Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ვიზ ეარი - Wizz Air


Posted by: yellow_girl 1 Feb 2012, 17:16
მაინტერესებს მათი აზრი ვისაც Wizz Air-ით უმგზავრია.

Posted by: ვიკინგუნა 2 Feb 2012, 14:24
მე მიმგზავრია რამდენჯერმე. დადებითი ისაა, რომ ახალი თვითმფრინავები ჰყავთ და იაფი ბილეთები. თუმცა არასანდო კომპანიაა იმ მხრივ, რომ განრიგის შეცვლა და რეისების გაუქმება უყვართ და თუ რამე აირია ძნელია მაგათთან დაკავშირება და საქმის მოგვარება.

მარტივ შემთხვევებში სადაც ვთქვათ პირდაპირი რეისი აქვთ და სტუმრად ჩადიხარ ვთქვათ მეგობართან შეიძლება მაგით მგზავრობა. თუ რამე უფრო რთულია რაც შეიძლება სერიოზულათ აგერიოს განრიგის შეცვლით მაშინ ჯობია მოერიდო მაგათ.

გადაჯდომით საერთოდ არ ღირს მგზავრობა, ერთიანი ბილეთის ნაცვლად ცალ ცალკე ბილეთებს ყიდიან თითოეულ მონაკვეთზე და თუ ვერ მოასწარე გადაჯდომა არავინ გიპატრონებს.


Posted by: mikho 5 Feb 2012, 20:08
მე მიმგზავრია ლონდონი კიევი. ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

Posted by: bja 8 Feb 2012, 16:28
მეც მიმგზავრია რამდენიმეჯერ და პრობლემა არ მქონია. ძალიან ნორმალური ავიაკომპანიაა, არც დაგვიანება ან გადადება ყოფილა საბედნიეროდ. თან ფასები აქვთ ძალიან კარგი.

Posted by: yellow_girl 21 Feb 2012, 18:20
პარიზიდან ვაპირებ, ძაან იაფი ჯდება და მაინტერესებს ვინმეს პარიზის რეისებზე რამე გართულება ხომ არ შეხვედრია? გაუქმება ან რამე მასეთი?

Posted by: bja 21 Feb 2012, 18:21
გუშინ ვცადე ბილეთის ყიდვა მაგათ საიტზე და ბარათი არ მიიღო რატომღაც. ძალიან მეწყინა ))

Posted by: დანდი 19 Dec 2012, 21:45
ვერ გავარკვიე http://wizzair.com/en-GB/Search ამ გვერდიდან ჩვეულებრივი ბილეთი ხელბარგის გარდა ჩეკინ ბაგაჟსაც შეიცავს? გისარგებლიათ ვინმეს? რამდენად ნორმალური კომპანიაა?

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 20 Dec 2012, 17:56
დანდი

მე მისარგებლია და კარგი ნორმალური კომპანიაა. ჩემი თვითმფრინავი ჩვეულებრივი ბოინგი იყო და არა პატარები როა პროპელერიანები biggrin.gif

ხოდა ბარგს რაც შეეხება, ბილეთის ფასში შედის მარტო ხელბარგი და თუ ჩასაბარებელიც გაქ მაშინ კიდე უნდა გადაიხადო რაღაც... მაგდენი ზუსტად არ ვიცი იმიტო მე ხელბარგით ვიყავი მარტო

Posted by: gio-giorgi 25 Dec 2012, 23:44
i-L-i-A-D-i-S-i
QUOTE
ჩემი თვითმფრინავი ჩვეულებრივი ბოინგი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველა თვითმფრინავი ბოინგი არააა ვაა. ვიზ ეარს ეარბასები ჰყავსს.

ბოინგი იცი რა არის? მერსედესის პონტშია.

ანუ ბოინგი და ეარბასი უშვებენ თვითმფრინავებს.
მერსედესცი და ბეემვეც უშვებენ მანქანებს smile.gif

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 26 Dec 2012, 00:12
gio-giorgi

დამიჯერე კარგად მესმის ეგ ამბავი smile.gif)

უბრალოდ მინდოდა მეთქვა რო დიდი თვითფრინავი იყო და არა პატარა პროპელერიანი რომლით ფრენისაც მე მთლად დიდ კომფორტს და უსაფრთხოებას ვერ ვგრძნობ biggrin.gif და ბოინგლიც ვიცი რაც არის, ეარბასიც და მაგათი ომებიც

Posted by: დანდი 28 Dec 2012, 07:33
მოკლედ სხვას არავის გისარგებლიათ ამ კომპანიით?

Posted by: wrangler7 3 Feb 2013, 02:06
QUOTE
ბილეთის ფასში შედის მარტო ხელბარგი და თუ ჩასაბარებელიც გაქ მაშინ კიდე უნდა გადაიხადო რაღაც

წონას გააჩნია
სალონში შეგიძლია აიტანო 12 კგ
ისე ბაგაჟით 32 კგ
თუ ამაზე მეტია,მერე ემატება თანხა

Posted by: poker 14 May 2013, 17:10
ე.ი. ფოსტა ჩავუწერე არასწორად ხოდა შესაბამისად არაფერი არ მომივიდა ჩემს რეალურ ფოსტაზე და მხოლოდ Номер подтверждения მაქვს რომელიც ბილეთის შეძენის მერე ამომიგდო და რამე პრობლემა მექნება ვითომ? facepalm.gif

Posted by: yellow_girl 14 May 2013, 22:19
ამათზე არ ვიცი მაგრამ მე სხვა ავაიკომპანიიის ბილეთის ყიდვისას დამემართა მასე და დავრეკე და ხელახლა გამომიგზავნეს ელექტრონული ბილეთი.
ალბათ მაინც ჯობს მასე მოიქცე, უფრო დაზღვეული იქნები

Posted by: marigeo 15 May 2013, 00:24
poker

http://wizzair.com/en-GB/useful_information/faq

I MISTYPED THE PASSENGER'S NAME/PHONE NUMBER/EMAIL ADDRESS DURING THE BOOKING ONLINE. WHAT SHOULD I DO?
Please contact our Call Centre for help and they will correct the errors. Please note that we cannot change full names, only typos.

http://wizzair.com/en-GB/about_us/contact_us აქ არის საკონტაქტო ინფორმაცია, დაუკავშირდი და შეასწორებენ, ისე ონლაინ ჩექ-ინს ვერ გაივლი და აეროპორტში მოგიწევს 20 ევროს გადახდა დამატებით, სხვა პრობლემებიც რომ არ შეგექმნას, სჯობს გაარკვიო.

Posted by: poker 15 May 2013, 10:41
yellow_girl
marigeo
ხო ვსიო ლოჯნაია ტრივგა მოვაგვარე მადლობა

Posted by: poker 22 May 2013, 14:24
რა მაინტერესებს ხალხო:
ფასდაკლების კლუბი რ არის იქ რო გაწევრიანდე 25 ევრო ღირს ასე მითხრეს მაშინ ყოველკვირა უნდა დაფრინავდეო თორე უქმდებაო და ერთჯერადად რო გამოვიყენო მხოლოდ პირველ გაფრენაზე არ იმოქმედებს ეგრე?

Posted by: stenka 25 May 2013, 23:16
თუ ვინმეს გინდათ ვიზეარის ბილეთები, მაქვს 5 ბილეთი პოლონეთის, გერმანიის მიმართულებით და უკან. ბილეთებს ვეღარ ვიყენებ და ვერც ვაბრუნებ. მცირე თანხის დამატებაზე შეიძლება შეიცვალოს მგზავრი, თარიღი და მიმართულებაც, ასე რომ თუ იაფად გნებავთ ბილეთები შემატყობინეთ.

Posted by: ekita 6 Jun 2013, 23:44
QUOTE (stenka @ 25 May 2013, 23:16 )
თუ ვინმეს გინდათ ვიზეარის ბილეთები, მაქვს 5 ბილეთი პოლონეთის, გერმანიის მიმართულებით და უკან. ბილეთებს ვეღარ ვიყენებ და ვერც ვაბრუნებ. მცირე თანხის დამატებაზე შეიძლება შეიცვალოს მგზავრი, თარიღი და მიმართულებაც, ასე რომ თუ იაფად გნებავთ ბილეთები შემატყობინეთ.

გამარჯობა,

რა თარიღების შენი ბილეთი? ვარშავას მიმართულებით მინდა ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლო დაბრუნებით.



ან ამ ავიახაზების პირობებზე ვერ მეტყვით? ანუ მიტხრეს რო ჩემი ბარათით ვერ ვიყიდი და კიდე ბარგზე იხდი და იქნებ ვინმემ გამარვიოთ?

მადლობა

Posted by: merabc 6 Jun 2013, 23:57
bja
QUOTE
გუშინ ვცადე ბილეთის ყიდვა მაგათ საიტზე და ბარათი არ მიიღო რატომღაც. ძალიან მეწყინა ))

მე ჩვეულებრივად ვიყიდე, ტიბისის კლასიკით.

გაითვალისწინეთ რომ ბილეთის ფულს ემატება 20 ევრო თითოეულ ხელბარგზე რომელსაც საბარგულში არ ჩააბარებთ და ხელში გეჭირებათ და 30 ევრო იმ ხელბარგზე რომელისაც ჩააბარებთ. პატარა ჩანთის წაღება უფასოა. ნუ რომელიც 4 სანტიმერზე დიდი არაა. ჯობს წინასწარ გადაიხადოთ ბარგის ფული, თორემ თუ არ ვცდები აეროპორთში უფრო ძვირი ღირს.

Posted by: ekita 7 Jun 2013, 14:56
არ გამაგიჟოთ, ხელბარგიც ფასიანია და ეგეც? რა უბედურებაა, აბა ეგ კი ჯდება ჩვეულებრივი ავიხაზების რო წავიდე იგივე.
და ეგ ანუ 50 ტუდა აბრატნი, თუ მხოლოდ ერთი მხარე?

საიტზე ბილეთი შეძენისას შესაძლებელია მაგ ბარგის გადახდა?

Posted by: marigeo 7 Jun 2013, 22:20
ekita
ვიზა კლასიკით იყიდი უპრობლემოდ. 42x32x25cm ამ ზომის ხელბარგი უფასოა. დამატებით თუ გინდათ ჩემოდნის წაღება, იხდით 35 ევროს ბილეთის ყიდვისას. წონას არ აქვს მნიშვნელობა, უნდა იყოს 1 ცალი.
ხვალ მივფრინავ ვიზეარით და თუ რამე სხვანაირად იქნება, შეგატყობინებთ smile.gif

Posted by: ekita 8 Jun 2013, 13:03
ჰმ ანუ მხოლოდ პატარა ჩემოდანში არ იხდი სტანდარტული ფასიანი გამოდის, ოკ აბა მშვიდობით იფრინე, გაგვიზიარე ქუთეისიდან ფრენის გამოცდილება biggrin.gif

Posted by: marigeo 8 Jun 2013, 19:39
ekita

პატარა ჩემოდანი არა, ზურგჩანთაა. თუ ცოტა უფრო დიდი გინდა 10 ევრო ღირს, სტანდარტული რაცაა, დიდები - 35.

საერთოდ არ ველოდებოდი, რომ ვინმე იფრენდა ქუთაისიდან biggrin.gif მაგრამ ბევრი ხალხი იყო, ცარიელი ადგილი თითქმის არ იყო. თანამშრომლების რეაქციები: "ვაიმე, ქართველი", "ვაიმე, თან ვიზა აქვს", "რამდენი ხანია ქართული პასპორტი არ გვინახავს" და ა.შ biggrin.gif მხოლოდ 3 ქართველი ვიყავით, დანარჩენები: პოლონელები, ჩეხები და რუსები.

Posted by: ekita 12 Jun 2013, 15:40
კარგია,ესე იგი ჩვენც გადავრჩებით smile.gif)

შევიძინე უკვე ბილეთი, რეგისტრაციის საფასურიც კი გადამახდევინეს, ნუ გავგიჯდი, იმედია წყალიც ფასიანი არ იქნება შიგნით smile.gif))

იცი რა მაინტერესებდა, ხელჩანთაზე მითხრედ 5 კგ შეგილიათ შეიტანოთო მხოლოდ, და ეგ მართალია? ლეპტოპიც თUუმაგ წონაში ჩამითვალეს ფაქტიურად ვეღარაფერი მიმაქ ხელით

Posted by: sosoatis 12 Jun 2013, 16:15
QUOTE
ეგისტრაციის საფასურიც კი გადამახდევინეს

წესაბში ეგრეა მითითებული, აეროპორტში რეგისტრაციის საფსური 20 ევრო, სანამ ბილეთს ყიდულობ უნდა წაიკითხო, რიანაირს აეროპორტში რეგისტრაციის საფასური 80 ევრო აქვს, ონლაინში უფასოა. ხელბარგი (ბარგს არ ვგულისხმობ) 8 ან 10კილოს ზემოთ ფასიანია, ესეთია ლოუ -ქოსტ ავიაკომპანიების წესი, პრიორიტეტული ჩასხდომა დამატებით ფული ღირს,
QUOTE
თანამშრომლების რეაქციები: "ვაიმე, ქართველი", "ვაიმე, თან ვიზა აქვს",

მსგავსი არაფერი მსმენია, ოციოდ ფრენა მაქვს მანდედან სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა საპარტულოს თანამშრომლები აშკარად არაკომპეტენტურები არიან , ყველაფერს ერთმანეთს ან უშუალო ხელმძღვანელს ეკითხებიან, რომლებიც თავისმხრივ (რამოდენიმეს გამოკლებით) კიდევ უფრო მეტ აბსურდს აფრქვევს, რამოდენიმეჯერ უხერხულ სიტუაციას შევესწარი. თუმცა რეალურად იაფიანი რეისები მართლა დაფრინავს და თბილისის აეროპორტს ბევრ მგზავრს წაართმევს კიდევ.

Posted by: ekita 12 Jun 2013, 17:18
wizzair-ის ბილეთის შეძენისასვე გადავიხადე მე 10 ევრო რეგისტრაციის საფასური და როგორც ჩანს მხოლოდ უკან დაბრუნებისას არი საჭირო ეგ. და ონლინე რეგისტრაცია უფასოა?

Posted by: marigeo 12 Jun 2013, 17:55
ekita

ფასიანია წყალი რა თქმა უნდა. 8 კილო შეგიძლია და ლეპტოპიც ამ წონაში შედის. რეგისტრაციის თანხა არ უნდა გადაგეხადა, ონლაინ უნდა გააკეთო ჩექინი და უფასოა, ოღონდ ქუთაისიდან თუ მიფირნავ ვერ გააკეთებ და ამიტომ აეროპორტის ჩექინი უფასოა.

sosoatis

ნადვილად არ ვიგონებ, რაც თქვეს ის დავწერე. კატოვიცის მიმართულებით არ ელოდნენ ქართველს, მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს smile.gif არაკომპეტენტურობაში გეთანხმები, ორი კაცი ფიქრობდა ჩაერტყათ თუ არა გასვლის შტამპი. ჩეხეთის საელჩოში თუ აიღო, პოლონეთში რატომ მიდისო და მსგავსი გადალაპარაკებები იყო.

Posted by: sosoatis 12 Jun 2013, 22:33
QUOTE
ნადვილად არ ვიგონებ

ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ ავღნიშნე რომ მე არ მსმენია მსგავსი ფაქტი, აი მესაზღვრეებსკი ზედმეტი მოსდით ,რაც თავიანთ კომპეტენციას ცდება იქ ცდილობენ ცხვირის ჩაყოფას, ვიღაც წყვილს შტამპის ანულირება ჰქონდა და ესენი უმტკიცებდნენ ეგ დეპორტია და თვითმფრინავში ვერ აგიშვებთო.
QUOTE
რეგისტრაციის თანხა არ უნდა გადაგეხადა, ონლაინ უნდა გააკეთო ჩექინი და უფასოა, ოღონდ ქუთაისიდან თუ მიფირნავ ვერ გააკეთებ და ამიტომ აეროპორტის ჩექინი უფასოა.

yes.gif
რიანაირიც დაემატოს ნეტა და წავიდა ოცდაჩვიდმეტლარიანი პაეზდკა იბიცაზე wink.gif

Posted by: marigeo 13 Jun 2013, 00:47
sosoatis

ასეთი რაღაცეები თბილისშიც ხდება და ქუთაისში ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან, ვაცადოთ ცოტა ხანი biggrin.gif

ჯერ ვიზეარმა დაამატოს სხვა მიმართულებები და მერე მოვითხოვოთ რაინეარი.

Posted by: pioinga 1 Jul 2013, 14:50
მე ვისარგებლე ერთი თვის წინ და ბაგაჯი იყო არა 32 არამედ 23, და ერთი ამბავი იყო მაგაზე ვისაც დიდი ჩანტები ჰქონდა

Posted by: დანდი 3 Jul 2013, 00:27
მე მგონი გეშლებათ!!! ბილეთში არ შედის "ბაგაჟის" ფასი

Posted by: GURAMI19 3 Jul 2013, 22:01
დანდი


მემგონი ქუთაისიდან რაც დაფრინავს შედის ბარგიც.

მე ევროპაშI ვისარგებლე. პრაღა-რომი და პრაღა-ვენეციის რეისებზე. ბარგი არ შედიოდა. მხოლოდ ხელბარგი 10 კილო.

Posted by: Nanuka444 4 Jul 2013, 00:11
ვიზეარის ბილეთის ფასში საერთოდ არ შედის ჩასაბარებელი ჩემოდანი (ბაგაჟი).
უნდა დაამატო ფული და 32 კგ-ს ჩაგაბარებინებენ.

GURAMI19
QUOTE
მემგონი ქუთაისიდან რაც დაფრინავს შედის ბარგიც.

არა, 100%-იანი ვიცი, რომ არ შედის.

Posted by: მეგრელა 3 Oct 2013, 01:48
გამარჯობათ, ონლაინ ვიყიდე ბილეთი ვიზეარის საიტიდან, უკრაინის მიმართულებით ქუთაისიდან, რამე უნდა ამოვაპრინერო თუ Confirmation Number-ს რომ მიჩვენებს საიტზე ის უნდა ვუთხრა? რამე გადასახდელი მექნება აეროპორტში? რა პროცედურა უნდა გავიარო?
მადლობთ

Posted by: მაჰათმა განდი 3 Oct 2013, 02:04
მეგრელა
QUOTE
გამარჯობათ, ონლაინ ვიყიდე ბილეთი ვიზეარის საიტიდან, უკრაინის მიმართულებით ქუთაისიდან, რამე უნდა ამოვაპრინერო თუ  Confirmation Number-ს რომ მიჩვენებს საიტზე ის უნდა ვუთხრა? რამე გადასახდელი მექნება აეროპორტში? რა პროცედურა უნდა გავიარო? მადლობთ


ამოპრინტერება ყოველთვის სჯობია; მით უმეტესი, უკრაინაში შეიძლება შეგეკითხონ უკან დასაბრუნებუელი ბილეთი თუ გაქვს, რა დროსაც აჩვენებ ამოპრინტერებულ ბილეთს.


აეროპორტში არაფერი გაქვს გადასახდელი. (გააჩნია ბილეთის ტიპს, ბარგი შედის თუ არა მასში, )



მიდი აეროპორტში გაფრენიდან 2 - 2.5 საათით ადრე (როგორც წესი, ჯობია ადრე მიხვიდე, ვიდრე დაგაგვიანდეს თვითმფრინავზე) გაივლი რეგისტრაციას და თვითმფრინავში ჩასხდომის ბარათას ამ რეგისრაციისას მოგცემენ. ბარგსაც იქვე ჩააბარებ. შემდეგ, გაივლი საპასპორტო კონტროლს და შეხვალ მოსაცდელში სადაც თვითმფრინავში ჩაჯდები.






პატივისცემით,
განდი.
არწივი.


Posted by: მეგრელა 3 Oct 2013, 19:45
QUOTE (mahatma-gandhi @ 3 Oct 2013, 02:04 )
მეგრელა
QUOTE
გამარჯობათ, ონლაინ ვიყიდე ბილეთი ვიზეარის საიტიდან, უკრაინის მიმართულებით ქუთაისიდან, რამე უნდა ამოვაპრინერო თუ  Confirmation Number-ს რომ მიჩვენებს საიტზე ის უნდა ვუთხრა? რამე გადასახდელი მექნება აეროპორტში? რა პროცედურა უნდა გავიარო? მადლობთ


ამოპრინტერება ყოველთვის სჯობია; მით უმეტესი, უკრაინაში შეიძლება შეგეკითხონ უკან დასაბრუნებუელი ბილეთი თუ გაქვს, რა დროსაც აჩვენებ ამოპრინტერებულ ბილეთს.


აეროპორტში არაფერი გაქვს გადასახდელი. (გააჩნია ბილეთის ტიპს, ბარგი შედის თუ არა მასში, )



მიდი აეროპორტში გაფრენიდან 2 - 2.5 საათით ადრე (როგორც წესი, ჯობია ადრე მიხვიდე, ვიდრე დაგაგვიანდეს თვითმფრინავზე) გაივლი რეგისტრაციას და თვითმფრინავში ჩასხდომის ბარათას ამ რეგისრაციისას მოგცემენ. ბარგსაც იქვე ჩააბარებ. შემდეგ, გაივლი საპასპორტო კონტროლს და შეხვალ მოსაცდელში სადაც თვითმფრინავში ჩაჯდები.






პატივისცემით,
განდი.
არწივი.

გაიხარე დიდი მადლობა. აი ესეთი ბილეთი მაქვს ნაყიდი და ეს გვერდი ამოვაპრინტერო ხო აბრატნი ბილეთზე?

user posted image

Posted by: utonega 3 Oct 2013, 20:12
მეგრელა
ღადაობთ ტოოოო? )))
ესეთი იაფია ბილეთი ვიზეარით?
ანუ დაახლოებით 500 გრივნათ 2 გზას იყიდი?

Posted by: მაჰათმა განდი 3 Oct 2013, 20:39
მეგრელა
QUOTE
გაიხარე დიდი მადლობა. აი ესეთი ბილეთი მაქვს ნაყიდი და ეს გვერდი ამოვაპრინტერო ხო აბრატნი ბილეთზე?


არაფერს.

არა მარტო აბრატნი, მთლიანი ბილეთი ამოაპრინტერე (ყველა გვერდი) , ctrl + p და ამობეჭდე მთელი დოკუმენტი.

უკან დასაბრუნებელი ბილეთი ნაყიდი გაქვს უკვე ხომ?

აქ წერია ფორუმელი მოგზაურობის შესახებ, უკან დასაბრუნებელი ბილეთის აუცილებლობის საკითხია დასმული.

http://forum.ge/?showtopic=34387053&view=findpost&p=37994958






პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: მეგრელა 6 Oct 2013, 04:43
mahatma-gandhi
QUOTE
არაფერს.

არა მარტო აბრატნი, მთლიანი ბილეთი ამოაპრინტერე (ყველა გვერდი) , ctrl + p და ამობეჭდე მთელი დოკუმენტი.

უკან დასაბრუნებელი ბილეთი ნაყიდი გაქვს უკვე ხომ?

აქ წერია ფორუმელი მოგზაურობის შესახებ, უკან დასაბრუნებელი ბილეთის აუცილებლობის საკითხია დასმული.

უკრაინა-ყველაფერი მის შესახებ (post #37994958)






პატივისცემით,
განდი.
არწივი.

ჯიგარი ხარ

Posted by: sosoatis 6 Oct 2013, 12:39
უმრვლეს რეისებზე ისევე როგორც რიანაირსა და ა.შ. აუცლებელია ჩასხდომის ბარათის (ბორდინგის) წარდგენა, ვინაიდან ელექტრონულად ხდება შტრიხ კოდის წაკითხვა და მხოლოდ ამ შემთხვევაში იღება კარები ან ბარიერული გასასვლელი. აეროპორტში ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვის ფასი შეოძლება 20 დან 80 ევრომდეც კი ადიოდეს. თუმცა ეს წესი ქუთაისის , უკრაინის(რამოდენიმე) აეროპორტებს ჯერჯერობით არ ეხებათ (არაა დამონტაჟებული რეგისტრაციის ავტომატური სისტემები)

Posted by: მეგრელა 8 Oct 2013, 06:25
sosoatis
QUOTE
თუმცა ეს წესი ქუთაისის , უკრაინის(რამოდენიმე) აეროპორტებს ჯერჯერობით არ ეხებათ (არაა დამონტაჟებული რეგისტრაციის ავტომატური სისტემები)

თავიდანვე ამით დაგეწყო შე კაცო გამისკდა გული 80 ეურო რო წავიკითხე biggrin.gif
---
იტოგში რა სურათიც დავდე ეგ გვერდი უნდა ამოვაპრინტერო ხო ?

Posted by: SebastiAn9 11 Oct 2013, 23:21
ვინმეს ფასდაკლების ბარათი ხოარაქვს? ;დდ ჯიგრულად გვიყიდის იაფში.

სერიოზული,

15 ის რეისით კატოვიცეში ხოარავინ მიდის? ტაქსის დავაშეარებდით.

Posted by: poker 16 Oct 2013, 11:00
რა მაინტერესებს უკრაინაში უნდა მოვხვდე მაგრამ მინდა ჩავფრინდე ხარკოვში და უკან კიევიდან გამოვფრინდე და ასე ბილეთის აღება შესაძლებელია? ანუ იქით ხარკოვში აქეთ კიევიდან?

Posted by: poker 22 Oct 2013, 12:22
QUOTE
რა მაინტერესებს უკრაინაში უნდა მოვხვდე მაგრამ მინდა ჩავფრინდე ხარკოვში და უკან კიევიდან გამოვფრინდე და ასე ბილეთის აღება შესაძლებელია? ანუ იქით ხარკოვში აქეთ კიევიდან?

შეუძლია ვინმეს მიპასუხოს?

Posted by: marigeo 22 Oct 2013, 12:46
poker

რა პრობლემაა, აიღებ ცალკე ქუთაისი-ხარკოვის ბილეთს და ცალკე კიევი-ქუთაისის.

Posted by: poker 22 Oct 2013, 14:58
marigeo
მადლობა
......................

Posted by: ebi_chan 24 Oct 2013, 01:32
სად შემიძლია ამათი ბილეთების შეძენა? საიტიდან გიყიდიათ? კიევშI მიდის ჩემი ძმა და მე დამავალა ბილეთის აღება და გარკვევა დამეხმარეთ biggrin.gif

Posted by: poker 24 Oct 2013, 10:36
ebi_chan
კი საიტიდან ყიდულობ ბარათზე ფული უნდა გედოს და მიუთითებ... მოკლედ რომ დარეგისტრირდები ყველაფერი ახსნილია და მარტივია

Posted by: zazamos 24 Oct 2013, 14:24
ბილეთების შეძენა შეაძლებელია საიტზე - ბარათით. შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის და მიმართულების ბილეთების შეძენა, როგორც ერთი, ისე ორი გზის.
თუ ვიზეირის უკრაინული კომპანიით სარგებლობთ (რეისის ინდექსი იწყება WU-თი), ბილეთის ღირებულებაში შედის ერთი ერთეული 32 კგ. ბარგი და ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგი. ქუთაისში და უკრაინის ქალაქებში აეროპორტში რეგისტრაცია უფასოა.
ქუთაისიდან რეისზე ონლაინ რეგისტრაცია არ მოხერხდება, კიევიდან - შესაძლებელია. რეგისტრაციის ტიპს უთითებ ბილეთის შეძენისას.
ასევე ბილეთის შეძენისას დამატებით შეიძლება სმს შეტყობინების, ურიგო ჩასხდომის, ფეხებისათვის მეტ სივრციანი ადგილის და ტრასფერის შეძენა.
შეძენის შემდეგ მაილზე მოგივათ ბილეთები. აეროპორტში თან უნდა იქონიოთ ამობეჭდილი ვარიანტი.

Posted by: kline 6 Dec 2013, 11:01
ქუთაისი - ვარშავა - ქუთაისი ბილეტების ყიდვა მინდა 23 თებერვლის რეისზე.
თუ გეგმები შემეცვალა თანხას აბრუნებენ თუ იცით?

ეხლა ბილეთის ფასს მიწერს 29 ევროს. ამ ფასში 32კგ ბარგიც შედის?

Posted by: OFYK 6 Dec 2013, 11:18
kline
QUOTE
ქუთაისი - ვარშავა - ქუთაისი ბილეტების ყიდვა მინდა 23 თებერვლის რეისზე.
თუ გეგმები შემეცვალა თანხას აბრუნებენ თუ იცით?

ეხლა ბილეთის ფასს მიწერს 29 ევროს. ამ ფასში 32კგ ბარგიც შედის?


თუ იყიდი ბილეთს ვეღარ შეცვლი მერე, ჯავშანიც არ აქვთ უნდა იყიდო და მორჩა, რაც შეეხება ბარგს მხოლოდ ხელბარგი შედის მაგ თანხაში და თუ ეგ 32 კგ ბარგიც გინდა მაშინ ცალკე უნდა იყიდო, ოქტომბერში მასე იყო და ეხლა არამგონია რაიმე შეცვლილიყო

Posted by: kline 6 Dec 2013, 18:34
კოპიტნარში დაცული პარკინგი რა ღირს ხომ არ იცით? მანქანა რომ დავტოვო ერთი კვირით

Posted by: bavaria87 9 Dec 2013, 08:32
ეს კომპანია გერმანიის ქალაქებში არ დაფრინავს? ან საიტი არ აქვთ ქართულად? მობილურით ვარ და ვერ ვნახე. ხელბარგში რა შედის და რამდენი კგ წაღების უფლება მაქვს? არასოდეს მიმგზავრია თვითმფრინავით და არ ვიცი რა და როგორ ხდება. ციფრული აპარატი, ლეპტოპი, ტელეფონი ხელბარგში გადის ხომ? და ამ პირადი ნივთების წაღება თავისუფლად შეიძლება ხომ? არის რამე შეზღუდვა და აკრძალვა რომელიმე ნივთზე? მადლობა წინასწარ.

Posted by: wrangler7 9 Dec 2013, 22:16
bavaria87
12 კილოა მაქსიმუმი
რავი ტექნიკაზე ჯერ არაფერი უთქვამთ
პროსტა ტელეფონის გამორთვა ითხოვენ
მაგრამ შეგიძლია დაიკიდო biggrin.gif

Posted by: bavaria87 9 Dec 2013, 22:31
QUOTE (wrangler26 @ 9 Dec 2013, 22:16 )
bavaria87
12 კილოა მაქსიმუმი
რავი ტექნიკაზე ჯერ არაფერი უთქვამთ
პროსტა ტელეფონის გამორთვა ითხოვენ
მაგრამ შეგიძლია დაიკიდო biggrin.gif

გაიხარე ჯიგარო. და საიტი ქართულად არ აქვთ?

Posted by: tsvrkaua 10 Jan 2014, 19:24
kline
ქუთაისი - ვარშავა -ქუთაისი რეისს ვუმიზნებ მეც და ხომ არ იცი როგორი სტანდარტები აქვთ ჩანთებზე, რამხელა ჩანთა შეიძლება აიტანო ისე რომ ზედმეტი არ გადაიხადო და მხოლოდ ბილეთის ფასში ჩაჯდე?

Posted by: მეგრელა 11 Jan 2014, 05:34
tsurkava
32 კილორამამდე ჩანთა და ხელბარგი 12 კგ. თუ გადააცილებ ბილეთზე ძვირი გამოდის ბარგის გადასახადი biggrin.gif

Posted by: tsvrkaua 11 Jan 2014, 11:58
მეგრელა
როგორც მივხვდი ჯობია ორი როცა მიდის, გადაინაწილონ ბარგი იაფად რომ გამოვიდეს, ერთი small cabin size რაც ჩვეულებრივი ბექფექია და მეორე large cabin size რომ აიღო და ისტყვაზე 80 ლიტრიანი ჩანთა შეტენო ზემოთ.

ტრაკულია ბილეთის ფულს რომ არ აბრუნებენ? რამე მექანიზმი არ არსებობს? ზედმეტი რომ გადაიხადო და რიფანდი გაგიკეთონ თუ ვიზაზეა პრობლემა, ან ფრენა აღარ გინდა.

Posted by: UnforgivenN 14 Jan 2014, 12:52
QUOTE (მეგრელა @ 11 Jan 2014, 05:34 )
tsurkava
32 კილორამამდე ჩანთა და ხელბარგი 12 კგ.

32 კგ. ჩანთა უეჭველი არის ხო? ანუ კიევის ბილეთი ავიღე 23 რიცხვის, დამატებითი ბარგი არ მიყიდია და 32 კილომდე ჩანთის წაღება შემიძლია ხო?

Posted by: მეგრელა 17 Jan 2014, 02:51
tsurkava
კი მასე ჯობია. ბილეთის ფულს არ აბრუნებენ ეგ ზუსტად ვიცი) ძმაკაცი ვეღარ წამოვიდა დაბრუნება გვინდოდა და არ ვიბრუნებთო
UnforgivenN
32 კილომდე წაიღე რაც გინდა, რამე სითხე თუ გადაგაქ ღვინო ან რამე 5ლიტრამდე შეგიძლია წაღება

Posted by: daxmarebis pondi 23 Jan 2014, 21:31
როგორ დავუკავშირდე ოფისს? ნომერი ვერ ვნახეთ გთხოვთ მომწეროთ ოფისის ნომერი

Posted by: druides2000 28 Jan 2014, 02:23
QUOTE (daxmarebis pondi @ 23 Jan 2014, 21:31 )
როგორ დავუკავშირდე ოფისს? ნომერი ვერ ვნახეთ გთხოვთ მომწეროთ ოფისის ნომერი

ვიზ ეირის ტელეფონები სხვადასხვა ქვეყნებში https://wizzair.com/en-GB/about_us/contact_us

Posted by: EyORe 16 May 2014, 01:50
ე.ი. რა მაინტერესებს: მინდა ლონდონში ჩაფრენა. ვნახე ქუთაისი-ვარშავა, ვარშავა-ლონდონი და უკან ბილეთები. მაქვს დიდი ბრიტანეთის ვიზა და არ მაქვს შენგენი. ვარშავაში აეროპორტს არ გავცდები, მაგრამ ტრანზიტი ხომ არ ქვია ამ ყველაფერს, ვარშავაში ჩვეულებრივად უნდა გავიარო რეგისტრაცია ლონდონისთვის და შესაბამისად პასპორტ კონტროლის გავლაც მომიწევს ალბათ და შენგენის ვიზა რომ არ მაქვს მაგის გამო პრობლემა შემექმნება?
ძალიან მინდა ვინმე ვიპოვო, ვისაც იგივე რეისით უფრენია უშენგენოთ და თუ ხართ ვინმე ასეთი ან თუ იცნობთ ვინმეს შემეხმიანეთ რა... მეუბნებიან აეროპორტს თუ არ გაცდები არაა პრობლემაო, მაგრამ რომ ვფიქრობ არაა გამორიცხული რო მომთხოვონ შენგენი და სანამ ზუსტად არ მეცოდინება ვერ ვიყიდი ბილეთებს :/

Posted by: zvigena 16 May 2014, 01:56
EyORe

უფრო ზუსტად გიპასუხებს იმედია ვინმე, მე არ ვარ გარკვეული კარგად.. მაგრამ:

დამოუკიდებელი 2 რეისია, ვარშავა-ლონდონი გამოდის რომ შენგენის ზონიდან მიფრინავ, ხოდა მგონი რომ ვიზა დაგჭირდება. (რაღაც სპეციფიკური ვიზა კეთდება, მასეთ სიტუაციისთვის მგონი, ვკითხავ ერთ მეგობარს, ამერიკაში მიფრინავდა მიუნხენით და მასე ცოტახნით ქალაქში უნდოდა გასვლა რეისამდე)

მე ისე ცუდად მომექცნენ პოლონელი მესაზღვრეები, ქართული პასპორტი რომ გავუწოდე რომ... (სხვა ქართვლებესაც უთქვამთ) მგონი ჯობია კარგად დაადგინო.. შარის თავიდან ასარიდებლად smile.gif)

Posted by: EyORe 16 May 2014, 11:17
zvigena
მეც ეგრე ვფიქრობ, უბრალოდ აეროპორტისთვის რომ აკეთებ ვიზას არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება)) ამ პოლონეთის საელჩოში კიდე ვერ ასწავლეს ამ გოგოებს ინგლისური რა, დასვან ერთი ქართველი ოპერატორი, რა გაუხდათ biggrin.gif
რაღაც მეც მესმის ამ ბოლო დროს ვიზაზე უარები და ა.შ.-ები და რა დაემართათ ნეტა, ან ჩვენ რა დავუშავეთ ამისთანა, მშვენიერი თბილი და საყვარელი ხალხი იყვნენ sad.gif

Posted by: Werner Voss 16 May 2014, 14:49
EyORe
შენგენის ქვეყნის აეროპორტების გავლით როცა მიდიხარ სხვა ქვეყანაში არანაირი ვიზა არ გჭირდება 24 საათის განმავლობაში. თუ 24 საათზე დიდი დროის შემდეგ გიწევს გადაჯდომა მხოლოდ მაშინ გჭირდება სატრანზიტო A ტიპის ვიზა.

Posted by: EyORe 16 May 2014, 15:09
Werner Voss

24 საათზე არაფერი უთქვამთ რომ დავრეკე, ყველა ვარიანტში გჭირდება ტრანზიტ ზონას თუ გაცდებიო :| 2 ვარიანტი მაქვს ბილეთების, შემიძლია 24 საათს არ გადავცდე და შემიძლია 1 ღამე ვარშავაში დავრჩე, თუ ვიზა უნდა ავიღო ბარემ ეგრე ვიზამ, ვარშავის იმ ერთ ქუჩასაც ვნახავ biggrin.gif და ეს A ტიპის ვიზა რანაირად უნდა მივუთითო? არსად არაა ნახსენები და პოლონეთის საელჩოში რომ ვიკითხ ტურისტული უნდა მიუთითო და ყველა ის საბუთი გჭირდება რაც ტურისტულის შემთხვევაშიო და რა ხეირი... sad.gif

ვიზეარშიც დავრეკე და იქაც ეგრე მითხრეს ტრანზიტ ზონა არ გვაქვს და ყველა ვარიანტში დაგჭირდება ვიზა ვარშავას მხარეს მოსახვედრადო :|

Posted by: Werner Voss 16 May 2014, 15:29
EyORe
QUOTE
24 საათზე არაფერი უთქვამთ რომ დავრეკე, ყველა ვარიანტში გჭირდება ტრანზიტ ზონას თუ გაცდებიო :| 2 ვარიანტი მაქვს ბილეთების, შემიძლია 24 საათს არ გადავცდე და შემიძლია 1 ღამე ვარშავაში დავრჩე, თუ ვიზა უნდა ავიღო ბარემ ეგრე ვიზამ, ვარშავის იმ ერთ ქუჩასაც ვნახავ  და ეს A ტიპის ვიზა რანაირად უნდა მივუთითო? არსად არაა ნახსენები და პოლონეთის საელჩოში რომ ვიკითხ ტურისტული უნდა მიუთითო და ყველა ის საბუთი გჭირდება რაც ტურისტულის შემთხვევაშიო და რა ხეირი...
|

ხო ეხლა გადავამოწმე, გაუუქმებიათ A ტიპის ვიზა და C მოკლევადიანი ვიზის აღებაა უკვე საჭირო მის ნაცვლად. კანონით ეგრეა 24 საათი შეგიძლია ნებისმიერ აეროპორტში გაატარო უვიზოდ, აეროპორტს გარეთ რა თქმა უნდა ვერ გადიხარ.
QUOTE
ვიზეარშიც დავრეკე და იქაც ეგრე მითხრეს ტრანზიტ ზონა არ გვაქვს და ყველა ვარიანტში დაგჭირდება ვიზა ვარშავას მხარეს მოსახვედრადო :|

ეს სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რას ნიშნავს, ანუ სატრანზიტო ზონის გვერდის ავლით ხდება გადაჯდომა?

Posted by: EyORe 16 May 2014, 15:44
Werner Voss

ანუ ეს არის ორი დამოუკიდებელი ბილეთი, პოლონეთში კი არ უნდა გადავჯდე, ჩვეულებრივად რეგისტრაცია უნდა გავიარო ახლიდან ლონდონისკენ. ვიზეარი ხო პატარა აეროპორტებში დაფრინავს და ეტყობა საერთოდ არ აქვთ ტრანზიტ ზონა, რავიცი, we don't have a transit zone -ო და შეიძლება მომესმა და სხვა რაღაც მითხრა სინამდვილეში biggrin.gif

Posted by: zazamos 16 May 2014, 16:22
Werner Voss
QUOTE
ეს არის ორი დამოუკიდებელი ბილეთი

და თუ არ ვცდები, ბარგიც უნდა მოხსნა პირველი რეისიდან და მეორეზე თავიდან უნდა ჩააბარო - თვითონ ავიაკომპანია არ გადაიტანს. გადაამოწმე ვიზეირში აუცილებლად.

Posted by: Werner Voss 16 May 2014, 16:43
EyORe
QUOTE
ანუ ეს არის ორი დამოუკიდებელი ბილეთი, პოლონეთში კი არ უნდა გადავჯდე, ჩვეულებრივად რეგისტრაცია უნდა გავიარო ახლიდან ლონდონისკენ. ვიზეარი ხო პატარა აეროპორტებში დაფრინავს და ეტყობა საერთოდ არ აქვთ ტრანზიტ ზონა, რავიცი, we don't have a transit zone -ო და შეიძლება მომესმა და სხვა რაღაც მითხრა სინამდვილეში

ცოტა ჩხლართული სიტუაციაა biggrin.gif ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გირჩევ, ალბათ დაგჭირდება ვიზა.
ისე მაგ ვიზეარის ბილეთებს ვიზის 35 ევროც თუ დაემატა კი ადიხარ პეგასუსის ფასებამდე და არ გირჩევნია თურქეთით წახვიდე ამდენი "ჩალიჩის" გარეშე?

Posted by: EyORe 16 May 2014, 18:16
zazamos
თუ აბარებ ბარგს კი, მე ჩემი ზურგჩანთით შევალ თვითმრინავში და მასთან ერთად გამოვალ biggrin.gif

Werner Voss
407 ევრო ღირს პეგასუსის ყველაზე იაფიანი ვარიანტი და იქაც ერთი ადგილია დარჩენილი და ამ შემთხვევაში 270 ევროს არ ვცდები ვიზიანად, თან სტუდენტი ვარ და სადღაც გულის კუნჭულში იმის იმედიც მაქვს, რომ იმ 35 ევროს არ გადამახდევინებენ biggrin.gif
უბრალოდ წინასწარ ბილეთის ყიდვა ვიზის პასუხის ცოდნის გარეშე მეხამუშება, ბოლომდე ვერასდროს ვერ იქნები დარწმუნებული რომ ჩაგირტყავენ, თან პოლონეთმა მაისის ბოლომდე რეგისტრაცია შეჩერებულიაო და მინიმუმ 3 კვირა ვერ გავიგებ და მაგდენი ხანი ვერ დავუცდი, გაძვირდება ეს ბილეთებიც ყველა ვარიანტში sad.gif

Posted by: Geogio1988 17 May 2014, 23:29
QUOTE (EyORe @ 16 May 2014, 18:16 )
zazamos
თუ აბარებ ბარგს კი, მე ჩემი ზურგჩანთით შევალ თვითმრინავში და მასთან ერთად გამოვალ biggrin.gif

Werner Voss
407 ევრო ღირს პეგასუსის ყველაზე იაფიანი ვარიანტი და იქაც ერთი ადგილია დარჩენილი და ამ შემთხვევაში 270 ევროს არ ვცდები ვიზიანად, თან სტუდენტი ვარ და სადღაც გულის კუნჭულში იმის იმედიც მაქვს, რომ იმ 35 ევროს არ გადამახდევინებენ biggrin.gif
უბრალოდ წინასწარ ბილეთის ყიდვა ვიზის პასუხის ცოდნის გარეშე მეხამუშება, ბოლომდე ვერასდროს ვერ იქნები დარწმუნებული რომ ჩაგირტყავენ, თან პოლონეთმა მაისის ბოლომდე რეგისტრაცია შეჩერებულიაო და მინიმუმ 3 კვირა ვერ გავიგებ და მაგდენი ხანი ვერ დავუცდი, გაძვირდება ეს ბილეთებიც ყველა ვარიანტში sad.gif

შეგიძლია ეგ ბილეთი სადაც ნახე დამილინკოო? საიტიი?

Posted by: AK-47 26 May 2014, 15:40
მოგესალმებით, კოპიტნარიდან თბილისში როგორ მოვხვდე ტუდა აბრატნა ანუ დადის რამე მარშრუტკა ან აუტობუსი აეროპორტიდან თბილისამდე და უკან ? და თუ კი რა ადგილებიდან გადის რა ფასად და რა განრიგით?
* * *
მოგესალმებით, კოპიტნარიდან თბილისში როგორ მოვხვდე ტუდა აბრატნა ანუ დადის რამე მარშრუტკა ან აუტობუსი აეროპორტიდან თბილისამდე და უკან ? და თუ კი რა ადგილებიდან გადის რა ფასად და რა განრიგით?

Posted by: wrangler7 26 May 2014, 20:12
AK-47
აეროპორტი არის ცენტრალურ ტრასაზე
ყოველ წუთში დაჰქრიან აჭარიდან და სამეგრელოდან წამოსული მარშუტკები
10 ლარი და ეგაა

ისედაც არის ხოლმე თბილისში წამომსვლელი მარშუტკები
ელოდებიან ხოლმე რეისებს

Posted by: AK-47 26 May 2014, 21:57
wrangler26
QUOTE
ელოდებიან ხოლმე რეისებს

მადლობა პასუხისთვის და თბილისიდან საიდან მივადგე ?

Posted by: wrangler7 26 May 2014, 22:55
AK-47
გაყევი ნებისმიერ მარშუტკას რაც მიდის ქუთაისის იქით
ბათუმი,ქობულეთი,ფოთი,სენაკი,ზუგდიდი
თუ არ იცი ზუსტად სადაა,წინასწარ უთხარი მძღოლს და გაგიჩერებს

Posted by: tseke 26 May 2014, 23:17
AK-47
http://www.georgianbus.com/content/time-table ამათ მიმართეთ.

Posted by: AK-47 26 May 2014, 23:44
wrangler26
tseke
გაიხარეთ

Posted by: joloxa 31 May 2014, 02:41
გამარჯობათ თქვენი დახმარება მჭირდება და მიშველოთ იქნებ რამენაირად .მქონდა ჩეხეთის ვიზა (შენგენი) ავოტური და წავედი ჯგუფთან ერთად და დაურღვევლად ჩამოვედი .ვარშავით წავედით ვარშავა პრაღა და უპრობლემოდ შეგვიშვა ვარშავამ,ეხლა მეორეჯერ მომცეს ჩეხეთის ვიზა მულტი სამთვიანი და მინდა ქუთაისის აეროპორტიდან გავფრინდე კატოვიცეში პოლონეთში და იქიდან გადავიდე პრაღაში ძალიან იაფი გამომდის თბილისიდან ძაან ძვირია და შემიშვებს კატოვიცე ,?ხომ არ გსმენიათრამე იქნებადა დამაკვალიანოთ

Posted by: avto68 31 May 2014, 10:11
joloxa
ვარშავიდან თუ შეხვედი და პრობლემა არ გქონია, კატოვიცე რა სხვა ქვეყანა ხომ არ არის იგივე პოლონეთია და რატომ არ უნდა შეგიშვან?

Posted by: nafareuli 31 May 2014, 14:33
joloxa

პრაღაში წასასვლელი ბილეთი გქონდეს თან, თუ წინასწარ გექნება ნაყიდი. ხშირად ითხოვენ, თან თუ კატოვიცედან პირველი შესვლაა. შეიძლება სასტუმროს ჯავშანი და დაზღვევა მოგთხოვონ, მოკლედ კარგი იქნება, თუ ყველა საბუთი, რაც გაქვს, თან გექნება. მესაზღვრეზეა დამოკიდებული რას მოგთხოვენ, მაგრამ როგორც წესი ჩეხეთის ვიზიანებთან არ აქვთ პრობლემა, პოლონეთის ვიზა ვისაც აქვს, იმას უფრო თხოვენ დამატებით საბუთებს.

Posted by: joloxa 1 Jun 2014, 19:10
გაიხარეთ.კი მაქვს სასტუმრო წინასწარ გადახდილი თავისი ვაუჩერით და დაზღვევაც მაგრამ პრაღის ბილეთი არამაქ იქ ადგილზე უნდა შევიძინო და მაგის მეშინია სწორედ.

Posted by: nafareuli 2 Jun 2014, 15:09
joloxa

არ არის საშიში, თუ რამეა ეტყვი, რომ მეგობარი გხვდება და მაქანით მიდიხარ პრაღაში. ან ქალაქში უნდა გახვიდე და მატარებლის ბილეთს აიღებ.

Posted by: kniaz22 2 Jun 2014, 17:02
ყველაზე იაფი კიევში ფრენა ორი გზა რა ჯდება?

Posted by: jkjkjk 3 Jun 2014, 12:45
ბარგის მხრივ რაიმე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

Posted by: lukito 3 Jun 2014, 15:19
ოქტომბრიდან, ვიზზეირი თბილისშიც იქნება smile.gif

Posted by: javaxa777 10 Jul 2014, 09:47
lukito
არის რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ??? საიტზე არაფერი აქვთ ახალი და არც ბილეთების გაყიდვაა დაწყებული, თავიდან როცა ქუთაისიდან იწყებოდა ფრენები მახსოვს რამდენიმე თვით ადრე უკვე ბილეთები იყიდებოდა და ვიყიდე კიდეც, თბილისს რაც შეეხება რამდენად რეალურია ???

გადავიკითხე ეს თემა და მაინც გამიჩნდა კითხვები, იქნებ კომპეტენტური ვინც ხართ მიპაუსხოთ. უკრაინის მიმართულებით რამდენჯერმე ვიმგზავრე და ონლინე რეგისტრაცია არცერთხელ დამჭირვებია (კიევი, დონეცკი). სხვა ქვექნებში საჭიროა ეს ონლინე ჩეკ ინ ? ქუთაისიდან გასაგებაი რომ ჯერ არ აქვთ მაგრამ გამოფრენისას ეს საკითხი როგორ უნდა მოვაგვარო რომ არ გამომღჩეს ? მაილზე მომივა რამე ინფო თუ როგორ ხდება რეგისტრაცია ???


ბარგს რაც შეეხება, ხელბარგი მქონდა: რუკზაკი და აპარატი. ერთი მოზრდილი ჩანთა ჩავაბარე ბარგში და არაფერი გადამიხდია ზედმეტი, ახლა რასაც ვნახულობ ბილეთებს მოგნი რომ იგივე პირობებია სხვა ქვეყნის მიმართულებითაც.




ასევე მაინტერესებს თუ ვინმე ხართ ნამყოფი ან გაქვს ინფორმაცია, უნგრეთში ვაპირებ გამგზავრებას და ასევე ლიტვაში, ბილეთები შესაბამისად გაყიდვაშია და იქნებ მირჩიოთ რამე საპრობლემო ხომ არაა მაგ ქეყნებში ჩაფრენა და ა.შ ? ვიზას ლიტვის საელჩო გასცემს როგორც ვიცი და ვეცდები 3 თვიანი მულტი მაინც ავიღო და ორივე ქვეყანაში წესით შემიშვებენ უპრობლემოდ.

Posted by: TamT 16 Jul 2014, 16:43
javaxa777
აუ, მეც მიტხრა ჩემმა მეგობარმა, რომ ბილეთის გარდა სხვა საფასური არ გადამიხდია, მაგრამ მაინც უპრობლემოდ ჩაიბარეს ბარგიო...
მე მაინც ვდავამატე 40 ევრო... ნუთუ ტყუილად გადავყარე? :დ

Posted by: Harry Green99 16 Jul 2014, 17:44
ამ ავიაკომპანიას რომელიმე ქალაქიდან ამერიკის ნებისმიერ ქალაქამდე ფრენა აქვს?

Posted by: tseke 18 Jul 2014, 20:23
Harry Green99
არა.....................................

Posted by: javaxa777 29 Jul 2014, 20:27
ევოპის მიმართუელბით ვიყიდე ბილეთი და მხოლოდ მცირე ზომის ხელბრგი შედის ფასში, ისე ჩაბარება ფასიანია და ჩანთა 20 ევრო ერთი გზა.

უკრაინაში ვიყავი რამდენჯერმე და იქ 32 კილომდე 1 ჩანთა შემეძლო ჩამებარებინა და ხელბარგი 8 კგ. თან რეგისტრაციაც არ იყო საჭირო არც ონლინე და არც აეროპორტში ვიხდიდი არაფერს და ახლა ევროპის მიმართულებით ქუთაისს ვინაიდან არ აქვს ონლინე რეგისტრაცია არაა საჭირო მაგრამ იქიდან რომ გამოვფრინდები უნდა გავიარო თორე ისე დამატებით 10 ევროა აეროპორტში გადასახდელი.

Posted by: bugalteri2 29 Jul 2014, 21:45
javaxa777
ელექტრონული ბილეთი გამოგიგზავნეს მეილზე? საელჩოში წარსადგენი ბილეთის ამბავი მაღელვებს და .......
წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია თუ ეგრევე უნდა ვიყიდო?

Posted by: javaxa777 2 Aug 2014, 02:01
bugalteri2


კი ელექტრონული ბილეთი გამომიგზავნეს და მეორე მეილი მომივიდა ინვოიციც არის. (მაგას კი ვერ გავუგე ვერაფერი : ))) გადახდილი ინვოისია თუ რა არის ვერ დავადგინე არაფერი წერია ისეთი)


მაგ საიტზე არ არის ჯავშანი შესაძლებელი, ეგრევე უნდა იყიდო, მე პირდაპირ ვიყიდე და საელჩოშიც წარვადგენ, რა პრობლემა უნდა იყოს ?


სხვა დანარჩენი საბუთები თუ წესრიგში გაქვს, მაგ ბილეთებით არა მგონია პრობლემა შექმნან ვიზის გაცემაზე. ტურისტულები აქტიურად უკეთებენ უკვე რეკლამას...

Posted by: Twisom 2 Aug 2014, 10:40
რას მიჩევტ მეგობრებო თვის ბოლოსთვის მინდა ერთი ბილეტი ვარსავაზე. მარა ახლა ზუსტად არ ვიცი ვიზა როდის მექნება. 2კვირა რო მოვიცადო მესინია აგაღ დარჩეს ბილეთები.ახლა საიტზე მე თვითონ რო ვნახულობ აგარაა. მარტო კომპანიებს აქვთ რო ვკითხულობ

Posted by: javaxa777 4 Aug 2014, 11:11
Twisom

ბილეთები სულ იქნება, გააჩნია რა ფასში, რაც მალე იყიდი მით უკეთესია ხოლმე. საიტზე თუ აღარაა კომპანიები ძვირად გაყიდიან თავისთავად

Posted by: shalva_shalva 18 Aug 2014, 17:04
ქუთაისიდან მივფრინავ წიზზაირით კატოვიცეში და იქიდან პრაგაში მიდის რამე ტუ იციტ ან ვინმე თუ წასულხართ კატოვიცედან პრაღაში

Posted by: Harry Green99 18 Aug 2014, 17:16
შემდეგ წელს ვაპირებ ფრენას ამ ავიაკომპანიით თბილისიდან ვარშავამდე და უკან მაინტერესებს რამდენად კომფორტულია და რამდენად კარგი მომსახურება აქვთ? smile.gif

Posted by: CheEeL 25 Aug 2014, 15:28
გამარჯობა. იქნებ გამარკვიოთ ვიზ ეარზე ბარგის ამბავი, ზოგ კომენტარში წერია რო უნდა გადავიხადო, ზოგში არა. :/ მოკლედ, მივფრინავ 12 სექტემბერს ვარშავაში და იქედან ვბრუნდები 26 ოქტომბერს, ბილეთების ფასი 140 ევრო გამოდის და კიდე დაემატება ბარგის? სად წერია შედის თუარა ბარგის საფასური ბილეთში?

Posted by: nick_el_son 25 Aug 2014, 16:23
QUOTE (CheEeL @ 25 Aug 2014, 15:28 )
გამარჯობა. იქნებ გამარკვიოთ ვიზ ეარზე ბარგის ამბავი, ზოგ კომენტარში წერია რო უნდა გადავიხადო, ზოგში არა. :/ მოკლედ, მივფრინავ 12 სექტემბერს ვარშავაში და იქედან ვბრუნდები 26 ოქტომბერს, ბილეთების ფასი 140 ევრო გამოდის და კიდე დაემატება ბარგის? სად წერია შედის თუარა ბარგის საფასური ბილეთში?

მეც მაინტერესებს ეგ ამბავი yes.gif

ჩვეულებრივ 20 კილომდე ბარგი + ხელბარგი უფასოა ხოლმე და იმედია ამ ავიაკომპანიასაც მასე აქვს



CheEeL
იყიდე უკვე ბილეთი?
რეისებს როცა ირჩევ თავიდან გაფრენის და ჩასვლის დროები კი წერია მაგრამ ვერ მივხვდი საქართველოს დროით არის, იმ ქვეყნის სადაც ჩადიხარ თუ საერთოაშორისო (GMT) დროით
და ბილეთზე უკვე დეტალურად წერია ნეტა დროები? spy.gif



shalva_shalva
მეც მასე ვაპირებ
როგორც გავარკვიე ავტობუსით და მატარებლით შეიძლება მაქედან წასვლა, ოღონდ ფასები საკმაოდ მაღალია (35-38 ევრო 1 გზა)

http://czech-transport.com/index.php?id=23810
http://www.czech-transport.com/index.php?id=14707


Posted by: bugalteri2 25 Aug 2014, 16:34
QUOTE

QUOTE (CheEeL @ 25 Aug 2014, 15:28 )
გამარჯობა. იქნებ გამარკვიოთ ვიზ ეარზე ბარგის ამბავი, ზოგ კომენტარში წერია რო უნდა გადავიხადო, ზოგში არა. :/ მოკლედ, მივფრინავ 12 სექტემბერს ვარშავაში და იქედან ვბრუნდები 26 ოქტომბერს, ბილეთების ფასი 140 ევრო გამოდის და კიდე დაემატება ბარგის? სად წერია შედის თუარა ბარგის საფასური ბილეთში?

მეც მაინტერესებს ეგ ამბავი 

ჩვეულებრივ 20 კილომდე ბარგი + ხელბარგი უფასოა ხოლმე და იმედია ამ ავიაკომპანიასაც მასე აქვს

nick_el_son
CheEeL

ბილეთი ხომ მოგივიდა ნეილზე, იქ წერია რა შედის ფასში, თუ ბარგი არ მოგინიშნავს, მაშინ მხოლოდ ხელბარგის წაღება შეგიძლია უფასოდ. ბარგის საფასური ცალკე უნდა დაამატო.
ბარგის საფასური მხოლოდ კიევის ბილეთში შედის.

საიტზე ყველაფერი წერია გარკვევით

Posted by: nick_el_son 25 Aug 2014, 16:46
bugalteri2
QUOTE
ბილეთი ხომ მოგივიდა ნეილზე, იქ წერია რა შედის ფასში

ჰოდა სანამ ვიყიდი ბილეთს მანამდე სად ვნახო მაგას ვკითხულობ )

QUOTE
თუ ბარგი არ მოგინიშნავს, მაშინ მხოლოდ ხელბარგის წაღება შეგიძლია უფასოდ. ბარგის საფასური ცალკე უნდა დაამატო

ამაზეა ლაპარაკი?

user posted image

QUOTE
ბარგის საფასური მხოლოდ კიევის ბილეთში შედის.

გასაგებია, ანუ ბარგს ჟმოტავს ვიზეირი ბილეთების სიიაფიდან გამომდინარე mo.gif

Posted by: GukaKila 25 Aug 2014, 16:52
QUOTE (nick_el_son @ 25 Aug 2014, 16:46 )
bugalteri2
QUOTE
ბილეთი ხომ მოგივიდა ნეილზე, იქ წერია რა შედის ფასში

ჰოდა სანამ ვიყიდი ბილეთს მანამდე სად ვნახო მაგას ვკითხულობ )

QUOTE
თუ ბარგი არ მოგინიშნავს, მაშინ მხოლოდ ხელბარგის წაღება შეგიძლია უფასოდ. ბარგის საფასური ცალკე უნდა დაამატო

ამაზეა ლაპარაკი?

user posted image

QUOTE
ბარგის საფასური მხოლოდ კიევის ბილეთში შედის.

გასაგებია, ანუ ბარგს ჟმოტავს ვიზეირი ბილეთების სიიაფიდან გამომდინარე mo.gif

კი მაგრამ მე რო ვიფრინე ძალიან დიდი ჩანთები ამოიტანა ხალხმა თვითფრინავში და გაატარეს როგორც ხელბარგი. ჟმოტავს კი და მანამდე თუ იყიდი იაფია. იქვე აეროპორტში 130 ლარი გადავიხადე 25 ევროს მაგივრად

Posted by: Mr-Banks 25 Aug 2014, 16:57
მცირე სამოგზაურო ფრენისთვის ძალიან იაფი და კომფორტულია. ვიფრინე ვარშავაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მოსაკიდებელი ჩანთა მქონდა თან და არავის არაფერი უთქვამს. სეზონს გააჩნია, თუ high სეზონია, მკაცრად აკონტროლებენ სანტიმეტრებს. smile.gif

Posted by: bugalteri2 25 Aug 2014, 16:57
nick_el_son

კი მანდ უნდა მონიშნო ბარგი, ისე მე ბილეთის ყიდვისას ბარგი არ დამიმატებია და მერე ვაპირებ დამატებით ყიდვას

Posted by: nick_el_son 25 Aug 2014, 17:02
GukaKila
QUOTE
მე რო ვიფრინე ძალიან დიდი ჩანთები ამოიტანა ხალხმა თვითფრინავში და გაატარეს როგორც ხელბარგი

რამდენად დიდი?

მხოლოდ ცოტა ტანსაცმლის და პატარა ლეპტოპის ან პლანშეტის წაღებას ვაპირებ
და უკანა გზაზეც ფაქტიურად იგივე მოცულობის ბარგი მექნება

1 ცოტა დიდ ზურგჩანთაში ჩაეტევა ყველაფერი და რამდენად შემატანინებენ სალონში? smile.gif

QUOTE
მანამდე თუ იყიდი იაფია. იქვე აეროპორტში 130 ლარი გადავიხადე 25 ევროს მაგივრად

ჰმმ

არადა არ მინდა ზედმეტის გადახდა mo.gif


bugalteri2
ძვირია..
ორივე გზაზე რომ ავიღო ბარგი ეგ 50 ევრო იმის 50%-ზე მეტია რაც ფრენა ჯდება სულ :E


Posted by: GukaKila 25 Aug 2014, 17:14
nick_el_son

http://pix.ge/

აი ესეთი ჩანთები ქონდათ ამოტანილი ზუსტად მახსოვს

Posted by: nick_el_son 25 Aug 2014, 19:19
GukaKila
დიდი მადლობა smile.gif

ესე იგი არ მექნება არც მე პრობლემა


.

Posted by: CheEeL 25 Aug 2014, 20:21
nick_el_son
ჯერ არ მიყიდია ბილეთები :/ ეგ მეც მაინტერესებს, ფრენის განრიგზე ვამბობ.



ჰოო,, ვთქვათ ბარგის გადავიხადე, ხელბარგში რო ავიტანო, ლეპტოპის ჩანთა, ხელჩანთა მცირე ზომის და ფოტოაპარატის ჩანთა ამაზეც გადავიხადო?

Posted by: bugalteri2 25 Aug 2014, 21:33
CheEeL
მაინც გადაამოწმე საიტზე, მაგ სურათზე რომ ჩანთაა მონიშნული, ეგ სავარაუდოდ ფასიან ხელბარგს გავს, მაგის ატანა შეიძლება თვითმფრინავში შესაბამისი საფასურის გადახდის მერე
2. Large cabin bag:
If your cabin baggage is larger than the dimensions of a small cabin bag but not exceeding 56x45x25cm, you can take it onboard for a fee. It must fit in the overhead compartment. You must be able to place it in the overhead compartment unassisted.

http://wizzair.com/en-GB/useful_information/baggage
* * *
QUOTE
ხელბარგში რო ავიტანო, ლეპტოპის ჩანთა, ხელჩანთა მცირე ზომის და ფოტოაპარატის ჩანთა ამაზეც გადავიხადო?

მაგაზე არ უნდა იყოს გადასახადი, თუმცა წერია, რომ ერთი ცალი უფასო ხელბარგიო. ბოლოს და ბოლოს ერთ ცელოფანის პარკში ჩადებ ყველაფერს დ აერთი ხელბარგი გამოვა

Posted by: positive 25 Aug 2014, 21:38
ათ კილომდე რაცაა შეგიძლია აიტანო ხელბარგში

32 კილომდე შედის ასევე ბილეთში და შეგიძლია ბარგში გაუშვა

Posted by: bugalteri2 25 Aug 2014, 21:49
positive
QUOTE
32 კილომდე შედის ასევე ბილეთში და შეგიძლია ბარგში გაუშვა

ეგ კიევის რეისზე, მე ბუდაპეშტის ბილეთი ვიყიდე და იქ ბარგის საფასურს მახდევინებს sad.gif

Posted by: positive 25 Aug 2014, 22:22
bugalteri2
QUOTE
ეგ კიევის რეისზე, მე ბუდაპეშტის ბილეთი ვიყიდე და იქ ბარგის საფასურს მახდევინებს

უი.. მეგონა ყველა ქალაქზე ერთი წესები ქონდა
ათი კილო რაში უნდა გეყოს?
sad.gif

Posted by: bazi 27 Aug 2014, 12:08
ვიზეარის ბილეთზე გაფრენის თარიღი ჩვენი დროით წერია და ჩაფრენის უკვე იქაური დროით ხომ?

Posted by: Twisom 27 Aug 2014, 14:01
QUOTE
ეგ კიევის რეისზე, მე ბუდაპეშტის ბილეთი ვიყიდე და იქ ბარგის საფასურს მახდევინებს

მეც ბუდაზე მივდივარ და პატარა ჩანთა მაქ.გადამახხდევინებდნენ?
რამდენი კილო გქონდა



რა მნიშვნელობა აქ რეისზე ერთი კომპანია და ერთი წესები აქ

Posted by: bugalteri2 27 Aug 2014, 14:37
Twisom

QUOTE
მეც ბუდაზე მივდივარ და პატარა ჩანთა მაქ.გადამახხდევინებდნენ?
რამდენი კილო გქონდა

გააჩნია ვინ ასრულებს რეისს Wizz Air Hungary თუ Wizz Air Ukraine, ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში ბარგის საფასური სხვადასხვაა, თუ არ გეზარება ჯობია საიტზე ნახო, ყველაფერი წერია დაწვრილებით.

ჩანთას გააჩნია, რამდენად პატარაა, თუ ამ ზომებში თავსდება უფასოა 42x32x25 10 კგ

Posted by: Twisom 27 Aug 2014, 14:40
ხო აბა მაგ ზმებში თავსდება თორე თუ ზედმეტი გაქ ყველგან ფასიანია

Posted by: bugalteri2 27 Aug 2014, 14:42
QUOTE
ხო აბა მაგ ზმებში თავსდება თორე თუ ზედმეტი გაქ ყველგან ფასიანია


აბა სანერვიულოც არაფერი გქონია smile.gif

Posted by: Twisom 27 Aug 2014, 14:46
QUOTE
აბა სანერვიულოც არაფერი გქონია

სანერვიულო ადგილებია...... გაძვირდა სასტიკად. 1კვირის წინ 110 ევრო ბაქო ბუდაპეშტი ახლა 230

130 ევრო კუტაისი ვარშა ან კატოვიცა. ახლა 220

Posted by: javaxa777 28 Aug 2014, 04:18
გამარჯობათ, ბარგს რაც შეეხება კიევში და დონეცკში უფასო იყო 32 კგ შეგეძლო ჩაგებარებინა და ხელბარგიც აგეთანა 10 კგ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს უკვე ფასიანია, საიტზე ყიდვის შემთხვევაში იაფია, თუ აეროპორტში გადაიხდი 2-ჯერ მეტია იქ ადგილზე, ასე რომ სჯობს აქედანვე იზრუნოთ მაგაზე ან ვისაც 10 კგ-მდე შესაბამისი ზომის ხელბარგი აკმაყოფილებს, ბაგაჟის გარეშე იმგზავროთ, ასევე გასათვალისწინებელია რომ ხელბარგით გარკვეულ ნივთებს ვერ აიტან. (რაც სტანდარტულად აკრძალულია ფრენისას)

ყურადღება მიაქციეთ საიტზე არის ხოლმე ფასდაკლებები და 20 ევროს მაგივრად 13 ევროდ ვიყიდე 32 კგ-იანი ბაგაჟის ჩაბარება.


ასევე გაითვალისწინეთ რომ საიტზევე არის ტრანსფერი, უმეტესობა ბუდაპეშტში მივდვიართ როგორც ჩანს და 5 ევრო ღირს ავტობუსი და იყიდოთ თბილისიდანვე ორივე გზა რადგან ღამე ჩავფრინდებით იქ და ბევრად ძვირი დაგვიჯდება სხვა ტრანსპორტი სავარაუდოდ.


ვიზაზე რას შვრებით ?? სჯობს ეგეც მალევე მოაგვაროთ რომ სასტუმროც ადრე დაჯავშნოთ და გადარიცხოთ ფული, რომ რაც შეიძლება იაფი გამოვიდეს ადრე ნაყიდი.

22 ში უნდა მიმეკითხა საელჩოსთვის და ვერ მივედი, თვის ბოლოს მივალ და იმედია ვიზა მექნება : ))))

წარმატებები ყველას

Posted by: Twisom 28 Aug 2014, 15:24
აქაც დავწერ. ვიზ არიტ მივფირნავ სტამბული ბუდაპეშტი.ვიზა მაქ გერმანიის. ხოდა პრობლემა იქნება აეროპორტსი? გერმანიის ვიზით უნგრეტსი რო სევალ? შენგენია მარა ატრაკებენო.პოლონეთზე ვიცი ეგრე რო დადიან ბუდაზე აზრზე არ ვარ.....

Posted by: Lukrenci 28 Aug 2014, 17:53
პოლონეთში მივდივარ 1 წლით და ბევრი ქვეყნის ნახვას ამ კომპანიით ვაპირებ )))
ესეთი იაფი რომ გამოდის რისი ბრალია?
კომფორტის ნაკლებობა,დაგვიანება თუ?

Posted by: nocs_13 29 Aug 2014, 10:21
QUOTE
კომფორტის ნაკლებობა,დაგვიანება თუ?


უფრო კომფორტის ნაკლებობა.. მაგ. კვება არ შედის. თუ რამე გინდა იქ უნდა გადაიხადო.
დაგვიანებაც მოსულა.... კოპიტნარიდად - კატოვიცამდე 2 საათი დაგვიანდა. გვიან გაფრინდა და გვიანაც ჩავიდა biggrin.gif....
იმის მაგივრად 900-ით იფრინონ დაღოღავენ 690-ით...
საიმედოობის შესახებ არაფერი ვიცი. სულ ორჯერ ვიფრინე....

Posted by: javaxa777 30 Aug 2014, 18:43
Twisom

წესით არ უნდა გაატრაკონ, უკვე შენგენის სხვა ქვეყანაში თუ იყავი მაგ ვიზით აუხსნი რომ ახლა ბუდაპეშტი ხარ სამოზგაუროდ ჩასული.


Lukrenci

დაგვიანებით კიევიდან ვიფრინე და ერთხელ 1 საათით გადაიდო, ყინვა იყო და გარკვეული პრობლემები შეიქმნა, სხვა ისეთი არაფერი, რა კომფორტი უნდა ქონდეს ? კვება ფასიანაი, დანარჩენი რავიცი მე კმაყოფილი ვარ, სუფთა და მოწესრიგებულია თვითმფრინავი, სიჩქარეც შესაბამის ქონდა როცა ვიფრინე, ანუ დაგვიანებით არ ჩავფრენილვარ, მითითებულ დროის განმავლობაში იფრინა, რაც ფრენისთვის იყო განკუთვნილი.

Posted by: Lukrenci 30 Aug 2014, 18:50
QUOTE
დაგვიანებით კიევიდან ვიფრინე და ერთხელ 1 საათით გადაიდო, ყინვა იყო და გარკვეული პრობლემები შეიქმნა, სხვა ისეთი არაფერი, რა კომფორტი უნდა ქონდეს ? კვება ფასიანაი, დანარჩენი რავიცი მე კმაყოფილი ვარ, სუფთა და მოწესრიგებულია თვითმფრინავი, სიჩქარეც შესაბამის ქონდა როცა ვიფრინე, ანუ დაგვიანებით არ ჩავფრენილვარ, მითითებულ დროის განმავლობაში იფრინა, რაც ფრენისთვის იყო განკუთვნილი.

მშვენიერია.
ანუ მალე ვიზეარის ერთგული მომხმარებელი გავხდები)))

Posted by: massimodeluka 4 Sep 2014, 19:21
ერთ რამეს გავუწიე ვარაუდი: ქუთაისიდან ევროპის მიმართულების თუ 120 ევრო ღირს ბილეთი - ევროპიდან ქუთაისამდე ჩამოფრენა ნახევარ ფასად შეგიძლია. ჩევნ მეტად ანაზღაურებადები ვართ? რატო გვაბოლებენ?

Posted by: wrangler7 5 Sep 2014, 00:07
QUOTE
ერთ რამეს გავუწიე ვარაუდი: ქუთაისიდან ევროპის მიმართულების თუ 120 ევრო ღირს ბილეთი - ევროპიდან ქუთაისამდე ჩამოფრენა ნახევარ ფასად შეგიძლია. ჩევნ მეტად ანაზღაურებადები ვართ? რატო გვაბოლებენ?


სექტემბერში წავედი შარშან კიევში
ორი კვირით ადრე ვიყიდე ბილეთი 149 დოლარად
ნოემბრის ბოლოს წამოვედი უკან
4 დღით ადრე ნაყიდ ბილეთში 50 დოლარი გადავიხადე
რას იზამ,ეს საქართველოა

Posted by: donkosta 7 Sep 2014, 18:19
massimodeluka
QUOTE
ერთ რამეს გავუწიე ვარაუდი: ქუთაისიდან ევროპის მიმართულების თუ 120 ევრო ღირს ბილეთი - ევროპიდან ქუთაისამდე ჩამოფრენა ნახევარ ფასად შეგიძლია. ჩევნ მეტად ანაზღაურებადები ვართ? რატო გვაბოლებენ?

აქედან მძიმე მიცფრნავთ თუ რა ჯანდაბაა

აქედან ღირს 80ევრო
იქიდან 15

Posted by: GEORGIA007 8 Sep 2014, 12:58
bja
QUOTE
გუშინ ვცადე ბილეთის ყიდვა მაგათ საიტზე და ბარათი არ მიიღო რატომღაც. ძალიან მეწყინა ))

მეც მაგ დღეში ვარ

Posted by: modest lawyer 20 Sep 2014, 00:05
ხალხ, დაწერეს მაგრამ მთლად კარგად ვერ გავიგე და ვიკითხავ კიდევ ერთხელ. პოლონეთის ვიზით ბუდაპეშტში შესვლაზე ხო არ გააჩმახებენ? ვარშავის სასტუმროს ჯავშანი მექნება ხელზე.

Posted by: Harry Green99 19 Oct 2014, 23:58
wizz discount clubb
როგორ უნდა ავიღო?

Posted by: Giga 20 Oct 2014, 11:55
Harry Green99
იყიდო საიტიდან. მაგალითად, ბილეთის ყიდვის დროს smile.gif))

Posted by: dii 20 Oct 2014, 12:18
მეგობრებო,
ესპანეთში ვაპირებ გამგზავრებას, ჯერ საელჩოში საბუთებს არ იბარებენ, იმიტომ რომ თებერვალში მივდივარ.
პეგასუსის აქციაა ახლა და ძალიან იაფია ბილეთები, ვიზის გარეშე ყიდვას ვერ ვრისკავ.
wizz ით როგორ მოვხვდე ბარსელონაში მასწავლეთ რა, პირდაპირი ფრენა არაა

Posted by: Harry Green99 20 Oct 2014, 14:12
QUOTE
იყიდო საიტიდან. მაგალითად, ბილეთის ყიდვის დროს ))

და სულ მექნება ხო? კაი რამეა უფრო იაფად იმგზავრებ ნებისმიერ მიმართულებაზე რაც მე ვნახე smile.gif

Posted by: Giga 20 Oct 2014, 15:07
Harry Green99
სულ არა, 1 წელი, რამდენადაც მახსოვსsmile.gif) მე მაქვს, შეგიძლია ჩემთან ერთად იმგზავროwink.gif)))))))))))

Posted by: Harry Green99 20 Oct 2014, 15:14
QUOTE
მე მაქვს, შეგიძლია ჩემთან ერთად იმგზავრო)))))))))))

წელს არ ვაპირებ არსად წასვლას smile.gif შემდეგ წელს ვეგმავ ბუდაპეშტში წასვლას საშობად შენ ხარ ნამყოფი? smile.gif

Posted by: Twisom 20 Oct 2014, 15:17
dii
ჯერ კატოვცაში ჩადი ან ბუდაპესტში და მერე ქიდან ბარსელონაში. ორი სხვადასხვა ბილეთის ყიდვა გიწევს

2 ნოემბერს მაგალითად 50 ევროდაა ბუდაპესტი
05:30 იქ ხარ.
06:05 ზე ბუდაპესტიდანაა ფრენა 55 ევროდ.




ანუ 105 ევროში ბარსელონაში მარა ეს ერთი გზაა მარტო

Posted by: Giga 20 Oct 2014, 15:30
Twisom
ბარემ ისიც მიგეწერა, რომ 35+35+35+35 ევროს ბარგის ყიდვა მოუწევს ორ გზაზე თუ ზაფხულში წავა smile.gif)

Posted by: Twisom 20 Oct 2014, 17:31
Giga
ბარგის კივდა არ მოუცევს.
აბა შენ ისი გინდა 30ევროდ ბუდაპესტში გადაფრინდე და პახოდუ 30 კილო ბარგი წაიღო?

30 ევროდ ბუდაპესტში ხარ მეტი რ გინდა. 30 ევრო მაგის დედაც მვტყან როცა შეილება 30 ევრო სტამბულსი ტაწსმა გამოგართვას აეროპორტმდე მიყვანაში


და ვიზ აირს აქვს ასეთი წერი


რაღაც ზომები ზუსტად არ ვიცი 25X30X45 ანუ თუ ჩაატევ ამხელა მოცულობაში შენ ბარგს მაშინ გინდა 5 კილო წაიღე გინდა 150 კილო


პორსტა იმ ზომებში უნდა ჩაჯდეს.

და პას კონტროლზე უდევს და იქ უნდა გასინჯო თუ ეტევა


მარტო ხელბარგი შეგილია რა თქმა უნდა. თუ ბარგი გინდა ფული უნდა დაამატო

Posted by: Harry Green99 20 Oct 2014, 17:53
Twisom
რამდენი კგ ბარგი არის უფასო??

Posted by: dii 20 Oct 2014, 17:58
Twisom
ხო, ანუ ისევ ვიზზ-ით ბუდაპეშტი -ბარსელონა ხო? მოკლეთ მოვიცდი იანვრამდე თუ რამე აქცია არ იქნება ასე ვიყიდი ბილეთებს sad.gif ახლა 75 ევრო მიჯდება პეგასუსით , თითქმის იგივეა თავისი ადგილების არჩევით და კვებით .

მადლობა!

Posted by: Twisom 20 Oct 2014, 18:31
QUOTE
რამდენი კგ ბარგი არის უფასო??

ერთხელ ვიმგზავრე და პას კონტროლზე დადგეს ეგეტი რაღაც თუ ჩაატევდი იქ იყო უფასო ეგრე ეწერა რა.
ზომები იყო მითითებული და ტუ ამ მოცულობისაააო მასინ უფასოა. კგ არაფერი ეწერა

და ეგრეც მქონდა გაგონილი რო იმ მოცულობაში რამდენსაც ჩაატევ წაიღე.

Posted by: tetrioffice 26 Oct 2014, 12:00
ანუ წონას არ აქვს მნიშვნელობა რამდენადაც მივხვდი და ერთ ბარგში იხდი თანხას ხო?
* * *
ვარშავაში მივფრინავ და ჩექინის თანხას იქიდანაც უნდა ამეხეს?თუ ონლინე შეიძლება ჩექინი ეგ თანხა გამომაკლდეს?

Posted by: Harry Green99 26 Oct 2014, 12:06
კვება არ შედის ხო მგზავრობაში ? smile.gif

Posted by: javaxa777 27 Oct 2014, 01:33
tetrioffice
Harry Green99
ხელბარგი არის ორნაირი, უფასო და ფასიანი, უფასო თუ გინდა უნდა იყოს 8 კგ-მდე (მაგრამ არ შეუმოწმებით წონა) მხოლოდ ამოწმებენ ჩანთის მოცულობას და 25X30X45 ეს პარამეტრებია. ფასიანი ხელბარგი უფრო დიდი პარამეტრებისაა, თუ ბარგის ჩაბარება გინდა სჯობს საიტზე იყიდე ბილეთთან ერთად რადგან იაფია და ხანდახან აქციებიც აქვთ ხოლმე. 1 ჩანთა 32 კგ-მდე უნდა იყოს.


კვება არ შედის.

Posted by: 9124 31 Oct 2014, 12:07
ვიზ ეარის ფასები და ფრენების რომელ საიტზე ვნახო?

Posted by: webdesigner93 31 Oct 2014, 12:15
9124
wizzair.com აქ ნახე smile.gif

Posted by: 9124 31 Oct 2014, 12:25
webdesigner93
მადლობა. smile.gif
ახლა ვგეგმავ რა გზით ჩავიდე მადრიდში ერთი ვარიანტია, თბილისიდან სტამბულის გავლით და ღირს 312 ევრო იქიდან ავტობუსით ან მატარებლით წავალ პორტოში.
მეორე ვარიანტია ქუთაისი-კიევი-მადრიდი, კიევი-მადრიდი ღირს 232 ევრო. ჰოდა ახლა ვადგენ 80 ევროზე მეტი თუ ნაკლები ღირს ქუთაისი-კიევი წინ და უკან რომ ყველაზე კარგი არჩევანი გავაკეთო.

Posted by: Lukrenci 8 Nov 2014, 16:02
მეგობრებო,
საქართველოს წარმომადგენლობის ნომერი არ იცით?
საიტზე რაღაცა უცნაური ნომერია, ბილეთი გადარიცხვით ვიყიდე და მინდა შევამოწმო თუ დაჯდა.

Posted by: levvani 13 Nov 2014, 23:17
Lukrenci
აქ არ ყავთ როგორც ვიცი წარმომადგენლობა, დაზუსტებით ვერ გეტყვი მაინც გადაამოწმე.

მე ვიმგზავრე წელს მაგ კომპანიით და ნორმალური კომპანიაა.

Posted by: nino877 14 Nov 2014, 11:39
90 ევროდ 2 გზა ქუთაისიდან ბუდაპეშტის აეროპორტი დამიჯდა
10 კგ ხელბარგიო მითხრეს არ აუწონიათ
საშინელი მოუხეხებელი სკამებია საზურგის გადასაწევი არ აქვს არც კვება არც წყალი უფასო
არც პლედი არც ბალიში არც ფეხის დასადრბი
მაგრამ იმდენად იაფად მიფრინავ უნდა აიტანო რა

Posted by: javaxa777 16 Nov 2014, 00:59
nino877


ახლა დეკემბერში მივფრინავ 25 ევროდ ორივე გზა ვილნიუსში და რომელ სკამის გადაწევაზეა საუბარი ??? : )))))))))))) ბუდაპეშტში 60 ევროდ გავფრინდი და მაშინ არ მქონდა ფასდაკელაბ ნაყიდი, მოკლედ ფასები როდესაც დაბალია ნამდვილად ღირს რომ ჩახვიდე ქუთაისში და შემდგომ ის 3 საათი ფრენა გაუძლო, სხვა ავიაკომპანიებითაც მიმგზავრია და რომ გითხრა დიდად კომფორტულია ამასთან შედარებით პეგასუსი ან ეკონომ კლასის თურქიში თქო ვერ ვიტყვი.

თუ რამე ლონგ ადგილი არ გაქვს დამატებით აღებული იგივე დასაჯდომები იყო ფაქტიურად. იმედია გაგრძელდება ასეთი ფასები და არ გაძვირდება კიევის რეისებივით.

Posted by: WiSpEr 16 Nov 2014, 01:23
ვინმე დამეხმარეთ შტუტგარტიდან როგორ მოვხვდე 20 დეკემბერს ბუდაპეშტშI იაფად და 4 იანვარს უკან ისევ

118ევრო ორივე გზა მაგარი ფასია

Posted by: nino877 16 Nov 2014, 02:42
მოკლედ ეხლა ჩამოვედით პრაღაში,და ვენის ბილეთებიც ვიყიდეთ
ვივი 24 საათი პრაღისთვის ცოტაა
მაგრამ სხვადროს უფრო დაგეგმილად წამოვალ.
ბიჭები ბუდაპეშტში ულამაზესები არიან.
თუ გასართობად მოდიხართ ჯობია ხუთშაბათს წამოხვიდეთ დაისვენო და პარასკევი შაბათი
ბარიდან ბარში იბოდიალოთ.
გოგოებიც კარგები ყავთ მაგრამ ძნ ამათ ფერებში ვარ და დაჩაგრულად ვიგრძენი თავი :-) სუ თურქები და შავიკაცები მეტანებოდნენ :-)
სასტუმროს აღება ფერენციტერ ის მახლობლად სჯობს
12 მდე მუშაობს მეტრო პარასკევი შაბათი ტრამვაი და ავტობუსი დადის 2 მდე მეტი გვიან არ ვიცი
მგონი კუდევ სხვა თემაში ვპოსტავ

Posted by: javaxa777 17 Nov 2014, 11:32
nino877


კუთაისიდან ისეთი ფასებია ნამდვილად დაგეგმავ კიდევ ახალ ტურს და ბევრად კარგად იმოგზაურებ

Posted by: R-26 28 Nov 2014, 20:43
გამარჯობათ,

Wizz Air-ზე შევიძინე ბილეთები, მაგრამ Online Сheck-in ჯერ არ გამიკეთებია, რაიმე ვადა ხომ არ აქვს ამ ყველაფერს? ანუ გაფრენამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს „დაჩექინება“? ააქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ?

Posted by: bugalteri2 28 Nov 2014, 20:50
R-26
QUOTE
Wizz Air-ზე შევიძინე ბილეთები, მაგრამ Online Сheck-in ჯერ არ გამიკეთებია, რაიმე ვადა ხომ არ აქვს ამ ყველაფერს? ანუ გაფრენამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს „დაჩექინება“? ააქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ?

რეისამდე ერთი თვით ადრე შეგიძლია, საიტზე გაარკვევ ადვილად.
აუცილებლად გააკეთე, ისე აეროპორტში მოგიწევს თანხის გადახდა, ონლაინ უფასოა. მერე ამობეჭდე და თან გქონდეს

Posted by: R-26 28 Nov 2014, 22:09
QUOTE (bugalteri2 @ 28 Nov 2014, 20:50 )
R-26
QUOTE
Wizz Air-ზე შევიძინე ბილეთები, მაგრამ Online Сheck-in ჯერ არ გამიკეთებია, რაიმე ვადა ხომ არ აქვს ამ ყველაფერს? ანუ გაფრენამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მოხდეს „დაჩექინება“? ააქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ?

რეისამდე ერთი თვით ადრე შეგიძლია, საიტზე გაარკვევ ადვილად.
აუცილებლად გააკეთე, ისე აეროპორტში მოგიწევს თანხის გადახდა, ონლაინ უფასოა. მერე ამობეჭდე და თან გქონდეს

ეგ კი, ონლაინ გავაკეთებ, უბრალოდ მაინტერესებს, გაფრენის წინა დღეს გავაკეთებ თუ 1 თვით ადრე, რაიმეს ცვლიის? ააქვს რაიმე მნიშვნელობა?

Posted by: Royal_Flash 29 Nov 2014, 01:00
გამარჯობა,
რა მაინტერესებს, ხელბარგის წონა და ზომები რომ შეზრუდულია ეგ გასაგებია ჰო, მაგრამ Duty Free-ში ნაყიდი რამე მაგაში შედის თუ ეგ ნებისმიერი რაოდენობით/ზომის შემიძლია ავიტანო ? ნუ სხვა ავიაკომპანიებში რო ცალკეა Duty Free ეგ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ვიზ ეარი რას შვება ეგ მაინტერესებს, თუ იცით ვინმემ.
წინასწარ გმადლობთ. ^_^

Posted by: javaxa777 29 Nov 2014, 01:00
R-26
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაფრენამდე 3 საათით ადრე უნდა მოასწრო უბრალოდ.

Регистрация через интернет
Регистрация через Интернет возможна от 30 дней до 3 часов до отправления рейса по расписанию.
* * *
QUOTE (Royal_Flash @ 29 Nov 2014, 01:00 )
გამარჯობა,
რა მაინტერესებს, ხელბარგის წონა და ზომები რომ შეზრუდულია ეგ გასაგებია ჰო, მაგრამ Duty Free-ში ნაყიდი რამე მაგაში შედის თუ ეგ ნებისმიერი რაოდენობით/ზომის შემიძლია ავიტანო ? ნუ სხვა ავიაკომპანიებში რო ცალკეა Duty Free ეგ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ვიზ ეარი რას შვება ეგ მაინტერესებს, თუ იცით ვინმემ.
წინასწარ გმადლობთ. ^_^

ავიაკომპანია რა შუაშია ? აეროპორტშია დუთი ფრიი და შესაბამისად უკვე შემოწმებას რომ გაივლი შიგნით არის ყველაგან და შეგიძლია რაც გინდა და იყიდო, მერე აღარავინ გიმოწმებს ჩანთის ზომა წონას.


რამდენჯერაც ვიყავი უპრობლემოდ ვიყიდე რაც მინდოდა, ცალკე ჩალაგებული დავილაგე თვითმფრინავში და ჩამოვიტანე უპრობლემოდ, გინდ ჩანთაში გადაინაწილე რასაც იყიდი.

Posted by: Royal_Flash 29 Nov 2014, 01:14
javaxa777

ჰო ზოგადად ვიცი როგორც ხდება, მარა "ლოუ ქოსთ" ავიაკომპანიით არასოდეს მიფრენია და მაგათ ხომ არ აქვთ რამე დამატებითი შემოწმება და გართულება-თქო ეგ მაინტერესებდა.
მადლობა.

Posted by: javaxa777 29 Nov 2014, 01:23
Royal_Flash

არა არაფერიი, ბილეთი უნდა აჩვენო ოღონდ, ანუ ამობეჩდილი ონლიან თიქეთ თუნდაც და არაა არანაირი პრობლემა.


ჩვენთან სიძვირეა ოღონდ, ნუ რაღაც ღვინეობია იაფი, სხვა დანარჩენი რაღაცეები უფრო ძვირი მეჩვენა.

Posted by: R-26 29 Nov 2014, 10:38
javaxa777

მადლობა დახმარებისთვის ..smile.gif

Posted by: klikun 3 Dec 2014, 17:04
პატარა შამპუნი შეიძლება წავიღო? )))
* * *
ვიზ ეარის საიტზე ბილეთის შეძენის გამო შემთხვევით დავრეგისტრირდი შეცდომით, Ms ნაცვლად Mrs არის მითითებილი და გაფრენის დროს პრობლემა ხომ არ იქნება ნეტავ?

Posted by: bugalteri2 3 Dec 2014, 21:49
klikun
QUOTE
ვიზ ეარის საიტზე ბილეთის შეძენის გამო შემთხვევით დავრეგისტრირდი შეცდომით, Ms ნაცვლად Mrs არის მითითებილი და გაფრენის დროს პრობლემა ხომ არ იქნება ნეტავ?

მასე დავრეგისტრირდი მეც შეცდომით, მაგრამ ეგ არავის შეუმოწმებია smile.gif

Posted by: klikun 4 Dec 2014, 11:51
bugalteri2

biggrin.gif რა საოცარია, იმედია შუა ფრენის დროს არ ჩამოვვარდები biggrin.gif

Posted by: fallow 6 Dec 2014, 11:45
როგორ ხდება ბილეთის გამოწერა მოკლედ ვერ ამიხსნით?

Posted by: klikun 6 Dec 2014, 19:03
აუ იცი რა ვერ გავიგე?
Large cabin bag რომ შევიძინო 14 ევროდ, ამის პარამეტრებს ვერ მივაგენი.

წერია რომ უნდა იყოს მაქსიმუმ 56x45x25cm, მაგრამ ეს პატარა ზომაა ძააან, ფაქტიურად ის ნახატი რაც მითითებულია Large cabin bag -ის ჩემოდანზე, არ არის ამ ზომის.

ხომ არ იცით, ხელჩანთასთან ერთად, თვითმფრინავში მაქსიმუმ რამხელა ჩემოდანი შემიძლია ავიტანო? არ მინდა 32 კგ-იანის ჩაბარება. ან სად ვნახო ეგ ინფო, საიტზე ვერ გავიგე :შ

Posted by: natnatnati 8 Dec 2014, 01:44
ხომ არ იცით ძალიან მკაცრად ამოწმებენ კაბინის ბარგის ზომებს?

ჩემი ჩემოდანი 59X42X25 ზეა და ამ 3 სანტიმეტრის გამო რამეს იტყვიან? :დ

Posted by: Harry Green99 8 Dec 2014, 09:07
QUOTE
ჩემი ჩემოდანი 59X42X25 ზეა და ამ 3 სანტიმეტრის გამო რამეს იტყვიან? :დ

არ მგონია :/ სხვებიც დაწერენ ალბათ smile.gif

Posted by: natnatnati 8 Dec 2014, 19:46
sad.gif გამოცდილება არავის აქვს? როგორ ამოწმებენ ძალიან მკაცრად? sad.gif

QUOTE
ჩემი ჩემოდანი 59X42X25 ზეა და ამ 3 სანტიმეტრის გამო რამეს იტყვიან?


Posted by: bugalteri2 8 Dec 2014, 20:19
natnatnati
QUOTE
sad.gif გამოცდილება არავის აქვს? როგორ ამოწმებენ ძალიან მკაცრად

მე შევესწარი ბუდაპეშტის აეროპორტში სპეციალურ ყუთში რომ არ ჩაეტია ჩანთა და დამატებით გადაახდევინეს, მგონი ბორბლების ზომით იყო დიდი.

მკაცრად ამოწმებენ

Posted by: natnatnati 9 Dec 2014, 00:47
bugalteri2

მადლობაა ანუ მეც შეიძლება მომიწიოს...............

Posted by: Ze Moreira 10 Dec 2014, 10:43
ვისაც გიფრენიათ მიპასუხეთ რა
უფასოდ სალონში მარტო 1 პატარა ჩანთა შეიძლება ხო? ჰიგიენის ნივთები, ბრიტვა და ასეთი რამეები როგორც წესი ბარგში ბარდება და Wizz-ით როგორ უნდა წაიღო?
თU სალონში ასატან ჩანთაზე ფულს გადაიხდი გამოდის 1 პატარა ჩანთა + ერთი ფასიანი ჩანთა?
როგორც ვნახე ნებისმიერ ჩასაბარებელ ბარგზე ცალკე ფასს იხდი ხო?

Posted by: ივანიჩ 15 Dec 2014, 15:54
სალამი
ახლობელმა მთხოვა იკითხეო
მე აზრზე არ ვარ
ონლაინ იყიდა ბილეთები და გადაცვლა უნდა დღეების.........
და სადმე აქვთ ოფისი ან თბილისში ან ქუთაისში რომ მივიდეს და გადაცვალოს ეს ბილეთები?

Posted by: Giga 16 Dec 2014, 16:43
Ze Moreira
მხოლოდ ერთი ჩანთის ატანა შეიძლება (ყველაფერი იმ ჩანთაში უნდა ჩაატიო). შესაბამისად, იმას, რაც ხელბარგით აკრძალულია, თვითფრინავში ვერ აიტან. duty free-ში ნაყიდი შეგიძლია ცალკე გქონდეს.

IVANICHA
საიტზევე უნდა იყოს თარიღის შეცვლის შესაძლებლობა.

Posted by: klikun 19 Dec 2014, 17:04
მოკლედ, საიტზე ვიყიდე ბილეთი თებერვალში ბუდაპეშტი. იმეილზე მომივიდა რომ დაბრონვა არისო (არანაირი საბუთი არ არის რომ ამოვპრინტო, არც იმეილზე და არც ვიზეარის საიტზე) არადა 155 ევრო ჩამომაჭრა. ანუ რა გამოდის რომ ნაყიდი არ არის და დაბრონილია ჯერ?

საელჩოში შევდივარ მალე და ბილეთი საიდან მოვიტანო? :შ

Posted by: bugalteri2 19 Dec 2014, 22:59
klikun
QUOTE
მოკლედ, საიტზე ვიყიდე ბილეთი თებერვალში ბუდაპეშტი. იმეილზე მომივიდა რომ დაბრონვა არისო (არანაირი საბუთი არ არის რომ ამოვპრინტო, არც იმეილზე და არც ვიზეარის საიტზე) არადა 155 ევრო ჩამომაჭრა. ანუ რა გამოდის რომ ნაყიდი არ არის და დაბრონილია ჯერ?

საელჩოში შევდივარ მალე და ბილეთი საიდან მოვიტანო? :შ

მეილი ამობეჭდე, სავარაუდოდ იქ უნდ აეწეროს რესისი ნომერი და თარიღები, კიდევ რაღაც კოდი. მასე მივიტანეთ ჩვენც ამობეჭდილი მეილები,
ისე მეორე დღეს ინვოისიც მოდის მეილზე

Posted by: klikun 19 Dec 2014, 23:36
bugalteri2


აა, ოკ, მადლობა დიდი

Posted by: Ze Moreira 25 Dec 2014, 14:18
ხალხო კოპიტნარის აეროპორტში როგორ მოვხვდე? თბილისიდან პირდაპირ მანდ დადის რამე?

Posted by: wrangler7 25 Dec 2014, 15:37
Ze Moreira

სამეგრელოში რაც წავა,ნებისმიერს გაჰყევი
ზუგდიდი,სენაკი,ფოთი,ხობი
და გზის პირას არის აეროპორტი

ბათუმი,ქობულეთი და გურიისკენ არ წაყვე
ახალი გზა რო გახსნეს იქიდან დადიან
ეგ გზა კი არ გაივლის აეროპორტს

Posted by: Dolmena 25 Dec 2014, 16:38
wrangler26
ბათუმის ავტობუსი რატო არ გაივლის ?!

ნებისმიერი ავტობუსი რომელიც ბათუმისკენ მიდის აეროპორტის გავლით დადის

Posted by: bugalteri2 25 Dec 2014, 18:31
Ze Moreira
QUOTE
ხალხო კოპიტნარის აეროპორტში როგორ მოვხვდე? თბილისიდან პირდაპირ მანდ დადის რამე?

პუშკინის სკვერიდან დადის მიკროავტობუსები, იქვე, კაფე ვარშავაში იყიდება ბილეთები 20 ლარი ღირს, პირდაპირ მიგიყვანს აეროპორტში და რომ ჩამოფრინდები იქაც დაგხვდება. მე მაგით ვიმგზავრე და მოხერხეულია.

http://www.georgianbus.com/
დარეკე და გაგრკვევენ

Posted by: wrangler7 25 Dec 2014, 18:41
Dolmena

მოიცა,ეს ახალი გზა რო გაიხსნა,ბათუმის მარშუტკა ქუთაისში აღარ გაივლის
და აეროპორთან როგორ მოხვდება?
თუ ისევ ძველი გზით დადიან,ანუ ისევ ქუთაისიდან,მაგ შემთხვევაში კი ბატონო

Posted by: Ze Moreira 26 Dec 2014, 18:01
bugalteri2
მადლობა smile.gif უკანა რეისი ალბათ თვითმფრინავის რეისებს ემთხვევა ხო?

Posted by: Royal_Flash 28 Dec 2014, 14:51
Ze Moreira

QUOTE
უკანა რეისი ალბათ თვითმფრინავის რეისებს ემთხვევა ხო?


კი, თბილისიდანაც და უკან ქუთაისიდანაც, მაგათი ყველა რეისი, როგორც წესი თვითმფრინავსი რეისებს ემთხვევა. აბა ისე ვის რა ჯანდაბად უნდა biggrin.gif

Posted by: klikun 28 Dec 2014, 16:46
ლუდი რომ ვიყიდო არა დუთი ფრიში, არამედ ქალაქში, წამოღება არ შეიძლება? :შ

Posted by: Royal_Flash 28 Dec 2014, 17:56
klikun

ბარგში თუ ჩააბარებ კიბატონო, მაგრამ ბორტზე ატანა არ შეიძლება sad.gif
მიუნხენის აეროპორტში ეგრე ლიტრიანი პაულანერი გადამაგდებინეს sad.gif

Posted by: klikun 28 Dec 2014, 18:00
Royal_Flash

ჰოო, ბარგი არ მექნება ჩასაბარებელი. აუ რა ტეხავს, ესეიგი ჩეხეთიდან ლუდს ვერ ჩამოვიტან (((

მაცივარზე მისაწებებელიც მინდა და არც მაგნიტიანი რამე არ შეიძლება? რა არის აბა ეგ, თუ არაფერი არ ჩამოვიტანე (((

Posted by: Royal_Flash 29 Dec 2014, 01:37
QUOTE
მაცივარზე მისაწებებელიც მინდა და არც მაგნიტიანი რამე არ შეიძლება?


აუ ამაზე ზუსტი პასუხი მეც მაინტერესებს biggrin.gif ბევრისგან გამიგია, რომ არ შეიძლებაო. მაგრამ მე რამდენჯერმე მაქვს ბორტზე ატანილი რამდენიმე მაგნიტი. თუმცა რავი, გარანტია არ შემიძლია მოგცე რო ვიზ ეარის შემთხვევაშიც აგატანინებენ უეჭველი. ერთი ჩასხდომისას უნდა ვკითხო ქუთაისში.

Posted by: klikun 29 Dec 2014, 10:23
Royal_Flash

ისე მისაწებებლები პეგასუსით რომ მოვფრინავდი კი ავიტანე თუ სწორად მახსოვს.
როდის არის შენი ჩასხდომა :დ როცა გაიგებ დაპოსტე ))))))))))

Posted by: Royal_Flash 29 Dec 2014, 15:25
klikun
QUOTE
როდის არის შენი ჩასხდომა :დ როცა გაიგებ დაპოსტე ))))))))))



ზეგ გამთენიისას მივფრინავ. რო ჩავალ, იქ როგორც კი მოვხვდები კომპთან ცოტა დიდი დროით, დავპოსტავ უეჭველი wink.gif

Posted by: klikun 29 Dec 2014, 18:58
Royal_Flash

რომ ჩამოხვალ ამბები დაპოსტე ))
აბა შენ იცი, მოიარე მთელი ბუდა და პეშტი )))) კეთილი მგზავრობა ))

Posted by: SabaGEO 30 Dec 2014, 00:10
QUOTE
მიუნხენის აეროპორტში ეგრე ლიტრიანი პაულანერი

თბილისში ნატახტარი გადამაგდებინეს biggrin.gif

Posted by: tornikekobi 30 Dec 2014, 00:30
მე მედო ხელბარგში მისაწებებლები სანთებელებიც და არავის არაფერი უთქვამს biggrin.gif

Posted by: Handreader 30 Dec 2014, 00:35
ზაფხულში,კოპიტნარი---->ბუდაპეშტი---->ბრიუსელი რა დამიჯდება შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ?საიტზე ვერ შევდივარ1-7ივნისი

Posted by: sul ertia 30 Dec 2014, 00:49
1 ივნისს არ არის ფრენა, 30 მაისს ღამით და 2-ში ღამით არის. 30-ში ღირს ქუთაისი ბუდაპეშტი 30 ევრო დისკაუნტით. 1 ივნისს არის ბუდაპეშტი ბრიუსელი 36 ევრო უწევს

Posted by: javaxa777 30 Dec 2014, 03:26
მაგნიტების და სუვენირების ჩამოტანაზე ხელბარგით არანაირი პრობლემა არ შემქმნია, რამდენჯერაც მიმგზავრია იმდენჯერ მომაქვს, მთავარია ხანჯალი ან რამე მაგდაგვარი არ იყიდო, დანა ან რაიმე მასეთი. დუთი ფრიი-ში შეგიძლია იყიდო დასალევი და წამოიღო არც ეგაა პრობლმა, ისე კი ქალაქში რომ იყიდო და ჩაალაგო დასალევი კონტროლზე რათქმაუნდა დაგატოვებინებენ.

Posted by: sul ertia 30 Dec 2014, 14:44
არც მე არ შემქმნია ეგეთებზე არასდოს პრობლემა. დუტი ფრიის დედაც, ორმაგი ფასებია ყველგან smile.gif)

Posted by: budget 30 Dec 2014, 16:15
ფიიფლ როცა ჯავშნით ვიზეარიდან რამდენიმე ადამიანისთვის ყველას მონაცემებს უთითებთ? ჩემ რამდენიმე მეგობარს არ აქვს პასპორტი აღებული და ბილეთის ონლაინ ყიდვის მერე შეიძება მეგობრის პასპორტის მონაცემების ჩამატება თუ სულაც არ არის საჭირო?

Posted by: sul ertia 30 Dec 2014, 17:14
მე მგონი საჭიროა, ზუსტად ვერ გეტყვი. ფეისბუქზე არის ღია ჯგუფი wizz air-ის და მანდ იკითხე თუ გინდა

https://www.facebook.com/groups/wizzairkutaisi/?ref=ts&fref=ts

Posted by: budget 30 Dec 2014, 18:55
sul ertia

მადლობა, გავგზავნე რექვესთი.
შენ თუ დაგიჯავშნია პასპორტის ნომერი მიუთითე?

Posted by: sul ertia 31 Dec 2014, 00:00
არაფრის. ვნახე კი და გიპასუხეს კიდევაც smile.gif მე არ დამიჯავშნია არასდროს ისე, სხვა მიჯავშნიდა ყოველთვის smile.gif

Posted by: freedemocrat 31 Dec 2014, 21:06
გამარჯობა, ლონდონში ვაპირებ გაფრენას სამსახურიდან. სხვა ავიაკომპანიებს ძალიან ძვირი ფასები აქვთ და ვიზ ეარით ვარშავიდან დაახლოებით 280 ევრო ჯდება თავისი ბარგით.

უბრალოდ მაინტერესებს რამდენად სანდო ავიაკომპანიაა? ან 14 ევროიანი სალონის ბარგი რა მოცულობისაა? ჩვეულებრივ სამგზავრო ჩემოდანს ამატანინებენ?

Posted by: acdachi 2 Jan 2015, 13:51
გამარჯობა, ბილეთის ფულის დაბრუნების შანსები არის? რაღაც პროცენტის მაინც..
21-შია ფრენა

Posted by: klikun 2 Jan 2015, 20:31
გილოცავთ, მრავალს დაესწარით ))

ხომ არ იცით შემთხვევით, შევიძინე Large cabin bag და ამასთან ერთად small cabin bag რომ წავიღო უფასოდ ხო შეიძლება?

Posted by: sul ertia 3 Jan 2015, 13:47
მრავალს დაესწარით მოგზაურებო
acdachi
QUOTE
გამარჯობა, ბილეთის ფულის დაბრუნების შანსები არის? რაღაც პროცენტის მაინც..
21-შია ფრენა


გაგიმარჯოს. არანაირი შანსი არ არსებობს მაგის smile.gif

freedemocrat
QUOTE
გამარჯობა, ლონდონში ვაპირებ გაფრენას სამსახურიდან. სხვა ავიაკომპანიებს ძალიან ძვირი ფასები აქვთ და ვიზ ეარით ვარშავიდან დაახლოებით 280 ევრო ჯდება თავისი ბარგით.

უბრალოდ მაინტერესებს რამდენად სანდო ავიაკომპანიაა? ან 14 ევროიანი სალონის ბარგი რა მოცულობისაა? ჩვეულებრივ სამგზავრო ჩემოდანს ამატანინებენ?


ვიზ ეარი გაცილებით იაფი არის სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით კი. სანდოობას რაც შეეხება 10 წლიანი ფრენის განმავლობაში არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ ქონიათ და ღმერთმაც ნუ მიცეთ აწიც smile.gif ბარგს რაც შეეხება, არ დამჭირვებია და ვერ ვერკვევი მაგაში. უფასო ხელბარგით დავდივარ ყოველთვის
* * *
klikun

QUOTE
გილოცავთ, მრავალს დაესწარით ))

ხომ არ იცით შემთხვევით, შევიძინე Large cabin bag და ამასთან ერთად small cabin bag რომ წავიღო უფასოდ ხო შეიძლება?


შენც ასევე smile.gif) ეგ კი შეიძლება თუ არ ვცდები უფასოდ

Posted by: acdachi 4 Jan 2015, 17:15
sul ertia
მადლობა პასუხისთვის....გილოცავ ახალ წელს.
მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს...ლიტვაში მივდიოდით 12 კაცი...
ვიყიდეთ ორი ფასდაკლების ბარათი , თითოზე 6-6 ..
შეიძლება ყველა ვეღარ წამოვიდეს ვიზის პონტში, მე უეჭველი მომცემენ, მაგრამ ყველას ალბათ არა
ვის სახელზეც არის ეს ფასდაკლების ბარათი ნაყიდია, ის უეჭველი უნდა წამოვიდეს ? თუ არ აქვს მაგას მნიშვნელობა თუ იცი?

Posted by: sul ertia 4 Jan 2015, 17:40
acdachi

არაფრის. გაიხარე, მეც გილოცავ. მე როგორც ვიცი მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში

Posted by: migeli85 4 Jan 2015, 18:26
მოგესალმებით,

ხომ არ იცით ქუთაისის აეროპორტში მანქანის პარკირების ტარიფები? თბილისის აეროპორტივით"იაფია"?

Posted by: webdesigner93 4 Jan 2015, 21:08
migeli85
1 დღე ღამე ღირს 7 ლარი ....

Posted by: javaxa777 4 Jan 2015, 22:56
acdachi
sul ertia

როგორც საიტზე უწერიათ მე როგორც ვიცი ის პირვნებაც უნდა იყოს ვის სახელზეც არის ნაყიდი პასდაკლება. გადაამოწმეთ მაინც.

Posted by: natnatnati 5 Jan 2015, 14:21
ავსტრიის ვიზით რომ ჩავიდე ბუდაპეშტში რამეს მეტყვიან? რომ ვაჩვენო თან მატარებლის ბილეთი ვენაში რომ მივდივარ :/

Posted by: sul ertia 5 Jan 2015, 14:30
natnatnati
შენგენის ხო? წესით და რიგით არაფერს არ გეტყვიან და გკითხავენ საერთოდ

Posted by: natnatnati 5 Jan 2015, 14:31
sul ertia
მადლობაა, თან ბილეთიც მექნება და არ მგონია რამე თქვან

Posted by: evalota 10 Jan 2015, 21:47
ქუთაისის აეროპორტში ვარშავიდან გამოსაფრენი ონლაინ ჩექინი დაუტოვებიათ. drug.gif
ბილეთი სხვამ მიყიდა.

ჰოდა, რა მინდოდა მეკითხა, მე რა ვქნა, მე?! user.gif
რამეს მოვახერხებ თუ აეროპორტში მომიწევს თანხის გადახდა და ხელახალი დაჩექინება?!

ჩემი პირველი ფრენაა ვიზეირით, იქნებ, ვინმემ იცოდეთ რამე, გამიზიარეთ გამოცდილება. 2kiss.gif

Posted by: 9124 11 Jan 2015, 13:50
evаlota
ვიზ ეარს როგორ აქვს არ ვიცი, რაინეარით ვიფრინე ახლახანს და შეიძლება მსგავსი წესები აქვთ.
მეილზე თუ მოგივიდა ეგ ჩექ-ინი თავიდან ამობეჭდე.
რაინეარს ეგრე აქვს ვიზ ეარი არ ვიცი.
ორივე ლოუ ქოსთერია და შეიძლება გავდნენ ერთმანეთს, არ ვიცი.

Posted by: evalota 11 Jan 2015, 14:07
9124
სხვამ იყიდა ბილეთი და ეგაა პრობლემა.
გუშინ აღმოვაჩინე ეს ამბები და ვერ მოვახერხე ბილეთის მყიდველთან დაკავშირება.
არ ჩანს სადმე რომ უკვე გავლილი მაქვს ონლაინ ჩექ ინი?

Posted by: 9124 11 Jan 2015, 14:29
evаlota
ჰოდა მეილზე მოუვიდოდა, უნდა დაუკავშირდე როგორმე და მეილი გაიგო(ის რომელიც მიათითა ჩექ-ინის გავლისას) და ის ჩექ-ინი მეილზე იქნება მოსული და ამობეჭდე.
კიდევ ერთხელ რომ არ შეგაცდინო გეუბნები რომ ეს რასაც მე გწერ ახლა არის რაინეარის წესები, ვიზ-ეარიც ლოუ ქოსთერია რაინეარივით და შეიძლება მსგავსი წესები ჰქონდეს, შეიძლება არა, ამიტომ გადაამოწმე.
ეგ ამობეჭდილი ჩექ-ინი ხომ უნდა წარადგინო აეროპორტში რეგისტრაციის გავლილასას და მერე ჩასხდომის წინ, ჰოდა ეგ ფურცელი უნდა გქონდეს თან ყველა ვარიანტში (რაინეარის შემთხვევაში ეგრეა), კიდევ ერთიცაა უშუალოდ აეროპორტშიც შეიძლება გაიარო ეგ ჩექ-ინი ოღონდ ეგ ფული ჯდება დამატებით(ისევ და ისევ რაინეარის ასევე ეარ ბალტიკის შემთხვევას გეუბნები).
თუ ვერაფერი მოახერხე ვიზ არის საიტზე შედი და იქ ექნებათ საკონტაქტო ტელეფონი და მეილი, დაუკავშირდი,აუცილებლად გიპასუხებენ, მითუმეტეს რამდენიმე დღე თუ გაქვს მარაგში ფრენამდე წესით უნდა გაერკვე სიტუაციაში.
სხვა რავიცი ვისაც ვიზ ეარით უმგზავრია იმათ უკეთ ეცოდინებათ და იმედია ისინი გამოგეხმაურებიან.

Posted by: evalota 11 Jan 2015, 14:36
9124
3საათში მაქვს ფრენა. ვერ ვუკავშირდები ბილეთის მყიდველს და ეგაა პრობლემა.
მომიწევს აეროპორტში დაჩექინება.
მადლობა დახმარებისთვის. 2kiss.gif

Posted by: sul ertia 21 Jan 2015, 16:21
გადადით ყველა ფბ-ზე ხო? biggrin.gif
..........

Posted by: lola_keta 22 Jan 2015, 18:40
wizzairის discount clubში როგორ უნდა გავწევრიანდე? .

Posted by: Royal_Flash 22 Jan 2015, 19:00
klikun
QUOTE
Royal_Flash

ისე მისაწებებლები პეგასუსით რომ მოვფრინავდი კი ავიტანე თუ სწორად მახსოვს.
როდის არის შენი ჩასხდომა :დ როცა გაიგებ დაპოსტე ))))))))))



უპრობლემოდ ჩამოვიტანე მაგნიტები biggrin.gif

Posted by: will smith 22 Jan 2015, 20:52
ასე იაფი ღირს ევროპაში 80 ევრო ?მადრიდამდე რა დამიჯდება ხო არ იცით და თბილისიდან თუ დაფრინავს ეს კომპანია?

Posted by: sul ertia 23 Jan 2015, 12:21
will smith
თბილისიდან არა, მხოლოდ ქუთაისი. მადრიდი პირდაპირი რეისი არ აქვს ქუთაისიდან. ქუთაისი ბუდაპეშტი - ყველაზე დაბალი ფასი 15 ევრო და მერე ბუდაპეშტი მადრიდი 55 ევრო, ანუ ჯამში 70 ევროთ ჩახვალ

Posted by: will smith 23 Jan 2015, 16:43
sul ertia
QUOTE
ბილისიდან არა, მხოლოდ ქუთაისი. მადრიდი პირდაპირი რეისი არ აქვს ქუთაისიდან. ქუთაისი ბუდაპეშტი - ყველაზე დაბალი ფასი 15 ევრო და მერე ბუდაპეშტი მადრიდი 55 ევრო, ანუ ჯამში 70 ევროთ ჩახვალ

რეალურად ეგრე დაბალი ფასები ააქ?ვინმე არი აქედან ნამგზავრი?

Posted by: evalota 23 Jan 2015, 17:09
will smith
კი, დაბალი ფსებია, თუმცა გააჩნია, როდის იყიდი ბილეთს.
მე უცბაშად მომიწია ყიდვა და პოლონეთამდე ორმხრივი ფრენა 110 ევრო დამიჯდა.
ბილეთის ფასში მხლოდ ხელბარგი შედის.
დამატებითი ბარგისთვის 35 ევრომდე იხდი, 32 კგს გადატანის უფლებით.
კვება ბილეთის ღირებულებაში არ შედის, თუ წასუსნავება მოგინდა, ქეშით ან ბარათით იხდი.
და რაც მთავარია, ონლაინ ჩექინი. გაფრენამდე რაღაც პერიოდი უფასოა, მაგრამ თუ დაგავიწყდა და აეროპორტში მოიგიწია ჩექინის გავლა, დაახლობით 40 ევრომდე დაგიჯდება.

Posted by: will smith 23 Jan 2015, 17:30
evаlota
sul ertia
მადლობა თქვენ.წინასწარ ავიღებ ერთი თვით ბილეთს.ანუ სანამ გავფრინდები ჩექინი მანამდე უნდა ხო?აი ბარგი პრობლემააა,ერთი დიდი ჩანთა ხელ ჩანთად ნადად არ ჩაითვლება

Posted by: evalota 23 Jan 2015, 17:48
will smith
წინასწარ გადახედე საიტზე ფასებს და სასურველი დღე ისე შეარჩიე.
თუ დიდი ჩანთაა, მოგიწევს ბარგის ყიდვა.
ხელბარგისთვის სპეციალური ზომებია და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე.
https://wizzair.com/en-GB/useful_information/baggage აი აქ ნახავ დაწვრილებით ყვლაფერს.
კი გაფრენამდეა საჭირო ჩექინი. ჯობს, ბილეთის ყიდვისთანავე გაიარო, მერე რო არ დაგავიწყდეს.

Posted by: will smith 23 Jan 2015, 18:18
evаlota
აჰ ვნახე ხელბარგის ზომებზეც,მირჩევნია ბარგის ყიდვა,რაც მთავარია სხვა კომპანიებთან შედარებით საკმაოდ იაფია,წინასწარ ვნახავ და რომელ დღესაც იაფი იქნება ავიღებ ბილეთს,იმედია არაფერს არ ცვლიან

მადლობა დახმარებისთვის

Posted by: webdesigner93 23 Jan 2015, 20:34
28ში არავინ მიფრინავთ ბუდაბეშტში ? მანქანით მივდივარ აეროპორტში და დაგიმგზავრებდით საწვავს კი გავიყოფდით. მარტო მივდივარ მე

Posted by: sul ertia 26 Jan 2015, 13:19
will smith
QUOTE
იმედია არაფერს არ ცვლიან

არაფერს არ ცვლიან, ნუ გეშინია smile.gif ნაფრენი ვარ კი ვიზით, ერთი 10-ჯერ
QUOTE
მადლობა თქვენ

გაიხარე, წარმატებები

webdesigner93
QUOTE
28ში არავინ მიფრინავთ ბუდაბეშტში ? მანქანით მივდივარ აეროპორტში და დაგიმგზავრებდით საწვავს კი გავიყოფდით. მარტო მივდივარ მე

ბილეთი შენ მიყიდე, სასტუმრო დამიბრონე, მერე იქითაც ხარჯები და მაგ საწვავს მე ჩაგისხამ რა გინდა wink.gif biggrin.gif
* * *
will smith
დისკაუნტ ბარათი შეიძინე და უფრო იაფში გამოხვალ კიდევ

Posted by: massimodeluka 26 Jan 2015, 22:50
1 თებერვალი - 3 თებერვალი ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი ბილეთი 47 ევროდ 2 გზა ხომ არავის გინდათ? მსურველებმა დროულად მომწერეთ. 7 ევროს ფასდაკლებას გაგიკეთებთ smile.gif მომწერეთ აქ > https://www.facebook.com/chugomsky

Posted by: will smith 27 Jan 2015, 12:05
QUOTE
დისკაუნტ ბარათი შეიძინე და უფრო იაფში გამოხვალ

sul ertia
ფასდაკლების ფარათია თუ რისააა?? (არვიცი)

Posted by: sul ertia 28 Jan 2015, 11:02
will smith
ფასდაკლების ხო და სულ გექნება. ძვირიც არ ღირს და კარგ შეღავათებს გაგიკეთებს ყველა ფრენაზე

Posted by: will smith 28 Jan 2015, 11:28
sul ertia
სად შემიძლია ვიყიდო??

Posted by: darkmanx89 30 Jan 2015, 11:49
კიევამდე ბარგს ყიდვა უნდა ? 1 piece - 0 გრივნას მანახებს და უფასოა კიევამდე ბარგი?

Posted by: mm@mm 30 Jan 2015, 12:07
ფასდაკლების ბარათი როგორ შევიძინო და რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: Dolmena 30 Jan 2015, 15:05
https://wizzair.com/en-GB/travel_services/Wizz_Xclusive_Club

Posted by: freedemocrat 31 Jan 2015, 01:34
სალონის ფასიანი ბარგი რა მოცულობისაა თუ იცით? სტანდარტულ ბორბლებიან ჩემოდანს ამატანინებე15 კგ არის

Posted by: evalota 2 Feb 2015, 15:09
freedemocrat
2. Large cabin bag:
If your cabin baggage is larger than the dimensions of a small cabin bag but not exceeding 56x45x25cm, you can take it onboard for a fee. It must fit in the overhead compartment. You must be able to place it in the overhead compartment unassisted.
აი აქ წერია დაწვრილებით. https://wizzair.com/en-GB/useful_information/baggage

Posted by: GIORGI088 5 Feb 2015, 20:16
ვიზ ეარს თბილისში წარმომადგენლობა ან ოფისი არ აქვს?

Posted by: klikun 5 Feb 2015, 20:57
GIORGI088


მეც ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე და ქუთაისის აეროპორტში რომ დავრეკე, ვიზეარის ბილეთთან და ზოგადად პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივიღე.

Posted by: GIORGI088 5 Feb 2015, 21:37
klikun
QUOTE
მეც ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე და ქუთაისის აეროპორტში რომ დავრეკე, ვიზეარის ბილეთთან და ზოგადად პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივიღე

არ აქვთ ისე ოფისი ან რამე?

Posted by: klikun 5 Feb 2015, 21:41
GIORGI088

მგონი არ აქვთ, მე ვერ ვნახე.

Posted by: sul ertia 6 Feb 2015, 12:44
GIORGI088
QUOTE
ვიზ ეარს თბილისში წარმომადგენლობა ან ოფისი არ აქვს?

არ აქვს. არც ქუთაისში არ აქვთ ოფისი და წარმომადგენლობა

Posted by: beqajeko 6 Feb 2015, 12:53
=============================================================

Posted by: poker 6 Feb 2015, 14:21
ერტი რა მაინტერესებს ეხლა ვყიდულობ ბილეთს და აქ წერია რეგისტრაცია აირჩიეთო
და ორი რამეა
ან ინტერნეტიტ თომელიც უფასოა ან ადგილზე აეროპორტში რომელიც რაგაცა თანხა ღირს აქ წერს 190გრივნა ხოდა ეს რას ნიშნავს?
ვიღაცამ მითხრა ვითომ ნაადრევად უნდა დაარეგისტრირო რომ ნამდვილად მიდიხარო და ადრეც მიყიდია აქ ბილეთი მარა ასეთი რამე არ დამჭირვებია

იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: sul ertia 6 Feb 2015, 19:17
poker
მერე აირჩიე შენც ინტერნეტით რეგისტრაცია
მაგათ არ აინტერესებთ ნამდვილად მიდიხარ თუ არა, ბილეთს ვერ ჯავშნი წინასწარ და რომ იყიდი მერე რომც არ წახვიდე თანხას არ გიბრუნებენ
* * *
უფრო სწორად, ბილეთს ვეღარ აბრუნებ ანუ მერე და სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ მაგათ ეგ? smile.gif

Posted by: javaxa777 7 Feb 2015, 20:19
poker

online check in თუ გააკეთებ უფასოა, (ადრე არ იყო კიევის რეისზე და არც ქუთაისში იყო, ახლა უკვე არის ) თუ არ გააკეთებ და აეროპორტში მიხვალ უმაგისოდ ადგილზე მოგიწევს 10 ევროს გადახდა ერთი მიმართულებით. online check in-ის შემთხვევაში ადგილზე რომ მიხვალ აუცლებლად უნდა წარადგინო ამობეჭდილი ბილეთი რაც ჩექინის მერე გამოჩნდება შენს პირად მონაცემებში საიტზე, ან მობილურზე შეგიძლია შეინახო და ანახო. მაგის გარეშე ჩათვალე მაინც 10 ევროს გადახდა მოგიწევს.

Posted by: poker 8 Feb 2015, 10:52
sul ertia
javaxa777
მადლობა
გავიგე და გავაკეთე
smile.gif

Posted by: mm@mm 9 Feb 2015, 16:32
დისქაუნთ ბარათი რომ შევიძინო შესაძლებელია თუ არა ჩემი ფასდაკლებული ბარათით სხვასაც ვუყიდო ბილეთი?

Posted by: javaxa777 9 Feb 2015, 17:18
mm@mm

კი ერთ ადამიანს. ან თუ 50 ევროიან ჯგუფურ ბარათს იყიდი 5 კიდევ დამატებით, მაგრამ როგორც ვიცი ერთად უნდა მგზავრობდეთ, ანუ ფასდაკლების მფლობელიც უნდა იყოს ადგილზე სხვა მგზავრთან ერთან.

ისე ეგ არც შეუმოწმებიათ, მე მასე ვიყიდე და მეგობართან ერთად წავედი და არ უკითხავთ მისთვის არაფერი

Posted by: mm@mm 10 Feb 2015, 16:49
javaxa777

მადლობა დიდი

Posted by: bobo1968 11 Feb 2015, 15:47
poker
მათ ვისაც ბუდაპეშტზე გინდათ
ბილეთი ქუთაისიდან 18 თებერვლის მაქვს 3 ბილეთი და 24 გამოფრენის .სამწუხაროდ ვიზა არ მოგვცა საელჩომ და ეს ბილეთები კიდევ არ ბრუნდებაო და გადაცვლა შეიძლებაო სხვა პიროვნებაზეო და იქნებ ვინმეს უნდოდეს ....

Posted by: Giga 12 Feb 2015, 01:46
bobo1968
ჩუქნი?smile.gif) თუ როგორაა?smile.gif)

Posted by: Mr-Banks 12 Feb 2015, 02:35
bobo1968
Giga


45 ევრო ჯდება სახელის შეცვლა ბილეთზე

Posted by: Scoorp 12 Feb 2015, 10:29
ონლაინ ჩექინი რა პროცესია ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნა?

Posted by: Giga 12 Feb 2015, 16:21
Mr-Banks
მე კი ვიცი 45 ევრო რო ჯდებაsmile.gif) მაგიტომ მაინტერესებდა, ჩუქნის თუ ბილეთის ფასი + შეცვლის ფასის ამბავიაwink.gif

Scoorp
ონლაინ-ჩექინი არის ონლაინ რეგისტრაცია რეისზე; ზოგადად, რასაც აეროპორტში აკეთებ ხოლმე, ოღონდ ამ შემთხვევაში ინტერნეტით ხდება. აეროპორტშიც შეიძლება მაგის გაკეთება, თუმცა ფულს იხდი.

Posted by: Scoorp 12 Feb 2015, 16:47
Giga

და რა დროს უნდა გავიარო? smile.gif
ფრენამდე 1-2 საათით ადრე?
აეროპორტში რო ჩავალ იქიდან შეიძლება თუ აუცილებლად მანამდე?

Posted by: Giga 12 Feb 2015, 18:14
Scoorp
მემგონი ფრენამდე 2 საათით (ან რაღაც კონკრეტული დროა) ადრე უკვე აღარ შეგიძლია ინტენეტით დაჩექინება და ფულის გადახდა მოგიწევს. მოკლედ, რაც უფრო ადრე იზამ და ამობეჭდავ, მით უკეთესი. ოღონდ მერე უკვე ზუსტად ვეღარეფერს შეცვლი smile.gif პასპორტი დაგჭირდება ამ პროცესისთვის.

Posted by: javaxa777 13 Feb 2015, 02:21
Scoorp

ფრენამდე 30 დღით ადრე გაიხსნება ჩეკინი და გაფრენამდე არა უგვიანეს 3 საათისა შეგიძლია ორივე გზის დაჩეკინება ან ცალ ცალკე, შესაბამისად მერე სხვა ცვლილებებს ვერ გააკეთებ. (თუ სწორად მახსოვს ბარგის დამატების უფოებას მაინც გაძლევს)

Posted by: Scoorp 13 Feb 2015, 10:30
Giga
javaxa777


გასაგებია, მადლობაა smile.gif))

Posted by: Scoorp 19 Feb 2015, 16:18
ისეთი ძვირი ფასებია ივნისის შუა რიცხვებისთვის,რამისაა გადავიფიქრო ქუთაისიდან გაფრენა sad.gif

Posted by: Giga 19 Feb 2015, 16:24
Scoorp
ზაფხული, ე.წ. "მაღალი სეზონი" ყოველთვის ძვირია. აქციები თუ დაგეხმარება აწი.

Posted by: teo-teokuna 19 Feb 2015, 16:34
სამაგიეროდ მარტი-აპრილი როგორ გაიაფდა... : (((((((((((((((((((((((((((((




Posted by: bugalteri2 21 Feb 2015, 00:15
დღეს ისეთი იაფი იყო ბუდაპეშტის ბილეთები, რომ შემომეყიდა smile.gif არადა სულ სხვა გეგმები მქონდა

Posted by: avto68 21 Feb 2015, 03:50
-----------------------------------------------------------------

Posted by: poker 4 Mar 2015, 17:17
მოკლედ ამ საიტზე წერია რაგაცა WIZZ DISCOUNT CLUB ხოდა ამის შესახებ ამინტერესებს თუ ვინმემ იცით გამარკვიეთ რა.
მოკლედ მივდივართ მე და ჩემი მეგობრები და აქ წერია ჯგუფურზე ფასდაკლება ერთი პერსონა ვინც ყიდულობს + 5 კაცი და ბოლომდე ვერ გავიგე როგორ მოქმედებს

Posted by: fermina 4 Mar 2015, 17:41
Scoorp
QUOTE
რამისაა

ლამისაა smile.gif ასე იწერება ეს სიტყვა smile.gif

Posted by: Scoorp 4 Mar 2015, 17:59
fermina


პარდონ, არ მახსოვდა ნამდვილად სწორი ფორმა smile.gif

Posted by: javaxa777 4 Mar 2015, 18:20
avto68

ორი ვარიანტია კლუბის წევრობის . პირველით შეგიძლია 1+1 ხოლო მეორე ჯგუფური ფასდაკლების რომ არის 1+5 როგორც წერია. ფასდაკლებას რაც შეეხება, სტანდარტულ ბილეთის რიღებულების მაგივრად იხდი თითო ბილეთზე 10 ევროთი ნაკლებს (თუ ევროში ყიდულობ, სხვა ვალუტაში შესაბამისად შესაბამის პასდაკლებას აკლებს ღირებულებას)

Posted by: ვივიანა 5 Mar 2015, 00:58
ამ კომპანიას პოლონეთში მარტო 1 აეროპორტში ანუ ჩოპინ-ში (იმედია სწორად ვწერ) აქვს ხომ ფრენა ? როგორც საქარტVელოში მხოლოდ ქუთაისში ?
დამეხმარეთ რაა

Posted by: evalota 5 Mar 2015, 01:24
ვივიანა
ჰო, ვარშავაში შოპენის აეროპორტი და ჩვენთან-ქუთაისი.

Posted by: bugalteri2 5 Mar 2015, 08:13
ვივიანა
QUOTE
მ კომპანიას პოლონეთში მარტო 1 აეროპორტში ანუ ჩოპინ-ში (იმედია სწორად ვწერ) აქვს ხომ ფრენა ? როგორც საქარტVელოში მხოლოდ ქუთაისში ?
დამეხმარეთ რაა

კატოვიცეშიც დაფრინავს

Posted by: ვივიანა 5 Mar 2015, 14:30
evаlota
bugalteri2
მადლობა ძალიან დიდი up.gif

Posted by: teo-teokuna 5 Mar 2015, 15:47
6 ადამიანი მივფრინავთ ვიზ ეარით... ბარგი სამზე დარეგისტრირდა... ონლაინ ჩექ ინის დრო რომ დადგა, ტურისტული გვეუბნება ასეთ რაღაცას... ვისაც ბარგი არ აქვს ონლაინ რეგისტრაციას ვერ გადის და აეროპორტში უნდა გაიაროსო... უფასოა... პროგრამა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ონლაინ რეგისტრაცია გავატაროთ სხვებსო.. sleep.gif რამდენი ტყუილი გვითხრა ტუროპერატორმა? biggrin.gif


ასეთი რაღაც შეიძლება იყოს სიმართლე (რომელიმე მაინც) ? biggrin.gif

Posted by: webdesigner93 5 Mar 2015, 15:49
teo-teokuna
ბარგი თუ არ გაქვს ონლაინ რეგისტრაციას ვერ გადიხარო ? საიდან მოიტანა ? ტურისტულით არასდროს ვყიდულობ ბილეთს, მაგრამ აგერ გუშინ ჩამოვფრინდი ვილნიუსში ვიზ ეარით და ჩვეულებრივ ონლაინ "დავჩექინდი" ისე 10 ევრო ღირს ....

Posted by: Domaci 5 Mar 2015, 20:55
ამის მერე რა სტეპია გასავლელი??

შტრიხ კოდი არ მომსვლია მაილზე. მაილზე მარტო კონ კოდი მომივიდა.

გამარკვიეთ რა. თორე ერთხელ უკვე გადამახდევნეს 80 ლარი ქუთაიში

user posted image

Posted by: teo-teokuna 6 Mar 2015, 00:42
webdesigner93

აეროპორტში გადავამოწმეთ და რადგან სააგენტომ იყიდა ბილეთები, არ არის აუცილებელი ონლაინ ჩექინი და აეტოპორტში უფასოა რეგისტრსციაო... უბრლოდ, ტურისტულმა ეს არ იცის... ღმერთო, ვის გადავეყარე... (facepalm)

Posted by: Domaci 6 Mar 2015, 17:26
javaxa777
evаlota
bugalteri2
teo-teokuna
webdesigner93
teo-teokuna


დამეხმარეთ რა )

ამის მერე რა სტეპია გასავლელი??

შტრიხ კოდი არ მომსვლია მაილზე. მაილზე მარტო კონ კოდი მომივიდა.

გამარკვიეთ რა. თორე ერთხელ უკვე გადამახდევნეს 80 ლარი ქუთაიში

user posted image

Posted by: webdesigner93 6 Mar 2015, 20:33
Domaci
ზუსტად ვერ ვიხსენებ ახლა რა ეტაპზე ხარ, მაგრამ მგონი რომ enter passenger info გჭირდება, სადაც შენს მონაცემებს შეიყვან სახელი გვარი, დაბ. თარიღი, პასპორტის ნომერი და ა.შ.

Posted by: bugalteri2 6 Mar 2015, 22:01
Domaci
QUOTE
ზუსტად ვერ ვიხსენებ ახლა რა ეტაპზე ხარ, მაგრამ მგონი რომ enter passenger info გჭირდება, სადაც შენს მონაცემებს შეიყვან სახელი გვარი, დაბ. თარიღი, პასპორტის ნომერი და ა.შ.

ფრენამდე ერთი თვით ადრე შეგიძლია ჩეკ ინი , მანამდე ეგ ინფორმაცია შეავსე და შეინახე.

ძალიან მარტივია, რეგისტრაციას რომ გაივლი მერე შეგიძლია ამობეჭდო შტრიხკოდია ჩასხდომის ბილეთი

Posted by: tsvrkaua 7 Mar 2015, 17:02
არის საშუალება, რომ ჯავშანი გააკეთო ვიზეარზე?

ტურისტულს მაინც თუ შეუძლია?

Posted by: freedemocrat 7 Mar 2015, 18:44
პირველად ვიყიდე ვიზ ეარის ბილეთები და იმედია წარმატებული და მშვიდობიანი ფრენა მექნება smile.gif

დისკაუნთ ბარათის ვიყიდე :3

Posted by: Domaci 8 Mar 2015, 14:45
webdesigner93
bugalteri2

აი მაილზე ეს მომივიდა და ეს არის ბილეთი??
მახსოვს რაგაც შტრიხკოდიანია ბილეთი.
1 თვის წინ ავიღე კიევის მიმართულებით და ზუსტად ესეთი ბბილეთით დავადექი აეროპორტს.
ხოდა იქ მითხრეს რომ შტრიხკოდიანი უნდა იყოს ბილეთიო , ჩასხდომისო თუ რაგაცო და მაგის გამო 80 ლარი გადამახდევინეს.
ხოდა ვატყობ ეხლაც იგივე ბილეთი მაქვს და ეს შტრიხკოდი სად არის ვერ მეტყვით? )

user posted image

Posted by: webdesigner93 8 Mar 2015, 15:43
Domaci
ეს არ არის ბილეთი, check in უნდა გააკეთო შენი confirmation code-ს გამოყენებით(ზემოთ დადებულ სურათზე რაც წაშალე) და შემდეგ მოგცემს უკვე შტრიხკოდიან ჩასხდომის ბარათს

Posted by: Domaci 8 Mar 2015, 15:58
webdesigner93

ხოდა ეგ როგორ უნდა გავაკეთო?

ბილეთი ვიყიდე. ეს კონფინ კოდი რომ მომივიდა

ჩავწერე აქ.

user posted image


მერე ამომიგდო ეს სქრინები.

user posted image


მერე ეს

user posted image

და ბოლოს ეს. აქ პასპორტის მონაცემების შეყვანა უეჭველი უნდა?

user posted image





Posted by: javaxa777 8 Mar 2015, 16:04
Domaci

შენი მაილ მისამართი და პაროლი სადაც შეგყავს, რომ შეყვალ საიტზე ანუ შენს პროფაილში იქვე ქვემოთ არის ჩეკ-ინ და ჩააკოპირი ეგ რეისის ნომერი და ორივე გზის ჩეკ-ინ გააკეთე და ახლიდან ნახავ ამოაბეჭდ ბილეთს და იქ იქნება ეგ შტრიხ კოდი. ასე რომ მიხვიდე აეროპორტი გადაგახდევინებენ ფულს და აუცილებლად დაჩეკინდი 30 დღით ადრე უკვე შეგიძლია ორივე გზა (გაამახვილე ყურადგება ორივე ბილეთზე გააკეთე)

Posted by: Domaci 8 Mar 2015, 16:18
javaxa777


არა 1 გზა გავაკეთე. ვარშავა - ქუთაისი

ზემოთ ჩავასწორე პოსტი , გადახედე აბა რამეს არასწორად ვაეკთებ?

Posted by: javaxa777 8 Mar 2015, 16:36
Domaci

ხო მასეა, მერე პასპორტის მონაცემებს მოგთხოვს იქ შეავსებ ყველაფერს, ბოლოს პირობებს დაეთანხმები და დაასრულებ ჩეკ-ინს და ამობეჭდავ.

Posted by: webdesigner93 8 Mar 2015, 20:32
Domaci
სწორად აკეთებ, ოღონდ ახლა პასპორტის მონაცემები შეიყვანე შენი, EU-ში შიგნით ფრენებზე არ გთხოვს პასპორტის მონაცემებს, მაგრამ როდესაც EU-ს გარეთ ხორციელდება ფრენები მაშინ აუცილებლად უნდა შეიყვანო

Posted by: ლუკატარ 10 Mar 2015, 10:44
ხალხო, ქუთაისში რამე პონტი არის, რომ წინა დღეს ჩავიდე და დილას 7-ზე წავიდე აეროპორტისკენ? ანუ ისე არ მინდა, რომ ჩავიდე, დავიძინო და დილას მერე ფეხით ვირბინო მარშრუტკის ძებნაში და ვერ ვიპოვო biggrin.gif რამე თუ არის ჰოსტელი, სადაც დილას გამოივლის მარშრუტკა აეროპორტისკენ?

Posted by: ვივიანა 10 Mar 2015, 22:46
მითრეს რომ ბარგი ფასიანიაო ვიზ ეარით და რამდენად შეესაბამება სიმართლეეს ?

Posted by: nita0607 13 Mar 2015, 16:45
დაწერეთ რაა ბარგზე რა სიტუაციაა

Posted by: poker 13 Mar 2015, 17:38
ვივიანა
nita0607
30 KG გაქვს თავისუფალი თU არ მეშლება წონა ნუ + - 3 კგ საიტზე არის ახსნილი მაგ პირობების შესახებ

Posted by: recepti 14 Mar 2015, 03:13
ხალჩანტა , რომელიც არის 10 კგ-მდე, მაგრამ ზომებს უნდა აკმაყოფილებდეს (ვიზეირის გვერდზე ნახეთ) არის უფასო. თუ ზომებში დიდია, მაშინ გადაგახდევუნებენ ფულს.
აუცილებლად გადაიხადეთ ბარგის თანხა ონლაინ და არა რეგისტრაციისას, როგორც მე დამემარტა და 60 ევრო გადამახდევინეს. ბარგი დაარეგისტრირეთ და გადაიხადეთ ონლაინ.
აეროპორტში ორმაგი ღირს და სამმაგი თუკი რეგისტრაციის დროს იხდი.

Posted by: ვივიანა 16 Mar 2015, 21:20
poker
recepti
მადლობა up.gif
და 10 კილოში ხელჩანთით ითვლება ის ნივთები რაც სხვაგანაცაა ხო ? მჭრელი, სასმელი და ეგეთები რომ არ შეიძლება ?

Posted by: sul ertia 17 Mar 2015, 10:58
ლუკატარ
ჰოსტელები კი არის, მაგრამ მასე მარშუტკის გამოსავლელში რო იყოს არა მგონია smile.gif გორაზე არის ჰოსტელები
მარშუტკა სამტრედიის მიმართულებით გადის მგონი დილის 6 საათიდან, 15 წუთში იქ იქნება

Posted by: jan-999 17 Mar 2015, 13:41
ლუკატარ
აეროპორტს ყავს მარშუტკები.2 საათით ადრე ჩადის რეისამდე. http://www.georgianbus.com/content/book-now
* * *
კიევის რეისზე ბარგი 32 კგ უფასო...+ ხელბარგი.

Posted by: Scoorp 17 Mar 2015, 14:41
იცით რა მაინტერესებს
დაჯავშნა არ ხდება ამათი ბილეთების ხო?
ეგრე მახსოვს და მაინც მინდა რო გადავამოწმო

fig.gif

Posted by: ლუკატარ 17 Mar 2015, 17:15
sul ertia
jan-999
მადლობა, ანუ დილიდან დადის ხო მაკდონალდსიდან იქით?

Posted by: freedemocrat 20 Mar 2015, 13:01
როდის იწყება ინტერნეტ ჩექ ინი? 30 დღეა დარჩენილი და არ მიხსნის ისევ, არ არის ჯერ დაწყებულიო

Posted by: ვივიანა 20 Mar 2015, 22:52
გავგიჟდი ფასები იცველბა საათების მიხედვით ?

freedemocrat
ანუ მაინცდამიანც 1 თვით ადრე უნდა იყიდო, მანამდე არ შეიძლება ნეტავ :|
მგონი არაა ეგრე, ხალხი თვეებით ადრე ყიდულობს..

Posted by: javaxa777 21 Mar 2015, 00:06
ვივიანა


ხელბარგში რათქმაუნდა აკრძალულია ის საგნებიც რაც შეგიძლია რომ "ბაგაჟით" წაიღო. პირადი ჰიგიენის ნივთები, მჭრელი საგნები და ა.შ

ადრე უკრაინის რეისებზე ბარგის ჩაბარება უფასო იყო, ხოლო ევროპის მიმართულებით ფასიანია და ფასები საიტზე წერია. უაფასო მხოლოდ ხელბარგია ეგეც გათვალისწინებულია და შესაბამისი ზომების ჩანთა შეგიძლია წაიღოთ 8კგ მდე. (წონას დიდად არ ამოწმებდნენ, მაინც 10კგ ზე ზემოთ რა უნდა ჩაალაგო, ისე კი თუ შეამოწმეს გადაგახდევინებენ წონის გამო თუ მეტი გამოვიდა)

ბილეთის ყიდვას რაც შეეხება როცა გინდა მაშინ იყიდი, მთაარია საიტზე გიჩვენოს რომ გაყიდვაშია ბილეთი. 1 თვით ადრე ანუ კონკრეტულად გაფრენამდე 30 დღით ადრე ონლაინ რეგისტრაციის ფანჯარა იხსნება (ანუ შენით რომ გააკეთო "ჩეკინ-ინ" და აეროპორტში დამატებით ფული არ გადაგახდევინონ)


freedemocrat

წესით გაიხსნება და შეძლებ რომ გააკეთო "ჩეკ-ინ"

Posted by: freedemocrat 21 Mar 2015, 01:20
ვივიანა
QUOTE
ანუ მაინცდამიანც 1 თვით ადრე უნდა იყიდო, მანამდე არ შეიძლება ნეტავ :|
მგონი არაა ეგრე, ხალხი თვეებით ადრე ყიდულობს..


მე თვენახევრით ადრე ვიყიდე smile.gif)

გავაკეთე ჩექ ინ, მობილური აპლიკაციის საშუალებით გავაკეთე და აიფონის ფას ბუქში შევინახე ეს ქარდი და წესით არ უნდა იყოს პრობლემა მაგას რომ აჩვენებ ხო? შტრიხკოდი აქვს ჩვეულებრივ

Posted by: freedemocrat 21 Mar 2015, 12:08
QUOTE (freedemocrat @ 21 Mar 2015, 01:20 )
ვივიანა
QUOTE
ანუ მაინცდამიანც 1 თვით ადრე უნდა იყიდო, მანამდე არ შეიძლება ნეტავ :|
მგონი არაა ეგრე, ხალხი თვეებით ადრე ყიდულობს..


მე თვენახევრით ადრე ვიყიდე smile.gif)

გავაკეთე ჩექ ინ, მობილური აპლიკაციის საშუალებით გავაკეთე და აიფონის ფას ბუქში შევინახე ეს ქარდი და წესით არ უნდა იყოს პრობლემა მაგას რომ აჩვენებ ხო? შტრიხკოდი აქვს ჩვეულებრივ

მოკლედ გავაკეთე ონლაინ ჩექ ინ. მაგრამ მიწერს ასეთ რაღაცას რომ აეროპორტშიც უნდა გავიარო ჩექ ინი ცალკე დ. ეს რას ნიშნავს? რამე თანხა მექნება გადასახდელი? შტრიხ კოდიანი პასს ები მომივიდა უკვე. ვინც ერკვევით მიპასუხეთ რაა

Posted by: ვივიანა 22 Mar 2015, 20:37
javaxa777
გაიხარე მადლობა up.gif
ანუ ჩექ ინ არის ონლინე რეგისტრაცია ხო ? მაგას ვერ ვხვდებოდი
freedemocrat
მეც ვიყიდი ალბათ ამ დღეებში, ფასი ხან იკლებს ხან იმატებს და 2-3 დღე მოვიცდი კიდევ.. ვერ გავიგე რის მიხედვით იცვლება..
და ანუ ონლინ ბილეთი გაქვს ხომ ეხლა ?

Posted by: natnatnati 23 Mar 2015, 01:26
freedemocrat

შენით თუ არ მიუთითე რომ აეროპორტში გინდა ჩექ ინი ისე არ იქნებ, და ჩექ ინი თუ გაიარე უკვე იქ არ მოგიწევს, და ამობეჭდილი უნდა გქონდეს ბორდინგ ქარდი თორემ აეროპორტში თავიდან გაგატარებენ ჩექ ინს.

Posted by: freedemocrat 23 Mar 2015, 10:53
ვივიანა
QUOTE
მეც ვიყიდი ალბათ ამ დღეებში, ფასი ხან იკლებს ხან იმატებს და 2-3 დღე მოვიცდი კიდევ.. ვერ გავიგე რის მიხედვით იცვლება..
და ანუ ონლინ ბილეთი გაქვს ხომ ეხლა ?


კი ვიყიდე, ჩექ ინიც გავიარე და ბორდინგ პასს იც ავიღე.. 2-3 კვირაში ერთხელ 20%-იანი ფასდაკლების შეტყობინება მომდის ხოლმე, ანუ იმ ქარდს თუ იყიდი ხო არის ფასდაკლდება და მაგას ზევიდან -20%. მე მასე ვიყიდე რამდენიმე გზაზე ერთდროულად და სადღაც 50 ევრომდე დამატებით დავზოგე.

Posted by: ვივიანა 23 Mar 2015, 23:44
freedemocrat
უი რა ქარდი ? არ ვიცი ეგეც..
up.gif

Posted by: Ordoll 23 Mar 2015, 23:54
დამეხმარეთ რა
11 მაისს უნდა ვიყო პოლონეთში, მაგრამ კატოვიცეში ფრენა მარტო 9 და 12 მაისსაა, ვარშავაში კი არის 11ში მაგრამ ძალიან ძვირია, 230 ევრო:/ წინა დღეებში იაფია და რასაც დავუკვირდი, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ფრენამდე, ბილეთები იაფდება, მაგრამ ვაი და არ გაიაფდეს? ღირს დალოდება?

Posted by: nita0607 25 Mar 2015, 00:18
გადავწყვიტე წინასწარ ვიყიდო ბუდაპეშტის ბილეთები, რადგან ფასი დღეს უკვე 10 ევროთი გაიზარდა ერთ გზაზე, სავარაუდოდ კიდევ ბევრჯერ გაიზრდება სანამ ჩემი წასვლის დრო მოვა.

ვინც ნამყოფები ხართ ბარგზე იქნებ დეტალურად დაწეროთ, ზოგი ამბობს 10 კილო ხელჩანთა შეგიძლია წაიღოო, ზოგმა 7იო. ვეღარ გავიგე რა როგორაა

ხელჩანთა რამხელა და რა წონის შეიძლება წავიღო?

და თუ ბარგი ავიღე რა ჯდება?

Posted by: jan-999 25 Mar 2015, 01:52
მე რასაც დავაკვირდი 2 კვირით ადრე ყველაზე კარგი ვარიანტია ბილეთის ყიდვის.მაგალითად 7 თებერვალს ავიღე 21 თებერვლის.8 -ი შევამოწმე იგივე რიცხვის ფასი და საგრძნობლად იყო გაზრდილი.
ბილეთი არასოდეს ამომიბეჭდია.უბრალოდ პასპორტს ვაჩვენებ ხოლმე.ნუ ტელეფონში მაინც მაქვს ხოლმე მაგრამ არ დამჭირვებია.ონლაინ ჩექინი ნამდვილად აუცილებელია.

Posted by: ვივიანა 25 Mar 2015, 14:07
Ordoll
მე კატოვიცაში მივფირინავ და იქიდან გადავალ ვარშავაში.
9ში და 12შია მანდ ფრენა ეხლა ვნახე მეც

130 ევრი გახდა, მანამდე 90 ევრო ღირდა, რას მირჩევთ როდის ვიყიდო ბილეთი sad.gif
jan-999
კიდევ დაველოდო გაიფებაას ? ვერ გავიგე რის მიხედვიტ ძვირდება და იაფდება, 12 მაისს მივფრინავ კატოვიცაში sad.gif

Posted by: freedemocrat 25 Mar 2015, 14:34
ვივიანა
QUOTE
უი რა ქარდი ? არ ვიცი ეგეც..


დისქაუნთ ბარათი იყიდე 30 ევრომდე ღირს და სადღაც 20 ევრომდე აიაფებს 1 ფრენაზე თავის ბარგიანად... თუ ხშირად დაფრინავ სერიოზული შეღავათია

Posted by: jan-999 25 Mar 2015, 17:34
ვივიანა
ფასს ყოველთვისს აქვს ზღვარი,რომლის დაბლაც არ ჩამოდის.დღეს გადაამოწმე რა ღირს ორი კვირის შემდეგ და შეადარე 12 მაისის ფასს. თუ იაფია შესაბამისად 12 მაისისთვის დაიკლებს
* * *
ვივიანა
ეხლა შევადარე.ყველაზე დაბალი ფასი კატოვიცეზე არის 29.99 აპრილში.დაელოდე 12 მაისსაც იქნება ეს ფასი .პერიოდულად შეამოწმე ხოლმე რომ დაიკლებს მაშინ შეიძინე

Posted by: ვიკინგუნა 26 Mar 2015, 16:45
მაგათი უკრაინული შვილობილი კომპანია 20 აპრილიდან წყვიტავს ფრენებს, რეისების ნაწილს უნგრელები შეასრულებენ აწი, ნაწილი კი უქმდება, გაუქმებულებს შორის ქუთაისიცაა:

Wizz Air закриває свою українську авіакомпанію
http://www.pravda.com.ua/news/2015/03/26/7062712/

20 квітня авіакомпанія "Візз Ейр Україна", яка в даний час виконує 16 рейсів на двох літаках, припинить свою діяльність в Україні. Про це йдеться в повідомленні компанії.
Згідно з повідомленням, Wizz Air Holdings Plc (разом з дочірніми компаніями, Wizz Air або "Група") повідомляє про те, що буде продовжувати реструктуризацію діяльності в Україні.
"З 20 квітня 2015 Wizz Air Hungary буде виконувати тільки 8 рейсів в Україну та з України - в Будапешт, Лондон, Кельн, Дортмунд, Гамбург, Катовіце, Ларнаки і Мюнхен. Пасажирам, що купили квитки на ці рейси на дати з 20 квітня 2015 року, необхідно перебронювати переліт через авіакомпанію Wizz Air Hungary", - йдеться в повідомленні.
Як повідомляється, закриваються маршрути в Барселону, Валенсію, Кутаїсі, Москву, Мілан, Неаполь, Венецію.
Пасажирам, що купили квитки на ці рейси, відшкодують їх повну вартість, йдеться у повідомленні.

Posted by: ვივიანა 26 Mar 2015, 21:49
ვიკინგუნა
ანუ ქუთაისი-უკრაინა აღარ იქნება ხო ?

jan-999
ხვალ ვაპირებ ყიდვას, მალე საელჩოში საბუთებია შესატანი და ბილეთი ხომ მჭირდება უეჭველი sad.gif
და 110 ევრო გამომდის.


freedemocrat
აა უი, მადლობა..
დიდად არ დავფრინავ,მაგრამ მომავლისთვსი გავითვალისწინებ ისე up.gif

Posted by: ტერი 28 Mar 2015, 17:18
QUOTE
20 квітня авіакомпанія "Візз Ейр Україна", яка в даний час виконує 16 рейсів на двох літаках, припинить свою діяльність в Україні. Про це йдеться в повідомленні компанії.
Згідно з повідомленням, Wizz Air Holdings Plc (разом з дочірніми компаніями, Wizz Air або "Група") повідомляє про те, що буде продовжувати реструктуризацію діяльності в Україні.
"З 20 квітня 2015 Wizz Air Hungary буде виконувати тільки 8 рейсів в Україну та з України - в Будапешт, Лондон, Кельн, Дортмунд, Гамбург, Катовіце, Ларнаки і Мюнхен. Пасажирам, що купили квитки на ці рейси на дати з 20 квітня 2015 року, необхідно перебронювати переліт через авіакомпанію Wizz Air Hungary", - йдеться в повідомленні.
Як повідомляється, закриваються маршрути в Барселону, Валенсію, Кутаїсі, Москву, Мілан, Неаполь, Венецію.
Пасажирам, що купили квитки на ці рейси, відшкодують їх повну вартість, йдеться у повідомленні.


ძალიან ცუდია

Posted by: ვივიანა 28 Mar 2015, 21:49
ბილეთები გაძვირდა საკმაოდ user.gif
რას მირჩევთ მაისის ბილეთებზეე ? 2 კვირით ადრე ვერ ვიყიდი ვიზაზე ხომ უნდა შევიტანო
:\
დამეხმარეთ

Posted by: budget 29 Mar 2015, 00:14
ბილეთების ქენსელ შეიძლება ვიზ ეარზე?

Posted by: freedemocrat 29 Mar 2015, 00:53
ვივიანა
დისკაუნტი იქნება მანამდე რამე წესით...

ისე რაც უფრო ადრე აიღებ უფრო კარგია, ზაფხულისკენ ძვირდება მანდ სერიოზულად ბილეთები... მომწერე პირადში და დაგაკვალიანებ smile.gif დიდი გამოცდილება მივიღე მე 4 ბილეთი ავიღე აპრილისთვის biggrin.gif

budget
QUOTE
ბილეთების ქენსელ შეიძლება ვიზ ეარზე?


არ აქვს ვიზ ეარს დაქენსელება

Posted by: ვივიანა 30 Mar 2015, 20:24
120 ევროდ ვიყიდე ბილეთი
სულელი ვარ 80-ად რომ იყო და ვიზარმაცე ))

Posted by: M-I-K-I 30 Mar 2015, 21:29
აქაც ვიკითხავ..

http://www.aviasales.ru/

ეს საიტი თუ გამოგიყენებიათ ბილეთის საყიდლად?
და როგორ მუშაობს

Posted by: GIORGI088 30 Mar 2015, 21:44
M-I-K-I
QUOTE
აქაც ვიკითხავ..

http://www.aviasales.ru/

ეს საიტი თუ გამოგიყენებიათ ბილეთის საყიდლად?
და როგორ მუშაობს

მეც მაინტერესებს საკმაოდ იაფიან ბილეთებს პოულობს smile.gif

Posted by: sul ertia 31 Mar 2015, 16:52
ლუკატარ
QUOTE
მადლობა, ანუ დილიდან დადის ხო მაკდონალდსიდან იქით?

კი, კი. მაკდონალდსის უკან დგებიან


როგორ გააძვირეს ბილეთები sad.gif ერთი ლოუქოსთ კონკურენტი ჭირდება

Posted by: ikuuna 6 Apr 2015, 02:48
ყველაზე იაფი რომელი საიტია ბილეთების საყიდლად შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: feeling good 23 Apr 2015, 13:04
პატარა ჩემოდნის ატანა თუ შეიძლება ხელბარგში, თუ აუცილებლად რუკზაკის სტილის ჩანთა უნდა იყოს 7 კგ?

Posted by: teo-teokuna 24 Apr 2015, 10:22
feeling good

შეიძლება ჩემოდანი, მაგრამ იმ "კალათში" უნდა ჩაეტიოს აუცილებლად...



Posted by: feeling good 24 Apr 2015, 12:43
ikuuna

და ეს კალათი რამხელაა? smile.gif

Posted by: ტერი 24 Apr 2015, 13:00
feeling good
სად მიფრინავ გააჩნია

კიევზე მთავარია 12 კილოზე მეტი არ ყოფილიყო და ზომას არ ჰქონდა მნიშვნელობა

მართლა,20 აპრილიდან წყვეტდა ფრენებს უკრაინაში და დადასტურდა ეგ?

Posted by: Scoorp 24 Apr 2015, 13:15
ტერი


აღარ იქნება
კი არადა აღარ არის უკვე ფრენები : )

Posted by: ტერი 24 Apr 2015, 13:47
Scoorp

ვაჰ დაკარგულო biggrin.gif

მადლობა პასუხისთვის ))

Posted by: teo-teokuna 24 Apr 2015, 16:31
feeling good

Ручная кладь:
Если размер ручной клади не превышает 42x32x25см, ее разрешается провозить бесплатно. Мелкая ручная кладь должна умещаться под сиденьем перед вами.


ზურგჩანთა კარგია იმით, რომ ჩაჭმუჭნი biggrin.gif ჩატენი biggrin.gif ჩემოდანი ისეთია, თუ ვერ ჩავიდა, მოგიწევს დატოვება ან ბარგის ყიდვა...

Если ваша ручная кладь по размеру больше, чем мелкая ручная кладь, но не превышает 56x45x25 см, вы можете взять ее на борт, заплатив сбор. Крупная ручная кладь должна размещаться на багажной полке над головой. Она должна без посторонней помощи помещаться на багажной полке над головой.

ეს უკვე ფასიანია, პატარა ჩემოდანი ჩაეტევა წესით... 12 ევრო ღირს...

Posted by: feeling good 24 Apr 2015, 18:48
teo-teokuna

აჰა გასაგებია, ბყიდვა ჯობს პატარა ჩემოდნის

მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif


Posted by: freedemocrat 26 Apr 2015, 00:41
ძალიან უკმაყოფილო ვარ ვიზ ეარის. განსაკუთრებით ბუდაპეშტის ოფისის. 5 ევროს გამო გამაწამეს. ძალიან გაჭირვებული კანტორაა მგონი. მოკლედ ჩექ ინ ბარგი ჩავაბარე, და მქონდა 1 ლეპტოპის ჩანთა სადაც მედო მხოლოდ ლეპტოპი და რამდენიმე საბუთი და მეორე პატარა ხელჩანთა, სადაც საჩუქრები პატარა შოკოლადები მედო. ტიპებმა თავი გაიგიჟეს 1 ჩანტა უნდა აიტანო მარტო და ერთი ჩადე მეორეშიო smile.gif))) არადა ლონდონის რეისიდან ჩვეულებრივად ამატანინეს ორივე. და როგორც ვიცი წესია, რომ ლეპტოპი არ ითვლება ხელბარგად. ეს კაი გავიარეთ... თვითმფრინავები დგას გეითიდან 1 კმ-ის მოშორებით... თვითმფრინავში ლამის ხერხემლის გამრუდება დამემართა, სავარძლები არ იწევა და მინიმუმ 2 საათი უნდა იჯდე ერთ პოზაში, შეიძლება მართლა გაგიჟდე... ძილი და ფეხის გაშლა გამორიცხულია, თუნდა როგორც პეგასუსზე ან რაინეარზეა (ორივე ბიუჯეტურია)

მოკლედ არ გირჩევთ ამ კომპანიით მგზავრობას, შემოვიდა ქუთაისში პეგასუსი და ბევრად იაფად დაფრინავენ მგონი

Posted by: sul ertia 28 Apr 2015, 11:55
freedemocrat
კი, ბევრად იაფია პეგასუსი უკვე. ვერ გაიგებ ხო, სხვადასხვა აეროპორტებში სხვადასხვა წესები და პედანტობის გამოვლინებები აქვთ
დაძინებას რაც შეეხება ჩემი ძილი თვითმფრინავში გამორიცხულია, ასე რომ ეგ პრობლემა არასდროს არ შემაწუხებს, ისედაც ერთ პოზაში ვარ სულ biggrin.gif

Posted by: freedemocrat 28 Apr 2015, 15:47
sul ertia
ლონდონიდან უპრობლემოდ ვიფრინე იგივე ვიზ ეარით biggrin.gif ეტყობა მაინც ლონდონია და რამე, მაგრამ აი ბუდაპეშტში აი არვიცი გახედვა აღარ მინდა biggrin.gif

ვიზ ეარი ბევრად შეღავაღიანი არის ევროპის შიდა ფრენებში, ქუთაისიდან კი პეგასუსმა ჩახია მოშნად

Posted by: sul ertia 30 Apr 2015, 15:57
freedemocrat
QUOTE
ლონდონიდან უპრობლემოდ ვიფრინე იგივე ვიზ ეარით  ეტყობა მაინც ლონდონია და რამე, მაგრამ აი ბუდაპეშტში აი არვიცი გახედვა აღარ მინდა

ვიზ ეარი ბევრად შეღავაღიანი არის ევროპის შიდა ფრენებში, ქუთაისიდან კი პეგასუსმა ჩახია მოშნად

ჩაიხია კი პეგასუსმა ქუთაისიდან და დაეწყო ვიზ ეარსაც გაიაფების ტენდენციები ბოლო დროს კონკურენციის გამო ალბათ, ვნახოთ თუ გაგრძელდება smile.gif
ბუდაპეშტის და პრაღის აეროპორტებს ნუ გამახსენებ smile.gif

Posted by: javaxa777 30 Apr 2015, 16:10
sul ertia

ახლა რასაც ვნახულობ, ქუთაისიდან მაინც ვიზზ უფრო იაფად დაფრინავს ბუდაპეშტში ვიდრე პეგასუსი. იქნებ კიდევ დასტაბილურდეს ფასები და დაიკლოს რომ ღირდეს რა ქუთაისამდე ჩასვლა ჩამოსვლა და წვალებად.

მე რამდენჯერაც მიფრენია ბილეთში ორივე გზაზე 60 ევროზე მეტი არ მაქვს გადახდილი და ამ ფასად ღირს ის დისკომფორტი მოვითმინო რაც აქვს.. თუ ბილეთს ძვირად ყიდულობ რათქმაუნდა უკვე ხარისხი და მომსახურება საყურადღებოა და სხვა ალტერნატივები არის.

Posted by: sul ertia 30 Apr 2015, 21:33
javaxa777
ახლა გააიაფა მგონი ცოტა ვიზმა, თორემ მისთვის უჩვეულო ფასებზე აწიეს. ბუდაპეშტი კი და სხვა ქალაქები პეგასუსით უფრო იაფი ჯდება მგონი

Posted by: LARGO_W 1 May 2015, 01:12
კიევის მიმართულებით როდის აღდგება ფრენა არავინ იცით?

Posted by: Soft_Eject 2 May 2015, 00:28
მეგობრებო ვიზზ ეატის ტრანსფერი სადამდე მიდის ?

Posted by: will smith 3 May 2015, 22:48
კიევში თუ არი ფრენები?ზეგისთვის მინდა,იქნებ ფასიც გააგებინოთ

Posted by: freedemocrat 3 May 2015, 23:41
will smith
კიევში გააუქმა ვიზ ეარმა ფრენები

Posted by: will smith 4 May 2015, 08:49
freedemocrat
ცუდია............................................................................................................................

Posted by: ვივიანა 8 May 2015, 10:06
ფოტო აპარატის ხელით გატანა ხომ შეიძლება ?
ზოგი სხვას ამბობს ზოგი სხვას :|

და ბარგი ჩასაბარებელი მაქსიმუმ რამდენი კილო შეიძელბა ?

Posted by: javaxa777 9 May 2015, 17:45
ვივიანა

ჩასაბარებელი ბარგი ფასიანია და უნდა შეიძინო, ხელბარგით შეიძლება ერთი სტანდარტული ზურგჩანთა. (აპარატო თუ მოზრდილ. ჩანთაშია სავარაუდოდ გეტყვიან ზურგჩანთაში ჩადე რამენაირადო)

Posted by: ვივიანა 9 May 2015, 23:48
javaxa777
ბარგი არ მიმაქვს საერთოდ smile.gif
ანუ ზურგჩანთით გავიტან რაღაცებს up.gif
ხო აპარატს ხელით გავიტან . დიდი მადლობა up.gif

ისე არის ხომ მარშუტკები პირდაპირრ რომელიც მიდის აეროპორტამდე და სად გავარკვიო ინფორმაციაა ?

Posted by: javaxa777 11 May 2015, 12:30
ვივიანა

ანუ შეგიძლია გქონდეს ერთი ჩანთა 42x32x25cm ამ პარამეტრებით, რომელსაც აიტან თვითმფრინავში, შესაბამისად შიგნით აპარატს ჩადებს თუ ტანსაცმელს არაა პრობლემა (აკრძალული ნივთების გარდა) ფიზიკურად უნდა გქონდეს 1 ჩანთა. ცალკე აპარატის ჩანთა დამატებით შეიძლება პრბლემა გახდეს და ივარაუდე რომ ზურგჩანთაში ჩაიდოს.

http://www.georgianbus.com/content/book-now

Posted by: freedemocrat 11 May 2015, 13:28
QUOTE
ანუ შეგიძლია გქონდეს ერთი ჩანთა 42x32x25cm ამ პარამეტრებით, რომელსაც აიტან თვითმფრინავში, შესაბამისად შიგნით აპარატს ჩადებს თუ ტანსაცმელს არაა პრობლემა (აკრძალული ნივთების გარდა) ფიზიკურად უნდა გქონდეს 1 ჩანთა. ცალკე აპარატის ჩანთა დამატებით შეიძლება პრბლემა გახდეს და ივარაუდე რომ ზურგჩანთაში ჩაიდოს.


კი მეორე პატარა ლეპტოპის გამო სერიოზული პრობლემა შემიქნმეს მე ბუდაპეშტში

Posted by: manutdgeorgia 26 May 2015, 20:29
მაქვს ბუდაპეშტი - ქუთაისის 8 ივნისის ბილეთი. გეგმები შემეცვალა და ვეღარ ვიყენებ. თუ ვინმეს უნდა იაფად მივყიდი + დიდი სალონის ჩანთის ფასიც გადახდილია

Posted by: Alice_In_Wonderland 25 Jun 2015, 01:41
სექტემბრის შუა რიცხვებში ვნახე საიტზე ბილეთი,მივუთითე პერიოდი წასვლის და ჩამოსვლის.თანხა დამიწერა 40 ევრო და ორივე გზა დამითვალა თუ ერთი???

Posted by: stenka 10 Aug 2015, 20:59
თუ ვინმე კიევიდან ბუდაპეშტში აპირებთ გაფრენას 14 აგვისტოს შემეხმიანეთ აუცილებლად რა ...პატარა დახმარება დამჭირდება სათანადო პატივისცემის სანაცვლოდ! alk.gif არაფრის გატანება გამოტანებას არ ვაპირებ...biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 12 Aug 2015, 20:19
ხელბარგზე გასაგებია ყველაფერი.
მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე ძირითად ბარგზე რამდენი უნდა გადავიხადო? კილოგრამზე არის რაღაცა საფასური თუ საერთო ფასია ბარგის?

ხელბარგში ზამთარში ვერაფრით ჩავატევ ყველაფერს და დამჭირდება ჩემოდანი, მინ, 13-14 კგ.

Posted by: gigsona2 20 Aug 2015, 01:04
აუ მეც ბარგზე მაქვს შეკითხვა. ვისაც გიფრენიათ და გაქვთ გამოცდილება დამეხმარეთ. ესე იგი შევიძინე large cabin bag ხოდა დასაშვები ზომები არის ესეთი 56X45X25 ჩემი ჩემოდნის ზომები კი არის 60X44X25 ანუ სიმაღლეშ დახლოებით 4-5 სანტიმეტრით მაღალია, ვითომ მეტყვიან რამეს? და თუ მეტყვიან ამ შემთხვევაში აეროპორტში რა უნდა ვქნა? ხოდა ხო არ იცით ზუსტად რამდენი კილო უნდა იყოს? მე როგორც ვიცი 10 კილო შეიძლება

Posted by: freedemocrat 20 Aug 2015, 02:24
gigsona2
10 კგ შეგიძლია, მე ბუდაპეშტში ბარგზე ძალიან გამიხურეს, 30 ევროა დასამატებელი თუ გადააჭარბე ლიმიტებს. ასევე 2 ჩანთა არ უდნა გქონდეს... ხელჩანთას ვგულისხმობ.. აეროპორტს გააჩნია, ლონდონში უპრობლემოდ გამატარეს მაგალითად გადაცილებებზე, და ბუდაპეშტში გამომეკიდნენ

Posted by: teo-teokuna 20 Aug 2015, 10:09
gigsona2

ბუდაპეშტში ხელბარგის კილოგრამებს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას... მთავარია იმ კალათში ჩაეტიოს... მე რაც ვნახე იმ აეროპორტში, იმის მერე ნამდვილად ვერ გავრისკავდი შენ ადგილას... :/


სამჯერ შეამოწმეს ხელბარგის ზომები... ხალხი, რომელიც ორჯერ გაატარეს (აპატიეს მცირე უზუსტობები), მესამე შემოწმებაზე, სანამ თვითმფრინაბში ავიდოდით, "დაბლოკეს"... რამდენიმეს დაატოვებინეს კიდეც ჩანთა...



Posted by: gigsona2 21 Aug 2015, 22:27
teo-teokuna
freedemocrat
ძაან დიდი მადლობა. არ გავრისკავ ჯობია მაშინ.... ლეპტოპს არ შემატანინებენ ხო ჩანთით? ან ქურთუკი ხელით? ამაზე ამბობენ რამეს?
და როგორ ფიქრობთ დეკემბერში 1 კვირით 10 კილოში ჩავეტევი ტანსაცმელში?

Posted by: freedemocrat 22 Aug 2015, 15:51
gigsona2

1 ჩანთის ატანის უფლება აქვს მხოლოდ (აქ შეგიძლია ჩადო ლეპტოპი) მაგრამ შეიძლება მოგთხოვონ რომ ქურთუკიც იმ ჩანთაში ჩადეო. შარია მოკლედ რა

რავიცი მე 1 წასვლით 4 ქვეყანაში ვიყავი 18 დღით და 10 კგ მეყო ))) უფრო ნაკლებიც იყო. პატარა ჩემოდნები რომ არის ეგ სავსებით ნორმალურია მგონი

Posted by: gigsona2 23 Aug 2015, 01:11
freedemocrat
ხო დღეს ვიყიდე პატარა ჩემოდანი. 10 დღე კი მეყოდა. გაიხარეთ დიდი მადლობა...

Posted by: freedemocrat 23 Aug 2015, 01:49
gigsona2

ბედნიერი მგზავრობა.

პროსტა აპრილში ვიყავი მე და მაშინ სკამები არ იწეოდა უკან და ბუდაპეშტი ქუთაისის რეისზე კინაღამ ხერხემლის გამრუდება დამემართა :დ

Posted by: gigsona2 23 Aug 2015, 09:50
freedemocrat
biggrin.gif ნუ ფასი როგორიცაა ისეთი დონეა, ბუდაპეშტი მილანი ვიყიდე 2 გზა 27$ ად :დ

Posted by: teo-teokuna 23 Aug 2015, 12:23
gigsona2

მე ციფრული მქონდა თავისი ჩანთით რუგზაკში ჩადებული და შემოწმებისას ამოვიღე და ცალკე მეჭირა არავის ხმა არ ამოუღია მაგაზე+ ქურთუკი და ჟაკეტიც ხელში მქონდა და არავის უთქვამს ჩანთაში ჩადეო...

ზოგადად, დამოკიდებულია ვინ დაგხვდება იქ და ის ვიღაც როგორ ხასიათზე იქნება... sleep.gif

Posted by: donkosta 23 Aug 2015, 12:51
QUOTE
მაგრამ შეიძლება მოგთხოვონ რომ ქურთუკიც იმ ჩანთაში ჩადეო. შარია მოკლედ რა

ჩაიცვი შენც smile.gif

Posted by: freedemocrat 23 Aug 2015, 22:35
gigsona2

ხო მილანისკენ 9 ევროა ვაბშე ფრენები, :დ კაპიკებია, დამუღამება უნდა მაქედან ბუქინგს ))

QUOTE
ზოგადად, დამოკიდებულია ვინ დაგხვდება იქ და ის ვიღაც როგორ ხასიათზე იქნება...


კი მეც იგივეს ვიტყოდი, ლონდონშI შემატანინეს 2 ხელბარგი, ბუდაპეშტში კი გამიჭედეს 1 უნდა გქონდესო

Posted by: teo-teokuna 23 Aug 2015, 22:39
freedemocrat


თვითონ ბუდაპეშტშიც... ორგან გაატარეს შემოწმებაზე ხალხი.. ასე ვთქვათ, აპატიეს ის სანტიმეტრები და... ბოლოს... ისეთი ამბავი იყო... ხალხს ჩემოდნები დაატოვებინეს... იყო ბარგის ამოყრა და ფრიალი და ხვეწნა-მუდარა... არ შეიძლება რაა... ძა;ლიან დაძაბული ვიყავი მე თვითონ, მიუხედავად იმისა, რომ რუგზაკებს ზედ არ უყურებდნენ (მე რუგზაკი მქონდა) მაინც მეგონა, რომ ვიღაც რაღაც შარს მომიდებდა... sleep.gif

Posted by: womanly 24 Aug 2015, 10:20
gigsona2
ეს რომელი ავიაკომპანიის ბილეტები შეიძინეთ ასეთ ფასად? რაინეარის თუ თვითონ ვიზეარის?

Posted by: freedemocrat 24 Aug 2015, 13:37
teo-teokuna

მე 2 ჩანთა მქონდა, 1 ლეპტოპი, და მეორეში პატარა ხელჩანთა ვიყიდე, პატარა საჩუქრები მედო შიგნით და ამიშარდნენ ამ ჩანთიდან მეორე ერთში ჩადეო :დდ კინაღამ ჩხუბი მომივიდა სერიოზული.მერე ერთმა ქართველმა მიჯიგრა და იმან აიტანა ჩემი ჩანთა

საზიზღრობა იყო.

Posted by: forum_irakli 24 Aug 2015, 15:50
გამარჯობათ, ვიზ ეარიდან დღეს მომივიდა ვებ ჩეკინ გააკეთე თორემ აეროპორტის ჩეკინ ფასიანიაო, ანუ რას ნიშნავს აეროპორტში რეგისტრაცია ფასიანია?
ვებ ჩეკინის მერე სარეგისტრაციოში ბარგს ჩავაბარებ და მორჩა? თუ გამარკვიეთ როგორ არის?

Posted by: freedemocrat 24 Aug 2015, 16:33
forum_irakli
ვებ ჩეკ ინი გაიარე საიტიდან, შემდეგ აეროპორტში პასპორტით და ბარგით მიხვალ მხოლოდ

Posted by: gigsona2 25 Aug 2015, 01:30
womanly
ryanair ი ძვირია ცოტა, ვიზეარის ბილეთი ვიყიდე. 7 დეკემბერს დილით 8 ის წუთებზე ჩავფრინდები მილანში საღამოს 11 ის წუთებზე გამოვფრინდები ბუდაპეშტში. ბუდაპეშტი დორტმუნდი 24$ ჯდება 2 გზა.
ეხა ბათუმის აეროპორტში შემოდისო ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, ვნახოთ იმედია ვიზეარივით დაბალი ფასები იქნება და ახალი მიმართულებები...

ისე ბუდაპეშტში ვინც ხართ ნამყოფი აეროპორტიდან ცენტრამდე წასვლა რთულია? ტაქსში რო არ გადავყარო ფული სხვა საშუალებით, და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა რა ფორმითაა?
* * *
freedemocrat
ანუ წესით იკრძალება 2 ჩემოდანი, მე როგორც გითხარი შეძენილი მაქვს დიდი კაბინის ბარგი 10 კილო, ვფიქრობ ერთი ზურგჩანთაც წავიღო, ან ლეპტოპი ჩანთით, მაგრამ ალბათ პრობლემებს შემიქმნიან

Posted by: freedemocrat 25 Aug 2015, 12:17
gigsona2
QUOTE
ისე ბუდაპეშტში ვინც ხართ ნამყოფი აეროპორტიდან ცენტრამდე წასვლა რთულია? ტაქსში რო არ გადავყარო ფული სხვა საშუალებით, და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა რა ფორმითაა?



ავტობუსით წახვალ ჩვეულებრივ 1-2 ევრო ღირს, ოღონდ გადაჯდომა გიწევს. შეიძლება ეს 1-2 ევროც არ გადაიხადო ))

QUOTE
ანუ წესით იკრძალება 2 ჩემოდანი, მე როგორც გითხარი შეძენილი მაქვს დიდი კაბინის ბარგი 10 კილო, ვფიქრობ ერთი ზურგჩანთაც წავიღო, ან ლეპტოპი ჩანთით, მაგრამ ალბათ პრობლემებს შემიქმნიან


მოკლედ აიტან 10 კგ შეძენლ ჩემოდანს და 1 ლეპტოპის ჩანტას ან ზურგჩანთას. ლეპტოპის ჩანთას და ზურგჩანთას ერთად ვერა

Posted by: sandro_g 25 Aug 2015, 12:50
სალამი. ადგილები ისევ დასწრებაზეა თუ დანომრეს რეისები? ბუდაპეშტის მიმართულებით მაინტერესებს ქუთაისიდან. მადლობა smile.gif

Posted by: freedemocrat 25 Aug 2015, 13:47
sandro_g


დანომრეს რეისები smile.gif

Posted by: sandro_g 25 Aug 2015, 14:31
freedemocrat
ანუ, ადრე რომ იყო დასწრებაზე და გამიშვი-გამატარე, ეხლა აღარ არის ესე ხომ?

Posted by: თუთიყუrში 25 Aug 2015, 16:08
და სად პოულობთ ესეთ დაბალ ფასად biggrin.gif

ვიზ ეარის საიტზე ვნახე ქუთაისიდან ბუდაპეშტამდე 70 ევრო მაინც გინდა...

და საერთოდ, საქართველოდან სლოვაკეთში ყველაზე დაბალ ფასად როგორ წავიდე? user.gif

Posted by: zazamos 25 Aug 2015, 16:09
სანდრო_გ
QUOTE
ანუ, ადრე რომ იყო დასწრებაზე და გამიშვი-გამატარე, ეხლა აღარ არის ესე ხომ?

არა, შეიძენ თუ არა , მაშინვე მოგანიჭებენ სავარძლის ნომერს.

Posted by: sandro_g 25 Aug 2015, 17:00
zazamos
freedemocrat
გაიხარეთ, შევიძინე და მოგვანიჭეს სავარძლის ნომერი . ხელბარგში ლაპტოპი რომ მქონდეს, ხომ არ შექმნიან პრობლემას? გერმანიაში რომ მივდიოდი , ჩართვა მთხოვეს მახსოვს, ამას კიდევ ბატარია სულ მკვდარი აქვს და იმედია არ გაჭედავენ. უცნაური ხალხია ამ საბაჟოზე

Posted by: freedemocrat 25 Aug 2015, 17:13
sandro_g

შეიძლება გითხრან ხელში დაიჭირეო ასვლის დროს, ჩართვა არამგონია გთხოვონ რავი

Posted by: gigsona2 25 Aug 2015, 18:31
freedemocrat
QUOTE
ავტობუსით წახვალ ჩვეულებრივ 1-2 ევრო ღირს, ოღონდ გადაჯდომა გიწევს. შეიძლება ეს 1-2 ევროც არ გადაიხადო ))

და გადახდა ქეშითაა? როგორც ჩვენთანაა ბარათები ან რამე ეგეთი არაა?

Posted by: freedemocrat 25 Aug 2015, 21:10
gigsona2
QUOTE
და გადახდა ქეშითაა? როგორც ჩვენთანაა ბარათები ან რამე ეგეთი არაა?


არის ბარათები, მაგრამ 3 დღით ვიყავი და პირადად მე არ ამიღია. მძღოლს აძლევ პირდაპირ რა. მარა მე არც მიმიცია, არ მქონდა იქაური ფული პირველ გზაზე აეროპორტიდან. და არც არაფერი უთქვამთ

Posted by: gigsona2 25 Aug 2015, 22:52
freedemocrat
ევროს ვერ გამოვიყენებ? ფორინტი დამჭირდება? მაგალითად რესტორნებში და მაღაზიებში რა ვალუტას ღებულობენ?

Posted by: freedemocrat 26 Aug 2015, 00:35
gigsona2
გამოიყენებ მარა ჯობს დაახურდავო, რადგან ევროებში მეტი მიაქვთ

Posted by: gigsona2 26 Aug 2015, 00:52
freedemocrat
გაიხარე ძმაო გავითვალისწინებ შენს რჩევებს, ძაან დამეხმარე

Posted by: freedemocrat 26 Aug 2015, 01:30
gigsona2
გაიხარე. ბედნიერი მგზავრობა!

Posted by: COPACABANA 8 Oct 2015, 16:49
2 მგზავრისთვის როცა ვყიდულობ ბილეთს ფასი არის 60 ევრო. 3 მგზავრს როცა ვნიშნავ თითოეულისთვის 10 ევროთი ძვირდება. რატომ? რაც ემტ ბილეთს ყიდულობ მით უფრო მეტი შეღავათი არ უნდა იყოს?

Posted by: womanly 8 Oct 2015, 16:51
COPACABANA
როგორც ჩანს 2 ბილეთია მარტო მაგ ფასიანი დაანარჩენი ძვირია... ამიტომ 2 ცალკე იყიდე და მესამე ცალკე.... მე ზუსტად ასე მოვიქეცი

Posted by: altezza_altezza 10 Oct 2015, 10:04
საიტი დაწრეეთ რა სად ვნახო ქუთაისი- ბუდაპეშტი ბილეთები და ფასი



Posted by: ragnar 11 Oct 2015, 15:04
მეგობრებო, როგორ ვხედავ ვიზეარზე დაჯავშნის შანსი არაა და ყველა ვარიანტში უნდა გადავიხადო და ვიყიდო ხო ბილეთი?
ვიზაზე საბუთებს რომ შევიტან ხო უნდა მქონდე ბილეთი ან ჯავშანი და რო ვიყიდო და ვიზა არ ჩამირტყან? (ამის შანსი პატარაა ძაან მაგრამ მაინც).
მირჩიეთ როგორ ჯობია?

Posted by: misha2005 10 Nov 2015, 16:50
ვინმე ხომ არ აპირებთ 5 დეკემბერს ბუდაპეშტში წასვლას?

ვიყიდე 2 ბილეთი და ვეღარ ვახერხებ წასვლას. ქანსელი არ აქვს და თუ ვინმე აპირებთ წასვლას შემიძლია დაგითმოთ. smile.gif

Posted by: LOLZ 10 Nov 2015, 16:53
misha2005
QUOTE
დაგითმოთ

ეს როგორ ხდება? ყიდვისას ხომ მყიდველი სახელი ეწერება ბილეთს rolleyes.gif

Posted by: misha2005 10 Nov 2015, 16:56
LOLZ
QUOTE
ეს როგორ ხდება? ყიდვისას ხომ მყიდველი სახელი ეწერება ბილეთს

ვიზეარს აქვს სახელის შეცვლის უფლება. 3 დღით ადრეა ბოლო ვადა. smile.gif

Posted by: evalota 10 Nov 2015, 18:06
LOLZ
QUOTE
ეს როგორ ხდება? ყიდვისას ხომ მყიდველი სახელი ეწერება ბილეთს

ჩექ ინს სანამ გაივლი, შეიძლება მონაცემების შეცვლა.
წესით, თუ დისქაუნთით არ აქვს ნაყიდი ბილეთი, ჩასწორდება სახელი.

Posted by: LOLZ 10 Nov 2015, 18:34
misha2005
evаlota
bis.gif არ ვიცოდი

Posted by: sosoatis 10 Nov 2015, 21:59
QUOTE
ვიზეარზე დაჯავშნის შანსი არაა

არის 48 საათი 9 ევრო,ოღონდ რიგითი იუზერი ვერ იზავს, აგენტის სტატუსის მქონეს შეუძლია.

QUOTE
ჩასწორდება სახელი.

საფასურის გარეშე არ ხდება ეგ ოპერაცია

Posted by: INCUB 18 Nov 2015, 20:44
ბარგის საკომისიო როგორ განისაზღვრება წონით თუ მოცულობით და რა ღირს ?


Posted by: geor-gien 19 Nov 2015, 13:15
ქუთაისის აეროპორტში პარკირების საფასური დღეში კვლავ 7-ლარია? რამე ალტერნატიული და შედარებით იაფიანი პარკირება არ არის აეროპორტის სიახლოვეს?

Posted by: wrangler7 19 Nov 2015, 13:30
geor-gien
2 თუ 3 ლარი ღირდა და ასე გააძვირეს? გადაამოწმე მაინც

სხვაგან სად,ირგვლივ მინდორია და არა მგონია უსაფრთხო იყოს დატოვება

Posted by: geor-gien 19 Nov 2015, 14:47
wrangler7
შარშან 7-ლარი იყო მახსოვს ღამით დატოვება.

სხვაგან, ანუ აეროპორტის გვერდით კიდევ მახსოვს რომ რაღაც ტერიტორიაა შლაგბაუმებით და ისიც ხომ არაა პარკინგი-თქო.

Posted by: INCUB 19 Nov 2015, 21:53
იქნებ დამეხმაროთ მცხოდნეებმა

ბარგის საკომისიო როგორ განისაზღვრება წონით თუ მოცულობით და რა ღირს ?

Posted by: evalota 19 Nov 2015, 22:25
INCUB
QUOTE
ბარგის საკომისიო როგორ განისაზღვრება წონით თუ მოცულობით და რა ღირს ?


ხელბარგი უფასოა. 42x32x25სმ ზომები. 10 კგს არ უნდა აღემატებოდეს. უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ.
შეგიძლია იყიდო კაბინის დიდი ჩანთა. 56x45x25სმ. მაქსიმალური წონა 10 კგ. (10-18 ევრო) უნდა მოთავსდეს სავარძლის თავზე არსებულ თაროზე.
ასევე ჩექდ ინ(დარეგისტრირებული) ბარგი 1.499/1.194 /1.715 მმ .23 კგ(15-45 ევრო) და 32 კგ.(25-55 ევრო).
ფასი სეზონის მიხედვით იცვლება. კონკრეტულ დღეზე ამოაგდებს შესაბამის თანხას, მაგრამ მითითებულ მინიმუს და მაქსიმუმს არ გაცდება.
თუ დისქაუნთი ქლაბის წევრი ხარ, ფასები შედარებით ნაკლები იქნება.

დაწვრილებით აქ ნახავ - https://wizzair.com/en-GB/useful_information/baggage
პრიორიტეტული ენის შერჩევაც შეიძლება.

Posted by: gigsona2 22 Nov 2015, 05:34
მეგობრებო დიდი კაბინის ჩანთის წაღების უფლება მაქვს ამასთან ერთად ვიცი რო ზურგჩანთის შეტანა არ შეიძლება,,, ლეპტოპი რო წავიღო ან ფოტო აპარატი შემატანინებენ? თუ მომთხოვენ ღემოდანში ჩადეო? წონის პონტში არ მინდა ჩემოდანში ჩადება

Posted by: gigsona2 26 Nov 2015, 05:16
QUOTE
მეგობრებო დიდი კაბინის ჩანთის წაღების უფლება მაქვს ამასთან ერთად ვიცი რო ზურგჩანთის შეტანა არ შეიძლება,,, ლეპტოპი რო წავიღო ან ფოტო აპარატი შემატანინებენ? თუ მომთხოვენ ღემოდანში ჩადეო? წონის პონტში არ მინდა ჩემოდანში ჩადება


* * *
QUOTE
მეგობრებო დიდი კაბინის ჩანთის წაღების უფლება მაქვს ამასთან ერთად ვიცი რო ზურგჩანთის შეტანა არ შეიძლება,,, ლეპტოპი რო წავიღო ან ფოტო აპარატი შემატანინებენ? თუ მომთხოვენ ღემოდანში ჩადეო? წონის პონტში არ მინდა ჩემოდანში ჩადება

არავვინ იცით?
biggrin.gif 31 ევროდ თუ ევროპაში ჩავფრინდებოდი და ჩამოვფრინდებოდი ოდესმე არ მეგონა
user posted image

Posted by: Hitzor 23 Dec 2015, 15:55
დანომბრილია ადგილები?
ორი კაცის ერთად რომ ვიყიდო ღირს 80 ევრო
ცალ ცალკე 30-30 ანუ 60 და რამე პრობლემა ხო არ შეიქმნება?

Posted by: fallow 23 Dec 2015, 15:59

Posted by: gigsona2 24 Dec 2015, 08:04
Hitzor
დანომრილია. ასევე სჰეგიდზლია ვინმეს ტხოვო როგორც მატარებელში და გადაუცვალო ადგილი

Posted by: maxuna14 28 Dec 2015, 11:32
იაფი ფრენები ქუთაისიდან WizzAir -ით


http://www.aviabiletebi.org/cheapest-tickets-wizzair/

Posted by: სერაფიტი 28 Dec 2015, 14:31
gigsona2


მეც მაინტერესებს ზუსტად ვიცოდე, ბორტზე ასატანი პატარა ბარგი მაქ ნაყიდი და ხელჩანთას არ ამატანინებენ? არ ვგულისხმობ რუკზაკს, ჩვეულებრივ პატარა ჩანთას ანუ.

Posted by: gigsona2 28 Dec 2015, 18:06
სერაფიტი
ანუ ქუთაისში ძაან ა*რაკებენ, მე ნაყიდი მქონდა კაბინის ბარგი, და დამატებით პატარა ციფრულის ჩანთაც კი არ შეილება, არც ცელოფანი არაფერი. გეუბნებიან რო შიგნით ჩადეო... მე ლეპტოპის ჩანთა მქონდა ცალკე და შიგნით ჩამადებიეს. ოღონდ ლეპტოპის წონა არ დაუმატეს....

ასე რომ 2 რაღაცას არ აგატანინებენ ერთმანეთში უნდა ჩადო.... და ბუდაპეშტში და მილანში რავი არც შემოუხედიათ ლეპტოპი მქონდა ცალკე გადაკიდებული და არაფერი უთქვამთ

Posted by: freedemocrat 28 Dec 2015, 19:05
gigsona2
QUOTE

ასე რომ 2 რაღაცას არ აგატანინებენ ერთმანეთში უნდა ჩადო.... და ბუდაპეშტში და მილანში რავი არც შემოუხედიათ ლეპტოპი მქონდა ცალკე გადაკიდებული და არაფერი უთქვამთ


კი ზუსტად მასე მიქნეს მეც. ლონდონში ხელბარგი და სხვა რუგზაკი მქონდა და არც არაფერი უთქვამთ, იგივე მოხდა პრაღაშიც. მაგრამ აი ბუდაპეშტში კი არ ამიშვეს ბორტზე 2 ჩანთით

Posted by: SPIRIT CRUSHER 28 Dec 2015, 21:29
დააბრუნეთ ქუთაისი ჟულიანი რა cry.gif

Posted by: akkai 29 Dec 2015, 00:02
QUOTE
მაგრამ აი ბუდაპეშტში კი არ ამიშვეს ბორტზე 2 ჩანთით

ლეპტოპი .პროფრსიონალური ფოტო აპარატი და ვიდროკამერა რო მქონდეს რას იზავენ?
ბარგში ვერცერთს ვერ ჩააბარებ.
აკრძალვითაც ვერ აგიკრძალავენ.გჭირდება და მორჩა.
არამგონია რომ არ აგიშვან.

ყველაზე მაგრა.ამ მხრივ ნიუ იორკი ვაშინგტონის შიდა რეისზე გავწამდი.
კამერა სპეც. ჩანთაში მედო + ლეპტოპი და მანდ მივქარე.
ისევ ხელით წაიღოთ ჯობს
* * *
gigsona2
ეგ ბილეთი რაც ზედა პოსტში დევს გაფრენამდე რა პერიოდით.ადრე იყიდე ?

Posted by: gigsona2 29 Dec 2015, 10:15
akkai
მე ძააან ადრე ვიყიდე ალბათ 6-7 თვით ადრე. მაგრამ დამიჯერე მაგას არააქვს მნიშვნელობა 5 თვით თუ 1 თვით ადრე იყიდი, ფასი მუდმივად ცვალებადია. შეიძლება 5 თვით ადრე 100 ევრო ღირდეს სადღაც მიმართულებით და 1 თვით ადრე უფრო იაფი.... მაგრამ თუ რამდენიმე დღეა დარჩენილი ბუნებრივია უფრო ძვირი იქნება. ხანდახან სულ არ აძვირებენ. მაგალითად ბუდაპეშტი მილანში 2 გზაში სადღაც 23 ევრომდე გადავიხადე , ეგეც ადრე ვიიდე, მერე რო შევამოწმე 3-4 დღით ადრე ისევ ეგრე ღირდა

Posted by: freedemocrat 29 Dec 2015, 13:41
akkai

მართლა არ მიშვებდნენ, სერიოზული გარჩევა მომიწია ბოლოს რომ ირღვეოდა ჩემი უფლება. პირდაპირ მითხრეს 30 ევრო გადაიხადე და აიტანო. ბოლოს ქართველი გოგო იყო ერთი და იმან მიჯიგრა, დაიჭირა ჩემი ჩანთა ბორტზე ასვლამდე.

Posted by: vatman 29 Dec 2015, 13:58
gigsona2
QUOTE
ანუ ქუთაისში ძაან ა*რაკებენ, მე ნაყიდი მქონდა კაბინის ბარგი, და დამატებით პატარა ციფრულის ჩანთაც კი არ შეილება

ბუდაპეშტში მაგაზე მეტად ატრაკებენ, ტიპი დაჟე სახაზავით დარბის biggrin.gif biggrin.gif
ჯინსებიანი სახაზავითაა givi.gif
user posted image
akkai
QUOTE
ლეპტოპი .პროფრსიონალური ფოტო აპარატი და ვიდროკამერა რო მქონდეს რას იზავენ?
ბარგში ვერცერთს ვერ ჩააბარებ.
აკრძალვითაც ვერ აგიკრძალავენ.გჭირდება და მორჩა.
არამგონია რომ არ აგიშვან.

გადაგახდევინებენ yes.gif
აგერ:
https://wizzair.com/en-GB/useful_information/baggage

Posted by: ketina 10 Jan 2016, 21:56
ვისაც გაქვთ გამოცდილება. როგორ მოვხვდე იაფად ქუთაისიდან ბავარიის ნებისმიერ აეროპორტში. 23იანვრიდან . მადლობთ

Posted by: SnegURAchka 17 Jan 2016, 02:56
QUOTE (gigsona2 @ 29 Dec 2015, 10:15 )
akkai
მე ძააან ადრე ვიყიდე ალბათ 6-7 თვით ადრე. მაგრამ დამიჯერე მაგას არააქვს მნიშვნელობა 5 თვით თუ 1 თვით ადრე იყიდი, ფასი მუდმივად ცვალებადია. შეიძლება 5 თვით ადრე 100 ევრო ღირდეს სადღაც მიმართულებით და 1 თვით ადრე უფრო იაფი.... მაგრამ თუ რამდენიმე დღეა დარჩენილი ბუნებრივია უფრო ძვირი იქნება. ხანდახან სულ არ აძვირებენ. მაგალითად ბუდაპეშტი მილანში 2 გზაში სადღაც 23 ევრომდე გადავიხადე , ეგეც ადრე ვიიდე, მერე რო შევამოწმე 3-4 დღით ადრე ისევ ეგრე ღირდა

გაყიდული ბილეთების მიხედვით იზრდება ფასი. არ აქვს მნიშვნელობ რამდენად ადრე იყიდი. ყოველ 2-3 ბილეთის შემდეგ ფასი იმატებს.



რაც შეეხება თვითონ ვიზ ეას - კოშმარიააა down1.gif ყველაზე ვიწრო და მოუხერხებელი სკამებით.. ყველა სახსარი მტკიოდა თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ drug.gif drug.gif drug.gif
შიმშილით რომ გკლავენ და უფასოდ წყალსაც არ გასმევენ ეგ ცალკე საწუწუნო თემაა fig.gif

Posted by: gigsona2 17 Jan 2016, 12:58
SnegURAchka
ხო მაგრამ ფასიც შესაბამისი აქვთ, თან 2-3 საათიანი ფრენისთვის ეგ არაფერია, სუ ფეხზე დამდგარი გავუძლებ 2 საათი :დ

Posted by: Dolmena 22 Jan 2016, 01:28
ჯავშანი კეთდება ამათთან?


დამატებით ბარგის საფასური რამდენია?

Posted by: marituri 27 Jan 2016, 14:54
Dolmena

ჯავშანი არ კეთდება, უნდა გამოისყიდო ეგრევე

დამატებითი ბარგი: 23კგ - 20ევრო
32კგ - 30ევრო

Posted by: Dolmena 27 Jan 2016, 22:48
marituri
მადლობა


არის რამე ისეთი ვარიანტები ეკონომ კლასის ჯავშანი რო კეთდებოდეს ვარშავის ან ბუდაპეშტის ბილეთი მინდა თუნდაც გადაჯდომით ან ისეთი ბილეთი რომლის დაბრუნებაც შეიძლება

Posted by: Miria 29 Jan 2016, 10:25
gigsona2
QUOTE
ანუ ქუთაისში ძაან ა*რაკებენ, მე ნაყიდი მქონდა კაბინის ბარგი, და დამატებით პატარა ციფრულის ჩანთაც კი არ შეილება, არც ცელოფანი არაფერი. გეუბნებიან რო შიგნით ჩადეო... მე ლეპტოპის ჩანთა მქონდა ცალკე და შიგნით ჩამადებიეს. ოღონდ ლეპტოპის წონა არ დაუმატეს....

რომელ ავიახაზებზე?

Posted by: marituri 29 Jan 2016, 12:05
Dolmena

შეიძლება სხვა ავიახაზების ბილეთის ჯავშნის გაკეთება.

Posted by: gigsona2 29 Jan 2016, 12:15
Miria
wizzair

Posted by: Alice_In_Wonderland 31 Jan 2016, 00:57
ათამდე ქვეყანა დაემატაო რომელიღაც საიტზე წავიკითხე მაგრამ ჩამონათვალი არ ეწერა და ხომ არ იცით სად ვნახო ან რომელი ქვეყნებია?

Posted by: angelochka_ 7 Feb 2016, 01:44
კიევი-ქუთაისი ხოომ არ დაემატა ისეევ??? რატო გააუქმეს? მომიშალეს ნერვები

Posted by: SPIRIT CRUSHER 7 Feb 2016, 03:33
angelochka_
QUOTE
რატო გააუქმეს?

რატო გააუქმეს და ერთი პერიოდი საერტოდ გავიდა უკრაინული ბაზრიდან ვიზ ეარი (ომისა და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით) მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა...
იმედია ამ უახლოეს მომავალში აღადგენენ ქუთაისი - კიევს

Posted by: freedemocrat 7 Feb 2016, 14:35
ვიზ ეარი რამდენიმე ახალ რეისს დაამატებს სავარაუდოდ ქუთაისში უახლოეს მომავალში

Posted by: david1010 8 Feb 2016, 01:21
angelochka_
ქუთაისი-კიევის რეისზე დაფრინავდა wizzair-ის შვილობილი კომპანია wizzair ukraina რომელიც დღეს აღარ არსებობს.

კიევში ქუთაისიდან ეხლა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (МАУ) დაფრინავს yes.gif

Posted by: angelochka_ 8 Feb 2016, 23:41
david1010
ვიცი, მაგრამ ვიზეირი შედარებთ იაფი იყო, რა დროიყო 200 ლარად 2 გზა მიყიდია 1-2 თვით ადრე

Posted by: Hitzor 8 Feb 2016, 23:56
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში რა ტრანსპორტი მიდის ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: SnegURAchka 9 Feb 2016, 00:37
QUOTE (Hitzor @ 8 Feb 2016, 23:56 )
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში რა ტრანსპორტი მიდის ხომ ვერ მეტყვით?

ავტობუსები გადასასვლელი ხიდიდან. 15 ლარად წაგიყვანენ

Posted by: Fennec 11 Feb 2016, 09:28
4 მიმართულებას დაამატებს ვიზ ეარი ქუთაისში boli.gif

Posted by: webdesigner93 11 Feb 2016, 10:42
Fennec
საიდან ეს ინფორმაცია ? ძაან კარგია თუ მართალია smile.gif

Posted by: akkai 17 Feb 2016, 10:31
QUOTE
4 მიმართულებას დაამატებს ვიზ ეარი ქუთაისში


ოპააა"

სექტემბრიდანო:


Posted by: ikandro 17 Feb 2016, 10:36
ამაზეკარგი ინფო არ დადებულა ჯერ smile.gif

Posted by: akkai 17 Feb 2016, 10:41
ეხლა ის მაინტერესებს რა რაოდენობის ბილეთი იქნება მინიმალური ფასის?

და მაქსიმუმი რა შეიძლება ღირდეს

Posted by: ikandro 17 Feb 2016, 10:43
ყოველ შემთხვევისთვის პეგასუსის ფასს არ აცდებიან.
იმედია შემოვა იზი ჯეთიც, რიანრეინი და ა.შ.

Posted by: nita0607 17 Feb 2016, 11:38
ვნახე ეხლა და დაახლოებით 110 ევრო გამოდის ორი გზა ყველა ახალი მიმართულებით. პეგასუსზე იაფია ჯერჯერობით.

Posted by: praaalo 17 Feb 2016, 11:42
QUOTE
110 ევრო გამოდის ორი გზა

nita0607
ეს 110 მაქსიმუმია ფასის?
თორე მინიმუმი იმ ფოტოდან რაც ზემოთ დევს სხვა ციფრი გამოდის

Posted by: nita0607 17 Feb 2016, 13:59
praaalo


არა მაქსიმუმი მეტი გამოდის. ეს საშუალო ფასია. ნუ ძირითადად ერთი კვირის შუალედით მიდის უმეტესობა და მასე თუ აირჩევს რიცხვებს ესე გიგდებს უმეტეს შემთვევაში. თუმცა თუ ჩაუჯდები და რიცხვებს კარგად აარჩევ ნაკლებადაც გამოვა რა თქმა უნდა. თან ვიზ ეარი ხშირად ცვლის ფასებს და ხანდახან კარგი ვარიანტები იდება. მიმართულებასაც გააჩნია, ბერლინში რო 110 ევროდ ჩავიდე-ჩამოვიდე ძაან კარგია

Posted by: ARN1994 17 Feb 2016, 22:49
ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო მიღებული, როდესაც კომპანია "ვიზეართან" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, ქუთაისში ორი თვითმფრინავის ბაზირება მოხდება, რაც არის ძალიან კარგი და ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს.

"ეს ნიშნევს, რომ ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ მაღალი პროფესიონალები ამ მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება ევროპის შვიდ ქალაქში და რაც მთავარია, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან "ვიზეიარი" არის დაბალბიუჯეტიანი.

"ეს შესაძლებლობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში. მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ წლის შუაში ველოდებით უვიზო რეჟიმს ევროპასთან და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული და კარგი შეთანხმება. ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში – აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.

Posted by: Dolmena 17 Feb 2016, 23:28
რეგისტრაცია ფრენამდე რამდენი ხნით ადრე შეიძლება გავიარო ონლაინში?

Posted by: Ostati 18 Feb 2016, 12:09
ვიზეარით ევროპაში უიაფესი მოგზაურობაა შესაძლებელი -- http://wp.me/p2GnD2-1VH

user posted image

Posted by: nodara95 18 Feb 2016, 12:22
დორტმუნდის ბილეთები 79.98 ევროდ არის ნოემბერ-დეკემბერში ორივე გზა.

Posted by: SPIRIT CRUSHER 18 Feb 2016, 12:40
მშვენიერი ამბავია

Posted by: ikandro 18 Feb 2016, 13:00
Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა


bis.gif rolleyes.gif

Posted by: blueberry8 18 Feb 2016, 15:08
ვიზეარის ნაყიდი ბილეთი ვინმეს თუ დაგიბრუნებიათ? თანხის დაბრუნებაზე არც ვიოცნებო ხო?

Posted by: Fennec 18 Feb 2016, 15:25
blueberry8
QUOTE (blueberry8 @ 18 Feb 2016, 15:08 )
ვიზეარის ნაყიდი ბილეთი  ვინმეს თუ დაგიბრუნებიათ? თანხის დაბრუნებაზე არც ვიოცნებო ხო?

როგორც ვიცი გადაცვლა შეიძლება, მაგრამ ფულის დამატება დაჭირდება, დაბრუნებით არ დაგიბრუნებენ თანხას...

ქუთაისის აეროპორტის საინფორმაციოში დარეკე, 0431 23 70 00 ოფიციალური წარმომადგენლები არიან ვიზ ეარის, დაგეხმარებიან.

Posted by: dancing in the moonlight 22 Feb 2016, 19:20
ნაყიდი მაქვს large cabin bag ,რისი წაღება იკრძალება ? დამატებით გადახდა რომ არ მომიწიოს

Posted by: Ostati 22 Feb 2016, 22:57
ვიზეარის ბილეთის შეძენისა და იაფად მგზავრობის დეტალური ინსტრუქცია - http://wp.me/p2GnD2-1YX

user posted image

Posted by: freedemocrat 22 Feb 2016, 23:03
QUOTE
http://wp.me/p2GnD2-1YX



ძალიან კარგი პოსტია, სანამ იმგზავრებთ ამ ავიაკომპანიით გაეცანით აუცილებლად

Posted by: Ero-Sennin 25 Feb 2016, 11:39
გამარჯობა, პირველად ვყიდულობ ბილეთებს, ვმოგზაურობთ 5. თუ სწორად მივხვდი, თუ შევიძენ group membership-ს 50 ევროდ, ხუთივე მივიღებთ 10-10 ევროს ფასდაკლებას თითო გზის ბილეთებზე სხვა შეღავათებთან ერთად? ანუ თუ 5 ადამიანი 10-10 ევროს დადებს და რომელიმესთვის მემბერშიფს შეიძენს, თითოეული 20-20 ევროს დაზოგავს ორმხრივი ბილეთის შემთხვევაში?

Posted by: vatman 25 Feb 2016, 14:56
Ero-Sennin
QUOTE
გამარჯობა, პირველად ვყიდულობ ბილეთებს, ვმოგზაურობთ 5. თუ სწორად მივხვდი, თუ შევიძენ group membership-ს 50 ევროდ, ხუთივე მივიღებთ 10-10 ევროს ფასდაკლებას თითო გზის ბილეთებზე სხვა შეღავათებთან ერთად? ანუ თუ 5 ადამიანი 10-10 ევროს დადებს და რომელიმესთვის მემბერშიფს შეიძენს, თითოეული 20-20 ევროს დაზოგავს ორმხრივი ბილეთის შემთხვევაში?

აგერ ზემოთ მითითებულ ლინკზე წერია wink.gif
QUOTE
http://wp.me/p2GnD2-1YX

ამ სურათის მიხედვით 4 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინში გაფრენა 39.99 ევრო ღირს, მაგრამ იმის გამო რომ მე “დისკაუნტ კლუბის” წევრი ვარ 10 ევროთი ნაკლებს ვიხდი, ანუ ჩემთვის ბილეთი 29.99 ევრო ღირს. ფასდაკლება ვრცელდება ჩემს თანმხლებ კიდევ ერთ პიროვნებაზე. კლუბის წლიური საწევრო კი შეადგენს 30 ევროს.

Posted by: Ostati 25 Feb 2016, 22:44
QUOTE (Ero-Sennin @ 25 Feb 2016, 07:39 )
გამარჯობა, პირველად ვყიდულობ ბილეთებს, ვმოგზაურობთ 5. თუ სწორად მივხვდი, თუ შევიძენ group membership-ს 50 ევროდ, ხუთივე მივიღებთ 10-10 ევროს ფასდაკლებას თითო გზის ბილეთებზე სხვა შეღავათებთან ერთად? ანუ თუ 5 ადამიანი 10-10 ევროს დადებს და რომელიმესთვის მემბერშიფს შეიძენს, თითოეული 20-20 ევროს დაზოგავს ორმხრივი ბილეთის შემთხვევაში?

კი ეგრეა, ეგ ვარიანტი სტატიაში აღარ ჩავწერე, არ მინდოდა ისედაც გადატვირთული ინფორმაციის დამძიმება. 5 კაციანი დისკაუნტ კლუბის წევრი გახდება ერთი და 5 კაცი ყოველ ბილეთზე მიიღებს 10-10 ევროიან ფასდაკლებას 1 წლის მანძილზე.

Posted by: dancing in the moonlight 26 Feb 2016, 00:17
100 მლ ნებადართული სითხე როა მითითებული ხელბარგის შეტანის დროს ,სუნამო შეიძLება რო იყოს თუ არა ?

Posted by: SnegURAchka 26 Feb 2016, 13:07
QUOTE (dancing in the moonlight @ 26 Feb 2016, 00:17 )
100 მლ ნებადართული სითხე როა მითითებული ხელბარგის შეტანის დროს ,სუნამო შეიძLება რო იყოს თუ არა ?

შეიძლება სუნამოც და ნებისიერი სითხე 100მლ

არ შეიზლება სპრეი-დეზოდორანტი yes.gif

Posted by: dancing in the moonlight 26 Feb 2016, 18:12
SnegURAchka
მადლობა :*

მზა საჭმელის წაღება >? აუცილებელია ქარხნული შეფუთვა ?მაგალითად ხაჭაპური ,ლობიანი ან მსგავი არათხევადი საკვები

Posted by: SnegURAchka 26 Feb 2016, 21:06
QUOTE (dancing in the moonlight @ 26 Feb 2016, 18:12 )
SnegURAchka
მადლობა :*

მზა საჭმელის წაღება >? აუცილებელია ქარხნული შეფუთვა ?მაგალითად ხაჭაპური ,ლობიანი ან მსგავი არათხევადი საკვები

ხელბარგით?? O.o

არ ვიცი მაგრამ არ მგონია. მაქსიმუმ აეროპორტის ტერიტორიაზე ნაყიდი შეგატანინონ.

სნიკერსები და კოკა კოლა კი შევაპარე მაგრამ ლობიანები არ მიცდია ნამდვილად gigi.gif gigi.gif

Posted by: bugalteri2 27 Feb 2016, 01:28
SnegURAchka
QUOTE
არ ვიცი მაგრამ არ მგონია. მაქსიმუმ აეროპორტის ტერიტორიაზე ნაყიდი შეგატანინონ.

სნიკერსები და კოკა კოლა კი შევაპარე მაგრამ ლობიანები არ მიცდია ნამდვილად

მე წავიღე ხაჭაპური smile.gif სხვათა შორის ძალიან გამომადგა. შიდა ფრენებზე თვითმფრინავში ამიტანია ბუტერბროდები

Posted by: dancing in the moonlight 28 Feb 2016, 19:19
სველი ხელსახოციც ჩავაგდე არ იქნება იმედი მაქვს პრობლემა ალკოჰოლ ფრია biggrin.gif

Posted by: GEORGIA007 4 Mar 2016, 18:08
QUOTE
ამ სურათის მიხედვით 4 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინში გაფრენა 39.99 ევრო ღირს, მაგრამ იმის გამო რომ მე “დისკაუნტ კლუბის” წევრი ვარ 10 ევროთი ნაკლებს ვიხდი, ანუ ჩემთვის ბილეთი 29.99 ევრო ღირს. ფასდაკლება ვრცელდება ჩემს თანმხლებ კიდევ ერთ პიროვნებაზე. კლუბის წლიური საწევრო კი შეადგენს 30 ევროს.

მაგარია მარა უკრაინაში რატომ აკრძალა ფრენები Wizz Air-მა?? mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: akkai 20 Apr 2016, 14:53
მაისში ვიზაირის დაბადების დღეაო და სპეციალური აქცია აქვთო 2 ბილეთი ერთის ფასადო და ვინმეს ხო არ გისარგებლიათ წინა წლებში ამ აქციით?

ან როდისაა კონკრეტულად ეგ დაბ.დღე მაგათ?

Posted by: SPIRIT CRUSHER 20 Apr 2016, 14:59
QUOTE (akkai @ 20 Apr 2016, 14:53 )
მაისში ვიზაირის დაბადების დღეაო და სპეციალური აქცია აქვთო 2 ბილეთი ერთის ფასადო და ვინმეს ხო არ გისარგებლიათ წინა წლებში ამ აქციით?

ან როდისაა კონკრეტულად ეგ დაბ.დღე მაგათ?

მგონი იყო უკვე

Posted by: kolopolo 21 Apr 2016, 14:07
QUOTE (SPIRIT CRUSHER @ 20 Apr 2016, 14:59 )
QUOTE (akkai @ 20 Apr 2016, 14:53 )
მაისში ვიზაირის დაბადების დღეაო და სპეციალური აქცია აქვთო 2 ბილეთი ერთის ფასადო და ვინმეს ხო არ გისარგებლიათ წინა წლებში ამ აქციით?

ან როდისაა კონკრეტულად ეგ დაბ.დღე მაგათ?

მგონი იყო უკვე

არ ყოფილა ჯერ.
19 რიცხვშია როგორც მახსოვს

Posted by: Геннадий_Мамедов 15 May 2016, 19:15
გამარჯობა

თუ იცით, კაბინაში საჭმლის ატანა შეიძლება? ნუ საჭმელი რა, შოკოლადი ან გამაგრილებელი სასმელი რომ ჩავდო ჩანთაში

Posted by: neon 23 May 2016, 15:21
QUOTE
QUOTE (akkai @ 20 Apr 2016, 14:53 )
მაისში ვიზაირის დაბადების დღეაო და სპეციალური აქცია აქვთო 2 ბილეთი ერთის ფასადო და ვინმეს ხო არ გისარგებლიათ წინა წლებში ამ აქციით?

ან როდისაა კონკრეტულად ეგ დაბ.დღე მაგათ?

მგონი იყო უკვე

არ ყოფილა ჯერ.
19 რიცხვშია როგორც მახსოვს

წელს აღარ გააკეთეს ეს აქცია :|

Posted by: svennagel 23 May 2016, 23:35
Геннадий_Мамедов
საჭმელი კი, სასმელი და საერთოდ რაც სითხეა არა, ბორტზე რომ იქნები მოგყიდიან

Posted by: Геннадий_Мамедов 24 May 2016, 06:43
svennagel
madloba, wavigheb mashin shokolads mainc ))

Posted by: feeling good 24 May 2016, 10:47
ბავშვებო ერთი კითხვა მაქვს, უფასო ჩანთასთან ერთად შემიძლია პოტოაპარატის გატანა რომ ჩამოვიკიდო, თუ აუცილებლად ჩანთასი უნდა ჩავდო ზედემტი რო არ გადავიხადო smile.gif

Posted by: LanceInMyPants 6 Jun 2016, 12:04
42x32x25cm
ამ რეზულაციის ჩანთას გატანინებენ ხო უფასოდ?
და რამდენი კილო უნდა იყოს მაქსიმუმ? წონიან?
+ ამ ჩანთაში ტანსაცმლის გარდა შეიძლება პატარა ფოტოაპარატის თუ ლეპტოპის ჩადებაც?

Posted by: system1ka 6 Jun 2016, 23:18
გამარჯობათ მეგობრებო, თუ იცით ბილეთის დაჯავშნა ხდება wizzair.com ზე? და ფასიანია თუ უფასო... კიდევ მაინტერესებს საიდან ხდება ბარგის დამატება.... 1 ადამიანისთვის მარტო

Posted by: Alice_In_Wonderland 7 Jun 2016, 23:19
მეგობრებო, ვინმე ხართ ამ თემაში ვიზ ეარის კლუბის წევრი? რაღაცები მაინტერესებს smile.gif

Posted by: webdesigner93 7 Jun 2016, 23:44
Alice_In_Wonderland
მე ვარ წევრი, აბა მკითხე რა გაინტერესებს

Posted by: papunaleo 8 Jun 2016, 21:40
გამარჯობათ ვინც უეჭველი აკეთებს ამერიკის ვიზებს შემეზმინეთ პმ ში

Posted by: Royal_Flash 9 Jun 2016, 05:10
მეგობრებო, მაქვს PLUS კლასის ბილეთი, რომელსაც ზედ აწერია ეს:

"Passengers with priority boarding are allowed to carry 1 additional personal item onboard"

http://radikal.ru/big/d3b690e44a2840d09e90a73281045df5

ვინმემ ხომ არ იცით ეს personal item რა შეიძლება იყოს? ზომისა და წონის შეზღუდვა თუა ანდა რამე?
ლეპტოპი რო იყოს თავისი ჩანთით და დამტენით შეიძლება?


Posted by: vazuri 18 Jun 2016, 11:38
ხვალ თუ ვინმე მიდის ვილნიუსში გამაგებინეთ გთხოვთ უმორჩილესად ან აქ ან ფეისბუქზე "ვაზური მეტრეველი"
პატარა საქმე მაქ რაგაცა მაინტერესებს
* * *
ვილნიუსში წამსვლელები დზალიან გთხოვთ დამეხმარეთ და შემეხმიანეთ 577953814 დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Gurji 23 Jul 2016, 23:38
ვისაც გიფრენით წიზზაირით, კაბინის ჩანთას ზომავს ვინმე? რუკზაკი მაქ რომელიც მაგათ სტანდარტებზე ცოტა უფრო დიდია სიგრძეში და ვითომ პრობლემა იქნება? help.gif

Posted by: system1ka 24 Jul 2016, 00:00
ამ ვიზეარმა სულ გაუბერა? აგვისტოს 20-30 მდე რა ფასები დაურტყეს რა უბედურება თითქმის ყველა ევროპის მიმართულებით 180 ზე ნაკლებ არაა... sad.gif

Posted by: cuore 24 Jul 2016, 08:57
system1ka
მართLა ძალიან გააძვირეს
................................

Posted by: macygray 28 Jul 2016, 14:03
Gurji
გააჩნია როგორი ცვლა შეგხვდება.
რამდენჯერმე მიფრენია, ხშირ შემთხვევაში არ ამოწმებენ, ერთხელ გაზომეს. ასევე აქცევენ ყურადღებას რომ 1 ადგილზე მეტი არ იყოს და ქალის ხელჩანთასაც ადგილად თვლიან, ვარშავაში მომიწია ჩემი ჩანთის ჩატენვა კაბინ ჩემოდანში. თუ ძალიან ინტრიგანი არ შეგხვდა, შეგიძლია მოისულელო თავი ,თითქოს ინგლისური არ გესმის და ვერ ხვდები შენგან არ უნდათ, ზოგჯერ ჭრის smile.gif))

Posted by: system1ka 28 Jul 2016, 14:30
მოკლედ მეგობრებო ესეთი სიტუაცია მაქვს 2 სექტემბერს უკან დაბრუნების ბილეთი მაქვს მოვასწარი ადამიანურ ფასად ყიდვა ბუდაპეშტიდან. აქედან წამსვლელი არ მიყიდია რადგან ზუსტად არ ვიცოდი პირველი სად შევიდოდი როგორც კი ჩამოვყალიბდი ქუთაისიდან ნებისმიერი ევროპის მიმართულებით 24 აგვისტოდან ბილეთის ფასი სასწაულად ავარდა 180 ევროზე ნაკლებ არ არის ერთი გზა sad.gif დაველოდო ვითომ დააკლებენ? sad.gif ან ის ნაყიდი რომ დავაბრუნო რამდენს ამახევენ

Posted by: macygray 28 Jul 2016, 15:19
system1ka
აღარ დააკლდება, უფრო გაძვირდება.
თუ იაფი ტარიფი გაქვს ნაყიდი ვერ დააბრუნებ

ვერაფრით ვერ გაგახარებ სამწუხაროდ

Posted by: system1ka 28 Jul 2016, 15:23
macygray
და ეგ რანაირი მარკეტინგია ვერ გავიგე ხვალ რომ მინდოდეს წასვლა 80 ევროშიც ყრია, ზუეტად 24-30 პერიოდში რა უბედურება ასეთი ფასი.. 20 ქვემოთ და 30 იქეთ მაგარი იაფად არის ბილეთები
60 ევროიანი 4 ბილეთი მაქვს და დაბრუნებით არ გამოვა ვითომ?

Posted by: vaho 28 Jul 2016, 17:10
ეხლა ტურისტული სეზონის პიკია და გააძვირეს.

გაიაფდება შემოდგომიდან...

Posted by: anikaaa 1 Aug 2016, 14:22
გამარჯობათ მოგზაურებო smile.gif

ერთი კითხვა მაქვს,

ეს ვიზ იარი რომ აცხადებს ბილეთები 30ევროდანო, იგულისხმება ორივე ფრენა თუ მხოლოდ ერთი გზა?

Posted by: oldgio 1 Aug 2016, 14:27
QUOTE (anikaaa @ 1 Aug 2016, 14:22 )
გამარჯობათ მოგზაურებო smile.gif

ერთი კითხვა მაქვს,

ეს ვიზ იარი რომ აცხადებს ბილეთები 30ევროდანო, იგულისხმება ორივე ფრენა თუ მხოლოდ ერთი გზა?

ინტერესისთვის შედი მაგათ საიტზე, ნებისმიერი რეისი აირჩიე და ეძებე 30 ევროიანი ბილეთი. როგორ გგონია, ნახავ? მე, მაგალითად, ყველაზე იაფი ვარიანტი ვნახე თბილისი-თესალონიკი-თბილისი, 40 ევრო+30 ევრო. მაგ ფასებს, რაც აღმოაჩინე, მოსაკრებლების გარეშე ამბობენ.

Posted by: cuore 1 Aug 2016, 15:31
ეხ;ა სეზონის პიკია და იმიტოა ასეთი ფასები თორე საკმაოდ იაფი ბილეთებია სხვებთან შედარებით

Posted by: anikaaa 1 Aug 2016, 15:58
და ზოგადად, პრაქტიკაში თუ უყიდია ვინმეს 30 ევროდ ან 40 ევროდ ტუდა აბრატნი ბილეთი?

Posted by: webdesigner93 1 Aug 2016, 21:03
anikaaa
15 ევროდ არ მიყიდია რო ?

Posted by: svennagel 1 Aug 2016, 23:06
კი გადავფრენილვარ 15 ეუროდაც, მაგრამ აგვისტო მაგრად ტეხავს.....

Posted by: anikaaa 2 Aug 2016, 14:14
webdesigner93


ანუ უნდა ვუსატკაო?


საიდან გავიგო ხოლმე ეგეთი აქციები

Posted by: lelukaa 2 Aug 2016, 14:41
anikaaa
რაუნდ თრიფი ვიყიდე გუშინ 45 ევროდ wink.gif

Posted by: anikaaa 2 Aug 2016, 16:48
lelukaa

ამიხსენი აბა ეგ რა არის?

https://wizzair.com/ აქ ყიდულობ ხო?

Posted by: lelukaa 2 Aug 2016, 17:55
anikaaa
ანუ ორივე გზა.

თუმცა 5 წუთში უკვე სხვა ფასი ქონდა.

Posted by: anikaaa 2 Aug 2016, 18:03
lelukaa

ორივე გზა ხო?


რომელ პერიოდში იყიდე თუ საიდუმლო არაა?

Posted by: lelukaa 2 Aug 2016, 18:23
ორივე გზა კი, გვიანი შემოდგომა, ეხლა უკვე 70 ევროა იგივე თარიღები.

ზემოთ წავშალე, ამ სორი smile.gif

Posted by: gagripsh 4 Aug 2016, 10:25
გამარჯობა,

სალაშქრო ზურგჩანთა big cabin bag ში გადის თუ ვიყიდო ჩასაბარებელი?

Posted by: vatman 4 Aug 2016, 10:30
gagripsh
QUOTE
სალაშქრო ზურგჩანთა big cabin bag ში გადის თუ ვიყიდო ჩასაბარებელი?

სჯობია იყიდო ეგრევე ბილეთის ყიდვისას

Posted by: gagripsh 4 Aug 2016, 11:13
vatman
მადლობა გამოხმაურებისთვის. კაბინის დიდი ჩანთა ვიყიდო თუ ჩასაბარებელი? ბილეთი ვიყიდე უკვე smile.gif მაგრამ დამატება შემიძლია როგორც ვნახე. ადგილზე ძვირი ღირს უფრო?

Posted by: vatman 4 Aug 2016, 14:29
gagripsh
ჩასაბარებელი smile.gif
ადგილზე ისეთი ფასი აქვს, ყველანაირ აზრს კარგავს ვიზით ფრენას biggrin.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 15 Aug 2016, 16:11
ჩემი აქაუნთით სხვა პირებს რომ ვუყიდო ბილეთი რამე პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: konkretula 15 Aug 2016, 21:29
მილანი ვნახე 15 ევროდ წასვლა 30-ად წამოსვლა, მაგრამ ნოემბერში sad.gif

Posted by: INCUB 16 Aug 2016, 14:57
გამარჯობათ , რეგისტრაციისას მთხოვს :
Улица*
Город/населенный пункт*

ამეების შევსება სწორად აუცილებელია ?


user posted image

Posted by: NatalieN 16 Aug 2016, 15:38
QUOTE (konkretula @ 15 Aug 2016, 21:29 )
მილანი ვნახე 15 ევროდ წასვლა 30-ად წამოსვლა, მაგრამ ნოემბერში sad.gif

არ იქნება ნოემბერში სიცივე იტალიაში.

უბრალოდ მილანში სასტუმროები ღირს ძალიან ძვირი. შეიძლება ნოემბერში ცოტა დაბალი ფასები იყოს, ან კიდევ სხვადასხვა ქალაქები მოიარო.

Posted by: konkretula 16 Aug 2016, 22:06
NatalieN
საშუალო ტემპერატურას 10 გრადუსს მიწერს და არ ვიცი რეალობასთან ყველაზე ახლო ამინდის პროგნოზები სად ვნახო sad.gif

Posted by: NatalieN 17 Aug 2016, 12:40
QUOTE (konkretula @ 16 Aug 2016, 22:06 )
NatalieN
საშუალო ტემპერატურას 10 გრადუსს მიწერს და არ ვიცი რეალობასთან ყველაზე ახლო ამინდის პროგნოზები სად ვნახო sad.gif

10 ნოემბრამდე 15 გრადუსები წერია
http://www.accuweather.com/en/it/milan/214046/month/214046?monyr=11/01/2016

თავიდან მილანში ჩადი, მერე გადადი რომში და სამხრეთ ქალაქებში smile.gif

10-15 გრადუსი ნორმალური ტემბერატურაა მოგზაურებისათვის. მე ნოემბერში ვიყავი შვედეთში, ცოტა კი ციოდა მარა გაუსაძლისი არ იყო.

Posted by: macygray 17 Aug 2016, 15:56
NatalieN
QUOTE
უბრალოდ მილანში სასტუმროები ღირს ძალიან ძვირი. შეიძლება ნოემბერში ცოტა დაბალი ფასები იყოს, ან კიდევ სხვადასხვა ქალაქები მოიარო.

არც ისე ძვირია, რომთან, ვენეციასთან და ლიგურიის სანაპიროსთან შედარებით მილანი ყველაზე იაფი დამიჯდა სასტუმროც და კვებაც. ამ სასტუმროში ვიყავი http://hotels.etrip.net/Hotel/Leonardo_Hotel_Milan_City_Center.htm 4 ვარსკვლავიანი, ცენტრთან ძაან ახლოს ჩაინა თაუნში
konkretula

Posted by: NatalieN 17 Aug 2016, 16:20
QUOTE (macygray @ 17 Aug 2016, 15:56 )
NatalieN
QUOTE
უბრალოდ მილანში სასტუმროები ღირს ძალიან ძვირი. შეიძლება ნოემბერში ცოტა დაბალი ფასები იყოს, ან კიდევ სხვადასხვა ქალაქები მოიარო.

არც ისე ძვირია, რომთან, ვენეციასთან და ლიგურიის სანაპიროსთან შედარებით მილანი ყველაზე იაფი დამიჯდა სასტუმროც და კვებაც. ამ სასტუმროში ვიყავი http://hotels.etrip.net/Hotel/Leonardo_Hotel_Milan_City_Center.htm 4 ვარსკვლავიანი, ცენტრთან ძაან ახლოს ჩაინა თაუნში
konkretula

macygray
გმადლობთ, კარგი სასტუმრო ჩანს და ფასიც მისაღები smile.gif


Posted by: Hahman 18 Aug 2016, 16:29
არის შანსები რომ დააგდონ ისევ ფასები? გუშინ 29 იყო! დღეს 49 გახდა!

Posted by: Lex 18 Aug 2016, 16:33
სოფიაში არის 15 ევროდ ერთი გზა.


ვიზეარის კლუბის წევრი თუ ხარ 10 ევროდ საერთოდ .


პიზდეცია smile.gif



Posted by: NatalieN 18 Aug 2016, 16:49
QUOTE (Hahman @ 18 Aug 2016, 16:29 )
არის შანსები რომ დააგდონ ისევ ფასები? გუშინ 29 იყო! დღეს 49 გახდა!

ხანდახან ისევ აკლდება ხოლმე, ვერ გაიგებ წინასწარ sad.gif

Posted by: INCUB 18 Aug 2016, 17:28
QUOTE (INCUB @ 16 Aug 2016, 14:57 )
გამარჯობათ , რეგისტრაციისას მთხოვს :
Улица*
Город/населенный пункт*

ამეების შევსება სწორად აუცილებელია ?


user posted image

არავინ იცით ? დამეხმარეთ ან ვიზეარის ნომერი მომწერეთ გავრკვიო

Posted by: VenoMGag 25 Sep 2016, 02:33
გამარჯობა, დორტმუნდისკენ ვაპირებ გაფრენას plus ვყიდულობ, ჩასაბარებელი ბარგი 32 კილო წერია, კაბინის ბარგზე ზომები წერია მარა კითხვის ნიშანთან რომ მიმაქვს მაუსი სხვა ზომები წერია, უფრო მცირე და რომელს დავუჯერო?

Posted by: VenoMGag 25 Sep 2016, 14:52
ამის მიხედვით: 32 კილო ჩავაბარებ , 56 × 45 × 25 CM ჩემოდანს შევიტან და one small personal item on board (such as a laptop bag or handbag) ლეპტოპის ჩანთასაც დამატებითი გადასახადის გარეშე?

Posted by: NatalieN 25 Sep 2016, 15:26
QUOTE (VenoMGag @ 25 Sep 2016, 14:52 )
ამის მიხედვით: 32 კილო ჩავაბარებ , 56 × 45 × 25 CM ჩემოდანს შევიტან და one small personal item on board (such as a laptop bag or handbag) ლეპტოპის ჩანთასაც დამატებითი გადასახადის გარეშე?

ონლაინ ჩექინი გააკეთე, აეროპორტის ჩექინი დამატებითი თანხა ღირს.

რაც შეეხება ლეპტოპის ჩანთა თუ გექნება, ხელჩანთას ვეღარ შეიტან. ანუ 1 უნდა გქონდეს.

Posted by: VenoMGag 25 Sep 2016, 16:40
NatalieN
ონლაინს კი გავაკეთებ მაგრამ Plus-ს მარტო აეროპორტ უწერია.

ეეე არადა რა სხვანაირად უწერიათ საიტზე. Priority თუ გაქვს შეგიძლიაო:

უფასო რეგისტრაცია აეროპორტში და ონლაინ
პრიორიტეტული ჩასხდომა
+1 მცირე ზომის პირადი ნივთი ბორტზე
1 დიდი ხელბარგი
1 მძიმე რეგისტრირებული ბარგი

Posted by: david1010 25 Sep 2016, 18:00
VenoMGag
Plus-ს თუ ყიდულობ ონლაინ-ჩექინი აღარ გჭირდება, მაგ ტიპის ბილეთისთვის აეროპორტშიც უფასოა.

ასევე პატარა ხელბარგთან ერთად სალონში ერთი პირადი ნივთის (მაგ. კომპიუტერი, ფოტოაპარატი და ა.შ) ატანაც შეიძლება.

Posted by: VenoMGag 25 Sep 2016, 19:48
david1010
ეგ პატარა ხელბარგთან ერთად, მაგრამ ნახე როგორ წერია,
დიდი ხელბარგი + მცირე ზომის პირადი ნივთი. შეცდომაა საიტზე თუ ეგრეა?

Posted by: tekwawa 25 Sep 2016, 20:38
QUOTE (NatalieN @ 25 Sep 2016, 15:26 )
[/QUOTE]
Rაც შეეხება ლეპტოპის ჩანთა თუ გექნება, ხელჩანთას ვეღარ შეიტან. ანუ 1 უნდა გქონდეს.

Darwmunebuli xar?
Mgoni xelchantastan ertad shegizlia leptopos chantis shetanac...

Posted by: NatalieN 25 Sep 2016, 21:57
QUOTE (david1010 @ 25 Sep 2016, 18:00 )
VenoMGag
Plus-ს თუ ყიდულობ ონლაინ-ჩექინი აღარ გჭირდება, მაგ ტიპის ბილეთისთვის აეროპორტშიც უფასოა.

ასევე პატარა ხელბარგთან ერთად სალონში ერთი პირადი ნივთის (მაგ. კომპიუტერი, ფოტოაპარატი და ა.შ) ატანაც შეიძლება.

david1010
Pluss ბილეთს თუ იყიდი კი, მარა Basic ბილეთის შემთხვევაში მხოლოდ ერთი ჩანთა შეგიძლია, დიდი ფოტოაპარატის შეტანისას რა ხდება საინტერესოა, ახდევინებენ დამატებით?
* * *
QUOTE (tekwawa @ 25 Sep 2016, 20:38 )
[QUOTE=NatalieN,25 Sep 2016, 15:26 ] [/QUOTE]
Rაც შეეხება ლეპტოპის ჩანთა თუ გექნება, ხელჩანთას ვეღარ შეიტან. ანუ 1 უნდა გქონდეს. [/QUOTE]
Darwmunebuli xar?
Mgoni xelchantastan ertad shegizlia leptopos chantis shetanac...

tekwawa
დარწმუნებული ვიქნები მე რომ ვიმგზავრებ შემდეგ smile.gif

სხვის მიერ მოწვდილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დავწერე

Posted by: tekwawa 25 Sep 2016, 22:56
NatalieN
Aa ok
Gamiskda guli:D
Ryanerahi orives shetanis ufleba gaqvs
Aqac ase iqneba smile.gif
Orive dabalbiujetiania imito shevadare ubralod smile.gif

Posted by: NatalieN 25 Sep 2016, 23:38
QUOTE (tekwawa @ 25 Sep 2016, 22:56 )
NatalieN
Aa ok
Gamiskda guli:D
Ryanerahi orives shetanis ufleba gaqvs
Aqac ase iqneba smile.gif
Orive dabalbiujetiania imito shevadare ubralod smile.gif

tekwawa
ბოდიში თუ არასწრორი ინფორმაცია დავწერე და შეგაშინე wink.gif

Posted by: somnambuli 26 Sep 2016, 12:59
ეს ონლაინ ჩეკინი რა პონტია? გამიზიარეთ გამოცდილება. +10 ეუროა აეროპორტშივე და რა განსხვავებაა გამაგებინეთ ჩემი სიძისთვის მინდა დაჯავშნა

Posted by: Ero-Sennin 26 Sep 2016, 13:12
somnambuli
ონლაინ უფასოა

Posted by: somnambuli 26 Sep 2016, 15:49
Ero-Sennin
მადლობა. ეგ ინფო მეც ვიცი. უბრალოდ რას ნიშნავს ონლაინ ჩეკ ინი ეგ მაინტერესებს. რა განსხვავებული პროცედურაა

Posted by: Hahman 26 Sep 2016, 16:31
QUOTE (somnambuli @ 26 Sep 2016, 15:49 )
Ero-Sennin
მადლობა. ეგ ინფო მეც ვიცი. უბრალოდ რას ნიშნავს ონლაინ ჩეკ ინი ეგ მაინტერესებს. რა განსხვავებული პროცედურაა

Online check-in is the process in which passengers confirm their presence on a flight via the Internet and typically print their own boarding passes. Depending on the carrier and the specific flight, passengers may also enter details such as meal options and baggage quantities and select their preferred seating.

Posted by: somnambuli 26 Sep 2016, 16:42
მოკლედ სხვასაც თU დაჭირდეს ონლაინ ჩეკ ინინიშნავს ყველა პროცედურის გავლას თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, იქ პასპორტის ნომრები, ტრალი ვალი.
იმის შემდეგ რაც confirmation number მოგივათ და თანხა ჩამოგეჭრებათ მობილურით ან კომპით შეგიძლიათ გაიაროთ ეს პროცესი.
დეტალურად აქ არის სთეფ-ბაი-სთეფ



Posted by: NatalieN 26 Sep 2016, 16:55
QUOTE (somnambuli @ 26 Sep 2016, 15:49 )
Ero-Sennin
მადლობა. ეგ ინფო მეც ვიცი. უბრალოდ რას ნიშნავს ონლაინ ჩეკ ინი ეგ მაინტერესებს. რა განსხვავებული პროცედურაა

somnambuli
ონლაინ ირჩევ ადგილს და ონლაინ აკეთებ Boarding Pass-ს ანუ ჩაჯდომის ბილეთს. აეროპორტში აღარ დაგჭირდება რეგისტრაციის გავლა, მხოლოდ ბარგს ჩააბარებ

Posted by: somnambuli 26 Sep 2016, 17:35
NatalieN
ადგილი თვითOნ შემირჩია მე არ ამირჩევია, როცა ჩეკ ინ ავირჩიე კომპის ვებში.

მემგონი გავაკეთე ხო ყველაფერი?
http://pix.ge/
http://pix.ge/

ეს ამობეჭდილი საკმარისი იქნება პასპორტთან ერთად ხო?

მადლობა

Posted by: NatalieN 26 Sep 2016, 18:11
QUOTE (somnambuli @ 26 Sep 2016, 17:35 )
NatalieN
ადგილი თვითOნ შემირჩია მე არ ამირჩევია, როცა ჩეკ ინ ავირჩიე კომპის ვებში.

მემგონი გავაკეთე ხო ყველაფერი?


ეს ამობეჭდილი საკმარისი იქნება პასპორტთან ერთად ხო?

მადლობა

მიბმულ ფაილები არჩანს sad.gif
თუ უფასო ადგილები არის დარჩენილი თვითონ გირჩევს თუ არადა ფასიანს გთავაზობს. მთავარია Boarding Pass-ი ხომ გააკეთე ონლაინ?
ესენი ამობეჭდე და პასპორტთან ერთად მეტი არაფერი არ იქნება საჭირო. შემდეგ საზღვარზე დაგჭირდება სასტუმროს ჯავშნები smile.gif

Posted by: Dolmena 26 Sep 2016, 18:40
somnambuli
ერთ რეისზე გვქონია ბილეთები

Posted by: somnambuli 26 Sep 2016, 20:08
NatalieN
მადლობა. ხო უფასო ადგილები გვინდოდა.ადგილები რა ადგილი, ისე კი დაწერა იქ ფასიანებიც მეერე smile.gif 1.4 2.6 ეუროები ღირდა smile.gif

Dolmena
მე არა, ჩემი სიძე მიფრინავს. მე არამაქვს ვიზა. ჯერ არსადაც არ მიმეფრინება. ეს ტრანსპორტიორია, მანქანით ბრუნდება უკან.
QUOTE
შემდეგ საზღვარზე დაგჭირდება სასტუმროს ჯავშნები 

ესენი არ ეხება.


ანუ confirmed სტატუსი რო აქვს ეგაა ხო? მხოლოდ ეს ფურცლები და პასპორტი.
QUOTE
მთავარია Boarding Pass-ი ხომ გააკეთე ონლაინ?

ამაში იგულისხმე ალბათ სავარძლის არჩევა ჰო?


ჩვენ ქუთაისლები ვართ და ახლოს გვაქვს აეროპორტი smile.gifNatalieN

Posted by: NatalieN 26 Sep 2016, 21:15
somnambuli
ეხლა გამოჩნდა ატვირთული ფაილები smile.gif

პირველ ფაილზე შტრიხ კოდი რომ ჩანს ეგ უნდა იყოს Boarding Pass.

ხვალ გავაკეთებ ჩემს "ონლაინ ჩექინს" და მოგწერ ზუსტად smile.gif

Posted by: Hahman 26 Sep 2016, 21:45
NatalieN

ფორმალურად ამოწმებენ ჰოტელის ჯავშანს?

მე რამდენიმე შენგენის ქვეყანასი ვიყავი და აავის მოუთხოვია და რავი smile.gif

Posted by: NatalieN 26 Sep 2016, 22:48
QUOTE (Hahman @ 26 Sep 2016, 21:45 )
NatalieN

ფორმალურად ამოწმებენ ჰოტელის ჯავშანს?

მე რამდენიმე შენგენის ქვეყანასი ვიყავი და აავის მოუთხოვია და რავი smile.gif

Hahman
გააჩნია ქვეყანას და მებაჟესაც, ზოგგან ითხოვენ ხოლმე. მაგალითად ჩემს მეგობრებს იტალიის საზღვარზე მოთხოვეს, მე ჩვეულებრივ გამატარეს, მერე ჩემს შემდეგ მოთხოვეს დანარჩენებს, უკან შებრუნება მომიწია რომ გადამეთარგმნა და სასტუმროს ვაუჩერები მეჩვენებინა.

კიდევ ერთი ბიჭი მოაბრუნეს უკან მადრიდის აეროპორტიდან. მარტო იყო, ენა არ იცოდა და სასტუმროს ჯავშანი არ ქონდა, თანხა 500 ევრო ჰქონდა და ეგ არ გეყოფაო უთხრეს, თან სახარჯოდ თან სასტუმროშიო sad.gif

Posted by: VenoMGag 26 Sep 2016, 23:24
NatalieN
დაიცა, One-way-ს ვყიდულობ, არ მაქვს სასტუმრო, ბინაში ვქირაობ 1 ოთახს, რამე საბუთს მომთხოვენ?

----------------------------
ზუსტად შეგიძლიათ დაწეროთ რას ითხოვენ აეროპორტში?

პასპორტი
ვიზა
ბილეთი
ა.შ.

Posted by: NatalieN 26 Sep 2016, 23:49
QUOTE (VenoMGag @ 26 Sep 2016, 23:24 )
NatalieN
დაიცა, One-way-ს ვყიდულობ, არ მაქვს სასტუმრო, ბინაში ვქირაობ 1 ოთახს, რამე საბუთს მომთხოვენ?

----------------------------
ზუსტად შეგიძლიათ დაწეროთ რას ითხოვენ აეროპორტში?

პასპორტი
ვიზა
ბილეთი
ა.შ.

VenoMGag
გააჩნია მესაზღვრეს და ქვეყანას, თავიდან გეკითხებიან სად მიდიხარ, რამდენი ხნით, რა მიზნით, რამდენი ხნით რჩები, სად რჩები... უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი შესაძლოა მოგთხოვოს, შესაძლოა მოგთხოვოს სასტუმროს ჯავშანიც. ანუ წინასწარ ვერ გაიგებ. როგორც გამიგა ბუდაპეშტის საზღვარზე უპრობლემოთ უშვებენ, არაფერს არ ეკითხებიანო.

მე მაგალითად ლატვიის საზღვარზე არ მომთხოვეს სასტუმროს ჯავშანი, შვედეთში მივდიოდი და ავიაბილეთები ვაჩვენე მხოლოდ. მაგრამ რომში მომთხოვეს სასუმროს ჯავშნები. ანუ წინასწარ ვერ გაიგებ. ყოველი შემთხვევისათვის თავი უნდა დაიზღვიო და თან იქონიო სასტუმროს ჯავშანი (თუნდაც უკვე გაუქმებული, მაგის გადამოწმებას აღარ დაიწყებენ)
* * *
QUOTE (somnambuli @ 26 Sep 2016, 17:35 )

http://pix.ge/

ეს ამობეჭდილი საკმარისი იქნება პასპორტთან ერთად ხო?

მადლობა

somnambuli
ყველაფერი სწორად გაქვს გაკეთებული, ამობეჭდე ეს და პასპორტთან ერთად მიიტანოს აეროპორტში, სულ ეს არის : )

Posted by: Hahman 28 Sep 2016, 11:01
რითი მიდახართ ხოლმე ქუთაისში? მანქანა? ტაქსი? ავტობუსი?

Posted by: NatalieN 28 Sep 2016, 11:08
QUOTE (Hahman @ 28 Sep 2016, 11:01 )
რითი მიდახართ ხოლმე ქუთაისში? მანქანა? ტაქსი? ავტობუსი?

Hahman
მე როგორც ვიცი მინივენები დადიან დიდუბიდან (ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს).

ისე მანქანით ჯობია, ტაქსი ძვირს მოითხოვს ალბათ

Posted by: akkai 29 Sep 2016, 01:52
ვინმემ ხომ არ იცით ქუთაისიდან ბარსელონაში ყველაზე იაფად რომელი ქალაქის გავლით მოვხვდები და რა იქნება ბილეთის ფასი ?

Posted by: nnnaaaa 29 Sep 2016, 09:57
მეგობრებო გთხოვთ, დამეხმარეთ. ვიზეარის ბილეთები ვიყიდე ქართული გვერდიდან და მეილზე რაც მომივიდა ასევე არის ქართული. მჭირდება საელჩოში წარასდგენად რომ ნაყიდი მაქვს უკვე ბილეთი და ეს ვეღარ გავითვალისწინე რომ ბილეთიც ქართულად მომივიდოდა sad.gif და რამე მეშველება? თუ რეგისტრაცია გავიარო უკვე ინგლისურენოვანი საიტიდან და ის შტრიხკოდიანი ფურცელი რომ წარვუდგინო საელჩოს? თუ როგორ მოვიქცე? sad.gif

Posted by: ikandro 29 Sep 2016, 10:12
nnnaaaa

ნაყიდი ბილეთით ნუ მიხვალ საელჩოში. გარკბევით უწერიათ ყველა საელჩოს რომ მოიტანოთ ჯავშანი.
შენ თვითონ შეგიძლია გააკეთო ჯავშანი წორდ ფიაილში.
* * *
somnambuli

მაინც რო იცოდე ეგ არი ბილეთი რაც დადევი მაგრამ ბარგში 1 ზურგჩანითის წაგება შეგიძლია.
პატარა ჩემოდანზეც კი გადაგახდევინებენ.
თუ ჩემოდნის დამატება გინდა დაამატე 23კგ 30 ეუ ღირს 32კგ 40€
15 კგ პატარა ზობის ჩემოდანი 15€.

Posted by: nnnaaaa 29 Sep 2016, 10:34
ikandro

3ჯერ მაქვს მასე აღებული ვიზა ნაყიდი ბილეთებით და რა ვიცი, არცერთხელ არ შემქმნის პრობლემა. :/

Posted by: NatalieN 29 Sep 2016, 11:00
QUOTE (nnnaaaa @ 29 Sep 2016, 09:57 )
მეგობრებო გთხოვთ, დამეხმარეთ. ვიზეარის ბილეთები ვიყიდე ქართული გვერდიდან და მეილზე რაც მომივიდა ასევე არის ქართული. მჭირდება საელჩოში წარასდგენად რომ ნაყიდი მაქვს უკვე ბილეთი და ეს ვეღარ გავითვალისწინე რომ ბილეთიც ქართულად მომივიდოდა sad.gif და რამე მეშველება? თუ რეგისტრაცია გავიარო უკვე ინგლისურენოვანი საიტიდან და ის შტრიხკოდიანი ფურცელი რომ წარვუდგინო საელჩოს? თუ როგორ მოვიქცე? sad.gif

nnnaaaa
შედი ვიზ ეარის საიტზე შენი სახელით და შეცვალე ენა, გადადი ინგლისურზე და ახლიდან ამობეჭდე ბილეთები, გამოჩნდება ინგლისურად. ისედაც შენი სახელი და გვარი ხომ ინგლისურად ჩანს და რეისებიც, შესაძლოა არც მაგითი არ შეგექმნას პრობლემა.

Posted by: somnambuli 29 Sep 2016, 11:25
ikandro
QUOTE
აინც რო იცოდე ეგ არი ბილეთი რაც დადევი მაგრამ ბარგში 1 ზურგჩანითის წაგება შეგიძლია.
პატარა ჩემოდანზეც კი გადაგახდევინებენ.
თუ ჩემოდნის დამატება გინდა დაამატე 23კგ 30 ეუ ღირს 32კგ 40€
15 კგ პატარა ზობის ჩემოდანი 15€.

ვიცით ეგ ყველაფერი მადლობა.
მხოლოდ პატარა ჩანთა მიაქვს.

Posted by: hpl1906 29 Sep 2016, 21:55
15 კილოგრამიანი ზურგჩანთა ავიღე და ზომები ზუსტად ეგ უნდა იყოს თუ იცით? ცოტათი მეტია ჩემი ჩანთა სიგრძეში და რამეს გადამახდევინებენ? სულ 4 სანტიმეტრით გრძელია

Posted by: NatalieN 30 Sep 2016, 11:26
QUOTE (hpl1906 @ 29 Sep 2016, 21:55 )
15 კილოგრამიანი ზურგჩანთა ავიღე და ზომები ზუსტად ეგ უნდა იყოს თუ იცით? ცოტათი მეტია ჩემი ჩანთა სიგრძეში და რამეს გადამახდევინებენ? სულ 4 სანტიმეტრით გრძელია

hpl1906
დიდი ჩანთა რომელიც თვითმფრინავში შეგაქვს, მაქსიმუმ 15 კგ. უწერია და ზომებიც უნდა ემთხვეოდეს, თუ არ ჩაჯდა ზომებში გადაგახდევინებენ 35-40 ევროს და ჩაგაბარებინებენ ბაგაჟში. იქნებ ბორბლების ზომა არ ითვლება, როდის მიდიხარ? მანამდე თუ გავარკვიე, შეგატყობინებ smile.gif

ნახე ეს ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=l8WGBEBtjow

http://hotels.ltd.ge/blog/sad-gvatyuebs-wizzair/

Posted by: Ladiesman 1 Oct 2016, 20:14
ikandro
QUOTE
ნაყიდი ბილეთით ნუ მიხვალ საელჩოში. გარკბევით უწერიათ ყველა საელჩოს რომ მოიტანოთ ჯავშანი.


რატო კაცო, ნაყიდი ბილეთით ავიღე ვიზები გერმანია/გაერთიანებულ ცენტრში.

ასევე ნაყიდი ბილეთით ავიღე ამერიკის ვიზაც.


QUOTE
მჭირდება საელჩოში წარასდგენად რომ ნაყიდი მაქვს უკვე ბილეთი და ეს ვეღარ გავითვალისწინე რომ ბილეთიც ქართულად მომივიდოდა  და რამე მეშველება?

ათარგმნინე ბეჭდით ვინმეს 10 ლარი დაგიჯდება.
ან ვიზეარის საიტზევე შეცვალე ენა

Posted by: nnnaaaa 4 Oct 2016, 09:20
NatalieN
Ladiesman

დიდი მადლობა smile.gif)

Posted by: womanly 4 Oct 2016, 11:30
akkai
wink.gif ძალიან ბევრი გზა არსებობს... მაგ ქუთაისი-ბუდაპეშტი, ბუდაპეშტი- ბარსელონა... ფასს რაც შეეხება რაც ადრე იყიდი მით უკეთესი...

Posted by: konkretula 4 Oct 2016, 12:55
Hahman
QUOTE
რითი მიდახართ ხოლმე ქუთაისში? მანქანა? ტაქსი? ავტობუსი?

მეტრო ჯორჯიას ავტობუსით წავედი თბილისიდან, 15 ლარი ღირს, მშვენიერი ავტობუსია, კარგად იარა და მალეც ჩავიდა. კომფორტულია ყველანარად, ინტერნეტიც არის.
უკან ჯორჯიან ბასით წამოვედი რითაც დიდად კმაყოფილი არ ვარ, 5 საათი მოანდომა ქუთაისიდან ჩამოსვლას, ჩქაროსნულ მაგისტრალზე გორიდან პირველ ხაზში იარა 60-80 სიჩქარით sleep.gif თუმცა გიჟ მინივენებს მაინც მირჩევნია.

Posted by: Hahman 4 Oct 2016, 13:21
konkretula
მადლობა!!
--------------------

Posted by: subterranean 4 Oct 2016, 21:27
რა მაგარია ეს ახალი მიმართულებები! საახალწლოდ ვიყიდე დორტმუნდი-ქუთაისი 32 კგ ბარგით 60 ევროდ. ჩემი ქალაქიდან დორტმუნდამდე და უკან ერთი 30 ევრო დამიჯდება კიდევ, მაგრამ ძალიან იაფია მაინც.
#სგ #კიდედაამატეთ

Posted by: Mogcliaerti 5 Oct 2016, 18:30
ვახ 20% იაფია ყველა ბილეთი დღეს (5 ოქტომბერს) რო იყიდო . არადა 4 დღის წინ ვიყიდე ბილეთი და ეხა რო დავაბრუნო და ახლიდან ავიღო რამდენს წამართმევს არ ვიცი biggrin.gif თან ისიც არ ვიცი რამდენი ხანი დაჭირდება დაბრუნებას არადა მიწერია რო დამატებითი თანხის გადახდა არ მიწევს მარტო სერვისის ფული არ დამიბრუნდება და საკონტაქტო ნომერი არ ვიცი წესიერად რო გამერკვია sad.gif

Posted by: Scoorp 6 Oct 2016, 11:59
Mogcliaerti


დაბრუნება შეიძლება რო?
მე ვიცი რო არ მოსულა ))))


Posted by: VenoMGag 6 Oct 2016, 18:23
ვიყიდე მოკლედ, 9 ში მივდივარ გერმანიაში, ვინმეს შეუტანია:
1. 32 კგ ჩანთა
2. 15 კგ კაბინის დიდი ჩანთა
3. ლეპტოპის ჩანტა (Priority)
ერთად? საიტზე როგორც წავიკითხე შეიძლება მაგრამ პირადად არავის შეგიტანიათ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 Oct 2016, 22:43
გერმანიაში მივფრინა, ონლაინ ჩექინს ვაკეთებ პირველად და რა გავითვალისწინო??

როგორც ვიცი შენგენის ზონაში თუ მიფრინავ რაღაცას არ ავსებო თუ როგორაა ეგ ამბავი?

და კიდე 10 დღით ადრე ხომ შემიძლია ჩექინი?

Posted by: webdesigner93 10 Oct 2016, 23:08
LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
და კიდე 10 დღით ადრე ხომ შემიძლია ჩექინი?

30 დღით ადრე იწყება და ფრენამდე 2 საათით ადრე მთავრდება, ამ პერიოდში ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიარო ჩექინი.

QUOTE
როგორც ვიცი შენგენის ზონაში თუ მიფრინავ რაღაცას არ ავსებო თუ როგორაა ეგ ამბავი?

ვერ ვხვდები რას გულისხმობ, ჩექინის დროს გჭირდება შენი სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და ეგ ყველა ვარიანტში უნდა შეავსო და სხვა შესავსები არც არაფერია როგორც მახსოვს, თუ არის რამე გრაფა, დაბადების თარიღი იქნება ეგეც.

ამ ბოლო დროს რა მიმართულებებიც მე მჭირდება ვიზ ეაერმა ისეთი ფასები დაადო სულ თბილისიდან დავფრინავ უკვე, დანაზოგი მაქსიმუმ 10 ევრო გამომივიდეს ხოლმე და მაგის გამო ბიუჯეტური ავიაკომპანიით მგზავრობა და ქუთაისში ჩაბოდიალება არ ღირს.

Posted by: Tamtusha 11 Oct 2016, 10:41
NatalieN
webdesigner93
გამარჯობა...სალონიკიდან მოდის ერთი კაცი და ბილეთი რომ მე ვუყიდო საიტზე, ეს რაღაც ონლაინ ჩეკინიც გავუკეთო, შემდეგ უნდა გავუგზავნო და ამოაბეჭდიოს მერე იქ იმან ხო? ...
მოდის ორი კვირით სამშობლოში, საქართველოს მოქალაქეა და ყოველ წელს ჩამოდის ხოლმე(ავტობოსუით მგზავრობდა აქამდე რომელიც 80ევრო ღირს და ახლა 15 ევროდ გადმოფრინდებაsmile.gif)

უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა ქონდეს? სასტუმროს ჯავშანს ხო არ მოთხოვენ სამშობლოში მოდის მის სახლში და რად უნდა..ეს ბილეთი 15ევრო დაუჯდება ჯამში თუ ემატება აეროპორტში კიდე რამე? კიდე რას მოთხოვენ აეროპორტში თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ.
მადლობა

Posted by: webdesigner93 11 Oct 2016, 11:02
Tamtusha
QUOTE
გამარჯობა...სალონიკიდან მოდის ერთი კაცი და ბილეთი რომ მე ვუყიდო საიტზე, ეს რაღაც ონლაინ ჩეკინიც გავუკეთო, შემდეგ უნდა გავუგზავნო და ამოაბეჭდიოს მერე იქ იმან ხო? ...
მოდის ორი კვირით სამშობლოში, საქართველოს მოქალაქეა და ყოველ წელს ჩამოდის ხოლმე(ავტობოსუით მგზავრობდა აქამდე რომელიც 80ევრო ღირს და ახლა 15 ევროდ გადმოფრინდება)

წესით არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მაინც არ გირჩევთ, ძალიან დაბალია მაგის შანსი, მაგრამ ხანდახან ითხოვენ(ჩემთვის 1-2 ჯერ მოუთხოვიათ, თუმცა ვიზეარს არასდროს), იმ საკრედიტო ბარათის ჩვენებას, რითიც ავიაბილეთი იყიდეთ, იმიტომ რომ ძალიან გახშირებულია მოპარული საკრედიტო და სადებეტო ბარათებით ავიაბილეთის შეძენა, ამ გზით პრევენციას ეწევიან მსგავსი ქმედებისა.

QUOTE
უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა ქონდეს? სასტუმროს ჯავშანს ხო არ მოთხოვენ სამშობლოში მოდის მის სახლში და რად უნდა..ეს ბილეთი 15ევრო დაუჯდება ჯამში თუ ემატება აეროპორტში კიდე რამე? კიდე რას მოთხოვენ აეროპორტში თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ.
მადლობა

საქართველოს მოქალაქეს რა თქმა უნდა არაფერს მოთხოვენ, როდესაც თავის ქვეყანაში ბრუნდება.

Posted by: Tamtusha 11 Oct 2016, 11:43
webdesigner93
საკრედიტო ბარათი მგონი სულ არ აქვს..მაგრამ მაინც იქაურ ვინმეს ვიპოვი და იმის ბარათიდან გადავიხდი მაშინ თუ მოთხოვეს ჩვენება რომ შეძლოს..დანარჩენს მე გავუკეთებ თვითონ ვერ ერკვევა როგორ იყიდოს ინტერნეტით
სხვა აეროპორტში დამატებითად რამეს მოთხოვენ? ეს 15 ევროიანი დაბალ ფასიანი ბილეთი რომ არის ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთbiggrin.gif

Posted by: demna_ 11 Oct 2016, 11:47
რა იქნება ამისი დაჯავშნა რომ შეიძლებოდეს, იანვრის თვეზე რა კაი ფასები აქვთ

Posted by: BAKRADZE 11 Oct 2016, 21:17
subterranean
QUOTE
საახალწლოდ ვიყიდე დორტმუნდი-ქუთაისი 32 კგ ბარგით 60 ევროდ.

მეც ვნახულობდი დღეს და ბარგით 420 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე 2 გზა... შეგიძლია დამეხმარო?

Posted by: subterranean 11 Oct 2016, 23:31
QUOTE (BAKRADZE @ 11 Oct 2016, 21:17 )
subterranean
QUOTE
საახალწლოდ ვიყიდე დორტმუნდი-ქუთაისი 32 კგ ბარგით 60 ევროდ.

მეც ვნახულობდი დღეს და ბარგით 420 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე 2 გზა... შეგიძლია დამეხმარო?

რა თარიღებში ეძებ?
მე რომ ვიყიდე, სულ ახალი დადებული იყო ეს ახალი მიმართულებები და თან იმ დღეს რაღაც -10 თუ 20 ევრო ფასდაკლება დაემთხვა.
ასევე, 60 ევრო ერთი გზაა დამიჯდა და არა 2, გაითვალისწინე.
* * *
QUOTE (VenoMGag @ 6 Oct 2016, 18:23 )
ვიყიდე მოკლედ, 9 ში მივდივარ გერმანიაში, ვინმეს შეუტანია:
1. 32 კგ ჩანთა
2. 15 კგ კაბინის დიდი ჩანთა
3. ლეპტოპის ჩანტა (Priority)
ერთად? საიტზე როგორც წავიკითხე შეიძლება მაგრამ პირადად არავის შეგიტანიათ?

კი, რა პრობლემაა? შესაბამისი ბილეთი თუ გაქვს, შეიტან მაგ ბარგს.

Posted by: BAKRADZE 12 Oct 2016, 20:50
subterranean
დაახლიებით 25-26-27-28 დეკემბრიდან 6-7 იანვრამდე smile.gif ხო ეხლა რასაც ვნახულობ ბარგით 230 ლარზე ნაკლებად არაფერია... დავაგვიანე მგონი

Posted by: subterranean 13 Oct 2016, 05:02
BAKRADZE
ჰოო, შობას ისედაც ძვირია თან. აი 15 იანვრიდან კარგი ფასებია.

Posted by: NatalieN 13 Oct 2016, 15:08
QUOTE (Tamtusha @ 11 Oct 2016, 10:41 )
NatalieN
webdesigner93
გამარჯობა...სალონიკიდან მოდის ერთი კაცი და ბილეთი რომ მე ვუყიდო საიტზე, ეს რაღაც ონლაინ ჩეკინიც გავუკეთო, შემდეგ უნდა გავუგზავნო და ამოაბეჭდიოს მერე იქ იმან ხო? ...
მოდის ორი კვირით სამშობლოში, საქართველოს მოქალაქეა და ყოველ წელს ჩამოდის ხოლმე(ავტობოსუით მგზავრობდა აქამდე რომელიც 80ევრო ღირს და ახლა 15 ევროდ გადმოფრინდებაsmile.gif)

უკან დასაბრუნებელი ბილეთი უნდა ქონდეს? სასტუმროს ჯავშანს ხო არ მოთხოვენ სამშობლოში მოდის მის სახლში და რად უნდა..ეს ბილეთი 15ევრო დაუჯდება ჯამში თუ ემატება აეროპორტში კიდე რამე? კიდე რას მოთხოვენ აეროპორტში თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ.
მადლობა

Tamtusha
საერთოდ არაფერი არ უკითხავთ სალონიკის აეროპორტში ჩასვლისას, სად მივდივართ, რატომ მივდივართ, რამდენი ხნით ვრჩებით... მხოლოდ ანაბეჭდები შეამოწმეს და შეგვიშვეს. წამოსვლისასაც ანალოგიურად, მხოლოდ ბილეთები შეამოწმეს, ჩასაბარებელი ბარგი აწონეს, ხელბარგი ვიზუალურად შეამოწმეს და არც საბაჟოზე არ უკითხავთ არაფერი. არამგონია ვინმემ შეამოწმოს ვისი ბარათით არის შეძენილი ბილეთი. მთავარია ხელბარგი (რომელიც უფასოა) არ აღემატებოდეს ზომებს. საშუალო ზომის ზურგჩანთა შეაქვთ თავისუფლად.

Posted by: dato_dato 13 Oct 2016, 15:22
NatalieN
QUOTE
გამარჯობა...სალონიკიდან მოდის ერთი კაცი და ბილეთი რომ მე ვუყიდო საიტზე, ეს რაღაც ონლაინ ჩეკინიც გავუკეთო, შემდეგ უნდა გავუგზავნო და ამოაბეჭდიოს მერე იქ იმან ხო? ..

ეგრა ზუსტად არანაირი პრობლემა, მთავარია ამობეჭდილი ბილეთი ქონდეს, სხვა არაფერი არ უნდა საქართველოში შემოსვლისას smile.gif

Posted by: Tamtusha 14 Oct 2016, 00:12
NatalieN
dato_dato
გაიხარეთ..ბილეთს გავუგზავნი და ამობეჭდავს..ონლაინ ჩეკინი გავუკეთე უკვე და ეგ უნდა გავუგზავნო და ამობეჭდავს იქ. 25შია ფრენა... ბარგი არ ექნება..სამი ევრო დაემატა ადგილი შევურჩიე 5A..
აეროპორტში ჩეკინში კიდე დამატებითად ხო არ გადაახდევიებენ რამეს?
პირველი მცდელობაა მერე კი მშვიდად გავაკეთებთ ხოლმე <3 რა მაგარია 15 ევროდ მგზავრობაა biggrin.gif

Posted by: NatalieN 14 Oct 2016, 15:32
QUOTE (Tamtusha @ 14 Oct 2016, 00:12 )
NatalieN
dato_dato
გაიხარეთ..ბილეთს გავუგზავნი და ამობეჭდავს..ონლაინ ჩეკინი გავუკეთე უკვე და ეგ უნდა გავუგზავნო და ამობეჭდავს იქ. 25შია ფრენა... ბარგი არ ექნება..სამი ევრო დაემატა ადგილი შევურჩიე 5A..
აეროპორტში ჩეკინში კიდე დამატებითად ხო არ გადაახდევიებენ რამეს?
პირველი მცდელობაა მერე კი მშვიდად გავაკეთებთ ხოლმე <3 რა მაგარია 15 ევროდ მგზავრობაა biggrin.gif

ონლაინ ჩეკინი ხომ გააკეთე უკვე? აეროპორტში არაფერს აღარ ახდევინებენ smile.gif
მართლა დაუჯერებელი ფასია 15 ევროდ ავიაბილეთის შესყიდვა wink.gif

Posted by: gigibuba 16 Oct 2016, 00:12
მოკლედ წესები თუ არ იცით ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, მთავარია წინასწარ დაარეგისტრიროთ ბილეთი და ჩანთა ზუსტად გაზომოთ, თორემ ქუთაისიდან ჩვეულებრივად გამიშვეს და უკან მაინც ფული გადამახვდევინეს ჩანთაზე

Posted by: სერაფიტი 16 Oct 2016, 00:28
gigibuba

მე პირიქით, ქუთაისში მკაცრად შემამოწმეს და ბუდაპეშტიდან შედარებით ლაითად.
ვიზეარს დამუღამება უნდა და ძალიანაც ეკონომიურია, მართლა.

ჩემოდანი სპეციალურად ვიყიდე იმ ზომისა, საშუალოში რომ გადის და თან ძალიანაც კომპაქტურია.
გირჩევთ, წერეთლის მეტროს მიმდებარედ რომაა სპორტული აღჭურვილობისა და ჩანთების პაწია მაღაზიები, მანდ იკითხოთ "ჩემოდნები ვიზეარისთვის" და სამნტიმეტრიც იქონიოთ.


Posted by: natan fredkin 16 Oct 2016, 14:25
გამარჯობა ვინმემ ხო არ იცით ბილეთების გაუქმება თუ შეძლება?

Posted by: oldgio 16 Oct 2016, 16:00
QUOTE (gigibuba @ 16 Oct 2016, 00:12 )
მოკლედ წესები თუ არ იცით ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, მთავარია წინასწარ დაარეგისტრიროთ ბილეთი და ჩანთა ზუსტად გაზომოთ, თორემ ქუთაისიდან ჩვეულებრივად გამიშვეს და უკან მაინც ფული გადამახვდევინეს ჩანთაზე

შეგიძლია ზუსტად მითხრა, ჩანთის ზომებში რა კონფლიქტი იყო, აქეთობისას დამატებით რომ გადაგახდევინეს? რა ზომის ჩანთა მოგქონდა და რამდენი გადაიხადე ზედმეტად?

Posted by: dato_dato 16 Oct 2016, 16:24
natan fredkin
QUOTE

გამარჯობა ვინმემ ხო არ იცით ბილეთების გაუქმება თუ შეძლება?

ახლობელი ავად გახდა და ვერ გაფრინდებოდა, მიწერა ვიზს, იმათ ექიმის ცნობბის გადაგზავნა სთხოვეს და თანხა ჩაურიცხეს უკან
მე მაგარი კმაყოფილი ვარ ამ ჯომპანიის შარშან 5-ჯერ ვიფრინე იქეთ აქეთ წელს უკვე 3-ჯერ, ბარგზე ერთხელ შემექმნა ბოვეში პრობლემა ოსიც ჩემი ბრალი იყო იქ ნაყიდი ჩემოდანი აშკარად დიდი იყო ზომაზე და ადგილზე ან 35 ან 45 ევროთი დამაჯარიმეს
ესეც ჩანთის ზომეი ვინც არ იცის

Posted by: barcabarcabarca 20 Oct 2016, 22:17
გაუმარჯოს, ვარშავისკენ ბილეთების ფასი დეკემბერში გაცილებით იაფია, ვიდრე მომავალი წლის ივნისში.
ანუ.
ივნისის ბილეთები აღარ გაიაფდება ? მოიმატებს? თუ უნდა დავუდარაჯდე?
მადლობა

Posted by: marimari11 20 Oct 2016, 22:33
აუფ გაძვირდა გერმანიის ბილეთები? sad.gif ადრე უფრო იაფი იყო

Posted by: Dv@li 21 Oct 2016, 15:47
marimari11
11 ნოემბერს არის 130 ლარად.







თუ იცით თბილისიდან კოპიტნარის აეროპარტში მიდის ღამით რამე? დილის 4-5 საათზე რო ვიყო იქ

Posted by: sandro21 21 Oct 2016, 16:20
marimari11
მე დეკემბერში მინდა და ხო ვიცი საგიჟეთი იქნება ეხლავე უნდა ვიყიდო )))))
Dv@li
ეგრე არამგონია სპეციალურად რამე დადიოდიეს. მოგიწევს ალბათ საღამოს წასვლა და დალოდება აეროპორტში

Posted by: Pshaveli 21 Oct 2016, 21:33
ვიყიდე ბილეთი კვიპროსზე ქუთაისიდან. იქით-აქეთ 50 ევრო.
ორი თვის მერე შემომთავაზა იგივე რეისით უკან დაბრუნება, რადგან მე რაც მქონდა აღებული გააუქმა.
ანუ ჩადი და 1 საათში უკან დაბრუნდიო.
ერთი კვირის მერე უკან გამოფრენაზე 85 ევრო დამამატებინეს.
თუ მერე ეგეც გააუქმეს...
ეგაა ლოუკოსტერი..

Posted by: marimari11 21 Oct 2016, 23:19
Dv@li
11 ნოემბერი არ მინდა
26/27 დეკემბერი მინდოდა და 7/8 იანვარი დორტმუნდიდან
მაგრამ როგორც მითხრეს 110ევრო ღირს 1 გზა ადრე უფრო იაფი იყო.მე ვერ ვნახულობ ინტერნეტი მაქ ცუდი და ვერ შვედივარ

Posted by: avto68 22 Oct 2016, 00:08
marimari11
QUOTE
11 ნოემბერი არ მინდა 26/27 დეკემბერი მინდოდა და 7/8 იანვარი დორტმუნდიდან მაგრამ როგორც მითხრეს 110ევრო ღირს 1 გზა ადრე უფრო იაფი იყო.მე ვერ ვნახულობ ინტერნეტი მაქ ცუდი და ვერ შვედივარ 

პირდაპირ სკოლის არდადეგებს ემთხვევა და ძალიან ძვირია ვიზაირისთვის

Posted by: marimari11 22 Oct 2016, 00:12
avto68
ხო მაგ დროს მცალია მეც და...

ადრე უფრო ნაკლები ღირდა
რას ვიზამთ დავრჩები ახალ წელს გერმანიაში biggrin.gif

Posted by: მილანელი 22 Oct 2016, 00:14
საკონტაქტო ნომერი ხომ არ იცით??
საიტზე ვერ შევდივარ

Posted by: Dv@li 22 Oct 2016, 16:50
ეს რა არის როგორ უნდა შევიყვანო ბარათის ვადა.

გადავთვალე მეექვსე თვე და ისე ავირჩიე მარა მაინც ვერ ვყიდულობ, ლოდინის ნიშანი ტრიალებს და არის ასე

თქვენთანაც არის ასეთი პრობლემა?

ვიზა ელექტრონით ვყიდულობ
* * *
ვიყიდე ახლა, ჩვეულებრივ გადავთვალე თვეები და ისე

Posted by: oldgio 22 Oct 2016, 20:38
QUOTE (Pshaveli @ 21 Oct 2016, 21:33 )
ვიყიდე ბილეთი კვიპროსზე ქუთაისიდან. იქით-აქეთ 50 ევრო.
ორი თვის მერე შემომთავაზა იგივე რეისით უკან დაბრუნება, რადგან მე რაც მქონდა აღებული გააუქმა.
ანუ ჩადი და 1 საათში უკან დაბრუნდიო.
ერთი კვირის მერე უკან გამოფრენაზე 85 ევრო დამამატებინეს.
თუ მერე ეგეც გააუქმეს...
ეგაა ლოუკოსტერი..

რატომ გავაუქმეთო, განმარტება არ მოუციათ? ესე იგი, ლოუკოსტერი რომ ვარ, ყველაფერი უნდა აიტანო ჩემგანო?

Posted by: Pshaveli 25 Oct 2016, 08:44
რეგისტრაცია თურმე ცალკე გადასახდელია. აეროპორტში 38 ევრო, ინტერნეტით 10 ევრო.
ეგეთი რამე არ გამიგია.
არა ბარგი, არამედ რეგისტრაცია.
კარგავს მომხიბვლელობას ჩემს თვალში ვიზაირი.

Posted by: Hahman 25 Oct 2016, 08:55
Pshaveli
რა რეგისტრაციაზე მიდის ლაპარაკი ვერ გავიგე? Online Check-in–ს გულისხმობ?

Posted by: webdesigner93 25 Oct 2016, 10:51
Pshaveli
უფასოა ინტერნეტით რეგისტრაცია, რომელიც შეგიძლია ფრენამდე 30 დღით ადრე გაიარო ....

Posted by: Roy 25 Oct 2016, 11:00
მეგობრებო ერთი შეკითხვა მაქვს
პასპორტში მაქვს ჩეხეთის გრძელვადიანი ვიზა და ასევე მაქვს ჩეხეთის work permit. მინდა რომ ბუდაპეშტიდან გამოვფრინდე და მერე ქუთაისიდან უკან ბუდაპეშტში ჩავფრინდე. მაინტერესებს რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება საბუთებთან დაკავშირებით.. შემიშვებენ ჩეხეთის ვიზით? შენგენი არ აწერია ამ ვიზას და მაგიტო ვკითხულობ

Posted by: NatalieN 25 Oct 2016, 11:12
QUOTE (Roy @ 25 Oct 2016, 11:00 )
მეგობრებო ერთი შეკითხვა მაქვს
პასპორტში მაქვს ჩეხეთის გრძელვადიანი ვიზა და ასევე მაქვს ჩეხეთის work permit. მინდა რომ ბუდაპეშტიდან გამოვფრინდე და მერე ქუთაისიდან უკან ბუდაპეშტში ჩავფრინდე. მაინტერესებს რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება საბუთებთან დაკავშირებით.. შემიშვებენ ჩეხეთის ვიზით? შენგენი არ აწერია ამ ვიზას და მაგიტო ვკითხულობ

გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზით არსად არ უნდა შეგექმნას პრობლემა წესით

Posted by: Roy 25 Oct 2016, 11:28
NatalieN
number of entries: 1 აწერია sad.gif და ბეჭედი აქვს უკვე დარტყმული

Posted by: NatalieN 25 Oct 2016, 11:52
QUOTE (Pshaveli @ 25 Oct 2016, 08:44 )
რეგისტრაცია თურმე ცალკე გადასახდელია. აეროპორტში 38 ევრო, ინტერნეტით 10 ევრო.
ეგეთი რამე არ გამიგია.
არა ბარგი, არამედ რეგისტრაცია.
კარგავს მომხიბვლელობას ჩემს თვალში ვიზაირი.

უფასოა Online Check-in-ი, მაგიტომ არის იაფი ბილეთები რომ ვიღაცის შეცდომების ხარჯზე ამოიღონ თანხები.
ასევე Online თუ იყიდი ჩემოდანს გაცილებით იაფია, ვიდრე ადგილზე მისვლისას ...
* * *
QUOTE (Roy @ 25 Oct 2016, 11:28 )
NatalieN
number of entries: 1 აწერია sad.gif და ბეჭედი აქვს უკვე დარტყმული

სამწუხაროდ არ ყოფილა მრავალჯერადი, ე.ი. ერთჯერადია რადგან ასე აწერია. მრავალჯერადს უნდა ეწეროს MULT

Posted by: Pshaveli 25 Oct 2016, 23:39
webdesigner93
QUOTE
უფასოა ინტერნეტით რეგისტრაცია, რომელიც შეგიძლია ფრენამდე 30 დღით ადრე გაიარო ....

NatalieN
QUOTE
უფასოა Online Check-in-ი, მაგიტომ არის იაფი ბილეთები რომ ვიღაცის შეცდომების ხარჯზე ამოიღონ თანხები.

მადლობა, დავრეგისტრირდი უფასოდ.
არადა 10 ევრო ეწერათ ინტერნეტით რეგისტრაციაზე.

Posted by: utonega 26 Oct 2016, 14:12
მაგარი ღადაობაა, ქუთაისი-მუნხენი-ქუთაისი 2 გზა ნოემბერში, დეკემბერში, რავიცი, როცა გინდა, 92 ლარი !!! 2 გზა !!! დაჟე უფრო იაფადაც არის თუ ერთ კვირიან ინტერვალს აიღებ იქ დარჩენის..
საროლ ვიზეარ

Posted by: FlywithN 30 Oct 2016, 11:40
მეგობრებო, შეძენილი მაქვს ბილეთები ქუთაისი-მილანის მიმართულებით 23-30 ნოემბრის პერიოდში და ეხლა აღმოჩნდა რომ მეორე ადამიანი ვეღარ მოდის. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გადაიხადოთ სახელის შეცლის საფასური 90 ევრო შეგვიძლია დაგითმოთ ეს ბილეთი

Posted by: papunaleo 1 Nov 2016, 15:26
გამარჯობათ ამერიკის ვიზას ვინც აკეთEბს გარანტირებულად შემნეხმიანეთ აუცილებლად . მაქვს უარი .

Posted by: rusoruso83 2 Nov 2016, 10:01
papunaleo
არავინაა გამკეთებელი რეალურად. რაც მაგათ ფული უნდა გადაუხადო ადექი და კიდევ ცადე. ჩემმა ახლობელმა მომიყვა რომ ერთერთ ცნობილ ტურისტულ კომპანიაში მივედიო და დამიწყეს 15000 ათასად უეჭველი ვიზას გამოგატანიებთო. მერე გავიკითხე, გამოვიკითხე და ახლობელი აღმოჩნდა ეს ტიპი სააგენტოს უფროსი და ''გაუშალა კარტები'' ანუ როგორ ''აკეთებენ ეხლა ეგენი რა - ანუ მოხვალო შენ მონაცემებს შეავსებენ ანკეტას რამეს და შიგიშვებენ შენს ბედზე ისევ თუ აიღებ ხო კარგი გადაუხდი 15000 დოლარს და თუ არადა აუ დღეს ვერ გავაკეთეთ და რაღაცეები. არაფერ წაგებაში არ არიან. ყველაფრის ფულს შენ იხდი. ასე რომ ცადე თვითონ წარმატებებს გისურვებ

Posted by: papunaleo 2 Nov 2016, 12:24
rusoruso83
ჰო ეგ კი მაგრამ ჰო შეიზლება ვინმემ მაგარი საბუთები გამიკეთოს რავიცი რა მე რომ შევიდე კიდე უეჭველი უაროთ გამოვალ
* * *
rusoruso83 ფული თან ჯოჯოხეთს ანათებსო )))

Posted by: temida777 4 Nov 2016, 12:01
papunaleo
QUOTE
გამარჯობათ ამერიკის ვიზას ვინც აკეთEბს გარანტირებულად შემნეხმიანეთ აუცილებლად . მაქვს უარი .

მე გირჩევ რომ ჯერ შენგენი გააკეთო, მერე იქედან მოხვდე ირლანდიაში, ირლანდიიდან პარომით კანადაში. კანადიდან აშშ- ში კი ნო პრობლემ. smile.gif
რთული ჩანს ერთი შეხედვით მარა ყველაზე რეალური ეგაა როგორც ვიცი
პ.ს. და ვიზეართან რა კავშირშია ეგ საკითხი ? smile.gif))

Posted by: Dv@li 4 Nov 2016, 14:56
ვიზ ეარის თემაში ამერიკის ვიზა რა შუაშია


ჩასაბარებელი ბარგში საჭმელზე რამე პრობლემა ხო არაა? ყველი თაფლი და ასეთი რაღაცეები

Posted by: JudoBOY 9 Nov 2016, 04:25
მეგობრებო მინდა ბულგარეთში კერძოდ სოფიაში წასვლა ბილეთები ღირს ძალიან იაფი და ამან გადამაწყვეტინა ახალწელს ბულგარეთს ვესტუმრო რას მირჩევთ რომელ კომპანიას შევავსებინო საბუთები და ფასები რა ჯდება მომსახურების , მადლობთ

Posted by: natia555 9 Nov 2016, 10:06
JudoBOY

საბუთების შევსება ძალიან მარტივია. ჩვენ ჩვენით ვავსებთ ყოველთვის.
ოქტომბრის დასაწყისში ვიყავით სოფიაში, wizz air-ით.
რომ ვთქვა გავგიჟდი და გადავირიე სოფიას სილამაზით მეთქი, მოგატყუებთ smile.gif ნუ დიდი მოლოდინი არც მქონია.... მაგრამ რამდენიმე დღით წასვლა, გარემოს გამოცვლის მიზნით ნამდვილად ღირს smile.gif
თან ძალიან იაფია ცხოვრება, კვება...

Posted by: Scoorp 9 Nov 2016, 12:43
natia555

რამდენი დღით იყავით?
სანახავი რა არის?
ანუ მუზეუმები და ა.შ. biggrin.gif

Posted by: natia555 9 Nov 2016, 16:39
Scoorp

სანახავი ბევრი არაფერია. სიმართლე რომ გითხრათ, როგორც დედაქალაქი თბილისი ჯობია სოფიას smile.gif smile.gif

4 დღე ვიყავი სოფიაში. აქედან 1 დღით პლოვდივშიც წავედით. სოფიადან 2 საათის გზაზეა ავტობუსით. დილით წავედით და საღამოთი დავბრუნდით.
პლოვდივი სიდიდით მეორე ქალაქია ბულგარეთში.

მუზეუმებში ნამდვილად არ ვყოფილვარ და რაიმე განსაკუთრებული თუ აქვთ ეგეც არ ვიცი smile.gif

სოფიაში უნდა ნახო ალექსანდრე ნეველის კათედრალი. ვიტოშას ბულვარია,სადაც მაღაზიები და კეფეებია. ფეხით სასიარულო ქუჩაა. ბაღებია ულამაზესი. შემოდგომით ძალიან ლამაზი იყო. უბრალოდ უნდა იარო ქალაქში, ვერ დაგპირდები, რომ რამე ძალიან ლამაზს და გასაოცარს ნახავ smile.gif smile.gif მარა მაინც კარგი იყო smile.gif

Posted by: Scoorp 9 Nov 2016, 17:50
natia555


ნუ ხო smile.gif
ეგეც კარგია,გარემოს გამოცვლა,ახალი ქალაქის ნახვა, შემოდგომით მითუმეტეს მართლა ძალიან ლამაზია მსგავსი ქვეყნები
და ჯამში რა დაგიჯდათ საშუალოდ რო მომწერო შეგიძლია? თუ გინდა პმ-ში მომწერე smile.gif)

Posted by: საქმიანნი 9 Nov 2016, 22:52
ხალხო, თუ იცით

თუ იყიდე ბილეთEბი და ვეღარ მიდიხარ, უნდა შეატყობინო ვიზეარს? თუ უბრალოდ არ მიხვალ და ეგაა

Posted by: Dv@li 9 Nov 2016, 23:11
საქმიანი
ხო თორე უშენოდ არ გაფრინდება თვითმფრინავი biggrin.gif

დაურეკე და იქნება თანხის ნაწილი მაინც დაგიბრუნონ, თუ არადა მნიშვნელობა არ ააქვს მიხვალ თუ არა

Posted by: საქმიანნი 10 Nov 2016, 00:59
Dv@li
ჰმ, სარკაზმში მაგრები ვართ smile.gif))

აი ეს ვნახე და შემიღონდა გული
https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/prices-discounts/refunds-and-compensations#/
მოსაკრებელი — 70 EUR

დაჯავშნილი არადა და ნაყიდია უკვე ბილეთი, ამ შემთხვევაში რა ხდება

Posted by: dato_dato 10 Nov 2016, 10:31
საქმიანი
QUOTE
ჰმ, სარკაზმში მაგრები ვართ ))

აი ეს ვნახე და შემიღონდა გული
https://wizzair.com/ka-ge/information-and-s...compensations#/
მოსაკრებელი — 70 EUR

დაჯავშნილი არადა და ნაყიდია უკვე ბილეთი, ამ შემთხვევაში რა ხდება

მეც წავიკითხე ეგ, მაგრამ ეგ მგონი იმ შემთხვევაშია რო დაჩეკინდები აეროპორტში და ბორტზე არ ახვალ

Posted by: საქმიანნი 10 Nov 2016, 11:51
dato_dato
QUOTE
მეც წავიკითხე ეგ, მაგრამ ეგ მგონი იმ შემთხვევაშია რო დაჩეკინდები აეროპორტში და ბორტზე არ ახვალ

აუ ნეტა ეგრე იყოს

მე კი მივდივარ, მაგრამ ვინც მომყვებოდა, იმან გადაიფიქრა. თან მე ვიყიდე ბილეთები და თუ შემეტენა ახლა ამის 70-70 ევროები...

Posted by: dato_dato 10 Nov 2016, 12:05
საქმიანი
QUOTE
აუ ნეტა ეგრე იყოს

მე კი მივდივარ, მაგრამ ვინც მომყვებოდა, იმან გადაიფიქრა. თან მე ვიყიდე ბილეთები და თუ შემეტენა ახლა ამის 70-70 ევროები...

დაჩეკინებულია იმის ბილეთიც?

Posted by: საქმიანნი 10 Nov 2016, 12:20
dato_dato
არა, დაჩექინებული ჯერ არაა არც ერთი

იმედია, მართლა დაჩექინებულ ბილეთებს ეხება user.gif

Posted by: dato_dato 10 Nov 2016, 12:55
საქმიანი
QUOTE
არა, დაჩექინებული ჯერ არაა არც ერთი

მაშინ არ იფიქრო საერთოდ არაფერზე wink.gif ჩემი მეგობარი ონლაინჩეკინის მიუხედავად არ მივიდა ფრენაზე მაგრამ არაფერი...
ეგ მგონი როგორც ვთქვი აეროპორტში თუ დაარეგისტრირებ ბილეთს და ბორტზე არ ახვალ მაშინ გაჯარიმებენ

Posted by: webdesigner93 10 Nov 2016, 13:04
საქმიანი
2ჯერ თუ 3ჯერ მაქვს "გამაზული" ფრენა, 1 ხელ ჩექ ინიც მქონდა გავლილი, 2 ჯერ არ მქონია გავლილი, იმის მერეც რამდენიმეჯერ ვისარგებლე მაგ კომპანიით, არ მქონია არეფერი პრობლემა smile.gif ასე რომ მშვიდად biggrin.gif

Posted by: bshk 10 Nov 2016, 19:05
მოკლედ მეგობარს მინდა ვუყიდო ბილეთი , მიუნხენიდან მოდის და ქუთაისში და რაღაცეებში გარკვევა მჭირდება და ვის გაქვთ რამოდენიმე წუთი რომ დამეხმაროთ

Posted by: საქმიანნი 10 Nov 2016, 20:32
dato_dato
webdesigner93
გაიხარეთ, მადლობა
მომეშვა biggrin.gif

Posted by: mashinesiyos 13 Nov 2016, 15:32
საქართველოში ყველაზე კარგი ავია კომპანია რომელია?

Posted by: Midnight_Commander 13 Nov 2016, 17:29
mashinesiyos
რათქმაუნდა Lufthansa, მხოლოდ მიუნჰენში დაფრინავს ოღონდ და იქიდან ქონექშენები 200-მდე მიმართულებით, მაგრამ ძალიან ძვირია.... ყველაფერი საუკეთესო ძვირია smile.gif

Posted by: Dv@li 13 Nov 2016, 23:17
ვიზეარში სპეციალურად შეიმუშავეს სკამების ისეთი დიზაინი რო მოხერხებულად ვერ დაჯდეს კლიენტი biggrin.gif

ჯოჯოხეთში იყო ხალხი მგზავრებს რო გადავხედე biggrin.gif biggrin.gif

ჩვეულებრივი ოთახის სკამები რო დადგან უფრო მოხერხებულად დაჯდება ადამიანი

Posted by: dato_dato 14 Nov 2016, 10:40
Dv@li
QUOTE
ვიზეარში სპეციალურად შეიმუშავეს სკამების ისეთი დიზაინი რო მოხერხებულად ვერ დაჯდეს კლიენტი 

ჯოჯოხეთში იყო ხალხი მგზავრებს რო გადავხედე 

ჩვეულებრივი ოთახის სკამები რო დადგან უფრო მოხერხებულად დაჯდება ადამიანი

სამნაირი სავარძლები შემხვედრია მაგათ ბორებზე, ერთი მართლა ძაან საშინელება და სასტიკია, წინა სავარშლის საზურგე გამობერილია და მუხლებზე გაწვება, იმ ორს არაუშავს

Posted by: Dv@li 14 Nov 2016, 13:14
dato_dato
ხო მაგ ბორტზე მომიწია მგზავრობა, წინა სკამების პლასმასები სულ დამტვრეული იყო

Posted by: CheEeL 14 Nov 2016, 17:25
ფიფლ, კითხვა მაქვს, ბილეთის გაძვირების ამბავი ვიცი რო ხდება, გაიაფებაც მოსულა ისე? ანუ შესაძლებელია რო ერთ დღეს შევიდე და უფრო იაფი დამხვდეს ? რო ვიყიდო და მერე გაიაფდეს შეილება ჭკუიდან გადავიდე

Posted by: dikka 15 Nov 2016, 00:43
CheEeL
ყველაფერი შეიძლება მოხდეს)) არაა გამორიცხული..
ქვეყანას გააჩნია ალბათ და დროს, მაგალითად სადაც ზაფხულის სეზონია, უფრო ნაკლებადაა იმის შანსი, რომ ზაფხულში გაიაფდეს და დაახლოებით ამ ლოგიკით გადაწყვიტე იყიდო თუ არა smile.gif

Posted by: katerina-eko 15 Nov 2016, 22:45
მოგესალმებით, დახმარება მინდა, wizzair-ზე მინდა ბილეთის დაჯავშნა სალონიკის მიმართულებით, 3 სხვადასხვა ღირებულებას მიჩვენებს, ვეღარ გავიგე რა ღირს საბოლოოდ, როგორ მოვიქცე

Posted by: Hahman 16 Nov 2016, 16:40
-
---------------------------------------

Posted by: Scoorp 16 Nov 2016, 17:07
QUOTE (katerina-eko @ 15 Nov 2016, 22:45 )
მოგესალმებით, დახმარება მინდა, wizzair-ზე მინდა ბილეთის დაჯავშნა სალონიკის მიმართულებით, 3 სხვადასხვა ღირებულებას მიჩვენებს, ვეღარ გავიგე რა ღირს საბოლოოდ, როგორ მოვიქცე

არ იჯავშნება
ვიზეარზე ბილეთები

Posted by: emill 16 Nov 2016, 23:25
მეგობრებო, ბილეთი ქართულ ენაზე ამოვბეჭდე შემთხვევით, ინგლისური ვერსიაც მქონდა და ამრევია, რამე პრობლემას ხო არ შემიქმნიან მაგაზე? ყველა ძირითადი ინფო ისედაც ინგლისურად წერია, ქართულად მხოლოდ უმნიშვნელო რაღაცეები, ვეღარ ვასწრებ ხელახლა ამობეჭდვას

Posted by: Keti-Ket 17 Nov 2016, 10:05
მეგობრებო, ბილეთის ყიდვისას თანხის გადახდა ლარშივე ხდება თუ დოლარში?

Posted by: dato_dato 17 Nov 2016, 10:37
emill
QUOTE
მეგობრებო, ბილეთი ქართულ ენაზე ამოვბეჭდე შემთხვევით, ინგლისური ვერსიაც მქონდა და ამრევია, რამე პრობლემას ხო არ შემიქმნიან მაგაზე? ყველა ძირითადი ინფო ისედაც ინგლისურად წერია, ქართულად მხოლოდ უმნიშვნელო რაღაცეები, ვეღარ ვასწრებ ხელახლა ამობეჭდვას

საქართველოში არაუშავს და საზღვარგარეთ ყველგან სკანერია და შტრიხკოდია მთავარი

Posted by: acdachi 17 Nov 2016, 23:05
Keti-Ket
როგორც გინდა
ისე ლარში გირჩევ
დღეს ვიყიდე ბილეთი და 388 ლარი ან 155 ევრო გადაიხადეო.
155 ევრო რო დაახურდაო დღეს 400 ლარზე მეტი გამოდის.

Posted by: გიორგი XII 18 Nov 2016, 15:32
კაროჩე ვიზ იარის ბილეთი ვისაც გაქვთ ნაყიდი უკანა გზაზე ჩექინს არ აგდებს საიტზე და რა პრობლემაა ხომ არავინ იცით?


Posted by: Hahman 18 Nov 2016, 16:32
QUOTE (გიორგი XII @ 18 Nov 2016, 15:32 )
კაროჩე ვიზ იარის ბილეთი ვისაც გაქვთ ნაყიდი უკანა გზაზე ჩექინს არ აგდებს საიტზე და რა პრობლემაა ხომ არავინ იცით?

დღეს გავაკეთე ჩექინი და არ ჰქონდა პრობლემა. რამდენიმე საათში სცადე.

Posted by: giorgimercy 18 Nov 2016, 19:59
გამარჯობათ
ვიზ ეარით ვისაც გიმგზავრიათ
მაინტერესებს გოპროსთვის სელფის ჯოხი რომ ავიტანო ხელბარგში შეიძლება??
დამტენები შეიძლება?
აკუმულატორებზე არის ინფორმაცია და უწერიათ რომ შეიძლება

Posted by: Dolmena 18 Nov 2016, 20:03
giorgimercy
დამტენზე არავის არაფერი უთქვია

Posted by: nodara95 18 Nov 2016, 23:55
დორტმუნდს რომ ვუთითებ საერთოდ არ მაჩვენებს ბილეთებს და რა ხდება? სერვერის პრობლემაა რამე?

Posted by: CheEeL 22 Nov 2016, 16:24
dikka მადლობა.

კიდევ ერთი კითხვა, თუ LARGE CABIN BAG-ს ვიყიდი, სმოლის წაღების უფლება ისევ მაქვს? ანუ ორივეს წავიღებ ერთად?

Posted by: achi00089 22 Nov 2016, 16:36
CheEeL

მეც მაინტერესებს ეგ. Small Cabin Bag რა უბედურება ზომაა რუკზაკი გამოდის რამის, ან სადმე ხომ არ იცით იაფად რომ ვიყიდო?

Posted by: dikka 22 Nov 2016, 21:38
CheEeL
achi00089
Large Cabin Bag-ს თუ შეიძენ, Small cabin bag აღარ გეკუთვნის. პატარაა კი ესეც ძალიან sad.gif
მარტო ლეპტოპის, ფოტოაპარატის ან პატარა ხელჩათა შეგიძლია.
http://radikal.ru

ჩასაბარებელ ბარგს როცა ყიდულობ, მაშინ Small cabin bag-იც შეგძლია დამატებით

Posted by: Hahman 23 Nov 2016, 11:08
ქუთაისიდან თბილისში რას მოყვებით ხოლმე?

Posted by: dikka 23 Nov 2016, 12:51
Hahman

http://www.georgianbus.com/ დადის

Posted by: cuore 23 Nov 2016, 15:20
QUOTE (Hahman @ 23 Nov 2016, 11:08 )
ქუთაისიდან თბილისში რას მოყვებით ხოლმე?

ქუთაისის აეროპორტს თუ გულისხმობ ტაქსები არიან ვინ თბილიში მოდიან 20=25 ლარი უნდა მე გამოვყევი ეგრე ტიპმა ტურისტები ჩამოვიყვანეო და უკან მივდივარ თბილისშიო და დაგიმგზავრებო 20 ლარი მივეცი smile.gif
გამთენიისას

გზაში 2 პოლონელი გავიცანი უფრო სწორად კატოვიცეში ისინიც ქუთაისში მოფრინავდნენ ხოდა ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე 30 ლარი მოსთხოვა smile.gif

პ.ს ვისაც ჭირდება ინფო კატოვიცედან აეროპორტი საკმაოდ შორსაა 30 ევროზე ნაკლებად არავინ წამოვიდა აეროპორტში გაითვალისწინეთ
დღისით ავტობუსითან მიხვალთ

Posted by: Hahman 23 Nov 2016, 19:21
cuore
მადლობა. ეგ კაი რამეა 30 საც გადავიხდი თბილისამდე. smile.gif

Posted by: lilu777 23 Nov 2016, 19:28
Hahman


მარშუტკები დადიოდნენ შარშან აეროპორტის 12 ის მერე .
თავისუფლების მოედნიდან და პირიქით . ახლაც თუ არის არვიცი . ქუთაისის აეროპორტში რომ დარეკო გეტყვიან

Posted by: Hahman 23 Nov 2016, 21:53
lilu777
ოკ, მადლობა. ქუთეისში რომ ჩამოვალ რაღა დამკარგავს smile.gif გამოვყვებით ვინმეს. smile.gif

Posted by: GI2GI™ 2 Dec 2016, 12:17
ეს ხელბარგი მართლა პრობლემაა რა. დიდი ხელბარგი ვიყიდე იმ იმედით რო პატარასაც შევიტანდი და დიდსაც. აღმოჩნდა მარტო დიდი ხელბარგი შემაქ, დიდი ჩანთა უნდა ვიშოვო smile.gif

Posted by: demna_ 2 Dec 2016, 15:45
cuore
ღამითაც მიხვალ კატოვიცეს აერპორტში ავტობუსით. ღამე 9 საათაინს გავყევი ავტობუსს მე პირდად კატოვიცის სადგრიდან აერპორტამდე. 50 წუტში ჩავიდა

Posted by: CheEeL 11 Dec 2016, 02:10
აუ, ხალხო, დამეხმარეთ, მოკლედ ვიყიდე 2 ბილეთი ქუთაისი-ვარშავის მიმართულებით და wizzair disscount clubისთვისაც გადავიხადე თანხა. ჰოდა, კიდევ ვაპირებ ვიყიდო ბილეთები მაგრამ ჩემი ექაუნთიდან მიჩვენებს რომ ისევ ფული უნდა გადავიხადო wizzair disscount clubისთვის. და რატო ხდება ეგრე? ეგ ხო ერთჯერადი გადასახადია? :/ რამე უნდა გავააქტიურო დამატებით?

Posted by: Dv@li 11 Dec 2016, 03:21
CheEeL
კი ერთჯერადია ერთი წლის განმავლობაში. რამდენი გადაიხადე?

ნამდვილად შესული ხარ აქაუნთში? დისქაუნთ ქლაბ პრაის დააწვები როცა ყიდულობ და უნდა დააკლდეს წესით

Posted by: Russalka69 11 Dec 2016, 10:57
ხალხო ათენში ჩაფრენა ყველაზე იაფიანი რა ჯდება?

არაა სავალდებულო პირდაპირი რეისი იყოს

Posted by: achi00089 12 Dec 2016, 15:11
მეტროს ავტობუსის ბილეთი ვიყიდე ონლაინ 15 ლარად და მემგონი კაი ფასია, ვინმეს უმგზავრია? როგორ დადიან?

Posted by: utonega 12 Dec 2016, 18:00
achi00089
მეტროს ავტობუსიები გადასარევად დადიან თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

შეიძლება ქუტაისისკენ სხვა მოდელები ყავდეთ, იმიტომ დაგიწერე თბილისი ბათუმი.
ბედზნიერ მგზავრობას გისურვებ

Posted by: Dv@li 12 Dec 2016, 22:13
achi00089
კი ეგრე ღირს ბილეთები, ბათუმის მიმართულებით მიდიან და კოპიტნარში გაივლიან

Posted by: achi00089 13 Dec 2016, 12:08
utonega
Dv@li

გაიხარეთ მადლობაsmile.gif იმედია ნორმალური გზა იქნება ისეთი თოვლია რიკოთზე და იქითკენsmile.gif პროსტა ბარგი არ მიყიდია და იმედია ჩავეტევიsmile.gif

Posted by: CheEeL 16 Dec 2016, 22:12
Dv@li მოგვარდა თავისით. )) ეტყობა რაღაც შეფერხება იყო და ეგრევე არ აისახა ჩემს ექაუნთზე )) მადლობა wink.gif

Posted by: avto68 17 Dec 2016, 01:45
გამარჯობა,
ტრანსფერის შეძენა მინდა ქუთაისი თბილისი და ორ ფასს მაძლევს 7 და 12 ევროს, ვინმემ ხომ არ იცით ეს ფასთა სხვაობა რითია გამოწვეული?

Posted by: Hitzor 17 Dec 2016, 11:24
ამათი მეილი არ იცით?

მილანის წასვლის ბილეთი ვიყიდე და იქნებ გამონაკლისით მილანის ჩამოსასვლელ ბილეთში გადამიცვალონ

Posted by: ვივიანა 18 Dec 2016, 23:18
აუ 5 დღეა ვუზივარ 1 ბილეთს, 40 ევრო ღირს და მე ნაგლს იაფად მინდა biggrin.gif
რეინერით კი მაქვს წამოსასვლელი მაგრამ სხვა ქალაქიდან და მეზარება ბოდიალი, იქ 20 ევროს დაკარგვა მირჩევნია.

Posted by: ricrub 27 Dec 2016, 13:09
ხალხო ბილეთები როგორ ამოვაპრინტერო,არ აქვთ საიტზე პრინტი? ვერ ვიპოვე eek.gif

Posted by: Dv@li 27 Dec 2016, 13:23
ricrub
რეისის დეტალებში შედი და PDF ფაილი გადმოწერე. მერე დაბეჭდავ

Posted by: ricrub 27 Dec 2016, 13:27
Dv@li
დეტალებში მთლიანი გვერდის PDF გადმოვწერო? ისე არ აქვთ რომ მარტო ბილეთების PDF მომცეს?

Posted by: Dv@li 27 Dec 2016, 17:00
ricrub
მარტო ბილეთის PDF_ს გადმოწერ. ჩექ ინი გაკეთებული უნდა გქონდეს რო გამოჩნდეს გადმოწერა

Posted by: ricrub 27 Dec 2016, 20:02
Dv@li
ჩექინი 2 დღეში მეწყება და საელჩოში ხვალ ვარ დაბარებული :/
გვერდი რო ამოვბეჭდო მარტო არ წავა საელჩოში?

Posted by: Dv@li 27 Dec 2016, 22:28
ricrub
საელჩოში ბილეთებს გთხოვენ? თავისი ინიციატივით მიაქვთ მგონი ხალხს, რას ცვლის ეგ არ ვიცი

ისე ამობეჭდილზე არსად არ ჩანს შენი ბილეთი როა. შენი შეხედულებისამებრ მოიქეცი

Posted by: ricrub 28 Dec 2016, 00:09
Dv@li
ბილეთის ჯავშანი (დახურული თარიღით)

ასე უწერია იტალიის საელჩოს,რავი ამოვჭრი გვერდს და მივუტან რა, გაიხარე მადლობა

Posted by: dato_dato 28 Dec 2016, 02:21
ricrub
გვერდიდან ამიბეჭდე პირდაპირ, კონტრ პ მიეცი და რაც ამოვა ის წარადგინე, ჰვარიც ჩანს და თარიღიც, ეგრე მიგვაქვს ყველას, ერთერთი მნიშვნელოვანი საბუთია რასაც ყურადღებას აქცევენ

Posted by: ricrub 28 Dec 2016, 08:41
dato_dato
ოკ,მადლობა




...............

Posted by: Tamtusha 28 Dec 2016, 22:49

თვითმფრინავში შოკოლადების შეტანა შეიძლება თუ იცით? 2 კილომდე შოკოლადის

Posted by: Dv@li 28 Dec 2016, 22:56
Tamtusha
კი თამთუშ აქეთ რო მოვდიოდი შოკოლადები და ჰარიბუები მეყარა ჩანთაში ერთი სამი კილო. არავის არაფერი უთქვამს შემოწმებაზე.

Posted by: Tamtusha 28 Dec 2016, 23:06
56 × 45 × 25 CM ამ ზომის ბარგი კაბინაში შეტანა შემიძლია თუ უნდა ჩავაბარო?

მიპასუხეთ რა მეჩქარება <3


Dv@li
დიდი მადლობაა

Posted by: Dv@li 28 Dec 2016, 23:20
Tamtusha
საიტზე წერია ზომები და ბილეთზეც მგონი

ისე ოდნავ თუ აჭარბებს უფასო ბარგის ზომებს მაშინ არ იყიდო არავინ ამოწმებს სანტიმეტრებს
* * *
ხოო ეგ ფასიანი ხელბარგის ზომებია, თვითმფრინავში შეგიძლია ატანა 60 ლარი არის გადასახადი

Posted by: Tamtusha 28 Dec 2016, 23:26
Dv@li
აჰა დიდი მადლობა ატანა თუ შემეძლო ეგ მაინტერესებდა..გაიხარეე

Posted by: dato_dato 29 Dec 2016, 09:51
QUOTE
56 × 45 × 25 CM ამ ზომის ბარგი კაბინაში შეტანა შემიძლია თუ უნდა ჩავაბარო?

Dv@li
QUOTE
ისე ოდნავ თუ აჭარბებს უფასო ბარგის ზომებს მაშინ არ იყიდო არავინ ამოწმებს სანტიმეტრებს

ნუ შეგყავს შეცდომაში ადამიანი biggrin.gif პარიზში შემიმოწმეს არ ჩავიდა იმ რკინებში და მშხვლიპეს 45 ევრო wink.gif

Posted by: Hitzor 29 Dec 2016, 10:45
QUOTE
ამათი მეილი არ იცით?

მილანის წასვლის ბილეთი ვიყიდე და იქნებ გამონაკლისით მილანის ჩამოსასვლელ ბილეთში გადამიცვალონ


Posted by: Dv@li 29 Dec 2016, 15:00
dato_dato
არანაირ შეცდომაში არ შემყავს, პირადად მე მქონდა ოდნავ დიდი ზურგჩანთა და რამდენიმე ზედმეტ სანტიმეტრს ყოველთვის ჩაატევ იმ რკინებში
მითუმეტეს ქუთაისში არავინ დაგზდევს რამდენიმე სანტიმეტრზე და ასევე წონაზეც. ასევე ბერლინშიც

შენ თუ ჩასაბარებელი ბარგის ხელა ჩანთა გქონდა დაგაჯარიმებდნენ

ბორტზე ვისაც სად უნდა იქ ინახავს ბარგს, მგონი მარტო მე მედო სკამის ქვეშ, თითქმის ყველას ზევით ჰქონდა შენახული სკამის ქვეშ დასადები ბარგიც

Posted by: somnambuli 29 Dec 2016, 22:37
მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ჩემს ორ მეგობარს ვყიდულობდი დორტმუნდის ბილეთებს, ხოდა თითოს ფასი ეწერა 255 ლარი, რომ შევიყვანე მგზავრის ბილეთის პირობები ბარგი და ა.შ> შემდეგ გადავედი სავარძლის არჩევაზე, სადაც დაწერა ფასიანი ბილეთები მხოლოდ- 57-57 ლარი ღირდა. ხოდა TOTAL ხომ უნდა მოეცა 255+255+57+57=624 ლარი, მომცა 624-57 ანუ 567 ლარი. ანუ გამოვიდა რომ ერთI სკამის ფასში მომივიდა ორი? თუ რა მაფიაა, არ მინდა რომელიმე ფეხზე იდგეს 4 საათი ცაში biggrin.gif


ხოო და კიდევ ერთI ნიუანსია, რცა ჩეკ ინს ვაკეთებდი პასპორტებზე ვადაგასულიაო წერდა. არადა ორივეს მოხმარების ვადა ძალაშია.
ბილეთები უკვე ნაყიდია, ჩეკინი გაკეთEბულია. იმედია იმ 57 ლარის დაბრუნებას არ მომთხოვენ.

Posted by: dato_dato 30 Dec 2016, 09:45
Dv@li
QUOTE
არანაირ შეცდომაში არ შემყავს, პირადად მე მქონდა ოდნავ დიდი ზურგჩანთა და რამდენიმე ზედმეტ სანტიმეტრს ყოველთვის ჩაატევ იმ რკინებში
მითუმეტეს ქუთაისში არავინ დაგზდევს რამდენიმე სანტიმეტრზე და ასევე წონაზეც. ასევე ბერლინშიც

შენ თუ ჩასაბარებელი ბარგის ხელა ჩანთა გქონდა დაგაჯარიმებდნენ

ზურგჩანთას კი ჩააკვეხებ მარა ჩემი ჩანთა ვერაფრით ჩავაკვეხე biggrin.gif biggrin.gif ძაან იყო გაძეძგილი და ვერ ჩავტიე ვერაფრით biggrin.gif biggrin.gif და ბევრი არც მაცალიჩეს ეგრევე მშხვლიპეს 45 ევრო, სავარძლის ქვეშ არც მე დამიდია არასდროს ჩანტა

Posted by: nick_el_son 30 Dec 2016, 10:34
არასოდეს მქონია ზურგჩანთაზე პრობლემა, დაჟე არც ერთხელ არ შეუმოწმებიათ არც ზომაზე და არც წონაზე.
+ თუ პრაიორიტი ბოარდინგს იყიდი, კიდევ ერთი პატარა ჩანთის ატანა შეგიძლია უფასოდ smile.gif

Posted by: dato_dato 10 Jan 2017, 13:39
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემ აზრს, ვიზეირი მირჩევნია ყველა ავიახაზს თუნდაც იმიტომ რომ პირდაპირი რეისები აქვს ევროპის ქვეყნებში და იდეალურად ვიმგზავრე ქუთაისი-მიუნხენი ბერლინი-ქუთაისი

Posted by: mikron23 10 Jan 2017, 17:54
გამარჯობათ
ბარგის წონაზე როგორც გავიგე საიტიდან ვიზიაირის შემიძლია უფასოდ თან ვიქონიო ზურგჩანთა 32 კგ და ხელბარგი მცირე ზომის.
სწორად გავიგე? biggrin.gif sleep.gif rolleyes.gif

Posted by: dato_dato 10 Jan 2017, 17:56
mikron23
უფასო ხელბარგის (მცირე ზომის ჩანთა) არაფერი არ არის ვიზეარში

https://attach.forum.ge/post-69-1482990704.jpg

Posted by: mikron23 10 Jan 2017, 19:46
QUOTE
უფასო ხელბარგის (მცირე ზომის ჩანთა) არაფერი არ არის ვიზეარში

ანუ მარტო ხელბარგი უფასო ზურგჩანთაშI ფულს ვიხდი
sad.gif

Posted by: ვივიანა 10 Jan 2017, 20:24
ვიზეარის ლომებო, ვიყიდე უფასო ხელბარგიანი - ყველაზე იაფიანი რაც არის ხოლმე და და პატარა ჩანთის გადაკიდება არ შრიძლება ? ამისთვის პრიორიტეტუკი ვიყიდო ?
ან ეს გადასაკიდებელი ჩანთა რომ ხელბარგში ჩავაკვეხო არ გამოვა ?

Posted by: cuore 16 Jan 2017, 15:56
რა ვერ გავიგე ამ ვიზეარის საიტის ვუთითებ 2 უფროსს და ერთ პატარას მიგდებს ერთ ფასს და ეს ფასი სამივეზეა თუ თითო პერსონის ფასია

Posted by: Dv@li 16 Jan 2017, 16:11
ვივიანა
თუ ნაყიდი არ გაქვს ისე უბრალოდ არ აგატანინებენ რამეს, დამატებით ფოტოაპარატის ან რამე მსგავსის ატანა შეგიძლია პრიორიტეტული ბილეთით. ნახე წესებში უწერიათ

cuore
გადახედე მარცხნივ რა შედის წერია ჩექაუთის დროს

Posted by: cuore 16 Jan 2017, 18:59
Dv@li
მადლობა დავაკვირდება აბა
...................................................

Posted by: mikron23 16 Jan 2017, 19:02
ბილეთის ფული უკან არ ბრუნდება ხომ თუნდაც რაღაც ნაწილი?

Posted by: jkjkjk 16 Jan 2017, 19:36
60 ევრო ჩამოეჭრება ერთ გზაზე ერთ ადამიანს . ან თუ გადაუგზავნით ავადმყოფობის სერტიფიკატს 1 თვით ადრე რეისამდე (ან უფრო ადრე), გადახდილი ტანხის ნახევარს ცარიცხავენ პერსონალური ვიზზ ანგარიშზე საიდანაც შეგიძლია შეიძინო ბილეთი (ანუ ბანმკის ანგარიშზე არ ანაზღაურებს)

Posted by: ვივიანა 17 Jan 2017, 01:46
Dv@li
ჩანთა რომ Xელჩანთაში ჩავდო გადასაკიდებელი პატარა და არ ვაჩვენო ?
მაგის იმედზე მივდივარ.
პრიორიტეტული არ მაქვს ნაყიდი , 3 დღით მივფრინავ და იმედი მაქვს ჩავეტევი ბარგში.

Posted by: Dv@li 17 Jan 2017, 10:25
ვივიანა
ბორტზე უფასოდ შეგიძლია ერთი ჩანთის ატანა და ამ ჩანთაში თუ გინდა 3 ჩანთა ჩაატიე მთავარია ზომები არ იყოს დაშვებულზე ბევრად მეტი

Posted by: dato_dato 17 Jan 2017, 10:51
ვივიანა
QUOTE
ჩანთა რომ Xელჩანთაში ჩავდო გადასაკიდებელი პატარა და არ ვაჩვენო ?

არც აქედან და არც ბერლინიდან არაფერი უთქვამთ ჩემი 3 თანამგზავრი ქალისთვის ხელჩანთებზე, ხელჩანთაში თუ ჩადებ ხო საერთოდ არავის საქმე არ არის

Posted by: nick_el_son 17 Jan 2017, 11:29
ვივიანა
ზურგჩანთაში (თუ რაც მიგაქვს იმ ჩანთაში) ჩადე და ისე გადაიტანე, მაინც თავის დაზღვევის მიზნით : )


Posted by: ვივიანა 17 Jan 2017, 13:14
dato_dato
მადლობა ^^

nick_el_son
nick_el_son
ხო მაგას ვაპირებ, ტანსაცმელებს ჩავიცავ და ჩასხდომამდე ჩავალაგებ.
სპეციალურად მიმაქვს ნაჭრის ჩანთა, თუ რამეა მოიკეცება შემოწმებისას.
ისე 1 წლის წინ არც შეუხედავთ.

Posted by: ricrub 17 Jan 2017, 13:31
დაიცა ხალხო ავირიე biggrin.gif

უბრალოდ ზურგჩანთა რომ ავიტანო 42x32x25 ზომებით უფასოდ არ შემატანინებენ?

პრიორიტეტული არ მაქ ნაყიდი

Posted by: nick_el_son 17 Jan 2017, 13:32
ricrub
კი, უფასოა ეგ smile.gif





....

Posted by: ricrub 17 Jan 2017, 13:34
nick_el_son
მადლობა
ეგრე ვიცოდი მეც უბრალოდ ავირიე ზემოთ ისეთი პოსტებია ვერ გამოვიტანე აზრი biggrin.gif

ვინმემ ხომ არ იცით სად ყიდიან იაფად ვიზის ზომის ჩანთებს?

Posted by: dato_dato 17 Jan 2017, 14:56
ricrub
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით სად ყიდიან იაფად ვიზის ზომის ჩანთებს?

წერეთელზე, მგონი 7 ნომერია, წერეთლის ბაღს რო გაცდბი და ქუჩას გადაკვეთ წითელი აგურის შენობაა და მაგის 1 სართულზე 2-3 მაღაზიაა

Posted by: The DoctoR 18 Jan 2017, 00:13
კიდევ შემიცვალეს გაფრენის დღე. კაი კიდევ, რომ ვიზაზე საბუთები არ შემიტანია.
რამდენად ხშირად ხდება ეგეთი რაღაც და ბოლოს ისე ხომ არ იქნება, რომ საერთოდ გააუქმონ გაფრენა? smile.gif
რად მინდა მათი უკან დაბრუნებული 25 ლარი... smile.gif

Posted by: Miria 18 Jan 2017, 02:59
The DoctoR
QUOTE
კიდევ შემიცვალეს გაფრენის დღე.

ვინ შეგიცვალა და რატომ?

Posted by: The DoctoR 18 Jan 2017, 14:19
Miria
QUOTE
ვინ შეგიცვალა და რატომ?

თვითონ ვიზ ეარმა. 29 მარტს იყო გაფრენა, გააუქმეს და გადმოიტანეს 27ში.

Posted by: Alice_ 19 Jan 2017, 01:03
ცოტა დავიბენი და გამარკვიეთ რა,

ბილეთის შეძენიდან ერთ დღეში check-ინ თუ გაფრენამდე ერთი დღით ადრე?

Posted by: ricrub 19 Jan 2017, 01:25
dato_dato
მადლობა

Alice_
ფრენამდე 1 თვით ადრე ანუ 1 დღეში შეგეძლება ჩექინი

Posted by: Alice_ 19 Jan 2017, 01:28
ricrub
აა ტჰენკს.
Check-in და check in ამერია ერთმანეთში :დ

Posted by: Miria 23 Jan 2017, 23:10
The DoctoR
QUOTE
თვითონ ვიზ ეარმა. 29 მარტს იყო გაფრენა, გააუქმეს და გადმოიტანეს 27ში.

იმეილით შეგატყობინეს?

Posted by: The DoctoR 24 Jan 2017, 01:04
Miria
QUOTE
იმეილით შეგატყობინეს?

არა. რომ შევედი ჩემს პროფილში იქ ეწერა ფრენის დრო შეიცვალა და დაადასტურეო. ან დაგიბრუნებთ ფულსო.
შევიტანე ვიზის საბუთები და აწი თუ შეცვალეს მომიწევს სხვა ავიახაზების გამოყენება და აქამდე პროსტა ფაქტმა გამაკვირვა smile.gif

Posted by: freedemocrat 24 Jan 2017, 02:33
The DoctoR

ვაა უცნაურია, რომელი მიმართულებით შეცვალეს ფრენის განრიგი?

Posted by: gagripsh 24 Jan 2017, 12:00
ბარგის ფასი იკებს ხოლმე? ძალიან მეძვირება ახლა sad.gif

Posted by: Miria 24 Jan 2017, 19:38
The DoctoR
QUOTE
არა. რომ შევედი ჩემს პროფილში იქ ეწერა ფრენის დრო შეიცვალა და დაადასტურეო.

ბილეთის ყიდვის მერე არ შევდივარ ხოლმე პროფილში.
და , მაგალითად არ შეხვედი შენს პროფილში, სხვა არანაირი გზით არ გატყობინებენ რომ ფრენის თარიღი შეიცვალა?

და საით მიფრინავდი?

Posted by: nanana 24 Jan 2017, 19:43
დაჯავშნილი მაქვს ტრანსფერი თბილისიდან და მილანშიც სასტუმრომდე და და უკან, ვინმეს თუ გისარგებლიათ. ღირს თუ წავიდე ჩემით, ქუთაისში მაინც?

Posted by: Miria 24 Jan 2017, 22:16
nanana
wizz air-ს თბილისი-ქუთაისი ტრანსფერი აქვს?

Posted by: ThisTooShallPass 25 Jan 2017, 01:03
მაგარი გაპროჭდნენ ესენი რა...

ყოველდღე ფასებს უმატებენ...აი ყოველდგე...გუშინ 40 ლარით ნაკლები იყო...აქეთ ადმინისტრეიშენ ფიი...აქეთ იგივე დღეს ფრენა არასდროს არ არის...10-12 საათი ლოდინი ყველა ვარიანტში გიწევს..და მაგას კიდე მიუმატე ის რომ ჩვენი არ იყოს მიგდებულ და მივარდნილ აეროპორტებში დადის მხოლოდ...იქედან კიდე ყველა ქვეყანაში იმდენად ძვირია მგზავრობა ქალაქამდე რომ არ ღირს უკვე....არაფერს ვლაპარაობ იმაზე აქედან ქუთაისამდე რომ უნდა მარშუტკით იარო და მერე დაელოდო 3-4 საათი აეროპორტში, მერე მიჭუჭყულ თვითმფრინავში ჩაჯდე და 12 სათიანი ლოდინის შემდეგ რომელიმე აეროპორტში როგორც იქნა ჩაჯდე თვითმფრინავში რომ დანიშნულების ადგილს მიაღწიო....იქედან კი დავწერე ზემოთ რა პრობლემის წინაშე დგება ხალხი...


აპრილიდან 200 ლარზე ნაკლებად ფრენები არ არის...რა ვიზ ეარის და რა სიიაფე ამას ქვია...ბოლია რა...

ქუთაიში კიდე ვილნიუსის რეისი ვერ გახსნეს...და კიდევ ბევრის სადაც წესით უნდა მიფრინავდეს...

დრაქში გაიკეთეთ ეგეთი ბილეთი...ისევ თურქული ავიაკომპანიით წავალ... გააუქმებენ მალე მაგ აეროპორტს ასე თუ გაგრძელდა..

Posted by: teneee3 26 Jan 2017, 19:27
გამარჯოაბათ, ონლაინ ჩექინის დროს შეცდომით ჩემი მონაცემების მაგივრად მეუღლის პასპროტის მონაცემები შევიყვანე და შეცვლა შესაძლებელია თუ იცით??? ან გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა

Posted by: ვივიანა 26 Jan 2017, 20:33
ვაიმე მე საერტოდ არ მომთხოვა ჩექინის დროს პასპორტის მონაცემები.
rolleyes.gif

Posted by: The DoctoR 27 Jan 2017, 00:46
Miria
freedemocrat
ქუთაისი-მილანის მიმართულებით ჯერ საათი შეცვალეს 15 წუთით და შემდეგ საერთოდ გააუქმეს იმ დღის რეისი და გადმოიტანეს 2 დღით ადრე. როცა დავადასტურე, შემდეგ მომივიდა უკვე ახალი განრიგი და ინვოისი ფოსტაზე.
იმედია აღარ შეცვლიან smile.gif

Posted by: freedemocrat 27 Jan 2017, 00:59
The DoctoR
ვაა უცნაურია.

ისე მართლა გააძვირმა ვიზ ეარმა ფასები. ზაფხულში საერთოდ ძალიან ძვირი ფასებია, სადღაც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. გამიკვირდება ვინ იფრენს ქუთაისიდან 80-90 ევროდ, როცა თბილისიდანაც ღირს იგივე მიმართულებით ეს ფასი, 1 გზა.

რეისიბიც შეამცირეს. ბერლინი და მილანი დაფრინავს მხოლოდ ახალი რეისებიდან კვირაში 2 ჯერ. ხანდახან მილანი 3 ჯერ. სხვა მიმართულებები მხოლოდ კვირაში ერთხელ იფრენს :/

Posted by: ვივიანა 27 Jan 2017, 01:12
freedemocrat
ივნისის და სექტემბრის რეისებისთვის ჯერ ადრეა ბილეთის ყიდვა, 2 -3 თვიდან უნდა ჩაუჯდე კარგად.
მე ვილნიუსი-მიუნხენი-ვილნიუსი 30 ევროდ ვიყიდე. ოღონდ ჯერ 1 გზა, მერე მეორეს ველოდებოდი და ფასდაკლებაზე მივუსწარი.
თებერვლის რეისები ვიყიდე დეკემბრში, სექტემბრიდან ვუთვალთვალებდი და კაი ძვირი ღირდა.

Posted by: subterranean 28 Jan 2017, 04:40
QUOTE (ThisTooShallPass @ 25 Jan 2017, 01:03 )
მაგარი გაპროჭდნენ ესენი რა...

ყოველდღე ფასებს უმატებენ...აი ყოველდგე...გუშინ 40 ლარით ნაკლები იყო...აქეთ ადმინისტრეიშენ ფიი...აქეთ იგივე დღეს ფრენა არასდროს არ არის...10-12 საათი ლოდინი ყველა ვარიანტში გიწევს..და მაგას კიდე მიუმატე ის რომ ჩვენი არ იყოს მიგდებულ და მივარდნილ აეროპორტებში დადის მხოლოდ...იქედან კიდე ყველა ქვეყანაში იმდენად ძვირია მგზავრობა ქალაქამდე რომ არ ღირს უკვე....არაფერს ვლაპარაობ იმაზე აქედან ქუთაისამდე რომ უნდა მარშუტკით იარო და მერე დაელოდო 3-4 საათი აეროპორტში, მერე მიჭუჭყულ თვითმფრინავში ჩაჯდე და 12 სათიანი ლოდინის შემდეგ რომელიმე აეროპორტში როგორც იქნა ჩაჯდე თვითმფრინავში რომ დანიშნულების ადგილს მიაღწიო....იქედან კი დავწერე ზემოთ რა პრობლემის წინაშე დგება ხალხი...


აპრილიდან 200 ლარზე ნაკლებად ფრენები არ არის...რა ვიზ ეარის და რა სიიაფე ამას ქვია...ბოლია რა...

ქუთაიში კიდე ვილნიუსის რეისი ვერ გახსნეს...და კიდევ ბევრის სადაც წესით უნდა მიფრინავდეს...

დრაქში გაიკეთეთ ეგეთი ბილეთი...ისევ თურქული ავიაკომპანიით წავალ... გააუქმებენ მალე მაგ აეროპორტს ასე თუ გაგრძელდა..

გეთანხმები
თავიდანაა იაფი და მერე ძვირდება
ქუთაისის აეროპორტი საქათმედ გადაიქცა
ამ ჭ აეროპორტებში ჩასვლა კიდევ მაგარი თავის ტკივილია. დორტმუნდიდან სახლამდე 3 მატარებელი გამოვიცვალე, აქედან ერთზე ძლივს მოვასწარი გადაჯდომა უზარმაზარი ჩანთით და ძალიან გავწვალდი. მთლად 20 ევრო თუ არ გიჯდება, აღარ ღირს მგონი.

Posted by: freedemocrat 28 Jan 2017, 14:41
ვივიანა

საქართველოდან ბილეთებზე ვამბობ, მნიშვნელოვნად გაძვირდა. თავიდან იაფია რამდენიმე ათეული ბილეთი და მერე უკვე ძალიან ძვირდება. თან ბარგი მგონი ბილეთზე ძვირი ღირს biggrin.gif ხელბარგს ვგულისხმობ, თუ არა დიდ ბარგს ვერ გაეკარები ისეთი ძვირია. ალბათ შეუმცირდათ ხალხი რეისებზე და ამიტომაც შეამცირეს ზოგიერთი ფრენა - დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა, ვარშავა. იმედია საერთოდ არ გავლენ :/

აი რაინეარი რომ შემოვიდეს კარგი იქნება, კონკურენცია ექნებოდათ და ფასებზეც იმოქმედებდა. პეგასუსის გასვლის შემდეგ ქუთაისში მარტო ვიზ ეარი დაფრინავს ფაქტობრივად

Posted by: ვივიანა 28 Jan 2017, 15:40
freedemocrat
საქართველოდანაც ვნახულობ ბილეთებს ხშირად. 1 კვორის წინ ქუთაისი-დორტმინდი-ქუთაისი 120 ლარამდე გამოდიოდა, მაისის ბოლოს. ეხლა ცოტქ გაძვირდა.
ვიზეარს თავისი სისტემა აქვა გაყიდვების, რომელიც პროგრამულია. არავინ ყიდულობს ? იაფდება, ჩამოდის დაბლა ფასი, რაც დრო გადის უფრო აკლდება. 10 ევროიანი ბილეთი მაქსუმ 5 იყოს, მერე მოდის 15 ევრო ისიც 5 და ასე. იყიდის ვინმე 10 ევროიანს ? გააძვირებს.
ყველაზე იაფი მაინც 2 თვით ადრეა ხოლმე რაც მე მინახავს.
2 წლის წინ რომ ვიყიდე მაშინაც მსგავსი სიტუაცია იყო.
ბარგი რავიცი 1 თვით თუ მიდიხარ კი გჭირდება ბევრი მაგრამ 7 დღეზე, 10 დღეზე ნაკლებად.

რაც შეეხება რეისების შემცირებას, სეზონურია, შარშანაც ასე იყო ზამთარში და ზოგადად ვიზეარის პოლიტიკა მსგავსია. თუ ივნისი - ივლისიც ასეა ?
არამგონია გავიდნენ, ხალხი აშკარად დაფრინავს.



Posted by: teneee3 28 Jan 2017, 17:10
მე ვიყიდე ქუთაისი მილანის , მილანი-ქუთაისის თებერვლის ბილეთები ნოემბერში 90 ევროდ ორ კაცზე, და მალევე ერთ კვირასში გააძვირეს ფასები

Posted by: ricrub 3 Feb 2017, 20:35
ხალხო ძალიან სიძვირეა ახლა რასაც ვუყურებ ვიზეარში თითქმის ყველა ნორმალური ევროპული ქალაქის მიმართულებით და რატომ ხდება ეგრე,ვითომ ტურისტულები დაერივნენ და მაგიტო გაძვირდა?
თუ ზოგადად ამ პერიოდში ეგრეა და დაკლების იმედი მქონდეს ? rolleyes.gif

Posted by: miashka 5 Feb 2017, 23:16
ვისაც გამოცდილება გაქვთ იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს ქუთაისიდან ხელბარგში კოსმეტიკას გამატანინებენ თუ არა?

Posted by: freedemocrat 6 Feb 2017, 02:08
800 ლარია ერთი გზა ვარშავის მიმართულებით ივლისში :დ

ღადაობენ მგონი, არ გეშლებათ, 80 არა, 800 ლარი smile.gif)))))

Posted by: justhappy 6 Feb 2017, 02:36
გაუმარჯოს სასტავ ვისაც გგონიათ შეხება დაწერეთ ანუ ქალაქს და ქვეყანას არ აქ მნიშვნელობა მთავარია ყველაზე იაფი იყოს ბილეთი ვიზიარით და იქ საბაჟო ადვილად ატარებდეს . ერთი ეგეთი ვიცი მე სალონკი 70 ლარად წავიდა ძმაკაცი და ბეზ პრობლემ შეუშვეს დაწერეთ რა თუ რამე იაპიანი იცით კიდევ მე საბერძნეთი არ მინდა იმ პონტში რო იქიდა მერე გემით გადადი მეზარება ანუ საიდანაც ავტობუსით წავა ან მატარებლით ნებისმიერი შენგენის ქვეყანაში იყოს ნებისმიერი

Posted by: gagripsh 6 Feb 2017, 09:39
QUOTE (freedemocrat @ 6 Feb 2017, 02:08 )
800 ლარია ერთი გზა ვარშავის მიმართულებით ივლისში :დ

ღადაობენ მგონი, არ გეშლებათ, 80 არა, 800 ლარი smile.gif)))))

კი შეილება ღირდეს. სავარაუდოდ 1 ბილეთია დარჩენილი მაგ რეისზე. 1 დღე რომ არ გაიყიდება 10 ევრო დააკლდება და ყოველ დღე ასე სანამ არ გაიყიდება. მაგ პრინციპით მუშაობს, თავიდან იყიდება იაფად და ყოველი გაყიდული ბილეთის მერე ემატება ფასი, რაც ადგილები მცირდება და ბოლოს ისეთი ფასი ხდება რომ აღარ იყიდება და იწყებს მერე უკან ცამოსვლას.

Posted by: Princess of Persia 6 Feb 2017, 18:58
გამარჯობა. ნაყიდ ბილეთებზე ვამატებდი ბარგს... ერთ გზაზე დავამატე ჩვეულებრივ და უკან გამოფრენის ბილეთზე ვერ ვამატებ ვერაფრით. გადახდას რომ ვაწვები ბილეთზე მაბრუნებს და ისევ CONFIRM AND PAY CHANGES-ს მიწერს. მეორედ ვცადე და იგივე... ეხლა მაინტერესებს შეიძლება ორივე მცდელობის თანხა ჩამომაჭრას შემდეგ თუ საერთოდ არ განხორციელდეს ეს ოპერაცია... არც მეილზე მომსვლია არაფერი, ონლაინ ბანკინგშიც შევამოწმე თანხის ბლოკირება ან ჩამოჭრა არ ჩანს... საიტი ჭედავს თუ რა ხდება. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა... ?

Posted by: marimari11 6 Feb 2017, 19:10
ბილეთის დაბრუნება შეიძლება?

Posted by: explore_my_life 6 Feb 2017, 21:58
გაუმარჯოს,

რამდენიე კითხვა მაქვს, გთხოვთ, გამიზიაროთ გამოცდილება:

1. Large Cabin Bag - ის აღების დროს, მთავარია საიტზე მითითებულ ზომებში ჩავჯდე და წონას არ აქვს მნიშვნელობა?
2. CHECKED-IN BAG (23კგ) აღების დროს ადგილზე ბარგის ჩაბარების პროცედურა რამდენ დროს საჭიროებს? ამ შემთხვევაში გავდივარ ონლაინ Check In თუ რამე იცვლება?

Posted by: ვივიანა 6 Feb 2017, 22:07
marimari11
როგორც ვიცი არა, მაგრამ ზოგი ამბობს რომ დაუბრუნებიათ თანხა, ჯანმრთელობის ცნობა მივწერეო, მეორემ დავრეკეო. სცადე მაინც.

explore_my_life
1. წესით და რიგით ზომაში უნდა ჩაეტიო, წონა არსადაა მითითებული.
2. ონლაინ ჩექინი შენით უნდა გაიარო თუ ზედმეტის გადახდა არ გინდა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბარგი გაქვს.

Posted by: explore_my_life 6 Feb 2017, 22:11
ვივიანა
მადლობა ინფორმაცისთვის.

Posted by: marimari11 6 Feb 2017, 22:45
ვივიანა
ჯერ არ მიყიდია givi.gif უბრალოდ არ ვიცი ზუსტად მოვახერხებ თუ არა წასვლას.არადა ბილეთი ძაან იაფია

Posted by: ვივიანა 6 Feb 2017, 22:54
marimari11
იყიდე თუ იაფია :დ საით გეგმავ ?
მე ვიყიდე ეგრე და მივდივარ ეხლა :დ
ryanair-ის ბილეთი ვიყიდე წამოსასველი, მერე შევედი ვიზეარზე 3 დღეში და წამოსასვლელი ბილეთიც ვიყიდე , ჯამში 3 ბილეთში 40 ევრო გადავიხადე :დ

ყველაზე ღადაობა ისაა რომ ვილნიუსი მემინგენი მიჯდება 10 ევრო თვითმფფრინავი, მემინგენი მიუნხენი მატარებელი კი 19 ევრო biggrin.gif

Posted by: marimari11 6 Feb 2017, 23:08
ვივიანა
QUOTE
, ჯამში 3 ბილეთში 40 ევრო გადავიხადე :დ

wow.gif რა იაფიაა
მე 40 ევრო მიჯდება გაფრენა და გამფრენა მგონი 80 ღირს
ისიც არ ვიცი ჯერ თან ჩამოფრენა რომელ ქალაქში მომიწევს :|

Posted by: ვივიანა 6 Feb 2017, 23:16
marimari11
გამოცდილებით მივხვდი რომ კარგად უნდა დაგეგმო, არ იყიდო პირდაპირ ბილეთი იმიტომ რომ იაფია.
მაგალითისთვის აარჩიე მიმართულება, ნახე ყველა იაფი ავიაკომპანიის ბილეთები ამ მიმართულებით, მოძებნე შემდეგ აეროპორტი რა მანძილზეა ქალაქიდან, იპოვე გზა როგორ მიხვიდე ქალაქის ცენტრამდე- goeuro.com ყველაზე კომფორტულია. და მერე აარჩიე ყველაფერი.
მე ცოტა დავხამდი ვიზიეარის 9 ევროიანი ბილეთი რომ ვიყიდე, მერე რაინეარის ვიყიდ ფრანკფურტამდე- ეგ 20 ევრო ღორდა, უაკნ წამოსასვლელი ვიზეარით 50 ევრო ღირდა სადღაც, სამ დღეში შევედი და ფასდაკლება მოუწია და 12 ევრო თუ რაღაც ეგრე გადავიხადე.
easyjet-ზეც ნახე ბილეთები.

დასაგეგმია ზოგადად კარგი, თორემ ისე იაფად შეგიძლია ბილეთების ყიდვა რომ არ ვიცი.

Posted by: Dv@li 7 Feb 2017, 01:30
explore_my_life
QUOTE
1. Large Cabin Bag - ის აღების დროს, მთავარია საიტზე მითითებულ ზომებში ჩავჯდე  და წონას არ აქვს მნიშვნელობა?


15კგ უნდა იყოს მაქსიმუმ როგორც ვიცი.

გადაამოწმე საიტზე წერია

Posted by: ricrub 7 Feb 2017, 13:26
ხალხო ვიყიდე ბილეთები და ადგილი არაა მითითებული და ამისთვის კიდე ცალკე მახდევინებს? eek.gif

Posted by: filewarez 7 Feb 2017, 13:27
გამარკვიეთ ერთ რამეში, მცირე ხელბარგი რამდენი კილოა დაახლოებით ზომებით ვერ ვხვდები რუკზაკის ხელა ხომ არის?

Posted by: ვივიანა 7 Feb 2017, 15:46
ricrub
არ გადაიხადო, ჩექინის დროსაც არ მონიშნო, სისტემა თვითონ მიგანიჭებს ადგილს.

filewarez
კილო არაა Mითითებული.
აიღე სახაზავი და რომელიმე ჩანთა გაზომე და მიხვდები.

Posted by: ricrub 8 Feb 2017, 01:33
ვივიანა
QUOTE
არ გადაიხადო, ჩექინის დროსაც არ მონიშნო, სისტემა თვითონ მიგანიჭებს ადგილს.


მადლობა



Posted by: Dv@li 8 Feb 2017, 02:27

ვივიანა
10 კილო უნდა იყოს მცირე ხელბარგი მაქსიმუმ
filewarez

Posted by: filewarez 8 Feb 2017, 14:14
თუ გამარკვევთ კიდე კაი იქნება ავტობუსით მომსახურება რომ აქვს ვიზ ეარს ეგ როგორ ხდება? ვერ მივხვდი თბილისდან ქუთაისში არის თუ არის რომელია რა ჯდება კაცი?

Posted by: ricrub 8 Feb 2017, 15:21
QUOTE
თუ გამარკვევთ კიდე კაი იქნება ავტობუსით მომსახურება რომ აქვს ვიზ ეარს ეგ როგორ ხდება? ვერ მივხვდი თბილისდან ქუთაისში არის თუ არის რომელია რა ჯდება კაცი?

ორივე გზა არის თბილისი-ქუთაისი და ქუთაისი-თბილისი
ფასი 20 ლარი,მაგრამ 2 გზას თუ აიღებ 10% ფასდაკლებაა ანუ 36 ლარი გამოდის

georgianbus.com

Posted by: takogg 8 Feb 2017, 15:27
გამარჯობა დამეხმარეთ რა როგორ ვნახო ივნისის ბილეთები რომელ რიცხში უფო იაფია თუ ჯერ ადრეა? დაახლოებით რამდეან ვიყიდი ვარშავის ბილეთებს

Posted by: kamikadze_teroristi 8 Feb 2017, 18:21
ვიზეარზე ამ იაფიან ბილეთებს როგორ ყიდულობთ ან როგორ უნდა შევარჩიო პერიოდი იაფად ბილეთის საყიდად?
აგვისტოს ბოლოს მინდა წასვლა მაქსიმუმ 1 კვირით.

Posted by: ვივიანა 8 Feb 2017, 19:36
takogg
საიტზე შედი ვიზეარის , ჩაწერე სასურვეკი მიმართულება, რიცხვები და თავადვე ნAხავ რომელ დღეს რა ღირს.


kamikadze_teroristi
ვიზეარის საიტზე. ხშირად შეამოწმეთ ფასები და როცა ხელმისაწვდომი იქნება იყიდეთ.

Posted by: cuore 11 Feb 2017, 23:31
ამ ვიზეარმა სულ გაუბერა რა ფასები უდევს ბილეთებზე ზაფხულში facepalm.gif

Posted by: Hitzor 14 Feb 2017, 23:11
კვირას დილით 6ზეა მილანის ფრენა.
თბილისიდან მარშუტკა ისევ თავისუფლებიდან გადის? და თუ კი - რომელზე?

Posted by: *LilacWine* 16 Feb 2017, 11:11
ბილეთის ყიდვისას დარეგისტრირებული გვარი და პასპორტში ჩემი გვარი ინგლისურად არ ემთხვევა ერთმანეთს. ბილეთში არის ph და პასპორტში p. იმეია გასაგებად ავხსენი cry.gif პრობლემები შემექმნება? სახელის შეცვლის საფასური უნდა გადამახდევინონ? პეგასუსი და სხვა დიდი ავიაკომპანიები არ ქმნიან ერთი ასოს გამო პრობლემას და ვიზეარის შემთხვევაში როგორაა შეგიძლიათ მითხრათ?ონლაინ ჩექინი ჯერ არ გამივლია.

Posted by: dato_dato 16 Feb 2017, 11:31
*LilacWine*
QUOTE
ბილეთის ყიდვისას დარეგისტრირებული გვარი და პასპორტში ჩემი გვარი ინგლისურად არ ემთხვევა ერთმანეთს. ბილეთში არის ph და პასპორტში p. იმეია გასაგებად ავხსენი  პრობლემები შემექმნება? სახელის შეცვლის საფასური უნდა გადამახდევინონ? პეგასუსი და სხვა დიდი ავიაკომპანიები არ ქმნიან ერთი ასოს გამო პრობლემას და ვიზეარის შემთხვევაში როგორაა შეგიძლიათ მითხრათ?ონლაინ ჩექინი ჯერ არ გამივლია

ჩექინის დროს სწორედ ჩაწერე თუ ვერა დარეკე ცხელ ხაზზე და გაასწორებენ

Posted by: nita0607 16 Feb 2017, 13:15
რა ხდება რა ფასებიაა????? გააფრინეს საერთოდ? ზაფხულში ყველგან ძვირი ფასებია, შარშან არ იყო ეგრე. რა გონიათ რომ ყველა წავა და გაკეთDებიან ? facepalm.gif

Posted by: cuore 16 Feb 2017, 15:39
nita0607
არ თქვა ვაბშე გაუბერეს ეხლა ვეძებდი და ზაფხულის პერიოდზე იმხელა ფასები აქვს აზრს კარგავს ქუთაისში ჩასვლა

Posted by: *LilacWine* 16 Feb 2017, 20:49
dato_dato
მადლობა
...........................................

Posted by: filewarez 18 Feb 2017, 12:34
ადრე მეილზე მომივიდა ბილეთი რომ გადავდიოდი ბმულზე მიჩვენებდა ჩვეულებრივად ყველაფერს ახლა რაღაცის შეცვლა მინდოდა და არ მოიძებნაო და რისი ბრალია?
* * *
დამეხმარეთ რა ვერ ვხვდები ადგილების არჩევა მინდა და ბილეთს საიტზე საერთოდ არ მიჩვენებს ლინკი არ არის სწორიო და რაღაც უაზრობებს მიწერს

ხოდა არც იმას მიჩვენებს რომ ბილეთI მაქვს ნაყიდი, არაფერს არადა ინვოისი ყველაფერი მომივიდა

სოფიას მიმართულებით მქონდა ბილეთი ნაყიდი და სოფიაში რა ფრენები გააუქმეს საერთოდ?

მაშინ ფულიც დამიბრუნონ

Posted by: womanly 18 Feb 2017, 23:13
filewarez
კი გააუქმეს და ნაყიდი თუ გაქვთ მეილზე მოგივათ შეთავაზება ან დაგიბრუნებენ თანხას ან შეგიძლიათ აარჩიოთ სხვა ალტერნატიული მარშრუტი... მე პირადად არ მაქვს გამოცდილება მაგრამ ასე ხდება ვისაც გაუუქმდა

Posted by: menina55 20 Feb 2017, 01:17
გამარჯობაა

მაინტერესებს ყველაზე კარგი და იაფი ავიაბილეთების შეძენა სად ხდება
რომელს მირჩევთ



ბარგი სულ რამდენს უნდა იწონიდეს?

Posted by: madridman 20 Feb 2017, 21:16
ბრატცი, რაინეარზე ჩექინი ფასიანია ხო რეგულარ ბილეთზე?
და რა ღირს ხო არ იცით? ონლაინ შეიძლება?

Posted by: The DoctoR 20 Feb 2017, 23:15
გამარჯობათ

მაქვს ჩანთა (იხ. ფოტო) და მინდა ამ ჩანთით მგზავრობა. ვიცი რომ უფასოდ ვერ წავიღებ ვიზეარით, თუმცა 56 სმ თუ არის სიმაღლე, ცოტას დამატება მიწევს.

მაინტერესებს - სიმაღლის გაანგარიშებაში, ითვლება თუ არა ბორბლები? ანუ ათვლა იატაკიდან ხდება თუ ჩანთის ძირიდან (ბორბლების გაუთვალისწინებლად) ?

http://fastpic.ru/

Posted by: marimari11 20 Feb 2017, 23:34
უბრაგო ბილეთი რომ ვიყიდო ყველაზე იაფიანი რაცაა მერე შეიძლება იგივე რეისზე ბარგიანზე გადაცვლა?

Posted by: ვივიანა 20 Feb 2017, 23:43
madridman
არა უფასოა ონლაინ ჩექინი, 4 დღით ადრე შეგიძლია, ოღონდ აუცილებლად უნდა ამობეჭდო.

The DoctoR
Uნდა ჩაეტიოს სპეციალურ რაღაცაში, ჩადე ამოტრიალებულმა და იქნებ არ ჩათვალონ.
ხანდახან არც კი უყურებენ.

დღეს ვიფირე Dა 5 დღის წინ ვილნიუსი-მემინგენი-ვილნიუსი და არც შემონხედეს ზედ რა მეკავა.


marimari11
გადაცვლა არა, დამატება ხდება ბარგის. შენი "გვერდი" გაქვს საიტზე და იქ რასაც გინდა დაამატებ, ოღონს ფასიანია.
ადგილი არ აირჩიო შენით- 5 ევროს ზოგავ, ონლაინ ჩექინითაც 5 ევროს ზოგავ( თუ მეტა არა , აღარ მახსოვს)


Posted by: nanana 23 Feb 2017, 01:08
მოკლედ პირველად მივფრინავ ვიზეარით, აპრილში და ბილეთში წერია check in within 6 days და უკანა ბილეთზე check in within 13 days. ვერ გავიგე 6 და 13 დღის განმავლობაში უნდა დავჩექინდე? ჯერ ძაან ადრეა. მაგათი ტომების კითხვის დრო არ მაქვს. მირჩიეთ გამოცდილებო :*

Posted by: dato_dato 23 Feb 2017, 10:20
nanana
QUOTE
მოკლედ პირველად მივფრინავ ვიზეარით, აპრილში და ბილეთში წერია check in within 6 days და უკანა ბილეთზე check in within 13 days. ვერ გავიგე 6 და 13 დღის განმავლობაში უნდა დავჩექინდე? ჯერ ძაან ადრეა. მაგათი ტომების კითხვის დრო არ მაქვს. მირჩიეთ გამოცდილებო :*

ფრენის თარიღიდან 1 თვით ადრე გაიხსნება ონლაინ ჩექინი და დაჩექინდი როცა გინდა გაფრენის წინა დღემდე

Posted by: somnambuli 23 Feb 2017, 16:05
ჩემს ძაკაცს ვყიდულობ ხოლმე გერმანიის ბილეთებს და მის მეგობრებს, ვერ გავიგე . როცა ვარეგისტრირებ მგზავრს ხან მთხოვს სავარძლის გადასახადს ხან არ ითხოვს და რა კანონზომიერებაა ვერ მივხვდი? ერთხელ 2 ბილეთი ვიყიდე ერთზე გადამახდევინა მეორეზე არა. 5-6 თვის წინ რომ ვყიდულობდი უფასო ადგილები იყო და არაფრის გადახდა მიწევდა. ახლა თითქმის სულ ფასიანი სავარძლებია მაგრამ ზოგჯერ არ მიმატებს ადგილის ფულს.

Posted by: Hahman 23 Feb 2017, 16:10
მთლად გაფუჭდა ეს ვიზეარა ლონდონის მიმართულებით 300+ ლარში მიფრინავს უბარგოდ : ) მაგ ფასში თბილისიდანაც გავფრინდები ბარგიანად.

Posted by: madridman 23 Feb 2017, 17:06
ბრატცი. ნაყიდი ბილეთის გაყიდვა შემიძლია?
ვთქვათ და შეიცვალა გეგმები და ვეღარ მივფრინავ.

გაუქმება 60 ევრო ღირსო მითხრეს sad.gif

Posted by: webdesigner93 23 Feb 2017, 17:48
madridman
QUOTE
გაუქმება 60 ევრო ღირსო მითხრეს

რას ქვია გაუქმება 60 ევრო, სულ არ გაფრინდები და ეგ იქნება biggrin.gif მაგაში არ გიწევს დამატებით რამის გადახდა biggrin.gif

Posted by: madridman 23 Feb 2017, 18:10
webdesigner93
თანხა რო დაგიბრუნდეს უკანო biggrin.gif მარა 60 ევრო სულ არ გადამიხდია მგონი მაგ ბილეთში biggrin.gif

Posted by: ვივიანა 23 Feb 2017, 19:07
somnambuli
საერთოდ არ მონიშნო ადგილები და იქნება უფასო, თუ არ გასრულებინებს მონიშვნის გარეშე ანუ მხოლოდ ფასიანი ადგილები დარჩა. მალევე თუ გაივლი ჩექინს იქნება უფასო ადგილი.

madridman
შეგიძლია მგონი გადაცვლა და გადაფორმება, 50 ევრო ღირს როგორც მახსოვს ორივე.

Posted by: somnambuli 23 Feb 2017, 22:00
ვივიანა
ცექინს Eგრევე გავდივარ ხოლმე Dა ძIრითAდად უფასო იყო Xოლმე 2-3 შEმთXვევისბგარდა

Posted by: cuore 24 Feb 2017, 12:42
ძალიან მაგრად გაუბერა ვიზზეარმა
.........................................................

Posted by: Hahman 24 Feb 2017, 15:37
QUOTE (cuore @ 24 Feb 2017, 12:42 )
ძალიან მაგრად გაუბერა ვიზზეარმა
.........................................................

თავში აუვარდათ მოთხოვნადები რომ გახდნენ smile.gif ცოტახანში ისევ დაუწევენ.

Posted by: wf28 27 Feb 2017, 00:08
გაითვალისწინეთ რომ ვიზეარი ქუთაისიდან სულ არ უყურებს ჩემოდნებს, + 5 ან 10 სმ რომ იყოს სიგრძეში ან სიგანეში გატარებს, იქ სპეციალური საბაგაჟე ადგილია და შენი ჩემოდანი თუ ეტევა ნებას გრთავენ წაიღო უფასოდ, ჩემი ჩაეტია და სიმააღლეში 7 სმ ით მეტი იყო და გამატარეს უპრობლემოდ, უკანა გზაზე ევროპის ერთ ერთ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები შემიქმნეს, გინდა თუ არა დიდი ბარგის ზომის ამბავში გადისო და ფული დაამეატეო, მგონი 60 ევროზე იყო ბაზარი... ქართული გავიტანე მე და უფასოდ გამომმიშვეს მაგრამ იცოდეთ რა, 1 სმ ითაც დიდი რომ ი იყოს პრობლემა გექნებათ გექნებათ რა დიდი ბაგაჟის პონტში გადის.......

Posted by: ვივიანა 27 Feb 2017, 00:10
wf28
რომელი ქალაქიდან გამოვფრინდით ?
მემინგენში ზედ არ შეუხედავთ.

Posted by: gagripsh 27 Feb 2017, 09:19
wf28
ვივიანა
გუშინ მილანში ჩვენები იმხელა ჩემოდნების ჩატენვას ცდილობდნენ იმ ყუთში გამაეტებით, რომ რეგისტრატორები ძაან გაბრაზდნენ და ბოლოს ყველას შარს დებდნენ დიდიაო. ვიღაც ქალი ვაფშე მალავდა ჩანთებს და ჩუმათ უნდა ავიტანოო მაგრამ ეგეც დაიჭირეს. smile.gif)))

Posted by: Hahman 27 Feb 2017, 10:37
QUOTE (gagripsh @ 27 Feb 2017, 09:19 )
wf28
ვივიანა
გუშინ მილანში ჩვენები იმხელა ჩემოდნების ჩატენვას ცდილობდნენ იმ ყუთში გამაეტებით, რომ რეგისტრატორები ძაან გაბრაზდნენ და ბოლოს ყველას შარს დებდნენ დიდიაო. ვიღაც ქალი ვაფშე მალავდა ჩანთებს და ჩუმათ უნდა ავიტანოო მაგრამ ეგეც დაიჭირეს. smile.gif)))

help.gif აი ასეთებს რომ დინახავ კაცი, კითხვა ხო გაგიჩნდება ვიზალიბერალიზაციის ქონა არ ქონაზე?! facepalm.gif

Posted by: dato_dato 28 Feb 2017, 10:39
სოფიას რეისი გააუქმა ქუთაისიდან ვიზმა???

Posted by: freedemocrat 28 Feb 2017, 15:34
dato_dato
კი გაუქმებულია როგორც ჩანს

Posted by: GODZILLA 3 Mar 2017, 04:48
online chek in ს რო ავსებ Document ID number - პირადი ნომერია თუ პასპორტის ნომერი ?

Posted by: 30fyllos 3 Mar 2017, 20:12
გამარჯობა.არასდროს მიყიდია ბილეთი ონლაინ ხოდა როგორი რაღაცაა,ცოტა ჩაინიკური კითხვაა მარა smile.gif ვიყიდე ვთქვათ ბილეთი შემხვდა იაფად ,მივდივარ აკედან მანქანით მინდა რო ვანახო მესაზღვრეს რა თუ მკითხა უკან დასაბრუნებელი ბილეთი.ეს ონლაინ ნაყიდი ბილეთი როგორ უნდა ამოვბეჭდო რო ხელში მკონდეს,იმეილზე მოდის თუ რა პონტია იქნებ დამეხმაროთ წინასწარ მადლობა

Posted by: ხინკალი 3 Mar 2017, 21:36
ფრენა გადაიდო, წყალტუბოს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გვაგულავეს))
მადლობა ვიზეარს <3

Posted by: womanly 4 Mar 2017, 09:37
ხინკალი
სასტუმროში რო გაგულავეს კი კარგია მაგრამ დავუშვათ სადაც მდიხარ იქ სასტუმრო გაქვს ნაყიდი წინასწარ მაგის ფულს ვინ აანაზღაურებს? მიზეზეი რა იყო ფრენის გადადების? ან ნეტა რამდენად ხშირია

Posted by: რეამინაცია 4 Mar 2017, 11:14
GODZILLA
QUOTE
online chek in ს რო ავსებ Document ID number - პირადი ნომერია თუ პასპორტის ნომერი ?

პასპორტის.

30fyllos
Emailზე მოდის კი.

Posted by: FranziskanerWeissbier 5 Mar 2017, 13:18
ვიზაირით არასდროს მიმგზავრია და მაინტერესებს ჩვეულებრივი ეკონომ ბილეთით რამხელა ჩანთის წაღება შემიძლია და ლეპტოპიც შიგნით უნდა მედოს თუ ცალკე შემიძლია ჩანთა და ცალკე ლეპტოპი თავის ჩანთით?
-------
ა ვნახე წინა პოსტები გავარკვიე. რამე ხომ არ შეიცვალა უბრალოდ იმის მერე? biggrin.gif ერთი 7-8 კილო პატარა სპორტული ჩანთა რომ წავიღო იმედია შემატანინებენ ხო და 45442345 ევროს არ მომთხოვენ? biggrin.gif

Posted by: dato_dato 5 Mar 2017, 13:45
FranziskanerWeissbier
უფასოდ მხოლოდ 1 ჩანთა

Posted by: Scoorp 14 Mar 2017, 11:32
dato_dato


ამ პატარა ზურგჩანთის შემთხვევაში წონა არაა მითითებული?
მაქსიმუმ იქნება ალბათ რაღაცა ხო მაინც?

და მაგის გარდა შანსი არ მაქვს რამე ავიტანო თვითმფრინავში?
მაგალითად ფოტოაპარატი biggrin.gif
ან პატარა პარკი,ან სხვა რამე biggrin.gif

Posted by: nita0607 14 Mar 2017, 11:54
ხალხნო ქუთაისის აეროპორტში პარკინგის ამბავი როგორაა? მანქანას დავტოვებ უპრობლემოდ? ფასიანია?

Posted by: LazyButterfly 14 Mar 2017, 12:05
ფოტოაპარტის ჩანთაც არ შეგიძლია მგონი ისე smile.gif) არადა რა მოხდა, რომ გეკიდოს გულზე, ვის რას დაუშავებს biggrin.gif

Posted by: GEORGIA007 14 Mar 2017, 13:16
თუ იცით კიევში დაფრინავს ეს კომპანია?

Posted by: womanly 14 Mar 2017, 15:35
nita0607
ფასიანია. ერთი დღე ღამე 7 ლარი

Posted by: nanana 16 Mar 2017, 03:07
ტრანსპორტირება მაქვს შეკვეთილი თბილისიდან და სახლში მომაკითხავენ თუ როგორაა ეგ ამბავი?

Posted by: Dv@li 16 Mar 2017, 03:30
nanana
არა შენ უნდა მიხვიდე. მგონი თავისუფლებიდან გადიან
დაურეკე და კითხე

Posted by: dato_dato 16 Mar 2017, 09:50
Scoorp
QUOTE
ამ პატარა ზურგჩანთის შემთხვევაში წონა არაა მითითებული?
მაქსიმუმ იქნება ალბათ რაღაცა ხო მაინც?

მგონი 8 კილოა მარა არავინ წონის როგორც წესი
QUOTE
და მაგის გარდა შანსი არ მაქვს რამე ავიტანო თვითმფრინავში?
მაგალითად ფოტოაპარატი
ან პატარა პარკი,ან სხვა რამე

ზოგადად არ შეილება მარა მეუღლეს ქონია ხელჩანთა და არაფერი უთქვამთ თუმცა მინახია რომ ბოვე-ში ჩაატენინეს პატარა ჩანთა ხელბარგში, გააჩნია ვინ რა ხასიეთზე შეგხვდება
nita0607
QUOTE
ხალხნო ქუთაისის აეროპორტში პარკინგის ამბავი როგორაა? მანქანას დავტოვებ უპრობლემოდ? ფასიანია?


QUOTE
ფასიანია. ერთი დღე ღამე 7 ლარი

მარა შეგილია პარკინგის გვერძე გააჩერო არის იქ მოცილებით უფასო პარკინგი, მე დამიტოვია მანდ და არაფერი, თუმცა კი დაზღვევის იმედად ვიყავი უფრო და სხვა დროს არარ დავტოვებ მანდ smile.gif
ჯორჯიან ბასი გადის თავისუფლებიდან, მუზეუმის წინ ჩერდება პუშკინის სკვერთან

რატო გააძვირეს ასე რატო რატო რატო???
მე მეჩვენება თუ "ქართული" ფასდაკლების სისტემა გადაიღეს ფასდაკლებას რო აცხადებენ უფრო ძვირად რო ყიდიან ბილეთებს??? biggrin.gif

Posted by: freedemocrat 18 Mar 2017, 15:35
მილანიდან გამოვფრინდი ქუთაისში, მქონდა ხელბარგი ნაყიდი და + ფოტოაპარატის ჩანთა არ მედო იმ ხელბარგში, მაგრამ არაფერი უთქვამთ, ქუთაისიდან რომ გავფრინდი ლეპტოპის ჩანთაც არ მედო, მაგრამ არაფერი არ უთქვამთ, გააჩნია როგორი რეგისტრატორი შეგხვდებათ. ისე ფაქტობრივად უფასოდ ვიმგზავრე, ხელბარგიანა მილანი-ქუთაისი 19 ევრო დამიჯდა smile.gif)))

Posted by: fashionista 19 Mar 2017, 00:34
ამ საბერძნეთზე რამ გადარიათ აბა რამხელა ფასები დაადეს aba.gif 10 და 20 ევრო ბილეთები 60-80 და ზემოთ გახადეს

Posted by: ძამა 19 Mar 2017, 21:47
OK!!!!!!!!!!!
ვრისკავ და წავალ თუ მომიძებნით და დამილინკავთ ვინმე ესპანეთის იაფ ფასიან ბილეთს ,,,

არ აქვს კომპანიას მნიშვნელობა, ოღონდ იაფი იყოს და ველოსიპედითაც წავალ რო რამეsmile.gif

აბა ველოდები თქვენს დახმარებას ევროპელებო yes.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Mar 2017, 22:09
fashionista
მეც საბერძნეთი მჭირდება და მართლა სულ ძვირებია რა უბედურებაა mad.gif

Posted by: ძამა 19 Mar 2017, 22:26
12 აპრილიდან 18 არილამდე 2 ლიგის თამაშია მადრიდში, ატლეტიკო-ლესტერი 12-შია და თუ არ დები18-ში რეალი-ბაიერნი
ვინც ხართ გარკვეული ბილეთების საიტებში როგორც ავია ისე სტადიონის დადეთ რა იაფ ფასიანი ბილეთების ლინკები რა,,,,
წელს რეალის დედის არღანს მინდა ვუყურო ლივეში gigi.gif

დაილოცოს ვიზა ლიბერალიზაცია lol.gif jump.gif up.gif bis.gif bis.gif

Posted by: dato_dato 19 Mar 2017, 22:51
FranziskanerWeissbier
QUOTE

fashionista
მეც საბერძნეთი მჭირდება და მართლა სულ ძვირებია რა უბედურებაა 

მუზენიდისი საიტზე ვიყიდე დღეს პირდაპირი თბილისიდან ირაკლიონში აღარ მიღირდა ქუთაისიდან ვიზით ფრენა და ამბები, თბილისიდან გავფრინდები და ისევ თბილისში დავბრუნდები
ისეთი ფასები დაადო ვიზმა ნაღდად აღარ ღირს ქუთაისში ბოდიალი

Posted by: lelukaa 19 Mar 2017, 23:09
97 ლარად ვიყიდე მე ქუთაისი სალონიკი 2 ადამიანზე 2 გზა, ღირს როგორ არ ღირს?

გააჩნია როდის იყიდ, ჩემი რიცხვები ისევ 2 კაცზე ორი გზა 870 ღირს ეხლა smile.gif

Posted by: ვივიანა 20 Mar 2017, 00:00
ძამა
kiwi.com აქ მოძებნე ავიაბილეთები სასურველი მიმართულებით.

Posted by: dato_dato 20 Mar 2017, 00:05
lelukaa
მაგის დაწერა დამავიწყდა ჩემიბრიცხვები 350 ლარი ღირს 2 გზა მიუმატე ქუთაისამდე ჩასვლა 2 კვირა პარკინგი შიდა გადაფრენა ირაკლიონამდე და უკან გამოფრენა + ბაგაჟი 1 ჩანთა მაინც 2 კაცზე და თვითმფრინავში ჭქმა და კი გადასცდა მუზენიდისის 210 ევროს ორ გზაზე
როცა იაფიიყო კი ვიყიდე ლანაკა 24 ლარად და მივფტინავ მაისში biggrin.gif

Posted by: ძამა 20 Mar 2017, 01:17
ვივიანა
ფეხბურთის ბილეთების საიტიც იცოდე იქნებ რა,,, 18-შია თუ არ ვცდები რეალის ეთამაშება
ბაიერნის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ ამ პლანეტაზე
* * *
აუ მაგ საიტზე იმელა ფასებია რო რავიცი,,
იქნებ ვინმემ 2 მხირივი ბილეთი დამიდოს ყველაზე დაბალ ფასში,
არ არი პრობლემ 10 აპრილიდან 19-20 აპრილის ჩათვლით,,,
თუ გინდ სტამბულიდან იყოს მგზავრობა არ არი პრობლემა, იქ მაინც უფასოდ დავდივარsmile.gif)))
და სტადიონის (სანტიაგო ბერნაბეოს)ბილეთების საიტიც დადეთ რა გთხოვთ,, მომიძებნოთ იქნებ
* * *
აუუუუ 204 ევროდან იწყება სტადიონის ფასები,,, 500-ი მაქვს სულsad.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
* * *
ვააახ რამხელა ფასებია , წასვლას შეგაზიზღებს რა,,,
რაღაც იაფიანი ბილეთებიაო და დაბალ ბიუჯეტიანი კომპანიებიო გვეკიფებოდნენ ეგ დამპლები თუ რა ხდებაა sa.gif
დდშ იუნიონ ევროპის facepalm.gif
იტოკში რაღაც მომინხეთ რა,
ყველაზე შეღავათიანი ბილეთი მინდა, ესპანეთის მიმართულებით, არ მაქვს პრობლემა უკრაინნიდან იქნება ფრენა , თურქეთიდან თუ ბელარუსიიდან, მაგ ქვეყნებში გზა უფასო მაქვს gigi.gif
ტუდა აბრატნები დამიდეთ რა ,,, ბაიერნის თამაშს უნდა ვუყურო

Posted by: Royal_Flash 20 Mar 2017, 04:07
ძამა

წესით კი არ უნდა გეხმარებოდე, ჩემი გუნდის საწინააღმდეგოდ გულშემატკივრობას აპირებ, მარა ჯანდაბას - რადგან ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს. biggrin.gif biggrin.gif


დავიწყოთ იმით, რომ მე უფრო ალიანს არენაზე წასვლას გირჩევდი, რადგან ქუთაისიდან მიუნხენში დაფრინავს პირდაპირ და იაფად გამოხვალ ბევრად.

ჰა შენ ფასების კალენდარი (ფასდაკლების კლუბის წევრობის შემთხვევაში - ამაზე ქვემოთ)

http://radikal.ru

ბილეთები ბაიერნის ოფიციალურ საიტზეა.
https://fcbayern.com/en/tickets

ბაიერნის ფანი ხარ და ეს შენთვითონ გადაქექე ახლა. biggrin.gif

ახლა თუ მაინცდამაინც მადრიდში გსურს წასვლა:

თამაშების ბილეთებს რაც შეეხება.

ბერნაბეუზე ეგრე მარტივად ვერ იყიდი ბილეთს. ჯერ ბილეთი ეკუთვნით კლუბის წევრებს, ე.წ. სოციოებს და სეზონური ბილეთის მფლობელებს. შემდეგ ონლაინ გაყიდვა იხსნება მადრიდისტას ბარათის მფლობელთათვის. და ამის მერე თუ დარჩა რამე, გაყიდვა იხსნება სხვა დანარჩენი ხალხისთვის. მარა ნაკლებსავარაუდოა ასეთ თამაშზე ბევრი ბილეთი დარჩეს და რაც დარჩება, იმაზეც სასწაული წეწვა-გლეჯა იქნება.

აი, მაგალითად, მადრიდის რეალის ოფიციალური საიტის თანახმად, ბილეთის ფასი იწყება 80 ევროდან.
17 მარტს გაიხსნა სეზონური ბილეთის მფლობელთათვის. 22-ში იხსნება კლუბის წევრებისთვის.
მადრიდისტებისთვის 25-ში და შენთვის გაიხსნება 27 მარტს, თუ რამე დარჩა.

თუ ფული არ გენანება, 30 ევროდ შეგიძლია მადრიდისტას ბარათი აიღო და 2 დღე მოიგო. მაგრამ ჩემს მეგობარს ჰქონდა მადრიდისტას ბარათი შარშან და მაინც, მან. სიტისთან ნახევარფინალზე 200 ევროიანზე იაფი ბილეთის შეძენა ვერ მოახერხა.

http://radikal.ru

ამწუთას რაც შეგიძლია იყიდო, ერთადერთი არის VIP ლოჟის ბილეთი, რაც 850 ევროდან იწყება. biggrin.gif

ზოგადად, რეალის ბილეთები აქ არის.
http://www.realmadrid.com/en/tickets

აქ ამ თამაშის ბილეთები:
http://www.realmadrid.com/en/tickets/real-madrid-bayern-2017-04-18

ისე, ეს გაითვალისწინე:

http://radikal.ru


ვისენტე კალდერონის ბილეთებს რაც შეეხება, დიდად არ ვარ გარკვეული, ერთი ატლეტიკოს დედაც. biggrin.gif
მარა საიტზე იყიდება, როგორც ვიცი და მე ნუ წამაკითხებ, აი აქ ნახე:
http://en.atleticodemadrid.com/tickets/ticket/atletico-de-madrid-leicester-2


ახლა, რაც შეეხება ფრენას:

ცოტა დროა დარჩენილი თამაშებამდე, თან ვიზალიბერალიზაციის გამო ვიზ ეარიც გაწუწკდა და ძვირია უკვე ბილეთები.
თამაში ბილეთიანად 500 ევროში რამდენად ჩაეტევი არ ვიცი.
დიდი ხნით ადრე რო გეთქვა, უფრო გაპოვნინებდი რამეს.

ყველაზე პრიმიტიული მეთოდია მოძებნის, ფრენების საძებნი საიტების გამოყენება Skyscanner, Momondo, Kiwi და ათასი საიტია.
მაგრამ მაგით ამოგიგდებს დიდი ალბათობით პეგასუსებს და თურქიშებს, რაც ახლა დაახლოვებით 300 ევრომდე მიჩვენა მე.


მე გეტყვი ჩემს მეთოდს, როგორც ვეძებ ხოლმე და თუ დრო და ნერვები გაქვს, ჩაუჯექი:

აიღე ვიზ ეარის საიტზე ქალაქების სია, სადაც ქუთაისიდან შეგიძლია გაფრინდე.

მერე აიღე იაფიანი ავიაკომპანიების საიტები, როგორებიცაა Wizz Air, Ryanair, EasyJet და ა.შ.
Origin-ში ჩაწერე მადრიდი ან რომელიმე ახლოსმდებარე ქალაქი, საიდანაც ავტობუსით შეგიძლია წახვიდე ან ვაფშე გასტოპო. ვთქვათ, ალიკანტე, ვალენსია, სარაგოსა და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები point-to-point სქემით მუშაობენ, destination-ში ამოგიყრის მხოლოდ იმ ქალაქებს, რომლებშიც პირდაპირ მადრიდიდან (ან ახლომდებარედან) დაფრინავს. შესაბამისად, პირიქით მიმართლებითაც იქნება ფრენა.

შეადარე ქუთაისის სია, მადრიდში რაც დაფრინავს, იმ ქალაქების სიას და რომლებიც საერთოა, იქ შეგიძლია გადაჯდე. მერე Fare Finder აქვს ვიზ ეარის და რაინეარის საიტებს და დაყევი ფასებს და ნახავ, რომელი ქალაქის გავლით შეგიძლია წახვიდე და რომლის გავლით წამოხვიდე.

ტუბა-აბრატნზე რო იაფად გამოდიხარ, როგორც თურქიშის და სხვა spoke–hub ავიაკომპანიების შემთხვევაში, აქ ასე არ ხდება. ცალცალკე ფრენებს ყიდულობ მაინც და ვთქვათ, შეგიძლია ბუდაპეშტის გავლით წახვიდე და ვილნიუსის ან ბერლინი გავლით წამოხვიდე.

ბევრი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა ევროპაში, ამიტომ გზადაგზა ქუთაისიდან პოტენციურად ჩასაფრენი ქალაქებიდან მადრიდამდე ფრენის საპოვნელად Skyscanner შეგიძლია მიახმარო ხოლმე.
მაგალითად, მილანიდან Air Europa დაფრინავს მგონი.

მართალი რო გითხრა ბევრი ძებნის დრო არ მქონია, მაგრამ ქუთაისი-ბუდაპეშტი-მადრიდი-ბუდაპეშტი-ქუთაისი გამოდის სადღაც 200 ევრომდე მგონი.
ჩაუჯექი შენთვითონ კარგად.

ჰო, კიდევ, ზემოთ რომ ვთქვი: თუ ხშირად აპირებ ვიზ ეარით ფრენას, აუცილებლად იყიდე Wizz Discount Club-ის მემბერშიფი. 30 ევროს იხდი და 1 წლის განმავლობაში შენ + 1 თანამგზავრი ისარგებლებთ ფასდაკლებებით, მინიმუმ 10 ევროა ფასდაკლება თითო ფრენაზე და ხანდახან მეტიც. ანუ მარტოც რო წახვიდე, 3 ფრენაში ამოიღებ უეჭველად.

თუ მეგობრებთან ერთად დადიხარ, 5 თუ 6-კაციანი ფასდაკლების მემბერშიფი 60 ევრო ღირს მგონი.

იმედია სულ ცოტათი მაინც დაგეხმარე.

წარმატებებს გისურვებ ფრენის და თამაშის ბილეთების პოვნაში. თუმცა თამაშის შედეგზე იმავეს ვერ გეტყოდი. tongue.gif biggrin.gif

მე შენს ადგილას მაინც მიუნხენის ვარიანტს მივაწვებოდი. თან "შინ" გაგისწორდება უფრო და ბერნაბეუზე შიშით უნდა იჯდე, ვინმემ რამე არ ჩაგარტყას. biggrin.gif

Posted by: ძამა 20 Mar 2017, 11:16
Royal_Flash
გადავხედავ ახლა, დიდი მადლობა,,

QUOTE
მე შენს ადგილას მაინც მიუნხენის ვარიანტს მივაწვებოდი. თან "შინ" გაგისწორდება უფრო და ბერნაბეუზე შიშით უნდა იჯდე, ვინმემ რამე არ ჩაგარტყას.


ვინ რა უნდა ჩმარტყას გერმანელების ტრიბუნას მოვძებნი biggrin.gif
აი ბბერნაბეო იმიტომ მირჩევვნია როომ მეორე თამაშია და მაქ ირკვევა ყველაფერი,,


პ.ს. რამდენად მოხდება ეგ არ ვიცი მაგრამ გული მიგრძნობს ბრაზილიის ნაკრებს გაასწრებს რეალი,,
ისტორიული თამაში მგონია ჩემი ნემცების

Posted by: Scoorp 20 Mar 2017, 11:26
აუ წინა კვირაში როგორღაც მოვახერხე და არ ვიყიდე იაფიანი ბილეთი
ბოლო დღეებია ნელნელა იმატებს ფასი
და რა ვქნა ვიყიდო თუ შეიძლება რომ ისევ დაიკლოს? sad.gif
ანუ დაახლოებით როგორი სტატისტიკა აქვს ბილეთის ფასებს ხოლმე, ვინმე გამოცდილმა თუ იცით?
თან ერთ გზაზე 2 ადგილიღაა დარჩენილიო givi.gif

Posted by: allblaks 20 Mar 2017, 11:42
მეგობრებო ნორმალურ ფასად სტოკჰოლმში როგორი რეისით, ან რომელი ავიაკომპანიით შეიძლება წასვლა აპრილ-მაისში ?
ისე რომ პერესადკით თუ გიწევს წასვლა შენგენის ზონაში არ მოგიწიოს გადაჯდობა ? როგორც ვიცი არც თბილისიდან არც ქუთაისიდან სტოკჰოლმში არ არი პირდაპირი რეისი

რას მირჩევთ ?

Posted by: womanly 20 Mar 2017, 11:43
Scoorp
წინასწარ ვერ გათვლით მაგას დაიკლებს თუ მოიმატებს... მეც მაგ ლოდინში დავრჩი ასე და უკანა წამოსასვლელი ბილეთი არ მიყიდია ჯერ.. დღეს არის ფასდაკლება ალბათ ნახავდით შერჩეულ ფრენებზე კლუბის წევრებისთვის და ხვალ ალბათ უყველასთვის იქნება

Posted by: Scoorp 20 Mar 2017, 11:47
womanly

არა ფასდაკლება არ მინახავს კლუბის წევრებისთვის
რამე დამატებითი ფასდაკლებაა?

უბრალოდ მაისის ბოლოს პერიოდზე რატომღაც მგონია რომ აღარ დაიკლებს ფასი :/
ძაან გაუტიეს რა
შემოვიდეს რინეარი დროზე, იქნებ დაბალანსდეს ფასები

Posted by: filewarez 20 Mar 2017, 12:29
რეგისრაციის დღე არის დღეს, ხოდა როგორ დავრეგისრირდე CHECK IN როგორ გავიარო იქნებ გამარკვიოთ

Posted by: LazyButterfly 20 Mar 2017, 12:40
გაიზ, ქუთაისიდან პირველად მიწევს ფრენა და კოპიტნარამდე მისვლის გზებში იქნებ დამეხმაროთ : ))

შაბათს გამთენიისასაა ფრენა, პარასკევს საღამოს ჩვეულებრივ სადგურიდან უნდა წავიდე ქუთაისში და მერე ქუთაისიდან დადის ტრანსპორტი უშუალოდ აეროპორტამდე თუ არის რამე პირდაპირი ტრანსპორტი თბილისიდან კოპიტნარის აეროპორტამდე?

ჩვენ კი რუსთავში ვცხოვრობთ, მაგრამ არამგონია რუსთავიდან პირდაპირ აეროპორტამდე მიდიოდეს რამე, თბილისიდან წავალთ ალბათ.

Posted by: womanly 20 Mar 2017, 12:58
Scoorp
კი დღეს კლუბის წევრებზეა.. თუ ხართ კლუბის წევრი ან შეგიძლიათ გაწევრიანდეთ უნდა იყიდოთ წევრობა 2 კაციანის 30 ევრო თუარვცდები და 4+1 69 ევრო...
filewarez
აცადეთ ხვალ გაიარეთ რეგისტრაცია გამოჩნდება თქვენს ექაუნთში რომ შეგეძლებათ რეგისტრაციის გავლა.


Posted by: Scoorp 20 Mar 2017, 13:07
womanly

არ ვარ წევრი,მაგრამ ვაპირებ(დი) ბარემ საწევროს ყიდვასაც
და ფასდაკლება როგორც ვნახე 30 მაისამდე თუა ფრენები მაგაზე ვრცელდება მარტო : (

Posted by: womanly 20 Mar 2017, 14:20
Scoorp
ხო 30 მასის ჩათვლით შერჩეულ ფრენებზეა ფასდაკლება

Posted by: madridman 20 Mar 2017, 16:14
LazyButterfly
ეგეთ დროს თუ გაქვს ფრენა პირდაპირ მიდის ჯორჯიან ბასი
ბილეთები.ჯი-ზე ნახავ ბილეთებს. უბრალოდ 20 ლარი ღირს თუ არ ვცდები თბილისიდან.

Posted by: dato_dato 20 Mar 2017, 16:18
madridman
მატარებელი დადის უკვეო ამბობენ კოპიტნარის ძველ სადგურამდე და მერე იქიდან ავტობუსსს მიყევხარო და ხო არ გსმენიათ რამე?

Posted by: Royal_Flash 20 Mar 2017, 16:57
allblaks
QUOTE
მეგობრებო ნორმალურ ფასად სტოკჰოლმში როგორი რეისით, ან რომელი ავიაკომპანიით შეიძლება წასვლა აპრილ-მაისში ?
ისე რომ პერესადკით თუ გიწევს წასვლა შენგენის ზონაში არ მოგიწიოს გადაჯდობა ? როგორც ვიცი არც თბილისიდან არც ქუთაისიდან სტოკჰოლმში არ არი პირდაპირი რეისი

რას მირჩევთ ?


პირდაპირი არ დაფრინავს არაფერი სამწუხაროდ.
შენგენში გადაჯდომა თუ არ გინდა მაინცდამაინც, მაშინ ან სტამბულის ან კიევის, ან მოსკოვის, ან მინსკის გავლით ნახე, რავი.

მარა შენგენში რო გადაჯდე რა მოხდება, რა უშავს? შვედეთიც შენგენის ზონაა და ასეც გიწევს შენგენის ზონაში შესვლა და ისეც. biggrin.gif
შენგენის გავლით თუ წახვალ, ვიზ ეარით შეგიძლია გადაჯდე ვილნიუსში, ბუდაპეშტში, ვარშავაში და კატოვიცეში.

კიდე ერთი ვარიანტია, ვილნიუსამდე ჩაფრინდე ვიზ ეარით, მერე რაინეარით ოსლოში. ვილნიუსი - ოსლო რაინეარით 10-20 ევროდ არის ხოლმე ზოგჯერ და მერე ოსლოდან ავტობუსით სტოკჰოლმამდე (სადღაც 30 ევრო ესეც).


LazyButterfly
QUOTE
გაიზ, ქუთაისიდან პირველად მიწევს ფრენა და კოპიტნარამდე მისვლის გზებში იქნებ დამეხმაროთ : ))

შაბათს გამთენიისასაა ფრენა, პარასკევს საღამოს ჩვეულებრივ სადგურიდან უნდა წავიდე ქუთაისში და მერე ქუთაისიდან დადის ტრანსპორტი უშუალოდ აეროპორტამდე თუ არის რამე პირდაპირი ტრანსპორტი თბილისიდან კოპიტნარის აეროპორტამდე?

ჩვენ კი რუსთავში ვცხოვრობთ, მაგრამ არამგონია რუსთავიდან პირდაპირ აეროპორტამდე მიდიოდეს რამე, თბილისიდან წავალთ ალბათ.


მატარებელი დადის თუ არა უკვე, ეგ არ ვიცი.

ყველაზე ნაღდია ჯორჯიან ბასი. პუშკინის სკვერიდან გადის.
20 ლარი ღირს 1 გზა და 36 2 გზა.
ონლაინ შეგიძლია იყიდო ბილეთები: http://www.georgianbus.com/

ძამა
QUOTE
ვინ რა უნდა ჩმარტყას გერმანელების ტრიბუნას მოვძებნი 
აი ბბერნაბეო იმიტომ მირჩევვნია როომ მეორე თამაშია და მაქ ირკვევა ყველაფერი,,


არ არის ეგრე მარტივად.
რეალის საიტზე რეალის ფანებისთვის და General Public-ისთვის იყიდება ბილეთები.

გერმანელების ტრიბუნის ბილეთები ბაიერნს გადასცეს და ისინი გაყიდიან სავარაუდოდ ან დაარიგებენ თავიანთი ფანკლუბის წევრებზე.

აი, ეს რაც დაგისქრინე წაიკითხე.

Posted by: LazyButterfly 20 Mar 2017, 17:36
madridman
Royal_Flash

დიდი მადლობა

რა კაია მატარებელსაც რომ აპირებენ ისე ^^

Posted by: lelukaa 20 Mar 2017, 20:14
LazyButterfly
ამითი ვმგზავრობ ხოლმე მე, სწრაფად და კომფორტულად, პრინციპში იაფადაც.
შედის აეროპორტში რა თქმა უნდა.

http://geometro.ge/

Posted by: LazyButterfly 21 Mar 2017, 10:35
lelukaa

ვა, რა კაია, ესეც კომფორტული ავტობუსები ჩანს, თან ცოტა ნაკლებიც ჯდება.
მადლობა ^^

Posted by: Scoorp 21 Mar 2017, 11:06
ნევროზი დამმართეს
დააკლონ ფასები ბილეთებს რა
user.gif

mad.gif

Posted by: barkiaroki 21 Mar 2017, 15:57
გამარჯობა, ხომ არ იცით ვიზ ეარის კლუბში გაწევრიანებულ მგზავრს შეუძლია რომ მიყიდოს ფასდაკლებით ბილეთები? (ანუ ჩემთვის რომ იყიდოს, სავარაუდოდ მისთვისაც კარგი უნდა იყოს, ხომ?)

Posted by: ვივიანა 21 Mar 2017, 16:40
barkiaroki
თუ თავად არ მოდის ვერ გიყიდის.

Posted by: ლუკატარ 21 Mar 2017, 16:42
barkiaroki
ასეთი პირობაა, რომ შეუძლია 2 კაცისთვის იყიდოს (თვითონ და ერთი თანამგზავრი), მაგრამ თუ თვითონ არ მიდის, მარტო სხვისთვის არ შეიძლება ყიდვა.

Posted by: barkiaroki 21 Mar 2017, 18:15
ლუკატარ

მადლობა sad.gif ......................................

Posted by: merabi1995 21 Mar 2017, 18:22
გამარჯობა სასტავ კაროჩე მაინტერესებს, აეთი რამ 28 ში რომ იხსნებ უვიზო სამსხურის ცნობა აუცილებელია? და ასევე მანტერესებს, ბანკში ანგარიშზე რამდენი უნდა მქონდეს?2000 ევრო ეყოფა?გთოვთ მიფასუხოთ ეხა ნუ დაიწყებთ არ ღირს არ შეგიშვებენო

Posted by: cuore 21 Mar 2017, 18:27
merabi1995
არა ცნობა არ გჭირდება დაზღვევა ჯავშნები და ორივე გზა(ბილეთები ანუ) და ფული რამდენი დღითაც მიდიხარ იმდენი 50 ევრო შეგიძლია ნაწილი ქეშად იქონიო ნაწილი ანგარიშზე

Posted by: merabi1995 21 Mar 2017, 18:36
მადლობა პასუხისთვის, ესეგი დაზღვევ სდ მინდ ვკეთო ჯიპიაიში მიჯდებ 2.5 ერთი დღე ნუ მივდივრ 8 დღე, 24 ლრი დაზღვევა, ქუთისი სლონიკი სბერძნეთი, 100 ლრი ეგ, და ჯვშნი ფასინი? ამონწერი რომ წავიღო ბნკიდნ რომ ნამდვილად მაქვს თანხა 500 ევრო. 400 უწევს მაგრამ 500 მიმქვს , ჯავშანი ონლინით გავკეთო შემიძლია?

Posted by: lelukaa 21 Mar 2017, 22:01
merabi1995
ვიზეარზე ბილეთებს ვერ დაჯავშნი, ყიდულობ პირდაპირ.
სასტუმროს ჯავშანი ონლაინ რა თქმა უნდა.
დაზღვევა გიპიაიში არ ღირს 2.5ლ უფრო იაფია, სადღაც 1.5 ლარამდე ზუსტად არ მახსოვს

Posted by: Mstyle 22 Mar 2017, 11:22
ვიზეარზე ხელბარგიანი ბილეთები რომ ვიყიდო, მერე შეიძლება დიდი ბარგის დამატება და რა ღირს?

Posted by: merabi1995 22 Mar 2017, 11:52
ვიზაერზე ვიყიდი პირდაპირ მგრმ სასტუმროს ჯავშანი ფასიანია? იქნებ ვინმემ პირადში დმაკვლინოთ ნბოზარი მამაჩემი ბრიტანეთის მოქლაქე არვინ რაფერში არ მეხმარება

Posted by: lelukaa 22 Mar 2017, 12:25
merabi1995
რა გითხრა, მე ბუქინგს ვიყენებ და ჯავშნის გაუქმება მინიმუმ 3 დღით ადრე შეგიძლია, უფრო ნაკლებ დროში უკვე ფასიანია მინიმუმ 1 რამის საფასურით იჩარჯები.
ამ უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი მინუსია ეგეც, თუ არ გაგიშვეს მაგ თანხას კარგავ.

Posted by: teoni 22 Mar 2017, 13:05
მეც მიპასუხეთ რა.სხვამ მიყიდა ბილეთები ,კლუბის წევრი არ არის და ამ შემთხვევაში შეიძლება ასე ხო?რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება?

Posted by: merabi1995 22 Mar 2017, 13:09
კი ვიცი 30 მინდა გავფრინდე რა კრიტერიუმები მაქვს ანუ, 30 ში მივფრინავ, დაა სსტუმრო რომ იმზე დგესვე გავაუქმო ჯავშსნი რომ ჩავალ? ანგრიშის მონწერი 600 ევროს ოდენობით, ბილეთი უკაან დასაბრუნებელი, და დაზღვევა მქვს, + სამსხურის ცნობა ბოლო 6 თვის ამონაწერი, (არ გმიშვებენ) და ეგეც ვიცი რასაც ვიტყვი თოთიეულს ვაგებინებ ფასუხს,ანუ ჯავშნი სად გავკეტო და როგორ უნდა გაავაკეთო? პირდადში თუ შეგიძლით

Posted by: dato_dato 22 Mar 2017, 13:17
teoni
QUOTE
მეც მიპასუხეთ რა.სხვამ მიყიდა ბილეთები ,კლუბის წევრი არ არის და ამ შემთხვევაში შეიძლება ასე ხო?რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება?

არრანაირი პრობლემა არ არის, შენ იყიდი თუ სხვა გიყიდის არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია სწორედ იყოს მონაცემები შევსებული
merabi1995
QUOTE
კი ვიცი 30 მინდა გავფრინდე რა კრიტერიუმები მაქვს ანუ, 30 ში მივფრინავ, დაა სსტუმრო რომ იმზე დგესვე გავაუქმო ჯავშსნი რომ ჩავალ? ანგრიშის მონწერი 600 ევროს ოდენობით, ბილეთი უკაან დასაბრუნებელი, და დაზღვევა მქვს, + სამსხურის ცნობა ბოლო 6 თვის ამონაწერი, (არ გმიშვებენ) და ეგეც ვიცი რასაც ვიტყვი თოთიეულს ვაგებინებ ფასუხს,ანუ ჯავშნი სად გავკეტო და როგორ უნდა გაავაკეთო? პირდადში თუ შეგიძლით

მოძებნე ბუკინგზე, ზოგ სასტუმროს ბოლო დღემდე უფასო აქვს ჯავშნის გაუქმება და რო ჩახვალ გააუქმებ

Posted by: merabi1995 22 Mar 2017, 13:22
დათო მადლობ, პირადში შეგეხმინები , დდი მდლობათ გიხრეთ, აქ აღრსოდეს აღრ დვბრუნდები,

Posted by: dato_dato 22 Mar 2017, 13:28
merabi1995
QUOTE
აქ აღრსოდეს აღრ დვბრუნდები,

ყველა თუ წავიდა აქედან ვის ვუტოვებთ ამ უბედურ ქვეყანას?
შემეხმიანე თუმცა ისეთი რაღაც დაწერე სურვილი აღარ მაქვს დაგეხმარო smile.gif არა და კარგად მესმის შენი sad.gif

Posted by: merabi1995 22 Mar 2017, 13:32
იყოს ძმ ნუ დმეხმრები ბევრი ქ დაბრუნდება იშოვის და დაბრუნდება მე ღარ 1) არ ვარ ქართველი დ ვინაიდნ ჩემი ქვეყნა რ არის, 2) ისეტ გრემოს დედა სადაც სამსახურს მხოლოდ ნატესავები თუ გყავს მაშინ დიწყებ აი ასე რომ

Posted by: dato_dato 22 Mar 2017, 13:34
merabi1995
QUOTE
კარგად მესმის შენი

დაგეხმარები კაცო რაც შემიძლია
biggrin.gif

Posted by: merabi1995 22 Mar 2017, 13:39
ხოდა ეს უბედური რომ არის მე ბევრი გვკეთე მაგრმ ბევრმა წმრთვა რარც და უბედურობაში უნდ ვიცხოვრო თუ რა რ მეკუთვნის თუ რა რატომ მყენებ შეურწყობას ძმაო, არა არ მინდა ძმაო გსგები ყველ თავისთვის ზრუნვს რვის იმედი რ მქვს

Posted by: N_E_M_O 22 Mar 2017, 17:46
ესაა იაფი ფრენებიო? აგვისტოში მიუნხენისკენ უკრაინის ავიახაზები უფრო იაფად დაფრინავს ქუთაისიდან +23 კგ ბარგით ვიდრე ვიზეარი ხელბარგით mad.gif

Posted by: bloodsucker 23 Mar 2017, 09:19
N_E_M_O
ერთი ორი შემთხვევას ნუ ანზოგადებ)))

პ.ს. ხალხო მაინტერესებს ლაშქრობის ჩანთით (76 სმ სიგრძე) შემიშვებენ თვითმფრინავში? დაპრევისას 10-15 სმ შეიძლება დაიკლოს.

Posted by: dato_dato 23 Mar 2017, 09:28
bloodsucker
QUOTE
პ.ს. ხალხო მაინტერესებს ლაშქრობის ჩანთით (76 სმ სიგრძე) შემიშვებენ თვითმფრინავში? დაპრევისას 10-15 სმ შეიძლება დაიკლოს.

დიდი შანსია მოკიდებული არც კი შეამოწმონ მარა თუ შეამოწმეს და ჩატიე იმ რკინებში არაფერს გეტყვიან, მითუმეტეს თუ დაიპრესება

მე მინახია ჩემოდანი უკუღმა რო ცადეს ბორბლებით ზევით, ისე მაღალი იყო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Scoorp 24 Mar 2017, 22:54
აუ ის დამატებითი ჩანთა 13 ლარი რომ ღირს ახლა რომ არ ვიყიდო და
მერე ადგილზე აეროპორტში
შეიძლება?
თუ ძვირი ეღირება ბევრად?

Posted by: ARN1994 26 Mar 2017, 09:06
ვიზეირზე შეიცვალა წესებიო და უკან დასაბრუნებელი ბილეთის ამობეჩდვა შეიძლებაო მხოლოდ 30 დღით ადრეო და თუ მართალია რა საბუთი უნდა აჩვენო საზღვარზე?

Posted by: ვივიანა 26 Mar 2017, 13:45
ARN1994
ბილეთს რომ ყიულობ ეგრევე მეილზე მოდის ინვოისი და იმას ამობეჭდავ.
ან გადმოწერ ვიზეარის პროგრამას, შეხვალ შენი ექაუნთით და აჩვენებ ნაყიდ ბილეთს.

Posted by: ARN1994 26 Mar 2017, 15:18
ვივიანა

დიდი მადლობა. ..............

Posted by: dato_dato 26 Mar 2017, 15:30
13-ში ხო არავინ მიდიხართ მანქანით ქუთაისისკენ?
* * *
მოკლედ გადავწყვიტე მანქანით წავალ, თუ ვინმე მიფრინავთ 13-ში გამთენიისას და გამოყოლა გინდათ PM smile.gif

Posted by: dato_dato 27 Mar 2017, 17:42
დილას ვიყიდე ბუდაპეშტი-ქუთაისი ბილეთი და ეხლა ვნახე ფასი დაუწევიათ 15 ევროთი 1 ბილეთზე, 30 ევრო მაზარალეს smile.gif

Posted by: wrangler7 27 Mar 2017, 22:09
ქართულ ენაზეც გაუკეთებიათ საიტი,Respect up.gif

Posted by: RedBulla 28 Mar 2017, 02:51
გავივლი რეგისტრაციას
გადავიხდი ფულს
და ნაყიდ ბილეთს ვანახებ ტელეთი აეროპორტში?


აზრზე არ ვარ პირველად ვყიდულობ და :/ :დ

Posted by: keme-keme 28 Mar 2017, 09:20
სად და როგორ ამივბეჭდო მასწავლეთ რა.გთხოვთ დაწვრილებით დაწეროთ არ დაიზაროთ.

Posted by: ვივიანა 28 Mar 2017, 10:15
RedBulla

ჩექინი გაიარე ონლაინ, 1 თვით ადრე იხსნება, ადგილი არ აირჩიო თვითონ მოგანიEღBა- სადღაც 10 ევროა დაზოგავ.
და ამობეჭდავ ან მობილურში აჩვენებ ფიტოს და ვსო- თუ ბარგი გაქვს ჩააბარებ.

keme-keme
პდფ გადაიყვან გამოგზავნილ ბიკეთს, ჩექინის Gავლის მერე Dა ამოაპრინტერე.
აბა ზუსტად დაწერე რა გაინტერესებს დაწვრილებით.

Posted by: dato_dato 28 Mar 2017, 10:29
RedBullakeme-keme
QUOTE
გავივლი რეგისტრაციას
გადავიხდი ფულს
და ნაყიდ ბილეთს ვანახებ ტელეთი აეროპორტში?


აზრზე არ ვარ პირველად ვყიდულობ და :/ :დ

ბილეთს რო იყიდი გაფრენამდე 1 თვით ადრე შეგილია ჩექინის გაკეთება, გაგიხსნის შესაბამის ბმულს და მერე მოგცემს ბილეთებს რომელსაც პრინტერზე ამობეჭდავ და აჩვენებ აეროპორტში

Posted by: გიორგი XII 28 Mar 2017, 18:26
ვიყიდე სიტყვაზე და ვეღარ მივდივარ რა ხდება გიბრუნებს ვინმე რამეს?
ბილეთის ფულზეა ლაპრაკი

Posted by: BAKRADZE 28 Mar 2017, 22:03
გამარჯობა, რას მირჩევთ როგორ ჩავიდე ქუთაისის აეროპორტამდე თბილისიდან? შუადღის 3 საათზე მაქვს ფრენა.


წინასწარ მადლობა

Posted by: lelukaa 28 Mar 2017, 22:18
BAKRADZE
მეტროს ავტობუსით, 15 გელ ღირს და აეროპორტში აქვს გაჩერება.

Posted by: Greenie 29 Mar 2017, 00:57
ვიზეარის 1 ზედმეტი ბილეთი მაქვს და ვყიდი, მაისში კვიპროსის მიმართულებით. ვინმეს თუ სჭირდება მაგ დროს, მომწერეთ პიემში.

Posted by: cedar 29 Mar 2017, 01:00
გამარჯობათ. ვიზეარზე ვიყიდე ორი ბილეთი ერთ რეისზე, მე და ჩემი მეუღლე მივდივათ. მაინტერესებს რეგისტრაციის გავლის დროს ადგილები რო არ ვიყიდო წინასწარ. თვითონ შეიძლება ჩვენ სხვადსხვა (ანუ სხვადასხვა რიგის) ადგილები მოგვცეს?

Posted by: memberii 29 Mar 2017, 02:58
დიდი ხელბარგი რამდენი კილო უნდა იყოს მეგობრებო? გადავიკითხე და ზოგმა 10-ო, ზოგმა 15-ო,ზოგმა 8-ო...... ვეღარ გავიგე... თუ ვინმემ ზუსტად იცით,არ დაიზაროთ,დაწერეთ,საიტზე ვეძებე და არაფერია... მხოლოდ დიდ რეგისტრირებულ ბარგზე უწერიათ 23 ან 32...

cedar
თუ არ აირჩევ,სხვადასხვას მოგცემს.... თუ არის ერთმანეთის გვერდით ადგილები დარჩენილი,რაღაც შანსი გაქვთ,რომ ეგ ადგილები შეგხვდეთ,მაგრამ 99% არა.. რომ ახვალთ,ვინმეს თხოვეთ და შეიძლება გაგიცვალონ...

Posted by: dato_dato 29 Mar 2017, 03:26
memberii
QUOTE
დიდი ხელბარგი რამდენი კილო უნდა იყოს მეგობრებო? გადავიკითხე და ზოგმა 10-ო, ზოგმა 15-ო,ზოგმა 8-ო...... ვეღარ გავიგე... თუ ვინმემ ზუსტად იცით,არ დაიზაროთ,დაწერეთ,საიტზე ვეძებე და არაფერია... მხოლოდ დიდ რეგისტრირებულ ბარგზე უწერიათ 23 ან 32...

http://www.radikal.ru

Posted by: memberii 29 Mar 2017, 12:38
QUOTE (dato_dato @ 29 Mar 2017, 03:26 )
memberii
QUOTE
დიდი ხელბარგი რამდენი კილო უნდა იყოს მეგობრებო? გადავიკითხე და ზოგმა 10-ო, ზოგმა 15-ო,ზოგმა 8-ო...... ვეღარ გავიგე... თუ ვინმემ ზუსტად იცით,არ დაიზაროთ,დაწერეთ,საიტზე ვეძებე და არაფერია... მხოლოდ დიდ რეგისტრირებულ ბარგზე უწერიათ 23 ან 32...

http://www.radikal.ru

არ წერია კილოგრამი არსად,მაგას ვამბობ

Posted by: twist123 29 Mar 2017, 13:01

memberii
32კგ მაქსიმუმი წონა დაშვებული

Posted by: dato_dato 29 Mar 2017, 13:34
memberii
QUOTE
არ წერია კილოგრამი არსად,მაგას ვამბობ

მე მაპატიე... biggrin.gif smile.gif

Posted by: lelukaa 29 Mar 2017, 16:18
cedar
პირველ ჯერზეც გვერდიგვერდ ადგილები მოგვცა და მეორედაც ჩვენ smile.gif

პირველად დაჟე 3 ბილეთი ერთად ვიყიდეთ და მერე 3ჯერ წყვილში, და როგორც ვიყიდეთ ადგილებიც ისე მოგვცა, 3ერთად და 3 წყვილიც ერთად, ოღონდ ილუმინატორთან არცერთ წყვილს არ მოუწია smile.gif

memberii
QUOTE
დიდი ხელბარგი რამდენი კილო უნდა იყოს მეგობრებო?

არავინ არ აგიწონის ხელბარგს, თუ ეჭვი შეეპარათ სიდიდეში იქვე ჩაგადებინებენ რითიც გაბარიტებს ზომავენ, წონას არავინ უყურებს.

Posted by: memberii 29 Mar 2017, 22:42
QUOTE (lelukaa @ 29 Mar 2017, 16:18 )


memberii
QUOTE
დიდი ხელბარგი რამდენი კილო უნდა იყოს მეგობრებო?

არავინ არ აგიწონის ხელბარგს, თუ ეჭვი შეეპარათ სიდიდეში იქვე ჩაგადებინებენ რითიც გაბარიტებს ზომავენ, წონას არავინ უყურებს.

მადლობა...
დღეს მითხრა ერთმა 15 კილოგრამიო, ბილეთში ეწერაო... მე არ მიყიდია ჯერ..

Posted by: pusho 29 Mar 2017, 22:42
რა ფასები დაადო ვიზეარმა, რა არის ეს...
დაწევენ თქვენი აზრით?

Posted by: Kobalty 29 Mar 2017, 23:59
უკრაინის რომელიმე ქალაქში აღარ დაფრინავს ვიზეარი?
მხოლოდ უკრაინის ავიახაზები დაფრინავს აბა უკრაინისკენ ჩვენიდან? user.gif

Posted by: Hahman 30 Mar 2017, 08:37
pusho
თუ მგზავრები მოაკლდება დააკლებენ აბა რას იზმენ. : )

Posted by: cuore 30 Mar 2017, 09:00
Hahman
რანეარი გვინდა თორე ვიზზმა გაუბერა
.............................................

Posted by: Hahman 30 Mar 2017, 12:47
QUOTE (cuore @ 30 Mar 2017, 09:00 )
Hahman
რანეარი გვინდა თორე ვიზზმა გაუბერა
.............................................

რაიანეარი არ შემოდის სამწუხაროდ.

Posted by: fashionista 1 Apr 2017, 14:31
რაააა გამოაშტერა საიტიიიიიიიიიი დაეკიდა უკვე ვეღაატ უძლებს ნაკადს? მათხოვრებიიიიიიიი აწიეთ ფასები და ყველა გადავალთ ახალ კომპანიაში როგორც კი შემოვლენ

Posted by: merabi1995 1 Apr 2017, 16:50
შეგიძლიათ გამარჯკვიოთ ქუტაისი სალონიკი მინდა და ისეთი ფასები აქვს ვერ ვფოულობ ისე რომ ორმხირვზე 100 ლარშI ჩავჯდე რას მირჩევთ ევროპის გზით ნებისმიერი ქვეყანა ლიჯბი იაფი იყოს
* * *
ფუ ამათი დედა, რა მინდოდა წასვლა და დაბალი ფასები ვერსდ ვერ ვნხე იტალიისკენ მინდა გინდ საბერძნეთი და მერე მატარებლით წავალ იტალიისკენ , რამხელა ფასებია ვერ გავქაჩავ სალონიკი 25 ლარში ვნახე და ეხა შევდიარ და იმხელა ფასებია

Posted by: medea13 1 Apr 2017, 19:52
QUOTE (dato_dato @ 27 Mar 2017, 17:42 )
დილას ვიყიდე ბუდაპეშტი-ქუთაისი ბილეთი და ეხლა ვნახე ფასი დაუწევიათ 15 ევროთი 1 ბილეთზე, 30 ევრო მაზარალეს smile.gif

რა დაგიჯდა ორივე გზა? პირველად მივდივარ და იქნებ გამიზიარო გამცოდილება sad.gif არაფრის აზრზე ვარ როგორ ხდება ბილეთის შეძენა, როდისაა უმჯობესი...

Posted by: merabi1995 2 Apr 2017, 10:54
მაგატი არაპროგნოზირებადი დედას,,, გაფრენა მინდა და ვერ მივფირნავ ასეთი ყ,,,ფასების გამო ძვირია ძალიან

Posted by: dato_dato 2 Apr 2017, 12:36
medea13
რა დამჯდა და დაახლოებით 200 ლარი 41 ქუთაისი კატოვიზე 160 ბუდაპეშტი ქუთაისი
დარეგისტრირდები ვიზაირზე იყიდი ბილეთს მერე დაჩეკინდები და წახვალ

12-ში ღამე გავდივარ ქუთაიისკენ მაქვს 2-3 ადგილი wink.gif

Posted by: merabi1995 2 Apr 2017, 14:46
ქუთაისი ბუდაფეშტი რამდენზეა ან სალნიკისკენ, იქნებ მითხრატ 16 ისკენ უეჭვლი იდა წასვლა

Posted by: medea13 2 Apr 2017, 15:14
QUOTE (dato_dato @ 2 Apr 2017, 12:36 )
medea13
რა დამჯდა და დაახლოებით 200 ლარი 41 ქუთაისი კატოვიზე 160 ბუდაპეშტი ქუთაისი
დარეგისტრირდები ვიზაირზე იყიდი ბილეთს მერე დაჩეკინდები და წახვალ

12-ში ღამე გავდივარ ქუთაიისკენ მაქვს 2-3 ადგილი wink.gif

ონლაინ ხდება ყიდვა და გადახდა? ივლისში მივდივარ და უკვე შემიძლია ყიდვა?

Posted by: Mstyle 7 Apr 2017, 11:15
ხალხნო ვიზეარზე თანხის გადახდისას ლარს არ მიგდებს და რანაირად იხდით ლარში ბილეთების თანხას?

Posted by: lelukaa 7 Apr 2017, 12:00
Mstyle
მეც სულ მიკვირს რომ ამბობენ ლარში ვიყიდეთო, ჩექაუთისას ლარი არაა ცამონათვალში smile.gif



მე რა მაინტერესებს წინა გზაზე აღარ მიჩანს მობაილ ბორდინგ პასი რომ გადავიტანო ეფლვოლითში, მხოლოდ უკანა გზის მიჩანს, ვერ ვნახავ ვერსად?

Posted by: Scoorp 7 Apr 2017, 12:20
lelukaa
Mstyle


მე ლარში ჩამომაჭრა და რავიცი


Posted by: lelukaa 7 Apr 2017, 12:30
Scoorp
ლარში ჩამოჭრიდა კი, ოღონდ ევროს დაიანგარიშებდა ბანკის კურსით და ისე.
მე პირდაპირ ევროს ან დოლარს ვდებ ხოლმე რო პირდაპირ ჩამოჭრას და ლარიდან არ დააკონვერტიროს

Posted by: Scoorp 7 Apr 2017, 12:31
lelukaa


დოლარზეც მედო და დოლარიდან არ ჩამოუჭრია


http://radikal.ru

ანუ ამაზე არაა საუბარი?

Posted by: webdesigner93 7 Apr 2017, 12:36
გადახდისას ირჩევ ვალუტას და იმის შესაბამისადაც გაჭრის smile.gif მქონია შემთხვევა ჩვენთან ჯიხურში ევრო რო გეყიდა მეტი უნდა გადაგეხადა ვიდრე ვიზ ეარს ქონდა კურსი, ამიტომ ლარში ვიხდიდი ხოლმე.

Posted by: lelukaa 7 Apr 2017, 12:40
webdesigner93
ვერ გაიგებ, კონკრეტულად ჩამოჭრისას რა კურსი ექნება ბანკს.
და ყიდისას ბანკს გაცილებით მეტი აქვს ხოლმე ყოველთვის ვიდრე ჯიხურებში, დოლარში 5 ლარის სხვაობაა ამ წუთასაც საქართველოს ბანკსა და რიკოჯრედიტს შორის smile.gif

Scoorp
არა, მაგაზე არა, უკვე ყიდვისას, სანამ ბარათის მომაცემებს შეიყვან, ირცევ ვალუტას რა ვალუტაშიც ყიდულობ.

Posted by: Scoorp 7 Apr 2017, 12:45
lelukaa

ვა,მე მახსოვს რომ მაგ დროსაც ლარი მიჩვენა
ან ისე ვღელავდი არ მახსოვს givi.gif



Posted by: lelukaa 7 Apr 2017, 12:47
აუ ძალიან მაინტერესებს ქუთაისიდან ფრენის უკვე დაცექინებული ბილეთი ვისაც გაქვთ მობაილ ბორდინგ პასი ჩანს თუ არა smile.gif

Posted by: webdesigner93 7 Apr 2017, 12:53
lelukaa
კი, მაგრამ ლარსაც იღებს ვიზ ეარი და აღანაირი კონვერტაცია არ გჭირდება smile.gif ამიტომ რა კურსი იქნება გადახდის მომენტში არ გექნება საფიქრი.

Posted by: Mstyle 7 Apr 2017, 14:22
Scoorp
დოლარში საკმარისი თანხა გქონდა ბილეთის თანხის გადასახდელად?
* * *
ვისაც არ გეზარებათ დასქრინეთ რა აბა სად ჩანს ლარის არჩევის შესაძლებლობა

Posted by: Scoorp 7 Apr 2017, 14:40
Mstyle


კი smile.gif)


=======

Posted by: dato_dato 7 Apr 2017, 17:56
Mstyle
QUOTE
ვისაც არ გეზარებათ დასქრინეთ რა აბა სად ჩანს ლარის არჩევის შესაძლებლობა

სულ ბოლოს გადახდამდე, ბოლო ეტაპზე იქ სადაც ვალუტის არჩევაა იმის თავზე დიდი წითელი ოთხკუთხედია სადაც ლარში წერია თანხა და იმ ოთხკუთხედს დაჭერით ირჩევ დააკვირდი შანსი არაა ვერ შენიშნო

Posted by: merabi1995 7 Apr 2017, 18:50
მეგობრებო, ა დაიაფდა ბილეთები? როცა წავალ უკან დასაბრუნებელი ბილეთის ჯავანი რომ მქონდეს შესაძლებელია?

Posted by: ioannis 7 Apr 2017, 20:12
მართლა იაფია ბილეთები??????????????

Posted by: amenhotep 7 Apr 2017, 21:30
რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, ბარსელონის მიმართულებით თუ აპირებენ რეისის დამატებას?

Posted by: Keti-Ket 8 Apr 2017, 14:10
თანხის გადახდის ეტაპზე წითლად გამოაქვს თანხა ლარში და ქვემოთ არის სხვა ვალუტაში გადახდის არჩევის ჩამონათვალი, ანუ ლარში დიდ უჯრაზე დაკლიკებით ინიშნება ბილეთის საფასურის გადახდა ეროვნულ ვალუტაში

Posted by: forum girl 12 Apr 2017, 00:19

ვიყიდე 5 აგვისტოს ბილეთები ბუდაპეშტისკენ 23-ში უკან
თანხა მომაჭრა, დადასტურებული სტატუსი აქვს, მეილზე მოვიდა ინვოისებიც

ონლაინ ჩექინი ერთი თვით ადრე გაიხსნება როგორც ვიცი, და შტრიხ კოდიანი ბილეთის ამობეჭდვასაც მაგ დროს შევძლებ? ან აპლიკაციაში აისახება? გადმოვწერე ეგეც

Posted by: Scoorp 12 Apr 2017, 11:14
ეხლა მოუნდათ ფასდაკლებები

mad.gif

ღორები!

Posted by: Mstyle 12 Apr 2017, 12:35
სამაგიეროდ ბილეთებია გაძვირებული. გუშინ სარამოს უფრო იაფი იყო ვიდრე დღეს ფასდაკლებით

Posted by: filewarez 14 Apr 2017, 18:42
რა მანტერესებს ის პდფ-ად რაც გამომიგზავნეს ამოვბეჭდე და ეს ერთი მთლიანი თაბახი უნდა მივიტანო აეროპორტში?

Posted by: manowar29 15 Apr 2017, 13:00
გამარჯობატ რა მაინტერესებს ვზზაირზე დავჯავსჰნე ბილეტები ერტი კვირის ცინ ახლა ვცდილობ სჰესვლას საიტზე და პაროლი დამავიცხდა ვერ სჰევდივარ და ვერ ვანახლებ პაროლს დზველს მტხოვს ..როგორ მოვიკცე იკნებ იციტ რამე?

Posted by: ვივიანა 15 Apr 2017, 13:01
manowar29
მეილი ?

filewarez
ჩექინი თუ გაიარე , ჩექინის პდფ უნდა ამობეჭდო.

Posted by: manowar29 15 Apr 2017, 13:05
არა ჯერ არ გამივლია ჩეკინი ცესიტ ხვალისტვის მიცერდა

Posted by: Miria 15 Apr 2017, 20:54
filewarez
QUOTE
პდფ-ად რაც გამომიგზავნეს ამოვბეჭდე და ეს ერთი მთლიანი თაბახი უნდა მივიტანო აეროპორტში?

QUOTE
თაბახი

givi.gif
რამდენი ფურცელია?
spy.gif
* * *
manowar29
კარტული სჰრიფტიტ რომ წერ, ვერ ამცჰნევ?
biggrin.gif


tongue.gif

Posted by: filewarez 16 Apr 2017, 13:55

Miria

არა პდფად რაც გამოაგზავნე ეგ ამოვბეჭდე და პროსტა ვიდზე არ მომწონს biggrin.gif

Posted by: Damageplan 16 Apr 2017, 23:14
ვიყიდე ბილეთები და სულ ორი ცალი ამობეჭდილი ფურცელია საჭირო? spy.gif

Posted by: ვივიანა 16 Apr 2017, 23:24
Damageplan
ჩექინს რომ გააკეთებ ის ამობეჭდე, შტრიხკოდი ექნება და ეგაა ბილეთი.

Posted by: marimari11 17 Apr 2017, 01:13
ვივიანა
ჩექინი 1 თვით ადრე უნდა ქნა ხო?
ანუ ვიყიდე მეც და მეტი არ ვიცი რა უნდა ვქნა

Posted by: ვივიანა 17 Apr 2017, 08:30
marimari11
კი ზუსტად 1 თვით ადრე.
რასაც შემოგთავაზებს არაფერი აირჩიო, ფასიანი ჩექინი, ფასიანი ადგილი და ეგეთები.
თუ ევროპიდან ევროპაში მიფრინავ, პასპორტის მონაცემებსაც არ გთხოვს.
ამობეჭდე რაც მოგივა მეილზე და ეგაა.

Posted by: Frankens†ein 17 Apr 2017, 20:39
ვიზ ეარი იაფიაო და სექტემბერში რო ვნახულობ მიუნხენის ბილეთებს 250-300 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე... ერთი გზა...

აღარ არის 40-50 ევროდ ბილეთები?

პეგასუსზეა 450 ლარად თბილისი-მიუნხენი-თბილისი...

ვიზ ეარი უფრო იაფი არ უნდა იყოს?

Posted by: marimari11 17 Apr 2017, 22:21
ვივიანა
მადლობა love.gif ბარგის დამატება რომ მომინდეს რამდენი ხნით ადრე უნდა ვქნა ეგ ამბავი>??
* * *
Frankens†ein
QUOTE
ვიზ ეარი უფრო იაფი არ უნდა იყოს?

წესით კი მაგრამ ყველა იმაზე წუწუნებს გააძვირესო

Posted by: Frankens†ein 17 Apr 2017, 22:44
QUOTE (marimari11 @ 17 Apr 2017, 22:21 )

Frankens†ein
QUOTE
ვიზ ეარი უფრო იაფი არ უნდა იყოს?

წესით კი მაგრამ ყველა იმაზე წუწუნებს გააძვირესო

ვინღა ივლის ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან...

ქუთაისიდან 680 ლარი ჯდება ვიზ ეარით და თბილისიდან 600 პეგასუსით:


Posted by: marimari11 17 Apr 2017, 22:49
Frankens†ein
QUOTE
ვინღა ივლის ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან...

არავინ ალბათ :დ
ნუ მე დორტმუნდიდან 27აგვისტოს მაქვს ფრენა 60 ევრო ღირდა ეგეც უბარგოდ.20კილოთი 100ევრო ღირდა

Posted by: freedemocrat 17 Apr 2017, 22:57
ძალიან გააძვირა ვიზ ეარმა, იმედია შემოდგომიდან ისევ გააიაფებს, თუ არა აშკარად მოაკლდებათ მგზავრები

Posted by: Frankens†ein 17 Apr 2017, 23:01
QUOTE (marimari11 @ 17 Apr 2017, 22:49 )
Frankens†ein
QUOTE
ვინღა ივლის ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან...

არავინ ალბათ :დ
ნუ მე დორტმუნდიდან 27აგვისტოს მაქვს ფრენა 60 ევრო ღირდა ეგეც უბარგოდ.20კილოთი 100ევრო ღირდა

ზეგ მოფრინავს ჩემი მეგობარი, წეღან ვიყიდე ბილეთი და 112 ევრო დაჯდა 20 კგ ბარგით ფრენა, დიუსელდორფი-თბილისი...
70 კმ-შია დორტმუნდიდან, დიუსელდორფი...
ჩამოფრინდება თბილისში...
ვიზ ეარის და მერე ქუთაისიდან თბილისში ჩამოსვლის დედა ვატირე...

მართალია გადაჯდომითაა პეგასუსი, მაგრამ 3 საათი აეროპორტში ლოდინი ჯობია 3 საათიან ქუთაისი-თბილისის მგზავრობას...

Posted by: ვივიანა 18 Apr 2017, 01:13
marimari11
მგონი ნებისმიერ დროს შეგიძლია ზუსტად Aრ Vიცი sad.gif

Frankens†ein
წესით დაიკლებს, ყველაზე იაფი რაც დავაკვირდი 2 თვით Aდრე ბილეთი ან 1 წლით :დ

ქუთაისი მილანი ვნახე 130 ლარად ორი გზა. მეგობარმა თევერვალი დაიწუნა :/
სხვას მოვძებნი

Posted by: marimari11 18 Apr 2017, 02:38
Frankens†ein
QUOTE
ზეგ მოფრინავს ჩემი მეგობარი, წეღან ვიყიდე ბილეთი და 112 ევრო დაჯდა 20 კგ ბარგით ფრენა, დიუსელდორფი-თბილისი...

აუუუუ მართლა? wow.gif ნეტა მე რომ მინდოდა მაშინ რა ფასები იყო სხვისტვის არც შემიხედავს

Posted by: Mstyle 18 Apr 2017, 10:33
ვივიანა
QUOTE
ქუთაისი მილანი ვნახე 130 ლარად ორი გზა

აუ რომელი თარიღები? ეგრე იაფად შარშანდელიდან აღარ მინახავს

Posted by: ვივიანა 18 Apr 2017, 20:26
Mstyle
სადღაც 19-24 თებერვალი , ახლო ფრენებიც ნახე მაინც.
5 მარტსაც იაფი ღირს.
მე მაგალითად ჯერ ერთ გზას ვყიდულობ თუ შემხვდა და მერე მეორეს, ფასდაკლებაზე მაინც გაიაფდება.

Posted by: haLogeN 19 Apr 2017, 20:45
Wizzair -ზე ფრენის თარიღის ცვლილება რა ღირს? Flex -ით უფასოა ?

Posted by: nodara95 19 Apr 2017, 22:43
როცა არ იცით ბიუჯეტური კომპანიის მუშაობის პრინციპი მუდამ ძვირად მოგეჩვენებათ ბილეთები. 300 ლარად იყიდებოდა დორტმუნდი - ქუთაისი ივლისი/აგვისოში Basic ბილეთი.( ბარგის გარეშე ) ................ აბა შეადარეთ თბილისიდან რა დაგიჯდებათ მაგ პერიოდში გამგზავრება?!

მე ბარგით მივდივარ და მოვდივარ ამიტომ ავიღციე Wizz Go და ჯამში 613 ლარი გადავიხადე. ორჯერ მეტი ვიდრე Basic ბილეთი. თუმცა მაინც უფრო იაფი გამოვიდა ვიდრე შენი პეგასუსი ან უკრაინული.

სულ თუ ადევნე თვალი ყოველთვის იპოვი იაფ ბილეთს.




Posted by: Scoorp 20 Apr 2017, 12:04
QUOTE (haLogeN @ 19 Apr 2017, 20:45 )
Wizzair -ზე ფრენის თარიღის ცვლილება რა ღირს? Flex -ით უფასოა ?

აუ ეს მეც მაინტერესებს

ფრენის თარიღის ცვლილება შეიძლება?

რა ჯდება და ა.შ

Posted by: Andro_forza juve 20 Apr 2017, 12:47
Scoorp

საით გაგიწევია ? ;დ
--------------------

Posted by: Gestapo777 21 Apr 2017, 17:53
ვიზ ეარის ბილეთის გაუქმება როგორ ხდება და ამ შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება ?
რა ღონისძიება უნდა გავატარო ამ პროცედურის გასატარებლად ?

Posted by: Mstyle 21 Apr 2017, 17:55
Gestapo777
რეისამდე 14 ან მეტი დღით ადრე

დაგეგმილ გამგზავრებამდე 14 ან მეტი დღით ადრე, ჯავშნის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გადაიხდით ჯავშნის გაუქმების მოსაკრებელს, რომელიც 164,00 GEL-ს შეადგენს. ჯავშნის გასაუქმებლად, თქვენ შეგიძლიათ:

დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს;
გააკეთოთ განაცხადი — მის დამუშავებას შეიძლება 30 დღემდე დასჭირდეს.
რეისამდე 14 დღის განმავლობაში

დაგეგმილ გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში, ჯავშნის გაუქმება და თანხის სრულად დაბრუნება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც გადაიხდით სხვა სერვისების მოსაკრებლებსა და ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელს, რომელიც 218,00 GEL-ს შეადგენს.

დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს;
გააკეთეთ განაცხადი — მის დამუშავებას შეიძლება 30 დღემდე დასჭირდეს.

ინფორმაცია Wizz Air-ის ოფიციალური გვერდიდან

Posted by: Thylacine 21 Apr 2017, 20:22
პატარა ხელბარგი რამდენ კილომდეა?


Posted by: ricrub 24 Apr 2017, 00:19
QUOTE
პატარა ხელბარგი რამდენ კილომდეა?

7 კილოა მაქსიმუმ,მაგრამ რავი 4-ჯერ გავიარე რეგისტრაცია აეროპორტში და აერცერთხელ არ შეუმოწმებიათ არც წონა,არც ზომა


ფასებს რაც შეეხება ჩაჯდომა უნდა რა,პლიუს ვინც 2 ჯერ მაინც წახვალთ უეჭველი იყიდეთ Wizz Discount Club
გერმანია ავიღე 8 თვით ადრე 117 ლარად,ახლა 450 ღირს
2 კვირის წინ არც ვაპირებდი სადმე წასვლას,მაგრამ კატოვიცე გაიჩითა 130 ლარად 2 გზა,20%ფასდაკლება ქონდათ და პლიუს Wizz Discount Club-მაც დამიკლო
მაგრამ ახლა რომ ვარჩევდე სადმე ზაფხულისთვის უეჭველი თბილისიდან წავიდოდი,ჰაჰა მაქსიმუმ 50-100 ლარი მოგცეს განსხვავება და 40 ლარი კი უნდა ქუთაისში ჩასვლა-დაბრუნებას

Posted by: pleita 24 Apr 2017, 11:52
აუ ხააალხნო, ნაყიდი მაქვს ქუთ-ლარნაკა, ლარნაკა-ქუთაისის ბილეთი. ჰოდა ლარნაკამდე მიწევს ბერლინი და რანაირად უნდა ვქნა რომ იქიდან იქ გავფრინდე და კვიპროსიდან უკან???
ვიზეარი საერტოდ არ მიჩვენებს ბერლინი-ლარნაკას. რომელ გაცვლაზეა ლაპარაკი help.gif help.gif
ან რანაირად დავუკავშირდე??

Posted by: gigi1919 24 Apr 2017, 23:12
ვიზზეარის საიტზე როგორც დავრეგიტრირდი პასპორტსჰი ზუსტად ისე არ მიწერია გვარი ბილეთბი უკვე ვიკიდე და ონლაინ რეგისტრაციას რომ გავაკეთებ იქ ხომ მომიწევს პასპორტის მონაცემების და სახელის და გვარის შეყვანა ანუ ის მაინტერესებს რომ საიტზე როგორც ვარ რეგისტრირებული ბილეთშიც ხომ არ გადავა ავტომატურად?

Posted by: blackberry1 25 Apr 2017, 11:07
გამარჯობათ

ვიც ერკვევით დამეხმარეტ რა გთხოვთ

ვიზზეარის საიტზე ვიყიდეთ ბილეთბიდ ა ეხლა ეს ბილეთბი საიდან ამოვიღო რომ ამოვბეჭდო თუ აეროპორტში მარტო პასპორტით მივიდე???

რაღაც ჩსხდომის ბარათი ამოიღეო და ვერ გავიგე რა და როგორ

მადლობა წინაწარ

Posted by: sikete 25 Apr 2017, 12:47
blackberry1
ხო, ჩასხდომის ბარათი უნდა დაბეჭდო, რომ აეროპორტში დამატებითი ხარჯები არ გქონდეს. ნახე აბა, მეილზეც იქნება მოსული ეგ.

Posted by: lelukaa 25 Apr 2017, 12:51
blackberry1
გაფრენამდე 30 დღით ადრე გაიხსნება ონლაინ ჩექინი, ჯერ უნდა დაჩექინდე და ამის მერე შეძლებ ჩამოტვირთო და ამობეჭდო ბორდინგ პასები.
უკანა გზის შეგიძლია პირდაპირ ტელში გადაიტანო, მაგალითად აიფონის შემთხვევაში ეფლვოლითში

Posted by: blackberry1 25 Apr 2017, 12:59
lelukaa

მადლობა და კიდევ ერთი შეკითხვა "დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი" აქ პ/ნ მივუთითო თუ პასპორტის ნომერი რომ არის აი ეს 11BB12345



მადლობა

ანუ 1 კვირით მივდივარ და მაქვს წასვლისდ ა წამოსვლის ბილეთEბი , სამოგზაურო დაზღვევა 1 კვირიანი და ბუკინგ ზე დავჯავშნე 2 დღE ...

ხომ არაფერი მავიწყდება sad.gif

ახლობელი 2 წელი იჯდა აქ ციხეში (წვრილმანი ქურდობაზე)და ისე გადავიდა შენგენის ქვეყანაში საერთოდ არაფერი მოთხოვეს და რა ხდება სროკზე ვინც არის ნამყოფი პრახადნოი დვორია?

Posted by: lelukaa 25 Apr 2017, 13:19
blackberry1
QUOTE
11BB12345

ეს smile.gif

QUOTE
1 კვირით მივდივარ და მაქვს წასვლისდ ა წამოსვლის ბილეთEბი , სამოგზაურო დაზღვევა 1 კვირიანი და ბუკინგ ზე დავჯავშნე 2 დღE ...

დანარჩენ 5 დღესაც დავჯავშნიდი მე, აშკარად არ გჭIრდება სხვა ალტერნატივა გაქვს როგორც მივხვდი, მაგრამ იყოს რა.
სხვა სასტუმრო დაჯავშნე და რო გახვალ დააუქმე ის მეორე ჯავშანი.
1 დღეზე 50 ევრო კი გეცოინება.


წინა კვირას ვიყავი მე, თან ვიზა მქონდა. ჩვენთან უბრალოდ კითხვით შემოიფარგლნენ მქონდა თუ არა ყველაფერი წესრიგში.
საბერძნეთში უკვე უკან დასაბრუნებელი ბილეთის ჩვენება მომთხოვეს.

Posted by: blackberry1 25 Apr 2017, 13:33
lelukaa

QUOTE
სხვა სასტუმრო დაჯავშნე და რო გახვალ დააუქმე ის მეორე ჯავშანი.


ანუ ბუკინგ კომზე მაქვს ჯავშანი და ეს გავაუქმო???

არასანდოა??? smile.gif
QUOTE
1 დღეზე 50 ევრო კი გეცოინება.


ხო ეს ვიცი და ბარათზე რომ მაქვს ფული ამას როგორ ამოწმებენ ბანკომატტან მომოყვებიან smile.gif

Posted by: lelukaa 25 Apr 2017, 13:41
blackberry1
არა, სანდო როგორ არ არის, ეგრე დავდივარ მე სულ.
უბრალოდ შენ თქვი რომ 1 კვირით მიდიხარ და 2 დღით გაქვს სასტუმრო დაჯავშნილი, დრულად უნდა გქონდეს ჯავშანი.

ვიფიქრე ეს 2 დღე საჩვენებლად დაჯავშნა და სულაც ახლობელთან რჩება თქო, ენივეი გირჩევ რომ სასტუმრო დაჯავშნო სრული მოგზაურობისთვის.

თანხაზე არ ვიცი, არ შევუმოწმებივარ, არც არავისგან გამიგია რომ შეემოწმებინოთ.

Posted by: blackberry1 25 Apr 2017, 13:51
lelukaa

გაიხარე მადლობა დიდი

დავჯავშნი და გვაუქმებ ჩემი ნება არ არის

დიდი მადლობა ამომოწურავი ინფოსთვის

Posted by: N_E_M_O 25 Apr 2017, 16:56
ერთი კითხვა მაქვს ვიზ ეარის საიტზე დავრეგისტრირდი მაგრამ სახელი და გვარი პატარა ასოებით მიწერია. პასპორტში ყველამ ვიცით რო დიდი ასოებია და ეს რამე პრობლემას ხო არ შემიქმნის? ვეღარ ვცვლი ამ პატარებს დიდებით sad.gif

Posted by: Thylacine 25 Apr 2017, 17:03
აქ გეცოდინებათ ალბათ

ქუთაისიდან დორტმუნდში რო გავფრინდე (მარტო 1 გზის ბილეთი ავიღო) და იქიდან სტამბულში რო გადავფრინდე 1 თვეში სხვა ავიახაზით,რომლის ბილეთიც თან მექნება,ხომ არ გამიტრაკებენ აეროპორტში გერმანიაში შესვლისას ? biggrin.gif

თუ მაინცდამაინც 1 ავიახაზის ორივე გზის ბილეთი უნდა ვანახო?
ცოტა ჩაინიკური კითხვაა ალბათ,მაგრამ არ გამიჭედონ ეხლა იქ სამშობლოში როგორ ბრუნდებიო და რამე biggrin.gif

Posted by: lelukaa 25 Apr 2017, 18:41
N_E_M_O
ნუ ნერვიულოობ, მეც ეგრე მაქვს მაგრამ არცერთხელ არ შემქმნია პრობლემა, ჩექინისასაც ვერ შეცვლი, უკვე ჩასმული დაგხვდება გვარ-სახელი, მაგრამ ეგ არაფერი smile.gif

Thylacine
ჩემი აზრით დორტმუნდი სტამბულის და მერე სტამბული-თბილისი ან ქუთაისის ბილეთები ორივე უნდა გქონდეს და არ უნდა შეგექმნას პრობლემა,

Posted by: maskarad 25 Apr 2017, 20:44
საბერძნეთში მივფრინავ მეგობართან ბილეთი სასტუმროს ჯავშანი დაზღვევა მაქვს თან და ფული კიდევ კიდევ რამე ხოარ მინდა უვიზო მიმოსვლის დროს და კიდევ არც ინგლისური ვიცი და არც რუსული მესაზღვრესთAნ რამე პრობლემა ხოარ შემექმნება ?

Posted by: nodara95 25 Apr 2017, 21:27
6 ივლისი - 20 აგვისტოს ბილეთი ვიყიდე დორტმუნდი - ქუთაისი.

დაუჩექინებელი ბილეთი რომ ვაჩვენო მესაზღვრეს( მეილზე მოსული წერილი, სდაც ჩანს რომ ორივე მიმართულება შევიძინე ) პრობლემა ხომ არ არის? პირველად ვმგზავრობ ვიზით

6 ივლისის ბილეთზე ვასწრებ ჩექინს, მაგრამ დასაბრუნებელზე ვერა.( არ იქნება ჯერ გახსნილი, 10 ივლისს იხსნება დასაბრუნებელი ბილეთის ონლაინ ჩექ ინი)

Posted by: Thylacine 25 Apr 2017, 21:52
lelukaa
სტამბული-თბილისს ვერ ვაჩვენებ,ავტობუსით ვაპირებ :დ

ანუ მარტო სტამბულამდე ბილეთით შემექმნება რამე პრობლემა?

Posted by: ვივიანა 26 Apr 2017, 01:08
nodara95
ინვოისი არ მოგივიდა ? ეგ შეგიძლია აჩვენო ან რაც მოგივიდა ის მესაზღვრეს.


Posted by: lelukaa 26 Apr 2017, 10:52
maskarad
მეტი არაფერიც არ გჭირდება, ენას რაც შეეხება რა სავალდებულოა, პასპორტს რომ მიაწოდებ სანამ დაგიბრუნებს თუ გკითხა რამე ესეიგი შენი ჩამოთვლილი საბუთებიდან რომელიმეს გთხოვს და მიაცეცე ყველა biggrin.gif

nodara95
მეილზე მოსულ ინვოისს აჩვენებ ი ვსო.

Thylacine

პრინციპში შენ დორტუნდში თუ მოგთხოვეს აჩვენებ სტამბულის ბილეთს, ჰო არ რჩები მაგათ ქვეყანაში და მეტი ინფო არცაა საჭირო, აი სტამბულში უკან დასაბრუნებელი ბილეთს კი მანდვილად არავინ არ ითხოვს smile.gif



მინდა მეც სტამბულში love.gif

Posted by: acdachi 27 Apr 2017, 13:46
გამარჯობა, მგზავრის შეცვლა შეიძლება რო რამე? smile.gif
წერია ერთხელ შეგიძლია შეცვალო უფასოდო და მაგას ნიშნავს თუ უბრალოდ არასწორად თუ გაქ სახელი და გვარი ჩაწერილი მაგის შეცვლაა?

Posted by: lelukaa 27 Apr 2017, 14:06
acdachi
QUOTE
არასწორად თუ გაქ სახელი და გვარი ჩაწერილი მაგის შეცვლაა?

ამას ნიშნავს

მგზავრის შეცვლა 45 ევროა.

Posted by: acdachi 27 Apr 2017, 16:25
QUOTE
არასწორად თუ გაქ სახელი და გვარი ჩაწერილი მაგის შეცვლაა?

ამას ნიშნავს

აჰა მადლობა,
და დიდ და პატარა ასოებს აქვს მნიშვნელობა თუ იცი?
ჩემზე Dachi მიწერია, ჩემ მეუღლეზე MAKA
მემგონი არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა

Posted by: გიორგი XII 27 Apr 2017, 22:15
ბილეთების დაბრუნების შემთხვევაში ანაზღაურებენ ფულს?


პრიკოლი კომპანიაა რა
270 ლარი ღირდა აბრატნი ბილეთი დღეს შევდივარ და 530 ლარი ღირს


facepalm.gif

Posted by: Kebo 29 Apr 2017, 00:41
ყველაზე იაფი რომელი ქალაქის გავლით იქნება რომში წასვლა?

პირდაპირ მარტო მილანია აქედან და კაი ძვირია smile.gif)

Posted by: justhappy 29 Apr 2017, 00:45
ვიზაც ვიზიარით გიმგზავრიატ დაწერეთ რა ძალიან პატარა ბოინგები ყავთ მართლა როგორც ამბობენ ?

Posted by: dato_dato 29 Apr 2017, 09:10
justhappy
QUOTE

ვიზაც ვიზიარით გიმგზავრიატ დაწერეთ რა ძალიან პატარა ბოინგები ყავთ მართლა როგორც ამბობენ ?

ეეთი?

Posted by: blackberry1 29 Apr 2017, 19:05
lelukaa

კიდევ ერთხელ უნდა მიშველო

ბუკინგ კომზე დავჯავშნე ბილეთები და იქ რომ ჩავალ მესაზღვრეს რა ვაჩვენო???



Posted by: justhappy 29 Apr 2017, 23:42
dato_dato
ეს არაა ბოინგი მე სერიოზულად მაინტერესებს

Posted by: რეამინაცია 30 Apr 2017, 00:28
justhappy
QUOTE
ვიზაც ვიზიარით გიმგზავრიატ დაწერეთ რა ძალიან პატარა ბოინგები ყავთ მართლა როგორც ამბობენ ?


Airbus A-320 ყავთ. A-320 აფრიკაშიც A-320 smile.gif უბრალოდ ბიუჯეტური ავიახაზები როგორც წესი მარშრუტკასავით დამატებით სავარძლის რიგებს ამატებენ, შესაბამისად ჩვეულებრივ ავიახაზებთან შედარებით ნაკლები ადგილია სავარძლებს შორის.

Posted by: dato_dato 30 Apr 2017, 02:09
justhappy
საერთოდ არ ყავთ ბოინგი, საქართველოში ყოველშემთხვევაში არ დაფრინავს
როგორც გითხრეს ჩვეულებრივი ა320-ები ყავთ, თან საკმაოდ ახლები, ბოლოს კატოვიცეში გავფრინდი ეხლახანს და სავარძლენიც კი ნორმალური იყო, ზურგიც კი იწროდა, თუმცა იქიდან ბუდაპეშტიდან გამოვფრინდი და ვიწროდ ვიჯექი მარა ბორტი აქაც ახალი იყო

Posted by: justhappy 30 Apr 2017, 02:17
dato_dato
გასაგებია მაგრამ მე მითხრეს რო ვისაც ფრენის ეშინია წიზიარით ფრება საკმაოდ შეეშინდება. აგრეა ?

Posted by: რეამინაცია 30 Apr 2017, 10:41
justhappy
QUOTE

გასაგებია მაგრამ მე მითხრეს რო ვისაც ფრენის ეშინია წიზიარით ფრება საკმაოდ შეეშინდება. აგრეა ?

ზოგადად რაც უფრო დიდია თვითმფრინავი მით უფრო ნაკლებად იგრძნობა რყევები და ვიბრაცია, რაც კარგია როცა ფრენის გეშინია. შესაბამისად ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს ბოინგ 747ში ვიდრე პატარა ბომბარდირში. ამასთანავე ა-320/321 (ბოინგი 737ის ანალოგი) არის სტანდარტული ზომის თვითმფრინავი ევროპული ფრენებისთვის. შესაბამისად მაგით თუ ვერ იფრენ მაშინ ტრანსოკეანური ფრენების გარდა ვერ გიფრენია ვერაფრით და ეგაა.

Posted by: justhappy 1 May 2017, 23:38
რეამინაცია
ხო მეც ეგრე მიხეს ვინც იპრინეს რო ძაან იგრძნობა ტურბულენტური ზონები იმიტო რო პატარა ვიზიარის ბოინგებიო

Posted by: dato_dato 2 May 2017, 14:55
justhappy
QUOTE
ძაან იგრძნობა ტურბულენტური ზონები იმიტო რო პატარა ვიზიარის ბოინგებიო

არა მაგიტომ არამედ იმიტომ რო ხშირ შემთხვევაში ზღვის თავზე მიფრინავს და ეგ ჩვეულებრივი ამბავია ზღვაზე, wink.gif აღმავალი ჰაერის მასები უფრო აქტიურია მანდ, თორე თვითმფრინავი კიდე გეუბნებ ჩვეულებრივი ზომისაა მაგ ტიპის გადაფენებისთვის

Posted by: გიორგი XII 3 May 2017, 21:19
პირველად მივფრინავ ამ კომპანიით და ჩეკინს რამდენ ხანში იძლევა?

Posted by: jkjkjk 4 May 2017, 00:04
გიორგი XII
30 დღით ადრე რეისამდე.

Posted by: ninikere 4 May 2017, 13:02
ვყიდი Wizz Air 2 ბილეთს გერმანიის მიმართულებით გაფრენა 23 ივნისს გერლინში , გამოფრენა 1 ივლისს memmingen -დან , თუ ვინმეა დაინტერესებული შემეხმიანოს

Posted by: Tamtusha 4 May 2017, 20:41
ბილეთI აუცილებელია ამოვბეჭდო? ტელეფონით რომ ვაჩვენო თუ შეიძლება?

Posted by: blackberry1 5 May 2017, 17:11
Tamtusha

შეიძLება მარა ფაიფაი რომ არ იყოს ან რამე ხარვეზი მისცეს ტელიფონმა გამობრუნდები უკან???

10 თეთრი უნდა ამობეჭდვას და რატომ რისკავ

Posted by: .:ELENE:. 6 May 2017, 13:36
მეგობრებო,
11-ში მივფრინავ ვიზეარით და დამატებითი ბარგი არ მაქვს ნაყიდი, მხოლოდ ზურგჩანთა.
მაინტერესებს, ციფრული რომ მქონდეს კისერზე ჩამოკიდებული მაგაზე თუ მეტყვიან რამეს და ასევე, ზურჩანთასთან ერთად პატარა ჩანთაც (მხოლოდ საფულე და საბუთები რომ ეტევა) თუ არის დასაშვები.

Posted by: Dv@li 6 May 2017, 15:12
.:ELENE:.
წესით ფოტოაპარატს დამატებით ნივთში ატარებენ და მაგისთვის პრიორიტეტული ბილეთი უნდა გქონდეს
ჩანთაზეც არ მგონია რამის მიმაგრება გაატარონ

Posted by: .:ELENE:. 7 May 2017, 00:13
Dv@li
მადლობა.
ასევე მაინტერესებს თუ იცით, გერმანიიდან ახლობლებმა გვთხოვეს რომ ტყლარწი წავუღოთ biggrin.gif
ამაზე რამე პრობლემა ხომ არ მექნება?

Posted by: lelukaa 7 May 2017, 09:51
Dv@li
ბოლო ფრენაზე წელის ჩანთა მეკეთა ორივე გზაზე და არც შეუნჩნევიათ smile.gif

Posted by: kaki96_ 7 May 2017, 15:11
მოკლედ ბილეთი დავჯავშნე,24 საათის განმავლობაში საფასური გადავიხადე რესპუბლიკა ბანკის გადარიცხვით,

მაგრამ ჯერ არც რაიმე დადასტურება მოსულა Wizz Air დან არც მეილზე და არც კომპანიის საიტზე დარეგისტრირებულ ჩემს გვერდზე.
უნდა დაველოდო დადასტურებას?
ჩემს პროფილში ისევ გადახდის მოლოდინში აწერია
რაღაც გაურკვეველი სიტუაციაა

ეგრე უნდა იყოს?

Posted by: acdachi 8 May 2017, 09:40
kaki96_
რესპუბლიკა და თიბისი რო შეერთდნენ ეს 3 დღე ორივე ბანკის გადარიცხვა-გადმორიცხვებს პიზდეცი აქვთ



პ.ს ფოტოაპარატზე როგორც ვიცი არ აქვთ პრობლემა, თუ ძაან შარიანი მესაზღვრე არ გაიჩითა

Posted by: Miria 8 May 2017, 12:00
acdachi
QUOTE
პ.ს ფოტოაპარატზე როგორც ვიცი არ აქვთ პრობლემა, თუ ძაან შარიანი მესაზღვრე არ გაიჩითა


მესაზღვრე რა შუაშია?

rolleyes.gif

Posted by: Scoorp 8 May 2017, 17:51
პირადობის მოწმობის სურათი და პასპორტის ფოტო განსხვავდება biggrin.gif
პასპორტი ძველი მაქვს და ბევრად სხვანაირი თუ ვარ იმ ფოტოში
მაგან შეიძლება რამე პრობლემა შემიქმნას საზღვარზე?

Posted by: .:ELENE:. 8 May 2017, 20:09
Scoorp
პირადობა საერთოდ არაფერში დაგჭირდება, შეგიძლია საქართველოშიც დატოვო.

Posted by: Scoorp 8 May 2017, 23:30
.:ELENE:.

კარგი,მაშინ ასე ვიკითხავ
ახალი პირადობა წელს გავაკეთებინე და ძველის ფოტო რო ნახეს(იგივე ფოტოა პასპორტში), დაეჭვდნენ ნამდვილად მე ვიყავი თუ არა biggrin.gif
ხოდა მაგ ფაქტმა დამაფიქრა,პრობლემა არ შემექმნას თქო
(რამდენად რეალურია მსგავსი პრობლემა ეგეც არ ვიცი,თუმცა თავი დავიზღვიო მირჩევნია)

Posted by: .:ELENE:. 9 May 2017, 10:55
Scoorp
ეგეც არ არის პრობლემა biggrin.gif biggrin.gif იმიტომ რომ ბიომეტრიული პასპორტი თითის ანაბეჭდზე ინფორმაციასაც შეიცავს და მესაზღვრეც თუ დაეჭვდა ეგრე გადაამოწმებს.
მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება ასე რადიკალურად განსხვავდებოდე biggrin.gif

Posted by: Scoorp 9 May 2017, 11:39
.:ELENE:.


რავიცი იუსტიციის სახლში კი დაეჭვდნენ
და შეიძლება ვინმეს მოყვანა დაგჭირდეთ რომ დაადასტურონ რომ ნამდვილად თქვენ ხართო biggrin.gif
ნუ არ დამჭირვებია არავის მიყვანა,მაგრამ ეგ რომ მითხრეს უკვე შოკი იყო ჩემთვის :დდ

Posted by: anara 9 May 2017, 20:30
სალამი მოგზაურო მეგობრებო.
რა მაინტერესებს, რამდენად მაღალია რისკი რეისის გადადების ქუთაისიდან? გერმანიაზე გვაქვს აღებული ბილეთები მე და მეუღლეს 11 ივნისზე, სასტუმროს ჯავშანით და დაზღვევით რომლებიც ემთხვევა ავიაბილეთების წასვლის და ჩამოსვლის თარიღებს. ხო და თუ არის ამის რისკი მაინტერესებს.
გმადლობთ.

Posted by: Hahman 9 May 2017, 20:45
anara
თუ ქარიშხალი არ ამოვარდა და პილოტებს გულები არ დაუსკდა არ გადაიდება.

Posted by: anara 10 May 2017, 05:36
QUOTE (Hahman @ 9 May 2017, 20:45 )
anara
თუ ქარიშხალი არ ამოვარდა და პილოტებს გულები არ დაუსკდა არ გადაიდება.

biggrin.gif გაიხარე, დავმშვიდდი ცოტა ))))))))

Posted by: SUBADARI 10 May 2017, 16:32
იცით რა მაინტერესებს მემინგემის აეროპორტიდან იაფად როგრო უნდა მოვხვდე მიუნხენში? ვისაც გიმგზავრიათ რჩევა ფლზ smile.gif

Posted by: madridman 10 May 2017, 16:42
SUBADARI
ავტობუსი დადის იაფად. მარა ხშირად არ დადის. 12-15 ევრომდე ჯდება
მატარებელი ძვირია შედარებით. უბრალოდ ხშირად დადის

ისე მაგხელა დაშორება მგონი მთელს ევროპაში იშვიათია აეროპორტსა და ქალაქს შორის. ვაფშე არაა ეგ აეროპორტი მიუნხენის მე თუ მკითხავ.

Posted by: anara 10 May 2017, 19:51
15 ეურო ღირს ავტობუსი ონლაინ ვიყიდე, ეს ბილეთი მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ ახლო რეისზე არის აქტიურიო(მიპასუხეს შეკითხვაზე). მე დრო მივუთუთე ცოტა გვიანი, მერე წავიკითხე რომ ავტობუსები ელოდებიან საპასორტო კონტროლსო, აიყვანენ მგზავრებს და მერე გადიანო. იყიდე ონლაინ.
http://www.allgaeu-airport-express.de/

Posted by: N_E_M_O 11 May 2017, 15:45
ერთი კითხვა მაქვს.... ჯერ ბილეთები არ მიყიდია და ფასი რაც აქვს ამ წუთას ყველაფერს რო შევავსებ და საბანკო ბარათსაც რო მივუთითებ ხო ეგრევე გაჭრის ფულს და ფასიც აღარ შეიცვლება ხო??? თუ ჯერ იჯავშნება და მერე შეილება მომატებულ ფასზე ჩამოგაჭრას

Posted by: Scoorp 11 May 2017, 15:56
აეროპორტამდე ჩასასვლელი ავტობუსები როგორია?
ვის გისარგებლიათ

Posted by: anara 11 May 2017, 17:41
QUOTE (Scoorp @ 11 May 2017, 15:56 )
აეროპორტამდე ჩასასვლელი ავტობუსები როგორია?
ვის გისარგებლიათ

ქუთაისამდე? "მეტრო" ჩადის 15 ლარად როგორც მითხრეს, და რათქმა უნდა მინივენები დიდუბიდან... მეც ვფიქრობ თუ რომელს გავყვე

Posted by: lelukaa 12 May 2017, 08:51
Scoorp
მეტროთი ჩავდივართ ხოლმე, იაფი და ძალიან კომფორტულია smile.gif
ბოლოს რომ ვიყავი ორსართულიანი აღმოჩნდა ავტობუსი, წინა ადგილები მქონდა ნაყიდი, ზემოთ წინა მიყიდია და ვისიამოვნე ფრიად smile.gif

Posted by: dato_dato 13 May 2017, 10:53
27-30 მაისს ლარნაკაში თუ მიფრინავთ ვინმე ხომ არ შევამხანაგდეთ ქუთაისამდე და უკან მგზავრობაში?
მე და ჩემი მეუღლე მივფრინავთ და თუ იქნებით მსურველები ჩაგიყვანთ და ჩამოგიყვანთ კომფორტულად

Posted by: MARANELLO 15 May 2017, 10:02
მეგობრებო ვიზეარის ბილეთების ყიდვა მარტო ონლაინ არის შესაძლებელი? თუ ავიასალაროებშიც იყიდება ?

Posted by: mariolusi 15 May 2017, 11:35
QUOTE
მეგობრებო ვიზეარის ბილეთების ყიდვა მარტო ონლაინ არის შესაძლებელი? თუ ავიასალაროებშიც იყიდება ?


ავა სალაროებშიც შეგიძლია ისინიც ონლაი გიყიდიან და დახლოებით 50 ლარით ზედმეტად

ძალიან მარტივია ყიდვა საბანკო ბარათი თუ გაქვს დაგეხმარები

Posted by: dato_dato 15 May 2017, 13:34
QUOTE
27-30 მაისს ლარნაკაში თუ მიფრინავთ ვინმე ხომ არ შევამხანაგდეთ ქუთაისამდე და უკან მგზავრობაში?
მე და ჩემი მეუღლე მივფრინავთ და თუ იქნებით მსურველები ჩაგიყვანთ და ჩამოგიყვანთ კომფორტულად


Posted by: merabi1995 15 May 2017, 14:13
სასტავ დამეხმარებით სამოზგაურო დაზღვევის გაკეთებაში და ჯავშანის გაკეთებაში? ეხ ტვინი არ მოტ...... ფული გადამიხადეო კაროჩე სადც ჩავდივარ იმ ქვეყანაშI უნდა მქონდეს სასტუმრო ? და ასევე მაინტერესებს ავიაბილეთის შეძენა უცილებელია ჩემს სახელზე არ შეიძლება რომ სხვას აქვს ნაყიდი თბილისიდან იაფად დაფრინავს და ეკონომ ფაკეტი აქვს და იმან მიყიდოს ბილეთი იაფდ? დამე მომცეს? ვიც კრგად ერკვევა მითხრას,ან პირდში

Posted by: mariolusi 15 May 2017, 15:50
merabi1995
სამოგზაურო დაზღვევა 1 დღე ერთი ლარი ნებისმიერი ტურისტული და სადაზღვეო აკეთებს
ლოგიკურად რომელ ქვეყანაშიც მიფრინავ იქ უნდა გქონდეს სასტუმრო

ბილეთს რაც შეხება არ აქვს მნიშვნელობა ვინ გიყიდის მთავარია შენს სახელზე იყიდოს ბილეთი
შენი პასპოტრის მონაცემები უნდა ბილეთის ყიდვისას

Posted by: Gestapo777 16 May 2017, 11:08
ვიზეარის ბილეთი გავაუქმე მაგრამ როცა შევდივარ საიტზე ჯავშანს მანახებს მაილზე მხოლოდ ეს წერილი მომივიდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მაინტერესებს რატომ მიზის ჯავშანი და კიდევ ერთი კითხვა ანუ უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მქონდა ნაყიდი იმაზეც უნდა მივწერო ცალკე თუ საკმარისია ?

Posted by: sadgobela 16 May 2017, 11:26
მეგობრებო , ვისაც გიყვართ მოგზაურობა , შეგიძლიათ ამ საიტზე, ამ ლინკით დარეგისტრირდეთ და მიიღოთ 35-40 Euro ბინებზე.. smile.gif smile.gif smile.gif Have Fun <3

www.airbnb.com/c/iraklis67

Posted by: acdachi 16 May 2017, 11:51
გამარჯობა,
ვიზეარით მივიდვარ პარასკევს მილანში, ბარგი არ მიყიდია

რაც არის მითითებული ზომები მცირე ბარგის, იმენნა ზუსტად ზომავენ მაგას?
ჩვეულებრივი ზურგჩანთა მაქვს ოდნავ მაღალია მაგათ ზომებზე 42 სმ უწერიათ სიმაღლე.


Posted by: barkly 16 May 2017, 12:41
მგარი გოთვრნული საიტი აქვთ და მაიმუნობენ სერიოზულად.

ბილეთის ონლაინ ყიდვისას ყველა ეტაპს რო გაივლი და გადახდაზე მიხვალ ვითომდა ჭედავს საიტი, მერე გიწერს რომ ბანკი არ რიცხავსო თანხას ან ვითომ ანგარიშზე არ არის საკმარისი და ა.შ.

ამის შემდგომ გთხოვს თავიდან ავტორიზაციას და მაგ დროს თანხას გიზრდის.

მასე მერამდენედ მიკეთებს. ეგ მათხოვრები

Posted by: sadgobela 16 May 2017, 13:26
barkly
რომელზე იძახი , აირბნბ-ზე?

Posted by: beqa55 16 May 2017, 17:47
ქუთაისიდან ლარნაკასკენ და უკან მაქვს 2 ბილეთი 30.05-10.06 Wizz Air ით. ვინმეს თუ გინდათ 100 ლარში.

Posted by: irakli_f1 16 May 2017, 23:10
გაუმარჯოს, ახლა ვიყიდე მილანის ბილეთები და ადგილიც დავჯავშნე უკვე. ონლაინ chek-in 1 თვით ადრე იწყება ფრენამდე და მაშინ ვადასტურებ ხო იმ ადგილებსაც რაც ახლა მაქვს დარეზერვებული? და კიდე დამატებით ვიხდი ამაში ფულს?

და კიდე, ფულის გადახდის დროს საკრედიტო ბარათით რატო მოითხოვა მისამართი? ბილეთზე არც არის დატანილი ხო მისამართი?

Posted by: acdachi 17 May 2017, 09:35
გამარჯობა,
ვიზეარით მივიდვარ პარასკევს მილანში, ბარგი არ მიყიდია

რაც არის მითითებული ზომები მცირე ბარგის, იმენნა ზუსტად ზომავენ მაგას?
ჩვეულებრივი ზურგჩანთა მაქვს ოდნავ მაღალია მაგათ ზომებზე 42 სმ უწერიათ სიმაღლე.




irakli_f1

მისამართი აუცილებლად უნდა ჩაწერო, თუმცა არც ფოსტით მოდის ბილეთი და არაფერი
პროსტა უნდა იყოს
ადგილს რაც შეეხება ფასიანი ადგილი აიღე? და დაემატა ბილეთის თანხას გადახდისას?

Posted by: irakli_f1 17 May 2017, 10:25
QUOTE (acdachi @ 17 May 2017, 09:35 )

irakli_f1

მისამართი აუცილებლად უნდა ჩაწერო, თუმცა არც ფოსტით მოდის ბილეთი და არაფერი
პროსტა უნდა იყოს
ადგილს რაც შეეხება ფასიანი ადგილი აიღე? და დაემატა ბილეთის თანხას გადახდისას?

კი გადავიხადე ადგილებშიც ცალკე ფული. 16 ლარი თითოში.

მისამართი ბილეთზე არ არის დატანილი რომ ვნახე რასაც აპრინტერებენ და იმიტომ გამიკვირდა რატო ითხოვენ biggrin.gif

Posted by: Scoorp 17 May 2017, 11:17
ჩექინზე 0 დღე რომ აწერია დღეს
ანუ ხვალ გაიხსნება ხო? :დ

Posted by: finder001 17 May 2017, 13:35
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ , ვიზეარით მინდა ბუდაპეშტში ჩაფრენა შვილთან ერთად, მე უფასო ხელბარგიც მყოფნის მაგრამ ჩემ ბავშვს მინდა "დიდი ხელბარგი" ავუღო და ვერ გავარკვიე მაქსიმუმ რა წონა უნდა იყოს მცირე ხელბარგი და დიდი ხელბარგი ? მადლობა წინასწარ

დიდი ხელბარგი
56×45×25 სმ

ფასიანი

წონა ??? sad.gif
--------------------------------


მცირე ხელბარგი
42×32×25 სმ

უფასო

წონა ??? sad.gif

Posted by: Kebo 18 May 2017, 01:13
გამარჯობა
ეს წესი როგორაა უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეგიძლიათ მითხრათ

დავუშვათ ჩავფრინდი ბუდაპეშტში და მინდა წავიდე იტალიაში მატარებლით და მილანიდან გამოვბრუნდე უკან


ბუდაპეშტში მილანი-ქუთაისის ბილეთი რო ვანახო მესაზღვრეს პრობლემა იქნება?

Posted by: system1ka 18 May 2017, 10:05
QUOTE
ბუდაპეშტში მილანი-ქუთაისის ბილეთი რო ვანახო მესაზღვრეს პრობლემა იქნება?


არანაირი პრობლემა wink.gif

Posted by: Luis Suarez 18 May 2017, 15:46
დღევანდელი 30% სეილი მარტო მაისის რეისებზეა თუ ივლისში დაჯავშნულებზეც?
ვერ მივხვდი, დაჯავშნის დროს ფასები რაც წერია უკვე დაკლებულია თუ რამე სხვა ოფშენი უნდა?

Posted by: ვივიანა 18 May 2017, 16:14
Luis Suarez
დისქაუნთ კლუბის წევრებისთვისაა მხოლოდ ფასდაკლება.

Posted by: Luis Suarez 18 May 2017, 17:30
ვივიანა
ხო გვიან შევამჩნიე

ისე ცალმხრივ ბილეთს დაჯავშნი თუ წასასვლელს და წამოსასვლელს, ფასზე არ მოქმედებს ხო ეგ?
და ვთქვათ ივლისის თვის ბილეთები, ბუდაპეშტის მიმართულებით, ეხლა რა ფასებიც არის შეიძლება შეიცვალოს/მოემატოს, არის მაგის შანსი ?

Posted by: ვივიანა 18 May 2017, 21:38
Luis Suarez
ჯავშანი ვიზეარს არ აქვს, ეგრევე ყიდულობ.
ფასი იცვლება ყოველდღე თითქმის.
არ აქვს მნიშვნელობა 2 გზაა თუ ერთი.
არ აირჩიო ადგილი Dა 4 ევროთი ნაკლებს გადაიხდი თუ გაწყობს, ჩექინისას თავად შეგთავაზებს ადგილს.

Posted by: Ballack* 22 May 2017, 19:22
გამარჯობა
აბა გარკვეული ხალხის დახმარება მინდა
მოკლედ ვიყიდე ორი ბილეთი 1 აგვისტოს არის ფრენა
ეხა სიტუაცია შემეცვალა და მიწევს ბავშვის წაყვანა 2 წლის არის ბავშვი
რა უნდა ვქნა ?

Posted by: sadgobela 24 May 2017, 14:17
გამარჯობა,

გთხოვთ დამეხმაროთ,

16 ივნისი გაფრენა - 22 ივნისი გამოფრენა ... პრაღამდე მინდა ჩასვლა , ყველაზე იაფი ბილეთის პოვნაში თუ დამეხმარებით , დიდად მადლიერი დაგრჩებოდით .. მადლობა წინასწარ

Posted by: irakli_f1 24 May 2017, 15:36
QUOTE (sadgobela @ 24 May 2017, 14:17 )
გამარჯობა,

გთხოვთ დამეხმაროთ,

16 ივნისი გაფრენა - 22 ივნისი გამოფრენა ... პრაღამდე მინდა ჩასვლა , ყველაზე იაფი ბილეთის პოვნაში თუ დამეხმარებით , დიდად მადლიერი დაგრჩებოდით .. მადლობა წინასწარ

ქუთაისი - მილანი 150 ლარი
მილანი - პრაღა (ავტობუსი) 40 ევრო
პრაღა - მიუნხენი (ავტობუსი) 15 ევრო
მიუნხენი - ქუთაისი - 190 ლარი

დაახლოებით ასეთ ფასებში გამოხვალ ყველაზე იაფად

Posted by: Razm 24 May 2017, 17:05
ვიზეარი ყველაზე იფანიანი ავია კომპანიაა?
ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ვაპირებ მილანში გაფრენას და მაინტერესებს ტუდააბრატნი ბილეთი რა დამიჯდება დაახლოებით მაგ დროისთვის?
და კიდევ მაინტერესებს აბრატნი ბილეთი რო 1 თვის მერე იყოს პრობლემა ხოარიქნება რამე და კარტაზე თანხა რამდენი დამჭირდება?

Posted by: sadgobela 24 May 2017, 19:19
irakli_f1
მადლობა მეგობარო , პეგასუსით ვნახე რეისი თბილისიდან , 250$ ჯამში ყველაფერი ... ასე ჯობს

Posted by: mikron23 24 May 2017, 20:16
ფასდაკლებები ზაფხულში რამე აქციებიარ ექნებაააათ biggrin.gif ზან აიწია ფასებამა ზოგ მიმართულებაზე

Posted by: irakli_f1 24 May 2017, 22:16
QUOTE (sadgobela @ 24 May 2017, 19:19 )
irakli_f1
მადლობა მეგობარო , პეგასუსით ვნახე რეისი თბილისიდან , 250$ ჯამში ყველაფერი ... ასე ჯობს

100 ლარით მეტი კი გამოდის პეგასუსი, მაგრამ თუ პირდაპირ პრაღაში ჩახვალ და ჩამოხვალ დროს და ენერგიას დაზოგავ და ღირს 100 ლარის ზედმეტად გადახდა

Posted by: medea13 24 May 2017, 22:51
მაინტერესებს ცალკ-ცალკე შეიძლება გამგზავრების და უკან დასაბრუნებელი ბილეთის შეძენა? ანუ მგზავრობის მომენტში ორივე მექნება, მაგრამ აქ ყიდვისას ცალკე რო ავიღო, ისეთი ფასი აქვს ჩამოსვლას იქნებ დაიკლოს მანამდე

Posted by: გიორგი XII 24 May 2017, 23:15
medea13

უპრობლემოდ
არ აქვს მნიშვნელობა როდის იყიდი , მთავარია საზღვარზე გქონდეს

Posted by: dato_dato 24 May 2017, 23:32
27-ში შაბათს დილით ლარნაკადი არ მოფრინავთ ვინმე?

Posted by: cuda 25 May 2017, 00:34
https://www.flypgs.com/en
ეს არი პეგასუსი?

Posted by: tako44 25 May 2017, 00:49
cuda
კი, ეს არის smile.gif საშუალო კლასის ავიაკომპანიაა.

Posted by: sadgobela 25 May 2017, 14:05
irakli_f1
კი პირდაპირი რეისი ვნახე და ეგრევე ვიყიდე .
ნამდვილად სჯობს , გადაჯდომებს , ავტობუსში ჯახირს , პირდაპირ კომფორტულად ჩახვალ ჩამოხვალ smile.gif)) ერთი სიტყვით მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: blokator 26 May 2017, 23:43
ასე კატასტროფული ფასები რატომ აქვს ამ ვიზეარს უკვე?
იცლისის ბოლო რიცხვებში მინდა გერმანიიდან და ისევ უკან ფრენა და 200€ ნაკლები (ბარგის გარეშე ) არ ღირს ბილეთი

Posted by: tako44 27 May 2017, 00:11
blokator
უფრო ადრე უნდა გეყიდათ ბილეთი. თუ ძალიან ადრე ყიდულობ, იმ შემთხვევაში გამოდის იაფი.

Posted by: realore 27 May 2017, 14:21
მეგობრებო ესეთი რამე მაინტერესებს)) basic ბილეთები მაქვს ნაყიდი ბარგის გარეშე და იქიდან გამოფრენის დროს რო დავამატო ბარგის თანხა შეიძლება ეგეთი რამე? და თუ კი მაშინ დაახლოებით რამდენია გადასახადი?

Posted by: lav-100 28 May 2017, 01:34
ბილეთი ვიყიდე ეხლა, ლარში დამიწერა საიტზე და ანგარიშიდან ევრო ჩამომაჭრა და მე ვქენი რამე არასწორად თუ ეგრე ხდება ??

Posted by: freedemocrat 1 Jun 2017, 11:26
4 ივნისს დორტმუნდში ხომ არ გინდათ ვინმეს გაფრენა?

650 ლარი ღირს ჩანთის გარეშე ბილეთი. ბევრად იაფად გვაქვს ჩვენ smile.gif

Posted by: banzai74 1 Jun 2017, 16:57
ვიზეარის ტელეფონი ხომ არ იცით საქრთველოში?

Posted by: marimari11 1 Jun 2017, 17:56
ხელის ბარგს გიმოწმებენ ხო?
კოსმეტიკა აკრძალულია? sad.gif
დორტმუნდიდან მივფრინავ

Posted by: ვივიანა 1 Jun 2017, 18:17
marimari11
მინით ვერ გაიტან, პლასტმასის რამეში გადადე.
100 მლ გატანა შეიძლება 10ცალის.

Posted by: marimari11 1 Jun 2017, 18:22
ვივიანა
მართლააა??
QUOTE
მინით ვერ გაიტან, პლასტმასის რამეში გადადე.

გადავიტან მაშინ 2kiss.gif 2kiss.gif მადლობა

Posted by: ვივიანა 1 Jun 2017, 18:45
marimari11
პომადას გაიტან, ტუშსაც, წენს და მაგალითად პუდრს არ ვიცი. ხელის კრემიც მქონდა პატარა, კბილის პასტაც, მთავარია 100მლ-ზე მეტში არ იყოს ^^
კეთილი მოგზაურობა ^^

Posted by: keme-keme 2 Jun 2017, 11:38
18 მივფრინავ მასწავლეთ ბილეთი როგორ ამოვბეჭდო.მივიღე იმეიკი ქართულ ენაზე რომ გადახდილია თანხა და 18 დილით 9 ზე გვაქვს აფრენა დორტმუნდიდან.მაგრამ ეს ვიცი რომ ბილეთი არ არის.როგორ მოვიქცე? 35 ევროს კიდევ დამატება არ მინდა ამ სამი ფურცლის გამო.

Posted by: dato_dato 2 Jun 2017, 11:47
keme-keme
QUOTE
18 მივფრინავ მასწავლეთ ბილეთი როგორ ამოვბეჭდო.მივიღე იმეიკი ქართულ ენაზე რომ გადახდილია თანხა და 18 დილით 9 ზე გვაქვს აფრენა დორტმუნდიდან.მაგრამ ეს ვიცი რომ ბილეთი არ არის.როგორ მოვიქცე? 35 ევროს კიდევ დამატება არ მინდა ამ სამი ფურცლის გამო.

ჩეკინი უნდა გააკეთო ონლაინ, შედი შენ გვერდზე, მოძებნე შენი ფრენები, მერე დეტალური, მერე ჩეკინი და მიყევი, შეავსე მონაცემები და მოგცემს ამოსაბეჭდ ბილეთის ვერსიას

Posted by: keme-keme 2 Jun 2017, 13:02
დიდი მადლ9ბა გავარკვიე კარგად.ამ დღეებში ამივბეჭდავ.

Posted by: CheEeL 5 Jun 2017, 10:49
ფიფლ, ესე იგი, ჩემი ექაუნთით ორმა ვიყიდეთ ბილეთი, ჩექინის დროს ჩემი პასპორტის მონაცემები მომთხოვა, და ჩემი მეგობრის ჩექინზე არა და არაა სავალდებულო?

Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Jun 2017, 10:52
დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც დავხარბდი ფასს და ავიღე ვიზიარის ბილეთები. 15 კგ-იანი სალონში შესატანი ბარგის უფლებით (56X45X25).

გამარკვიეთ რა, ბორტზე მონიტორები თუა, ყურსასმენებს თუ არიგებენ, ტელეფონის გატენვა თუ შეიძლება და ა.შ.

შებოლილი სულგუნის, ჩურჩხელის, ჩირის, გარჩეული თხილის, წაღება მინდა და თუ შემატანინებენ?

ნეიტრალურ ზონაში ნაყიდი 1-2 ლიტრი წყლის თვითმფრინავში შეტანა პრობლემა ხომ არ არის?

საპარსი ქაფის, ბრიტვის, ოდეკოლონის და პირადი ჰიგიენის წაღება შეიძლება?

მართლა სივიწროეა თვითმფრინავში?

Posted by: ვივიანა 8 Jun 2017, 11:04
ბეჟანბეჟანი
არანაირი მონიტორი, ყურსასმენი, დამტენი.

შებოლილ სულგუნს,ჩურჩხელას და ეგეთებს აიტან. Mგონი თხილსაც.

დუთი ფრიში რაც გინდა იყიდე- ოღონდ მგონი 1 პარკი უნდა იყოს.

ყველაფრის წაღება შეიძლება თუ 100მლ-იან ბოთლში იქნება პლასტმასში, მაქსიმუმ 10 ც.
ბრიტვა არ ვიცი, ნაკლები შანსია

რავიცი მე ვჯდები ვიძინე , არაფერი მაწუხებს :დ

Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Jun 2017, 11:09
ვივიანა
გაიხარე.
ჩემს ტელეფონში ჩემივე ყურსასმენებით რომ ვუყურო ფილმს ან მუსიკას მოვუსმინო, შეიძლება? ანუ ტელეფონის ჩართვაზეც ხომ არ აქვთ პრეტენზიები (ფრენის რეჟიმში)?

თბილისიდან საიდან გადიან ავტობუსები ქუთაისის აეროპორტისკენ?
QUOTE
რავიცი მე ვჯდები ვიძინე , არაფერი მაწუხებს :დ

ჩემი გაბარიტებია 190 სმ X 110 კგ. user.gif

Posted by: dato_dato 8 Jun 2017, 11:13
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ჩემს ტელეფონში ჩემივე ყურსასმენებით რომ ვუყურო ფილმს ან მუსიკას მოვუსმინო, შეიძლება? ანუ ტელეფონის ჩართვაზეც ხომ არ აქვთ პრეტენზიები (ფრენის რეჟიმში)?

ყველაფერი სტანდარტულადაა როგორც სხვა ავიოკომპანიების ბორტზე
QUOTE
ბორტზე მონიტორები თუა, ყურსასმენებს თუ არიგებენ, ტელეფონის გატენვა თუ შეიძლება

ამ კომფორტზე ბოდიში wink.gif
QUOTE
თბილისიდან საიდან გადიან ავტობუსები ქუთაისის აეროპორტისკენ?

პუშკინის სკვერის მიმდებარედ, მუზეუმთან ჩერდებიან, განრიგს georgian bus-ის საიტზე ნახავ

Posted by: Scoorp 8 Jun 2017, 11:15
16-ში ქუთაისიდან მილანში ხო არ მიფრინავთ ვინმე?



Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Jun 2017, 11:30
dato_dato
მადლობა.
Scoorp
QUOTE
16-ში ქუთაისიდან მილანში ხო არ მიფრინავთ ვინმე?

18-ში მივფრინავ, აგისტოში.

Posted by: Scoorp 8 Jun 2017, 11:54
ბეჟანბეჟანი

biggrin.gif

ივნისზე ვიკითხე

Posted by: anara 9 Jun 2017, 11:43
მეგობრებო სალამი.
თბილისიდან (დიდუბის ავტოსადგური) მინივენით ქუთაისამდე დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება? (რეისზე რომ არ დავაგვიანო ))) ) გმადლობთ

Posted by: dato_dato 9 Jun 2017, 12:04
anara
QUOTE
მეგობრებო სალამი.
თბილისიდან (დიდუბის ავტოსადგური) მინივენით ქუთაისამდე დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება? (რეისზე რომ არ დავაგვიანო ))) ) გმადლობთ

3 საათი დაახლოებით

Posted by: anara 9 Jun 2017, 12:12
dato_dato
გმადლობ, მაქსიმუმი 4 საათი რო ვივარაუდო აჯობებს ალბათ ხომ?

Posted by: oldgio 9 Jun 2017, 12:43
QUOTE (anara @ 9 Jun 2017, 11:43 )
მეგობრებო სალამი.
თბილისიდან (დიდუბის ავტოსადგური) მინივენით ქუთაისამდე დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება? (რეისზე რომ არ დავაგვიანო ))) ) გმადლობთ

ისიც გაითვალისწინე, რეისამდე 2 საათით ადრე უნდა იყო აეროპორტში.
* * *
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 8 Jun 2017, 10:52 )
დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც დავხარბდი ფასს და ავიღე ვიზიარის ბილეთები. 15 კგ-იანი სალონში შესატანი ბარგის უფლებით (56X45X25).

ზომას მიაქციე განსაკუთრებით ყურადღება. ლითონის კარკასი აქვთ, საზომი ლენტით არ დარბიან. ჩადებენ ბარგს შიგ, თუ ნაკლებია ან ტოლი ზომა, – ანტრე, ბატონო, თუ არადა, დაყაჭე ტუგრიკებიო.

Posted by: ბეჟანბეჟანი 9 Jun 2017, 13:07
oldgio
QUOTE
ზომას მიაქციე განსაკუთრებით ყურადღება. ლითონის კარკასი აქვთ, საზომი ლენტით არ დარბიან. ჩადებენ ბარგს შიგ, თუ ნაკლებია ან ტოლი ზომა, – ანტრე, ბატონო, თუ არადა, დაყაჭე ტუგრიკებიო.

ყველა კომპანიას თავისი ზომა აქვს. ყველასთვის თავის ზომის კეისია საყიდელი.
მე რაც მაქვს (52X33X22) პატარაა თურქიშის სალონისთვის, დიდია აირბალტიკისთვის (სულ 2 სმ-თი), მიდის ვიზეარის ნაყიდ 15 კგ-ზე, უვარგისია უფასო 5 კგ-იანისთვის, ლაყედაა ყატარის ავიახაზებისთვის და ა.შ.

Posted by: anara 9 Jun 2017, 13:08
oldgio
გმადლობ, ერთი თავი კარგიო, 2 კი უკეთესი: 15:45 არის ზეგ ფრენა, ხოლო GATE CLOSES: 15:15.
აქაც რომ მირჩიო. 10 საათზე რო გავიდეს მარშუტკა საკმარისი დრო მექნება ხო ყველაფრისთვის? ონლაინ ჩეკინები გაკეთებული მაქვს.

Posted by: oldgio 9 Jun 2017, 13:10
QUOTE (ვივიანა @ 8 Jun 2017, 11:04 )
ბეჟანბეჟანი
არანაირი მონიტორი, ყურსასმენი, დამტენი.

შებოლილ სულგუნს,ჩურჩხელას და ეგეთებს აიტან. Mგონი თხილსაც.

მოიცა და როგორ აიტანს სულგუნსა და ჩურჩხელას? როგორც წავიკითხე, ხელბარგით მიდის, არ აბარებს ბაგაჟში და ხომ გაახსნევინებენ და გასინჯავენ? პროდუქტი ეგრევე ურნაში მიდის. არ დამავიწყდება, ერთი თურქ ბიჭს როგორ გაუტყდა ხასიათი ათათურქის აეროპორტში, სახლში გაკეთებული მურაბა თუ კომფიტიური ურნაში რომ ჩაუძახეს...
* * *
QUOTE (anara @ 9 Jun 2017, 13:08 )
oldgio
გმადლობ, ერთი თავი კარგიო, 2 კი უკეთესი: 15:45 არის ზეგ ფრენა, ხოლო GATE CLOSES: 15:15.
აქაც რომ მირჩიო. 10 საათზე რო გავიდეს მარშუტკა საკმარისი დრო მექნება ხო ყველაფრისთვის? ონლაინ ჩეკინები გაკეთებული მაქვს.

გეყოფა თავისუფლად, თუ პირდაპირ კოპიტნარში მიდის. კარგია, ონლაინ ჩექინი რომ გაგიკეთებია, თორემ 30 ევრო ჩავიდოდა უნგრეთ-საქართველოს ავიატორთა ჯიბეში.

Posted by: Scoorp 9 Jun 2017, 15:16
QUOTE (oldgio @ 9 Jun 2017, 12:43 )
QUOTE (anara @ 9 Jun 2017, 11:43 )
მეგობრებო სალამი.
თბილისიდან (დიდუბის ავტოსადგური) მინივენით ქუთაისამდე დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება? (რეისზე რომ არ დავაგვიანო ))) ) გმადლობთ

ისიც გაითვალისწინე, რეისამდე 2 საათით ადრე უნდა იყო აეროპორტში.
* * *
QUOTE (ბეჟანბეჟანი @ 8 Jun 2017, 10:52 )
დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც დავხარბდი ფასს და  ავიღე ვიზიარის ბილეთები. 15 კგ-იანი სალონში შესატანი ბარგის უფლებით (56X45X25).

ზომას მიაქციე განსაკუთრებით ყურადღება. ლითონის კარკასი აქვთ, საზომი ლენტით არ დარბიან. ჩადებენ ბარგს შიგ, თუ ნაკლებია ან ტოლი ზომა, – ანტრე, ბატონო, თუ არადა, დაყაჭე ტუგრიკებიო.

აუ ძველი ჩანთა მაქვს
რომელიც 2 სმ-ით დიდია მოცემულ ზომებზე (სიგრძეშია დიდი)
მაგრამ ბოლომდე რო არ გავავსო და გავტენო,ალბათ ჩაეტევა ხო? :/


Posted by: dato_dato 9 Jun 2017, 17:52
QUOTE
მოიცა და როგორ აიტანს სულგუნსა და ჩურჩხელას? როგორც წავიკითხე, ხელბარგით მიდის, არ აბარებს ბაგაჟში და ხომ გაახსნევინებენ და გასინჯავენ? პროდუქტი ეგრევე ურნაში მიდის. არ დამავიწყდება, ერთი თურქ ბიჭს როგორ გაუტყდა ხასიათი ათათურქის აეროპორტში, სახლში გაკეთებული მურაბა თუ კომფიტიური ურნაში რომ ჩაუძახეს...

სულ ახლახანს ჭავიღე 1 თავი ყველი (სულგუნი) 1 ბანკა ჯონჯოლი, 20 ცურჩხელა, მჭადის ფქვილი და სუნელები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არავის არაფერი უთქვამს, ის კი არა 1 ბოთლი ქარხნული სნოს პატარა ბოთლი წყალიც კი გამატანინეს უპრობლემოდ biggrin.gif biggrin.gif კოპიტნარი ჯიგარია

Posted by: ვივიანა 9 Jun 2017, 19:26
oldgio
მშრალი საკვების გატანა შეიძლება თავისუფლად.
40 ჩურჩხელა მაქვს წაღებული ხელბარგით :დ
აულგუნსაც წურწურით არ უნდა გასდიოდეს წყალი.

Scoorp
2 სმ არაფერია, ნუ დარდობ ^^

Posted by: oldgio 9 Jun 2017, 21:08
ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე და პროდუქტს ატანდნენ, მშრალს.. ისე არ ვქნათ, რომ შეცდომაში შევიდეს ეს პატიოსანი კაცი და ზარალში გადავარდეს smile.gif

Posted by: ვივიანა 9 Jun 2017, 21:45
oldgio
ბუტერბროდის ატანა შეიძლება, რას ფიქრობ?


ზოგადად ვფიქრობთ მოგზაურები შეცდომით თითქოს ავიაკომპანიის რეგულაციაა ის რომ რაღაცის გადატანა არ შეგვიძლია, რეალურად კი ავიაკომპანიის კი არა მსოფლიო ავია წესებია, ის რომ 100მლ 10ცალი შეიძლება. მჭრელი, მჩხვლეტავი, ბასრი ნივთები არ შეიძლება, მშრალი საკვები შეიძლება.
ხოლო ვიღაცამ თუ ნახევარ-ლიტრიანი ბოთლი აიტანა ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ გაგვიმართლა.
ასე რომ ტყუილად ღელავთ *^

Posted by: oldgio 9 Jun 2017, 21:48
QUOTE (ვივიანა @ 9 Jun 2017, 21:45 )
oldgio
ბუტერბროდის ატანა შეიძლება, რას ფიქრობ?


ზოგადად ვფიქრობთ მოგზაურები შეცდომით თითქოს ავიაკომპანიის რეგულაციაა ის რომ რაღაცის გადატანა არ შეგვიძლია, რეალურად კი ავიაკომპანიის კი არა მსოფლიო ავია წესებია, ის რომ 100მლ 10ცალი შეიძლება. მჭრელი, მჩხვლეტავი, ბასრი ნივთები არ შეიძლება, მშრალი საკვები შეიძლება.
ხოლო ვიღაცამ თუ ნახევარ-ლიტრიანი ბოთლი აიტანა ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ გაგვიმართლა.
ასე რომ ტყუილად ღელავთ *^

ძვირფასო მეგობარო, ჩემ ფიქრზე ხომ არაა ეს სამყარო აწყობილი. რაც მინახავს და რაც ჩემ თავლწინ გადაუყრიათ ურნებში, ის უდევს ჩემ მოსაზრებას საფუძვლად. კი არ მენანება, ნეტა ცხვარი და ოცლიტრიანი აატანინონ და სადღეგრძელო-ჩახუტებაში ჩაფრინდეს დანიშნულების ადგილას yes.gif

Posted by: ვივიანა 10 Jun 2017, 00:00
oldgio
თუ არ იცი შეიძლება გადაგიყარონ, უნდა იკითხოს ადამიანმა რის გამო ატოვებინებენ.

ტორტი, პიცა, ხაჭაპური, ჩურჩხელა მაქვს ხელით გატანილი მე პირადად :დ სხვაგან რომ არ დამრთონ ნება,ნამდვილად გავარკვევ მიზეზს.

Posted by: ძამა 10 Jun 2017, 01:06
QUOTE
ტორტი, პიცა, ხაჭაპური, ჩურჩხელა მაქვს ხელით გატანილი მე პირადად :დ

შენ რო პატრიოტი იყო, საცივს, ხინკალს ,ჩურჩხელას და რავი ტყლაპასაც შეაპარებდი facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ჭაჭა კიდე დაგხვდებოდა სა მა ლი ო ტში lol.gif

Posted by: ვივიანა 10 Jun 2017, 01:14
ძამა
სამწუხაროდ უცხოეთში მცხოვრებ ხალხს ენატრება-გვენატრება მსგავსი საჭმელები smile.gif

Posted by: ძამა 10 Jun 2017, 03:26
QUOTE
სამწუხაროდ უცხოეთში მცხოვრებ ხალხს ენატრება-გვენატრება მსგავსი საჭმელები

ამიჩუყდა გული;D

ნახევარი ცხოვრება უცხოეთში მაქვს გატარეული, მაგრამ არაფერი ჩამოსატანი არ მენატრებოდა,,, ჩვენ თვითონ ვაკეთებდითთთთ...
ნუ გვესენტიმენტალურებით აქ,,,
გენატრებათთთთ,,, არავინ გაკავებთ ჩამოდიით აქზეsmile.gif თუ არადა ვიცხოვროთ ბედნიერ ემიგრანტულათ

Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Jun 2017, 03:54
ვივიანა
QUOTE
Scoorp
2 სმ არაფერია, ნუ დარდობ ^^

თუ ხისტი ჩანთაა და ტარგში არ ჩაეტია, ფულს არ დაამატებინებენ?
თუ ნაჭრისაა და ფორმას იცვლის, მაშინ არ იქნება პრობლემა.
ია ტაკ დუმაიუ.

Posted by: Scoorp 10 Jun 2017, 08:44
ბეჟანბეჟანი


არ არის ხისტი,რბილია და ბოლომდე თუ არ გავტენი მგონი ჩაეტევა რა.

ძამა

რატო ღლიცინებ? შენ აკეთე და ისე ჭამე, ვისაც ენატრება რასაც უნდა იმას იზამს.
თუ უნდა საცივსაც გაიტანს საზღვარზე.
ეს დაცინვა რა საჭიროა?

Posted by: ძამა 10 Jun 2017, 11:30
QUOTE
რატო ღლიცინებ?

შვილო სახლში არ გასწავლეს რო უზრდელი ნუ იქნებიო????,
......

ან იმ ხალხის არ მესმის,, რას ტირიხართ და წუწუნებთ, პოზიტიურრ აურასკენ მიდრეკილებაც რო არ აქვთთთთ,,, მოთქვამენ იმენაsmile.gifsmile.gifsmile.gif
1)როგორ მენატრება..
2)რამდენი ხანია არ ვყოფილვარ ჩემ სამშობლოში,,,
3)ემიგრანტი ვარ და რაღაც ასეთი ათასი ვითომ პატრიოტული სისულელე,,,,


QUOTE
  ვისაც ენატრება რასაც უნდა იმას იზამს.
თუ უნდა საცივსაც გაიტანს საზღვარზე.



ახლა ვიზალიბერალიზაციამ საჭმელებიც გაგვიმარტივა თურმე,,,
ავტობუსში საცივი გაფუჭდებოდა და კოპიტნარიდან რა პრობლემაა, ფრენის წინ გააკეთებ და წაიღებ ან გააგზავნი და დახვდებიან იქ დუტიფრისთანsmile.gifsmile.gifsmile.gif
ისე გიქნიათ რო ძროხა და ინდოური წაგეყვანოთ ,

Posted by: ვივიანა 10 Jun 2017, 11:49
ძამა
ვინ სად ტირის? :დ
პოზიტიურისკენ მიდრეკილება არ გვაქვს ხო sad.gif
არასწორ დასკვნებს რომ აკეთებთ და რომ არ იცით რა ხდება სჯობს გაჩუმდეთ ხოლმე.
ისიც გასათვალისწინებელია რომ ცხოვრებაში თქვენი საზომი ყველას არ მოერგება ^^

ისე, ჩვენ შორის დარჩეს, ემიგრანტი არ ვარ biggrin.gif


ზაფხულში ვაპირებ ვიჩინის წამოღებას ხელით, ცოტა კიტრსა და პამიდორსაც გამოვაყოლებ ხელთ , ადგილი თუ მექნება იქნებ აჯაფსანდალიც ჩაეტიოს
lol.gif


Posted by: Perfect_Drug 10 Jun 2017, 11:58
-----------------------------------------

Posted by: ძამა 10 Jun 2017, 12:02
QUOTE
ვინ სად ტირის? :დ

თქვენზე არ იყო ეგ ნაგულისხმევი,,, გადახედე წერილს კარგად,,, ისე ვთქვი ზოგადად,,,

QUOTE
ზაფხულში ვაპირებ ვიჩინის წამოღებას ხელით, ცოტა კიტრსა და პამიდორსაც გამოვაყოლებ ხელთ , ადგილი თუ მექნება იქნებ აჯაფსანდალიც ჩაეტიოს

up.gif up.gif lol.gif

Posted by: anara 10 Jun 2017, 14:26
მეგობრებო რა მაინტერესებს, დუტი-ფრი თუ არის კოპიტნარში, ანუ სიგარეტი მაღაზიაში ვიყიდო ერთი ბლოკი მინდა წავიღო, თუ აეროპორთშივე შევძლებ ყიდვას? გმადლობთ (პირველი მოგზაურობაა და მაგიტომ ამდენი შეკითხვა - მაპატიეთ) wink.gif

Posted by: datagonashvili 10 Jun 2017, 15:40
anara
მაღაზიაში გირჩევნია რადგან დუთიფრიში ძვირია

Posted by: anara 10 Jun 2017, 16:04
datagonashvili
დიდი მადლობა მეგობარო smile.gif

Posted by: Scoorp 10 Jun 2017, 21:07
ძამა


სიტყვა ღლიცინი რომ უზრდელობა გგონიათ,უკვე პრობლემაა და + ამას შეურაცხყოფა მომაყენეთ მე და ჩემ ოჯახს.


ვისაც რა უნდა იმას იზამს კი,საქმეც მაგაშია)

Posted by: Werner Voss 10 Jun 2017, 22:57
ოქტომბერში 593 ლარად ვიყიდე მილანის ორმხრივი ბილეთი ორ კაცზე, ნორმალური ფასია ხო?
ეს ონლაინ რეგისტრაცია როდის დაიწყება? არანაირი პირადი გამოცდილება არ მაქვს ამ კუთხით და იმედია რამე არ შემეშალა.

Posted by: ძამა 10 Jun 2017, 23:21
QUOTE


სიტყვა ღლიცინი რომ უზრდელობა გგონიათ,უკვე პრობლემაა და + ამას შეურაცხყოფა მომაყენეთ მე და ჩემ ოჯახს.

აქ ვისი ღ ვის ყ-შია ვერ გაიგებ,,,,

სხვანაირად აღვიქვი და თუ შეურაწყოფა მოგაყენე ბოდიშს გიხდი,,,,,,
უბრალოდ კუთხურად სხვა და სხვა ჟარგონები გვაქვს და მაგიტომმმ აღვიქვი ცუდად,,,, არი გურიაში სიტყვა ყლიცინობა , ###პროჭაობა და ათსი ამდაგვარი,,,,
QUOTE
ვისაც რა უნდა იმას იზამს კი,საქმეც მაგაშია

მერე დაიბას კიდე კამეჩიც რა პრობლემააwink.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 11 Jun 2017, 10:45
Scoorp
QUOTE
არ არის ხისტი,რბილია და ბოლომდე თუ არ გავტენი მგონი ჩაეტევა რა.

ბოლომდე ვერც გატენი. წონაშიც შეზღუდვა გაქვს.
user posted image

Posted by: NeverComeBack 11 Jun 2017, 16:07
42x32x25 ამ ზომის ზურგჩანთა სად იყიდება მისაღებ ფასებში

Posted by: oldgio 12 Jun 2017, 09:15
QUOTE (NeverComeBack @ 11 Jun 2017, 16:07 )
42x32x25 ამ ზომის ზურგჩანთა სად იყიდება მისაღებ ფასებში

დინამოს პირდაპირ, გამზირის გაყოლებაზე. ვიზეარის ჩანთებიო და აგარჩევინებენ.

Posted by: ciNNamoN 12 Jun 2017, 12:40
გამარჯობა smile.gif)) მოკლედ მინდა ბუტაპეშტში წასვლა ბილეთი 1400ლარი ორი კაციო ივლისის შუა რიცხვებში, არის შანსი რომ დაიკლოს თუ დავნებდე და ვიყიდო :დ

Posted by: acdachi 12 Jun 2017, 14:49
Werner Voss
კი კარგი ფასია..
ზუსტად ერთი თვით ადრე დაიწყება ონლაინ ჩექინი



QUOTE
42x32x25 ამ ზომის ზურგჩანთა სად იყიდება მისაღებ ფასებში

ცოტა მეტიც შეიძლება...მაინცდამაინც არ აკონტროლებენ ზომებს


Posted by: NeverComeBack 13 Jun 2017, 00:37
oldgio
acdachi
მანდ ვიყიდე უბრალოდ 2 სმ -თი მაღალია პრობლემა არ უნდა შეგექმნასო მითრეს და ვანოთ აბა boli.gif user.gif

popcorn.gif

Posted by: გიორგი XII 14 Jun 2017, 16:41
საიტია ეს თუ რაარი ტო
ჩეკინი სადგავაკეთ ოვერ გავიგე

პიზძეეც

Posted by: გიორგი XII 15 Jun 2017, 16:16
რა მაინტერესებს ეხლა მე ზურგჩანთას ვერ მოვიკიდებ ანუ მარტო ერთი ჩანთით უნდა წავიდე?
არადა მახსოვს უფლება მქონდა 5კილოსიცალკე მოყვებოდა ბილეთს

ბორდინგ პასზე კიდე შემდეგი სურათია

გაქვთვინმეს გამოცდილება?
პირველ ჩანთაზე X რატოა?

Posted by: S_O_F_F_I_A 15 Jun 2017, 16:26
გიორგი XII
ვიზეარის ბორტზე სტანდართულად მხოლოდ ერთი ჩანთით შეგიძლიათ ასვლა. ბილეთს ნამდვილად მოყვებოდა უფასო ზურგჩანთა, ( 8კგ) მაგრამ თქვენ იყიდეთ ბორტზე ასატანი შედარებით მოზრდილი ჩანთა და პირველი ანუ უფასო ავტომატურად გაუქმდა. აქ მხოლოდ ერთი "გამოსავალი" გაქვთ რომ შეიძინოთ დამატებით პრიორიტეტული ჩასხდომა (14 ლარი ღირს დაახლოებით თუ არ ვცდები) და გარდა იმისა რომ ბორტზე პირველი ახვალთ, დაგემატებათ 40 X 30 X 18 CM ამ ზომის ჩანთის ატანის უფლება.

Posted by: გიორგი XII 15 Jun 2017, 16:36
S_O_F_F_I_A

მადლობა ინფოსთვის, ჩეკინი გავაკეთე უკვე და ეხლა შემეძლება შეძენა პრიორიტეტული ჩასხდომის?

Posted by: S_O_F_F_I_A 15 Jun 2017, 17:13
გიორგი XII
როგორც მახსოვს პრობლემა არ არის, ფრენამდე მაქსიმუმ 30 წუთით ადრე შეგიძლია დაამატო თუნდაც ჩეკინის შემდეგ. შენი ბილეთის ინფორმაციაში შედი და სერვისის დამატების ღილაკს დააჭირე და გამოჩნდება ზუსტად. აუცილებლად ამობეჭდე ჩასხდომის ბარათი თავიდან. ეხლა გადავამოწმე და 5 ევრო ღირს პრიორიტეტული ჩასხდომა.

Posted by: freedemocrat 19 Jun 2017, 10:34
რა დრო დადგა, ქუთაისი-ლონდონი პირდაპირი რეისია. smile.gif))

მაგრამ საინტერესოა არის ამდენი კლიენტი ამ რეისზე? მით უფრო რომ ბრიტანეთის ვიზა საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია. დეკემბრისთვის ვიყიდე ბილეთები ლონდონისკენ და იმედია როფორც სოფიის რეისები გააუქმეს, ისე არ გააუქმებენ ლონდონსაც

Posted by: Gateways 19 Jun 2017, 10:45
QUOTE (Werner Voss @ 10 Jun 2017, 22:57 )
ოქტომბერში  593 ლარად ვიყიდე  მილანის ორმხრივი ბილეთი ორ კაცზე, ნორმალური ფასია ხო?
ეს ონლაინ რეგისტრაცია როდის დაიწყება? არანაირი პირადი  გამოცდილება არ მაქვს ამ კუთხით და იმედია რამე არ შემეშალა.

რა დრო იყო შარშან 40 ევრო დამიჯდა მილანში წასვლა წამოსვლა gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

ახალ წელს ვილნიუსში წასვლაზე რა ფიქრობთ? 24 დან 7 იანვრამდე რო წავიდე. ფასები რამე რუმე ძაან ხოარ გავიწეწბი? ბილეთი სადღაც 250 გელა ჯდება წასვლა წამოსვლა

Posted by: barcabarcabarca 22 Jun 2017, 16:50
სალამი, ონლაინ ჩეკინი გაფრენამდე ერთი დღით ადრე შემიძლია გავაკეთო?
პასპორტს 26-ში ვიღებ, 27შია ფრენა და მანამდე ჩეკინს ვერ ვაკეთებ.

ასევე ორნი მივფრინავთ და ჩექინისას ორივეს პასპორტის მონაცემები იქნება საჭირო?

და კიდევ სპეციალურ ადგილს არ ვყიდულობ ანუ ცალ-ცალკე დაგვსვამენ ხო? biggrin.gif

Posted by: გიორგი XII 22 Jun 2017, 17:29
QUOTE
ასევე ორნი მივფრინავთ და ჩექინისას ორივეს პასპორტის მონაცემები იქნება საჭირო?

და კიდევ სპეციალურ ადგილს არ ვყიდულობ ანუ ცალ-ცალკე დაგვსვამენ ხო?


ერთი ექაუნთიდან თუ იყიდე ბილეთი , მეორე პიროვნების სახელზე უნდა გეყიდა ერთი ,

ადგილი უნდა იყიდო აბა ისე სად უნდა დაჯდე?

Posted by: barcabarcabarca 22 Jun 2017, 17:33
გიორგი XII
აუცილებლად უნდა ვიყიდო?
საიტზე წერია რომ თუ სპეციალურ ადგილს არ შეარჩევ, მაშინ შემთხვევითი წესით განგათავსებენ ნებისმიერ ადგილზე.

ბილეთი კი ვიყიდე მეორე პიროვნების სახელზე, მაგრამ მხოლოდ სახელი და გვარი მივუთითე. ჯერ ჩექინი არ გამივლია და შესაბამისად პასპორტის მონაცემებიც არ მოუთხოვია. ველოდები 26-ს/.

აი ეს წერია ვენდო?

'მგზავრებს, რომლებიც ადგილს არ აირჩევენ, რეისზე რეგისტრაციისას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ადგილი მიენიჭებათ."

Posted by: გიორგი XII 22 Jun 2017, 17:35
barcabarcabarca
QUOTE
აუცილებლად უნდა ვიყიდო?
საიტზე წერია რომ თუ სპეციალურ ადგილს არ შეარჩევ, მაშინ შემთხვევითი წესით განგათავსებენ ნებისმიერ ადგილზე.

ეგ არ ვიცოდი სიახლეა. მაშინ ეგრე გამოდის.

დაელოდე ჩეკინს' up.gif



კი კი ეგრე გამოდის ,ფაქტობრივად თვითმფრინავში ადგილი გაგაჩნია ,
უბრალოდ რომლებიც თავისუფალი იქნება რეისამდე იქ დაგსვამენ რა და ეგაა.
რო აფრინდება მოჟნა მერე აქეთ იქით გადაჯდომ გადმოჯდომა
თავისუფალ ადგილებზე

Posted by: prosta ise88 23 Jun 2017, 15:48
გთხოვთ მიპასუხოთ, იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ბილეთის ყიდვის დროს სახელში ნიკოლოზის მაგივრად ნიკა ჩავწერე და დაკორექტირების საშუალებას მაძლევს მაგრამ მხოლოდ 45 ევროდ, მიუხედავად იმისა რომ წერია ერთჯერადატ კორექტირება არის უფასო.

Posted by: subterranean 23 Jun 2017, 18:05
QUOTE (Gateways @ 19 Jun 2017, 10:45 )
QUOTE (Werner Voss @ 10 Jun 2017, 22:57 )
ოქტომბერში  593 ლარად ვიყიდე  მილანის ორმხრივი ბილეთი ორ კაცზე, ნორმალური ფასია ხო?
ეს ონლაინ რეგისტრაცია როდის დაიწყება? არანაირი პირადი  გამოცდილება არ მაქვს ამ კუთხით და იმედია რამე არ შემეშალა.

რა დრო იყო შარშან 40 ევრო დამიჯდა მილანში წასვლა წამოსვლა gigi.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

ახალ წელს ვილნიუსში წასვლაზე რა ფიქრობთ? 24 დან 7 იანვრამდე რო წავიდე. ფასები რამე რუმე ძაან ხოარ გავიწეწბი? ბილეთი სადღაც 250 გელა ჯდება წასვლა წამოსვლა

არაა სიძვირე, მაგრამ მაგდენი ხანი ვილნიუსში მოკვდები მთქნარებით. რიგაში და ტალინშიც გაისეირნე, მოასწრებ ჯიგრულად ყველაფერს.

Posted by: Gateways 23 Jun 2017, 23:21
subterranean
ბერლინის ბილეთი ავიღე ნოემბერში smile.gif ახალ წელს და ვილნიუსში ნოემბერი და ბერლინი ჯობია biggrin.gif 3 ნოემბერი წასვლა 13 წამოსვლა 270 გელ

Posted by: oldgio 25 Jun 2017, 19:09
QUOTE (barcabarcabarca @ 22 Jun 2017, 17:33 )
გიორგი XII
აუცილებლად უნდა ვიყიდო?
საიტზე წერია რომ თუ სპეციალურ ადგილს არ შეარჩევ, მაშინ შემთხვევითი წესით განგათავსებენ ნებისმიერ ადგილზე.


'მგზავრებს, რომლებიც ადგილს არ აირჩევენ, რეისზე რეგისტრაციისას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ადგილი მიენიჭებათ."

ისე არ მოგივიდეს, პატივცემულო მეგობარო, რომ საერთოდ ადგილის გარეშე დაგრჩეს მგზავრი! თუ სხვებმა მოასწრეს, ადგილებს მათ აძლევენ, თუ დაჩექინებული არ გაქვს, გარანტიაც არაა! ამას მხოლოდ ლოუკოსტერები კი არა, სოლიდური კომპანიებიც აკეთებენ.. ასე რომ, ან ჩექინი, ან 3 საათით ადრე მისვლა ბორდინგამდე..

ანუ, ოვერბუქინგზე მაქვს საუბარი.

Posted by: გიორგი XII 26 Jun 2017, 00:42
oldgio

რანაირად უნდა დარჩეს ადგილის გარეშე ბილეთი აქვს
ანუ 1 ადგილი ყველა ვარიანტში აქვს თვითმფრინავში smile.gif

Posted by: barcabarcabarca 26 Jun 2017, 17:47
oldgio
გიორგი XII
მადლობა ხალხო. ონლაინ ჩექ-ინ გავაკეთე (ადგილი არ ამირჩევია, თვითონ შეგვირჩიეს, თანაც გვერდიგვერდ) და ადგილის ნომერიც მოგვანიჭეს.
ანუ უშუალოდ ბილეთი, ე.წ. ბოარდინგ პასს გვაქვს უკვე.
წარმატებები.

იმედია ზურგჩანთა ჩაეტევა გაბარიტებში (ჩემი გაზომვით ზუსტად მაგხელაა 42სმ სიმაღლე და ა.შ,)


Posted by: გიორგი XII 26 Jun 2017, 18:00
QUOTE
იმედია ზურგჩანთა ჩაეტევა გაბარიტებში (ჩემი გაზომვით ზუსტად მაგხელაა 42სმ სიმაღლე და ა.შ,)


ეგ მეც მაინტერესებს როგორ იზომება , რო გადაცდეს იქ მერე რა უნდა ვქნა ? biggrin.gif რა მექანიზმია

Posted by: system1ka 26 Jun 2017, 19:53
QUOTE
ეგ მეც მაინტერესებს როგორ იზომება , რო გადაცდეს იქ მერე რა უნდა ვქნა ?  რა მექანიზმია

99% ვიზუალურად რომ ხედავენ იციან რა ჩადის და რა არა... მთავარია სიგანე ქომდეს ზომაში რაც უწერია თორე ჩანთის სიმაღლეს და წონას არ უყურებენ. თუ მაინც შეამოწმეს და არ ჩაეტია ზომებში მერე გადაგახდევინებენ დიდი ჩანთის საფასურს.

Posted by: Scoorp 27 Jun 2017, 17:10
აუ იმხელა ჩანთა გაატარეს ჩემ თვალწინ ქუთაისიდან :დ
და მილანიდანაც გამოატანეს ბევრად დიდი ჩანთა, არც ჩაეტია იმ საზომში

გამართლებაზეა ალბათ რა :დ

მე ძალიან დავშინდი და სანტიმეტრით ვზომე სულ, არადა გაცილებით დიდი ჩანთის წაღება შემეძლო თურმე :/

2-3 სმ კი არა 10-ით მეტიც არ იქნებოდა პრობლემა

ხო + მაგას უპრობლემოდ წავიღე მაკრატელი,ქლიბი და ა.შ

Posted by: გიორგი XII 27 Jun 2017, 17:24
ხო აეგ მაინტერესებს რო გადაცდეს 2-3 სმ რა მოხდება რო?

Posted by: Scoorp 27 Jun 2017, 17:26
გიორგი XII


2-3სმ არაფერია

Posted by: dato_dato 27 Jun 2017, 17:53
იმათ საყურადღებოდ ვინც აგდებულად ექცევა საზღვარზე სხვადასხვა საქონლის საჭმლის სიგარეტების და სასმელების ჩატანას
18-ში ცავფრინდი დორმუნდში, საპასპორტო კონტროლი უპრობლემოდ გავიარე და გამოსასვლელში მებაჟე ქალმა აბა მოდით აქაააა, მოოოდითა აქაააააა, ირმა ინაშვილის სტილში შეგვიხმო საჩხრეკ ოტახში სადა უკვე დაგვახვედრა ჩვენი ტანამემამულეები ტავიანთი ყველი-ჭაჭა-მჭადისფქვილი-სიგარეტ-ტყემლებიანად
ჩვენ არაფერი არ გვქონდა ერთადერთი ფულის დადეკლარირება მოგვთხოვა და კედელზე ჩამოკიდებული შაბლონისკენ რომელიც ქართულად იყო შევსებული მიგვითითა, სანამ ვავსებდიტ საკაიფოდ გაგვჩხრიკა, ცანტები ამოგვიყარა და გაგვაფრთხილა რომ სხვა დროს დაგვედეკლარირებინა თანხები (10 K ევრო და ზევით) ხოლო ჩვენი ტანამემაულეები კი საჯარიმო ქვითრებით დააჯილდოვეს 60 და + ევრო ჯარიმებით სიგარეტისა და სხვა ნივტების გამო რომლის შეტანაც არ შეილება ქვეყანაში
ასე რომ სანამ ვინმე გამოჩნდება და დაიწყებს მე შემიტანია და დაიკიდე წაიღეო იცოდეთ რომ მეც შემიტანია მარა ამჯერად ასეტ ფაქტს გადავაწყდი, თუმცა კი საკმაოდ ხშირად დავფრინავ და ასეთი რამ არასდროს შემმმთხვევია

Posted by: გიორგი XII 27 Jun 2017, 18:34
QUOTE
ერთადერთი ფულის დადეკლარირება მოგვთხოვა


ეს რას ნიშნავს?

Posted by: S_O_F_F_I_A 28 Jun 2017, 02:30
QUOTE (გიორგი XII @ 27 Jun 2017, 18:34 )
QUOTE
ერთადერთი ფულის დადეკლარირება მოგვთხოვა


ეს რას ნიშნავს?

ავსებ დეკლარაციას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაწერ თუ რა ოდენობის თანხა შეგაქვს ქვეყანაში.

Posted by: menina55 28 Jun 2017, 08:20
მეგობრებო მაპატიეთ და იქნებ მითხრათ
ეს ჩექ ინი რას ნიშნავს?
?






__________________

Posted by: ვივიანა 28 Jun 2017, 09:07
menina55
ჩექ-ინ ნიშნავს შეიყვანო შენი მონაცემები და აირჩიო ადგილი თვითმფრინავში.
სხვა ავიაკომპანიებში მაგალითად ყიდულობ ბილეთს, მიდიხარ აეროპორტში და თავად აკეთებენ. ვიზეარზეც შეიძლება ასე, მაგრამ ფულს ზოგავ და შენით აკეთებ, ადგილს არ ირჩევ, საიტი გთავაზობს და მაგაზეც ფულს ზოგავ.

Posted by: menina55 28 Jun 2017, 10:44
QUOTE (ვივიანა @ 28 Jun 2017, 09:07 )
menina55
ჩექ-ინ ნიშნავს შეიყვანო შენი მონაცემები და აირჩიო ადგილი თვითმფრინავში.
სხვა ავიაკომპანიებში მაგალითად ყიდულობ ბილეთს, მიდიხარ აეროპორტში და თავად აკეთებენ. ვიზეარზეც შეიძლება ასე, მაგრამ ფულს ზოგავ და შენით აკეთებ, ადგილს არ ირჩევ, საიტი გთავაზობს და მაგაზეც ფულს ზოგავ.

მადლობა გამოხმაურებისთვის yes.gif და ამას ვაკეთებთ უკვე აეროპორტში?
თუ მანამდეც შეგვიძლია ....


___________
* * *
და ერთი კითხვა მაქვს კიდევ
იქნებ გქონდეთ ამაზეც ინფორმაცია

სასტუმროს ჯავშანი როგორ გავაკეთო ? (გამოვა ეს უფასოდ?)
წარსადგენად მჭირდება საზღვარზე ისე არა.





_______

Posted by: dato_dato 28 Jun 2017, 11:12
გიორგი XII
QUOTE
ეს რას ნიშნავს?

QUOTE
ავსებ დეკლარაციას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაწერ თუ რა ოდენობის თანხა შეგაქვს ქვეყანაში.

და რა მიზნებით აპირებ გამოყენებას

Posted by: ვივიანა 28 Jun 2017, 15:41
menina55
ვიზზის შემთხევავში თანხას დაზოგავთ და ონლაინ გააკეთებთ მაგას.

Posted by: mikron23 29 Jun 2017, 17:58
გამარჯობა
ხომ არ იცით ქუთაისის აეროპორტამდე რამე კომპანია დადის ავტობუსსების? ბილეთები ვიყიდე აგვისტოში ბუდაპეშტის,
თურმე Wizz Air საიტზევე შეიზლებოდა ავტობუსის რეისის ყიდვა, მაგრამ ეგა რ ვიცოდი ეხლა google-ში ვეძებ georgian bus ამომიგდო მაგრამ Facebook-ზე ვწერ არ მპასუხობენ biggrin.gif

Posted by: Scoorp 29 Jun 2017, 18:10
mikron23


ბილეთები ჯი-ზე შეგიძლია იყიდო ჯორჯიან ბასის ბილეთები

Posted by: mikron23 29 Jun 2017, 18:33
Scoorp
აჰა ვიპოვე მადლობთ მეგონა არ მუშაობდნენ smile.gif

Posted by: forsage 29 Jun 2017, 20:39
გამარჯობა, მაინტერესებს ვიზზე ერთ ლეპტოპის ჩანთას და ერთ ჩვეულებრივ ჩანთას შემატანინებენ? თუ ყიდვა მომიწევს ბარგის?

Posted by: oldgio 29 Jun 2017, 20:49
QUOTE (გიორგი XII @ 26 Jun 2017, 00:42 )
oldgio

რანაირად უნდა დარჩეს ადგილის გარეშე ბილეთი აქვს
ანუ 1 ადგილი ყველა ვარიანტში აქვს თვითმფრინავში smile.gif

ძალიან ადვილად შეიძლება დარჩეს ადგილის გარეშე, პატივცემულო მეგობარო. ამ მოვლენას ოვერბუქინგი ქვია. ავიაკომპანიები ხანდახან ადგილების რაოდენობაზე მეტ ბილეთს ყიდიან იმ იმედით, რომ ვიღაცა არ მოვა, ან ჩააბარებს ბილეთს.. თუ არ მოვა, მისი ფულიც შერჩებათ და ახალ მგზავრსაც დაიმატებენ. ასე რომ, თუ ჩექინი არ გაქვს წინასწარ გაკეთებული, მისწრებაზეა ჩასხდომის ბარათები. ამაზე ძალიან ხშირად სკანდალებიც აგორებულა. ბოლო სკანდალი იუნაიტედ ეარლაინზში მოხდა, მგზავრი ძალით რომ ააგდეს ადგილიდან და დაუმორჩილებლობისას სისხლიც რომ ადინეს საწყალს ცხვირპირიდან, თუმცა, იქ სხვა გარემოებებიც იყო. დაგუგლე David Dao.
* * *
QUOTE (S_O_F_F_I_A @ 28 Jun 2017, 02:30 )
QUOTE (გიორგი XII @ 27 Jun 2017, 18:34 )
QUOTE
ერთადერთი ფულის დადეკლარირება მოგვთხოვა


ეს რას ნიშნავს?

ავსებ დეკლარაციას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაწერ თუ რა ოდენობის თანხა შეგაქვს ქვეყანაში.

არა მხოლოდ. გარკვეულ თანხაზე მეტი ნაღდი ფული იბეგრება. ბარათით რამდენიც გინდა წაიღე.
* * *
QUOTE (menina55 @ 28 Jun 2017, 10:44 )
მადლობა გამოხმაურებისთვის yes.gif და ამას ვაკეთებთ უკვე აეროპორტში?
თუ მანამდეც შეგვიძლია ....


___________
* * *
და ერთი კითხვა მაქვს კიდევ
იქნებ გქონდეთ ამაზეც ინფორმაცია

სასტუმროს ჯავშანი როგორ გავაკეთო ? (გამოვა ეს უფასოდ?)
წარსადგენად მჭირდება საზღვარზე ისე არა.





_______

მაგაშია სწორედ საქმე, აეროპორტში თუ გააკეთებ, დამატებით 30 ევროა, თუ არ ვცდები. ინტერნეტით უნდა გააკეთო ჩექინი მანამდე, სახლიდან (ან მეგობრისგან smile.gif smile.gif ). ვიზეარის საიტზე დაწვრილებითაა ეს ყველაფერი.
მოვძებნე ერთი მასალა, ა ბატონო:
http://hotels.ltd.ge/blog/sad-gvatyuebs-wizzair/

სასტუმროს დაჯავშნა შეგიძლია შეძლო booking.com -ზე. უნდა მიადევნო თვალი, უფასო ჯავშანი უწერიათ თუ ფასიანი, თანაც უნდა იყოს free cancellation.

Posted by: barcabarcabarca 2 Jul 2017, 19:02
ვიმგზავრე პრობლემების გარეშე.

ონლაინ ჩექ-ინ გავიარე და წავიღე ერთი ზურგჩანთა.
ადგილი არ ამირჩევია, ორნი ვმგზავრობდით და გვერდიგვერდ დაგვსვეს სუ პირველ რიგში (კაი ადგილია, ფეხებს საკაიფოდ შლი)
ზურგჩანთა ჩაეტია იმ რაღაცაში (ისე არავის შეუმოწმებია, მე თვითონ შევამოწმე მაინც biggrin.gif - არ გამიტენია, მარა რეალურად რომ გამეტენა მაინც ჩაეტეოდა)
იყო ვიღაც გოგო, რომელსაც 5-6 ბარგი ჰქონდა თან უშველებეი. მოუწია ბლომად თანხის დატოვება.
250 მილიგრამიანი კოსმეტიკა გადაგვაგდებინეს.
ექსცესები არ ყოფილა არანაირი.

საზღვარზე (ვარშავაში) დოკუმენტები არ მოუთხოვიათ.
მკითხა საით აპირებო, მეთქი მუსიკალურ ფესტივალზე.
კაიო. და ეგ იყო.

Posted by: menina55 2 Jul 2017, 19:47
სალამი ხალხო

ერთი კითხვა მაქვს კიდევ

მიმაქვს ჩანთა სადაც ლეპტოპი არ მეტევა.. ხოდა პლიუს ლეპტოპის ჩანთა რო მქონდეს
ეგრე არ შეიძლება. ?
ანუ ბარგი , ჩანთა და +ლეპტოპის ჩანთა ეგრე არ მოსულა?


______

Posted by: subterranean 3 Jul 2017, 03:34
menina55
priority boarding თუ გაქვს, შეგიძლია. ან არადა ლეპტოპის ჩანთა და დამტენი ჩაკუჭე ხელჩანთაში როგორმე და ლეპტოპი ხელში დაიჭირე, მაინც უნდა ამოიღო უსაფრთხოების შემოწმებისას და რომ გაივლი, მერე გადადე.

Posted by: forsage 3 Jul 2017, 20:57
გამარჯობა,
სახელი და გვარი დიდი ასოებით უნდა მეწეროს აუცილებლად?

Posted by: anara 4 Jul 2017, 00:05
არ აქვს მნიშვნელობა, მე სტანდარტულად მქონდა, მხოლოდ პირველი ასოები დიდი, არაფერი პრობლემა არ იყო. ახალ ბილეთებზეც ასე დავაჩეკინე

Posted by: Tabo 5 Jul 2017, 03:07
გამარჯობათ, მოკლედ ვიყიდე ამათთან ბილეთი, ბერლინიდან ქუთაისის მიმართულებით, საიტზე დარეგისტრირებული ვიყავი რამე. უპრობლემოთ ყველაფერი გავიარე. თანხაც ჩამომეჭრა და ბილეთიც მომივიდა მეილზე. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, არსად საერთოდ არსად არ მოუთხოვია პასპორტის ნომერი როცა ბილეთს ვყიდულობდი და ჩეკინგის დროს გადაამოწმებენ თუ რა? უბრალოთ ბილეთზე ჩემი სახელი და გვარი წერია , საიდან სად მივფრინავ ეგაა და ვსიო. საიტზე პროფაილში რომ გადავდივარ საერთოდ არ არის პასპორტის მონაცემების ველი

Posted by: anara 5 Jul 2017, 08:15
Tabo
30 დღით ადრე გაიხსნება საშუალება შენი ონლაინ - ჩეკინის, ანუ რეგისტრაცია რეისზე. ხო და ონლაინ გააკეთე, აი ამ დროს კი მოგთხოვს პასპორტის მონაცემებს. ონლაინ გააკეთე ჩეკინი და ამობეჭდე ბილეთი. თორე აეროპპორტში თანხას გამოგართმევენ, მგონი 30 ეურო ჩეკინი და თუ ამობეჭდვაც - 10 ეურო ზევიდან...
* * *
ხალხო რა მოხდა გუშინ? გადაიდო რეისი?
https://www.facebook.com/giorgi.toronjadze.5/videos/1820262094666973/

Posted by: irakli_f1 5 Jul 2017, 10:29
გუშიმ ქუთაისი - მიუნხენის რეისი ავარიულად დაჯდა ბუდაპეშტში. მიზეზი - საწვავი გაუთავდა facepalm.gif

Posted by: Scoorp 5 Jul 2017, 10:36
irakli_f1



ვაიმე, ღმერთო
არ ხუმრობ?
საწვავის კონტროლი რა არის, ეგეც პრობლემაა?

Posted by: irakli_f1 5 Jul 2017, 10:38
QUOTE (Scoorp @ 5 Jul 2017, 10:36 )
irakli_f1



ვაიმე, ღმერთო
არ ხუმრობ?
საწვავის კონტროლი რა არის, ეგეც პრობლემაა?

არა რას ვხუმრობ, ოქტომბერში მივფრინავ მეც, თან პირველად და კიდევ უფრო ავნერვიულდი biggrin.gif

Posted by: Tabo 5 Jul 2017, 10:50
irakli_f1
QUOTE
გუშიმ ქუთაისი - მიუნხენის რეისი ავარიულად დაჯდა ბუდაპეშტში. მიზეზი - საწვავი გაუთავდა 

ნახევარი გზის ქონდათ ჩასხმული მაგ ჩემისებს? lol.gif

anara
QUOTE
30 დღით ადრე გაიხსნება საშუალება შენი ონლაინ - ჩეკინის, ანუ რეგისტრაცია რეისზე. ხო და ონლაინ გააკეთე, აი ამ დროს კი მოგთხოვს პასპორტის მონაცემებს. ონლაინ გააკეთე ჩეკინი და ამობეჭდე ბილეთი. თორე აეროპპორტში თანხას გამოგართმევენ, მგონი 30 ეურო ჩეკინი და თუ ამობეჭდვაც - 10 ეურო ზევიდან...

გაიხარე მადლობა up.gif

Posted by: donkosta 5 Jul 2017, 11:08
QUOTE
ხალხო რა მოხდა გუშინ? გადაიდო რეისი?
https://www.facebook.com/giorgi.toronjadze....20262094666973/

ვაჰ,
გამოაკრან ქუთაისში დიდი ბანერი, რომ wizzair, ryanair, easyjet, etc კომპანიებით ფრენისას შეიძლება სრულიად ჩვეულებრივად **ზე დაგიკიდონ და დაგტოვონ სადმე.
რომ ყიდულობ ბილეთებს 20 ლარად ამას ეთანხმები, ან წადი და იყიდე ლუფთჰანზა.
არა, ვერაფერს ვერ მიიღებ საერთოდ აი ვერავის იპოვი პასუხის გამცემს ვერსად, ეს არის ასე და არ უნდა ამას კამათი არ აინტერესებთ, შენ იღებ ამ რისკს მაგათი ბილეთის ყიდვისას
ბაზარი არაა ცუდია მაგრამ ეგაა
ბერლინი - კიოლნი რიანაირი 8 ევრო
ბერლინი კიოლნი ლუფთანზა 135 ევრო
სხვაობა არის ამაში.


irakli_f1
QUOTE
გუშიმ ქუთაისი - მიუნხენის რეისი ავარიულად დაჯდა ბუდაპეშტში. მიზეზი - საწვავი გაუთავდა 

wtf
ეგ მიზეზი თქვეს, შეივსო და გააგრძელა გზა?

Posted by: irakli_f1 5 Jul 2017, 11:11
QUOTE (donkosta @ 5 Jul 2017, 11:08 )
irakli_f1
QUOTE
გუშიმ ქუთაისი - მიუნხენის რეისი ავარიულად დაჯდა ბუდაპეშტში. მიზეზი - საწვავი გაუთავდა 

wtf
ეგ მიზეზი თქვეს, შეივსო და გააგრძელა გზა?

კი ეგ მიზეზი თქვეს. კიდევ კარგი ახლოს იყო აეროპორტი და მოახერხა დაჯდომა სანამ ბოლომდე გათავდებოდა საწვავი

Posted by: donkosta 5 Jul 2017, 11:16
irakli_f1
QUOTE
კი ეგ მიზეზი თქვეს. კიდევ კარგი ახლოს იყო აეროპორტი და მოახერხა დაჯდომა სანამ ბოლომდე გათავდებოდა საწვავი

აბა მაშინ დაგეგმილი ყოფილა smile.gif)

Posted by: irakli_f1 5 Jul 2017, 11:35
QUOTE (donkosta @ 5 Jul 2017, 11:16 )
irakli_f1
QUOTE
კი ეგ მიზეზი თქვეს. კიდევ კარგი ახლოს იყო აეროპორტი და მოახერხა დაჯდომა სანამ ბოლომდე გათავდებოდა საწვავი

აბა მაშინ დაგეგმილი ყოფილა smile.gif)

არა რას ამბობ, რა იყო დაგეგმილი? საწვავის უკმარისობა შუა გზაზე? ან სად გინახავს 2-3 საათიან რეისებზე თვითმფრინავი გეგმიურად ჯდებოდეს საწვავის დასამატებლად?

Posted by: ვივიანა 5 Jul 2017, 13:00

ბორტზე გამოაცხადეს ბენზინი გვაკლდება ჩავფრინდებით აქვეო ? :დ


მსგავსი რაღაცების როგორ გჯერათ ვერ ვხვდები :/


Posted by: irakli_f1 5 Jul 2017, 13:47
QUOTE (ვივიანა @ 5 Jul 2017, 13:00 )
ბორტზე გამოაცხადეს ბენზინი გვაკლდება ჩავფრინდებით აქვეო ? :დ


მსგავსი რაღაცების როგორ გჯერათ ვერ ვხვდები :/

არა, ბარემ ბუდაპეშტის თავზე ვართ, ლამაზი ქალაქია და ცოტახანი ჩავფრინდეთ და დავათვალიეროთო facepalm.gif

Posted by: ILIA1702 5 Jul 2017, 14:07
ვიზეარის ძალიან პატარა კაბინის ბარგი რომ არის(რაც შედის ბილეთში) უეჭველი ამოწმებენ რომ იმ ზომებში ჯდებოდეს? ოდნავ დიდი ჩანთა მაქვს და არ ამიტეხონ ერთი ამბავი თორე მომიწევს ადგილზე ყიდვა დიდი კაბინის ბარგის რომელიც ადგილზე 35 ღირს და ჩექინის დროს 16. დაწერეთ ვის როგორი ჩანთა გაგატანეს პრობლემების გარეშე.

Posted by: El_Chapo 5 Jul 2017, 15:49
დავტენე ეხლა ჩემი ზურგჩანთა და 2 სანტიმეტრით გასუქდა facepalm.gif
ფოტოაპარატი რომ გადავიკიდო ისე არ გამატარებენ?
აუცილებლად ჩანთაში უნდა მედოს?? sad.gif

პ.ს. თუ გამიტრაკეს, ორ შორტ ორ მაისურს და ორ ფეხსაცმელს ჩავიცვამ და დავასუსტებ მაგის დედაც ჯეკ givi.gif

Posted by: ვივიანა 5 Jul 2017, 19:04
irakli_f1
და გგონიათ ბორტზე გამოაცხადეს ბენზინი გვაკლიაო თუ მერე თქვეს ? biggrin.gif


Posted by: LOLZ 5 Jul 2017, 19:14
El_Chapo
QUOTE
ორ ფეხსაცმელს ჩავიცვამ

ოთხფეხა ხარ? lol.gif

Posted by: Crazy_Sin 5 Jul 2017, 23:00
მე ვაპირებ ეხლა ბილეთის ყიდვას მილანის მიმართულებით და რა ხდება? smile.gif)))))))) ძაან შემეშინდა smile.gif))))))))

Posted by: MarryGog 6 Jul 2017, 00:41
El_Chapo
QUOTE
დავტენე ეხლა ჩემი ზურგჩანთა და 2 სანტიმეტრით გასუქდა 
ფოტოაპარატი რომ გადავიკიდო ისე არ გამატარებენ?
აუცილებლად ჩანთაში უნდა მედოს??

პ.ს. თუ გამიტრაკეს, ორ შორტ ორ მაისურს და ორ ფეხსაცმელს ჩავიცვამ და დავასუსტებ მაგის დედაც ჯეკ 

შეიძლება თანხა გადაგახდევინონ დამატებით
* * *
QUOTE
კი ეგ მიზეზი თქვეს. კიდევ კარგი ახლოს იყო აეროპორტი და მოახერხა დაჯდომა სანამ ბოლომდე გათავდებოდა საწვავი

ძალიან ხშირად დავფრინავ ვიზეარით და არასოდეს არ მქონია რაიმე გართულება

Posted by: lanikoshikabadze 6 Jul 2017, 00:54
აი ბერლინამდე 8 ევრო რანაირად ღირს ან სად ნახულობთ მეც მანახეთ რა
2 მაცს გვინდა ბერლინში წასვლა და სად ვნახოთ ყვეკაზე იაფად ბილეთები

Posted by: NeverComeBack 6 Jul 2017, 07:22
ბერლინი გადადეს ამ შობელძაღლებმა ამათ mad.gif

რა ისმის ამ დილაუთენია რას იძახიან ხო არავის დაგირეკიათ ? boli.gif


popcorn.gif

Posted by: Crazy_Sin 6 Jul 2017, 11:45
ვინმეს wizzair-ის account ხომ არ გაქვთ ფასდაკლებით რომ ვიყიდო ბილეთი???? smile.gif

Posted by: Scoorp 6 Jul 2017, 12:02
Crazy_Sin


ფასდაკლებით სხვისთვის არ შეიძლება ბილეთის ყიდვას

Posted by: donkosta 6 Jul 2017, 12:46
irakli_f1
QUOTE
არა რას ამბობ, რა იყო დაგეგმილი? საწვავის უკმარისობა შუა გზაზე? ან სად გინახავს 2-3 საათიან რეისებზე თვითმფრინავი გეგმიურად ჯდებოდეს საწვავის დასამატებლად?

2-3 საათიანი არ არის, იქიდან წამოსულია
არის 2 ვარიანტი, პილოტებმა იცოდნენ რომ არ ეყოფოდათ და წავიდნენ ბუდაპეშტისკენ, იმიტომ რომ ალბათ გერმანიაში შევსება არ უნდათ (გერმანიიდანააც ხომ უნდა გაფრინდნენ) ან ქუთაისში ვერ შეავსეს

ან მეორე, იმაზე მეტი დაიხარჯა ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაში აუცილებელია ავარიული დაშვება და შემდეგ იგივე თვითმფრინავით ვეღარ წახვიდოდით

Posted by: dato_dato 6 Jul 2017, 14:05
QUOTE
ქუთაისში ვერ შეავსეს

ქუთაისში საწვავის პრობლემა აქვთ ეტყობა, ადრეც ქონდათ ეგეთი პრობლემა wink.gif

Posted by: lanikoshikabadze 6 Jul 2017, 14:21
ამდენ რამეში გარკვეულმა ხალხმა იქნებ მითხრათ როგორმე როგორ ვიყიდოთ 2 მა კაცმა ტუდააბრატნი ბილეთი ბერლინისკენ რაც შეიძლება იაფად
ჩვენი გათვლებით 450-500 ლარზე ნაკლებად ვერ ვშოულობთ 1 კაცის ბილეთს ქუთაისი-ბერლინი ბერლინი-ქუთაისი

Posted by: dato_dato 6 Jul 2017, 14:50
nikolakashibadze
QUOTE
ამდენ რამეში გარკვეულმა ხალხმა იქნებ მითხრათ როგორმე როგორ ვიყიდოთ 2 მა კაცმა ტუდააბრატნი ბილეთი ბერლინისკენ რაც შეიძლება იაფად
ჩვენი გათვლებით 450-500 ლარზე ნაკლებად ვერ ვშოულობთ 1 კაცის ბილეთს ქუთაისი-ბერლინი ბერლინი-ქუთაისი

რა პერიოდში გინდა, პეგასუსით ნახე თბილისიდან?

Posted by: lanikoshikabadze 6 Jul 2017, 15:34
dato_dato
dato_dato
რა საიტია პეგასუსის?
არვიცი რა პერიოდში, აგვისტო ან სექტემბერი
სექტემბერში ბერლინში მაგარი წვიმები ყოფილა და ღირს წასვკა მაგ პერიოდში?

Posted by: TamoTamoTamo 6 Jul 2017, 18:20
იცით რა მითხარით? ჩექ ინი წასვლისას გამიკეთებია და ამომიბეჭდია და უკანა გზის ჩექ ინზე რა ხდება? ანუ მილანი-ქუთაისის რეისზე შემიძლია ტელეფონით გავაკეთო ჩექ ინი, თუ როგორ ხდება გამანათლეთ..

Posted by: El_Chapo 6 Jul 2017, 20:48

LOLZ
"ოთხფეხა ხარ"?
user.gif
MarryGog
ჯარიმა რამდენია? 10 ევროზე მეტი იქნება?
იმედია 2სმს გამო 100 ლარს არ გადამახდევინებენ, თორე აქლემის ქუსლი მიდევს ზურგჩანთაში.
იქ ამბავს დავატრიალებ, დედოოოოოო vik.gif

Posted by: NeverComeBack 6 Jul 2017, 21:09
QUOTE (Crazy_Sin @ 6 Jul 2017, 11:45 )
ვინმეს wizzair-ის account ხომ არ გაქვთ ფასდაკლებით რომ ვიყიდო ბილეთი???? smile.gif

ფასდაკლებით ექაუნთის პატრონი თავსითვისაც უნდა ყიდულობდეს შენც რომ გიყიდოს up.gif


Posted by: Crazy_Sin 6 Jul 2017, 21:47
NeverComeBack
Xoooo, gaverkviee smile.gif)

Posted by: lanikoshikabadze 6 Jul 2017, 23:26
თვითონ ვიზაირის ოფიციალურ საიტზე ვიყიდეთ სექტემბრის ბილეთები და ჩეკ ინი როდის უნდა გავაკეთო? და ვაბშე რაარის ეს ჩეკ ინი, რაღაც ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ბილეთები არ გვიყიდია, არადა 650 ლარამდე გადავიხადეთ sad.gif

Posted by: marimari11 6 Jul 2017, 23:36
nikolakashibadze
ეგ ჩექინი გაფრენიდან 1 თვით ადრე შეგიძლია გააკეთო მინიმუმ 3 საათით ადრეო

Posted by: lanikoshikabadze 6 Jul 2017, 23:44
marimari11
ანუ გაფრენის დღემდე მინიმუმ 3 საათით ადრე და მაქსიმუმ 1 თვით?
სხვა რამე არაფერი არაა საჭირო?
კარტით ვიყიდე 2 ბილეთი ბერლინის მიმართულებით და მგონი ყველაფერი გავაკეთე უკვე, ცო ადგილებზე მაინტერესებს, არ ამირჩევია ადგილები და ამ შემთხვევაში როგორ დაგვსვამენ? ან ღირს ააერთოდ ადგილების შერჩევა?

Posted by: marimari11 7 Jul 2017, 00:19
nikolakashibadze
QUOTE
ანუ გაფრენის დღემდე მინიმუმ 3 საათით ადრე და მაქსიმუმ 1 თვით?

ასე მითხრეს მე
27აგვისტოს მივფრინავ და 27 ივლისს უნდა გავაკეთო ჩექინი

Posted by: MarryGog 7 Jul 2017, 00:59
El_Chapo
QUOTE
ჯარიმა რამდენია? 10 ევროზე მეტი იქნება?
იმედია 2სმს გამო 100 ლარს არ გადამახდევინებენ, თორე აქლემის ქუსლი მიდევს ზურგჩანთაში.
იქ ამბავს დავატრიალებ, დედოოოოოო

ჯარიმა არ არის, მაგ ზომის შესაბამისი გადასახადი მხოლოდ.

Posted by: Tabo 10 Jul 2017, 20:38
მოკლედ კარვის აღჭურვილობით მივდივარ კარავი პარალონი და ა.შ. და პარალონი გარედანაა ჩანთაზე მიბმული, შევაფუთიო ჩანთა ცელოფნით თუ დავტოვო ისე? ვინმემ არ გააძროს ან სადმე არ გაძვრეს ტავისით, არადა კარგათაა ზედ მიკრული givi.gif რა რირს საერთოდ ცელოფნით შეფუთვა? biggrin.gif

Posted by: donkosta 10 Jul 2017, 21:59
რა ვარიანტია ქუთაისის აეროპორტში გამოძინებული მისვლოს?

მატარებელი ემთხვევა რომელიმე?

Posted by: LOLZ 11 Jul 2017, 01:24
Tabo
აუცილებლად შეაფუთინე. შეიძლება ან გაგიხსნან ან დაგიზიანონ. აეროპორტში არ მახსოვს, 20 ლარამდე მგონი. მაგრამ შენითაც შეგიძლია გააკეთო.
* * *
donkosta
რა მატარებელი biggrin.gif Georgian Bus გადის თავისუფლებიდან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტამდე. 20 ლარი ღირს.

Posted by: menina55 11 Jul 2017, 11:32
ერთი კითხვა მაქვს და აქ დავწერ ბარემ

საზღვარგარეთ ტელეფონის ნომერი მართალია გაითიშება მაგრამ ინტერნეტით იგივე ნომრით ვერ ვისარგებლებ ვიბერით? აი ეს მაინტერესებს
მადლობა წინასწარ.

Posted by: ILIA1702 11 Jul 2017, 11:40
menina55
QUOTE
საზღვარგარეთ ტელეფონის ნომერი მართალია გაითიშება მაგრამ ინტერნეტით იგივე ნომრით ვერ ვისარგებლებ ვიბერით?

თუ როუმინგი არ გექნება ჩართული გაითიშება არ დაიჭერს, ვაიბერს რაც შეეხება იმუშავებს ინტერნეტი როცა გექნება მაშინ, რადგან ნომერთან მიბმა აპლიკაციის დაყენებისას ხდება მერე თუ გინდა სიმ ბარათი გადააგდე მაინც გექნება იგივე ნომერი ვაიბერში.
El_Chapo
თუ ზომას გადასცდა გაყიდინებენ დიდი ზომის ჩემოდნის ოპციას, რომელიც ბილეთის ყიდვის დროს 16 ევრო ღირს მაგრამ ადგილზე 30-35 ევრო.

Posted by: donkosta 11 Jul 2017, 13:04
LOLZ
QUOTE
რა მატარებელი  Georgian Bus გადის თავისუფლებიდან პირდაპირ ქუთაისის აეროპორტამდე. 20 ლარი ღირს.

მანდ ვერ გამოვიძინებ sad.gif

Posted by: El_Chapo 11 Jul 2017, 13:41
ILIA1702
როგორ ზომავენ ხო არ იცი?
რამე ეტალონი აქვთ, თუ მეტრიანით მიადგებიან?

Posted by: Hahman 11 Jul 2017, 13:58
El_Chapo
https://i0.wp.com/www.projeto101paises.com.br/wp-content/uploads/2014/07/Medidor-mala-Wizz-Air.jpg

Posted by: El_Chapo 11 Jul 2017, 14:03
Hahman
აჰა, გასაგებია მადლობა.
რომ ჩავკუჭო მაგაში ხო მოსულა?

Posted by: ILIA1702 11 Jul 2017, 14:26
El_Chapo
მე მიწევს ვიზეარით ფრენა მალე და ჩემი ჩანთა წესით არ ჩაწეტევა მაგაში მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც შემატანინებენ, რადგან რუკზაკია და არა ჩემოდანი.
user posted image

Posted by: El_Chapo 11 Jul 2017, 14:37
ILIA1702
წარმატებები, მეც მაგ დღეში ვარ, თუმცა ჩემსას ჩავტენი მაგაში რო რამე.
უბრალოდ ფოტო აპარატი თუ შეიძლება კისერზზე ჩამოვიკიდო და ისე შევიტანო?
მითხრეს ჩანთაში ჩაგადებინებენო და მართლა მასეა თუ იცი?

Posted by: LOLZ 11 Jul 2017, 14:44
donkosta
4 საათი სჭირდება გზას. ან წინა რეისით წადი რომელიც რამდნეიმე საათით ადრე ჩავა აეროპორტშI და გაფრენამდე მოასწრებ ცოტა გამოძინებას smile.gif

Posted by: evalota 11 Jul 2017, 16:15
El_Chapo
QUOTE
რომ ჩავკუჭო მაგაში ხო მოსულა?

მთავარია, ჩატენო როგორმე და ყველაფერი მოსულა.
აი, აქ ჩანს როგორ იზომება https://www.youtube.com/watch?v=jXg_NEAh6eo

უნდა გაგიმართლოს.
ზოგან მხოლოდ დახედავენ და არ გთხოვენ შემოწმებას, ბუდაპეშტში ერთ-ერთ მგზავრს ქონდა სანტიმეტრებზე პრობლემა და სანამ მთელი გარდერობი ზედ არ ჩამოიცვა, მანამდე ბარგის ყიდვას თხოვდნენ.
კამერა ჩემს მეგობარს ჰენდ ბეგში ჩაადებინეს ვარშავაში, ხელით არაო.
https://twitter.com/wizzair/status/414505245952442368.
ვიზ ეარი, რაიან ეარი, იზი ჯეთი და ყველა იაფი ფრენა, მაგარს გაწუწუნებს ეგეთებზე და თუ შანსი მიეცათ, ყველაფერზე დამატებით თანხას ითხოვენ.
ტაკ შტო არ გარისკო.

Posted by: dato_dato 11 Jul 2017, 16:20
El_Chapo
QUOTE
რომ ჩავკუჭო მაგაში ხო მოსულა?

თუ ჩატევ მოსულა wink.gif
ILIA1702
QUOTE
მე მიწევს ვიზეარით ფრენა მალე და ჩემი ჩანთა წესით არ ჩაწეტევა მაგაში მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც შემატანინებენ, რადგან რუკზაკია და არა ჩემოდანი.

კი შეგატანინებენ ყველა ვარიანტში მარა თუ შეგიმოწმეს და არ ჩაეტია მხოლოდ იმის მერე 40 ევროს რო გადაიხდი smile.gif
დაახლოებით 1 თვის წინ გავფრინდი და შედარებით ლამაზი გოგო როა თეტრი დიდი ლამაზი აპრეხილი ტუჩით biggrin.gif გასასვლელში იდგა და მოძღვრავდა ყველა თანამშრომელს ცანთებს უყურეთ ჩანთებს უყურეთო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ლარნაკადან რო მოვფრინავდი 3-ჯერ შეამოწმეს ჩანთის ზომები wink.gif

Posted by: 7th.Ghost 11 Jul 2017, 16:43
ILIA1702
არ შინჯავენ ხოლმე მოიკიდე და პირდაპირ გაიარე კონტოლი აწონაზე მოიხსენი მარტო მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე ცოტა დიდია ჩემი ჩანტაც biggrin.gif

Posted by: ILIA1702 11 Jul 2017, 17:21
dato_dato
El_Chapo
7th.Ghost
თენქიუ,
რაც შეეხება შენ საკითს, აუცილებლად ჩაგადებინებენ ჩანთაში ფოტოაპარატს, ჩემს მეგობარს ჰქონდა 4 დღის წინ მეორე პატარა ხელჩანთა ძალიან და იმის ჩადება მოთხოვეს დიდ ჩანთაში, ვერ ჩაატია კარგად ხოდა მოუტია 30-40 ევროს გადახდა მიუნჰენის აეროპორტში ვიზეარის ფრენაზე.
evаlota
QUOTE
ვიზ ეარი, რაიან ეარი, იზი ჯეთი და ყველა იაფი ფრენა, მაგარს გაწუწუნებს ეგეთებზე და თუ შანსი მიეცათ, ყველაფერზე დამატებით თანხას ითხოვენ.

მარტო ვიზეარს აქვს მსგავსი უაზრობა(small cabine baggage) დანარჩენებში უფასოა ოდნავ დიდი ზომის ჩემოდნები ოღონდ ის მინუსი აქვთ რომ გაუშვებენ ბარგებში და კაბინაში შეიძლება არ შეგატანინონ, მაგრამ სრულიად უფასოა. ვიზეარით პირველად ვმგზავრობ და იზიჯექი რაინეარით ტრანსავია ვუელინგით და მისთანანით მილიონჯერ მიმგზავრია და არ ყოფილა პრობლემა პატარა ჩემოდანზეც არასოდეს.

Posted by: El_Chapo 11 Jul 2017, 17:29
ვნახოთ რა იქნება, ერთი ორ სმეშნოის ვეტყვი.
ადრე სტამბოლის რესზე გოგოებს გამოველაპარაკე, სანთებელა უნდა დატოვოო, რაღაცეები გავეხუმრე.
ქამარი შეიხსენიო და აქ სირცხვილია იქეთ გავიწიოთთქო და ვეხსაცმლის გახდა რომ თხოვეს თვითონ იცინოდნენ უკვე.
იტოგში სანთებელაც გამატანეს, არც ქამარი შემიხსნია და ფეხსაცმელზე საერთოდ არ უთქვამთ.
მოკლედ გააჩნია ვინ შეგხვდება.

Posted by: LUCKY7 11 Jul 2017, 20:38
ხალხო ფასდაკლების ბარათი როა ეგ ვიყიდე და რაიმე კოდი უნდა მიმეთითებინა თუ ავტომატურად გააკეთებდა ფასდაკლებას?

Posted by: 7th.Ghost 12 Jul 2017, 00:53
LUCKY7
როცა ბილეთის ყიდვას დააპირებ მანდ ხო წერია ფასდაკლებაც კლუბის წევრებზე იმაზე აგდავა ავტომატურად

Posted by: evalota 12 Jul 2017, 19:11
ILIA1702
QUOTE
მარტო ვიზეარს აქვს მსგავსი უაზრობა(small cabine baggage) დანარჩენებში უფასოა ოდნავ დიდი ზომის ჩემოდნები ოღონდ ის მინუსი აქვთ რომ გაუშვებენ ბარგებში და კაბინაში შეიძლება არ შეგატანინონ, მაგრამ სრულიად უფასოა. ვიზეარით პირველად ვმგზავრობ და იზიჯექი რაინეარით ტრანსავია ვუელინგით და მისთანანით მილიონჯერ მიმგზავრია და არ ყოფილა პრობლემა პატარა ჩემოდანზეც არასოდეს.

ჰოოო, მე არ მიფრენია არასდროს რაინ ეარით, მაგრამ მეგობარს არ აატანინეს კაბინაში ბარგი.
უბრალოდ, ჩიფ Fლაის იმ მომენტს ვამბობ, რომ თუ სადმე რამე შეუძლიათ, ყველგან გჩარჯავენ და მით უმეტეს, თუ გაწერილ სტანდარტებში არ ჯდები.
LUCKY7
QUOTE
ხალხო ფასდაკლების ბარათი როა ეგ ვიყიდე და რაიმე კოდი უნდა მიმეთითებინა თუ ავტომატურად გააკეთებდა ფასდაკლებას?

თუ ახლა იყიდე დისქაუნთი და თავიდანვე არჩეული გქონდა ფასდაკლებით მინდა ყიდვაო, თვითონ იზამს.
უბრალოდ შეიძლება ფასდაკლება აღარც კი გამოვიდეს, რადგან თვითონ დისქაუნთშიც იხდი ფულს.
შეამოწმე, რა თანხა მოგაჭრა და მიხვდები.

Posted by: beqa_barca 12 Jul 2017, 20:23
რაღაც მაინტერესებს და თუ ვინმე ერკვევით გამომეხმაურეთ, მოკლედ მეგობრისთვის ორი გზა ბილეთი ვიყიდე ვიზეარით და აღმოჩნდა რომ ჩეკინის გაკეთება 30 დღით ადრე იწყება ნაყიდ ბილეთზე და წამოსასვლელი ბილეთზე არ ესწრება ჩეკინი და პრობლემები შეექმნება?

Posted by: გიორგი XII 13 Jul 2017, 11:09
beqa_barca

მეილზე ხო მოგივიდა დეტალები ბილეთის ეგ ამოაპრინტერე

Posted by: Euler 13 Jul 2017, 13:18
გამარჯობათ, რაღაც ვერ დავუმუღამე მაგათ ალგორითმს რა პრინციპით მუშაობს, ზოგჯერ ახლო თარიღის ბილეთი ძალიან იაფია, ზოგჯერ პირიქით. აი მე მაგალითად აგვისტოს ბილეთი მინდა ვიყიდო და ფასები საშინლად მაღალია, რას მირჩევთ, მოვიცადო დაიწევს თუ პირიქით, ცუდი სტრატეგიაა და ახლავე ვიყიდო?

Posted by: evalota 13 Jul 2017, 13:39
beqa_barca
QUOTE
რაღაც მაინტერესებს და თუ ვინმე ერკვევით გამომეხმაურეთ, მოკლედ მეგობრისთვის ორი გზა ბილეთი ვიყიდე ვიზეარით და აღმოჩნდა რომ ჩეკინის გაკეთება 30 დღით ადრე იწყება ნაყიდ ბილეთზე და წამოსასვლელი ბილეთზე არ ესწრება ჩეკინი და პრობლემები შეექმნება?

თუ მებაჟისთვის ჩვენებაზე ამბობ, მაილზე მოსული ინვოისი ამობეჭდოს და ანახოს.
მაგრამ ჩეკ ინი გამოფრენამდე მაინც გასაკეთებელი იქნება, თორემ აეროპორტში მოუწევს ფულის გადახდა.
Euler
QUOTE
გამარჯობათ, რაღაც ვერ დავუმუღამე მაგათ ალგორითმს რა პრინციპით მუშაობს, ზოგჯერ ახლო თარიღის ბილეთი ძალიან იაფია, ზოგჯერ პირიქით. აი მე მაგალითად აგვისტოს ბილეთი მინდა ვიყიდო და ფასები საშინლად მაღალია, რას მირჩევთ, მოვიცადო დაიწევს თუ პირიქით, ცუდი სტრატეგიაა და ახლავე ვიყიდო?

მეც ვერ გავიგე. ეტყობა, ნაყიდია აგვისტოს ბილეთების საკმარისი ნაწილი და ამიტომ ღირს ძვირი.
წინა დღეებში მაშინ იაფდება ხოლმე, როცა არაა შევსებული ადგილები.
მე რა ბილეთებიც ვიყიდე, უკვე 150 ლარითაა გაძვირებულია.
ეგ კიარა, შესაბამის დროში ვერ მოვასწარი ყიდვა და უკან რომ დამაბრუნა, ახლიდან გაიარე პროცედურაო უკვე 50 ლარამდე იყო ორივე მგზავრობის ფასი მომატებული. smile.gif)

Posted by: ძამა 13 Jul 2017, 13:56
QUOTE

მეც ვერ გავიგე. ეტყობა, ნაყიდია აგვისტოს ბილეთების საკმარისი ნაწილი და ამიტომ ღირს ძვირი.

აგვისტოს თვეში ბილეთები ისევე როგორც სასტუმროები, ზოგადად ყველგან ძვირია

Posted by: donrobita 13 Jul 2017, 14:50
4 დღის წინ ვიყიდე ბილეთები მიუნხენის მიმართულებით. დასტურის მეილი მოვიდა მაგრამ ბილეთები ცალკე არ უნდა მომსვლოდა? საიტზე საკონტაქტო ნომერი მარტო ინგლისის ოფისის აქვთ და ვერ ვუკავშირდები

Posted by: dato_dato 13 Jul 2017, 15:44
donrobita
QUOTE
4 დღის წინ ვიყიდე ბილეთები მიუნხენის მიმართულებით. დასტურის მეილი მოვიდა მაგრამ ბილეთები ცალკე არ უნდა მომსვლოდა? საიტზე საკონტაქტო ნომერი მარტო ინგლისის ოფისის აქვთ და ვერ ვუკავშირდები

გაფრენიდან 30 დღით ადრე და წინა დღემდე საიტზე უნდა დაჩეკინდე და ბილეთების ამობეჭვდას მერე შეძლებ

Posted by: donrobita 13 Jul 2017, 15:50
dato_dato
მადლობა

........

Posted by: beqa_barca 13 Jul 2017, 19:10
evаlota
მადლობაა

Posted by: mike999 13 Jul 2017, 20:02
ძვირფასო მეგობრებო ხომ ვერ დამარიგებთ? ჩემი ბიომეტრული პასპორტი აბსოლუტურად ცარიელია.არსად არ მიმგზავრია საზღვარგარეთ თუ არ ჩავთვლით თურქეთს სადაც პირადობის მოწმობით შევედი. რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება და უარს ხომ არ მეტყვიან ამ საფუძველზე თუკი გერმანიაში მივფრინავ? მადლობა წინასწარ

Posted by: Werner Voss 13 Jul 2017, 22:24
mike999
QUOTE
ძვირფასო მეგობრებო ხომ ვერ დამარიგებთ? ჩემი ბიომეტრული პასპორტი აბსოლუტურად ცარიელია.არსად არ მიმგზავრია საზღვარგარეთ თუ არ ჩავთვლით თურქეთს სადაც პირადობის მოწმობით შევედი. რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნება და უარს ხომ არ მეტყვიან ამ საფუძველზე თუკი გერმანიაში მივფრინავ? მადლობა წინასწარ

ოდესღაც ყველა პირველად შედის, ცარიელმა პასპორტმა რაც შეიძლება მაქსიმუმ გამოიწვიოს არის ის, რომ ერთი ორი დამატებითი კითხვა დაგისვან, ან საერთოდაც არაფერ გკითხონ, უვიზოს მერე უამრავია წასული ევროპაში ცარიელი პასპორტით უპრობლემოდ, მოკლედ არანაირი პრობლემა არ არსებობს.

Posted by: NikaGeorgiaX 13 Jul 2017, 23:41
7th.Ghost
ILIA1702
El_Chapo
LUCKY7
7th.Ghost
evаlota
beqa_barca
გიორგი XII
Euler
evаlota
ძამა
donrobita
dato_dato
Werner Voss



ყველას უნდა გკიკთხოთ

ესეიგი ვიყიდე ბილეთი რომელიც ფრენა ორი თვის მერეა
თანხა ჩამომაჭრა ბარათიდან

ამის მერე მაილზე ისევ მოვიდა მესიჯი რო ჯავშანი დაასრულეო არადა თანხა ჩამომაჭრა
ის სტატუსზე confirmedაც ეწერა

ხოდა რატო მოდის?



მეილზე კიდე ძაან ###ობა მოვიდა ქართულად ჩემი სახელი და ერტი კოდი წერია. ეგ რო ვანახო მესაზღვრეს კითხვა არ გაუჩდება?
სახელი კოდი და სურათებითაა ამოტენილი

Posted by: LUCKY7 13 Jul 2017, 23:52
NikaGeorgiaX
მეც ესე მომივიდა დაიკიდე, რეგისტრაცია გაიარე იგივე ჩეკინ.

Posted by: NikaGeorgiaX 14 Jul 2017, 00:11
LUCKY7
ეღტი კითხვა კიდე
ლუფთჰანზა თი სტანბულიდან გერმანიაში მინდა ვიყიდო ბილეთი
იქ უწერიათ ონლაინ ჩექინი 23 საათით ადრე შილებაო ვერ ვასწრებ ავტობუსით მივდივარ
ეს ონლაინ ჩექინ აუცილებელია?
აეროპორტში რო გავაკეტო შეილება?


Posted by: LUCKY7 14 Jul 2017, 00:13
NikaGeorgiaX
ლუფტანზას პირობები არ ვიცი, ვიზე და პეგასუსზე ესეა რო თუ საიტზე არ გაიარე ადგილზე ფასიანია.

Posted by: NikaGeorgiaX 14 Jul 2017, 00:20
LUCKY7
და სტანბულში უფაოს ვაიფის დავიჭერ ათათურქის აეროპორტში?
ანუ მობილურით ვერ ვიზავ ამას? :დ

Posted by: dato_dato 14 Jul 2017, 00:21
NikaGeorgiaX
QUOTE
ამის მერე მაილზე ისევ მოვიდა მესიჯი რო ჯავშანი დაასრულეო

ეგ იმიომ რომ შეგაცდინონ და მეორედ გაყიდინონ იგივე ბილეთი, ბევრს მოუვიდა ეგრე ასე რომ დაიკიდე ეგ მეილი
NikaGeorgiaX
აეროპორტში გაივლი არაა პრიბლემა, ონლაინ რო გაგეარა იქ აღარ დაგჭირდებოდა ჩეკინი და პირდაპი შეხვიდოდი ჩასხდომის გეიტში

Posted by: NikaGeorgiaX 14 Jul 2017, 02:02
dato_dato
QUOTE
აეროპორტში გაივლი არაა პრიბლემა, ონლაინ რო გაგეარა იქ აღარ დაგჭირდებოდა ჩეკინი და პირდაპი შეხვიდოდი ჩასხდომის გეიტში

და ფულს გადამახდევინებენ ამაში?

იქ მობილურით ვერ გავაკეთებ ჩექინს ანუ ონლაინ?

Posted by: 7th.Ghost 14 Jul 2017, 04:48
NikaGeorgiaX
აეროპორტში გადაგახდევინებენ ჯობია ონლაინ დაჩექინდე

Posted by: CheEeL 14 Jul 2017, 10:53
გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს? 32 კილოგრამიანი ჩექდ-ინ ბეგიჯი რო ავიღო, შემიძლია 2 ჩანთა წავიღო და ვთქვათ 16 დაა 16 კილო? თუ 1 ჩანთა უნდა იყოს და 32 კგ?

Posted by: Dv@li 14 Jul 2017, 11:55
CheEeL
ერთი ჩანთა უნდა იყოს 32 კგ

Posted by: NikaGeorgiaX 14 Jul 2017, 14:48
7th.Ghost
dato_dato
LUCKY7

ამ ვიზ აირზე მარტო სახელი გვარი და მამაკაცი შევიყვანე

პასპორტის ნომერი არ მოუთXოვია ეგრე უნდოდა?

პეგასუსის ბილეთის ყიდავ მიდნა ფასებში უწერია პლიუს 8$ იო აეროპორტში ჩექინისთვისო და ეგ როგორ მოვაშორო? ონლაინ როვ ქნა?

ვერ ვშლი
ანუ როგორ ავირციო ონლაინ ჩექინი

Posted by: 7th.Ghost 14 Jul 2017, 16:39
NikaGeorgiaX
პასპორტის ნოემრს ჩეკინის დროს მოგთხოვს უყურე იუთუბში ვიდეოებს დაჩეკინება

Posted by: merabi1995 14 Jul 2017, 22:47
გამარჯობათ მაინტერესებს ქუთაისის ეროპორრტიდანვე უნდა მქონდეს ჯავშანი დაზღვევა და ფული თუ მხოლოდ იქ როდესაც სასაზღვრო კონტროლს გავდივარ მაშინ?

Posted by: NikaGeorgiaX 14 Jul 2017, 23:22
7th.Ghost
dato_dato
პეგასუსზე ვიყიდე ბილეთი
თანხაც ჩამომაწრა. მაილზეც მოვიდას ინვოისი
ხოდა ეს რეზერვაცია თუ ვსო ბილეტი ვიყიდე?
როგორ ვატყობ შემილია რაღაცები შევცვალო კიდე და სწორედ ვქენი?

Posted by: ბეჟანბეჟანი 17 Jul 2017, 20:17
ვიზ ეარით მინდა წავიღო მობილური ტელეფონის გამტენი აკუმულიატორი - Power Bank.
აი ასეთი:
user posted image

ზედ აქვს ასეთი წარწერა:

user posted image

ანუ, ეს ბატარეა, ტევადობით 50 000 მილიამპერი საათში, იტენება 5 ვოლტით და ერთი ამპერით (5 ვატი საათში), ტენის აკუმულიატორებს ორი პორტით, ამათგან ერთი არის 5 ვოლტიანი და 1 ამპერიანი (5 ვატი) და მეორე 5 ვოლტიანი და 2,1 ამპერიანი (10,5 ვტ.სთ)

Wiz air-ის "ინფორმაციასა და სერვისებში", ლითიუმის ბატარეის გადატანის წესებში არის ასეთი პუნქტი:

QUOTE
"ლითიუმის ბატარეის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის შესაძლებლობა დამოკიდებულია მის კონფიგურაციასა და ვატ-საათის (ვტ⋅სთ) მაჩვენებელზე (დამუხტვადებისთვის) ან ლითიუმის შემცველობაზე (LC) (არადამუხტვადებისთვის).

ისეთი სამომხმარებლო ელექტრომოწყობილობების (საათების, გამომთვლელი მანქანების, ფოტოკამერების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, ვიდეოკამერების და ა.შ.) ტრანსპორტირების შემთხვევაში, რომლებიც ლითიუმის ან ლითიუმ-იონის ელემენტებს ან ბატარეებს შეიცავს, მოკლე ჩართვების თავიდან ასაცილებლად, მათი სათადარიგო ბატარეები დაცული უნდა იყოს (მაგალითად ორიგინალ შეფუთვაში ჩადებით, ან კლემების სხვაგვარად იზოლირებით — საიზოლაციო ლენტის მიკვრით ან თითოეული ბატარეის პოლიეთილენის პარკში/დამცავ ქისაში ინდივიდუალურად მოთავსებით). ამასთანავე, სათადარიგო ბატარეების გადატანა მხოლოდ ხელბარგით არის დაშვებული.

ნუ ჩადებთ სათადარიგო ბატარეებს რეგისტრირებულ ბარგში!

გარდა ამისა, თითოეული დაყენებული ან სათადარიგო ბატარეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ლითიუმისგან ან მისი შენადნობებისგან დამზადებული ბატარეები ლითიუმის 2 გრამზე მეტს არ უნდა შეიცავდეს;
ლითიუმ-იონის ბატარეების ვატ-საათის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ⋅სთ-ს.
ლითიუმ-იონის ბატარეები, რომელთა ვატ-საათის მაჩვენებელი აღემატება 100 ვტ⋅სთ-ს, მაგრამ არ აჭარბებს 160 ვტ⋅სთ-ს, დაიშვება სათადარიგო ან მოწყობილობაში ჩადებული ბატარეების სახით ტრანსპორტირებისთვის, თუმცა მხოლოდ ხელბარგით და Wizz Air-ის ნებართვით.
"

https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/

მითხარით რა, ეს ბატარეა ლითიუმისაა თუ არა, თუ შემატანინებენ თვითმფრინავში და თუ ვინმეს გადაგიტანიათ ან პრობლემა შეგქმნიათ ასეთი ან უფრო დიდი Power Bank-ის გადატანაზე, შემეხმიანეთ, ფლიიზ!
____________________________________________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________________________________________


* * *
QUOTE (evаlota @ 11 Jul 2017, 16:15 )
El_Chapo
QUOTE
რომ ჩავკუჭო მაგაში ხო მოსულა?

მთავარია, ჩატენო როგორმე და ყველაფერი მოსულა.
აი, აქ ჩანს როგორ იზომება https://www.youtube.com/watch?v=jXg_NEAh6eo

უნდა გაგიმართლოს.
ზოგან მხოლოდ დახედავენ და არ გთხოვენ შემოწმებას, ბუდაპეშტში ერთ-ერთ მგზავრს ქონდა სანტიმეტრებზე პრობლემა და სანამ მთელი გარდერობი ზედ არ ჩამოიცვა, მანამდე ბარგის ყიდვას თხოვდნენ.
კამერა ჩემს მეგობარს ჰენდ ბეგში ჩაადებინეს ვარშავაში, ხელით არაო.
https://twitter.com/wizzair/status/414505245952442368.
ვიზ ეარი, რაიან ეარი, იზი ჯეთი და ყველა იაფი ფრენა, მაგარს გაწუწუნებს ეგეთებზე და თუ შანსი მიეცათ, ყველაფერზე დამატებით თანხას ითხოვენ.
ტაკ შტო არ გარისკო.

ბოლო დროს ხელბარგზე წონა მითითებული აღარაა, მხოლოდ გაბარიტები.
შეიცვალა რამე თუ მე ვერ ვაგნებ?
აი მაგალითად: დიდი ზომის ხელბარგზე წერია -
QUOTE
გაზარდეთ ბარგის ზომა და აიტანეთ ბორტზე დიდი ხელბარგი!

ჩაალაგეთ ბარგი უფრო მოხერხებულად და აიტანეთ ბორტზე მცირე ხელბარგზე უფრო დიდი ჩანთა დამატებითი მოსაკრებლის გადახდით!

მარშრუტის მიხედვით, ფასი 28,00 ​GEL​ – 57,00 ​GEL​-ს შორის მერყეობს;
დიდი ხელბარგის დაშვებული ზომებია: 56 x 45 x 25 სმ;
ის ზედა თაროებზე უნდა ეტეოდეს;
ზედა თაროებზე მისი მოთავსება დამოუკიდებლად უნდა მოახერხოთ.

პატარა, უფასო ხელბარგზე წერია -
QUOTE
Wizz Air-ით მგზავრობისას, თითოეულ მგზავრს შეუძლია თან იქონიოს:

ერთი მცირე ზომის ხელბარგი (ზომა არ უნდა აღემატებოდეს 42×32×25 სმ-ს);

წონა მითითებული აქვს მხოლოდ რეგისტრირებულ ბარგს -
QUOTE
6-მდე ერთეული რეგისტრირებული ბარგი (თითო ერთეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კგ-ს);


როცა ბილეთი ვიყიდე, გარკვევით ეწერა, რომ შევიძინე დიდი ზომის ხელბარგის გადატანის უფლება 15 კგ-დე. ახლა კგ-ები აღარსად ჩანს, გაბარიტები კი შენარჩუნდა.

Posted by: asphurcela 18 Jul 2017, 11:19
ბეჟანბეჟანი
ლითიუმი რამდენია შიგნით არ ვიცი როგორ გაიგო, მარა 50 000 მილიამპერ საათი თყუილი აწერია.
ანუ 50 ამპერ საათი გამოდის, რაც ზომით საკმაოდ დიდი უნდა იყოს. რა ზომისაა?
უნდა ეწეროს 5 000 მილიამპერ საათი.
ამპერ საათებით ნორმაში ჯდები.
მთავარია ბარგში არ გაუშვა და ხელბარგით გაიტანე.

Posted by: ბეჟანბეჟანი 18 Jul 2017, 14:40
asphurcela
QUOTE
ლითიუმი რამდენია შიგნით არ ვიცი როგორ გაიგო, მარა 50 000 მილიამპერ საათი თყუილი აწერია.
ანუ 50 ამპერ საათი გამოდის, რაც ზომით საკმაოდ დიდი უნდა იყოს. რა ზომისაა?
უნდა ეწეროს 5 000 მილიამპერ საათი.
ამპერ საათებით ნორმაში ჯდები.
მთავარია ბარგში არ გაუშვა და ხელბარგით გაიტანე.

50 000 მილიამპერ საათი ტყუილი აწერია იმ გაგებით, რომ როგორც ჩინურ საქონელთა უმეტესობა (თუნდაც ამერიკიდან გამოწერილი), არ შეესაბამება იარლიყს და თუ ჩემი სამსუნგის მობილური ტელეფონი 7,7 Wh სიმძლავრის 4,4 v/2000 mAh ბატარეით 20-ჯერ უნდა გაეტენა, ტენის 10-ჯერ. რეალურად 20-25 ამპერზე მეტი არაა. მაგრამ მგონი მაინც არ გამატანენ sad.gif
ზომები ასეთია: 550 X 70 X 14 მმ.
user posted image

პ.ს. მსგავსი ტიპის არალითიუმიანი აკუმულიატორები თუ არსებობენ?

Posted by: asphurcela 18 Jul 2017, 16:20
შანსი არაა, თუნდაც 20-25 ამპერსათიანი იყოს მაგ ზომის.
2-2.5 ამპერსაათიანი, კი ბატონო.
პაუერბანკები მე რაც მინახავს ლითიუმია ყველა

Posted by: merabi1995 18 Jul 2017, 22:33
ვიზ აერის დედას გავუტავე , მაგაზე თუ ამ ქვეყანაზე ახვრი რამეა არ ვიცი მსოფლიოში, ასწიეს ამ აფხეკილით გაკეთებულებმა, 340 ლარამდა ავიდა 243 ლარი ღირდა ,

Posted by: 7th.Ghost 20 Jul 2017, 02:38
მეგობრებო ქუთაისის აეროპორტში თბილისიდან რა ტრანსპორტი დადის ?

ყოველთვის მანქანით მივდივარ ხოლმე და ეხლა ვერ მივდივარ მანქანით დამეხმარეთ

Posted by: ricrub 20 Jul 2017, 11:05
ხალხო ryanair-ით ვისაც გიმგზავრიათ, მარტო boarding pass მჭირდება ხო რაც სისტემამ დამიგენერირა?

Posted by: ILIA1702 20 Jul 2017, 13:34
7th.Ghost
QUOTE
მეგობრებო ქუთაისის აეროპორტში თბილისიდან რა ტრანსპორტი დადის ?

ავტობუსი დადისო თავისუფლების მოედნიდან
ricrub
QUOTE
ხალხო ryanair-ით ვისაც გიმგზავრიათ, მარტო boarding pass მჭირდება ხო რაც სისტემამ დამიგენერირა?

კი რომელსაც შტრიხკოდი აქვს ეგ + სამგზავრო დოკუმენტები და ვიზა თუა საჭირო იმასაც ამოწმებენ.

Posted by: ricrub 20 Jul 2017, 22:18
ILIA1702
ოკ გაიხარე მადლობა

Posted by: irakli_f1 21 Jul 2017, 20:48
check-in_ზე რომელი ნომერი უნდა შევიყვანო პასპორტის? სურათის დაბლა რომ არის გრძელი თუ გვერდით რომ არის უფრო მოკლე?

Posted by: hotice 21 Jul 2017, 22:15
მეგობრებო ბარსელონას მიმართულებით იაფი გზა მასწავლეთ(ბილეთი)30 ივლისიდან 5 აგვისტომდე/წასვლის პერიოდი ....მადლობელი დაგრჩებით...

* * *
ვიზეარი არ დაფრინავს ხო?როგორც ვიცი

Posted by: El_Chapo 22 Jul 2017, 01:18
არც ჩანთა შეუმოწმებიათ, არც სიგარეტი და სანთებელაზე უთქვამთ რამე.
იტალიაშიც იგივე, არანაირი საბუთი არ მიმიცია პასპორტის გარდა, მოყურა მიყურა იმ იტალიელმა მესაზღვრემ, მეც იგივეთი ვუპასუხე, მერე ჩაარტყა და თვალით მანიშნა გაიარეო .
სასტუმროს ბრონი, უკან ბილეთი არა კვახი, კიდიათ, ვაბშე არ გეკითხებიან არაფერს.

Posted by: 7th.Ghost 22 Jul 2017, 03:40
El_Chapo
ყველას არ ეუბნებიან რეისზე რამდენიმეს უმოწმებენ ეტყობა ადრე გაიარე ან არ დააკვირდი

Posted by: bavaria87 22 Jul 2017, 13:21
გამარჯობათ მეგობრებო, Wizzair-მა დამირიცხა თანხა Wizz Account-ზე და იცით როგორ ხდება ამ თანხის გამოყენება? სავარაუდოდ საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვა შეუძლებელია და სხვა დროს ბილეთის ყიდვისას თუ გამოვიყენებ ამ ფაქტიურად მხოლოდ Wizzair-ის ევროებს? ზოგმა მითხრა, რომ მხოლოდ 3 თვე იქნება ეგ თანხა ექაუნთზეო და ამ პერიოდში თუ არ გამიოყენე გაუქმდებაო, ასეა მართლა? არადა აწერია ასე ვადის გასვლა - Never.

Posted by: 7th.Ghost 22 Jul 2017, 14:16
bavaria87
100 ევრო დაგირიცხა ?

დარიცხვის მიზეზი ?

Posted by: bavaria87 22 Jul 2017, 18:14
QUOTE (7th.Ghost @ 22 Jul 2017, 14:16 )
bavaria87
100 ევრო დაგირიცხა ?

დარიცხვის მიზეზი ?

33 ევრო. დარიცხვის მიზეზია ახალი წესდება, რომლის თანახმადაც 10 კილომდე ბარგი 29 ოქტომბრიდან უფასო ხდება და მე მაგაში თანხა მქონდა გადახდილი, ანუ ბილეთი ვიყიდე 29 ოკომბრის შემდეგ. ეგ თანხა დამირიცხეს უკან.

Posted by: poolpy12345 22 Jul 2017, 19:44
გამარჯობათ. ხშირად მესმის 30-40 დოლარადო ბილეთები და მე არც ერთხელ არ შემხვედრია. შესაძლებელია თუ არა რეალურად მაგ ფასში ბილეთებსი ყიდვა მაინტერესებს. თუ მართლა ეგრე ხდება მადლობელი ვიქნები დეტალებში, რომ ამიხსნად თუ როგორ ხდება ეგ ხრიკი :დ. სენქს წინასწარ

Posted by: 7th.Ghost 23 Jul 2017, 14:44
poolpy12345
არაფერი ხრიკი არაა , წინასწარ 2-3 თვით ადრე იყიდე და ეგ ფასებია

Posted by: numberone 23 Jul 2017, 15:18
აუ იქნებ ვიბმემ დამილინჯოთ ქუთაისი-მინსკი ს ფასი რა იქნება ბილეთის?? მადლობა

Posted by: TamoTamoTamo 24 Jul 2017, 15:05
რა მაინტერესებს: 25 აგვისტოს მაქვს ფრენა და რეგისტრაცია შემიძლია ვთქვათ გაფრენამდე 5 დღით ადრე გავიარო? ანუ 20-ში? პასპორტი ვერ ესწრება და დოკუმენტის ნომერს ვერ ვწერ smile.gif

Posted by: 7th.Ghost 24 Jul 2017, 15:28
TamoTamoTamo
დაჩექინებას თU გულისხმობ რამდენადაც ვიცი 1 თვით ადრე შეგიძლია

Posted by: TamoTamoTamo 24 Jul 2017, 15:51
7th.Ghost

ერთი თვით ადრე თუ ვერ დავჩექინდი ვთქვათ შემიძლია 1 კვირით ადრე დავჩექინდე ონლაინ? თან მეუღლის პასპორტს ველოდები და თან ქალაქიდან გავიდვარ ინტერნეტი რომ ძალიან ცუდად იჭერს ისეთ ადგილზე. smile.gif

Posted by: Gateways 24 Jul 2017, 18:52
7th.Ghost
აღარ არის ეგ ფასები საკმაოდ გაძვირდა... ნოემბრის ბერლინის ბილეთი ავიღე ივნისში 270 ლარად არადა შარშან ნოემბერში მილანში წასვლა წამოსვლა 38 ევრო დამიჯდა smile.gif)

მაგრად გაძვირდა მოკლედ. ერთი ლონდონია იაფი იმიტომ რომ ახალია მარა მანდ ვიზის ჩალიჩია ტვინის ბურღი

Posted by: filewarez 25 Jul 2017, 13:41
მეგობარს მოუვიდა ასეთი რამ, მოკლედ უყიდეს ბილეთი მაგრამ ბილეთზე სხვა სახელი და გვარია მითითებული და ასეთ დროს რა უნდა ქნას?

Posted by: გიორგი XII 25 Jul 2017, 14:32
მოკლედ მაქვს აბრატნი ბილეთი 6 სექტემბრის,

მომიწია ადრე ჩამოსვლა უფრო

ვერ დავიბრუნებ ამის ფულს?

Posted by: RedBulla 25 Jul 2017, 22:48
სასწაული ფასები აქ აგვისტოში მილანში წასვლას spy.gif

Posted by: MrFenix 27 Jul 2017, 20:36
არაფრად ვარგა რა biggrin.gif
რამდენჯერაც მინდოდა იმდენჯერ გადავიფიქრე კომფორტი 0

Posted by: Scoorp 27 Jul 2017, 22:50
QUOTE (poolpy12345 @ 22 Jul 2017, 19:44 )
გამარჯობათ. ხშირად მესმის 30-40 დოლარადო ბილეთები და მე არც ერთხელ არ შემხვედრია. შესაძლებელია თუ არა რეალურად მაგ ფასში ბილეთებსი ყიდვა მაინტერესებს. თუ მართლა ეგრე ხდება მადლობელი ვიქნები დეტალებში, რომ ამიხსნად თუ როგორ ხდება ეგ ხრიკი :დ. სენქს წინასწარ

რეალურია
დღეს მაგალითად100 ლარად ძალიან ბევრი ბილეთი იყო (ორივე გზას ვგულისხმობ)
ბევრი მიმართულებით

Posted by: 7th.Ghost 28 Jul 2017, 05:22
RedBulla
ამიტომ 2 თვით ადრე უნდა იყიდო , მე მილანი ვიყდიდე ორი გზა 240 ლარად .


Scoorp
კვიპროსი და საბერძნეთი ? biggrin.gif



TamoTamoTamo
კი შეგიძლია .

Posted by: Scoorp 28 Jul 2017, 10:38
7th.Ghost

კი smile.gif

და ბერლინზე 150 გამოდიოდა კიდე ნოემბრის ბოლოსკენ მგონი


Posted by: dewkdewk 28 Jul 2017, 14:22
გამარჯობათ მეგობრებო რაღაც მაინტერებს

გერმანიაში მივდივარ მეგობართან რომელიც არის სტუდენტი და ჩვეულებრივ ლეგალურად ცხოვრობს სტუდენტურ საცხოვრებელში , და ამიტომ არ შეუძლია მოწვევა გამიკეთოს

ასე მითხრეს რომ მე უნდა გავაკეთო სასტუმროს ჯავშანი მაგრამ სასტუმროში არ დავრჩები , შესაძლებელია უბრალოდ დავჯავშნო სასტუმრო და შემდეგ აღარ მივიდე სასტუმროში და არ გადავიხადო ფული , უბრალოდ ამ ჯავშანს წარვადგენ საზღვარზე მაინტერესებს ეს ინფორმაცია რამდენად მართალია ?
და თუ შესაძლებელია რომელ ტურისტულ კომპანიას მირჩევთ რომ ეს საკითხი მომიგვაროს

Posted by: merabi1995 28 Jul 2017, 23:00
ვიყიდი 250 ლარის ფარგლებშI ავიაბილეთს უახლოესი მგზავრობა,

Posted by: RedBulla 29 Jul 2017, 21:21
105 ლარად
ქუთაისი - მილანი
უკან დაბრუნების ბილეთი
176 ლარი

up.gif

Posted by: barcabarcabarca 29 Jul 2017, 21:53
dewkdewk
არცერთ ტურისტულს არ გირჩევ,
შენ თვითონ შედი https://www.booking.com
მონახე ისეთი სასტუმრო, რომელსაც უფასო გაუქმების ფუნქცია აქვს,
დაჯავშნე და ამობეჭდე.
გაფრენის დღეს გააუქმე.
ყოველი შემთხვევისთვის ისეთი ბარათის კოდი შეიყვანე სადაც ანგარიშზე თანხა არ გაქვს და არც აპირებ.
გექნებათ რამე ეგეთი ოჯახში.

Posted by: 7th.Ghost 30 Jul 2017, 13:50
QUOTE (RedBulla @ 29 Jul 2017, 21:21 )
105 ლარად
ქუთაისი - მილანი
უკან დაბრუნების ბილეთი
176 ლარი

up.gif

მოდიხარ ? 2kiss.gif gigi.gif


Posted by: RedBulla 30 Jul 2017, 14:07
7th.Ghost
კი და ვიწყებ პერმესოს საბუთების შეტანას biggrin.gif

Posted by: Badura 1 Aug 2017, 15:03
მაილ საფორთი არ აქვთ ამათ?
სათვალე დამრჩა თვითმფრინავში drug.gif

Posted by: dimitriiiii 1 Aug 2017, 15:29
QUOTE (RedBulla @ 29 Jul 2017, 21:21 )
105 ლარად
ქუთაისი - მილანი
უკან დაბრუნების ბილეთი
176 ლარი

up.gif

გამარჯობა, რა რიცხვებშია ეს ფრენები ?

ახლა რასაც ვხედავ მილანის მიმართულებით ძვირია ფრენები

Posted by: გიორგი XII 1 Aug 2017, 17:52
სახელის შეცვლა ბილეთზე არ შეილება????????

Posted by: RedBulla 1 Aug 2017, 19:29
dimitriiiii
ოქტომრის დასაწყისში

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2017, 02:01
ძაან გაძვირებულია ფრენები რა ,ნოემბერში ვიყავი გერმანიასა და პოლონეთში ,ბევრად იაფი ჯდებოდა

Posted by: mixR 2 Aug 2017, 03:58
ბერლინიდან 25ში გამოფრენის ბილეთის შეცვლა მინდა სხვა ბილეთით და შესაძლებელია?

Posted by: filewarez 5 Aug 2017, 12:48
გიორგი XII

მეც ეგ კითხვა მაქვს და იმენა პასუხი არ გამცეს

Posted by: ricrub 5 Aug 2017, 13:38
ხალხო ლონდონში მინდა ჩაფრენა და იქიდან ისლანდიაში გადაფრენა და ინგლისში საზღვარზე ტვინს ხო არ გაბურღავენ?
ან რამე საბუთი ხო არაა საჭირო,ანუ ბრიტანეთის საზღვარს არ ვკვეთავ საერთოდ

Posted by: გიორგი XII 5 Aug 2017, 14:18
filewarez

მე გავარკვიე 45 ევრო ღირს

Posted by: ქართლოსი 6 Aug 2017, 10:27
https://wizzair.com/ka-ge/information-and-s...ct/contact-us#/


ამათი ნომერი საქართველოსი არ აქვთ ვერ ვნახე საიტზე???

Posted by: Carmelo27 7 Aug 2017, 13:59
ღირს ვიზეარით ფრენა ? თუ ისევ ისეთია როგორიც წლების წინ იყო > ?

Posted by: ILIA1702 7 Aug 2017, 20:31
Carmelo27
QUOTE
ღირს ვიზეარით ფრენა ? თუ ისევ ისეთია როგორიც წლების წინ იყო > ?

წლების წინ რა იყო არ ვიცი მაგრამ, თუ გასასვლელში რა სკამებიცაა იმას არ აიღებ(რაც ფასიანია) შეიძლება მუხლები დაიტეხო biggrin.gif ეჭვი მაქვს რომ კიდე მაგ კომპანიით არ ვიმგზავრებ მრავალი მიზეზის გამო:
1) დაგვიანებები
2) სკამებს შორის ადგილები
2')კაბინის ოდნავ მოზრდილი ხელბარგი ფასიანია(1 პატარა ბარგის უფლება)
3) ქუთაისის აეროპორტი
4) ევროპის ზოგ ქალაქში მეორეხარისხოვანი აეროპორტები
5)ბორტზე საჭმელიც კი არ აქვთ ზოგჯერ
6)ბევრი ქართველი biggrin.gif

Posted by: გიორგი XII 7 Aug 2017, 20:40
QUOTE
2) სკამებს შორის ადგილები


ამან მაგრა შემაწუხა, ფეხს ვერ გაშლი კაროჩე ლამის მუხლში ვერ გავსწორდი ,რო დაჯდა vis.gif


Posted by: LOLZ 7 Aug 2017, 21:09
ILIA1702
კაბინის ბარგი ახლა უფასო გახადეს smile.gif და ოდნავ გაზარდეს ზომები smile.gif)
და ქუთაისის აეროპორტს რას ერჩი? rolleyes.gif

Posted by: kacurikaci 7 Aug 2017, 22:55
გაუმარჯოს ყველას smile.gif

შეგიძლიათ გამარკვიოთ სასტუმროს ჯავშანში?
7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე მაქვს დორტმუნდის ბილეთები ნაყიდი და დამეხმარეთ სასტუმროს ჯავშანი უფასოდ როგორ კეთდება? Booking.com-ზე კი ვნახე ბევრი Free Cancellation-ით,მაგრამ ჩემით ვერ გავრისკე მაინც.
მადლობა წინასწარ

Posted by: Werner Voss 7 Aug 2017, 23:42
kacurikaci
QUOTE
შეგიძლიათ გამარკვიოთ სასტუმროს ჯავშანში?
7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე მაქვს დორტმუნდის ბილეთები ნაყიდი და დამეხმარეთ სასტუმროს ჯავშანი უფასოდ როგორ კეთდება? Booking.com-ზე კი ვნახე ბევრი Free Cancellation-ით,მაგრამ ჩემით ვერ გავრისკე მაინც.
მადლობა წინასწარ

რომელსაც free cancellation აქვს საშიში არაფერია, მასეთს ყველას უწერია NO PREPAYMENT NEEDED , ანუ თეთრს არ მოგაკლებს და დააქენსელებ როცა გინდა მაშინ, ნუ ბოლო დღეებამდე თუ არ მიიტანე რათქმაუნდა

Posted by: kacurikaci 8 Aug 2017, 15:04
Werner Voss

დიდი მადლობა wink.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Aug 2017, 22:31
ILIA1702
QUOTE
თუ გასასვლელში რა სკამებიცაა იმას არ აიღებ(რაც ფასიანია) შეიძლება მუხლები დაიტეხო

რას ამბობ ოო.
სიმაღლით 190 სმ ვარ და მე-15 რიგი შემხვდა (სტანდარტული ადგილი). დიდი შანსი მაქვს მილანში ფეხზე ვეღარ გავიარო?spy.gif

TamoTamoTamo
QUOTE
რა მაინტერესებს: 25 აგვისტოს მაქვს ფრენა და რეგისტრაცია შემიძლია ვთქვათ გაფრენამდე 5 დღით ადრე გავიარო? ანუ 20-ში? პასპორტი ვერ ესწრება და დოკუმენტის ნომერს ვერ ვწერ

კი, შეგიძლია.
"ამობეჭდეთ საკუთარი ჩასხდომის ბარათი.
რეგისტრაცია იწყება გამგზავრებამდე 30 დღით ადრე.
სრულდება 3 საათით ადრე."
https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/booking-information/check-in-and-boarding#/

Posted by: GI2GI™ 9 Aug 2017, 16:18
ესეიგი მაინტერესებს რა ჯდება მემინგემიდან მიუნხენში მოხვედრა

და კიდევ ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრა

Posted by: N_E_M_O 9 Aug 2017, 17:00
QUOTE
ესეიგი მაინტერესებს რა ჯდება მემინგემიდან მიუნხენში მოხვედრა


სხვადასხვა ფასებია 8.9 ევროდან 14.9 ევრომდე.... მაგრამ ქუთაისიდან რო ჩადიხარ ავტობუსს იმ დღეს ვერ მიუსწრებ. შეგიძლია ის ღამე მემინგენში დარჩე ან მატარებლით გაემგზავრო 20 ევრო ღირს https://www.goeuro.fr/travel-search2/results/600809897/train ამ საიტზე ნახავ ბილეთებს თარიღის მიხედვით...

Posted by: ILIA1702 9 Aug 2017, 17:24
ბეჟანბეჟანი
QUOTE
რას ამბობ ოო.
სიმაღლით 190 სმ ვარ და მე-15 რიგი შემხვდა (სტანდარტული ადგილი). დიდი შანსი მაქვს მილანში ფეხზე ვეღარ გავიარო?

მუხლებგადატყავებული ჩასვლა გარანტირებული გაქვს მართლა სივიწროვე და წინ მჯომს არ მისცე უკან გადმოხრის შესაძლებლობა biggrin.gif. თუ შეცვლა ჯერ კიდევ მოსულა შეიცვალე, მაგრამ მგონი შეუძლებელია და აეროპორტში კითხე მაინც. თუ არ გაივსო, ისე გადააცვლევინე სტიუარდესას თუ დარჩა ცარიელი კარგი ადგილი. ან პირველი(შეიძლება 1-4), ან კიდევ ფრთებთან ემერჯენსი გასასვლელი ორი რიგია ეგეთი.

GI2GI™
QUOTE
ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრა

უფასოა თუ ბილეთს არ აიღებ მატარებელისას რომელსაც ძალიან იშვიათად ამოწმებენ biggrin.gif

Posted by: ioane1 10 Aug 2017, 13:29
გამარჯობათ,ვყიდი ბილეთს ბერლინის მიმართულებით შეღავათიან ფასში.
გაფრენა 14 ში დაბრუნება 23 ში.
მსურველები დამიკავშირდით 597 998 684

Posted by: Carmelo27 11 Aug 2017, 14:21
kacurikaci
მე პირადად ბევრჯერ დამიბრონია ისეთი სასტუმროც რომელსაც არ ქონდა უფასო გაუქმება , შემდეგ გამიუქმებია და მაინც არ მომაკლეს ფული . ვერ გაიგებ რა . მაგრამ სჯობს რომ უფასო გაუქმება რომელ ნომერსაც აქვს ის აიღო

Posted by: freedemocrat 11 Aug 2017, 14:42
მოკლედ, მაგრად ააგუგუნა ვიზ ეარმა ქუთაისის აეროპორტი. 86%-ით არის მგზავრთა ბრუნვა წინა წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ახალ ტერმინალსაც აშენებენ ქუთაისის აეროპორტში. 2018 წლიდან გაიხსნება.

ახლა მთავარია, სხვა ავიაკომპანიებმაც მიბაძონ და დაიწყონ ქუთაისში ლოუ ქოსთ ფრენები.

Posted by: თამროთამარა 11 Aug 2017, 20:55
freedemocrat
ევროპაში უვიზო მიმოსვლამაც მაგრად უშველა.

მე არ ვარ ქუთაისის ჰაეროპორტში ნამყოფი.
დადეთ ერთი სურათი ვინმემ, რავარია


Posted by: marimari11 11 Aug 2017, 21:07
QUOTE (GI2GI™ @ 9 Aug 2017, 14:18 )
ესეიგი მაინტერესებს რა ჯდება მემინგემიდან მიუნხენში მოხვედრა

და კიდევ ბერლინის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოხვედრა

შონენფელდიდან რომ წამოვედი 4ევრომდე მივეცი.მთელი დღის ბილეთი შვიდი ევრო ღირს

Posted by: ზურა2011 11 Aug 2017, 21:30
მეგობრებო ხელბარგში დანა რომ ჩავდო ამატანინებენ ?


Posted by: თამროთამარა 11 Aug 2017, 23:09
ზურა2011
ხოო, დანას და ნაჯახს კიდე biggrin.gif biggrin.gif
სად მიგაქ დანა? ან რად გინდა რომ მიგაქ?

Posted by: ზურა2011 11 Aug 2017, 23:36
თამროთამარა
ხელნაკეთი ძველებური დანაა სუვენირის პონტში

Posted by: RedBulla 11 Aug 2017, 23:37
ზურა2011
არა



Posted by: RedBulla 11 Aug 2017, 23:46
თამროთამარა
https://www.facebook.com/kutaisi.aero/?fref=ts

Posted by: system1ka 12 Aug 2017, 09:39
მეგობრებო ვიზეარის და ბუქინგის ლოიალურობით ვის გისარგებლიათ? ბუქინგზე გადახდილი თანხის 10%_ს რომ გიბრუნებს ვიზეარის ანგარიშზე. თითქმის 3 კვირა გავიდა და ვიზეარის ანგარიშზე თანხა არ მესახება არადა აქამდე უნდა ასახულიყო :/


Posted by: თამროთამარა 12 Aug 2017, 12:49
ზურა2011
ბარგში ჩადე.
თუ ძველებური ხელნაკეთი, ძვირფასი ნივთია და აუცილებელია წაღება.
RedBulla
გაიხარე.

რა ლამაზი, პაწუკა აეროპორტია.
არ იქნება ძალიან გადატვირთული და თან ბილეთებიც საკმაოდ იაფია.

იდოს ეს ფოტოები:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


Posted by: mind_auger 12 Aug 2017, 12:52
QUOTE
ევროპაში უვიზო მიმოსვლამაც მაგრად უშველა.

ხო მაგრა უშველა,მოგვცეს თუარა უვიზო 10ჯერ გააძვირა ბილეთები ვიზეარმა.7 და 19 ევროდ ჩითავდა ხოლმე მილანი,80 ევროიანი ბილეთები ეყარა და ეხლა 150-ად თუ ნახე უნდა გაგიმართლოს.180 ევროზე ნაკლებად არ იშოვება არაფერი.
სხვა თუ არ შემოვიდა აზრი არ აქვს,ეჭვი ჩნდება რომ მონოპოლია აქვს ვიზიარს და კრიშავენ.აბა აქამდე სხვაც შემოვიდოდა იმდენად იავნია ამხელა ტურისტების პატოკი აქედან.

Posted by: Wesle 13 Aug 2017, 14:35
გამარჯობა. დახმარება მჭირდება.
ბილეთები ვიყიდე გუშინ და მეილი მომივიდა რომ არ დამიმთავრებია დაჯავშნა.
ვინმეს შეგიძლიათ გამარკვიოთ?

Posted by: Hahman 14 Aug 2017, 17:15
რითი მიდიხართ ხოლმე ქუთაისის აეროპორტამდე? (პირადი/მეგობრის მანქანის გარდა)

Posted by: gagripsh 14 Aug 2017, 20:20
Hahman

Georgian Bus. თავისუფლების მოედანი-ქუთაისის აეროპორტი ასეთი რეისი აქვს.

Posted by: DINAMOFAN 15 Aug 2017, 01:31
გამარჯობა
ბილეთების გადაცვლა შესაძლებელია? სხვა თარიღზე რომ გადამიწიონ 1-2 კვირაზეა საუბარი

Posted by: Hahman 15 Aug 2017, 08:13
QUOTE (gagripsh @ 14 Aug 2017, 20:20 )
Hahman

Georgian Bus. თავისუფლების მოედანი-ქუთაისის აეროპორტი ასეთი რეისი აქვს.

ნორმალურია? მგზავრობა კომფორტულია?

Posted by: barcabarcabarca 15 Aug 2017, 12:20
Hahman
პრინციპში კი.
ერთადერთი - მე ვისურვებდი რომ კონდინციონერი უფრო იგრძნობოდეს (წელს ორჯერ ვიმგზავრე და ერთში პრობლემა იყო).

მიდი დაახლოვებით 20 წუთით ადრე რომ კარგი ადგილი შეარჩიო (ბოლოს უკან ჯდომა ნაკლებ კომფორტულია, ასევე მძღოლის უკან ჯდომაც.)
პლიუსი ისაა, რომ დროზე ჩადის.
პირდაპირ აეროპორტში მიჰყავხარ შენს რეისზე.
შეგიძლია ონლაინაც იყიდო ბილეთი და ადგილზეც მძღოლთან.

Posted by: somnambuli 16 Aug 2017, 10:27
გამარჯობა.

ბილეთის გაუქმებაზე ვინ რა იცით?

ან უგადახდილი მაქვს უკანა ბილეთის ფული და რომ შემეცვალოს გეგმა, ან საერთოდ არ მომიწიოს გამოფრენა კიდევ კარგა ხანს , საკომისიოები აქვთ ბევრი?

Posted by: Werner Voss 17 Aug 2017, 00:00
ვიზეარი რაღაც ფასდაკლებას რო გაძლევს ბუქინგ.ქომ ზე ეგ არ იცით როგორ ხდება?

Posted by: kacurikaci 21 Aug 2017, 09:55
კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
ჯავშნის და ბილეთების ამოპრინტერებისას,აუცილებელია ფერადი იყოს თუ შავ-თეთრიც მიდის? smile.gif

Posted by: ვივიანა 21 Aug 2017, 09:59
kacurikaci
შავ-თეთრიც მიდის.

Posted by: kacurikaci 21 Aug 2017, 10:18
ვივიანა

დიდი მადლობა :*

Posted by: maradona113 21 Aug 2017, 16:07
ვინც ვერ ახერხებთ საბუთების მოგვარებას დაგეხმარებათ ჩემი მეგობარი რომელიც მუშაობს პოლონეთში, მის ფირმაში გაგაწევრიანებთ დაზღვევასაც ასევე პოლონური ფირმისგან გაგიკეთებთ რაც 100% გარანტიაა რომ პრობლემა არ შეგექმნებათ. ხოლოდ ბილეთი უნდა შეიძინოთ და დაზღვევა

Posted by: Gateways 21 Aug 2017, 16:19
Hahman
დზაან ვიწროდაა სკამები მაგ ავტობუსებში და კომფორტულად ვერანაირად ვერ იჯდები. ქუთაისიდან რო მივფრინავ ხოლმე თბილისი-ქუთაისი ავტობუსით მგზავრობა ბევრად უფრო დამღლელია და მეზარება ვიდრე მერე ვიზეარით ფრენა. რკინიგზა მალე გაიჩითება იმედია....

Posted by: Hahman 22 Aug 2017, 10:18
Gateways
barcabarcabarca

ინფორმაციისთვის: Metro ავტობუსებიც დადაიან თურმე. ბევრად უფრო კომფორტულია. ვიყიდე უკვე.


Posted by: Dinamo_Fan 24 Aug 2017, 01:53
maradona113
QUOTE
ვინც ვერ ახერხებთ საბუთების მოგვარებას დაგეხმარებათ ჩემი მეგობარი რომელიც მუშაობს პოლონეთში, მის ფირმაში გაგაწევრიანებთ დაზღვევასაც ასევე პოლონური ფირმისგან გაგიკეთებთ რაც 100% გარანტიაა რომ პრობლემა არ შეგექმნებათ. ხოლოდ ბილეთი უნდა შეიძინოთ და დაზღვევა

და ეს სიამოვნება რა ჯდება?

Posted by: somnambuli 28 Aug 2017, 11:11
როგორ გაფუჭდა ეს კომპანია თვალს და ხელს შუა.

ადრე 20 დღით ადრე შეგეძლო ჩეკინის გაკეთება...
ახლა ეს თარიღი 48 საათამდე შეამცირეს. რა პონტია ვერ ვხვდები. რა მნიშვნელობა ჰქონდათ მათთვის.



ვინმეს შეძენილი ბილეთი დაგიბრუნებიათ უკან?

Posted by: Hahman 28 Aug 2017, 13:23
QUOTE (somnambuli @ 28 Aug 2017, 11:11 )
როგორ გაფუჭდა ეს კომპანია თვალს და ხელს შუა.

ადრე 20 დღით ადრე შეგეძლო ჩეკინის გაკეთება...
ახლა ეს თარიღი 48 საათამდე შეამცირეს. რა პონტია ვერ ვხვდები. რა მნიშვნელობა ჰქონდათ მათთვის.



ვინმეს შეძენილი ბილეთი დაგიბრუნებიათ უკან?

რამდენიმე წუთის წინ გავაკეთე ჩეკ–ინ–ი. 29 დღით ადრე გამოდის. რას ერჩი?

Posted by: sაlოmეa 28 Aug 2017, 14:49
somnambuli
ვიზიარი არ იბრუნებს ბილეთებს სამწუხაროდ

Posted by: somnambuli 28 Aug 2017, 22:48
Hahman
მე ვერ ვაკეთებ მიწერს ჩეკინი within 9 days

ააა ახლა მივხვდი, 15 აგვისტოს შემდეგ ნაყიდ ბილეთებზეა ეს შეზღუდვა და თქვენ 15მდე იყიდეთ?

აი ფოტოზე ჩეკ ინის ფუნქცია არასჩანს.

Online check-in: Check in within 9 day(s)
Please note that online check-in times have changed.
* * *
sაlოmეa
QUOTE
ვიზიარი არ იბრუნებს ბილეთებს სამწუხაროდ



დაბრუნება არა, მაგრამ ამოცვლაც არ შეიძლება?

Posted by: sაlოmეa 28 Aug 2017, 23:40
somnambuli
თარიღის შეცვლა და გადაფორმება შეიძლება
ოღონდ საკმაოდ ძვირი ღირს. ხოლმე sad.gif

Posted by: Hahman 29 Aug 2017, 10:21
somnambuli
კი, მე ადრე მაქვს ნაყიდი.

Posted by: Renne 29 Aug 2017, 11:38
გამარჯობათ, ვიზეარით პირველად მივდივარ და ჩანთის წაღება მინდა ხელბარგში-რა ზომებიცაა მითითებული კი ვნახე და ცოტა მემგონი სცდება მაგ ზომებს, და ეგ რამეს დააშავებს?
მეტრიანით ხო არ გამიზომავენ იქ ჩანთას, და რამდენიმე სანტიმეტრს არ უჭირს არაფერი იმედია ჰო?

Posted by: ENZI 29 Aug 2017, 12:38
Renne
საიტზე შედი და იქ უწერიათ ზომები
გაზომვას რაც შეეხება აეროპორტში არის ტკინის ყალიბი, იმაში უნდა ჩადო ცანთა და თუ სიმაღლე აკმაყოფილებს გაგატანენ, აქედან შეიძლება ტვინო არ მოღუნონ გატარებაზე მაგრამ სადაც ჩახვალ იქიდან რომ წამოხვალ იმ აეროპორტში შეიძლება შეგიქმნან პრობლემები, 2 სანტიმეტრიტაც რომ იყოს დიდი უკვე გადაჭარბებაა, ეგ ჩანთა უნდა შედო მერე თვითმფრინავში სკამების ზევით და დიდი თუ იქნება უკვე დარღვევა გამოდის

Posted by: numberone 29 Aug 2017, 13:12
გამარჯობათ, ბელავიაზე რამდენი კილოს წაღების შემიძლია და რამხელა უნდა იყოს ჩანთა იქნებ მითხრათ ააზე არ ვარ პირველი ფრენაა ჩემი, მადლობა

Posted by: Scoorp 29 Aug 2017, 13:12
QUOTE (Renne @ 29 Aug 2017, 11:38 )
გამარჯობათ, ვიზეარით პირველად მივდივარ და ჩანთის წაღება მინდა ხელბარგში-რა ზომებიცაა მითითებული კი ვნახე და ცოტა მემგონი სცდება მაგ ზომებს, და ეგ რამეს დააშავებს?
მეტრიანით ხო არ გამიზომავენ იქ ჩანთას, და რამდენიმე სანტიმეტრს არ უჭირს არაფერი იმედია ჰო?

2 სმ-ზე არანაირი პრობლემა არ იქნება
აქედან იმხელა ჩანთები გაიტანა ხალხმა, საერთოდ რომ არ ეტეოდა იმ ყუთში
თუმცა იქიდან გამიგია რომ პრობლემებს ქმნიან მაგაზე

Posted by: donrobita 4 Sep 2017, 21:12
ონლაინ ჩექინის შემდეგ ჩანთის დამატება მოჟნა კიდე? თუ იცით ვინმემ

Posted by: meu 6 Sep 2017, 15:44
მოგზაურცი ონლაინ ჩექ ინ გავაკეთე და boarding card-ში ანუ რაც უნდა ამოვაპრინტერო მხოლოდ გამგზავრების შესახებ წერია ინფორმაცია, უკან წამოსვლაზე არაფერია ნახსენები და ეგრე უნდა იყოს ?

ააა ვსო უკან წამოსვლაზეც ცალკე კეთდება ჩექ ინ, არ მივაქციე ყურადღება წარწერას

Posted by: basti-bubuuu 7 Sep 2017, 11:46
Booking ზე დავჯავშნე სასტუმრო რომელსაც free cancell არ აქვს.თანხა არ მედო საკმარისი და მომწერეს 24 საათში გავაუქმებთო.და თანხას რომ დავდებ ვთქვათ მას შემდეგ რაც გააუქმებენ ჩამომაჭრიან?

Posted by: GEORGIA007 7 Sep 2017, 13:14
QUOTE
maradona113
QUOTE
ვინც ვერ ახერხებთ საბუთების მოგვარებას დაგეხმარებათ ჩემი მეგობარი რომელიც მუშაობს პოლონეთში, მის ფირმაში გაგაწევრიანებთ დაზღვევასაც ასევე პოლონური ფირმისგან გაგიკეთებთ რაც 100% გარანტიაა რომ პრობლემა არ შეგექმნებათ. ხოლოდ ბილეთი უნდა შეიძინოთ და დაზღვევა

და ეს სიამოვნება რა ჯდება?


Posted by: ბეჟანბეჟანი 7 Sep 2017, 18:12
donrobita
QUOTE
ონლაინ ჩექინის შემდეგ ჩანთის დამატება მოჟნა კიდე? თუ იცით ვინმემ

კი, შეიძლება, ჩვეულებრივი ტარიფებით.
მე დავამატე ეგრე რეგისტრირებული ბარგი. აქედან გავფრინდი ნაყიდი ხელბარგით და იქ მივხვდი, რომ ბარგის დამატება მჭირდებოდა. გადავიხადე 130 ლარი და დავამატე 23 კილოიანი რეგისტრირებული ბარგი.
ოღონდ ეს გაფრენამდე სულ ცოტა სამი დღით თუ სამი საათით ადრე უნდა ქნა (აღარ მახსოვს), თორემ მერე ჯარიმაზე გაგიშვებენ.

Posted by: system1ka 7 Sep 2017, 18:14
მეგობრებო ვისაც WIZZ Flex_სერვისით ნაყიდი გქონდათ ბილეთი ჩექინის გავლის შემდეგაც ხდება ბილეთის გაუქმება და WIZZ ანგარიშზე თანხის დასმა?

Posted by: Scoorp 8 Sep 2017, 10:59
აპრილიდან ვროცლავის მიმართულებით ემატება რეისი ქუთაისიდან
bis.gif
და იქიდან კარგი ვარიანტებია კიდევ, მაგალითად პორტო love.gif

Posted by: dato_dato 8 Sep 2017, 11:44
Scoorp
QUOTE
და იქიდან კარგი ვარიანტებია კიდევ, მაგალითად პორტო

მაგარია!!!

Posted by: SUBADARI 10 Sep 2017, 00:15
QUOTE
აპრილიდან ვროცლავის მიმართულებით ემატება რეისი ქუთაისიდან

და იქიდან კარგი ვარიანტებია კიდევ, მაგალითად პორტო


პრაღაც უფრო ახლოსაა მაქედან smile.gif

Posted by: akkai 11 Sep 2017, 14:33
და რა დაჯდება პორტოში 2 გზა ვროცლავის გავლით?

ფასი თუ ადეკვატურია შეილება ფიქრი

Posted by: Scoorp 11 Sep 2017, 15:13
akkai


გააჩნია სეზონს.
ფასდაკლებებს თუ დაამთხვევ,არამგონია ძალიან ძვირი გამოვიდეს

Posted by: GI2GI™ 22 Sep 2017, 18:33
როგორც გავარკვიე მემინგენში თვითმფრინავი საღამოს ჯდება და ავტობუსი აღარ მიდის მიუნხენში.
ხოდა აეროპორტში დარჩენა 1 ღამით რამდენად მიზანშეწონილია? ვინც ნამყოი ხართ მანდ გეცოდინებათ

Posted by: ვივიანა 22 Sep 2017, 22:34
GI2GI™
აეროპორტი იკეტება 10 საათზე და იხსნება დილის 6 საათზე. ავტობუსები ქალაქამდე დადიან 10 საათამდე. ტაქსი რკინიგზის სადგურამდე ღირს 12 ევრო.
აეროპორტის გვერდით არის საატუმრო, იყიდე წინასწარ. 10-12 საათზე მიმღებს ხურავენ.
მემინგენში თვითონ არის სასტუმრო სადღაც 60 ევრო ღირს ღამე, 18 ევროდ მიგიყვანს ტაქსი.

მეტი რა GIთხრა აბა, რითი Dაგეხმარები?
პირადად გამოვცადე მემინგენის აეროპორტის დახურვა :დ

Posted by: dato_dato 22 Sep 2017, 22:48
GI2GI™
თვითმფრინავი რო ჯდება ავტობუსი ელოდება მიუნხენში მიმავალი
თუ ეგ ავტობუსი არაა ქალაქის მოვა 3 ევრო თირს და რკნიგზის სადგურამდე მიგიყვანს საიდანაც მატარებლით სადაც გინდა წადი
თუ ეგ ავტობუსიც არ გინდა გითხრეს აგერ 12 ევრო ტაქსი სადგურამდე და მერე იგივე

Posted by: donrobita 24 Sep 2017, 14:37
ვივიანა
dato_dato
მემინგენში უნდა დაჯდეს რეისი იქაური დროით 9 ის 20 წუთზე და მინდა ყველაზე იაფი საშუალება აეროპორტიდან მიუნხენის რიკინიგზის სადგურამდე, ისე რო მაქსიმუმ დილის 6 საათზე რკინიგზის სადგურში ვიყო მიუნხენში, ძაან უაზროდ ავიღე საათები (პირველი წასვლაა და ეხლა გაუგებრობაში ვარ) sad.gif
ვერაფერს მირჩევთ? ავტობუსი, მატარებელი მნიშვნელობა არ აქვს, 6 კაცი ვართ და მინივენიც მოჟნა ძაან დიდი ფასი თუ არ ექნება

Posted by: dato_dato 24 Sep 2017, 17:30
donrobita
QUOTE
თუ ეგ ავტობუსი არაა ქალაქის მოვა 3 ევრო თირს და რკნიგზის სადგურამდე მიგიყვანს საიდანაც მატარებლით სადაც გინდა წადი
თუ ეგ ავტობუსიც არ გინდა გითხრეს აგერ 12 ევრო ტაქსი სადგურამდე და მერე იგივე

6 თუ ხართ მემინგემის სადგურში სალაროში იყოდი ჯგუფურ ბილეთს მიუნხენამდე 23+5 ყოველი მგზავრი და 1 საათში მიუნხენში ხარ

Posted by: donrobita 24 Sep 2017, 18:50
QUOTE (dato_dato @ 24 Sep 2017, 17:30 )
donrobita
QUOTE
თუ ეგ ავტობუსი არაა ქალაქის მოვა 3 ევრო თირს და რკნიგზის სადგურამდე მიგიყვანს საიდანაც მატარებლით სადაც გინდა წადი
თუ ეგ ავტობუსიც არ გინდა გითხრეს აგერ 12 ევრო ტაქსი სადგურამდე და მერე იგივე

6 თუ ხართ მემინგემის სადგურში სალაროში იყოდი ჯგუფურ ბილეთს მიუნხენამდე 23+5 ყოველი მგზავრი და 1 საათში მიუნხენში ხარ

ავტობუსია ხო ეგ?

რომელ საათამდე არიან ეგენი? მე რაც უფრო გვიან გავა მაწყობს 12 ზე რო გავიდეს მაგალითად და 2 ის ნახევარზე მუნხენში ვიყო იქაც ცოტას ვიბოდიალებ და ამასობაში მოვა მატარებლის გასვლის დროც.
23+5 თითო კაცზე ვერ გავიგე

ანუ პირველი კაცი 23 ევრო და დალშე თითო 5? ჯამში გამომივა 48 ევრო? თუ პირველი 23 და დალშე 23+5 ანუ 28 help.gif

ესე თუ იქნა მაწყობს, ინტერნეტში 17 ევროზე ნაკლებ ფასიანი ბილეთი ვერ გავჩითე sad.gif

ამის დედაც რა შარში ვარ,
ამიტომ არ უნდა ითავო რაც არ იცი რა gigi.gif

Posted by: ვივიანა 24 Sep 2017, 20:36
donrobita
არა მატარებელზე გეუბნება. მოკლედ ჯერ ნახე მემინგენის სადგურიდან რომელ საათზე გადის მატარებელი მიუნხენში. დრო თუ გაწყობს გაიგე რომელ საათზე იკეტება სალარო მემინგენში ( ბილეთები რომ იყიდო), თუ Vერ ასწრებ იყიდე ონლაინ.
აეროპორტიდან რომ გამოხვალ 10ზე გვიან თუ იქნება შესაძლოა არ იყოს ავტობუსი. ამიტომ ტაქსით მოგიწერა, 6ნი თუ ხართ 4 ევრო Gამოვა ტაქსი, 4ზე მეტა არ ჩასვამს როგორც მახსოვს.

ვინმეს სთხოვე ვინც მემონგენში მიდის სურათი გადაუღოს ავტობუსების გრაფიკს, ინფო ცენტრშიც მისცემენ და ბოძზეცაა გაკრული.

Posted by: donrobita 24 Sep 2017, 21:08
ვივიანა
ანუ ჯერ აეროპორტიდან მემინგენში უნდა წავიდე ტაქსით? biggrin.gif

მე ვიფიქრე პირდაპირ აეროპორტის გამოსასვლელიდან გავჩითავდი რამეს რო მიუნხენში წავეყვანეთ sad.gif


Posted by: ვივიანა 25 Sep 2017, 00:10
donrobita
არის ავტობუსი პირდაპირ მიმავალი, სახელი არ Mახსოვს სტაფილისფერია, მოძებნო იქნებ, თუ არადა ხვალ ვიპოვი. ეგენი Iსე ეკოდებიან მგზავრებს Dა შეიძლება მიწერო როგორ მოიქცევითთქო.

Posted by: dato_dato 25 Sep 2017, 10:45
donrobita
QUOTE
ავტობუსია ხო ეგ?

biggrin.gif biggrin.gif
თავიდან აგიხსნი კარგი?
გამოხვალ აეროპორტიდან და მარჯვენა მხარეს იდგება ავტობუსი რომელიც ჩამოფრენილ რეისებს ელოდება როგორც წესი და მიდის პირდაპირ მუნხენში, მგონი 18 ევრო ღირს კაცი

თუ მაგან გაგასწრო:
ნახე მარცხენა მხარეს ქალაქის ავტობუსის გაჩერებაზე გრაფიკი როდის მოდის ავტობუსი რომელიც 3 ევრო ღირს და მიგიყვანს 10 წუთში მემინგემის რკინიგზის სადგურზე, თუ ეს ავტობუსი არ იქნება იდგება ტაქსები და მინივენიც იდგა მე რო ვიყავი რომელიც ასევე მიგიყვანს სადგურში 12 ევროდ მგონი

სადგურზე იყიდი ჯგუფურ ბილეთს 23 ევრო ლიდერი (1 კაცის ბილეთი) და ყოველი მომდევნო კაცი 5 ევრო, მგონი სულ ზიან სალაროში და არ იკეტება, მე 9-ისთვის ვიყავი და იჯდა მოლარე მომღიმარი ასაკიანი ქალი , კითხავ რომელი რეისი გაწყობს რომელზე ცადის და ა.შ. დაახლოებით 1 საათი უნდა მიუნხენამდე, ჩადის რკინიგზის სადგურში საიდანაც მეტროთი წახვალ სადაც გინდა

მგონნი ისე გაგიშიფრე რო არ უნდა გაგიჭირდეს არაფერი biggrin.gif თუ კიდე გაქვს კითხვა გამოუშვი wink.gif


Posted by: donrobita 25 Sep 2017, 10:46
ვივიანა
ამაზე ამბობ?
http://www.allgaeu-airport-express.de/index.php?plink=index&lg=uk
ეს ვნახე მეც 17 ევრო ღირს და საათიც მაწყობს, მაგრამ სხვაც თუა რამე ეგ მაინტერესებს. თუ არაა მაგას ავიღებ სხვა რა გზაა

Posted by: wajenski 25 Sep 2017, 19:40
WIZZ Discount Club როგორ გავწევრიანდე?
უბრალოდ უნდა დავრეგისტრირდე საიტზე?

Posted by: donrobita 25 Sep 2017, 19:51
dato_dato
ეხლა ვნახე ეს მოწერილი

მადლობა ინფორმაციისთვის

ისევ ეგ 17 ევროანი ჰავტაბუსი მირჩევნია ზედმეტ ბოდიალს



Posted by: merabi1995 25 Sep 2017, 20:12
გამარჯობა სატავ მაინტერეებს შენგენში მოგზაურობისათვის, კარტაზე რომ მქონდეს მაყუთი და ამონაწერი არ წავა? ვინც იცის იმან დამიწეროს დაზღვევა ჯავშანი და ამონაწერი რომ მაქვს ფული ანგარიშზე

Posted by: d_tsabo 26 Sep 2017, 08:37
ჩვენგან ესპანეთში მიფრინავს? თუ კი რომელ ქალაქებში პამპლონასთან ყველაზე ახლოს მინდა

Posted by: vormana 26 Sep 2017, 11:17
QUOTE (d_tsabo @ 26 Sep 2017, 08:37 )
ჩვენგან ესპანეთში მიფრინავს? თუ კი რომელ ქალაქებში პამპლონასთან ყველაზე ახლოს მინდა

საიტზე როგორც ვნახე არ წერია ესპანეთი არსად.
ამ ვიზეარს ისეთი ფასები დაუდია არაფრით ჩამოუვარდება პეგასუსს. ვიზალიბერალიზაციამ ქნა ეს ყველაფერი? მილანში ჩასვლა 850 ლარამდე გამომდის ქუთაისიდან და თბილისა~იდან 950 ლარში რომია პეგასუსით facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Scoorp 26 Sep 2017, 12:36
vormana


ფასდაკლების დღეებში ნორმალური ფასი აქვს
მე ვიცი, 100 ლარად უყიდიათ ქუთაისი-მილანის ფრენა

Posted by: Werner Voss 26 Sep 2017, 14:14
ჩექ ინი გავაკეთე და მომცა ბორდინგ ქარდი, ამას ამოვბეჭდავ და წავიღებ აეროპორტში და იქ რა პროცედურები მელოდება, ან რამდენი ხნით ადრე უნდა გამოვცხადდე? და კიდევ ის მაინტერესებს ჯავშანში, ან ჩექ ინში არასწორი ინფორმაციის თუ მაქ შეყვანილი მაგის გამოსწორების შანსი არსებობს უშუალოდ აეროპორტში?

Posted by: ILIA1702 26 Sep 2017, 14:48
Werner Voss
წესით ბორდინგ პასი თუ გაქვს თავისი ქრ კოდით მაშინ რეგისტრაციის გავლა არ მოგიწევს(თუ რათქმაუნდა დიდი ბარგი არ უნდა ჩააბარო), თუმცა საქართველოში მაინც გიწევს რეგისტრაციის გავლა.
მონაცემების შეცვლას რაც შეეხება, არამგონი ჩექინის მერე შეგაცვლევინონ მგზავრი, თუ კი, მაშინ ეღირება ძვირი.

Posted by: vormana 26 Sep 2017, 15:42
Scoorp
ხო ეგრე ჩემმა მეგობრებმა 35 ევროში იყიდეს ბერლინის ბილეთი მაგრამ როდის იქნება ეხლა ეგეთი ფასდაკლება ხზ . . . .

Posted by: mike999 27 Sep 2017, 09:23
მოგესალმებით ყველას. რეგისტრაციის დროს შეცდომით შევიყვანე პირადობის ამოწურვის თარიღი. როგორ შევცვალო? მადლობა წინასწარ

Posted by: GI2GI™ 27 Sep 2017, 12:47
ვივიანა
dato_dato
მადლობა ინფორმაციისთვის. გეგმები უნდა შევცვალო ესეიგი :/

Posted by: evalota 29 Sep 2017, 01:30
vormana
QUOTE
ამ ვიზეარს ისეთი ფასები დაუდია არაფრით ჩამოუვარდება პეგასუსს. ვიზალიბერალიზაციამ ქნა ეს ყველაფერი? მილანში ჩასვლა 850 ლარამდე გამომდის ქუთაისიდან და თბილისა~იდან 950 ლარში რომია პეგასუსით

მოთხოვნაა გაზრდილი აშკარად. კიდევ ერთი ჩიფ Fლაი გვინდა!
ბუდაპეშტიდან რომ დავბრუნდი 2015ში, რიგში თითო მგზავრი ვისხედით, ახლა მილანზე სავსე იყო მთელი რეისი.

როდის მიფრინავ შენ?
ზოგადად უფრო გაძვირებულია, მაგრამ წინასწარ თუ იყიდი, მოახერხებ იაფად რამეს.
აი, მაგალითად, ამჟამინდელი მონაცემებით, 20 დეკემბერს 80 ლარად მიფრინავ (ფასდაკლებით 53 ლარი) მილანში და 29 დეკემბერს 164 ლარად (ფასდაკლების ბარათით 137 ლარი) მოფრინავ.

Posted by: irakli_f1 30 Sep 2017, 00:16
ამობეჭდილი ბოარდინ პასი, დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი და ქეში - მინდა კიდე რამე? მგონი არაფერი მავიწყდება

Posted by: aloha__ 1 Oct 2017, 20:16


ვინ ხართ აბა ფასდაკლების კლუბის წევრები?


გამოგიყენებიათ ოდესმე? +/- დადეთ.

Posted by: merabi1995 1 Oct 2017, 21:03
სასტავ დღეში 50 ევრო რომ არის, მაინტერეებს მივდივარ 8 დღით და ცოტა 200 ევრო ხელზე და ბარათზე დავდო და მესაზღვრემ მკითხოს ფულიო რომ ვავენო ეგ ფული დანარცენი ბარათზე მაქვ თქო ხომ არ მომაბრუნებს

Posted by: aloha__ 2 Oct 2017, 14:44
QUOTE
სასტავ დღეში 50 ევრო რომ არის, მაინტერეებს მივდივარ 8 დღით და ცოტა 200 ევრო ხელზე და ბარათზე დავდო და მესაზღვრემ მკითხოს ფულიო რომ ვავენო ეგ ფული დანარცენი ბარათზე მაქვ თქო ხომ არ მომაბრუნებს



ბარათზე თანხის შემოწმება შეუძლია თუ მოინდომა.
ბერლინში ვუთხარი ხელზე მაქვს განახებთთქო და ეგეც არ შეუმოწმებიათ ისე გამატარეს

Posted by: merabi1995 2 Oct 2017, 17:16
aloha__
მიუხენშI მაქვს ფრენა პირველი გასცლაა ამ პასპორტით ხოდა პრობლემა ხო არ იქნება ხო არ დაეჭვდებიან ან რაიმე მე მითხრეს არ შეუძLიათO ანუ მაგის გამო შEსაძLოა გამომაბრუ ონ?????

Posted by: madridman 3 Oct 2017, 09:38
aloha__
წუხელ გამოვიყენე.
89 ლარად ვიყიდე ქუთაისი - ვროცლავი

Posted by: aloha__ 3 Oct 2017, 09:43



merabi1995

მიუნხენი ყველაზე ძვირი ადგილია გერმანიაში და ყველაზე უსაფრთხოც და რა გითხრა აბა, ასე წინასწარ ვერავინ გეტყვის. მე ბერლინში ისე გამატარეს, ევროკავშირის მოქალაქე მეგონა თავი, პასპორტს დახედეს მარტო.









ხალხ, ვიზ ეარში ვალუტა როგორ შევცვალო, ბუდაპეშტიდან ქუთაისამდე რომ ვყიდულობ ბილეთს ლიეში მიჩვენებს თანხას და მაგის კონვერტირება რა ჯანდაბად მინდა

Posted by: vormana 4 Oct 2017, 11:57
QUOTE (evalota @ 29 Sep 2017, 01:30 )

მოთხოვნაა გაზრდილი აშკარად. კიდევ ერთი ჩიფ Fლაი გვინდა!
ბუდაპეშტიდან რომ დავბრუნდი 2015ში, რიგში თითო მგზავრი ვისხედით, ახლა მილანზე სავსე იყო მთელი რეისი.

როდის მიფრინავ შენ?
ზოგადად უფრო გაძვირებულია, მაგრამ წინასწარ თუ იყიდი, მოახერხებ იაფად რამეს.
აი, მაგალითად, ამჟამინდელი მონაცემებით, 20 დეკემბერს 80 ლარად მიფრინავ (ფასდაკლებით 53 ლარი) მილანში და 29 დეკემბერს 164 ლარად (ფასდაკლების ბარათით 137 ლარი) მოფრინავ.

ხო არა გაზრდილია ამ უვიზომ მაგრად გაზარდა მიმოსვლა ფაქტია. მეც 2015 ში ვიყავი და ნუ ხალხი კი იყო მაგრამ ამდენი არა.
მე შევცვალე აზრი 2 ადამიანზე რომში მივდივარ თბილისიდან პეგასუსით 1400 ლარში ვიყიდე ბარგით 1 ნოემბერს. ეგრე შორეული არ მაწყობდა თორემ 29 ში ჩასვლა და ახალი წელი იქ გასწორებდა მამენტ.

Posted by: sაlოmეa 4 Oct 2017, 13:50
madridman
QUOTE
წუხელ გამოვიყენე.
89 ლარად ვიყიდე ქუთაისი - ვროცლავი

რა რიცხვებზე ?
ძალიან ძვირს მანახებს ნებისმიერ მიმართულებას ნოემბის ბოლომდე
ეს საინტერესო იქნება შენთვის თუ პოლონეთს პირველად სტუმრობ
imogzaure.ge/პოლონეთი-მეტი-ვიდრე-ველო/

Posted by: merabi1995 4 Oct 2017, 18:39
14 ში მივფრინავ, მეგობრებპ ქუთაისი მიუხენი, და მკაცრი კონტროლია ყველაფერი მიმაქვს დაზღვევა ჯავშანი ორმხრივი ბილეთი სამსხურის ცნობა და ხელზე 200 ევრო და კარტაზეც ცალკე და პრობლემა ხო არ მექნება

Posted by: sაlოmეa 6 Oct 2017, 11:52
ვიზეარს დამეტა ახალ რეისები
ბარსა, პარიზი, პრაღა რომი
გვეღირსა
bis.gif

Posted by: dato_dato 6 Oct 2017, 11:58
sაlოmეa
QUOTE
ვიზეარს დამეტა ახალ რეისები
ბარსა, პარიზი, პრაღა რომი

ფასებიც რო ძველი დააბრუნონ უფრო მაგარი იქნება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 6 Oct 2017, 12:04
dato_dato
QUOTE
ფასებიც რო ძველი დააბრუნონ უფრო მაგარი იქნება

აუ მართლა რა კაი ფასები ქონდა

Posted by: dato_dato 6 Oct 2017, 12:13
sაlოmეa
QUOTE
აუ მართლა რა კაი ფასები ქონდა

რაც მე 14-19 ლარად ბილეთები მაქვს ნაყიდი და ფაქტიურად უფასოდ ნაფრენი ვარ ვიზით.... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 6 Oct 2017, 12:17
dato_dato
QUOTE
რაც მე 14-19 ლარად ბილეთები მაქვს ნაყიდი და ფაქტიურად უფასოდ ნაფრენი ვარ ვიზით..

აჰაჰაჰ
ეს ძალიან ნაგლობაა უკვე )))
არა, მე ყველაზე იაფად ვიყიდე 80 ევროდ ორი გზა 2 კაცი

Posted by: dato_dato 6 Oct 2017, 12:21
sაlოmეa
QUOTE
აჰაჰაჰ
ეს ძალიან ნაგლობაა უკვე )))
არა, მე ყველაზე იაფად ვიყიდე 80 ევროდ ორი გზა 2 კაცი

გეთანხმები
14 ლარად მაქვს ნაყიდი ქუთაისი-მილანი
ქუთაისი ბუდაპეშტი
19 ლარად ბყდაპეშტი ქუთაისი
24 ლარად ქუთაისი კატოვიცე, ქუთაისი ლარნაკა ლარნაკა ქუთაისი და რავიცი ქვეყანა კიდე ყველა აღარ მახსოვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 6 Oct 2017, 12:26
dato_dato
QUOTE
14 ლარად მაქვს ნაყიდი ქუთაისი-მილანი
ქუთაისი ბუდაპეშტი
19 ლარად ბყდაპეშტი ქუთაისი
24 ლარად ქუთაისი კატოვიცე, ქუთაისი ლარნაკა ლარნაკა ქუთაისი და რავიცი ქვეყანა კიდე ყველა აღარ მახსოვს

ნუ )))
ესეთი ფასები აღარასოდეს აღარ იქნება
დააბრუნონ ვიზები )))) და გაგვიიაფონ ფრენები
აჰაჰაჰ
მილანზე შეგეკითხები რა
მოგეწონა?
მე იტალიაში არ ვარ ნამყოფი და ყველა მეუბნება მილანზე დრო არ დაკარგოო
რომელ ქალაქებს მირჩევ
მასთ სი ადგილებიც მჭირდება
)

Posted by: Scoorp 6 Oct 2017, 13:08
sაlოmეa

სისულელეა
სანახავია მილანიც,
თუ მუზეუმები გაინტერესებს და დუომოს ტაძრის ნახვაც გინდა,ჩემი აზრით 2 დღე მაინც რომ დაუთმო კარგი იქნება
ნუ სირბილით 1 დღეშიც ჩაეტევი

მასთ სი ადგილები კიდე იტალიაში იმდენია, რა ჩამოთვლის, დიდი ქალაქების გარდა, ტოსკანა, ამალფი და ა.შ. მთელი იტალია სანახავია მე რო მკითხო

Posted by: dato_dato 6 Oct 2017, 13:13
sაlოmეa
QUOTE
მილანზე შეგეკითხები რა
მოგეწონა?
მე იტალიაში არ ვარ ნამყოფი და ყველა მეუბნება მილანზე დრო არ დაკარგოო
რომელ ქალაქებს მირჩევ
მასთ სი ადგილებიც მჭირდება

მილანი კარგია მარა 1 ან 2 დღე მეტი უკვე ზედმეტია ჩემი აზრით
მილანთან კომოს ტბაა კარგი
ვენეცი მიყვარს არ მომბეზრდება ალბათ არასდროს, ბევრჯერ ვარ ნამყოფი
ფლორენცია, ვერონა კარგია ნამდვილად
რომი რათქმაუნდა
სალერნო ძაან ლამაზია პომპეი
მოკლედ გააჩნია რა გაინტერესებს თემას ვაოფებთ მგონი wink.gif

Posted by: 022022 6 Oct 2017, 16:07
ვიზეარმა Online Check-in პირობები შეცვალა თუ იცით? მაინცდამაცინ 48 საათი უნდა იყოს დარჩენილი ჩექინი რომ გავიარო?

Posted by: Werner Voss 6 Oct 2017, 16:14
022022
კი შეიცვალა, 48 საათით ადრე იხსნება, თუ ადგილს ძეიძენ მაშინ სხვებზე ადრე გეწყება ჩექ-ინი.

Posted by: Scoorp 6 Oct 2017, 16:16
022022


თუ 15 აგვისტოს მერე იყიდე ბილეთი ეგრეა კი უკვე

Posted by: 022022 6 Oct 2017, 16:16
Werner Voss
თუ იცი მობილურით ჩექინიც 48 საათით ადრეა?

Posted by: Werner Voss 6 Oct 2017, 16:20
022022
QUOTE
თუ იცი მობილურით ჩექინიც 48 საათით ადრეა?

ალბათ მასე იქნება ეგეც, ზუსტად არ ვიცი.

Posted by: freedemocrat 6 Oct 2017, 16:35
ქუთაისი - ბარსელონა 78 ლარი

ქუთაისი - პრაღა 110 ლარი

<3

ისე, მგონი ვიზ ეარი მგონი აიერზენას ძირავს biggrin.gif რა რეისებიც დაამატა აირზენმა 1 თვეში იგივე რეისები გაუხსნა 3 ჯერ იაფ ფასებში მინიმუმ biggrin.gif

Posted by: Scoorp 6 Oct 2017, 16:39
freedemocrat


ძალიანაც კარგი
საჭიროა კონკურენცია

მთავარია ახლა ისე არ გაძვირდეს დამატებული ქალაქების ბილეთები,რომ ვერავინ ვიყიდოთ biggrin.gif

Posted by: maiako_mao 6 Oct 2017, 21:58
freedemocrat
QUOTE
ქუთაისი - ბარსელონა 78 ლარი

ქუთაისი - პრაღა 110 ლარი

<3


ხო მაგრამ 17-18 მაისამდე არ არის ფრენები და შესაბამისად ეხლა ბილეთს ვერ ვყიდულობბბბ sad.gif

Posted by: evalota 6 Oct 2017, 22:03
ის დროა, 1 ვიზ დისქაუნთი ყველას პროფილზე რომ უნდა ეგდოს.
ფასები ჯერჯერობით ნორმალურია, მაგრამ ლიბერალიზაციამდელი ფასები უფრო ასწორებდა.
აი, ბრიტანეთში რომ ვიზა გვინდა, მაგრა ეტყობა ლუტონის რეისებს. 150 ლარში ლონდონის რაუნდ თრიფს ჩითავ უპრობლემოდ.
ახლა რაიანეირის შემოსვლაზე უნდა გავაძლიეროთ ლოცვები.
და მთელი ევროპა ჩვენ ვიქნებით! bis.gif bis.gif

Posted by: marimari11 6 Oct 2017, 22:23
აი დორტმუნდი ქუთაისის ზაფხულის ბილეთები უკვე ძვირია weep.gif weep.gif

ანუ ჯერ პირველი შეუძლიათ ყიდვა ვიზეარის კლუბის წევრებს ?ანუ ყველაზე იაფი ბილეთები მაგათ ხვდებათ?
ჯერ ზაფხულის ბილეთები ჩვეულებრივი ოკვდავებისთვის არც გახსნილა

Posted by: evalota 6 Oct 2017, 22:33
marimari11
ზაფხულის ბილეთები ყოველთვის ძვირია ხოლმე.
უნდა ჩაუსაფრდე, შეიძლება რამდენიმე დღით გაიაფდეს კიდეც.

დისქაუნთის დროს ფასი გაკლდება ყველა სერვისზე, თითოეულზე 20 ლარი მაინც.
შეიძლება, ერთჯერადი ფრენისას ვერ იგრძნო, მაგრამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე თუ აპირებ ავიაკომპანიით სარგებლობას, აშკარად ღირს.
2 ან მეტი პირის შემთხვევაში, ხო საერთოდ.

Posted by: mamukap 6 Oct 2017, 22:47
QUOTE
ისე, მგონი ვიზ ეარი მგონი აიერზენას ძირავს  რა რეისებიც დაამატა აირზენმა 1 თვეში იგივე რეისები გაუხსნა 3 ჯერ იაფ ფასებში მინიმუმ

ძლიან კარგი,ნეტამც სულ დაუძირავს. უამრავჯერ ვარ აირზენათი ნამგზავრი,საჭმელი მუდმივად მოხარშული ბრინჯის ფლავი მოჰქონდათ,რამდენჯერ ვუთხარით ამოვიდა ყელში ეს ბრინჯი,ნუთუ მეტი არაფერი საჭმელი გაგიგიათთქო? აქეთ ამრეზით გადმოხედვაშიც დასპეცებული ბორტგამცილებლები ამრეზი სახეებით.
ფასი არ გაინტერესებთ რას ვიხდიდით ხოლმე? 220$ და მეტი, 300$-იც გადამიხდია და აქედან მხოლოდ 2 დოლარის ბრინჯს ყიდულობდნენ ხალხით სავსე თვითმფრინავის ეკიპაჟისთვის. გაჩნდებოდა კონკურენცია აბა რა იქნებოდა.

Posted by: sაlოmეa 7 Oct 2017, 21:04
freedemocrat
ვიზეარი აირზენას ვერ ჩაძირავს ელემენტარულად იმიტომ რომ სულ სხვადასხვა რეისები აქვთ ორივეს
ლენინგრადი, ტელავივი მოსკოვი მინსკი ამსტერდამი
ეს რეისები არ აქვს ვიზეარს
ბრინჯზე გეთანხმებით
მაგრამ ნამცხვარს სულ გეახლებით ძალიან მომწონს))))
maiako_mao
კი ყიდულობ როგორ არ, მაგრამ ამ ფასებში დისქაუნთ კლუბის წევრი უნდა იყო

Posted by: maiako_mao 7 Oct 2017, 22:02
sაlოmეa

QUOTE
კი ყიდულობ როგორ არ, მაგრამ ამ ფასებში დისქაუნთ კლუბის წევრი უნდა იყო


აააა, მადლობა

Posted by: pharaoh 8 Oct 2017, 11:27
გამარჯობა მოგზაურებო wink.gif

ესეიგი გადავიკითხე რამოდენიმე ათეული გვერდი და საბოლოოდ ამომწურავი ასუხი ვერ მივიღე....

ხელბარგი რომელიც შედის ბეისიკ ფასში რადნეი კგ არის მაქსიმალური დასაშვები წონა? smile.gif

ზოგი 7 კგო, ზოგმა 8 ზოგა 1 და 12 კგ და ბოლო ბოლო რამდნეია?

მე გამიგია რო 7ზე მეტი არ შეიძლება...მაინც რო გადავამოწმო

Posted by: fsixolog2025 8 Oct 2017, 11:33
კითხვა მაქვს: ხელბარგის ზომა +6,7 რომ იყოს ზედმეტი არ შემატანინებენ თვითფრინავში ზუსტი უნდა იყოს?

Posted by: ვივიანა 8 Oct 2017, 11:44
pharaoh
მე არ გამოგია აეწონოს ვიზს, თუ შემოწმებაა იმ ზონებში უნდა ეტეოდეს.
მაგრამ შეიძლება ვიღაცას უწონიან.

fsixolog2025
ზუსტი პასუხი არ ვიცით, ვიღაცას ახდევინებენ, ვიღაცას კი არა.
თუ ნაჭრის ჩემოდანია, ჩააკვეხებ რამენაირად,მყარზე არ ვიცი

Posted by: Werner Voss 8 Oct 2017, 12:51
და ზურგჩანთებზე თუ ახურებენ, 42 ის მაგივრად ასე 48-50 სანტიმეტრი იქნება ეხლა ცარიელზე და რო ჩავკუჭო იმ ყალიბში, თუ არ ღირს რისკი?

Posted by: ROBERY 9 Oct 2017, 11:26
მოგესალმებით
24-27 ოქტომბერი (4 სრული დღე) ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი 2 ბილეთი მაქვს, ვეღარ ვახერხებ წასვლას, მომწერეთ ვინმე თუ დაინტერესდებით, ახლა 1500 ლარი ჯდება ეგ მიმართულება და 300-ად დავთმობ

Posted by: sაlოmეa 9 Oct 2017, 12:26
Werner Voss
QUOTE
და ზურგჩანთებზე თუ ახურებენ, 42 ის მაგივრად ასე 48-50 სანტიმეტრი იქნება ეხლა ცარიელზე და რო ჩავკუჭო იმ ყალიბში, თუ არ ღირს რისკი?

ჩემოდნის ბორბალი არ ჩაეტია და გადაამლაგებინეს სხვა ჩანთაში
აქედან
(
იქიდან გამომატანეს ჩვეულებრივად
ვერ გაიგებ გააჩნია როგორ ხასიათზეა ალბათ

Posted by: Werner Voss 9 Oct 2017, 12:59
sაlოmეa
QUOTE
ჩემოდნის ბორბალი არ ჩაეტია და გადაამლაგებინეს სხვა ჩანთაში
აქედან
(
იქიდან გამომატანეს ჩვეულებრივად
ვერ გაიგებ გააჩნია როგორ ხასიათზეა ალბათ

გასაგებია, რაც არის არის, ერთი ფრენის გამო პირველ კლასელის ზომის ჩანთას ვერ ვიყიდი, მითუმეტეს გაუზრდიათ ზომები 56 სანტიმეტრამდე 29 ოქტომბრის შემდეგ, მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: donrobita 9 Oct 2017, 16:38
ჩანთას წონიან მაგრამ ზომაში არ შეუმოწმებიათ. ცოტა მეტი იყო მარა გაატარეს

Posted by: ვივიანა 10 Oct 2017, 01:04
donrobita
ხელბარგი აგიწონეს ?
რამდენი იყო დასაშვები?

Posted by: nutria-113 10 Oct 2017, 09:37
fsixolog2025
QUOTE
კითხვა მაქვს: ხელბარგის ზომა +6,7 რომ იყოს ზედმეტი

6,7სმ-ით მეტი? თუ ამას გულისხმობ უფრო მეტიტაც ავსულვარ.
არ არი აუცილებელი მილიმეტრებში ეტეოდე. უბრალოდ გრადიოზულად დიდი ჩანთით არ უნდა ახვიდე.
ზოგი არი ხოლმე ლამის "მეშოკს" მოიკიდებს ზურგზე და იმით უნდა შესვლა, მაგიტოა ზომები.
რაც თვალში საცემად დიდია იმას აჩერებენ. საზომი-ჩასაცურებელი რომ არის, იქ თუ არ ჩაეტია ჩანთა, მორჩა... (უფასოდ, რა თქმა უნდა, გადახდით კი ბატონო)
ცარიელზე დიდია და ა.შ. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იმაზე მეტ ადგილს ხომ არ იკავებს, რაც განკუთვნილია? შესაბამისად დაშვებულია.
თუ საეჭვო ზომა აქ - მთავარია იქ ჩაეტიოს, ჩატენვაც მოსულა biggrin.gif
წონას რაც შეეხება - ხელბარგზე 1-2ჯერ 1.5კგ-ით გადავცილებივარ, მაგრამ არ გაუხურებიათ. ძირითადად ვეტევი წონაში. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, თუ გაახურებენ მასეთ დროს - მზად იყოთ რაღაცების დასატოვებლად/გადასაყრელად და მასეთი ნივთები მაქსიმალურად ახლოს და ხელმისაწვდომად ჩადოთ, მთელი ჩანთის ამოლაგება რომ არ გახდეს საჭირო.
კიდე რჩევა იქნება, უბრალო სასწორი იქონიოთ სახლში, ხელბარგისთვის სრულიად საკმარისია და არ იქნება სამარჩიელო.
კიდევ, თუ ტანსაცმელი ქმნის პრობლემას ჩანთაში, შეგიძLიათ შემოწმების დროს რამდენიმე მაისური/ჯემპრი ჩაიცვათ/მოიხუროთ. შემოწმებებს რომ გაივლით მერე ჩატენით უკან wink.gif

Posted by: donrobita 10 Oct 2017, 15:23
ვივიანა
კი ხელბარგი აწონეს
8 კგ იყო დასაშვები და ეხლა მგონი იმატებს

Posted by: Keti-Ket 10 Oct 2017, 22:16
ხალხნო, ზურგჩანთასთან ერთად წელზე გასაკეთებელი ჩანთა აღარ არის ხომ დასაშვები?

Posted by: dato_dato 11 Oct 2017, 00:44
Keti-Ket
QUOTE
ხალხნო, ზურგჩანთასთან ერთად წელზე გასაკეთებელი ჩანთა აღარ არის ხომ დასაშვები?

არავის არაფერი უთქვამს არასდროს ჩემთვის მაგ ჩანთაზე

Posted by: Tifo 12 Oct 2017, 11:51
მოკლედ 2 მგზავრზე ვიყიდე ბილეთი და ეხლა 1 ვერ მოდის, შესაძლებელია გაუქმება? sad.gif

Posted by: Scoorp 12 Oct 2017, 12:15
Tifo

გაუქმებაში დაბრუნებას თუ გულისხმობ,არა
შეგიძლია გაყიდო ბილეთი,მაგრამ გადაფორმება 45 ევრო ღირს მგონი

Posted by: giogiogiogio 12 Oct 2017, 16:02
მოკლედ დისქაუნთ კლუბის აღება მინდა და ბილეთებს რომ ვყიდულობ მაშინ ვირჩევ მაგასაც, მაგრამ ამ კონკრეტულ ფრენაზე ფასი არ აკლდება და ანუ შემდეგი ფრენიდან აქტიურდება თუ როგორ არის ხომ არ იცით?

Posted by: dato_dato 12 Oct 2017, 16:32
ბიჭო რა აფერისტები არიან!!! biggrin.gif biggrin.gif 50 ევროიანი ფასდაკლების კოდი მომცეს და რო შევადარაე უფრო ძვირი გამომდის ვიდრე ცალცალკე რო დავჯავშნო სასტუმრო და ბილეთები რო ვიყიდო

Posted by: Scoorp 12 Oct 2017, 16:57
QUOTE (giogiogiogio @ 12 Oct 2017, 16:02 )
მოკლედ დისქაუნთ კლუბის აღება მინდა და ბილეთებს რომ ვყიდულობ მაშინ ვირჩევ მაგასაც, მაგრამ ამ კონკრეტულ ფრენაზე ფასი არ აკლდება და ანუ შემდეგი ფრენიდან აქტიურდება თუ როგორ არის ხომ არ იცით?

არა პირველივე ფრენას უნდა დააკლდეს თანხა



------

Posted by: gigaboku 12 Oct 2017, 18:32
გამარჯობა. ვყიდი 18-25 მილანის ბილეთებს. გაინტერესებთ ვინმეს?

Posted by: eclipse_ 15 Oct 2017, 12:47
გამარჯობა ,ადგილები დავჯავშნე უკვე მაგრამ გადახდა როგორ ხდება ცოტა გაურკვევლად წერია ,თუ იცით ვინმემ ზუსტად იქნებ გამარკვიოთ user.gif

Posted by: RedBulla 15 Oct 2017, 13:05
ძააან ძვირი ღირს ბილეთები
552 ლარად ვიყიდე მილანის ბილეთი
ამდენი ზაფხულზე არ ღირდა მგონი drug.gif

Posted by: giopero 16 Oct 2017, 18:05
გამარჯობათ,
იანვრის 5 ში ვგეგმავთ 6 კაცი მილანში წასვლას, ბილეთები დავითრიეთ უკვე...
თქვენი რჩევები დამჭირდება ვინც ხართ ნამყოფები...
1. ბინის ქირაობა გვინდა აირბნბ-ზე და ხო არ იცით რამე ბინა სადაც ნამყოფი ხართ და მირჩევთ???
თუ არადა მაინტერესებს როგორ ჯობია ცენტრში იქირაო ბინა და ცოტა მეტი გადაიხადო თუ ცოტა მოშორებით და ავტობუსით ან მეტროთი იარო?

რამე ტოჩკები ხომ არ იცით, სადაც აუთლეტ ზმანები იყიდება და კვების ობიექტები ხომ არ იცით რომელიც შედარებით იაფი და გემრიელია
მადლობა წინასწარ

Posted by: altezza_altezza 16 Oct 2017, 22:10
ბილეთები მინდა ბუდაპეშტის ან პოლონეთისკენ

1 მგზავრის თავის დასაბრუნებელი 2-ე ბილეთით


სად მირჩევთ ყიდვას?

ყველაზე იაფად რომ გამომივიდეს 25 ნოემბრიდან დეკემბრის პირველი რიცხვებისათვის

ან ვინმე ხომ არ შემარჩევინებთ?

Posted by: marimari11 16 Oct 2017, 22:11
giopero
მილანში მეტრო არის?
ტრანსპორტი ძვირი იქნება
გაიგე ტრანსპორტის ფასები. ინტერნეტში ნახე.შეიძლება კვირაზე ან რამდენიმე დღეზე ფასდაკლება იყოს
რამდენი დღე გინდათ?

Posted by: gigaboku 17 Oct 2017, 00:29
აბა 18 ში რამდენი მიფრინავთ მილანში?

Posted by: ☯DragonFly☯ 17 Oct 2017, 23:56
მოგესალმებით გოგო-ბიჭებო smile.gif

ვიზ ეარით მგზავრობისას ხომ ვერ მეტყვით ბარგის გაბარიტებზე რამდენად პრეტენზიულები არიან?

ამჟამად საიტზე მიჩვენებს ზომებს

user posted image

და ხომ ვერ მეტყვით როგორ გავზომო ჩანთა სწორად?
თუ ჩანთა ჩალაგებულ (არა გამოტენილ) მდგომარეობაში არ აჭარბებს ფოტოზე მითითებულ ზომებსა და წონას, ასეთი ჩანთა ჩაითვლება დასაშვებად?

Posted by: zigfried 19 Oct 2017, 16:32
ბრატცი დამაკვალიანეთ რა
ხელბარგი გასაგებია და
ისე დამატებით რო წავიღო ბარგი რამდენი უნდა გადავიხადო მაგაზე?
1 სამგზავრო ჩემოდანი მაგალითად

Posted by: ნაცისუფალი 19 Oct 2017, 22:38
zigfried
QUOTE
ბრატცი დამაკვალიანეთ რა
ხელბარგი გასაგებია და
ისე დამატებით რო წავიღო ბარგი რამდენი უნდა გადავიხადო მაგაზე?
1 სამგზავრო ჩემოდანი მაგალითად

რაც ზედმეტი იქნება, რეგისტრირებულ ბარგად ჩაგითვლიან და უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე თავიდანვე იყო.
☯DragonFly☯
QUOTE
და ხომ ვერ მეტყვით როგორ გავზომო ჩანთა სწორად?
თუ ჩანთა ჩალაგებულ (არა გამოტენილ) მდგომარეობაში არ აჭარბებს ფოტოზე მითითებულ ზომებსა და წონას, ასეთი ჩანთა ჩაითვლება დასაშვებად?

აეროპორტში სპეციალურ თარგში დებენ და თუ ჩავიდა, გინდა თავისუფლად და გინდა ჯახირით, გაგატანენ. თუ არა და რეგისტრირებულ ბარგს გაყიდინებენ.

Posted by: zigfried 20 Oct 2017, 18:59
ნაცისუფალი
QUOTE
რაც ზედმეტი იქნება, რეგისტრირებულ ბარგად ჩაგითვლიან და უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე თავიდანვე იყო.

როგორი ტარიფებია?
ბილეთები ტურისტულით ვიყიდე და ხელბარგი შედის ღირებულებაშიო
და დამატებით მინდა კიდევ 1 ჩემოდნის წაღება

Posted by: ნაცისუფალი 20 Oct 2017, 20:43
zigfried
ხელბარგის ზომები და წონა მითითებულია ბილეთში. დამატებით ბარგის ღირებულება უნდა გადაიხადო. იმავე ტურისტულს მიმართე, სადაც ბილეთი აიღე. წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტში უფრო დიდი თანხის გადახდა მოგიწევს.

Posted by: .:ELENE:. 20 Oct 2017, 20:52
altezza_altezza
ახლა ვამოწმებ და ბუდაპეშტისკენ ყველაზე იაფი გამოდის 2 დეკემბერს წასვლა და 8 დეკემბერს დაბრუნება.. წასვლა 164 ლარი ღირს, წამოსვლა 177.
პოლონეთს რომ გადავხედე, ვარშავას მიმართულებითაა რეისები და უფრო ძვირია sad.gif

Posted by: akkai 21 Oct 2017, 01:46
ბარსელონას ამატებენო და რა.ეღკრება ერთი (ან ორი ) მხარე.საშუალოდ?

Posted by: GEORGIA007 21 Oct 2017, 11:28

QUOTE
ახლა ვამოწმებ და ბუდაპეშტისკენ ყველაზე იაფი გამოდის 2 დეკემბერს წასვლა და 8 დეკემბერს დაბრუნება.. წასვლა 164 ლარი ღირს, წამოსვლა 177.
პოლონეთს რომ გადავხედე, ვარშავას მიმართულებითაა რეისები და უფრო ძვირია

ძაან მაგარი ფასია up.gif
პოლონეთის ფასებს ცეცხლი უკიდია mad.gif
რავი ვიზიარმა მაგრად გააფრინა ორ ადამიანს გაუუქმა ნაყიდი ბილეთები და აწეული ფასები გადაახდევინა! mad.gif
გუშინ ვიყავი ერთ ერთ კომპანიაში ბილეთებზე და ეს ამბავი დამხვდა 22 ისთვის ჰქონდა კაცს ნაყიდი ბილეთები 800 ლარად ორი მიმართულება და ამ სალობიე კომპანია ვიზეარმა გააუქმა კი არადა საერთოდ არ გიყიდიაო! არადა კაცს ამობეჭდილი ჰქონდა ბილეთი, გადავირიე ასეთი უნამუსობით down1.gif თვითონ ის ქალიც ვინც უყიდა ბილეთი იმ კაცს ისიც გაგიჟებული იყო ბანკში დარეკეს და ბანკმა დაუდასტურა თანხის გადარიცხვა, ბოლო ის იყო რომ თანხა დაუბრუნეს და 930 ლარად იგივე ბილეთი აყიდინეს ოღონდ მარტო ცალი მხარე, მეორესაც იგივე პრობლემა ჰქონდა ვარშავის მიმართულებაზე და 260 ლარი გაუძვირეს

Posted by: altezza_altezza 21 Oct 2017, 13:20
.:ELENE:.

მადლობა

ხო სასტიკად არის გაძვირებული )))

Posted by: ნაცისუფალი 21 Oct 2017, 13:25
akkai
QUOTE
ბარსელონას ამატებენო და რა.ეღკრება ერთი (ან ორი ) მხარე.საშუალოდ?

ფასები უკვე დევს და ნახე.
https://wizzair.com/ka-ge/main-page#/

Posted by: zigfried 21 Oct 2017, 23:48
ნაცისუფალი
მადლობა პასუხიზა smile.gif

Posted by: Gateways 24 Oct 2017, 15:50
QUOTE (marimari11 @ 16 Oct 2017, 22:11 )
giopero
მილანში მეტრო არის?
ტრანსპორტი ძვირი იქნება
გაიგე ტრანსპორტის ფასები. ინტერნეტში ნახე.შეიძლება კვირაზე ან რამდენიმე დღეზე ფასდაკლება იყოს
რამდენი დღე გინდათ?

ტრანსპორტში შეუძლია საერთოდ არ იხადოს ფული მილანში biggrin.gif ავტობუსს დააჯექი იჯლიგინე ან ტრამვაის კაცი შვილი არ გამოწმებს. მეტროში თუ ჩახვალ ახლა უეჭველი უნდა გაატარო biggrin.gif
giopero
დუომოსთან(ცენტრი ესაა) ძაან ახლოს ვცხოვრობდი ჰოსტელში ოღონდ რამდენიმე დღე და იქ ცოტას ვიხდიდი ჰოსტელი თუ გაწყობს იაფია და ყრია...
დილაობით მაგალითად შეგიძლია კარფურში დაითრიო რაღაცეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა პატარა კარფურები და სახლში შეჭამ რა. დაჯდომა სადმე კაფეში ყველგან ძვირია.






ვეღარ ვითმენ 3 ში მივდივარ ბერლინი, პრაღა ვენა ბრატისლავა უნდა ვიბოდიალო mad.gif
270 ლარად ავიღე ბერლინის ბილეთი და ეს ქალაქებში სასიარულოდ ფლიქს ბასი და კიდე რაღაც რეგიოჯეტის ბილეთები დავითრიე სულ 120 ლარის თემაა 4 ქვეყანა .

Posted by: იაგანა_Godfather 30 Oct 2017, 21:46
აგვისტოს ბილეთები რატოა უკვე ესე ძვირი ?


თითქმის ყველა მიმართულებით 250-400 ლარია

Posted by: Werner Voss 30 Oct 2017, 22:25
იაგანა_Godfather
QUOTE
აგვისტოს ბილეთები რატოა უკვე ესე ძვირი ?

იმიტომ, რომ აგვისტო ყველაზე ტურისტული თვეა და დიდი მოთხოვნაა ბილეთებზე მაგ დროს.

Posted by: იაგანა_Godfather 30 Oct 2017, 22:41
Werner Voss
ეგ ვიცი, მარა ამ აგვისტოსთან შედარებით ფასების 25-30% ით მომატება რაღაა?



Posted by: Werner Voss 30 Oct 2017, 23:25
იაგანა_Godfather
QUOTE
ეგ ვიცი, მარა ამ აგვისტოსთან შედარებით ფასების 25-30% ით მომატება რაღაა?

ეგ უვიზობის დამსახურებაა ალბათ, უფრო და უფრო აქტიურდება ხალხი.

Posted by: filewarez 31 Oct 2017, 13:20
დიდი ხელბარგი სად შემიძლია ვიყიდო ნორმალურ ფასში

Posted by: Werner Voss 31 Oct 2017, 13:47
filewarez
QUOTE
დიდი ხელბარგი სად შემიძლია ვიყიდო ნორმალურ ფასში

დინამოს წინ, წერეთელზე სავაჭრო ცენტრ პანდადან წერეთლის მეტროსკენ რო ჩაუყვები და რუსთაველზე ოპერის გადაღმაც არის ჩანთების მაღაზია.

Posted by: Eneas84 1 Nov 2017, 17:08
სალამი ყველას, მაინტერესებს ვიზ ეარი რატომ არ ამატებს ვენის რეისს?

რა ხდება, დავიჯერო მოთხოვნა არაა? არადა გარშემო ყველგან დაფრინავენ sad.gif

Posted by: altezza_altezza 2 Nov 2017, 13:22
QUOTE
სალამი ყველას, მაინტერესებს ვიზ ეარი რატომ არ ამატებს ვენის რეისს?


ხო ეგ მაგრად მაინტერესებს )))

Posted by: nikato-nikato 2 Nov 2017, 14:51
Eneas84
altezza_altezza

როგორც ვიცი, ავსტიან ეირვეისს აქვს მანდ რაღაც ნაჩათლახარი და მონოპოლიას უბერავენ. ამიტომ ძაან ძვირია ვენის რეისები ყოველთვის. ეგ პრობლემა არამარტო საქართველოდან ფრენებზეა. მადრიდში ვცხოვრობდი და ჩემი მეგობარი ვენიდან აპირებდა ჩამოსვლას, ისეთი ფასები ედო ბილეთებს რო ვენიდან პრატისლავაში გადავიდა მატარებლით და იქიდან გამოფრინდა მადრიდში.

მოკლედ ვენის ბრალია..

Posted by: marimari11 3 Nov 2017, 20:08
ხალხო ვერ გავიგე ეს ახალი ბარგი როგორ არის
პატარა ხელბარგით რომ მიდიხარ ცალკე უნდა იყიდო ეგ?
აი უბარგოს რომ ირჩევ საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს?

Posted by: Werner Voss 3 Nov 2017, 20:40
marimari11
QUOTE
ხალხო ვერ გავიგე ეს ახალი ბარგი როგორ არის
პატარა ხელბარგით რომ მიდიხარ ცალკე უნდა იყიდო ეგ?
აი უბარგოს რომ ირჩევ საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს?

ანუ უფასო კაბინის ბარგი ხო იყო 42x32x25 სმ და 7კგ-მდე, ეხლა გაიზარდა ეგ ზომა და გახდა 55 x 40 x 23 სმ და მაქსიმუმ 10 კილო, კიდევ განსხვავება ისაა, რომ ეს უფასო პატარა ბარგი შეიძლება არ აგატანინონ სალონში და ჩაგაბარებინონ ბაგაჟში, თუ იმ მგზავრების სიაში არ იქნები ვინც პირველი 85 მოასწრებს აეროპორტში რეგისტრაციას.

Posted by: marimari11 3 Nov 2017, 20:41
Werner Voss
QUOTE
ეხლა გაიზარდა ეგ ზომა და გახდა 55 x 40 x 23 სმ

ანუ უფასოა.
QUOTE
რომ ეს უფასო პატარა ბარგი შეიძლება არ აგატანინონ სალონში და ჩაგაბარებინონ ბაგაჟში, თუ იმ მგზავრების სიაში არ იქნები ვინც პირველი 85 მოასწრებს აეროპორტში რეგისტრაციას.

რააა?ეს რანაირი წესია???? drug.gif facepalm.gif

Posted by: Werner Voss 3 Nov 2017, 21:39
marimari11
QUOTE
ანუ უფასოა.

კი, ბაგაჟშიც რო ჩაგაბარებინონ უფასოა

Posted by: iase 5 Nov 2017, 23:35
სკანდინავიაში მინდა მოგზაურობა ამ ზაფხულს
და როგორ ვიფრინო იაფად?


Posted by: ვივიანა 5 Nov 2017, 23:42
iase
თუ ვიზეარით გიბდა, ქუთაისი-ვილნიუსი-სტოკჰოლმი/გოთენბურგი/ოსლო

Posted by: basti-bubuuu 6 Nov 2017, 15:07
პუშკინის ბაღიდან მარშუტკები გადის?გვერდი არ აქვთ?როგორ ვიყიდო ბილეთები?და აეროპორტში რამდენი ხნით ადრე მივიდე?

Posted by: lilu-1986 6 Nov 2017, 15:32
გამარჯობათ, ქუთაისი-სალონიკი-ქუთაისი. 11-18 ნოემბერი . 2 ადამიანზე . ვეღარ მივდივარ თუ ვინმეს გინდათ, პმ smile.gif

Posted by: iase 6 Nov 2017, 16:29
ვივიანა
ძვირია
ბერლინი უფრო იაფია
.....................

Posted by: filewarez 12 Nov 2017, 17:51
ეს რამე ახალია ადგილებს თუ არ ავირჩევ 48 საათით ადრე შემიძლია მხოლოდ რეგისტრაციის გავლა?

Posted by: Rutan 13 Nov 2017, 14:19
ხალხო, ვინმეს ხომ არ გქონიათ ბოლო დღეები შეხება, ეს საშუალო ზომის გორგოლაჭიანი ჩანთები სიმაღლეში არის 56-57 სმ, ადრე უპრობლემოდ ვატარებდი ამას უფასოდ, მაგრამ ეხლა 56-დან 55 სმ-ზე დაწიეს შეზღუდვა, და ეჭვი მაქვს ამ 1 სანტიმეტრს ტყუილად არ დაწევდნენ, ხოდა ეს ბოლო დღეები ხომ არ გაგიგიათ ვინმესთვის გაეჭედათ ან აზომვის მეთოდები ხომ არ შეცვალეს? არ ვიცი გავრისკო თუ არ გავრისკო ამ ჩანთის წაღება.
მადლობა წინასწარ

Posted by: drlazare 13 Nov 2017, 22:34
მოგესალმებით

18.11.17-27.11.17 ში ნაყიდი მაქვს 2 ორმხრივი ბილეთი ქუთაისი ბუდაპეშტის მიმართულებით.გეგმები შემეცვალა და თუ ვინმეს გაინტერესებთ მომწერეთ პმ-ში. დღევანდელ ფასებთან შედარებით ძალიან იაფად smile.gif

Posted by: lola_keta 16 Nov 2017, 10:01
თუ კლუბის წევს ბილეთი აქვს ნაყიდი იმ ბილეთს სხვის სახელზე ვერ გადავაფორმებ ხო? .

Posted by: filewarez 16 Nov 2017, 13:42
Rutan

3ში მილანში მივფრინავდი და მაგ დროს იყო ასეთი თემა, მოკლედ ვიღაც ქალს გაუტრაკეს რა, მაგრამ ზოგიერთზე თვალი დახუჭეს რა, გააჩნია ის ვინც გიწონის როგორი ტიპია რა, წესით ერთ სანტიმეტზე არ გამოგეკიდებიან რა.

lola_keta

მე კლუბის წევრი ვარ ახლა ვიყიდე ორი ბილეთი, სახელის შეცვლა თუ არ ვცდები პირველ ჯერზე უფასოა, მეორეჯერ უკვე ფასიანი, ან შეგიძლია ასეთი რამის გაკეთებაც, თუ ბილეთი ჯერ არ გიყიდია მიუთითო, რომ მეორე მგზავრის სახელი და გვარი ჯერ არ იცი რაზეც ამატებ თუ ზუსტად მახსოვს 50-60 ლარამდე და მოგივანებით მიუთითებ მგზავრს ვინც შენთან ერთად იფრენს.

Posted by: acdachi 17 Nov 2017, 15:15
გამარჯობა,
ეხლა ვიყიდე ბილეთი და მეგობრის გვარი დავწერე შეცდომით ც-ს დაწერა მინდოდა და ts-ს მაგივრად st დავწერე.

იქნება ეგ პრობლემა თუ იცი?
ჩექინის დროს სადაც პასპორტის მონაცემები შედის იქ გავასწორებ იასნა, მაგრამ

Posted by: flyhelp 18 Nov 2017, 08:12
მგზავრები, რომლებიც მოგზაურობენ საჰაერო ტრანსპორტით, სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. კერძოდ, თუ რეისმა დაიგვიანა 2 ან მეტი საათით, ავიახაზები ვალდებულნი არიან, მგზავრები უზრუნველყონ უფასო საკვებითა და გამაგრილებელი სასმელით. ხოლო თუ რეისმა დაიგვიანა სამი ან მეტი საათით, მგზავრები ღებულობენ კომპენსაციას 600 ევრომდე იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება, ან რეისის გაუქმება გამოწვეულია ავიხაზის მიერ! მაგალითად ტექნიკური გაუმართაობის გამო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.flyhelp.ge

Posted by: giogiokakheli 19 Nov 2017, 12:12
დახმარება მინდა, კაცურად ან ქალურად თუ შეგიძლიათ დაჯავშნა ბილეთის, შვეიცარიაში მინდა წასვლა და მარტის ბოლოსთვის დაჯავშნა. ფასი ვერ გავიგე წესივრად და იქნებ გამარკვიოთ.

Posted by: filewarez 21 Nov 2017, 18:36
giogiokakheli

ვერ მივხვდი რა გინდა?

დაჯავშნით არ იჯავშნება ბილეთები ვიზ ეარზე, მაქსიმ 2 დღით შენაირჩუნო ჯავშანი, მეორე შვეიცარიაში ფრენა არ გვაქვს ქუთაისიდან მოგიწევს რომელიმე ქვეყნის გავლით ჩასვლა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია გერმანიიდან წახვიდე

Posted by: dato_dato 21 Nov 2017, 18:49
აგვისტოს ათენი შემომეყიდა უნებლიედ smile.gif smile.gif

Posted by: Kratom 22 Nov 2017, 03:38
უდებილესი ვიზეარი - პილოტი გახდა ცუდად და დაგვტოვეს მემინგენში დღეს

Posted by: marimari11 22 Nov 2017, 04:06
Kratom
და რა უნდა ექნათ? უპილოტოდ ხომ ვერ გაფრინდებოდით ? givi.gif

Posted by: wrangler7 22 Nov 2017, 04:25
მოიცა პილოტი ერთია ზოგადად კაბინაში? ჰაერში რო გახდეს ცუდად, რას ვშვრებით? :დ

Posted by: marimari11 22 Nov 2017, 04:39
wrangler7
ორნი არიან ხოლმე
გრძელ მანძილზე მეტიც შეიძლება

Posted by: giogiokakheli 22 Nov 2017, 12:46
filewarez
ბილეტის დაჯაავშნა მინდა რომ ჯერ გერმანიაში ჩავიდე და მერე შვეიცარიაში

Posted by: aloha__ 24 Nov 2017, 12:16



გადაჯავშნისას ახალი ბილეთის თანხას მიწერს და წესით ხომ არ უნდა შვრებოდეს ასე?


საქართველოში არსებულ ნომერზე ინგლისურად მპასუხობენ რომ საიტიდან შეგიძლია გადაჯავშნაო, რასაც ვერ ვაკეთებ და 0706 777 483 გარდა სხვა ნომერი არ იცით, სადაც გადაჯავშნის ამბავს გავარკვევ?

Posted by: oldgio 24 Nov 2017, 15:22
QUOTE (marimari11 @ 22 Nov 2017, 04:06 )
Kratom
და რა უნდა ექნათ? უპილოტოდ ხომ ვერ გაფრინდებოდით ? givi.gif

კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რა ჩარჩოებში ჯდება????
https://www.marao.ge/sakithkhavi/blogi/16663-udzinari-qarthvelebi-germaniis-aeroportshi-qam-blogs-aeroportidan-hamakis-msgavs-raghacashi-chavardnili-vtserq.html?add=1

ესაა ბიძია, თქვენი ლოუქოსტერი... ყველა პრობლემა მაგათ როგორ ეკიდებათ ხოლმე...

Posted by: Tifo 24 Nov 2017, 20:18
ხალხო ბილეთი როგორ უნდა ამოვბეჭდო?
თუ საზღვარზე როგორ უნდა ვაჩვენო მებაჟეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი?
ვერ ვნახე ბეჭდვა საიტზე.

Posted by: nick_el_son 24 Nov 2017, 20:28
Tifo
QUOTE
ბილეთი როგორ უნდა ამოვბეჭდო?

check-in-ს როდესაც გააკეთებ გაიჩითება print pdf boarding card ლინკი და მაქედან yes.gif

Posted by: wrangler7 24 Nov 2017, 21:46
QUOTE
უდებილესი ვიზეარი - პილოტი გახდა ცუდად და დაგვტოვეს მემინგენში დღეს

https://www.marao.ge/sakithkhavi/blogi/16663-udzinari-qarthvelebi-germaniis-aeroportshi-qam-blogs-aeroportidan-hamakis-msgavs-raghacashi-chavardnili-vtserq.html

biggrin.gif

Posted by: gua1995 24 Nov 2017, 22:48
გაამარჯობა 28 ში მივფრინავ ადგილები არ მაქვს ნაყიდი არც აქედან და არც იქიდან რამე პრობლემა შემექმნება?

Posted by: TetGiorgsson 25 Nov 2017, 20:04
ეს ჩასადები სად შეიძლება ვიყიდო?

user posted image


ხოდა კიდევ როგორ ფიქრობთ ბუდაპეშტში ძაან ხო არ გაატრაკებენ შეშვებაზე biggrin.gif


Posted by: aloha__ 27 Nov 2017, 09:51
TetGiorgsson
ჩასადები, რომ გამიჭედეს რეები მიგაქვსო, თვითონ მესაზღვრეებმა მომცეს გერმანიაში up.gif


პ.ს. ბილეთი გადაგიცვლიათ ოდესმე ვინმეს???????

Posted by: marimari11 28 Nov 2017, 17:14
ბილეთის გადაცვლა შეიძლება?ან გაყიდვა?კლუბის წევრობით მაქვს ნაყიდი ორივე გზის ბილეთი და შეცვლა მინდა თარიღების

Posted by: dato_dato 28 Nov 2017, 17:28
QUOTE
ბილეთის გადაცვლა შეიძლება?ან გაყიდვა?კლუბის წევრობით მაქვს ნაყიდი ორივე გზის ბილეთი და შეცვლა მინდა თარიღების

marimari11
ყველა ეგ მოქმედება ფასიანია

Posted by: marimari11 28 Nov 2017, 17:55
dato_dato
ხალხი თავის ბილეთებს ყიდის ხოლმე და მაგას როგორ შვებიან?რა ღირს?

Posted by: Werner Voss 28 Nov 2017, 18:04
marimari11
როგორ და ბილეთის სხვაზე გადაფორმება დამატებით 45 ევრო ღირს, ზოგს უღირს ასეთი ბილეთის ყიდვა ზოგს არა.

Posted by: marimari11 28 Nov 2017, 18:08
Werner Voss
ა უი ეგ არ ვიცოდი sad.gif ანუ 120 რომ დამიჯდა 165 უნდა გავყიდო? biggrin.gif

Posted by: Werner Voss 28 Nov 2017, 18:16
marimari11
QUOTE
ანუ 120 რომ დამიჯდა 165 უნდა გავყიდო?

რამდენად გაყიდი შენი გადასაწყვეტია და ისიც შენი ხარჯებით გადაუფორმებ მაგ ფასში, თუ მყიდველი თვითონ გადაიხდის მაგ 45 ევროს.

Posted by: Xolmc 30 Nov 2017, 14:20
ვყიდი ორ ბილეთს (2 კაცზე) ბერლინში წასვლა 15 იანვარს წამოსვლა 22 იანვარს თან ემთხვევა ALT-J-ს კონცერტი,

ორივე ბილეთის ფასი 600 ლარი.
* * *
ხომ არ იცით ბილეთI როგორ დავაბრუნო უკან ვიზეარზე ? არ იბრუნებენ საერთოდ ?

Posted by: freedemocrat 2 Dec 2017, 18:25
ლონდონის ბილეთები ხომ არ გინდათ ხვალისთვის ვინმეს? ქუთაისიდან

Posted by: giopero 3 Dec 2017, 22:22
გამარჯობა, 5 თებერვალს გვაქ ფრენა მილანში და მაინტერესებს ეხლა რო შეუცვალოთ ერთ-ერთ მგზავრს სახელი უფასოდ არ შეიძლება??
მე რო ვაჭერ სახელის შეცვლას 295 ლარიო მიწერს და 295 ლარი ისედაც ღირს ფრენა

Posted by: teneee3 4 Dec 2017, 13:29
გამარჯობათ, თბილისიდან ვინმეს გისარგებლით ვიზ ეარის ავტობუსით, დილის 4 ზე მაქვს ფრენა და როგორ მოვიქცე ავტობუსი დავჯავშნო თუ ბათუმის მარშუტს წავყვე??

Posted by: nutria-113 5 Dec 2017, 10:52
QUOTE
ხომ არ იცით ბილეთI როგორ დავაბრუნო უკან ვიზეარზე ? არ იბრუნებენ საერთოდ ?

Xolmc
არ იბრუნებენ. გაყიდვა შწგიძლია, ოღონ 50ევრომდე ღირს გადაფორმება.
teneee3
კი რამდენჯერმე.
შენთვის როგორც მოსახერხებელია, მაგრამ მაგ დროისთვის ბათუმის მარშუტკა დადის?
ეს პირდაპირ აეროპორტში შედის, სადღაც 2 საათით ადრე მიყავხარ.
მე წინასწარ გავარკვევდი, ხომ ყველაფერი წესრიგშია ისევ თქო და ამას გავყვებიდი.
აუჩქარებლად დადიან და დროულად მიყავხარ.
ბილეთევს ადგილზეც ყიდიან რომ მიხვალ

Posted by: mariam-bejo 6 Dec 2017, 15:40
გამარჯობა
ვყიდი Wizzairის 24 დეკემბრის ბილეთს ქუთაისი-დორტმუნდი.
იეფად :დ

Posted by: teneee3 7 Dec 2017, 17:57
nutria-113
მადლობა, სავარაუდოდ მანქანით წავალ და ქუთაისში დავტოვებ მაქნანს

Posted by: Miria 8 Dec 2017, 09:50
marimari11
ამ ჯგუფში გაწევრიანდი.
ხშირად არის პოსტები ვიზეარზე.
https://www.facebook.com/groups/wizzairkutaisi/?fref=nf

50 000+ წევრი ყავთ

Posted by: ზურა2011 8 Dec 2017, 21:54
user posted image

მართლა ასეთი ფარჩაკი კომპანიაა?

Posted by: sაlოmეa 8 Dec 2017, 21:59
ზურა2011
აბა 15 ლარიანი ბილეთები რო გვინდა ავტობუსით კატაობასაც უნდაგავუძლოთ )))
მე იმისიც მეშინია ხოლმე საწვავი არ გაუთავდეს ჰაერში smile.gif)))

Posted by: Miria 9 Dec 2017, 04:07
sაlოmეa
QUOTE
მე იმისიც მეშინია ხოლმე საწვავი არ გაუთავდეს ჰაერში

biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 18 Dec 2017, 20:38
5 იანვარს ბერლინიდან მოვფრინავ ვიზეარით.
შანსი იმისა, რომ უამინდობის გამო ფრენა გადაიდოს, არის.
ხომ არ გაქვთ გამოცდილება, როგორ იქცევა ამ დროს ვიზი? რამდენად კეთილსინდისიერად ექცევა მგზავრებს?

Posted by: DORO 18 Dec 2017, 20:44
QUOTE
მართლა ასეთი ფარჩაკი კომპანიაა?

სად ლუფტაჰანზას 300 ევროიანი მგზავრები და სად ესა --მითუმეტეს თუ რეკონსტრუქციაა ძვირიან კომპანიას ვერ აკადრებენ რომ სხვა ქალაქიდან გაფრინდიო biggrin.gif

ანდაც ბერძნები პირდებოდნენ რომ დენ ეხის პროვლიმაო და გადააგდეს lol.gif lol.gif

Posted by: ZU-RA 21 Dec 2017, 18:38
მოგესალმებთ, მოკლეთ პატარა შარში გავიჩითე , ონლაინ ვიყიდე ბილეთები და სახელი ჩაიწერა ავტომატურათ რაც რეგისტრაციის დროს მქონდა ჩაწერილი საიტზე, ამას არ მივაქციე ყურადღება, ეხლა რო ვამოწმებდი აღმოვაჩინე ეს პრობლემა და რათქმაუნდა აეროპორტში პრობლემები შემექმნება ხო?

სახელს ვერ ვასწორებ WIZZ Discount Club-ით გაქ ნაყიდი და სახელის შესწორება შეუძლებელიაო. sad.gif

ვინმე რამე საიმედოს ხო ვერ მეტყვით ან დამარიგებთ.

Posted by: Werner Voss 21 Dec 2017, 19:24
ZU-RA
სახელი და გვარი ორივე არასწორია?
მაგათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკო და სამი ასოს შეცდომას უფასოდ შეგიცვლიან, უფრო მეტი თუა მერე უკვე ფულია გადასახდელი.

Posted by: Kniaz_Gruzii 26 Dec 2017, 17:02
ხელბარგში 0.5-1 ლ ალკოჰოლის წაღება თუ მოსულა?

Posted by: dato_dato 26 Dec 2017, 17:33
Kniaz_Gruzii
QUOTE

ხელბარგში 0.5-1 ლ ალკოჰოლის წაღება თუ მოსულა?

არანაირი სითხის წარება არ მოსულა გარედან შეტანილის, დუტიფრიში უნდა იყიდო თუ ბორტზე ატანა გინდა რამის თუმცა ქუთაისის აეროპორტში წყალი შემიტანია გაუხსნელი ოღონდ

Posted by: aloha__ 26 Dec 2017, 18:59


პარფიუმერიის პარკი სად გავჩითო? ხლბარგში რომ მედოს. ქუთაისში იქნება?

Posted by: marimari11 28 Dec 2017, 08:15
რამდენი ხნით ადრე იდება ხოლმე ფრენების განრიგი?ახლა იქითა წლის ოქტომბრის ბოლომდე დევს
ნოემბრის და დეკემბრის როდის გაიხსნება?

Posted by: filewarez 31 Dec 2017, 13:14
ტუთაისიდან როცა ვიმგზავრე ხელბარგი Uფასოდ ჩამაბარებინეს, მქონდა ბილეთები დისქაუნდქლაბით ნაყიდი , ხოდა აქეთ მაქვს Aხლა ფრენა და Aხლაც უფასოდ ჩAმაბარებინებენ? სუნამო Dა რაღAცეები ვიყიდე და Mაგ PონტშI

Posted by: Caravan 3 Jan 2018, 01:14
ხალხ როგორ წავიდე თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში? ჯორჯიანბასს ნუ ენდობიო მითხრეს... ჰოდა ალტერნატივა რა არის?
დიდუბიდან იქნებ მიდის რამე?

Posted by: Werner Voss 3 Jan 2018, 15:51
Caravan
QUOTE
ხალხ როგორ წავიდე თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში? ჯორჯიანბასს ნუ ენდობიო მითხრეს... ჰოდა ალტერნატივა რა არის?
დიდუბიდან იქნებ მიდის რამე?

რატომ არ ენდოო? აქებენ ჯორჯიან ბასს, როგორც იძახიან ზუსტად ასრულებს განრიგს, თუ რაღაც მისგან დამოუკიდებელმა მიზეზმა არ შეუშალა ხელი.
ალტერნატივები რა ვიცი, მანქანა, სამტრედიამდე მატარებლით ჩასვლა და მერე იქიდან ტაქსით კოპიტნარში, ასევე ქუთაისი + ტაქსი, რამე მარშრუტკა, ან მაგალითად მეტროს ავტობუსი, რომელიც კოპიტნარს გაივლის და ა.შ მაგრამ ზუსტად აეროპორტის რეისებს მორგებული არის ჯორჯიან ბასი და მაინც საუკეთესო ვარიანტია ჯერჯერობით

Posted by: ვივიანა 3 Jan 2018, 15:54
რა ამბებია ვიზეარზე, ხანდახან მგონია აირსენა უჩალიჩებს და უგორებს შავ Pიარს.

Posted by: oldgio 3 Jan 2018, 17:15
არა მგონია, ვიზეარს ვინმე რამეს უჩალიჩებდეს. როგორც ყველა ლოუქოსტერს, მას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი გასაგებია – დაბალი ფასი. უარყოფითი კი ისაა, რომ რამე გლობალური პრობლემის შემთხვევაში "რაზდაჩაში" პირველი ხვდება, მსგავსად იმისა, პურის რიგში ჯანიანი უტიფრები რომ გაწევდნენ უკან მორიდებულ ადამიანებს. რეისის გადადება, ბილეთის ფასის მოულოდნელი ცვლილება, ხანდახან – საერთოდ გაუქმება რეისის და ასე შემდეგ. რინეარსაც დაემართა იაღლიშები რამდენიმე ხნის წინ, უამრავი კლიენტი დარჩა გაწბილებული.

Posted by: L07 3 Jan 2018, 23:17
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/471612-vizearshi-ackhadeben-rom-larnakas-aeroportshi-myof-saqarthvelos-moqalaqeebs-mathi-tsarmomadgenlebi-utseven-dakhmarebas-gadajavshnon-frena-momdevno-reisze.html

ლარნაკას აეროპორტში დაზიანებული საპასპორტო კონტროლის აპარატოს გამო 9 ადამიანი ერთი კვირით ჩარჩა ლარნაკაში. ხოდა ავიაკომპანია ხელს იბანს და ბილეთის გადაცვლის საფარსურსაც კი ახდევინებს, იმის მაგივრად რომ სასტუმროს ხარჯები აუნაზღაუროს, რა ჰქვია ამას?

Posted by: marimari11 3 Jan 2018, 23:59
L07
QUOTE
საპასპორტო კონტროლის აპარატოს გამო

ეს მგონი აეროპორტის ბრალი უნდა იყოს.აეროპორტი არაა პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე?

Posted by: ვივიანა 4 Jan 2018, 00:07
აეროპორტმა უნდა აანაზღაუროს ხარჯები და არა ვიზმა. რა შუაშია ?
oldgio
აი ამას ვგულისხმობდი შავ პიარში. აეროპორტში რაღაც გაფუჭდა და კომპანიას რატომ აწმენდენ ხელს ?

ვინმეს ვიზეარის დამცველი არ ვეგონო, კარგსაც ვხედავ და ცუდსაც.

Posted by: oldgio 4 Jan 2018, 00:13
რატომ აწმენდენ და კომპანიამ აეროპორტს უნდა მოსთხოვოს. ლუფტჰანზას რომ მოსვლოდა მსგავსი რამ, ასე უყურადღებოდ დატოვებდნენ მგზავრებს? ბილეთის ღირებულებაში ასეთი შემთხვევებიდან დაზღვევაც უნდა იყოს ჩართული, რომელიც, ალბათ (თავს ვერ ვდებ სიმართლეზე) ვიზეარში არაა სიიაფის გამო.

ანუ, სტრიქონებსშორისი ლოგიკა ასეთია: გსურთ იაფი ბილეთები? – ყველა ჩეპე თქვენს ხარჯზეო.

Posted by: sandrobandro 4 Jan 2018, 00:37
QUOTE (Caravan @ 3 Jan 2018, 01:14 )
ხალხ როგორ წავიდე თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში? ჯორჯიანბასს ნუ ენდობიო მითხრეს... ჰოდა ალტერნატივა რა არის?
დიდუბიდან იქნებ მიდის რამე?

ჯორჯიან ბასს კაი ერთი 5 საათი უნდა ალბათ იქამდე რო ჩავიდეს, რათქმაუნდა ისეთი სისწრაფით ვერ დადის როგორც ჯიპით რო წახვიდე, თან ეხლა თოვლია.

მაგხელა მგზავრობსი მერე ვიზეარის თვითფრინავში ჩაჯდომა იმენა თვით-მკვლელობაა ისეთი სკამებია.

თუ ბევრნი მიდიხართ ჯობია ტაქსი დაიქირაოთ და იმით ჩახვიდეთ.


Posted by: ვივიანა 4 Jan 2018, 00:55
oldgio
ლუფთანზასაც მოსვლია კაი ჩეპეები, ბარგის დაკარგვა და თანხის არ ანაზღაურება, ეს სხვა თემაა.
ყველა კომპანიას აქვს “დაშავებული” მგზავრისთვის.
ვიზეარის შეცდომა ის იყო რომ მგზავრებს არ დაელოდა, არ გაარივია, მეორე მხრივ დალოდება გამოიწვევდა პრობლემას საწართველოში- ვერ წაიყვანდა მგზავრებს საწართველოდან იგივე თვითმფრინავი. ჩვენ ლაითად ვუყურებთ დაგვინებას, არადა დიდი სისტემაა საკმაოდ.




Posted by: oldgio 4 Jan 2018, 01:00
გეთანხმები, პირადად შემემთხვა ლუფტჰანზასთან: თბილისიდან გაფრენა დაგვიგვიანდა ნახევარი საათით, რადგან მიუნხენიდან არ ჩამოფრინდა თავის დროზე. შუალედი გვქონდა 40 წუთი (თბილისი–მიუნხენი–ბუდაპეშტი). ბუნებრივია, გადაჯდომა ვერ მოვასწარით, 5 წუთით ადრე დაიკეტა გეითი ჩვენს მისვლამდე. მაგრამ, განსხვავებით, უპრობლემოდ გადაგვიჯავშნეს შემდეგ რეისზე 5 საათის დაგვიანებით.

Posted by: Kniaz_Gruzii 4 Jan 2018, 13:02
სალამი

სიგარეტის ჭაღება თუა შესაძლებელი? 3-4 კოლოფის

Posted by: vatman 4 Jan 2018, 17:10
oldgio
QUOTE
გეთანხმები, პირადად შემემთხვა ლუფტჰანზასთან: თბილისიდან გაფრენა დაგვიგვიანდა ნახევარი საათით, რადგან მიუნხენიდან არ ჩამოფრინდა თავის დროზე. შუალედი გვქონდა 40 წუთი (თბილისი–მიუნხენი–ბუდაპეშტი). ბუნებრივია, გადაჯდომა ვერ მოვასწარით, 5 წუთით ადრე დაიკეტა გეითი ჩვენს მისვლამდე. მაგრამ, განსხვავებით, უპრობლემოდ გადაგვიჯავშნეს შემდეგ რეისზე 5 საათის დაგვიანებით.

ამიტომაც იხდი ზედმეტს, გინდ ლუფტჰანსის, გინდ თურქიშის ბილეთებში. ჩპ-ს შემთხვევაში უფრო ცდილობენ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან მგზავრს.
ვიზ ეარზე როდესაც ბილეთს ყიდულობ უნდა გააცნობიერო მაინც რო დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, თანაც რეისებზე სადაც საქართველოში ბაზირებული თვითმფრინავი დაფრინავს ჯერ ჯერობით მხოლოდ 1 ერთეულითაა წარმოდგენილი

დღესდღეობით საქართველოში არსებულ ავიაკომპანიებს შორის ისე და ისევ თურქიში სჯობია, რეისების სიხშირით, ბევრი მიმართულებით და ფასი/ხარისხის შეფარდებით

Posted by: womanly 4 Jan 2018, 19:14
Kniaz_Gruzii
კი 1 ბლოკი შეიძლება თუ არ ვცდები ან მეტი

Posted by: LAZY@2016 5 Jan 2018, 14:02
მაგ ისტორიას რომ ყვებით....ჩვენი საელჩოს დახმარება არავის გახსენდებათ......არადა ხალხს აეროპორტიდან ტრანსფერის ფული გადაუხადესო.... 1.5 ევრო გირს 725 ნომერი ლარნაკამდე .... და კიდე სასტუმრო მოუძებნესო დაზარალებულების ხარჯზე....ესეიგი ბუქინგის საიტი ცოდნიათ საელჩოში.....

სხვამ იკითხოს...თორე ქართველებს კი გვაქ თავი ქუდში....

Posted by: bubagasha 5 Jan 2018, 22:42
გამარჯობათ, ეხლა ვაპირებ ბილეთის ყიდვას და ეს ვიზეარის ახალი წესი რას ნიშნავს, თუ ბევრი ბარგი იქნება შეიძლება დაკავდესო ?

Posted by: cacana 6 Jan 2018, 16:50
ბეისიკ ბილეთი მაქ ნაყიდი უფასო ხელბარგით. მიწევს ისეთი ნივთების ჩადება, რომელეიც ბორტზე არ დაიშვება. შემიძლია ჩანთა ხელბარგის შესაბამის მოცულობით და წონით ბარგში ჩავაბარო დამატებითი გადასახადის გარეშე ?

Posted by: blowers daughter 8 Jan 2018, 10:05
ცხელი ხაზი გააჩნიათ ამათ? :/
თუ იცით ნომერი დაწერეთ რა sad.gif

Posted by: oldgio 8 Jan 2018, 11:47
0706 777 483
ეს უწერიათ საქართველოს ქოლცენტრის ნომრად. უცნაური ფორმატია ცოტა.
https://wizzair.com/en-gb/information-and-services/contact/contact-us#/

Posted by: blowers daughter 8 Jan 2018, 14:22
QUOTE (oldgio @ 8 Jan 2018, 11:47 )
0706 777 483
ეს უწერიათ საქართველოს ქოლცენტრის ნომრად. უცნაური ფორმატია ცოტა.
https://wizzair.com/en-gb/information-and-services/contact/contact-us#/

ბანძები არიან
არ ირეკება მანდ :მად:

იყვნენ ეგრე
ვითომ ფასდაკლებები რომ აქვთ vik.gif

Posted by: vatman 8 Jan 2018, 15:10
cacana
QUOTE
ბეისიკ ბილეთი მაქ ნაყიდი უფასო ხელბარგით. მიწევს ისეთი ნივთების ჩადება, რომელეიც ბორტზე არ დაიშვება. შემიძლია ჩანთა ხელბარგის შესაბამის მოცულობით და წონით ბარგში ჩავაბარო დამატებითი გადასახადის გარეშე ?

no.gif no.gif

Posted by: oldgio 8 Jan 2018, 15:17
QUOTE (blowers daughter @ 8 Jan 2018, 14:22 )
QUOTE (oldgio @ 8 Jan 2018, 11:47 )
0706 777 483
ეს უწერიათ საქართველოს ქოლცენტრის ნომრად. უცნაური ფორმატია ცოტა.
https://wizzair.com/en-gb/information-and-services/contact/contact-us#/

ბანძები არიან
არ ირეკება მანდ :მად:

იყვნენ ეგრე
ვითომ ფასდაკლებები რომ აქვთ vik.gif

communications@wizzair.com

პრეს–ოფისს მისწერე აბა..

Posted by: marigeo 9 Jan 2018, 15:45
ახალი ამბავი smile.gif ვიზეარი ვენაში ხსნის ბაზას, 15 ნოემბრიდან ქუთაისი - ვენის რეისებიც გვექნება კვირაში სამჯერ, ბილეთები უკვე იყიდება.

https://wizzair.com/en-gb/information-and-services/about-us/news/2018/01/09/wizz-air-announces-austrian-base-in-vienna-with-3-based-aircraft-and-17-new-low-fare-routes jump.gif

Posted by: ვივიანა 10 Jan 2018, 13:25
QUOTE
ვიზეარი ვენაში ხსნის ბაზა

მიხარია ^^ მთავარია ნორმალურ ფასადაც იდოს ბილეთები

Posted by: tranka 10 Jan 2018, 13:42
თანხას არ აბრუნებენ ხო, როგორც მივხვდი?
და რამდენად ხშირია გაუქმება რეისების?
ამ ბოლო პერიოდში

Posted by: oldgio 10 Jan 2018, 21:26
ბოდიში, ანტირეკლამად არ ჩამეთვალოს და, მივლინების მოგზაურობას ნამდვილად ვერ ვანდობდი ვიზეარს, ანუ, გადარიცხვით შეძენილი ბილეთის სვე-ბედს... თუ სამოგზაუროდ წავიდოდი საკუთარი ჯიბით, კიდევ ჯანდაბას.. რაც იაფია, მით მეტია რისკი. ილიას სიტყვები მახსენდება: რამდენად უფრო მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გული smile.gif

Posted by: marimari11 10 Jan 2018, 22:01
22 თებერვალს მაქვს დორტმუნდიდან ფრენა და იმედია მშვიდობით ჩაივლის და არ გადაიდება ფრენა sad.gif
თებერვლის ბოლოს ცუდი ამინდები აღარ იყოს იქნებ
ისე თუ დააკვირდით ძირითადად მიუნხენის რეისებს ექმნებათ პრობლემა
დორტმუნდს მგონი ჯერ არაფერი შემთხვევია

Posted by: ტერი 14 Jan 2018, 03:44
marimari11
იანვრის ბოლოს წყვეტს ვიზეარი ფრენას საქართველოში და თებერვალში როგორ მიდიხარ?

Posted by: marimari11 14 Jan 2018, 04:32
ტერი
რა სისულელეა საიდან მოიტანე lol.gif იქითა წლის ოქტომბრამდე არის უკვე გამოცხადებული ფრენები და ბილეთები იყიდება

Posted by: რერე 14 Jan 2018, 16:56
გამარჯობა, ჩექ-ინის დროს Document ID Number-ის ადგილას რაუნდა ჩაიწეროს? ჩემი პირადობა თუ პასპორტის ნომერი? პასპორტის ნომერი გავიგე მარა ვიცი ინგლისური მარა მაინც გადავამოწმე რამე არ შემეშალოს)

Posted by: Werner Voss 14 Jan 2018, 17:10
რერე
QUOTE
გამარჯობა, ჩექ-ინის დროს Document ID Number-ის ადგილას რაუნდა ჩაიწეროს? ჩემი პირადობა თუ პასპორტის ნომერი? პასპორტის ნომერი გავიგე მარა ვიცი ინგლისური მარა მაინც გადავამოწმე რამე არ შემეშალოს)


ჯერ მონიშნავ ზემოთ დოკუმენტის ტიპად პასპორტს და მერე შეიყვან პასპორტის ნომერს, რომელიც პასპორტის მარჯვენა ზედა კუთხეშია

Posted by: koba71786 14 Jan 2018, 19:24
გამარჯობათ.რა მაინტერესებს.
ესეიგი თბილისიდან თბილისი-ვენა ვენა თბილისი. ანუ ორმხრივი ბილეთი დამიჯდა 400 ევრომდე. ჯორჯიან ეარვეისის(აირზენა) ამ კომპანიით.
20 კილო ბარგი+ 7 კილო ხელჩანთის ბარგი. ორივე მხარეს გაფრენისას ბარგის ეს მაქსიმალური მოცულობა მიმაქ

1 თვით ვარ ვენაში

მაინტერესებს აი ვიზეარი ხო ნიშნავს ნოემბრიდან ფრენებს ვენაში,
რა დამიჯდება დაახლოებით მგზავრობა ასეთ პირობებში რაც ზემოთ დავწერე?
ანუ ორმხრივი და ბარგის ის მოცულობა ორივე გაფრენისას,რაც დავწერე ზემოთ

smile.gif

როგორც ვიცი ის ფასები რაც უწერიათ საიტზე ბარგის მოცულობა არ შედის ხომ?


Posted by: oldgio 14 Jan 2018, 19:35
ამჟამინდელი მონაცემებით ქუთაისი -ვენა-ქუთაისი ჩანს 15 ნოემბრიდან. უბარგო (მხოლოდ ხელბარგით) ორმხრივი მგზავრობა 395 ლარი, ბარგით (20 კგ) 612 ლარი. ისიც იმ პირობებში, ჩექინს ინტერნეტით თუ გაივლი. თუმცა, როგორც ცნობილია, ფასები დინამიურია.

Posted by: koba71786 14 Jan 2018, 19:51
oldgio
QUOTE
ამჟამინდელი მონაცემებით ქუთაისი -ვენა-ქუთაისი ჩანს 15 ნოემბრიდან. უბარგო (მხოლოდ ხელბარგით) ორმხრივი მგზავრობა 395 ლარი, ბარგით (20 კგ) 612 ლარი. ისიც იმ პირობებში, ჩექინს ინტერნეტით თუ გაივლი. თუმცა, როგორც ცნობილია, ფასები დინამიურია.

მადლობა ,და ეს ბარგი 20კგ,ორმხრივად ითვლება ?აქედანაც და იქიდანაც რომ წამოვიღო, მთლიანად 612 ლარი?
QUOTE
ისიც იმ პირობებში, ჩექინს ინტერნეტით თუ გაივლი. თუმცა, როგორც ცნობილია, ფასები დინამიურია

ნუ ფასები რომ შეიძლება შეიცვალოს გასაგებია ეს.
ხელჩანთის ბარგი რამდენ კილოს აძლევენ მაქსიმუმს ატანისას?


Posted by: oldgio 14 Jan 2018, 20:00
QUOTE (koba71786 @ 14 Jan 2018, 19:51 )

მადლობა ,და ეს ბარგი 20კგ,ორმხრივად ითვლება ?აქედანაც და იქიდანაც რომ წამოვიღო, მთლიანად 612 ლარი?

yes.gif yes.gif კი, ორმხრივი მგზავრობის თანხაა 20კგ–მდე ბარგით,
რაც შეეხება ხელბარგს, ანუ სმოლ ქაბინ ბეგს, აქ 42–32–25 სმ ზომის ჩანთაზეა საუბარი.
წაიკითხე:
http://hotels.ltd.ge/blog/sad-gvatyuebs-wizzair/

Posted by: koba71786 15 Jan 2018, 00:16
oldgio
გასაგებია
აი ეხლა მაგათ საიტზე მოვნიშნე ეს დღეები გაფრენის და ჩამოფრენის,ორმხრივი
WIZZ GO_სერვისით
და აქ შედის ბარგი და ხელჩანთაც,
259.79+246.79 ლარი . ესაა ორმხრივი ბილეთების ღირებულება. მთლიანობაში გამოდის 560 ლარამდე
აი ამის გარდა რას ვიხდი კიდე?
აეროპორტის მოსაკრებელი ან რაღაც ესეთებს ვიხდი ცალკე?

user posted image


Posted by: womanly 15 Jan 2018, 00:33
koba71786
მეტს არაფერს არ იხდით აეროპორტის მოსაკრებელიც შესულია მაგაში და ბარგიც 20 კილო

Posted by: koba71786 15 Jan 2018, 03:59
womanly
QUOTE
მეტს არაფერს არ იხდით აეროპორტის მოსაკრებელიც შესულია მაგაში და ბარგიც 20 კილო

მადლობა

Posted by: mind_auger 15 Jan 2018, 16:44
მოკლედ დაგეგმვა მინდა პატარა ტურის რა...
ამსტერდამი-პარიზი-ვენა-ჰამბურგი
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა...უბრალოდ სასურველია პირველად ამსტერდამი..
ხოდა რა ვარიანტია ტუდა-აბრატნი ბილეთზე??ანუ იაფად როგორ გამოვალ დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის?
როგორც ვნახე ამსტერდამი და ვენა არ აქვს ვიზიარს...

Posted by: ვივიანა 15 Jan 2018, 16:54
mind_auger
ამსტერდამში დორტმუნდიდან გადასვლა შეიძლება და ვენაა- ბუდეპაშტიდან წამოსვლა.

Posted by: mind_auger 15 Jan 2018, 17:03
ვივიანა
ანუ ჰამბურგიდან ვერ წამოვალ რო რამე???
პარიზში რო ჩავიდე ჯერ ძვირი გამომივა ხო??

Posted by: Werner Voss 15 Jan 2018, 17:48
mind_auger
QUOTE
მოკლედ დაგეგმვა მინდა პატარა ტურის რა...
ამსტერდამი-პარიზი-ვენა-ჰამბურგი
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა...უბრალოდ სასურველია პირველად ამსტერდამი..
ხოდა რა ვარიანტია ტუდა-აბრატნი ბილეთზე??ანუ იაფად როგორ გამოვალ დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის?
როგორც ვნახე ამსტერდამი და ვენა არ აქვს ვიზიარს...

ქუთაისი-დოტრმუნდი (52 ლარი ღირს 18 მარტს)
დორტმუნდი-ჰამბურგი-ამსტერდამი-პარიზი ამ თანმიმევრობით სულ ფლიქსბასის ავტობუსები
პარიზიდან საქართველოში პეგასუსით

ან

ქუთაისი-ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი-ვენა ფლიქსბასის ავტობუსი
ვენა-ამსტერდამი იზი ჯეთი
ამსტერდამი-პარიზი ფლიქსბასის ავტობუსი
პარიზი-თბილისი პეგასუსი


ჰამბურგის და ვენას ორივეს ყოფნა ცოტა აძვირებს და ართულებს მარშრუტს, თუ ავტობუსით 1000 კილომეტრის გავლაზე არ ხარ თანახმა და ისიც გადაჯდომთ, ან მეოთხე ქვეყანა თუ გინდა ვენის ნაცვლა შეგიძლია ბრიუსელი ჩასვა ამსტერამი-პარიზის გზაზე

ეს საიტი ადარებს კარგად ფასებს და ნახე იქნება თვითონ შეარჩიო მისაღები ვარიანტი
https://www.goeuro.com

Posted by: mind_auger 15 Jan 2018, 18:39
ვივიანა
Werner Voss
ძალიან დიდი მადლობა ხალხო smile.gif

Posted by: oldgio 15 Jan 2018, 22:41
QUOTE (koba71786 @ 15 Jan 2018, 03:59 )
womanly
QUOTE
მეტს არაფერს არ იხდით აეროპორტის მოსაკრებელიც შესულია მაგაში და ბარგიც 20 კილო

მადლობა

ონლაინ ჩექინი არ დაგავიწყდეს, თორემ 30-40 ევროს აგახევენ იქითაც და აქეთაც.

Posted by: numberone 15 Jan 2018, 22:47
გამარჯობა მეგობრებო, ბელარუსიაში ყველაზე იაფად როგორ შეიძლება რო გავფრინდე?

Posted by: zigfried 16 Jan 2018, 08:36
ვიზეარს ვენის მიმართულებით ფრენები არ აქვს?
როგორ წავიდე ვენაში იეფად? biggrin.gif

Posted by: Mstyle 16 Jan 2018, 09:47
zigfried
ნოემბრიდან ამატებენ

Posted by: oldgio 16 Jan 2018, 12:39
QUOTE (numberone @ 15 Jan 2018, 22:47 )
გამარჯობა მეგობრებო, ბელარუსიაში ყველაზე იაფად როგორ შეიძლება რო გავფრინდე?

ბელავიათი
https://en.belavia.by/

Posted by: somnambuli 16 Jan 2018, 14:05
აბა რას იტყვით ხალხო, ბილეთი მაქვს ნაყიდი 21 იანვრის და გადატანა მინდა 25ში დორტმუნდის ბილეთია, რა ჯდება ბილეთის გადაცვლა? 21-ის უფრო ძვირი ღირს ვიდრე 25ის.
თუ ვინმეს გაწყობთ შემიძლია გადაგიცვალოთ.

Posted by: Mr.kotia 24 Jan 2018, 08:20
გამარჯობათ. ხომ არ იცით wizzair საიტზე ვიყიდე ბილეთი და ჩეკინს ვერ ვაკეთებ ანუ არვიცი თუ რომელი ნომერი ჩავწერო სადაც პასპორტის ნომერს მთხოვს ანუ პასპორტში რამოდენიმე ნომრებია არი პირადი ნომერიცuser posted image
* * *
გამარჯობათ. ხომ არ იცით wizzair საიტზე ვიყიდე ბილეთი და ჩეკინს ვერ ვაკეთებ ანუ არვიცი თუ რომელი ნომერი ჩავწერო სადაც პასპორტის ნომერს მთხოვს ანუ პასპორტში რამოდენიმე ნომრებია არი პირადი ნომერიც

Posted by: Werner Voss 24 Jan 2018, 10:09
Mr.kotia
QUOTE
გამარჯობათ. ხომ არ იცით wizzair საიტზე ვიყიდე ბილეთი და ჩეკინს ვერ ვაკეთებ ანუ არვიცი თუ რომელი ნომერი ჩავწერო სადაც პასპორტის ნომერს მთხოვს ანუ პასპორტში რამოდენიმე ნომრებია არი პირადი ნომერიც

პასპორტის მთავარი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში როა ეგ ნომერი უნდა ჩაწერო

Posted by: Mr.kotia 24 Jan 2018, 11:34
ანუ პირადი ნომერი არა? პირადი ნომერი არა ხო ? შეცდომა რო არ დაუშვა ისე მინდა თორე ყველაზე კარგ შემთხვევაში 50 ევროა ჯარიმა
ანუ ეს უნდა ჩავწერო ხოო

Posted by: Werner Voss 24 Jan 2018, 11:53
Mr.kotia
QUOTE
ანუ ეს უნდა ჩავწერო ხოო

კი, მანამდე დოკუმენტის ტიპს რო გთხოვს იქ არ შეგეშალოს და პასპორტი მონიშნე
ისე გირჩევ ეს სურათი წაშალოთ, ყველას დასანახად პასპორტის დაუფარავად დადება არაა რეკომენდირებული smile.gif

Posted by: Mr.kotia 24 Jan 2018, 12:06
მეგობარო ძალიან დიდი და უღრმესი მადლობა

Posted by: nutria-113 28 Jan 2018, 16:29

QUOTE
დღესდღეობით საქართველოში არსებულ ავიაკომპანიებს შორის ისე და ისევ თურქიში სჯობია, რეისების სიხშირით, ბევრი მიმართულებით და ფასი/ხარისხის შეფარდებით

QUOTE
ფასი/ხარისხის

გააჩნია მომხმარებელს.
ჩემთვის - არანაირად.


Posted by: რერე 29 Jan 2018, 22:07
ფასებს არაუშავს მაგრამ, მაგარი ცუდი თვითმრინავია! არაკომფორტული sad.gif თბილისი - ბათუმის მარშუტკებში როა სკამები მიტყეპებული ეგრეა ზუსტად

Posted by: 4Motivi 21 Feb 2018, 16:20
ვყიდი Wizzair-ის ბილეთს ქუთაისი-ბუდაპეშტი: ბუდაპეშტი-ქუთაისი (17 მარტი-23 მარტი).
ფასი: 397 ლარი
ხელმისაწვდომია 7 ბილეთი

Flight details:

GOING OUT Flight Number: W6 2248
Departs from: Kutaisi (KUT) 17/03/2018 06:35
Arrives to: Budapest- Terminal 2 (BUD) 17/03/2018 06:50

COMING BACK Flight Number: W6 2247
Departs from: Budapest - Terminal 2 (BUD) 23/03/2018 23:50
Arrives to: Kutaisi (KUT) 24/03/2018 05:50
Hand luggage 55x40x23

ტელეფონი: (+995) 598 496 464

Posted by: lasho1993 22 Feb 2018, 20:46
Gamarjoba, vinmes tu mogepovebst infirmacia, bortgamcileblebs ramdeni aqvt xelfasi ?

Posted by: Zotz 23 Feb 2018, 12:04
გამარჯობათ
ბილეთი შევიძინე ბარსელონა ქუთაისის მიმართულებით და მეილზე მომივიდა დადასტურების კოდი (მოგზაურობის კოდი).
ადგილი არ ამირჩევია და მაინტერესებს აეროპორტში დამჭირდება რამე თანხის დამატება ადგილის არჩევისას?!
ორიგინალი ბილეთი როდის მომივა მეილზე? (თუ საკმარისია დადასტურების კოდი)

პ.ს ვერავის ვუკავშირდები და იქნებ აქ გამცეს წარმომადგენელმა პასუხი

Posted by: Werner Voss 23 Feb 2018, 15:37
Zotz
QUOTE
გამარჯობათ
ბილეთი შევიძინე ბარსელონა ქუთაისის მიმართულებით და მეილზე მომივიდა დადასტურების კოდი (მოგზაურობის კოდი).
ადგილი არ ამირჩევია და მაინტერესებს აეროპორტში დამჭირდება რამე თანხის დამატება ადგილის არჩევისას?!
ორიგინალი ბილეთი როდის მომივა მეილზე? (თუ საკმარისია დადასტურების კოდი)

გაფრენამდე 48 საათით ადრე გაიხსნება ჩექ ინი, ჩაწერ შენი პასპორტის მონაცემებს და მოგანიჭებს ადგილს, აეროპორტშიც შეგიძლია იგივეს გაკეთება ვიზეარის დახლთან, მაგრამ იქ ფასიანია ამის გაკეთება

Posted by: dato_dato 23 Feb 2018, 15:43
თუ იცით მემინგენში შემნახველი საკანი თუ არის ბარგი რო დავტოვო?

Posted by: The DoctoR 26 Feb 2018, 23:42
თუ ვინმეს გაქვთ ვიზ კლაბი, გთხოვთ მითხარით 28 ოქტომბერს რომი-ქუთაისი რა ჯდება წევრის ბარათით?

Posted by: marimari11 27 Feb 2018, 00:36
The DoctoR
აწერია ხოლმე ეგ საიტზე
ცალ-ცალკე წერია ვიზ კლუბის წევრებისთვის ფასი

Posted by: The DoctoR 27 Feb 2018, 00:45
marimari11
ახლა 28 ოქტომბრის ფასები არ ჩანს. ვინც წევრია, მხოლოდ იმას აქვს ნახვის და შეძენის უფლებაო (საიტზე ასე წერია). ამიტო რა ფასია ამის დაზუსტება მინდა.
* * *
QUOTE
თუ ვინმეს გაქვთ ვიზ კლაბი, გთხოვთ მითხარით 28 ოქტომბერს რომი-ქუთაისი რა ჯდება წევრის ბარათით?

help help.gif

Posted by: nanu 5 Mar 2018, 09:49
გამარჯობა
ბილეთის თარიღი როგორ უნდა შევცვალო ხომ არ იცით?

Posted by: system1ka 5 Mar 2018, 10:49
QUOTE
თუ ვინმეს გაქვთ ვიზ კლაბი, გთხოვთ მითხარით 28 ოქტომბერს რომი-ქუთაისი რა ჯდება წევრის ბარათით?

28 ში არაა ფრენა და 25 ში ფასდაკლებით ‎99,99 ​€​

QUOTE
გამარჯობა
ბილეთის თარიღი როგორ უნდა შევცვალო ხომ არ იცით?

შედი შენი მგზავრობის დეტალებში და თარიღის გვერდით წერია რეისის და თარიღის შეცვლაც.

Posted by: ვივიანა 5 Mar 2018, 12:08
QUOTE (nanu @ 5 Mar 2018, 09:49 )
გამარჯობა
ბილეთის თარიღი როგორ უნდა შევცვალო ხომ არ იცით?

40 ევრო დაემატება და ბილეთის განსხვავების თანხაც როგორგრც მახსოვს.
ზევით კი დაწერეს საიდან იცვლება.

Posted by: Alameda 5 Mar 2018, 21:03
ბილეთი ვიყიდე და ადგილებიც ავირჩიე, ეხლა თუ არის შესაძლებელი გაუქმება? არ მინდა ამ 50 ლარის გადახდა :დ

Posted by: webuda 6 Mar 2018, 00:08
ნაყიდი ბილეთების გაუქმება შემიძლია ?

Posted by: sაlოmეa 6 Mar 2018, 00:20
webuda
QUOTE
ნაყიდი ბილეთების გაუქმება შემიძლია ?

გაუქმება რას ნიშნავს ?
ანუ დაბრუნება არა
გადაფორმება ან სხვა თარიღზე გადატანა კი(მაგრამ ესენი ძაან ძვირი ჯდება , თითქმი იმდენი, რამდენიც თვითონ ბილეთში არ გაქვს გადახდილი)

Posted by: system1ka 6 Mar 2018, 09:59
QUOTE
ნაყიდი ბილეთების გაუქმება შემიძლია ?

თუ WIZZ Flex ჩართული გქონდა შეგიძლია თანხა WIZZ ანგარიშზე დაიბრუნო თუ არა და მაშინ ვერ გააუქმებ. მაგ სერვისის ჩართვას ბილეთის ყიდვის დროს გთავაზობს.

Posted by: lukako93 14 Mar 2018, 05:13
მეგობრებო ხვალ მაქვს ფრენა დორტმუნდში.

მარტო ხელბარგი მაქვს და საჭმელს ამატანინებენ?

ჩურჩხელა და ყველი მინდა რომ წავიღო ძალიან ცოტა.

სანთებელას გამატანენ თუ გადამაგდებინებენ? თილისმასავით ერთი სანთებელა მაქვს და ეგ რომ გადამიგდონ ზედ გადავყვები კიდევაც.

კიდევ ერთი კითხვა,Georgian bus-ში არის მობილურის დამტენები და wifi?

Posted by: dato_dato 14 Mar 2018, 11:37
lukako93
QUOTE
მეგობრებო ხვალ მაქვს ფრენა დორტმუნდში.

მარტო ხელბარგი მაქვს და საჭმელს ამატანინებენ?

ჩურჩხელა და ყველი მინდა რომ წავიღო ძალიან ცოტა.

ეგ ყველაფერი + სუნელები მჭადის ფქვილი და ჩირიც კი წამიღია, მტავარია იქ არ შეგამოწმონ თორე გადაგაყრევინებენ wink.gif
QUOTE
სანთებელას გამატანენ თუ გადამაგდებინებენ?

ათასჯერ მაინც მდებია ჯიბეში არავის არაფერი უთქვამს

Posted by: lukako93 14 Mar 2018, 12:14
dato_dato

დიდი მადლობა პასუხისთვის

ხელბარგი 3 სანტიმეტრით სცდება იმათ სტანდარტს და შემექმნება პრობლემა? პატარა სალაშქრო ჩანთა მიმაქვს რომელიც სიმაღლეში 57-58 სანტიმეტრია

Posted by: Werner Voss 14 Mar 2018, 12:33
lukako93
QUOTE
ხელბარგი 3 სანტიმეტრით სცდება იმათ სტანდარტს და შემექმნება პრობლემა? პატარა სალაშქრო ჩანთა მიმაქვს რომელიც სიმაღლეში 57-58 სანტიმეტრია

ზურგჩანთ ძალიან თუ არ აჭარბებს ზომას ჩატენი იმ რკინის ყალიბში, მაგრამ დიდი შანსია საერთოდ არ შეამოწმონ, მე მაგალითად დაშვებულზე 7-8 სანტიმეტრით მაღალი ზურგჩანთა მიმქონდა და არავის არაფერი უთქვამს ისე ავიტანე, ჩემოდანზე რამდენიმე სანტიმეტრიც პრობლემაა.

Posted by: lukako93 14 Mar 2018, 12:56
Werner Voss

სიგანეში და სისქეში ვეტევი უპრობლემოდ, სიმაღლეში ვცდები და ისიც ოდნავ.

ძაან დამაპანიკეს, ერთმა მითხრა 2 სანტიმეტრით დიდი მქონდა ჩანთაო და ნაგვის პარკით მომოწია გერმანიაში ჩაფრენაო და ვნერვიულობდი მაგაზე.

2 ბლოკი სიგარეტი ხელბარგში რომ მქონდეს არ შემექმნება პრობლემა ხო? თუ ეგეც ბაგაჟში უნდა იყოს

Posted by: Werner Voss 14 Mar 2018, 13:12
lukako93
QUOTE
სიგანეში და სისქეში ვეტევი უპრობლემოდ, სიმაღლეში ვცდები და ისიც ოდნავ.

ძაან დამაპანიკეს, ერთმა მითხრა 2 სანტიმეტრით დიდი მქონდა ჩანთაო და ნაგვის პარკით მომოწია გერმანიაში ჩაფრენაო და ვნერვიულობდი მაგაზე.

ზურგჩანთებზე რამდენიმე სანტიმეტრს არ აპრობლემებენ, იშვიათად ამოწმებენ ძალიან თუ არ ეტყობა ზომაში გადაჭარბება, რომც ჩაგადებინონ იმ ყალიბში 3 სანტიმეტრს რამენაირად ჩატენი, გორგოლაჭებიან ჩემოდნებზე პირიქით რამდენიმე სანტიმეტრიც შეიძლება არ გაპატიონ.
სიგარეტზე ხელბარგით როგორც ვიცი 1 ბლოკის მეტი არ შეიძლება, ოღონდ სადაც ჩადიხარ იქაური კანონიც გაარკვიე, ქვეყანაში რამდენი კოლოფი სიგარეტის შეტანაა დაშვებული.

Posted by: lukako93 14 Mar 2018, 19:12
Werner Voss

უკვე ვიყიდე 2 ბლოკი :/

იმედია გამატანენ, 22 დღით მივდივარ და ზუსტად მყოფნის

Posted by: xizan89 15 Mar 2018, 10:54
Wizzair-ის ბალანსზე მაქვს 65 ევრო, ვინმეს თუ უნდა გავყიდი 150 ლარად

Posted by: dato_dato 15 Mar 2018, 12:26
xizan89
QUOTE

Wizzair-ის ბალანსზე მაქვს 65 ევრო, ვინმეს თუ უნდა გავყიდი 150 ლარად

სხვა ვერ გამოიყენებს შენ ბალანსს wink.gif

Posted by: xizan89 15 Mar 2018, 12:53
QUOTE (dato_dato @ 15 Mar 2018, 12:26 )
xizan89
QUOTE

Wizzair-ის ბალანსზე მაქვს 65 ევრო, ვინმეს თუ უნდა გავყიდი 150 ლარად

სხვა ვერ გამოიყენებს შენ ბალანსს wink.gif

accaunt-ს მივცემ და მონაცემებს შეცვლის რატომ ვერ გამოიყენებს

Posted by: dato_dato 15 Mar 2018, 13:02
xizan89
QUOTE
accaunt-ს მივცემ და მონაცემებს შეცვლის რატომ ვერ გამოიყენებს

ეგრე შეილება? გუშინ ვცადე ჩემი აკაუნტით სხვისთვის მეყიდა ბილეთი ჩემი ვიზ ანგარიშზე დარიცხული ქეშბექით მარა არააო....

Posted by: xizan89 15 Mar 2018, 14:06
QUOTE (dato_dato @ 15 Mar 2018, 13:02 )
xizan89
QUOTE
accaunt-ს მივცემ და მონაცემებს შეცვლის რატომ ვერ გამოიყენებს

ეგრე შეილება? გუშინ ვცადე ჩემი აკაუნტით სხვისთვის მეყიდა ბილეთი ჩემი ვიზ ანგარიშზე დარიცხული ქეშბექით მარა არააო....

ეგრე კი მაგრამ მე ექაუნტს მივცემ აღარ მჭირდება

Posted by: mmm481 20 Mar 2018, 21:42
გამარჯობა, ასეთი შემთხვევა მაქვს ვიზეარის საიტზე წერია, რომ დასაშვებია ჩემოდანი ზომებით 55-40-23, ჩემი ჩემოდანი გავზომე და არის 60-40-23 როგორ ფიქრობთ პრობლემა შემექნება მაგის გამო? გქონიათ მსგავსი შემთხვევა? თუ ჩვეულებრივ გამატარებენ?

Posted by: oldgio 20 Mar 2018, 21:53
იპრესება თუ მყარია? ფოლადის კარკასში ჩაგადებინებენ და არ უნდა აცდეს. ისე, კონტროლიორის სინდის-ნამუსზეცაა. ყოფილა შემთხვევები, არ მიუქცევიათ ყურადღება 10 სმ-მდეც, მაგრამ თუ ვიღაც კრისას უწევს მორიგეობა, თანაც გამოუძინებელს, რა ვიცი...

ისე, დინამო არენასთან იყიდება ზუსტად ვიზეარის ზომის ჩემოდნები. უნდა უთხრა, ვიზეარისთვისო და სანტიმეტრებშია მორგებული. ვინც იყიდა, მისგან ვიცი. მე პირადად მხოლოდ ხელბარგით არ მიმგზავრია არასდროს, ჩასაბარებელი ბაგაჟი ყოველთვის მქონდა.

Posted by: mmm481 20 Mar 2018, 21:58
oldgio

ფოლადის კარკასშია იმენა სტროგად 60 სმია.

ჩვეულებრივი ჩანთის წაღებაც მოსულა ხო? ლუგზაკი ან სპორტული ჩანთა?

Posted by: oldgio 20 Mar 2018, 22:01
გაბარიტებია დასაცავი ნებისმიერ ვარიანტში.

Posted by: MARCHIANO 20 Mar 2018, 22:23
ხალხო ბუდაპეშტის და პრაღის ნორმალურ სასტუმროებს ხე ვერ მირჩევდით აი საშუალო დონე რა ძაან რო არ გავიწეწო მარა მაჯლაჯუნებიც რომ არ დადიოდნენ ?

Posted by: oldgio 20 Mar 2018, 22:27
მე, პირადად, ბუდაპეშტში ბარა ჰოტელში ვიყავი, თუ სწორად მახსოვს, 55–60 ევრო ღირდა დღე–ღამე. არა უშავდა...
http://www.barahotel.hu/en/index.php?sz=2

ისე, booking.com -ზე მიმოიხილე, სულო და გულო...

Posted by: MARCHIANO 20 Mar 2018, 22:42
დიდი მადლობა ,
აუ კიდე აქ სუ მოქგზაურები იქნებით და იცით რა მაინტერესებს
როგორ შეილება მარშუტი რო დავგეგმო აი რუკაზე რო დავაფოინთო ის ადგილები ბევრი რისი დათვალირება და სად ტრიალსაც ვაპირებ და იმის მიხედვით ავირჩიო ოპტიმალური სასტუმრო არის ამისთვის საიტი ან აპლიკაცია ?

Posted by: oldgio 20 Mar 2018, 22:44
გუგლ მეფი შვრება მაგას, მგონი smile.gif ისე, თრიფედვაიზორიც მიმოიხილე.
tripadvisor.com

Posted by: didi bege 20 Mar 2018, 22:47
მეგობრებო გასაფრენი ბილეთები რო ვიყიდო ცალკე და გამოსაფრენე სხვა დროს თუ მოსულა ????
ლოგიკურად ვხვდები , რომ პრობლემა არ უნდა იყოს მარა მაინც

Posted by: oldgio 20 Mar 2018, 22:47
შეგიძლია, მაგრამ უფრო ძვირი დაგიჯდება.

სეზონზეცაა დამოკიდებული... თუ უკან დაბრუნება ჩამკვდარ სეზონში მოგიწია, ფრენები რომ არაინტენსიურია, იქნებ იაფიც იყოს... ცადე, ავიაკომპანიის საიტებზე გაითამაშე, თარიღებამდე და ფასებამდე მიდი და დაინახავ, შეადარებ.

Posted by: didi bege 20 Mar 2018, 23:00
oldgio
გაიხარე
უბრალოდ გასაფრენი იაფია და უკან გამოსაფრენი საკმაოდ ძვირი და გაფრენას ეფად ვიყიდი მეთქი და გამოფრენის ფასდაკლებას დაველოდები smile.gif

Posted by: madridman 21 Mar 2018, 12:32
,,This route is pending regulatory approval.
ეს მარშრუტი მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის მოლოდინშია."

როდემდე უნდა ეწერო ეს ჩემს რეისს?
2 კვირაში ფრენაა.

ბილეთები ნაყიდი მაქვს.
ოპერატორი აზრზე არაა love.gif

Posted by: dato_dato 21 Mar 2018, 14:22
madridman
QUOTE
,,This route is pending regulatory approval.
ეს მარშრუტი მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის მოლოდინშია."

სად მიფრინავ?

Posted by: madridman 21 Mar 2018, 16:49
dato_dato
ქუთაისი - რიგა
კვირას არის პირველი რეისი
კვირის რეისსაც ეგრე აწერია

Posted by: mikron23 21 Mar 2018, 22:14
მართალია მადრიდის მიმართულებით ინიშნება რეისები ზაფხულშიო? ხომ არ გაგაიათ რამე ინფო

Posted by: ვივიანა 21 Mar 2018, 22:39
mikron23
მადრიდი არადა ბარსელონა იქნება მალე, უკვე ბილეთებიც იყიდება.

Posted by: mikron23 22 Mar 2018, 04:09
ვივიანა
ბარსელონა ვნახე კიდა საკმაოდ ძვირი ღირს ბილეთები ზაფხულში, მაგრამ ყველა მიმართულებით ეგრეა უკვე smile.gif)

Posted by: MARCHIANO 22 Mar 2018, 19:54
ჰელფ , ვიზიარის ჩექინისას პასპორტის კოდი როა მანდ ასოები დავწერე პატარა ასოთი ? და თუ იცით შესაძლებელია მაგაზე შეიქმნას პრობლემა ?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 23 Mar 2018, 14:43
იყიდება ქუთაისი- მილანი (26 სექტემბერი) და მილანი - ქუთაისის (1 ოქტომბერი) რეისები იაფად.

დეტალებზე მომწერე პირადში : )))

Posted by: Frankens†ein 25 Mar 2018, 13:05
გამარჯობა,
ხო არ იცით ვინმეს, ვიზეარის დისქაუნთ კლუბით რო გაქვს ნაყიდი ბილეთები, ვისი სახელითაცაა ნაყიდი ბილეთები, ის რო ვეღარ წავიდეს, მეორეს შეექმნება რამე პრობლემა რეისზე?

ანუ გასაგებად რო ვთქვა ჩემმა მეგობარმა შეიძინა ბილეთები თავისი ფასდაკლებით და თვითონ ვეღარ მოდის ეხლა.
და მე რეგისტრაციაზე მექნება რამე პრობლემა?



რა Y კომპანიაა ისე, ვერ დაუკავშირდები საქართველოში, არ აქვთ საკონტაქტო.

Posted by: dato_dato 25 Mar 2018, 14:28
Frankens†ein
QUOTE
ანუ გასაგებად რო ვთქვა ჩემმა მეგობარმა შეიძინა ბილეთები თავისი ფასდაკლებით და თვითონ ვეღარ მოდის ეხლა.
და მე რეგისტრაციაზე მექნება რამე პრობლემა?

არანაირი პრობლემა, მთავარია დაგაჩექინოს და ბილეთები ამოგიბეჭდოს

Posted by: Frankens†ein 25 Mar 2018, 14:52
QUOTE (dato_dato @ 25 Mar 2018, 14:28 )
Frankens†ein
QUOTE
ანუ გასაგებად რო ვთქვა ჩემმა მეგობარმა შეიძინა ბილეთები თავისი ფასდაკლებით და თვითონ ვეღარ მოდის ეხლა.
და მე რეგისტრაციაზე მექნება რამე პრობლემა?

არანაირი პრობლემა, მთავარია დაგაჩექინოს და ბილეთები ამოგიბეჭდოს

კი, ჩექინით მაჩექინებს, გვარს და კონფირმაციის კოდს რო ვწერ

Posted by: system1ka 25 Mar 2018, 23:17
მეგობრებო ვინმეს თუ გადაგიტანიათ ბარათზე ან გაგიქეშებიათ ვიზ ანგარიშზე დაბრუნებული თანხა? :/

Posted by: dato_dato 26 Mar 2018, 12:50
Frankens†ein
QUOTE
კი, ჩექინით მაჩექინებს, გვარს და კონფირმაციის კოდს რო ვწერ

biggrin.gif biggrin.gif
27 აპრილს გაგიხსნის ჩექინს, შეავსებ ყველა მონაცემს და დაასრულებ, მერე მოგცემს ბმულს რომელზეც გადახვალ და ბილეთსაც მერე ამობეჭდავ smile.gif wink.gif

Posted by: Frankens†ein 26 Mar 2018, 13:07
QUOTE (dato_dato @ 26 Mar 2018, 12:50 )
Frankens†ein
QUOTE
კი, ჩექინით მაჩექინებს, გვარს და კონფირმაციის კოდს რო ვწერ

biggrin.gif biggrin.gif
27 აპრილს გაგიხსნის ჩექინს, შეავსებ ყველა მონაცემს და დაასრულებ, მერე მოგცემს ბმულს რომელზეც გადახვალ და ბილეთსაც მერე ამობეჭდავ smile.gif wink.gif

ეგ ვიცი.
მე იმას ვფიქრობდი ფასდაკლებით რო არ არის ჩემი ბილეთი ნაყიდი, პრობლემა არ იყოს მეთქი.
დისქაუნთ კლუბის პირობებში წერია, რომ ფასდაკლებული ბილეთის ყიდვა შეუძლია ბარათის მფლობელს, მხოლოდ ორი ბილეთის და ერთ-ერთი თვითონ მფლობელის უნდა იყოს.

და ეხლა მფლობელი აღარ მოდის.

მაგის მაგივრად სხვა მეგობარი მოდის და ჯავშანში მგზავრის ცვლილება 140 ლარი ღირს და კი გადაიხდის, მაგრამ მეც ხო არ მომიწევს მეთქი...

Posted by: dato_dato 26 Mar 2018, 13:08
Frankens†ein
QUOTE
და ეხლა მფლობელი აღარ მოდის.

მთავარია შენი ბილეთი დააცექინოს და თავისი არ გააუქმოს

Posted by: Frankens†ein 26 Mar 2018, 13:11
QUOTE (dato_dato @ 26 Mar 2018, 13:08 )
Frankens†ein
QUOTE
და ეხლა მფლობელი აღარ მოდის.

მთავარია შენი ბილეთი დააცექინოს და თავისი არ გააუქმოს

გაუქმებით არ აუქმებს, მაგრამ სხვა მეგობარი მოდის და ჯავშანში ცვლილების გადასახა140 ლარია და გადაიხდის და შეცვლის.
ანუ დისქაუნთ კლუბის წევრის სახელზე აღარ იქნება ჯავშანი.

დაჩექინებით მეც მაჩექინებს, ჯავშნის კოდს და გვარს რო ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არაა ჯავშანი, სქრინი რაც დავდე.
ჯერ არაა აპრილი, მაგრამ რო მოვა ხო დამაჩექინებს, რახან მიჩვენებს


რა ბანძი კომპანიაა ისე, არც მეილი არ აქვთ საკონტაქტო და არც ტელეფონის ნომერი, საქართველოში.

Posted by: dato_dato 26 Mar 2018, 13:16
Frankens†ein
QUOTE
გაუქმებით არ აუქმებს, მაგრამ სხვა მეგობარი მოდის და ჯავშანში ცვლილების გადასახა140 ლარია და გადაიხდის და შეცვლის.
ანუ დისქაუნთ კლუბის წევრის სახელზე აღარ იქნება ჯავშანი.

დაჩექინებით მეც მაჩექინებს, ჯავშნის კოდს და გვარს რო ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არაა ჯავშანი, სქრინი რაც დავდე.
ჯერ არაა აპრილი, მაგრამ რო მოვა ხო დამაჩექინებს, რახან მიჩვენებს

სავარაუდოდ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს დაგაცექინებს ჩვეულებრივად
* * *
სასიამოვნო გრძნობაა ხო???

user posted image

Posted by: Crazy_Sin 27 Mar 2018, 01:21
აუუუუ, რა მაინტერესებს იცით?
WIZZ Discount Club-ის წევრი ვარ, ვიყიდე ჩემთვის ბილეთები, ახლა კი ჩემს მეგობარსაც უნდა წამოსვლა.
შემიძლია, ჩემი მეგობარი დავამატო და ჩემი დისქაუნთით ვასარგებლო? 1+1 ხომ მაქვს, მაგრამ არ ვიცი შესაძლოა თუ არა შემდგომში თანამგზავრის დამატება

Posted by: system1ka 27 Mar 2018, 10:09
QUOTE
აუუუუ, რა მაინტერესებს იცით?
WIZZ Discount Club-ის წევრი ვარ, ვიყიდე ჩემთვის ბილეთები, ახლა კი ჩემს მეგობარსაც უნდა წამოსვლა.
შემიძლია, ჩემი მეგობარი დავამატო და ჩემი დისქაუნთით ვასარგებლო? 1+1 ხომ მაქვს, მაგრამ არ ვიცი შესაძლოა თუ არა შემდგომში თანამგზავრის დამატება

არა ვერ იყიდი მასე.. იმისთვის ცალკე მოგიწევს ბილეთის აღება დისქაუნთის გარეშე

Posted by: Alameda 27 Mar 2018, 12:06
dato_dato
მანდ ჩატენვა მოსულა, თუ თავისუფლად უნდა ჯდებოდეს? და კიდევ, სასწორიც აქვთ თუ მოცულობას ამოწმებენ მარტო?

Posted by: Gateways 27 Mar 2018, 12:41
QUOTE (ვივიანა @ 21 Mar 2018, 22:39 )
mikron23
მადრიდი არადა ბარსელონა იქნება მალე, უკვე ბილეთებიც იყიდება.

მე ავიღე თებერვალში ოქტომბრის ბარსელონა 270 ლარად biggrin.gif lol.gif


ბერლინი მინდა 1 მანამდე და ვეღარ გავჩითე ნორმალურ ფასში help.gif help.gif help.gif ვინმე თუ ვერ წახვალთ შემეხმიანეთ გადავიფორმებ user.gif

Posted by: dato_dato 27 Mar 2018, 13:00
Alameda
QUOTE
მანდ ჩატენვა მოსულა, თუ თავისუფლად უნდა ჯდებოდეს? და კიდევ, სასწორიც აქვთ თუ მოცულობას ამოწმებენ მარტო?

მთავარია ჩატენო biggrin.gif მე ბევრჯერ ცამიტენია წიხლით და მერე ამოძრობაზე მიწვალია მარა არაფერი უთქვამთ, აი ბოვეში რო არ ჩაეტია კი ამახიეს 40 ევრო biggrin.gif
სასწორი ქუთაისის აეროპორტის დესკის გარდა არსად მინახავს wink.gif

Posted by: ვივიანა 27 Mar 2018, 13:31
Gateways
11 ივნისსა მგონი იაფად ბერლინის ბილეთი, ნახე აბა.
უკან წამოსასვლელი არ ვიცი ოღონდ :დ


რიგა ვილნიუსი 400 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე სექტემბრიდან, გავგიჟდი, ამვრრც დორტმუნდი.

Posted by: Werner Voss 27 Mar 2018, 14:01
ვივიანა
QUOTE
რიგა ვილნიუსი 400 ლარზე ნაკლებად ვერ ვნახე სექტემბრიდან, გავგიჟდი, ამვრრც დორტმუნდი.

ძალიან ადრე და ძალიან გვიან ბილეთები ორივე ძვირია, ყველაზე ოპტიმალურ ფასს ასე 2-3 თვით ადრე აღწევსა, ანუ სექტემბრის ბილეთები ჯობია ზაფხულში იყიდო.

ზოგადად ვიზმა ძალიან აუშვა უკვე, ორმხრივი გზა 200-250 ლარად ძალიან ტკბილი მოგონებაა, ასე იცის მონოპოლიამ.

Posted by: Alameda 27 Mar 2018, 15:00
dato_dato
მადლობა.
აწონვისას რამე ცდომილება არის დასაშვები? თუ იცი.

Posted by: dato_dato 27 Mar 2018, 15:03
Alameda
QUOTE
აწონვისას რამე ცდომილება არის დასაშვები? თუ იცი.

არასდროს აუწონიათ ჩემი ბარგი smile.gif

Posted by: Crazy_Sin 27 Mar 2018, 21:20
system1ka
გრაციე smile.gif

Gateways
მე 6 ივნისს მივდივარ ბარსელონაში 107 ლარი მივეცი ბილეთში, 12-ში მადრიდიდან მაქვს ფრენა ბუდაპეშტში, ბილეთი 25 ევრო დამიჯდა, 14-ში ვბრუნდები და ეს უკანასკნელი 142 ლარი ღირდა smile.gif)))

Posted by: Gateways 28 Mar 2018, 00:35
Crazy_Sin
ძაან მაგარია ეგრე იაფად წინა სექტემბრის მერე ვეღარ ვიფრინე... მილანი მქონდა მაშინ ორივე გზა 40 ევროდ.
ვივიანა
ვნახეე ივნისის დასაწყისში 240 ლარი გამოდის დისქაუნთ ქლაბით ავიღებ ალბათ

Posted by: lamasia88 28 Mar 2018, 01:08
მასწავლით ვინმე როგორ ვიყიდო ბილეთი ? ბარსელონა მინდა ივნისი ივლისში როცა უფრო იაფი იქნება მაშინ მირჩევნია, და დაწყებითი კალის სკოლის მოსწავლეს ბილეთიც იგივე ფასია ?
კიდევ რაიმე რუკა ხომ არ არირს ონლაინ ან ისე, ბარსელონას და მადრიდის , ძველ თბილისში რო მოხვდე biggrin.gif ანუ ტაქსებმა არ გაგოიმონ და ღირსშესანიშაობებთან რაც სანახავია ახლოს იყო . smile.gif

Posted by: JSB14BSJ 28 Mar 2018, 22:13
Frankens†ein
QUOTE
რა ბანძი კომპანიაა ისე, არც მეილი არ აქვთ საკონტაქტო და არც ტელეფონის ნომერი, საქართველოში.

ხოდა შეატრიალე საკითხი რამდენიმე გრადუსით და დაინახავ სწორ პასუხს, ყველა რო კომპანიას და მოსამსახურეს და მიმწოდებელს და ორგანიზატორს აკრიტიკებთ:
კომპანია კი არაა ბანძი,
სახელმწიფოა ბანძი და უბანძესი
რომელიც
ვითომ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის გამო და სინამდვილეში იმის გამო, რო აქ შემომსვლელს ასიამოვნოს, იმასაც არ ავალდებულებს გადამზიდავს, რო ცოცხალი კავშირი ჰქონდეს მომხმარებელთან და ელემენტარულად მოქმედი ტელეფონი ჰქონდეს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობს, რათა მომხმარებელი რუბიკის კუბიკს არ ხსნიდეს ყოველ ჯერზე. მართლა ვერ არიან ეს ჩემისები (ჩვენებზე ვამბობ თორე ისინი რა, შემოვიდნენ და მუშაობენ და დარეკვა თუ დაგჭირდება, გწეწავენ მამაპაპურად და ვინაა მომკითხავი).



ონლაინრეგისტრაცია როგორ გავაკეთო? რამე წესი არსებობს? თუ მივყვე და ადვილია? როგორც გავიგე, რამე რო შემეშალოს, გამწეწავენ და იმიტომ ვკითხულობ, იქნებ რამე უნდა გავითვალისწინო და იცით დეტალურად.

Posted by: Entoz 29 Mar 2018, 19:38
გამარჯობა, ჩექინის შემდეგ რატომღაც Document Type-ში Passwport-ის მაგივრად Other Document არის მითითებული. რამე დაშავდება თუ იცით?

Posted by: mmm481 29 Mar 2018, 21:39
ქუთაისის აეროპორტში პარკინგის თემა როგორაა? ღირს მანქანის დატოვება 10 დღით? უსაფართხოა? ფასი რამდენია ხო არ იცით დღიური?

Posted by: Werner Voss 29 Mar 2018, 21:43
mmm481
QUOTE
ქუთაისის აეროპორტში პარკინგის თემა როგორაა? ღირს მანქანის დატოვება 10 დღით? უსაფართხოა? ფასი რამდენია ხო არ იცით დღიური?

ქუთაისის აეროპორტში მანქანის დატოვებაზე რამე საფრთხე არ მსმენია, 1 დღე 7 ლარი ღირს.

Posted by: wrangler7 29 Mar 2018, 21:45
mmm481
24 საათი 7 ლარი ღირდა, ბოლო დროს თუ შეცვალეს რამე არ ვიცი, უსაფრთხო რავი, დაცვა კი ჰყავს

Posted by: dddd4444 30 Mar 2018, 17:18
Pending Regulatory Approval
ეს რას ნიშნავს, 8 ში მაქვს ფრენა ქუთაისი -რიგა?

Posted by: madridman 30 Mar 2018, 17:21
dddd4444
მე 4-ში მაქვს და იგივე აწერია.
ეგ არაფერი არაა, ეგრე ეწერა რიგის პირველ რეისსაც და გაფრინდა ჩვეულებრივად

Posted by: dddd4444 30 Mar 2018, 17:24
madridman
იმედია... პირველად მივფრინავ ვიზეარით

Posted by: shshsh 13 Apr 2018, 17:51
ვიზმა ძაან გააძვირა ბილეთები ჩვენთან. სხვგან რატომ არაა ეგეთი მაღალი ფასები
* * *

Posted by: Alameda 16 Apr 2018, 19:39
სავარაუდოდ თვითმფრინავში დამივარდა რაღაც ნივთი, ჩემს სავარძელთან. ფანჯრისკენ ვიყავი და ერთ-ერთი ბოლო გამოვედი, ანუ ვერავინ აიღებდა.
სად ჯობია დავუკავშირდე? არის რამე შანსი დაბრუნების?
მეილით ჯობია თუ ტელეფონით?

Posted by: Werner Voss 16 Apr 2018, 20:28
Alameda
QUOTE
სავარაუდოდ თვითმფრინავში დამივარდა რაღაც ნივთი, ჩემს სავარძელთან. ფანჯრისკენ ვიყავი და ერთ-ერთი ბოლო გამოვედი, ანუ ვერავინ აიღებდა.
სად ჯობია დავუკავშირდე? არის რამე შანსი დაბრუნების?
მეილით ჯობია თუ ტელეფონით?

რომელ აეროპორტშიც ჩაფრენისას დაკარგე, იმ აეროპორტების დაკარგული ნივთების განყოფილებას უნდა მიმართო

Posted by: spider77 16 Apr 2018, 21:00
QUOTE
ვიზმა ძაან გააძვირა ბილეთები ჩვენთან. სხვგან რატომ არაა ეგეთი მაღალი ფასები

ბაზარი არეგულურებს ფასებს.
ქუთაისის აეროპორტიდან კონკურენტი არ ჰყავს და ეყიდება ყველა ბილეთი.

Posted by: Alameda 17 Apr 2018, 17:57
Werner Voss

მადლობა, მივწერ აეროპორტს

Posted by: RedBulla 17 Apr 2018, 18:02
QUOTE
ბაზარი არეგულურებს ფასებს.
ქუთაისის აეროპორტიდან კონკურენტი არ ჰყავს და ეყიდება ყველა ბილეთი.


yes.gif

Posted by: White88 19 Apr 2018, 15:32
გამარჯობა
ვიზ ეარის ბალანსზე მაქვს 34 ლარი და გამოტანა შესაძლებელია?

Posted by: system1ka 20 Apr 2018, 11:15
QUOTE
ვიზ ეარის ბალანსზე მაქვს 34 ლარი და გამოტანა შესაძლებელია?

ვერ გამოიტან და ვერც სხვას უყიდი ბილეთს თუ ერთი მგზავრი შენ არ ხარ



მოკლედ მეც მაქვს ანგარიშზე დაახლოებით 110 ევრო, თან ვარ დისქაუნთ კლუბის წევრი თუ ვინმეს სურვილი გაქვთ და არ გიყიდიათ ბილეთები შემიძლია 40 ევროს ფარგლებში ერთი გზა მხოლოდ გიყიდოთ 4 ბილეთამდე 10 დან 20 ევრომდე ერთ ბილეთზე. მსურველებმა მომწერეთ PM (ნებისმიერი მიმართულება თავად შეარჩიეთ)

Posted by: პაწა 20 Apr 2018, 12:10
ერთი ამ ვიზეარის მარკეტინგის ტიპი მანახა რა. 17 მიმართულება 11 ქვეყანაში უკვე 6 თვეა მოძველებულია

Posted by: White88 20 Apr 2018, 18:30
QUOTE
ვერ გამოიტან და ვერც სხვას უყიდი ბილეთს თუ ერთი მგზავრი შენ არ ხარ

გასაგებია,მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: belimbor 20 Apr 2018, 19:04
ერთი ასეთი კითხვა მაქვს მეგობრებო: 2 ბილეთი გვაქვს ლონდონის მიმართულებით. მე იაფიანი, 8 კილოგრამი ბარგით და არ მაქვს ადგილის არჩევის უფლება. ჩემს თანამგზავრს სრული ბილეთი აქვს, ბარგით და ადგილის არჩევით. ასევე პრიორიტეტული შესვლით. რამე გზა, რომ ერთად მოვხვდეთ, შეგიძლიათ მასწავლოთ? გმადლობთ წინასწარ

Posted by: wrangler7 20 Apr 2018, 19:12
belimbor
ვინმე თუ გაგიცვლის თვითონ ადგილზე

Posted by: belimbor 21 Apr 2018, 14:58
QUOTE (wrangler7 @ 20 Apr 2018, 19:12 )
belimbor
ვინმე თუ გაგიცვლის თვითონ ადგილზე

ანუ ჩემს თანამგზავრს ხომ აქვს პრიორიტეტული არჩევა. რომ დამიცადოს მე და გვერდით ადგილი აირჩიოს, არა?

Posted by: spider77 21 Apr 2018, 21:25
]
belimbor

QUOTE
დამიცადოს მე და გვერდით ადგილი აირჩიოს, არა?

მარშუტკა კი არაა თვითმფრინავში ასვლის მერე აირჩიოს ადგილი.
ადგილის განსაზღვრა ხდება მგზავრის რეგისტრაციისას.
ანუ თვითმფრინავში რო შედიხარ უკვე შენი ბილეთი კონკრეტულ ადგილზეა მიბმული, ყველას თავისი ადგილი აქვს.

თქვენ შემთხვევაში ერთი გამოსავალია.
ყველა რო დაჯდება თავის ადგილზე, მერე თხოვოთ ვინმეს, იქნებ გაგიცვალონ ადგილი.

Posted by: RedBulla 21 Apr 2018, 23:41
QUOTE
ადგილის განსაზღვრა ხდება მგზავრის რეგისტრაციისას.
ანუ თვითმფრინავში რო შედიხარ უკვე შენი ბილეთი კონკრეტულ ადგილზეა მიბმული, ყველას თავისი ადგილი აქვს.


yes.gif yes.gif

Posted by: dddd4444 24 Apr 2018, 17:46
მოკლედ ვერც მიწერ, ვერც პასუხს გაიგებ.

იცით რა მაინტერესებს, ვიფლუხქსიო თუ რაღაც ანუ ეგ პაკეტი თუ ვიყიდე, იქ წერია 32 კილო მაქს. მექნება ორი ჩანთა 17 იანი და 12იანი დაახლოებით და ეს 32 კილოიანი ერთი ხომ არ უნდა იყოს აუცილებლად? ვერსად ვერ ვნახე ეს

Posted by: _Pablo_ 27 Apr 2018, 19:57
ვინმემ თუ იცით, შესაძლებელია თუ არა ვიზეარში ასეთი რამ?
ჩავფრინდე ვარშავაში და უკან დავბრუნდე პრაღიდან ან თუნდაც ბერლინიდან? ეგ უფრო მაწყობს.

პ.ს. ანუ ერთი ბილეთი რო იყოს, წინ და უკან, ცალცალკე ვიცი, რომ შესაძლებელია.

Posted by: spider77 27 Apr 2018, 20:20
_Pablo_
QUOTE
ერთი ბილეთი რო იყოს, წინ და უკან,

QUOTE
შესაძლებელია თუ არა

არა.

Posted by: _Pablo_ 27 Apr 2018, 20:25
QUOTE (spider77 @ 27 Apr 2018, 20:20 )
_Pablo_
QUOTE
ერთი ბილეთი რო იყოს, წინ და უკან,

QUOTE
შესაძლებელია თუ არა

არა.

მადლობა.
ანუ ისევ ვარშავაში მომიწევს ჩამოპროწიალება facepalm.gif
სხვა ავიაკომპანიებს თუ შეუძლიათ ეგეთი რამ?

Posted by: Lorenziana 28 Apr 2018, 11:25
40-50 ევროდ რომ დაფრინავს ხალხი ევროპაში იქით-აქეთ, მასწავლეთ გზები როგორ ახერხებთ? smile.gif
fly.ge-ს ჩავუჯექი და და რავიცი 250 $-დან იწყება ფასები smile.gif


Posted by: Gateways 28 Apr 2018, 12:59
Lorenziana
ვიზეარით დავფრინავთ მაგრამ ეგეთი იაფი ვეღარაა. 200 +ლარიდან იწყება დაახლოებით რამდენიმე თვით ადრე თუ აიღებ + აქციებია და უნდა დაითრიო რა. ვიზეარს ჩაუჯექი.

Posted by: Lorenziana 28 Apr 2018, 18:45
Gateways
QUOTE
ვიზეარით დავფრინავთ მაგრამ ეგეთი იაფი ვეღარაა. 200 +ლარიდან იწყება დაახლოებით რამდენიმე თვით ადრე თუ აიღებ + აქციებია და უნდა დაითრიო რა. ვიზეარს ჩაუჯექი.

200 ლარსაც არაუშავს. ნიუსები სად ვნახო, მაგათ საიტზე თუ ფბ-ზე აქტიურობენ?

Posted by: ფაშისტი 29 Apr 2018, 09:14
მე და მეგობარი ჩავუჯექით და მადრიდი ქუთაისი 29 ევროდ ავიღე ))) ამაზე იაფადაც გამიგია

Posted by: dato_dato 29 Apr 2018, 10:53
12-ში ლარნაკაში ვინ მიფრინავს? wink.gif

Posted by: radonica 29 Apr 2018, 14:54
ვიზიარს 10 კილო აქვს ხელბარგი თითოეულ ადამიანზე, ეს ჩანთა აუცილებელია სალონში აიტანო თუ ბარგში ჩაბარებაც შეიძლება
* * *
იმისთვის რომ გვერდიგვერდ მოხვდე, აუცილებელია 6 7 ევროიანი ჯავშნის გაკეთება? სხვა გამოსავალი არაა?

Posted by: ChibsTelford 29 Apr 2018, 23:51
ბილეთი ვიყიდე ვიზეარის საიტზე და რა უნდა ამოვბეჭდო და წარვადგინო აეროპორტში?

Posted by: spider77 30 Apr 2018, 10:00
radonica
QUOTE
ვიზიარს 10 კილო აქვს ხელბარგი

ამ ჩანთას ბარგში არ ჩაგაბარებინებენ, ანუ სალონში უნდა აიტანო და შესაბამისად გარკვეულ ნივთებს ვერ ჩადებ (ნივთები რომელთა ატანაც თვითმფრინავის სალონში აკრძალულია).

QUOTE
იმისთვის რომ გვერდიგვერდ მოხვდე

ორივემ ერთდროულად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, იქ ადგილს უთითებ და აირჩევ გვერდი-გვეღდ.

ChibsTelford
ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარო და მერე გაგიხსნის ამოსაბეჭდ ბილეთს.

Posted by: ფაშისტი 30 Apr 2018, 13:35
spider77
ონლაინ რეგისტრაცია გაფრენამდე რამდენ ხანში უნდა გავიარო რომ ამობეჭდვა შევძლო?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Werner Voss 30 Apr 2018, 13:41
radonica
QUOTE
ვიზიარს 10 კილო აქვს ხელბარგი თითოეულ ადამიანზე, ეს ჩანთა აუცილებელია სალონში აიტანო თუ ბარგში ჩაბარებაც შეიძლება

ახალი კანონით ხელბარგის ბაგაჟში ჩაბარება შეგიძლია უკვე, თვითონ გეკითხებიან ჩაბარება ხომ არ გინდა, ზოგჯერ შეიძლება ძალითაც ჩაგაბარებინონ თუ სალონში უკვე ბევრმა აიტანა შენამდე.
QUOTE
იმისთვის რომ გვერდიგვერდ მოხვდე, აუცილებელია 6 7 ევროიანი ჯავშნის გაკეთება? სხვა გამოსავალი არაა?

თუ ბილეთები ერთი ექაუნთიდანაა ნაყიდი, ჩექ ინის დროს ავტომატურად მოგცემთ გვერდი გვერდ ადგილებს, დამატებით ადგილის ყიდვა არაა საჭირო.
ფაშისტი
QUOTE
ონლაინ რეგისტრაცია გაფრენამდე რამდენ ხანში უნდა გავიარო რომ ამობეჭდვა შევძლო?
დიდი მადლობა წინასწარ

გაფრენამდე 48 საათით ადრე იხსნება ჩექ ინი, თუ ადგილს იყიდი 1 თვით ადრე

Posted by: sაlოmეa 30 Apr 2018, 14:13
კიდევ კაი ბორდინგზე ადგილები დაიტანეს
თორე ადრე დასწრებაზე იყო
ლილოს მარშუტკასნაირად
biggrin.gif


ფაშისტი
QUOTE
მე და მეგობარი ჩავუჯექით და მადრიდი ქუთაისი 29 ევროდ ავიღე ))) ამაზე იაფადაც გამიგია

ერთი გზა?
ეგეთს ბევრჯერ გაარტყავ კიდე
მილანი იყიდა მეგობარმა 2 გზა 79 ლარად
ეგეც შენ
smile.gif)))

Posted by: spider77 30 Apr 2018, 15:17
Werner Voss
QUOTE
ახალი კანონით ხელბარგის ბაგაჟში ჩაბარება შეგიძლია უკვე, თვითონ გეკითხებიან ჩაბარება ხომ არ გინდა, ზოგჯერ შეიძლება ძალითაც ჩაგაბარებინონ თუ სალონში უკვე ბევრმა აიტანა შენამდე.

ეს არ ვიცოდი.


ყოველ შემთხვევაში, ვისაც ადგილი და 20 კგ. ბარგი წინასწარ აქვს ნაყიდი, იმას გარანტირებულად ააქვს ხელბარგი (10 კილოგრამიანი) ბორტზე.

Posted by: ფაშისტი 30 Apr 2018, 18:32
sაlოmეa
sაlოmეa
ეგეც შენ რა თქმაა.. ბოლოს ისიც მივაწერე რომ ამაზე იაფადაც გამიგიათქო. რა არის გასაკვირი, იყიდა და იყიდოს.. ღმერთმა კეთილად აფრინოს.
Werner Voss
დიდი მადლობა პასუხისათვის

Posted by: wrangler7 30 Apr 2018, 20:56
sაlოmეa
QUOTE
მილანი იყიდა მეგობარმა 2 გზა 79 ლარად

რანაირად,რამდენი ხნით ადრე? ბათუმი-თბილისის მატარებლის ფასია))

Posted by: sაlოmეa 30 Apr 2018, 22:51
ფაშისტი
QUOTE
ეგეც შენ რა თქმაა..

გავიხუმრე
მეგონა ცხადი იყო
wrangler7
QUOTE
რანაირად,რამდენი ხნით ადრე? ბათუმი-თბილისის მატარებლის ფასია))

კიკი კარგად უნდა ჩაუჯდე
მართლაცუფრო იაფი ღირს ზოგჯერ ქუთაისიდან ევროპებში ვიდრე თბილისიდან ქუთაისამე

Posted by: radonica 1 May 2018, 03:41
თუ ბილეთები ერთი ექაუნთიდანაა ნაყიდი, ჩექ ინის დროს ავტომატურად მოგცემთ გვერდი გვერდ ადგილებს, დამატებით ადგილის ყიდვა არაა

და რამდენი ხნით ადრე უნდა გავაკეთო ჩექინი?
* * *
ვისაც ადგილი და 20 კგ. ბარგი წინასწარ აქვს ნაყიდი, იმას გარანტირებულადხელბარგი (10 კილო
და ისე არ გაქ გარანტირებული 10კილო?

Posted by: spider77 1 May 2018, 13:07
radonica
QUOTE
და ისე არ გაქ გარანტირებული 10კილო?


https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/wizz-services/priority-boarding#/

user posted image

Posted by: dabige 2 May 2018, 11:41
12-ში მივფრინავ ქუთაისიდან კვიპროსში მაქვს 2 ადგილი მანქანაში ქუთაისამდე თუ ვინმეს დაგაინტერესებთ პმ

Posted by: oshi 3 May 2018, 15:32
მემინგენი-ქუთაისი და პირიქით ძალიან გავს ალბათ სენაკი-ლილოს ავტობუსს, ან რამეს მსგავსს.

Posted by: ChibsTelford 3 May 2018, 20:23
საზღვრის კვეთისას ხომ უნდა წარვადგინო ბანკიდან ამონაწერი რომ კონკრეტული რაოდენობის თანხა მაქვს. ხოდა, თუ ბარათზე მაქვს 350 ევრო და 1000ლარის სესხი, პრობლემა შემექმნება? ანუ სესხებს რამე გავლენა აქვთ?

Posted by: spider77 3 May 2018, 20:28
ChibsTelford
QUOTE
პრობლემა შემექმნება? ანუ სესხებს რამე გავლენა აქვთ?

არანაირი.

Posted by: ChibsTelford 3 May 2018, 20:29
კიდევ ერთი კითხვა smile.gif ჩექ-ინი რა არის? ფრენამდე ერთი თვით ადრე შევიძინე ბილეთი და ჩექ-ინზე არ დამიჭერია. ჩექ-ინზე უნდა გადავიდე, რომ ამოვბეჭდო ბილეთი?

Posted by: spider77 3 May 2018, 20:29


QUOTE
საზღვრის კვეთისას ხომ უნდა წარვადგინო

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგთხოვეს.


* * *
ChibsTelford
QUOTE
კიდევ ერთი კითხვა  ჩექ-ინი რა არის? ფრენამდე ერთი თვით ადრე შევიძინე ბილეთი და ჩექ-ინზე არ დამიჭერია. ჩექ-ინზე უნდა გადავიდე, რომ ამოვბეჭდო ბილეთი?

თუ ადგილიც შეძენილი გაქვს, მაშინ ეგრე ქენი. ჩექინს დააჭირე, გაიარე რეგისტრაცია ამოსაბეჭდი ბილეთიც გაიჩითება.

Posted by: ChibsTelford 3 May 2018, 20:41
spider77
ოკ, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: avto68 3 May 2018, 22:56
ChibsTelford
თუ ე.წ. Basic travel ligjt ბილეთი გაქვს შეძენილი, მაშინ ონლაინ რეგისტრაცია გაიარე აუცილებლად, სხვა შემთხვევაში აეროპორტში რეგისტრაციის საფასურს გადაგახდევინებენ.

Posted by: spider77 3 May 2018, 23:01
avto68
მე არ მიკითხავს ეგ დეტალები biggrin.gif

არსად არ მივფრინავ.

Posted by: flyhelp 4 May 2018, 16:12
გამარჯობათ

აღნიშნულ რეისებზე დაგვიანების ან გაუქმების გამო მგზავრებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია. დაუკავშირდით კომპანია Flyhelp-ს. www.flyhelp.ge

Wizz Air

21.11.2017 მემინგენი-ქუთაისი W6 6410
11.12.2017 ბერლინი-ქუთაისი W6 6408
11.12.2017 ქუთაისი-ბერლინი W6 6407
11.12.2017 ქუთაისი-მილანი W6 6411
11.12.2017 მილანი-ქუთაისი W6 6412
30.12.2017 მემინგენი-ქუთაისი W6 6410
30.12.2017 ქუთაისი-მემინგენი W6 6409
30.12.2017 ქუთაისი-ლარნაკა W6 6403
30.12.2017 ლარნაკა-ქუთაისი W6 6404
01.02.2018 დორტმუნდი-ქუთაისი W6 6406
01.02.2018 ქუთაისი-დორტმუნდი W6 6405
24.03.2018 ბუდაპეშტი-ქუთაისი W6 2247
24.03.2018 ქუთაისი-ბუდაპეშტი W6 2248

#getcompensationnow #flyhelp #მოითხოვეკომპენსაცია

Posted by: Shiva> 4 May 2018, 21:28
გამარჯობათ, რა ცნობაზეა აქ საუბარი?
https://imedinews.ge/ge/msoflio/58697/evropashi-uvizod-gasamgzavreblad-nebartvis-migeba-da-7-evros-gadakhda-savaldebulo-khdeba
"ევროპაში უვიზოდ გასამგზავრებლად, ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა სავალდებულო ხდება"
20 მაისს გასამგზავრებელ ფრენას შეეხება ეს ცვლილება?

Posted by: wrangler7 4 May 2018, 22:21
Shiva>
დაიკიდე, 2020 წელს შედის ეგ ცვლილება ძალაში

Posted by: spider77 4 May 2018, 23:25
Shiva>
სტატიას ბოლომდე არ კითხულობთ ხოლმე?

Posted by: Shiva> 6 May 2018, 17:15
wrangler7
უი ეხლა შევამჩნიე up.gif მადლობა

spider77
ხან როგორ ხან როგორ, გამომრჩა ამ შემთხვევაში, ბოდიში smile.gif

Posted by: siml11 6 May 2018, 20:01
.......................................................................

Posted by: Primrose 8 May 2018, 08:38
flyhelp

QUOTE
21.11.2017 მემინგენი-ქუთაისი W6 6410
11.12.2017 ბერლინი-ქუთაისი W6 6408
11.12.2017 ქუთაისი-ბერლინი W6 6407
11.12.2017 ქუთაისი-მილანი W6 6411
11.12.2017 მილანი-ქუთაისი W6 6412
30.12.2017 მემინგენი-ქუთაისი W6 6410
30.12.2017 ქუთაისი-მემინგენი W6 6409
30.12.2017 ქუთაისი-ლარნაკა W6 6403
30.12.2017 ლარნაკა-ქუთაისი W6 6404
01.02.2018 დორტმუნდი-ქუთაისი W6 6406
01.02.2018 ქუთაისი-დორტმუნდი W6 6405
24.03.2018 ბუდაპეშტი-ქუთაისი W6 2247
24.03.2018 ქუთაისი-ბუდაპეშტი W6 2248


ასე ხშირად ხდება გაუქმება რეისების? მე მივფრინავ 5 ივნისს მემინგენში

Posted by: dato_dato 8 May 2018, 11:47
12-ში მივფრინავ გაგიყოლოთ ვინმე ქუთაისამდე?? wink.gif

Posted by: ფრანკო 8 May 2018, 18:05
23 - 30 მაისს მაქვს ქუთაისი-დორტმუნდი-ქუთაისის ბილეთები ვინმეს თუ უნდა ყიდვა შემეხმიანეთ.

Posted by: xuzain 8 May 2018, 18:37
ქუთაისი-პარისის ბილეთების ყიდვა მინდა და როდის არის ხოლმე ფასდაკლებები ან რამდენ ხანში ერთხელ?

Posted by: spider77 8 May 2018, 18:44
ფრანკო
QUOTE
3 - 30 მაისს მაქვს ქუთაისი-დორტმუნდი-ქუთაისის ბილეთები ვინმეს თუ უნდა ყიდვა შემეხმიანეთ.

მე არ მჭირდება, მაგრამ უბრალოდ დამაინტერესა, ვთქვათ ვინმეს მოუნდა, როგორ უნდა გადაიფორმოს?

Posted by: GunsN 9 May 2018, 08:30
სექტემბერში მინდა კვიპროსის ბილეთი და ეხლა გაძვირდა ზუსტად, არადა ჯერ რადროს სექტემბერია. არის შანსი რო გაიაფდეს კიდევ?

Posted by: AGENT007 9 May 2018, 09:13
GunsN
ყველაზე კაი პერიოდი ყიდვისთვის არის 10-6 კვირით ადრე. მანამდე და მას მერე ძვირდება

Posted by: radonica 9 May 2018, 12:41
ჩექინი რამდენი ხნით ადრე უნდა გავაკეთო? და. ბილეთებიც დაჩექინების მერე უნდა ამოვბეჭჟო ხო?

Posted by: GunsN 9 May 2018, 13:46
AGENT007
აბა დაველოდები ივნისს, იქნებ ცოტა დაეცეს ფასები.

Posted by: system1ka 9 May 2018, 14:15
მეგობრებო ვიზეარის ანგარიშზე მაქვს დაახლოებით 110 ევრო, თან ვარ დისქაუნთ კლუბის წევრი თუ ვინმეს სურვილი გაქვთ და არ გიყიდიათ ბილეთები შემიძლია 40-50 ევროს ფარგლებში გიყიდოთ ბილეთი ფასდაკლებით. მხოლოდ ერთი გზა 2 დან 4 ბილეთამდე. მსურველებმა მომწერეთ PM

Posted by: ვივიანა 10 May 2018, 01:02
system1ka
დისქაუნთს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებ თუ შენც წახვალ.

Posted by: dato_dato 10 May 2018, 13:14
QUOTE
12-ში მივფრინავ გაგიყოლოთ ვინმე ქუთაისამდე?? 


Posted by: ფრანკო 10 May 2018, 15:02
spider77

რაღაც თანხა ღირს 40 ევრო მგონი და აფორმებ სხვაზე.

Posted by: system1ka 10 May 2018, 23:02
QUOTE
system1ka
დისქაუნთს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებ თუ შენც წახვალ.

ვიყიდი და არ წავალ მიღირს ბილეთის გადაგდება

Posted by: AIX-500 11 May 2018, 04:15
ვიზეარზე, რატომ ვერ კეთდება გადაჯდომიანი ბილეთები? ყოველ შემთხვევაში საიტზე ვერ ვნახე.

Posted by: GEORGIA007 12 May 2018, 01:49
system1ka
Shveicariidan kerdzod jenevidan daaxlovebit ra dajdeba tvis bolosken bileti sakartvelosken?

Posted by: dato_dato 12 May 2018, 15:29
რა მოხდა ქუთაისი ვროცლავის რეისზე ხო არ იცით? 1 საათზე მეტი ტრიალებდა რადარის მიხედვით კოპიტნარის თავზე და მგონი დაჯდა აეროპორტში უკან

Posted by: Werner Voss 12 May 2018, 15:57
dato_dato
QUOTE
რა მოხდა ქუთაისი ვროცლავის რეისზე ხო არ იცით? 1 საათზე მეტი ტრიალებდა რადარის მიხედვით კოპიტნარის თავზე და მგონი დაჯდა აეროპორტში უკან

ვროცლავზე არ ვიცი, მაგრამ ბევრი რეისია გადადებული, როგორც თქვეს თვითმფრინავს მეხმა დაარტყა, ალბათ ქუთაისში ბაზირებულს და რომელ რეისებსაც ეს თვითმფრინავი ასრულებს ვერ ხორციელდება.

Posted by: dato_dato 12 May 2018, 23:04
მე ლარნაკათი გამოვფრინდი დღეს და 3 საათზე მეტი დააგვიანა

Posted by: Primrose 13 May 2018, 08:32
QUOTE
ვროცლავზე არ ვიცი, მაგრამ ბევრი რეისია გადადებული, როგორც თქვეს თვითმფრინავს მეხმა დაარტყა, ალბათ ქუთაისში ბაზირებულს და რომელ რეისებსაც ეს თვითმფრინავი ასრულებს ვერ ხორციელდება.


მეხიც ეხლა დაეცემა, ქარაშოტშიც მოყვება და ყველაფერი ეხლა მოუბა, როცა მე ვარ გასაფრენი.

Posted by: system1ka 14 May 2018, 10:17
QUOTE
Shveicariidan kerdzod jenevidan daaxlovebit ra dajdeba tvis bolosken bileti sakartvelosken?


შვეიცარიიდან არ დაფრინავს ვიზეარი. ყველაზე ახლო აეროპორტი მილანის ან მემინგენის

Posted by: oshi 16 May 2018, 18:40
უკაცრავად სენაკი-მემინგენის რეისზე ჩერეზ მიუნხენით თუ მოდიხართ, ქენით მადლი და წამომიღეთ ხუთი კილო ალუჩა, კბილების მოკვეთამდე უნდა ვჭამოbiggrin.gif

Posted by: Bestpc 20 May 2018, 12:46
wizzair discount club-ით შევიძინე ბარსელონას ბილეთები მაგრამ ვეღარ ვახერხებ წასვლას და გაუქმებაზე ან შეცვლაზე რა იცით ?
მე როგორც ვნახე გადაცვლაზე თითო რეისზე 35 ევრო უნდა

Posted by: ინდიგო 23 May 2018, 22:08
ხომ არ იცით, შემიძლია ვიზეარის 10 კილოიანი ხელბარგი ჩემი ნებით ჩავაბარო ბორდინგზე და სალონში არ ავიტანო? ისეთი რაღაცების წაღება მინდა, რაც სალონში აკრძალულია sad.gif საიტზე არ უწერიათ გასაგებად და გამოცდილება როგორ გაქვთ?

Posted by: Frankens†ein 23 May 2018, 22:40
QUOTE (ინდიგო @ 23 May 2018, 22:08 )
ხომ არ იცით, შემიძლია ვიზეარის 10 კილოიანი ხელბარგი ჩემი ნებით ჩავაბარო ბორდინგზე და სალონში არ ავიტანო? ისეთი რაღაცების წაღება მინდა, რაც სალონში აკრძალულია sad.gif საიტზე არ უწერიათ გასაგებად და გამოცდილება როგორ გაქვთ?

წესით კი.
თვითონ გთავაზობენ ხო არ გინდათ ჩაბარებაო.

საიტზე ვერაფერს გაიგებ.
ქუთაისის აეროპორტში დარეკე და მანდ გეტყვიან დაზუსტებულ პასუხს.

Posted by: sაlოmეa 23 May 2018, 23:03
Bestpc
რა თარიღებზე გაქვს ნაყიდი ?
და რამდენად?
რამდენი ბილეთI?

Posted by: ინდიგო 24 May 2018, 13:13
QUOTE (Frankens†ein @ 23 May 2018, 22:40 )
QUOTE (ინდიგო @ 23 May 2018, 22:08 )
ხომ არ იცით, შემიძლია ვიზეარის 10 კილოიანი ხელბარგი ჩემი ნებით ჩავაბარო ბორდინგზე და სალონში არ ავიტანო? ისეთი რაღაცების წაღება მინდა, რაც სალონში აკრძალულია sad.gif საიტზე არ უწერიათ გასაგებად და გამოცდილება როგორ გაქვთ?

წესით კი.
თვითონ გთავაზობენ ხო არ გინდათ ჩაბარებაო.

საიტზე ვერაფერს გაიგებ.
ქუთაისის აეროპორტში დარეკე და მანდ გეტყვიან დაზუსტებულ პასუხს.

დიდი მადლობა smile.gif)
ქუთაისში მითხრეს, რომ ადრე უნდა მოხვიდეო, რომ წინ დაიკავო რიგი და შეძლო ჩაბარებაო, თუარადა შეიძლება მოგიწიოს ბორტზე ატანაო


Posted by: Frankens†ein 24 May 2018, 13:44
QUOTE (ინდიგო @ 24 May 2018, 13:13 )
QUOTE (Frankens†ein @ 23 May 2018, 22:40 )
QUOTE (ინდიგო @ 23 May 2018, 22:08 )
ხომ არ იცით, შემიძლია ვიზეარის 10 კილოიანი ხელბარგი ჩემი ნებით ჩავაბარო ბორდინგზე და სალონში არ ავიტანო? ისეთი რაღაცების წაღება მინდა, რაც სალონში აკრძალულია sad.gif საიტზე არ უწერიათ გასაგებად და გამოცდილება როგორ გაქვთ?

წესით კი.
თვითონ გთავაზობენ ხო არ გინდათ ჩაბარებაო.

საიტზე ვერაფერს გაიგებ.
ქუთაისის აეროპორტში დარეკე და მანდ გეტყვიან დაზუსტებულ პასუხს.

დიდი მადლობა smile.gif)
ქუთაისში მითხრეს, რომ ადრე უნდა მოხვიდეო, რომ წინ დაიკავო რიგი და შეძლო ჩაბარებაო, თუარადა შეიძლება მოგიწიოს ბორტზე ატანაო

არადა პირიქითაა როგორც წესი.
ბორტზე რო აღარ ეტევა, მაგ დროს გთავაზობენ ბარგში ჩაბარებას.

ყველა შემთხვევაში ურჩევნიათ ბარგში ჩააბარო ვიდრე ბორტზე აიტანო...

Posted by: barcabarcabarca 24 May 2018, 14:14
ყოველი გამგზავრების წინ ვსვამ ამ კითხვას და ვინაიდან პასუხი ვერ მივიღე, კიდევ დავსვამ ;დ

ევროპაში მესაზღვრეს აქვს უფლება მოგთხოვოს ფულის ჩვენება, დღეზე 50 ევრო ხომ?
ხოდა არ მინდა მთელი თანხის ჯიბით ტარება, არსებობს საფრთხეები ბოლო-ბოლო.
ბარათზე რომ მქონდეს და ბარათი ვაჩვენო, სიტყვაზე მენდობა? ბარათი მთელს დედამიწას აქვს.
თუ აქვთ საშუალება შემოწმების რამდენი თანხაა ბარათზე?

ვინმეს გიჩვენებიათ ბარათი? რა პროცედურებია?

მადლობა

Posted by: sაlოmეa 24 May 2018, 14:30
barcabarcabarca
იქვე რაღაცა მაყიდინესო
და ქვითარს უყურებენო
აღარ ვიცი თუმართალია

Posted by: spider77 25 May 2018, 07:44
barcabarcabarca
QUOTE
ევროპაში მესაზღვრეს აქვს უფლება მოგთხოვოს ფულის ჩვენება, დღეზე 50 ევრო ხომ?

კი.

barcabarcabarca
QUOTE
თუ აქვთ საშუალება შემოწმების რამდენი თანხაა ბარათზე?

არა და.იმისთვის, რო დარწმუნდეს ზედ ფული გაქვს თუ არა, შეიძლება მოგთხოვოს ბანკიდან ცნობა, რომ გაქვს.ფული.
ამიტომ ცნობა იქონიე აუცილებლად.

Posted by: oldgio 25 May 2018, 09:09
სანამ ვიზობანა იყო, საკონსულოებში მიმქონდა ბანკის ბოლო 3 თვის ამონაწერი, სადაც მიმდინარე ბალანსიც იყო ასახული. ამის საფუძველზე ასკვნიდნენ, გადახდისუნარიანი ვიყავი თუ არა მივლინების რამდენიმე დღის მანძილზე. ახლაც ასე იქნება ალბათ. ამონაწერი და იალაა...

Posted by: natuka_ra 25 May 2018, 15:32
barcabarcabarca

ძირითადად არავის ამ კუთხით არასდროს ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, უვიზო რეჟიმით ალბათ 4-5 ჯერ ვარ უკვე გასული.
ვიზიანობის დროს მახსენდება ორი ან სამი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ მკითხა ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის ხარჯების დასაფარი თანხა ხომ გაქვთო, ძალიან თავაზიანად და ალბათ ოფიციალობის დასაცავად. ესე რომ ვინმესთვის თანხა გადაეთვალოთ და 10 ევრო გაკლია ან ბარათის შემოწმება დაეწყოთ არ გამიგია.

Posted by: GEORGIA007 25 May 2018, 15:45
QUOTE
ვინმესთვის თანხა გადაეთვალოთ და 10 ევრო გაკლია ან ბარათის შემოწმება დაეწყოთ არ გამიგია.

Meored shesvlaze me gadamatvlevines mara dazgveva da javshanit ar dainteresebula,arada pirvel shesvlaze fuli saertod ar dautvlia , ver gaigeb gaachnia mesazgvres yoveli shemtxvevistvis mainc unda gkondes

Posted by: zigfried 26 May 2018, 20:37
ზურგჩანთა რა ზომის უნდა იყოს მაქსიმუმ ბრატცი იცით რამე მაგაზე?

Posted by: gtsrikisvilis 26 May 2018, 21:08


მაქს 10kg (55 x 40 x 23 cm)
zigfried

Posted by: saba.m 31 May 2018, 11:31
ფასების შესაბამისი მომსახურება აქვთ, ცოტა უპასუხისმგებლოები არიან

Posted by: თამროთამარა 1 Jun 2018, 00:51
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში რა დადის? ლინკი თუ იცით ჩამიგდეთ რაა

Posted by: ninoto 1 Jun 2018, 19:43
თამროთამარა
QUOTE
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში რა დადის? ლინკი თუ იცით ჩამიგდეთ რაა

http://www.georgianbus.com/

smile.gif

Posted by: თამროთამარა 3 Jun 2018, 01:45
ninoto
მადლობა დიდი.

.....................

Posted by: ქართლოსი 3 Jun 2018, 21:59
იმ ამბების მერე რა ხდება ამ ფირმაში ???

============================================

Posted by: Romeru_Lukaku 8 Jun 2018, 03:06
მაგარი ბანძი კომპანიააააა , yes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: dato_dato 8 Jun 2018, 10:32
ძალიან მაგარი კომპანიაა, მადლობა ვიზეირს, მათი წყალობით ბევრს დავფრინავ თან კომფორტულია პირდაპირი გადაფრენები

Posted by: Romeru_Lukaku 9 Jun 2018, 02:11
dato_dato
ვიზეარით კომფორტულად მგზავრობ ძმაო ? rolleyes.gif wink.gif

Posted by: shaka4 10 Jun 2018, 16:27
16 ში wizz-air ით ბუდაპეშტში არავინ მოდიხართ? biggrin.gif

Posted by: dato_dato 11 Jun 2018, 11:06
Romeru_Lukaku
QUOTE
ვიზეარით კომფორტულად მგზავრობ ძმაო ?   

კი საკმაოდ, სტამბულში გადაჯდომებს ყველაფერი მირჩევნია wink.gif smile.gif

Posted by: framoj 11 Jun 2018, 12:33
ფასდაკლება როდის იქნება, კბილები მიკაწკაწებს უკვე.

Posted by: Mogul 12 Jun 2018, 16:23
მოგესალმებით!

ვინმეს Wizz Air-ის ბილეთები საბანკო გადარიცხვით გიყიდიათ? "თიბისი" ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვით (ლარით ანგარიშსწორების ანგარიში აქვთ მითითებული). და თუ გიყიდიათ, მალევე გაკეთდა ტრანზაქცია? წესით "თიბისიდან" "თიბისიზე" გადარიცხვა მომენტალურია.

დიდი მადლობა.

Posted by: onlyfighter 12 Jun 2018, 21:38
Mogul

კი, ზუსტად მასე ვიყიდე ტიბისითი შარშან, ეგრევე ჩამოჭრა თანხა

Posted by: Mogul 13 Jun 2018, 16:57
onlyfighter

მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: makratela 14 Jun 2018, 12:03
გამარჯობა

პირველად მივდივართ 2 ადამიანი ვიზეარით ივლისში 4 დღე, ვინც გამოცდილები ხართ მითხარით თითოეულს უნდა გვქონდეს 200ევრო თუ შესაძლებელია 300 ორივეს??
და
მეორე კითხვასაც აქ დავწერ, სხვა თემაში დავწერე და არავინ შემოდის და იქნებ მირჩიოთ

ბუკინგზე დავჯავშნე ბინა, 2 დღე უფასოა დაქენსელება, პირველად ვიყიდე და დახმარება მჭირდება, ვერ ვხედავ საიტზე სადმე თუ არის მითითებული როდემდე უნდა გადავიხადო სასტუმროს ფული, თუ ქეშად უნდა მივცე ჰოსტი ვინცაა იმას? დამეხამრეთ რა

Posted by: dato_dato 14 Jun 2018, 13:02
ათენში ბილეთის ამობეჭვდა აუცილებელია თუ იცით? მობილურით არ წავა?

Posted by: radonica 16 Jun 2018, 19:39
ჩექინის დროს ბარგის დამატება შეიძლება?

Posted by: the godfather 2 24 Jun 2018, 21:49
გამარჯობათ
დღეს საიტზე შევიძინე 3 ბილეთი 5ივლისის, რა სახელითაც აქაუნთი შევქმენი იყო ზურა სუთიძე,რეალურად სოლომონი წერია თUრმე პირდობაში,ხოდა მაინტერესებს ამ სახელის შეცვლა ეხლა აუცილებელია თუ 5ივლისამდე 2დღით ადრე როცა რეგისტრაცია იქნება მაშIნ თუ შეიცვლება უპრობლემოდ?

Posted by: ბეჟანბეჟანი 24 Jun 2018, 22:24
QUOTE (Mogul)
ვინმეს Wizz Air-ის ბილეთები საბანკო გადარიცხვით გიყიდიათ? "თიბისი" ბანკის ანგარიშზე ლარის გადარიცხვით (ლარით ანგარიშსწორების ანგარიში აქვთ მითითებული). და თუ გიყიდიათ, მალევე გაკეთდა ტრანზაქცია? წესით "თიბისიდან" "თიბისიზე" გადარიცხვა მომენტალურია.

როგორც ვიცი, საბანკო გადარიცხვა დაშვებულია თუ ბილეთს ყიდულობ სულ ცოტა 1 თვით ადრე გაფრენამდე. უფრო ახლო დროისთვის მხოლოდ ბარათით.
QUOTE (radonica)
ჩექინის დროს ბარგის დამატება შეიძლება?

შეიძლება და ფასიც ემატება.
makratela
QUOTE
პირველად მივდივართ 2 ადამიანი ვიზეარით ივლისში 4 დღე, ვინც გამოცდილები ხართ მითხარით თითოეულს უნდა გვქონდეს 200ევრო თუ შესაძლებელია 300 ორივეს??
და
მეორე კითხვასაც აქ დავწერ, სხვა თემაში დავწერე და არავინ შემოდის და იქნებ მირჩიოთ

თუ სასტუმრო გადახდილი გაქვს, 4 დღეში 300 ევრო გეყოფათ.
საზღვარზე შეიძლება საერთოდ არაფერი გთხოვონ. თუ დაეჭვდნენ, შეიძლება ტრუსიანად გაგსინჯონ.
QUOTE (framoj)
ფასდაკლება როდის იქნება, კბილები მიკაწკაწებს უკვე.

წინასწარ ვერ გაიგებ. ფასდაკლება და ფასმეტობა დამოკიდებულია მოცემულ რეისზე გაყიდული ბილეთების რაოდენობასა და გაფრენამდე დარჩენი დროზე.
* * *
Romeru_Lukaku
QUOTE
ვიზეარით კომფორტულად მგზავრობ ძმაო ?

მუსიკა და კინოები ტელეფონში მაქვს. ადგილების სიგრძე-სიგანე არავისზე ნაკლები არ აქვს, თვითმფრინავში არ ვჭამ და სხვა რაა საჭირო კომფორტული მგზავრობისათვის? ჰო, თვითმფრინავის სიჩქარე, სიმაღლე და ადგილმდებარეობა თუ არ მეცოდინება, დიდი არაფერი. ნუ, ტრაპზეც ავივლი რამოდენიმე საფეხურს...

Posted by: S_U_S_E 25 Jun 2018, 08:38
Wizz Air меняет правила перевозки багажа. Провоз ручной клади в салоне станет платным

https://itc.ua/news/wizz-air-menyaet-pravila-perevozki-bagazha-provoz-ruchnoy-kladi-v-salone-stanet-platnyim/

ჩვენთან რა ხდება?

Posted by: aloha__ 26 Jun 2018, 14:12



ვიზეარის ბილეთების გაყიდვა შეიძლება?

ვიყიდე და მგონი აღარ მივდივარ.


კომპეტენტურები გამომეხმაურეთ

Posted by: Werner Voss 26 Jun 2018, 14:44
aloha__
QUOTE
ვიზეარის ბილეთების გაყიდვა შეიძლება?

ვიყიდე და მგონი აღარ მივდივარ.


კომპეტენტურები გამომეხმაურეთ

გაყიდვა შეიძლება, ოღონდ სხივს სახელზე გადაფორმებ 45 ევრო ღირს
* * *
S_U_S_E
QUOTE
Wizz Air меняет правила перевозки багажа. Провоз ручной клади в салоне станет платным

https://itc.ua/news/wizz-air-menyaet-pravil...tanet-platnyim/

ჩვენთან რა ხდება?

იცვლება ყველგან, თუ პრიორიტეტული ჩასხდომა არ გვაქ ნაყიდი სალონში ბარგს ვერ ავიტანთ.

Posted by: the godfather 2 26 Jun 2018, 14:59
Werner Voss
QUOTE
გაყიდვა შეიძლება, ოღონდ სხივს სახელზე გადაფორმებ 45 ევრო ღირს

როგორ უნდა მოახდინო ეს ყოველივე?

Posted by: Werner Voss 26 Jun 2018, 15:13
the godfather 2
QUOTE
როგორ უნდა მოახდინო ეს ყოველივე?

საიტიდან, შენი ექაუნთიდან უნდა შეცვალო

Posted by: the godfather 2 26 Jun 2018, 15:35
Werner Voss
(თქვენი სახელის შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან ერთ-ერთი მგზავრი უნდა იყოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის) ამას წერს და არ მაცვლევინებს სახელს
,დანარჩენი ორი მგზავრის სახელი იცვლება ჩვეულებრივად

Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Jun 2018, 15:39
ჰმ, პრიორიტეტული ჩასხდომა 18 ლარიო ლონდონის რეისზე
user posted image

Posted by: Alexander1 26 Jun 2018, 17:29
მოგესალმებით, ბოთლის ღვინის წაღება თუ შეიძლება?

Posted by: aloha__ 28 Jun 2018, 11:43


მეც უკვე გადავწყვიტე რომ აღარ მივდივარ, 26 ივლისის 2 ბილეთი მაქვს ქუთაისი ათენის რეისზე, თუ ვინმეს გინდათ, შემეხმიანეთ, რაც ეხლა ღირს, იმაზე 100 ლარით იაფად მოგცემთ (რაც გადავიხადე, + გადაფორმების 45 ევრო), ჩემთვის მთავარია ჩემი ფული ამოვიღო, მეტი არ მაინტერესებს

Posted by: keme-keme 30 Jun 2018, 17:17
მოგესალმებით.ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო ჩემ რეისზე, 2 ივლისს მაგრამ საჭირო გრაფას არ მოხსნის რომ შევიდა და შევავსო ამოსაბეჭდად.როგორ მოვიქცე ? გქონიათ ასეთი შემთხვევა? ბერლინში ვრეკავ ვიზიარის ცხელ ხაზზე და არ ავტომოპასუხე ირთვება. როგორ მოვიქცე დამაკვალიანოს ვინმემ.

Posted by: the godfather 2 30 Jun 2018, 17:41
keme-keme
0706777483 ამ ნომერზე დაველაპარაკე ინგლისურად და რუსულად მოლაპარაკე ოპერატორი მოვითხოვე,მომცეს ნომერი და ადამიანურად დაველაპარაკე და რაც პრობლემა იყო ყველაფერზე დამეხმარა.

Posted by: Werner Voss 30 Jun 2018, 20:51
the godfather 2
QUOTE
(თქვენი სახელის შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან ერთ-ერთი მგზავრი უნდა იყოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის) ამას წერს და არ მაცვლევინებს სახელს
,დანარჩენი ორი მგზავრის სახელი იცვლება ჩვეულებრივად

ფასდაკლების კლუბის წევრი ხარ ალბათ და მაგ ფასდაკლებით იყიდე, ამ შემთხვევაში ეგეთი წესი აქვს ვიზ ეარს, რომ ერთი მგზავრი აუცილებლად შენ უნდა იყო, მაგიტომ ვერ ცვლი შენ სახელს

Posted by: the godfather 2 1 Jul 2018, 00:13
Werner Voss
როცა დავრეგისტრირდი, არაფერი არ მომთხოვა, არც პირადობა,არც წელი არაფერი,მეგონა ბილეთების დათრევისას ჩაიწერებოდა ყველაფერი და ის სახელი რაც პირადობაში არ წერია, რამოდენიმე ასოს უფასოდ შევცვლითო და მთლიან სახელზე 266გელა დამიჯდა

ბდდშვც

Posted by: keme-keme 1 Jul 2018, 16:42
the godfather 2
მადლობა მოვაგვარე. გვიან საიტმა გახსნა დაბილეთები ამოვბეჭდე.

Posted by: თამროთამარა 1 Jul 2018, 21:03
ფუ რა დებილი ავიახაზია.
ბილეთი იაფია, მარა ბარგი, ადგილი, ჩექ ინი ყ ელაფერი ფასიანია და თურქეთის ავიახაზის ფასი კი გამოდის საერთო ჯამში და პლიუს სერვისი 0.


Posted by: marimari11 1 Jul 2018, 21:20
თამროთამარა
ჩექინი უფასოა 24 საათით ადრე
ადგილს არავინ ირჩევს მგონი :დ
ვიზეარის მგზავრებიც უმეტესად ბარგს არ ყიდულობენ და ათი კილოთი დადიან
ეგაა ვიზეარის აზრი რომ შეგიძლია ფული დაზოგო

Posted by: the godfather 2 1 Jul 2018, 22:58
marimari11
თამროთამარა
ეს ჩექინი რა თემაა გამარკვიეთ რა
სამი ბილეთი დავჯავშნე, მერე რეგისტრაციაც გავიარე რამოდენიმე დღეში,ამოსაბეჭდი რამე რუმეებიც გაიჩითა და ამოვბეჭდი ხვალ, 5ში მივდივართ. სასტუმროც დავჯავშნე ერთი დღით.

p.s. წასვლაწამოსვლის pdf და html ორივე უნდა ამოვბეჭდო??

Posted by: Werner Voss 1 Jul 2018, 23:12
the godfather 2
QUOTE
როცა დავრეგისტრირდი, არაფერი არ მომთხოვა, არც პირადობა,არც წელი არაფერი,მეგონა ბილეთების დათრევისას ჩაიწერებოდა ყველაფერი და ის სახელი რაც პირადობაში არ წერია, რამოდენიმე ასოს უფასოდ შევცვლითო და მთლიან სახელზე 266გელა დამიჯდა

ექაუნთის რეგისტრაციისას სახელი და გვარი არასწორად ჩაწერე? დაბადების წელი, პასპორტის ნომერი და ა.შ უშუალოდ ჩექ ინის დროს იწერება
QUOTE
ეს ჩექინი რა თემაა გამარკვიეთ რა
სამი ბილეთი დავჯავშნე, მერე რეგისტრაციაც გავიარე რამოდენიმე დღეში,ამოსაბეჭდი რამე რუმეებიც გაიჩითა და ამოვბეჭდი ხვალ, 5ში მივდივართ. სასტუმროც დავჯავშნე ერთი დღით

ხოდა რა ჩექინი რის ჩექინი იქნებ გამარკვიოთ, ან არის რამე რაც არ გავაკეთე კიდე?!

ჩექ ინი იგივე რეგისტრაციაა, ანუ იმას ნიშნავს, რომ გაფრენამდე 48 საათით ადრე, ან თუ ადგილს იყიდი 30 დღით ადრე გაძლევს შესავსებ ფორმას, სადაც წერ შენი პასპორტის მონაცემებს და გაძლევს შტრიხკოდიან ბილეთს.

Posted by: the godfather 2 1 Jul 2018, 23:33
Werner Voss
QUOTE
ექაუნთის რეგისტრაციისას სახელი და გვარი არასწორად ჩაწერე? დაბადების წელი, პასპორტის ნომერი და ა.შ უშუალოდ ჩექ ინის დროს იწერება

როცა არ მომთხოვა არაფერი პირადი ჩასაწერი უბრალოდ არარ მიფიქრია პირადობის სახელზე,ანუ ბიძაჩემია და ზურას ეძახის ყველა, ხოდა სოლომონი უწერია პირადობაში

მე ის გამიტყდა რომ ჩემი კარტა ბავშვმა აიღოს, რეგისტრაცია ესე მარტივად გაიაროს(პირადობის ნომრის,წლოვანების გარეშე და ა.შ.),იმაიმონოს ყველაფერს დააკლიკოს, ამის შემდეგ ჩაზაწეროს კარტის ნომერი და ვუალაა ფულს ესე მარტივად გახევს
ანალოგიურად შევცდი რო ვიფიქრე მერე ჩამაწერინებდა რამე სახელს და შესაბამისად პრიადობიდან მივუთითებდი სახელებს. ნუ მოკლედ რაც არის ეგ არის
QUOTE
ჩექ ინი იგივე რეგისტრაციაა, ანუ იმას ნიშნავს, რომ გაფრენამდე 48 საათით ადრე, ან თუ ადგილს იყიდი 30 დღით ადრე გაძლევს შესავსებ ფორმას, სადაც წერ შენი პასპორტის მონაცემებს და გაძლევს შტრიხკოდიან ბილეთს.

კი ავირჩიე ადგილები და გავციარე რეგისტრაციაც უკვე.

პირველად მივფრინავ საზღვარგარეთ და რამე კაი რჩევას ხო არ დადებდით

Posted by: Werner Voss 1 Jul 2018, 23:52
the godfather 2
QUOTE
მე ის გამიტყდა რომ ჩემი კარტა ბავშვმა აიღოს, რეგისტრაცია ესე მარტივად გაიაროს(პირადობის ნომრის,წლოვანების გარეშე და ა.შ.),იმაიმონოს ყველაფერს დააკლიკოს, ამის შემდეგ ჩაზაწეროს კარტის ნომერი და ვუალაა ფულს ესე მარტივად გახევს

არა მარტო ვიზ ეარზე, ბევრ სხვა საიტზეც თავისუფლად შეუძლია სხვამ გამოიყენოს შენი ბანკის ბარათი უპრობლემოდ.
QUOTE
ანალოგიურად შევცდი რო ვიფიქრე მერე ჩამაწერინებდა რამე სახელს და შესაბამისად პრიადობიდან მივუთითებდი სახელებს. ნუ მოკლედ რაც არის ეგ არის

ხო რეგისტრაციის დროსაც და ბილეთების ყიდვისას აუცილებლად სწორად უნდა ჩაწერო სახელი, ისე, როგორც პასპორტში წერია
რო რამე სამ ასოს შეცვლა უფასოდ გიცვლიან
QUOTE
პირველად მივფრინავ საზღვარგარეთ და რამე კაი რჩევას ხო არ დადებდით

წასვლადე სადაც ჩადიხარ იქაურობაზე გქონდეს ცოტა ინფორმაცია, მაგალითად ტრანსპორტზე რომელიც დაგჭირდება, აუცილებლად სანახავი ადგილების და ა.შ თუ ამ ყველაფერს კარგად დაგეგმავ არ გაგიჭირდება ევროპაში მოგზაურობა, ისე კარგადაა ყველაფერი ორგანიზებული იქ.

Posted by: makratela 3 Jul 2018, 00:35
დღეს ტელეში მოვისმინე ვიზეარის ერთი რეისი მოიხსნა, კვამლი გაუშვაო თუ რაღაც... მგზავრები არკვევენ სიტუაციასო, ზოგმა მოიხსნა თავი და უარი ტქვა გამგზავრებაზე. ახლა როგორაა საქმე ხომ არ იცით ვინმემ??

Posted by: Gateways 6 Jul 2018, 12:07
ხალხო ოქტომბერში მქონდა ბარსელონას ბილეთბი აღებული, 10-22 ოქტომბერი. 12 დღე ისედაც არ მინდოდა ძაან ბევრიას ვიძახდი მარა ჯანდაბას და ახლა ადგნენ ჯიგრები და თარიღი შემიცვალეს 8 ში მივდივარ 2 კვირა არ მინდა წასვლა. ხო მაქვს უფლება უკანა გზა შევამცირო უფასოდ???? და როგორ უნდა ვქნა

Posted by: White88 6 Jul 2018, 12:43
QUOTE
ხალხო ოქტომბერში მქონდა ბარსელონას ბილეთბი აღებული, 10-22 ოქტომბერი. 12 დღე ისედაც არ მინდოდა ძაან ბევრიას ვიძახდი მარა ჯანდაბას და ახლა ადგნენ ჯიგრები და თარიღი შემიცვალეს 8 ში მივდივარ 2 კვირა არ მინდა წასვლა. ხო მაქვს უფლება უკანა გზა შევამცირო უფასოდ???? და როგორ უნდა ვქნა


Gateways
http://flyhelp.ge/?page=home&lang=ge
ამათ მიმართეთ და დაგეხმარებიან

Posted by: leqsot 8 Jul 2018, 12:19
გამარჯობათ ნახატის ატანა თუ შემიძლია სალონში 70სმ- 30 სმ... ვინმემმ ხო არ იცით

Posted by: tvinikosa 13 Jul 2018, 11:25
რა მაინტერესებს სად უნდა ვნახო ნომრით რომელ საათზე მოფრინავს და რომელ საათზე იქნება კოპიტნარის აეროპორტში?????

რამე საიტი თუ იცით რომ შევამოწმო??

Posted by: makratela 14 Jul 2018, 17:15
სალამი მეგობრებო.
მაინტერესებს ყველის (შებოლილის) ატანა შეიძლება თვითმფრინავში?? და კიდევ ჩაი მთხოვეს და შეიძლება?? იქნებ ვინც იცით შემეხმიანოთ

Posted by: აზდაკი 14 Jul 2018, 17:37
წესები სადაა გაწერილი რის წაღებაშეიძლება და რის არა

Posted by: kapkapa 16 Jul 2018, 10:41
QUOTE (აზდაკი @ 14 Jul 2018, 17:37 )
წესები სადაა გაწერილი რის წაღებაშეიძლება და რის არა

https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/

Posted by: TamunaKr 16 Jul 2018, 13:37
ზურგჩანთა ზუსტად 3 სანტიმეტრით ზედმეტია სიგრძეში,შეიძლება მაგაზე პრობლელმა შეიქმნას? დეიდაჩემი მიფრინავს 22 ში ათენში.

Posted by: dato_dato 20 Jul 2018, 17:24
ასეთი შეკითხვა მაქვს თუ იცით
ათენში აქედან და იქიდან ბილეთები ვიყიდე ცალკცალკე, აქედან დაჩეკინებისას იქიდან დაჩეკინებას არ გამიხსნის ამის გამო, ხოდა იქ რო არ ვაჩეკინო და ამობეჭვდები არ ვიჩალიჩო უკანა გზაზე პრორიტეტი რო დავამატო ადრე დაჩეკინებას არ გამიხსნის?

Posted by: TreZoRA :) 2 Aug 2018, 18:33
სიგარეტის შეტანა ბორტზე როგორაა? 1 კოლოფის მეტი არ შეიძლება?

Posted by: gege85 3 Aug 2018, 19:36
................................up..................................

Posted by: Razm 8 Aug 2018, 15:28
ბერლინისბილეთიმაქვს 22 აგვისტო 29 1 კვირიანი ვერ მივდივარ და ბილეთს ვერ გავყიდი?

Posted by: a-liza 8 Aug 2018, 20:40
გამარჯობა. მოკლედ, გადავწყვიტე wizzair-ის ბილეთების შეძენა. აქამდე ამას ტურისტული მიგვარებდაsmile.gif მაგრამ ახლა გადავწყვიტე დამოუკიდებლად გავართვა თავი. დავრეგისტრირდი და წინასწარ საცდელად ვცადე დეტალებში გარკვევა. ერთი რამაც დამაინტერესა, ჯავშანს მთავაზობს, მე კი არ მინდა ჯავშანი, პირდაპირ შევიძენ,ანუ ჯავშანი
აუცილებელია? ამავდროულად, მინდა კლუბის წევრობის თანხაც დავამატო, 6-ნი მივდივართ და ჯგუფურ წევრობას ვიყიდი, შემდეგშიც გამოვიყენებთ ექვსივე
* * *
ასევე, რაც მაინტერესებს, ვყიდულობთ ქუთაისი-პრაღა და ვენა-ქუთაისის ბილეთებს. პრაღის ბილეთზე ჩექ-ინს აქ გავაკეთებ, მაგრამ ვენაზე ალბათ იქ ყოფნისას მომიწევს? რამე პრობლემა იქნება? აუცილებელია ამობეჭდვა? რამდენად მოვახერხებ ვენაში ამობეჭდვას...

Posted by: svan1dz3 8 Aug 2018, 22:05
გამარჯობა, ხვალ მაქვს ფრენა და იქნებ დროულად მიპასუხოთ?
მივფრინავ რომში და ვრჩები ორ კვირაზე მეტი, საიტზე ჩექინს ვერ ვაკეთებ, წერს ამას

Online check-in: Check-in will open in 2 day(s)
Please note that online check-in times have changed. More info

რა შეიძლება გამოვიყენო იმის დასადასტურებლად, რომ უკანა გზის ბილეთები ნაყიდი მაქვს? საზღვარზე რომ მთხოვონ.
მადლობა

Posted by: dato_dato 8 Aug 2018, 22:40
svan1dz3
QUOTE
რა შეიძლება გამოვიყენო იმის დასადასტურებლად, რომ უკანა გზის ბილეთები ნაყიდი მაქვს? საზღვარზე რომ მთხოვონ.
მადლობა

სქრინი ან მაგ გვერდზევე პონტროლ პ და ამობეჭდე ეგრევე, საკმარისია, ისე მეილზე ინვოისიც მოგივიდოდა ეგეც შეგიძლია აჩვენო, წარმატებები

Posted by: იისფერი 12 Aug 2018, 12:12
გამარჯობა, 50 ევრო როგორ ითვლება ანუ 17-ში საღამოს ჩავალ და 24-ში საღამოს მოვდივარ და 8*50 უნდა ვაჩვენო cash თუ 7*50?

Posted by: the godfather 2 12 Aug 2018, 13:49
########თ კომპანია და დედის მ.......ი !!!

Posted by: lordi 12 Aug 2018, 16:42
QUOTE (tvinikosa @ 13 Jul 2018, 11:25 )
რა მაინტერესებს სად უნდა ვნახო ნომრით რომელ საათზე მოფრინავს და რომელ საათზე იქნება კოპიტნარის აეროპორტში?????

რამე საიტი თუ იცით რომ შევამოწმო??

აბა ეს ლინკი ნახეთ იქნებ გამოგდგეთ http://gcaa.ge/geo/kutaisi.php

Posted by: internazionale 14 Aug 2018, 12:18
რა მაინტერესებს. ვიზეარის დისქაუნთ კლუბის წევრი მინდა გავხდე. ხომ 1 წელი აქვს ვადა.
ვთქვათ დღეს გავხდი წევრი, 2019 წლის 14 აგვისტოს ხო გამივა ვადა. ვთქვათ 2019 წლის 10 აგვისტოს რომ შევიძინო ოქტომბრის ბილეთი, იმოქმედებს ფასდაკლება?

Posted by: Sixto 14 Aug 2018, 22:53
სამჯერ ვიფრინე და სამჯერვე დაიგვიანა რეისმა. საზიზღრობაა

Posted by: Euler 15 Aug 2018, 15:16
განარჯობათ,

10-26 სექტემბრის ბილეთები ბერლინი ქუთაისი და შემდეგ უკან ძალიან ძვირია ამ მომენტში და არის რამე შანსი გაიაფების თუ კიდევ აიწევს თქვენი აზით?

მადლობა!

Posted by: ნინა411 15 Aug 2018, 15:36
Euler
ეგრე ვერავინ ვერ გეტყვის ზუსტ პასუხს გაიაფდება თუ გაძვირდება, მაგრამ ზოგადად ორი თვით ადრე როცა ვნახულობ ბილეთებს შესაძენად, ყველაზე ხელსაყრელი ფასი აქვს ხოლმე

Posted by: Euler 15 Aug 2018, 17:25
ნინა411
ვიცი რომ ზუსტად ვერ ნეტყვიან, თუმცა ვკითხულობ შესაძლებლობას რამდენად ქონია ვინმეს პრაქტიკაში ასეთი რამ : )
დიდი გოგო გაიზარდე : ) მადლობა!

Posted by: Desperame 16 Aug 2018, 10:28
Georgian Bus-ის რამე ალტერნატივა ხომ არ არის? (ტაქსის გარდა)

Posted by: Orvillain 21 Aug 2018, 13:29
რეისი გადამიდეს.
ვროცლავამდე მქონდა ნაყიდი 50 ლარად.
ეხლა შემიძლია ვროცლავი, ვარშვა, კატოვიცა.
მადლობა biggrin.gif

Posted by: 9124 22 Aug 2018, 13:04
გამარჯობა, ვიზაერით მაქვს ნაყიდი ბილეთები ბუქარესტზე და რეისი გაუქმდა როგორც ჩანს, ახლა ლონდონი-ბუქარესტს მაჩვენებს lol.gif
სხვა ქალაქზე გადაცვლის შესაძლებლობა თუ არსებობს ან თანხა როგორ უნდა დავიბრუნო?

Posted by: WhiteSnake 23 Aug 2018, 11:37
მეგობრებო სალამი,
ვიზეირის პროფილში გვარი ჩავწერე არასწორად და თითქოს ვეღარ ვცვლი, რა ვქნა?

Posted by: the godfather 2 23 Aug 2018, 11:40
WhiteSnake
ხელახლა დარეგისტრირდი

Posted by: WhiteSnake 23 Aug 2018, 11:45
the godfather 2
დიკაუნტის პაკეტი მაქვს ნაყიდი sad.gif

* * *
the godfather 2
ნაფრენიც კი მაქვს როგორც ჩანს ამ შეცდომით - 1 ასოა შეცდომით და ალბათ ყურადღება არ მიაქციეს. აღარ მინდა გავრისკო

Posted by: nick_el_son 23 Aug 2018, 11:50
WhiteSnake
მიწერე ვიზეირის საპორტს, გაუგზავნე პასპორტის სქრინშოტი და შეგიცვლიან წესით yes.gif



_

Posted by: the godfather 2 23 Aug 2018, 12:01
WhiteSnake
1 ასო უფასოდ იცვლება

Posted by: WhiteSnake 23 Aug 2018, 12:02
nick_el_son
რა მეილზეა ხომ არ იცი?

Posted by: nick_el_son 23 Aug 2018, 12:04
WhiteSnake
არ ვიცი. მაგათ საიტზე ნახე smile.gif


the godfather 2
gigi.gif


_

Posted by: gigaboku 24 Aug 2018, 18:33
ვილნიუსში ხომ არ მიფრინავთ ვინმე უახლოეს მომავალში?

Posted by: GEORGIA007 24 Aug 2018, 23:26
gigaboku
QUOTE
ვილნიუსში ხომ არ მიფრინავთ ვინმე უახლოეს მომავალში?

რატო? ბილეთი ხო არ გაქვს გასაყიდი?

Posted by: gigaboku 25 Aug 2018, 02:36
არა რაღაცის გამოყოლება მინდოდა :დდ მე ვილნიუსში ვარ

Posted by: mGeLo777 25 Aug 2018, 11:02
Orvillain
QUOTE
რეისი გადამიდეს.

mad.gif
9124
QUOTE
ვიზაერით მაქვს ნაყიდი ბილეთები ბუქარესტზე და რეისი გაუქმდა



1 ნოემბრიდან უქმდება ეგ რეისი




Posted by: GEORGIA007 25 Aug 2018, 14:56
mGeLo777
QUOTE
1 ნოემბრიდან უქმდება ეგ რეისი

რატომ?? drug.gif უკაცრავად და შიგააქვთ?? down1.gif

Posted by: mGeLo777 25 Aug 2018, 17:23
GEORGIA007
არ ვიცი ჩემმა ძმამ მითხრა FB-ზე ეწერაო

Posted by: tvinikosa 26 Aug 2018, 06:27
ხომ არ იცით იაფად როგორ ვიყიდო ბილეთი სამ ადამიანზე?

ზოგმა თქვა რომ ვიზეარის კლუბის წევრი უნდა გახდეო თუ რაღაც ამდაგვარი და იაფად შეძლებ ყიდვასო.
ვინც იცით გთხოვთ მიპასუხეთ.

Posted by: Orvillain 27 Aug 2018, 16:04
tvinikosa

სწორი გითხრეს.
როდესაც ხდები კლუბის წევრი გაქვს ფასდაკლება.
მაგრამ 1 წლის მანძილზე გაქვს ეს დისკაუნტი, ასერომ ძალიან სასარგებლო რამეა.






Posted by: tvinikosa 27 Aug 2018, 17:58
Orvillain
QUOTE
სწორი გითხრეს.
როდესაც ხდები კლუბის წევრი გაქვს ფასდაკლება.
მაგრამ 1 წლის მანძილზე გაქვს ეს დისკაუნტი, ასერომ ძალიან სასარგებლო რამეა.


როგორ უნდა გავხდე შეგიძლია მასწავლო ???

და ჩემ გარდა სხვებსაც შემიძლია ვუყიდო ბილეთი ??? და თუ იქნება მათზეც ფასდაკლება???

Posted by: acdachi 27 Aug 2018, 18:06
tvinikosa
პირველ შეძენაზე არ არის დიდი განსხვავება, რასაც აკლებს თითქმის იგივეს იხდი წევრობაში
სამაგიეროდ შემდეგ მგზავრობაზე გაქვს 1 წელი ფასდაკლება

ბილეთების შეძენისას მიუთითე კლუბის წევრობა და ავტომბატურად დაემატება მაგის საწევროს თანხა და ამავდროულად ფასდაკლებას გააკეთებს


Posted by: m-kasper 4 Sep 2018, 16:17
ვიზზე ბილეთების ჯავშანი ფაქტიურად არაა და ეგრევე ყიდულობ ბილეთებს და ვთქვათ გაუქმება მინდა მაგ შემთხვევაში თუ აბრუნებენ თანხას და რა პერიოდით ადრე შემიძლია გაუქმება?
ოქტომბრის 9-16 ის ბილეთებზეა საუბარი

Posted by: tvinikosa 5 Sep 2018, 11:02
ვიყიდე ბელეთი და რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვასწარი ფულის გადახდა, და გავიდა 3 დღე და ახლა რომ გადავიხადო რამე პრობლემა იქნება????

Posted by: m-kasper 5 Sep 2018, 16:23
QUOTE
ვიყიდე ბელეთი და რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვასწარი ფულის გადახდა

თუ იყიდე გადახდა როგორ ვერ მოასწარი?
მე დაჯავშნა მინდოდა და პირდაპირ გადახდას მთხოვს

Posted by: tvinikosa 5 Sep 2018, 17:41
user posted image
.................................................................
* * *
უფრო სწორად დავჯავშნე და ფულის გადახდა ვერ მოვახერხე 3 დღის განმავლობაში და ხომ არ გამიუქმდებოდა?????

ხვალ გადავიხდი და გვიანი არის ვითომ????

Posted by: iko-iko 10 Sep 2018, 16:56
აეროპორტის პარკინგზე 100 ლარი რომ არ გადავიხადო ალტერნატივა არ გეგულებათ სადმე სიახლოვეს? ნუ ვთქვათ იქიდან რო ტაქსით წავიდ წამოვიდე 10-15 ლარად

Posted by: LOLZ 10 Sep 2018, 17:26
iko-iko
15-20ად ისედაც გაგიყვანენ ტაქსები აეროპორტში smile.gif) 37 ნომერი ავტობუსი კი 50 თეთრი ღირს და 24 საათი მოძრაობს. smile.gif)

Posted by: Alameda 11 Sep 2018, 00:24
კლუბის წევრობის ვადა მეწურება და გაზაფხულის ბილეთები რომ ვიყიდო სანამ აქტიურია, მოსულა ხო? ვადის გასვლის მერე იმოქმედებს ფასდაკლება?
თუ აუცილებლად მგზავრობის დროსაც უნდა ვიყო კლუბის წევრი?

Posted by: system1ka 11 Sep 2018, 15:49
QUOTE
კლუბის წევრობის ვადა მეწურება და გაზაფხულის ბილეთები რომ ვიყიდო სანამ აქტიურია, მოსულა ხო? ვადის გასვლის მერე იმოქმედებს ფასდაკლება?
თუ აუცილებლად მგზავრობის დროსაც უნდა ვიყო კლუბის წევრი?


შეგიძლია იყიდო ვადის გასვლამდე ნებისმიერი დროის თუნდაც იმ დროს აღარ იყო კლუბის წევრი, ასე რომ სანამ ვადა გაუვა იყიდე smile.gif)

Posted by: tvinikosa 13 Sep 2018, 10:01
რა მაინტერესებს დავჯავშნე საიტზე ბილეთი 3 ადამიანზე

გადავიხადე და რამდენ ხანში მომივა ბილეთი რომ ამოვბეჭდო?

Posted by: Werner Voss 13 Sep 2018, 10:19
tvinikosa
ჩექ ინი იხსნება გაფრენამდე 48 საათით ადრე, ჩექ ინს რო გაივლი მერე გაძლევს ამოააბეჭდ ბილეთს

Posted by: tvinikosa 14 Sep 2018, 21:58
Werner Voss
QUOTE
ჩექ ინი იხსნება გაფრენამდე 48 საათით ადრე, ჩექ ინს რო გაივლი მერე გაძლევს ამოააბეჭდ ბილეთს

სად უნდა გქვიარი ჩეკ ინი? ონლიან თუ პირდაპირ აეროპორტში უნდა მივიდე?

Posted by: mmm481 14 Oct 2018, 22:32
დაახლოებით როდის ელოდებით ვიზეარის ფასდაკლებას? თვეში ერთხელ არის ხოლმე მგონი ხო?

Posted by: feroni 18 Oct 2018, 22:15
არსებობს იმის შანსი, როგორმე მოვახერხო და დაუბეჭდავი სასმელი წავიღო ისე რომ არ ჩამომართვან და დამაჯარიმონ?
ისე მთხოვა მეგობარმა, ლამის ჯარიმაზეც წავიდე facepalm.gif

Posted by: Werner Voss 18 Oct 2018, 22:19
feroni
QUOTE
არსებობს იმის შანსი, როგორმე მოვახერხო და დაუბეჭდავი სასმელი წავიღო ისე რომ არ ჩამომართვან და დამაჯარიმონ?
ისე მთხოვა მეგობარმა, ლამის ჯარიმაზეც წავიდე

თუ ბარგში ჩააბარებ რა პრობლემაა, მე სოფლის ჭაჭა და ღვინო წამიღია კოკა-კოლის ბოთლით, კაბინაში წყალსაც ვერ აიტან

Posted by: feroni 18 Oct 2018, 22:27
Werner Voss
მაგისთვის ცალკე ვიყიდე დამატებით ბარგი, 100 ლარი ამახიეს მაგაში
და მინდა მანდ შევაპარო და თან ჩვენებური პროდუქტებიც წავუღო, აჯიკა(სვანური მარილი) ღოღნაშო, ჩურჩხელები და კიდევ სუნელების მთელი კრებული, კულინარია და ძალიან გაუხარდება.
რავი ზოგმა მითხრა, შეიძლება წაგართვანო და ნაღდად არ მინდა მებაჟეებს ვაჩუქო წამლად ნაშოვნი ტყემლის არაყი

მოკლედ ვცდი და თუ წამართვეს წამართვეს, ან რა უნდა დამაჯარიმონ, ალბათ 50 ევრო ან რამე ეგეთი?

Posted by: Werner Voss 18 Oct 2018, 22:39
feroni
QUOTE
მაგისთვის ცალკე ვიყიდე დამატებით ბარგი, 100 ლარი ამახიეს მაგაში
და მინდა მანდ შევაპარო და თან ჩვენებური პროდუქტებიც წავუღო, აჯიკა(სვანური მარილი) ღოღნაშო, ჩურჩხელები და კიდევ სუნელების მთელი კრებული, კულინარია და ძალიან გაუხარდება.
რავი ზოგმა მითხრა, შეიძლება წაგართვანო და ნაღდად არ მინდა მებაჟეებს ვაჩუქო წამლად ნაშოვნი ტყემლის არაყი

მოკლედ ვცდი და თუ წამართვეს წამართვეს, ან რა უნდა დამაჯარიმონ, ალბათ 50 ევრო ან რამე ეგეთი?

ერთდროულად არაყიც მიმქონდა, ღვინოც, აჯიკაც, ტყემალი, ყველა სახლში დამზადებული, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს, ასევე ჩემს მეგონარს ერთი ჩანთა სულ სოფლის პროდუქტებით ქონდა გამოტენილი მაგრამ უპრობლემოდ წაიღო მანაც, არასოდეს გამიგია ვინმეს ამაზე პრობლემას უქმნიდნენ, ერთი ისაა, რომ ჩასაბარებელ ბარგშიც უსაზღვრო რაოდენობის სითხეს ვერ ჩადებ, ვიზ ეარს მგონი 4 ლიტრი აქვს ლიმიტი.

Posted by: feroni 18 Oct 2018, 22:48
სულ 2 ლიტრია, ბორჯომის ბოთლებში, ღეღილი, მჭადის ფქვილი, შებოლილი სულგუნი და ეგეთები.
ადრე ეგრე იყო კი, ამასწინათ მეგობარს წაართვეს მეორე ბლოკი სიგარეტი და 50 ევროთიც დააჯარიმეს, ადრე დამქონდაო, ეხლა შეუცვლიათო, ჰოდა მაგიტომ მინდოდა დაზუსტება.
შენ როდინდელ ამბავს მიყვები?

Posted by: Werner Voss 18 Oct 2018, 23:06
feroni
QUOTE
ადრე ეგრე იყო კი, ამასწინათ მეგობარს წაართვეს მეორე ბლოკი სიგარეტი და 50 ევროთიც დააჯარიმეს, ადრე დამქონდაო, ეხლა შეუცვლიათო, ჰოდა მაგიტომ მინდოდა დაზუსტება.
შენ როდინდელ ამბავს მიყვები?

სიგარეტი საერთოდ სხვა საკითხია და ყოველთვის მკაცრად კონტროლირდება, 200 ღერი იყო ადრე როგორც მახსოვს ლიმიტი, ეხლა არ ვიცი რამდენია
QUOTE
სულ 2 ლიტრია, ბორჯომის ბოთლებში, ღეღილი, მჭადის ფქვილი, შებოლილი სულგუნი და ეგეთები.

შეგიძლია მშვიდად წაიღო ეს ყველაფერი

Posted by: feroni 18 Oct 2018, 23:16
Werner Voss
მადლობა
მასე ვიზამ, გაიხარე დავმშვიდდი, თორე ვნერვიულობდი, 4 წელია არ მინახავს და მინდა გავახარო user.gif

Posted by: Go Ahead Eagles 19 Oct 2018, 22:56
ვიზ ეარით ვისაც გიმგზავრიათ, რომ აღწეროთ რამდენად კომფორტულია, რამდენად იგვიანებს გაფრენა, ან რამდენად არის რეისის გაუქმების ან გადადების შანსები?
მარტის თვის ბოლეთის ყიდვას ვაპირებ მემინგენის აეროპორტის მიმართულებით და ბილეთის ფასს რასაც მიწერს საწყის გვერძე ეგიქნება თუ რაიმე საკომისიო კიდევ ემატება?



Posted by: Werner Voss 19 Oct 2018, 23:18
Go Ahead Eagles
QUOTE
ვიზ ეარით ვისაც გიმგზავრიათ, რომ აღწეროთ რამდენად კომფორტულია, რამდენად იგვიანებს გაფრენა, ან რამდენად არის რეისის გაუქმების ან გადადების შანსები?

არც ისე კომფორტულია სივიწროვეა სკამებს შორის, ამ ბოლო დროს არც თუ ისე იშვიათად იგვიანებს ხოლმე და შანსებზე ვერაფერს ვიტყვი, შეუძლებელია წინასწარ მაგის განსაზღვრა.
QUOTE
მარტის თვის ბოლეთის ყიდვას ვაპირებ მემინგენის აეროპორტის მიმართულებით და ბილეთის ფასს რასაც მიწერს საწყის გვერძე ეგიქნება თუ რაიმე საკომისიო კიდევ ემატება?

არა რასაც თავიდანვე გიჩვენებს ის არის საბოლოო ფასიც თავის საკომისიოებიანად, თუ შენ თვითონ არ დაამატე რამე დამატებითი სერვისი.

Posted by: sაlოmეa 19 Oct 2018, 23:25
Go Ahead Eagles
არანაირი საკომისიო არ დაემატება, რასაც გადაიხდი ეგ იქნება
უბრალოდ გაფრენამდე 24 საათით ადრე ჩეკი ინნი გააკეთე ონლაინ
დარეგისტრირდი მაგათ ვებ გვერდზე ან თუ ტურისტულიდან იყიდი ბილეთ მათ სთხოვე რო გაგიკეთონ, აეროპორტში ფასიანია და არც ისე იაფი
რაც შეეხება კომფორტს
როგორც ზედა უზერმა აღნიშნა სივიწროვეა სავარძლევს შორის, მარა შეგიძლია დამატებით ამაში თანხა გადაიხადო დანორმალურად მოთავსდები
რაც შეეხება გადადება გაუქმებას, ხშირად მოსდით როგორც ყველა იფფასიან ავიახაზებს მსგავსი ჩეპეები.
ეხლა მაგალითად იქტომბრის ყველა რეისი გაუქმდა ბუხარესტში
ხალხს ბილეთები ჰქონდა ნაყიდი

კვებაუფასო არაა
არც წყალი
ასე რომ დუტი ფრიში იყიდე დ აიტანე
სხვა რაიმე კითხვ თუ გაქვს მკითხე

არაფრის smile.gif

Posted by: Go Ahead Eagles 20 Oct 2018, 00:11
sაlოmეa
ძალიან კარგად ჩამოაყალიბე სათქმელი მადლობა შენ. მარტში მინდა ბილეთის ყიდვა და არმინდა რომ გეგმები შემეცვალლს რეისის გაუქმების გამო და ცოტა ავნერვიულდი.
საიტზე რეგისტრაცია გავიარო ჯერ ანუ და შემდეგ ვიყიდო ბილეთი? სწორედ გავიგე მგონი. და ონლაინ ჩექინიც ხომ მარტივია.

Posted by: sაlოmეa 20 Oct 2018, 00:27
Go Ahead Eagles
კი დარეგისტრირდი და იყიდე
ჩეკინიც ადვილია
შეგიძლია ამ გოგოს დაურეკო ტურისტულში მუშაობს
რაც საიტზე ღირს იგივე ფასად იყიდი(ამათ თვითონ ავიაკომპანიისგან აქვთ ქეშბექი)
ჩეკინსაც თვითონ გაგიკეთებენ , შეახსენებ უბრალოდ

მარი ქვია
555152152
მე სულ ამათგან ვყიდულობ

Posted by: AGENT007 20 Oct 2018, 12:40
მე წელიწადში 3-4 ჯერ ვმგზავრობ ამ კომპანიით. კამყოფილი ვარ. რაც მთავარია უსაფრთხო კომპანიია. ძალიან პატარა რისკებსაც აზღვევენ და გამორიცხულია თვიმთფრინავი აფრინდეს სანამ არ აღმოფხვრიან. დაგვიანებაც რომ მოუწიოთ და კომპენსაციის გადახდა მგზავრებისთვის. ეხლახანს ევროპის საავიაციო უსაფრთხოებმა შვიდან შვიდი ვარსკვლავი მიანიჭა. ესა მთავარი ჩემთვის. დანარჩენი ვიწრო სავარძლები ასატანია. თუ ფართობი გინდა არი ფასიანი ადგილები 12 სავარძელი და აიღებ მას.

ხშირად აქვთ ფასდაკლებები. 10-20-30 ევროიანი ბილეთები მაქვს ნაყიდი ძალიან ხშირად. ერთადერთხელ გადავიხადე 90 ევრო ზაფხულში. რომელმაც დააგვიანა 4 საათით გამოფრენა მილანიდან და 1200 ევრო მივიღეთ მთელმა ოჯახმა კომპენსაცია ამის გამო biggrin.gif


კვება ფასიანია, აეროპორტში ჩექინი ფასიანია, ადგილების არჩევა, ბარგი.

საბოლოდ სამჯერ იაფი გამოდის ვიდრე თბილისიდან გაფრენა. როცა ოჯახთან ერტდ მოზგაურობ 3-4 ადამიანი საკმაოდ დიდ შეღავათს აკეთებ.

ეხლა მაქვს ნაყიდი ბილეთები. პრაღაში ჩაფრენა და ვენიდან გამოფრენა. ორ ადამიანზე სულ 120 ევრო. თბილისიდან ყველაზე იაფად პეგასუსით რომ გაფრინდე 120 ევრო გინდა. ერთი გზა ერთ ადამიანზე და თურქეთში გადაჯდომით

Posted by: თამროთამარა 20 Oct 2018, 17:48
პირველად უნდა ვიფრინო ვიზერით.
ბილეთები ვიყიდე უკვე, რა უნდა ვიცოდე გამოფრენამდე?

Posted by: AGENT007 20 Oct 2018, 18:22
თამროთამარა
QUOTE
პირველად უნდა ვიფრინო ვიზერით.
ბილეთები ვიყიდე უკვე, რა უნდა ვიცოდე გამოფრენამდე?

ჩვეულებრივ როგორც სხვა კომპანიით ფრენისას.

გაითვალისწინე ჩანთის ზომები. ნახე ბილეთში რა სახის და რა ზომის ბარგი თუ ხელბატგი გეკუთვნის და ონლაინ ჩექინი გააირე აუცილებლად 48 საათით ადრე დაიწყება

Posted by: Go Ahead Eagles 20 Oct 2018, 23:39
sაlოmეa
რომელი ტურისტულია?
მაინც ჩემით ჯობს ვიყიდო. დანარჩენკ კითხვები ცოტა მერე მექნება იქით თვეში და მერე დავსვამ ან მოგწერ. მადლობა :**

Posted by: თამროთამარა 21 Oct 2018, 01:29
AGENT007
გმადლობ.

აპლიკაცია გადმოვწერე ტელეფონში და ჩასხდომის ბილეთი ამობეჭდილი უნდა მქონდეს თუ აპლიკაციიდანაც დაასკანებერებ?

Posted by: GLOKTA 21 Oct 2018, 14:10
user posted image
ვის გიმგზავრიათ?
4 საათი უწერიათ მგზავრობის ხანგრძლივობა drug.gif
კომფორტული მაინც არის, მართლა ადენ ხანს მიჩანჩალებს?
მერე კიდევ 4 საათი ჰაერში უნდა ვიყო vis.gif

Posted by: ninoto 21 Oct 2018, 17:47
GLOKTA
QUOTE
ვის გიმგზავრიათ?

მიმგზავრია smile.gif

QUOTE
4 საათი უწერიათ მგზავრობის ხანგრძლივობა 

დიახ, 4 საათი არის მგზავრობის ხანგრძლივობა, შუა გზაზე 20-30 წუთიანი შესვენების ჩათვლით. yes.gif

QUOTE
კომფორტული მაინც არის, მართლა ადენ ხანს მიჩანჩალებს?

კომფორტული იყო ჩემი, გააჩნია რომელი ავტობუსი შეგხვდება.

QUOTE
მერე კიდევ 4 საათი ჰაერში უნდა ვიყო

ეგ არაფერი, მე თითქმის 5 საათი ვიყავი ჰაერში user.gif

ზოგადად რეისამდე 7 სათით ადრე გადის ავტობუსი პუშკინის სკვერიდან, 4 საათი გზა, რეისამდე 3 საათით ადრე მიგიყვანს აეროპორტში, რეგისტრაციის დაწყებამდე კიდევ გექნება საკმარისი დრო smile.gif

Posted by: Go Ahead Eagles 21 Oct 2018, 18:00
ninoto
რაღირს ბილეთი და სად შეიძლება ბილეთის შეძენა ან გასვლის განრიგების ნახვა?

Posted by: sაlოmეa 21 Oct 2018, 18:10
Go Ahead Eagles
https://georgianbus.com/new/

Posted by: თამროთამარა 21 Oct 2018, 19:13
GLOKTA
QUOTE
4 საათი უწერიათ მგზავრობის ხანგრძლივობა 


მეც მაგითი ვაპირებ წასვლას ქუთაისიდან თბილისამდე და მიხარია რომ ცოტას დავიძინებ.

Posted by: GLOKTA 21 Oct 2018, 20:29
ninoto
თამროთამარა
მადლობა, ვიყიდე უკვე ბილეთი.
დიდი არჩევანი არც მქონია. facepalm.gif
მანქანით უნდა წავსულიყავი და იქ დამეგდო.

Posted by: gtsrikisvilis 21 Oct 2018, 23:48
გამარჯობა მოგზაურებო.. ვიზეირის ბილეთები ვიყიდე და გეგმები შემეცვალა, შეიძლება სხა სახელზე გაფორმება?

Posted by: framoj 21 Oct 2018, 23:57
gtsrikisvilis
45 ევრო ღირს ერთი გზა.

Posted by: gtsrikisvilis 22 Oct 2018, 00:09
framoj
მადლობა..........................................

Posted by: AGENT007 23 Oct 2018, 20:42
თამროთამარა
QUOTE
გმადლობ.

აპლიკაცია გადმოვწერე ტელეფონში და ჩასხდომის ბილეთი ამობეჭდილი უნდა მქონდეს თუ აპლიკაციიდანაც დაასკანებერებ?

ბოდიში გვიან გწერ. კი ქუთაისში ამობეჭდილი. აპლიკაციაც გიწერს რომელ აეროპორტს არ აქვს ელექტრონული ბილეთის მხარდაჭერა

Posted by: თამროთამარა 24 Oct 2018, 12:14
AGENT007
ნოემბერში მოვფრინავ, არ მეჩქარება პასუხები wink.gif
მაქსიმალურად ეკონომიურად მინდა წავიდ-წამოვიდე და არ მინდა ზედმეტი ჩარჯები.

Posted by: dato_dato 25 Oct 2018, 14:14
პორტო-გდანსკის განრიგი და ფრენები არ დევს და მიმართულებას აჩვენებს დაიდება ნეტა თუ იცით?

Posted by: google123 28 Oct 2018, 21:19
მოგესალმებით, ძალიან მადლობელი დაგრჩებით თუ ვინმეს შეუძლია რომ დამეხმაროს. 12 ნოემბრამდე ვინმე თუ ჩამოდიხართ ლონდონში, შეგიძლიათ რომ ერთი ხატი ჩამომიტანოთ რომელიც ჩემი მეგობრის დაბადების დღისთვის გავაკეთებინე. "კივი პოსტით" უნდა გამოეგზავნათ ჩემებს მაგრად რაღაც პრობლემა შეექმნათ კივი პოსტს და ამიტომ არ გამოდის ეგ ამბავი, DHL-ით კიდე 100 ფუნტზე მეტი უნდათ. სიგრძეში დაახლოებით 40 სანტიმენტრია. თუ ვინმეს შეუძლია რომ ჩამოიტანოს ლონდონში პატივისცემა ჩემზე იყოს smile.gif

Posted by: თამროთამარა 29 Oct 2018, 20:22
google123
ნოემბრის 25მდე თუ ნერავინ ნახე მე ჩამოგიტან თუ გაწყოვს თვის ბოლოსთვის

Posted by: Go Ahead Eagles 7 Nov 2018, 10:45
მარტში მიმდა ბილეთების ყიდვა და დღეს რომ ვიყიდო გამგზავრების და ერთი თვის მერე უკან დაბრუნების ბილეთი პრობლემაა რამე? ანჯ ერთ დღეს როარ მოხდეს ბილეთების შეძენა ხომ გესმით. პროგრამულად გადახდის ამბავში და ა.შ. რამე პრობლემა ხომარაა

Posted by: Werner Voss 7 Nov 2018, 13:10
Go Ahead Eagles
QUOTE
მარტში მიმდა ბილეთების ყიდვა და დღეს რომ ვიყიდო გამგზავრების და ერთი თვის მერე უკან დაბრუნების ბილეთი პრობლემაა რამე? ანჯ ერთ დღეს როარ მოხდეს ბილეთების შეძენა ხომ გესმით. პროგრამულად გადახდის ამბავში და ა.შ. რამე პრობლემა ხომარაა

არავითარი პრობლემა არაა, ბევრი აკეთებს მასე, მეც ვიყიდე ბუდაპეშტის ბილეთი და კაი ხნის მერე პრაღიდან გამოფრენის უკანა გზის ბილეთი. უბრალოდ ის იყო ადრე, რომ ერთად ნაყიდ ბილეთზე ორივე გზის ბილეთის ჩექ ინს ერთად გაძლევდა გაფრენამდე 48 საათით ადრე, ეხლა კიდე გამოფრენის ჩექ ინსაც მაგ გამოფრენამდე 48 საათით ადრე ვერ გადიხარ.

Posted by: Go Ahead Eagles 7 Nov 2018, 20:23
Werner Voss
ანუ ეხლა ვიყიდი ქუთაისი მემინგენი და მერე 1 თვეშუ მემიმნეგნი ქუთაისი უკანა გზა მარტის თემაა. ჩვეუემბრივ ცალცალკე მომივა იმეილზე ყველაფწრი სა ცალხალკე გავატარებ ხო?

Posted by: Werner Voss 7 Nov 2018, 20:31
Go Ahead Eagles
QUOTE
ჩვეუემბრივ ცალცალკე მომივა იმეილზე ყველაფწრი სა ცალხალკე გავატარებ ხო?

კი მასე იქნება

Posted by: Go Ahead Eagles 7 Nov 2018, 21:20
Werner Voss
პირადში მოგწერე და რონახო თუშეგიძლია
* * *
საფოსტო ინდექსი რომაა გადახდის ველშიმანდ რაუნდა მივუთითო ქალაქის საფოსტო ინდექსი სადაც ვცხოვრობ|

Posted by: misha2005 9 Nov 2018, 08:55
ჩასაბარებელ ბარგზე მხოლოდ წონა წერია და ზომებში არაა შეზღუდული?

Posted by: theodous 9 Nov 2018, 10:56
.......................................................................................................................................................................................................

Posted by: dato_dato 9 Nov 2018, 11:01
misha2005
QUOTE
ჩასაბარებელ ბარგზე მხოლოდ წონა წერია და ზომებში არაა შეზღუდული?

სიგანე: 149სმ
სიმაღლე: 119სმ
სიგრძე: 171სმ
ესაა მაქსიმალური ზომები ვიზაირზე

Posted by: misha2005 9 Nov 2018, 11:14
dato_dato
დიდი მადლობა!

Posted by: theodous 9 Nov 2018, 15:19
ძვირიაა

ესეც და თურქიშიც


.........................................................................................

Posted by: Go Ahead Eagles 14 Nov 2018, 09:05
მეგობრებო გადახდამდე ყველა ეტაპი გავიარე არსად არ მოუთხოვია პასპორტის მონაცემების შეყვანა. ჩექინის დროს შემყავს პირადი ნომრები და ა.შ. თუ როგორ ხდება?

Posted by: google123 16 Nov 2018, 01:58
თამროთამარა
მადლობა დიდი, პმ ნახე smile.gif

Posted by: poker 16 Nov 2018, 15:45
ეს ვიზეირზე რომ ბილეთები უბარგოდაა დაშვებულია ხელჩანთა 40X30X20 ზომებით მაგრამ წონა რა არის? 7კგ?
და ცალკე ბარგის ყიდვა 10 ან 20 კგ თU შეიძლება ?
და საერთოდ უფრო იაფად გამოვა ასე?


Posted by: Go Ahead Eagles 16 Nov 2018, 22:56
poker
წონა არ არის მითითებული და ვინც გაფრინდება 1 ლი ნოემბრის მერე იქნებ გვითხრას წონაში თუა შეზღუდვა.
დამატებჯთ შეგიძლია შეიძინო 10 20 და 32 კგიანი ბარგი.
მე მაინტერესებს ეს შეძენილი ბარგი ბორდზე არ თავსდება ხომ? და 10კგიანი ბარგის ჩანთის ზომები თუა შეზღუდული.

Posted by: ninoto 18 Nov 2018, 12:13
Go Ahead Eagles
QUOTE
წონა არ არის მითითებული და ვინც გაფრინდება 1 ლი ნოემბრის მერე იქნებ გვითხრას წონაში თუა შეზღუდვა.
დამატებჯთ შეგიძლია შეიძინო 10 20 და 32 კგიანი ბარგი.
მე მაინტერესებს ეს შეძენილი ბარგი ბორდზე არ თავსდება ხომ? და 10კგიანი ბარგის ჩანთის ზომები თუა შეზღუდული.


ვიზ აირის საიტზე ყველაფერია მოცემული, https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/, დამატებითი ინფორმაციასაც აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ. smile.gif

ეს კი ბარგის ზომა-წონის სქრინი smile.gif
user posted image

Posted by: poker 18 Nov 2018, 12:40
მდააა
10კგ ვერ გეყოფა ზამთარში სულ სამი დღითაც რო მიდიოდე

Posted by: Go Ahead Eagles 18 Nov 2018, 21:52
poker
უნდა ჩაიცვა 2 კურტკა ჯიბეებში ჩაიწყო ნასკები და ა.შ. და რამენაირად იმყოფინებ biggrin.gif

Posted by: tvinikosa 19 Nov 2018, 00:09
Go Ahead Eagles
QUOTE
უნდა ჩაიცვა 2 კურტკა ჯიბეებში ჩაიწყო ნასკები და ა.შ. და რამენაირად იმყოფინებ

biggrin.gif lol.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: poker 19 Nov 2018, 11:46
Go Ahead Eagles
ორი კურტკა რა ჯიმი ორი კურტკა ხო არ ვარ
smile.gif)))

Posted by: dato_dato 19 Nov 2018, 12:10
დღეს აღმოვაჩინე რომ ახალი შეძენილი ჩანთა მაღალ ბორბლებზე დგას (დალიფტულია biggrin.gif ) და სიმაღლეშI 57 სმ-ია, ვითომ უჭირს რამე? უკუღმა ჩავდებ საზომში თუ რამეს მეტყვიან ან იქვე მოვატეხავ საბურავებს ჯინაზე biggrin.gif biggrin.gif გქონიათ ეგეთი შემტხვევა?
პარანოია დამმართა ვიზის ბარგის პოლიტიკამ მგონი

Posted by: Go Ahead Eagles 19 Nov 2018, 19:58
dato_dato
მეც მასე ვარ ზუსტად ბორბლებიანი ჩანთა არმაქვს მარა სანტიმეტრებს დავდევ გაბერილზე და დაჩუტულზე სხვადადხვა ზომაა და biggrin.gif ორივეში ვეტევი მარა ვნერვიულობ ცოტას.

Posted by: _thunderstorm_ 21 Nov 2018, 11:26
აქცია ვნახე ფბ ზე ოსლოში გამგზავრებაზე და საიტზე არაა ნორვეგია საერთოდ

Posted by: ninoto 21 Nov 2018, 12:21
_thunderstorm_
QUOTE
აქცია ვნახე ფბ ზე ოსლოში გამგზავრებაზე და საიტზე არაა ნორვეგია საერთოდ ...როგორ შევიძინო ?

გადაჯდომით. შეიძლება რეისის დღე არ დაემთხვეს, ამიტომ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღე მოგიწიოს დარჩენა სხვა ქალაქში, თან დაათვალიერებ smile.gif
ბუქარესტი, ვილნიუსი, რიგა, ვარშავა, კატოვიცე, ვროცლავი, გდანსკი -- ამ ქალაქებიდან რომელიც მოგწონს რაიმე მხრივ, ის ქალაქი აარჩიე. მგონი მხოლოდ ეს ქალაქები აქვთ საერთო ქუთაისს და ოსლოს smile.gif

Posted by: _thunderstorm_ 21 Nov 2018, 12:39
ninoto
რუმინეთიდან აქვთ ეს შემოთავაზება და ბუქარესტსაც ვერ ვირჩევ )))

Posted by: ninoto 21 Nov 2018, 13:07
_thunderstorm_
QUOTE
რუმინეთიდან აქვთ ეს შემოთავაზება და ბუქარესტსაც ვერ ვირჩევ )))

ჰო, ახლა ვნახე ზოგ ქალაქში არ არის რეისები თებერვლამდე. კატოვიცეთი წადი smile.gif

ქუთაისი - კატოვიცე - ქუთაისი, 27 ნოემბერი - 8 დეკემბერი 246 ევრო საწყისი ფასი.
კატოვიცე - ოსლო - კატოვიცე, 29 ნოემბერი - 7 დეკემბეტი 37 ევრო საწყისი ფასი. smile.gif

ან ვარშავათი
ქუთაისი - ვარშავა - ქუთაისი, 26 ნოემბერი - 12 დეკემბერი 191 ევრო საწყისი.
ვარშავა - ოსლო - ვარშავა, 29 ნოემბერი 10 დეკემბერი 29 ევრო საწყისი smile.gif

თუ მოჩხრიკავ შეიძლება უფრო იაფიც იპოვო რამე smile.gif

Posted by: _thunderstorm_ 21 Nov 2018, 14:13
ninoto
ვარშავა კარგი ვარიანტია, მადლობა )))

Posted by: ninoto 21 Nov 2018, 15:08
_thunderstorm_
არაფრის smile.gif

აქ თარიღი ვარაუდიტ ავიღე, ისე კი თარიღს გააჩნია, შეიძლენა სხვა ქალაქით უფრო იაფი გამოვიდეს :|)

Posted by: _thunderstorm_ 21 Nov 2018, 16:12
ninoto
კი კი..ვნახავ კიდე ...საღამოს ჩავუჯდები სახლში <3

Posted by: ILIA1702 21 Nov 2018, 17:14
_thunderstorm_
ოსლოში არ წახვიდე თუ ყველა დანარჩენ ქვეყანაში არ ხარ ირგვლის ნამყოფი ან რამე საქმე არ გაქვს smile.gif)
ყველაფერი ძვირი, სიცივე და ქალაქი არაფრით გამორჩეული.

Posted by: Lomulusi 24 Nov 2018, 14:03
ბარგთან დაკავშირებით შეგიძლიათ რაღაც მითხრათ? ცოტა ჩაინიკურ კითხვა smile.gif)
ვიზ პრიორიტეტზე 55-40-23 ზომის ჩანთა გორგოლაჭებიანიო რომ წერია, ჩვეულებრივი ზურგჩანთა რომ იყოს მაგ ზომების პრობლემა ხომ არ იქნება?

და ხელბარგის ზომა 1-2 სმით რომ აჭარბებდეს მაგასაც ხო არავინ გამოეკიდება?

Posted by: ninoto 24 Nov 2018, 14:58
Lomulusi
QUOTE
ბარგთან დაკავშირებით შეგიძლიათ რაღაც მითხრათ? ცოტა ჩაინიკურ კითხვა )
ვიზ პრიორიტეტზე 55-40-23 ზომის ჩანთა გორგოლაჭებიანიო რომ წერია, ჩვეულებრივი ზურგჩანთა რომ იყოს მაგ ზომების პრობლემა ხომ არ იქნება?

და ხელბარგის ზომა 1-2 სმით რომ აჭარბებდეს მაგასაც ხო არავინ გამოეკიდება?

არა მგონია პრობლემა იყოს. სანტიმეტრით არავინ ამოწმებს ბარგს, შაბლონში უნდა ჩაეტიოს. თუ ნაჭრის ჩანთაა, ბოლომდე არ გატენო ნივთებით რომ ფორმის ვარირების შესაძლებლობა იყოს.

ასეთ შაბლონში უნდა ჩაეტიოს ბარგი, კაბინის ორივე ზომისთვის ცალცალკე შაბლონებია უკანა მხარეს მეორე ზომაა
user posted image

Posted by: Lomulusi 24 Nov 2018, 20:49
ninoto
მადლობა დიდი ^_^

Posted by: okihca 25 Nov 2018, 11:14
გამარჯობა. თუ შეიძლება მიპასუხეთ გამოცდილმა მოგზაურებმა. მოკლედ ვიზეარით ვაპირებ მგზავრობას, ბილეთები ნაყიდი მაქვს. მაგრამ ადგილები არ დამიჯავშნია და საიტზე წავიკითხე, რომ ადგილები მომენიჭება ავტომატურად ჩეკინის დროს.

ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რამდენად დიდია ამ შემთხვევაში ალბათობა რომ მე და ჩემი თანმხლები პირი ერთად მოვხვდეთ და თუ არებობს რაიმე ხრიკი რომ ეს ალბათობა გავზარდო ზედმეტი დანახარჯის გარეშე.

მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoto 25 Nov 2018, 16:34
okihca
QUOTE
ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რამდენად დიდია ამ შემთხვევაში ალბათობა რომ მე და ჩემი თანმხლები პირი ერთად მოვხვდეთ და თუ არებობს რაიმე ხრიკი რომ ეს ალბათობა გავზარდო ზედმეტი დანახარჯის გარეშე.


შეგიძლიათ პირველები მიხვიდეთ ჩეკინზე, ამ შემთხვევაში მეტი შანსია გვერდიგვერდ მოხვდეთ, თუ არჩევანი გექნათ.
შეამოწმე რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა თვითმფრინავში და თუ დარჩა გვერდიგვერდ თავისუფალი ადგილები, ჩეკინამდე რომ იცოდეთ გვერდიგვერდ ადგილები თუ დარჩა. თუ არადა აფრენის მერე არის შესაძლებელი მგზავრებთან მოლაპარაკება და ადგილის შეცვლა,

Posted by: Alameda 25 Nov 2018, 18:43
ninoto

აეროპორტში ჩექინი ფასიანი არაა?

ონლაინ არის უფასო როგორც მახსოვს

Posted by: ninoto 25 Nov 2018, 19:16
Alameda
QUOTE
აეროპორტში ჩექინი ფასიანი არაა?

ონლაინ არის უფასო როგორც მახსოვს

კი, ონლაინ უფასოა.

უი, წინა პოსტში აეროპორტში რეგისტრაცია ვიგულისხმე და ჩექინი დავწერე biggrin.gif
არასწორად დამიწერია

okihca
აფრენის მერე არის შესაძლებელი მგზავრებთან მოლაპარაკება და ადგილის შეცვლა,

Posted by: maiako_mao 25 Nov 2018, 20:26
კითხვა მაქვს ერთი, გუშინ ვაპირებდი ონლაინ ბილეთის შეძენას და ვერ მოვახერხე "დაყოვნებულია" -ს გამო. მერე გადავიფიქრე და თანხა გადავიტანე სხვა ანგარიშე, იმ ანგარიშიდან რაც მითითებული მქონდა.... არვიცი როგორ განვითარდება მოვლენები...... ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხევა? აღარ მინდა ბილეთის ყიდვა, მაგრამ შეკვეთა გაგაზავნილია.......

Posted by: Lomulusi 25 Nov 2018, 22:38
კიდევ ერთი კითხვა რა, ასეთ ბურთულიან დეზოდორანტს ხო არ ამოირებენ ბარგიდან? აქედან სალონში უნდა შევიტანო ჩანთა და იქედან ჩავაბარო
user posted image

Posted by: Alameda 25 Nov 2018, 23:36
ninoto

ეგრეც ვიფიქრე :დ

მეც გადაცვლა ან რეგისტრაციის დროს მოგვარება მომიწევს ალბათ, არ მიყიდია ადგილები

Posted by: ninoto 26 Nov 2018, 08:20
Lomulusi
QUOTE
კიდევ ერთი კითხვა რა, ასეთ ბურთულიან დეზოდორანტს ხო არ ამოირებენ ბარგიდან? აქედან სალონში უნდა შევიტანო ჩანთა და იქედან ჩავაბარო

არ წაგართმევენ, სითხეებთან ჩადე smile.gif

Alameda
QUOTE
ეგრეც ვიფიქრე :დ

biggrin.gif

ზოგადად ადგილები არ არის პრობლემა, ძრავის ხმა ერთნაირად ისმის ყველგან და ტურბულენტობა ერთნაირად იგრძნობა...
ტემპერატურაც ერთია სალონში, სულ ვიყინებიხოლმე, ყოველთვის მიმაქვს რამე მოსაცმელ-მოსახურად, შეიძლება შუა ადგილებზე თბილოდეს არ ვიცი, მე ილუმინატორთან მიყვარს მგზავრობა, ქვეყნებს ვაკვირდები ფრინველების ფრენის სიმაღლიდან smile.gif


OFFTOPIC:
რამდენჯერ ვიმგზავრე სოფლის ორღობეში მეგონა თავი biggrin.gif
წინ ბიჭები ბირჟაობდნენ, უკან ბავშვები ჩასასტავდნენ და თამაშობდნენ, ხან რიგებს შუა დარბოდნენ... biggrin.gif


Posted by: GLOKTA 26 Nov 2018, 11:06
გამარჯობა, ვინმეს ხომ არ გაქვთ გერმანიის ბილეთი და ყიდით.

მოკლედ ერთი გოგო მყავდა, ვურეკავდი და ბილეთებსაც ყიდულობდა, სასტუმროსაც მიბრონავდა და ვუაბშე ხელის განძრევა არ მიწევდა.

ვინმე მირჩიეთ ეგეთი, მიღირს მაგ 10 ევროთი მეტის გადახდა, დღესვე მჭირდება თან სასწრაფოდ.

ეხლა მოუნდა იმასაც დაკარგვა, თან წინასწარ ფული მივეცი და მოკლედ....

გყავთ ვინმე იგივეს რომ შესძლებს, თუ გავიდე ქუჩაში?

Posted by: okihca 26 Nov 2018, 13:28
QUOTE (ninoto @ 26 Nov 2018, 07:20 )
ზოგადად ადგილები არ არის პრობლემა, ძრავის ხმა ერთნაირად ისმის ყველგან და ტურბულენტობა ერთნაირად იგრძნობა...
ტემპერატურაც ერთია სალონში, სულ ვიყინებიხოლმე, ყოველთვის მიმაქვს რამე მოსაცმელ-მოსახურად, შეიძლება შუა ადგილებზე თბილოდეს არ ვიცი, მე ილუმინატორთან მიყვარს მგზავრობა, ქვეყნებს ვაკვირდები ფრინველების ფრენის სიმაღლიდან smile.gif


მადლობა.
ვისთან ერთადაც მიდიხარ თვითმფრინავშიც რომ გვერდით გეჯდეს მემგონი უკეთესია smile.gif

WIZZ AIR ის მგზავრს მოსახური რომ არ ქომდეს სალონში ვერც წარმომიდგენია biggrin.gif

Posted by: Florbelle 27 Nov 2018, 16:26
ალკოჰოლის გადატანის წესები ხომ არ იცით ვინმემ?
სიტყვაზე 1 ბოთლი ღვინის ან არყის წაღება თუ უნდა კაცს რა არის გასაკეთებელი, წინასწარ უნდა ავიღო რამე საბუთი, სპეც.ჭურჭელი იყიდება სადაც უნდა იდოს თუ როგორაა ეს ყველაფერი?
ხელბარგზე ვკითხულობ, აი რაც აგაქვს რა თვითმფრინავში 10 კგ მაგაზე, ვიზეარით არ მიმგზავრია არასდროს
მადლობა წინასწარ

Posted by: Werner Voss 27 Nov 2018, 16:55
Florbelle
QUOTE
ხელბარგზე ვკითხულობ, აი რაც აგაქვს რა თვითმფრინავში 10 კგ მაგაზე, ვიზეარით არ მიმგზავრია არასდროს
მადლობა წინასწარ

თუ დუტი ფრიშ იყიდი ეგ შეგიძლია აიტანო სალონში უპრებლომოდ, ისე ვერანაირი ალკოჰოლს ვერ წაიღებ ხელბარგით

Posted by: Florbelle 27 Nov 2018, 16:59
QUOTE (Werner Voss @ 27 Nov 2018, 16:55 )
თუ დუტი ფრიშ იყიდი ეგ შეგიძლია აიტანო სალონში უპრებლომოდ

სულ არაფერს ჯობია კაცო კიდე კაი ეს მაინცაა ნებადართული :დ
მადლობა დიდი

Posted by: GLOKTA 28 Nov 2018, 10:59
QUOTE
თუ დუტი ფრიშ იყიდი ეგ შეგიძლია აიტანო სალონში უპრებლომოდ, ისე ვერანაირი ალკოჰოლს ვერ წაიღებ ხელბარგით

რავი წინაზე ბორჯომის ბოთლში ჩასხმული ჭაჭა გამატანეს.
ახლა შეცვალეს, გუშინ ვიყიდე კაკრას ბერლინის ბილეთი და 35 ლარი +გადამახდევინეს ბარგში, რომელსაც აბარებ ბაგაჟში და მანდ შეგიძლია დასალევის ჩადება.

Posted by: Werner Voss 28 Nov 2018, 12:13
GLOKTA
სალონში ასატან ხელბარგზე გვაქ საუბარი, იქ მხოლოდ დუტი ფრიში ნაყიდი ალკოჰოლი შეგიძლია აიტანო, ჩასაბარებელი ბარგში კი ბატონო 5 ლიტრი ალკოჰოლი შეგიძლია ჩადო

Posted by: kvantanamera 29 Nov 2018, 13:18
სალონში ცარიელი თერმუსი აგიტანიათ? პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: nutria-113 29 Nov 2018, 13:55
kvantanamera
QUOTE
სალონში ცარიელი თერმუსი აგიტანიათ? პრობლემა ხომ არ იქნება?

ცარიელზე არ იქნება პრობლემა.
Florbelle
QUOTE
სულ არაფერს ჯობია კაცო კიდე კაი ეს მაინცაა ნებადართული :დ
მადლობა დიდი

ეცადე 3 ლიტრს არ აცდე
maiako_mao
QUOTE
კითხვა მაქვს ერთი, გუშინ ვაპირებდი ონლაინ ბილეთის შეძენას და ვერ მოვახერხე "დაყოვნებულია" -ს გამო. მერე გადავიფიქრე და თანხა გადავიტანე სხვა ანგარიშე, იმ ანგარიშიდან რაც მითითებული მქონდა.... არვიცი როგორ განვითარდება მოვლენები...... ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხევა? აღარ მინდა ბილეთის ყიდვა, მაგრამ შეკვეთა გაგაზავნილია.......

წესით ეგრევე აჭრის ხოლმე თანხას, მერე აღარ უნდა მოაჭრას. მაგრამ ეცადე თანხა არ დაუტოვო, თუ ვერ აქენსელებ. თიბისი თუა, ონლაინ ბანკიდან შეგიძლია დაბლოკო ბარათი. მაგ რეისის გაფრენამდე მაინც biggrin.gif

Posted by: maiako_mao 29 Nov 2018, 14:05
nutria-113
QUOTE
წესით ეგრევე აჭრის ხოლმე თანხას, მერე აღარ უნდა მოაჭრას. მაგრამ ეცადე თანხა არ დაუტოვო, თუ ვერ აქენსელებ. თიბისი თუა, ონლაინ ბანკიდან შეგიძლია დაბლოკო ბარათი. მაგ რეისის გაფრენამდე მაინც


სახელფასოა ვერანაირად ვერ დავბლოკავ, აუ რა იდიოტები არიანნნნ down1.gif down1.gif

Posted by: nutria-113 29 Nov 2018, 15:28
maiako_mao
QUOTE
სახელფასოა ვერანაირად ვერ დავბლოკავ,

რატომ? მე ყოველთვის დაბლოკილი მაქ სახელფასო
ნუ ფრენამდე ვგულისხმობ. რეისი რომ ჩაივლის, მერე ხომ აღარ დაიწყებს მოხსნას

Posted by: GLOKTA 29 Nov 2018, 15:30
Werner Voss
QUOTE
სალონში ასატან ხელბარგზე გვაქ საუბარი

up.gif

***
სხვამ მიყიდა ავტობუსის ბილეთი(ქუთაისი) და ხო არ გაჭედავენ? თან გოგოს სახელზეაfacepalm.gif

წინაზეQR ვანახე და სახელზე არც დაუხედავთ.

Posted by: nutria-113 29 Nov 2018, 15:46
GLOKTA
QUOTE
წინაზეQR ვანახე და სახელზე არც დაუხედავთ.

როგორც წესი არც უყურებენ.
ისე ბილეთის ყიდვა ავტობუსსშივე სჯობს, რაღაცას გაძლევენ, რითიც უკან დასაბრუნებელ ბილეთის ყიდვა 5 ლარით ნაკლებად შეგიძლია

Posted by: GLOKTA 29 Nov 2018, 16:59
nutria-113
QUOTE
დასაბრუნებელ ბილეთის ყიდვა 5 ლარით ნაკლებად შეგიძლია

ყველა ვარიანტში გაძლევენ მაგას, წინაზეც მომცეს, მიგდია სადღაც.

იქვე ყიდვა ცოტა სარისკოა, რომ არ იქნეს ადგილი, მოგიწევთ ქუთაისამდე ფეხზე დგომა.

არც მე მგონია, რომ გაჭედონ, აქ კი არა გერმანიაში ვიმგზავრე ბოლო ბოლო სხვისი ბილეთით smile.gif

Posted by: nutria-113 30 Nov 2018, 15:19
GLOKTA
QUOTE
ყველა ვარიანტში გაძლევენ მაგას, წინაზეც მომცეს, მიგდია სადღაც.

ერთ გზას რომ ყიდულობ ონლაინ, არ გაძლევენ. 2 გზა უნდა იყიდო და 10% აკლდება, 36 ლარს იხდი.
მე პირადად 2 გზას არასდროს ვყიდულობ, ბევრი მიზეზის გამო.
QUOTE
იქვე ყიდვა ცოტა სარისკოა, რომ არ იქნეს ადგილი, მოგიწევთ ქუთაისამდე ფეხზე დგომა.

შეუზღუდავია ადგილები. რამდენი ადამიანიც მოვა, იმის შესაბამისი ტრანსპორტი მოყავთ.
ბოლოს რომ ვიყავი, ერთ-ერთ რეისზე ა321-ით იყო ფრენა, სადღაც 60-70 მგზავრით მეტი გადაჰყავს სტანდარტულ ა320-თან შედარებით.
2 დიდი ავტობუსი და 1 მარშუტკა იყო მზად. თუ არ იქნებოდა საკმარისი, კიდე ამატებდნენ.
რეალურად 1 ავტობუსი და 1 მარშუტკა გაივსო და ეგენი გავიდნენ.
ადრე 2-3 ჯერ იყო, (მაშინ მხოლოდ მარშუტკები დადიოდნენ, ავტობუსი რომ დაემტვრათ), რომ გაივსებოდა, გადარეკავდნენ და მოდიოდა ახალი მარშუტკა.
ანუ ადგილების პრობლემა არასდროს მქონია და არც ვინმესგან მსმენია

Posted by: GLOKTA 30 Nov 2018, 16:24
nutria-113
QUOTE
2 გზა უნდა იყიდო

არა რას ამბობ, ერთ გზას ვყიდულობ ყოველთვის, ქუთაისში ერთხელ დავბრუნდი მხოლოდ და ისიც არ გამომიყენებია ამათი ფასდაკლების ბარათი.
QUOTE
კიდე ამატებდნენ

კი ეგ მეც შევამჩნიე, გუშინ რომ შეივსო, მეორე მოაყენეს ეგრევე.

კარგად მუშაობს მოკლედ ეგ კომპანია, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ
ქუთაისში მანქანით წასვლას და პარგინგის ხდას, მართლა სჯობს, 20 ლარი და ადგილზე ხარ.

Posted by: nutria-113 30 Nov 2018, 17:45
GLOKTA
QUOTE
არა რას ამბობ, ერთ გზას ვყიდულობ ყოველთვის, ქუთაისში ერთხელ დავბრუნდი მხოლოდ და ისიც არ გამომიყენებია ამათი ფასდაკლების ბარათი.

ახლა თუ დაიწყეს გზაში დარიგება არ ვიცი, აქამდე ჩემთვის არ მოუციათ არასდროს.
საიტზე ყიდვისას კი ეგრეა, როგორც ზემოთ დავწერე.

QUOTE
კარგად მუშაობს მოკლედ ეგ კომპანია, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ
ქუთაისში მანქანით წასვლას და პარგინგის ხდას, მართლა სჯობს, 20 ლარი და ადგილზე ხარ.

ნამდვილად. მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ გაამართლა, რაც კარგია!
ყველაზე იაფად და წვალებით რომ წახვიდე 12-13 ლარი მაინც ჯდება და ბარემ 20ლ და დაწყნარებული მაინც ჩადიხარ

Posted by: GLOKTA 30 Nov 2018, 18:01
nutria-113
QUOTE
ახლა თუ დაიწყეს გზაში დარიგება არ ვიცი,

წინა თვეშიც მომცეს ეგ ფასდაკლების ფურცელი.
კი კარგია, უბრალოდ, ჩემსავით ბოლო წამს არ უნდა შეახტე ავტობუსს, რომ მერე მატორზე არ მოგიწიოს ჯდომა wink.gif

Posted by: Go Ahead Eagles 3 Dec 2018, 22:03
გამარჯობათ. ვიზ პრიორიტეტში წერია რომ ბორტზე შეგვიძლია ავიტანოთ საგორავებელი ჩანთა დამატებით 55 სმ სიმაღლის. აუცილებელია ჩანთა საგორავებელი იყოს თუ ჩვეულებრივიც შეიძლება?. 10კგ ჯან რეგისტრირებულ ბარგზე იაფი ჯდება ცოტათი და თან ისეთი არაფერი მიმაქ ატანა რომ.არ.შეიებოდეს. უბრალოდ საგორაო ჩანთა არმაქ biggrin.gif ვინც იცით ზუსტად იქნებ დამეხმაროთ

Posted by: sაlოmეa 3 Dec 2018, 22:17
ლარნაკა 19-23 თებერვალი 100 ლარი ორი გზა ძვირია თუ ვიყიდო?
როგორ ფიქრობთ დააკლდება?
თან მეცინება 100 ლარზე რო დააკლდებას ვამბობ მარა რო დააკლდეს?
givi.gif

Posted by: mGeLo777 3 Dec 2018, 22:42
sაlოmეa
აუ მეც მაგაზე ვფიქრობდი წინა კვირას თან ოქროს დაბადების დღე მაქვს მეთქი პატარა საჩუქარს გავუკეთებ ჩემს თავს თქო,მაგრამ ვისაც ვკითხე მაგ პერიოდში წასვლას არ აქვს აზრიო.
ისე სალონიკიც მაგარი იაფია.....მოკლედ ვერაფერი ვერ გადავწყვიტე ჯერ-ჯერობით biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 3 Dec 2018, 22:49
mGeLo777
არა იყვნენ მეგობრები მაგ პერიოდში შარშან და ძაან კაი პერიოდია პირიქით
არც გცხელა არც გცივა
ბანაობას სავარაუდოდ ვერ შეძლებ
მეც დაბადების დღე მაქვს და მეთქი გავიპარები 3-4 დღე :დ
კი სალონიკიც ვნახე მარა ნაჰ მანდ მართლა არ წავალ
მგონი უნდა ვიყიდოთ

Posted by: mGeLo777 3 Dec 2018, 23:29
sაlოmეa
რომელ რიცხვში გაქვს? chups.gif
Ayia Napa-ზე ვნახე და ყველაზე კაი ვარიანტი ეგ არის ოღონდ ზაფხულში :შ


Posted by: sაlოmეa 4 Dec 2018, 00:05
mGeLo777
21 თებერვალს

ჰო აია ნაპა კაია
10 კილომეტრშია მგონი ლარნაკადან

იმ დღეს არიულ და რეშკას უყურე სპეცილურად
რო ვიცოდე როგორ და სად წავიდე თუ წავედი

Posted by: mGeLo777 4 Dec 2018, 00:09
sაlოmეa
მიყვარს ეგ რიცხვი up.gif

45 კილომეტრშია



დამაფიქრე ეხლა drug.gif

Posted by: sაlოmეa 4 Dec 2018, 00:21
mGeLo777
QUOTE
45 კილომეტრშია

ჰო


QUOTE
დამაფიქრე ეხლა

კიკი
სალონიკს მართლა ჯობია


ვიყიდი ამ დღეებში მეც მგონი

Posted by: mGeLo777 4 Dec 2018, 00:24
sაlოmეa
QUOTE
ვიყიდი ამ დღეებში მეც მგონი

GL


ვიფიქრებ მე ამ თემაზე ამ კვირაში rolleyes.gif

Posted by: GLOKTA 6 Dec 2018, 18:58
ქუთაისიდან დაწყებული და არა მარტო ამ წასვლაზე, ხელბარგში მიდევს დანა, ზაჟიგალკა და ახლა პორტოში ჰაშიშის ლისტი დავამატე, ასე გრამი მაინც იქნება, არსად გავუჩერებივართ ან უკითხავთ რამე.
წყლის ბოთლი და შამპუნი არ შეიძლება ბატონოო.
მეთქი დანა და ჰაშიში შეიძლება და წყალი არათქო?
wtf? სად ტრაკშია უსაფრთხოება?

Posted by: sაlოmეa 6 Dec 2018, 19:13
GLOKTA
დანა აგატანინეს ხელბარგში?
კარგად არიან?
mGeLo777
145 ლარად ვიყიდე ორი გზა ორი კაცი თებერვლისთვის
გუშინ გააკეთა 20%_იანი ფასდაკლება და ეგრე გამოვიდა
შენ რა ქენი?

Posted by: GLOKTA 6 Dec 2018, 19:48
sაlოmეa
ორივე წასვლაზე, არც საქართველოს საბაჟოს, არც გერმანიის და არც შიდა რეისებზე არ უთქვამთ აკრძალულიაო, არა და წინა ჯიბეში მიდევს, ეხლაც აქ მაქვს სალონში, რომ მომინდეს ხო აზრზე ხარ რეების ჩატარება შმიძლია.

ეხლა წარმოიდგინე ეგ ვინმე არანორმალურის ხელში.
პრინციპში.... biggrin.gif
აფრინდეს თვითმფრინავი, შევალ ტუალეტში და გადავუღებ სურათს თუ არ გჯერა.
ძაან ვერ არიან ესენი, აპეციალურად დამაქვს, მეთქი აბა სად შეამჩნევენ და წამართმევენ?
ჩემი ფეხები ტოო, მიდი მოვდივარ.

Posted by: sაlოmეa 6 Dec 2018, 20:54
GLOKTA

ფეხზე მახდევინებენ და თმებიც კი ხელით მიმოწმებენ
მე რა კრიმინალს ვგავარ?
არადა შენ კი გავხარ ხულიგანს
შემეშინდა ეხა მართლა

QUOTE
პრინციპში....

წესიერად მოიქეცი
არც კი გაეხუმრო არავის biggrin.gif

Posted by: mGeLo777 6 Dec 2018, 21:32
sაlოmეa
ჩატში მოგწერე wink.gif

Posted by: sაlოmეa 6 Dec 2018, 21:39
mGeLo777
ვნახე
ტელეფონით ვარ და ვერ გპასუხობ


Posted by: mGeLo777 6 Dec 2018, 21:58
sაlოmეa
კაი biggrin.gif



.....................

Posted by: GLOKTA 6 Dec 2018, 22:57
sაlოmეa
როგორც დაგპირდი, აჰა დავეშვი თუ არა ჰამბურგში გიგზავნი ფოტოსuser posted image

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 6 Dec 2018, 23:04
QUOTE (GLOKTA @ 6 Dec 2018, 22:57 )
sაlოmეa
როგორც დაგპირდი, აჰა დავეშვი თუ არა ჰამბურგში გიგზავნი ფოტოსuser posted image

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

შავტარიანი..

Posted by: GLOKTA 6 Dec 2018, 23:16
~Annabelle°Haunting~
ეს პატარა ვარიანტია ოღონდ biggrin.gif
რა მეხუმრება, მატარებელი არ არის და დილამდე ავტობუსით უნდა ვიჩანჩალო.
wtf? დოიჩე ბანნ

Posted by: JSB14BSJ 6 Dec 2018, 23:33
GLOKTA
რა
QUOTE
wtf

ღამე გერმანიაში არ მუშაობენ, საქართველო და გასაოცარი დემოკრატია კი არაა

Posted by: sაlოmეa 6 Dec 2018, 23:38
GLOKTA
შეგიძლია უჩივლო ვიზიარს
უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში

პოტენციურ მსხვერპლად ვიგრძენი თავი

Posted by: GLOKTA 7 Dec 2018, 00:09
JSB14BSJ
მუშაობს მაგრამ ჰამბურგიდან ლამის ნიუნბერგში უნდა ჩავიდე და პირდაპირი არ არის.
რამე ღამის კლუბს მოვნახავ, არ მოვიწყენ მოკლედ smile.gif
sაlოmეa
ოეე, ქერააა, დამიჭერენ ეს ფოტო რო. ნახონ ღადაობ? biggrin.gif

Posted by: kvantanamera 7 Dec 2018, 08:43
სენდვიჩი აგიტანიათ ბორტზე და მერე იქ მიგირთმევიათ? პრობლემები იქნება?

Posted by: _thunderstorm_ 7 Dec 2018, 12:19
Lufthansa-ზე მაინტერესებს...როგორია მგზავრობა?
სტოკჰოლმში ბილეთები (ერთი გადაჯდომით მიუნჰენში) საეჭვოდ დაბალ ფასებში აქვთ და რაშია საქმე ? biggrin.gif
ლოტს და თურქიშს ამ დროს ორჯერ ძვირი აქვთ, ორი გადაჯდომით და 22 საათიანი მგზავრობით

Posted by: ILIA1702 7 Dec 2018, 12:38
_thunderstorm_
QUOTE
Lufthansa-ზე მაინტერესებს...როგორია მგზავრობა?

Lufthansa უკეთესია თურქიშზე და საუბარი არ არის ლოტზე. თუმცა მისი შვილობილი კომპანია იყო ეუროვინგს რომლის თვითმფრინავიც პილოტმა ძალით ჩამოაგდო 2-3 წლის წინ.

Posted by: _thunderstorm_ 7 Dec 2018, 14:19
ILIA1702
QUOTE
მისი შვილობილი კომპანია იყო ეუროვინგს რომლის თვითმფრინავიც პილოტმა ძალით ჩამოაგდო 2-3 წლის წინ.

ეუფ... sad.gif


Posted by: dato_dato 7 Dec 2018, 15:54
GLOKTA
QUOTE
ფოტოს

ვახ როგორ??? თბილისიდან თუ ქუთაისიდან? ძაან ცუდია

Posted by: GLOKTA 7 Dec 2018, 19:46
dato_dato
ჯერ ქუთაისიდან და მერე ჰამბურგი-პორტო შიდა რეისები, წინ და უკან, ვერც გერმანიამ შენიშნა, ვერც პორტუგალიამ.
არა და პორტუგალიაში დათვალიერებაზე გადააგდო ჩანთა.

Posted by: BlackBeard 13 Dec 2018, 14:14
გამარჯობა,
ვიზეარზე მაქვს კითხვა, დღეს ვიყიდე ბილეთები და wizz priority ავირჩიე და ეწერა ზურგჩანთა და სტანდარტული ჩანთა რაცაა.
ეხლა რო შევამოწმე ამას მიწერს და რა პონტია ხოვერ მეტყვით ?

user posted image

Posted by: Go Ahead Eagles 16 Dec 2018, 10:45
BlackBeard
ხო რაგინდა მერე პრიორიტეტჯ გაქ არჩეულიო აქაც ეგ არ წერია?

Posted by: kvantanamera 18 Dec 2018, 20:32
მშვენივრად ვიფრინე სამი საათი ვიზიარის თვითმფრინავით. მშვენივრად ვიჯექი (185 სმ ჩემი სიმაღლე). კარგი პილოტები (ისე დაჯდა თვითმფრინავე საერთოდ ვერ ვიგრძენი). დაე მუდამ იყოს ვიზიეარი ქართულ ბაზარზე!!!

Posted by: sandre545 19 Dec 2018, 11:59
მეგობრებო ფრენის თარიღის ცვლილებაა შესაძლებელი როგორც ვიცი და რა ჯდება ხომ ვერ მეტყვით?

დაახლოებით 4 დღის ადრე მინდა გაფრენა-დაბრუნება.

Posted by: makratela 19 Dec 2018, 12:31
sandre545
საიტზეა ინფორმაცია
https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/booking-information/changing-your-reservation#/

Posted by: LanceInMyPants 23 Dec 2018, 17:07
საიტის ნაცვლად ბილეთი სააგენტოში რო ვიყიდო, რამდენი +ლარის ამბავია დაახლოებით?

და კიდე რა მაინტერესებს: თებერვალის ბილეთებს ვყიდულობ (ქუთაისი-ბერლინი), ყველაზე იაფი შემოთავაზება რაცაა ჯამში 300 ლარამდე ჯდება (მაგრამ უწერია რომ გაფრენის ბილეთზე მსგავსი 3 ბილეთია დარჩენილი, გამოფრენაზე 1... უწერიათ რომ ეს ყველაზე დაბალი ტარიფების შემოთავაზებებია, რაც სხვა დროსაც შეიძლება გაჩნდეს პერიოდულად, იგივე ფასად ან ნაკლებ ფასადო; სხვა ვარიანტების შემთხვევაში თითქმის ორმაგი ჯდება)

ამ დღეებში უნდა დავითრიო და ეს ბილეთები თუ გაიყიდა მანამდე, როგორ მოვიქცე? დავიცადო?

Posted by: makratela 24 Dec 2018, 21:37
LanceInMyPants
ჩემი პირადი პრაქტიკიდან გეტყვი. თუ დააკვირდები მანდ წერია რომ 3ბილეთია დარჩენილი ამ ფასად,(ანუ მნიშვნელოვანია სიტყვა" ამ ფასად") , ასევე გამოფრენაზეც. ანუ გამოდის ბილეთები არის უბრალოდ ფასი თამაშობს. ხოდა მე მქონია შემთხვევები რომ მიყიდია ბილეთი ზუსტად მასეთი მინიშნებით და მერე გაიაფებულა და ადგილებზეც არ ყოფილა შეზღუდვა. გარანტიას ვერანაირს ვერ მოგცემ რას იზამს ვიზეარი, უბრალოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიარე.

Posted by: სვანიძე 5 Jan 2019, 13:39
QUOTE
"საბანკო გადარიცხვისას მიუთითეთ ჯავშნის 6-ნიშნა დასტურის კოდი (მხოლოდ ეს 6 სიმბოლო) კომენტარის/დანიშნულების პირველ ველში. თუ კიდევ არის კომენტარის ველები, მიუთითეთ ჯავშნის პირველი მგზავრის სრული სახელი. "


ამ ყველაფრის მიუხედავად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩავრიცხეთ და მხოლოდ სახელი და გვარი მივუთითეთ, რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას და როგორ მოვიქცეთ ხომ ვერ მეტყვით? როგორც თიბისიში ოპერატორმა გვითხრა, ახლა უკვე არაა შესაძლებელი ამ ველში ინფორმაციის ჩასწორება/ჩამატება.

Posted by: SabaGEO 6 Jan 2019, 08:34
გამარჯობა, ბილეთი მქონდა დაზღვეული, რომ საათზე მეტს თუ დააგვიანებდა დაფრენას 100 ევროს კრედიტებს მომცემდა ვიზეირი, ხოდა ბერვად მეტადაც დააგვიანა და რამდენ ხანში ჩამირიცხავენ ან როგორ გავიგო?

Posted by: dimaopena 6 Jan 2019, 19:16
klubis wevri rogor unda gaxde?kidev ufro iafia tanxa viletebze da kidev erti anu adgilze yidva biletebis/uketesia? tu saitidan

Posted by: marimari11 6 Jan 2019, 20:32
dimaopena
biletebs roca iyidi iq monishnav rom klubis wverobis yidvac ginda
30 eevro girs weli . tu xshirad dafrinavs girs. minimum 10 evro akldeba tito frenaze. bileti saitidan unda iyido

Posted by: sაlოmეa 8 Jan 2019, 12:21
ბავშვებო
საიტიდან ბილეთებს ვერ ამოვბეჭდავ, ვიდრე ჩეკინს არ გავაკეთებ?

Posted by: Alameda 8 Jan 2019, 13:08
sაlოmეa
ეგრეა,
ჩექინის მერე შეგიძლია ამობეჭდვა

Posted by: Mikerson 8 Jan 2019, 14:56
მოგზაურობა ვისაც გიყვართ გამოიწერეთ არხი <3 დაიდება ძალიან საინტერესო ვიდეოები სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე

https://www.youtube.com/channel/UCC9SfLJHl-GSbQl_-vsrKsw/videos

Posted by: Chloe 8 Jan 2019, 16:00
ვინც 1 ნოემბრის შემდეგ იმგზავრეთ შეგიძლიათ ფოტო დადოთ უფასო ჩანთის?
ზომები რათქმაუნდა წერია, მაგრამ ასეთი ზომებით სამგზავრო ჩანთა ვერ ვიპოვე და მაქსიმალურად რომ ავითვისო ბარგი როგორი ტიპის ჩანთა უნდა წავიღო მაინტერესებს.


მადლობა bis.gif

Posted by: sაlოmეa 8 Jan 2019, 16:03
QUOTE (Alameda @ 8 Jan 2019, 13:08 )
sაlოmეa
ეგრეა,
ჩექინის მერე შეგიძლია ამობეჭდვა

მადლობა



=======
=======

Posted by: Go Ahead Eagles 8 Jan 2019, 18:06
sაlოmეa
მგონი ჩემს ფრენამდე მიფრინავ სალომე და შეგიძლია უფასო ჩანთის თემა გაარკვიო როგოორ იქნება და გამაგებინო მერე?

Posted by: kvantanamera 8 Jan 2019, 22:55
Chloe
ზურგჩანთებია მაგ ზომის. 30-50 ლარი ღირს.

Posted by: sაlოmეa 9 Jan 2019, 00:25
QUOTE (Go Ahead Eagles @ 8 Jan 2019, 18:06 )
sაlოmეa
მგონი ჩემს ფრენამდე მიფრინავ სალომე და შეგიძლია უფასო ჩანთის თემა გაარკვიო როგოორ იქნება და გამაგებინო მერე?

კიკი

ყველაფერს გეტყვი



Posted by: თამროთამარა 9 Jan 2019, 02:16
Chloe
ფოტოს აქ ვერ ვდებ და თუ გინდა ნომერი მაიტა და ვაიბერზე გამოვუშვებ ჩემი იასამნისფერ ჩანთის ნუდებს smile.gif))
საშუალო ზომის ზურგჩანთაა.

Posted by: Chloe 9 Jan 2019, 16:05
kvantanamera


სად იყიდება?

Posted by: speechl1 10 Jan 2019, 19:55
გამარჯობა

უფასო ხელბარგთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს,
მოკლედ ერთი პატარა მხარზე გადასაკიდი ჩანთა და მეორე ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთაა რო გავზომე 41-28-18ია გაბარიტები
როგორ ფიქრობთ უფასოზე ჩამითვლიან? ზონაზეც ორივეს ერთად ანგარიშOბენ თუ ერთს მარტო ხელჩანთას
ვისაც არ ეზარება იქნებ დაწეროთ , პირველად მიწევს მგზავრობა ,მადლობა წინასწარ

ჰო და ადგილების ჯავშანზეც ორიოდე სიტყვით, მაილზე მომივიდა მთავაზობენ წინასწარ არჩევას
ანუ აუციებელია თუ არა?

Posted by: kashka 10 Jan 2019, 20:14
https://forum.ge/?f=69&showtopic=35071480

Posted by: kvantanamera 10 Jan 2019, 20:33
chloe, speechless№1
იყიდება დინამოს სტადიონიდან წერეთელს რომ აუყვები მანდ. მე კოტონში ვიყიდე პატარა კოხტა ზურგჩანთა. როცა საყიდლად წახვალ საზომი წაიღე აუცილებლად, თორემ გამყიდვლები იტყუებიან. როგორც ვიზეარს უწერია ხელბარგი რომელიც უფასოდ შეიძლება აიტანო ბორტზე არის მხოლოდ ერთი ერთეული ზომით 40*30*20 და წონით არაუმეტეს 10 კგ(გარდა პრიორიტეტული ბილეთისა). ანუ შეიძლება მხოლოდ ერთი ჩანთის ატანა რომელიც აღნიშნულ ზომებს არ ცდება. ნუ ბარგის მარეგისტრირებლებზე ბევრია დამოკიდებული. შეიძლება ძალიან პატარა ჩანთაც შეგატანინონ, მაგრამ თუ მარტო წესებით ვიხელმძღვანელებთ როგორც დავწერე ისეა. ბარგის რეგისტრაციისას საზომით არ ზომავენ. არის ყალიბივით აწყობილი რკინის მაკეტი და იქ უნდა ჩაეტიოს ჩანთა, ასე რომ გაითვალისწინეთ რომ ძალიან გადავსებული ჩანთა შეიძლება ვერ მოათავსოთ.(ზემოაღნიშნული ზომა სავსე ჩანთისთვისაა მითითებული)

Posted by: speechl1 13 Jan 2019, 12:36
kvantanamera
Aჰა მადლობა ინფოსტVის
Xელბარგში ჩAვდებ პატარა ჩანთასაც ,ჩავატევ რამენაირად

თუ მეტყვით , ქუთაისში ბილეთი ამობეჭDილად უნდა მქონდეს?

Posted by: kvantanamera 13 Jan 2019, 13:30
აუცილებლად. ე.წ. ბოარდინგ პასსი (ჩასაჯდომი ტალონი) უნდა ამობეჭდო, იმიტომ რომ ქუთაისში არ დგას აპარატი ტელეფონიდანვე რომ მიადო შტრიხკოდი. ბოარდინგ პასს გაძლევს როცა ჩეკინს გააკეთებ

Posted by: სვანიძე 13 Jan 2019, 14:00
QUOTE (სვანიძე @ 5 Jan 2019, 13:39 )
QUOTE
"საბანკო გადარიცხვისას მიუთითეთ ჯავშნის 6-ნიშნა დასტურის კოდი (მხოლოდ ეს 6 სიმბოლო) კომენტარის/დანიშნულების პირველ ველში. თუ კიდევ არის კომენტარის ველები, მიუთითეთ ჯავშნის პირველი მგზავრის სრული სახელი. "


ამ ყველაფრის მიუხედავად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩავრიცხეთ და მხოლოდ სახელი და გვარი მივუთითეთ, რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას და როგორ მოვიქცეთ ხომ ვერ მეტყვით? როგორც თიბისიში ოპერატორმა გვითხრა, ახლა უკვე არაა შესაძლებელი ამ ველში ინფორმაციის ჩასწორება/ჩამატება.

თანხა ჩაირიცხა მაინც, უპრობლემოდ, არავის ჩარევა არ დაგვჭირდა, უბრალოდ, სახელსა და გვართან ერთად პირადი ნომერიც მიგვითითებია შესაბამის ველში. ( არ ვიცი პირადი ნომერის გამო "გაგვიმართლა" თუ არა )

Posted by: Go Ahead Eagles 13 Jan 2019, 23:10
kvantanamera
ჩექინის დროს უნდა შეიყვანო პასპორტის მონაცემები თუ არარი საჭირო?

Posted by: kvantanamera 14 Jan 2019, 09:40
Go ahead eagles
პასპორტის მონაცემები შეგყავს ჩექინის დროს.

Posted by: maestroraro 14 Jan 2019, 20:59
გამარჯობა მეგობრებო,სასწრაფოდ მჭირდება დახმარება ვილეთის ყიდვა მინდა ონლაინ,იქნებ გამომეხმაუროთ?

Posted by: lepori 15 Jan 2019, 01:08
maestroraro
QUOTE
გამარჯობა მეგობრებო,სასწრაფოდ მჭირდება დახმარება ვილეთის ყიდვა მინდა ონლაინ,იქნებ გამომეხმაუროთ?

აბა გამოგეხმაურე, რაში დაგეხმარო biggrin.gif


Posted by: leqsot 16 Jan 2019, 04:21
აპრილის ბოლოსთვის მინდა ბილეთების ყიდვა და ყველაზე ხელსაყრელი დრო როდის არის ანუ რამდენი ხნით ადრე

Posted by: irakli_f1 16 Jan 2019, 10:25
QUOTE (leqsot @ 16 Jan 2019, 04:21 )
აპრილის ბოლოსთვის მინდა ბილეთების ყიდვა და ყველაზე ხელსაყრელი დრო როდის არის ანუ რამდენი ხნით ადრე

გააჩნია მიმართულებას და ზოგადად, ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი დრო.

Posted by: kvantanamera 16 Jan 2019, 14:06
ლექსოტ
ბევრ ფაქტოზეა დამოკიდებული. რაც უფრო ადრე იყიდი უფრო იაფია ან არის ან არა. თუ არ იყიდება ბილეთი 2 კვირით ადრე შეიძლება ყველაზე იაფი იყოს. მე რასაც დავაკვირდი ყველაზე იაფი ევროპა თებერვალი-მარტის თვეებშია (დაბალი სეზონი)

Posted by: crystal 17 Jan 2019, 14:00
speechless№1
QUOTE
უფასო ხელბარგთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს,
მოკლედ ერთი პატარა მხარზე გადასაკიდი ჩანთა და მეორე ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთაა რო გავზომე 41-28-18ია გაბარიტები
როგორ ფიქრობთ უფასოზე ჩამითვლიან? ზონაზეც ორივეს ერთად ანგარიშOბენ თუ ერთს მარტო ხელჩანთას

უკვე ხომ არ იფრინე?
ზუსტად იგივე კითხვები მაქვს - გადასაკიდ ჩანთაზეც და ჩანთის ზომებაც 41-ია ჩემი biggrin.gif
ვიზეარით პირველად მივფრინავ

Posted by: FromTime 17 Jan 2019, 20:06
QUOTE (crystal @ 17 Jan 2019, 14:00 )
speechless№1
QUOTE
უფასო ხელბარგთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს,
მოკლედ ერთი პატარა მხარზე გადასაკიდი ჩანთა და მეორე ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთაა რო გავზომე 41-28-18ია გაბარიტები
როგორ ფიქრობთ უფასოზე ჩამითვლიან? ზონაზეც ორივეს ერთად ანგარიშOბენ თუ ერთს მარტო ხელჩანთას

უკვე ხომ არ იფრინე?
ზუსტად იგივე კითხვები მაქვს - გადასაკიდ ჩანთაზეც და ჩანთის ზომებაც 41-ია ჩემი biggrin.gif
ვიზეარით პირველად მივფრინავ

თუ პრაქტიკულად მოიქცევი, კაციშვილი არაფერს არ გეტყვის. 2-ი მაგხელა რიუგზაკი ავიტანე, მაგრამ არავის არაფერი არ უთქვავს. ანუ უნდა გაგიმართლოს. ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე. ჯობია თავი რო არ აიტკივო, რა ზომებიც წერია, იმ ზომების რიუგზაკით ახვიდე. ადგილი მაინც მარშუტკასი არ იყოს ისე პატარაა, ვერსად ვერ ჩადგამ. თვითონ ეირკომპანია 10 ქულიდან მყარ 8-ს იმსახურებს. რამდენჯერაც ვიფრინე, იმდენჯერ არ ჩამოვვარდნილვართ. დანარჩენი ლირიკაა wink.gif ზოგი ურემზე არ მჯდარა, მანქანა-თვითმფრინავში კი არა და, იმხელა პრეტენზიები აქვთ ხოლმე როოოო!

Posted by: crystal 17 Jan 2019, 21:58
FromTime
QUOTE
თუ პრაქტიკულად მოიქცევი, კაციშვილი არაფერს არ გეტყვის. 2-ი მაგხელა რიუგზაკი ავიტანე, მაგრამ არავის არაფერი არ უთქვავს. ანუ უნდა გაგიმართლოს. ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე. ჯობია თავი რო არ აიტკივო, რა ზომებიც წერია, იმ ზომების რიუგზაკით ახვიდე. ადგილი მაინც მარშუტკასი არ იყოს ისე პატარაა, ვერსად ვერ ჩადგამ. თვითონ ეირკომპანია 10 ქულიდან მყარ 8-ს იმსახურებს. რამდენჯერაც ვიფრინე, იმდენჯერ არ ჩამოვვარდნილვართ. დანარჩენი ლირიკაა  ზოგი ურემზე არ მჯდარა, მანქანა-თვითმფრინავში კი არა და, იმხელა პრეტენზიები აქვთ ხოლმე როოოო!

10 კილო კი არა, 6-7 კილოსაც ვერ ვავსებ
ჩანთაც გატენილიც არ იქნება და თუ არ გაჭიმეს სიგრძეში ბოლომდე, 41 არ გამოდის.

Posted by: FromTime 17 Jan 2019, 22:27
QUOTE (crystal @ 17 Jan 2019, 21:58 )
FromTime
QUOTE
თუ პრაქტიკულად მოიქცევი, კაციშვილი არაფერს არ გეტყვის. 2-ი მაგხელა რიუგზაკი ავიტანე, მაგრამ არავის არაფერი არ უთქვავს. ანუ უნდა გაგიმართლოს. ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ისე. ჯობია თავი რო არ აიტკივო, რა ზომებიც წერია, იმ ზომების რიუგზაკით ახვიდე. ადგილი მაინც მარშუტკასი არ იყოს ისე პატარაა, ვერსად ვერ ჩადგამ. თვითონ ეირკომპანია 10 ქულიდან მყარ 8-ს იმსახურებს. რამდენჯერაც ვიფრინე, იმდენჯერ არ ჩამოვვარდნილვართ. დანარჩენი ლირიკაა  ზოგი ურემზე არ მჯდარა, მანქანა-თვითმფრინავში კი არა და, იმხელა პრეტენზიები აქვთ ხოლმე როოოო!

10 კილო კი არა, 6-7 კილოსაც ვერ ვავსებ
ჩანთაც გატენილიც არ იქნება და თუ არ გაჭიმეს სიგრძეში ბოლომდე, 41 არ გამოდის.

ასატანი ჩანთის კილოებს არავინ გიწონის. მარტო ზომებს აკვირდებიან, თუ გინდა 100 კგ აგური ჩადე. დაიცა ვნახო ზომები, აღარ მახსოვს. მე როცა გამოვფრინდი ის პატარა რიუკზაკი იქ დავტოვე და წამოვიღე სამაოდ მოზრდილი. არანაკლები ზომის ვიდრე პატარა ჩემოდანი, მაგრამ ზურგზე მოსაკიდი "რემნები" ქონდა და რო ამიშარდნენ, არ არიო ეგ ჩვეულებრივი რუიკზაკიო, ავდექი მოვიკიდე ზურგზე (კი ჩამწყდა ხერხემალი ამ დროს smile.gif ) აი თუ არაა მეთქი. გაეცინათ და გამიშვეს. მაგრამ ხო გეუბნები, მე გამიმართლა. არა და ადრე ერთხელ 1 კგ -ს გულისთვის ჩემოდანი ამომაყრევინეს. გამართლებაზეა.
* * *

Posted by: ofazi 18 Jan 2019, 00:21
ჩემოდნის ზომა 40*30*20 როდინდელი შემოღებულია? შარშან მარტში ვიმგზავრე ვიზიარით. ჩემი პატარა ჩემოდანი ამ ზომებში ვერ ჯდება, მაგრამ არაფერი უთქვამთ, ხელბარგში გამატანეს. ყალიბი მაშინაც იდგა და თვალითაც მივხვდი, რომ ჩემი ჩემოდანი ვერ ჩავიდოდა. ეხლა აღარ ვიცი გავრიკო თუ არა იგივე ჩემოდნით...
ვთქვათ ხელბარგში არ ჩათვალეს, რამდენი იქნება გადასახდელი?

Posted by: speechl1 18 Jan 2019, 02:26
QUOTE (crystal @ 17 Jan 2019, 14:00 )
speechless№1
QUOTE
უფასო ხელბარგთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს,
მოკლედ ერთი პატარა მხარზე გადასაკიდი ჩანთა და მეორე ჩვეულებრივი სამგზავრო ჩანთაა რო გავზომე 41-28-18ია გაბარიტები
როგორ ფიქრობთ უფასოზე ჩამითვლიან? ზონაზეც ორივეს ერთად ანგარიშOბენ თუ ერთს მარტო ხელჩანთას

უკვე ხომ არ იფრინე?
ზუსტად იგივე კითხვები მაქვს - გადასაკიდ ჩანთაზეც და ჩანთის ზომებაც 41-ია ჩემი biggrin.gif
ვიზეარით პირველად მივფრინავ

კი ვიფრინე:-)
მოკლედ პატარა "კლაჩის" სტილის გადასაკიდი ჩანთა და კიდე გატენილი საშუალო ზომის ზურგჩანთა ავიტანე სალონში, სასმელები და "სოფლის ნობათი" მიმქონდა კიდე ცალკე ბარგში ჩავაბარე 11კგ იყო არავის არაფერი უთქვამს10იანი მქონდა ნაყიდი ცალკე 44₾ გადავიხადე ონლაინ ჩექინის დროს
ანუ 1-2კგ ზედმეტი ან მოცულობა რამდენიმე სმ რო აღემატებოდეს მაგის გამო არ გამოგეკიდებიან
ფრენას რაც შეეხება, ბავშვობის მერე პირველად ვიფრინე და ვნერვიულობდი
ნორმალურად ყველაფერი
სივიწროვე კი იყო, მაგრამ როცა იაფად გაქვს ნაყიდი ბილეთი,აიტანს კაცი

Posted by: crystal 18 Jan 2019, 23:16
speechless№1
თვითონ სალონში არაფერი საჭმლის შეტანა არ შეიძლება?
ნუ შოკოლადი და ჩურჩხელა მაინც?

Posted by: ofazi 19 Jan 2019, 14:43
საჭმელი შეიძლება, გარედან შეტანილი წყალი ან სხვა სითხე არა. დუთი ფრიში თუ შეიძენ დასალევს, კი ბატონო.

Posted by: s1mple 19 Jan 2019, 17:32
მეგობებო, დავუშვათ რამე ისეთი გიდევს ჩანთაში რომლის ატანაც არ შეიძლება ბორტზე ბაგაჟში რო ჩაგვაბარებინონ ფულის გადახდა მოგვიწევს ?


Posted by: Go Ahead Eagles 21 Jan 2019, 22:35
35 მლ.გრამიანი სუნამოს ხელბარგით გადატანა რომელიმე ავიაკომპანიის მიერ თუ არის აკრძალული?

Posted by: ZUR_I 22 Jan 2019, 11:43
ჩეკ ინს რო აკეთებ ადგილს არ უთითებთ ხომ ( თუ არ იხდით დამატებით ადგილში) ?

Posted by: Florbelle 22 Jan 2019, 12:25
ZUR_I
არა არ უთითებ არაფერს, დაელოდები ფრენას და ფრენამდე 48 საათით ადრე გაიხსნება ჩექინი შენთვის, რო დაჩექინდები მერე თვითონ გაძლევს ადგილს რა, არ გადაიხადო არაფერი ბილეთის ყიდვისას

Posted by: ditrixa 22 Jan 2019, 17:32
მეგობრებო, ნაყიდი ბილეთები მთლად ქარმა რომ არ წაიღოს , ყველაზე კარგი საშუალება რა არის?(წასვლას ვეღარ ვახერხებ)
ფრენის ცვლილება ვცადე სხვა თარიღზე და მგონი აზრი არ აქვს. ხომ ვერ მირჩევდით რამეს?

Posted by: lobja 23 Jan 2019, 00:40
WIZZ Priority
If you purchase WIZZ Priority service (or you are entitled to WIZZ Priority with WIZZ Privilege Pass, WIZZ GO or WIZZ Plus bundles), you are entitled to bring with you a free carry-on bag (max. size 40 x 30 x 20 cm) and an extra trolley bag (max. 55 x 40 x 23 cm). It is guaranteed you can bring both bags with you into the cabin area, unless it is impossible due to operational restrictions.

საგორავებელ ჩანთაზე არაა წონა შეზღუდული ? მარტო გაბარიტები?

ვერ ვნახე ვერსად ინფო



Posted by: sაlოmეa 23 Jan 2019, 00:43
QUOTE (ditrixa @ 22 Jan 2019, 17:32 )
მეგობრებო, ნაყიდი ბილეთები მთლად ქარმა რომ არ წაიღოს , ყველაზე კარგი საშუალება რა არის?(წასვლას ვეღარ ვახერხებ)
ფრენის ცვლილება ვცადე სხვა თარიღზე და მგონი აზრი არ აქვს. ხომ ვერ მირჩევდით რამეს?

ეგრე გამიუქმდა შარშან
და ვეხვეწებოდი იჩუქეთთქო
და არავინ იჩუქა


ZUR_I
ვინც ადგილს არ ყიდულობს
48 საათით ადრე შეუძლია მხოლოდ ონლაინ ჩექინი
რეალურად ჩემს რეისზე დაწყებულია
მარა გინდა თუ არა იყიდე ადგილები თუ ეხა აკეთებ ჩექინსო

Posted by: kvantanamera 23 Jan 2019, 10:05
ე.წ. ბილეთის ,,ყიდვას" 45 ევრო უნდა კაკ მინიმუმ

Posted by: suzgsxr 23 Jan 2019, 13:56
ბილეთები ვიყიდე და ადგილებში 8-8 ევრო გადავიხადე.რამდე უნდა კიდე თუ მივა და დაჯდება?30 დღით ადრეო რაღაც ვერ გავიგე.

Posted by: Hashishi1990 25 Jan 2019, 00:35
Go Ahead Eagles
QUOTE
35 მლ.გრამიანი სუნამოს ხელბარგით გადატანა რომელიმე ავიაკომპანიის მიერ თუ არის აკრძალული?

ესე ვერ გეტყვი მეგობარო მაგრამ აი პირად შემთხვევას გეტყვი პრაღიდან,რომ მოვფრიდავდი 100მგ სუნამო წამოვიღე და არანაირი პრობლემა არ შემქნია ხელბარგში მედო .

Posted by: ofazi 26 Jan 2019, 19:35
მე როგორც ვიცი, 100 მლ. ყველგან დაშვებულია ხელბარგში. მეც წამომიღია.

Posted by: ელენ 26 Jan 2019, 22:14
აპრილის თვეში ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით 170 ლარი ღირს ყველაზე იაფი ბილეთი, არის შანსი რომ მანამდე გაიაფდეს???? თუ პირიქით გაძვირდება user.gif

Posted by: Werner Voss 26 Jan 2019, 22:24
ელენ
QUOTE
აპრილის თვეში ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით 170 ლარი ღირს ყველაზე იაფი ბილეთი, არის შანსი რომ მანამდე გაიაფდეს???? თუ პირიქით გაძვირდება

ვერ გაიგებ მაგას, შეიძლება გაიაფდეს, შეიძლება გაძვირდეს, სუფთა ლატარეაა

Posted by: baggins 1 Feb 2019, 10:58
მეგობრებო, ბარგი არ მაქვს ნაყიდი. ვაპირებ ამ 30 ლიტრიანი ზურგჩანთის შეტანას (+ პატარა 10 ლიტრიანი საბუთებისთვის) და რაიმე გამოცდილება რომ არ გქონიათ მსგავს ჩანთებზე? შემატანინებენ თუ არა? სულ თუ გავტენე, შეიძლება ასცდეს დადგენილ ზომებს.
* * *
QUOTE (ninoto @ 24 Nov 2018, 14:58 )
ასეთ შაბლონში უნდა ჩაეტიოს ბარგი, კაბინის ორივე ზომისთვის ცალცალკე შაბლონებია უკანა მხარეს მეორე ზომაა
user posted image

ეს ჩანთა სიმაღლეში აცდენილი რომაა ზევით, შეგატანინეს?

ეს შაბლონი უფასო ხელბარგისაა ხომ?

Posted by: სნეგირი2 1 Feb 2019, 12:56
sაlოmეa
QUOTE
ეგრე გამიუქმდა შარშან
და ვეხვეწებოდი იჩუქეთთქო
და არავინ იჩუქა

მაგ ჩუქებას ვერ ჩავწვდი. სხვის სახელზე გადაფორმება 45 ევრო არ ჯდება? ანუ, აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ბილეთი 45 ევროზე ძვირია. სწორად მესმის?

Posted by: sაlოmეa 1 Feb 2019, 13:02
სნეგირი2
QUOTE
მაგ ჩუქებას ვერ ჩავწვდი. სხვის სახელზე გადაფორმება 45 ევრო არ ჯდება? ანუ, აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ბილეთი 45 ევროზე ძვირია. სწორად მესმის?

კი ძირითადად ასეა ხოლმე
იშვიათად იჩუქოს ვინმემ, თუ მაგალითად აღარაა ბილეთები

Posted by: ninoto 1 Feb 2019, 13:06
baggins
QUOTE
ეს ჩანთა სიმაღლეში აცდენილი რომაა ზევით, შეგატანინეს?

ეს შაბლონი უფასო ხელბარგისაა ხომ?

ჩემი ფოტო არ არის, ინტერნეტიდან ავიღე smile.gif
ჩემს რეისზე ერთს ქონდა ასეთი შემთხვევა, ზურგჩანთის ეგ ნაწილი ცარიელი იყო, ხელით დააწვა და ჩაეტია შაბლონში მთელი ზურგჩანთა.

ორივე ზომისთვის არის შაბლონი, მეორე მხრიდანაც არის ამ ფოტოზე, რა ზომის ბარგითაც მიდიხარ იმის შაბლონში ჩადებენ თუ ზომაში შეეპარათ ეჭვი, ჩემი ჩემოდანი არ ჩაუდიათ, ზოგს თხოვეს შემოწმება, ზოგს არა.

Posted by: სნეგირი2 1 Feb 2019, 13:08
sაlოmეa
მადლობა.

Posted by: sაlოmეa 1 Feb 2019, 13:23
სნეგირი2
არაფრის
ninoto
თუ იცით ბარგის ყიდვას ეხა შევძლებ?
ანუ ბილეთი უკვე ნაყიდია მარა ჩეკინი არ მაქვს გაკეთებული

Posted by: Werner Voss 1 Feb 2019, 13:36
sაlოmეa
QUOTE
თუ იცით ბარგის ყიდვას ეხა შევძლებ?
ანუ ბილეთი უკვე ნაყიდია მარა ჩეკინი არ მაქვს გაკეთებული

კი უპრობლემოდ, თუ არ ვცდები ჩექ ინის შემდეგაც შეგიძლია ბარგის დამატება

Posted by: sაlოmეa 1 Feb 2019, 13:39
Werner Voss
QUOTE
კი უპრობლემოდ, თუ არ ვცდები ჩექ ინის შემდეგაც შეგიძლია ბარგის დამატება

მადლობა

Posted by: baggins 1 Feb 2019, 23:18
ninoto
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. და მეორე პატარა ზომის ჩანთაზეც მაინტერესებს. მოუხსნელად მიკეთია ხოლმე და როგორ აკონტროლებენ მაგას? შემატანინებენ სალონში? თუ აუცილებლად დამატება მომიწევს?

და კიდევ 1 კითხვა. ბილეთები რომ ვიყიდე, მეილზე მომივიდა გამგზავრების კოდები და რამდენიმე დღეში ინვოისები. ეს გამგზავრების კოდის სათაურით რომელი მეილიც მოვიდა, ეს არის ბილეთი? ეს უნდა ამოვბეჭდო და ეს კოდი მივუთითო ჩექინისას?

Posted by: akkai 2 Feb 2019, 12:33
ეინდჰოვენის მიმართულებით როდიდან იქნება ბილეთების ყიდვა შესაძლებელი?

1 აგვისტოდან იწყებს ფრენებს ჰოლანდიიდ=ს მიმართულებითო და ამსტერდამში მოსახვედრად იდეალური მარშუტია. ავტობუსით 1 საათი და 20 წუთი უნდა ეინდჰოვენი- ამსტერდამი

1 თვით ადრე თუ კიდე უფრო ადრე რო ჩავუჯდე,

ვინმეს გაქვთ ახალ რეისზე ბილეთის ყიდვის გამოცდილება?

Posted by: suzgsxr 2 Feb 2019, 13:11
QUOTE
და კიდევ 1 კითხვა. ბილეთები რომ ვიყიდე, მეილზე მომივიდა გამგზავრების კოდები და რამდენიმე დღეში ინვოისები. ეს გამგზავრების კოდის სათაურით რომელი მეილიც მოვიდა, ეს არის ბილეთი? ეს უნდა ამოვბეჭდო და ეს კოდი მივუთითო ჩექინისას?


ეს მეც მაინტერესებს

Posted by: Werner Voss 2 Feb 2019, 13:21
akkai
QUOTE
ეინდჰოვენის მიმართულებით როდიდან იქნება ბილეთების ყიდვა შესაძლებელი?

1 აგვისტოდან იწყებს ფრენებს ჰოლანდიიდ=ს მიმართულებითო და ამსტერდამში მოსახვედრად იდეალური მარშუტია. ავტობუსით 1 საათი და 20 წუთი უნდა ეინდჰოვენი- ამსტერდამი

1 თვით ადრე თუ კიდე უფრო ადრე რო ჩავუჯდე,

ვინმეს გაქვთ ახალ რეისზე ბილეთის ყიდვის გამოცდილება?

იყიდება უკვე ჩვეულებრივად ეინდჰოვენის ბილეთები, სხვა ახალ მიმართულებებიც. აგვისტოს თვიდან იწყება ფრენები
როდიდან ჯობია ყიდვა ამის თქმა ძნელია, მაგრამ ზაფხულს ნუ დაელოდები, მაგ პერიოდში ძალიან იმატებს ფასები.

Posted by: ფულიანი 2 Feb 2019, 16:34
მეგობრებო რეგისტრაცია გავიარე
ვიზეარის მობილური აპლიკაციით და აუცილებელია ამობეჭდვა?ვარშავიდან მოვფრინავ.ზოგი მეუბნება ამობეჭდეო ზოგიც არაა საჭიროო,ტელეფონით აჩვენებო,რომელს დავუჯერო არ ვიცი.

Posted by: Werner Voss 2 Feb 2019, 16:52
ფულიანი
ბისთვის საჩვენებლად, მესაზღვრის, უკანა გზის ბილეთი რო მოგთხოვოს?

Posted by: ფულიანი 2 Feb 2019, 17:04
Werner Voss

QUOTE
ვისთვის საჩვენებლად, მესაზღვრის, უკანა გზის ბილეთი რო მოგთხოვოს?


არა,აეროპორტში რომ ვანახო,ბოარდინგ ქარდი მაქვს და ამოვბეჭდო თუ ტელეთი შეიძლება პროსტა ჩვენება,სკანერით გაატარებებ შტრიხ კოდს და ეგაა,წესით ეგრეა მარა ვარშავიდან არ მიფრენია და მაგიტომ ვკითხულობ,ვან ვეი თიქეთ მაქვსsmile.gif

Posted by: Werner Voss 2 Feb 2019, 19:08
ფულიანი
თუ ვიზეარის მობილურის აპლიკაციამ შტრიხკოდიანი ბილეთი მოგცა ესე იგი იმ აეროპორტში შტრიხკოდის წამკითხველი აპარატია გასაფრენი ზონის შესასვლელში და პირდაპირ იმით შეხვალ, მობილურიდანაც უპრებლემოდ კითხულობს და არც ამობეჭდვა გჭირდება და არც ვიზეარის დახლთან მისვლა, თუ ჩასაბარებელი ბარგი არ გაქ რა თქმა უნდა.

Posted by: SACHKHERE 2 Feb 2019, 23:02
გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმაროთ, ონლაინ რეგისტრაციის დროს პასპორტის მონაცემები არასწორად შევიყვანე, ჩეკინი უკვე გაკეთებულია, რა ეშველება?


ანუ ესეთი სიტუაცია იყო, ვუყუიდე ბილეთი ახლობელს, ქუთაისიბარსელონა და უკან, შევიყვანე პასპორტის მონაცემები და გაფრენის ჩეკინი ჩვეულებრივად გავაკეთე, რომ მივიდა გასაფრენად არ გაუშვეს, პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, გააკეთა ახალი პასპორტი და ვუყიდე ახალი ბილეთი წასასვლელი და ჩავიდა ჩვეულებრივად, დასაბრუნებელი ბილეთი ნაყიდი მქონდა ძველი პასპორტის მონაცემებით მაგრამ ონლაინ ჩეკინის დროს შევიყვანე ახალი პასპორტის მონაცემები, მაგრამ მაინც ძველი მონაცემები ჩანს ბოარდინგ ქარდში, რა მოვუხერხო?

Posted by: Werner Voss 2 Feb 2019, 23:22
SACHKHERE
ვიზეარის ცხელ ხაზზე დარეკე, გაგიუქმებენ ჩექ ინს და თავიდან გაივლი სწორად

Posted by: SACHKHERE 2 Feb 2019, 23:32
QUOTE (Werner Voss @ 2 Feb 2019, 23:22 )
SACHKHERE
ვიზეარის ცხელ ხაზზე დარეკე, გაგიუქმებენ ჩექ ინს და თავიდან გაივლი სწორად

ქართულენოვანი ცხელი ხაზი არ აქვთ თუ იცი?

Posted by: Werner Voss 2 Feb 2019, 23:36
SACHKHERE
QUOTE
ქართულენოვანი ცხელი ხაზი არ აქვთ თუ იცი?

არა ქართულენოვანი არ აქვთ, ამ ნომერზე უნდა დარეკო 0706 777 483
გაითვალისწინე ფრენის ნომერი და ყველანაირი ინფორმაცია მომარჯვებული გქონდეს და ოპერატორი ბევრი არ ალაპარაკო, პირდაპირ საქმეზე გადადი, თორემ ბევრს დაგიწერს ფულს

Posted by: SACHKHERE 3 Feb 2019, 00:35
QUOTE (Werner Voss @ 2 Feb 2019, 23:36 )
SACHKHERE
QUOTE
ქართულენოვანი ცხელი ხაზი არ აქვთ თუ იცი?

არა ქართულენოვანი არ აქვთ, ამ ნომერზე უნდა დარეკო 0706 777 483
გაითვალისწინე ფრენის ნომერი და ყველანაირი ინფორმაცია მომარჯვებული გქონდეს და ოპერატორი ბევრი არ ალაპარაკო, პირდაპირ საქმეზე გადადი, თორემ ბევრს დაგიწერს ფულს

დავურეკე და უპრობლემოდ გააუქმეს ჩეკინი მაგრამ თავიდან რომ გავაკეთე ჩეკინი ისევ ძველი მონაცემები დარჩა ჩასხდომის ბარათში, კიდევ დავურეკე და პირველ ბილეთზე რომ ძველი პასპორტითაა ჩეკინი გაკეთებული ახლა ვეღარ შეცვლიო, ანუ გაუქმდება ეს ბილეთი? თუ რა ხდება ვერ ვხვდები
* * *
ჩეკინის დროს ძველი პასპორტის მონაცემებს ვშლი და ვწერ ახალს, შემდეგ გვერდზე რომ გადავდივარ გადაამოწმე მონაცემებიო იქაც ახალი პასპორტის ნომერი და ვადა ჩანს, მაგრამ უკვე რო ვნახულობ ბოარდინგ ქარდს იქ ძველი მონაცემებია

Posted by: Werner Voss 3 Feb 2019, 01:18
SACHKHERE
წესით არ უნდა აკეთებდეს მასე, რაღაც საიტის პრობლემაა და არ ვიცი როგორ შეიძლება გამოსწორდეს, სხვა კომპიუტერით სცადე აბა. კიდევ ერთი ვარიანტია სხვა გზა თუ არ იქნა აეროპორტში გაიაროს ჩექ ინი, მაგრამ ფული ექნება გადასახდელი.

Posted by: SACHKHERE 3 Feb 2019, 01:33
QUOTE (Werner Voss @ 3 Feb 2019, 01:18 )
SACHKHERE
წესით არ უნდა აკეთებდეს მასე, რაღაც საიტის პრობლემაა და არ ვიცი როგორ შეიძლება გამოსწორდეს, სხვა კომპიუტერით სცადე აბა. კიდევ ერთი ვარიანტია სხვა გზა თუ არ იქნა აეროპორტში გაიაროს ჩექ ინი, მაგრამ ფული ექნება გადასახდელი.

ეხლა დავრეკე კოდევ და ეგ მითხრეს აეროპორტში გაიაროს რეგისტრაციაო და ონლაინ ჩეკინი საერთოდ გავაუქმებინე, რა ღირს აეროპორტში ჩექინი? გამოფრენამდე 2 საათით ადრე იხსნება ჩექინ დესკი ხო? იმედია იქაც არ ეტყვიან ვერ გაივლი ამ პასპორტითო, სხვა კომპიუტერს აზრი არ აქვს ჯერ ტელეფონით გავაკეთე და მერე კომპიუტერით, ორივეჯერ იგივე

Posted by: Werner Voss 3 Feb 2019, 01:37
SACHKHERE
QUOTE
ეხლა დავრეკე კოდევ და ეგ მითხრეს აეროპორტში გაიაროს რეგისტრაციაო და ონლაინ ჩეკინი საერთოდ გავაუქმებინე, რა ღირს აეროპორტში ჩექინი? გამოფრენამდე 2 საათით ადრე იხსნება ჩექინ დესკი ხო? იმედია იქაც არ ეტყვიან ვერ გაივლი ამ პასპორტითო

კი 2 საათით ადრე იწყება აეროპორტში რეგისტრაცია, თუ სწორად მახსოვს 30 ევრო ღირს

Posted by: SACHKHERE 3 Feb 2019, 03:11
QUOTE (Werner Voss @ 3 Feb 2019, 01:37 )
SACHKHERE
QUOTE
ეხლა დავრეკე კოდევ და ეგ მითხრეს აეროპორტში გაიაროს რეგისტრაციაო და ონლაინ ჩეკინი საერთოდ გავაუქმებინე, რა ღირს აეროპორტში ჩექინი? გამოფრენამდე 2 საათით ადრე იხსნება ჩექინ დესკი ხო? იმედია იქაც არ ეტყვიან ვერ გაივლი ამ პასპორტითო

კი 2 საათით ადრე იწყება აეროპორტში რეგისტრაცია, თუ სწორად მახსოვს 30 ევრო ღირს

მადლობა, გაიხარე.




.............................................

Posted by: Tathagata 4 Feb 2019, 10:16
ფიქსირ!!!

კარგი თემაა და მომწონს აქაურობა ასე რო უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს!

Posted by: SACHKHERE 7 Feb 2019, 14:17
გამარჯობათ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს თუ ვინმემ იცით, 1 თებერვალს 3 ადამიანი გაფრინდა ბარსელონაში, 8-ში უკან დასაბრუნებელი ბილეთებით, როცა ჩაფრინდნენ 1 გაატარეს საზღვარზე უპრობლემოდ, 2 დაიტოვეს, ვინც გაატარეს იმან ადვოკატი მიიყვანა მეორე დღეს და ის ორიც შეუშვეს ქვეყანაში, დღეს უკვე ჩეკინი ვისაც უნდა გაეკეთებინა ის ამბობს რომ იმ ორის უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუქმებულიაო ვინც თავიდან არ შეუშვეს და ვინც შეუშვეს იმისი ჩეკინი გაკეთდაო

Posted by: leqsot 7 Feb 2019, 21:49
მეგობრებო ერთი კვირით მანქანის დაყენება რა დამიჯდება აეროპორტის სადგომზე ან სხვა ვარიანტები თუ არის სადმე სხვაგან რომ დავაყენო

Posted by: Go Ahead Eagles 10 Feb 2019, 23:47
მეგობრებო ჯორჯიან ბასით ჯობია მგზავრობა თუ ომნიბასით?
და ომნიბასია ავტობუსები საიდან გადიან ზუსტად

Posted by: თამროთამარა 12 Feb 2019, 01:28
Go Ahead Eagles
ომნის ბევრად კომფორტული ავტობუსები ჰქავთ,
ჯორჯიან ბასს ბევრი უცხოელი მგზავრო ჰყავს და ლაპარაკი თუ გიყვარს კარგი პონტია მაგ მხრივ.

Posted by: SRB100 12 Feb 2019, 12:46
გამარჯობა, ნაყიდი მაქვს პრიორიტეტი, ბარგს არ ვაბარებ.
მაინტერესებს ტესტერის ზომის დუშგელი, სახის დასაბანი გელი და დამატენიანებელი თუ შემიძლია რომ წავიღო? აკრძალული ხომ არ არის?

Posted by: ILIA1702 12 Feb 2019, 13:48
SRB100
QUOTE
მაინტერესებს ტესტერის ზომის დუშგელი, სახის დასაბანი გელი და დამატენიანებელი თუ შემიძლია რომ წავიღო? აკრძალული ხომ არ არის?

100მლ-იანი კონტეინერები თუ აქვთ მაქსიმუმ პრობლემა არ იქნება, მაგრამ მაგალითად 200მლ კონტეინერში/ბოთლში/ფლაკონში რომ სულ 20 გრამი იყოს არ გაგატანენ.

Posted by: Go Ahead Eagles 12 Feb 2019, 20:55
ILIA1702
ანუ 100მილიგრამამდე სითხეს წაიღებ უპრობლემოდ ხომ? პირობითად 30მლ გრამიანი სუნამოს წაღება არაა ხომ პრობლემა
თამროთამარა
ვაიფაი ორივეგანაა? და 11სთ რომ უწერია გასვლა სტროგად 11ზე გადის თუ 11და გადიან

Posted by: SRB100 13 Feb 2019, 14:19
ILIA1702
ძალიან პატარა ზომისაა, მგონი რომ შევძლებ წაღებას.

Posted by: Florbelle 14 Feb 2019, 11:07
აუ ხელბარგში სითხეზე 100% ვინც იცით ან გამოცდილება გაქვთ ზუსტად დაწერეთ რა გთხოვთ და აიპინოს მერე ეგ პოსტი ან რამე ცალკე თემა გახსენით და იქ ეწეროს რო არასდროს არ დაიკარგოს
მგონი ნ1 კითხვა ეგაა და ბოლომდე არავინ არ ვიცით წინა სავარძლის ქვეშ რო დებ free carry-on bag-ს მანდაც შეიძლება თუ არა 100მლ სითხის ჩადება თუ მარტო ჩასაბარებელ ბარგზე და trolley bag-ზე მოქმედებს ეს წესი
ყველა სხვადასხვანაირად იძახის იმენა ვერ გავიგე პატარა ბოთლით სასმელი რო ჩავდო მანდ წავიღებ თუ არა, იმენა სალონში ასატან ჩანთაზე მაინტერესებს თუ იცით ვინმემ

Posted by: ILIA1702 14 Feb 2019, 13:33
Florbelle
მარტივია ძალიან, განვიხილოთ თბილისის აეროპორტი:
პირველ სართულზე - რეგისტრაციის დროს აბარებ ბარგს სადაც არანაირი შეზღუდვა არ არის 2 ლიტრიანი საწებლები ჩადე და ჯანჯალი თუ გინდა. 20-23-32 კგ-ს არ უნდა გადააჭარბო, კომპანიას გააჩნია.
მეორე სახრთულზე - ადიხარ ხელბარგით(8-10-12 კგ) და კაბინის ზომები(20სმ 25სმ 45სმ - გააჩნია კომპანიას) ხელბარგში შეზღუდულია ბევრი რამე(დანა, მაკრატელი, კონსერვი, რბილი ყველი და ა.შ.) ასევე სითხე. მისი კონტეინერი არ უნდა აღემატებოდეს 100მლ-ს.(შეიძლება რამდენიმე ასეთი კონტეინერი) და ყველა ეგეთი სითხე უნდა იდოს გამჭირვალე პატარა "პენალტში".

Posted by: el siete 14 Feb 2019, 18:01
ვიზეარზე რამდენი ხნით ადრე იდება ხოლმე ბილეთები ხომ არ იცით? ნოემბრის ბილეთებს ველოდები და მაინტერესებს როდის შევძლებ შეძენას

Posted by: Go Ahead Eagles 14 Feb 2019, 20:25
მეც მაქვს ხელ არგზე კითხვა. სუნამლს წაღებას ვაპირებ საჩუქრად და ჩასაბარებელში ჩავდო თუ ხელბარგში? რომ არ შემატანინონ ხელბარგით ან გახსნა მომთხოვონ მერე სულ.უნდა დაიშალოს შეფუთვა. ჩასაბარებელში კიდე არ გატყდეს მეშინია. მაგრამ.მამენტ რა გატეხავს შეფუთულ სუნამოს არა?

Posted by: Adam_Beyer 14 Feb 2019, 21:24
პირდაპირ სააგენტოში რომ ვიყიდო და არა საიტზე ბილეთები ფასში რამდენია განსხვავება? ანუ რამდენით მეტი მომიწევს გადახდა?

Posted by: nutria-113 15 Feb 2019, 10:39

Go Ahead Eagles
QUOTE
სუნამლს წაღებას ვაპირებ საჩუქრად და ჩასაბარებელში ჩავდო თუ ხელბარგში? რომ არ შემატანინონ ხელბარგით ან გახსნა მომთხოვონ მერე სულ.უნდა დაიშალოს შეფუთვა. ჩასაბარებელში კიდე არ გატყდეს მეშინია. მაგრამ.მამენტ რა გატეხავს შეფუთულ სუნამოს არა?

ჩააბარე სუნამო, თანსაცმელში გაახვიე და არაფერი მოუვა. მითუმეტეს ძალიან პატარა ყოფილა.
* * *
QUOTE
აუ ხელბარგში სითხეზე 100% ვინც იცით ან გამოცდილება გაქვთ ზუსტად დაწერეთ რა გთხოვთ

შეზღუდვები თხევად ნივთიერებებზე
შეზღუდვები თხევადი ნივთიერებების (როგორიცაა, ნებისმიერი სახის ფლუიდი, გელი, აეროზოლი თუ სხვ.) ოდენობაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის სახით უკანასკნელად დადგენილი პირობების მიხედვით. შეზღუდვები თხევად პროდუქციაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის საშუალებით, ძალაშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ხელბარგში არსებული თითოეული თხევადი პროდუქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.

თხევადი პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ცალ-ცალკე 1 (ერთი) ლიტრიs მოცულობის ჭურჭელში და მოთავსდეს 20სმX20სმ ზომის გამჭვირვალე დალუქულ პაკეტში.
თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს მხოლოდ 1 (ერთი) ამგავრი პაკეტი.

მედიკამენტებზე (მხოლოდ რეცეპტთან ერთად და თავდაპირველ შეფუთვაში) და ბავშვის საკვებზე ზემოხსენებული მოთხოვნები არ ვრცელდება.

აკრძალული თხევადი ნივთიერებების ჩამონათვალი: სასმელები, როგორიცაა წყალი ან სხვა გამაგრილებელი სასმელი, სიროფი, ნაღები, ლოსიონი, ზეთები, პარფიუმი, კოსმეტიკური საშუალებები (თხევადი პომადა, ტუში და სხვ.) კბილის პასტა, გასაპარსი გელი და მუსი, თმის გელი, დეოდორანტი, საკონტაქტო ლინზების ხსნარი, შამპუნი, ასევე, საკვები პროდუქტები, როგორიცაა მურაბა, თაფლი, იოგურტი.
http://www.tbilisiairport.com/gu-GU/preflight/Pages/HandLuggageArrangements.aspx

რამდენი ცალი 100მილიგრამიანი შეიძლება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად 4 ცალი მქონია.
იყიდება ასეთი სპეციალური სამგზავრო ნაკრებები.
user posted image
ვიზიარს აკრძალული ნივთების ჩამონათვალი არ აქვს, მე მურაბა მქონდა წაღებული, ცალკე წვენი, ცალკე კაკლები biggrin.gif

Posted by: Florbelle 15 Feb 2019, 22:11
ILIA1702
nutria-113
დიდი მადლობა ორივეს, გავიგე ბოლობოლო biggrin.gif ეგ გამჭვირვალე პაეთი უნდა გავარკვიო სად იშოვება და ეგაა რა

Posted by: baggins 16 Feb 2019, 17:29
ბავშვებო, ონლაინჩექინი ზუსტად ფრენამდე 48 საათით ადრე იხსნება ხოლმე?

ჯერ ადრეა 48 საათამდე და ახლა მიჩვენებს ჩექინ available და ეს ნიშნავს, რომ ჩექინი უკვე შემიძლია?

Posted by: ninoto 16 Feb 2019, 18:43
baggins
QUOTE
ბავშვებო, ონლაინჩექინი ზუსტად ფრენამდე 48 საათით ადრე იხსნება ხოლმე?

ჯერ ადრეა 48 საათამდე და ახლა მიჩვენებს ჩექინ available და ეს ნიშნავს, რომ ჩექინი უკვე შემიძლია?


რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 30 დღით ადრე და სრულდება 3 საათით ადრე (თუ თქვენი ავიაბილეთის დაჯავშნისას შეიძინეთ ადგილები).

თუ დაჯავშნისას ადგილები არ შეგიძენიათ, რეისზე რეგისტრაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება გამგზავრებამდე მხოლოდ 48 საათით ადრე.

Posted by: baggins 17 Feb 2019, 09:50
ninoto
კი, ზუსტად ეგრე მოხდა. კი იყო მითითებული შესაძლებელიაო, მაგრამ 48 საათი სანამ არ დარჩა არ გამიშვა. კიდევ 1-ს გკითხავ ანტიბაქტერიული ხსნარზე ან სახის/ტანის კრემზე სითხეების რეჟიმი ვრცელდება?

Posted by: ninoto 17 Feb 2019, 12:42
baggins
QUOTE
ანტიბაქტერიული ხსნარზე ან სახის/ტანის კრემზე სითხეების რეჟიმი ვრცელდება?

კი, სითხეებთან იქონიე smile.gif

Posted by: baggins 17 Feb 2019, 15:39
ninoto
ოკ მადლობა.

პირველ რეისზე რეგისტრაციისას შევავსე პასპორტის მონაცემები ჩემი და თანმხლების. შემდეგ რეისზე ჩექინზე აღარ მომთხოვა არც ჩახსდომის ბარათებზეა პასპორტის მონაცემები. ანუ შენახულია ეს მონაცემები? და სად ვნახო ჩემს ექაუნთში? ვერ ვპოულობ sad.gif

Posted by: _TEMO_ 19 Feb 2019, 12:46
ბილეთს ვირჩევ და wizz plus-ში შედის 20კგ ბაგაჟი,ბილეთს ვხსნი ინტერნეტ ბრაუზერით. იგივე ბილეთი მობილურის აპლიკაციით აჩვენებს 32კგ-ს,აეროპორტიის საინფორმაციოში არ იციან biggrin.gif ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია რატომ არის ეგრე და რომელია ნამდვილი? რეისია ვენიდან ქუთაისში

Posted by: dito_Metalhead 19 Feb 2019, 22:42
27 აპრილის მაქვს ნაყიდი პრაღის ბილეთი და შესაძლებელია გადაცვლა? ერთი კვირით ადრე რო გავფრინდე? თუ ცვლიან რამდენია დასამატებელი?

Posted by: kvantanamera 20 Feb 2019, 15:04
ვიზიარის საიტზე შედით და იქ არის ყველანაირი ინფორმაცია ბევრ ენაზე მათ შორის ქართულზეც.

Posted by: zizu5 23 Feb 2019, 14:06
გამარჯობა, ახლობელმა აიღო ვიზეარის ბილეთი, ბილეთში არასწორად წერია გვარი Jolokhava-ს ნაცვლად Joloxava, დისქაუნთით აქვს ნაყიდი და ვერ ცვლის. როგორ უნდა მოიქცეს?

Posted by: SACHKHERE 25 Feb 2019, 22:32
QUOTE (zizu5 @ 23 Feb 2019, 14:06 )
გამარჯობა, ახლობელმა აიღო ვიზეარის ბილეთი, ბილეთში არასწორად წერია გვარი Jolokhava-ს ნაცვლად Joloxava, დისქაუნთით აქვს ნაყიდი და ვერ ცვლის. როგორ უნდა მოიქცეს?

ჩეკინი უნდა გააუქმებინოს ცხელ ხაზზე დარეკვით და მერე თავიდან გააკეთებს ჩეკინს სწორი გვარით

Posted by: mekobrem 26 Feb 2019, 21:31
მოკლედ,WIZZ GO,ანუ მაქვს ბილეთი 20 კილოგრამინი რეგისტრირებული ბარგით.ვიზეარზე ვნახულობ,არ ვიცი შეიძლება ვცდები,რომ შემიძლია პატარა 40-30-20 ზომის ჩანთა ეს 20 კილოგრამიანი ბარგი და საგორებელი ჩანთა 55-40-23.ანუ აბ ბილეთით წავიღებ 20 კილო ბაეგს და პლუს ამ საგორებელ ჩანთას?თუუ ერთ ერთს?გთხოვთ მიპასუხეთ

Posted by: charliXL 1 Mar 2019, 15:39
იქნებ დამეხმაროთ პასპორტი ჯერ არ ამიღია და ბილეთის ყიდვა მინდა ხოდა პასპორტის გარეშე შეიძლება? სანამ ფასი არ აწეულა მინდა მოვასწრო

Posted by: Werner Voss 1 Mar 2019, 15:44
charliXL
QUOTE
იქნებ დამეხმაროთ პასპორტი ჯერ არ ამიღია და ბილეთის ყიდვა მინდა ხოდა პასპორტის გარეშე შეიძლება? სანამ ფასი არ აწეულა მინდა მოვასწრო

კი, პასპორტი არაა საჭირო, მხოლოდ ყიდვისას ზუსტად ისე ჩაწერე სახელი და გვარი, როგორც პასპორტში იქნება, მერე გასასწორებელი რო არ გექნეს

Posted by: charliXL 1 Mar 2019, 16:42
Werner Voss
აუ რა კარგია დავწყნარდი ანუ მოვასწრებ.

რამდენჯერაც ვცადე ბილეთის ყიდვა იმდენჯერ მიგდებს რომ გამგზავრების თარიღი არ მაქვს მონიშნული თურაღაც მასეთს არადა მონიშნული მაქვს ვითომ ტელეთი რომ ვარ მაგის ბრალია?

Posted by: sაlოmეa 1 Mar 2019, 16:53
მეორედ გამიუქმდა ბილეთები
ზუსტად იგივე თარიღებში ზუსტად იგივე ქვეყანაში
აშკარად ღმერთს არ უნდა რო ჩავფრინდე
biggrin.gif
charliXL
პასპორტი მხოლოდ ჩეკინის დროს გინდა

Posted by: charliXL 1 Mar 2019, 17:15
ადრე 10 კგ ჩემოდანი ხო უფასო იყო და ეხლა აღარაა? რატო მიჩვენებს რო ფასიანია?

Posted by: lashashaverda 1 Mar 2019, 21:00
charliXL
7 კილოზე დაწიეს.... და რამდენიმე ქვეყანაში დააჯარიმეს მაგის გამო,,, ჩვენთან ჯერ ისევ 7 კილოზეა sad.gif
* * *
charliXL
კი შეგიძლია პასპორტის გარეშეც ყიდვა
* * *
sაlოmეa
რომელ ქალაქზე უქმდება ასე მალმალე? rolleyes.gif

Posted by: sაlოmეa 1 Mar 2019, 21:16
lashashaverda
ლარნაკაზე



არა მე ვერ წავედი ორჯერვე თორე ის კი გაფრინდა


დდ

Posted by: lashashaverda 1 Mar 2019, 21:19
sაlოmეa
მეგონა რეისი გაუქმდა და 400 ევროს იხდიან კომპესაციას biggrin.gif biggrin.gif
ნეტა მე შემმხვდესთქო მასე ვოცნებობ biggrin.gif

Posted by: sაlოmეa 1 Mar 2019, 22:01
lashashaverda
QUOTE
ნეტა მე შემმხვდესთქო მასე ვოცნებობ

biggrin.gif
კარგი იქნება
ერთი სამი რეისი გადაიდოს ზედიზედ
biggrin.gif

Posted by: charliXL 1 Mar 2019, 22:56
აუ ეს ჩეკინი რა არის გამარკვიეთ რაა sad.gif

Posted by: lashashaverda 1 Mar 2019, 22:58
charliXL
ჩექინი არის აუცილებელი პროცედურა რომელიც ფრენამდე 48 საათით ადრე ცხადდება

Posted by: system1ka 2 Mar 2019, 10:46
charliXL
https://kshutashvili.wixsite.com/home/blog/wizzair

ყველაფერი მიწერია აქ. თუ როგორ იყიდო ბილეთი და როგორ გაიარო რეგისტრაცია (ჩექინი) უფასოდ wink.gif

Posted by: Alameda 2 Mar 2019, 12:05
sაlოmეa
QUOTE
მეორედ გამიუქმდა ბილეთები


ნეტა ჩემი ბილეთებიც გაუქმდებოდეს biggrin.gif

ვეღარ მივდივარ და ფულს მაინც დამიბრუნებდნენ sad.gif

Posted by: charliXL 2 Mar 2019, 13:55
აქვს რაიმე მნიშვნელობა დაჯაშვნისას სახელს და გვარს ლათინურად დიდი ასოებით დაწერ თუ პატარა?

Posted by: sაlოmეa 2 Mar 2019, 14:15
Alameda
ჰო სამჯერ ზედიზედ
ერთხელ არ მაწყობს
smile.gif)
charliXL
ლათინურად როგორც აიდიში გიწერია

Posted by: charliXL 2 Mar 2019, 15:18
sაlოmეa
ეგ კი მაგრამ დიდი ან პატარა ასოებს აქვს მნიშვნელობა?

Posted by: sandondora 2 Mar 2019, 22:02
გამარჯობა, ხომ არ იცით არსებობს თუ არა რაიმენაირი საშუალება ბილეთის უკან დაბრუნების ვიზეარზე?

Posted by: sაlოmეa 3 Mar 2019, 01:32
charliXL
მგონი კი დიდი ასოებით
sandondora
ნწ

Posted by: Go Ahead Eagles 3 Mar 2019, 18:03
sაlოmეa
იანვრის ბოლოს არმიდიოდი შენ?

Posted by: sაlოmეa 3 Mar 2019, 19:35
Go Ahead Eagles
არა
19 თებერვალს
და ვერ წავედი ჯანმრთელობის გამო
შენ მარტში ხო როგორც მახსოვს

Posted by: Dv@li 3 Mar 2019, 21:15
კომპიუტერის ყუთი რო ჩავაბარო როგორც ბარგი შეიძლება? დიდი ყუთია და ჩანთაში ვერ ეტევა კარგად

Posted by: Kama 4 Mar 2019, 00:53
QUOTE (Dv@li @ 3 Mar 2019, 21:15 )
კომპიუტერის ყუთი რო ჩავაბარო როგორც ბარგი შეიძლება? დიდი ყუთია და ჩანთაში ვერ ეტევა კარგად

რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ?

spy.gif

Posted by: Q 7 5 Mar 2019, 10:34
QUOTE (sandondora @ 2 Mar 2019, 22:02 )
გამარჯობა, ხომ არ იცით არსებობს თუ არა რაიმენაირი საშუალება ბილეთის უკან დაბრუნების ვიზეარზე?



ქუთაისიდან წსვლისას არ აბრუნებენ,
მეორე დასაბრუნებელ ბილეთზე ჩამოგაჭრიან მოშნად.
მე ეგრე მითხრეს და 120 ევრო ამახიეს ორ ბილეთზე თითოზე 60 ევრო ანუ. თან მეორე დღესვე დავაბრუნე გეგმები შემეცვალა.
დამიბრუნეს 53 ევრო givi.gif
საზიზღარი კომპანიაა რა
ამ ნომერზე უნდა დარეკო 0706777483






Posted by: charliXL 5 Mar 2019, 10:59
ბარგზე გამარკვიეთ რაა, ჯერ არ მიყიდია 10 კილო მიჯდება 50 ლარი, უფასოში 1 ზურგჩანთა შედის? და 7 თუ 10 კილოს უნდა იწონიდეს? ეს 50 ლარიანი 10 კილოიანია და ანუ სტანდარტული გორგოლაჭებიანი იგულისხმება ხომ? და მაგათი ატანა შემიძლია თუ უნდა ჩავაბარო?

Posted by: lashashaverda 5 Mar 2019, 12:27
charliXL
https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/
მანდ რომ უწერიათ 10 კგ უფასო როგორც ვიცი 7 კილოზე დაწიეს... ნუ მე რამდენჯერაც ვიმგზავრე 7 იც არ მქონდა და არ მქონია პრობლემა..
და თუ 7 კილო იქნება შენი ჩანთა და ჯდება ამ პარამეტრებში 40×30×20 სმ შეგიძლია აიტანო ბორტზე... სხვა შემთხვევაში ჩაბარება მოგიწევს...

სპეციალური კალათებია აეროპორტში სადაც ზომავ ჩანთას

Posted by: charliXL 5 Mar 2019, 21:01
lashashaverda
ნუ რავი მე როგორც გოგომ და მეწვრილმანემ მეეჭვება მეყოს biggrin.gif

Posted by: lashashaverda 5 Mar 2019, 21:21
charliXL
მაშინ ჩემოდანი წაიღე და ჩააბარე, ზურგჩანტა კი აიტანე ბორტზე...
შამპუნი, კბილის პასტა, დეოდორანტს და მსგავს რაღაცებს ჩამოგართმევენ... ასევე შუშა არ უნდა იყოს...
კოსმეტიკა არ ვიცი და თუ რაიმე საეჭვო მიგაქვს იკითხე

Posted by: charliXL 5 Mar 2019, 22:44
lashashaverda
ჩემოდანს ვერ ავიტან ვერაფრით?
კიდე რა არ შეიძლება? სადმე ხო არ წერია რომ ვნახო?

Posted by: lashashaverda 5 Mar 2019, 22:56
charliXL
როგორ ვერ აიტან თუ ეტევა ზომებში...





სითხეების გადატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის კონტეინერებით;
სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი თავისუფლად უნდა ეტეოდეს და მოთავსებული უნდა იყოს 1 ლიტრი მოცულობის, გამჭვირვალე და ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში, რომლიც ზომაც 20×20 სმ-ია.
უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული პოლიეთილენის პარკი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე.
თუ სითხეები არ დააკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, უსაფრთხოების შემოწმებისას მათი გადაყრა მოგიწევთ.

Posted by: Go Ahead Eagles 5 Mar 2019, 23:37
sაlოmეa
ჰო მარტში. 23ში მაქვს ფრენა. ჩექინს ველი ^_^

Posted by: charliXL 5 Mar 2019, 23:44
lashashaverda
აჰა გასაგებიაა,
10 კგ მიჯდება 50 ლარი და პრიორიტეტი 32 ლარი ვერ ვხვდები რატოა პრიორიტეტი უფრო იაფი? ბარგი იგივეა პლიუს აგატანინებენ მაგრამ ამხელა სხვაობა რატოა თანხებში?

Posted by: lashashaverda 6 Mar 2019, 00:03
charliXL
სამწუხაროდ არ ვიცი...
არ მისარგებლია sad.gif

Posted by: charliXL 6 Mar 2019, 09:07
lashashaverda
კარგიი მადლობა დახმარებისთვის

Posted by: kvantanamera 6 Mar 2019, 13:16
charliXL
სხვაობა იმაშია რომ, ჩასაბარებელ ბარგში ყველაფერს ჩადებ და პრიორიტეტში კი რომელიც ბორტზე აგაქ ყველაფერს ვერ ჩადებ. მაგალითად სითხეებს

Posted by: charliXL 6 Mar 2019, 17:24
kvantanamera
ანუ მხოლოდ მაგიტომ არის სხვაობა?

Posted by: Brest 7 Mar 2019, 02:50
გამარჯობათ ვიზაირზე ვიყიდე ბილეთი ჩექინს ვაკეთებ 48 საათით ადრე უკანა ბილეთი მაქ 4დღის მერე და
მაინერესებს საზღვარზე რო მომთხოვონ დასაბრუნებელი ბილეთი როგორ ვანახო?

Posted by: lashashaverda 7 Mar 2019, 10:31
Brest
ამობეჭდე პრინტერით და ანახე...
ტვინს გაბურღავს მესაზღვრე ისე

Posted by: Go Ahead Eagles 7 Mar 2019, 22:49
ომნიბუსის სატზე ბილეთების ჯავშანი გავაკეტე. მეილზე მომივიდა ბმული, სადაც წერია რომ ამობეჭდე ბილეთიო. თანხა არ გადამიხდია ჯერ და სადუნდა გადავიხადო აღნიშნული ბილეთის საფასური? თან მხოლოდ აქეთა გზის ბილეთის ლინკი მოვიდა, მეორე გზის ლინკი არმოსულა

Posted by: webdesigner93 7 Mar 2019, 22:59
Go Ahead Eagles
ფულს ავტობუსში იხდი smile.gif მგზავრობის დაწყებისას.

Posted by: ranker404 9 Mar 2019, 17:57
ქუთაისი ბერლინი 20 მარტს გაფრენა 200 ლარში ბილეთს ვყიდიი სასწრაფოდ!!!!

Kutaisi (KUT) Berlin Schoenefeld (SXF)

Wed, 20 Mar 2019
operated by Wizz Air Hungary
06:30
Kutaisi
4h 10m
07:40
Berlin Schoenefeld

Posted by: Brest 10 Mar 2019, 01:21
QUOTE (lashashaverda @ 7 Mar 2019, 10:31 )
Brest
ამობეჭდე პრინტერით და ანახე...
ტვინს გაბურღავს მესაზღვრე ისე

Hooo mara vergaverkvie raunda amovbechdo chekins ro gavaketeb mere albat xo?

Posted by: lashashaverda 11 Mar 2019, 20:47
Brest
ალბათ კი .... ჩეკინის დროს რო მივედი ტურისტულში მაშინ მომცეს ბილეთები მე

Posted by: Paran0ids 12 Mar 2019, 23:12
ვიზ ეარის ანგარიშზე 270 ლარი მაქვს. ვისაც დაახლოებით ამ ფასის ბილეთის ყიდვა უნდა. 200 ლარად ვუყიდი

Posted by: GigiTsereteli 13 Mar 2019, 01:12
სასწრაფოდ

ვყიდი ვარშავია ბილეთს 14 წასვლა 20 წამოსვლა 200 ლარად. ბარგის თანხა შესულია ამ 200 ლარში

ნომ:598336652

user posted image

user posted image

Posted by: katerina-eko 14 Mar 2019, 12:49


იყიდება სასწრაფოდ wizzair-ის ბილეთი ქუთაისი -ვენა 30 მარტს, დამატებული 10კგ. ჩასაბარებელი ბარგით 200 ლარად. ნომ: 551 092844

Posted by: charliXL 20 Mar 2019, 08:54
გორგოლაჭებიანი ჩანთის სტანდარტი ხომ არის 50×40×23 ხოდა ჩემია 50×40×25 და ამ 2 სმ-ის გამო ხო არ იქნება პრობლემა?

Posted by: lashashaverda 20 Mar 2019, 12:52
charliXL
არ მგონია პრობლემა იყოს რავი, თუ იციცს ვინმემ დაწერს კონკრეტულად...
ახლა არ თქვა ბილეთები კიდე არ მიყიდიაო? biggrin.gif

Posted by: charliXL 20 Mar 2019, 15:57
lashashaverda
ვიყიდე რომ მოგწერე მეორე დღესვე, ყველაფერი მზად მაქვს smile.gif

Posted by: lashashaverda 20 Mar 2019, 19:09
charliXL
ძაან კაი... სასიამოვნო დასვენებას გისურვებ jump.gif jump.gif

Posted by: charliXL 21 Mar 2019, 00:04
lashashaverda
მადლობაა jump.gif

Posted by: Go Ahead Eagles 21 Mar 2019, 21:05
ჩექინს გავდივარ ვიზეარზე, დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი რომ წერია ეგ პასპორტის ნომერი რაცაა ეგაა ხომ?

Posted by: Adam_Beyer 27 Mar 2019, 20:36
გამარჯობათ მეგობრებო, მაქვს აქედან გასაფრენი ბილეთი ნაყიდი ვიზიაირზე, მაგრამ დაბრუნებით ზუსტად არ ვიცი რამდენ დღეში დავბრუნდები, შეილება დავბრუნდე 4 დღეში, ან შეილება დავბრუნდე ერთ კვირაში და ამიტომ ვერ ვყიდულობ ზუსტად დასაბრუნებელ ბილეთს და მაინტერესებს, უბრალოდ საზღვის გადაკვეთისთვის დაბრუნების დაჯვშნილი ბილეთი რომ ვაჩვენო მეზაზღვრეს ,რაიმე პრობლემა ხომ არ მექნება გადაკვეთისას? თუ აუცილებელია რომ ნაიყიდი მქონდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი?

გთხოვთ მიპასუხეთ კომპეტენტურმა პირებმა.

Posted by: Florbelle 27 Mar 2019, 21:45
Adam_Beyer
დეტალების გარეშე ვერავინ ზუსტად ვერ გიპასუხებს მაგაზე აქ, დაჟე შეიძლება დეტალებითაც. მიფრენია მაგალითად მე ისე რო არავის არაფრის ჩვენება არ მოუთხოვია პასპორტის გარდა, ზოგგან შეიძლება ყველაფერი ამოგალაგებინონ და 10-15 წუთი ათვალიერონ. სად მიდიხარ იმ ქვეყანას გააჩნია თვითონ, რა მიზნით, აქამდე იქ შესვლა გაქ თუ არა ჩარტყმული პასპორტში და მილიონი რაღაცაა რა კიდე რავი. იმ ქვეყნის კანონმდებლობა და border control ან რამე ეგეთი რო დაგუგლო იპოვი შენ თვითონ რამეს
და რასაც კითხულობ კიდე ბილეთი რანაირად შეიძლება დაჯავშნო ისე რო ნაყიდი არ გქონდეს? ვიზეარს არ მახსოვს რო რამე ეგეთი ჰქონდეს გადავადება აქვთ 48 საათი მგონი ან უნდა იყიდო რა

Posted by: ninoto 28 Mar 2019, 08:22
Adam_Beyer
არა მხოლოდ უკან დასაბრუნებელ ბილეთი, აგრეთვე საჭიროა გქონდეთ ბინის ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა უცხოეთში ყოფნის მთელ დროზე, + თანხა, დღეზე 50 ევრო.
და რა თქმა უნდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი

http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx ეს ოფიციალური საიტია, სადაც შეგიძლიათ დანვრილებითი ინფორმაციის მიღება, ეს კი სქრინი, რას ითხოვენ საზღვარზე

user posted image

* * *
თუ დაბრუნების თარიღი არ იცი, დანარჩენ საბუთებს როგორ მოაგროვებ?

Posted by: Adam_Beyer 28 Mar 2019, 20:12
ninoto

ეგ ყველაფერი თავისთავად, მარა მე მაინტერესებს ბილეთზე ინფო, აუცილებელია რომ ნაყიდი მქონდეს ? უბრალოდ დაჯავშნილი რომ მქონდეს და ამობეჭდილი თან ვიქონიო პრობლემა იქნება?

QUOTE
თუ დაბრუნების თარიღი არ იცი, დანარჩენ საბუთებს როგორ მოაგროვებ?


ბიომეტრიული პასპორტი მაქვს.

სასტუმროს ჯავშნანიც მაქვს

სამოგზაურო დაზღვევაც მაქვს

ჯიბეზე თანხაც თავისთავად მაქვს

აქედან წასასვლელი ბილეთიც მაქვს

და უბრალოდ მაინტერესებს დასაბრუნებელი ბილეთის შესახებ ინფო,

Posted by: ninoto 28 Mar 2019, 21:22
Adam_Beyer
ხომ წერია დასაბრუნებელი ბილეთიო?

თან ორი გზის ყიდვისას ბილეთი უფრო იაფად გამოდის ვიდრე ცალ-ცალკე, მოგებაში ხარ smile.gif

Posted by: kvantanamera 29 Mar 2019, 13:12
Adam_Beyer
აუცილებელია. თუ შეგამოწმეს არ შეგიშვებენ და უკან გამოგაბრუნებენ. თუ არ შეგამოწმეს და კი შეხვალ. თამაშობ რა ჩათვალე...

Posted by: Adam_Beyer 30 Mar 2019, 16:28
kvantanamera

კიდე ერთი მაინტერესებს,

2-3 სანტიმეტრით მაღალი რომ იყოს ხელ ჩანთა დადგენილ სტანდარტებთან შედარებით პრობლემას ქმნინან მაგაზე დაზუსტებით თუ იცით?

Posted by: Go Ahead Eagles 31 Mar 2019, 07:58
დღეს ჩამოვფრინდი მემინგენიდან. ჩასაბარებელი ბარგი მქონდა ნაყიდი. რეგისტრაციაზე მისვლა დამაგვიანდა რამდენკმე წუთით ვინაიდან მეილზე მოიწერეს ფრენა გვიანდებაო და მეგონა რეგისტრაციაც გვიანდებოდა პარალელურად. რეგისტრატორმა მაინც გამატარა ჩაიბაეა ჩემი ბარგი და დაგეხმარებიო მითხრა. რომ ჩამოვფრინდი მერეღა დავხედე და ამობეჭდილ ჩექინის ფურცელს ჩასაბარებელი ბარგის სტიკერი შეცდომით ერტყა და ზედ ტიმიშოარა ეწერა. ტიმიშოარას რეისი კი ჩემი რეისის წინ იყო. ბარგიც ტიმიშოარაშია სავარაუდოდ. აეროპორტის პერსონალმა დაგეხმარებითო შევავსე ბლანკები და ა.შ. და უეჭველი ჩამოვა არ დაიკარგებაო. ეხლა მაინტერესებს მე თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან თუ შემიძლია რაიმე ტიპის კონპენსაციის მოთხოვნა. ქუთაისის აეროპორტმა თბილისამდეც ვერ ჩამოგიტანთ ბარგს უნდა მოხვიდე და წაიღოო შენო.

Posted by: lashashaverda 2 Apr 2019, 19:43
ბორტზე ასატანი ჩანთის გარდა რომ ავიტანო ლეპტოპი ეგეც უნდა აიწონოს? ანუ ჩანთა რომ იყოს 7 კილო და მინდა კიდევ ლეპტოპი წავიღო რა ხდება მაშინ?



ვის გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: poker_man 2 Apr 2019, 19:52
სალამი ფორუმელებო, 6 თვიანი სამუშაო ვიზის შემთვევაში , დასაბრუნებელი ბილეთი აუცილებელია?

Posted by: lashashaverda 2 Apr 2019, 20:22
poker_man
რატო უნდა იყოს აუცილებელი? ევროპაში მიდიხარ? რომ უთხრა მანქანით ბრუნდები უკან რა პრობლემა უნდა იყოს?

Posted by: poker_man 2 Apr 2019, 20:28
lashashaverda
QUOTE
poker_man
რატო უნდა იყოს აუცილებელი? ევროპაში მიდიხარ? რომ უთხრა მანქანით ბრუნდები უკან რა პრობლემა უნდა იყოს?


პოლონეთის 6 თვიან ვიზაზე მაქვს საუბარი, ხო და ეგ მაინტერესებს, თან პირველად მივდივარ და არ მინდა უკან მომაბრუნონ.

Posted by: lashashaverda 2 Apr 2019, 20:44
poker_man
ნუ არ ვიცი დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი... მე გერმანიში ვიყავი და მანქანით წამოვედი უკან, და რომ ვუთხარი ეს ფული მომთხოვა მანახეო... ეგ იყო და ეგ..
სამუშაო ვიზაზე არ ვიცი რა იქნება...

Posted by: kvantanamera 3 Apr 2019, 10:35
poker_man
საელჩოს ,მიერ გაცემული სამუშაო ვიზის შემთხვევაში, რათქმა უნდა დასაბრუნებელი ბილეთი არაა საჭირო. დასაბრუნებელი ბილეთი ეხება მოკლევადიანი ვიზიტით (ტურისტული მიზნით ან სხვა) წამსვლელებს.

Adam_Beyer
ფორმალურ-იურიდიულად არ შეიძლება, მაგრამ თუ ჩანთა მყარი არაა და არ არის გატენილი ბოლომდე შემოწმების დროს (რკინის მაკეტში ადებინებენ) შეგიძლია ,,ჩატენო ჩანთა მაგ მაკეტში და ვერაფერს გეტყვიან.

Posted by: poker_man 3 Apr 2019, 11:00
kvantanamera
QUOTE
poker_man
საელჩოს ,მიერ გაცემული სამუშაო ვიზის შემთხვევაში, რათქმა უნდა დასაბრუნებელი ბილეთი არაა საჭირო. დასაბრუნებელი ბილეთი ეხება მოკლევადიანი ვიზიტით (ტურისტული მიზნით ან სხვა) წამსვლელებს.


დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: Sandr00 3 Apr 2019, 16:09
მოგესალმებით ფორუმელებო,
ერთი პრობლემა მაქვს, გერმანიის სასტუმროში დავჯავშნე ერთი 3 ადგილიანი ნომერი. მივემგზავრებით 3 ადამიანი, booking.com-ზე მხოლოდ ჩემი მონაცემები მივუთითე, რადგან სხვა სტუმრებზე ინფორმაციის მითითების საშუალება ამ საიტზე არ არის. ბერლინის საზღვარზე შემოწმებისას პრობლემა იქნება დანარჩენმა ორმა მგზავრმა ჩემს სახელზე გამოწერილი სასტუმროს ჯავშანი რომ ანახოს? (სადაც მითითებულია რომ სასტუმროს ნომერი სამ ადამიანზეა დაჯავშნილი). ვინმეს თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანი მიემგზავრებოდით ერთი ადამიანის სახელზე არსებული სასტუმროს ჯავშანით? (როგორც ვიცი მესაზღვრესთან თითო-თითოდ შეიძლება მხოლოდ მისვლა)

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: Werner Voss 3 Apr 2019, 16:16
Sandr00
არანაირი პრობლემა არ არის, თუ იკითხა მესაზღვრემ აჩვენებთ, რომ სამ ადამიანზეა ნომერი დაჯავშნილი და უბრალოდ მხოლოდ ერთის სახელია დაფიქსირებული, მაგრამ ბუქინგზე ჯავშანში შეგიძლია ჩაასწორო და სახელი და გვარი დაამატო და სხვების სახელი დაეწერება

Posted by: Sandr00 3 Apr 2019, 16:45

QUOTE
არანაირი პრობლემა არ არის, თუ იკითხა მესაზღვრემ აჩვენებთ, რომ სამ ადამიანზეა ნომერი დაჯავშნილი და უბრალოდ მხოლოდ ერთის სახელია დაფიქსირებული, მაგრამ ბუქინგზე ჯავშანში შეგიძლია ჩაასწორო და სახელი და გვარი დაამატო და სხვების სახელი დაეწერება


დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: Adam_Beyer 3 Apr 2019, 20:56
kvantanamera
QUOTE
ფორმალურ-იურიდიულად არ შეიძლება, მაგრამ თუ ჩანთა მყარი არაა და არ არის გატენილი ბოლომდე შემოწმების დროს (რკინის მაკეტში ადებინებენ) შეგიძლია ,,ჩატენო ჩანთა მაგ მაკეტში და ვერაფერს გეტყვიან.


გორგოლაჭებიან პლასმასის თუ პლასტიკატის ხელჩანთაა/ჩემოდანივით და რავი 56 სანტიმეტრზე 3 სანტიმეტრით მაღალია და გაატრაკებენ მაგაზე?

და თუ გაატრაკეს, გამოსავალი რა არის,? კიდე დამატებით გადამახდევინებენ ეს ახვრები თუ საერთოდ არ ამატანიანებენ?


Posted by: _thunderstorm_ 5 Apr 2019, 01:12
Sandr00
თუ რაოდენობა მითითებული გაქვს, პირადი კაბინეტიდან შეგიძლია ცადო დაამატო დანარჩენი სტუმრების სახელები, ან დარეკო ცხელ ხაზზე და შეგიცვლიან
ან მიწერე Customer Service ზე

Posted by: kvantanamera 5 Apr 2019, 10:08
Adam_Beyer
შემმოწმებელზეა დამოკიდებული. ფორმალურად შენ წესებს არღვევ (ბოირტზე ასატანი ჩანტის ზომებში ვერ ჯდები). შეიძლება არ მოგედავონ, შეიძლება მოგედავონ. მაგ ზომის ჩანთას ჩაბარება ეკუთვნის და ჩასაბარებელი ბარგის ღირებულებას გადაგახდევინებენ. ეს ეყველაფერი იმ შემთხვევაში თუ შემმოწმებელმა შეამჩნია და მოგედავა. წინასწარ არავინ არაფერი არ იცის. პასპორტის კონტროლივითაა , ზოგს პირდაპირ უშვებენ ზოგს დაკითხვას უწყობენ...

Posted by: another2 5 Apr 2019, 10:12
გიტარის წაღება მინდა რჩევებს მივიღებ.

Posted by: Alameda 10 Apr 2019, 10:52
მაქვს ბილეთები ნაყიდი კლუბის ფასდაკლებით, ორ კაცზე.

ამ შემთხვევაში შესაძლებელია სხვას გადავუფორმო? რა ჯდება დაახლოებით?



Posted by: edding345 10 Apr 2019, 15:19
Adam_Beyer

ზურგჩანთის შემთხვევაში არ გიმოწმებენ

Posted by: poker_man 10 Apr 2019, 15:28
სალამი ფორუმელებო, მოკლედ Wizz Air-ის საიტზე ვიყიდე ბილეთი, და ჩემი პროფილიდან როგორ ამოვბეჭდო ეს ნაყიდი ბილეთი?

Posted by: ninoto 10 Apr 2019, 15:57
Adam_Beyer
QUOTE
გორგოლაჭებიან პლასმასის თუ პლასტიკატის ხელჩანთაა/ჩემოდანივით და რავი 56 სანტიმეტრზე 3 სანტიმეტრით მაღალია და გაატრაკებენ მაგაზე?

და თუ გაატრაკეს, გამოსავალი რა არის,? კიდე დამატებით გადამახდევინებენ ეს ახვრები თუ საერთოდ არ ამატანიანებენ?

user posted image

60 ევროო, აჯობებს უფრო პატარა ჩანთა იშოვო smile.gif

another2
QUOTE
გიტარის წაღება მინდა რჩევებს მივიღებ.

user posted image
დამატებითი ბილეთის შეძენა მოგიწევსო smile.gif

პ. ს. ინფორმაცია აღებულია საიტიდან, https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage#/

Posted by: pucukia 11 Apr 2019, 19:39
მართალია 1 თვეა ფრენამდე მაგრამ სიამოვნებით მივიღებდი რჩევებს.

მივფრინავ ბარსელონაში.
ნუ ბარგის გარეშე.
ჯერ ადგილი არ მაქ მაგრამ ამაში გავრეკვიე რომ ფრენამდე 48 საათით ადრე შევძლებ ამ პროცედურის ჩატარებას.

თბილისიდან ბილეთის ამობეჭდვა არაა პრობლემა მაგრამ ბარსელონაში შეილება ვერ მოვახერხო ამობეჭდვა და როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს ?

ანუ თუ პრინტერი ვერ ვნახე ტელეფონიდან გავივლი ჩეკინს და მერე რა ვქნა ?
იქ აეროპორტში იქნება wi-fi ინტერნეტი რო ტელეფონიდან ვანახო?

მუშა აპის გადმოწერა მინდა გუუგლსთორიდან და ვინმემ ლინკი მომეცით რა.

Posted by: lashashaverda 11 Apr 2019, 20:27
pucukia
შტიხ კოდი უნდა ანახო ბარსელონაში რა .. ანუ არ გჭირდება ინტერნეტი, ფოტო გინდა, სქრინ შოტი გააკეთე...
ქუთაიში არ აქვთ შრიხის წასაკითხი და იმიტომ ითხოვენ ამოპრინტერებულს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხო და ადგილს რაც შეეხბეა როგორც ვიცი პროგრამა ანაწილებს და შენ ვერ ირჩევ... თუ ფანჯარასთან გინდა უნდა სთხოვო ვინმეს რო გაგიცვალოს
ყველა აეროპორტშია ინტერნეტრი

Posted by: nutria-113 16 Apr 2019, 12:55

QUOTE
ქუთაიში არ აქვთ შრიხის წასაკითხი და იმიტომ ითხოვენ ამოპრინტერებულს   

მანდაც შეიძლება აპლიკაციით ან სკრინშოტით.
QUOTE
ხო და ადგილს რაც შეეხბეა როგორც ვიცი პროგრამა ანაწილებს და შენ ვერ ირჩევ...

ჩექინისას ადგილის არჩევა შესაძლებელია, მაგრამ თანხის დამატებით.
თუ არ აირჩევ, სისტემა უფასოდ და ავტომატურად მოგცემს რომელიმე "რენდომ" ადგილს.
მე პირადად ვერ ვხედავ ადგილში თანხის დამატების აზრს, თუ რამე სპეციფიკური სიტუაცია არაა.pucukia
QUOTE
თბილისიდან ბილეთის ამობეჭდვა არაა პრობლემა მაგრამ ბარსელონაში შეილება ვერ მოვახერხო ამობეჭდვა და როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს ?

აპლიკაციაში გქონდეს, ასევე "სკრინშოტი" გადაუღე და გქონდეს ტელეფონში.

Posted by: pucukia 17 Apr 2019, 07:46
nutria-113
lashashaverda
ელექტრონული ინვოისი მომივიდა მეილზე.ეხლა.და.ეს რისი საბუთია.რაიმეში დამჭირდება?
ამოვბეჭდო და თან მქონდეს თუ არ მივაქციო ყურადღება.

მეილი რო მომივიდა ბილეთი მეგონა მაგრამ ადრეა ჯერ ფრენამდე 48 საათი არაა

Posted by: nutria-113 17 Apr 2019, 11:30
pucukia
ეგ ინვოისია, რაც ბილეთის ყიდვისას გადაიხადე. მგზავრობისას არაფერში გჭირდება.
რომ "დაჩექინდები", მერე მოგცემს "ბორდინგს" და მგზავრობისას ეგ დაგჭირდება. ამობეჭდილი, აპლიკაციით ან სხვ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ZiZoo 20 Apr 2019, 22:11
QUOTE (baggins @ 1 Feb 2019, 10:58 )
მეგობრებო, ბარგი არ მაქვს ნაყიდი. ვაპირებ ამ 30 ლიტრიანი ზურგჩანთის შეტანას (+ პატარა 10 ლიტრიანი საბუთებისთვის) და რაიმე გამოცდილება რომ არ გქონიათ მსგავს ჩანთებზე? შემატანინებენ თუ არა? სულ თუ გავტენე, შეიძლება ასცდეს დადგენილ ზომებს.
* * *
QUOTE (ninoto @ 24 Nov 2018, 14:58 )
ასეთ შაბლონში უნდა ჩაეტიოს ბარგი, კაბინის ორივე ზომისთვის ცალცალკე შაბლონებია უკანა მხარეს მეორე ზომაა
user posted image

ეს ჩანთა სიმაღლეში აცდენილი რომაა ზევით, შეგატანინეს?

ეს შაბლონი უფასო ხელბარგისაა ხომ?

მეც ზუსტად მასეთი ჩანთით მივფრინავ biggrin.gif

რაო შეგატანინეს უფასო ხელბარგად?

https://images.app.goo.gl/NeMhoMcBMG2Wv3sZ6

Posted by: art-mao 23 Apr 2019, 17:04
გამარჯობათ, ჩექინი გაგეხსნებათ 3 მაისიდანო მიწერია და ფასიანია მაინც თუ არა?

Posted by: Adam_Beyer 23 Apr 2019, 19:35
ქუთაისი ბერლინის მიმართულებით ბილეთი ვისაც გინდათ 100 ლარად,

8 მაისს არის ფრენა დილით

+ 10 კილოიანი ბარგი არის რეგისტრირებული

Posted by: 200000 28 Apr 2019, 19:08
გამარჯობა,
ქუთაისისკენ მოვფრინავ ამ დღეებში , რამდენიმე სახეობის ყველი და სოუსი მომაქვს (მინის ბოთლებში) + სასუსნავები და რამეზე განსაკუთრებული გაჭედვა ხომ არ ახასიათებთ. ყველაფერს ბარგში ვუშვებ , სალონში არ ამაქვს.
ან თუ ამატანინეს, შუშის ბოთლებს რამე ხომ არ ემუქრებათ?

Posted by: baggins 28 Apr 2019, 19:47
QUOTE (ZiZoo @ 20 Apr 2019, 22:11 )
QUOTE (baggins @ 1 Feb 2019, 10:58 )
მეგობრებო, ბარგი არ მაქვს ნაყიდი. ვაპირებ ამ 30 ლიტრიანი ზურგჩანთის შეტანას (+ პატარა 10 ლიტრიანი საბუთებისთვის) და რაიმე გამოცდილება რომ არ გქონიათ მსგავს ჩანთებზე? შემატანინებენ თუ არა? სულ თუ გავტენე, შეიძლება ასცდეს დადგენილ ზომებს.
* * *
QUOTE (ninoto @ 24 Nov 2018, 14:58 )
ასეთ შაბლონში უნდა ჩაეტიოს ბარგი, კაბინის ორივე ზომისთვის ცალცალკე შაბლონებია უკანა მხარეს მეორე ზომაა
user posted image

ეს ჩანთა სიმაღლეში აცდენილი რომაა ზევით, შეგატანინეს?

ეს შაბლონი უფასო ხელბარგისაა ხომ?

მეც ზუსტად მასეთი ჩანთით მივფრინავ biggrin.gif

რაო შეგატანინეს უფასო ხელბარგად?

https://images.app.goo.gl/NeMhoMcBMG2Wv3sZ6

კი, უპრობლემოდ biggrin.gif
.....................................

Posted by: akkai 1 May 2019, 15:26

საალმი.


უკანა გზაზე ბილეთის ამობეჭდვა თუ ვერ მოვახერზე ტელეფონიდან სკრინი რო ვანახო მოსულა?

ბარსელონას აეროპორტი მაინტერესებს.


წამკითხველი ააქვთ?


ააუ რა იაფად არი დღეს ზეგის ბილეთებიო აქეთ -იქეთ.'

თითქმის ორმაგი გადავიხადე 3 კვირის წინ ;///////



baggins
როგორ ხარ?
შემთხვევით ხომ არ იცი რამდენი კოლოფი სიგარეტის გადატანა შეიძლება?
ანუ 1 ბლოკი მაინტერესებს. გამატანენ?

Posted by: Werner Voss 1 May 2019, 15:52
akkai

QUOTE
საალმი.


უკანა გზაზე ბილეთის ამობეჭდვა თუ ვერ მოვახერზე ტელეფონიდან სკრინი რო ვანახო მოსულა?

ბარსელონას აეროპორტი მაინტერესებს.


წამკითხველი ააქვთ?

როგორც ვიცი აქვს ბარსელონას აეროპორტს ეგ, ზოგადად თუ აპლიკაციამ შტრიხკოდიანი ბილეთი მოგცა ჩექ ინის შემდეგ, ესი იგი იმ აეროპორტში მისი წამკითხველი აპარატები დგას.
QUOTE
შემთხვევით ხომ არ იცი რამდენი კოლოფი სიგარეტის გადატანა შეიძლება?
ანუ 1 ბლოკი მაინტერესებს. გამატანენ?

200 ღერის მაქსიმუმ, ანუ 10 კოლოფი

Posted by: akkai 1 May 2019, 15:56
QUOTE
აპლიკაციამ შტრიხკოდიანი ბილეთი მოგცა ჩექ ინის შემდეგ, ესი იგი იმ აეროპორტში მისი წამკითხველი აპარატები დგას.

Werner Voss
ამას წამოსვლამდე 48 საათით ადრე გავიგებ და წინასწარ მინდა თადარიგი დავიჭირო ამოვბეჭდო ბილეთი თუ არა.

QUOTE
200 ღერის მაქსიმუმ, ანუ 10 კოლოფი

up.gif



სასტუმროში არ ვრჩები, მეგობართან მივდივარ რომლის მისმართი ვიცი და ტელეფონი და არანაირი ბრონი არ მაქ შესაბამისად და არი შანსი გამიჭედონ?

დაზღვევა მაქ ,ჯიბეზე თანხა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი

Posted by: demetre26 1 May 2019, 18:01
ევროპაში მივდივარ 10 კვირით, აქეთა გზიდან უკვე გავიარე ჩექინი,იქიდან დასაბრუნებელი ბილეთის ჩექინს ჯერ ვერ გავდივარ,შესაბამისად მარტო ერთი გზის ბილეთის ჩვენება მომიწევს აეროპორტში და ეს რამე პრობლრმას ხო არ შემიქმნის საზღვარზე?,პირველად მივდივარ და ბოდიშით თუ უაზრო კითხვას ვსვავ smile.gif

Posted by: robin 3 May 2019, 11:05
ქუთაისიდან ბერლინში რომელ დღეებშია ფრენა ?... გერმანიიდან აიღებენ ბილეთებს და რა პროცედურები უნდა გავიაროთ აქ

Posted by: demetre26 4 May 2019, 15:49
ევროპაში მივდივარ 10 კვირით, აქეთა გზიდან უკვე გავიარე ჩექინი,იქიდან დასაბრუნებელი ბილეთის ჩექინს ჯერ ვერ გავდივარ,შესაბამისად მარტო ერთი გზის ბილეთის ჩვენება მომიწევს აეროპორტში და ეს რამე პრობლრმას ხო არ შემიქმნის საზღვარზე?,პირველად მივდივარ და ბოდიშით თუ უაზრო კითხვას ვსვავ smile.gif

Posted by: Werner Voss 4 May 2019, 16:29
demetre26
თუ შეგამოწმეს და უკანა გზის ბილეთი თუ არ გექნება გამოგაბრუნებენ, ადილიც რო იყიდო ერთ თვით ადრე გაგიხსნის ჩექ ინს. მეილზე რაც გამოგიგზავნა ვიზ ეარმა ის ამობეჭდე და ანახე თუ მოგთხოვეს.

Posted by: demetre26 4 May 2019, 16:52
Werner Voss
ეხლა 24 ში მაქვს ფრენა და მეორე გზის ბილეთის ჩექინი ვერანაირად ვერ უწევს მაგ დროისთვის. ინვოისი რო ვანახო ამობეჭდილი,ან სმარფონში რო ვანახო ჩემი ექაუნთიდან ნაყიდი ბილეთი?

Posted by: Werner Voss 4 May 2019, 17:03
demetre26
ინვოისი არა, კიდევ გიგზავნის ვიზ ეარი მეილზე წერილს, სადაც ჩანს მგზავრზე და ფრენაზე ყველაფერი და ის უნდა ამობეჭდო

Posted by: demetre26 4 May 2019, 17:54
Werner Voss
მადლობა მეგობარო,ძაან დამეხმარე,ვნახე ეგ წერილი smile.gif

Posted by: stratus12 5 May 2019, 02:36
ვიზზაირზე ბილეთის ყიდვა მინდა ორი გზის
იტალიაში და რო უთითებ მაგალითად გასამგზავრებელი ადგილი ქუთაისი და მერე უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მაგრამ ეხლა არ მყოფნის ფული ორივეზე და რომ შევცვალო გასამგზავრებელი ადგილი იტალია ავირჩიო და დანიშნულების ადგილი ქუთაისი ეგ უკან დასაბრუნებელ ბილეთად ჩაითვლება ? ჯერ მინდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი ვიყიდო

Posted by: xmale 5 May 2019, 13:42
აუ ამათმა თბილის რომ გახსნან რამე არა?
........................................................................................

Posted by: iviko18 5 May 2019, 22:42
ნეტავ წელს რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ვიზი დაბადების დღეზე?! rolleyes.gif

Posted by: drehzahlbegrenzer 5 May 2019, 22:49
ყველაზე კარგი დრო როდის არის ბილეთის საყიდლად? (რამდენი ხნით ადრე, დაახლოებით)

Posted by: zaza1908 8 May 2019, 14:21
ხალხო ბილეთში სახელი და გვარი დიდი ასოებით წერია თუ პატარა აზრი აქვს? თუ ზუსტად პასპორტში როგორცაა დიდი ასოებით?

Posted by: klikun 8 May 2019, 20:43
iviko18

როდის აქვს დაბადების დღე?
28 მაისის ბილეთის ყიდვა მინდა და ცეცხლი უკიდია ფასს sad.gif

Posted by: iviko18 9 May 2019, 00:50
klikun
18-19 მაისს აღნიშნავენ როგორც წესი.

Posted by: akkai 9 May 2019, 01:40
iviko18
წინაზე რა სიურპრიზი ქონდათ?
ზოგადად რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე აიაფებენ თუ ყველა რეისზე ?

Posted by: giorgi9308 10 May 2019, 14:37
QUOTE (akkai @ 9 May 2019, 01:40 )
iviko18
წინაზე რა სიურპრიზი ქონდათ?
ზოგადად რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე აიაფებენ თუ ყველა რეისზე ?

ანალოგიური მაინტერესებს მეც. გააიაფეს წინაზე?

Posted by: Razm 10 May 2019, 14:45
გთხოვთ ვიღაცა დამეხმარეთ რა ამ თვეში უნდა ჩავიდე ნიცაში და რამე იაფი გზა მითხარით ან იქნებ მომაძებნინოთ ბილეთი გთხოვთ sad.gif

Posted by: iviko18 11 May 2019, 00:56
akkai
giorgi9308
შარშან და შარშანწინ აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე 30%-იანი ფასდაკლება ჰქონდათ.

Posted by: akkai 11 May 2019, 11:18
iviko18
კლუბის წევრობა აუცილებელია ?
თუ ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს.

მეილზე მომივა რამე თუ საიდან უნდა გავიგოთ

Posted by: Razm 11 May 2019, 12:56
iviko18
დალოდებად ღირს ანუ 18-19 უეჭველი იქნება რაღაც ფასდაკლება? 24 ში ვფიქრობ წასვლას მილანში და რას ფიქრობ? ზოგადად თუ ერკვევი დამაკვალიანე რა გთხოვ ნიცაში მივდივარ ამ თვეში და იაფიანი გზა ხო არ გეგულება რამე? მე ვფიქრობ მილანში ჩასვლას და იქიდან ავტობუსით

Posted by: akkai 11 May 2019, 19:58
Razm
ტურისტულს დაურეკე და აგირჩევენ დროში და ფინანსურად მორგებულ ტურს.

მე ერთ ერთი ტურისტულით ვიმგზვრე.მათ ვენდე და დავავეგმინე მარშუტი.

თუ გინდა პმ შემეხმიანე და მოგცემ მაგათ ტელეფონს.




Posted by: ViPeR 11 May 2019, 20:31
სექტემბრისთვის მინდა ბარსა ქუთაისი,ხოდა ფასდაკლებაროდისიქნება ხოარ იცით?110 ევროზე დაბლა ვერ ვნახე

Posted by: akkai 11 May 2019, 21:04
QUOTE
110 ევროზე დაბლა ვერ ვნახე

ViPeR
ეს ერთი გზაა თუ 2 ?
მე 630 ლარი გამომივიდა 2 გზა.

Posted by: iviko18 11 May 2019, 22:51
Razm
QUOTE
დალოდებად ღირს ანუ 18-19 უეჭველი იქნება რაღაც ფასდაკლება?

მე ველოდები, ჯერ არ ჩაუგდიათ არც ერთი წელი.

akkai
QUOTE
კლუბის წევრობა აუცილებელია ?
თუ ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს.

ნებისმიერისთვის არის ხოლმე ფასდაკლება, კლუბის წევრი ზოგადად ყოველთვის უფრო იაფად ყიდულობს, შესაბამისად ფასდაკლებულზეც მაინც უფრო იაფად.

Posted by: demetre26 11 May 2019, 23:32
შეიძლება აქ არ უნდა ვსვავდე ამ კითხვას

ევროპაში ყოფნის დროს ჯობია თანხა ქეშად გქონდეს თუ ქართული ბარათით იხადო ყველაფერი?

Posted by: ViPeR 12 May 2019, 04:11
akkai
QUOTE
QUOTE
110 ევროზე დაბლა ვერ ვნახე

ViPeR
ეს ერთი გზაა თუ 2 ?
მე 630 ლარი გამომივიდა 2 გზა.

2 გზა.ტუდააბრატნი.70 ევროდაც ვნახე ოღონდ სექტემბრის ბოლოსკენ.მე დასაწყისი მინდა

Posted by: Ostati 16 May 2019, 15:25
QUOTE (stratus12 @ 4 May 2019, 22:36 )
ვიზზაირზე ბილეთის ყიდვა მინდა ორი გზის
იტალიაში და რო უთითებ მაგალითად გასამგზავრებელი ადგილი ქუთაისი და მერე უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მაგრამ ეხლა არ მყოფნის ფული ორივეზე და რომ შევცვალო გასამგზავრებელი ადგილი იტალია ავირჩიო და დანიშნულების ადგილი ქუთაისი ეგ უკან დასაბრუნებელ ბილეთად ჩაითვლება ? ჯერ მინდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი ვიყიდო

ჯერ გასამგზავრებელი ბილეთი შეიძინეთ და როცა ფული გექნებათ შემდეგ უკან დასაბრუნებელი ბილეთი იყიდეთ.
* * *
QUOTE (akkai @ 11 May 2019, 07:18 )
iviko18
კლუბის წევრობა აუცილებელია ?
თუ ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს.

მეილზე მომივა რამე თუ საიდან უნდა გავიგოთ

აქ არის დეტალური ინსტრუქციები თუ როგორ შეიძინოთ ბილეთი და როგორ დარეგისტრირდეთ smile.gif

როგორ შევიძინოთ Wizz Air-ის ბილეთები -- https://www.memogzauri.com/wizz-air-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

როგორ გავიაროთ უფასო რეგისტრაცია Check-in -- https://www.memogzauri.com/rogor-gaviarot-ufaso-registracia-check-in/

user posted image

Posted by: ViPeR 19 May 2019, 15:34
დღეს ფასდაკლება უნდ ყოფილიყო მარა არ არი.აკი ყოველწელს არიო?

Posted by: Ostati 19 May 2019, 16:11
აი აქ არის დეტალური ინფორმაცია დღევანდელი ფასდაკლების შესახებ - https://www.facebook.com/groups/memogzauri/permalink/2831590360193873/

Posted by: ViPeR 19 May 2019, 17:38
Ostati
QUOTE
ი აქ არის დეტალური ინფორმაცია დღევანდელი ფასდაკლების შესახებ - https://www.facebook.com/groups/memogzauri/...31590360193873/

ო მადლობაი

Posted by: DORO 19 May 2019, 18:00
QUOTE
ევროპაში ყოფნის დროს ჯობია თანხა ქეშად გქონდეს თუ ქართული ბარათით იხადო ყველაფერი?

ბარათით იმიტომ ჯობია რომ ბანკი დაინახავს ტრანზაქციებს და კაია biggrin.gif

Posted by: ia-viola 20 May 2019, 14:28
თავს დავდებ, ვიზერმა თუ იცოდეს, ,,ფასდაკლების'' მნიშვნელობა.
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Danger77 22 May 2019, 17:45
ვიზეარმა ახალი მიმართულებებით ფრენები გააუქმა 1-ლი აგვისტოდან 10 სექტემბრამდე და ბილეთების გარდა სასტუმროების გაუქმების ხარჯებს ვერ დავაბრუნებინებ?

Posted by: ILIA1702 22 May 2019, 18:02
Danger77
QUOTE
ვიზეარმა ახალი მიმართულებებით ფრენები გააუქმა 1-ლი აგვისტოდან 10 სექტემბრამდე და ბილეთების გარდა სასტუმროების გაუქმების ხარჯებს ვერ დავაბრუნებინებ?

2 თვით ადრე შეგატყობინა გაუქმებაზე, მარტო ბილეთების საფასური დაგიბრუნდეს მაქსიმუმ.

Posted by: gigsona2 23 May 2019, 00:09
მართალია ის, რომ ადრე თურმე ადგილები დანომრილი არიყო და სადაც მოასწრებდი იქ დაჯდებოდი? ...

Posted by: DeathListFive 23 May 2019, 00:33
ქუთისში წასვლაა დიდი მინუსი ამ ავიაკომპანიის
სხვა მხრივ OK კომპანიაა ეკონომ კლასის

Posted by: Ostati 23 May 2019, 19:03
QUOTE (gigsona2 @ 22 May 2019, 20:09 )
მართალია ის, რომ ადრე თურმე ადგილები დანომრილი არიყო და სადაც მოასწრებდი იქ დაჯდებოდი? ...

კი ეგრე იყო და მაგარი უსიამოვნო მარათონი იმართებოდა აეროპორტიდან თვითმფრინავის სკამამდე.

Posted by: SkitterZ 25 May 2019, 23:36
QUOTE
მართალია ის, რომ ადრე თურმე ადგილები დანომრილი არიყო და სადაც მოასწრებდი იქ დაჯდებოდი? ...

კი ეგრე იყო და მაგარი უსიამოვნო მარათონი იმართებოდა აეროპორტიდან თვითმფრინავის სკამამდე.

ისიც გამიგია რომ შესასვლელიდანვე ისროდაო ხალხი ჩანთებს სკამებზე რომ დაესწროთო სხვებისთვის ადგილები biggrin.gif


Posted by: filewarez 29 May 2019, 18:49
გამარჯობა, მოკლედ გერმანიაში ვაპირებ ვიყიდო სინთეზატორი, ბარგში თუ არ ჩამეტია ვიზაირზე რა უნდა ვქნა როგორ უნდა წამოვიღო ? ანუ ამატანინებენ თუ ფულის დამატება მომიწევს

Posted by: ninoto 30 May 2019, 18:30
filewarez
QUOTE
გამარჯობა, მოკლედ გერმანიაში ვაპირებ ვიყიდო სინთეზატორი, ბარგში თუ არ ჩამეტია ვიზაირზე რა უნდა ვქნა როგორ უნდა წამოვიღო ? ანუ ამატანინებენ თუ ფულის დამატება მომიწევს

თუ ბარგში არ ჩაგეტია, მოგიწევს "მისთვის" ბილეთის ყიდვა და ილუმინატორისკენ სავარძელზე დასკუპება შენს გვერდით smile.gif

user posted image

Posted by: korneliusi 2 Jun 2019, 14:55
გამარჯობა.
ვიზეარის საიტზე 2 ივლისს ვირჩევ გაფრენას ქუთაისიდან და 9 ში დაბრუნებას 2 კაცზე , ვერ ვიგებ რა ფასს მიწერს 1 მგზავრზე თუ 2ზე , დანეხმამარეთ რა ვინც იცით
ქუთაისი პრაღა

Posted by: achigeo 5 Jun 2019, 19:14
korneliusi
ერთ კაცზე წერს ფასს, როცა ყიდვაზე გადადიხარ იქ ზუსტად დაგითვლის რა რაოდენობაზეც ყიდულობ

Posted by: carvera 11 Jun 2019, 00:15
პიპოლ,

ხელბარგში, მანქანის გასაღები, სათვალე და ჰიგიენის
მეტალის ნივთები რომ ჩავდო, გაჭედავს ვიზეარიო
და მართალია?

აეროპორტში მინდა მანქანის დატოვება და გასაღები
სად წავიღო rolleyes.gif

Posted by: achigeo 11 Jun 2019, 15:02
ვიზაირზე 14ში მქონდა ფრენა მაგრამ ვეღარ მივდივარ გარკვეული მიზეზების გამო და როგორ შეიძლება გაუქმება ან სხვა თარიღზე გადაცვლა, ორივე გზა მქონდა ნაყიდი, 14გაფრენა 21ში გამოფრენა

Posted by: vatman 12 Jun 2019, 12:49
carvera
QUOTE
ხელბარგში, მანქანის გასაღები, სათვალე

მასე დავდივარ სულ....
მაგაზე არავინ არსად მოგედავება

Posted by: kvantanamera 12 Jun 2019, 13:11
carvera
ვიზეარს არავინ ეკითხება ხელბარგში რას ჩადებ. აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის ფუნქციაა ბარგის შემოწმება

Posted by: achigeo 13 Jun 2019, 13:53
გავყიდი 14.06 - 21.06 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის ბილეთებს.

გეგმები შემეცვალანდა მე ვეღარ მივფრინავ. მაქვს ორი ბილეთი ანუ ჯამში 4.


ფასი 600ლარი

Posted by: sაlოmეa 13 Jun 2019, 16:22
QUOTE (gigsona2 @ 23 May 2019, 00:09 )
მართალია ის, რომ ადრე თურმე ადგილები დანომრილი არიყო და სადაც მოასწრებდი იქ დაჯდებოდი? ...

მართალია
მერე სუ ვეხვწებოდი სხვას ვინც მარტო
მგზავრობდა რომ ორნი ერთად დავმსხდარიყავით და გაეცვალა ადგილი

წყალიც ფასიანია


ნუ პრეტენზია ვერ გექნება ცოტა
8 ლარად რო დაფრინავს ისეთ კომპანიასთან

მარა ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო ვიზიარს თუ კატასტროფულ სხვაობასა რ მაძლევს მირჩევნია თბილისიდან გავფრინდე

Posted by: პოსეიDON 14 Jun 2019, 12:40
მფრინავცი ვინც იცით გამარკვიეთ ბარგებზე რა, საიტიდან ვერაფერივერს მივხვდი.. ჩასაბარებელი ბარგის ფასები ფიქსირებულია თუ რეისზეა დამოკიდებული? მაგ; 10 კგ ან 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი..

Posted by: carvera 17 Jun 2019, 14:40
vatman
kvantanamera

გაიხარეთ!

გასაღებზე და სათვალეებზე არ შეუქმნიათ პრობლემა.

Posted by: __Eagle__ 18 Jun 2019, 18:32
გამარჯობა, ვიზ ეარზე ნაყიდი ბილეთი გავაუქმე და თანხა დამიბრუნდა ანგარიშზე, მაგრამ ამ თანხით ისევ ბილეთის ყიდვა შემიძლია. შეგიძლიათ მითხრათ შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ბარათზე გადმოტანა?

Posted by: L.San 21 Jun 2019, 17:51
ხალხო გამარკვიეთ რა რაღაცეებში
ბილეთების ჯავშანი მაქვს მეილზე გამოგზავნილი (უშუალოდ მე არ შემიძენია), სადაც კოდია მოსული და ფრენის დეტალები, ჯერ ბარგზე ვერ გავერკვიე, ესაა მითითებული
Cabin Baggage 1/40x30x20 ესე იგი ესაა ხელბარგი და რამდენი კილო გამოდის გამოცდილებით?
Check in baggage 1/10kg ამის ზომები დაახლოებით help.gif ზუსტად ამ ზომების ჩემოდანს ვიყიდი მერე საწვალებელი არ გამიხდეს

კარგი დავუშვათ კი არადა მაქვს ეს ჯავშანი და მერე შემდეგი ეტაპები რა არის? ზედმიწევნით იქნებ გამარკვიოთ, მადლობა

Posted by: ელენ 23 Jun 2019, 21:19
L.San

კაბინის ბარგი ზურგჩანთა უნდა იყოს, მაგ ზომებში ჯდებოდეს და მაქსიმუმ 10 კილო შეიძლება. მე ხუთკილოზე მეტგი არ გამომსვლია არც ერთხელ biggrin.gif ნუ მონდომებას გააჩნია.

10 კილოიანის ზომებია 40*55*23 ზე.

ჯავშნის შემთხვევაში რა და როგორ ხდება არ ვიცი ნამდვილად. პირდაპირ ვყიდულობდი ხოლმე.

Posted by: Voldemor 25 Jun 2019, 20:50
სალამი, ჩექინის გაკეთებისას ერთი ასო შემეშალა და ისე გავაკეთე, ხოდა ვეღარ ვასწორებ, იქნებ დამეხმაროთ

user posted image

Posted by: ViPeR 25 Jun 2019, 21:21
sაlოmეa
QUOTE
ნუ პრეტენზია ვერ გექნება ცოტა
8 ლარად რო დაფრინავს ისეთ კომპანიასთან

რომელ 8 ლარად,სექტებრისთვის ვეძებ ბილეთს რო ჩამოვიდე საქართველოში 200 ევროზე ნაკლებად აღარაა უკვე.პლის ხელბარგიც დაამატე.აგერ თბილისამდე თურქიშით 250 ევროა.


ვინც მიპოვის 8 ლარად ანუ 50 ევროში ტუდა აბრატნის ჩამოვუტან ვისკის

Posted by: dreamer012 27 Jun 2019, 11:06
სალამი smile.gif

სექტემბერში მივდივართ პოლონეთში სტუდენტები 5 თვით. დიდი ბარგის წაღება გვიწევს და ვერ გადავწყვიტეთ, ბარგიანი ბილეთები ვიყიდოთ თუ ეკონომი და ადგილზე დაგვამატებინონ ბარგის საფასური.

რომელი უფრო იაფი გამოვა???


Posted by: Werner Voss 27 Jun 2019, 11:18
dreamer012
QUOTE
დიდი ბარგის წაღება გვიწევს და ვერ გადავწყვიტეთ, ბარგიანი ბილეთები ვიყიდოთ თუ ეკონომი და ადგილზე დაგვამატებინონ ბარგის საფასური.

რომელი უფრო იაფი გამოვა???

რა თქმა.უნდა ბილეთთან ერთად უნდა იყიდოთ ბარგი წინასწარ, აეროპორტში ბევრად ძვირი დაგიჯდებათ

Posted by: lashashaverda 30 Jun 2019, 22:13
ბერლინიდან მოვდივარ ვიზეარით და თუ იცით ჩასაბარებელ ბარგში ვისკს ამატანინებენ? დუტიში ძვირია

Posted by: ladusha2 1 Jul 2019, 12:48
lashashaverda
თუ ჩაბარებ ბარგს კი შეგილია, თუ აგაქვს დასაჯდომ ადგილას არა.

Posted by: lashashaverda 1 Jul 2019, 18:23
ladusha2
მადლობა გაიხარე......
.....

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 1 Jul 2019, 19:00
გუშინ ვიყიდე ბერლინის ბილეთი ფრენაა თვის ბოლოსკენ და რეისზე რეგისტრაციას მიჩვენებს უკვე (წესით ორი დღით ადრეო არადა) და მოგვიანებით რომ გავიარო რეგისტრაცია პრობლემა ხო არ იქნება?

Posted by: ViPeR 1 Jul 2019, 21:55
მეგობრებო სექტემბრისთვის ვიყიდე ბილეთი ბარგიანად ბარსადან ქუთასში,ხოდა:ჩამოვდივარ შუაღამისას 3 საათზე,ქუთაისიდან თბილიში მაგ დროს თუ მიდის მარშუტკა ან რამე ტაქსი 4 კაცი რო მოგროვდეს და მეორე ჩექინს აეროპორტში გავივლი ხო?

Posted by: Nescafe13 1 Jul 2019, 22:16
ViPeR
QUOTE
ქუთაისიდან თბილიშიმაგ დოს თუ მიდის მარშუტკა ან რამე ტაქსი 4 კაცი რო მოგროვდეს და მეორე ჩექინს აეროპორტში გავივლი ხო?


ტაქსებიცაა და დიდი ავტობუსები რომლებიც კოლმეურნეობაზე მოდიან , 20 ლარი ღირს მგონი ერთი კაცი

Posted by: ViPeR 1 Jul 2019, 22:20
Nescafe13
QUOTE
ქუთაისიდან თბილიშიმაგ დოს თუ მიდის მარშუტკა ან რამე ტაქსი 4 კაცი რო მოგროვდეს და მეორე ჩექინს აეროპორტში გავივლი ხო?


ტაქსებიცაა და დიდი ავტობუსები რომლებიც კოლმეურნეობაზე მოდიან , 20 ლარი ღირს მგონი ერთი კაცი

ღამის 3 საათზეც გამოდიან ავტობუსები????ვაა კაია

Posted by: nutria-113 3 Jul 2019, 11:05
ViPeR
QUOTE
ღამის 3 საათზეც გამოდიან ავტობუსები????ვაა კაია

კი, დროს არ აქვს მნიშვნელობა.
როცა ჩაფრინდება თვითმფრინავი, მაგ რეისს ელოდება ავტობუსი.
1 გზა 20 ლარია, როგორც დაწერეს, ორი გზა მგონი 35.
https://georgianbus.com/new/
ერთ-ერთი კომპანია ესაა. გინდ საიტზე, გინდ ადგილზე, აეროპორტში შეიძლება ბილეთის ყიდვა

Posted by: ikaika_11 3 Jul 2019, 12:54
მოკლედ მაქვს გერმანიის TAX FREE რომელიც სიჩქარის გამო ვერ გადავახურდავე ევროებში. სექტემბერში ვაპირებ კვლავ წასვლას გერმანიაში და მაინტერესებს ჩასვლის დროს შეიძლება tax free-ს განაღდება?

Posted by: ViPeR 3 Jul 2019, 18:06
nutria-113
QUOTE

QUOTE
ღამის 3 საათზეც გამოდიან ავტობუსები????ვაა კაია

კი, დროს არ აქვს მნიშვნელობა.
როცა ჩაფრინდება თვითმფრინავი, მაგ რეისს ელოდება ავტობუსი.
1 გზა 20 ლარია, როგორც დაწერეს, ორი გზა მგონი 35.
https://georgianbus.com/new/
ერთ-ერთი კომპანია ესაა. გინდ საიტზე, გინდ ადგილზე, აეროპორტში შეიძლება ბილეთის ყიდვა


დიდი მადლობა,გადავხედე დრო არსად წერია.ალბათ მაგ დღეს გაძლევს ბილეთს


და ვინმემ იქნებ იცოდეთ,ავტობუს თბილისამდე რამდენი საათი ჭირდება

Posted by: eldiablo 3 Jul 2019, 19:51
.................................

Posted by: dreamer012 5 Jul 2019, 13:07
Wizz Flex ნაყიდი მაქვს და თუ იცით, ახლა თუ გავაუქმებ უკან დასაბრუნებელ ბილეთს, Wizz Account-ზე ჩამერიცხება ავტომატურად თანხა და არანაირი მოსაკრებლის გადახდა აღარ მომიწევს???

Posted by: Ostati 14 Jul 2019, 14:03
QUOTE (c.h.I.g.u.r.h. @ 1 Jul 2019, 15:00 )
გუშინ ვიყიდე ბერლინის ბილეთი ფრენაა თვის ბოლოსკენ და რეისზე რეგისტრაციას მიჩვენებს უკვე (წესით ორი დღით ადრეო არადა) და მოგვიანებით რომ გავიარო რეგისტრაცია პრობლემა ხო არ იქნება?

ორი დღით ადრე იწყებ უფასო რეგისტრაცია. თუ როგორ უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია აღწერილი მაქვს ამ პოსტში: https://www.memogzauri.com/rogor-gaviarot-ufaso-registracia-check-in/

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 14 Jul 2019, 14:09
Ostati
QUOTE

ორი დღით ადრე იწყებ უფასო რეგისტრაცია. თუ როგორ უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია აღწერილი მაქვს ამ პოსტში:


მადლობა 2kiss.gif

Posted by: Gone_girl 14 Jul 2019, 15:03
ერო, მაქვს Wizz Flex ბილეთი, რომელზეც საჭიროა 3ასოს ცვლილება სახელში(ეს მგონი უფასოა), ასევე, მიმართულებისა და თარიღის შეცვლაც მინდა. ეს ყველაფერი რა თანმიმდევრობით გავაკეთო, თუ აქვს მნიშვნელობა და თუ არის საშუალება ამ ყველაფრის მოხერხების ? jump.gif

Posted by: JEN 24 Jul 2019, 18:42
სითხეებისთვის ვაკუუმის პარკი ნახა მეგობარმა ვაგზალზე რაღაც თეთრები ღირდაო. ბრიკორამამ 16 ლარი 2 ცალიო? ღირს ამ იაფიანის ყიდვა?

Posted by: Ostati 25 Jul 2019, 17:34
ვის გინდათ მოგზაურობა დასაქმება WIzz Air-ში? -- https://www.facebook.com/groups/memogzauri/permalink/2957237614295813/

Posted by: RedBulla 27 Jul 2019, 01:44
Ostati
რაღა ეხლა წამოვედი ქუთაისიდან :დ

დიდი სიამოვნებით ვცდიდი ბედს smile.gif))

Posted by: Fizikismama 27 Jul 2019, 11:01
ქუთაისიდან ამსტერდამისკენ ფრენები არ არის?

Posted by: Ostati 28 Jul 2019, 15:55
QUOTE (RedBulla @ 26 Jul 2019, 21:44 )
Ostati
რაღა ეხლა წამოვედი ქუთაისიდან :დ

დიდი სიამოვნებით ვცდიდი ბედს smile.gif))

ქუთაისში ჩასვლას რაღა უნდა smile.gif აგვისტოშია გასაუბრება
* * *
QUOTE (Fizikismama @ 27 Jul 2019, 07:01 )
ქუთაისიდან ამსტერდამისკენ ფრენები არ არის?

ეინდჰოვენში იწყებს ფრენას სექტემბრიდან და ამსტერდამში ავტობუსით ჩახვალ.

Posted by: Fizikismama 28 Jul 2019, 21:45
Ostati
გაიხარე მადლობა

Posted by: RedBulla 30 Jul 2019, 02:01
Ostati
იტალიიდან მეზარება :დ

Posted by: B l a c k J a c k 30 Jul 2019, 11:42
მე ამქვენ შეკითხვები :დ მაქვს ბილეთი და ორი ჩანთა სამგზავრო. ზოგადი წესები ვიცი რისი ატანა შეიძლება ან რისი არა.

1 × 20 kg Checked-in baggage - ამას ვაბარებ თუ თვითმფრინავში ამაქვს?
დანის, მაკრატლის , კარვის, ელსაპარსის, დეოდორანტის, სუნამოს, კემპინგისთვის გაზის biggrin.gif , და ა.შ. ატანა თუ შეიძლება ბორტზე?
ბარგში ანუ თვითმფრინავის სატვრითო ნაწილში თუ შეიძლება ჩაბარება?
* * *
ეს ნორმალური რამეა:

https://biletebi.ge/georgian-bus/tbilisi-qutaisis-aeroporti-tbilisi-kutaisi-airport

Posted by: RedBulla 5 Aug 2019, 04:44
B l a c k J a c k
20 კილოიანს აბარებ

დანის წაღEბა არ შEიძLება რამდენადაც ვიცი

ნუ ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მარა

პატარა ნივთI შEგიძLია ფოლგაშI გაახვიო და ჩAდო ბარგშI არ ჩAნს შEმოწმებაზე

Posted by: Kobalty 6 Aug 2019, 00:21
უსაფრთხოების კუთხით როგორი კომპანიაა?
რამე არსებითი სხვაობა არის ამას და ძვირიან ბობოა ავიაზახებს შორის - უსაფრთხოების ან პილოტების გამოცდილების კუთხით?

Posted by: ViPeR 7 Aug 2019, 16:02
ნიუთბუქის ატნა თუ შეიძლება??>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: annak 9 Aug 2019, 11:47
მახსოვს რომ თბილისში გახსნეს ოფისში და მისამართს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: ninoto 9 Aug 2019, 12:12
ViPeR
QUOTE
ნიუთბუქის ატნა თუ შეიძლება??>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

შეიძლება, რეკომენდაციაც არის რომ სალონში აიტანოთ და ბარგში არ ჩააბაროთ.
სარგებლობაც შეგიძლიათ "ფრენის რეჟიმში", აფრენისა და დაფრენისას კი უნდა შეინახოთ.

Kobalty
QUOTE
უსაფრთხოების კუთხით როგორი კომპანიაა?
რამე არსებითი სხვაობა არის ამას და ძვირიან ბობოა ავიაზახებს შორის - უსაფრთხოების ან პილოტების გამოცდილების კუთხით?

რაც მიფრენია, თავი უსაფრთხოდ მიგრძვნია, მცირე ტურბულენტობის თანხლებით smile.gif
სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით მცირე დისკომფორტი მქონდა, თუმცა ეს ალბათ ინდივიდუალურია smile.gif

Posted by: sაlოmეa 10 Aug 2019, 15:14
სუ გაშტერდა ეს კომპანია
იმხელა ფასები უდევთ, უკვე არანაირ სხვაობას აღარ აძლევს თბილისიდან რო გაფრინდე

თებერვლის ბილეთებიც კი 400-500 ლარამდე ღირს


user.gif

Posted by: nutria-113 10 Aug 2019, 16:19
Kobalty
QUOTE
უსაფრთხოების კუთხით როგორი კომპანიაა?

მშვენიერი. ბორტების ასაკით და სტატისტიკითაც.
sაlოmეa
QUOTE
სუ გაშტერდა ეს კომპანია
იმხელა ფასები უდევთ

ზაფხულში ყოველთვის იმატებს.
ზაფხულის ბილეთების ყიდვა ან ძალიან ადრე სჯობს (მინიმუმ თვენახევრით ადრე) ან ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ნორმალურ ფასად გაიჩითოს.
სხვა სეზონზე უკეთესი სიტუაციაა, ფაქტიურად 25-45 ევროს არ ვცდები ხოლმე სხვა დროს.

Posted by: Ambitious_Person 10 Aug 2019, 17:41
sაlოmეa
ხო მეც ნერვი ამეშალა მაგრამ მერე მივხდი რომ ლარის კურსი გაფრინდა და მაგამაც იმოქმედა



/
/
სულ რაღაც ათი დღე მაქვს ხოდა სამი დღე მაინც მინდა საქ ფარგლებს გარეთ გავატარო , რომ შევადარე flydubai საც მსგავსი ფასები აქვს


/






ხალხნო ოდესაში skyup მიფრინავს ხო ? 90 დოლარად თუ მეტი ღირს?
* * *
nutria-113
QUOTE
ფაქტიურად 25-45 ევროს არ ვცდები ხოლმე სხვა დროს.

მართლაა? ვააა



ისე ტეხავს ქუთეისიდან როა , მანამდე ჩასვლა არ გინდაა

Posted by: sაlოmეa 10 Aug 2019, 18:02
nutria-113
QUOTE
25-45 ევროს არ ვცდები ხოლმე სხვა დროს.

აუ აღარაა ეგეთი ფასები თებერვალშიც კი
დაბადების დღისთვის ვეძებდი თებერვლის ბოლოსთვის და ვენეციაც კი 450 ლარია ორი გზა
ბარია იაფი მარა ძაან შორია რომამდე და ვენეციამდე მატარებლით ან ავტობუსით
Ambitious_Person
QUOTE
ისე ტეხავს ქუთეისიდან როა , მანამდე ჩასვლა არ გინდაა

აირზენა ზის აქ მონოპოლისტად
მაი ვეიმ შეასრულა ევროპაში ორი სამი რეისი მისაღებ ფასად და ეგრევე გააჩერა საქართველოს ავიახაზებმა
რასაც ქვია სუნთქვას არ უშვებს რა არავის

ოდესაში გინდა?
მანდ ვცხოვრობდი ერთი წელი love.gif

Posted by: Ambitious_Person 10 Aug 2019, 18:21
sაlოmეa
QUOTE
ოდესაში გინდა?
მანდ ვცხოვრობდი ერთი წელი

ხოო ? კარგია ?

რაღაც მეგოიმება უკრაინა მარა უნდა ვნახო ოდესა


ოდესელი მახლდა შარშან საქართველოში და მითხრა ასე მგონია სახლში ვარო , მერე თქვა კი საქართველო ჯობია უკრაინასო .


Posted by: lashashaverda 10 Aug 2019, 18:53
sაlოmეa
აირზენა არ ადგენს ფასებს.... თურქული კომპანია TAV რომელიც მიშამ შემოიყვანა ეგ წევს ფასებს მაღლა...
მას ეხება ყველანაირი მომსახურება და ფასებზეც მოქმედებს

Posted by: sაlოmეa 10 Aug 2019, 19:02
lashashaverda
QUOTE
თურქული კომპანია TAV რომელიც მიშამ შემოიყვანა ეგ წევს ფასებს მაღლა..

გეშლება
ტავი არაფერს არ ადგენს
მოსაკრებელი აქვს თავისი ისიც ბილეთის ფასიდან გამომდინარე
თანაც ტავში ფრანგები არიან უკვე გადაიყიდა უდიდესი წილი
აირზენა კიდე ჩვეულებრივი მონოპოლისტია
Ambitious_Person
QUOTE
მითხრა ასე მგონია სახლში ვარო

კი ოდესა გავს თბილისს (იტალიური ეზოები და ძველი რაიონები აქვს) ქალაქის დაგეგმარებაც ძაან
კიევი საერთოდ არა
ოდესის გარდა სხვა ქალაქის მონახულება თU გადაწყვიტე ლვოვი ნახე
კიევი დასათვალიერბელად არ გაგისწორდება უფრო გასართობად
ხალხი ძაან კაია (ოდესაში რუსულად დაგელაპრაკებიან) კიევში არა , ან უკრაინულად ან ინგლისურად

Posted by: nutria-113 10 Aug 2019, 19:38
sაlოmეa
რა თარიღებს იძახი ზუსტად?
ვენეციაა ეს ერთი, მერე მეორე რაც გადავხედე მაქსიმუმ 90 ევრო გამოდის თებერვლის ბოლოს ორი გზა. არის 20 და 25 ევროიანი ბილეთებიც. არ არი ეგ ძვირი. (კლუბით)

ქუთაისამდე, პირდაპირ აეროპორტამდე, ავტობუსები გადიან თავისუფლებიდან და ელბაქიძიდან.
ბიუჯეტური იმიტომაა ბიუჯეტური, რომ რაღაცის ხარჯზე ეკონომიას აკეთებ.
კომფორტი თუ პრიორიტეტია და თავის შეწუხება ვისაც არ უნდა, თბილისშიც არის ანალოგიური მიმართულებები, შესაბამის ფასად.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიზზე ყოველთვის უკეთესი ფასია, მქონია სიტუაციაც, რომ თბილისიდან სჯობდა

Posted by: sაlოmეa 10 Aug 2019, 20:26
nutria-113
QUOTE
რა თარიღებს იძახი ზუსტად?

18+22 თებრვალი
QUOTE
ვენეცია
ზე ბარგის გარეშე კლუბის გარეშე 380 ლარს მანახებს აპლიკაცია sad.gif

Posted by: Ambitious_Person 10 Aug 2019, 20:59
sაlოmეa
მე დაგპატიჟებ ,

ცალ ცალკე ოთახი ავიღოთ არაა პრობლემა .


//////////////////

მოგზაურობაზე მაგარი არსებობს რამე?

ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ფულის შოვნის ეგააა


Posted by: nutria-113 10 Aug 2019, 21:58
sაlოmეa
მე 123ლ და €50 ანუ ჯამში დაახლოებით 280ლ, კლუბით. უკლუბოდ 20 ევრო დაემატება.
კლუბს რატომ არ იღებ, მეტჯერ აღარ წახვალ იმ წელს?

Posted by: sაlოmეa 10 Aug 2019, 22:08
Ambitious_Person
ჰაჰ მადლობა
მოგზაურობაზე ვგიჟდები მაგრამ დრო არ მაქვს სამსახურის მხრივ, ისე როგორც მინდა
nutria-113
ანუ ეხა რო ვიყიდო კლუბი ეგ ფასი იქნება?
პირველივე ჯერზე აკლეებს?
თუ ასეა ძაან კაი, სავარაუდოდ წავალ მთელი წელია წინ

Posted by: nutria-113 10 Aug 2019, 22:34
sაlოmეa
კი, კლუბს ბილეთების ყიდვისას იყიდი და მაგ ბილეთებზე და შემდეგ 1 წელი ყველა ფრენაზე 10 ევრო აკლდება.
30 ევრო ღირს და მეოთხე ფრენაზე უკვე ამოღებულია და მოგებაში ხარ wink.gif

Posted by: sაlოmეa 11 Aug 2019, 02:00
nutria-113
რა კაია
და აკლდება ყველა ბილეთს?
აი მაგალითად ჩემთან ერთად ვინც მოდის იმათ ბილეთებსაც?

Posted by: Kobalty 11 Aug 2019, 12:29
nutria-113
ესეთი რაღაც გამიგია რო, რადგან ბიუჯეტური კომპანიაა, გამოცდილ პილოტებს ვერ ქირაობსო, ვისაც ათასობით საათი აქვს ნაფრენი და შედარებით ნაკლებ ნაფრენიან პილოტები ყავსო..


Posted by: sაlოmეa 11 Aug 2019, 12:38
Kobalty
QUOTE
ესეთი რაღაც გამიგია რო, რადგან ბიუჯეტური კომპანიაა, გამოცდილ პილოტებს ვერ ქირაობსო, ვისაც ათასობით საათი აქვს ნაფრენი და შედარებით ნაკლებ ნაფრენიან პილოტები ყავსო..

აუ კაი რაა
იედაც ყოველ ფრენაზე ისტერიკა მაქვს
მარა მგონი ჭორივითაა ეგ
რადგან უშუალოდ კომპანია არ წწყვეტს პილოტების ვაკანსიას
საავიაციო რაღაცა აძლევს ფრენის უფლებას და ამის შემდეგ იკავებს პილოტი ამა თუ იმ ავიაკომპანიაშია ვაკანტურ ადგილს
და ყველა დამწყებ მფრინავს ერთი გამოცდილი მფრინავი დაყვება თუ რაღაც

Posted by: Kobalty 11 Aug 2019, 12:49
sაlოmეa
რა გითხრა, ძაან ჩეთის კომენტარებში მაქვს სადღაც ამოკითხული, quora-ზე..
შეიძლება ჭორიცაა..

მე როგორც ვიცი, მთავარია თვითმფრინავი იყოს ყველა თანამედროვე უსაფრთხოების ნავაროტკით აღჭურვილი, თორე პილოტობას ბევრი პროფესორობა არ უნდაო, იმდენად ავტომატიზირებულია ყველაფერი.
რავი, არიან აქ უფრო კომპეტენტურები მაგ საკითხში და გვეტყვიან რამეს..

რამეს სვავ ხოლმე გზაში? ან წამალს, ან ალკოჰოლს? smile.gif

Posted by: sაlოmეa 11 Aug 2019, 12:59
Kobalty
ჰო იმედია ჭორია
smile.gif


QUOTE
რამეს სვავ ხოლმე გზაში? ან წამალს, ან ალკოჰოლს?

არა, გაშეშებული ვზივარ და უცხო მგზავრის ხელს ვაფრინდები ყოველ შეყანყალებზე
biggrin.gif

Posted by: Ambitious_Person 11 Aug 2019, 13:08
მეკიდევ ძალიან მიყვარს თვითმფრინავი .

აფრენის მომენტია ყველაზე მაგარი ,
აი ჯერ რომ ნელა მიდის , ბოლოს უმატებს და იცი აფრინდება



და დაფრენიც მომენტიც კაია როცა ფანჯარასთან ზიხარ და აკვირდები როგორ უახლოვდები

ხედავ მანქანები მოძრაობს , ხალხი ცხოვრობს და შენ მათ სივრცეში იჭრები .

/
თვითმფრინავი კია აღჭურვილი კარგად მაგრამ დაჯდომაა რთული და ამ დროს სჭირდება კვალიფიკაცია და გამოცდილება .
ისე რაც არ უნდა დაბალბიუჯეტიანი იყოს არავის სიცოცხლეს არ დააყენებენ რისკის ქვეშ



Posted by: sაlოmეa 11 Aug 2019, 13:15
Ambitious_Person
არადა აფრენა დაფრენაა ყველაზე სარისკო
თორე ცაში დაფრინავს რა თავისთვის )))

ვიზიარს უყვარს ხოლმე დახეთქება მიწაზე თვითმფრინავის

იუთუბზე დევს ავიაკატასტროფების გამოძიების ვიდეოები
და თითქმის ყველა ნანახი მაქვს

და ყოველი გაფრენის წინ ვუყურებ განსაკუთრებით
რატო ვმაზოხისტობ არ ვიცი ოღონდ :დ

Posted by: Ambitious_Person 11 Aug 2019, 13:27
sაlოmეa
ღმერთმა ყველა დაიფაროს და ეგრე რამდენი ავტოავარიების კადრებია ,

მაშინ მანქანაშიც არ უნდა ჩაჯდე და ქვეითებსაც ეხება საქმე კიდევ

/


Posted by: Werner Voss 11 Aug 2019, 13:27
არ დაიჯეროთ ეგეთი რაღაცეები, ვიზეარი ევროპული ავიაკომპანიაა და შესაბამისად უსაფრთხოების ძალიან მკაცრ ევროპულ კონტროლს გადის, ყავს უახლესი თვითმფრინავები და გამოუცდელ პილოტებს არავინ მიაკარებდა მათ. ფასები კიდე სულ სხვა რაღაცის გამო აქვთ დაბალი.

თუ სხვა გამოსავალო არ მექნა, ჩემი სურვილით მართლა სადაც არასოდეს არ ჩავჯდები, რუსული ავიაკომპანიებია

Posted by: Mogul 12 Aug 2019, 13:27
გამარჯობა!

გვაქვს მობაილ ბორდინგ პასები ტელეფონში. ვიზეარით მოვფრინავთ ქუთაისში აეროპირტიდან, სადაც ეს მობაილ ბორდინგ პასები მოქმედებს.

იცით ვინმემ, მაინც უნდა ამოვბეჭდო ეს პასები და ისე მივიდე აეროპილრტში? ვგრძნობ, რომ არა, მაგრამ რამდენიმეგან ორაზროვნად არის ნახსენები ამობეჭდვა და იქნებ თქვენი გამოცდილება გამიზიაროთsmile.gif

Posted by: lashashaverda 12 Aug 2019, 16:13
Mogul
მე ტელეფონით ვანახე ბერლინში დახედა მარტო გვარი და სახელი წაიკითხა და ეგ იყო...
სხვა შენ იცი უკეთ,,, თუ გაქვს საშვალება ამობეჭდვის ამობეჭდე

Posted by: celtics 12 Aug 2019, 16:37
ქუთაისი - ლარნაკა-ქუთაისი ბილეთს ვყიდი 14.09-21.09 ფასი 300(ნახევარი გადაფორმებისაა) ახლა იგივე ბილეთი 490მდე ღირს

Posted by: ViPeR 12 Aug 2019, 19:30
ninoto
QUOTE

QUOTE
ნიუთბუქის ატნა თუ შეიძლება??>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

შეიძლება, რეკომენდაციაც არის რომ სალონში აიტანოთ და ბარგში არ ჩააბაროთ.
სარგებლობაც შეგიძლიათ "ფრენის რეჟიმში", აფრენისა და დაფრენისას კი უნდა შეინახოთ.

აჰა მადლობა,რეგისტრაციის დროს სახელსა და გვარს დიდი თუ პატარა ასოებით ჩაწერ აქ მნიშვნლობა??

Posted by: vaho 12 Aug 2019, 22:11
QUOTE
ვიზიარს უყვარს ხოლმე დახეთქება მიწაზე თვითმფრინავის


ხო.

ნეტა განახა, როგორ ჭყვიტინებენ პილოტები კაბინაში დაშვებისას სიამოვნებისაგან... biggrin.gif

Posted by: serpeverde 12 Aug 2019, 22:13
ხშირად მისარგებლია ამ კომპანიით და დახეთქებით სხვებსაც დავუხეთქებივარ, უფასოდ რომ იძლეოდნენ საკვებს კარგი იქნებოდა biggrin.gif

Posted by: belimbor 13 Aug 2019, 11:16
QUOTE (Mogul @ 12 Aug 2019, 13:27 )
გამარჯობა!

გვაქვს მობაილ ბორდინგ პასები ტელეფონში. ვიზეარით მოვფრინავთ ქუთაისში აეროპირტიდან, სადაც ეს მობაილ ბორდინგ პასები მოქმედებს.

იცით ვინმემ, მაინც უნდა ამოვბეჭდო ეს პასები და ისე მივიდე აეროპილრტში? ვგრძნობ, რომ არა, მაგრამ რამდენიმეგან ორაზროვნად არის ნახსენები ამობეჭდვა და იქნებ თქვენი გამოცდილება გამიზიაროთsmile.gif

უეჭველი უნდა ამობეჭდო, ქუთაისის აეროპორტს არ აქვს მობაილ ბორდინგი, ევროპაში აქვთ

Posted by: ninoto 13 Aug 2019, 16:56
ViPeR
QUOTE
რეგისტრაციის დროს სახელსა და გვარს დიდი თუ პატარა ასოებით ჩაწერ აქ მნიშვნლობა??

რა თქმა უნდა, ისე უნდა დაწეროთ, როგორც პასპორტში წერია

Posted by: lashashaverda 13 Aug 2019, 21:39
ვათვალიერებდი ფასებს და ძაან მოუმატებიათ... ზოგი რეისი თბილისის ფასებს გაუტოლდა

Posted by: stirlica 17 Aug 2019, 17:36
მოგესალმებით, კითხვა მაქვს , ეხლა ვუყიდე სხვას ბილეთი სწორად მეწერა იმსი სახელი და გვარი რო გადავიხადე ბოლოს წერია ჩემი სახელი და გვარი მგზავრის ადგილზე. ხო არ იცით როგორ დავუკავშირდე ვიზიარს ?

Posted by: lashashaverda 18 Aug 2019, 22:35
stirlica
https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/contact/contact-us
თუ არ ვცდები 45 ევრო ღირს სახელის შეცვლა

Posted by: SACHKHERE 21 Aug 2019, 13:28
QUOTE (Kobalty @ 11 Aug 2019, 12:29 )
nutria-113
ესეთი რაღაც გამიგია რო, რადგან ბიუჯეტური კომპანიაა, გამოცდილ პილოტებს ვერ ქირაობსო, ვისაც ათასობით საათი აქვს ნაფრენი და შედარებით ნაკლებ ნაფრენიან პილოტები ყავსო..

ხოდა ბიუჯეტური კომპანია როა კაკრაზ მაგიტო პირიქითაა ნაფრენი საათების რაოდენობა, იმდენს დაფრინავენ ვიზის პილოტები სხვები ალბათ იმის ნახევარსაც არ დაფრინავენ

Posted by: Kobalty 22 Aug 2019, 21:33
QUOTE (SACHKHERE @ 21 Aug 2019, 13:28 )
QUOTE (Kobalty @ 11 Aug 2019, 12:29 )
nutria-113
ესეთი რაღაც გამიგია რო, რადგან ბიუჯეტური კომპანიაა, გამოცდილ პილოტებს ვერ ქირაობსო, ვისაც ათასობით საათი აქვს ნაფრენი და შედარებით ნაკლებ ნაფრენიან პილოტები ყავსო..

ხოდა ბიუჯეტური კომპანია როა კაკრაზ მაგიტო პირიქითაა ნაფრენი საათების რაოდენობა, იმდენს დაფრინავენ ვიზის პილოტები სხვები ალბათ იმის ნახევარსაც არ დაფრინავენ

ეხლა ეგ უკვე სხვა პოტენციურ პრობლემას წარმოშობს - ბევრი ფრენა პილოტის გადაღლასაც ნიშნავს და თვითმფრინავების არა-სტანდარტულ შემოწმებასაც..
ნუ, ეს ყველაფერი იდეაში.. smile.gif

Posted by: marimari11 23 Aug 2019, 02:28
QUOTE
ეხლა ეგ უკვე სხვა პოტენციურ პრობლემას წარმოშობს - ბევრი ფრენა პილოტის გადაღლასაც ნიშნავს და თვითმფრინავების არა-სტანდარტულ შემოწმებასაც..
ნუ, ეს ყველაფერი იდეაში..


დარწმუნებული ვარ მაგის რეგულაციაც არსებობს

Posted by: tvinikosa 25 Aug 2019, 23:09
გამარჯობათ
დახმარება მჭირდება
მეგობარმა ბილეთი იყიდა და გვარში შეეშალა ერთი ასო ხოდა გვინდა შევცვალოთ და გვასწავლეთ როგორ შევცვალოთ ხო აპლიკაციით იყიდა ბილეთი.

Posted by: marimari11 26 Aug 2019, 02:07
tvinikosa
არ ექნება ერთ ასოზე პრობლემა
მთავარია პასპორტის ნომერი იყოს სწორი
როგორც მახსოვს სამ ასომდე არაფერს ამბობენ

Posted by: Rust_Cohle 1 Sep 2019, 13:14
ქუთაისის აეროპორტში უეჭველი ამოვეჭდილი ბორდინგ პასი უნდა ხო?

Posted by: nina68 4 Sep 2019, 15:34
გამარჯობა ,თუ იცით ვინმემ გთხოვთ მიპასუხოთ,ჩემი მეგობარი ესპანეთში აპირებს წასვლას ,
აქვს ბანკის და ონლაინ ვადაგადაცილებული სესხები,საზღვარზე პრობლემა შეგექმნებაო უთხრეს და მართალია???

Posted by: belimbor 4 Sep 2019, 16:58
tvinikosa
ახლა დამჭირდა და 1-ხელ შეცდომის გამო სახელის შეცვლის უფლებას გაძლევს

Posted by: akkai 6 Sep 2019, 13:10
ქუთაისის აეროპორტიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ავიარეისების დაწყებასთან დაკავშირებით, დანიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„2019 წლის სექტემბრიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქ. კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის პირობები!

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

• ბიომეტრიული პასპორტი
• დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
• სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
• სამოგზაურო დაზღვევა;
• მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა დანიის სამეფოს კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, უნდა შეადგენდეს ერთ დღეში (24 საათში) 350 დანიურ კრონს.

დანიის სამეფოში, ქ. კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოს მისამართი:
Kalvebod Brygge 45. 1560 Copenhagen
ტელ: (+45) 39 11 00 00
E-mail : copenhagen.emb@mfa.gov.ge;

საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება:
ელ-ფოსტა: kmarkozia@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.geoconsul.gov.ge
სასწრაფო და გადაუდებელ შემთხვევებში (გარდაცვალება, უბედური შემთხვევა და ა.შ.) დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე +45 28 78 26 33
სამუშაო საათები: 09.00-17.00

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სხვა საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის დანიის სამეფოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით. გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

Posted by: giorgixec1 27 Sep 2019, 22:50
ამბობენ რო საქართველოდან ევროპის ქვეყანაში გადასაფრენად აუცილებელია უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

მაინტერესებს ესეთი რაღაც:
მინდა წავიდე საბერძნეთში, გავჩერდე 3-4 დღე და გავფრინდე იქიდან ამერიკაში. უკან დასაბრუნებელის მაგივრად საბერძნეთი ამერიკის ბილეთი რომ ვაჩვენო რამე პრობლემა იქმნება?

Posted by: GEORGIA007 28 Sep 2019, 06:23
QUOTE
მაინტერესებს ესეთი რაღაც:
მინდა წავიდე საბერძნეთში, გავჩერდე 3-4 დღე და გავფრინდე იქიდან ამერიკაში. უკან დასაბრუნებელის მაგივრად საბერძნეთი ამერიკის ბილეთი რომ ვაჩვენო რამე პრობლემა იქმნება?

ვიზას შეგიმოწმებენ აუცილებლად თუ ყალბი არაა მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს

Posted by: giorgixec1 28 Sep 2019, 12:07
GEORGIA007
QUOTE
ვიზას შეგიმოწმებენ აუცილებლად თუ ყალბი არაა მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს

აჰაა, მადლობა დიდი.

ვისაც მსგავსი გამოცდილება გაქვთ დაწერეთ რამე ხო არ მაქ გასათვალისწინებელი ასეთ შემთხვევაში

Posted by: არწივი9 28 Sep 2019, 14:13
QUOTE
უნდა შეადგენდეს ერთ დღეში (24 საათში) 350 დანიურ კრონს

მოიცა კაცო, ამათთან ევრო არ არის? spy.gif

Posted by: Benito_Mussolini 29 Sep 2019, 14:26
გამარჯობათ, თბილისიდან გაფრენა რატო არაა? ვერ ვპოულობ საიტზე.


ან სად ვნახო სხვა კომპანიის რეისები თბილისიდან იტალიაში იაფი ფრენები ხომ ვერ მეტყვით ? pop.gif

Posted by: boni91 29 Sep 2019, 23:31
QUOTE (ninoto @ 13 Aug 2019, 16:56 )
ViPeR
QUOTE
რეგისტრაციის დროს სახელსა და გვარს დიდი თუ პატარა ასოებით ჩაწერ აქ მნიშვნლობა??

რა თქმა უნდა, ისე უნდა დაწეროთ, როგორც პასპორტში წერია

ეს ზუსტად იცით ? მხოლოდ პირველი ასოები მიწერია დიდი ასოთი

არამგონია პრობლემა შემიქმნან ამის გამო თორე გავჭედავ
* * *
ჩექ ინი ტელით გავიარე და უნდა ამოვაპრინტერო ბორდინგ პასი თუ ტელითვე შემიძლია გავლა ?

Posted by: Ostati 30 Sep 2019, 00:42
QUOTE (Benito_Mussolini @ 29 Sep 2019, 10:26 )
გამარჯობათ, თბილისიდან გაფრენა რატო არაა? ვერ ვპოულობ საიტზე.


ან სად ვნახო სხვა კომპანიის რეისები თბილისიდან იტალიაში იაფი ფრენები ხომ ვერ მეტყვით ? pop.gif


აი აქ ნახეთ - https://www.kiwi.com/deep?affilid=memogzauri&currency=EUR&from=TBS&lang=en&passengers=1&to=IT

Posted by: Benito_Mussolini 30 Sep 2019, 14:04
QUOTE (Ostati @ 30 Sep 2019, 00:42 )
QUOTE (Benito_Mussolini @ 29 Sep 2019, 10:26 )
გამარჯობათ, თბილისიდან გაფრენა რატო არაა? ვერ ვპოულობ საიტზე.


ან სად ვნახო სხვა კომპანიის რეისები თბილისიდან იტალიაში იაფი ფრენები ხომ ვერ მეტყვით ? pop.gif


აი აქ ნახეთ - https://www.kiwi.com/deep?affilid=memogzauri&currency=EUR&from=TBS&lang=en&passengers=1&to=IT

მადლობ კარგი საიტია, მარა ფასები აქ, ჯობია ჩემით მივიდე სალაროში ავიღებ old.gif

Posted by: boni91 30 Sep 2019, 20:50
QUOTE (boni91 @ 29 Sep 2019, 23:31 )
QUOTE (ninoto @ 13 Aug 2019, 16:56 )
ViPeR
QUOTE
რეგისტრაციის დროს სახელსა და გვარს დიდი თუ პატარა ასოებით ჩაწერ აქ მნიშვნლობა??

რა თქმა უნდა, ისე უნდა დაწეროთ, როგორც პასპორტში წერია

ეს ზუსტად იცით ? მხოლოდ პირველი ასოები მიწერია დიდი ასოთი

არამგონია პრობლემა შემიქმნან ამის გამო თორე გავჭედავ
* * *
ჩექ ინი ტელით გავიარე და უნდა ამოვაპრინტერო ბორდინგ პასი თუ ტელითვე შემიძლია გავლა ?

არავინ იცით ? ძალიან მჭირდება ზუსტი პასუხი

Posted by: ninoto 30 Sep 2019, 20:59
boni91
QUOTE
ჩექ ინი ტელით გავიარე და უნდა ამოვაპრინტერო ბორდინგ პასი თუ ტელითვე შემიძლია გავლა ?

თუ ქუთაისიდან მიფრინავ უნდა ამობეჭდო ბილეთი, არ აქვთ ელ-წამკითხველი..

გვარზე კი მე ყოველთვის დიდი ასოებით ვწერდი, ალბათ პატარებიც შეიძლება smile.gif

Posted by: DZENA 6 Oct 2019, 22:40
გამარჯობა

მაინტერესებს თუ ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა ბარგთან დაკავშირებით , ახლა უფასო ხელბარგის ზომებია 40/30/20 და მაინტერესებს თუ ჩემი ჩანთის ზომა იქნება 42/32/15 ზე შემექმნება პრობლემა და დამატებით მომიწევს წონის საფასურის გადახდა ?

Posted by: ILIA1702 7 Oct 2019, 03:38
DZENA
QUOTE
მაინტერესებს თუ ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა ბარგთან დაკავშირებით , ახლა უფასო ხელბარგის ზომებია 40/30/20 და მაინტერესებს თუ ჩემი ჩანთის ზომა იქნება 42/32/15 ზე შემექმნება პრობლემა და დამატებით მომიწევს წონის საფასურის გადახდა ?

ზოგჯერ მილიმეტრებში გაუზომიათ ზოგჯერ კიდევ დიდი ჩანთა შემიტანია, ასე რომ გამართლებაზეა.

Posted by: belimbor 7 Oct 2019, 10:47
boni91

იმედია გვიან არ გწერ. ასოებს რაც შეეხება, თუ ასე გაწუხებს, პირველი შეცვლა უფასოა და შეცვალე. ჩაჯდომის ბარათი ამობეჭდილი უნდა გქონდეს ქუთაისიდან და ევროპაში სადაც ვყოფილვარ, ელექტრონულია. თუ არ ამობეჭდავ ქუთაისში, ჯარიმას გადაგახდევინებენ

Posted by: ჩხრამბურთლაძე 11 Oct 2019, 23:47
ჩარტერული რეისი შემოდის დროებითი 3 თვის მანძილზე იფრენს thai air ASIA,ალბათ ტესტავენ საქართველოს მოქალაქეებიის ინტერეს ტაილანზე, თუ გაამართლა ალბათ შემდეგ წელსაც იქნება, თუ არა და როგორც იბიცაზე ჩაფლავდა airzena იგივე იქნება ). ყველა დიდ მანძილიანი გადაფრენა გაიხსნა ) მაინც სასიამოვნოა

28 დეკემბრიდან, ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს. ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
დღეს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ტავ ჯორჯისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. დღესვე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ტავ ჯორჯიას სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

https://avia.ge/tbilisidan-bankokshi/

Posted by: კულე 14 Oct 2019, 16:32
პატარა მაკრატლის, საპარსის, და წამლების (ციტრამონი, პარაცეტამოლი, ტკივილგამაყუჩებელი) ჩადება უფასო ხელბარგში და ბორტზე ატანა შეიძლება?

Posted by: lashashaverda 16 Oct 2019, 17:17
კულე
მაკრატელი არ მგონია აგატანინონ წამლები კი ... საპარსი არ ვიცი

Posted by: aldi 16 Oct 2019, 18:50
ეს ონლაინი ჩეკ ინი როგორ ხდება 2 სიტყვით გამარკვიეთ რა. აეროპორტშიც ხომ შეიძლება ეს ? ფასიანიაო და რა ღირს .

Posted by: belimbor 17 Oct 2019, 10:55
QUOTE
ეს ონლაინი ჩეკ ინი როგორ ხდება 2 სიტყვით გამარკვიეთ რა. აეროპორტშიც ხომ შეიძლება ეს ? ფასიანიაო და რა ღირს .


აპლიკაციით ან საიტით ხდება. თუ სტანდარტული იაფიანი ბილეთი გაქვს, ფრენამდე 48 საათით ადრე აქტიურდება, შედიხარ, პასპორტის ნომერი შეგყავს და ადგილს განიჭებს, მერე ჩაჯდომის ბარათს (Boarding pass) აგენერირებს და მაგითი მიდიხარ აეროპორტში(ქუთაისიდან ფრენისას უნდა ამობეჭდო ჩაჯდომის ბარათი აუცილებლად, ევროპის უმეტეს აეროპორტებს ონლაინ აქვთ)

Posted by: ლუკატარ 18 Oct 2019, 16:50
ქუთაისიდან ბოლო ხანებში ვინც ყოფილხართ, რა სიტუაციაა? ევროპელი მესაზღვრეები ისევ დგანან? ყველა მიმართულებაზე და ყოველდღე შმონავენ ხალხს?

Posted by: belimbor 18 Oct 2019, 18:13
QUOTE (ლუკატარ @ 18 Oct 2019, 16:50 )
ქუთაისიდან ბოლო ხანებში ვინც ყოფილხართ, რა სიტუაციაა? ევროპელი მესაზღვრეები ისევ დგანან? ყველა მიმართულებაზე და ყოველდღე შმონავენ ხალხს?

მე ვიყავი წინა კვირას. არავის "გავუშმონივარ." ევროპელი იყო დამატებითი დამკვირვებლის როლში, ძირითადად ქართველები უსვამდნენ კითხვებს მათთვის საეჭვო პირებს. ვინმეს "შმონავდნენ" როდესმე?

Posted by: ლუკატარ 21 Oct 2019, 19:22
belimbor
ასეთი ხმები მომივიდა, სასტუმროს ჯავშანი აღარ ჭრის, ნაყიდი უნდა გქონდესო და ასევე ფული უნდა ჩვენო დღეში 70 ევრო, თორე არ გიშვებენო

Posted by: belimbor 22 Oct 2019, 10:53
ლუკატარ

ჰოლანდიაში ვიყავი 3 კვირის წინ. ქუთაისში მკითხეს, ფული რამდენი მიგაქვსო, მეთქი 200 ევრო მაქვს ქეშად, დანარჩენი ბარათზე-მეთქი (5 დღე მივდიოდი) არაფერი უთქვამთ. ეინდჰოვენში იყო დაკითხვა, მაგრამ ძირითადად ასაკოვან ხალხს ატარებდნენ წნეხში. ჩვენ რომ მივედით, ინგლისურად დაველაპარაკეთ და ეგრევე გაიღიმა მესაზღვრემ, Airbnb-ს ჯავშანი გვქონდა, დაათვალიერა, უკან დასაბრუნებელი ბილეთები ნახა და გვითხრა, ქართველებმა ხშირად ინგლისური არ იციან და საბუთები რაც სჭირდებათ, არ აქვთო, თქვენ მომზადებულები მოსულხართო. ჩაგვირტყა შესვლა და ბედნიერი მოგზაურობაო. ასე რომ მოწესრიგებაზე და ენაზე ბევრია დამოკიდებული.

Posted by: anandadavananda 22 Oct 2019, 11:51
მოგესალმებით. იქნებ დამეხმაროთ, შეკითხვა მაქვს უფასო ბარგთან დაკავშირებით. მესმის, რომ ჩანთის ამოტრიალება არის შესაძლებელი, მაგრამ მაინტერესებს ეს 40/30/20 ზომები დაფიქსირებულია, თუ არა აქვს მნიშვნელობა - რომელი განზომილებაა. ანუ, სიმაღლე- 40, სიგრძე-30 და სიგანე-20 უნდა იყოს აუცილებლად (იხ. ბმული: http://www.airlinesbaggagesizes.com/wizzair/), თუ შეიძლება სიმაღლე - 30, სიგრძე - 40, სიგანე-20? გასაგებია, რომ სავარძლის ქვეშ ჩაეტევა ორივე, მაგრამ გაზომვის დროს ხომ არ გაჭედავენ?

დიდი მადლობა.

Posted by: Werner Voss 22 Oct 2019, 12:01
anandadavananda
აეროპორტში არის ჩანთის გასაზომი რკინის ჩარჩო, სადაც უნდა მოათავსო ჩანთა, მთავარია იქ ჩატიო და რომელი მხრიდან იზამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.




კონტროლს რაც შეეხება, 9 ში ჩავფრინდი ბრიუსელში, ქუთაისშიც დეტალურად შემამოწმეს და ბრიუსელშიც ბელგიელმა მესაზღვრემ, დაჟე უკანა ფრენისას, ევროპის დატოვების დროსაც აქვთ კითხვების დასმა დაწყებული. სასტუმროს ყიდვას რაც შეეხება, სრული აბსურდია ეს,არსად არ წერია ეს წესი, რადგან სასტუმროების დიდ ნაწილს წინასწარ გადახდა ფიზიკურად არ აქვს, მაგრამ აქ მოგვიგონეს ფაქტია და ქუთაისში ამაზე გიჭედავენ, შეიძლება ამის გამო მაინც გაგიშვან, მაგრამ მაინც. მეც შევშინდი და ბოლო დღეს ძალიან კარგი სასტუმროს ჯაბშანი გავაუქმე და 45 ევროთი მეტად ვიყიდე ბევრად უარესი სასტუმროს ნომერი, თან კვების გარეშე, წყალს გავატანე ეს ფული რასაც ქვია. უშუალოდ ევროპაში მესაზღვრეებს ნაკლებად აქვთ ამაზე პრობლემა, თუ საკმარისი ფული გაქვს თან.

ასეა თუ ისე სანერვიულო არაფერია, ვისაც საბუთები წეარიგში აქვს ყველას უშვებენ.

Posted by: anandadavananda 22 Oct 2019, 12:06
Werner Voss
დიდი მადლობა დახმარებისათვის.

Posted by: ლუკატარ 22 Oct 2019, 19:48
belimbor
Werner Voss
მადლობა ინფორმაციისთვის.

ანუ ძირითადად მაინტერესებს, ჩემთან თუ სტუმრად ჩამოდის ვინმე (გერმანიაში) ხომ არ გაუხურებენ იმაზე, რომ სასტუმრო არ აქვთ. თუ ექნებათ ჩემი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევებზე ოფიციალურ მოწვევას ითხოვენ ხოლმეო (არადა საბუთების ჩამონათვალში არ წერია მოწვევა).

Posted by: Werner Voss 22 Oct 2019, 20:33
ლუკატარ
QUOTE
ანუ ძირითადად მაინტერესებს, ჩემთან თუ სტუმრად ჩამოდის ვინმე (გერმანიაში) ხომ არ გაუხურებენ იმაზე, რომ სასტუმრო არ აქვთ. თუ ექნებათ ჩემი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევებზე ოფიციალურ მოწვევას ითხოვენ ხოლმეო (არადა საბუთების ჩამონათვალში არ წერია მოწვევა).

ქმნიან სამწუხაროდ პრობლემებს იმაზე, რომ ორიგინალი მოწვევა არ აქვს იმას, ვინ სტუმრად მიდის ვინმესთან, განსაკუთრებით ქუთაისში, ბევრს აბრუნებენ ამ მიზეზით, შეიძლება გაუშვან, მაგრამ რისკიც დიდია, ძან არივ დარიეს და როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ზუსტი პასუხის გაცემა რა როგორაა ეხლა ძან რთულია. ცოტა ხნით ადრე ჩვეულებრივად დადიოდა ხალხი მასპინძლის დოკუმენტების ასლებით და მისამართით და არანაირი პრობლემა არ იყო.

Posted by: ლუკატარ 23 Oct 2019, 00:47
Werner Voss
მადლობა. იმედია ცოლს მაინც გამოუშვებენ...

Posted by: anandadavananda 23 Oct 2019, 11:10
მოგესალმებით,

მაინტერესებს KIWI.COM-ზე გაქვთ ვინმეს Booking-ის გამოცდილება? რამდენად სანდოა?

გმადლობთ.

Posted by: ლუკატარ 24 Oct 2019, 10:15
anandadavananda
მე მიყიდია, სანდოა

Posted by: sაlოmეa 24 Oct 2019, 10:36
ესქუთაისიდან არ გაშვება და თბილისიდან უპრობლემოდ გაშვება რა მაფიაა ამ ბოლო დროს ვერ მივხვდი
ან რა უფლება აქვთ რო ქვეყნიდან არ გიშვებენ
იქ არ შეგიშვან კიდე ჰო მარა
რავი

Posted by: belimbor 24 Oct 2019, 11:02
QUOTE
ესქუთაისიდან არ გაშვება და თბილისიდან უპრობლემოდ გაშვება რა მაფიაა ამ ბოლო დროს ვერ მივხვდი
ან რა უფლება აქვთ რო ქვეყნიდან არ გიშვებენ
იქ არ შეგიშვან კიდე ჰო მარა
რავი


რატომ და არაკეთილსინდისიერად რომ იყენებს ბევრი ჩვენი თანამემამულე უვიზო რეჟიმს და ძირითადად ქუთაისიდან დაფრინავს ეგეთი ხალხი, ამიტომ შეგვექმნა პრობლემა იმ ხალხს ვინც უბრალოდ ვმოგზაურობთ. ქუთაისში დაიწყეს კონტროლი, რომ ვითომ აქედანვე აღკვეთონ ზოგიერთის ევროპაში დარჩენა

Posted by: sაlოmეa 24 Oct 2019, 11:58
belimbor
ეგ არაკეთილსინდისიერებას მაგითი თუ უშველიან მეც ძაან გამიხარდება მგრამ სისულელე მეთოდია
ვითომ პოტენციური დამრჩენი თბილისიდან ვერ გაფრინდება
მგონი მაგათ უფრო აქვთ ხოლმე ყველა საბუთი 100% წესრიგში
მოკლედ მე უფრო ავიახსზების მაფიის თემა მგონია

Posted by: BlueOcean 26 Oct 2019, 13:58
ძალიან მაინტერესებს, რაინეარის შემოსვლის შემდეგ, არ დაწევენ ნეტა ფასებს ? ეხლა ისეთI მაღალი ფასებია, რომ მიჭირს შეძენა, ადრე გაცილებით იაფი ღირდა ბილეთები.

Posted by: ქართლოსი 28 Oct 2019, 00:39
ფრენა თუ გადაიდო შეგილია 600 ევრო მოითხოვოო, როგორ ხდება ეგ უნდა უჩივლო თუ რა პროცედურებია?

Posted by: webdesigner93 28 Oct 2019, 11:30
ქართლოსი
შენით გაგიჭირდება პროცედურის ბოლომდე მიყვანა , თუ შესაბამისი გამოცდილება არ გაქვს ( და კითხვას რადგან სვამ, სავარაუდოდ არ გაქვს ). ამიტომ არსებობენ სააგენტოები, რომლებსაც შეგიძლია მისცე შენი ქეისი, ყველაფერს გააკეთებენ შენ ნაცვლად და ბოლოს როცა თანხა დაირიცხება იქედან აიღებენ მგონი 30%-ს. დაგუგლე, რამდენიმე კომპანია ეწევა მსგავს საქმიანობას.

Posted by: bero090 30 Oct 2019, 13:26
გამარჯობა,


დეკემბერში გვინდა 3 კაცს პარიზში წასვლა, ხოდა WIZZ Discount Club ჯგუფური ფასდაკლების ყიდვას ვაპირებ. მაინტერესებს ერთი წლის განმავლობაში ამ ჯგუფურის ფასდაკლებით თუ ვისარგებლებ 2 ადამიანის წასვლის შემთხვევაში. იქნებ იცოდეთ ვინმემ?

Posted by: belimbor 30 Oct 2019, 13:45
bero090

კი ისარგებლებ. როცა დისქაუნთ ქლაბს შეიძენ, 1 წელი ფასდაკლება გაქვს ყველა ბილეთზე.

sაlოmეa

რაღა მაფია, ახალ ტერმინალს ხსნის ვიზი + რაინეარი ემატება ქუთაისში. მაგის გამო ახლა აირზენაში არავინ გადაიხდის 3-მაგს

ქართლოსი


http://www.flyhelp.ge

Posted by: sაlოmეa 30 Oct 2019, 14:51
bero090
პპროსტა იმასდააკვირდი დეკემბერში რო იყიდი 2019-ში ანუ 2020 ის დეკემბრამდე გადადის თუ რადგან წელი მთავრდება ერთ თვეშივე არ გაგიუქმდეს მიხვდი?
არ მახსოვს მანდ როგორაა
belimbor
ჰოდა თუ არ გაუშვეს მასიურად ხალხი ქუთაისიდან
გინფ ორი ლარი ღირდეს ბილეთი რა აზრი აქვს
რა საბუთებითსც ქუთაისიდან არ აუშვეს თვითმფრინავში, იგივე საბუთებით თბილისიდან გაფრინდნენ აირზენათი

Posted by: belimbor 30 Oct 2019, 15:12
sაlოmეa

აი გულწრფელად, როცა ყველა ჯავშანი მაქვს, ფულიც მიდევს, პასპორტიც კარგი მაქვს, რა მიზეზი უნდა მომითხაროს ქუთაისში ქართველმა ოპერატორმა, რომ არ გამიშვას. მე რომ მივფრინავდი, ვიღაც კაცს გადაეკიდნენ, დორტმუნდში მიდიოდა. ეინდჰოვენიდან რას მიყვებიო, შვილი მხვდებაო, მოწვევა გაქვს შვილისო, ფული მიგაქვსო? დაიღალა ის კაცი, საფრანგეთის მოქალაქე ვარ, შემეშვიო biggrin.gif წესით ვერ დაგბლოკავენ თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს და რა ვიცი

Posted by: sაlოmეa 30 Oct 2019, 15:53
belimbor
ვაიიიი
სხვა რამეს ვამბობ smile.gif)
კანონი არ არსებობს ხვდები?
ანუ არაკანონიერად მთხოვს ვთქვათ აქედან მესაზღვრე იმ ყველაფრის ჩვენებას (ფული ჯავშანი და ა.შ)
ეს ყველაფერი იმათი კანონია და რაიმეს არ ქონის შემთხვევაში სხვა ქვეყნამ რომ არ შემიშვას ოკ მარა აქედან რო არ გიშვებს შენი ქვეყნის საზღვარი ეგაა კანონდარღვევა თქოოო
^^

Posted by: belimbor 30 Oct 2019, 17:52
sაlოmეa

კანონზე მესმის, თუმცა არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნები თითოეული ქვეყნისათვის. თუ ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ + პასპორტიც ნორმალური მაქვს, აქედან მით უმეტეს ვერ დაგბლოკავს ვიღაც მესაზღვრე

Posted by: ქართლოსი 30 Oct 2019, 22:44
QUOTE
ფრენა თუ გადაიდო შეგილია 600 ევრო მოითხოვოო, როგორ ხდება ეგ უნდა უჩივლო თუ რა პროცედურებია?


ვიზ ეარი - Wizz Air ვალებში უნდა იყოს მაშინ.

Posted by: gigaboku 1 Nov 2019, 19:13
მეგობრებო, ვილნიუსში ხომ არ მიფრინავთ ვინმე უახლოეს მომავალში?

Posted by: Ostati 2 Nov 2019, 23:23
QUOTE (ქართლოსი @ 27 Oct 2019, 20:39 )
ფრენა თუ გადაიდო შეგილია 600 ევრო მოითხოვოო, როგორ ხდება ეგ უნდა უჩივლო თუ რა პროცედურებია?

აი აქ არის აღწერილი და აქვე შეგიძლია მოთხოვნის გაგზავნა: https://www.memogzauri.com/kompensacia-gaproblemebuli-aviareisebistvis/

Posted by: SACHKHERE 3 Nov 2019, 15:47
გამარჯობათ, მე და ჩემს მეუღლეს ჩექინის დროს სხვადასხვა რიგში მოგვანიჭა ადგილები და გაფრენის დროს მგზავრებთან შეთანმებით თუა შესაძლებელი გადაცვლა? იქნებ ვინმემ იცოდეთ

Posted by: Ostati 3 Nov 2019, 23:36
QUOTE (SACHKHERE @ 3 Nov 2019, 11:47 )
გამარჯობათ, მე და ჩემს მეუღლეს ჩექინის დროს სხვადასხვა რიგში მოგვანიჭა ადგილები და გაფრენის დროს მგზავრებთან შეთანმებით თუა შესაძლებელი გადაცვლა? იქნებ ვინმემ იცოდეთ

ფასიან ადგილებად თუ გადააკეთებ შეგიძლია ადგილებია აირჩიო. ისე გადაცვლა მხოლოდ აფრენის შემდეგ.

Posted by: FRY 5 Nov 2019, 14:36
ბაზელი-ქუთაისის ფრენები გაუქმდა თუ დროებით შეაჩერეს?

Posted by: Werner Voss 5 Nov 2019, 14:54
FRY
QUOTE
ბაზელი-ქუთაისის ფრენები გაუქმდა თუ დროებით შეაჩერეს?

გაუქმდა, 18 ნოემბერს შესრულდება ბოლო რეისი

Posted by: gigaia55 7 Nov 2019, 11:13
გამარჯობათ, ვიზ აირზე მქონდა ბილეთი ნაყიდი 25 დეკემბრის ნაცვლათ თვიტონ გადამიწიეს 27 ში, შემიძლია კონპესაცია მოვთხოვო? თან 27 ში წავიდე ისევ

Posted by: webdesigner93 7 Nov 2019, 12:36
gigaia55
ან ერთი ან მეორე შეგიძლია , ორივე ერთად არა.

Posted by: belimbor 7 Nov 2019, 14:53
gigaia55

შეამოწმე ადგილები თუა 27-ში დარჩენილი. თუ კომპენსაციას მოითხოვ, 120% დაგიჯდება კრედიტად, შეიძლება ფასი არ იყოს გაძვირებული და ის 20% შენ დაგრჩეს. ამიტომ კარგად დაფიქრდი. ორივეს ვერ ამოირჩევ

Posted by: Darkstalker 18 Nov 2019, 11:28
მეგობრებო მინსკის ბილეთის ყიდვა სად ჯობია სასწრაფოდ?

Posted by: FCB-87 18 Nov 2019, 11:47
მეგობრებო, ფრენ გაგვიუქმეს და რეფანდი მივეცი, რამდენი ხანი სჭირდება თანხის დაბრუნებას ანუ ჩემი ვიზეარის ანგარიშზე დასმას?
* * *
გავარკვიე მადლობა მეგობრებო, როგორც მითხრეს თანხა დამიჯდება უკან 7-10 დღის განმავლობაში.

Posted by: Z.GL 20 Nov 2019, 12:01
გამარჯობა.
wizzair ზე თუა არის შესაძლებელი ბილეთის დაჯავშნა. მითხრეს რომ ბრიტანეთის საელჩო ითხოვს reservationს და არა bookingს. იდეაში ბილეთის ყიდვა ძალიან იაფია და როგორ მოვიქცე?

Posted by: belimbor 20 Nov 2019, 14:21
48 საათით შეგიძლია ფასი გაყინო, სხვა ჯავშანი არაა.

Posted by: Ostati 21 Nov 2019, 00:59
QUOTE (Darkstalker @ 18 Nov 2019, 07:28 )
მეგობრებო მინსკის ბილეთის ყიდვა სად ჯობია სასწრაფოდ?

მინსკის ბილეთი აქ - https://aviasales.ru/?marker=23900

Posted by: Ambitious_Person 22 Nov 2019, 12:00
ხალხნო ესაა დარეკლამებული ვიზ ეარის იაფი ფრენები ქუთეისიდან ?


პრაღას მაგალითზე
დეკემბერში ხომ სულ სავსეა რეისები არ სრულდებათი მერე ორივე გზა ჯამურად 800 ლარზე მეტია


* * *
არიქა ბუდაპეშტისკენ მომეწონა , ხოდა თუ დილის შვიდ საათზეა ფრენა ქუთაისიდან
თბილისიდან ქუთაისში მაგ დროს მიდის რამე ?

Posted by: lashashaverda 22 Nov 2019, 12:45
Ambitious_Person
კი ყოველთვის არის ... რეისებს უწვერებენ... ომნიბუსი გადის ველოსიპედის ძეგლთან დგანან ... ნახე საიტიც აქვთ

Posted by: Ambitious_Person 22 Nov 2019, 13:18
lashashaverda
ვაა მაგარია , გაიხარე


ბარემ საქმეში თუ ხარ ჩახედული ვიზეარის კლუბის წევრობა ღირს ხომ ? რა ბენეფიტები აქვს ფასდაკლების გარდა
რეისი გაუქმებაც მოსულა ან/და თარიღის შეცვლა ხო?
* * *
ბოლო კითხვა.ლარნაკი,კვიპროსი კაია დეკემბრის შუა რიცხვებში?

Posted by: Werner Voss 22 Nov 2019, 15:11
Ambitious_Person
QUOTE
ბარემ საქმეში თუ ხარ ჩახედული ვიზეარის კლუბის წევრობა ღირს ხომ ? რა ბენეფიტები აქვს ფასდაკლების გარდა
რეისი გაუქმებაც მოსულა ან/და თარიღის შეცვლა ხო?

არა, რეისის გაუქმება და თარიღის შეცვლა არ ხდება კლუბის წევრობით, მხოლოდ 30 ლარი ფასდაკლება ყველა მიმართულებაზე ერთი წლის განმავლობაში. წლიური წევრობა ღირს 120 ლარი და ღირს შეძენად თუ წელიწადში სამჯერ მაინც მოგზაურობ მარტო, თუ ვინმესთან ერთად მაშინ ორი მგზავრობითაც გახვალ პლიუსში.

Posted by: lashashaverda 22 Nov 2019, 18:24
Ambitious_Person
წევრობა კაია იმ შემთხვევაში თუ ხშირად გიწევს ფრენა...
საიტზე ნახავ ფასდაკლების ინფოს.. საკმაოდ ბევრ რამეზე აქვს ფასდაკლება...
კვიპროსში არ ვარ ნამყოფი... ვინც იცის დაწერს

Posted by: bulog89 23 Nov 2019, 00:27
ხო არ იცით იმ შემთხვევაში თუ მაქვს ვიზაირზე ორი ბილეთი, მაგრამ მარტო მე მიწევს მგზავრობა შემიძლია თუ არა მეორე მგზავრისთვის განკუთვნილი ხელბარგიც ვიქონიო ?

Posted by: Ambitious_Person 23 Nov 2019, 00:59
მადლობა გამოხმაურებისთვის




სადღაც მინდა წასვლა მარტო საქართველოში არ მინდა ამ შვებულების გატარება მარა ვერ ვნახე , ყველგან ცივა
მეკი სამი წელია თბილად არ ჩამიცვამს


.

მემგონი კიევში წავალ პირდაპირ დუბაიდან და მერე იქედან თბილისში

Posted by: G_saxva 30 Nov 2019, 10:07
გამარჯობათ
მაინტერესებს ხელბარგში წერია 40×30×20 ხელჩანთანის შეტანა უფასოაო. ჩემი ჩანთა 43×28×13 არის და რაიმე პრობლემა შემექმნება?

Posted by: lashashaverda 30 Nov 2019, 15:07
G_saxva
არა რა თქმა უნდა

Posted by: webdesigner93 30 Nov 2019, 19:05
ომნი ბუსმაც შავი პარასკევის აქცია გამოაცხადა და 30% ფასდაკლება აქვს ბილეთებზე smile.gif შემთხვევით აღმოვაჩინე და 70ის ნაცვლად 49 ლარი დამიჯდა biggrin.gif მოკლედ თუ ვინმე აპირებთ გამოყენებას ახლო მომავალში , გაითვალისწინეთ wink.gif

Posted by: lashashaverda 1 Dec 2019, 14:52
webdesigner93
ისე 70 ლარი როგორ გამოიყვანე ბილეთი ხო 20 ლარი ღირს? უკანა გზაც იყიდე?

Posted by: Frankens†ein 1 Dec 2019, 18:27
ხელმისაწვდომობას, დროის და თანხის ეკონომიას რა ვუთხარი, თორემ ამ იაფი ავიახაზების დედა ვატირე : )
სირცხვილია : )
ჯერ სტიუარდესები არიან დანა პირს არ უხსნით, თითქოს ვალი გქონდეს მაგათი და არ უხდიდე : )
ქართველი სტიუარდესა რაღაც სხვაა : D ღიმილით ეკითხები რაღაცას და დაკერილი "როჟით" გპასუხობს : )
ქუთაისიდან მგზავრები კიდე მეორე ღადაობა : )
ზოგადად ქუთაისელთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, თბილისშიც ბევრია ქუთაისელი და თბილისიდანაც მგზავრობენ ჩვეულებრივად, მაგრამ ქუთაისელი რო ქუთაისიდან მიფრინავს, სხვა თემაა საერთოდ biggrin.gif სახლშია რა ტიპი : )
ახლახანს ვიმგზავრე ვიზეარით, ორშაბათს მქონდა ფრენა ბარსელონაში და ჯერ ქამრის შეკვრაზე იხიპიშა ვიღაც ქუთაისელმა 50-55 წლის კაი ბიჭმა, რო ჩამოვვარდეთ ეს გვიშველისო?
მერე ვიღაც ტიპთან გამონახა საერთო და მთელი გზა სვამდნენ, გადაილეწნენ რასაც ქვია...
ვისკის და სოკებს (ვციტირებ) უკვეთავდნენ და წუწუნებდნენ, წესიერი მისაყოლებელი არ არისო.
მერე მოწევა მოუნდათ და სტიუარდესებს ეჩალიჩებოდნენ, ტუალეტში გავაბოლებთ ცოტას, ვინ გაიგებსო : D
ბოლოს თვითმფრინავი რო ჯდებოდა უკვე, ერთ-ერთ ნასვამს მაგ დროს გაახსენდა რო ჩანთიდან რაღაც ქონდა ამოსაღები და ადგა და თავისი ჩანთის ძებნა დაიწყო საბარგულში, მთელი ხვეწნა-მუდარები დასჭირდათ სტიუარდესებს რო დაესვათ სკამზე.
და ბოლოს თვითმფრინავი როგორ კი დაჯდა, ეგრევე ნახევარი თვითმფრინავი ეგრევე წამოხტა სკამებიდან და ხელბარგის ჩამოღება დაიწყეს.
ათჯერ მაინც გამოაცხადა სტიუარდესამ, ჯერ არ დამთავრებულა ფრენა, დაბრძანდითო, მაგრამ შენც არ მომიკვდე : )
პრინციპში ეგეთ პირობებში თუ უწევთ მგზავრობა სულ, პატარა გამართლება მაინც აქვთ სტიუარდესებს, მამის მკვლელივით რო გიყურებენ : )



Posted by: webdesigner93 2 Dec 2019, 09:59
lashashaverda
წინა და უკანა გზა 2 ადამიანზე smile.gif

Frankens†ein
QUOTE
ხელმისაწვდომობას, დროის და თანხის ეკონომიას რა ვუთხარი, თორემ ამ იაფი ავიახაზების დედა ვატირე : )

+1

თუ სამსახურიდან არ მივდივარ , ანუ თუ პირადი ფულით ვყიდულობ ბილეთს, უკვე 2 წელია მგონი ყველა ჩემი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება. და ეგ არეულ დარეულობა მეც მკლავს biggrin.gif ყველაზე ცუდად მახსოვს ვროცლავიდან ვბრუნდებოდი ქუთაისში და ზუსტად დაჯდომისთანავე წამოხტა ხალხი ბარგის ასაღებად და სტიუარდესებმა რო ვერაფერი ქნეს, პილოტმა დასხედით, თვითმფრინავში ხართ და არა მარშუტკაშიო facepalm.gif სირცხვილისგან ვიწვოდი.

მაგრამ ფასზე რას იზამ smile.gif საშობაოდ მივდივარ ახლა და ბილეთი მიჯდება 2 ადამიანზე იმაზე 3ჯერ იაფი, ვიდრე თბილისიდან 1 ადამიანის ფასი იქნებოდა .... ამით ვიმშვიდებ ხოლმე თავს biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 2 Dec 2019, 10:38
webdesigner93
QUOTE
ზუსტად დაჯდომისთანავე წამოხტა ხალხი ბარგის ასაღებად და სტიუარდესებმა რო ვერაფერი ქნეს, პილოტმა დასხედით, თვითმფრინავში ხართ და არა მარშუტკაშიო

იქიდან პეგასუსით გამოვფრინდი და სტამბულიდანაც მაგარი არეულობა იყო.
თვითმფრინავში რო ავედი ვიღაც სანდომიანი გარეგნობ ის გოგომ გაჭედა, ჩემი სკამის თავზე რატო დევს ჩანთები, ჩემი ადგილიაო და ჩამოიღო იქ დადებული ბარგი, მე უნდა დავდოო smile.gif
ერთი ამბავი იყო, პილოტი ეხვეწებოდა ბოლოს, დაჯექით, ყველასია ეგ ადგილი, მაინცდამაინც თავზე ხო არ უნდა გედოთ ჩანთაო biggrin.gif

რითი არ მიფრენია, ლუფტჰანზა-ყატარით დაწყებული ჯეტბლუ-ვირჯინ ეარვეისით დამთავრებული, ათასი ჯურის ხალხთან და როგორც ქართველები ვიქცევით, მსგავსი არაფერი მინახავს.
არადა რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ biggrin.gif

Posted by: Werner Voss 2 Dec 2019, 10:53
რა ვიცი ბევრჯერ ვიმგზავრე ქუთაისიდან უკვე და არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც მაგალითად თბილისიდან ფრენისას, ან ევროპის შიდა ფრენებზე არ მინახავს.ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდი ეინდჰოვენიდან და აფრენიდან დაფრენამდე ძალიან ცივილურად იქცეოდა ყველა, რაც დრო გავა უფრო და უფრო ნაკლები პრობლემები იქნება, იმიტომ, რომ უმეტესობისთვის ჯერ ახალი ხილია ფრენა და სწავლობს ხალხი ქცევას, აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობაც დამთავრდება და რაც მართლა ყველაზე შემაწუხებელია, ის ბალაგანიც აღარ იქნება, რაც ქუთაისის აეროპორტშია.

Posted by: belimbor 2 Dec 2019, 11:32
G_saxva

მთავარია, იქ რომ არის ჩასადები, იქ ჩაეტიოს. ქუთაისიდან ნაკლებად ქმნიან პრობლემას მაგ თემაზე და ევროპიდან თუ მოუნდათ, გაგიხურებენ biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 2 Dec 2019, 11:37
QUOTE (G_saxva @ 30 Nov 2019, 10:07 )
გამარჯობათ
მაინტერესებს ხელბარგში წერია 40×30×20 ხელჩანთანის შეტანა უფასოაო. ჩემი ჩანთა 43×28×13 არის და რაიმე პრობლემა შემექმნება?

წინა კვირას ვიმგზავრე ვიზეარით და არ შეუმოწმებიათ ჩემთვის.
თუ თვალში არ მოხვდათ განსაკუთრებულად დიდი ზომა, არა მგონია შეგიმოწმონ.

ასევე აქვ ვკითხულობდი, რომ ძაან გამკაცრდა ქუთაისში კონტროლიო, ქეშს გიმოწმებენ და ჯავშნებსო.
მე მარტო ის მკითხეს ხო ყველაფერი წესრიგში გაქვსო და კი მეთქი და გამატარეს.
ტყუილად მქონდა გამოტანილი ქეში, ამობეჭდილი ჯავშნები, დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი biggrin.gif

Posted by: belimbor 2 Dec 2019, 12:04
QUOTE (Frankens†ein @ 2 Dec 2019, 11:37 )
QUOTE (G_saxva @ 30 Nov 2019, 10:07 )
გამარჯობათ
მაინტერესებს ხელბარგში წერია 40×30×20  ხელჩანთანის შეტანა უფასოაო. ჩემი ჩანთა 43×28×13 არის და რაიმე პრობლემა შემექმნება?

წინა კვირას ვიმგზავრე ვიზეარით და არ შეუმოწმებიათ ჩემთვის.
თუ თვალში არ მოხვდათ განსაკუთრებულად დიდი ზომა, არა მგონია შეგიმოწმონ.

ასევე აქვ ვკითხულობდი, რომ ძაან გამკაცრდა ქუთაისში კონტროლიო, ქეშს გიმოწმებენ და ჯავშნებსო.
მე მარტო ის მკითხეს ხო ყველაფერი წესრიგში გაქვსო და კი მეთქი და გამატარეს.
ტყუილად მქონდა გამოტანილი ქეში, ამობეჭდილი ჯავშნები, დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი biggrin.gif

ქეშის გამოტანა საერთოდ არ იყო საჭირო. ინტერნეტ ბანკში განახო-მეთქი ვუთხარი და არაო biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 2 Dec 2019, 12:28
QUOTE (belimbor @ 2 Dec 2019, 12:04 )
QUOTE (Frankens†ein @ 2 Dec 2019, 11:37 )
QUOTE (G_saxva @ 30 Nov 2019, 10:07 )
გამარჯობათ
მაინტერესებს ხელბარგში წერია 40×30×20  ხელჩანთანის შეტანა უფასოაო. ჩემი ჩანთა 43×28×13 არის და რაიმე პრობლემა შემექმნება?

წინა კვირას ვიმგზავრე ვიზეარით და არ შეუმოწმებიათ ჩემთვის.
თუ თვალში არ მოხვდათ განსაკუთრებულად დიდი ზომა, არა მგონია შეგიმოწმონ.

ასევე აქვ ვკითხულობდი, რომ ძაან გამკაცრდა ქუთაისში კონტროლიო, ქეშს გიმოწმებენ და ჯავშნებსო.
მე მარტო ის მკითხეს ხო ყველაფერი წესრიგში გაქვსო და კი მეთქი და გამატარეს.
ტყუილად მქონდა გამოტანილი ქეში, ამობეჭდილი ჯავშნები, დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი biggrin.gif

ქეშის გამოტანა საერთოდ არ იყო საჭირო. ინტერნეტ ბანკში განახო-მეთქი ვუთხარი და არაო biggrin.gif

მეორედ ვიმგზავრე ვიზეარით.
პირველად შარშან და არაფერი არ მოუთხოვიათ.
მერე აქ წავიკითხე, რომ გაამკაცრესო, ჯავშნებს თხოულობენ და უკან დასაბრუნებელ ბილეთს და ქეშსო.

თვითონ იქ საზღვარზე არაფერი კითხვა არ დაუსვამთ, რაიმეს ჩვენებაზე არაფერს ვამბობ.

პრინციპში ჩემზე არც იფიქრებდნენ ალბათ, რომ დასარჩენად მივდიოდი.
შტატების ვიზა მაქვს ყოველგვარი დარღვევის გარეშე და ბოლოს ერთი თვის წინაც ვიყავი სამი კვირით, თუ დარჩენაა იქ დავრჩებოდი.

მაგრამ აქაური მესაზღვრეები ტვინს ##ნავენო და მაინც დავიზღვიე თავი smile.gif

Posted by: Werner Voss 2 Dec 2019, 12:51
Frankens†ein
QUOTE
მაგრამ აქაური მესაზღვრეები ტვინს ##ნავენო და მაინც დავიზღვიე თავი

ჩემთვისაც არასოდეს არაფერი მოუთხოვიათ აქამდე, წამებში გავდიოდი პასპორტ კონტროლს, მაგრამ ერთი თვის წინ ქუთაისშიც და იქ ჩაფრენისას ბრიუსელშიც ორივეგან მაგრად გამწურეს, არ იცი რომელ მესაზღვრეს რა მოეხუშტურება


მთელი ფული ქეშით ძალიან დისკომფორტია, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ და სულ ასე დამაქვს, შიში ოხერია სამწუხაროდ.

Posted by: belimbor 2 Dec 2019, 14:11
Frankens†ein
Werner Voss

მე სექტემბერში ვიყავი ამსტერდამში და არის კი კონტროლი გამკაცრებული, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთი არაფერია. ჰოლანდიაშიც ქართველებს დაკითხვას უწყობდნენ, მაგრამ ჩვენ ადვილად გაგვატარეს ინგლისურის ცოდნის და ყველა საბუთის წესრიგში ქონის გამო.

Posted by: Frankens†ein 2 Dec 2019, 14:41
QUOTE (belimbor @ 2 Dec 2019, 14:11 )
Frankens†ein
Werner Voss

მე სექტემბერში ვიყავი ამსტერდამში და არის კი კონტროლი გამკაცრებული, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთი არაფერია. ჰოლანდიაშიც ქართველებს დაკითხვას უწყობდნენ, მაგრამ ჩვენ ადვილად გაგვატარეს ინგლისურის ცოდნის და ყველა საბუთის წესრიგში ქონის გამო.

ევროპაშიც და ამერიკაშიც პასპორტის გარდა არაფერი მიმიწოდებია მესაზღვრისთვის და არც არაფერი მოუთხოვიათ.
ალბათ ჩვენები უფრო ჭედავენ, არ უნდათ, რომ ქართველებმა დაარღვიონ ვადები და სტატისტიკა გაფუჭდეს.
ლოგიკურიცაა.
თუმცა ჩვენებთანაც არ დამჭირვებია რაიმეს დასაბუთება.

აქ წავიკითხე, რომ ქუთაისში ჭედავდნენ მესაზღვრეები და ჩავიდე ცოტა ქეში, ყოველი შემთხვევისთვის.
თორემ ეჭვი რო გასჩენოდათ, არ გამიჭირდებოდა დარწმუნება, რომ დასარჩენად არ მივდიოდი.

Posted by: nutria-113 2 Dec 2019, 15:17
QUOTE
ევროპაშიც და ამერიკაშიც პასპორტის გარდა არაფერი მიმიწოდებია მესაზღვრისთვის და არც არაფერი მოუთხოვიათ.

როცა ვიზუალურად ნორმალური ადამიანი მიდის იქ პასპოერტ კონტროლზე, არანაირად თვალში საცემი, საბუთები წესრიგში აქვს, პასპორტში 3-4 საზღვრის კვეთა მაინც აქვს ევროპის, თუ ნორმალური ქვეყნებიცაა მთლად უკეთესი. მაშინ მესაზღვრე დებილი თუ არაა, ტყუილად თავისთვის სახლაფორთოს არ შეიქმნის. ყველანაირი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ გაატაროს და რამე რომც გააფუჭოს ამ ტიპმა მერე იმ ქვეყანაში, თავს გაიმართლებს, რომ საფუძველი არ ჰქონდა, რომ არ შეეშვა. 2x2.
მერე რაც უფრო იზრდება პასპორტში საზღვრის კვეთები, იკლებს თვინის ბურღვა საზღვარზე და მხოლოდ პასპორტს სჯერდებიან. ან რატომ არ უნდა დაჯერდნენ, რა აქვთ მიზეზი? smile.gif
სხვა საქმეა, ფლოსტებით და სუფთა, ცხელ-ცხელი პასპორტით რომ მიადგება ტიპი და სახეზე რომ აწერია ყველაფერი.
საიდან ხარ კითხვაზე დაზღვევას რომ გაუძრობს, განმეორებით საიდან ხარზე ფულს.. აქ დროც იწელება და პროცედურაც სხვანაირი ხდება. ამის გამო დაიწყეს ჩვენთან უცხოელი მესაზღვრეების ჩაყენებაც, 20 ევროდ რომ ბილეთს დაითრევდნენ და დაგაზავდნენ მეორე დღეს რენდომზე, თუ შემიშვეს შემიშვეს, თუ არა და 20 ევროს დედაცო.
აბა იქაურ მხარეს ვკითხოთ, თუ აწყობს ასეთი 15-20 კაცის ჩაფრენა რეისიდან და პროცედურები.
რეგულარ ტიპს 1-2 წუთი ჰყოფნის, ასეთს კი 5-10 სჭირდება.
პლიუს თუ არ შეუშვეს, იქაური პროცედურები, მერე შემდეგ რეისამდე იქ რჩება და ყურადღების ქვეშ ყოფნა. მერე უკან გამოტრიალება და პროცედურები და ა.შ.
ჰოდა გამოუშვეს ჩვენთან სტაფი. ვისაც არ უშვებენ, იმათთვის უკეთესია ეგ, არა და ტიპებს უტყდებათ პირიქით, ღადაობაა რა biggrin.gif


Posted by: gege85 5 Dec 2019, 00:16
___________________________________________

Posted by: belimbor 5 Dec 2019, 11:06
Frankens†ein

ზოგადად, აშკარად გამკაცრებულია კონტროლი. თუნდაც ეს ქართველი და უცხოელი ზედამხედველები ქუთაისში. ადრეც, ყველგან ძალიან ზოგადი კითხვები ჰქონდათ. ბუდაპეშტში ყურადღებაც არ მოუქცევიათ ისე ჩაარტყეს კვეთა და ახლა დაკითხვა იყო რასაც ქვია ამსტერდამში.(პირველად ვიყავი, მაგრამ აშკარად ადრე არ იქნებოდა ეგრე) ნუ მართლა ნორმალურ ტიპს არაფერი გაუჭირდება და ჩვეულებრივ გავიარეთ კონტროლი, მესაზღვრე მოსაწევზე გვეხუმრებოდა კიდეც, მაგრამ სანამ მივაღწიეთ, ვუყურებდით, რომ სერიოზული "ტისკი" გაატარეს წინ მყოფებს

მერე გვითხრა კიდეც, რომ აქ ქართველების უმეტესობა ვინც ჩამოდის, ინგლისურად ვერ ლაპარაკობს და საბუთებიც არ აქვს მოწესრიგებული, გვიწევს შემოწმებაო. მიხარია, თქვენ რომ ყველაფერი მზად გაქვთო.

Posted by: Frankens†ein 5 Dec 2019, 12:12
QUOTE (belimbor @ 5 Dec 2019, 11:06 )
Frankens†ein

ზოგადად, აშკარად გამკაცრებულია კონტროლი. თუნდაც ეს ქართველი და უცხოელი ზედამხედველები ქუთაისში. ადრეც, ყველგან ძალიან ზოგადი კითხვები ჰქონდათ. ბუდაპეშტში ყურადღებაც არ მოუქცევიათ ისე ჩაარტყეს კვეთა და ახლა დაკითხვა იყო რასაც ქვია ამსტერდამში.(პირველად ვიყავი, მაგრამ აშკარად ადრე არ იქნებოდა ეგრე) ნუ მართლა ნორმალურ ტიპს არაფერი გაუჭირდება და ჩვეულებრივ გავიარეთ კონტროლი, მესაზღვრე მოსაწევზე გვეხუმრებოდა კიდეც, მაგრამ სანამ მივაღწიეთ, ვუყურებდით, რომ სერიოზული "ტისკი" გაატარეს წინ მყოფებს

მერე გვითხრა კიდეც, რომ აქ ქართველების უმეტესობა ვინც ჩამოდის, ინგლისურად ვერ ლაპარაკობს და საბუთებიც არ აქვს მოწესრიგებული, გვიწევს შემოწმებაო. მიხარია, თქვენ რომ ყველაფერი მზად გაქვთო.

მე ალბათ ის მშველის, რომ ევროპის გარდა აშშ-შიც მაქვს გასვლები.
გამარჯობა, პასპორტის მიწოდება და ეგაა სულ...

Posted by: eseker99 14 Dec 2019, 14:52
გამარჯობათ, გუშინ აჟიოტაჟი მომხდარა ქუთაისის რეისებზე. კერძოდ, ასწიეს ევროპაში ყოველდღიური მინიმალური ხარჯი 50-იდან 80 ევრომდე. გარდა ამისა, ე.წ. *მიქსი* ჰოსტელები, შერეული ტიპის ნომერი 6-8 კაცზე განკუთვნილი აღარ ჭრის. ამის მაგივრად საჭიროა ინდივიდუალური ოთახი სასტუმროში. ამის გამო დამბრაკეს და წყალს მივეცი ჩემი ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი. ხელზე არ მქონდა საკმარისი რესურსი, რომ დამატებით შემეძინა პერსონალური ნომერი. ვინმე თუ წაიკითხავს, მიიღოს მხედველობაში

Posted by: თორნიკე- 14 Dec 2019, 18:46
ვერაფერი ვერ გავიგე no.gif ................ no.gif

Posted by: Arustamyan 14 Dec 2019, 18:51
თორნიკე-
QUOTE
ვერაფერი ვერ გავიგე  ......

რისი ცავატანემ ?

Posted by: Ostati 20 Dec 2019, 14:17
QUOTE (eseker99 @ 14 Dec 2019, 10:52 )
გამარჯობათ, გუშინ აჟიოტაჟი მომხდარა ქუთაისის რეისებზე. კერძოდ, ასწიეს ევროპაში ყოველდღიური მინიმალური ხარჯი 50-იდან 80 ევრომდე. გარდა ამისა, ე.წ. *მიქსი* ჰოსტელები, შერეული ტიპის ნომერი 6-8 კაცზე განკუთვნილი აღარ ჭრის. ამის მაგივრად საჭიროა ინდივიდუალური ოთახი სასტუმროში. ამის გამო დამბრაკეს და წყალს მივეცი ჩემი ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი. ხელზე არ მქონდა საკმარისი რესურსი, რომ დამატებით შემეძინა პერსონალური ნომერი. ვინმე თუ წაიკითხავს, მიიღოს მხედველობაში

რაღაც არასწორად გაიგეთ ეტყობა. საცხოვრებლის ჯავშანი სრულიად საკმარისია, იქნება ეს ბინა, სასტუმრო თუ ჰოსტელი. საცხოვრებელი მინიმუმის ოდენობა კი სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა აქვს. ზუსტი თანხები მოცემულია აქ - https://www.memogzauri.com/ra-tanxis-wardgenas-itxovs-sengenis-zonis-sxvadasxva-qveyana/

Posted by: leprekon 21 Dec 2019, 18:09
ვინმეს თუ დააინტერესებს
4ბილეთი 25დეკემბერი-8იანვარი
ქუთაისი-ბრიუსელი charleroi
იაფად გავყიდით ძალზედ

Posted by: giorgixec1 21 Dec 2019, 18:20
Frankens†ein
ქუთაისი _ სალონიკი _ ნიუიორკი ფრენის დროსაცაა შანსი რო პრობლემები შექმნან კოპიტნარში? სალონიკში 3-4 დღე ვაპირებ გაჩერებას და მერე წასვლას აშშ სკენ.. კოპიტნარში ამერიკის ვიზას რო ნახავენ არამგონია რამე.პრობლემა შეიქმნას, თან ქეშსაც წარვუდგენ ოფიცერს

Posted by: Frankens†ein 21 Dec 2019, 19:34
QUOTE (giorgixec1 @ 21 Dec 2019, 18:20 )
Frankens†ein
ქუთაისი _ სალონიკი _ ნიუიორკი ფრენის დროსაცაა შანსი რო პრობლემები შექმნან კოპიტნარში? სალონიკში 3-4 დღე ვაპირებ გაჩერებას და მერე წასვლას აშშ სკენ.. კოპიტნარში ამერიკის ვიზას რო ნახავენ არამგონია რამე.პრობლემა შეიქმნას, თან ქეშსაც წარვუდგენ ოფიცერს

არ ვიცი, ჩემთვის არასდროს არ შეუქმნიათ პრობლემები კი არა კითხვებიც არ დაუსვამთ.
შტატების ბილეთი თუ გექნება და იმ ოთხი დღის სამყოფი ფული, არ გექნება პრობლემა.

Posted by: giorgixec1 21 Dec 2019, 20:15
Frankens†ein
ხო მეც ეგრე ვფიქრობ. მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: leprekon 23 Dec 2019, 00:52
4ბილეთი კოპიტნარი-ბრიუსელი
25დეკემბერი-8იანვარი
150ლარი ოთხივეsmile.gif

Posted by: maxuna14 29 Dec 2019, 20:25
leprekon
არ არსებობს ეგ ფასი მაგის 0% იც არაა რო მაგ ფასად იყიდე

24 ლარი მარტო აეროპორტის მოსაკრებელია ფიქსირეუბლი ბილეთში 24 ლარზე ნაკლებად ბილეთი არასდროს არ გაყიდულა 2 გზაზე 48 ლარი გამოდის . 48 * 4 = 192 ლარი მხოლოდ აეროპორტის მოსაკრებელი ავიაკომპანიას არაფერი რო არ აეღო ფული.

Posted by: nutria-113 30 Dec 2019, 14:39
maxuna14
QUOTE
0% იც არაა რო მაგ ფასად იყიდე

ყიდის ადამიანი, ყიდის.
იყიდა, ვეღარ მიფრინავს და იაფად ყიდის

Posted by: თორნიკე- 31 Dec 2019, 11:32
თბილისიდან ვიზეარის ავტობუსები ქუთაისის მიმართულებით საიდან გადის ან საკონტაქტო თუ გაქვთ ვინმეს?

Posted by: nutria-113 31 Dec 2019, 17:14
თორნიკე-
https://georgianbus.com/new/
https://omnibusexpress.ge/

Posted by: თორნიკე- 31 Dec 2019, 18:14
QUOTE (nutria-113 @ 31 Dec 2019, 17:14 )
თორნიკე-
https://georgianbus.com/new/
https://omnibusexpress.ge/

მადლობა....... 2kiss.gif yes.gif ...........
.........

Posted by: leprekon 1 Jan 2020, 18:04
maxuna14
მე არ მიყიდია მაგ ფასად
სადმე წერია მსგავსი რამ მეგობარო კი მაგრამ რაის მოსაკრებელი
უბრალოდ სიმბოლური ფასი იყო გასაყიდად

Posted by: maxuna14 7 Jan 2020, 23:24
https://www.aviabiletebi.org/aviakompaniebi/wizzair/ < მოკლე ინფორმაცია ვიზეარზე

Posted by: dodij 9 Jan 2020, 16:54
მოგესალმებით, ვიზ ეარზე ბილეთის დაბრუნება ან გადაცვლა შეიძლება?
ვიზა არ მომცეს

Posted by: belimbor 10 Jan 2020, 10:02
QUOTE (dodij @ 9 Jan 2020, 16:54 )
მოგესალმებით, ვიზ ეარზე ბილეთის დაბრუნება ან გადაცვლა შეიძლება?
ვიზა არ მომცეს

შეიძლება, მაგრამ საკომისიოა და დიდი ალბათობით ეგ საკომისიო ბილეთის ფასზე მეტი იქნება. საკომისიო არაა თუ Wizz Plus კლასს იყიდიდი

Posted by: Benito_Mussolini 13 Jan 2020, 12:35
გამარჯობათ, თბილისი პოლონეთი (ვარშავის) რეისები სად ვნახო ყველაზე ნორმალურ ფასებში ? რომელი კომპანიები დაფრინავენ მაქეთ?

Posted by: G_saxva 13 Jan 2020, 13:13
მოგესალმებით
სასტუმრო დავჯავშნე ფულიც გადავრიცხე და ამოვბეჭდე 2 კვირის წინ აეროპორტში წარსადგენად. ფრენა არის 2 კვირაში და მაინტერესებს ჯავშანი რომ მაქვს სასტუმროსი 1 თვით ადრე დაბეჭდილი პრობლემა ხომ არ იქნება?

Posted by: speechl1 18 Jan 2020, 17:40
გამარჯობა

უკაცრავად თემას თუ არ ეხება, ვისაც შეუძLია იქნებ გამომეხმაუროს
10დღეში მიფრინავთ ვიზეარით -პარიზი (ბოვე) , 3დღე ვრჩევით, აპარტამენტი გარეუბანში გავქ დაჯავშნილი და მაინტერესებს გადაადგილებისთვის რომელი ბარათი ჯობია, ან ჩასვლისთანავე აეროპორტშინთუ იყიდება?
სხვადასხვა ვერსიები წავიკითხე და ვერ ჩამოვყალიბდი


Posted by: aLLiN 17 Feb 2020, 10:16
გამარჯობა,
14 მარტს მივფრინავ ბუდაბეშტში და დღეს მინდა ბილეთები დავჯავშნო (48 საათით) და მაინტერესებს 48 საათის მერე ბილეთები რო გაიაფდეს და მოვხსნა ჯავშანი და ისე ვიყიდო შეიძლება? ან მოვხსნა ჯავშანი და კიდე 48 საათით დავჯავშნო განმეორებით, რამე თანხა ხო არ იქნება გადასახდელი ჯავშნის მოხსნისთვის?

პ.ს ვიზეარის კლუბის წევრი ვარ .

Posted by: Werner Voss 17 Feb 2020, 14:02
aLLiN
QUOTE
გამარჯობა,
14 მარტს მივფრინავ ბუდაბეშტში და დღეს მინდა ბილეთები დავჯავშნო (48 საათით) და მაინტერესებს 48 საათის მერე ბილეთები რო გაიაფდეს და მოვხსნა ჯავშანი და ისე ვიყიდო შეიძლება? ან მოვხსნა ჯავშანი და კიდე 48 საათით დავჯავშნო განმეორებით, რამე თანხა ხო არ იქნება გადასახდელი ჯავშნის მოხსნისთვის?

ვიზეარზე ბილეთს არ ჯავშნი, პირდაპირ ყიდულობ, რომელსაც ვერც აუქმებ
ორი ვარიანტია, ან ყინავ ტარიფს 48 საათით, ან ყიდულობ ვიზ ფლექს სერვისს, რაც გაუქმების და თანხის დაბრუნების უფლებას გაძლევს, ორივე ფული ღირს.

Posted by: sanfol 22 Feb 2020, 21:53
ელექტრონულად რო ვაჩვენო შეიძლება ბილეთ-დაზღვევა-სასტუმრო?

Posted by: G_saxva 24 Feb 2020, 09:34
sanfol

QUOTE
ელექტრონულად რო ვაჩვენო შეიძლება ბილეთ-დაზღვევა-სასტუმრო?

ბილეთზე პრობლემა არ აქვთ მაგრამ სასტუმრო დაზღვევა ამობეჭდილი გქონდეს

Posted by: Ostati 24 Feb 2020, 10:44
QUOTE (sanfol @ 22 Feb 2020, 17:53 )
ელექტრონულად რო ვაჩვენო შეიძლება ბილეთ-დაზღვევა-სასტუმრო?

ქუთაისში უნდა გქონდეთ ამობეჭდილი ბილეთი.

Posted by: sanfol 24 Feb 2020, 12:46
G_saxva
Ostati
მადლობა

Posted by: HCl 24 Feb 2020, 13:31
QUOTE (Ostati @ 24 Feb 2020, 10:44 )
QUOTE (sanfol @ 22 Feb 2020, 17:53 )
ელექტრონულად რო ვაჩვენო შეიძლება ბილეთ-დაზღვევა-სასტუმრო?

ქუთაისში უნდა გქონდეთ ამობეჭდილი ბილეთი.

არა, ვკითხე და არაა აუცილებელიო.
აპლიკაციაც გადის.

Posted by: Kate789 25 Feb 2020, 04:39
QUOTE
https://georgianbus.com/new/
https://omnibusexpress.ge/

ამ ორიდან რომელი სჯობს? ფასი ორივე 20 ლარია.

Posted by: lashashaverda 25 Feb 2020, 17:39
Kate789
ომნიბუსი.....
მეორეს არ გირჩევ.. ერთხელ ვიყავი და წელი ეხლაც მტკივა ისეთი სკამები აქვთ

Posted by: belimbor 25 Feb 2020, 18:18
Kate789

ომნიბუსი. ძალიან კომფორტული ავტობუსები ჰყავთ.

Posted by: გიმე 1 Mar 2020, 21:14
გამარჯობა

მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით ესტონეთში 11-15 მარტი.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩემმა მეგობარმა გადაიფიქრა წამოსვლა.

მაინტერესებს ბილეტები რომ გავაუქმო, რამე აგვინაზრაურდება? ან სხვაზე რომ გაყიდოს ის ბილეთი რა ჯდება"გადაფორმება"?


......................................

ან საერთოდ , ვინმეს ხომ არ გინდათ ესტონეთში მოგზაურობა, გაწონასწორებულ და არასახიფათო ადამიანთან ერტად biggrin.gif cry.gif


.........................
ან ივნისის ფრენებზე რომ გადავცვალო შეიძლება?

Posted by: ViPeR 1 Mar 2020, 21:38
გიმე
QUOTE
გამარჯობა

გამარჯობა

QUOTE
მაინტერესებს ბილეტები რომ გავაუქმო, რამე აგვინაზრაურდება?

არაფერი.თუ კორონავირუსის გამო აკრძალეს როგორც იტალიაში მაგ შემთხვევაში დაგიბრუნებენ თანხას თორე ისე არანაიად.
QUOTE
ან სხვაზე რომ გაყიდოს ის ბილეთი რა ჯდება"გადაფორმება"?

გადაფორმება 45 დან 120 ევრომდეა მგონი,გააჩნია ბილეთს და ქვეყანას.(აღარ მახსოვს სზუსტად)
QUOTE
ან საერთოდ , ვინმეს ხომ არ გინდათ ესტონეთში მოგზაურობა, გაწონასწორებულ და არასახიფათო ადამიანთან ერტად 

სიამოვნებით წამოვიდოდი მარა ეხლა საქართველოში ჩამოვდივარ sad.gif


Posted by: გიმე 1 Mar 2020, 21:48
ViPeR

მადლობა

2kiss.gif

Posted by: sanfol 3 Mar 2020, 21:46
ბილეთს რამდენი ხნით ადრე ბეჭდავთ წასვლამდე? რაღაც უნგრულად გადმოვწერე პდფ ინვოისია მგონი

ხოდა ბილეთი 2 დღით ადრე იდება ვიზეარის საიტზე?

Posted by: GreenWestHam 3 Mar 2020, 22:08
sanfol
ეგ ინვოისი არ გჭირდება.
თუ ადგილს არ ყიდულობ, უფასო ონლაინ ჩექინს გაივლი 48 საათით ადრე, მოგცემს ბორდინ პასს და მაგას აჩვენებ რეგისტრაციისას.
რაც შეეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთს, ყიდვისას მეილზე რაც მოგივიდა, ეგ ამობეჭდე.

Posted by: sanfol 3 Mar 2020, 22:24
QUOTE (GreenWestHam @ 3 Mar 2020, 22:08 )
sanfol
ეგ ინვოისი არ გჭირდება.
თუ ადგილს არ ყიდულობ, უფასო ონლაინ ჩექინს გაივლი 48 საათით ადრე, მოგცემს ბორდინ პასს და მაგას აჩვენებ რეგისტრაციისას.
რაც შეეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთს, ყიდვისას მეილზე რაც მოგივიდა, ეგ ამობეჭდე.

აჰა მადლობა გაიხარე \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\

Posted by: Ostati 6 Mar 2020, 00:48
QUOTE (sanfol @ 3 Mar 2020, 17:46 )
ბილეთს რამდენი ხნით ადრე ბეჭდავთ წასვლამდე? რაღაც უნგრულად გადმოვწერე პდფ ინვოისია მგონი

ხოდა ბილეთი 2 დღით ადრე იდება ვიზეარის საიტზე?

აქ არის დეტალური ინსტრუქცია, გადახედე და ყველა კითხვაზეა პასუხი - https://www.memogzauri.com/rogor-gaviarot-ufaso-registracia-check-in/

Posted by: sanfol 6 Mar 2020, 11:13
Ostati
Mადლობა

და კიდე რა მაინტერესებს ჰოსტელის ჯავშნებზე მართლა ატრაკებენ/ ბელგიაში კონკრეტულად

Posted by: Ballack* 6 Mar 2020, 15:04
გამარჯობა
ესეიგი 22 მარტს აქედან თესალონიკში მივდივართ ვიზ აირით იქიდან მერე სხვა ავიახაზებით ავსტრიაში იქიდან იტალიაში და ბოლონიიდან ისევ ვიზ აირით აქეთ და
რა ხდება ეხლა არის ფრენები გაგვიშვებენ? ან ბილეთის გაუქმება მოსულა ამ შემთხვევაში?

Posted by: GT77 7 Mar 2020, 17:01
გაუმარჯოს

ბილეთი გავაუქმე და რაღაც ინვოისი მოვიდა მეილზე, თანხა წერია (რომელიც მე ნაღდად არ გადამიხდია), ხოდა ეგ რა თემაა? ანუ ჩაითვალა რო ბილეთი გაუქმდა და ვსო ხო ანუ? რამე გადასახდელი და რამე არაა ხო?

მადლობა

Posted by: melo098 7 Mar 2020, 18:40
Ballack*
როდის ბრუნდები უკან? ბოლონიამ როგორ ვიცი გააქუმა ფრენები

Posted by: GT77 8 Mar 2020, 01:38
QUOTE (GT77 @ 7 Mar 2020, 17:01 )
გაუმარჯოს

ბილეთი გავაუქმე და რაღაც ინვოისი მოვიდა მეილზე, თანხა წერია (რომელიც მე ნაღდად არ გადამიხდია), ხოდა ეგ რა თემაა? ანუ ჩაითვალა რო ბილეთი გაუქმდა და ვსო ხო ანუ? რამე გადასახდელი და რამე არაა ხო?

მადლობა

რომელიც გავაუქმე, თურმე ეგ რეისი ვიზეარმა გააუქმა შემდგომ, უბრალოდ მე უფრო ადრე გამომივიდა გაუქმება.

ხოდა მიწევს რამე ჯარიმის გადახდა თუ არაფერია?

Posted by: kaxx 10 Mar 2020, 19:14
გამარჯობათ! ვიყიდეთ ბილეთები გდანსკის მიმართულებით და ვეღარ მივფრინავთ. შეიძLება რომ გავაუქმოთ? ან გავყიდოთ როგორ ხდება მცოდნე ხალხმა არ გაატაროთ. მადლობა

Posted by: gk-gio 2 Apr 2020, 15:51
18 მარტს გვქონდა ნაყიდი ბილეთები, ფრენა გაუქმდა, ტურისტული ფულს არ აბრუნებს და ვიზიარის საკონტაქტო ნომრებიც ვერ ვნახე. იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: Mr-Raptor 5 Apr 2020, 15:31
ფორუმელებო, მივდიოდი იტალიაში მარტის დასაწყისში, მერე ვიცით რო ფრენები აიკრძალა და ვეღარ წავედი, ვიზ აირმა მომწერა ეგრევე რო თქვენი ფრენა გადაიჯავშნა გერმანიაშიო და გაფრენა 2 დღის მერეო, ვტფ საერთოდ, მერე მეორედ მომწერა მაილზე აირჩიე ფულის დაბრუნება გინდა თუ ვიზ აირის კაბინეტში ბალანსზე დავსვამთ და სხვა დროს იყიდი ბილეთსო, ვიდეოც გადავუღე, მივუთითე რო არც გერმანიაში გაფრენა არ მინდოდა და ავირჩიე ფულის დაბრუნება, დამიწერა რო 7 სამუშაო დღე განხილვას ჭირდება და კიდე 7 თანხის დაბრუნებასო

მეორე დღეს მაილზე ისევ მომივიდა ვიზაირის მაილი რო თქვენი რეისი გადაიჯავშნა ლონდონზეო????? გაფრენა ორ დღეშიო და თუ არ გინდათ აირჩიეთ ფულის დაბრუნება ან კაბინეთში დაგისვამთო, ამათი დდშვცი მე, კიდე ავირჩიე თანხის დაბრუნება ისევ ვიდეოც გადავუღე და ისევ იგივე დამიწერა რო 7+7 დღეს დაგისვამთო იმ ანგარიშზე რითაც მოხდა ბილეთების ყიდვაო (მასტერქარდი), ეს ხდება თუ ზუსტად მახსვსო 8 და 9 მარტს, მას მერე გავიდა დრო, აგერ 5 რიცხვია დღეს და ეხლა მომივიდა მაილზე მაგათგან წერილი ელექტრონული ინვოისიო და წერია ეს

Dear Customer,

Thank you for choosing Wizz Air.

In the attachment, you will find the electronic invoice corresponding to your reservation.
This invoice is the original invoice in an electronic format, which is issued by Wizz Air Hungary Ltd. upon your reservation in compliance with relevant Hungarian legislation in force.
The e-invoice has been electronically signed and time-stamped by the invoicing system of Wizz Air. You can verify the authenticity of the invoice and the electronic signature by viewing the certificate.
To open the file, you need Adobe Reader 9 (or above) installed on your computer. This program can be downloaded free of charge from here. For help with downloading or installing Adobe Reader, please contact your system administrator.
Should you have any questions or comments regarding electronic invoicing, please contact our customer service by calling one of the telephone numbers displayed on wizzair.com. You will also find the latest information on call charges on our website.
This is an automatically generated email. Please do not reply to this message!

With regards,
Wizz Air
აკრულია პდფ ფაილი ეს, პ/მონაცემები შეღებილი მაქვს biggrin.gif

user posted image

ხოდა ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რა არის ან რა უნდათ ვერ გავიგე

Posted by: Dv@li 5 Apr 2020, 15:56
Mr-Raptor
მე მგონი ისევ გამგზავრებენ სადმე? მაგრამ რეისები არ ხდება საქართველოდან და როგორ..
შენ ექაუნთში ნახე თუა რამე დარეზერვებული

Posted by: Mr-Raptor 5 Apr 2020, 15:58
Dv@li
ჩემ აქაუნთში სრული სიმშვიდეა biggrin.gif არც თანხა ზის ანგარიშზე და არც რაიმე ჯავშანი არაა biggrin.gif

მაგარი ნამუსგარეცხილები არიან, თავისი ნებით რო გადაჯავშნეს რეისეი გერმანიაში და მერე ლონდონში თან კაბინეტში დამხვდა სტატუსი დადასტურებული, თითქოს მე დავადასტურე, ამათი დდშვცი მე

გერმანია ან ლონდონში წასვლა რო მდგომებოდა იტალიის ბილეთებს კი არ ვიყიდდი biggrin.gif

Posted by: LOLZ 5 Apr 2020, 17:05
Mr-Raptor
დარეკე და დაელაპარაკე. ყველა ფრენა რომ უქმდება, ავტომატურად აგზავნიან მესიჯებს. თან რამდენი ათასი ექნებათ დასაბრუნებელი და სადაც გაუვათ იქ შეირჩენენ თანხებს

Posted by: haLogeN 6 Apr 2020, 20:06
Mr-Raptor
მაგ ელექტრონული ინვოისის მიხედვით 716 ლარს გიბრუნებენ უკან.
ისე თანხის დაბრუნებას 60 დღემდე შეიძლება დასჭირდესო უწერიათ

Posted by: Mr-Raptor 12 Apr 2020, 00:00
Dv@li
LOLZ
haLogeN

მოკლედ ფორუმელებო ამ ინვოისის მიღება ყოფილა ნიშანი რო დაგიბრუნდება თანხა, დავრეკე მეგობართან ტურისტულ სააგენტოშია და ეგ რო მოგივა თანხა უნდა დაბრუნდესო იმიტო გიგზავნიანო, მაგრამ მაინც დარეკეო მითხრა, დარეკვით აღარ დამირეკავს დაველოდე, ვიფიქრე მაინც ვაცადო მეთქი და დღეს დამირიცხეს თანხა, რომელი ბარათიდანაც ვიყიდე ბილეთები იმ ბარათზე ჩარიცხეს თანხაც

ანუ თუ ვინმეს ექნება ანალოგიური შემთხვევა აწი თქვენც უკვე გეცოდინებათ რო ასე ხდება, ერთად გავიგეთ biggrin.gif


Posted by: AnEeEeE=]] 12 Apr 2020, 21:18
Mr-Raptor
რამდენ ხანში დაგიბრუნეს თანხა? ორი ბილეთი მაქვს გაუქმებული რაღაცეები შევავსე და ჯერ არ ჩანს ფული no.gif

Posted by: davit_arsenal 19 May 2020, 16:26
AnEeEeE=]]
დაგირიცხეს ფული?

Posted by: AnEeEeE=]] 20 May 2020, 11:08
davit_arsenal
გუშინ დარიცხეს ერთი რეისის, მეორე არ დაურიცხიათ, ძაან გაწელეს. რაინეარმა რო გამიუქმა ერთ კვირაში დამიბრუნა user.gif

Posted by: davit_arsenal 20 May 2020, 17:27
AnEeEeE=]]
კარგია

ვიზეარმა რამდენხანში დაგიბრუნა?

3 კვირა გავიდა ჩემზე და ჯერ კიდევ ველოდები . :/

Posted by: vaho 23 May 2020, 14:42
რუსები აქტიურად ავრცელებენ აზრს, რომ ვიზეარისა და რაინეარის მსგავსი იაფი ავიახაზები მალე გაუქმდება და ტურიზმი ფუფუნების საგანი გახდება.

გლობალისტებს ასე აქვთ ჩაფიქრებულიო.

თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: weirdsoul 24 May 2020, 14:14
QUOTE (vaho @ 23 May 2020, 14:42 )
რუსები აქტიურად ავრცელებენ აზრს, რომ ვიზეარისა და რაინეარის მსგავსი იაფი ავიახაზები მალე გაუქმდeba

მიზეზად რას ამბობენ?

გაუქმდება კი არა უნდა დაემატება პირიქით წლებთან ერთად

Posted by: venlo7 31 May 2020, 14:03
რა ჯანდაბა უნდა ვიზეარს თანხას რო არ მიბრუნებს?? @@@@@@
მაგარი უპასუხისმგებლო კომპანია გაიჩითა

Posted by: Ostati 5 Jun 2020, 01:10
QUOTE (venlo7 @ 31 May 2020, 10:03 )
რა ჯანდაბა უნდა ვიზეარს თანხას რო არ მიბრუნებს?? @@@@@@
მაგარი უპასუხისმგებლო კომპანია გაიჩითა

თუ ყველა იმედი გადაგეწურათ აქ დარეგისტრირდით და აუცილებლად მიიღებთ - https://www.memogzauri.com/compensation/

Posted by: gogi-1234567 6 Jun 2020, 10:39
გამარჯობათ, რა მაინტერესებს მინდა wizz-ანგარიშიდან თანხა დაბრუნება ბარათზე და შესაძლებელია ნებისმიერი სხვისი ანგარიშის მითითება? თუ მხოლოდ ვინც ავტრორიზაციას გადის გვერდზე იმის ანგარიშზე რიცხავენ?

Posted by: river-song 6 Jun 2020, 22:07
მე დამიბრუნეს თანხა ორ თვეში, ნუ ნერვიულობთ მალე არ აბრუნებს რაინეარმა ორ კვირაში დამიბრუნა და ვიზეარი მოუნდა ორ თვეს სადღაც.

Posted by: venlo7 7 Jun 2020, 01:18
river-song
იმედია დააბრუნებენ, არც ისეთი თანხაა უბრალოდ ამდენი ხანი ლოდინი უასუხისმგებლობა მგონია რა

Posted by: river-song 7 Jun 2020, 10:13
venlo7
დააბრუნებენ უბრალ ოდ ძაან კრიზისული პერიოდი აქვთ კიდეკაი არ გაკოტრდნენ საერთოდ

Posted by: venlo7 7 Jun 2020, 14:50
river-song
ხოო ეგეც კაია ნელნელა გახსნეს ევროპა და ამოძრავდნენ...სამწუხაროდ საქართველოდან დროებით გააჩერეს რამდენიმე მიმართულება

Posted by: sevastopol 7 Jun 2020, 15:59
ზოგადად ავიაკომპანიები 45-60 სამუშაო დღეში აბრუნებენ თანხას, ბიუჯეტური ავიაკომპანიები როგორიც ვიზ ეარი კიდევ უფრო შეიძლება წელავდეს ამ დროს.

ამიტომ დაელოდეთ. smile.gif)

Posted by: davit_arsenal 7 Jun 2020, 22:36
კი ჩაგერიცხებათ მეც სადღაც 40 დღეში ჩამირიცხეს

Posted by: Luarsab1 16 Jun 2020, 01:20
აგვისტოს ბილეთები დევს საიტზე და ვითომ ღირს ყიდვა თუ დაველოდო?

Posted by: svanski123 16 Jun 2020, 18:18
QUOTE (Luarsab1 @ 16 Jun 2020, 01:20 )
აგვისტოს ბილეთები დევს საიტზე და ვითომ ღირს ყიდვა თუ დაველოდო?

გაძვირდება უფრო, რაც უფრო და უფრო მოახლოვდება დრო

Posted by: vaho 16 Jun 2020, 23:17
დღეს ვუსმენდი დილით რომელიღაც არხს და ყველა რეისი გააუქმა ვიზეარმა ქუთაისიდანო, ასე მოვკარი ყური.

ჩერეზ ვორონეჟი და სარატოვი იფრინეთო...

Posted by: tvinikosa 1 Jul 2020, 16:44
ვიზიარი წავიდა ქუთაისიდან საერთოდ?

Posted by: tomhardy 1 Jul 2020, 19:45
QUOTE (tvinikosa @ 1 Jul 2020, 16:44 )
ვიზიარი წავიდა ქუთაისიდან საერთოდ?

არა არ წასულა
-------------------------------------------------------

Posted by: დაუნახავი 1 Jul 2020, 19:57
სალამი მეგობრებო,აპრილში მქონდა ნაყიდი ბილეთები,კოვიდის გამო მოგეხსენებათ რაც მოხდა,ორი ვარიანტი მქონდა ან თანხა უკან ამეღო ან +20% მიმატებდნენ ვიზის ექაუნთზე,ვარჩიე +20%,ეხლა მინდა დავიბრუნო ის რაც მქონდა გადახდილი,შეგიძლიათ დამაკვალიანოთ? ვრეკავ მაგათ ნომერზე და მაგრად კიდიათ არ იღებენ

Posted by: ViPeR 2 Jul 2020, 01:32
QUOTE
ყველა რეისი გააუქმა ვიზეარმა ქუთაისიდანო, ასე მოვკარი ყური.

კი დროებითო ეწერა,მარა მგონია ნელნელა გვაპარებენ რო მიდის

Posted by: tvinikosa 2 Jul 2020, 08:32
ViPeR
QUOTE
მგონია ნელნელა გვაპარებენ რო მიდის

მეც ეგ მგონია რომ წასვლა გადაწყვიტა რადგან ვერ გაუგეთო ამ მთავრობას ასე აღნიშნეს.

Posted by: ESTBR 3 Jul 2020, 22:02
მთავრობას, მიშას, ბიძინას, ონისე აბუბექრაშვილს და ა.შ. პოზიციებს ნუ აყვებით

არსად არ წასულა.
შეზღუდვების გამო აიღო დროებითი პაუზა კომპანიამ, რაც თავად ახსნეს.

Posted by: <casablanca> 4 Jul 2020, 10:41
ESTBR
QUOTE
შეზღუდვების გამო აიღო დროებითი პაუზა კომპანიამ, რაც თავად ახსნეს.

აგვისტოდან ექნება ფრენები ქუთაისიდან თუ არაა ჯერ გადაწყვეტილი ?

Posted by: webdesigner93 4 Jul 2020, 11:11
ESTBR
QUOTE
მთავრობას, მიშას, ბიძინას, ონისე აბუბექრაშვილს და ა.შ. პოზიციებს ნუ აყვებით

არსად არ წასულა.
შეზღუდვების გამო აიღო დროებითი პაუზა კომპანიამ, რაც თავად ახსნეს.

და ლვოვში რომ გადავიდა ბაზა , რომელიც ქუთაისში იყო და ფრენების აღდგენის შემდეგ ბაზაც იქ იქნება თავიდან მაინც , ეგეც მთავრობის , მიშას , ბიძინას, ონისეს და ა.შ. პოზიციებია ? ეგაა რეალობა და ძალიან ცუდი სიახლე.

ბაზირებას რა პრივილიეგიები აქვს , გეცოდინება ავიაციასთან თუ ახლოს ხარ , თუარადა ელემენტარულს კი ჩამოვწერ აქვე :

1) ბაზირება შემოსავალია აეროპორტისთვის.
2) შენი ბაზიდან რომ ხორციელდება სხვა ქვეყნისთვის რეისები , დამატებითი შემოსავალი + პრესტიჟია. ჩვენ შემთხვევაში ასე იყო სომხეთის რეისები , ახლა კიდე მსგავსი მეორე პლანის ქვეყანა საქართველო გახდება უკრაინისთვის.
3) ხომალდის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში , ცოტათი დაგვიანების , მაგრამ რეისის შესრულება მაინც შესაძლებელია , სხვა ბაზირებული ხომალდის გამოყენებით. ეს მნიშვნელობანი პრობლემა ქუთაისში გადაიჭრა 2016 წელს , ახლა კიდევ ახლიდან დაგვიდგა.

ხოდა მე ვამბობ , რომ მიშას და ბიძინას და ყველას გარეშე , ეს ძალიან ცუდი სიახლეა.

Posted by: Mama_Basili 14 Jul 2020, 22:21
ვიზეარზე ნაყიდი მქონდა ბილეთები და გამიუქმეს ფრენა, მოვითხოვე თანხის დაბრუნება აპრილში, თუმცა არანაირი თანხა არ ჩამრიცხვია. დღეს შევედი საიტზე და სისტემაში ასე გამომიჩნდა: გამოტანა" და რეისის ნომერი და რას ნიშნავს ეს თანხა გადმორიცხეს? გადავამოწმე და ამონაწერში არაფერი ჩანს, არაფერი არ ჩამრიცხვია.

Posted by: ZD725 17 Jul 2020, 16:58
მარტში ნაყიდზე ეხლა ჩამირიცხეს.
მიწერე ონლაინ.
კომპლაინის ფორმაა შესავსები.
მარტივი რაღაცაა

Posted by: Bnaiat 5 Aug 2020, 14:22
Mama_Basili

ანალოგიურად მომივიდა დღეს მეც და ჩაგირიცხეს თანხა თუ შეავსე რამე ფორმა კიდევ?

Posted by: westsider 5 Aug 2020, 14:44
ის გაიტვალისწინეთ რომ ბალანსზე თუ დააწერინებთ თანხას ერთხელ მაინც უბრალოდ იმ თანხას ვერ გამოიტანთ მერე იმიტომ რომ საკმარისია შემდეგი ბილეთი იყიდოთ და მისი ყიდვის წყარო ბალასი ხდება და არა გადახდა...ხოდა ასე აპრავებენ მერე ამ ყველაფერს რომ რა წყაროდანაც გადახდილ იქნა მხოლოდ იქ ვაბრუნებთო

Posted by: Illuminatus 5 Aug 2020, 18:03
მერე მგონი აქ ყველა საკუთარი კრედიტული ბარათით ვყიდულობს ვაბშმე როდის უნდა აღდგეს ფრენები რა

Posted by: Mama_Basili 7 Aug 2020, 02:57
Bnaiat
ივლისშივე ჩამერიცხა კი.

Posted by: წოწიალა 7 Aug 2020, 21:06
გამარჯობა, ამათი საკონტაქტო ფოსტა იცით ვინმემ? საჩივრების წიგნაკი აქვთ მარტო საიტზე და ტელეფონი. ივნისში აღებული ბილეთების საფასური დამიბრუნეს და მარტში რაც ავიღე ჯერ კიდე აგორავებენ.

Posted by: eternalrose 26 Aug 2020, 03:11
წოწიალა
საიტზე რომ შეხვალ იქ ხომ ექნებათ
* * *
პ.ს. ფბზე ხომ არიან. იქ მიმართე და თან ყველას დასანახად დაწერე და მერე ნახე როგორ უცბად დაგიბრუნებენ, შანტაჟი ჭრის biggrin.gif

Posted by: ZUR_I 3 Jan 2021, 10:15
როდის აღდგება ფრენები ხოარ იცით? )))

Posted by: Ambitious_Person 8 Feb 2021, 12:53
როდის აღდგება ფრენები ხოარ იცით? )))

Posted by: Lekso-Dav 8 Feb 2021, 20:33
როდის აღდგება ფრენები ხოარ იცით? )))

Posted by: lashashaverda 9 Feb 2021, 00:22
როდის აღდგება ფრენები ხოარ იცით? )))

Posted by: tvinikosa 9 Feb 2021, 07:22
ZUR_I
Ambitious_Person
Lekso-Dav
lashashaverda
QUOTE
როდის აღდგება ფრენები ხოარ იცით? )))

ყველა ველოდებით

Posted by: dato_dato 9 Feb 2021, 15:07
QUOTE
ყველა ველოდებით

sad.gif sad.gif

Posted by: Ambitious_Person 9 Feb 2021, 17:34
QUOTE
ყველა ველოდებით

sad.gif sad.gif

Posted by: Lekso-Dav 10 Feb 2021, 02:12
QUOTE
ყველა ველოდებით


sad.gif sad.gif

Posted by: Ambitious_Person 4 Mar 2021, 13:41
მარტის ბოლოდანო






მაგარიააააააააააააა

Posted by: გიორგი XII 4 Mar 2021, 13:49
up.gif კაია ცოტა გავა ხალხი სტრესს მოიხსნის

Posted by: ZUR_I 4 Mar 2021, 14:15
Ambitious_Person

წყარო?

Posted by: Ambitious_Person 4 Mar 2021, 15:03
ZUR_I
თურნავა
https://mtavari.tv/news/34578-wizz-air-martis-bolodan-prenebs-20-mimartulebit

Posted by: lashashaverda 4 Mar 2021, 20:14
ვიზერამა გააკეთა განცხადება კონკრეტულ დროზე საუბარი ადრეაო, პანდემია როგორ გაგრძელდებაო. თურნავას საიდან მოაქვს ეს ზღაპრები?

Posted by: Ambitious_Person 15 Mar 2021, 10:20
lashashaverda
საიტზე მაისიდან უწერია
აბუ დაბიდან

ალბათ სხვა ადგილებიდანაც მსგავსად იქნება

Posted by: hondacbr1000 23 Mar 2021, 21:42
როდის ხსნის ფრენებს არ იცით ? 28 იდანო ამბობენ


Posted by: mikron23 28 Mar 2021, 21:54
ბერლინის მიმართულებით ფრენებს არ მიჩვენებს ზაფხულში, დორტმუნდი და მიუნხეში არის.
რამე ინფო ხომ არ გაქვთ რატომ?

Posted by: tvinikosa 12 Apr 2021, 20:47
საერთოდ ვიზეარი იწყებს საქართველოში ფრენების აღდგენას?

რამე ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: hondacbr1000 13 Apr 2021, 12:55
tvinikosa ჭორები გავიგე რო მარტო პოლონეთი და ლიტვა ექნება ჯერჯერობით სხვა ფრენები გაუქმებულია მინიმუმ სექტემბრამდე მაინც

Posted by: Crøs 13 Apr 2021, 15:31
31 ოტომბერსაა ქმ წლის პირველი ფრენა.ფლექსს ვიყიდი და არაფერი დამეკარგება.

Posted by: tvinikosa 16 Apr 2021, 08:33
hondacbr1000
QUOTE
ჭორები გავიგე რო მარტო პოლონეთი და ლიტვა ექნება ჯერჯერობით სხვა ფრენები გაუქმებულია მინიმუმ სექტემბრამდე მაინც

ჯერ შემოვიდეს მთავარი ესაა
დაიწყოს ფრენები და მერე კი შემოამატებს

Posted by: tvinikosa 21 Apr 2021, 02:33
https://euronewsgeorgia.com/2021/04/19/kutaisis-ganakhlebuli-saertashoriso-aeroporti-gaikhsna/


მართალია ვითომ ეს ინფორმაცია?

დაგვიბრუნდა ვიზეარი?

Posted by: hondacbr1000 21 Apr 2021, 13:43
tvinikosa კი სიმართლეა , დაგვიბრუნდა, ჯერ ცოტა ფრენებია დადასტურებული მაგრამ დასაწყისსისთის მაინც კაია

16 მაის ვარშავისკენ ვინმე ხო არ მიფრინავთ?

Posted by: Ambitious_Person 21 Apr 2021, 13:44
hondacbr1000
ემირატები (აბუ დაბი ) არის ჯერ?

Posted by: mGeLo777 21 Apr 2021, 15:03
მალე დაემატება ათენი და შემდეგ მილანი


wink.gif

Posted by: tvinikosa 21 Apr 2021, 19:22
hondacbr1000
QUOTE
კი სიმართლეა , დაგვიბრუნდა, ჯერ ცოტა ფრენებია დადასტურებული მაგრამ დასაწყისსისთის მაინც კაია

16 მაის ვარშავისკენ ვინმე ხო არ მიფრინავთ?

ძალიან მაგარია თუ სიმართლეა

თუ პოლონეთისკენ მიფრინავ წარმატებები იმედია მალე მეც წამოვალ რომ დავამთავრებ სწავლას და ავიღებ დიპლომს

Posted by: theodous 21 Apr 2021, 22:21
ეგაა
მააგრიააა
..............................................................

Posted by: belimbor 23 Apr 2021, 11:08
ვიზეარი რას დაგვთმობდა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი ვართ მაგათთვის

Posted by: tvinikosa 28 Apr 2021, 07:54
belimbor
QUOTE
ვიზეარი რას დაგვთმობდა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი ვართ მაგათთვის

ძალიანაც კარგი, მასე გვინდა ჩვენც იაფად ვიფრინოთ.

Posted by: westsider 29 Apr 2021, 12:23
დორტმუნდი ქუთაისის რეისზე მაისიდან იცის ვინმემ რამე?
გამოაცხადეს იქნებაო და ჯერ ვერ გავიგე ბოლომდე

Posted by: hardway 30 Apr 2021, 18:39
გამარჯობათ .. მოკლედ მაინტერესებს მილანში რა დამიჯდება ფრენა და სასტუმრო 5-7 დღე დაახლოებით ... და რეებია საჭირო იქნებ დამაკვალიანოთ კარგად <3

Posted by: webdesigner93 1 May 2021, 13:08
ნოემბერში ბერლინის ბილეთები მაქვს , იმედია შესრულდება რეისი biggrin.gif

Posted by: tvinikosa 2 May 2021, 09:11
ვინმემ ხომ არ იცით უფასო ხელბარგში რა ზომები შედის და რამდენი კგ.
?????????????????????

Posted by: webdesigner93 2 May 2021, 23:09
tvinikosa
ზუსტი ზომები არ მახსოვს , ეწერება საიტზევე , წონის შეზღუდვა მგონი 8 კგ იყო. სტანდარტული ზურგჩანთა მოსულა რა მოკლედ.

Posted by: tvinikosa 3 May 2021, 07:34
user posted image

ამაზე ვამბობ მესამე რომ არის უფასო ხელბარგი

ზომები ხომ არ იცი ?

სადმე ხომ არ აქვთ მითითებული ანდა?

Posted by: webdesigner93 3 May 2021, 14:49
tvinikosa
უწერიათ ყველაფერი საიტზე , https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage აი აქ ნახავ ყველაფერს.

ესაა უფასო ჩანთის სტანდარტი :

40×30×20 სმ*

უფასოდ

*უნდა მოთავსდეს თქვენ წინ მდებარე სავარძლის ქვეშ; შეიძლება იყოს ლეპტოპის ჩანთა, საფულე ან მცირე ზომის ზურგჩანთა

Posted by: ბეღურაa 4 May 2021, 17:32
tvinikosa
user posted image

ზევით არის მითითებული ასევე გვერდი

Posted by: tvinikosa 5 May 2021, 07:27
webdesigner93
ბეღურაa
მადლობააააააა

Posted by: SoulPrayer13 31 May 2021, 22:18
არის რამე ახალი, როდის იხსნება ფრენები, მგონი საბერძნეთის მიმართულებით დაფრინავდა ხომ

Posted by: somnambuli 3 Jun 2021, 12:25
მშვიდობა

ესეიგი, ვიზეარზე ჩეკ-ინისას , პასპორტის მოქმედების ვადის მონაცემი შეცდომით დავწერე, 4 აგვისტოს ნაცვლად 27 აგვისტო დავწერე. წელი სწორია. დოკუმენტი ვალიდურია . ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა?

Posted by: SoulPrayer13 3 Jun 2021, 13:21
არამგონია პრობლემა იყოს მე სახელის მაგივრად გვარი ჩავწერე და პირიქით ადრე

Posted by: dato_dato 7 Jun 2021, 16:29
QUOTE (somnambuli @ 3 Jun 2021, 12:25 )
მშვიდობა

ესეიგი, ვიზეარზე ჩეკ-ინისას , პასპორტის მოქმედების ვადის მონაცემი შეცდომით დავწერე, 4 აგვისტოს ნაცვლად 27 აგვისტო დავწერე. წელი სწორია. დოკუმენტი ვალიდურია . ხომ არ იქნება რაიმე პრობლემა?

დარეკე ცხელ ხაზზე და შეგისწორებენ

Posted by: SoulPrayer13 7 Jun 2021, 19:05
სავარაუდოთ მოგთხოვენ რაღაც თანხას შეცვლაში, რავი მე ეგრე მახსოვს

Posted by: somnambuli 8 Jun 2021, 15:40
dato_dato
დავრეკე და შევასწორე. უბრალოდ აქ აღარ ჰქონიათ ნომერი, უნგრეთში მომიწია დარეკვა.

Posted by: SoulPrayer13 14 Jun 2021, 01:10
ისე ჩეკინის დროს არ შეიძლებოდა შესწორება.

Posted by: Universe´ 14 Jun 2021, 20:13
სარისკო ხომ არაა ამ პერიოდში ამ კომპანიის ბილეთების შეძენა, აქვთ ფრენები განრიგის მიხედვით თუ აუქმებენ ხოლმე?

Posted by: nino-ninikela 19 Jun 2021, 21:00
ეს კომპანია საქართველოში ოდესმე აღდგება?

Posted by: webdesigner93 19 Jun 2021, 22:01
nino-ninikela
QUOTE
ეს კომპანია საქართველოში ოდესმე აღდგება?

დაფრინავს უკვე ....

Posted by: Ambitious_Person 26 Jun 2021, 22:08
webdesigner93
აბუ დჰაბიდან არ დაფრინავს ხო ? sad.gif

ეს ფლაიდუბაი ძვირია sad.gif

Posted by: webdesigner93 28 Jun 2021, 00:12
Ambitious_Person
არ ვიცი მაგ კონკრეტულ მიმართულებაზე რა ხდება. კითხე თვითონ ვიზ ეარს ჯობია.

Posted by: ZUR_I 5 Jul 2021, 20:04
აუმარჯოს, ვინმემ ამ ბოლო დროს თუ იმგზავრეთ ვიზზეარით უფასო ბარგში პატარა ჩემოდნის ატანა შეიძლება ?

Posted by: tvinikosa 6 Jul 2021, 06:28
ZUR_I
QUOTE
აუმარჯოს, ვინმემ ამ ბოლო დროს თუ იმგზავრეთ ვიზზეარით უფასო ბარგში პატარა ჩემოდნის ატანა შეიძლება ?

user posted image

Posted by: els 13 Jul 2021, 15:24
QUOTE (Universe´ @ 14 Jun 2021, 20:13 )
სარისკო ხომ არაა ამ პერიოდში ამ კომპანიის ბილეთების შეძენა, აქვთ ფრენები განრიგის მიხედვით თუ აუქმებენ ხოლმე?

ფრენის გაუქმების შემთხვევაში უბრუნდება პრობლემა

Posted by: ბეღურაa 17 Jul 2021, 10:21
რამე სიახლე ხომ არ არის ვიზეარზე კიდევ ხომ დაფრინავს?

ნეტა დეკემბერსიც ხო იქნება ფრენა პოლონეთისკენ?

Posted by: tvinikosa 20 Jul 2021, 06:52
ბეღურაa
QUOTE
ნეტა დეკემბერსიც ხო იქნება ფრენა პოლონეთისკენ?

გადავხედე დეკემბერს და იაფია ძალიან ბილეთები

Posted by: faq four 24 Jul 2021, 15:26
პოლონეთში კერძოდ ვროცლავში ვაპირებ ჩასვლას და პისიარ ტესტი დამჭირდება თუ ვაქცინირებული არ ვარ? და საერთოდ რას ითხოვენ და გეკითხებიან აქაური და იქაური მესაზღვრეები, პირველად მიწევს

Posted by: tvinikosa 27 Jul 2021, 06:50
faq four
QUOTE
პოლონეთში კერძოდ ვროცლავში ვაპირებ ჩასვლას და პისიარ ტესტი დამჭირდება თუ ვაქცინირებული არ ვარ? და საერთოდ რას ითხოვენ და გეკითხებიან აქაური და იქაური მესაზღვრეები, პირველად მიწევს


როგორც გავიგე კარანტინი უწევს ყველას 10 დღიანი თუ აცრა არ გაქ გაკეთებული.

Posted by: faq four 27 Jul 2021, 15:30
tvinikosa
QUOTE

როგორც გავიგე კარანტინი უწევს ყველას 10 დღიანი თუ აცრა არ გაქ გაკეთებული.


მადლობა მეც გავიგე მაგის შესახებ და გადამედო ფაქტიურად გამგზავრება არადა ხვალ მიწევდა.. და ბილეთების ფულსაც ვეღარ დავიბრუნებ როგორც ჩანს

Posted by: tvinikosa 28 Jul 2021, 10:24
faq four
QUOTE
მადლობა მეც გავიგე მაგის შესახებ და გადამედო ფაქტიურად გამგზავრება არადა ხვალ მიწევდა.. და ბილეთების ფულსაც ვეღარ დავიბრუნებ როგორც ჩანს

მაგიტომ ჯერ აცრაზე ჩავეწერე

Posted by: Ambitious_Person 9 Aug 2021, 17:24
ძალიან იაფად აქვს ფრენები ,დაჟე ემირატებიდანაც კი სადაც ფრენა ძვირია .
რაიმე ინსტრუქცია უნდა სპეციალური ბილეთს რომიყიდი და ა.შ რომ დამაკვალიანოთ .
საშიში არაა ? ასე იაფი რომაა

Posted by: tvinikosa 14 Aug 2021, 16:40
Ambitious_Person
QUOTE
ძალიან იაფად აქვს ფრენები ,დაჟე ემირატებიდანაც კი სადაც ფრენა ძვირია .
რაიმე ინსტრუქცია უნდა სპეციალური ბილეთს რომიყიდი და ა.შ რომ დამაკვალიანოთ .
საშიში არაა ? ასე იაფი რომაა

საშიში არაა რადგან თუ დაკეტეს ფრენები ყველა უნდა დაკეტონ და თუ არ დაკეტეს მაშინ ამითაც იფრენ როგორც სხვათი

უბრალოდ იაფასიანი კომპანია არის სხვებთან შედარებით

Posted by: spider77 14 Aug 2021, 18:38

Ambitious_Person
QUOTE
საშიში არაა ?

თუ ტექნიკურ მხარეს გულისხმობ, ვიზეარს უშუალოდ თვითმფრინავები (A320 და A321) საუკეთესო ჰყავს.
ვიღაცას სავარძლების განლაგება და მომსახურება თუ არ მოსწონს ეგ სხვა თემაა და თვითმფრინავის ტექნიკურ უსაფრთხოებასთან კავშირი არა აქვს.

Posted by: Ambitious_Person 16 Aug 2021, 21:06
spider77
ხო უსაფრთხოებას ვფულისხმობ
თორემ რამდნეიმე საათი გავძლებ ახლა როგორმე ცუდ სკამზე

უბრალოდ ძალიან იაფია ფრენები
tvinikosa
ძალიან იაფიანი თან , რა მოგება რჩებათ

Posted by: spider77 16 Aug 2021, 22:27
Ambitious_Person
QUOTE
ხო უსაფრთხოებას ვფულისხმობ

არაა პრობლემა.

A320 და A321 (რომლებიც ავიაპარკში ჰყავს ვიზეარს) ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო მოდელებია თავის კლასში.

Posted by: tvinikosa 17 Aug 2021, 07:45
Ambitious_Person
QUOTE
ძალიან იაფიანი თან , რა მოგება რჩებათ

ალბათ რჩებათ რაღაც თორე ჩვენი გულისთვის არ იფრენდნენ.

მე როცა სადმე მინდა წასვლა ვცდილობ ამ კომპანიას გავყვე რადგან ვიცი რომ იაფი დამიჯდება.
დრთხელ პოლონეთში წავედი და უკან დავბრუნდი 149 ლარად biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ambitious_Person 17 Aug 2021, 09:21
tvinikosa
ხო ძაან მაგარია, ვიკენდებზე შეგიძლია ფრენა .

Posted by: belimbor 17 Aug 2021, 11:41
QUOTE
ძალიან იაფიანი თან , რა მოგება რჩებათ


ჩემი აზრით 3 ფაქტორი განაპირობებს ვიზეარის დაბალ ფასს:

1. ძალიან მჭიდროდ აქვთ განლაგებული სკამები, შესაბამისად ბევრ მგზავრს ატევენ ერთ რეისზე
2. იაფ ფასს არ მოყვება ბარგი, ცოტა ბარგი = ცოტა საწვავს.
3. არამთავარ აეროპორტებში დაფრინავს, შესაბამისად, მოსაკრებელი ცოტაა. ქუთაისის ბაზა საერთოდაც იჯარით აქვთ აღებული და ალბათ მოსაკრებელს არც იხდიან. (ნუ თვითონ უწევთ შენახვა სამაგიეროდ, მაგრამ უღირთ სავარაუდოდ).

Posted by: wrangler7 17 Aug 2021, 12:04
ეხლა არ ვიცი როგორაა, 4-5 წლის უკან უკრაინაში რო დაფრინავდა, საჭმელ-სასმელიც უნდა გეყიდა

Posted by: spider77 17 Aug 2021, 14:47
QUOTE
1. ძალიან მჭიდროდ აქვთ განლაგებული სკამები, შესაბამისად ბევრ მგზავრს ატევენ ერთ რეისზე
2. იაფ ფასს არ მოყვება ბარგი, ცოტა ბარგი = ცოტა საწვავს.
3. არამთავარ აეროპორტებში დაფრინავს, შესაბამისად, მოსაკრებელი ცოტაა.

+100


გარდა ამისა, თუ იყიდება ერთ რეისზე 150 ბილეთი, პირობითად პირველი 50 ბილეთი იყიდება თვითღირებულებაზე იაფად, მეორე 50 თვითრირებულებაზე ცოტათი ძვირად, ხოლო მესამე 50 თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად და ა.შ.
ამასთან პირველი რამოდენიმე ბილეთი ძალიან იაფად იყიდება, ხოლო დარჩენილი ბოლო რამოდენიმე ადგილი ძვირად.

* * *

wrangler7
QUOTE
ეხლა არ ვიცი როგორაა, 4-5 წლის უკან უკრაინაში რო დაფრინავდა, საჭმელ-სასმელიც უნდა გეყიდა

ეგ არა მარტო 4-5 წლის წინ, ეხლაც ეგრეა და ყოველთვის ეგრე იყო ყველა დაბალბიუჯეტიანი კომპანიის თვითმფრინავებზე.
მხოლოდ 55 ლარი გადაიხადო და თან საჭმელიც გაჭამონ ეგრე სადაა, მაშინ გაფრინდი თურქიშით gigi.gif

Posted by: რეამინაცია 17 Aug 2021, 17:10
Ambitious_Person
QUOTE
ხო უსაფრთხოებას ვფულისხმობ


ევროკავშირში თუ დაფრინავხარ უსაფრთხოებაზე ვერ გააკეთებ ეკონომიას. უნდათ, არ უნდათ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. სხვა რაღაცეებზე აკეთებენ ეკონომიას. თვითმფრინავის აფრენა-დაჯენა არც ისე ძვირია.

Posted by: tvinikosa 24 Aug 2021, 08:36
რა მაინტერესებს ხელბარგის ჩანთა უნდა იყოს 40 30 20
და ჩემი ჩანთა არის 50 30 20

რამეს იტყვიან 10 სანტიმეტრზე ?


თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა და რა უთქვიათ

Posted by: poker 24 Aug 2021, 09:56
tvinikosa
10 სანტიმეტრი არაფერი არაა საერთოდ დაიკიდე

Posted by: tvinikosa 24 Aug 2021, 17:57
poker
QUOTE
10 სანტიმეტრი არაფერი არაა საერთოდ დაიკიდე

გაიხარე დავმშვიდი თორე ვფიქრობდი ჩანთის შეცვლას

Posted by: giorgixec1 5 Sep 2021, 19:19
ბილეთის ყიდვის და რეგისტრციის გავლის მერე რო ვაჭერ ჩასხდომის ბარათის ჩამოტვირთვას, იმ ჩამოტვირთულში წერია რო ეს არაა ჩასხდომის ბარათიო. ფრენა 20 დღეშია და მერე ხო არ გამოჩნდება ჩასხდომის ბარათ?

Posted by: tvinikosa 5 Sep 2021, 19:42
giorgixec1
QUOTE
ბილეთის ყიდვის და რეგისტრციის გავლის მერე რო ვაჭერ ჩასხდომის ბარათის ჩამოტვირთვას, იმ ჩამოტვირთულში წერია რო ეს არაა ჩასხდომის ბარათიო. ფრენა 20 დღეშია და მერე ხო არ გამოჩნდება ჩასხდომის ბარათ

შენი მონაცემები გაქ შევსებული პირადი ნომერი და სახელი გვარი და პასპორტის ნომერი?

Posted by: giorgixec1 5 Sep 2021, 19:45
tvinikosa
QUOTE
შენი მონაცემები გაქ შევსებული პირადი ნომერი და სახელი გვარი და პასპორტის ნომერი?

კი ყველაფერი


Posted by: webdesigner93 5 Sep 2021, 22:37
ნაყიდი მაქვს ბილეთი ბერლინის მიმართულებით ნოემბერში , შეიცვალა გეგმები და აღარ მივდივარ , ვერაფერს ვიზამ ხო ? ან თანხა რომ დავიბრუნო ( ნაწილი მაინც ) , ან მიმართულება და პერიოდი რომ შევცვალო , რამე გამოსავალი არსებობს თუ იცით ? მადლობა.

Posted by: levvani 6 Sep 2021, 13:15
webdesigner93
45 დღით ადრერ თუ მიწერ მარტივად არა თუმცა გარკვეული თანხის დამატებით გადაგიცვლიან

Posted by: webdesigner93 6 Sep 2021, 15:57
levvani
ჯერ ჯერობით არერალურ პირობებს მეუბნებიან , რომ გადამიცვალონ ბილეთი სასურველ თარიღებზე , 550 ლარს მთხოვენ და სულ ახლიდან რომ ვიყიდო ბილეთები , 400 ლარის გადახდა მომიწევს biggrin.gif

Posted by: giorgixec1 12 Sep 2021, 18:29
ვიზ ეარით ფრენის დროს ვაქცინირებულ ადამიანს მარტო აცრის ფურცელი ჭირდება თუ ტესტიც?

Posted by: techademy 12 Sep 2021, 19:05
giorgixec1
QUOTE
ვიზ ეარით ფრენის დროს ვაქცინირებულ ადამიანს მარტო აცრის ფურცელი ჭირდება თუ ტესტიც?

წესები ქვეყნებზეა ზოგადად დამოკიდებული და არა ავიახაზებზე, მე რამდენადაც ვიცი.
ჩემს შემთხვევაში "ან" ეწერა. ანუ ტესტი ან აცრა ან გადატანილი თუ გაქვს მაგისი დასტური. შესაბამისად მხოლოდ ერთი მათგანი დამჭირდა.

Posted by: belimbor 13 Sep 2021, 14:06
QUOTE
ბილეთის ყიდვის და რეგისტრციის გავლის მერე რო ვაჭერ ჩასხდომის ბარათის ჩამოტვირთვას, იმ ჩამოტვირთულში წერია რო ეს არაა ჩასხდომის ბარათიო. ფრენა 20 დღეშია და მერე ხო არ გამოჩნდება ჩასხდომის ბარათ?


ეს საკითხი არ ვიცი გაარკვიე თუ არა. Check-in-ს რომ გაივლი, მოგცემს კოდს, ქუთაისის აეროპორტს არ აქვს ელექტრონული რეგისტრაცია, შესაბამისად, აუცილებლად ადგილზე უნდა ამოგიბეჭდონ Boarding Pass(ჩასხდომის ბარათი). უკანა გზაზე დაგიგენერირებს ჩასხდომის ბარათს ჩვეულებრივად.(ნუ ალბათ იქაურ აეროპორტსაც გააჩნია).

Posted by: giorgixec1 14 Sep 2021, 05:06
techademy
დიდი მადლობა.

belimbor
ქუთაისიდან არა. სალონიკიდან მოვდივარ ქუთაისში მაგრამ მაინც არ მაძლევს ჩასხდომის ბარათს. აეროპორტში რომ მივალ იქ გავივლი რეგისტრაციას თავიდან და ამომიბეჭდავენ სავარაუდოდ

Posted by: ლუკატარ 15 Sep 2021, 13:07
giorgixec1
კორონას წესების გამო, ჯერ ტესტს ამოწმებენ აეროპორტში და მერე გაძლევენ ჩასხდომის ბარათს. მარტო ონლაინ რეგისტრაციით რომ არ "შეიპარო" თვითმფრინავში

Posted by: bently 17 Sep 2021, 07:50
რომის ბილეთები მქონდა ნაყიდი და რეისი გაუქმდა თანხის დაბრუნება მოვითხოვე და 72 საათში დაგიბრუნდებაო, არ ჩამრიცხვია თანხა, თუ გქონიათ მსგასი შემთხვევა რამდენ ხანში ჩაგერიცხათ თქვენ ?

Posted by: poker 22 Sep 2021, 20:20
ბილეთის შეცვლა მოსულა ვიზეარზე?

Posted by: ViPeR 8 Oct 2021, 18:15
გამარჯობა.ბაქოში მივფრინავ და რეგისტრაცია რო გავედი მიწერს არასწორია და რისი ბრალია ვერ გავიგე

Posted by: √‼‼VσÜ¥ 13 Oct 2021, 13:37
ჩასხდომის ბარათს არ მაძლევს კი მოვიდა მეილზე მარა აწერია არ არის ჩAსხდომის ბარათიო
შაბათს მაქვს ფრენა და ალბათ 48 საათით ადრე მომცემს? თუ რა ხდება იქნებ გამარკვიოს ვინმემ

Posted by: webdesigner93 13 Oct 2021, 16:23
√‼‼VσÜ¥
ჩასხდომის ბარათის აღება 48 საათით ადრე შეგეძლება , online check in გავლის შემდეგ.

Posted by: ZUR_I 14 Oct 2021, 21:53
5 საათით დაგვიანებული რეისის გამო არის შანსი რამე კომპენსაცია რომ მოვითხოვო ? მგონი 400 ევრო მეკუთვნის, ვინმეს გქონიათ მსგავსი გამოცდილება ? : D

Posted by: √‼‼VσÜ¥ 15 Oct 2021, 13:21
webdesigner93
არანაირი შეტყობინება არ მომსვლია ხვალ არის ფრენა არადა
რამე ნომერი ხომ არ იცი ქართულად რო საუბრობდნენ
გავიგო რა დედიმისისა უნდათ ამის გამო არ დამტოვონ შუა გზაში

Posted by: webdesigner93 15 Oct 2021, 13:23
√‼‼VσÜ¥
შედი საიტზე და გაიარე ჩექ ინი , ავტომატურად კი არ გააკეთებს. ახლა თუ არ იზამ , მერე აეროპორტში ფულს გადაგახდევინებენ მაგაში.

P.S. ნომერი ქართული არ ვიცი , მგონი არც აქვთ , უნგრეთის ფილიალის და ა.შ. საიტზევე უდევთ.

Posted by: დაუნახავი 25 Oct 2021, 13:04
ექაუნთზე მაქვს 1472 ლარი,გავყიდი 1000 ლარად

Posted by: გიორგი XII 30 Oct 2021, 21:27
ბილეთი მაქვს 32 კილოთი ნაყიდი
შემიძლია ეს 32 კილო დავშალო ორ ჩანთად თუ მაინცდამაინც ერთი უნდა გამოვტენო?

Posted by: gigaia55 31 Oct 2021, 17:11
გამარჯობათ. მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდ19 ის წესებიდან გამომდინარე საბერძნეთში ვიზიტი? ტურისტულად? 1 კვირით წავიდოდი ქუთაისიდან ორივე გზა საკმაოდ დაბალი ფასია

Posted by: westsider 31 Oct 2021, 17:38
დაუნახავი
ვერ გაყიდი
ყოველ ფრენაზე 1 ადგილი შენ თავსაც უნდა აუღო
ამიტომ რეალური ფასი მაგ ბალანსის 50% ია და მოაკელი მაგას გასაყიდი დაინტერესება და ეგაა

ანუ იყიდა ვინმემ 1000 ლარად და ყიდულობს 300 ლარის ბილეთს..300 ლარი შენც რო ჩაწერ შენ თავს იმის მოაკლდება კიდე

ვიზეირის ბალანსით არ მოსულა სხვებს უყიდო ბილეთი

Posted by: mGeLo777 31 Oct 2021, 18:02
gigaia55
ვერა ძმაო საბერძნნეთს და იტალიაშ ჩაკეტილი აქვს ჩვენთვის ტურისტული


Posted by: somnambuli 5 Nov 2021, 19:11
მაქვს დორტმუნდის 8ნოემბრის ბილეთი. შემიძლია სახელის და გვარის შეცვლა. იყიდება 300₾

Posted by: დაუნახავი 7 Nov 2021, 19:58
QUOTE (westsider @ 31 Oct 2021, 17:38 )
დაუნახავი
ვერ გაყიდი
ყოველ ფრენაზე 1 ადგილი შენ თავსაც უნდა აუღო
ამიტომ რეალური ფასი მაგ ბალანსის 50% ია და მოაკელი მაგას გასაყიდი დაინტერესება და ეგაა

ანუ იყიდა ვინმემ 1000 ლარად და ყიდულობს 300 ლარის ბილეთს..300 ლარი შენც რო ჩაწერ შენ თავს იმის მოაკლდება კიდე

ვიზეირის ბალანსით არ მოსულა სხვებს უყიდო ბილეთი

აპლიკაციაში ვსინჯე ეგ და ჩვეულებრივად გადადიოდა პროცესზე სხვას რო ვუყიდო,მეც ნაყიდი მქონდა და კოვიდის დროს დამიბრუნეს

Posted by: tvinikosa 10 Nov 2021, 10:06
გამარჯოვათ ბილეთი ვიყიდე 6 თვით ადრე და მიწერდა რომ 30 დღე რომ დარჩებოდა გაფრენამდე შემეძლო მონაცემების შევსება და ახლა არის 27 დღე დარჩენილი გაფრენამდე და არ მაძლევს უფლებას რომ შევავსო ჩემი მონაცემები და თვითფრინავში რა ადგილას დავჯდე.

ხომ არ იცით რამე შეიცვალა ონლაინ ჩეკინის გაკეთებაზე?

Posted by: Ostati 17 Nov 2021, 23:50
ვიზეარზე ჩეკინის, რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია: https://wp.me/p8fym3-3F3

user posted image

Posted by: tvinikosa 18 Nov 2021, 10:37
Ostati
QUOTE
ვიზეარზე ჩეკინის, რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია: https://wp.me/p8fym3-3F3

მადლობაააააააა

Posted by: SunsetLover 11 Feb 2022, 02:21
ძაან გაძვირებულია ბილეთები, პოლონეთშიც კი სასწაული ფასები აქვთ...

Posted by: jofrey07 20 Mar 2022, 21:44
ვინმემ თუ დაწვრილებით იცის, ვიზეარის ანგარიშზე არსებული თანხა როგორ უნდა დავიბრუნო (2 წლის წინ გაუქმდა ფრენა, 120% დამიბრუნა ვიზეარის ბალანსზე, ახლა ვადა გასდის და მინდა ჩემი გადახდილი 100% დავიბრუნო) დიდად მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: ZuchmetalaZ 11 Apr 2022, 04:06
გამარჯობა,
ე.ი. ესეთი სიტუაცია მაქვს.
იტალიაში წასასვლელად ჩემს მეუღლეს სჭირდება შენგენის ვიზა. საკონსულომ სხვადასხვა საბუთებთან ერთად მომთხოვა ავიაბილეთების ჯავშანი.
იტალიაში პირდაპირ ვინაიდან Wizzair დაფრინავს, გვიწევს ამ კომპანიით გაფრენა, მაგრამ ბილეთების უფასო დაჯავშნა მხოლოდ 48 საათით არის შესაძლებელი.
საკონსულოში საბუთების ჩასაბარებლად 19 აპრილს დაგვიბარეს და ვინაიდან 10 დღე სჭირდება მაქსიმუმ განაცხადის განხილვას Wizzairის 48 საათიანი ჯავშანი ვფიქრობ არ გამომადგება. იქნებ დამეხმაროთ რა გზით არის შესაძლებელი ბილეთების დაჯავშნა Wizzairზე ორი კვირით ან თუ არის შუამავალი კომპანიები რომლითაც იჯავშნება ბილეთები შენგენის ვიზისთვის? მირჩიეს Wizziar FlEXით ბილეთების შეძენა და შემდეგ გაუქმება, მაგრამ როგორც გავიგე მთლიან თანხას შემდეგ გაუქმების შემთხვევაში არ აბრუნებენ ბალანსზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე.

Posted by: Ambitious_Person 30 Apr 2022, 22:26
რა ჯანდაბამ გააძვირა ვიზიარზე ბილეთის ფასები?


გაარემონტეს ქუთაისის აეროპორტი და დაადეს ფასები თუ რა?

Posted by: donrobita 2 May 2022, 15:19
გაძვირებაცაა და გაძვირებაც
მინიმუმ 2 ჯერაა გაძვირებული ევროპისკენ ბილეთები, ყველა ქალაქში

Posted by: pankisa777 12 May 2022, 00:07
გამარჯობა მეგობრებო.საფრანგეთში მინდა გაფრენა მაისში ან ივნისის დასაწყისში.
რამე იაფი ვარიანტი ხომ არ გაქვთ.ბარგი არ მჭირდება

Posted by: Ambitious_Person 26 May 2022, 00:09
free carry on bag რა ზომის და წონის შეიძლება იყოს?
სპორტული ჩანთა გადის ამ კატეგორიაში ?
და კიდევ ლეპტოპის წაღება შეიძლება ხო?

Posted by: ზილფა 5 Jun 2022, 22:09
ხელბარგი (უფასო)
ნორმა: ბორტზე
მაქს. 10 კგ
40×30×20 სმ*

რავი, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, არც ზომავენ ზურგჩანთებს ქუთაისის აეროპორტშიო. მთავარია დასაშვებ კგ-ს არ გადააჭარბოსო.

Posted by: Ambitious_Person 5 Jun 2022, 22:32
ზილფა
ხელბარგის წონაა 10 კგ ? მეეჭვება
10 კგ არის კიდევ დმაატებით რომ იყიდი


/
georgian bus რომ არის ხალხნო , როგორც მივხვდი პირდაპირ არის ფრენის რეისებზე მიბმული
ღირს მაგათთვის ნდობა ?
მაგალითად 05: 15 ზე მაქვს ფრენა და ვტობუსს უწერია 02:00 ზე აეროპორტში იქნებაო

Posted by: ზილფა 5 Jun 2022, 22:40
ჰჰმ. საიტზე წერია 10 კგ. უფასო. https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/baggage

user posted image

კი, მიბმულია ფრენებზე. წამსვლელებისთვის და ჩამომსვლელებისთვისაც.

Posted by: Ambitious_Person 5 Jun 2022, 23:01
ზილფა
ვა ძლიან მაგარია


10 კგ სერიოზული შეღავათია

Posted by: ზილფა 5 Jun 2022, 23:23
პირველად გავდივარ ქვეყნიდან ივლისში, პრაღაში.
ჰოდა, რა მაინტერესებს.

რომ გავივლი ონლაინ რეგისტრაციას, ხომ ამოვბეჭდავ იმ ბორდინგ ქარდს და წარვადგენ აეროპორტში, და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც რომ მაქვს ნაყიდი, ტელეფონში, ვიზეარის აპლიკაციაში უნდა ვაჩვენო მესაზღვრეებს? :ჰმ: თუ როგორ ხდება ეგ ამბავი? :ჩაინიკივარ:

Posted by: Ambitious_Person 5 Jun 2022, 23:25
ზილფა
ვა ივლისში მეც ვიქნები პრაღაში 9-13


მემგონი ხლა რომ უვიზოა არ აქვს მნიშვნელობა უკან დასაბრუნებელ ბილეთს ,მარა ამობეჭდე მაინც შენი რა მიდის

Posted by: ზილფა 5 Jun 2022, 23:30
ვა, მაგარია, 10 ივლისს ვბრუნდები ქუთაისში , გვიანაა ფრენა და მთელი დღე თავისუფალი მაქვს. სად ჩერდები? თუ ვაოფებ თემას? ჩემითგავალ.

Posted by: Ambitious_Person 5 Jun 2022, 23:36
ზილფა
აა
მე 9ში ბუდაპეშტში მივფრინავ და იქედან გადავდივარ პრაღაში , 9 ში საღამოს გვიან ვიქნები პრაღაში

10 ში ღამე თუ მოფრინავ მოვასწრებთ სადმე გასვლას

QUOTE
სად ჩერდები?

Kasablanka apartments
პაწაწინა ოთახი ავიღე, მარტო ვმოგზაურობ


Posted by: takuniatako 5 Jun 2022, 23:52
პოლონეტს აქებენ ძალიან ვინც შემხვდა იქედან ჩამოსული ყველა კმაყოფილია და რა ვიცი აბა

Posted by: Ambitious_Person 6 Jun 2022, 00:01
takuniatako
მე ჩემს პოლონელ მეგობარს ვკითხე რჩევა , ჩამოვუთვალე და პოლონეთი არ მირჩია .თვითონ გამოცდილი მოგზაურია
თუმცა გააჩნია , მე ჯერ ნორჩი მოგზაური ვარ და თუ ბევრგან ხარ ნამყოფი პოლონეთიც რატომ არა


Posted by: UltraLiberali 6 Jun 2022, 20:04
takuniatako
ტაკუნია ტაკო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: oldgio 6 Jun 2022, 21:20
QUOTE (ზილფა @ 5 Jun 2022, 23:23 )
პირველად გავდივარ ქვეყნიდან ივლისში, პრაღაში.
ჰოდა, რა მაინტერესებს.

რომ გავივლი ონლაინ რეგისტრაციას, ხომ ამოვბეჭდავ იმ ბორდინგ ქარდს და წარვადგენ აეროპორტში, და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც რომ მაქვს ნაყიდი, ტელეფონში, ვიზეარის აპლიკაციაში უნდა ვაჩვენო მესაზღვრეებს? :ჰმ: თუ როგორ ხდება ეგ ამბავი? :ჩაინიკივარ:

ბორდინგ პასს-ის ჩვენება არ დაგჭირდება. ელ. ბილეთი ხომ გაქვს ამობეჭდილი, სადაც რეისები და დროები წერია შენი სახელ-გვარის მითითებით ორივე მიმართულებით...
ეს გეყოფა.
ბორდინგ პასი არის უშუალოდ ბორტზე მოსახვედრი ქაღალდი, სადაც ადგილია მონიშნული.

Posted by: Ambitious_Person 11 Jun 2022, 21:55
oldgio
ე.ი შეძენილი მაქვს Free carry On Bag 40X30X20

ხოდა მაინტერესებს თუ იცი ლეპტოპს და + ჩანთას ( ზურგჩანთები რომაა , დაახლოებით ზომაში სკოლის მოსწავლეებს რომ დააქვთ )
თუ ამატანინებენ ?
თუ ლეპტოპის ჩანთაც ცალკე გადის

Posted by: mGeLo777 15 Jun 2022, 14:56
ესენი მაგარი გაბანძდნენ გუშინაც გადიადო რეისი რომი ქუთაისი

Posted by: Fredo_Corleone 15 Jun 2022, 15:15
ვიზეარით რა მამგზავრებს
ჯერ ქუთაისამდე მაჩაქჩაქე 3 საათი, მერე იქიდან დაღლილი თბილისამდე
მერე იმაზე უნდა ვიფიქრო თარიღი არ შემიცვალონ ან რეისი არ გამიუქმონ, ამირიონ გეგმები.
თბილისიდან თურქიში იდეალურ up.gif სტამბულის აეროპორტში ყავას მოწრუპავ შეჭამ რამეს გაერთობი თან, იშოპინგებ.
თვითფრინავებიც ბევრად კომფურტულია, ფეხს გაშლი ადვილად, ვიზეარზე რო უნდა მოიკუნტო. ბარგი 20 კგც შედის ბილეთში :up

Posted by: ზილფა 15 Jun 2022, 19:25
ასე ხშირად ხდება რეისების გადადება? sad.gif((((
რა ფაქია. :|||||

ჰო , მაგრამ იაფი რომაა, რა გინდა რომ ქნა. :/

Posted by: mGeLo777 15 Jun 2022, 20:22
QUOTE
ჰო , მაგრამ იაფი რომაა, რა გინდა რომ ქნა. :/

აღარ არის იაფი

მაგარი გააძვირეს რეისები


Posted by: Fredo_Corleone 15 Jun 2022, 20:39
QUOTE
ჰო , მაგრამ იაფი რომაა, რა გინდა რომ ქნა. :/

ერთადერთი ეგ პლიუსი ქონდა და ეგეც აღარ აქვს biggrin.gif გაძვირდა საკმაოდ

Posted by: Ambitious_Person 15 Jun 2022, 23:16
Fredo_Corleone
ეგრეა ,
ისე მეგობრებმა მითხრეს კარგი აეროპორტიაო ქუთაისის

კარგი იქნება მეტი მიმართულებები დაამატონ
თბილისის აეროპორტში რომ ვარ ვხედავ რა მოკრძალებული ფრენები აქვს


Posted by: Melanie_Pain 3 Jul 2022, 23:47
Ambitious_Person
QUOTE
კარგი იქნება მეტი მიმართულებები დაამატონ

რამდენადაც ვიცი ამატებენ, მგონი უკვე დაამატეს ერთი თვითმფრინავი

Posted by: nikato-nikato 5 Jul 2022, 14:03
აუ რა მაინტერესებს.
20კგიანი ბარგი მაქ ნაყიდი ვიზეარის რეისზე და ზომებზე რო ბურღავდნენ ტვინს ჩემოდნისაზე... მაგ 20 კილოიანსაც ეხება? და რაღაც სიგრძე-სიგამეში უნდა ჩავატიო?

Posted by: ლოთი 5 Jul 2022, 16:36
ევროპის მიმართულებით ყველაზე იაფი რა ბილეთები აქვთ?

ადრე მილანი რომ იყო 20 ევროდ, ეგენი არის კიდევ?

Posted by: gigaia55 11 Jul 2022, 12:15
ბოლოსდაბოლოს რა ვქნა არ ვიცი, 30 მაისს გამიუქმდა ფრენა ბარსელონა ქუტაისი, არც ცხელ ხაზს პასუხობენ , ბერც ბილეთის საფასური დავიბრუნე კომპესაციაზე რომ ლაპარაკი ზედმეტია რადგან მაგათ გამო სხვა კომნპანიით ვისარგებლე და 4 ჯერ მეტი დავხარჯე, ბილეთის დაბრუნებას რომ ვცდილობდი ვეღარ ვირჩევდი ბოლო ეტაპზე ჩამქრალი იყო დასაკლიკი, ვისაც გაგიუქმდათ რა ისტორიები გააქვთ?

Posted by: Ambitious_Person 11 Jul 2022, 21:07
ვიზეარმა რაც იკადრა აბუ დაბიდან ქუთეისისკენ ფრენაზე ვერ წარმომედგინა თუ არსებობდა მსგავსი კადრება
აგერ მესიჯს ავტვირთავ
user posted image


ჯერ ხომ მთელი ღამე ველოდე ფრენას , მერე ორი საათით ადრე მოიწერეს გადავადაო შუადღემდე , მერე მოიწერეს ვაბშე შემდეგ დღეს იქნებაო და ბოლოს გაამრტული მუშაობის წყალობით აღდგა ფრენაო ნუ ნერვიულობთო

ყველაზე მტავარი მან დროის შუალედებია , 40 წუთის დაგვიანებით მოიწერეს აღდგაო , ხალხი წავიდა სახლებში
თან მეც და ბევრიც დუბაიდან ვიყავით ჩამოსულები და ორი საათის გზა კია ,
არ ვიცი რა იმედით დავღცი აეროპორტში თუმცა რომ წავსულიყავი ფრენას ვეღარ მივაწსრებდი

Posted by: ItsMeMario 22 Jul 2022, 02:37
სალამი ყველას, ბილეთები მაქვს შეძენილი, ფრენამდე 2 თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ვეღარ მივდივარ, რა შეიძლება გავაკეთო ან როგორ უნდა მოვიქცე რომ თანხა დავიბრუნო?

წარმოდგენა არ მაქვს და შეიძლება იდიოტობასაც ვკითხულობდე. არ დაიზაროთ, ვინც იცით, დაწერეთ გთხოვთ.


Posted by: kaxa__01 22 Jul 2022, 17:44
2 კვირით რო რემონტს აპირებენ, მაგ დროს ვისაც გვაქვს ფრენები, რას გვიპირიბენ? ფულს გვიბრუნებენ თუ სხვა აეროპორტიდან გაუშვებენ ფრენებს? არის რამე ინფორმაცია?

Posted by: AnneSh 22 Jul 2022, 18:56
ItsMeMario
მე არასდროს გამიკეთებია და ზუსტად ვერ აღგიწერ, მარა როგორც ვიცი რაღაც მოთხოვნა უნდა გააგზავნო და ჯერ ვიზეარის ექაუნთზე დაგიბრუნდება და მერე კიდე უნდა მოითხოვო ბარათზე რო დაგიჯდეს, ეს ლინკი სავარაუდოდ გამოგადგება ბოლოს https://wizzair.com/en-gb/wizz-credit-conversion-request?fbclid=IwAR0h4n0mF9aIJr2uDRVgJ3X76-xaBRGTefH2LKBIPgQNoq3MakJ5C46JOnM

kaxa__01
ჯერ ისევ არკვევენ

Posted by: ItsMeMario 22 Jul 2022, 19:15
AnneSh
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს მოთხოვნა როგორ ან საიდან უნდა გავაგზავნო ვერსად ვერ ვნახე.

Posted by: kaxa__01 22 Jul 2022, 19:29
AnneSh
QUOTE
ჯერ ისევ არკვევენ

მეილი მომივიდა ეხლა ვიზეარიდან, გაფრენის დრო შეიცვლაო, შუადღის მაგივრად საღამოს 10 ზე გადამიწიეს ფრენა და საიდან მივფრინავ, მაგაზე არაფერი უთქვიათ biggrin.gif

Posted by: ItsMeMario 22 Jul 2022, 23:21
ვინმემ თუ იცით როგორ ან საიდან შეიძლება მოთხოვნა გავაგზავნო და გამიზიარებთ, დიდ მადლობას გეტყვით. yes.gif

Posted by: AnneSh 25 Jul 2022, 18:12
kaxa__01
user posted image

გამიხარდა, იძულებული ვიყავი თორე ძაან მეზარებოდა ქუთაისიდან წასვლა :დ

Posted by: kaxa__01 25 Jul 2022, 20:27
QUOTE (AnneSh @ 25 Jul 2022, 18:12 )
kaxa__01
user posted image

გამიხარდა, იძულებული ვიყავი თორე ძაან მეზარებოდა ქუთაისიდან წასვლა :დ

მადლობა, რა კარგი ნიუსია


დარჩნენ თბილისში ვაფშე lol.gif

Posted by: ItsMeMario 25 Jul 2022, 20:38
QUOTE (AnneSh @ 25 Jul 2022, 18:12 )
kaxa__01
user posted image

გამიხარდა, იძულებული ვიყავი თორე ძაან მეზარებოდა ქუთაისიდან წასვლა :დ

სადმე არის ინფორმაცია როდიდან იწყება სარემონტო სამუშაოები?

Posted by: Almasi7 25 Jul 2022, 20:41
მაგარი დასხმა მიდის ვიზიარზე საიტზე ყოველი პოსტი ამათი გინებაა, ბევრ ფრენებს აუქმებენო და კომპენსაციას არ იხდიანო
რის გამო ხდება ეს გაუქმებები საინტერესოა...

Posted by: AnneSh 25 Jul 2022, 20:46
QUOTE (kaxa__01 @ 25 Jul 2022, 20:27 )
დარჩნენ თბილისში ვაფშე  lol.gif

ეჰ, ნეტა :დდდ


ItsMeMario
10-დან 24 ოქტომბრამდე

Posted by: Ambitious_Person 25 Jul 2022, 22:25
QUOTE
10-დან 24 ოქტომბრამდე

რა მთავრდება ამ ქვეყანაში დროულად რომ ეგ რეაბილიტაცია ორ კვირაში ჩატიონ ?

ისე შეიძლება გააძვირონ მაგ პერიოდის ფრენები
გააჩნია რა ფასად დაუთმო თბილისის აეროპორტის ფრენები

Posted by: ItsMeMario 25 Jul 2022, 23:03
ბილეთები არავის დაგიბრუნებიათ? როგორ დავაბრუნო მაქსიმალურად რომ აანაზღაურონ?

Posted by: belimbor 26 Jul 2022, 10:34
QUOTE
ბილეთები არავის დაგიბრუნებიათ? როგორ დავაბრუნო მაქსიმალურად რომ აანაზღაურონ?


თუ ფლექსი არ გაქვს ნაყიდი, ჩათვალე იმაზე მეტს მოგთხოვენ დაბრუნებაში, ვიდრე გადახდილი გაქვს.

Posted by: Almasi7 26 Jul 2022, 10:36
QUOTE (belimbor @ 26 Jul 2022, 10:34 )
QUOTE
ბილეთები არავის დაგიბრუნებიათ? როგორ დავაბრუნო მაქსიმალურად რომ აანაზღაურონ?


თუ ფლექსი არ გაქვს ნაყიდი, ჩათვალე იმაზე მეტს მოგთხოვენ დაბრუნებაში, ვიდრე გადახდილი გაქვს.

ეგ ფლექსიც კაი ##ობაა. დავაბრუნე მაგით ადრე და ვიზაირის ექაუნთზე დამიჯდა და თურმე 3 თვე მქონდა რომ გამომეყენებინა და მერე განულდა

Posted by: ItsMeMario 26 Jul 2022, 15:01
QUOTE (belimbor @ 26 Jul 2022, 10:34 )
QUOTE
ბილეთები არავის დაგიბრუნებიათ? როგორ დავაბრუნო მაქსიმალურად რომ აანაზღაურონ?


თუ ფლექსი არ გაქვს ნაყიდი, ჩათვალე იმაზე მეტს მოგთხოვენ დაბრუნებაში, ვიდრე გადახდილი გაქვს.

1380 ლარიდან 604 ლარს აბრუნებს და ისიც კრედიტების სახით. lol.gif lol.gif

Posted by: Melanie_Pain 26 Jul 2022, 16:48
ItsMeMario
QUOTE
1380 ლარიდან 604 ლარს აბრუნებს და ისიც კრედიტების სახით. lol.gif lol.gif


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ItsMeMario 30 Jul 2022, 22:24
QUOTE (AnneSh @ 22 Jul 2022, 18:56 )
ItsMeMario
მე არასდროს გამიკეთებია და ზუსტად ვერ აღგიწერ, მარა როგორც ვიცი რაღაც მოთხოვნა უნდა გააგზავნო და ჯერ ვიზეარის ექაუნთზე დაგიბრუნდება და მერე კიდე უნდა მოითხოვო ბარათზე რო დაგიჯდეს, ეს ლინკი სავარაუდოდ გამოგადგება ბოლოს https://wizzair.com/en-gb/wizz-credit-conversion-request?fbclid=IwAR0h4n0mF9aIJr2uDRVgJ3X76-xaBRGTefH2LKBIPgQNoq3MakJ5C46JOnM

kaxa__01
ჯერ ისევ არკვევენ

გამარჯობა, კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ, დამიბრუნეს თანხა კრედიტების სახით და ამ ლინკზე რომ ვიყენებ მონიჭებული კოდით (თანხის საბანკო ბარათზე დასაბრუნებლად) "Booking not eligible for refund" წერს და ზუსტად იცით რომ ამ ლინკზე პროცედურით კონვერტირდება კრედიტები რეალურ თანხაზე?

Posted by: ZMZ 2 Aug 2022, 13:47
მეგობრებო, მაინტერესებს, ქუთაისის აეროპორტთან თუ დაგიტოვებიათ ავტომობილი უფასოდ, სადმე, ფასიანი პარკინგის გარდა ,,მადლობა

Posted by: somnambuli 3 Aug 2022, 11:01
ZMZ
გზის პირზე თU მიაგდებ -ეგაა. სხვა ვარიანტი არაა მანდ უფასო.

Posted by: Melanie_Pain 10 Aug 2022, 15:22
ვიზ ეარმა დუბაიდან რუსეთის მიმართულებით ფრენები არადგინა და ჩემი აზრით საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამათთან აღარ დავჯავშნოთ ფრენა.
უპრინციპო კომპანია down1.gif

Posted by: Ambitious_Person 10 Aug 2022, 21:15
Melanie_Pain
ბევრი რუსია დუბაიში
მაფრა ის ვერ გავიგე ,ფული აქვთ საკმარისი რომ ბიუჯეტურით არ იფრინონ და რაში არგიათ ?

Posted by: Melanie_Pain 15 Aug 2022, 15:20
Ambitious_Person
QUOTE
ბევრი რუსია დუბაიში


ანუ ეხლა ეს ქმედების გასამართლებლად დაწერე?

Posted by: Trump 15 Aug 2022, 16:11
Melanie_Pain

ცუდია მართლა,მაგრამ ორბანისგან არცაა გასაკვირი
დიდი ხანია (აპრილიდან მგონი) უკვე რაც რუსები, ჩერეზ დუბაი დაფრინავენ ყველგან
საკუთარ ქვეყანაში, რუსულად ვთარგმნეთ ყველა რესტორნის მენიუ, ლამის რუსული პირველი ენა გვაქვს და ვიზეარი გავაპროტესტოთ?smile.gif

Posted by: Melanie_Pain 15 Aug 2022, 17:12
Trump
მე პირადად არჩევნებზე და აქციებზე სიარულითაც ვაპროტესტებ

Posted by: davit_arsenal 17 Aug 2022, 18:36
თბილისიდანაც იწყებენ ხო მგონი ესენი ფრენას

Posted by: gordas 20 Aug 2022, 16:07
კაი ჩანთა სად დავითრიო, ცოტა ტევადიც რომ იყოს, ვიზ ეარის ხელბარგშის ზომებშიც რომ ჩაჯდეს?

Posted by: bronk 23 Aug 2022, 17:51
ესპანიოლაში მინდა წასვლა და მირჩევთ ვიზიარს? ორმხრივი ბილეთის გაგრძელებეა/გადატანა/გაუქმება შეიძლება? და ჯავშანს წინასწარ ვიხდი მთლიანად?

Posted by: Hunter2 28 Aug 2022, 12:53
ვიზაირის ბილეთი ავტობუსის ტრანსპორტირებით ვინმეს გიყიდიათ? თბილისი - ქუთაისის აღება მინდა და კარგი ავტობუსებია?

Posted by: M3llo 28 Aug 2022, 13:27
კომენტარებს ვაგროვებ ....




!!!!!

Posted by: ფაშისტი 1 Sep 2022, 13:40
Hunter2
მე ვიმგზავრე შარშან და არაჩვეულებრივად მახსენდება..

Posted by: Ambitious_Person 3 Sep 2022, 07:56
Hunter2
საკმაოდ კარგი ავტობუსია Georgian bus


Posted by: Katutu 5 Sep 2022, 12:08
ხალხო
ფრენა დავაქენსელე ვიზეარზე
ფული დამიჯდა ვიზეარის ანგარიშზე მაგრამ ვერ გამომაქვს იქიდან
როგორ გამოვიტანო??
საფორთს ვერ ვუკავშირდები
* * *
გუგლი გადავატრიალე და ძალიან ბევრს ჰქონია ეს პრობლემა
კარტაზე არ აბრუნებენ და სვამენ ვიზეარის ანგარიშზე რომ ისევ ბილეთი შეიძინო
არ მინდა ბილეთი, ბარათზე მინდა დავაბრუნო და არ ბრუნდება არანაირად
საფორთის ნომერი ფასიანია (მხოლოდ ნომერი აქვთ მითითებული) და ერთი ბილეთის ფასი მგონი მანდ დარეკვა დამიჯდება facepalm.gif
1კ-დან ჯერ ნახევარი დამიჯდა და ისიც ვერ გამომაქვს
ხელპ sad.gif

Posted by: ItsMeMario 5 Sep 2022, 12:44
Katutu
ვერ გამოიტან. თანხას აბრუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თვითონვე გააუქმეს ფრენა (ამ შემთხვევაშიც Wizz Credit_ების სახით ჯდება ბალანასზე, მაგრამ 120%_იანი ოდენობით და ისევ ამათთან. შემდეგ შეგიძლია განაღდება ანუ თანხის ბარათზე გადატანა).

საფორთს თუ დაურეკავ შეიძლება 100 ევრომდე (ან ზემოთ) ახვიდე საუბარში.

ერთი ვარიანტი გაქვს ბილეთი იყიდო და გაყიდო (მაგრამ თავიდანვე იმაზე უნდა იყიდო ვინც ყიდულობს შენგან ბილეთს, სხვა შემთხვევაში გადაფორმება დასჭირდება და 50 ევრო ღირს).

1380 ლარიდან 800 ლარი დავკარგე და დანარჩენი კრედიტებად "შემახმა". up.gif

Posted by: Katutu 5 Sep 2022, 12:59
ItsMeMario
შიგ ხომ არ აქვთ, უკაცრავად
ეს რანაირი თანხის დაბრუნების პოლიტიკაა??
კანონიერია საერთოდ?!

Posted by: ItsMeMario 5 Sep 2022, 13:03
Katutu
ამათ ასე აქვთ და კანონზე რა გითხრა, ასეთი ბანძი და არასამართლიანი მომსახურება იშვიათია. თუ დაჯავშნე ამათთან, მორჩა, ამათი ხარ. up.gif

Posted by: Katutu 5 Sep 2022, 13:08
ItsMeMario
აქამდე მეკითხა რა დებილი ვარ facepalm.gif
ამ თანხის იმედზე ვიყავი ახლა და თურმე რას ჩალიჩობენ ეს უნამუსოები

Posted by: Katutu 7 Sep 2022, 15:51
ItsMeMario
დავუშვათ დავუკავშირდი საფორთს, მაინც არ აქვს აზრი?
ჰაერივით მჭირდება ახლა ეს თანხა facepalm.gif
ან რავი რამეს ვერ დავჯავშნი ბუქინგზე ან სადმე სასტუმროს მაინც საქართველოში? ბილეთის ყიდვის გარდა როგორმე შეიძლება გამოყენება??

დავუკავშირდი თიბისი ბანკს და ავუხსენი სიტუაცია, ვთხოვე ოპერატორს ტრანზაქციის გაუქმება ან იმ თანხის დაბრუნება მაინც რაც ვიზეარმა ამისახა კრედიტში
თავად ოპერატორმაც არ იცოდა რომ თურმე ასე ხდება ვიზეარზე, მადლობაც გადამიხადა რომ ეს ინფო მივაწოდე
შევიდა მდგომარეობაში და თავადაც შეწუხდა ამ ფაქტით facepalm.gif
მაქსიმუმ სამ სამუშაო დღეში ველოდები პასუხს, მითხრა შეიძლება მიმოწერებიც მოითხოვონ, ინვოისები და ა.შ. მეთქი ნოუ პრობლემ მოგაწვდით ყველაფერს
მოკლედ ველოდები პასუხს

Posted by: belimbor 7 Sep 2022, 17:32
QUOTE
შიგ ხომ არ აქვთ, უკაცრავად
ეს რანაირი თანხის დაბრუნების პოლიტიკაა??
კანონიერია საერთოდ?!


საიტზეც უწერიათ სამწუხაროდ, რომ დაბრუნება მარტო WIZZ account-ზე ხდება. ეს რა თქმა უნდა, თუ თვითონ არ გააუქმეს(მაშინ არჩევანის საშუალება გაქვს). კიდევ გაგიმართლა, ალბათ FLEX გქონდა ნაყიდი თორემ იაფიან ბილეთის დაბრუნებაზე იმხელა საკომისიო აქვთ, ზოგჯერ აქეთ გაქვს ფული მისატანი biggrin.gif

Posted by: ItsMeMario 7 Sep 2022, 17:43
Katutu
რამდენი ხნის შეძენილია ბილეთები? ანუ მანდ როგორც კი დასტურდება შემდეგ აღარ აბრუნებენ. დასტურის შესახებ ვიზ ეარიდან მოდის მეილი და ეს ნახე თუ მოსულია.

ისედაც დაელოდები ამ 3 დღის გასვლას, იქნებ გაგიმართლოს. bis.gif

პ.ს. საფორთთან თანხის 80%-ს (ან მეტს) ექვივალენტს დახარჯავ საუბრის ტარიფში და შეიძლება საერთოდ არაფერი ქნან. მეც ასე ვიყავი და რაც რამე ვთქვი ამათზე სანთელს ვანთებ ხოლმე ყველაფერი რომ აუსრულდეთ. up.gif







Posted by: Katutu 7 Sep 2022, 21:17
QUOTE (belimbor)
საიტზეც უწერიათ სამწუხაროდ, რომ დაბრუნება მარტო WIZZ account-ზე ხდება. ეს რა თქმა უნდა, თუ თვითონ არ გააუქმეს(მაშინ არჩევანის საშუალება გაქვს)

სამწუხაროდ გვიან გავიგე ეს
რომ დამიწერა ვიზ ექაუნთზე დაბრუნდებაო, მეგონა ჩვეულებრივ შევძლებდი გატანას ბარათზე
ვერც კი წარმომედგინა რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა საერთოდ
ვის გაუგია, ბარათით იხდი თანხას და უკან არ გიბრუნდება

QUOTE (ItsMeMario)
რამდენი ხნის შეძენილია ბილეთები?

ბილეთები ივნისშია შეძენილი, ფრენა 3 ოქტომბერს იყო და გაფრენამდე ერთი თვით ადრე დავაქენსელე, 30 აგვისტოს და მაინც ნახევარი ამახიეს
ჯერ ესაა მარაზმი და მერე ამ ნახევარსაც არ გირიცხავენ biggrin.gif ცხოვრებAში პირველად წავაწყდი მსგავს უნამუსობას

საფორთზე დავრეკე 7 წუთში 10 ლარი ამეხა და დავიკიდე, ვერც მოვხვდი ოპერატორთან
ფბზე ბოტი ჰყავთ დაყენებული და შანსი არ არისო დაბრუნების მოკლედ, უწერიათ თანხის დაბრუნების პოლიტიკაში
მერე ვიზეარის ფბზე კომენტარებს ჩამოვუყევი, ძალიან ბევრს ჰქონდა ეს პრობლემა, შემდეგ გადავაწყდი ერთ კომენტარს, ვიღაც წერდა მასტერქარდით თუ გაქვთ შეძენილი და დაქენსელებული, ბანკი დაგეხმარებათ თანხის დაბრუნებაშიო
მე კი ვიზას ბარათი მაქვს, თუმცა მაინც ვიფიქრე, მაინც რაღა მაქვს დასაკარგი, მოდი ბანკს დავუკავშირდები თქო
ვიცი რომ შეუძლიათ ზოგადად ტრანზაქციის გაუქმება ხოლმე საკმარისი საფუძველი თუა
საკმაო ხანი ველაპარაკე ოპერატორს მთელი ისტორია მოვუყევი, ჯერ შოკში იყო ეს რანაირადო თანხა არ ბრუნდებაო ბარათზეო
მეთქი აი ასე ჩემო კარგო, აწი შენც იცოდე რომ თუ დააქენსელებ არაფერსაც არ დაგიბრუნებენ და დაგიტოვებენ კრედიტებში საიტზე მარტო
ვააააოოო დიდი მადლობა რომ მითხარიო არ ვიცოდიო
მოკლედ ვნახოთ, დიდი იმედი არ მაქვს დაბრუნების თუმცა იქნება მოხდეს სასწაული
ჩემნაირი ქეისი პირველად ჰქონდათ

Posted by: ItsMeMario 7 Sep 2022, 21:30
Katutu
დიდი ხანია გასული. თიბისიმ, ფაქტობრივად, უნდა წაართვას - ეგ დაბრუნება აღარ არის. მასტერქარდის ამბავი ზღაპარია. ნახევარზე მეტს აგახევდნენ ნუ იტყუები. biggrin.gif

Wizz Flex უნდა იყიდო ამათთან. უცებ რომ შეგეცვალოს გეგმა, თანხის სრულად დაბრუნებაზე პრობლემა არ გექნება. მე მწარე გაკვეთილით მასწავლეს ეს და ყველას გადავცემ ვისზეც შემიძლია. old.gif

1380 ლარი მქონდა გადახდილი და 605 ლარის ექვივალენტის ვიზ კრედიტები დამისვეს ვიზ ეარის ანგარიშზე (ანუ ეს თანხაც "ამოისვიო", ვერ გამომაქვს ვერანაირად ისევ ამათთან უნდა დავხარჯო). drug.gif

Posted by: Katutu 7 Sep 2022, 21:44
ItsMeMario
დიდი ხანი კია გასული მაგრამ ვინ ვის წაართვა საკითხავია biggrin.gif
840 გადავიხადე, კიდე გადავცვალე უკანა გზა, 126 ზევიდან დავამატე და 481 დამიბრუნდა კრედიტში biggrin.gif

QUOTE
Wizz Flex უნდა იყიდო ამათთან

ვიზ ფლექსი კი არა პრინციპულად აღარ გავეკარები ამ კანტორას biggrin.gif ისე მომეშალა ნერვები
ეს თანხა მჭირდებოდა ახლა ჰ ა ე რ ი ვ ი თ

Posted by: ItsMeMario 7 Sep 2022, 21:55
Katutu
სულ თავიდან ვერც წარმოვიდგენდი 3 თვით ადრე ბილეთს ვერ დავაბრუნებდი, მაგრამ ერთი დაგუგვლა საკმარისი აღმოჩნდა თვალებიდან სისხლი წამომსვლოდა. drug.gif

Posted by: Katutu 7 Sep 2022, 22:16
ItsMeMario
ჰომ...
არადა სანამ რამეს ვაკეთემ ხუთი საუკუნე რისერჩი მაქვს ხოლმე
აქ რა მომივიდა არ ვიცი, თავიდანვე რომ არ შევამოწმე
ძალიან აჟიტირებული ვიყავი facepalm.gif
ახლა კი გადავხედე რევიუებს, ყველაზე დიდი 1.5 ვარსკვლავი აქვთ biggrin.gif

Posted by: Cypher 14 Sep 2022, 22:40
რაინეარზე ოდნავ უკეთესი კომპანიაა, შეიძლება იგივე დონისაც კი

Posted by: Almasi7 14 Sep 2022, 22:47
ItsMeMario


QUOTE
Wizz Flex უნდა იყიდო ამათთან. უცებ რომ შეგეცვალოს გეგმა, თანხის სრულად დაბრუნებაზე პრობლემა არ გექნება. მე მწარე გაკვეთილით მასწავლეს ეს და ყველას გადავცემ ვისზეც შემიძლია.

მაგით ვიზაირის ანგარიშზე გიჯდება თანხა და ბარათზე როგორ გადმოგაქვს?

Posted by: ItsMeMario 21 Sep 2022, 22:24
Almasi7
აკონვერტირებ. 120% კრედიტების თუ დაჯდება (ანუ ფრენა გააუქმა კომპანიამ თვითონ) ამ შემთხვევაში შესაძლებელია გადააქციო ფულად ერთეულად ეს ვიზ კრედიტები და გაიტანო ბარათზე.

პ.ს. პოლონეთის მიმართულებით ვყიდი ორ ბილეთს ვისაც უნდა, ფრენა იქნება თბილისიდან 11 ოქტომბერს - მიმდინარე ფასი არის 850 ლარამდე 1 კაცზე, მე ვყიდი ორ კაცზე 600 ლარად (გეგმები შეიცვალა).

Posted by: Sex Pistols 29 Sep 2022, 04:49
გამარჯობა. 2023 წლის მაისში მინდა მიუნხენში მგზავრობა. როდის სჯობს ბილეთის შეძენა?

Posted by: ItsMeMario 29 Sep 2022, 09:17
Sex Pistols
გამარჯობა, 2023 წელს, წლის დასაწყისში.

Posted by: Sex Pistols 5 Oct 2022, 02:43
ItsMeMario
მადლობა jump.gif

Posted by: J0EL 10 Oct 2022, 19:01
გამარჯობათ ფორუმელებო..კვირას ვაპირებ შევიძინო ჩემი ექაუნთით ( wizzair ) ბილეთი...
ვისაც გაქვთ გამოცდილება დამეხმარეთ..პირადში მომწერეთ

Posted by: ItsMeMario 10 Oct 2022, 19:03
J0EL
რაიმე კითხვა თუ გაქვთ დაწერეთ აქ და დაგეხმარებით. ადვილია.

Posted by: J0EL 10 Oct 2022, 19:13
ItsMeMario

ეხლა დავრეგისტრირდი.ბარათს ვერ ვაბამ არ ვიცი როგორ ხდება smile.gif ჩექინი მეილზე რამდენ ხანში მოდის და ასე
შEმდეგ..რამე არ გამომრჩეს smile.gif როგორც ჩანს იცი და ნაყიდიც გექნება..თუ გცალია ნომერი მომწერე პირადში დაგირეკავ
* * *
მე ჩემი 3 წლის შვილი და მეუღლე ვაპირებთ გამგზავრბას ...თუ დიდ დროს არ საჭიროებს ..პირადში ნომერი მომწერეთ დაგირეკავთ...

Posted by: J0EL 12 Oct 2022, 18:11
ძაან მარტივიაიო და ვინც იცით მასწაცლეთ ან თუ ასეთი დიდი დრო უნდა iD. passwords მოგწერთ და თქვენ მიყიდეთ ..ვინმე არ ხართ ამხელა ფორუმზე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ras_al_Ghul 14 Oct 2022, 20:08
სალამი სასტავ

6 კაცზე მაქვს ბილეთები დაჯავშნილი. როგორც ვიცი 48 საათით ადრე იხსნება ონლაინ ჩექინი.

თუ არის შესაძლებელი ამ 6 ჯავშნიდან 2 კაცზე ადგილები ვიყიდო და დანარჩენი 4 როცა იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ჩექინი მაშინ გავატარო (ანუ 2 კაცი მინდა რო ერთად დაჯდეს, დანარჩენი 4 რენდომზე რაც იქნება)

თუ გქონიათ გამოცდილება?

Posted by: ORIONI 23 Oct 2022, 18:00
მგონი ვიზეარმა ფრენა გააუქმა. როგორ უნდა მოვიქცე? სასტუმროს საქმეც მიფუჭდება და კონცერტის ბილეთებიც, მაგ ფასად და მაგ დროს როგორღა ჩავალ? რა პონტია, ასეთი არ გამიგია

რა გამოცდილება გაქვთ ასეთ შემთხვევაზე?

Posted by: Ras_al_Ghul 31 Oct 2022, 09:59
ORIONI
არ არის ეგ შეტყობინება გაუქმების შესახებ, უბრალოდ შეიცვალა ფრენის დეტალები.

საიდან სად მიფრინავთ?

Posted by: ORIONI 31 Oct 2022, 17:41
Ras_al_Ghul
ქუთაისი ვილნიუსი.
დღეს მომწერეს.
გაუქმდა ფრენა და შემდეგ რეისზე გადაგსვით ავტომატურადო.
რა ჯანდაბად მინდა, სასტუმროს ვეღარ ვემთხვევი sad.gif

Posted by: DAIVERI 13 Dec 2022, 16:21
გამარჯობა
ერევნიდან მივფრინავ მილანში და თუ იცით მანქანით რო ჩავიდე ერევანში მერე გაფრენაზე პრობლემა ხომ არ მექნება?
რადგან მანქანით ვიქნები შესული და უმანქანოდ გავდივარ.
ზოგ ქვეყანას ვიცი რომ შეზღუდვა აქვს მაგაზე

Posted by: crystalmen 18 Dec 2022, 03:29
ეხლა რა ხდება ვიყიდეთ ბულეთები ადგილები არ აგვირჩევია ავტომატურად მინიჭებას დავაწკაპეთ, ეხლა რომ შევდივარ დასაჯავშნად ვიზეარზე და ჩექინის გაკეთებას ვაწვები 78 ლარს მთხოვს და რა ხდება რისას მთხოვს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: SantaClausj 27 Dec 2022, 02:12
ბოდიში, ისევ ავტობუსებით დაფრინავს თუ შეიცვალა რამე ?

Posted by: ORIONI 31 Dec 2022, 22:47
მეორეჯერ შემიცვალეს რეისი. ამათ მოვუტყან დედის ტრაკი

Posted by: Fredo_Corleone 1 Jan 2023, 10:45
ORIONI
რამდენიმე საათით შეცვალეს თუ დღით?.........................

Posted by: Hunter2 1 Jan 2023, 21:09
ვინმეს self-transfer გაგიკეთებიათ ევროპაში?
საბერძნეთში მინდა რომ ვიზეირით გავფრინდე და იქიდან მერე ჩემით გადავჯდე სხვა რეისზე. სასტუმრო რომ არ დავჯავშნო საბერძნეთში რამე პრობლემა შემექმნება?

Posted by: gordas 2 Jan 2023, 20:37
ევროპაში ერთმხრივი ბილეთით გამიშვებენ? შეიძლება 1 კვირა დავრჩე შეიძლება 1 თვე და ზუსტად არ ვიცი ჯერ და მაგიტომ ვკითხულობ

Posted by: Almasi7 2 Jan 2023, 21:09
gordas
არამგონია, ფლექსი უნდა იყიდო და თუ რამეა გადაცვლი

Posted by: ORIONI 3 Jan 2023, 17:20
Fredo_Corleone
ჯერ ერთი დღით ჩააჩოჩეს წასვლა-წამოსვლა, სასტუმრო ძლივს გადავჯავშნე. მერე კიდევ ერთი დღით გადაწიეს წამოსვლა. ეხლა სასტუმროს უნდა ვეჩალიჩო ღამე დამიმატოს.

Posted by: gordas 5 Jan 2023, 01:00
ზურგჩანთით რა ნივთებია აკრძალული? ელექტრო წვერსაპარს და პატარა მაკრატელს წავიღებ?

ლეპტოპი ჩანთაში უნდა მედოს თუ ხელში რო მეჭიროს შეიძლება, თვითმფრინავშიც რომ ვიმუშავო?

Posted by: Kakha.G 5 Jan 2023, 01:52
gordas
მაკრატელი თუ მიგაქ სალონში არ აგატანინებენ, ბაგაჟში უნდა ჩააბარო, ბენზინის სანთებელების გადატანა საერთოდ აკრძალულია.

Posted by: gordas 5 Jan 2023, 02:03
Kakha.G
ფრჩხილის მაკრატელი და პინცეტი მინდოდა, ელექტრო ტრიმერზე არამგონია იყოს ხო პრობლემა?

Posted by: Kakha.G 5 Jan 2023, 02:13
gordas
სალონში ნუ აიტან, ბაგაჟში ჩადე და არაა პრობლემა, მე ეგრე ვშვები, მას მერე რაც ერთხელ ხელბარგში მქონდა და მესაზღვრემ მაკრატელი დემონსტრაციულად ნაგვის ურნაში გადამიგდო smile.gif

Posted by: gordas 5 Jan 2023, 03:52
Kakha.G
არმაქვს ბაგაჟი მარტო ხელბარგით მივდივარ, თორემ ბაგაჟში როარაა პრობლემა ეგ მეც კი ვიცი

Posted by: mind_auger 5 Jan 2023, 22:52
აუ ხალხო მომეხმარეთ რა...

avia.ge-ზე ვნახე რეისი 14-დან 21მდე რომში ქუთაისიდან და ერთი ბუდაპეშტშია გადაჯდომა და მეორე უკანა გზა ყოველდღიურად იცვლება და რაჯანდაბა ვქნა
თან მაგას გადავყავარ kiwi.com-ზე და იქ უნდა ვიყიდო...
იქ რომ დავაპირე ყიდვა შიდა პერესატკებზე ყოველ ადგილზე 20 ევროს ფარგლებში მამატებინებდა ადგილი რომ ამერჩია თვითმფრინავში და აუცილებელია რო ავირჩიო??
ეს რეისების ცვლილება მე რომ ვიყიდო რამეს მოახდენს? ანუ პრობლემა შემექმნება??

Posted by: gordas 8 Jan 2023, 01:51
ამ ფლექსით მხოლოდ ერთხელ შემიცვლია თარიღის შეცვლა?

Posted by: fermina 28 Jan 2023, 19:41
ივლისის ბოლო ქუთაისი-მილანი 2 გზა 1000 +ლარი mad.gif

ახია ჩემზე, ერთი წლის წინ ვიცოდი, რა თარიღებში მივდიოდი და გაიაფდება დაელოდეო sad.gif ამიტომ სხვაზე დამოკიდებული არ უნდა იყო და სხვების ჭკუაზე არ უნდა იარო.

არის შანსი, რომ გაიაფდეს? 700 ლარი ღირდა ყველაზე ნაკლები, სადღაც ოქტომბერში.

Posted by: ItsMeMario 28 Jan 2023, 21:04
QUOTE (fermina @ 28 Jan 2023, 19:41 )
ივლისის ბოლო ქუთაისი-მილანი 2 გზა 1000 +ლარი mad.gif

ახია ჩემზე, ერთი წლის წინ ვიცოდი, რა თარიღებში მივდიოდი და გაიაფდება დაელოდეო sad.gif ამიტომ სხვაზე დამოკიდებული არ უნდა იყო და სხვების ჭკუაზე არ უნდა იარო.

არის შანსი, რომ გაიაფდეს? 700 ლარი ღირდა ყველაზე ნაკლები, სადღაც ოქტომბერში.

ზაფხულის განმავლობაში არ გაიფდება. გაიაფებას დაიწყებს ოქტომბრიდან და ასევე იაფად იქნება იანვარ-თებერვალში.

Posted by: fermina 28 Jan 2023, 21:28
ItsMeMario
QUOTE
ზაფხულის განმავლობაში არ გაიფდება. გაიაფებას დაიწყებს ოქტომბრიდან და ასევე იაფად იქნება იანვარ-თებერვალში.


იანვარი გავიდა უკვე და თებერვალში მქონდეს იმედი ანუ?

თუ იმას გულისხმობ, რომ იანვარ-თებერვლის ბილეთებია იაფად?

ოქტომბერში შემდეგი წლის ივლისის ბილეთი იყო შედარებით იაფი, ველოდე და ახლა უკვე ეს ფასია. კატასტროფულად ძვირია ვიზეარისთვის 1000 ლარი.

Posted by: ItsMeMario 28 Jan 2023, 22:39
QUOTE (fermina @ 28 Jan 2023, 21:28 )
ItsMeMario
QUOTE
ზაფხულის განმავლობაში არ გაიფდება. გაიაფებას დაიწყებს ოქტომბრიდან და ასევე იაფად იქნება იანვარ-თებერვალში.


იანვარი გავიდა უკვე და თებერვალში მქონდეს იმედი ანუ?

თუ იმას გულისხმობ, რომ იანვარ-თებერვლის ბილეთებია იაფად?

ოქტომბერში შემდეგი წლის ივლისის ბილეთი იყო შედარებით იაფი, ველოდე და ახლა უკვე ეს ფასია. კატასტროფულად ძვირია ვიზეარისთვის 1000 ლარი.

დაახლოებით ასეთი მეთოდი უნდა სცადოთ:

თუ იანვარ-თებერვალში გსურთ (რადგანაც იაფია) გამგზავრება - ბილეთები უნდა შეიძინოთ ოქტომბერ-ნოემბერში.

თუ ოქტომბერში გსურთ - უნდა შეიძინოთ ზაფხულში.

ზაფხულის ბილეთები ყველა შემთხვევაში ძვირი ეღირება.

რაც უფრო ახლოს არის გამგზავრების თარიღი უფრო ძვირია, მაგრამ ყველა შემთხვევაში უფრო იაფია ვიდრე ზაფხულის ფრენების ბილეთებზეა ფასი.

ოქტომბერში ამ თვის ბილეთები მაქსიუმ 300 ლარი +- ეღირებოდა, ორივე მიმართულებით, 1 ადამიანზე.

Posted by: fermina 28 Jan 2023, 22:54
კონკრეტულ დღეს უნდა ვიყო მილანში, 25 ივლისს, კონცერტზე. სხვა არაფერი მაინტერესებს, ანუ ისიც კი მაწყობს, რომ 24-ში წავიდე და 26-შე დავბრუნდე.

კონცერტის ბილეთი რახანია აღებული მაქვს, მგონი შარშან ივნისის დასაწყისში ავიღე, ანუ თითქმის ერთი წელი მქონდა წინ, მერე სისულელე გავაკეთე და რამდენიმე ახლობელი "ავიკიდე" და მას მერე ველოდები, როდის მოიფიქრებენ და გადაწყვეტენ რამეს, ამასობაში გაძვირდა კიდეც, თორემ სექტემბერში რომ მეყიდა ივლისის ბილეთები, მთლად 300 ლარი არა, მაგრამ 500-600 ღირდა, როგორც მახსოვს.

Posted by: ItsMeMario 28 Jan 2023, 23:52
fermina
ხო, შედარებით იაფია სანამ გამგზავრების თარიღი უფრო არ მოახლოვდება, მაგრამ ძვირია იანვარ-თებერვალზე მაინც.

ჩემი რჩევა იქნება გადმოწერეთ Wizz Air აპლიკაცია და სასურველ მარშრუტზე მიუთითეთ რომ შეგატყობინოთ ფასის ცვლილება პლუს ამას ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს გახსენით აპლიკაცია და ნახეთ ხოლმე ამ თარიღებზე (რომლებიც მისაღებია) ფასები. ამ პრინციპით რამდენიმეჯერ შევძელი სასურველი ფასის დაჭერა.

Posted by: fermina 29 Jan 2023, 00:16
ItsMeMario
QUOTE
ჩემი რჩევა იქნება გადმოწერეთ Wizz Air აპლიკაცია და სასურველ მარშრუტზე მიუთითეთ რომ შეგატყობინოთ ფასის ცვლილება პლუს ამას ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს გახსენით აპლიკაცია და ნახეთ ხოლმე ამ თარიღებზე (რომლებიც მისაღებია) ფასები. ამ პრინციპით რამდენიმეჯერ შევძელი სასურველი ფასის დაჭერა.


დიდი მადლობა, კარგი რჩევაა love.gif

Posted by: a-liza 9 Feb 2023, 13:52
გამარჯობა,
გუშინ შევარჩიე ბილეთები და ფასები რომ არ მომატებოდა, თანხა გადავიხადე და გავყინე 48 საათი, ანგარიშზე არ მქონდა და ვერ ვყიდულობდი გუშინვე. თუ არ გადავიხდი
ამ 48 საათში, უფასოდ გამიუქმდება, ასეთია პირობა. დღეს ვხედავ ,რომ 120 ლარით იაფია ეს ბილეთები. თუ შემიძლია ახალი ფასით ვიყიდო ეს ბილეთები იგივე მიმართულება, იგივე თარიღებია და იმ გაყინულს ვადა რომ გაუვა ხვალ და გაუქმდება, ჩემს ახალ შეძენილ იაფ ბილეთებს ხომ არ დაემუქრება რამე?

Posted by: დიდიმინდორი 30 Mar 2023, 12:57
გამარჯობა, სასწრაფოდ მჭირდება დახმარება. ვინმეს მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?

გუშინ გავაუქმე ბილეთი ქუთაისიდან მადრიდის მიმართულებით. როგორც წესებში ეწერა, ვინაიდან გამგზავრებამდე 14 დღეზე ნაკლები იყო დარჩენილი, მქონდა უფლება თანხა უკან, ვიზეარის ანგარიშზე დამებრუნებინა, ოღონდ გაუქმების საფასურის (130 ევრო ორივე ფრენა) გამოკლებით. შევდივარ საიტზე და ეს თანხა ჩემი ვიზეარი ანგარიშზე არ ზის! გასაგებია, რომ შეიძება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ საქმე იმაშია რომ მეილზე დასაბრუნებელი თანხის (570 ლარი) ინვოისი მივიღე, მაგრამ თანხა ანგარიშზე არ ბრუნდება.

ტელეფონი გააუქმეს, მეილი არ ჩანს, საჩივარს ვერ ვწერ, არ არის შესაბამისი საკითხი საჩივრების სიაში. ფეისბუქზე ეს ადელინა თუ მესალინაა, აბსოლუტური იმბეცილი, ვერაფერს ვერ მპასუხობს. რა შეიძლება მოვიმოქმედო? სასწრაფოდ მჭირდება ახალი ბილეთების შეძენა, ეს 130 ევრო ხომ დავკარგე და არ მინდა ამ დაბალი კლასის უდონო კომპანიას რამე შევარჩინო. ეს თანხა დამებრუნებინა და ამ მგზავრობის მერე მე ვიზეარისკენ არც გავიცედავ. შიმპანზეები!!!!

Posted by: pytgon 3 Apr 2023, 20:36
გამარჯობა
ვიზიარით ლარნაკაში გაფრენისთვის
კოვიდ რეგულაციები მოქმედებს? ან იქ ხოარითხოვენ კოვიდ პასპორტს ან რამეს?
სადმე ხოარშემორჩა კიდე ამუცილებლობა?

Posted by: mustafa_ibrahim 4 Apr 2023, 09:49
pytgon
QUOTE
გამარჯობა
ვიზიარით ლარნაკაში გაფრენისთვის
კოვიდ რეგულაციები მოქმედებს? ან იქ ხოარითხოვენ კოვიდ პასპორტს ან რამეს?
სადმე ხოარშემორჩა კიდე ამუცილებლობა?

ევროპა-ამერიკაში არ მოითხოვება, სხვაგან ვერ გეტყვი.

Posted by: pytgon 4 Apr 2023, 21:04
ქუთაისის აეროპორტში პარკირება რა ღის მანქანა რო დავტოვო ?

Posted by: webdesigner93 5 Apr 2023, 15:39
pytgon
10 ლარი 24 საათი

Posted by: pytgon 5 Apr 2023, 17:33
webdesigner93
მადლობა
კოვიდ პასპორტზეც ხოარიცი სადმე თუ ითხოვენ?

Posted by: webdesigner93 5 Apr 2023, 18:06
pytgon
დაგუგლე კონკრეტულ ქვეყანაზე სადაც მიდიხარ. მე დიდი ხანია აღარსად დამჭირვებია.

Posted by: alex_noza 10 Apr 2023, 23:40
ზურგჩანთების ზომებს ამოწმებენ რეგისტრაციაზე ? მე მაქვს 50X40X20 , და ლიმიტია 40X30X20 ...
user posted image



Posted by: webdesigner93 11 Apr 2023, 11:11
alex_noza
QUOTE
ზურგჩანთების ზომებს ამოწმებენ რეგისტრაციაზე ? მე მაქვს 50X40X20 , და ლიმიტია 40X30X20 ...

გამართლებაზეა , ხან ამოწმებენ , ხან არა.

Posted by: alex_noza 11 Apr 2023, 12:11
webdesigner93

მადლობა,

-----------------------------------

Posted by: Trump 11 Apr 2023, 14:40
QUOTE
ზურგჩანთების ზომებს ამოწმებენ რეგისტრაციაზე ? მე მაქვს 50X40X20 , და ლიმიტია 40X30X20 ...



აქედან ძირითადად არ ამოწმებენ, უკანა გზაზე თითქმის ყველა აეროპორტში ამოწმებენ და ფულს გახევენ კარგად.

იმ პატარა ჩასადებში არც ერთი ჩემოდანი არ ეტევა,მხოლოდ ზურგჩანთა წვება

Posted by: nick_el_son 11 Apr 2023, 15:56
QUOTE (webdesigner93 @ 11 Apr 2023, 11:11 )
alex_noza
QUOTE
ზურგჩანთების ზომებს ამოწმებენ რეგისტრაციაზე ? მე მაქვს 50X40X20 , და ლიმიტია 40X30X20 ...

გამართლებაზეა , ხან ამოწმებენ , ხან არა.

ცხოვრებაში სულ ერთხელ შემიმოწმეს ზურჩანთის ზომა, ისიც ცოტა საეჭვო ვიდის ზურჩანთა იყო და სავარაუდოდ მაგ ამბავში biggrin.gif

წელიწადში რამდენიმე ფრენა მიწევს, და როგორც წესი მხოლოდ ზურგჩანთით, უმეტესობა სწორედ ვიზეირით და რაიანეირით, და რავი იმ ერთი 10 წლის წინანდელი შემთხვევის გარდა კაციშვლის არაფერი მოუთხოვია chups.gif

Posted by: pytgon 11 Apr 2023, 21:45
სამოგზაურო დაზღვევა აუცილებელია ? პოლოისი ან რამე უნდა მქონდეს ამობეჭდილი ?

Posted by: ladusha2 12 Apr 2023, 09:59
pytgon

სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულოა

Posted by: mind_auger 24 Apr 2023, 04:55
მაისში იაფი ფრენები ერთი პრარაში ვნახე და პრაღა-დრეზდენს ვაპირებ 3-4 დღეში რომ ვნახო და
მეორე ვარიანტად ვიფიქრე
რიგა-ჰელსინკი
ან რიგა-სტოკჰოლმი
ხოდა რას მირჩევთ?

Posted by: cosаnostra 24 Apr 2023, 08:56
mind_auger
პრაღიდან დრეზდენამდე მატარებლით მიდიხარ? თუ კი რამდენი საათის გზაა?

Posted by: kaxa__01 2 May 2023, 05:06
გამარჯობა, აბუ-დაბის მიმართულებით ვაპირებ ოქტომბრისთვის ყიდვას და მიჩვენებს, რომ ყოველდღეა ფრენები და რეალურად ასეა თუ რომელ დღესაც არ შეივსება ადგილები, იმას გააუქმებენ და სხვა დღეზე გადაანაწილებენ? რაღაც დაუჯერებელია ყოველდღე ივსებოდეს რეისები rolleyes.gif

Posted by: Lomulusi 8 Jun 2023, 23:54
გამარჯობა, ვიზეარზე ჩვილთან ერთად მგზავრობისას წერია, რომ ბავშვსაც ეკუთვნის ცალკე ხელჩანთა იგივე ზომებით, ანუ ორის ატანა შეუძლია მშობელს? თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, მითხარით რა

Posted by: J4st5 9 Jun 2023, 11:35
QUOTE (cosаnostra @ 24 Apr 2023, 08:56 )
mind_auger
პრაღიდან დრეზდენამდე მატარებლით მიდიხარ? თუ კი რამდენი საათის გზაა?

2:30 ზუსტად ყოველ 2 საათში დადის ცენტრალური სადგურიდან

Posted by: cosаnostra 9 Jun 2023, 14:12
QUOTE (J4st5 @ 9 Jun 2023, 11:35 )
QUOTE (cosаnostra @ 24 Apr 2023, 08:56 )
mind_auger
პრაღიდან დრეზდენამდე მატარებლით მიდიხარ? თუ კი რამდენი საათის გზაა?

2:30 ზუსტად ყოველ 2 საათში დადის ცენტრალური სადგურიდან

thanks

და ხო არ იცი პრაღიდან ბერლინამდე რამდენი უნდა მატარებელს?

Posted by: Sean 27 Sep 2023, 15:49
სანამ ფბ ზე დავდებ 29 ნოემბერ--6 დეკემბერი ქუთაისი -რომი გავყიდი 200 ლარად სახელის გადაფორმების გარეშე თუ ვინმე დაინტერესდებით

Posted by: mmm481 30 Sep 2023, 16:38
ქუთაისის აეროპორტში პარკინგის ამბავი როგორ არის? არის საკმარისი ადგილები თუ შეიძლება ჩავიდე და არ დამხვდეს? ასევე რამდენად უსაფრთხოა, ღირს მშვიდად დატოვება?

Posted by: levvani 3 Oct 2023, 11:46
mmm481
ძირითადად არის ადგილი. უსაფრთხოების მხრივ დაცვა ყავს პარკინგის ადგილს და აქცევენ ყურადღებას.
ადგილი თუ არ დაგხვდა ალტერნატიული გზაც არსებობს არის ვიღაც ტიპი ჩამოვა წაიყვასნ შენს მაქნანას და დათქმულ დროს დაგიბრუნებს FB-ზეა დასერჩე.


Posted by: cosаnоstra 3 Oct 2023, 13:01
ვინმე ღვთისნიერმა მასწავლეთ, ბილეთს ვიყიდი ვიზეარზე, მერე ჩექინი მე უნდა გავაკეთო საიტზე? და როდის? და ადგილიც მე უნდა ავარჩიო?

Posted by: SabaGEO 5 Oct 2023, 11:19
QUOTE (cosаnоstra @ 3 Oct 2023, 13:01 )
ვინმე ღვთისნიერმა მასწავლეთ, ბილეთს ვიყიდი ვიზეარზე, მერე ჩექინი მე უნდა გავაკეთო საიტზე? და როდის? და ადგილიც მე უნდა ავარჩიო?

ჩექინი აუცილებელია თორემ აეროპორტში 30 ევროს გადაგახდევინებენ, ფრენამდე 24 საათით ადრე შეგეძლება გაკეთება. აკეთებ ვიზეირის საიტზე, ადგილის არჩევა შენ ნებაზეა, ოღონდ თუ აირჩევ ფულის დამატებით გადახდა გიწევს, თუ არ აირჩევ ავტომატურად აგირჩევს და უფასოა.

Posted by: cosаnоstra 6 Oct 2023, 09:55
SabaGEO
გაიხარე მადლობა................................................

Posted by: maferi 9 Oct 2023, 19:01
გამარჯობათ. ბილეთის გაუქმება შესაძლებელია და როგორ ხდება? 3 დღეა დარჩენილი. პრაღის ბილეთია.

Posted by: akkai 29 Nov 2023, 17:26
QUOTE
გავყიდი 200 ლარად სახელის გადაფორმების გარეშე


ეს როგორ ხდება?

სახელს და გვარს რას უშვები ამ დროს?


Posted by: Ambitious_Person 10 Dec 2023, 22:03
არსებობს ერთი რეისი მაინც ვიზეარმა რომ არ დააგვიანოს?
ასე მგონია უძახიან როცს დასაჯდომი ადგილი განთავისუფლდება .

რა უბედურებაა მართლა.
მეც რომ არ ვეშვები biggrin.gif

Posted by: NACNOBI 11 Dec 2023, 01:10
ვიზეარზე 100 ლარი მქონდა ბალანსზე კაიხანია და გამიქრო ვადა გაუვიდაო.. მსგავსი რამ ვინმეს ხომ არ მოგსვლიათ?

Posted by: Ambitious_Person 11 Dec 2023, 15:19
NACNOBI
ვადა აქვს კი,
ამას წინ გავაუქმე და მგონი 2 თუ სამი თვე მომცა ვადა გამოყენების ,ხოდა გამოვიყენე

Posted by: Juventino 13 Dec 2023, 14:51
NACNOBI
მაგ დროს ვინმეს უნდა უყიდო და გააქეშო ვაფა აქვს კი და მერე ფაფუ.
* * *
alex_noza
რავი რამდენჯერ ვიყავი მაგრად ეკიდათ ტიპები სამხედრო დიდი ჩანთებით დადიან ლამის :დ

Posted by: Ambitious_Person 15 Dec 2023, 10:55
სოფიაზე ჩექინგს რომ ვაკეთებ ვიზა ინფოს მთხოვს, ვცადე XXXXX მაგრამ არასწორი ვიზის ნომერიაო

Posted by: ვარაზვაჩე 28 Dec 2023, 07:45
აქ გაკვრით წერია, მაგრამ კონკრეტულად მაინტერესებს. ერთ კვირით მივფრინავ ვენაში. ქუთაისში რომ მანქანა დავტოვო შეიძლება? პარკინგი საათობრივია? რამდენი ლარი მექნება გადასახდელი?

Posted by: wrangler7 28 Dec 2023, 10:44
ვარაზვაჩე
ადრე 10 ლარი იყო 24 საათი, ეხლა არ ვიცი, თანხაზე არაა, პარკინგის ადგილი ფიზიკურად არაა, ცენტრალური ტრასის პირას ყრია მანქანები

Posted by: ვარაზვაჩე 28 Dec 2023, 16:09
wrangler7
მადლობა. სხვა გზა არაა, მარშრუტკით წავალ.

Posted by: gektor21 21 Jan 2024, 21:47
გამარჯობათ
საიტზე დავრეგისტრირდი ჩემი მონაცემებით
შემდგეომ შევიძინე მეგობრის სახელზე ბილეთი და მომივია მეილზე
შემდგომი ნაბიჯი როგორია? ანუ რეგისტრაცია ონლაინ უნდა გავიარო და ადგილისთვის კიდე ცალკე ფული უნდა გადავიხადო? მაგ თანხაში არ შედიოდა ადგილი? ვინმე ვინც გარკვეული ხართ გთხოვთ მომწერეთ ვატსაპზე +995571215521

Posted by: Alice_In_Wonderland 22 Jan 2024, 15:33
gektor21

ვიზეარზე უფასო რეგისტრაციის გავლა შეგიძლია ფრენამდე 24 საათით ადრე
ავტომატურად მოგანიჭებს ადგილს

Posted by: herman777 23 Jan 2024, 00:47
მეგობრებო პირველად უნდა ვიმგზავრო ვიზიარით რამდენად უსაფრთხოა?რო რამე დაზიანდეს სათადარიგო აქვთ?მადლობა

Posted by: webdesigner93 23 Jan 2024, 10:23
herman777
იფრინეთ მშვიდად smile.gif უბრალოდ ბიუჯეტური ავიაკომპანიაა , რაც აისახება კომფორტზე , სავარძლებს შორის დაშორება მცირეა , მეორე და მესამე ხარისხოვან აეროპორტებში დაფრინავს ძირითადად , კვება არაა ბორტზე, ჩასაბარებელი ბარგი ცალკე უნდა იყიდო და ასე. ფრენის უსაფრთხოებასთან ფასს კავშირი არ აქვს , ზემოთ მოყვანილი პირობები თუ მისაღებია თქვენთვის , იფრინეთ მშვიდად smile.gif

Posted by: Badura 24 Jan 2024, 00:49
მოგესალმებით,

პრაღაში გვინდა სამოგზაუროდ წასვლა და მერე გერმანიის რომელიღაც ქალაქში გადასვლა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გერმანიიდან რო ვიყიდოთ (წინასწარ) რომელიმე საზღვარზე რაიმე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?

Posted by: webdesigner93 24 Jan 2024, 14:27
Badura
QUOTE
მოგესალმებით,

პრაღაში გვინდა სამოგზაუროდ წასვლა და მერე გერმანიის რომელიღაც ქალაქში გადასვლა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გერმანიიდან რო ვიყიდოთ (წინასწარ) რომელიმე საზღვარზე რაიმე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?

არა , ჩვეულებრივი ამბავია.

Posted by: Badura 24 Jan 2024, 15:27
QUOTE (webdesigner93 @ 24 Jan 2024, 14:27 )
Badura
QUOTE
მოგესალმებით,

პრაღაში გვინდა სამოგზაუროდ წასვლა და მერე გერმანიის რომელიღაც ქალაქში გადასვლა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი გერმანიიდან რო ვიყიდოთ (წინასწარ) რომელიმე საზღვარზე რაიმე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?

არა , ჩვეულებრივი ამბავია.

up.gif

მადლობთ

..... [B][/B][B]

Posted by: Juventino 24 Jan 2024, 20:37
Badura
პრაღიდან გირჩევ დრეზდენში ჩასვლას. მაგრამ დრეზდენიდან არ არის ფრენები სამწუხაროდ. პრობლემა არანაირი არ გექნება.

Posted by: Ambitious_Person 25 Jan 2024, 04:17
webdesigner93
ვიზეარის უპასუხისმგებლობა ფრენების დაგვიანებასთან დაკავშირებით საზღვრებს ცდება

ძლივს რამდენიმე დღით ჩამოვდიოდი და ისე გადადეს ერთი დღით ფრენა ქუთაისამდე ვითომ არაფერი

ან ქუთაისის აეროპორტის ბრალია .
როგორ უნდა დაგეგმო რაიმე ამათი შემყურე

Posted by: akkai 25 Jan 2024, 13:58
ვინმეს როდისმე ფრენის დაგვიანება-გადადებაზე კომპენსაცია აგიღიათ ?

ან თუ გაგიგიათ რო გადაეხადოთ

Posted by: ჯორჯია 25 Jan 2024, 15:08
QUOTE (akkai @ 25 Jan 2024, 13:58 )
ვინმეს როდისმე ფრენის დაგვიანება-გადადებაზე კომპენსაცია აგიღიათ ?

ან თუ გაგიგიათ რო გადაეხადოთ

საინტერესო საკითხია ადრე რამოდენიმეს გადავაწყდი რეკლამის სახით

Posted by: Badura 25 Jan 2024, 15:46
QUOTE (Juventino @ 24 Jan 2024, 20:37 )
Badura
პრაღიდან გირჩევ დრეზდენში ჩასვლას. მაგრამ დრეზდენიდან არ არის ფრენები სამწუხაროდ. პრობლემა არანაირი არ გექნება.

wyk auf fohr ამ კუნძულზე უნდა ჩავიდე ახლობელთან

პროსტა ახლომდებარე აეროპორტი რომელია ვერ გავარკვიე ჯერ,საიდანაც ქუთაისში ჩავფრინდები

Posted by: Badura 29 Jan 2024, 02:09
1 წლის ბავშვის ბილეთშიც ჩვეულებრივ ფასს ვიხდი და ცალკე დასაჯდომი ადგილი არ ეკუთვნის როგორც მითხრეს თუ როგორ ხდება გამარკვიეთ რაში უნდა გადავიხადო თანხა facepalm.gif

Posted by: acdachi 5 Feb 2024, 00:28
გამარჯობა,
ვინმემ თუ იცის ვიზეაირი ფრენის გრაფიკს რო გიცვლის რამდენი დღე გაქ ვადა რო ან დაუდასტურო ან სხვა დღე აირჩიო ან დაბრუნება მოითხოვო?


Posted by: GRAN123 5 Mar 2024, 10:28
დანიაში (კოპენჰაგენში) ვინც ხართ ვიზეარით ნამყოფი აქედან გასაფრენ ბილეთზე ჩეკინი რომ გავაკეთე შტრიხ კოდს არ მაძლევს უკან დასაბრუნებელ ბილეთზე კი მაძლევს, აქედან წამსვლელი ბილეთი იდენტურია უბრალოდ აწერია რომ ეს არაა ჩასხდომის ბარათიო და არც შტრიხ კოდი აქვს და გამარკვიეთ რა.....

Posted by: გიორგი XII 5 Mar 2024, 21:23
QUOTE
მეგობრებო პირველად უნდა ვიმგზავრო ვიზიარით რამდენად უსაფრთხოა?რო რამე დაზიანდეს სათადარიგო აქვთ?მადლობა


თვითმფრინავმა რომ კატასტროფა განიცადოს ბევრი რამე უნდა დაემთხვეს ერთად. ეგ მიზეზები თუ დაემთხვა ერთმანეთს, სუ რო როლსროისით იფრინო მაინც მოხდება მოსახდენი.
ამიტომ შეგიძლია მშვიდად იყო.

Posted by: nutria-113 6 Mar 2024, 19:25
akkai
QUOTE
ვინმეს როდისმე ფრენის დაგვიანება-გადადებაზე კომპენსაცია აგიღიათ ?

ან თუ გაგიგიათ რო გადაეხადოთ

კი, დაგვიანებაზეც და გადადებაზეც.
ექაუნთში დაჯდა. არ მახსოვს ოღონ დარეკვა დასჭირდა თუ ავტომატურად ქნა, დიდი ხნის წინ იყო
GRAN123
აეროპორტში მოგცემენ რეგისტრაციისას ბორდინგს წესით, ვიზზე არა მარა სხვა კომპანიებში მქონია ეგრე

Posted by: Ostati 6 Mar 2024, 23:23
QUOTE (akkai @ 25 Jan 2024, 09:58 )
ვინმეს როდისმე ფრენის დაგვიანება-გადადებაზე კომპენსაცია აგიღიათ ?

ან თუ გაგიგიათ რო გადაეხადოთ

კომპენსაციას მიირებთ ბოლო 6 წლის მანძილზე დაგვიანებული ან გაუქმებული რეისების გამო. აქ მაქვს აღწერილი ჩემი შემთხვევა, როგორ იყო და როგორ მივიღე თანხა: https://www.memogzauri.com/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90/

Posted by: Ambitious_Person 8 Mar 2024, 10:36
ვიზეარმა ჭკვადან გადამიყვანა .

ე.ი აპრილასი მქონდა ქუვეითიდან ვიენამდე. და უკან

სამი კვირის წინ მომწერა გაუქმდა ფრენაო და მოითხოვე უკან ფულიო

ვითხოვ აპლიკაციაში , მეუბნება წარმატებით დარეგიატრირდა მოთხოვნაო და ანგარიშზე მაინც არ ჯდება. ერთი კვირაა
რა ფეხს ითრევენ, თან ისეთი სისტემა აქვთ ვერ დაელაპარაკები , დიდი რიგში უნდა ჩადგე .

user posted image

Posted by: Ambitious_Person 9 Mar 2024, 15:29
ეს რა მარაზმია

განსაკუთრებით ეს security risks, unexpected flight safety shortcomings and strikes that affect the operation of an operating air carrier.”
როგორ შეიძლება ამაზე თქვა ჩვენი კონტროლის გარეთააო
მე რატომ უნდა ვიხადო იმაში ფული ისინი თუ რისკებს ვერ თვლიან წინასწარ

This, as per the European Regulations 261/2004 falls into the category of Extraordinary Circumstances:

“(14) As under the Montreal Convention, obligations on operating air carriers should be limited or excluded in cases where an event has been caused by extraordinary circumstances which could not have been avoided even if all reasonable measures had been taken. Such circumstances may, in particular, occur in cases of political instability, meteorological conditions incompatible with the operation of the flight concerned, security risks, unexpected flight safety shortcomings and strikes that affect the operation of an operating air carrier.”

We understand the inconvenience the delay caused you, however, in compliance with European Regulations 261/2004:

“An operating air carrier shall not be obliged to pay compensation in accordance with Article 7 if it can prove that the cancellation is caused by extraordinary circumstances which could not have been avoided even if all reasonable measures had been taken."

In the light of the above, unfortunately, no compensation is due.

Posted by: cosаnоstra 9 Mar 2024, 17:27
ვაბშე არ მიღირს ვიზეარის ნერვების წყვეტა ვითომ იაფ ფასად, ამიტომ ყველგან დავფრინავ თურქიშით ან ეგეოსით
დაგეგმავ მოგზაურობას, დაჯავშნი ყველაფერს, აიგებ ოცნების კოშკებს და ამ დროს ან გიუქმებს ან 2 დღით აქეთ გიწევს biggrin.gif
ვიზეარის დედას ვტუნტრე
კი ნებისმიერმა ავია კომპანიამ შეიძლევა აგირიოს გეგმები ხდება ყველაფერი, ეგეთი შემთხვევები 10დან 8 არის ვიზეარის, 2 სხვა

Posted by: Your unique security code 15 Mar 2024, 19:50
……………………………………………..ჯსსჯჰსსჯეკდიდჯდჯდჯდკ

Posted by: Faulkner 15 Mar 2024, 23:34
ერთი აქ გამარკვიეთ რა ხდება. მივუთითე 2 კაცი. ზედა და ქვედა რა პონტია, წასვლა ერთი ფასია და წამოსვლა მეორე? ერთი კაცის ფასია თუ ორის?

Posted by: Badura 16 Mar 2024, 17:26
Faulkner
QUOTE
წასვლა ერთი ფასია და წამოსვლა მეორე

yes.gif
QUOTE
ერთი კაცის ფასია

yes.gif

Posted by: Faulkner 16 Mar 2024, 17:30
Badura
აბა რიღასთვისაა მაშინ რაოდენობის არჩევა, თუ 1 კაცზეც იგივე ფასს წერს და მეორეზეც? ან წასვლა-წამოსვლაში რატოა ამხელა სხვაობა? ბუდაპეშტში ვიყავით ეხლახანს და ორივე რეისი ერთი ფასი იყო.

Posted by: cosаnоstra 17 Mar 2024, 16:04
Faulkner
ბოლოშI დაგიწერს გაერთიანებულ ფასს

წასვლა წამოსვლა სხვადასხვა ფასია ხოლმე ხშირად

Posted by: Faulkner 17 Mar 2024, 17:45
cosаnоstra
QUOTE
ბოლოშI დაგიწერს გაერთიანებულ ფასს

წასვლა წამოსვლა სხვადასხვა ფასია ხოლმე ხშირად

ყიდვა როგორ ხდება, ბარათიდან აჭრის თუ ჯერ მაქედან ვიზეარის ბალანსზე უნდა გადავიტანო?

Posted by: Vampire from Nazareth 18 Mar 2024, 12:16
პირველად ვიყენებ ვიზ ეარს და რამდენიმე კითხვა მაქვს.

ბავშვი მიმყავს 7 წლის და რა საბუთია საჭირო ჩექ ინის დროს ?

და ბოარდინგ ქარდ ფრენამდე რამდენი ხნით ადრე მოგიდთ მელზე ?

რამე სიურპიზებს ხო არ უნდა ველოდო დამატებით კომპანიისგან ?:დ

ბილეთები ვიყიდე უკვე და ასე ჩანს აპლიკაციაში
user posted image

Posted by: G_saxva 18 Mar 2024, 15:57
QUOTE (Vampire from Nazareth @ 18 Mar 2024, 12:16 )
პირველად ვიყენებ ვიზ ეარს და რამდენიმე კითხვა მაქვს.

ბავშვი მიმყავს 7 წლის და რა საბუთია საჭირო ჩექ ინის დროს ?

და ბოარდინგ ქარდ ფრენამდე რამდენი ხნით ადრე მოგიდთ მელზე ?

რამე სიურპიზებს ხო არ უნდა ველოდო დამატებით კომპანიისგან ?:დ

ბილეთები ვიყიდე უკვე და ასე ჩანს აპლიკაციაში
user posted image

1 რაც არ ვიცოდი ის არის რომ დაბადების მოწმობას ორიგინალს მოგთხოვენ და თან იქონიდე, დანარჩენი სტანდარტულად საბუთები.

2 რაც შეეხება ამობეჭდილ ვერსიას ქუთაისზე და რამოდენიემე აეროპორტზე წერს მაგას რომ ფურცელით აჩვენო, მაგრამ ტელეფონში მოგიწევს მაინც უკან სადაბრუნებელი ბილეთის ჩვენება.

Posted by: Vampire from Nazareth 18 Mar 2024, 17:47
G_saxva
მადლობა ინფორმაციისთვის.
კი ბავშვისთვის მაქვს ეგ უკვე სხვა არაფერი საბუთი ბავშვს ესეგი არ სჭირდება.

QUOTE
2 რაც შეეხება ამობეჭდილ ვერსიას

ანუ ბოარდგინ ქარდ ჩვეულებრივად ფრენამდე იქნება აპპში ?
ზრდასრული მგზავრები ვინც არიან უკვე შევავსე ყველა ინფრომაცია პასპორტებიანად რაც მომთხოვეს.

ქუთაისშიც არ არის საჭირო ამობეჭდილის მიტანა ?

Posted by: Faulkner 20 Mar 2024, 20:36
ჩექინი 48 საათით ადრეო და მე მგონი წინასწარ გავიარე, ანუ ჩასხდომის ბილეთები მომცა ამოსაბეჭდათ. აღარ დამჭირდება მეორედ გავლა?

Posted by: bubu 21 Mar 2024, 02:09
Ambitious_Person
QUOTE
“An operating air carrier shall not be obliged to pay compensation in accordance with Article 7 if it can prove that the cancellation is caused by extraordinary circumstances which could not have been avoided even if all reasonable measures had been taken."

In the light of the above, unfortunately, no compensation is due.


2016-ის დეკემბერში ბუდაპეშტში მივფრინავდით, მაგრამ დიდთობლობის გამო ვიზეირის სამი ბორტი არ დაჯდა კოპიტნარში. ამ 3 რეისის ხალხი დაგვარიგეს ახლომდებარე სასტუმროებში, თავი ამოვყავი წყალტუბოში. გადადეს ფრენა ერთი დღით, გადავწყვიტეთ აღარ გაფრენილიყაფით, დილით სასტუმროდან დავრეკე ვიზეირში, გავაუქმე ბილეთები, დამიბრუნეს ფული. რამდენი დამიბრუნეს აღარ მახსოვს, მაგრამ ფაქტია დამიბრუნეს.

cosаnоstra
QUOTE
ვაბშე არ მიღირს ვიზეარის ნერვების წყვეტა ვითომ იაფ ფასად

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ biggrin.gif ©
ვიზებით ფრენა დავიწყე 2016-ის ზაფხულში.
ამ 8 წლის განმავლობაში გემრიელად დავფრინავ ვიზებით, როგორც წესი ძალიან იაფად, და არანაირი ნერვების წყვეტა. ციფრები დავწერო?

Posted by: Heart_of_Darkness 23 Mar 2024, 01:56
აქაც ვიკითხავ, ბარსელონაში, ვიზეარზე იაფად არავინ ჩამიყვანს, ხომ?
ახლა, ჯობია ყიდვა თუ არის შანსი, რომ ერთ თვეში დაიკლოს ფასმა?


Posted by: cosаnоstra 29 Mar 2024, 09:28
bubu
QUOTE
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ  ©
ვიზებით ფრენა დავიწყე 2016-ის ზაფხულში.
ამ 8 წლის განმავლობაში გემრიელად დავფრინავ ვიზებით, როგორც წესი ძალიან იაფად, და არანაირი ნერვების წყვეტა. ციფრები დავწერო?


ევროპიდან შეილება არ აუქმებს არვიცი.

მარა ქუთაისიდან და ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე ვიზეარის დედისტრაკის გინების მეტი არაფერი არ მესმის

Posted by: bubu 29 Mar 2024, 15:47
QUOTE (cosаnоstra @ 29 Mar 2024, 09:28 )
bubu
QUOTE
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ  ©
ვიზებით ფრენა დავიწყე 2016-ის ზაფხულში.
ამ 8 წლის განმავლობაში გემრიელად დავფრინავ ვიზებით, როგორც წესი ძალიან იაფად, და არანაირი ნერვების წყვეტა. ციფრები დავწერო?


ევროპიდან შეილება არ აუქმებს არვიცი.

მარა ქუთაისიდან და ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე ვიზეარის დედისტრაკის გინების მეტი არაფერი არ მესმის

რა ვიცი რა ვიცი. მე ეტყობა სხვა ვიზეირით სხვა კოპიტნარში დავფრინავ.

Posted by: davit_arsenal 2 Apr 2024, 16:38
ვიზეარის ფასები რატო გაფრინდა ესე შიგ ხო არ აქვთ facepalm.gif

თბილისიდან იაფი ჯდება უკვე უფრო ფრენები

Posted by: Onyx′ 2 Apr 2024, 21:05
მადრიდის პირდაპირი რეისი სამუდამოს გაუქმდა?

Posted by: Ambitious_Person 3 Apr 2024, 23:15
ვიზეარს ბოდიში უნდა მოვუხადო
ვერ ნახავენ მარა მაინც sad.gif
აქ რომ დავწერე არ მიბრუნებენო
წეღან თავიდან მოვითხოვე , გაფრენის თარიღამდე ორი დღით ადრე და დამიბრუნეს,
ანუ ფრენა კი იყო გაუქმებული მარა ბუქინგში ისევ იყო
ხოდა 20 % ი ნამეტით რაც გადავიხადე

Posted by: Alice_In_Wonderland 5 Apr 2024, 11:28
Onyx′

მე გამიუქმა მადრიდის მიმართულება. მეილში კი ეწერათ რომ ალტერნატივად იგივე მიმართულებით ან მიმდებარე მიმართულებით გადაჯავშნას მთავაზობდნენ, მაგრამ გადაჯავშნას რომ ვაკეთბდი მადრიდი შემოთვაზებული აღარ ჰქონდათ, მარტო ბარსელონა იყო

აღარ იძებნება მადრიდი საერთოდ

Posted by: zigfried 8 Apr 2024, 11:05
ეს წელი ჩავიქნიე ხელი მოგზაურობაზე
სანამ არ დარეგულირდება ფასები
* * *
Onyx′
QUOTE
მადრიდის პირდაპირი რეისი სამუდამოს გაუქმდა?

როგორც თვალი მოვკარი სადღაც დროებით, ოქტომბერი იყო ნახსენები

Posted by: Heart_of_Darkness 9 Apr 2024, 02:16
QUOTE (zigfried @ 8 Apr 2024, 11:05 )
ეს წელი ჩავიქნიე ხელი მოგზაურობაზე
სანამ არ დარეგულირდება ფასები

ეჰ. როცა საქმისთვის მჭირდება ყველამ გააძვირა.

Alice_In_Wonderland
მეც ესპანეთში მივფირნავ და პეგსუსი ხომ არ იცით როგორია?
ვიზეარის ფასები ისე ავარდა, ბარემ თბილისიდან გავფრინდები.

Posted by: spider77 9 Apr 2024, 09:34
Heart_of_Darkness
QUOTE
პეგსუსი ხომ არ იცით როგორია?

თუ ფასებს გულისხმობთ, აგერ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ:

http://flypgs.com


თუ თვითმფრინავების მდგომარეობა გაინტერესებთ, ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ავიაპარკი ჰყავთ.

Posted by: webdesigner93 9 Apr 2024, 11:03
Heart_of_Darkness
QUOTE
მეც ესპანეთში მივფირნავ და პეგსუსი ხომ არ იცით როგორია?

როცა ავიაციას ეხება საქმე , უსაფრთხოება და ტექნიკური მხარე ნაკლებად არის მგზავრის საფიქრალი , ისე კი მაინც გეტყვით რომ პეგასუსს ერთ ერთი საუკეთესო ფლოტი ყავს. რაც მგზავრისთვის უფრო მნიშვნელოვანია , ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში , ესაა კომფორტი და ფასი / კომფორტის თანაფარდობა , პეგასუსი კომფორტით არ გამოირჩევა , გოკჩენის აეროპორტი , სადაც გადაჯდომა მოგიწევთ , ასევე ვერ დაიკვეხნის კომფორტულობით. მაგრამ ფასი თუ შესაამისი და მისაღებია , რატომაც არა. ისე კი ამ ბოლო დროს მე ევროპის მიმართულებით ძირითადად ეგეოსის ავიახაზებს ვიყენებ , საკმაოდ კარგი ფასი აქვს ხოლმე და კომფორტითაც ჯობია პეგასუსს მაგალითად.

Posted by: levvani 9 Apr 2024, 18:36
QUOTE
ერთ-ერთი საუკეთესო ავიაპარკი ჰყავთ.

მოუჭერთ ეს შეფასება smile.gif))

ვიზეარზე ერთერთი მგზავრის ბილეთის გაუქმების ღილაკს არ მაძლევს არადა ფლექსი-ს ღირებულებაც გადახდილი მაქვს.
იცით ვინმემ ამის შესახებ ამე?
იქნებ უბრალოდ გარკვეული პერიოდი სჭირდება მაგ ღილაკის გამოჩენას?
ის კი გარკვვეით წერია ფრენამდე 3 საათით ადრე უნდა გაუქმდესო.

Posted by: Faulkner 10 Apr 2024, 13:50
6-ში ჩამოვედი და 9-ში ეს სმს მოვიდა.

Gate retail Wizz EUR

7 ევრო წაიღეს და რისია ხო არ იცით ვინმემ? ისე არ გამოვიდეს რო ბარათის ნომერი აქვთ და გულიაი ბანდა.

Posted by: levvani 11 Apr 2024, 11:28
Faulkner
ბორტზე რამე ხომ არ იყიდე? ძირითადად წყალი ან ყავა ღირს ეგ თანხა.

Posted by: Heart_of_Darkness 13 Apr 2024, 00:25
spider77
თვითმფრინავების გამართულობა მაინტერესებდა.

საიტზე ვერ ვრეგისტრირდები, ქართულ ნომერზე მესიჯი არ მომდის და ხომ არ იცით რისი ბრალია?

webdesigner93
დიდი მადლობა რჩევისთვის. ფასები და პირობები უკეთესი აქვთ, მგონი ეგეოსით გავფრინდები jump.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)