ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 6 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასისრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.ოფიციალური საიტიინგლისური ფან-საიტიქართული ფან-საიტიგუნდის დაარსება1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.
ვირჯილ ვან დეიკი - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიდაიბადი 1991 წელს ბრედაში, სურინამული წარმოშობის ოჯახში. 2010 წელს ვილემ II-ს ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა გრონინგენში, სადაც მისი დებიუტი 2011 წელს 20 წლის ასაკში შედგა. ჩაატარა სამი სეზონი და გაიტანა 7 გოლი. გატანილი გოლების, ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდში თამაშის და ფიზიკური მონაცემების (193სმ. 92კგ) გამო, ის სელტიკმა შეამჩნია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მუდმივად თამაშის ამბიცია ჰქონდა. ორი სეზონი და 15 გატანილი ბურთი საკმარისი აღოჩნდა ვირჯილი პრემიერლიგაში შეემჩნიათ. £13მლნ. და 10% ბონუსი შემდეგი ტრანსფერიდან, საკმარისი აღმოჩნდა სელტიკს ჰოლანდიელი საუთჰემპტონისთვის დაეთმო. პირველი სეზონი შთამბეჭდავი იყო გატანილი სამი ბურთით და დებიუტით ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში. ვან დეიკის მეორე და მესამე სეზონი ტრავმების და სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეული ნაწილით გაუცდა, თუმცა მოედანზე ყოფნის დროს ის მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ზაფხულში მისი შეძენა წითლებმა ვერ მოახერხეს და FA-სგან გაფრთხილებაც მიიღეს, თუმცა ლივერპულში ვან დეიკის ტრანსფერი იანვარში შედგა გაზრდილი ფასის £75მლნ-ს სანაცვლოდ. ვან დეიკმა თავისი ფასის გამართლება იანვრიდანვე დაიწყო და დიდი წვლილი შეიტანა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ოთხეულში გასვლაში. მეორე სეზონში კი ის გუნდის ლიდერი გახდა. მას მთელი სეზონის მანძილზე ერთი ფეხბურთელიც არ გაცდენია და ლივერპული ბევრისთვის მოულოდნელად გახდა გუნდი, რომელმაც ინგლისში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ვირჯილთან ერთად ლივერპულმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგაში 97 ქულით მოიპოვა მე-2 ადგილი, ნაკრებთან ერთად კი ერთა ლიგის ფინალში გავიდა. ვირჯილმა ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩში აიღო გერმანიის ნაკრების კარი. ვან დეიკი დასახელდა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, გახდა ერთა ლიგის სიმბოლიური ნაკრების წევრი და ჯერ-ჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სიმბოლიური ნაკრების წევრი. ვირჯილი 4 ნომრიანი მაისურით თამაშობს.
Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!გუნდის სტაფიმთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი: პეტერ კრავეტცი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი: პეპინ ლინდერსი (ნიდერლანდები)
მეკარეების მწვრთნელი: ჯონ ახტერბერგი (ნიდერლანდები)
ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი: ანდრეას კორნმეიერი (გერმანია)
სამკურნალო საკითხებში ხელმძღვანელი: ფილიპ იაკობსენი (გერმანია)
სწორი კვების საკითხებში ხელმძღვანელი: მონა ნემერი (გერმანია)
მთავარი ექიმი: ენდი მეისი (ინგლისი)
მთავარი ფსიქოლოგი: ლი ნოუბსი (დიდი ბრიტანეთი)
Standard Chartered: სპეციალური პრიზი ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის 2018-2019აგვისტო: ვირჯილ ვან დეიკი
სექტემბერი: დანიელ სტარიჯი
ოქტომბერი: მოჰამედ სალაჰი
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი
დეკემბერი: მოჰამედ სალაჰი
იანვარი: სადიო მანე
თებერვალი: ვირჯილ ვან დეიკი (2)
მარტი: სადიო მანე (2)
აპრილი: მოჰამედ სალაჰი (3)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (ფეხბურთელები/ჟურნალისტები) - ვირჯილ ვან დეიკი
გულშემატკივრების გამოკითხვა1. ვირჯილ ვან დეიკი - 47%
2. მოჰამედ სალაჰი
3. სადიო მანე
4. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
5. ენდრიუ რობერტსონი
წინა თემები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 1 - Scouser_tornikE
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 2 - Scouser_tornikE
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 3 - Scouser_tornikE
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 4 - Scouser_tornikE
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 5 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 6 - Tornikee
LIVERPOOL Football Club VOL 7 - Tornikee
LIVERPOOL Football Club VOL 8 - Tornikee
LIVERPOOL Football Club VOL 9 - Faskunjii
LIVERPOOL Football Club VOL 10 - Faskunjii
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 11 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 12 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 13 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 14 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 15 - Tornikee
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 16 - Mersisaidman
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 17 - Qvacika
LIVERPOOL FOOTBALL CLUB, VOL 18 - akkai
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 19 - Eneas84
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 20 - actionscr1pt
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 21 - nadusa
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 22 - levan777888
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 23 - SebastiAn9
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 24 - Wiseman*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 25 - Wiseman*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 26 - rati_terora
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 27 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 28 - გიუშა
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 29 - actionscr1pt
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 30 - ირაკლი17
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 31 - Volume
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 32 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 33 - Mersisaidman
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 34 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 35 - KAMPO
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL36 - Liverpool Forever
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 37 - rati_terora
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 38 - Wiseman*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 39 - გიუშა
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 40 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 41 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 42 - rati_terora
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 43 - akkai
LIVERPOOL FOOTBALL CLUB VOL 44 - პერსიელი
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [V.45] ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.46 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.47 - Wisemаn*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.48 - Baduri777
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.49 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.50 - Baduri777
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.51 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.52 - Baduri777
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.53 - Baduri777
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.54 -Azwraith
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.55 - Liverpool Forever
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.56 - Wisemаn*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.57 - Azwraith
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.58 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.59 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.60 - Badura
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.61 - Henyd0r1
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.62 - Wisemаn*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.63 - Henyd0r1
LIVERPOOL FOOTBALL CLUB - V.64 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.65 - Badura
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.66 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.67 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.68 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 69!] V.69 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 70!] V.70 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.71 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.72 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.73 - Wiseman*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V. 74 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 75] V.75 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL 76] V.76 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.77 - Badura
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.78 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.79 - Henyd0r1
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.80 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.81 - Wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.82 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.83 - ლივერმენ
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.84 - Wisemаn*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.85 - ლივერმენ*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.86 - Hitchens
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.87 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB V.88 - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [Vol 89], Thank You Steve G - Wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.90], Good Bye Brendan! Welcome Jürgen! -Henyd0r1
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.91], In Jürgen We Trust ! - Gateways
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [vol.92], Klopp again in Wembley - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.93], It's still long way to go - wilkinson
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.94], transfers time - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.95], Kloppo on fire - Gateways
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.96], Remember the 96 - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.97], heavy metal football - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.98], Boxing Days - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.99], January Transfer Window - Wisemаn*
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.100], The Season End Is Near - komate
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.101], Waiting For Huge Arrivals!!!! - komate
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.102], New Season New Hope - komate
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.103], Already 125 Years - komate
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.104], Cold Winter - komate
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.105] European Nights - actionscr1pt
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.106] WIN THE EUROPEAN CUP FOR ME - Cadmus
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.107] - Wiseman
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.108], A Liverbird upon my chest - Cadmus
LIVERPOOL FOOTBALL CLUB [VOL.109], We are Number One - Rammstein
LIVERPOOL FOOTBALL CLUB, fuck off haters [VOL.110] - Rammstein
Liverpool Football Club [VOL.111], We won it SIX times!!!- Rammstein
* Scouser_tornikE (Tornikee) - 13 , Wilkinson - 13 , ლივერმენ - 13 , Wisemаn - 10 , Rammstein - 7 , komate - 5 ; Henyd0r1 - 4
წინა თემის 10 ყველაზე აქტიური წევრიBoom