გამარჯობა მეგობრებო. ერთი თემა იყო ადრე კაიზერსლაუტერნზე, მაგრამ არავინ აქტიურობდა და მიიკარგა. ალბათ ბევრს გსმენიათ ამ გუნდზე, ერთ დროს დიდ ფეხბურთს თამაშობდნენ, ეხლა მესამე ლიგაში არიან და არ ულხინთ.
მოკლედ მე ამჟამად ამ ქალაქში ვცხოვრობ და პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა მთელი ქალაქი ელოდება და ცოცხლობს თავისი გუნდით. დღეს სეზონის გახსნა იყო უნტერხახინგთან, ამ ლიგისთვის საშუალო კალიბრის გუნდათ ითვლება. 1-1 დასრულდა, იმედგაცრუება იყო რა თქმა უნდა, მიზანი მეორე ლიგაში გადასვლაა და ყველა ელოდებოდა რომ გამარჯვებით დაიწყებდნენ. 30.000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა, ქალაქი დიდი არაა და თამაშის დღეს სრულიად იცვლება ხოლმე. ყველა საფეხბურთო ფორმაშია გამოწყობილი, ბარები და რესტორნები თამაშების მერე გულშემატკივრებითაა სავსე.
გუნდის სტადიონს "ფრიტც ვალტერის სტადიონი" ქვია, სტადიონის ქუჩა (ფრიტც-ვალტერის ქუჩა) ჩემსას კვეთს და ქალაქის ცენტრისკენ როცა მიდის გულშემატკივრების კოლონა აქ ჩამოივლიან ხოლმე. როცა იგებენ ჩვეულებრივ მეტს მღერიან და ხმაურობენ, მეტ ლუდს სვამენ და მეტად თვრებიან. დღეს შედარებით სიჩუმე იყო, სერიოზულად გაუტყდათ, მოგებას ელოდნენ.
მესამე ლიგაში 2017/2018 წლების სეზონის მერე ჩამოქვეითდნენ, წინა სეზონი მე-9 ადგილზე დაამთავრეს. მეორე ლიგაში გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მესამე ლიგა გუნდებისთვის ჭაობივითაა, რაც მეტს ჩერდები მით ნაკლები შანსი გაქვს მალე ამოძვრე. ბევრად ნაკლებს იხდიან ტრანსლაციებში და სპონსორებისგან შემოსავალიც მნიშვნელოვნად მცირეა მეორე ლიგასთან შედარებით, არაპროპორციულად მცირე.
აქაურები ამაყობენ თავისი გუნდით, კაიზერსლაუტერნი ოთხგზის ბუნდესმაიტერია. 1998/1999 წლებში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიც ითამაშეს. 2011/2012 წლების სეზონის შემდეგ გუნდი მეორე ლიგაში გავარდა. პირველი სამი სეზონი ახლოს იყვნენ ბუნდესლიგაში დაბრუნებასთან, შემდეგ ცხრილის შუა ნახევრისკენ ჩაიწიეს და 2017/2018 სეზონში ბოლო ადგილით მესამე ლიგაში გადაინაცვლეს.
ფანები თავის თავს წითელ ეშმაკებს ეძახიან, ასევე ბეტცე-ს, სტადიონს ბეტცენბერგი ერქვა ადრე და მაგიტომ. სტადიონის ტევადობა 50.000-ია, საშუალო დასწრება - 20.000. მომდევნო კვირებში მეც უნდა მოვიცალო სტადიონზე მისასვლელად და კადრებსაც შემოგთავაზებთ. სტადიონი ძალიან ლამაზი და უცხოა. მოკლედ თუ დაგაინტერესებთ შიგადაშიგ აქაურ ამბებს შეგატყობინებთ. დიდი გუნდები იშვიათად ხვდებიან ამ ქალაქში, მაგრამ ერთი თვის წინ ბაიერნთან იყო ამხანაგური და ორ კვირაში მაინცი ჩამოდის ბუნდელიგიდან პოკალზე.
wiederschauen
ხედი ჩემი სახლიდან
This post has been edited by Immanuel on 21 Jul 2019, 00:44