დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა გაჯერებულია უამრავი ყალბი, ფსევდო ღირებულებებით, მახინჯი აზროვნებითა და დამღუპველი ცხოვრების წესის პროპაგანდით, ძალიან ძნელია მოზარდისათვის ჯანსაღი, მისაბაძი გმირის პოვნა. მასკულტურა გაჯერებულია დეგრადანტული და არაადამიანური პერსონაჟებით. ჩვეულებრივ ადამიანდ ყოფნა თანდათან ნაკლოვანება და სირცხვილი ხდება.
არაადამიანობის პროპაგანდა და პოპულარიზება მიდის სრული სვლით.
ერთ დროს კი იყო თაობა, რომელისთვისაც ბრიუს ლი (და ჩაკიც) იყო "კუმირი" . ამათი მიბაძვით ბევრმა, ბევრ სისულელეს და დამღუპველ გზას დააღწია თავი.
არ ვიცი როგორ შეიძლება დღე, ახალი თაობისათვის მისაღებ დონეზე გაათანამედროვო ბრიუს ლი. ჩვენი თაობისთვის საოცნებო ფილმები "დიდი ბოსი", "დრაკონის გზა" , "დრაკონის გამოსვლა" - ალბათ სანახავად უინტერესო იქნება დღევანდელი მოზარდებისთვის.
პ.ს. სხვათა შორის 45 წლის წინ, დღევანდელ დღეს - 1973 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა ბრიუს ლი.
პ.პ.ს. 33 წლის ასაკში. ესეც ისე, სხვათა შორის