ალუჩა არ გინდა?
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=48860&cat_id=6ბაქოში ალუჩა საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ალუჩას კოსმიური ფასი ადევს.
პორტალი Oxu.Az Ölkə.аz წერს, რომ Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩა 720 აზერბაიჯანულ მანათად (₼), ანუ 1052 ლარად იყიდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში ალუჩას მაღალი ფასი ადევს, მყიდველი მაინც საკმაოდ ბევრი ჰყავს. პორტალი წერს, რომ ალუჩაზე მოთხოვნა ქალების მხრიდანაა. ის განსაკუთრებით პოპულარულია ორსულ ქალებში და ისინი ან მისი ოჯახის წევრები იძულებულნი არიან ის ნებისმერ ფასად შეიძინონ.