Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > იევროპიდან ველოდებით სატვირთო თვითმფრინავს


Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 11:58
ჩვენმა კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია მათი კონცენტრაცია , ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისი თქმით, საელჩოს წარმომადგენლები და კონსულებმა არსებულ ვითარებაზე პირველადი ინფორმაცია უკვე მიიღეს.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად მოგვეწოდებოდა და ჩვენმა კონსულებმა პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია, მოინახულეს ისინი. მოისმინეს ინფორმაცია იქ არსებულ მდგომარეობაზე, რა პირობებში იმყოფებიან ისინი და ასევე ინფორმაცია მიაწოდეს იმაზე, თუ რა ხდება ზოგადად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა. ხშირია შემთხვევა, როდესაც სტერეოტიპული წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ ადამიანები თავშესაფრის მაძიებლობაზე მიმართვისას და ხშირ შემთხვევაში რეალობა და მათი აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

კითხვაზე, რატომ შეუშვეს ეს ადამიანები ქვეყანაში იმ ფონზე, რომ მათ საზღვარი მცირეწლოვან შვილებთან და ოჯახებთან ერთად გადაკვეთეს, საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს ევროკავშირთან აქვს უვიზო მიმოსვლა, გადაწყვეტილება უშუალოდ საზღვარზე მიიღება და როგორც ჩანს კონკრეტულ შემთხვევაში მესაზღვრეებმა არ ჩათვალეს საეჭვოდ ამ ადამიანების ქვეყანაში შესვლა, რადგან დიდი ალბათობით მათ უმრავლესობას საბუთები წესრიგში ჰქონდათ.

„ამ ადამიანების უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელია. თუმცა არიან ისეთებიც და ეს ჩვენთან გასაუბრების დროსაც გამოიკვეთა ისეთი კატეგორია, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ გაუკეთებია, ან ფიქრობენ, გააკეთონ თუ არა განაცხადი. ზოგს ამოწურული აქვს ის 90 დღიანი ვადა, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმითაა გათვალისწინებული. მათ, ვისაც ეს ვადა ამოწურული აქვს და არანაირი სტატუსი არ გააჩნია და უბრალოდ უვიზო რეჟიმს არღვევს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია მათი საქართველოში დაბრუნება. ხოლო მათ, ვინც თავშესაფრის მოპოვებაზე განაცხადი აქვთ გაკეთებული, ამ განცხადების განხილვას თავისი ვადები აქვს და ამ პერიოდში, ისინი ვერ მოხვდებიან სადეპორტაციო რეჟიმში, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ინდივიდუალურ ქეისებზე გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში ოჯახებით არიან წასულები, ღამეს კარვებში ან ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას “ქართველების კარვების” ქუჩა უკვე შეარქვეს. მოქალაქეები ამ ვითარებაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საფრანგეთში თაშესაფარს ითხოვს. მათი ნაწილი ამბობს, რომ განაცხადის შეტანის შემდეგ მათ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, თუმცა ამის მიუხედავად ისინი საფრანგეთს არ ტოვებენ და ღამეს მონპელიეს ქუჩებში კარვებში ათევენ. ისინი ამბობენ რომ სამშობლო მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო დატოვეს.

https://www.timer.ge/chvenma-konsulebma-moinakhules-saqarthvelos-moqalaqeebi-parizshi-strasburgshi-monpelieshi-da-barselonashi-sadac-maghalia-mathi-koncentracia/

ვიძახდა კაის არაფერს მოგვიტანს ეს უვიზო მეთქი

არ დამიჯერეთ და იყავით ეხლა ეგრე და იწუწუნეთ

თურმე სიგარეტი გაძვირდა

თურმე დებილი ექიმისთვის ვეღარ შეგვიგინებია

თურმე ტეხასმოტრი საჭიროა

პ.ს. არა, მესმის მე ვაპროტესტო ეს ყველაფერი,

მაგრამ ქნაცები და ვითომ ლებარალებე რომ ამას აპროტესტებენ, ისაა სასაცილო facepalm.gif

ტაქსის მძოლების მცველებად გადაიქცნენ, როცა დღე და ღამე მაგათზე ანთხევდნენ ბოღმას

Posted by: FJ70 19 Apr 2019, 12:04
ყველაფერს თავისი ფასი აქვს

არჩევნების დღეს, სახლში ლობიოს ჭამის მაგივრად, ადგებიან და ხმის მისაცემად მივლენ







Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 12:06
FJ70
QUOTE
არჩევნების დღეს, სახლში ლობიოს ჭამის მაგივრად, ადგებიან და ხმის მისაცემად მივლენ

და ვის მიცემენ ხმას?

Posted by: gears 19 Apr 2019, 12:08
ის პატარა ქართველი ბოვშვები როგორ ეყარნენ კარვებში sad.gif

გული შემიწუხდა


პოლიტიკანებო
თქვენი დედები ..........................

რა დღეში ჩააგდეთ ქვეყანა?!

ეძიკას მთავრობიდან დაწყებული
ყველას ეხება

Posted by: FJ70 19 Apr 2019, 12:15
QUOTE (shaqro telavski @ 19 Apr 2019, 12:06 )

QUOTE
და ვის მიცემენ ხმას?



მაგას თვითონ გადაწყვეტენ

ორი კილო ხახვითა და კართოფილით, უკვე ვეღარ იყიდი მაგათ ხმას

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 12:19
FJ70
QUOTE
ორი კილო ხახვითა და კართოფილით, უკვე ვეღარ იყიდი მაგათ ხმას

მაგ ზღაპრების სერიოზულ ქნაცებს აღარ სჯერათ

როგორც იმის, რომ მხოლოდ ციხის კადრების გავრცელების გამო წააგეს არჩევნებ 12-ში

მე დღეს ვეღარ ვხედავ ნორმალურ პოლიტიკურ ძალას

რომელიც ერთ ადგილს არ მისცემს არც რუსეთს

და არც ახალ დასავლურ ცენტრალურ კომიტეტს

Posted by: vasilii 19 Apr 2019, 14:11
shaqro telavski
QUOTE
და ვის მიცემენ ხმას?

ბიძინას
ნუ ნერვიულობ

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 14:21
vasilii
QUOTE
ბიძინას

მაგაზე ვნერვიულობ ზუსტად

დროა დაისვენოს, გადაიღალა

მაგრამ ვერავის ვხედავ

თავის დროზე, რომ დაეკიდა იევროპელები

დღეს ბოკერია და ქინძის გასროკილები იქნებოდნენ

მაგათ ადგილზე კი რეალური ელექტორატის მქონე ძალა იქნებოდა

პ.ს. ქართული ოცნება დღეს ყველაზე მეტი პროევროპული პარტიაა საქართველოში

ისეთი, რომელიც არ ყოფლია ჯერ

აი, გაუწვნენ ბოლომდე მაგ მედრაკეებს

ესაა ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელი ოცნებაში

და ტიპები, ვინც ვითომ ლიბერალობაზე თავს დებენ, ბიძინას ლანძღავენ facepalm.gif

მე თქვენს ადგილზე მეტანიებით ვივლიდი დღეში სამჯერ ბიძინას სახლთან

Posted by: vaxo55 19 Apr 2019, 14:26
აქანე ქართველუმეები არ ფოსტავენ?

Posted by: vasilii 19 Apr 2019, 14:28
shaqro telavski
QUOTE
მაგრამ ვერავის ვხედავ

ხოოო lol.gif

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 14:30
vasilii
QUOTE
ხოოო 

გეპეის სტუდენტი გამოცდაზეა

ლექტორი ეკითხება რა გქვია - ავთო

რა გვარი ხარ - ავთო

შემდეგიი

რა ქვია - ჰა

რა გვარი ხარ - ჰა

წადი ისევ ავთოს დაუძახე

პ.ს. ხოდა წადი ეხლა შენ და ისევ ახალრევოლუციას დაუძახე

Posted by: Crypto 19 Apr 2019, 14:50
shaqro telavski
QUOTE
არ დამიჯერეთ და იყავით ეხლა ეგრე და იწუწუნეთ

lol.gif lol.gif
ჩვენ კი ვიწუწუნებდით, მარა ჯერ ნაცების პროტესტზე ვხითხითებთ და არ გვცალია biggrin.gif
დაჟე ჩვენ რომ გავაპროტესტოთ, მაგისთვისაც კი არ გვცალია, ისე ვხითხითებთ
რაც უკეთ გვეხერხება, იმას ვაკეთებთ biggrin.gif
QUOTE
მე თქვენს ადგილზე მეტანიებით ვივლიდი დღეში სამჯერ ბიძინას სახლთან

ვინ მიგიშვებს თორე კი, ისეთი რიგია 2011-დან

Posted by: ნათანია 19 Apr 2019, 14:52
ჰაერში რომ ააფეთქონ ეგ თვითმფრინავი კაი იქნებოდა ორივე მხარისთვის უფრო ჩვენთვის თორემ იმათ არ კიდიათ მოიშორეს მოგვიყარეს ჩვენ ჩვენ ვის გადაუყაროთ ეხლა?


Posted by: FJ70 19 Apr 2019, 15:04
იუდეველების ანდაზები

ბრმისთვის სინათლეც ---სიბნელეაო

ბრმას თითით, გზას ვერ აჩვენებო


Posted by: sanfol 19 Apr 2019, 15:09
QUOTE (ნათანია @ 19 Apr 2019, 14:52 )
ჰაერში რომ ააფეთქონ ეგ თვითმფრინავი კაი იქნებოდა ორივე მხარისთვის უფრო ჩვენთვის თორემ იმათ არ კიდიათ მოიშორეს მოგვიყარეს ჩვენ ჩვენ ვის გადაუყაროთ ეხლა?

facepalm.gif

Posted by: dat111 19 Apr 2019, 15:19
QUOTE
თავის დროზე, რომ დაეკიდა იევროპელები

დღეს ბოკერია და ქინძის გასროკილები იქნებოდნენ

მაგათ ადგილზე კი რეალური ელექტორატის მქონე ძალა იქნებოდა

პ.ს. ქართული ოცნება დღეს ყველაზე მეტი პროევროპული პარტიაა საქართველოში

რატო უნდა დაეკიდა რო? კორპორატიულ ოლიგარქულ სისტემის დასაცავად მშვენივრად იყენებს ევროკანონმდებლობას+აზავებს რუსული ნავაროტებით, რატომ უნდა მოიგონოს ველოსიპედი როცა აგერ გაუშვებს ზებრებს გამოცდილების გადმოსაღებად, იი გადასახადები და რეგულაციები ხალხის აყვავებას ემსახურება მაგას ვერ გაცდა ხალხის 95% და 5%მშვენივრად ძოვს მაგის ხარჯზე.
მიშტოცას რო (კხე კხე, მოდერმაროაკრძალა ის ტექსტი) ერთი შანსი ქონდა ამ ქვეყანას 2003 წელს მარა 3 წელზე მეტი ვერ გასტანეს, ძალაუფლებიტ გამოცდას 99% ვერ უძლებს და გადაუხვიეთ უკანალისკენ საითაც წარმატებით ვივლით მეორედ მოსვლამდე

Posted by: nick_el_son 19 Apr 2019, 15:37
ანუ ამ თემის აზრი რა არის?

__

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 16:20
nick_el_son
QUOTE
ანუ ამ თემის აზრი რა არის?

კარგი კითხვაა

სულ გამოიმასქნებულა თემის ავტორი

ისე, რატომ პოსტავ თემაში, რომელშიც ვერ ხვდები რაზეა საუბარი?

Posted by: ნათანია 19 Apr 2019, 16:28
QUOTE
ისე, რატომ პოსტავ თემაში, რომელშიც ვერ ხვდები რაზეა საუბარი



მე როგორც მივხვდი თეის აზრს რომ ვერ მიხვდა სწორედ მაგიტომ იკითხა და დაპოსტა კითხვით. ზოგადად ასე იქცევიან ადამიანები რამეს რომ ვერ იგებენ კითხულობენ და ზუგადად პასუხად არიღებენ თუ არიცი ან ვერ იგებ რატო კითხულობო biggrin.gif


რავი ჩვენსკენ ეგრეა და იქეთ ვერ გეტყვი biggrin.gif



პ.ს ვერც მე მივხვდი თემის აზრს

Posted by: nick_el_son 19 Apr 2019, 16:32
QUOTE (ნათანია @ 19 Apr 2019, 16:28 )
QUOTE
ისე, რატომ პოსტავ თემაში, რომელშიც ვერ ხვდები რაზეა საუბარი



მე როგორც მივხვდი თეის აზრს რომ ვერ მიხვდა სწორედ მაგიტომ იკითხა და დაპოსტა კითხვით. ზოგადად ასე იქცევიან ადამიანები რამეს რომ ვერ იგებენ კითხულობენ და ზუგადად პასუხად არიღებენ თუ არიცი ან ვერ იგებ რატო კითხულობო biggrin.gif


რავი ჩვენსკენ ეგრეა და იქეთ ვერ გეტყვი biggrin.gif



პ.ს ვერც მე მივხვდი თემის აზრს

yes.gif gigi.gif



Posted by: akoako_1987 19 Apr 2019, 16:32
მომკალით და არ მეცოდება ეგ ხალხი.გუდა ნაბადიანად აიყარა და წაასხა წვრილ შვილი,ასე უფრო მომცემენ თავშესაფარსო.იმის მაგიერ ჯერ კაცი ან ქალი წასულიყო.მოწყობილიყო იქ,ეპოვნა სამუშაო და მერე ჩაეყვანა დანარჩენი.არა ეგრევე ყველა წახიკეს ლტოლვილის სტატუსის და დარმაედი ცხოვრების მოლოდინში.

Posted by: grou 19 Apr 2019, 16:48
დაღლილა და ამას უნდა რომ წაეხმაროს.

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 17:21
ნათანია
QUOTE
ვერც მე მივხვდი თემის აზრს

მე როცა რამეს ვერ ვხვდები ჩემთვის დავდუმდები ხომე

მაგრად ტეხამს, ვიღაც გამოქლიავებული შაქრუას აზრებს ვერ მივმხვდარიყავი

მაგას რა მაკითხინებდაsmile.gif

Posted by: ნათანია 19 Apr 2019, 17:41
shaqro telavski
[

უბრალოდ ვერ მივხვდით

ნუ ბრაზობ მეგობარო wink.gif

Posted by: zamzumi 19 Apr 2019, 17:53
თემა მე მგონი არალეგალების დარეპორტებაზეა. smile.gif
სატვირთო თვითმფრინავის ასოციაციაც არ უნდა იყოს გაუგებარი.

არც რუსეთი გვახარებს, არც ევროპა.
მაგრამ ევროპული პანღური, მაინც უფრო ტკბილია.
ზოგმა თვითმფრინავის აფეთქებაც ისურვა.
რომ არ ეცოდებათ, ამითაც იწონებენ თავს.

Posted by: Dark_Angell 19 Apr 2019, 17:58
QUOTE (shaqro telavski @ 19 Apr 2019, 13:06 )
FJ70
QUOTE
არჩევნების დღეს, სახლში ლობიოს ჭამის მაგივრად, ადგებიან და ხმის მისაცემად მივლენ

და ვის მიცემენ ხმას?

ჩუმი იმედი აქვს რომ მიჰას biggrin.gif

ამათ ხალხი მართლა დიეზი ჰგონიათ.

Posted by: shaqro telavski 19 Apr 2019, 18:09
zamzumi
QUOTE
თემა მე მგონი არალეგალების დარეპორტებაზეა.  
სატვირთო თვითმფრინავის ასოციაციაც არ უნდა იყოს გაუგებარი.

არც რუსეთი გვახარებს, არც ევროპა.
მაგრამ ევროპული პანღური, მაინც უფრო ტკბილია.
ზოგმა თვითმფრინავის აფეთქებაც ისურვა.
რომ არ ეცოდებათ, ამითაც იწონებენ თავს.

2kiss.gif

შაჰაბასი რომ ვიყო დაგაწინაურებდი

უყვარდა ჭკვიანი ხალხი იმ დედამოხნულს


პს. ახალრევოლოციასთან ბოდიში მამითხოვია

ამ სიტყვებზე ამნისტიას ითხოვდა

მე კიდევ ისევ დანიშნულებისამებრ ვიხმარე facepalm.gif


ნათანია
QUOTE
ნუ ბრაზობ მეგობარო

სულაც არ ვბრაზობ

ნოვოპასიტის სმა დავიწყე

სუ ალაზანზე მკიდია ყველაფერი yes.gif

Posted by: ingfari 19 Apr 2019, 18:26
QUOTE (akoako_1987 @ 19 Apr 2019, 16:32 )
მომკალით და არ მეცოდება ეგ ხალხი.გუდა ნაბადიანად აიყარა და წაასხა წვრილ შვილი,ასე უფრო მომცემენ თავშესაფარსო.იმის მაგიერ ჯერ კაცი ან ქალი წასულიყო.მოწყობილიყო იქ,ეპოვნა სამუშაო და მერე ჩაეყვანა დანარჩენი.არა ეგრევე ყველა წახიკეს ლტოლვილის სტატუსის და დარმაედი ცხოვრების მოლოდინში.

yes.gif
და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნორმალურ მოქალაქეებს უქმნიან პრობლემებს ამათ გამო.
ამათ გამო სავიზო რეჟიმი რომ აღადგინონ, მერე მართლა ურჩევნიათ იქ დარჩნენ, კარვებში, და უკან აღარ დაბრუნდნენ, მაგრად დაერხევათ ნორმალური ხალხისგან საქართველოში.

უკრაინა ჩვენზე ღარიბია, არ აქვს ეს პრობლემა.
უამრავი უკრაინელი მუშაობს ევროპაში არალეგალურად, მაგრამ მუშაობს და არა დედა-ბუდიანად თავშესაფარს, უფასო საცხოვრებელს და კვებას ითხოვს.
რატომ? რითი დაიმსახურეს? რამე ვალი აქვს საფრანგეთს მაგათი?
თან სირიელებივით კარვებში რომ არიან facepalm.gif
აქ 41-ს ხაზავენ, მერე იქ გარბიან, "მაჭამეეთ".

გინდა ეს თქვით, გინდა ის და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მაგრად ამუხრუჭებს და უკან მიათრევს ქვეყანას.
წადი ევროპაში, დარჩი-მამენტ ყველას კიდია ეგ ნახე რამე საქმე მერე საბუთებსაც გააკეთებ, მაგრამ არა ტიპები "თავშესაფარი მომეციიიი". facepalm.gif
* * *
რუსთავი 2-ზე უნახებიათ, მელორა მართავს აქციას, "თავშესაფრები მოგვეცით" იძახიან, თან საქართველოს ყვირიან.
რუსთავი 2-იც რა დეზლი კანტორაა, კიდიათ ქვეყანას რა მოუვა, მთავარია ივანიშვილის წინააღმდეგ თქვან რამე.
ბავშვები დაყენებული წინ.
სომალის იმიტაციას აკეთებენ. facepalm.gif

Posted by: zamzumi 19 Apr 2019, 18:36
shaqro telavski
QUOTE
შაჰაბასი რომ ვიყო დაგაწინაურებდ

იუყვარდა ჭკვიანი ხალხი იმ დედამოხნულს

biggrin.gif
აჰ, რად არა ხარ… შაჰაბასი

ingfari
QUOTE
ნორმალურ მოქალაქეებს უქმნიან პრობლემებს

ანუ ქვეყანას ნორმალური და არანორმალური მოქალაქეები ჰყავს?
QUOTE
მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მაგრად ამუხრუჭებს და უკან მიათრევს ქვეყანას.

არ გიფიქრიათ, რომ ქვეყანამ (სახელმწიფომ) დაამუხრუჭა და უკან დასწია ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი?
sad.gif

Posted by: ingfari 19 Apr 2019, 18:51
zamzumi
არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ყავს მოქალაქეების უკეთესი და უარესი ნაწილი, ნორმალური და არანორმალური.
უბრალოდ საქართველოში ესეთი და ამაზე უარესი ქცევები არ ტეხავს.
პროცენტებს ნაღდად ვერ დაგიწერ, მაგრამ რასაც ვხედავ ქვეყნის ერთი ნახევარი-წვალობს, მუშაობს, აქვს შემოსავალი ცოტა თუ ბევრი, ვისაც არ გამოდის უცხოეთში მიდის და იქ მუშაობს (ზოგი ლეგალურად, ზოგი არალეგალურად), სამოქალაქო შეგნებაც აქვს და უკეთესობაც უნდა ქვეყნისთვის და თავის თავისთვის.
მეორე ნახევარი დამზერილია დახმარებაზე, ხმების ყიდვა-გაყიდვაზე, კორუფციაზე, კრიმინალზე, ვის ხარჯზე გადააგოროს დღე შინ თუ გარეთ და ა.შ. ფეხზე კიდია ყველაფერი და 100 ლარზე მიაყიდის თავის ხმას.
ეს ახალი ამბავი თუა თქვენთვის არ ვიცი, არადა ლამის ყველა ოჯახში და სანათესაოშია, ისეთიც და ესეთიც, ანუ რამე კასტები კი არაა ცუდების და კარგების.
მე ასე ვხედავ ჩვენ ხალხს და თუ სხვანაერადაა დაწერეთ.
იმედია შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ისაა, რომ ერთი ნაწილი ცდილობს, მეორე კისერზე აკიდია.


რაც ერი ის ბერი ხომ გაგიგიათ?
იმ მოქალაქეების არჩეულია ჯერ აბსოლიტურად მოუმზადებელი გამსახურდია, მერე კორუმპირებული შევარდნაძე, სააკაშვილიც თავისი თავიდან კარგი და მერე საზიზღარი მმართველობით და ბოლოს 41-ები ხაზეს საკუთარი პასტებით.
უფრო მეტიც, ყველა იმ ცუდს რაც საქართველოში მოხდა, ისევ ქართველები აკეთებდნენ, აი ჩვეულებრივი ქართული ოჯახებიდან გამოსულები.
ჰოდა ვისი ბრალია? საფრანგეთის? მაგათ რამე ვალი აქვთ ამეებს ფული, საცხოვრებელი და საკვები რომ მისცენ?

Posted by: ereklebarv 19 Apr 2019, 20:11
ვიჯდეთ აბა მთელი ცხოვრება მძღნერში და ვოყოთ. ნაბიჯები თუ არ გადაიდგა ტექ. დათვალიერება თუ არ დაწესდა და ა.შ. არასდროს არ მოვა თავისით ის დრო როცა მაგის დრო იქნება.

ყველას გაჭირვება გასაგებია მაგრამ დედაბუდიანად, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საზღვრის გადაკვეთა და იქ კარავში ცხოვრება გაჭირვებასთან რა კავშირშია?

ვერანაირად ვერ შევალ მაგათ მდგომარეობაში.

ზოგი სამკურნალოდ მიდის ზოგი იმისთვის რომ ოჯახი არჩინოს. იძულებით დგამენ ამ უკიდურეს ნაბიჯს მაგრამ ოჯახით წასვლა რა უნედურებაა?

ოჯახიდან ერთი კაცი რომ მიდის გაჭირვების გამო და იქ წელებზე ფეხს იდგამს რამეს რომ მიაღწიოს ეგ გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მთელი ოჯახის და მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების წასვლა ალალ ბედზე არის დიდი სისულელე.

უსაფრთხო ქვეყნად აღიარება იმისთვისაა რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას და როგორმე ქვეყანა წელში გაიმართოს. უცხო ქვეყანაში კარავში რომ არ მოუწიოს ხალხს ცხოვრება.

საფრთხიანი ქვეყანა რომ იყო ხო რას ამბობ წითელ ხალიჩებს უფენდნენ. ისევე აბრუნებდნენ უკან უმრავლესობას როგორც ეხლა გამოაბრუნებენ.

მოოგომეს რაღაც სისულელე ქვეყნის მტრებმა!

Posted by: irakli1 19 Apr 2019, 20:17
შევეცადოთ დავინახოთ კარგიც (თუმცა ძაან მეცოდება ის ხალხი და ბავშვები ქუჩაში ვინც ათენებს) ბოლო დროს კარგი ტენდენცია შეინიშნება ქართველ ადამიანს აღარ უტყდება სოციალურ სიდუხჭირის თემაზე ლაპარაკი და პროტესტი.უკვე ღიად თამამად წერენ ფეისბუქზე სტატუსებს, ასევე ნიკორა ფრესკო და მსგავსნი მათნი მონათფლობელები ილანძღებიან.ძაან მალე მოვა დრო როცა ხალხი გამოვა მოთხოვნით მე მშია აი მანდ დაერხევათ ბიძინებს და მსგავს ბინძურ ხალხს.ძაან დიდი საპროტესტო მუხტია საზოგადოებაში დაგროვილი და მე ამ მთავრობის ადგილას მშვიდად არ დამეძინებოდა მითუმეტეს გასაქცევი (ევროპა დაუკეტეს ასევე ძაან გართულდა ამერიკაც)

Posted by: DORO 19 Apr 2019, 20:36
განა რამდენი კაცია მაგ კარვებში
მიცენ აზული რა მოხდა

Posted by: FJ70 19 Apr 2019, 21:49
ქვეყანაში სიღარიბე, არის არაეფექტური ხელისუფლების მაჩვენებელი

თუმცა, ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რაც ყავს.








Posted by: Sophist 19 Apr 2019, 21:56
QUOTE (nick_el_son @ 19 Apr 2019, 15:37 )
ანუ ამ თემის აზრი რა არის?

__

თემის მიზანია გავაკრიტიკოთ საფრანგეთი, რომლის მოსახლეობამ ათწლეულების განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომა რომ სახალხო დოვლათი და ძლიერი სახელმწიფო შეექმნა, თუ რატომ არ აძლევს ფულს, მუშაობის უფლებას და ჭერს თავზე იმ ქვეყნის წამომადგენლებს, რომლებაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს რომ ღარიბ-ღატაკები, მიუსაფრები და უპერსპექტივოები ყოფილიყვნენ. ქართველი ერის მარადიული მოთხოვნის 'მაჭამე, მაგულავე, და მატ... აურე'-ს გამეორებაა,ოღონდ ამჯერად რატომღაც საფრანგეთის მიმართ. თითქოს რაიმეთი ვალდებული იყოს ვინმე რომ დაგვეხმაროს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)