რაც შეეხება ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას. ბროკერების საკმაოდ დიდი არჩევანია. ეს არის ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის საიტი, აქ თავად ბირჟას აქვს ბროკერების სია.
ესეც ბმული:
http://www.cmegroup.com/tools-information/find-a-broker.htmlნებისმიერი ბროკერი, რომელიც მოცემულია ამ სიაში არის სანდო და ნებისმიერ ამ ბროკერის მეშვეობით შეგიძლია ვაჭრობა.
მაგრამ აქ მთავარია არა ბროკერი, არამედ ის, თუ რა სისტემაა ჩამოყალიბებული, რომელიც გამორიცხავს ბროკერის მხრიდან თაღლითობას.
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ერთმანეთისაგან გამიჯნულია ლიკვიდურობის პროვაიდერი, ბროკერი და კლირინგი.
1) ლიკვიდურობის პროვაიდერი არის კომპანია, რომელიც ბირჟისაგან ყიდულობს ინფორმაციას სავაჭრო ინსტრუმენტზე ფასის მოძრაობისა და ბაზარზე შემოსული მოცულობების შესახებ და ამ ინფორმაციას აწვდის ტრეიდერს სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით, რაშიც იღებს გასამრჯელოს. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე არის არა ერთი ლიკვიდურობის პროვაიდერი, შესაბამისად ტრეიდერი (და არა ბროკერი) თავად ირჩევს, თუ რომელი ლიკვიდურობის პროვაიდერი გამოიყენოს. არის შემდეგი ლიკვიდურობის პროვაიდერები: CQG, Rithmic, Kinetic და ა.შ. მე მაგალითისთვის ვიყენებ CQG-ს.
2) ბროკერი არის შუამავალი ტრეიდერსა და ბირჟას შორის. ის სთავაზობს ტრეიდერს სავაჭრო პლატფორმას და საშუამავლო სერვის ტრეიდერსა და ბირჟას შორის, რაშიც აგრეთვე იღებს საკომისიოს. არის შემთხვევები, როცა ბროკერი ტრეიდერს სთავაზობს მართო საშუამავლო სერვის და ტრეიდერი სავაჭრო პლატფორმას ყიდულობს ან ქირაობს სხვა კომპანიისაგან, რომელმაც შექმნა ეს პლატფორმა.
3) კლირინგი. კლირინგული კომპანიები ექვემდებარებიან ცალკე მკაცრ რეგულაციას აშშ-ს სახელმწიფო უწყებებისაგან. კლირინგული კომპანიის მოვალეობაა, დღის ბოლოს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, იმ ტრეიდერებს, რომლებმაც წააგეს თანხა, მათ ეს თანხა ჩამოაჭრას ანგარიშიდან და ჩაურიცხოს იმ ტრეიდერებს, რომლებმაც ეს თანხა მოიგეს. ამ სერვისში კლირინგული კომპანია აგრეთვე ღებულობს თავის გასამრჯელოს.
ერთი კლირინგული კომპანია, როგორც წესი თანამშრომლობს სხვადასხვა საბროკერო კომპანიებთან და პირიქით საბროკერო კომპანია შეიძლება სხვადასხვა კლირინგული კომპანიის სერვისით სარგებლობდეს.
ეხლა ყველაზე მთავარი: როცა ტრეიდერი გადაწყვეტს, რომ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ივაჭროს და შეარჩევს საბროკერო კომპანიას, ის ანგარიშს ხსნის არა ამ საბროკერო კომპანიაში, არამედ იმ კლირინგულ კომპანიაში, რომელიც ამ საბროკეროს ემსახურება. ამ მექანიზმით ზუსტად გამოირიცხება ბროკერის მხრიდან გარკვეული მანიპულაციების ჩატარების მცდელობა, რათა ტრეიდერმა დაკარგოს თანხები. თქვენი თანხები ინახება კლირინგულ კომპანიაში, ცალკე სეგრეგირებულ ანგარიშზე (გამიჯნულია ერთმანეთისაგან კლირინგული კომპანიის თანხები და კლიენტების თანხები) ამერიკულ ბანკში (ეს არის BMO Harris Bank) მდებარეობს ჩიკაგოში. ეს ბანკი ემსახურება თავად ჩიკაგოს ბირჟას დღიდან მისი დაარსებისა. ეს ბანკი არის ნაწილი ფედერალური სარეზერვო სისტემის.
ესეც ბმული: www.bmoharris.com
სავაჭრო სესიის დასრულების ბოლოს, თუ თქვენ მოიგეთ ან წააგეთ თანხა, ბროკერი მიაწვდის ამ ინფორმაციას კლირინგულ კომპანიას. ის ამ ინფორმაციის საფუძველზე თქვენს ანგარიშზე ან ჩარიცხავს მოგებულ თანხას ან ჩამოგაჭრით წაგებულ თანხას.
გარდა ბროკერის, კლირინგის და ლიკვიდურობის პროვაიდერის საკომისიოებისა, ტრეიდერს, რომელიც ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობს გადასახდელი აქვს ჩიკაგოს ბირჟის ყოველთვიური მოსაკრებელი. ეს არის მოჭრილი თანხა თვეში. ეხლა, თუ რა თანხაა გადასახდელი. ჩიკაგოს ბირჟას აქვს რამდენიმე სექცია სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტები ივაჭრება. ფორექს ტრეიდერებისათვის ნაცნობი სავალუტო ფიუჩერსები (რომლებიც ერთი ერთში მისდევენ ფორექსის სავალუტო წყვილებს) ივაჭრება Globex-ზე, რომელიც არის ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის განყოფილება. ამ სექციაში ივაჭრება მარტო ვალუტები და აგრეთვე ბიტკოინის ფიუჩერსი. Nymex-ზე ივაჭრება ნავთობის ფიუჩერსი. Comex-ზე ოქროს ფიუჩერსი. ესე იგი, ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენთვის არის ნაცნობი ფორექსიდან და MT4-ზე, არის ჩიკაგოს ბირჟაზე და ყველა ეს ინსტრუმენტი შეგიძლიათ რომ ივაჭროთ.
ეხლა რა ხდება ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას აქვს ორი სახის ყოველთვიური მოსაკრებელი: პროფესიონალი და არა პროფესიონალი მოთამაშეებისათვის.
არაპროფესიონალი მოთამაშეებისათვის ყოველთვიური მოსაკრებელი თვის განმავლობაში შეადგენს ერთ სექციაზე 5 აშშ დოლარს, ხოლო პროფესიონალი მოთამაშეებისათვის 85 აშშ დოლარს ერთ სექციაზე.
შესაბამისად, რომ განვიხილოთ შემდეგი მაგალითი ვვაჭრობთ მარტო სავალუტო ფიუჩერსებით, რომლებიც ივაჭრება Globex-ზე. ამაში გადავიხდით მხოლოდ 5 აშშ დოლარს თვეში, როგორც არაპროფესიონალი მოთამაშეები, მაშინ როცა იგივე სერვისში პროფესიონალი მოთამაშე გადაიხდის თვეში 85 აშშ დოლარს. იმისათვის, რომ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას შევატყობინოთ, რომ ვართ ბაზრის არა პროფესიონალი მოთამაშეები, ჩვენ ვუკავშირდებით ბროკერს და ბროკერი ამას გიგვარებთ ზუსტად ერთ წუთში. შესავსები იქნება 1 გვერდიანი ფორმა ელექტრონულად და ეს ეგზავნება ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟას. შესაბამისად თვეში გადაიხდით მხოლოდ 5 დოლარს 1 სექციაზე.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტავთ, რომ გსურთ დამატებით ოქროთი და ნავთობით ვაჭრობა, ამას დაემატება 10 დოლარი (5 დოლარი Nymex და 5 დოლარი Comex) და ჯამში თვეში გადასახდელი გექნებათ 15 დოლარი.
მთლიანად რომ ავიღოთ გექნებათ შემდეგი ხარჯები: თვეში 5 ან 15 დოლარი, თუ სხვა ბაზრებს დაამატებთ კიდევ, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხორბალი, სიმინდი, ღორის ხორცი, სოიო და ა.შ. გადაიხდით თვეში 21 აშშ დოლარს.
გარდა ამისა, თითოეული ტრეიდიდან გადაიხდით საკომისიოს, რომელშიც შესულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკომისიო (ბროკერი, ლიკვიდურობის პროვაიდერი, კლირინგი).
მაგალითისთვის მე ვიხდი შემდეგ გადასახადს: $ 2.91 დოლარი თითოეული გარიგებიდან.
ჯამში გამოდის შემდეგი:
1) პოზიციის გახსნა - $ 2.91
2) პოზიციის დახურვა - $ 2.91
ჯამში გამოდის $ 5.82 პოზიციის გახსნა დახურვაში + $ 21 დოლარი მოჭრილი თანხა, ყოველთვიური მოსაკრებელი ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის.
ეს არის 1 კონტრაქტის (უდრის 1 ლოტს ფორექსზე) საკომისიო.
მაგალითისთვის ფორექს ბროკერი თავის კლიენტებს 1 ლოტზე არიცხავს $ 10 აშშ დოლარს ამას დაუმატეთ სპრედის გაწელვები და ხარჯები თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაიანგარიშოთ.
ეხლა რაც შეეხება რეგულატორებს: ამ სფეროში არის 2 რეგულატორი, NFA, CFTC
ბმულები: www.nfa.futures.org, www.cftc.gov
თუ გსურთ ამა თუ იმ ბროკერის შემოწმება: დაუჯარიმებია თუ არა ის ოდესმე რეგულატორს და თუ დაუჯარიმებია, რაზე იყო ჯარიმა გამოწერილი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და შეამოწმოთ ბროკერი.
https://www.nfa.futures.org/basicnetეხლა მაგალითისთვის, როგორ გავხსნათ დემო ანგარიში და გადმოვწეროთ პლატფორმა ამერიკელი ბროკერისაგან.
მე პირადად ვიყენებ ამ კომპანიის სერვის Ninja Trader Brokerage.
ამისათვის შევდივართ შემდეგ საიტზე: www.ninjatraderbrokerage.com
ზედა მარჯვენა კუთხეზე ვაჭერთ ტექსტს “Live demo” და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. ქვემოთ ველში უნდა მივუთითოთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და დავაჭიროთ ღილაკს “Download”. ამის შემდეგ გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა შეტყობინებით “Do you want FREE live market data?”, ვაჭერთ „yes” და შეგვყავს თქვენი მონაცემები. „Select Your Asset Class“ აირჩიეთ „Futures” და არა “Forex” და მერე ვაჭერთ ღილაკს „Submit”.
შედეგად თქვენ შეძლებთ პროგრამა ნინჯა ტრეიდერის ჩამოტვირთვას და კომპიუტერზე დაყენებას. გირჩევთ აირჩიოთ ნინჯა ტრეიდერის 7 ვერსია და არა 8.
ამის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე მოვა იუზერნეიმი და პასვორდი დემო ვერსიის. ეს დემო ვერსია არის 10 დღიანი. ეს არის ვაჭრობის სრული სიმულაცია. ათი დღის გასვლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ სხვა ელ. ფოსტის მეშვეობით და სხვა სახელითა და გვარით დაარეგისტრიროთ ახალი დემო ანგარიში და ასე უსასრულოდ.
ქვემოთ სურათზე მოცემულია ავსტრალიური დოლარის ფიუჩერსის (6A, რომელიც ივაჭრება ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე) და AUD/USD-ს გრაფიკები. როგორც თქვენ ხედავთ ამ გრაფიკებს შორის საკმაოდ მაღალი კორელაციაა.
* * *
ქვემოთ მოცემულ ვიდეოებში მოცემულია ინფორმაცია თუ რა დადებითი მხარეები გააჩნია რეგულირებად ბირჟაზე ვაჭრობას ფორექსზე ვაჭრობასთან შედარებით. პირველი ვიდეო არის რუსულად, მეორე ინგლისურად. იმის და მიხედვით თუ ვის რომელ ენაზე ურჩევნია ინფორმაციის მიღება
[YOUTUBE]7Mmqzm2gvB8&t[/YOUTUBE]
* * *
[YOUTUBE]7Mmqzm2gvB8&t[/YOUTUBE]
* * *
მეორე ვიდეო არ იტვირთება და ბმულის სახით დავდებ მაშინ:
https://www.youtube.com/watch?v=7Mmqzm2gvB8&t=108s This post has been edited by Volkssturm on 20 Jun 2018, 15:36
მიმაგრებული სურათი