"ფეისბუქის" ირლანდიის ოფისმა ქართველი თანამშრომელი აიყვანა - ნინა ნუცუბიძე - კარგი, მშვენიერი და ნიჭიერი გოგო... "ფეისბუქზე" ნინას საქმე იქნება შესაძლო შეურაცხმყოფელი პოსტების შეფასება და შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლებისათვის დახმარების სერვისის გაუმჯობესება.
რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო ამბავია და ვულოცავ... მიხარია ქართველის წარმატება და მით უმეტეს გოგოსი... ამ სფეროში განსაკუთრებით...ვიცი რომ უცხოეთში სხვა ქართველი გოგოებიც მუშაობენ, ისინი პროგრამისტები არიან და სერიოზული წარმატებებიც აქვთ - ხელფასებიც ძალიან მაღალი... ვგიჟდები პროგრამისტ და ფიზიკოს გოგოებზე...
უცხოეთში ასევე, მუშაობენ ქართველი პროგრამისტი ბიჭები, ძალიან ნიჭიერები და მათაც კარგი ხელფასები აქვთ...
მაგ ბიჭებს და გოგოებს საქართველოში არ იცნობენ, რადგან აქ მსგავსი თემები საერთოდ არ აინტერესებთ... ქართველებს გვიყვარს ჩვენი ოთხასი პოეტი, ათასობით მომღერალი, მოცეკვავე, ბლოგერი, მრავალპროფილოვანი ექსპერტი და ასე შემდეგ.... ეს კიდევ სხვა თემაა...
მააგრამ...
მე რა მაინტერესებს:
როდემდე უნდა იყოს ქართველი პროგრამისტების ყველაზე დიდი წარმატება ეს...
რას მიაღწია?
"გუგლში" მუშაობს - ორი პატარა ებრაელი ბიჭის დაარსებულ "გუგლში" (აქედან ერთი ემიგრანტი სსრკ-დან)...
"ფეისბუქში" მუშაობს - ერთი ლაწირაკი ებრაელი ბიჭის დაარსებულ "ფეისბუქში"...
კაი, ებრაელები გასაგებია, სხვა ლეველია...
Reddit-ის ორი დამფუძნებლიდან ერთი სომეხია...
სკაიპის ორი დამფუძნებლიდან ორივე ესტონელია...
ფოტოშოპის ერთ-ერთი შემქმნელი სომეხია...
და ა.შ.
ჩვენ რატომ ვერაფერს ვერ ვქნით?... როდის მოვა ჩვენი დრო?...
და ზოგადად, რასაც ვაკვირდები, ამ სფეროში ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც კი გვჯობიან, ცივილიზებულ მსოფლიოზე აღარაფერს ვამბობ...
მაწუხებს ეს თემა...
მხოლოდ კომპეტენტურებმა დაპოსტეთ...
დროა ჩვენი სიტყვა ქართველებმაც ვთქვათ...
ვისზე ნაკლებები ვართ?...