აუ, მაგნოლიის დასაწყისი გამახსენდა. გაქვთ ეგ ფილმი ნანახი? ეგეც პოლ ტომას ანდერსონისაა.
სამი ამბავია მოთხრობილი. დამთხვევებზე.
ერთი კაროჩე ასეთი იყო. ლონდონის მახლობლად ყოფილა პატარა დასახლება, სახელად - "გრინბერჰილი" ხოდა ამ სოფელში თუ რაც იყო, ცხოვრობდა ერთი აფთიაქარი. ზუსტად მახსოვს სახელი. სერ ედმონდ გოდფრი.
ხოდა ეს კაცი გაქურდა სამმა მაწანწალამ და გაქურდვის დროს შემოაკვდათ. და ამ მკვლელების გვარები იყო გრინი, ბერი და ჰილი. სახელები არ მახსოვს. მთავარი გვარებია ხო მამენტ. გრინმა, ბერმა და ჰილმა, გრინბერჰილში მოკლა ადამიანი...
მეორე ესეთი იყო კაროჩე... სახლში ცხოვრობდა დედა, მამა და შვილი. შვილი იყო 17 წლის სინდი ბერინჯერი.
დედ-მამა ოდნავ მოხუცი ყავდა. ხოდა ეს ცოლ-ქმარი სულ ჩხუბობდა თურმე. და ჩხუბის დროს, ეს ქალი, თავის ქმარს, იარაღით ემუქრებოდა. მაგრამ ეგ იარაღი არასდროს იყო დატენილი. უბრალოდ აშინებდა რა. და იმ კაცმა ეგ არ იცოდა. ხოდა კაროჩე ერთ დღეს ამ ბიჭს ამოუვიდა მისი დედ-მამის გაუთავებელი ჩხუბი და იმ იარაღში ტყვიები ჩადო. (დედამ არ იცოდა რა თქმა უნდა) და თვითონ რომ ესეთი რაღაც გააკეთა, მერე თავის მოკვლას აპირებდა და ეგ ყველაფერი წერილში დაწერა, ავიდა სახლის სახურავზე და გადმოხტა. სახლი თუ სწორად მახსოვს, ცხრა სართულიანი იყო და ესენი მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ. და კაროჩე რო დაიწყო ამ ცოლ-ქმარმა ისევ ჩხუბი, ავიდა სინდი სახურავზე და უნდა გადმოხტეს რა. იარაღში ტყვიები აქვს ჩადებული. დედამ არ იცის. და კაროჩე ესეთი მომენტია რომ, ეს კაცი, მამა, ფანჯარასთან დგას და წინ ცოლი უდგას და უმიზნებს იარაღს. და იმ მომენტში, როცა შემთხვევით დაეჭირა ამ ქალს ხელი და გაუვარდა, მომენტალურად ეს კაცი გამოიწია და კაკრას სინდი რომ ხტებოდა სახურავიდან, მისი სახლის ფაჯარას რომ ჩაუქროლა, გასროლილი ტყვია მას მოხვდა.
და ანუ როგორი თემა გამოვიდა ხო აზრზე ხართ. ეს ქალი დააპატიმრეს მკვლელობის გამო, მარა ვისი მკვლელობის გამოც დააპატიმრეს, ის თვითონ აღმოჩნდა თანამზრახველი საკუთარ სიკვდილში. იმიტომ, რომ ტყვიები მისი ჩადებული იყო.
მესამე ამბავი არ მახსოვს კარგად. ვიღაც აკვალანგისტი ამოაყოლეს წყლიდან და.. თუ... არ მახსოვს რა კაროჩე...
მაინც არ წაიკითხავთ არც ამას.
არიგომართალია ეგ თუ ღადაობ?
This post has been edited by ბანჯოო on 23 Jun 2018, 21:47