forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (197) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტუტე-მჟავური ბალანსი, acid-alkaline balance
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 03:21  #33858514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninoma
QUOTE
4 ცალი კომში მქონდა და დავტესტე.

მადლობა გურულქალს და შენც love.gif უშაქროდ გავაკეთებ რათქმაუნდა smile.gif მე
ზამთრისთვის შესანახად არ მჭირდება, ყოველ კვირას 1 ქილა რომ გავაკეთო
საკმარისია. ვაშლითაც გავაკეთებ და ფორთოხალს და ლიმონს დავამატებ. შედეგს მერე
მოგახსენებთ smile.gif

რაც შეეხება დაპირებულ სელისზეთიან ხაჭოს , დაგიწერ 2 ვარიანტს, დანარცენი კი შენი ფანტაზიაა.
ამ საღამოსაც გავაკეთე ერთ-ერთი ვარიანტი. პროდუქტი, რომელიც არ მოგწონს ქვემოთ ჩამოთვლილისგან
ამოიღე ან სხვა პროდუქტით შეცვალე, არჩევანი დიდია smile.gif


კიტრი 1 ცალი,
ბოლოკი ("რედისკა") 7-8 ცალი,
ბულგარული 1-2 ცალი,
ვაშლი 1 ცალი,
მწვანილი გემოვნების მიხედვით , აქ : ოხრახუში, ქინძი,კამა, პიტნა,
ნიორი, მწვანე ხახვი, მწვანე ხახვი, მწვანე მწარე წიწაკა 1 ცალი.
სელის ზეთი (ცივად გამოხდილი) 5-6 სუფრის კოვზი.


კიტრს, ბოლოკს, ბულგარულს და ვაშლს ვხეხავ სახეხზე და ვათავსებ მინის
თასში. სანამ მწვანილეულობას და სხვა პროდუქტს დავამატებ გამოიყურება ასე:

user posted image


შემდეგ ვჭრი მწვანილს, ხახვს, ნიორს, წიწაკას, ვაყრი სალათს, ვკმაზავ მინერალური
მარილით, ვასხამ სელის ზეთს 5-6 სუფრის კოვზს და ვამატებ 500 გრამ ნაკლებცხიმიან
ბიო-ხაჭოს და ყველაფერს ერთად ვურევ კიდევ ერთხელ. აუცილებელია პროდუქტი იყოს
ახალი, ხაჭო კი ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე, თუმცა შენს შემთხვევაში ასეც
იქნბა, რადგან თავად ამზადებ, მთავარია რძე, რომლითაც ამზადებ ნაკლებცხიმიანი იყოს (ნაკლებ
ცხიმიანს რომ ვახსენებ ეს კალორიების და სისულეების გამო არ არის, უბრალოდ ის სუბსტანცი, რომელსაც
სელის ზეთი და ხაჭო ქმნის და რომლის მიღებაც ამ კერძის დამზადების მიზანია, იმის გარანტიისთვის არის
საჭირო).

ასეთია საბოლოოდ, უხარისხოა სურათი, მარა ალბათ არაუშავს :

user posted image

მოკლედ, ეს ცოტა "ბიძგია" საკუთარი რეცეპტის გასავიტარებლად, მოკლედ, რაც მოგწონთ
ის შეურიეთ - ვგულისხმობ ბოსტნეულს.


სელისზეთიანი ხაჭო ცხადია შეიძლება "სუფთადაც" მივიღოთ, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად
ხდება კონსუმი, მოსაწყენი რომ არის ფანტაზიას ვრთავთ smile.gif დესერტად შეიძლება ხილი შევურიოთ:
ვაშლი, ბროწეული, გოგრა უმი და საერთოდ ნებისმიერი ხილი, რომელიც გვიყვარს .

სელის ზეთის და ნაკლებცხიმიანი ხაჭოს ეს კომბინაცია არა მხოლოდ ახალისებს სხეულს, არამედ ხელს უშლის
უჯრედების ავ გადაგვარებას და უკვე არსებულ კიბოსაც კი თრგუნავს, ე.ი. გამოსადეგია როგორც პროფილაქტიკისთვის,
ასევე უკვე სამკურნალოდაც. ასე რომ, ხშირად გავანებივროთ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით, მეტი ვიტალობა
მივცეთ მას. გამოსცადეთ, 2-3 დღეში გექნებათ შედეგი: თავს იგრძნობთ შესამჩნევად უკეთესად : ფიზიკურად და
მენტალურადაც smile.gif

დიდი მნიშვნელობა აქვს სუფრის მარილს, რომელსაც კერძებში ვხმარობთ. სამწუხაროდ სერიული
მარილი, ინდუსტრიული არ არის სასარგებლო და მას ხალხური სიტყვიერებით "თეთრი სიკვდილის"
ერთ-ერთ ვარიანტს უწოდებენ. შევეცადოთ ვიხმაროთ ზღვის ან მთის მინერალებიანი მარილი, უხვად აქვს
მაგნეზიუმი, კალიუმი, კალციუმი, ოსფორი, ნატრიუმი, რკინა, სელენი, იოდი , რაც ჩვენი ჯანმრთელი უჯრედების
აუცილებელი პირობაა.

ასე გამოიყურება ეს მარილები ქვების სახით, ჩემს კოლექციის მცირე ნაწილს გაჩვენებთ :

user posted image

სუფრისთვისაც ამ მარილს ვხმარობ, დაფქვილს ცხადია. გარდა ამისა, ვაყენებ ქილაში წყალზე და
2-3 დღის შემდეგ , ამ ნაყენს ყოველ დილით 1 ჩ/კ ვურევ 1 ჭიქა წყალში და სვამ, მთელი დღე ჩიტივით
ვარ, იმხელა დატვირთვას - გონებრივს თუ ფიზიკურს "უმტკივნეულოდ" ვიტან. გარდა ამისა, თავად ეს ქვები
ოთახში როცა აწყვია , ძილიც კი მშვიდია ...


ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას tuk.gif

p.s. დანარჩენებს გავამზადებ და პირადად მოგაწვდი :*

This post has been edited by CZ88 on 11 Nov 2012, 03:24


--------------------
Am I pretty then cut me in the face,
Am I stronger - break my neck in disgrace,
Am I smarter - kill me and eat my brain,
Am I braver - kill me and eat my heart...
Kill me and eat me all up and lick the table clean!
ninoma
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 871
წევრი No.: 90496
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 07:27  #33859029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
QUOTE
ზამთრისთვის შესანახად არ მჭირდება, ყოველ კვირას 1 ქილა რომ გავაკეთო

მე 300 გრამამდე გამომივიდა ეს ჯემი და მაცივარში შევაბრძანე.

დიდი მადლობა ნანა ყურადღებისთვის. 2kiss.gif love.gif
სასარგებლოა ასეთი ჯანსაღი თემის არსებობა.
გოგრის კრემსუფი უნდა მოვსინჯო.
guruliqali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3024
წევრი No.: 110859
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 10:02  #33859304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninoma
QUOTE
კომშის გულები ვადუღე და წყლის მაგივრად მისი ნახარში დავასხი.

კარგი აზრია, up.gif
მეც გავაკეთე გუშინ, ოღონდ შესანახად და შაქრით.
CZ88
QUOTE
ვაშლითაც გავაკეთებ და ფორთოხალს და ლიმონს დავამატებ

კარგი იქნება, არომატების სასიამოვნო თაიგული.

იცით რა მაინტერესებს, ამ რეჟიმით კვირაში ორი დღე რომ იკვებო და დანარჩენი დღეები ჩვეულებრივად (ანუ ზომიერად, შეზღუდული რაოდენობით სხვა საკვები), შეიძლება? გადაბმულად ორი კვირა ასე კვება ცოტა გამიჭირდა და იქნებ "განტვირთვის დღეების" მსგავსად უფრო შევძლო.

QUOTE
სასარგებლოა ასეთი ჯანსაღი თემის არსებობა.

yes.gif yes.gif
Maykuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 845
წევრი No.: 76322
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 12:07  #33860043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CZ88
სელის ზეთით დავინტერესდი და იქნებ ინგლისური შესატყვისი დაწეროთ smile.gif)

აქ ნაკლებადაა ცნობილი ეს ზეთი
gloneli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1976
წევრი No.: 108350
რეგისტრ.: 4-January 10

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 12:53  #33860435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Maykuna
QUOTE
სელის ზეთით დავინტერესდი და იქნებ ინგლისური შესატყვისი დაწეროთ

FLAX OIL
Maykuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 845
წევრი No.: 76322
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 14:08  #33861198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობა gloneli

ისე არ მიმიქცევია ყურადღება და არის ჩვენს ქსელებში? თუ იცითsmile.gif)
\
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 11 Nov 2012, 16:13  #33862696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ninoma
QUOTE
დიდი მადლობა ნანა ყურადღებისთვის.

არაფერია სამადლობელო :*
QUOTE
სასარგებლოა ასეთი ჯანსაღი თემის არსებობა.

ბევრს არ აინტერესებს, მაგრამ თუნდაც ერთს რომ აინტერესებდეს, მაშინაც კი აუცილებელია
არსებობდეს smile.gif
guruliqali
QUOTE
იცით რა მაინტერესებს, ამ რეჟიმით კვირაში ორი დღე რომ იკვებო და დანარჩენი დღეები ჩვეულებრივად (ანუ ზომიერად, შეზღუდული რაოდენობით სხვა საკვები), შეიძლება? გადაბმულად ორი კვირა ასე კვება ცოტა გამიჭირდა და იქნებ "განტვირთვის დღეების" მსგავსად უფრო შევძლო.

მესმის, რომ ყველა ვერ გადავა კომპლეტად ამ მეთოდზე, მაგრამ მთავარია ბალანსი იყოს დაცული, უნდა ვიცოდეთ რომელი
პროდუქტი რომელთან უნდა შევახამოთ . 2-3 დღით დაიწყე , ასე მიეჩვევი და მერე უფრო დიდ პერიოდებზე გადახვალ smile.gif
უკვე თავად აღარ გესიამოვნება ის პროდუქტი, რომელიც მჟავურია, ამას თავად სხეული შეგახსენებს :* ცხელი ზეთებ-ცხიმები გამორიცხე პირველ
ეტაპზე და დანარჩენი არც ისე დრამატულია. ალტერნატივა: გრილზე შეწვა, ღუმელში შეწვა მოხრაკვის
ნაცვლად, ან სულაც მოხარშვა. ინდუსტრიულ შაქარზე აღარაფერს ვწერ, ისედაც თავად იცით და აღარ განვმეორდები, კარგი რომ არაფერი
მოაქვს ყველამ იცის :/

Maykuna
QUOTE
აქ ნაკლებადაა ცნობილი ეს ზეთი

gloneli
QUOTE
FLAX OIL

აუცილებლად დაწერეთ მერე, არის თუ არა ამ ზეთის მანდ შეძენის შესაძლებლობა,
მეც მაინტერესებს . მადლობა წინასწარ .

ყველას love.gif
Peppi
ვიყიდი დროს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8421
წევრი No.: 11116
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 12 Nov 2012, 17:07  #33879688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
CZ88
ნანა, შენით კიდევ ერთხელ ვარ აღფრთოვანებულიsmile.gif

პ.ს. მეც შენ გვერდით და თანამოაზრედ მიგულე.. სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ, მაგრამ ყოველთვის გადავიკითხავ შენ მიმოხილვას, დიდი ინტერესით ..


--------------------
www.perfectcook.org -კულინარიული ინტერნეტ-გამოცემა ქართულად; ქართული და უცხოური კერძები - სურათებით; კულინარიული მოგზაურობა და პროდუქტების მიმოხილვა; კონკურსი - მრავალი პრიზით და Peppi-ის ბლოგი . . .
Maykuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 845
წევრი No.: 76322
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2012, 20:19  #33882594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს ვიყავი გუდვილში ორი რამე მაინტერესებდა : მწვანე სალათის ძმარი და სელის ზეთი.

სამწუხაროდ არცერთი არ ქონდათ თუმცა კონსულტანტმა მითხრა , რომ ამჟამად არა აქვთ თორემ ორივე იყო ქსელში და გაუთავდათ
WOMEN IN LOVE
მარშეს რომელ ობიექტს ეძახიან სადგურის გუდვილს მგონი ხო?

This post has been edited by Maykuna on 12 Nov 2012, 20:21
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2012, 23:56  #33886639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Peppi
QUOTE
პ.ს. მეც შენ გვერდით და თანამოაზრედ მიგულე.. სამწუხაროდ ხშირად ვერ შემოვდივარ, მაგრამ ყოველთვის გადავიკითხავ შენ მიმოხილვას, დიდი ინტერესით ..

დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის 2kiss.gif

WOMAN IN LOVE
QUOTE
გოგრის გულის ზეთი მინახავს შირნჰოფერში, ახლა არ ვიცი იყიდება თუ არა. მაშინ 32 ლარი ღირდა დაახლოებით. კარფურშიც ვნახე, თუ არ მეშლება. სელის ზეთი ვნახე მარშეში, ფასი აღარ მახსოვს,

გოგრის ზეთი აქ 250 მლ 6 ევრო ღირს, ხანდახან ფასდება და 4 ევროდაც ვყიდულობ.
სელის ზეთი კი 250 მლ 2,5 ევრო აქ.
მადლობა ინფოსთვის :*
Maykuna
QUOTE
სამწუხაროდ არცერთი არ ქონდათ თუმცა კონსულტანტმა მითხრა , რომ ამჟამად არა აქვთ თორემ ორივე იყო ქსელში და გაუთავდათ

ასევე მადლობა ინფოსთვის smile.gif
როგორც ჩანს , შეძენადია და ვინც დაინტერესდა , დიდი ალბათობით მიაგნებს :*

პ.ს. თუ რაიმე გაინტერესებთ, ან რეცეპტები ან ისე ინფორმაცია პროდუქტებზე,
სიამოვნებით გიპასუხებთ smile.gif ისე კი კვირისბოლომდე დრო არ მაქვს , რომ შეკითხვის გარეშე
განვათავსო რეცეპტები, მაგრამ თუ ისურვებთ, დავუთმობ მაგასაც დროს.

მოსვენებულ ღამეს გისურვებთ, ლამაზი სიზმრებით smile.gif
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25660
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 13 Nov 2012, 14:19  #33892941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Maykuna
QUOTE
მარშეს რომელ ობიექტს ეძახიან სადგურის გუდვილს მგონი ხო?

არა, ეგ და ქარვასლისა ორივე ჯიმარტია, მარშე კი კინო-საქართველოს უკანაა. ავეჯის სახლ "საბას" უკან.
CZ88 - ანუ 2-3 დღე მსგავსი რეჟიმით კვება და მერე ჩვეულებრივი საკვების შერევა შესაძლებელია?
ეგ კარგი, მაგრამ აქ შაქრის ან მარილის შემცვლელს სად იშოვი? აჰა, სელის ზეთზეც დაწერეს, რომ ძნელი საშოვნია.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2012, 01:24  #33902937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
ანუ 2-3 დღე მსგავსი რეჟიმით კვება და მერე ჩვეულებრივი საკვების შერევა შესაძლებელია?
ეგ კარგი, მაგრამ აქ შაქრის ან მარილის შემცვლელს სად იშოვი? აჰა, სელის ზეთზეც დაწერეს, რომ ძნელი საშოვნია.

დავუწერე გურულქალს smile.gif ჩვეულებრივ საკვებში არანაირად არ იგულისხმება დამწვარი ზეთი და ცხიმი,
ცხოველური პროდუქტის "განეიტრალება" კი პერიოდულადაც შეიძლება, მათთვის - ვისაც არ შეუძლია ძირითადად
ამ მეთოდზე დარჩეს. ხანდახან, როდესაც სტუმრად ვარ მეც გეახლებით რასაც შემომთავაზებენ, თუმცა მცირედს smile.gif
ფაციტ: სულ არაფერს 2-3 დღე პერიოდულად მაინც სჯობს...

დაახლოებით ასე შეიძლება ჩაანაცვლო პროდუქტები:

საფუარი იცვლება სოდით,
პურის თეთრი ფქვილი - იფქლით ან ინტეგრირებულით,
ძმარი - ლიმონის წვენით,
მარგარინი ტაბუა მუდამ,
თეთრი ბრინჯი - ნატურალურით ან ბასმატი-ბრინჯით.

პ.ს. ბრინჯი სჯობს გრილად დავაგემოვნოთ, ამ დროს "ტყუვდება"
ორგანიზმი ინსულინის ამბავში. ცხელი კი სასწრაფოდ იწვევს ინსულინის
გამოყოფას :/

ეს რომ გააკეთო, ძალიან დიდი პლიუსია ორგანიზმისთვის :*
ხორცეულს თუ ვერ ელევი, გრილზე დაამზადე, ან დუხოვკაში შეწვი უცხიმოდ, ანდა მოხარშე.
ასევე უნდა გაითვალისწინო ხორცთან რა გარნირს გამოიყენებ: ცხოველური ცილები და ნახშირწყალი ერთად
არ წავა...

ყველი, რძე, კვერცხი მჟავე პროდუქტებია, ამიტომაც მხოლოდ მოზომილად, თუ
საერთოდ უარს ვერ იტყვი. მიაყოლე ბევრი ბოსტნეული, ტუტე პროდუქტები და
გაანეიტრალებს smile.gif

შემწვარი კარტოფილი მეც მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია არც გამისინჯავს, არათუ გამიკეთებია.
ვრეცხავ კარგად კარტოფილს, კანიანად ვჭრი ოთხად, ვავლებ იფქლის ფქვილში ან სიმინდის მარილიან ფქვილში
და ღუმელში ვწვავ. ძალიან გემრიელია.

ქვამარილს სად შოულობენ ? იკითხე და ისიც გამოდგება, დაფხვნი ან დაფქვავ მერე. შაქარი კი რა ვიცი,
წესით იქნება იმ "ნავაროჩენ" მაღაზიებში, რაცხა რომ გაქვთ მანდ smile.gif ნატურალური, მუქი ყავისფერი შაქარი.
სტევიაზე ადრე დაწერე ლინკი და იქნებ თავადაც შეიძინო, სასმელების დასატკბობად მაინც და ამით ბევრს
დაზოგავ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, რასაც ინდუსტრიული შაქარი შეიცავს.

WOMAN IN LOVE
QUOTE
გემო როგორი აქვს მაგ ზეთებს?
ყურძნის წიპწის ზეთიც ვნახე და მაგაზე რა აზრის ხარ?

სელის ზეთი მწარეა smile.gif გოგრის კაკლების კი შავია ძალიან ფერით და გემოთი კი
ისეთია, დაგავიწყებს ყოველგვარ გემრიელობას smile.gif სელის ზეთს ხაჭოში ვხმარობ მე,
როგორც ზედა რეცეპტშია და კარგავს სიმწარეს, თუ ხაჭოს არ ვამზადებ მაშინ 1 ჩაის კოვზს ისე ვსვამ არაყივით და საკმარისია. ომეგა3-თვის კი სელის თესლიც გამოდგება, სალათებს რომ მოაფრქვიო, გემრიელია თან.

ყურძნისა არ ვიცი, ჯერ-ჯერობით არ გამომიცდია, აქ არ იშოვება ისეთი, როგორც მსურს,
ლუქსემბურგიდან უნდა ჩამოვიტანო როცა მოვახერხებ.

This post has been edited by CZ88 on 14 Nov 2012, 01:32
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2012, 02:51  #33903797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც უნდა რომ რამდენიმე დღე გამოცადოს ეს მეთოდი, დავწერ სეზონის შესაბამის
რეცეპტს, იქნებ მოგეწონოთ smile.gif

ჩემებური ბორში smile.gif))

კომბოსტო - 1 პატარა თავი,
კარტოფილი - 5-6 ცალი,
პომიდორი - 5-6 ცალი (თუ არ გვაქვს პომიდვრის სოუზი ან პასტა),
სტაფილო - 4-5 ცალი,
ჭარხალი - 1-2 ცალი,
ვაშლი - 1 ცალი,
ბულგარული - 1 ცალი,
კამა,ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი, ნიორი. მწარე წიწაკა, მინერალური მარილი.

კარტოფილს ვრეცხავთ და კანიანად პატარა ნაჭრებად ვჭრით, ვათავსებთ ემალის ქვაბში, ვასხამთ წყალს იმდენს, რომ დაფაროს და ცოტა მეტი იყოს. ვაყრით მარილს და ვდგამთ მოსახარშად. პარალელურად ვჭრით პომიდორს და ვამატებთ კარტოფილს (ან ტომატის პასტას). მოხარშულ ამ ბოსტნეულს ვჭყლიტავთ და ვამატებთ კიდევ 1,5-2 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალს და წამოვადუღებთ. ვაყრით წვრილად დაჭრილს კომბოსტოს და ვადურებთ 2 წუთს, ვამატებთ გახეხილ სტაფილოს, ჭარხალს, ბულგარულს, ვაშლს და ვიშავთ გაზქურას (ანუ ეს ბოლო პარტია ბოსტნეული არ უნდა ვხარშოთ). ვაყრით
აკეპილ მწვანილს, ნიორს, მწვანე ხახვს, გემოვნებით ვამატებთ კიდევ მარილს ან ჩვენთვის სასურველ რომელიმე
ხმელ სუნელს გემოვნებით.

სურათი უხარისხოა, მაგრამ ამ ჯერად სხვა საშუალება არ მაქვს:

user posted image

ასეთი წესით დამზადებული ბორში კარტოფილის ხარჯზე არის მინერალებით მდიდარი, დანარჩენი პროდუქტები
კი ვიტამინების დიდი რაოდენობის მომწოდებელია, ამიტომაც უმად დავამატეთ smile.gif

--------------------------------------------------------------------------------------------
თეთრი ლობიოს სალათი

თეთრი ლობიო ნახევარი კილო,
ზეითუნის ცივად გამოხდილი ზეთი გემოვნებით (ან სხვა ზეთი, ოღონდ ცივად გამოხდილი)
თავი ხახვი - 1-2 ცალი,
მწვანილი გემოვნების მიხედვით, მაგრამ პიტნა აუცილებელია,
მწარე წიწაკა - 1 ცალი,
მწვანე ხახვი, ნიორი, მარილი.

წინა დღით ლობიოს ვყრით წყლით სავსე თასში და ვალბობთ.
მეორე დღეს ვხარსავთ, ვწურავთ წვენს და უცებ ვავლებთ ცივ წყალს.
გაგრილებულს ვათავსებთ თასში და ვამატებთ აკეპილ მწვანილს, წიწაკას,
ნიორს, ხახვს, მწვანე ხახვს. ბოლოს ვკაზმავთ ზეთით და მარილით.

user posted image


ასეთი სალათა არის მინერალებით მდიდარი, ასევე ვიტამინებით (მწვანილები, ხახვი,ნიორი,წიწაკა).

საერთოდ კი, ვისაც უყვარს, რაც შეიძლება მეტი ხახვი და ნიორი უმად უნდა მიიღოს, სასწაულმოწმედი
პრდუქტებია.

--------------------------------------------------------------------------
ისპანახის კერძი


ისპანახი - 1 კგ,
მჭახე პომიდორი - 5-6 ცალი (თუ არ გვაქვს მწიფეც შეიძლება),
მწარე წიწაკა - 1 ცალი,
ოხრახუში, ქინძი, ნიორი, მწვანე ხახვი, მარილი,
სიმინდის ფქვილი ან ღერღილი - 2-3 ს/კ.

პომიდორს ვჭრით, ვათავსებთ ქვაბში, ვასხამთ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალს და ვშუშავთ.
. ცალკე ემალის ქვაბში ვხარშავთ ისპანახს (თავღია ქვაბში, სიმწვანე რომ შეინარჩუნოს), ვწურავთ და წვრილად ვჭრით, შემდეგ კი
ვყრით მოშუშულ პომიდვრიან ქვაბში. სიმინდის ფქვილს ვხსნით ნახევარ ჭიქა გრილ წყალში და ვასხამთ ამასაც,
მსუბუქი რევით შევურევთ ბოსტნეულს და ვთუთქავთ 3-4 წუთი. ბოლოს ვამატებთ აკეპილ მწვანილს, ხახვს, ნიორს, წიწაკას.
ვაყრით მარილს გემოვნებით.

სერვირებისას სურვილისამებრ შეაზავეთ სასურველი მაღალხარისხიანი ზეთით და ბროწეულის კაკლებით.

WOMAN IN LOVE
QUOTE
ესეც უნდა ეძებო, რადგან 500 გრამიანი შეკვრა სადღაც 8 ლარამდე ღირს (შედარებისთვის ჩვეულებრივი შაქარი 1 კგ 1,60-1,80 ლარი ღირს).

ძალიან ძვირია, აქ რამდენიმე ცენტია განსხვავება :/

QUOTE
მაშინ გოგრის ზეთზე შევაჩერებ არჩევანს, სელის თესლი კი მგონი არც მინახავს...

ძალიან მარგებელია გოგრის ზეთი smile.gif თავისუფალი რადიკალების კილერია.
აგრეთვე ძალიან "მაგარი" ანტიოქსიდანტი, ნივთიერებათა ცვლის აჟურში
ჩამყენებელი. A, B1, B2, B6, C, D და ძალიან, ძალიან ბევრი E ვიტამინი smile.gif ტვინის
"ბენზინი" და მავნებელ ნივთიერებათაგან ჩვენი მცველი...

თუმცა, სელის ზეთიც ასევე ძალიან სასარგებლოა უფრო სხვა მიმართულებებით, ვიდრე გოგრა.

This post has been edited by CZ88 on 14 Nov 2012, 03:19

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ispanaxi.jpg
Maykuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 845
წევრი No.: 76322
რეგისტრ.: 27-November 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2012, 11:38  #33905587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სტივიას თესლები გამოვიწერე ნეტითsmile.gif)
ჰოდა ეხლა უყურებ მათი დათესვის წესებს ნეტში,
დიაბეტიკს გაუწიე რეკომენდაცია და ეხლა ცოტა დავბრკოლდი ექიმი ამ შემთხვევაში ვერ არის მრჩეველი და ისევ აქ დავწერ თქო,
იქნებ დამიდასტუროთ ამ მცენარის ფოთლების გამოყენება დიაბეტიკებისთვის
WOMAN IN LOVE
და ეს მარშეს ფასები გუდვილის ფასებთან თუ იცით შესამჩნევია? იქიდან გამომდინარე რომ საწყობიაოsmile.gif)
CZ88
Gud, Jeg er så ensom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6758
წევრი No.: 54552
რეგისტრ.: 28-February 08

გამოგზავნილია: 14 Nov 2012, 14:27  #33907769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Maykuna
QUOTE
დიაბეტიკს გაუწიე რეკომენდაცია და ეხლა ცოტა დავბრკოლდი ექიმი ამ შემთხვევაში ვერ არის მრჩეველი და ისევ აქ დავწერ თქო,
იქნებ დამიდასტუროთ ამ მცენარის ფოთლების გამოყენება დიაბეტიკებისთვის

სტევიაზე კარგ ტკბილ ნივთიერებას დიაბეტიანებისთვის ვერ ნახავ, ძალიან ეფექტურია.
ხაზი გადაუსვან ქიმიით გაჟღენთილ დამატკბობლებს და გადავიდნენ სტევიაზე smile.gif

აუცილებლად გაგვაგებინე შენი სტევიის ბაღჩის შესახებ, როცა დრო მოვა :*

პ.ს. ასპარტამის შხამიანობა თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ ინტერნეტში, თუ ვინმე კომპეტენტურს ვერ კითხავთ,
საშინელებაა : ((( უარი ყველა სახის გამაგრილებელ სასმელს 'ლაით' რასაც აწერია. ასევე ბევრ საღეჭრეზინშია ასპარტამი,
გამაგრილებელ საწუწნ კანფეტებში და ასე შემდეგ. გადაამოწმეთ თავად.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (197) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0500 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]