიქნები smile.gif

პ.ს. ექსცესმა ერთი კონცერტი რომ ჩაატაროს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაახარებენ.

Posted by: mazurskii 26 Jan 2011, 14:15
Badagon
ჯორჯიოან რეკორდსი არ ერქვა მაგ სტუდიას?

იმენა ყველაფერი ახწერე ისე როგორც არის და ისე როგორც იქნება


დავამატებდი რო დავითა მუშაობს კიდევ ახალ ალბომზე და თუ გამოუვიდა რამე კაიიქნება ( სტუდიის ძიებაშია )

წარმატებები მას

Posted by: Badagon 26 Jan 2011, 21:51
Jacques de Molay
QUOTE
7 დღე და 7ღამე-ამ ალბომის რემასტერი არ არი?
იმედია ამ შაბათ-კვირას მოვიცლი მაგისთვის.

juzeppe1
mazurskii
გრიბოედოვის თეატრში იყო სტუდია. თავიდან აია ერქვა, მერე Georgia Records-ი. მაგარი დრო იყო.... smile.gif

Posted by: iMaximuSi 26 Jan 2011, 21:54
QUOTE
აქ ძირითადად, დაწერენ ლექსს და გონიათ, რომ ესაა რეპი. რეპი სულაც არ უნდა იყოს რითმული! რეპის მთავარი ფიშკა რიტმული ჩეხვა, სინკოპირება და აქცენტებია, რაც მე ქართველ რეპერებში მაპატიეთ, მაგრამ არ მომისმენი

+1

როდესმე კიდევ გამოუშვებენ ახალ ალბომს თუ შანსი არაა მაგის?

Posted by: Badagon 26 Jan 2011, 23:37
iMaximuSi
რა ვიცი, სამყაროში შანსი ყველაფრისაა... smile.gif
ნუ იმ ძველ ტრიოში - არანაირად.

Posted by: Jacques de Molay 27 Jan 2011, 01:40
Badagon
QUOTE
იმედია ამ შაბათ-კვირას მოვიცლი მაგისთვის.

აუ ,მოუთმენლად ველი smile.gif

Posted by: the_lizard_king 27 Jan 2011, 02:45
ჩემი აზრით ექსცესი იყო ქართულ ჰიპ-ჰოპ სივრცეში (თუ საერთოდ არსებობს ასეთი სივრცე რეალურად) ყველაზე ორიგინალური - მუსიკალურად, ტექნიკურად და კონცეპტუალურად გამართული ტრიო. ძალიან სამწუხაროა, რომ აღარაფერს აკეთებენ.


Posted by: iMaximuSi 27 Jan 2011, 03:56
Badagon
QUOTE
ნუ იმ ძველ ტრიოში - არანაირად.


რატომ?

Posted by: SPIRIT CRUSHER 27 Jan 2011, 04:02
ჩემი ხმა გავანულე ამ გამოკითხვაში როგორც ლოგიკა მოითხოვდა : )

Posted by: kavkazski_lev 27 Jan 2011, 19:16
რაც შეეხება ექსცეს, აშკარად cypress hill-ს ბაძავდნენ, განსაკუთრებით მუზა B-Real-ს ბაძავს ხმაზე, თუმცა ქართული რეპის ფონზე დიდი მოვლენა იყო.

Posted by: Badagon 27 Jan 2011, 19:56
iMaximuSi
ბევრი მიზეზია.

SPIRIT CRUSHER
ხმის განულება რა პონტში?

kavkazski_lev
ხო, მარტო ეგ აქვს ექსცესს, მეტი არაფერი!

Posted by: SPIRIT CRUSHER 27 Jan 2011, 21:38
QUOTE
ხმის განულება რა პონტში?

კამპოტში : P

Posted by: kavkazski_lev 29 Jan 2011, 00:30
ისე სად არიან ახლა ექსცესის წევრები? მემო და მუზა ტყუპები არიან როგორც ვიცი. ხევსურული გვარი აქვთ (შეთეკაური თუ არ ვცდები). მესამეს რა ერქვა? აპირებენ ახალი რამის ჩაწერას?

პ.ს. რეპერი გრაფი გამოვიდა ციხიდან? თუ გამოსულია, ხომ არ ჩაუწერია რამე?

Posted by: S1nKa 29 Jan 2011, 01:40
kavkazski_lev
QUOTE
შეთეკაური თუ არ ვცდები

შიმანაურები არიან როგორც ვიცი.
QUOTE
პ.ს. რეპერი გრაფი გამოვიდა ციხიდან?

არა

Posted by: mazurskii 29 Jan 2011, 20:58
?>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>შამანაურები არიან ტყუპები <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<




Posted by: kavkazski_lev 30 Jan 2011, 00:34
mazurskii

ახლა რით არიან დაკავებულები?

Posted by: Badagon 30 Jan 2011, 00:41
kavkazski_lev
ძირითადად სიმფონიურ ორკესტრში.
დათო აკეთებს რაღაც ახალს, გიო უფრო ელექტრონულ მუსიკაზე გადავიდა.

Posted by: kavkazski_lev 30 Jan 2011, 19:56
Badagon

და ექსცესის მესამე წევრი?

Posted by: სატირა 30 Jan 2011, 20:04
QUOTE
მესამე წევრი

biggrin.gif
პერიოდულად ფორუმზეც პოსტავს

Posted by: Metal_Mania 30 Jan 2011, 22:40
ხალხნო ექსცესმა მე-2 ალბომის მერე შეეშვა რეპვას გოთხი და ასე შემდეგ? ნუ როგორც მოღვაწეობდა smile.gif) ჩემი ბავშვობის ერთერთი ჯგუფი იყო smile.gif
რომელიც აუდიო კასეტების კრებულში ზეპელინების და მეტალიკას გვერდზე ექსცესიც იდო smile.gif

Posted by: kavkazski_lev 3 Feb 2011, 00:52
ისე ექსცესის მესამე წევრს რა ნიკი ჰქონდა ჯგუფში? და საერთოდ რომელია ეგ? აი მევალეში "გარეთ არი ხმაური, დარტყმა მიდის თაური..." რომ მღერის, თუ "გარეთ ყვიროდა უბნის ძაღლიო"?

Posted by: kavkazski_lev 4 Feb 2011, 22:32
ვინმემ ხომ არ იცით, ექსცესს ბითები თავისი აქვს, თუ მოპარულია? ჯერჯერობით საიფრეს ჰილის რამოდენიმე სიმღერას მივამსგავსე, მაგრამ უბრალოდ მუსიკა გავს და ბითი იდენტური არაა. თუ ექსცესისაა, მაშინ საინტერესოა თუ როგორ ახერხებდნენ 90-იანებში საკმაოდ კარგი ბითების გაკეთებას.

Posted by: Badagon 5 Feb 2011, 01:08
QUOTE (kavkazski_lev @ 3 Feb 2011, 01:52 )
მევალეში "გარეთ არი ხმაური, დარტყმა მიდის თაური..." რომ მღერის,

ეგაა.

არაფერი არაა საიდანმე აღებული, ყველა პარტია, ყველა თემა ორიგინალურია, სპეციალურად ექსცესისთვის სტუდიაში შექმნილი.

Posted by: Jacques de Molay 5 Feb 2011, 04:51
Badagon
7 დღე და 7ღამის რემასტერი არ გააკეთეთ? smile.gif

Posted by: kavkazski_lev 5 Feb 2011, 18:28
Badagon

და ტექსტებს როგორ წერდნენ? ყველა თავის პარტიას წერდა, თუ ერთიანად წერდნენ, და მერე ინაწილებდნენ?

Posted by: mazurskii 5 Feb 2011, 20:57
მუზა წერდა ტექსტებს სამივე პარტიას

Posted by: Badagon 6 Feb 2011, 03:07
kavkazski_lev
ახლა გამახსენდა, ერთი ვეშია მთლიანად გამზადებულ გრუვებზე აწყობილი და ჩაწერილი, მაგრამ ეგ სიმღერა არცერთ ალბომში არ შესულა.

Jacques de Molay
რემასტერი შეიძლება ხვალ დავამთავრო.

Posted by: Jacques de Molay 6 Feb 2011, 03:14
Badagon
QUOTE
რემასტერი შეიძლება ხვალ დავამთავრო.

ვახ თქვენ გაიხხარეთ smile.gif აუცილებლად დადეთ რა აქ smile.gif

Posted by: iMaximuSi 6 Feb 2011, 12:09
QUOTE
ახლა გამახსენდა, ერთი ვეშია მთლიანად გამზადებულ გრუვებზე აწყობილი და ჩაწერილი, მაგრამ ეგ სიმღერა არცერთ ალბომში არ შესულა.


არ მოგვასმენინებთ?

Posted by: mazurskii 6 Feb 2011, 22:18
QUOTE (iMaximuSi @ 6 Feb 2011, 12:09 )
QUOTE
ახლა გამახსენდა, ერთი ვეშია მთლიანად გამზადებულ გრუვებზე აწყობილი და ჩაწერილი, მაგრამ ეგ სიმღერა არცერთ ალბომში არ შესულა.


არ მოგვასმენინებთ?

+1

თუ არ ბაზრდება საიტზე დარამე პიემით მანახე რა კაცურად

Posted by: Badagon 6 Feb 2011, 22:38
QUOTE

ახლა გამახსენდა, ერთი ვეშია მთლიანად გამზადებულ გრუვებზე აწყობილი და ჩაწერილი, მაგრამ ეგ სიმღერა არცერთ ალბომში არ შესულა.
არ მოგვასმენინებთ?


აუცილებლად მოგასმენინებთ ამ დღეებში. დღეს ძალიან დავიღალე, მანამდე პირველი ალბომი ნახეთ, როგორც იქნა, ეს-ესაა დავამთავრე რემასტერი!
დაღლილი და კმაყოფილი ვარ biggrin.gif

user posted image

აი ცხელცხელი ლინკი (MP3, 320kbps): http://allshares.ge/download.php?id=74EC3BB324

მოისმინეთ და დაწერეთ, მოგეწონათ თუ არა.



Posted by: Jacques de Molay 6 Feb 2011, 23:54
Badagon
QUOTE
აი ცხელცხელი ლინკი (MP3, 320kbps): http://allshares.ge/download.php?id=74EC3BB324

მოისმინეთ და დაწერეთ, მოგეწონათ თუ არა.

თქვენ გაიხარეთ!!! გადმოვწერ ეხლა და მოვუსმენ

Posted by: iMaximuSi 7 Feb 2011, 23:33
QUOTE
აი ცხელცხელი ლინკი (MP3, 320kbps): http://allshares.ge/download.php?id=74EC3BB324

ჩემი დანგრეული დინამიკებით ვერ ვაფასებ შენს ნამუშევარს sad.gif

ის სიმღერა მოგვასმენინე რა sad.gif

Posted by: Badagon 9 Feb 2011, 19:37
დანგრეული დინამიკები suxxxxx!

კვირის ბოლომდე ვერ მოვახერხებ... მაგრამ ისე მემგონი სადღაც ავტვირთე ადრე, აღარ მახსოვს ზუსტად... შეიძლება მოსმენილიც გქონდეთ.

Posted by: juzeppe1 9 Feb 2011, 21:45
Badagon
ძალიან მომეწონა, ვიხსენებ ძველ დროს smile.gif

Posted by: Badagon 9 Feb 2011, 22:17
juzeppe1
Jacques de Molay
გაიხარეთ! war.gif
* * *
"(დღ)ეს რა ხდება" და "ბნელეთის დედოფალი" თავიდანაა გადამიქსული. შეამჩნიეთ ძველთან სხვაობა? smile.gif

Posted by: juzeppe1 10 Feb 2011, 14:41
Badagon
კასეტაზე რომ მქონდა ალბომი აპოკალიფსი არ იყო იქ შესული თუ არ ვცდები, შეიძლება აღარც მახსოვს...

კი არის სხვაობა და საერთოდ კარგი მოსასმენია, ძველ ვერსიაში ხმა და სიტყვები საერთოდ ცუდად ისმოდა.

ჩემი ფავორიტია ბნელი ქოხი - პირველი სიმღერაა რომელსაც მოვუსმინე და იქიდან დაწყებული მომწონს ექსცესი smile.gif

Posted by: mazurskii 10 Feb 2011, 18:12
აუ ლინკს გაედო თუ რახდება ვინმემ სხვაგან ატვირთეთ რა

Posted by: Badagon 10 Feb 2011, 19:57
juzeppe1
"ბნელი ქოხი" შედევრია! მეც მაგრა მომწონს. smile.gif
კასეტაზე მარტო 11 სიმღერა იყო. არ შედიოდა "აპოკალიფსი" (ეგ არის დუეტი "დოგსტრიტ"-თან), "ბნელია ცოდვილთა დღე" და "არ წამომყვე ჯოჯოხეთში". ეს ბოლო სიმღერა შედიოდა კრებულში "რეპ-თაობა", ოღონდ არ მახსოვს, პირველ თუ მეორე ნაწილში. მანდ გიტარები და საყვირი ცოცხალია ჩაწერილი. საყვირზე ტყუპებიდან ერთერთი უკრავს.

mazurskii
მუშაობს ლინკი, რას ერჩი...

Posted by: iMaximuSi 11 Feb 2011, 01:25
Badagon
და იმ სიმღერას რა ქვია?

Posted by: Janiashvili 11 Feb 2011, 16:31
რა ჟანრია ან რა არის საერთოდ? ვიდეოები დადეთ რა

Posted by: iMaximuSi 11 Feb 2011, 19:15
Janiashvili
რეპია ეგ, ვიდეოები არაა ერთი კლიპი ქონდათ მარტო მგონი





Posted by: Janiashvili 11 Feb 2011, 20:48
iMaximuSi
და შენ რეპს უსმენ???

Posted by: iMaximuSi 11 Feb 2011, 20:57
Janiashvili
QUOTE
და შენ რეპს უსმენ???

infected mushroom ის მერე გაგიკვირდა? biggrin.gif არამარტო რეპს yes.gif

Posted by: eXcess 12 Feb 2011, 01:37
iMaximuSi
QUOTE
infected mushroom ის მერე გაგიკვირდა?

smile.gif
მე პირიქით დამემართა smile.gif
ექსცესით დავიწყე და სოკოებზე გადავედი smile.gif

Posted by: iMaximuSi 12 Feb 2011, 09:47
eXcess
QUOTE
მე პირიქით დამემართა
ექსცესით დავიწყე და სოკოებზე გადავედი

არა მე ყველაფერს ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრიდან, ეს გადასვლები არ მესმის ან რატო უნდა ვუსმენდე მარტო რომელიმე ჟანრს smile.gif

Posted by: Janiashvili 12 Feb 2011, 13:53
iMaximuSi
QUOTE
არა მე ყველაფერს ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრიდან, ეს გადასვლები არ მესმის ან რატო უნდა ვუსმენდე მარტო რომელიმე ჟანრს

ხო, მაგრამ რეპს?


ის გამახსენდა, Johnny Cash-ის A Boy Named Sue (Greatest Hits [Steel Box Collection]-დან ავოე-ზე თუ გოლ-ზე რო დევს)

Posted by: Badagon 27 Feb 2011, 03:41
iMaximuSi

http://allshares.ge/download.php?id=E2D526D824

აი ის დაკარგული ტრეკი, რომელიც არცერთ ალბომში არ შესულა. ექსცესის ერთადერთი ვეში, რომელიც მთლიანად მზა გრუვებზეა აწყობილი და მათი სტილიდან ძალიან განსხვავდება. სიმღერისთვის სახელი არ შეგვირჩევია, პირობითად "სისხლის სეტყვა" (ფრაზაა მისამღერში) დავარქვი.

Posted by: Fabian 27 Feb 2011, 14:26
QUOTE
არასდროს მომისმენია [ 52 ]  [33.77%]


Posted by: სატირა 27 Feb 2011, 19:22
Badagon
QUOTE
"სისხლის სეტყვა"

თუ სისხლის წვიმა

2:56-იანი ვერსია მაქვს, თითქოს ხარისხიც უკეთესია
(კაი ხნის წინ შენ დადე)
biggrin.gif

Posted by: Badagon 28 Feb 2011, 23:21
სატირა
მისამღერში ფრაზაა "როგორც ჯოჯოხეთის ქუჩას სისხლის სეტყვა მუდამ წვიმს..."

ძველი ვერსიის ხარისხი ჯობდა ვითომ? რა ვიცი, მაგისი მასტერის 2 ვერსია მქონდა და მაინც თავიდან გავაკეთე, მემგონი ახალი უკეთესია...

Posted by: CoMeDiAnT 5 Mar 2011, 23:25
იმ სიმღერას რა ქვია ეს ფრაზა როა
მოეგეთ სუყველა გონზე,ექსცესის ფონზე
ხოდა ბოლო დროა მაგრა დამევასა ამათი სიმღერები

Posted by: სატირა 6 Mar 2011, 12:31
CoMeDiAnT
გვიხმობს ყველას

Posted by: the_lizard_king 8 Mar 2011, 15:40
ორივე ალბომი ვინილებზე რომ არსებობდეს მაგრად გაასწორებდა. უეჭველი მყიდველი ვარ biggrin.gif

Posted by: Badagon 8 Mar 2011, 17:28
the_lizard_king
რა გინდა, შიპი დავადო? biggrin.gif

Posted by: the_lizard_king 8 Mar 2011, 21:30
Badagon
QUOTE
რა გინდა, შიპი დავადო?

ანუ? პოპულარულ ენაზე მითხარი biggrin.gif

Posted by: CoMeDiAnT 9 Mar 2011, 14:29
სატირა
http://www.youtube.com/watch?v=1KK59AllLBE
ამ სიმღერაშია?
ხუთჯერ მოვუსმინე მარა ეგ ფრაზა ვერ გავიგეbiggrin.gif
იქნებ სხვა სიმღერაშია?

Posted by: mazurskii 9 Mar 2011, 19:32
მუზა და მემო ნახეთ ნიჭიერში? ძაან გააჯაზეს იმენა საღოლ ბიჭებს

Posted by: Badagon 9 Mar 2011, 20:55
QUOTE (the_lizard_king @ 8 Mar 2011, 22:30 )
Badagon
QUOTE
რა გინდა, შიპი დავადო?

ანუ? პოპულარულ ენაზე მითხარი biggrin.gif

ანუ პლასტინკის შიპი. წკაპაწკუპი რომ ისმის, სხვანაირად როგორ აგიხსნა?


QUOTE
მუზა და მემო ნახეთ ნიჭიერში? ძაან გააჯაზეს იმენა საღოლ ბიჭებს


yes.gif lol.gif

Posted by: the_lizard_king 9 Mar 2011, 22:48
Badagon
აა, არა. ნაღდი ვინილი მინდა biggrin.gif

Posted by: nika dolidze 11 Mar 2011, 13:52
ქართული რეპის თაობაზე საკაიფოები იყვნენ
= )...

Posted by: Survivor 11 Mar 2011, 14:03
აღარ მინდა ვნახე


Posted by: S1nKa 11 Mar 2011, 14:06
mazurskii
QUOTE
მუზა და მემო ნახეთ ნიჭიერში? ძაან გააჯაზეს იმენა საღოლ ბიჭებს

ვისაც არ უნახავს.
http://www.myvideo.ge/?video_id=1241197-
შენ სულ დამეკარგე ხო იცი smile.gif

Posted by: mazurskii 11 Mar 2011, 18:40
S1nKa
სუ სკაიპზე ვარ 20 დან სტუდიის პონტი იქნებადა ვქნატ კაი რაღაცები შეგეხმიანები

Posted by: S1nKa 12 Mar 2011, 23:34
mazurskii
პმ ან მობ თორე ინტერნერტში ვერ დამიჭერ.

Posted by: Montana7 14 Dec 2011, 02:19
სალამი ყველას.კაია ეს თემა რომ არსებობს.მაგრად მევასება ექსცესის ვეშები.ადრე მეც ვრეპავდი როდესღაც )))

Posted by: ValenciaCF 25 May 2012, 15:50
არ გამომყვე ჯოჯოხეთში

დღე და ღამე ერთად აირია ერთხელ,
მზე, მთვარე, მიწა და წყალი არსებობდა ბევრჯერ, მე კი
ერთხელ დავიბადე და არ მინდა მეტი, და მე
მოვჭამე ჩემი წლები და ცად მელის ღმერთი
რათა
დამსაჯოს და დამტანჯოს, ვითომ ის არ მეყოფა,
სიცოცხლეში ჩემი თავი ცოდვის მონა მეგონა,
მას ეგონა ცხოვრებაში არ მესმოდა ძმის,
არადა როგორ გესმოდა გაკვეთილი ღვთის!
მხოლოდ ერთი არ მესმოდა არც მინდოდა გამეგო,
ვინც მანახა, ღირსი იყო დიდ დანაზე ამეგო
და რა გამეგო თურმე უცოდველთა ხოცვა,
სველ ბალახზე მსხვერპლთა ცოცვა დიდ ღმერთზე ლოცვა.

მის:
არ ვიწამე, ეხლა მივხვდი, ცოდვის მონა ვარ,
არ გავჩერდი, როცა მითხრეს, რა მოელის ავს,
არ გამომყვეთ ჯოჯოხეთში, არც გაუშვათ სხვა,
არ ვიწამე, არ გავჩერდი, არ მივბაძე სხვას.

ამაღებინეს მე ხელი თავზე,
ცრემლი შემაშრა თვალზე,
დამაყენეს ჯოჯოხეთის კვალზე,
და ჩემს კარზე დააწერეს - გადაგიხდით ფულს,
არაუშავს, მხოლოდ ერთხელ აიჩქარებ გულს.
მივხვდი, რაღაც საქმე იყო, გავუყევი გზას.
დიდ სახლს მივადექი, ვეძებ მსხვერპლის კვალს.
დავინახე ბნელ ოთახში ვიღაც უზის ბუხარს,
ძაან ნელა გავუყევი იმ სახლისკენ ქუჩას.
ჩუმად ზურგს უკან დავუდექი, დავაკვირდი გონით,
ბოდვით დავიბღავლე -ის არის! მოვუქნიე ღონით,
ნელი ტონით. დავიძახე -აი, შენზე ფული,
მე ძირს დამივარდა ცული, ამერია გული.
ფული ჩავიდე და მიწიდან ჩემი ცული ავიღე
აქეთ-იქით ვიყურები, ვფიქრობ როგორ გავიდე.
მე გავიგე ვიღაც ყვირის - რაღაცა აქვს ხელში!
შემეშინდა, გავიქეცი ბნელში, დავიმალე ხევში.

მის...

დავიძახე: -კუბო მომე, მივხვდი უკვე მოკვდა,
ღამე მორჩა და ღამესთან სიცოცხლეც,
მე კი იცოცხლე, მივხვდი, ვინ მოვკალი სახლში,
თავზე დამატეხა ამოცანა, დააწერა სადმე კარზე,
ელოდებოდა ბნელ ღამეს, იცოდა, რომ მივიდოდი,
კარზე მისი ხელნაწერი ყოფილიყო. იდიოტი!
რად უნდოდა თვის სიკვდილში რომ გამრია მეც,
რა სახელით, რა პასუხით მივაკითხო ღმერთს.
და ოი, ოი, აი, აი, რას ერჩოდი სხვას.
მასში წმინდა სული იყო, არ მისდევდა ავს.
უაზრო მოაზროვნესთვის ადვილია ცხოვრება,
მან იცის რომ მოკვდება, მაინც არ გასცა ქონება.
ნაბოზართაა ცხოვრება. ასე დადგა დროება!
ჰა, მე ჩემთვის, შენ კი შენთვის - ასე მითხრეს ღორებმა.
მონებმა ჯოჯოხეთის მომატყუეს ცხოვრებაში,
არადა მათ რას ვემდური, რწმენა არ მაქვს გონებაში.
ცხოვრებაში კაცს რად უნდა მეტი, მხოლოდ სწამდეს ღმერთის,
წმინდა იყოს, რომც არ ჰქონდეს ბედი
რწმენა მქონდეს მთავარია, არ ###### ფულს?!
არ ვიჩქარებ გულს და ჩუმად ვუგდებ ყურს.

მის...

* * * * * * *

ჯოჯოხეთის კარიბჭე

არ ვიცი რატომ მითხრა ეს
ღმერთმა მითხრა:
-"რატომ უსმენ ჯოჯოხეთზე ხმებს, ჰა?"
გესმით ხმა, ჰა?

გუშინ მე მინახულა ღმერთმა,
ასე მითხრა რატომ გაქვს შენ გულში ბოღმა და სევდა,
რატომ დაწანწალებ მარტო, ქუჩებში,
ან რას აკეთებ ბნელ ქუჩებში ქურდებში?!
მე ვუთხარი ღმერთო, შენ ერთადერთო,
მოდი თავი დამანებე და ნუ ამირევ გონს
და ვინც გთხოვს შველას, აი, მას მიეცი შვება,
ნახე, კვდება, არ გადარჩება, რწმენა კი არ გაწყდება!
ვხედავ ცხოვრება გრძელდება და რა ხდება-
გავჩნდი, ვკვდები, ეს რას შვები და ჩემს დღეში ბევრია,
არ ვიტყვი, რომ ეს ცხოვრება გრძელია
შენსკენ გრძელი გზა ძნელია, გზაზე ბევრი გველია.
დღეს რაც ხდება, მოგონებად გვრჩება
და ყველაფერს გაავრცელებს ხვალ, ვინც ბოლოს დარჩება
და გადარჩება ის, ვისაც სჯერა ღვთის
და ჩემგან ბევრს ნუღარ ელით, ფერს შეხედეთ თმის.
ძლივს დამანებეს თავი, აღარ მიკრთის ტანი,
ამასობაში გავიდა ხანი და მთვრალი დავდივარ ვიტყუებ თავს,
ნუ უყურებ სხვას, ეს ხომ შენ ხარ, ნუ მოიკლავ თავს.

მის:
ბევრთან ერთი შეკითხვა მაქვს მარტო,
ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო,
ჰა? ღმერთო, ერთი შეკითხვა მაქვს მარტო,
ჯოჯოხეთის კარიბჭე რატომ არის ფართო?

ჯოჯოხეთის კარიბჭე ბნელმა შეჰქმნა ღონით,
არ არსებობს ექსცესი, გაავრცელეს ჭორით,
ხოდა გონით, ეი, თქვენ, ნუ გვიგონებთ ჭორს!
არა სთმობს ჭორს, ეს არ აძღობს და დაემგვანა ღორს.
შვიდი დღე ხდება, რაც მიმატოვა ღმერთმა,
მე არ ვნერვიულობ და ეს ცხადში ხდება_ის,
რომ ჯოჯოხეთი წყდება და კარიბჭე ტყდება,
მოგონება ჯოჯოხეთზე გონებაში გვრჩება და თან
დღეს ჩვენ ყველას გეტყვით: ჩვენსკენ დაემალეთ
ავს და სუყველამ უშველეთ თავს
და თუ გინდათ აგცდეთ ცოდვა, დაიწყეთ ყველამ ლოცვა,
ბევრს არ უნდა ვიცი, ლოცვა, დაიწყეს ხოცვა.
როცა გასაჭირი მიადგათ მათ,
სულიერად ყველა გახდა ავად
და დღეს მათ აქვთ რატომღაც რწმენა,
რატომღაც ჰგონიათ, რომ უწერიათ გადარჩენა.
მე კი მგონია, ყოველივე ეს არის ცრუ
ამას ვერ გაიგებს მხოლოდ ბრმა და ყრუ
და ყოველთვის მაწუხებდა ეს აზრი
მართალია, არსებობს ჯოჯოხეთის ჭიშკარი?

მის...

ჩვენ სულ ვართ მარტო და ასეც იქნება,
ყოველთვის ერთად ყოფნა ხომ არასდროს იქნება,
გიჟდება ავი სული, რატომ არის სიკეთე,
ეშმაკის გასაძევებლად მე ჯვარი გავიკეთე
და სიკეთე დათესა ღმერთმა, მან ერთადერთმა,
მოწყალება ხომ მეც მივიღე ბერთა
და ბევრთან სატანის სახელი გამივარდა
ამ ამბის გაგონებაზე მე ჯვარი ძირს დამივარდა,
ჩამივარდა კოვზი ნაცარში, მე მეგონა ეს ამბავი თამაში
და ეხლა წელამდე ვარ ტალახში და ამაში გადიოდა ჩემი ცხოვრების წლები,
შეიძლება მეშლება და მეც მას ვერ ვხვდები
რომ ღმერთი არის ერთადერთი
და დღემდე მას წარსულმა წლებმა მოუხარეს ქედი
და მეტი არავინ იკითხოს ჩემს გარდა,
(რატომ?) ჯოჯოხეთის კარიბჭე არის თუ არა ფართო?

მის...

* * * * * * *

განკითხვის დღე

მის:
ბნელეთში წმინდა სანთელი ჩაქრა.
ჩაქრა, მაგრამ რწმენა არ გაქრა.
სანთელზე ისევ აღდგება ცეცხლი
და ეს იქნება მისია ღმერთის.

სადღაც ცხოვრობდა ერთი ბობოლა,
აღარ იცოდა, როგორ ეღორა.
მის გვერდზე ერთი ღარიბი კაცი
შველას ითხოვდა, როცა კვდებოდა.
კვდებოდა, შიმშილით ფეხზე ვერ დგებოდა,
ბობოლა კი ღორივით ძღებოდა.
ღმერთის რწმენა აღარ აქვს გულში,
წმინდანობა გადაცვალა ფულში
და ეშმაკი ჰყავს უკვე სულში.
ღარიბი კვდება, ნათელში ხვდება
და მისი სული ღმერთს ევლინება.
ჩადგა ქარი და გავიდა ხანი,
ისევ წმინდაა საფლავზე ჯვარი.
შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა!

მის...

უმთვარო ღამეს ღრუბლები ცაზე
დაქრიან, სულ აბნელებენ ნათელს.
ქუჩაში დგეხარ, ვერაფერს ხედავ,
მოულოდნელად გაისმის ჭექა.
ანათებს ელვა, ბობოლა ხედავს,
რომ მის წინ ეშმაკი რაღაცას შვება.
უკან იხევა და ითხოვს შველას,
ტყუილად ყვირიხარ, არ გეშველება.
არც ელოდო სხვებს, ისინიც დაგიშენენ ქვებს.
თვეებს, დღეებს, საათს, წუთებს, დაგითვლიან რა დღე უწევს,
შენ განკითხვის დღეს ცოდვას და მადლს დაუყრი ღმერთს,
ის გადაწყვეტს სად გაგიშვას, ნათელსა თუ ბნელს.
შენ გახდი ჯოჯოხეთის მონა!

მის...

ღმერთსაც ნუ მოთხოვ შენ გადარჩენას,
ხელებს ნუ იშვერ, არ გეშველება!
მაინც ვერ გასჭრის ხვეწნა-მუდარა,
გვიანია, სულებს მოაქვთ შენთვის შავი სუდარა.
ჩაგწვდება ყელში და გადაგიშვებს ბნელში.
იქ ვეღარ გიშველის ვერც დიდი ღმერთი.
გწვდებიან ტანზე, გადენენ კვამლს,
თავს გაგლიჯავენ, გიღრღნიან ძვალს.
შენ არა გჯერა შენს თავს რაც ხდება,
მაგრამ რას იზამ, ეს ცხადში ხდება.
და თუ არ გინდათ თქვენც იგრძნოთ ეს,
მაშინ მისდიეთ დიდ ღმერთის წესს.

მის...

ნუ ჩაიდენ ბნელ გრეხს და ნუ დაიდებ ცოდვას.
იცოდე, რომ შენ გიშველის მხოლოდ წმინდა ლოცვა.
გააკეთე სიკეთე და დაეხმარე ბევრს
და აქედან წმინდა წადი იმ ქვეყანას გრძელს.
შენ არ იჯერებ ამ წესს და არ იწყებ ლოცვას
მაშინ, ჩაიდინე ბნელი გრეხი და დაიდე ცოდვა.
იცოდე შენ, რომ ხელს არ გამოგიშვერთ, უფსკრულში
ჩვენგან ჩაგდებული კაცი დღეებს ათევს ბნელს.
მისი სული დღესაც ჯოჯოხეთში კვდება,
კბილი ხვდება, ნელა დნება, არ ეწევა გადარჩენა.
არ მორჩება, ჩამოჭკნება, გააცვენენ თმებს.
დღესაც ისევ ეხვეწება გადარჩენას ღმერთს.

მის...

* * * * * * *

ჩვენზე ცუდი ხმებია

დავიბადე ერთხელ და მეტჯერ
არ ვინატრებ მოვევლინო ამ ქვეყანს ბევრჯერ,
ისევ ერთხელ მირჩევნია ცხოვრება,
უხმებოდ იყოს, იყოს, ვიცხოვრებ უბედოდ
ო, ო, ო. უღმერთოდ არ არსებობს ცხოვრება
ყველა მოკვდება, ქონება ყველას უკან მოხვდება.
მორჩება, ო რა მალე მორჩება, უკვე გაქრა,
დიდი ხიდი გზად ბინდით ცად მიდის.
ხო, ხო, მე ვარ, დიდო ღმერთო,
არ შემინდო მე, თუ ცუდს მოგთხოვ შენ,
დღეს დამეხმარე, გამინათე ცა
და დამანახე საით მიდის გზა ავის.
გზად კი სიბნელე არის უსიტყვოდ ავის
ხმები გაგჭყლიტავს ღამით ავო რისთვის
სხვისთვის მე ხომ არაფერი მიქნია
ჩემთვის ვარ, სხვები კი ჭორებს მიყრიან!
ითვლიან ჩემს ნაბიჯებს-ერთი, ორი, სამი,
წამი, წუთი, წელი და გამივრცელდა ხმები
და თან წლებიც ისე გავიდა, არ მეჯერა ღვთის,
არც დღეს მჯერავს ძმის, აღარც ჩემი ხმის.

მის:
ვხედავ მთქმელი კვდება,
ვინც გვიყრიდა ხმებს მათი ხმებიც სადღაც რჩება.
ვხედავ მთქმელი კვდება,
ვინც გვიყრიდა ხმებს მათი ხმებიც რჩება.

მორჩა ძველი წლები, ბევრს ვენატრები, მაგრამ
მაინც "ექსცესზე" ცუდის მთქმელი თბილისში ბევრია,
ხმებია და ეს ჩვენთვის ძაან ძნელია,
ო, რა ცუდი ხმებია, აი, არ გესმის ბებია?!
ვა! რა? ხმა ისმის შორიდან,
ვხედავ გორიდან მე ეს ვერ დავინახე ქოხიდან,
ხმები ომიდან მარტო მოისმოდა ჩვენამდე
და ჩვენში ტირილის ხმამ კი მოაღწია ჩემამდე.
წელამდე მე ჩავიფალი ტალახში მე ამ ქალაქში
მარტო არ დავრჩები წავალ და
ძმა დამეხმარება, აბა რას იზამს,
ამას არ იზამს, მაშინ დააბრალოს თავისთავს.
მან მიშველა ცუდ ხმებისგან ყველგან,
ხოდა, მერიდეთ ყველა, კარგს ნუ ელის ბევრი ჩემგან,
ჰა, გაიქეცით აქედან დროზე!
მოეგეთ სუყველა გონზე, "ექსცესის" ფონზე.
და მე ხშირად ვუსმენ ხმებს სხვაზე
და ჩემს თავზე და არც სხვაზე არ ვიტყვი,
რა აზრი მაქვს მათზე, ავზე, ტანზე
არ ეტყობა ნაკვალევი ხმის,
მის ძილს არავინ არ დააფარებს ნისლს.
გაქრით ნელა, სულ ყველა, არ გვინდა თქვენგან შველა!
არც ვამბობთ, რომ გვინდა შვება, ხმებისგან გადარჩენა,
სხვა არა სთმობს, არც ჩვენ დავთმოთ,
რა ხმებია, ეს რა ერია, ჩვენზე ცუდი ხმები ბევრია!

მის...

* * * * * * *

მევალე

მის:
ის ღამე რომ ისევ გათენდება,
ის დილა რომ ისევ დაღამდება,
და ფული თუ მე აქ არ მექნება
არავინ გადარჩება, სულ ყველას დაერხევა!

მიშველეთ ყველამ, რომ ვიგრძნო შვება, ამ საღამოზე რაღაც მოხდება,
სიტუაციას აგიხსნის, თუ ამ საქმიდან დაიხსნით!
რა ცუდი დღე გამითენდა, ვაი დედა!
რა მოხდება, ეს საღამო არ დაღამდეს ნეტა
და მეც ბნედა დამეცემა თავზე, ოი, ოი, ოი,
ჩემს სულში თოვს და ყვირილმა მომიყვანა გონს.
ვიღაც ყვირის გარეთ, დამიბრუნეთ ვალი,
ფანჯარა რომ ღია მქონდა მეც გავყავი თავი.
ვხედავ არის ბნელი ღამე, სად გავიქცე, ვაიმე
რაიმე პრასვეტი რომ იყოს სადმე, გავიქცევი მალე.
გარეთ ყვიროდა უბნის ძაღლიო -მითხარიო, ვისთან გაქვს ვალიო,
და მითხრა -ვინ არიო ეს ქალიო, ან რას აკეთებს აქ ამდენი ხალხიო.
გაკიოდა ხალხში ქალი - დამიბრუნეთ ჩემი ვალი,
გავგიჟდი და მეც დავისერე ტანი,
მე ვუთხარი, ის ხომ ძველი ვალია,
ეს რა ტვინის წამღები ქალია!

მის...

გზის იქით ვიღაც ხმამაღლა ყვირის,
გზის აქეთ ვიღაც იარაღს ისვრის,
მანქანამ იქით ვიღაცას ხია, ვიღაცამ აქეთ ფული დახია...
ამ საღამოზე რაღაცა ხდება, ამავე ღამეს ვიღაც მოკვდება.
ვიღაცამ არ დააბრუნა ვალი, გზაზე იპოვეს ვიღაცის გვამი.
მოკლედ გარეთ არის ხმაური, დარტყმა მიდის თაური,
ისეთი ამბავი არის, დედა შვილს არ იყვანს ხელში,
თავში მომხვდა თეფში, სისხლი მიდგას თმებში,
თვალის დახამხამებაში გავერიე სწრაფად მკვდრებში.
მე ამ დღეში არ ვყოფილვარ არასდროს,
ამავ დროს მიმატოვა საყვარელმა, ჰა, ასე თქვა “თამაშობს!”
თავი ამატკივა მევალეთა გროვამ,
ეხლა გარეთ რომ გავიდე დამესევა ხროვა,
ხოდა გამჭყლიტა ვალმა, დამბრიდა თავმა,
მიჩივლა ჩემმა ქალმა და მითხრა ძაღლმა
-ფეხს ნუ დაარტყამ სიყვარულის ბურთს,
ნუ დატანჯავ გოგონების ათასობით გულს,
და ისევ

მის...

ოუ, შეთ, ვიღაც გვიმიზნებს,
ჩვენი გაგორება უნდა იმ თინეიჯერს.
მან ის არ იცის საქმე ვისთან აქვს,
კუკიაზე იპოვნიან თინეიჯერის გვამს!
გრძელი ღამე გათენდება, ტრაგედია ტრიალდება,
ფული თუ არ დააბრუნე, საქმე ცუდად დამთავრდება.
დამთავრდება ის ცხოვრება ამდენ ხანს რომ ხედავ.
გათენდება, ჯოჯოხეთი თავზე დაგადგება.
შენ რა გინდა, სული გაგძვრეს და წააწყდე ბნედას,
იმ დღეს არ იფიცებოდი შენს წმინდა პატიოსნებას?
ვნებას დაუჯერე, გადათვალე მანი,
ვალი გადაიხადე, ჩამოკიდე კარზე ნალი.
მიდის აურზაური, არ აბრუნებს ვალს,
მის მომავალს არ უყურებს, ამით იკლავს თავს.
გადათვალე დროზე ფული, ნუღარ იკლავ თავს,
მევალეს ვალი მიეცი, ნუ მიხვრიტავ თავს.მე
გუშინ სულ მივეცი რა? -ვალი, რა? -ვალი,
სულ მივეცი თავანი, დამანებეთ თავი,
უკვე აღარა მაქვს ვალი და არც თავი ავიღო
ახალი ვალი რომ მომჭრას მევალემ თავი.
და ისევ

მის...

* * * * * * *

(დღ)ეს რა ხდება ?!

დავდივარ ქუჩებში, ცრემლი მადგას თვალებზე,
დაყვირება მინდა, სიტყვა შემახმა ბაგებზე
და ბაღებზე ვათევ ღამეს, აღარ ვითვლი წამებს,
რა ხანია ამას ვხედავ და მეც ვხუჭავ თვალებს.
მდის ცრემლი თვალზე, მივხვდი, აღარ მწყინს სხვისი.
აღარავინ მესალმება, ანდა თუნდაც ვინ და რისთვის.
უკუმაგდეს ყველამ, როცა გამითხელდა ჯიბე ისევ,
არ დამადგა საშველი, მეც რომ ამას მივხვდე.
მცივა და მძინავს წამებით და წვალებით.
ვხედავ თვალებით ბნელა, ვამბობ ბაგებით ბგერას.
მერე რას დგეხარ, ანდა რას ხედავ,
დღეა თუ ღამე, ეხლა ჩემთვის მაინც ბნელა.
და კვლავ ნელა ღვინით ძველ სუფრაზე ხმელი პური ლბება.
წყალთან მივალ დასალევად, ისიც ძაფივით გაწყდება.
გადაწყდება ჩემი ბედი, წყლად დაშრება ძველი წლები,
ბნელი ქუჩა მისას იზამს, აღარ გასჭრის ჩემი ხმები.

მის:
რწმენა დნება - ეს რა ხდება?
ვიღაც კვდება - ეს რა ხდება?
კითხვა ჩნდება. დღეს რაც ხდება ეს რა ხდება?!

რწმენა დნება - ეს რა ხდება?
ვიღაც კვდება - ეს რა ხდება?
ხმები რჩება, კითხვა ჩნდება
დღეს რაც ხდება ეს რა ხდება?!

წლები გავიდა და მე არ ვიღებ ხმას,
თმები გამცვივდა, დავემგვანე ქაჯს
და ხმები გავრცელდა დაიღუპა კიკა,
მეხსომება, ამას ვიზამ, რომ შემჭამოს თუნდაც მიწამ.
ჰა, ასე მითხრეს, ნუღარ იღებ ხმას,
ვითომდა ჩემი ჩურჩულით ვუხვრიტავდი თავს.
ასე მითხრეს, ნუ გვიყურებ, თორემ მოგთხრით თვალს,
ვითომდა ჩემი ბრმა თვალით თვალს ვუყრიდი თვალს!
თურმე მე ვიღებდი ხმას, თურმე მე ვუხვრიტავ თავს,
თურმე თვალში ვუყრი თვალს და ვატყუებდი ხალხს.
თვალთახედვის, ყურთასმენის, და ტრიალის ენის,
ფასს ვერასდროს გაიგებენ, ვერ გაიგეს ღმერთის.
მერე რა, რომ ბრმა ვარ, გავალ მე თუ სხვა ვარ,
თუ სხვა ვარ-ნუღარ მიყურებთ და მეც მათთან წავალ.
და ხალხთან დავიჩოქებ, შეწყალებას მოვთხოვ მათ,
სხვას აღარ მოვაწყენ თავს, გავუყვები გზას.

მის...

დავიმალები ბნლ ღამეს, თავს შევაფარებ ნისლს.
არ შევრცხვები, არ გავხდები დასაცინი სხვის.
ძმის მომერიდა, მომერია სირცხვილი,
მე მეგონა, რომ ის მეძახის, გადავედი გზის იქით.
ღვთისთვის არ არსებობს დაბალი, პატარა, დიდი.
ჯოჯოხეთიდან ნათელში არ არსებობს ხიდი.
მაშინ მიდი,
იწანწალე, ბევრს შეშურდეს შენი თვალის,
დაიჯერე, ღმერთი მოვა; არ მიიღო ავის სიტყვა,
არც მიუშვა გულთან და არც სულთან,
გასაჭირში მიგაგდებენ, მიირბენენ ფულთან.
ნულთან ისევ ერთი დგას, ერთთან ისევ ორი,
მესემესაც მიამატებს, თუ გამოჩნდა ვინმე ღორი.
მე ვიწამებ ღმერთს, მე ავიტან წლებს,
არ მოვუსმენ ხმებს, რომლებიც აღარ მესმის მეც.
სხვებს ეგონოთ მე რომ ბრმა ვარ, ეგონოთ თუნდაც რომ სხვა ვარ,
მაგრამ მაინც რა ვარ, მე ხომ მართლა ბრმა ვარ.

მის...

* * * * * * *

აპოკალიფსი

მის:
მე ძირს ხალხს ვხედავ, ზევით კი ცას,
მე ღმერთის მესმის, არ ვუსმენ სხვას,
ბევრს ვიცნობ, ღამე უსმენენ ხმებს,
და ღმერთს ფარულში უხრიან ქედს.

მეშინია, შიშით ვყვები, მე მგონი ვკვდები,
მესმის, როგორ მიზიდავენ უფსკრულისკენ ხმები,
მე კი ვხვდები, რატომ, რისთვის არ მეჯერა სხვისი,
მეშინოდა, არ მოვიდეს აპოკალიფსი.
დიდი არაფერი მოხდა, ღამეს ნისლი მოჰყვა,
ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, ყველა ერთად მოკვდა,
და რა მოხდა, როცა მახსენდება, სისხლი წვეთავს გულში,
ღმერთო ჩემო, ეს რა იყო, ეს რა ვნახე გუშინ!
რაღაც უნდა მომხდარიყო, ღამე ისე ბნელდებოდა,
ბერდებოდა ნელა მთვარე, დილა აღარ თენდებოდა,
ბეზრდებოდათ ყველას ღამე, ყვიროდნენ -მალე!
დიდო ღმერთო მოგვხედე, მოგვაშორე მთვარე.
მაგრამ ღამე ისევ ნისლში გახვეულიყო შემზარავად,
თავად მთვარეს არ აწუხებს ის, რომ ხალხი გახდა ავად,
ეპიდემია მოვიდა ბნელ ღამის სახით,
გავრცელდა ქარი, ქალაქი გაივსო ავით.
ღამით დაფარული ქალაქები, სოფლები, შემზარავი შფოთვები,
ტირილები, ლოცვები, სულთა ცოცვები,თან გამყინავი ხმა,
რწმენა თუ ნაკლები გაქვს, გახდი ქაჯთა ყმა.
გაუყვება ქაჯთა გზას, თან წაიღებს ავს,
ყველაფერზე პასუხს აგებს, თავს აჩუქებს ხრამს,
დიდ ქვას სქელი ჯაჭვით გამოიბამს ფეხზე,
არასდროს არ გავიგო, ცუდი რომ სთქვათ ღმერთზე.
მომაკვდავი მოკვდება, გეზს აიღებს ღვთისკენ,
რაც კი ცუდი რამე შექმნა, ყველა ცოდვა მისკენ,
და ის ღვთისკენ პირს იბრუნებს მაშინ ქარში,
თუ სიკეთე მეტია ღვთის სასწორის ჯამში.
ყველამ უნდა შეასრულოს ცხოვრებაში ეს წესი,
სულ ერთია ვინ იქნება, "Dogstreet"-ი თუ "ექსცესი",
ღმერთი არის ერთადერთი და იწამე მისი,
არ დაუშვა სხვისი აპოკალიფსი.

მის...

საათმა სამჯერ ჩამოკრა ბნელში,
სულებმა იწყეს სიმღერა ხმებში,
ძვლებში გამჯდარი დაუნდობელი ავი ქარი,
მას სიმართლე გააქრობს, როგორც ცეცხლზე წყალი.
და ამის ფასი არა, არ არის მოკვდავი,
ღმერთო მომკალი, მე რატომ ვარ ცოცხალი!
მიდი, მოკალი, ავი ხომ ძაან ბევრია,
ღმერთია ყველაფერი და ის ერთადერთია.
სანამ სულ ყველა არ მიხვდა, ღამე რატომ გრძელდებოდა,
ბერდებოდნენ, თან ღამეც აღარ თენდებოდა,
ყველა მიხვდა, ბნელმა გრეხმა მოიყვანა ეს ღამე,
ნისლი, მთვარე, ბნელი ღამე, მორჩება მალე.
მოინანია სულ ყველამ ცოდვა, დაივიწყეს ხოცვა,
ყველამ ერთად განაახლა ლოცვა,
სულთა ცოცვა ბნელ ქალაქში შეწყდა, როგორც სეტყვა,
ღამე ისევ დილად იქცა, ეს მინდოდა მეთქვა.

მის...

* * * * * * *

ბნელეთის დედოფალი

ერთზე ვიცი უცნაური ამბავი,
ვიცი, მოვა ავდარი, მოაგლიჯოს მხარს თავი,
ავი ეგონება ბევრს დღეს, ყური უგდეთ
ბერს, გრეხს მოიშორებთ გაიწმინდავთ სველ წლებს.
დღეს მე მოგიყვებით ტანჯვით,
სისხლით დავწერთ თქვენს ოჯახში კალმით
და თან წამით დაგანახებთ მე იმ ალაგს,
ბნელეთის დედოფალი თავად დაადგა ქალაქს.
მე შენ რას გიზამდი, მითხრა,
რას დაძვრები, რას დამყვები, როგორც სახლში დიდი ვირთხა,
მითხრა, რატომ გგონია შენი თავი ძლიერი სხვებზე,
შენ ხომ არ ხარ ხნიერი, მოდი, ნუ ხარ სხვებზე ცბიერი.
დღეს მოდის ტანჯვის წამები,
არ აცლის სხვას სუნთქვას, ყველას ღუპავს,
დღეს ვისაც კაცი მოუკლავს,
ყველას უყვარს დედოფალი ხმელეთის და
ამას ყველაფერს უყურებს დედოფალი ბნელეთის.
ქელეხის სუნი დაჰქრის, სუყველა გაჰქრით,
ე, სულებო ღამით გაჰქრით, წადით, ჩაქრით, ყველა გაჰქრით,
დარდით ამბობს ბევრი, ნეტა ვინ იყო წინად, რატომ ყინავს,
ვის სძინავს, ან რატომ არ ხვრინავს, ვისაც სძინავს.

მის:
ყველას სძინავს თუ ღამე არ ყინავს,
ბნელეთის დედოფალს არც მაშინ არ სძინავს,
სუდარა აქვს მოხვეული მხრებზე,
ის არასდროს არ ლოცულობს ჩვენზე, ცუდს არ ამბობს ღმერთზე.

ღამე მძინავს შიშით, ძილში მესიზმრება კიო,
სულს იმის თავი აქვს, სულ კუდში რომ მსდიოს,
ღამე ადგას თავზე ყველას, ვისაც დიდი აქვს ცოდვა,
ვისაც ხშირი აქვს ბოდვა, ღამე მორჩა, ის კი არ მოკვდა.
და მას რად უნდა სხვის შველა, მას ყველა აღარ აწვება,
ვინც აწვება ის უეცრად კვდება, ყველა ხვდება ვინც არის და რაც,
დაინახავს ბრმაც, ბრმასთან ერთად დაიძახებს ძმაც,
რომ ღმერთს ვთხოვ, მომაშოროს ხმელეთის დედოფალი ბნელეთის,
სანამ სხვას მოაგლიჯავს თავს და სხვას დაკლავს,
გაკრავს კბილს, მოკლავს ძილს, და მას მისცემს ბინდს,
თან წაიღებს სხვისთვის. ვის?
ვისაც დიდი აქვს ცოდვა, ის ხომ მოკვდა,
მაგრამ ღამე ხომ მაინც არ მორჩა, რჩება,
ხოდა როცა მორჩება მაშინ, ყველა წახვალთ სახლში,
რომ შევიდეს ყველას თავში.

მის...

სძინავს, ვიცი, მას რად უნდა ფიცი,
მე რომ აღარ მძინავს ეს თუ ვინმემ იცის, ჰა?
თუ გათენდა ღამე და აი მაშინ, მალე,
დაგვადგება ცად მალე, მზე მთვარედ.
ის კი კლავს ახვრებს, სუდარას აცმევს,
სუყველას დიდ ბნელს აძლევს, ძმები რომ გასცეს,
ნეტა რას აწერს იძახიან, ნელა თუ მოგვივა შველად,
ვინც გადაიქცა, მგელად, ჩამოახრჩოს ყველა ველად.
შველად მომეჩვენა ჩემი გულის ჯიბე,
ხელზე სისხლის დანახვაზე მე ჩამენგრა ფეხქვეშ კიბე,
გამხეთქვია შუაზე გული, გამექცა სული,
არაფერი მეშველება, მე არ მაქვს ფული.
წამიღო ბნელეთის დედოფალმა, ბევრი გაქვს ცოდვა,
ჩამაგდო უძირო უფსკრულში, დაგეწყო ბოდვა,
მესმის შფოთვა, სულთა მოთქმა, წანწალი ჯურღმულში,
არავის სძინავს, ღამე კი ყინავს, დღე მოკვდა უფსკრულში.

მის...

* * * * * * *

შაბაშის ღამე

(შიშმა მოიცვა მთელი ქვეყანა)...
შაბაშის დღე ღამდებოდა და ქალაქი წყნარდებოდა,
შავ-ბნელ ქუჩებში უცხო ხმები ვრცელდებოდა.
ის წვიმიანი ღამე ახსოვს ყველა ჩვენთაგანს,
ისეთი ჭექა-ქუხილი ჩვენ არასდროს გვინახავს.
მინახავს ჰა... და ნეტავ სულ არ მენახა,
ეკლესიის ჩამონგრევა, ანაფორის შემოხევა,
საფლავებზე ჯვრების მტვრევა და კარების გამოღება
ქვეყნიდან, სადაც ისვენებენ წასულები ჰაა...
და ისევ ჩვენთან მოსულები.
ღამე არის დაფარული სატანური შავი ნისლით,
ვამპირებს სისხლი სწყურიათ, უკვე სულერთია ვისი,
აჩრდილების ხეტიალი, შავ სულთა კივილი,
სახლებიდან შემზარავი მსხვერპლთა ტირილი.
ეძახიან ხალხს და ისინიც ბრმად ნებდებიან.
ნებდებიან, ტყვევდებიან და სასტიკად ისჯებიან.
ისინი, ვინც ვამპირთა პრინცთან არ იჩოქებს,
ისინი, ვინც სატანას მის სულს არ უბოძებს.
დახოცავს ყველას, მე მაგის დედაც...
არ დასთმოთ არვინ დიდ ღმერთის რწმენა!
გჯეროდეთ ყველას აღდგომის, და გახეულ ანაფორის!
წამოდი ჩემსკენ, შეეშვი ყველას,
იმ ადგილებში, სადაც ცა ელავს! . . .

ო, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა,
უმწეო ხალხის ხოცვა-წამება.
შანდალში შავი სანთელი ქრება,
ვამპირთა პრინცი მზის შუქზე კვდება.
წმინდა სანთელი აინთო ქარში.
სატანას სული მიცურავს ზღვაში.
საფლავზე ისევ აღდგება ჯვარი,
ილუზიები მთავრდება ღამის.
შაბაშის ღამე მთავრდება მალე
და ქალაქიც დაწყნარდება ხვალე.
შავ-ბნელ ქუჩებში უცხო ხმები ქრება,
ის წვიმიანი ღამეც უეცრად წყდება.
წყდება ჰა... და სიზმარიც მთავრდება,
ღამის ილუზიები სიზმრად გვევლინება.
ნეტავ მალე გათენდეს, ეს რა მესიზმრება,
თუ თვალებს არ გაახელ, აღარ დამთავრდება ეს ღამე...

* * * * * * *

ექსცესის ჩრდილში

არსებობს სადღაც სასახლე ბნელი,
გარს ეკვრის ციხეს კლდიანი ხევი,
აჩრდილი ბნელი დადის და მღერის,
მღერის და კვნესის დამწყები მესის.
დაიმკვიდრეს ავებმა, სულებმა და ქაჯებმა,
დიდ ციხეში სისხლისმსმელი ქაჯთა მეფე დაჯდება.
გაჩნდება ყოვლისშემძლე შავ სულთა დუდა,
არ დაინდობს, მის სისხლს დალევს ვისაც დუდა აღარ უნდა.
დუდა ქაჯთა მეფეა, ბოროტების შემძლეა,
უფესვებო ხმელი ხეა, სისხლიანი ქაჯთა ტყეა.
მისთვის წელი დღეა, საუკუნე_თვეა.
ყოველი უმზეო დილა მისი მესის დღეა.
მისი ტანი დამდნარი, დამჭკნარი და დამპალი,
დასტრიალებს თავზე, ხელზე თაყვანს სცემს გამხდარი
ალქაჯი, შავ სულთა მბრძანებელი, მწამებელი
ცაში სულთა ცივი ხმა, ა... ხმელეთზე მსხვერპლთა ხმა.

მის:
სასახლე დგას ექსცესის ჩრდილში,
ეს არ ხდება ძილში, ვხედავ,
სული როგორ ცეკვავს ნისლში,
ბინდს გაყვებიან, გაცურავენ ზღვას,
მის კვალს აღარ დაანახებს სხვას, მიიხურავს კარს.

გაკივიან უღრან ტყეში სულ ნაირ-ნაირ ხმებში,
და ატირდა ვიღაც ბნელში როცა დუდა მისწვდა ხელში,
ძვლებში გამჯდარი შიში და რწმენა,
გამწირავი ხმები მოდის, მსხვერპლთა გადამრჩენი ხვეწნა.
ჯოჯოები დაფოფხავენ დიდი სახლის სველ კედლებზე,
ზოგი უჩინარდებოდა და ზოგი ეცემა ხმელეთზე,
ხელებზე სისხლის კვალი აილოკა მუმიამ,
აქეთიქით იყურებოდა, სისხლი ძლიერ სწყურია.
ამოვარდა ქარი, ჩამომწკრივდა სულთა ჯარი,
ჩამოშორდა ყველა ციხეს, გაანათეს ბნელი ხრამი.
აღარა აქვს წმინდას ძალა, რომ აღმართოს მათკენ ჯვარი,
ქაჯთა ხროვა დაესია, დააცალეს ყველას თავი.
ეს იქნება საუკუნე და იქნება მუდამ,
კაცის მოკვლა, თავის მოჭმა, სისხლით სავსე დიდი ბოცა,
შფოთვა ღამღამობით და შიშისგან ბოდვა,
ადამი და ევას მოდგმის უსაფუძვლო ხოცვა!

მის...

უკანასკნელ წვეთამდე გამოწრუპავს სისხლს,
ღამღამობით ბნელ სოფლებში დააფრთხობენ ძილს,
ბინდს გაყვებიან, გაცურავენ ზღვას ნისლში,
ტომთა სხვა ჯიში აღარ არის მათ სისხლში.
მათ წიგნში რაც იყო წინათ მას დღეს სძინავს,
ძილში ხვრინავს, ო, _ რა მაგრად ყინავს,
გახდი ბნელ სასახლის მონა, თორემ
შენგან ნასროლი ისარი ისევ შენთან მოვა!
ავთა შფოთვა, ხალხთა ხოცვა, მათგან ლოცვა,
ბნელ ოთახში სველ კედლებზე ცოცვა,
ბნელ ტყეებში ხეტიალი, სულთა წვა... ა...
ტყიდან მოდის გამწირავი ხმა...
ნისლი დგას, ის ავს უძღვნის ქარს
და დუდას თავს ნელ-ნელა უვლის გარს,
უთვლის წამს, მას გაატანს ქარს,
მის კვალს აღარ დაანახებს სხვას, მიიხურავს კარს.

მის...

* * * * * * *

ბნელია ცოდვილთა დღე

რას უზამ სხვას, როცა დაბრიდავ ძმას,
აი, მაშინ მიგასწავლის ეშმაკისკენ ღმერთი გზას.
ვალს, გადაიხდი როცა მოვა დრო
გონს ვერ მოხვედი და დაიწყე ისევ ხოცვა.
როცა რამე ცუდს ჩაიდენ და დაბრიდავ ძმას,
ცოდვა მუდამ წამოგყვება, გაგიხვრიტავს თავს.
ცოდვა დაგედება, დაგეწყება ბოდვა,
უკან ვეღარ დააბრუნებ რაც წარსულში მოხდა.
ხოდა მოინანიე, თუ შეგეფეთა მღვდელი კართან.
მერწმუნე, მოინანიე, მოგეშვება, იბრძოლე თავთან.
არ გინდა სხვათა მიბაძვა, ავთა, რომლებიც სხვათა, დახოცავს ხალხს
და ჩამოშორდი მათ და ღმერთიც გადაგაფარებს მის კალთას.
ბნელია ცოდვილთა დღე, ეშმაკი დაუთვლის დღეებს,
ქუჩაში დაუყრის სატანურ ხმებს,
მისკენ ბევრს მისცემს გეზს, აუწეწავს ყველას თმებს.

ბნელია ცოდვილთა დღე...

ნუ მოიკლავ თავს, ტყუილად ნუ აცინებ ხალხს.
ნუ ცდილობ, რომ დაინახო, ან ანახო სხვას
ჯოჯოხეთი ბნელი, შემზარავი ხმები,
მოინანიე და შენთან მოვა უცოდველი წლები.
გაიგებ ძმის ფასს, ანდა მის ფასს,
ვინც ღმერთისთვის გასწირავს თვის თავს
და ისიც სხვის თავს გადაარჩენს და შესწირავს თავის თავს,
ის არასდროს გააკეთებს, არ ჩაიდენს ცხოვრებაში ის ავს.
სხვებს ანახებს ღმერთს, გადაარჩენს ბევრს,
გადაარჩენს იმ ხმებისგან ვინც ანახებს ცოდვილს ბნელს
და დღეს ისიც მის დღეებს ნელა თვლის არ ღალატობს,
ისევ ისმენს რეპის ხმას და მძიმე რიტმს.
შარს თუ მოგდებს დღეს, დღესვე გაპატიებს გრეხს,
არ გარეკავს, არასოდეს უღალატებს ღმერთს,
ის არასდროს შეინახავს თუ არა აქვს სხვას,
მას ვერასდროს ვერ მოაჭრიან თავს.

ბნელია ცოდვილთა დღე...

სხვას. უყურე ცოდვილო, ყველა როგორ ცხოვრობს,
მონობს! - არა, გველო, სიცოცხლისთვის ბრძოლობს.
ბოლოს გამოჩნდება მოგებული ამ ბრძოლაში
ღმერთი როცა ესტუმრება და თავს უკრავს ყველას ცაში.
ჩამოგიწერს ღმერთი თვესა და დღეს,
შენს გავლილ გზებს,თვეს და დღეს გალევს.
და სულ დალევს შესანდობარს გაცლის თასს
ვერასდროს ვერ გებულობდი შენ სიცოცხლის ფასს
უყურე სხვებს,როგორ ახარებენ ძმებს...
მიჰყვებიან ღმერთს და ამით ცხოვრობს ბევრი დღეს.
უცოდველი ყველა,გაიხარებს ყველგან.ხოლო
ცოდვილი კი ლპება,ხმება, უმოწყალოდ ხდება
ბნელია ცოდვილთა დღე... ეშმაკი დაუთვლის დღეებს
ქუჩაში დაუყრის სატანურ ხმებს,
მისკენ ბევრს,მისცემს გეზს,აუწეწავს ყველას თმებს...

ბნელია ცოდვილთა დღე...

* * * * * * *




Posted by: DexmaN 31 May 2012, 20:38
http://www.myvideo.ge/?video_id=1241197-
ესენი იყვნენ ექსცესში?

Posted by: mazurskii 1 Jun 2012, 14:52
QUOTE (DexmaN @ 31 May 2012, 20:38 )
http://www.myvideo.ge/?video_id=1241197-
ესენი იყვნენ ექსცესში?

კი და კიდე ერთი ყავდათ

____________________________________________

Posted by: leyenda 6 Jun 2012, 16:39
ექსცესი იმ დროისთვის როცა ექსცესი ექსცესობდა smile.gif იყო უმაგრესი პროექტი, ბიჭები მალავდნენ სახეს ქმნიდნენ განსხვავბულ მუსიკას და ინტრიგას დებნენ საზოგადოებაში თან რელიგიის თემა ყოველთვის იყიდება და ეს კაგად გამოიყენეს

Posted by: Sang_Cule 11 Jun 2012, 15:41
უუჰ რა ტექსტი ჰქონდათ, ეხლაც მახსოვს smile.gif
და ნეტა მალე მოხდეს რასაც მე ვამბობდი, რასაც ვნატრობდი, რასაც დიდი ხანი ვდარდობდი.
მინდა ვხოცო ახვრები, ჩავსვა სარები და ზედ ვაცვა მათი თავები.
და მათი ცოლებიც ავაცეკვო ნაკრძალზე, ღორთა ნაფლავზე ჯამით #$@# $@# (აქ არ მესმოდა რას ამბობს biggrin.gif )
ცოლებს ცეკვას ვთხოვ,
შვილებს ბევრ ტაშს ვთხოვ
ყველას სმენას გთხოვთ,
სხვას მეტს რას გთხოვთ??
და გთხოვთ ამ ნაბოზვრებს აღარ მისცეთ ხარკი,
ცხოვრების გულისთვის დაიჩოქა ხალხი,
მე კი დამავიწყდა ლამაზი და კარგი, მაგრამ არამგონია რომ განვიცადო კრახი..
biggrin.gif

Posted by: rozoma 28 Jun 2012, 05:25
Badagon
QUOTE
აი ცხელცხელი ლინკი (MP3, 320kbps): http://allshares.ge/download.php?id=74EC3BB324

მოისმინეთ და დაწერეთ, მოგეწონათ თუ არა.

up.gif


QUOTE
ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ "საფლავები" გადავამასტერინგე. ბომბი გამოვიდა, სრულიად ახლებურად ჟღერს. ვინ იცის რამდენჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენ თავიდან ბოლომდე. რა ვქნა, მიყვარს ეს ალბომი თავისი მასიური ზვუკით, დრამატიზმით, ბნელი ატმოსფეროთი, შიშისა და პანიკის მუდმივი შეგრძნებით...

მთელი ალბომი ერთ არქივად (mp3, 320kbps):

სატირა
the_lizard_king
mazurskii
eXcess
იქნებ გაქვთ ვინმეს შემონახული, ატვირთეთ რა სადმე user.gif

Posted by: eXcess 28 Jun 2012, 22:13
rozoma
რას ქვია შემონახული, 3 -3 ჯერ მაქვს დაკოპირებული სხვადასხვა ადგილას smile.gif

http://allshares.ge/download.php?id=FB25F6BA49

Posted by: rozoma 30 Jun 2012, 05:05
eXcess
შენ გაიხარე 2kiss.gif



კაი ხანია ექსცესს ვუსმენ, ოღონდ სულ ცალკეულ სიმღერებს და ძირითადად ჰიტებს ვუსმენდი
სამი-ოთხი დღეა პირველ (და უკვე მეორე) ალბომს ვატრიალებ
და მართლა ძაან კარგები არიან yes.gif


პ.ს. "ხაფანგი" მინდა და + მუზა/მემოს შემოქმედებაც გექნებათ აქ, პოსტექსცესისეული user.gif

Posted by: Ghost* 30 Jun 2012, 07:14
QUOTE
ვუსმენ  [ 30 ]  [16.13%]

smile.gif

Posted by: eXcess 30 Jun 2012, 09:04
rozoma
http://allshares.ge/download.php?id=AA8ECD7849

Posted by: achiko96 25 Jul 2012, 16:03
http://excess.ucoz.com <<<<<<<<<<<

Posted by: be_yourself 25 Jul 2012, 16:19
აუ რა თემა გაეძრო smile.gif

ძალიან მაგარია yes.gif

არ მეგონა ამდენი თუ უსმენდა ექსცესს იმენა არ გბეზრდება კლასიკაა smile.gif

მე ყველაზე ძაან "ექსცესო მოდი" მევასება smile.gif პროსტა შედევრია smile.gif

Posted by: Number29 25 Jul 2012, 22:35
ბიჭებო "საფლავების" რემასტერი თუ გაქვთ გთხოვთ ნუ დაგეზარებათ ან აქ ან პმ-ში ლინკი მომწერეთ, წამეშალა შემთხვევით ...

Posted by: achiko96 10 Aug 2012, 14:13
http://excess.ucoz.com/news/excess_albomi_xafangi/2012-08-08-415

Posted by: Montana7 23 Nov 2012, 07:03
ხალხო არავის გაქვთ საფლავების აუდიო დისკი? იქნება დარიპოთ ვავში ან ფლაკში და დააგდოთ აქ.დიდი თხოვნა იქნება რა.წინასწარ სპასიბა.

Posted by: tamo20 26 Nov 2012, 17:21
ყველაზე ყველაზე მაგარი ჯგუფია წლებია უსმენ და საქართველოშI ცოტა თუ ქმნის ხარისხიან რეპს ისიც არ ჩან ამდენი ნაგავის ფონზე თუმცა ექსცესა დროს გაუძლო 1999 წლიდნა შექმნილი სიმღერები დღესაც პოპულარულია თან ძალიან უბრალოდ ბევრის გემოვნებაში არ ჯდება ბევრი ისე უსმენს ესმით მაგრამ ვერ იაზრებენ სიტყვებს ამიტომ ძალიან ბევრი დღემდე სატანისტებად თვლის რთული გასაგებია მათი პროტესტი იმდენად რთული რომ რამდენჯერმე უნდა მოისმინო ერთიდაიგივე სიმღერა რომ ოდნავ მაინც გაიგო შინაარსი smile.gif ტექსტები და მინუსიც მათი აწყობილია, დღესდღეობით მხოლოდ მუზა წერს რეპს და ისე მისტიურად ექსცესისს სტილში არა... ასევე უკრავენ საყვირზე georgian brass ამ ჯგუფში
* * *
QUOTE
მე ყველაზე ძაან "ექსცესო მოდი" მევასება  პროსტა შედევრია

აი ზუსტად მაგაზე ვჭედავ მეც და დაიწყე ცხოვრება თავიდან ამაზეsmile.gif
* * *
QUOTE
mazurskii

რომელი ხარ იქნებ გიცნობ მეც ზაზას ვიცნობო რომ ამბობ?
QUOTE
CoMeDiAnT

აქ ექსცესის თემაა და ქსელის თემა რატომ წამოჭერით ექსცესი საქართველოში პირველი იყო და მუზა ყველაზე მაგარია აი ყველაზე მაგარი.. ზაზას და ქსელს რაც შეეხება უნიჭიერესები არიან საკუთარ თავზე მეტად მიყვარს 5ივე და ძალაინ გთხოვთ ძვალს ნუ შეადარებთ ზაზას მართალია ზაზა თვლის რომ ძვალს ძალაინ მაგარი რამის გაკეთება შეუძლია უბრალოდ არ ინდომებს მაგრმა მე არ ვთვლი ესე ძვალზე ასჯერ ემტს გააკეთებს ზაზა ხელოვნების მრივაც..
აი დივერსიაც ახსენეს აქ და ძალაინ კარგი რომ ითქვა შანავა ძალაინ მაგარია ძალიან მაგარი მუზა შანავა და ქსელი ჩემთვის ყველაფერია smile.gif
და კიდევ ქსელზეც გავხსენი ფორუმი და დივერსანტებზე აქ კამათს იქ გამოხატეთ მათზე აზრი

Posted by: the_lizard_king 29 Nov 2012, 19:17
მუზას ალბომი 'ხაფანგი' არ გაქვთ კაი ხარისხით?

Posted by: rozoma 30 Nov 2012, 01:02
the_lizard_king
128-ში მაქვს, თუ გინდა აგიტვირთავ

Posted by: the_lizard_king 30 Nov 2012, 18:14
rozoma
კი, თუ არ შეწუხდები !

Posted by: rozoma 1 Dec 2012, 02:56
the_lizard_king
http://allshares.ge/download.php?id=6286418586



უბრალოდ სიმღერებზე სახელები არ წერია და ვინმე თრექ ლისტს თუ მომცემს კარგი იქნება smile.gif

Posted by: the_lizard_king 1 Dec 2012, 16:54
rozoma
დიდი მადლობა

Posted by: rozoma 1 Dec 2012, 17:37
the_lizard_king
you're welcome smile.gif



მე-7 ტრეკის სახელი მითხარით რა ვინმემ
Mary Jane-ს ლირიკაა და სხვა ბითი ადევს

Posted by: Sttylex 1 Dec 2012, 23:15
http://www.youtube.com/watch?v=FhcZ2Lnmn2g უძლიერესია

Posted by: geopolitik 13 Dec 2012, 18:51
ექსცესისათვის არასდროს მომისმენია და შესაბამისად ვერც შევაფასებ.

Posted by: creedo 30 Dec 2012, 15:21
eXcess
ექსცესი ჩემთვის რეპი არ არის, არც რაიმე სხვა | არ შეიძება ესეთი დონე რომელიმე ჟანრში მოაქციო

P.S
მე მაქვს არქივში ყველა სიმღერა საუკეთესო ხარისხებით

Posted by: lost_for_words 20 Nov 2013, 10:36
QUOTE (creedo @ 30 Dec 2012, 15:21 )
eXcess
ექსცესი ჩემთვის რეპი არ არის, არც რაიმე სხვა | არ შეიძება ესეთი დონე რომელიმე ჟანრში მოაქციო

P.S
მე მაქვს არქივში ყველა სიმღერა საუკეთესო ხარისხებით

შეგიძლია მომაწოდო ?
---------------------------------------

Posted by: eXcess 16 Dec 2013, 23:16

ამის მპ3 დაიდოს user.gif

Posted by: GEORGIERz 19 Dec 2013, 15:20
Cypress Hill ის კოპიოებიი იყვნენ , მარა ესენიც მაგრად მევასებოდა ახალგაზრდობას)

Posted by: Jordan23 30 Dec 2013, 23:16


სიზმარია ცხოვრება, სიზმარში კი რწმენა მკვდარია

უთესლესი ლირიკა აქვთ ტო.

Posted by: Datvlas_Vin_Gtxovs 13 Jan 2014, 18:51
მე ვუსმენ და მაგრადაც მევასება

რაღაცნაირი რეპია, დეპრესიული თან მწარე სიმართლეა

არც მოსაწევზეა არც ბოზებზე და საძმაკაცოზე არც ძაღლებზე

ფილოსოფიური რეპია

Posted by: YiFo4 5 Jun 2014, 00:14
ახლაც უსმენთ ექსცეს ? პირადად მე მისი ყველა ვეში მაქვს )) 5 წელია მაგას ვუსმენ და მაინც არ მწყინდება ) პროსტა ისმიტყდება რო დაიშალნენ )


Posted by: andy murray kimi iceman 21 Jun 2014, 15:51
YiFo4
QUOTE
ახლაც უსმენთ ექსცეს ? პირადად მე მისი ყველა ვეში მაქვს )) 5 წელია მაგას ვუსმენ და მაინც არ მწყინდება ) პროსტა ისმიტყდება რო დაიშალნენ )

კი ეხლაც ვუსმენ ) არც მე მბეზრდება )

Posted by: damondamon 1 Jul 2014, 22:39
QUOTE
ახლაც უსმენთ ექსცეს ?

ჯგუფის შექმნიდან, დღემდე ვუსმენ.

Posted by: damondamon 11 Oct 2014, 07:40
QUOTE
Cypress Hill ის კოპიოებიი იყვნენ

პირველ ალბომში კი, მეორეში საიპრეს ჰილსაც მირჩევნია ბევრად. ალბომი "საფლავები" არის უძლიერესი ნამუშევარი! ყველაფერი უნაკლოდ არის! smile.gif

Posted by: qeseramovich 16 Feb 2015, 20:55
უპპპპპ ეს თემა და ყველაზე საკაიფო ქართული ჯგუფია ჩემთვიიის <3

Posted by: Suppression 17 Feb 2015, 20:07
http://soundcloud.com/hip-hop-city-1 შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსცესის ორივე ალბომი მაღალი ხარისხით smile.gif და კიდევ ტყუპების მიქსტეიპიც დევს smile.gif

Posted by: annihilation 20 Feb 2015, 23:55
ექსცეს Fორევა....givi.gif


ხანდახან ასწორებს რა,თორე სუ ამსი მოსმენა უფ..........კაშმარ ბლინ gigi.gif

Posted by: Suppression 28 Feb 2015, 22:46
https://www.facebook.com/groups/ExcessCommunity/ - გაწევრიანდით smile.gif თუ რამის კითხვა გნებავთ დაპოსტეთ და გიპასუხებთ war.gif

Posted by: blue_velvet 8 Apr 2015, 19:58
მუზა და მემო-მერი ჯეინ მევასება დიდი ხანია.

ხო ექსცესის სასტავია?
ჩემი აზრით ნორმ ტექსტები აქვთ და ეს ჯაზის ელემენტები მომწონს.

Posted by: damondamon 10 Apr 2015, 12:03
blue_velvet
კი, ექსცესის წევრები არიან ტყუპები

Posted by: blue_velvet 10 Apr 2015, 14:21
damondamon
ექსცესს არ ვუსმენ მარა რამოდენიმე ტრეკი მუზა და მემოსი მაგრად მევასება, არის რაღაც ანარხისტული ტექსტებში biggrin.gif

მერი ჯეინ
ორატორები
კიდე კატაზე და ბოზ ვირთხაზე აქვთ ეგეც მისწორდება
მოკლედ კარგი გენგია up.gif

Posted by: damondamon 15 Apr 2015, 16:48
QUOTE
კატაზე და ბოზ ვირთხაზე

ეგ პირიქით არის

"თაგვი პატარა ცხოვრებით მგელი
დიდი, გულადი, მდიდართა მკვლელი"

იქამდე ამას ამბობს :დ

"ყველას სწამს, კატა დაკარგავს თავს"

Posted by: Suppression 25 Jun 2015, 12:19

jump.gif

Posted by: ratianee 25 Jun 2015, 12:34
რა დრო იყო ამათ რომ ვუსმენდი boli.gif

Posted by: nodari_nx 25 Jun 2015, 12:51
ვააააა ვინები გაიჩითნენე

მაგრა მევასება

სად არიან, რას მიღვაწეობენ ეხლა??

Posted by: ratianee 25 Jun 2015, 13:15
ეს ჯგუფი რატომ დაიშალა?

ძალიან მაგრად ასრულებდნენ რასაც აკეთებდნენ up.gif მევასებოდა ამათი ვეშები up.gif და ბევრს ევასებოდა კიდე

Posted by: Suppression 25 Jun 2015, 13:21
nodari_nx
QUOTE
სად არიან, რას მიღვაწეობენ ეხლა??

https://www.youtube.com/watch?v=L36Doc5HpZc - 13:39-იდან ლაპარაკობს მუზა და მოუსმინე.

ტყუპები მუზა(დათო შამანაური) და მემო(გიორგი შამანაური) კლასიკას და ჯაზს უკრავენ ჯანსულ კახიძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრში.
მესამე წევრი "ამპულა" სადაა და რას საქმიანობს არ ვიცი.

Posted by: damondamon 21 Jan 2016, 22:17


ისიამოვნეთ

Posted by: Sang_Cule 14 Apr 2017, 02:18
ათასი სისულელე თემაა წამოწეული და ექსცესი სადღაც ქვესკნელშია.
წეღან ჩავრთე და ისევ ძველებურად მოიტანა.
ჯიგრები თავისი პლიუსით და მინუსით. ის მოპარული ინსტრუმენტალებიც ასწორებს.
ექსცესი, მუზა და მემო იყო ურთიერთობა და იყო ძალიან კარგი ქართული რეპი.
დღესაც ჯიგრები არიან ძმები და ნეტა ხანდახან მაინც გაახსენდეთ რეპი (მგონი უკვე ღრმად ჰკიდიათ)


Posted by: Skywatchers 10 May 2017, 18:13
ტყუპები მაგრა მევასებოდენ love.gif

Posted by: Mazarin 5 Oct 2017, 11:56
დღეს რა ქვიათ ამ ტიპებს სად არიან?

სხვა სახელებს არ ატარებენ?
რამეს არ წერენ?


Posted by: lakarana 5 Oct 2017, 12:04
excess <3 <3 მეუასება

Posted by: HyT 5 Oct 2017, 16:46
QUOTE
დღეს რა ქვიათ ამ ტიპებს სად არიან?

სხვა სახელებს არ ატარებენ?
რამეს არ წერენ?

აღარ არიან რეპში, ორკესტრში უკრავენ ტყუპები ჩასაბერ საკრავებზე

Posted by: Mazarin 10 Oct 2017, 16:46
HyT
QUOTE
ტყუპები



მუზა და მემო არიან ტყუპები?

და ჭორის დონეზე მესმოდა ადრე რო კაფსულა ავარიაში დაიღუპაო და მართალია?
(მესამე წევრს ესე ერქვა როგორც მახსოვს)

Posted by: HyT 11 Oct 2017, 19:06
QUOTE (Mazarin @ 10 Oct 2017, 16:46 )
HyT
QUOTE
ტყუპები



მუზა და მემო არიან ტყუპები?

და ჭორის დონეზე მესმოდა ადრე რო კაფსულა ავარიაში დაიღუპაო და მართალია?
(მესამე წევრს ესე ერქვა როგორც მახსოვს)

კი ტყუპები არიან

მესამე წევრს ამპულა ქვია და არსად არ დაღუპულა

Posted by: Mazarin 12 Oct 2017, 13:03
HyT
QUOTE
ამპულა

ძაან ავცდი,

ეგ რას შვება ეგეც ხო არ იცი?

Posted by: kurozu84 18 Oct 2017, 15:16
QUOTE
ამპულა ქვია


კიკა ერქვა რა ამპულა biggrin.gif

Posted by: Mazarin 18 Oct 2017, 15:31
kurozu84
QUOTE
კიკა ერქვა რა ამპულა


კიკას დღეს რა ხდებაში ახსენებენ, და დაიღოპაო ეგეც სიმღერაშია მარა წევრს ნაღდად ამპულა ქვია.

კიკა ვინაა არც მე ვიცი

Posted by: Snow93 27 Oct 2017, 11:51
ადრე ვუსმენდი და კარგადაც ვხალისობდი biggrin.gif

Posted by: mGeLo777 2 Nov 2017, 14:24
https://www.youtube.com/watch?v=USr8VUw3GRU


love.gif love.gif


Posted by: HyT 2 Nov 2017, 16:12
kurozu84
QUOTE
კიკა ერქვა რა ამპულა

თვითნ ამბობენ ამპულააო და შენ თუ უკეთ იცი biggrin.gif


* * *


ახალი წელი გვიახლოვდება sa.gif

Posted by: mGeLo777 24 May 2018, 17:33




love.gif



Posted by: ditrixa 20 Jan 2024, 04:11
სალამი მეგობრებო, კაი ხარისხით ხომ არ მოგეპოვებათ რამე? ან პრინციპში ნებისმიერ ხარისხსაც წავიღებდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)