Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > საქართველოს სამხედრო გზა


Posted by: _GEORGIA_ 13 Sep 2012, 10:06
ვანო მერაბიშვილმაა გააჟღერა გუშინ

თოვლის დადნობისთანავე დავიწყებთ გუდაური-კობის მონაკვეთზე ფართო ბეტონის გზის დაგებასო

გამეხარდა

პირველი იმიტომ გამეხარდა, რომ საშინელ დღეში იყო ეგ მონაკვეთი და იტანჯებოდა ხალხი, ქვეყანაში რომ შედიხარ პირველი შთაბეჭდილებები გზითა და საბაჟოთი გექმნება, ფაქტია, რომ რუსეთიდან ძალიან მოიმატა ვიზიტორების რაოდენობამ, რუსული, უკრაინული და სომხური ნომრებიანი მანქანების რიგები დგას ლარსზე, აგვისტოში მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდა რუსული საბაჟოც კი. ძალიან წვალობდნენ ტურისტებიც და ყაზბეგელებიც მაგ მონაკვეთის გავლისას.

მეორე მერაბიშვილმა რომ გააჟღერა იმიტომ გამეხარდა, იქნებ გაუწიოს ზედამხედველობა და ხარისხიანად გააკეთებინოს როგორც ჩვევია, თორემ საგზაო დეპარტამენტის ნაცოდვილარი რაც გამოდის კი ვხედავთ აგერ ავტობანზე.


მოკლედ ვიმსჯელოთ აქ ამ პროექტზე, გამოვთქვათ მოსაზრებები

მე მაქ ერთი მოსაზრება


მოგეხსენებათ გუდაური-კობის მონაკვეთი საკმაოდ რთულ რელიეფზე გადის, ჯვრის უღელტეხილზე ძალიან ხშირად ნისლია, მთაში ისედაც მალე ღამდება, გზის კიდიდან კი უზარმაზარი გადასავარდნი ხევები და ხრამებია.

ბეტონის გზის დაგებისას გაითვალისწინონ და გზაში ჩააყოლონ კაბელები, აი ისე როგორც ბარათაშვილის ხიდზეა თბილისში, გზის კიდეები მარჯვნივ და მარცხნივ გაანათონ წითლი ნათურებით, ხოლო შუა გამყოფი ზოლი თეთრი ნათურებით.
ფანტასტიკა იქნება, წარმოიდგინეთ მიდიხარ დანისლულ მთებში და გზის კონტურები წითლი ნათურებითაა განათებული.

არც ძვრი არ დაჯდება, ძალიან მაგარი ეფექტი ექნება , ასაფრენი ზოლივით რომ იქნება განათებული კავკასიონზე

რას იტყვით?




* * *
რატო გადმოიტანეთ რეგიონებში? გუდაური თბილისის შემადგენლობაში შედის , თბილისის მერია ახორციელებს გუდაურის განვითარების პროექტებს

მოდერს ვთხოვ დააბრუნოს ისევ თბილისის განყოფილებაში

Posted by: sha 13 Sep 2012, 21:48
QUOTE
რატო გადმოიტანეთ რეგიონებში? გუდაური თბილისის შემადგენლობაში შედის

biggrin.gif
ერთი თვის წინ გავხსენი თემა ამ გზის სავალალო მდგომარეობის შესახებ და "გადმოიტანეს" კი არა გააქრეს საერთოდ 2 წუთში biggrin.gif

იმედია გაზაფხულიდან მართლა დაიწყებენ, წელსაც უნდა დაეწყო თითქოს მარა...
ასვალტი გაასწორებდა. კარგად დაგებული არ გაფუჭდება მალე.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/



Posted by: _GEORGIA_ 14 Sep 2012, 11:42
ორი თვის წინ გადაღებული ვიდეო

ვლადიკავკაზიდან ლარსამდე

http://www.youtube.com/watch?v=aNLGrBov79g&feature=plcp


აი ეს უკვე ლარსიდან ჯვრის უღელტეხილამდე

http://www.youtube.com/watch?v=9CHppZANrXY&feature=plcp


სამწუხაროდ ვლადიკავკაზიდან საზღვრამდე გაცილებით უკეთესი გზაა ვიდრე ჩვენ მხარეს, თან ვიდეოშიც ჩანს რომ კიდევ აგებენ ერთ ფენას

არსებულს კი არ ფრეზენ და კი არ ათხელებენ, ზემოდან ამატებენ ფენას

ჩვენთან 10 სანტიმეტრიან ასფალტს მოფრეზავენ, წაიღებენ შეურევენ ბიტუმს და შემდეგ 6 სანტიმეტრიან სისქეს აგებენ

Posted by: sha 14 Sep 2012, 14:36
კობი-გუდაურის გზაც ისეთივე რომ იყოს რაც ლარსიდან ჯვრის უღელტეხილამდე რაღა გვიჭირს. შარშან დააგეს დარიალში ჩვენ მხარეს.
დარიალის შარშანდელი ვიდეო.



და როგორც წლევანდელში ჩანს უკვე გაფუჭებულია ბევრგან. გასაგებია რომ რთული ბუნებრივი პირობებია, მაგრამ ხომ შეიძლება მოვლა. მაგალითად გზის ნაპირებიდან ქვების მოცილება, რომელიც აზიანებს საფარს...
აი ასეთი მოვლილი გზები გვექნება როდესმე?
http://www.youtube.com/watch?v=3wDyXcifW_s

უშუალოდ კობი გუდაური კი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.



კომენტარებს დააკვირდით, ყველა ლარსიდან შემოსული ტურისტი ამ ცუდ გზას აღნიშნავს ინტერნეტში..
В планах еще одна поездка в этом году, но вот дорога на перевале настроение портит.
იყოს ეს ვიდეო აქ და ვნახოთ ერთ წელიწადში რა იქნება.
to see the differece


Posted by: Daniel 14 Sep 2012, 14:48
დიდი იმედ. მაქვს რომ, მორიგ. წინა საარჩევნო დაპირება ა. არის. მაგრამ whatever აღარ იქნებიან ეგენი დ. სხვები გაააკეთებენ.

Posted by: Delvaux 14 Sep 2012, 15:09
შაბათ-კვირას ვიყავი ასული ყაზბეგში და ლარსამდეც ვიყავი მისული...

მოკლედ რა მგომარეობაა:

1. თბილისიდან გუდაურის ცენტრამდე (ფოსტამდე) არის ნორმალური მოასფალტებული გზა.
2. თვითონ გუდაურში გაკეთებული გარე განათებაც, რაც ღამის საათებში მართლა ძალიან დიდი შვებაა მძღოლებისთვის.
3. გუდაურიდან სოფელ კობამდე (ანუ ჯვრის უღელტეხილი) დაახლ. გიზ 12 კილომეტრიანი მონაკვეთი არის სავალალო მდომარეობაში, ასფალტი პრაქტიკულად არსად არ არის. საშინელი ორმოებია, წვიმიან ამინდში სავარაუდოდ საშინელი ტალახიც იქნება.
4. რაც შეეხება რელიეფს, ჩემი აზრით, არც ისეთი რთული რელიეფი არ არის იმისთვის რომ ესეთ მდგომარეობაში იყო. მაგალითად მლეთა გუდაურის მონაკვეთი გაცილებით ძნელი გასაკეთებელია.
5. ამ მონაკვეთზე არის რამდენიმე (4-5) გვირაბი, რომლებიც როგორც მივხვდი მხოლოდ ზამთარში გამოიყენება, იმიტომ რომ შიგნით არ არის არც ვენტილაცია, არც განათება, არც გზის საფარი. ეს გვირაბები სიგანეში საკმაოდ ვიწროა და ორ მძიმე სატვირთო ავტომანქანას გვერდის აქცევა გაუჭირდება. სავარაუდოდ ამ გვირაბების აშენება მოხდა ყველაზე რთულ მონაკვეთებში ზამთარში ზვავსაშიშ პერიოდში მათი გამოყენების მიზნით. მათ პარალელურად მიუყვება ასევე ამორტიზებული გზა რომელიც დღესდღეობით გამოიყენება. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ კი ამ პარალელურ გზებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გადახურავენ და მივიღებთ წყვილ ცალმხრივ გვირაბს... ოღონდ რა თქმა უნდა ძველების რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს :-))) სხვათაშორის ამ გვირაბების ნაწილზე მიმდინარეობდა გადახურვის რემონტი (დაზიანებული ნაწილების ცემენტის ხსნარით შევსება).
6. კობიდან საზღვრამდე მოასფალტებული, ახალი გზა გადის და რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ შემინიშნავს. სნოში და სტეფანწმინდაში გარე განათებაც არის გაკეთებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის: ლარსის საზღვართან საკმაოდ დიდი სამონასტრო კომპლექსის მშნებლობა სრულდება, თავისი საპატრიარქო რეზიდენციით. რომელსაც, როგორც გავიგე ლევან ვასაძე აფინანსებს. ხოლო სანამ ამ მონასტერთან მიხვალ მიმდინარეობს 20 მეგავატიანი "ლარსი ჰესის" მშენებლობა (გადაუმოწმებელი კონფიდენციალური ინფორმაციით ამ პროექტში ბ-ნ ვანო მერაბიშვილის ინტერესები იკვეთება :-))))).



Posted by: MISHAB 17 Sep 2012, 21:44
ისე გუდაური-კობის მონაკვეთს თუ მიხედავენ კარგი იქნება სტეფანწმინდა-გერგეთის სამების გზასაც თუ შეავლებენ ხელს 5 კმ-ია სულ... :-)

Posted by: _GEORGIA_ 18 Sep 2012, 16:58
http://tante0704.livejournal.com/49311.html

რუსი ტურისტის საინტერესო შთაბეჭდილებები საქართველოზე და მათ შორის ჩვენს სასაზღვრო პუნქტზეც ლარსში

Posted by: Zura_SX 29 Sep 2012, 00:31
მამა მყავას ინჟინერი საკმაოდ კაი.. კომუნისტების დროს სამინისტროში იყო და მთავარი ინჟინერის მოადგილე იყო ბევრ რამეზეა დამოკიდებული როდის გაკეთებენ როგორი ამინდია კატოკს რამდენს გადატარებენ და ასე შემდეგ... რაც შეხება აფალტის საფარის სიმტკიცეს რაღაც მინერალია რომელიც სამაოდ ძვირადღირებულია და ჩვენები არ უშვებიან იმიტომაც ე.ტ დედა 2-3 წელში ამას პლის პირველი და მეორე ფენის შემტკიცებას არ ახდენენ ერთმანეთსი ქვადაკლდესავით. იმიტომაც ეტირა დედა ამ გზას

Posted by: Fabian 10 Oct 2012, 11:02
სადაც ავტობანის და გომბორის გზის თემა არსებობს თბილგანყში ეს თემაც იყოს მანდ...

Posted by: Daniel 10 Oct 2012, 17:22
Fabian
იყოს, მითუმეტეს ჩემი ვარაუდი გამართლდა biggrin.gif ახლა ამათზეა რამდენად არ შემარცხვენენ და გააკეთებენ!

Posted by: Fabian 11 Oct 2012, 11:19
Daniel
QUOTE
ახლა ამათზეა რამდენად არ შემარცხვენენ და გააკეთებენ!

ამათში ვის გულისხმობ?

Posted by: ნიკა 11 Oct 2012, 12:04
კომუნისტების დროიდან არის მნანდ გვირაბის პროექტი/იდეა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს თორემ სირცხვილია ზამთარში ეს გზა რომ იკეტება ხოლმე. არა და ჩრდილოეთის მხარეს ისეთი ზვასაშიში ადგილია რომ ვერაფერს მოუხერხებ.

Posted by: Fabian 11 Oct 2012, 12:07
ნიკა
QUOTE
კომუნისტების დროიდან არის მნანდ გვირაბის პროექტი/იდეა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს თორემ სირცხვილია ზამთარში ეს გზა რომ იკეტება ხოლმე. არა და ჩრდილოეთის მხარეს ისეთი ზვასაშიში ადგილია რომ ვერაფერს მოუხერხებ.

თუ არ მეშლება იყო დაწყებული მშენებლობა სადღაც მლეთასთან, ერთხელ პორტალი ვნახე შეიძლება მომეჩვენა...

Posted by: Daniel 11 Oct 2012, 12:28
Fabian
ბიბის)))


არის არსებული გვირაბები თბილისიდან გუდაურამდე, მაგრამ ჩათხრილია...

Posted by: SwaT-2011 11 Oct 2012, 14:48
საქ. სამხედრო გზა არის ექსრიმალებისთვის ! რამდენჯერაც მანდ გავდიოდი იმდენჯერაც ლამის ტრაილერმა გადამაგდო ხებში ... საქ. სამხედრო გზაზე ათეისტები არ მოძრაობენ ! gigi.gif

იმედია გვირაბებსაც გაარემონტებენ თორე შიგნიტ საშინელი ორმოებია ... განათEბაც ურიგო არ იქნებოდა ....

იმედია ისე არ გააკეთებენ როგორც კახეთში 1 წელი გზის აშენება 2 წელი რემონტი facepalm.gif

Posted by: Fabian 11 Oct 2012, 16:16
Daniel
QUOTE
არის არსებული გვირაბები თბილისიდან გუდაურამდე, მაგრამ ჩათხრილია...

რა გვირაბებზე ამბობ?

Posted by: sha 11 Oct 2012, 16:28
QUOTE
რა გვირაბებზე ამბობ? 

ბევრი გვირაბია მანდ, ჯვრის უღელტეხილზე ერთი ღია ტუნელის გარდა ყველას აქ ალტერნატიული გზა "ზაფხულისათვის"
ისე ზამთარში გაცილებით რბილია ეს გზა smile.gif)


Posted by: Delvaux 11 Oct 2012, 16:34
ეგ გვირაბები არის გუდაური კობის მონაკვეთზე და არა თბილისი გუდაურის მონაკვეთზე...

სულ მგონი არის 5 გვირაბი მათ შორის ორი არის გალერიის ტიპის (აი ღიას რასაც ეძახით ისეთი).

ხვალ მივდივარ სტეფანწმინდაში და შევეცდები ახალი ფოტოები გადავიღო და დავდო....

Posted by: ნიკა 11 Oct 2012, 17:21
ხო მარა საუბარი იყო გუდაური-კობი გვირაბზე რომელიც ფაქტიურად სრულად მოხსნიდა უღელტეხილის დახურვის პრობლემას

Posted by: Daniel 11 Oct 2012, 17:31
მე საერთოდ სხვა გვირაბები გავიხსენე რომელიც თბილისი გუდაურის გზაზეა smile.gif

ის გვრიბაბები ცალკე თემაა, თუმცა ზამთარში დახურული გვირაბები რომ იყოს აჯობებდა (უსაფრთხოების მიზნით)

Delvaux
აი რო წახვალ დააკვირდიsmile.gif არ მისული მლეთასთან,ფასანაურამდე თუ მერე არის კიდე...აღარ მახსოვს ზუსტადsmile.gif

Posted by: Fabian 11 Oct 2012, 18:40
Daniel
QUOTE
მე საერთოდ სხვა გვირაბები გავიხსენე რომელიც თბილისი გუდაურის გზაზეა

დაუმთავრებელი გვირაბი არის ჟინვალის წყალსაცავთან და მლეთასთან...

კიდევ არის სადმე?

Posted by: Kublicha 11 Oct 2012, 19:05
Fabian
QUOTE
კიდევ არის სადმე?

გუდაურის მერეა 2 ან 3 გვირაბი.
და ერთი ნახევრად გვირაბი, რომელიც მოქმედია. (ცალი მხარე ღიაა და ხეობას გადაჰყურებს)


Posted by: Delvaux 12 Oct 2012, 01:05
მოკლედ ხვალ კარგად დავთვლი გვირაბებს და მათ დანიშნულებებს და ფოტოებს დაკომენტარებს დავყრი... მლეთასთან რო გვირაბია იმას როგორც მახსოვს სულ სხვა დანიშნუება ჰქონდა... თუ არ ვცდები წყალგამტარი იყო წყალდიდობებითვის ტრასა რომ არ წაეღო... აგერ ქვემოთ დავდებ გუგლიდან სქრინს... აბსოლუტურად გამოუყენებელი დანიშნულებისაა ეგ გვირაბი სატრანსპორტო დანიშნულებით....

http://pix.ge/

ამ სქრინზე ჩანს გვირაბის თავიც და ბოლოც... ბილიკიც კი არ მიდის მასთან... და მის თავზე ხევი გადადის რომელსაც დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა ჩამოაქვს.

Posted by: Otka 12 Oct 2012, 01:41
ხოო მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო როცა ჩვენი პრეზო იყო ყაზბეგში თქვა რომ გზა გვიბრაბით გაივლის გუდაურის პერევალზე აუსვლელად გახვალთ არაგვის ხეობაში ბოლომდე და მერე მარჯვნივ უნდა გასულლიყო გვირაბი და ეგ პროექტი ჩავარდა ?!

მე როგორც ვიცი ადრე კომუნისტების დროსაც იყო მაგის მონახაზი და გზაც ჩადიოდა მაგ წერდილამდე smile.gif)

Posted by: Daniel 12 Oct 2012, 01:57
ვნახოთ ვნახოთ smile.gif მე ყველაფერი სხვაგვარად მახსოვს smile.gif ყოველ ზათარს მაგ გზაზე ვარ პრაქტიკულად სულ და ასე მახსოვს

Posted by: Delvaux 13 Oct 2012, 23:57
ეხლა ვარ სტეფანწმინდაში და ზოგიერთ ფოტოს უკვე დავდებ... ბოლოდან დავიწყებ და შევეცდები ყველა ის ინფრასტრუქტურული პორექტი აღვწერო რაც ტრასაზე შემხვდა... რუსეთის საზღვრიდან სოფელ კობის ბოლომდე არის ჩვეულებრივი მოასფალტებული გზა... ერთ ორ ადგილას არი პატარაზე დაზიანებული... თვითონ საზღვარზე როგორც ჩანს მიდის სასაზღვრო პუნქტის შენობების განახლება...

http://pix.ge/

საზღვრიდან დაახლ... 200-200 მეტრში შენდება მიქალე და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (მგონი ლევან ვასაძე აფინანსებს)... საკმაოდ დიდი კომპლექსია თავისი კელიებით, ორსართულიანი ეკლესიით და პატრიარქის რეზიდენციით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

http://pix.ge/

http://pix.ge/

მონასტრიდან 20 მეტრში მიმდინარეობს ლარსი ჰესის მშენებლობა...

http://pix.ge/

სტეფანწმინდის გზაზე არის მარტო ერტი გვირაბი... დაახლ. 500 მეტრი იქნება სიგრძეში. ასფალტი ნორმალურ მდგომარეობაშია. განათება საერთოდ არ არის... ძველი ნათურების ნაშთი აქა-იქ არის შემორჩენილი მაგრამ არ ფუნქციონირებს...
მარტო ჩრდილოეთის პორტალი გადავიღე

http://pix.ge/

იქვეცოტა რო გაცდები არის პატარა ნიშა თავიდან ვიფიქრე რო სალოცავია მეთქი... მაგრამ მერე დავაკვირდი და ზემოთ ეწერა აშენების თარიღი 1875 წ. სავარაუდოდ რუსების მიერ აშენებული მოსაცდელია გზების "დარაჯებისათვის."

http://pix.ge/

დანარჩენს მერე ავტვირთავ

Posted by: Kublicha 14 Oct 2012, 00:03
Delvaux
მაგარია. მაგ მხარიდან რეპორტაჟი ნამდვილად გვესაჭიროებოდა

Posted by: vatman 14 Oct 2012, 02:18
QUOTE
სტეფანწმინდის გზაზე არის მარტო ერტი გვირაბი... დაახლ. 500 მეტრი იქნება სიგრძეში. ასფალტი ნორმალურ მდგომარეობაშია. განათება საერთოდ არ არის... ძველი ნათურების ნაშთი აქა-იქ არის შემორჩენილი მაგრამ არ ფუნქციონირებს...

ადრე მანდ გზა მტას გვერდს უვლიდა, ნარჩენები დღესაც ეტყობა.
და გვირაბში გზის საფარი როგორია? 2 წლის წინ რო ვიყავი მანდ წყალიც ჩამოდიოდა და გზაც არც თუ კარგი იყო

Posted by: Delvaux 14 Oct 2012, 08:23
QUOTE (vatman @ 14 Oct 2012, 02:18 )
QUOTE
სტეფანწმინდის გზაზე არის მარტო ერტი გვირაბი... დაახლ. 500 მეტრი იქნება სიგრძეში. ასფალტი ნორმალურ მდგომარეობაშია. განათება საერთოდ არ არის... ძველი ნათურების ნაშთი აქა-იქ არის შემორჩენილი მაგრამ არ ფუნქციონირებს...

ადრე მანდ გზა მტას გვერდს უვლიდა, ნარჩენები დღესაც ეტყობა.
და გვირაბში გზის საფარი როგორია? 2 წლის წინ რო ვიყავი მანდ წყალიც ჩამოდიოდა და გზაც არც თუ კარგი იყო

ნორმალური ასფალტია....... დავწერე ზემოთ უკვე

Posted by: Delvaux 19 Oct 2012, 18:21
როგორც შეგპირდით სხვა ფოტოებსაც ვდებ...
სტეფანწმინდიდან სოფელ კობამდე რაიმე მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის თუ არ ჩავთვლით ერთი ორ სტანდარტულ ხიდს და მის მიმდებარედ ძველი (რუსეთის იმპერიის და საბჭოთა პერიოდის დასაწყისის 20-50-იანი წლების) ხიდებს...

როგორც კი სოფელ კობს გავცდებით ჯვრის უღელტეხილისაკენ იწყება 12 კილომეტრიანი გზა გუდაურამდე... გზა არის საშინელ მდგომარეობაში... ასფალტის ნარჩენები აქა-იქ შეინიშნება თუმცა ჯობის სულ მოთხარონ ეს ნაშთები და მოხრეშონ თუ ასფალტის დაგებას არ აპირებენ...
სოფელ კობიდან ჯვრის უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე ხუთი გვირაბია რომლებიც სიგანეში საკმაოდ ვიწროა და ორი მანქანა ძლივს აუქცევს გვერდს ერთმანეთს... ზაფხულში ეს გვირაბები არ გამოიყენება და ყველას აქვს გვერდით პარალელურად მიმავალი გზა. აი ამ გვირაბების რამდენიმე ფოტოც:

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

კიდე დავდებ...

Posted by: Kublicha 19 Oct 2012, 18:28
Delvaux
up.gif up.gif

Posted by: SwaT-2011 20 Oct 2012, 01:54
Delvaux
ვიღაცა რა კაცია ბოლოს წინა ფოტოზე პულვილიზატორით ათრეულა იმ უკაცრიელ ადგილას და კედელს მიახატა თავისი სახეხელი უნიჭოდ gigi.gif

ისე კი გვირაბებს გაფართოება და რეკონსტრუქცია ესაჭიროებათ ...

Posted by: Delvaux 20 Oct 2012, 11:06
ვაგრძელებ...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ამ გვირაბზე სარემონტო სამუშაოები მიდიოდა, თან ყველაზე საინტერესო ფორმა ჰქონდა ქართული "ი"-ს მოყვანილობის არის...

http://pix.ge/

სულ სოფელ კობიდან ჯვრის უღელტეხილამდე არის ხუთი გვირაბი...

Posted by: Kublicha 20 Oct 2012, 13:39
QUOTE
მ გვირაბზე სარემონტო სამუშაოები მიდიოდ

რა გვირაბია ეგ? ახალია?

Posted by: Delvaux 20 Oct 2012, 14:43
არა ძველია, უბრალოდ მაგას და კიდე ერთს როგორც ჩანს რემონტს უტარებენ... ზემოდან ცემენტის ახალი ფენა გადაუსვეს და გარკვეულ ადგილებში არმატურებიც ჩაამატეს... ისე ჩემი აზრით მაგათ გვერდით თითო-თითო პარალელურად რო მიუშენო პრობლემა არ უნდა იყოს. საკმარისი ადგილიც არის და მარტივი ასაშენებელიც იქნება. შედეგად გვექნება ორი ცალმხრივი გვირაბი, ცალმხრივი მოძრაობით...

Posted by: Daniel 2 Nov 2012, 15:31
2012-11-01 09:21:17
პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სტეფანწმინდის გვირაბის მშენებლობა ეჭვქვეშ დგება
commersant.ge

პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, სტეფანწმინდის გვირაბის პროექტის განხორციელება არ დაწყებულა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შესახებ რამდენჯერმე მხოლოდ სიტყვიერად გაჟღერდა და ხელისუფლება ამით შემოიფარგლა.

,,არამცთუ მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ დაწყებულა. გვირაბის შესახებ არც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გეგმებში იყო რამე ნახსენები და ამ გვირაბის გახსნა მათ 4–წლიან კალენდარშიც არ არის ასახული,“ – აცხადებს სტეფანწმინდის გამგებელი ავთანდილ ფიცხელაური.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის ივლისში ყაზბეგის გამგებელი commersant.ge–სთან საუბარში გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას ადასტურებდა.

აღნიშნულ ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა. მისი თქმით, მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და ის ახალი პერსპექტივა იქნებოდა სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირის თქმით, გვირაბი სტეფანწმინდას მთელ საქართველოსთან დააკავშირებდა.

Posted by: Daniel 14 Nov 2012, 00:59
მოოკლედ დღეს ვიყავი...ხოოდა რაღაცა სამუშაოები მიდიოდა უღელტეხილზე...თხრიდნენ,გვირაბებს ზამთრისთვის ამზადებნენ, რაღაც წყლის გაყვანილობებს აკეთებდნენ.

ადგილობრივები ამბობენ რომ გვირაბზე რაღაც ძვრები არისო... და პირდებიან იქნებაო!
smile.gif

http://pix.ge/
* * *
აქვე

2012-11-13 13:24:47
ფინანსთა სამინისტრო „ნიუ ენერჯის" მიერ კობი-გუდაურის მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოებით დაინტერესდა
„პირWელის“ ინფორმაცია

კომპანია "ნიუ ენერჯის" საქმიანობას, რომელსაც კობი-გუდაურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, ფინანსთა სამინისტრო შეისწავლის.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მურღულიას განმარტებით, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთის რეაბილიიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 15 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი, აქედან 2 მილიონ 900 ათასი ლარი კომპანია "ნიუ ენერჯის" გადაეცა.

მურღულიას თქმით, გზის აღნიშნული მონაკვეთი რეაბილიტირებული თითქმის საერთოდ არ არის.

"აღსანიშნავია, რომ კომპანია "ნიუ ენერჯის" გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა უშუალოდ მთავრობის კანკარგულებით გადაეცა. აქ ადგილი ჰქონდა შეთანხმებას, რომლითაც "ნიუ ენერჯის" გზის რეაბილიტაციის ვალდებულება გარანტიის მიცემის გარეშე გადაეცა", - განმარტა მურღულიამ და დასძინა, რომ აღნიშნული საქმე შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება.

Posted by: LEON_ 9 Dec 2012, 06:24
QUOTE
გვირაბი საქართველოს სამხედრო გზაზე


პროექტს მიველსამები yes.gif ბიძინა არ აპირებს ამ პროექტის გაგრძელებას ?

QUOTE
მლეთა-კობის მონაკვეთზე გვირაბის მშენებლობაზე


გვირაბი რატომ იწყება მლეთიდან ? არ ჯობია გვირაბი გუდაურის ცოტა იქით დაიწყოს და კობთან დასრულდეს ??? wink.gif

QUOTE
გვირაბი დაიწყება გუდაურის ყველაზე რთულ ამოსახვევამდე და კობში


და გუდაურის ყველაზე რთული მოსახვევი რომელია ? ვინმეს შეგიძლიათ რომ მაჩვენოთ ეგ მოსახვევი გუგლის რუკაზე ? smile.gif

Posted by: sha 9 Dec 2012, 16:45
QUOTE
გვირაბი რატომ იწყება მლეთიდან ? არ ჯობია გვირაბი გუდაურის ცოტა იქით დაიწყოს და კობთან დასრულდეს ???

"გუდაურის ცოტა იქით" მაღლაა და კობი დაბლა smile.gif რა გამოვა? წარმოიდგინე კობიდან აღმართზე რომ ტრაილერები დააწვებიან, რა ვენტილაცია უნდა ეყოს 9 კილომეტრიან გვირაბს smile.gif
ზუსტად არ ვიცი შესვლის ადგილი, მაგრამ ადგილობრივს ველაპარაკე და თითქოს მლეთიდან ახალი გზა უნდა გაკეთდესო (დაწყებული იყო ადრე) ასე 7-8 კმ პირდაპირ ეკლესიიდან, ანუ იმ ხიდიდან საიდანაც "პერევალი" იწყება. ხოდა იქიდან უნდა გაკეთდესო დირკა კობამდე...

Posted by: ნიკა 10 Dec 2012, 00:40
კობი არის 1970 მეტრზე, გუდაურის მერე მონაკვეთი საიდანაც მე ადრე მეგონა რო გვირაბი გაივლის 2200.
სხვათა შორის მლეთა 1600 მეტრზეა და სხვაობა უფრო დიდი გამოდის სიმაღლეებში.

ვნახოთ რეალურად საიდან სად ააშენებენ (იმედია ააშენებენ რადგან აგერ გუშინ უკვე შეიზღუდა მანდ მოძრაობა).

Posted by: LEON_ 10 Dec 2012, 07:28
sha

ხოდა კაცო მაგიტომ ვამბობ რომ მლეთა დაბალზეა და კობი უფრო მაღლაა და არ გამოვა მლეთიდან კობამდე გვირაბის გაყვანა მაშინ გვირაბის სიგრძე უნდა გაზარდო და სიონთან გამოიყვანო გვირაბის ხვრელი მაშინ გვირაბი გამოგდის დაახლოებით 20 კმ ეხლა ჩვენ 20 კმ ანი გვირაბის გამყვანი ვართ ? არ ვართ no.gif


აბანოს უღელტეხის ქვეშაც შიძლება გვირაბის გაჭრა და ომალოსთან დაკავშირება yes.gif


თუ დაიწყებენ გვირაბის გაყვანას გვირაბი იმენა სოფელი კობიდან უნდა გათხარო დაახლოებით ზღვის დონიდან 2000 მეტრიდან yes.gif აქეთ მხრიდან უნდა დაიწყო გვირაბის გაჭრა იმენა სოფელ ქუმლისციხესთან ზღვის დონიდან 2000 მეტრზე


სოფელი ქუმლისციხე მლეთა გუდაურის შორის მდებარეობს მლეთიდან გუდაურის პერევალი რომ იწყება სოფელი სეთურნის შემდეგ მეორე სოფელია .

კობი ქუმლისციხე გვირაბი გამოდის დაახლოებით 10 კმ ნახევარი ჰა ჰა 11 კმ
* * *
არის კიდევს მეორე ვარიანტი გუდაურის პერევალის ავლით ოღონდ აქ დამატებით დაახლოებით 10 კმ საავტომობილო გზის გაჭრა დასჭირდება მლეთასთან ხიდზე რომ გადადიხარ და გუდაურის პერევალი რომ იწყება სანამ მაგ ხიდზე გადახვალ თეთრი არაგვის გაყოლებაზე გადის პატარა გზა ნასოფლარ ერეთო მდე , ერეთოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეიძლება გვირაბის გაყვანა ოღონდ დამატებით 10 კმ დე გზის გაყვანას საჭიროებს რათა სპეც ტექნიკამ მიაღწიოს . გვირაბის გაყვანის წერტილის არჩევა აქეთ მხრიდან უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ვიდრე კობიდან .

Posted by: biki124 17 Dec 2012, 03:34
საქართველოს სამხედრო გზა, თბილისი-სოხუმი -მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნასთან ერთად ყველაზე აქტუალურია ჩვენთვის

Posted by: sha 27 Dec 2012, 22:20
გვერზე პოლიტიკაში დაიწერა ახალი მთავრობის გეგმები გზების მშენებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ
QUOTE
გარდა ამისა, მომავალ წელს, 250 კილომეტრამდე გზის, 30 ხიდისა და კობი- გუდაურის გზაზე ზვავდამცავი გალერეის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

რატომღაც ოვაციებით შეხვდნენ, ვერ მოვასწარი კომენტარის გაკეთება დახურეს თემა, მაინც ვერ მივხვდი რატომ არის ეს წინსვლად წარმოდგენილი, ზვავდამცავი გალერეის რეაბილიტაცია ხომ წელს კეთდებოდა და მომავალ წელს კი მთლიანად ბეტონის გზის დაგება იყო დაგეგმილი... ეხლა კი როგორც ჩანს აღარაფერი გაკეთდება ამ გზაზე . down1.gif

Posted by: Bukuti 28 Feb 2013, 23:17
ლარსის საზღვარზე შეიძლება მომიწიოს ხვალ წასვლა და როგორი გზებია ვაფშე ხომ არ იცით???? ან სადმე თუ დევს როგორი გზაა... ტვინის ტყვნა თუ არის არ წავალ და მაინტერესებს

Posted by: Daniel 1 Mar 2013, 01:39
Bukuti
ყაზბეგამდე კარგი გზა არის..პერევალზეა ცოტა ცუდი, მაგრამ ეხლა თოვლია და არამგონია იგრძნო გრუნტის გზაsmile.gif

Posted by: Daniel 22 Mar 2013, 03:23
გუდაური-კობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
20 მარტი 2013 წელი 15:38
თბილისი (GBC) - გუდაური-კობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამუშაოების დაწყებას კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გეგმავს.

პროექტის მიხედვით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდარი-კობის კმ96-კმ107 მონაკვეთზე ბეტონის გზა დაიგება.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ისტორიულ ქვის თაღოვან ხიდს, რომლებიც 1864 წელსაა აშენებული. ასევე, გუდაური-კობის მონაკვეთზე აშენდება ერთი ახალი ხიდი. პროექტის ბიუჯეტი 15,5 მლნ ლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 92(0.

ბოლომდე არაა ნიუსიsmile.gif მარა გამიხარდა!)

Posted by: Kublicha 22 Mar 2013, 12:36
Daniel
ანუ ეგ ნიშნავს რომ გვირაბი დავივიწყოთ?

მაინც კარგია

Posted by: sha 5 May 2013, 01:44
QUOTE
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამუშაოების დაწყებას კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გეგმავს.

არ გაუმჯობესდა კლიმატური პირობები ?

Posted by: Zura_SX 24 May 2013, 12:24

Posted by: Kublicha 29 May 2013, 13:04
გარემოს დაცვის სამინისტრო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას სწავლობს
12:18 29-05-2013
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე არსებულ სიტუაციის გასარკვევად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი ტერიტორიული ორგანოს აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უკვე მიემგზავრებიან.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, უწყების წარმომადგენლები სიტუაციას შეისწავლიან და სათანადო რეაგირებასაც განახორციელებენ.
სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია ახორციელებს გზის სამშენებლო სამუშაობს. მათი თქმით, დეტალური ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით, გზის გაყვანის მიზნით ჩამონგრეულია კლდე, რომლიდანაც მინერალური წყალი მოედინება.



მჟავე წყლები არ მოჭრათ weep.gif

Posted by: ნიკა 29 May 2013, 13:17
Kublicha
QUOTE
მჟავე წყლები არ მოჭრათ

უკვე გაანადგურეს

Posted by: Daniel 29 May 2013, 14:28
Kublicha
ნიკა

მეც პანიკა ავტეხე smile.gif და ამიხსნეს რომ საგანგაშო არაფერია,ახალი გვირაბების და გზის მოსაწყობად მანდ დაიწყო სამუშაოები, რომ შეაკეთონ გვირაბი გვირაბის თავზე ასასვლელად გააკეთეს გზა...მაგიტომაც დაერხა მაგ ტრავერტინებს, ხოდა არაერთხელ უნახავთ ზამთარშიც მოშლილი როდესაც იყინებოდა და ტეხავდნენ, რომ მორჩებიან ...ცოტა დროუნა და აღდგება ეგ ტრავერტინები-ო.

Posted by: ნიკა 29 May 2013, 15:41
Daniel
QUOTE
ცოტა დროუნა და აღდგება ეგ ტრავერტინები-ო.

ღადაობ? ასობით წელი უნდა მაგის აღდგენას. ეგ იგივეა გამოქვაბულში სტალაქტიტები აღდგება მალე თქვა.

Posted by: Daniel 29 May 2013, 16:44
ნიკა
QUOTE
ღადაობ? ასობით წელი უნდა მაგის აღდგენას. ეგ იგივეა გამოქვაბულში სტალაქტიტები აღდგება მალე თქვა.

რავი მე გეუბნები smile.gif რასაც ყაზბეგის მცხოვრებები ამბობენ smile.gif სტალაქტიტების ამბავი ვიცი, ძაააააალიან ნელა იზერდება, 1 სანტიმეტრს 100 წელიწადში თუ რაღაც))

Posted by: ნიკა 29 May 2013, 17:28
Daniel
QUOTE
სტალაქტიტების ამბავი ვიცი, ძაააააალიან ნელა იზერდება, 1 სანტიმეტრს 100 წელიწადში თუ რაღაც))

ხოდა ესეც იგივეა.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98

Posted by: JORAMAN 30 May 2013, 05:30
QUOTE (Zura_SX @ 24 May 2013, 12:24 )
                                                                     

მაგ ვიდეოში CLUB მუსიკა რომ ადევს ვინ ასრულებს და რა ჰქვია კომპოზიციას ვერ მეტყვით ?

Posted by: Chi 30 May 2013, 10:13
ნიკა

QUOTE
ხოდა ესეც იგივეა.


არ არის იგივე. სტალაქტიდები და სტალაგმიტები წვეთებად იზრდებიან (იგივე ტრავენტინის წვეთებისგანაც შეიძლება) და მაგიტომ უნდა დიდი დრო. ტრავენტინი კიდევ მიწისქვეშა წყლებს მოყვება საკმაოდ დიდი რაოდენობით და მერე ილექება. ვაფშე სამშენებლო მასალაა ეგ

Posted by: JORAMAN 2 Jun 2013, 06:37
რას შვება ახალი მთავრობა გუდაური კობის გვირაბის პროექტზე არაფერს აპირებს ? smile.gif


გუდაური კობის მონაკვეთზე ასეთი ტიპის ერთი გვირაბი რომ გაიყვანონ რა კარგი იქნებოდა chups.gif

http://imageshack.us/photo/my-images/43/98374545927564083605815.jpg/


Posted by: ნიკა 2 Jun 2013, 12:59
JORAMAN
არსებულ გზას არემონტებენ, ანუ არაფერი არ ხდება გვირაბზე.

Posted by: JORAMAN 2 Jun 2013, 14:53
QUOTE (ნიკა @ 2 Jun 2013, 12:59 )
JORAMAN
არსებულ გზას არემონტებენ, ანუ არაფერი არ ხდება გვირაბზე.

ნიკა

ე.ი გვირაბის პროექტზე ხელი ჩაიქნიეს ?

Posted by: metiska85 3 Jun 2013, 15:51
რაჯდება გუდაური კობის მონაკვეთის რეაბილიტაცია და რასაფარი იგება ხოარიცით???

Posted by: ნიკა 3 Jun 2013, 16:00
JORAMAN
QUOTE
გვირაბის პროექტზე ხელი ჩაიქნიეს ?

ეგრე გამოდის

Posted by: I-K-A 3 Jun 2013, 16:50
user posted image

Posted by: JORAMAN 4 Jun 2013, 00:10
QUOTE (I-K-A @ 3 Jun 2013, 16:50 )
user posted image

I-K-A

ეგ რომელი გვირაბის მშენებლობაა ???

Posted by: Accident 4 Jun 2013, 00:26
JORAMAN
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/20072/

Posted by: sha 1 Jul 2013, 02:31
როგორც იქნა დაიძრა საქმეო და არავის გაქვთ სურვილი გააკეტოთ "ფოტორეპორტაჟი" ? მე კიდევ ერთი თვე ვერ ვნახავ არადა მაინტერესებს smile.gif

Posted by: Fabian 1 Jul 2013, 12:25
sha
QUOTE
როგორც იქნა დაიძრა საქმეო

ანუ?

Posted by: Kublicha 22 Jul 2013, 16:45
ჰესის მშენებლობა მდინარე თერგზე. დარიალის ხეობა, ლარსის სგპ-თან

user posted image

Posted by: onavara 30 Jul 2013, 14:12
QUOTE
ე.ი გვირაბის პროექტზე ხელი ჩაიქნიეს ?



მცხეთა–მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულიც „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციების მკვეთრი შემცირება სახეზეა. ხათუნა ოჩიაურის თქმით, გართულებულია ზოგადად დაფინანსების მიღების პროცედურა. გუბერნატორი ამბობს, რომ პროექტები იმ მასშტაბებით არ ხორციელდება, როგორც ეს ადრე იყო, რიგ შემთხვევებში კი მთავრობამ პროექტებზე საერთოდ უარი თქვა. მათ შორის არის კობი–გუდაურის ახალი გვირაბის მშენებლობა.

ოჩიაურის ინფორმაციითვე მთავრობამ, არჩია ძველი გვირაბის რეაბილიტაცია მოეხდინა, რომელიც არაპროფესიონალურ დონეზე ხდება და შედეგად ბუნება ზარალდება. მისი შეფასებით, რეგიონში სტაგნაცია სახეზეა.


http://www.commersant.ge/?page=news&id=2214





Posted by: ნიკა 30 Jul 2013, 15:14
ვნახოთ ზამთარი მოვა და გამოჩნდება საკმარისია თუ არა ეს ძველი გვირაბები.

Posted by: ნიკა 11 Aug 2013, 20:48
Full video coverage coming soon. გველეთამდე ვიყავი მისული და ჩავიწერე

Posted by: MISHAB 12 Aug 2013, 11:00
გუშინ ვიყავი სტეფანწმინდაში... კობი - გუდაურზე მუშაობენ... ასფალტის ან ბეტონის დასხმა ჯერ არ დაუწყიათ. ზედაპირს ასწორებენ, ტკეპნიან. ბეტონის კონსტრუქციებს აშენებენ აქა-იქ. გვირაბებეის რემონტი მიდის. სავარაუდოდ წელს მოასწრებენ მთლიანად დასრულებას... ისე კარგი იქნება ამის მერე სტეფანწმინდა - გერგტის სამების გზაც გააკეთონ... სირცხვილია... არადა სულ 5-6 კილომეტრია... აი ნეკრესივის მონასტერზე ასასვლელივით რო გააკეთონ ძალიან მაგარი იქნება...


http://pix.ge/

Posted by: _GEORGIA_ 13 Aug 2013, 12:10
კარგი იქნებოდა დეტალური ფოტორეპორტაჟი

შევაფასებდით როგორ კეთდება

Posted by: sha 24 Aug 2013, 20:53
ისევ მე თუ დავდებ )
მოკლედ გუდაურის მერე ღია ტუნელს რომ გაცდები ერთ 100 მეტრში უკვე ასვალტია პირვლი ფენა, მეორესაც აგებენ, ნელნელა ჩამოდიან გუდაურამდე

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Gალერეასთან უკვე ორმხრივადაა დაგებული

http://pix.ge/

ალბათ დახაზავენ და იმედია გზის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწესრიგებენ

http://pix.ge/


* * *
ქვემოთ მლეთის მხარეს რაღაც შენდება, ჰესს ჰგავს

http://pix.ge/

http://pix.ge/
* * *
ტემპი ნორმალურია, ავსალტი დაგებული ჯვარს რომ გაცდები დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე, უკვე დაღმართზე

http://pix.ge/

ძაან ბევრი მოტოა გზაზე, ჯგუფურად დადიან
მანქანების 90% რუსულ ნომრებზეა
* * *
http://pix.ge/

მალე ასვალტი მთავრდება და იწყება დატკეპნილი მიწა, იდეალურად გასწორებული, ბევრ თბილისურ ასვალტ ჯობია, თუმცა არამგონია ასეთ მდგომარეობაში დიდხან დარჩეს

http://pix.ge/

http://pix.ge/

გვირაბებიც შეკეტებულია

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჩამოშლილი ტრავენტინები უკვე შეფერადდა

http://pix.ge/

Posted by: Accident 24 Aug 2013, 21:22
QUOTE (sha @ 24 Aug 2013, 20:53 )
ისევ მე თუ დავდებ )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რეპორტაჟი up.gif

Posted by: sha 24 Aug 2013, 21:22
ბოლოსკენ რამოდენიმე კილომეტრი ცუდი გზაა, მიმდინარეობს გზის გაფართოების და ხიდების მშენებლობის პროცესი

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

კობის ტეკის მერე ვსიო პა სტარამუ smile.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


Posted by: Kublicha 24 Aug 2013, 21:27
sha
მაგარი სურათებია.

კი გაისეირნებდა კაცი სტეფანწიმინდაში, რომ მორჩება ეგ გზა

Posted by: ნიკა 25 Aug 2013, 09:56
Kublicha
QUOTE
კი გაისეირნებდა კაცი სტეფანწიმინდაში, რომ მორჩება ეგ გზა

+1
ისეთი მტვერი დააყენა თვითმცლელმა რომ ფარები ავანთე.

Posted by: vatman 26 Aug 2013, 01:32
ეს გზა ნელ ნელა დასავლეთის ტრასას ემსგავსება, იმდენი მანქანაა user.gif
10 დან 8 რუსულნომრიანია, აქედან 4ოსური ნომრებით, რომლებიც საგზაო წესების გაგებაში არ არიან mad.gif

Posted by: MISHAB 26 Aug 2013, 09:38
გუშინ ჩამოვედი გუდაურიდან და აი თუ გახსოვთ პატარა დროებითი რკინის ხიდი როა ფასანაურამდე არმისული, ადრე რო წყალმა წაიღო, იმის ნაცვლად ახალ რკინა-ბეტონის ხიდს აშენებდნენ.


Posted by: _GEORGIA_ 26 Aug 2013, 10:46
sha

გაიხარე, კარგი რეპორტაჟია


რაც ვნახე, რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება

1. თავიდან დაგეგმილი იყო ბეტონის საფარი, როგორც ჩანს ასფალტი გადაწყდა

2. პირველი ფენის, მსხვილმარცვლოვანი ასფალტის სისქე თხელი ჩანს

3. უკვე დაგებული ზოლის ნაპირები არ მუშავდება და არ ესმება ბიტუმი, სავარაუდოდ ისევე გაჩნდება ღარები გადაბმებში, როგორც აგერ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შემდეგ შეუდგება წყალი და აყრის ასფალტს

4. კიუვეტები არ არის კარგად მოწყობილი, ესეთ რთულ და უხვნალექიან რელიეფზე კიუვეტები უნდა იყოს იდეალურად მოწყობილი, რათა წყალი მოშორდეს გზას

5. სურათებიდან ჩანს, რომ ხორციელდება ჩვეულებრივი გზის სარეაბილიტაციის სამუშაოები, არადა ესეთ დატვირთულ მონაკვეთს ჭირდებოდა ცოტა გათანამედროვება, გაფართოება და უახლესი შტრიხების შეტანა, 100 წლის წინანდელ გზას რომ არაფერ შეუცვლი და მხოლოდ ასფალტს გადააგებ 21-ე საუკუნეში ცოტა უხერხულია


Posted by: ნიკა 26 Aug 2013, 16:58
ცოტა ხანში დავყრი ვიდეოებს. იკუმშება და მუსიკას ვადებ ახლა.
* * *
ნაწილი უნო

Posted by: ნიკა 27 Aug 2013, 17:54
ესეც ნაწილი მეორე


Posted by: Kublicha 27 Aug 2013, 20:05
ნიკა
პირველ ვიდეოში 5:01 ზე მანქანამ ინგლისურად აგიქცია გვერდი? biggrin.gif

Posted by: vatman 27 Aug 2013, 20:58
ნიკა
მეორე ვიდეოს 4.35-4.40 წუთზე რამე გვირაბია ზევით?

Posted by: SwaT-2011 27 Aug 2013, 23:24
ნიკა
0:50 ზე პირველ ვიდეოში 8 წუთში როგორ მოასწარით ქეიფი ? gigi.gif
5:11 ზე ან ასვლა რა იყო ან ჩამოსვლა ? gigi: დასაკრუგად ახვედი მაანდ ? gigi.gif

ისე კაი ვიდეოა up.gif მიდის სამუშაოები რაც მთავარია ყველა გვირაბს ესველა და პატრონი დაადგა ტორე სასინელება ხდებოდა სიგნით facepalm.gif

Posted by: ნიკა 29 Aug 2013, 11:14
vatman
QUOTE
მეორე ვიდეოს 4.35-4.40 წუთზე რამე გვირაბია ზევით?

მგონი გაზის მილი გადის მანდ

SwaT-2011
QUOTE
0:50 ზე პირველ ვიდეოში 8 წუთში როგორ მოასწარით ქეიფი ?

ფოტოგადაღება იყო biggrin.gif

QUOTE
5:11 ზე ან ასვლა რა იყო ან ჩამოსვლა ? gigi: დასაკრუგად ახვედი მაანდ ?

მანდ პატარა ტბაა და აი მანდ ვიკიშკავეთ.

ეს კი მესამე ნაწილი


Posted by: ნიკა 11 Sep 2013, 16:26
მოვაბი როგორც იქნა თავი დანარჩენი ნაწილების ასატვირთად




Posted by: SwaT-2011 11 Sep 2013, 23:18
QUOTE (ნიკა @ 29 Aug 2013, 11:14 )
vatman
QUOTE
მეორე ვიდეოს 4.35-4.40 წუთზე რამე გვირაბია ზევით?

მგონი გაზის მილი გადის მანდ

SwaT-2011
QUOTE
0:50 ზე პირველ ვიდეოში 8 წუთში როგორ მოასწარით ქეიფი ?

ფოტოგადაღება იყო biggrin.gif

QUOTE
5:11 ზე ან ასვლა რა იყო ან ჩამოსვლა ? gigi: დასაკრუგად ახვედი მაანდ ?

მანდ პატარა ტბაა და აი მანდ ვიკიშკავეთ.

ეს კი მესამე ნაწილი


ამ ვიდეოს ფონად მუსიკები რაც ადევს სახელებს დამიდებ ? user.gif ისე და დისქრიფშენშ იმიუწერე ხოლმე რა მუსიკა ადევს ფონად ვიდეოს yes.gif კარგ სონგებს ადებ ხოლმე ზედ up.gif

Posted by: ნიკა 12 Sep 2013, 00:35
გგონია მახსოვს? ზოგი 009 Sound System-ა. ერთი Agoria Les violines ... დანარჩენები არ მახსოვს biggrin.gif

Posted by: alea iacta est 6 Oct 2013, 11:36
რა ხდება ამ მაგისტრალზე, არის რაიმე სიახლე?
თორემ სადაცაა თოვლს ჩამოყრის და უყარონ მერე კაკალი...

Posted by: MISHAB 6 Oct 2013, 23:40
დღეს ვიყავი გუდაურში... ასფალტის მეორე ფენას აგებდნენ ფოსტასთან... გალერეასთან არ იყო ასფალტი დაგებული მაგრამ მუშAობდნენ

Posted by: MISHAB 21 Oct 2013, 13:59
გუშინ ვიყავი სტეფანწმინდაში... გზა თითქმის დასრულებულია.. დასახაზია, უსაფრთხოების ჯებირების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე რამდენიმე ადგილას სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. გალერეამდე სანამ მივალთ ვიწრო მოსახვევი რო იყო იმის გაფართოებისს ამუშაობი მიმდინარეობს... მოკლედ სტეფანწმინდაში ჩასვლა ვერ ვიგრძენი :-)))) ის კატასსტროფული მონაკვეთი რომელსაც ერთი საათი სჭირდებოდა 15 წუთში გავიარე :-)))

ყველაზე კაიფი ის იყო რომ ყაზბეგისკენ როცა გადადიხარ შემორჩენილი არის სააკაშვილისეული ბანერი სადაც წერია: 2007 წელს დაიწყება და დასრულდება კობი-გუდაური გზის ტრეაბილიტაციაო... ხოდა ბატონო პრეზიდენტო იმდენი შენი დედა მ..... რაც 2008-ში დაამთავრე მაგის მშენებლობა... რაც 9 წელი ამ სირმა ვერ გააკეთა ახალმა მთავრობამ 1 წელიწადში გააკეთა... ვოტ ტაკ!!!

ეხლა მოვითხოვ გერგეთის სამების გზის გაკეთებას 2014-ში!!! სულ 5 კილომეტრია და ათასობით ტურისტი ადის და ტეხავს ბატონებო!!!

Posted by: alea iacta est 21 Oct 2013, 14:24
QUOTE
მოკლედ სტეფანწმინდაში ჩასვლა ვერ ვიგრძენი :-)))) ის კატასსტროფული მონაკვეთი რომელსაც ერთი საათი სჭირდებოდა 15 წუთში გავიარე :-)))

კარგია რომ როგორც იქნა აღირსეს მაგ გზას შეკეთება, მაგრამ ვფიქრობ მანდ სისტემატიურად უნდა მოხდეს გზის შეკეთებისა და მოწყობის სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში მალევე გაფუჭდება ეგ გზა მისი განლაგებიდან გამომდინარე.

Posted by: sha 23 Oct 2013, 21:49
QUOTE
რა ხდება ამ მაგისტრალზე, არის რაიმე სიახლე?

იმედია ხარისხიანად არის გაკეთებული ისე ცოტა ვიწრო კი მეჩვენება ბევრი მოსახვევია, სიჩქარეები კი მნიშვნელოვნად გაზრდილი
QUOTE
ეხლა მოვითხოვ გერგეთის სამების გზის გაკეთებას 2014-ში!!!

დაგეგმილია მომავალ წელს სხვა გზის გაკეთება. შუა სოფელში აღარ გაივლის. ასე გავიგე


Posted by: MISHAB 23 Oct 2013, 22:50
QUOTE (sha @ 23 Oct 2013, 21:49 )

დაგეგმილია მომავალ წელს სხვა გზის გაკეთება. შუა სოფელში აღარ გაივლის. ასე გავიგე


ეგ მეც გავიგე მაგრამ მომავალ წელს რამდენად დაიწყებენ გაკეთებას ეგ არ ვიცი....

Posted by: Otka 24 Oct 2013, 01:34
ახალი გზა კაია ეხლა მთავარია სანიაღვრე სისტემა გაკეთდეს მანდ სერიოზული ისე რომ 1 ზამთარში არ წაიღოს ეგ გზა და უსაფრთხოების ჯებირებიც smile.gif

Posted by: ნიკა 24 Oct 2013, 11:16
საინტერესოა რა დაჯდა ეს გზა და რამდენად ძვირი დაჯდებოდა გვირაბი ამასთან შედარებით. და საერთოდ აღარ არის გვირაბზე არანაირი გეგმები სამომავლოდ?

Posted by: Otka 24 Oct 2013, 12:08
ნიკა
გვირაბის გაყვანა მანდ მაგარი ...... იყო თავის დროზევე ნამყოფი ვარ მაგ ადგილას საიდანაც გეგმავდნენ გაყვანას გუდაურის ქვედა მხრიდან და მანდ მაგ კლდის ნგრევას იმდენ ხანს მოუნდებოდნენ რომ ზევით გზა აღარ იარსებებდა smile.gif

Posted by: ნიკა 24 Oct 2013, 13:24
Otka
ეგ ზედა გზა ეგეთ დღესია უკვე 20 წელია biggrin.gif დროში ცხადია გვირაბი გაიწელებოდა. თან ეს გზა ბევრად უფრო ლამაზიცაა ვიდრე გვირაბი იქნებოდა.
მაგრამ ზამთარში წელს ვნახოთ აბა როგორი რეჟიმით იმოქმედებს ეს ახალი გზა.

გვირაბგამყვანი ფარის სიჩქარე 300 მეტრამდეა თვეში. ანუ გუდაური კობი მაქსიმუმ 10 კილომეტრიან გვირაბს მოანდომებს დაახლოებით 3 წელიწადს.

Posted by: SwaT-2011 24 Oct 2013, 17:11
ნიკა
2 ფარი თუ შეეშვათ ერთი ერთი მხრიდან მეორე მეორედან საერთოთ 1.5 წელში მორჩებოდნენ yes.gif

Posted by: პაწა 24 Oct 2013, 17:21
შარშან ჩემი მეგობარი, SDC Swiss Humanitarian Aid-ის თანამშრომელი ჩარჩა ერთი კვირა სტეფანწმინდაში და როგორც მითხრა, -ორი საათის საქმე იყო ის რასაც ერთი კვირა მოუნდნენ ჩვენები

Posted by: ნიკა 24 Oct 2013, 17:54
პაწა
არაერთხელ ყოფილა რომ ზამთარში გზა გახსნილი იყო მაგრამ ზვავსასიშროების გამო მანქანებს ეკრძალებოდათ სიარული.

Posted by: პაწა 24 Oct 2013, 18:52
ნიკა
ზვავებს გულისხმობდა ზუსტად... არც ვერტმფრენს იყენებენ, არც აფეთქებას. ელოდებიან როდის ჩამოვა და ამაში მიდის დრო

Posted by: Otka 25 Oct 2013, 02:23
SwaT-2011
ხოდა ბოლოს 1 გვირაბი ყაზბეგის ძირში გამოვიდოდა მეორე ქსნის ხეობაში biggrin.gif

ნიკა
გვირაბის მოვლა ბევრად უფრო ძნელია ვიდრე მაგ ნაზვავი გზის smile.gif

Posted by: ნიკა 25 Oct 2013, 11:59
Otka
QUOTE
გვირაბის მოვლა ბევრად უფრო ძნელია ვიდრე მაგ ნაზვავი გზის

გვირაბს რა მოვლა უნდა ეგეთი? გაგვანათლე საინტერესოა. გზის მოვლა მეტ ნაკლებად გასაგებია რა და როგორაა.

Posted by: alea iacta est 25 Oct 2013, 12:08
ნიკა
QUOTE
გვირაბს რა მოვლა უნდა ეგეთი? გაგვანათლე საინტერესოა. გზის მოვლა მეტ ნაკლებად გასაგებია რა და როგორაა.

გვირაბის მოვლა ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა. პირველ რიგში ძალიან ბევრი ელექტრო ენერგიის მოხმარება ხდება გვირაბის ექსპლუატაციისას: განათება, ვენტილაცია, წყლის ტუმბოები და ა.შ. ასევე საჭიროა მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, ამისათვის საჭიროა ობიექტზე მუდმივად სპეციალისტების დასაქმება.

Posted by: ნიკა 25 Oct 2013, 13:03
წყლის ტუმბოები რა საჭიროა მეტრო ხო არაა? სანიაღვრე სისტემა რომ გაუკეთდეს თვითდინებით გამოვა წყალი. მანდ ხომ პორტალები უფრო დაბალზეა განლაგებული ვიდრე გვირაბის შუა ნაწილი, ცენტრისკენ ამობურცულია. და კედლის ჰიდროიზოლაცია თუა ნორმალური, წყლის დიდი რაოდენობა არც უნდა იყოს გვირაბში. ვენტილაცია ცხადია და გასაგებიც, ასევე განათება.

ეს უნდა შედარდეს გზის თოვლისგან გაწმენდის სამუშაოების ღირებულებას. ასევე გზის შემოკლებით და ნაკლები ქანობით მიღებულ ეფექტს.

Posted by: MISHAB 27 Oct 2013, 16:18
სოფელ ნაღვარევთან ადრე წყალმა ხიდი რო წაიღო და ათი წელი რკინის ხიდი იყო და რო ვერ დაადგა საშველი სამ თვეში აშენდა ორი პარალელური ხიდი ცალმხრივი მოძრაობისთვის... ჯერ დამთავრებული არ არის მაგრამ მიდის სამუშაოები და სავარაუდოდ 1 თვეში მორჩებიან... ანუ დაახლ 500 მეტრიან მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობა იქნება 2-2 ზოლით

http://pix.ge/

Posted by: alea iacta est 27 Oct 2013, 21:16
MISHAB
QUOTE
სოფელ ნაღვარევთან

ეს სადაა უფრო ზუსტად შეგიძლია დაწერო?

Posted by: MISHAB 28 Oct 2013, 08:44
QUOTE (alea iacta est @ 27 Oct 2013, 21:16 )
MISHAB
QUOTE
სოფელ ნაღვარევთან

ეს სადაა უფრო ზუსტად შეგიძლია დაწერო?

ფასანაურსა და ქვემო მლეთას შორის ქვეშეთამდე სანამ მიხვალ...

Posted by: Otka 6 Nov 2013, 02:05
აუუ მაგ ხიდზე იმდენისა ბირავი იყო გახეული მადლია მაგის გაკეთება biggrin.gif

Posted by: Otka 10 Nov 2013, 01:58
ნიკა
გვირაბის მოვლა საქართველოში არაა პოპულარული ნუ აი გორის მერე რომ გვირებებია აი მანდ დგას უკვე დეტექოტრები რომელიც მილიმეტრობით ზომავს მის გადაადგილებას რიკოთის გვირაბიც კიდევ კაი რომ ნამუსიანდააა გაკეთებული თორე აღარც იქნებოდა ასეთი მიგდებულობის გამო

სართოდ მთაში გაყვანილ გვირაბებში შენარჩუნებული უნდა იყოს მუდმივი ტემპერატურა და ტენიანობა ასევე საკმაოდ დიდია კლდიანი მასივის მოძრაბოს კოეფიციენტი კავკასია ხომ ალპური მთათაწარმოშობის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ერიდანაა ასევე მთაში ხშირია მიწისქვეშა არხების გაჩენა ყოველი ზამთრის მერე ახალი წარმოიქმნება ასე რომ ბევრი ნიუანსია მანდ გასათვალისიწნებელი smile.gif

ასევე გუდაურის ტურისტული ზონაა და ამვლელი გზაც ხელს შეუშლიდა ცოტა არ იყოს მაგ ადგილს და გვირაბის გაყვანა რაც დაჯდებოდა მაგ გზის მოვლას ზამთარში ერთი 50 წელი ეყოფა კიდევ smile.gif

Posted by: Fabian 19 Nov 2013, 13:46
ანანურის გვირაბი:
http://www.fabi.ge/?p=1359

Posted by: SwaT-2011 19 Nov 2013, 15:14
Fabian
100% სამხედრო ტექნიკისთვისაა გათვლილი ამხელა სიმაღლე მაგალითად აი მაგის გადასაყვანად :
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%A2-2%D0%9F%D0%9C
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0-17

და ა.შ ///

Posted by: Fabian 19 Nov 2013, 17:21
SwaT-2011
QUOTE
100% სამხედრო ტექნიკისთვისაა გათვლილი ამხელა სიმაღლე მაგალითად აი მაგის გადასაყვანად:
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%A2-2%D0%9F%D0%9C
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0-17


სავსებით შესაძლებელია...

Posted by: da_to 30 Nov 2013, 23:16
კობი-გუდაურის განახლებული, 20-კილომეტრიანი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გახსნეს.
აღნიშნული მონაკვეთი 1991 წლის შემდეგ არ შეკეთებულა, ახლა მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია და ფუნდამენტურად გაკეთდა. 20-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 25 მილიონი ლარი დაჯდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ ჩაატარა, ხოლო გვირაბების რეაბილიტაცია შპს "მამისონმა" განახორციელა.

Posted by: MISHAB 30 Nov 2013, 23:40
ბოლო წინადადება არის განსაკუთრებით ყურადსაღები:

http://www.youtube.com/watch?v=wAa1HswmwuQ&feature=youtu.be


მლეთიდან კობამდე გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდებაოოო :-))

Posted by: Accident 1 Dec 2013, 00:12
QUOTE
მლეთიდან კობამდე გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდებაოოო :-

საინტერესოა..........

Posted by: MISHAB 1 Dec 2013, 00:47
ხო და ჩემი ინფორმაციით მომავალ წელს აშენდება გერგეთის სამებაზე ასასვლელი სამანქანო ახალი გზა, რომელიც სოფელ გერგეთში არ შევა და ზემოდან მოუვლის... სულ 7-8 კმ იქნება და წესით პრობლემა არ უნდა იყოს მისი მომავალ წელსვე დამთავრება

Posted by: Otka 1 Dec 2013, 01:47
ხოო რუსეთის სამომავლო აგრესიის რისკის ფონზე მთლად არ მიხარია ეგ ამბავი მე თქვენი არ ვიცი smile.gif

Posted by: alea iacta est 1 Dec 2013, 11:08
რეაბილიტირებული გვირაბები განათდა თუ ისევ ისეთი ჯოჯოხეთია?

Posted by: Fabian 1 Dec 2013, 11:10
Otka
QUOTE
ხოო რუსეთის სამომავლო აგრესიის რისკის ფონზე მთლად არ მიხარია ეგ ამბავი  მე თქვენი არ ვიცი

ისადა რუსეთის ჯარი მაგ პერევალიდან მინიმუმ 20 კმ-თი სამხრეთით რომ დგას არაფერია?

Posted by: Otka 6 Dec 2013, 17:55
Fabian
ნუ ეგრე ქსნის ხეობაშიც დგას და ბარემ თბილისშიც დავაყენოთ smile.gif)

მე ვერ ვამართლე მაგ ნაბიჯს როცა მაგაზე ბევრად პრიორიტეტული გზებია დასაგები ამ ქვეყანაში smile.gif)
რაც დააგეს კაია მაგრამ გვირაბის გათხრა მანდ და პირდაპირი გზის გაყვანა ეგ მართლა არასტრატეგიული ნაბიჯი იქნება მაგალითად რომ ავიღოთ დათვიჯვრის უღელტეხილის ძირში რომგ ამოეყვანათ ის გვირაბები დღეს უკვე ნახევარი ხევსურეთი აღარ გვექნებოდა smile.gif როკის გვირაბი რომ არა არც ოსეთი ექნებოდათ და ასე შემდეგ ბენებრივ კედელს არ უნდა ვანგრევდეთ მე ასე ვფიქრობ smile.gif

Posted by: Kublicha 6 Dec 2013, 18:22
Otka
QUOTE
როკის გვირაბი რომ არა არც ოსეთი ექნებოდათ

როკის გვირაბი ერთადერთი გზაა ცხვინვალის და რუსეთის დაკავშირების, ხოლო მლეთის გვირაბი იქნება კომფორტული ალტერნატივა.
როკის გვირაბიდან შემოსულებმა ააწიოკეს ფოთი და დაბომბეს მარნეული?
ფიზიკური ზღუდეები არამგონია რამეს მომცემი იყოს. მთავარია არ მოისურვონ აგრესიის განხორციელება.
ასლანამ რომ ხიდები ჩაანგრია, რამე მოიგო მაგით?
მე-7 საუკუნე ხო არაა, ციხეებს რომ არხებს უკეთებდნენ გარშემო?

ინფრასტრუქტურას დავუბრუნდები, მე მაგ გვირაბზე წინა პლანზე დავაყენებდი გოდერძის უღელტეხილის ქვეშ გვირაბს. რა მოხდა 2 დღის წინ ხო გახსოვთ რიკოთზე? ეგეთები რო არ განმეორდეს.

Posted by: Accident 6 Dec 2013, 20:49
Otka
QUOTE
როკის გვირაბი რომ არა არც ოსეთი ექნებოდათ

ეგ გვირაბი დასრულდა 80 -იან წლებში
"სახრეთ ოსეთის ავტონომია", ოსების ჩასახლება და ა.შ. კი მრავალსაუკუნოვანი და გაცილებით ფართო თემაა.
ხოლო, მონდომების შემთხვევაში რაც შეუძლიათ ჰქონდეთ, მგონი საკმარისად ვნახეთ ხუთი წლის წინ.......

რათქმაუნდა, ყველა დეტალი აუცილებლად უნდა იყოს გათვალიწინებული, მაგრამ "რუსეთის მომავალი აგრესიის შიშით", ქვეყანაში ზვავისგან თავდასაცავი
გვირაბების გაყვანაზე უარის თქმა, არა მგონია საღი გადაწყვეტილება იყოს..........

Posted by: Otka 6 Dec 2013, 22:47
Kublicha
Accident
დაბომბვა და ჩასახლება სხვა თემაა და გვირაბის გარეშე დიდი კონტინგენტის შენახვა კავასიონის მეორე სრულებით სხვა თემაა smile.gif

მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბროთ ამაზე მაგ გვირაბის ფულით რკინიგზა მიიყვანონ ბოლომდე თურქეთამდე ჯობია smile.gif

Posted by: ნიკა 7 Dec 2013, 22:20
Otka
მერე როკის გვირაბის რემონტი ტყუილად მიდის? თან რაღაც ასტრონომიული თანხა ჰჯდება (ნუ გასაგებია ტრომ 90%-ს მოტეხავენ ჯიბეებში)

Posted by: Otka 9 Dec 2013, 16:23
რუსეთუმეებს ხომ უწმინდავენ გზას და გუშინ რიკოთი გაუვალი იყოს ასე რომ სასწაული ერი ვართ :@

Posted by: ნიკა 9 Dec 2013, 16:45
რას უწმინდავენ ეგეც გაუვალია
http://www.georoad.ge/?que=geo/regime&info=2802

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური- კობის მონაკვეთზე განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

Posted by: ივანიჩ 16 Dec 2013, 09:50
აი მაგ გარემონტებულ გვირაბებში სწორი გზა მაინც ვერ დაუგიათ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Fabian 16 Dec 2013, 17:01
IVANICHA
QUOTE
აი მაგ გარემონტებულ გვირაბებში სწორი გზა მაინც ვერ დაუგიათ

ისე საერთოდ დააგეს?

Posted by: otokarcobra 16 Dec 2013, 17:18
Kublicha
ძაან არასწორად გესმის ბუნებრივი ზღუდეების მნიშვნელობა თანამედროვე სამხედრო სტრატეგიაში....ამიტომ რაც არ იცი ნუ იტყვი....

Posted by: ივანიჩ 16 Dec 2013, 19:08
Fabian
ნუ გავდა დაგებულს
ის არ არის რაც ადრე იყო გაუვალი ჯუნგლები biggrin.gif

Posted by: ნიკა 31 Jan 2014, 13:13
ოპა განგამ სათაილ sad.gif

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/268377-gudauri-kobis-monakvethze-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia.html

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13:01 31-01-2014
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ინფორმაცია ზვავსაშიშროების შესახებ მათ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზისკმ102-კმ182 (ლახამულა-კალა) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ102 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 17 Mar 2014, 17:42
კვირას ვიყავი სტეფანწმინდაში. ახალი გზა ძალიან მომეწონა. თუმცა ძველი მონაკვეთი მლეთამდე საკმაოდ ცუდ დღეშია რამდენიმე ადგილას. თბილისს ვერ შეედრება მარიანის ღრმულების სიღრმით მაგრამ მისახედია თორემ სულ დედა ეტირება
user posted image

Posted by: Accident 6 May 2014, 20:48
თურქულმა მხარემ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაში თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/280742-thurqulma-mkharem-mletha-kobis-gvirabis-msheneblobashi-thanamonatsileobis-survili-gamothqva.html

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=06-05-2014%2018:23

Posted by: BADDOG 16 May 2014, 04:02
QUOTE (Accident @ 6 May 2014, 20:48 )
თურქულმა მხარემ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობაში თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/280742-thurqulma-mkharem-mletha-kobis-gvirabis-msheneblobashi-thanamonatsileobis-survili-gamothqva.html

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=06-05-2014%2018:23

ვაა საღორ war.gif

Posted by: xaji85 17 May 2014, 16:59
კადრები დარიალის ხეობიდან - სამაშველო ოპერაციის შედეგად 13 მოქალაქე გადაარჩინეს

http://info9.ge/?l=G&m=1000&id=36138

Posted by: ნიკა 17 May 2014, 17:12
ახლა ამას ცხადია ჰესს დააბრალებენ facepalm.gif

Posted by: SwaT-2011 17 May 2014, 20:23
აღარ არსებობს მგონი ეგ გზა :/ იმხელა ღვარცოფმა გადაუარა ...

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დარიალის ხეობაში მთის მასივის ჩამოშლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ხალხი მოყოლილია გვირაბშიც და მათი მდგოამრეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/282220-mckhetha-stefantsminda-larsis-saavtomobilo-gzaze-modzraoba-akrdzalulia.html

Posted by: ნიკა 17 May 2014, 22:29
ნუ მთლად ამხელამაც არა
http://en.wikipedia.org/wiki/Attabad_Lake

Posted by: Kublicha 17 May 2014, 23:34
ნიკა
QUOTE
ახლა ამას ცხადია ჰესს დააბრალებენ

ხო აბა რა facepalm.gif




ისე ბუნებრივი კაშხალი კი მიიღეს, აღარ სჭირდებათ წვალება biggrin.gif
user posted image


მსხვერპლზე რა არის ბოლო ინფორმაცია?

Posted by: xaji85 18 May 2014, 13:08
ეს ვერტმფრენი "სვეჟად" კი გამოიყურება მაგრამ ავიაკომპანია თუშეთი აწერია და შსს-ს საკუთარი არ ყავს??? სასაზღვროს რო ყავდა 2 მი-8 მწვანე ზოლიანი აგარ მინახავს არსად კარგახანია


https://www.facebook.com/photo.php?fbid=820149401347157&set=a.820149324680498.1073741941.719891784706253&type=1&theater

Posted by: da_to 18 May 2014, 23:09
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: xaji85 19 May 2014, 12:05
ამდენი ქვიშა და ღორღი სად უნდა წაიღონ რო გზა გაიყვანონ ვერ ვხვდები

Posted by: ნიკა 19 May 2014, 13:45
ჯერ თერგისთვის გაყავთ არხი. .

Posted by: gia-gia-gia 19 May 2014, 13:55
ვაა, ეს რამხელა მასა ჩამოწოლილა ტოოოო....

საინტერესოა ვინმემ გაგვარკვიოს საერთოდ რა ხდება აქ, ორიენტაცია დავკარგე, ვინ რომელისაშია ვერ გაიგებ.

ისე არ შეიძლება ეს მასა რაიმეში გამოიყენონ? რაიმეს მშენებლობაში მაგალითად, ნუ, გადამუშავების შემდეგ?

Posted by: ნიკა 19 May 2014, 14:01
მე მგონი მყარი თუა ეგ მასა საკმარისად, გზა ზედ ამაზე უნდა გაიყვანონ (ალბათ დროებითი). ამისი მოშორება და ძველ გზამდე ჩათხრა წარმოუდგენელი მგონია.

Posted by: 088 19 May 2014, 14:34
ნიკა
QUOTE
მე მგონი მყარი თუა ეგ მასა საკმარისად, გზა ზედ ამაზე უნდა გაიყვანონ (ალბათ დროებითი). ამისი მოშორება და ძველ გზამდე ჩათხრა წარმოუდგენელი მგონია.


მანდ გვირაბს თუ გაიყვან smile.gif სხვაგვარად ძველ გზაზე მემგონი მართლაც წარმოუდგენელია რომ დავიდნენ

Posted by: ნიკა 19 May 2014, 15:17
აქაა ფოტოები თუ რა მოწყდა
https://www.facebook.com/media/set/?set=a.867161979979903.1073741830.195673077128800&type=1

Posted by: Kublicha 20 May 2014, 01:32
ნიკა
QUOTE
მე მგონი მყარი თუა ეგ მასა საკმარისად, გზა ზედ ამაზე უნდა გაიყვანონ (ალბათ დროებითი). ამისი მოშორება და ძველ გზამდე ჩათხრა წარმოუდგენელი მგონია.

ღადაობ? რა ზევიდან. ჯერ მაღლიდან (მთებიდან) რამხელა საფრთხე აქვს მაგ გზის უბანს და ახლა მიწისქვეშაც არ ქონდეს სიმყარე გარანტირებული?

სად დიდი ქვაა, სად პატარა, რამხელა სივრცეებია ქვეშ, არავინ იცის. ტრაილერებზე უნდა დააშენო გზა?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგის ჩამონაყარის ამოთხრა მაინც მოუწევთ სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. თეორიულად ხომ შეიძლება ვინმე ცოცხალია ქვეშ?
ვიცი რომ თეორიულადაც შეუძლებელია ამდენი ხანი, მაგრამ სანამ ცხედრებს არ იპოვნიან მანამდე მოუწევთ თხრა.

Posted by: ნიკა 20 May 2014, 11:58
Kublicha
QUOTE
თეორიულად ხომ შეიძლება ვინმე ცოცხალია ქვეშ?

შენივე სიტყვებით გიპასუხებ: ღადაობ?

QUOTE
სად დიდი ქვაა, სად პატარა, რამხელა სივრცეებია ქვეშ, არავინ იცის. ტრაილერებზე უნდა დააშენო გზა?

მაგის გეოლოგიური კვლევა შესაძლებელია. აბა ეგრე 1-2 წელი ეგ გზა არ გაიხსნება. არა და ექსკავატორები უკვე გადავიდა იქით მხარეს რაც იმას ნიშნავს რომ ჯიპებისთვის უკვე გავლადია ეგ მონაკვვეთი.

ისე მგონი ჯობია სამხედრო გზის თემაში გავნაგრძოთ ამაზე საუბარი

Posted by: Kublicha 20 May 2014, 13:07
ნიკა
QUOTE
შენივე სიტყვებით გიპასუხებ: ღადაობ?

თეორიულად ყველა ცოცხლად ითვლება, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება - ანუ გვამი არ იქნება ნაპოვნი.

QUOTE
აბა ეგრე 1-2 წელი ეგ გზა არ გაიხსნება. არა და ექსკავატორები უკვე გადავიდა იქით მხარეს

დღეს რომელიღაცა რადიოს საინფორმაციოს ვუსმენდი და თქვეს 10 ერთეული ტექნიკა მუშაობსო.
სად იშოვეს ამდენი. რიკოთი რომ წაილეკა 2011ში იმის მასშტაბები ბევრად ნაკლები იყო და 10 კი არა მგონი 100 ერთეული მუშაობდა.
შეიძლება რადიოს წყაროა მცდარი.

QUOTE
არა და ექსკავატორები უკვე გადავიდა იქით მხარეს რაც იმას ნიშნავს რომ ჯიპებისთვის უკვე გავლადია ეგ მონაკვვეთი.

მთლად გადაჭრით ვერ იტყვი. თუ რამე დიდი დაბრკოლებაა, ექსკავატორს შეუძლია შემობრუნდეს, კოვშს დაეყრდნოს და ისე ასწიოს "ტანი". რასაც მანქანა ვერ იზამს.
QUOTE
ისე მგონი ჯობია სამხედრო გზის თემაში გავნაგრძოთ ამაზე საუბარი

კი. Fabian, გადაიტანე რა პოსტები

Posted by: ნიკა 20 May 2014, 13:11
Kublicha
10 კი არა 20 მუშაობს და 10 კიდე მოდისო დღესო

აი ნახე
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=20-05-2014%2012:01

Posted by: SwaT-2011 20 May 2014, 19:27
Ford interceptor-ების ტენდერში ვინ გაიმარჯვა ?

Posted by: da_to 20 May 2014, 20:29
SwaT-2011
QUOTE
Ford interceptor-ების ტენდერში ვინ გაიმარჯვა ?


შპს 'ჯი-თი მოტორს~

Posted by: Kublicha 20 May 2014, 20:48
SwaT-2011
QUOTE
შპს 'ჯი-თი მოტორს~

დასახელდა უკვე გამარჯვებული?

Posted by: Accident 20 May 2014, 22:37
QUOTE
თეორიულად ყველა ცოცხლად ითვლება, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება

ეგ რომ არ იყოს, სიამოვნებით დავტოვებდი როგორც არის........
უფრო ადრე და მოშნად რატომ არ ჩამოიგნა, ასე 300 წლის წინ.........

Posted by: Kublicha 20 May 2014, 23:09
Accident
QUOTE
უფრო ადრე და მოშნად რატომ არ ჩამოიგნა, ასე 300 წლის წინ.........

აბააა. ან რატომ მაგის ცოტათი დასავლეთით მდებარე ხეობაში არ ჩამოზვავდა

Posted by: ნიკა 21 May 2014, 13:26
ბოლო რეპორტაჟი


დროებით შემოვლით გზას გავიყვანთო.
* * *
ლერჯი გზები ახლაც არსებობს. წითელი მონაკვეთია გასაყვანი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=97508devdoraki.jpg

Posted by: Kublicha 21 May 2014, 15:02
ნიკა
QUOTE
ლერჯი გზები ახლაც არსებობს. წითელი მონაკვეთია გასაყვანი

რა მონაკვეთია დამეწყრილი ეგეც გააფერადე რა.

Posted by: xaji85 21 May 2014, 18:11
აქ კარგად ჩანს რამდენი ტექნიკა მუშაობს

https://www.facebook.com/photo.php?v=822259754469455&set=vb.719891784706253&type=2&theater

Posted by: ნიკა 22 May 2014, 12:46
ამ ვიდეოში ჩანს რომ თერგის ძირითადი ნაჯადი უკვე ახალ კალაპოტში მოედინება
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=22-05-2014%2012:03
* * *
ფოკტებეეე
https://www.facebook.com/media/set/?set=a.635485673192204.1073741979.449807021760071&type=1

Posted by: Kublicha 22 May 2014, 17:01
ასე მიედინებოდა გუშინწინ.

user posted image

ასე მიედინება დღეს. ანუ უკვე გვირაბში აღარ უშვებენ და ბუნებრივ კალაპოტთან მიახლოებული კალაპოტი გაუკეთეს.
user posted image

Posted by: ნიკა 22 May 2014, 17:10
ბოლო ფოტოზე ექსკავატორები შორს ნაპირთან რას ჩალიჩობენ ნეტა?

Posted by: Kublicha 22 May 2014, 17:12
QUOTE
ექსკავატორები შორს ნაპირთან რას ჩალიჩობენ ნეტა?

მანდ უნდა ქნან, თუ უნდა ქნან.
გზა მანდ იყო, ტრაილერები ხომ უნდა ამოთხარონ.

Posted by: SwaT-2011 22 May 2014, 17:19

ჰიდრო-ელექტრო სადგურის გვირაბი თუ არა, (ზემოდ ფოტოზე ჩანს) ალბათ ეს წყალი მოგროვდებოდა და დიდი ნიაღვარივით დაარტყამდა ვლადიკავკაზ ... კრიმსკში როგორც იყო yes.gif

Posted by: ნიკა 22 May 2014, 17:31
Kublicha
არაა გამორიცხული რომ დროებითი გზა გამოყავთ მასე.

აი ორი ვარიანტი დროებითი გზის
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=762761920250_82279870441556.jpg

Posted by: Kublicha 22 May 2014, 17:47
ნიკა
დროებთში რას გულისხმობ, მშენებლების და მაშველების ტექნიკის სამოძრაოდ თუ გაიხსნას საზღვარი და მაგ გზით იმოძრაოს რაღაც დროის მანძილზე ტრაილერებმაც და მსუბუქმა მანქანებმაც?

Posted by: ნიკა 22 May 2014, 17:53
Kublicha
QUOTE
გაიხსნას საზღვარი და მაგ გზით იმოძრაოს რაღაც დროის მანძილზე ტრაილერებმაც და მსუბუქმა მანქანებმაც?


თორემ მანამდე რაც დავდე სქემა იქ ძალიან სერიოზული აღმართი გამოდის.

Posted by: Otka 22 May 2014, 23:50
ისადა კაი 2წელია მაქეთ არ ვყოფილვარ და მანდ მარჯვენა ხმარეს მთაში სამანქანე გვირები გაიყვანეს?

ადრე კლდის პირას მიუყვებოდა მანდ გზა და კიდევ მყინვარის ნაწილი თუ ცამოიმეწყრა ეს უკვე გამდნარი მასის შედეგად დარჩენილი ქვებია თუ დნება კიდე?

Posted by: ნიკა 23 May 2014, 00:27
Otka
ჰესის დერივაციული გვირაბია.

Posted by: iviko18 23 May 2014, 00:56
სადერივაციო გვირაბში ხალხი მუშაობდაო facepalm.gif

Posted by: Kublicha 23 May 2014, 12:13
iviko18
QUOTE
სადერივაციო გვირაბში ხალხი მუშაობდაო

და რა მერე? მშენებარე ჰესია, აბა როგორ უნდა გაკეთდეს გვირაბი ხალხმა თუ არ იმუშავა

Posted by: ნიკა 23 May 2014, 12:13
გაზსადენი აღადგინესო უკვე და მალე გაზს გაუშვებენო.

Posted by: PREDATOR 23 May 2014, 12:32
გზაზე რა ხდება ისმის რამე ახალი?
მე ვერ წარმომიდგენია თეორიულადაც კი რომ მანდ ვინმე გადარჩენილიყო, ძალიან დიდი მასაა ქვაღორღის ჩამოწოლილი შანსი პრაქტიკულად 0.001% ია ალბათ რო ცოცხლები იპოვონ, ეგ კი არა დაღუპულებს თუ იპოვიან ეგაც გამიკვირდება cry.gif

Posted by: ნიკა 23 May 2014, 14:01
QUOTE
გზაზე რა ხდება ისმის რამე ახალი?

აბა ვნახოთ კურიერ/ქრონიკები რამეს თუ იტყვიან ახალს
* * *
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1400849164
წყალი დავაშრეთო. აბა ახლა ვნახოთ რას იზავენ და როგორ გაიყვანენ გზას.

Posted by: Kublicha 23 May 2014, 17:13
ერთი ცხედარი იპოვნეს
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/283117-darialis-kheobashi-dakargulis-ckhedars-miakvlies.html

Posted by: iviko18 23 May 2014, 23:03
QUOTE (Kublicha @ 23 May 2014, 12:13 )
iviko18
QUOTE
სადერივაციო გვირაბში ხალხი მუშაობდაო

და რა მერე? მშენებარე ჰესია, აბა როგორ უნდა გაკეთდეს გვირაბი ხალხმა თუ არ იმუშავა

მერე ის, რომ წარმოვიდგინე რა დაემართებოდათ იმ საწყლებს facepalm.gif

Posted by: ნიკა 24 May 2014, 10:47
გადაგვაგდეს? რამე ახალი ფოტოები დადონ მაინც.

ეს ვნახე

Posted by: da_to 25 May 2014, 18:22
პირველად მომეწონა ამათი დადებული ფოტოები ....



user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ტრაილერის ნარჩენები ...

user posted image


სხვა სურათები : https://www.facebook.com/media/set/?set=a.636621306411974.1073741981.449807021760071&type=1

Posted by: Kublicha 25 May 2014, 18:45
da_to
კაი ფოტოებია.
ყველა რომ სხვადასხვა მარკის ექსკავატორია: ჰიუნდაი, კატა, ვოლვო, კამაცუ

QUOTE
ტრაილერის ნარჩენები ...

ტრაილერი რომ ეგრეა დამსხვრეული, ადამიენებს რას უზამდა.
დნმ-ით თუ ამოიცნობენ

Posted by: ნიკა 26 May 2014, 10:38
უდაოდ ლამაზი მაგრამ არაინფორმატიული ფოტოებია. გზის ამბავზე რამე ისმის? ან ისეთი ფოტოები/ვიდეოები თუ მოგეპოვებათ სადაც გამოჩნდება რა მდგომარეობაა ახლა?

Posted by: lachi 26 May 2014, 11:05
https://www.facebook.com/photo.php?fbid=637199336354171&set=pb.449807021760071.-2207520000.1401087838.&type=3&theater

აქ ნახე სურათები

Posted by: Kublicha 26 May 2014, 12:05
ნიკა
QUOTE
უდაოდ ლამაზი მაგრამ არაინფორმატიული ფოტოებია. გზის ამბავზე რამე ისმის?

მე რომ ვდებდი ეგენი შს მინისტრის ფბ-დან იყო.
ესენი საგზაოს ფბ-დანაა. მაგათ კიდევ ვერტმფრენი არ ყავთ, რომ მაღალ სიმაღლეზე ავიდნენ და იქიდან გადაიღონ სურათები.
ნუ მაინცდამაინც ვერტმფრენი აუცილებელი არაა, მონდომებაც საკმარისია

Posted by: ნიკა 26 May 2014, 12:13
ბოლო ინფორმაცია


ძველი გზა სადაც გადიოდა ისევ იქ გაიყვანეს უბრალოდ წყლის დონის დაწევით და გზის ადგილზე ვაკისის აწევით. ახლა ფაქტიურად დარჩებათ ქვედა მხარეს ჩასასვლელის გაკეთბა.

Posted by: obexe1 26 May 2014, 12:17
ძალიან ცუდი რამე მოხდა. ქართული დაუდევრობა

Posted by: Kublicha 26 May 2014, 12:32
ნიკა
QUOTE
ძველი გზა სადაც გადიოდა ისევ იქ გაიყვანეს უბრალოდ წყლის დონის დაწევით და გზის ადგილზე ვაკისის აწევით

სხვა რა ვარიანტი იყო რო?
მე რა ვერ გავიგე, მაგ ვიდეოში I წამზე რომ გააჩერო კადრი, ჩანს სატვირთოების მოძრაობა ხელოვნურ საფარზე. ეგ გზა აშკარად ახლა გაიყვანეს, და თუ ეგ არ იყო, ის ტექნიკა როგორ მივიდა?
obexe1
QUOTE
ქართული დაუდევრობა

ვისი დაუდევრობა? ბუნებრივი კატაკლიზმები იყო, რა შეიძლებოდა მანდ ადამიანს ეღონა?
საუკეთესო შემთხვევაში ის, რომ გზის მაგ მონაკვეთზე ტრაილერებისთვის გაჩერება აეკრძალათ და მსხვერპლი მაგდენი არ იქნებოდა. მაგრამ სულაც არაა ეგ გარანტია, რომ გამვლელი მანქანა არ მოყვებოდა.

Posted by: ნიკა 26 May 2014, 12:43
Kublicha
QUOTE
სხვა რა ვარიანტი იყო რო?

მე რაც თავიდან დავხაზე გუგლზე

QUOTE
და თუ ეგ არ იყო, ის ტექნიკა როგორ მივიდა?

მე როგორც დავხაზე გუგლზე ისე მივიდნენ სავარაუდოდ (ბულდოზერიც ჩანს იქ როგორ ჩადის თუ ადის ერთ-ერთ ფოტოზე) მაგრამ მანდ ძალიან დიდი ქანობია ტბებიდან რომ ჩადიხარ.

Posted by: SwaT-2011 26 May 2014, 13:06
QUOTE
ის ტექნიკა როგორ მივიდა?

ეგ ტექნიკა მუშაობდა ჰესის მშენებლობაზე გამშვებ პუნქტთან, ხოდარაც მანდ იყო ყველაფერი გზის გაწმენდაზე გადისროლეს ... დიზელი კიდე რუსებმა მოგვცეს მოწყვეტილიტექნიკისთვის 18 ათასი ტონა სადღაც ..

Posted by: ნიკა 26 May 2014, 13:12
დარიალის ხეობაში სამუშაოები შესაძლოა, ღამითაც გაგრძელდეს
11:08 26-05-2014
დარიალის ხეობაში სამუშაოები შესაძლოა, ღამითაც გაგრძელდეს დარიალის ხეობაში სამაშველო სამუშაოები, სავარაუდოდ, ღამითაც გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.
"როგორც იცით, ხეობაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, გეოლოგებისგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში კი უკვე გადავალთ ღამის რეჟიმში მუშაობაზეც", - აღნიშნა ფანჩულიძემ.
მისივე განმარტებით, საბაჟო-გამშვები პუნქტის მხარეს მოწყვეტილ ნაწილთან დროებითი გზით მიერთება მოხერხდა.
"ეს გზა სამშენებლო სამუშაოებში ჩართული მანქანების, მათ შორის მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად იქნება გამოყენებული. სამოქალაქი ტრანსპორტისთვის აქ, რა თქმა უნდა, ჯერ ყველა სახის მოძრაობა შეჩერებულია, თუმცა სადაც სამაშველო სამსახური გვაძლევს უფლებას, იქ პარალელურ რეჟიმში ვააქტიურებთ დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს სამოქალაქო ტრანსპორტისთვის", - განაცხადა საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
ვაჟა ფანჩულიძის თქმით, სტიქიის შედეგად დაახლოებით მილიონი კუბამეტრი მიწის მასის ჩამოშლა მოხდა, რომლის გატანაც ძალიან ძნელია.
"პირველ რიგში იწმინდება ის ტერიტორია, სადაც გზა უნდა გავიდეს. გზის აღდგენის შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები რომ ჩამოშლილი მიწის გატანა მოხდეს და გამოიძებნოს ადგილი, სადაც ამხელა მასის გადაყრა მოხდება", - განმარტა მან.

Posted by: Kublicha 26 May 2014, 13:13
SwaT-2011
QUOTE
ეგ ტექნიკა მუშაობდა ჰესის მშენებლობაზე გამშვებ პუნქტთან,

სი-არ-პი მუშაობს ჰესზე?

ნიკა
QUOTE
მე რაც თავიდან დავხაზე გუგლზე

ეგ ხო ბევრად რთული (ანუ ძვირი) იქნებოდა

Posted by: sha 26 May 2014, 18:05
QUOTE
მაგ ვიდეოში I წამზე რომ გააჩერო კადრი, ჩანს სატვირთოების მოძრაობა ხელოვნურ საფარზე. ეგ გზა აშკარად ახლა გაიყვანეს, და თუ ეგ არ იყო, ის ტექნიკა როგორ მივიდა?

ეგ გზა ახალი გაყვანილი კი არა, ძველი გზის თავზე კეტდება. უბრალოდ ამაღლდა. ძველი წყალქვეშ არის. დაგუბებული წყალი ვერ დაცალეს ბოლომდე და ყაზბეგის მხრიდან მისასვლელი გზა ხომ უნდათ სამუშაოებზე, აქეტა მხრიდანაც რომ ჩაერთვნენ, ხოდა "აამაღლეს" ცოტა.

Posted by: Accident 26 May 2014, 19:07
QUOTE
გზის მაგ მონაკვეთზე ტრაილერებისთვის გაჩერება აეკრძალათ და მსხვერპლი მაგდენი არ იქნებოდა. მაგრამ სულაც არაა ეგ  გარანტია, რომ გამვლელი მანქანა არ მოყვებოდა.

მეგონა გამვლელები იყვნენ, მანდ რატომ ჩერდებოდნენ?

Posted by: Kublicha 26 May 2014, 21:46
sha
QUOTE
ეგ გზა ახალი გაყვანილი კი არა, ძველი გზის თავზე კეტდება. უბრალოდ ამაღლდა. ძველი წყალქვეშ არის. დაგუბებული წყალი ვერ დაცალეს ბოლომდე

ეგ ზედაპირი ხომ არ იყო აქამდე, მაგას ვგულისხმობდი
Accident
QUOTE
მეგონა გამვლელები იყვნენ, მანდ რატომ ჩერდებოდნენ?

რუსათიდან გადმოსულები მანდ ჩერდებოდნენ. საზღვარს გადმოკვეთდნენ და იძინებდნენ მანქანაში, რომ პერევალი დღის შუქზე ევლოთ.

Posted by: SwaT-2011 27 May 2014, 01:27
QUOTE
სი-არ-პი მუშაობს ჰესზე?

არ ვიცი ვერ გეტყვი :/

Posted by: vatman 27 May 2014, 09:59
Kublicha
QUOTE
სი-არ-პი მუშაობს ჰესზე?

მგონი ფერი მუშაობს

Posted by: Kublicha 27 May 2014, 16:15
ახალი ფოტოები
user posted image
user posted image
user posted image

ჯერ კიდევ რამხელაზეა დაგუბებული თერგი

Posted by: ნიკა 27 May 2014, 19:23
თითქმის ნახევარი გზა უკვე არის.

Posted by: da_to 27 May 2014, 20:43
შუმახერი biggrin.gif

user posted image

user posted image

აქ არის კიდევ ფოტოები, დაემატა ტექნიკა...

https://www.facebook.com/media/set/?set=a.638083032932468.1073741990.449807021760071&type=1

თითქმის ყველა ესაკავატორებზე კაცი ზის გარედან ნეტა რატო ? მგონი მაშველები არიან, ვითომ აკვირდებიან ტერიტორიას ?

Posted by: Kublicha 27 May 2014, 21:11
da_to
QUOTE
აქ არის კიდევ ფოტოები, დაემატა ტექნიკა...

როგორ მიყვარს ეგეთი ფოტოები, ბევრი ტექნიკა რომ ჩანს love.gif ყველა ფირმაა წარმოდგენილი, ვინც კი ექსკავატორებს ფლობდა

QUOTE
მგონი მაშველები არიან, ვითომ აკვირდებიან ტერიტორიას ?

სავსებით შესაძლებელია

დაუწერე კომენტარებში. ღია ფეისბუქი აქვთ.

Posted by: Otka 28 May 2014, 13:48
მართლა რამდენი ტექნიკაა მობილიზირებული smile.gif)

ეხლა რა მაინტერესებს ამდენ ჩამონაშალს რა უდა უყონ არ ჯობია დააგროვონ მარჯვნივ კლდის მხარეს და გზის მონაკვეთი უფრო მაღლა აწიონ წინასთან შედარებით ?

თან როგორც მანდ ბოლოს მგზავრობისას მახსვოს მარცხენა მხარე 5-6 წლის წინ ჩამონაშლელი მასისგან არ იყო ბოლომდე განთავისუფლებული ერთი კალაპოტი გაუკეთეს თერგს და დატოვეს დანარჩენ მარცხენა მხარეს რაც ვფიქრობ კიდევ ემატებოდა ბოლოს ჩამოწოლილ მასას და უფრო მეტი ბოლკირების საშვალება მიცა და მდიანრის უკიდურეს მარცხენა მხარეს გადასროლას შეუწყო ხელი :|

Posted by: Kublicha 28 May 2014, 18:49
Otka
QUOTE
არ ჯობია დააგროვონ მარჯვნივ კლდის მხარეს და გზის მონაკვეთი უფრო მაღლა აწიონ წინასთან შედარებით ?

დააგროვონ ეგრე მარტივი არაა. გზა რომ აამაღლონ (საბოლოო და არა დროებითი) ნაყარი უნდა გაიფილიტროს, ლოდები უნდა დაფქვან, ყველა ფენა ინტერტული მასალა ვიბროთი დაიტკეპნოს.
ეს ყველაფერი გაზრდის გზის გახსნის ვადას და ხარჯებს


Posted by: ნიკა 28 May 2014, 19:21
სულაც ის კლდეში გაჭრილი გზა აღადგინონ

Posted by: Kublicha 28 May 2014, 19:28
ნიკა
QUOTE
სულაც ის კლდეში გაჭრილი გზა აღადგინონ

?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????





ესეც დევდორაკი. ამ ხეობამ ჩამოიტანა მყინვარწვერის ნაწილები
user posted image

Posted by: გურჯი 28 May 2014, 19:45
Kublicha


მოვიარე ფეხით ამ დღეებში დარიალი და ეს სადაა გადაღებული?ზევით უფრო?


ზედა ფოტოებში გზის შეერთება ჩანს უკვე, გადაივლის პიკაპი თU ვერა?

Posted by: Kublicha 28 May 2014, 19:48
გურჯი
QUOTE
ეს სადაა გადაღებული?ზევით უფრო?

ზევით ხო. არ ეტყობა?
QUOTE
გადაივლის პიკაპი თU ვერა?

მაგ ფოტოებით რთული სათქმელია. სიმაღლე აქვს დიდი ჩამონაშალ მასას.
თან არამგონია გაგიშვან

Posted by: გურჯი 28 May 2014, 19:52
Kublicha

გაშვება არ მინდა, უნდა გადმომიშვან biggrin.gif იქით დამრჩა მანქანა და მეგონა შენ ადგილზე იყავი smile.gif

QUOTE
ზევით ხო. არ ეტყობა?

რავიცი ვერ შევატყე smile.gif რამდენად ზევითაა ხო არ იცი? ასვლა მინდა.


მარა ეს ძველი პოტო ჩანს, მოწკრიალებულია მდინარის მიმდებარე ტერიტორია,არც შლამი ჩანს არც ნაშალი და არც ლოდები. ეხლა ეგრე აღარ იქნება sad.gif

Posted by: Kublicha 28 May 2014, 19:58
გურჯი
QUOTE
ამდენად ზევითაა ხო არ იცი?

არ ვიცი.
QUOTE
იქით დამრჩა მანქანა

უი.
ალბათ მაქსიმუმ ზეგ უნდა იყოს მაგ დონეზე. ექსკავატორი ვერ იმუშავებს თუ სატვირთო მანქანაზე არ დაყარა მასა და სადაც სატვირთო მანქანა მივა, პიკაპიც როგორღაც მივა

Posted by: donmixo777 28 May 2014, 21:07
მდააააააააააააააააა.............................

ამისი გაწმენდა ძააააალიან რთული საქმეა..............
ან კიდე სად უნდა წაიღონ ამდენი მიწა? baby.gif


არადა მაგარი დარტყმა იქნება წლევანდელი სღვის სეზონისთვის თუ დროულად არ მოხერხდა ამ მასის მოცილება smile.gif

პირადი კონტაქტებიდან ვიცი რომ ძალიან ბევრს უნდა როგორც რუსეთიდან ისე უკრაინიდან შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი მანქანებით.....
იმედია ზღვის სეზონისთვის რამე მოხერხდება......

Posted by: PREDATOR 28 May 2014, 23:15
donmixo777დროებითI გზა კეთდება რა ზღვის სეზონი 1-2 კვირაში უნდა გაიხსნას დროებითი გზა, ზღვა კი არა ვერაფერი ვერ გადის ექსპორტზე. ღვინო და რავი რა აღარაა გაჩერებული yes.gif

Posted by: donmixo777 28 May 2014, 23:24
QUOTE
ზღვა კი არა ვერაფერი ვერ გადის ექსპორტზე. ღვინო და რავი რა აღარაა გაჩერებული


და როდის გახსნიან მერე მაგ დროებით გზას ნეტა?
ახლობლებს უნდათ მანქანით წამოსვლა მოსკოვიდან და მაინტერესებს..... baby.gif

Posted by: ნიკა 29 May 2014, 08:00
მაგ კითხვებითაა გადავსებული საგზაოს ფბ მაგრამ პასუხი არაა.

Posted by: PREDATOR 29 May 2014, 09:55
ჩემი აზრით 1-2 კვირაში მზად იქნება ახალი დროებითი გზა.

Posted by: donmixo777 29 May 2014, 15:38
QUOTE
ჩემი აზრით 1-2 კვირაში მზად იქნება ახალი დროებითი გზა.


რაღაც არა მგონია

რა მასაც მანდ არი ჩამოწოლილი მაგის გატანა თქვი შენ, თუნდაც მარტო იმ მხარის სადაც ადრე იყო გზა

და მერე + ამას მანდ გზის მოწყობა vis.gif

Posted by: ნიკა 29 May 2014, 15:48
მე კი მგონია 2-3 დღეში მზად იქნება დროებითი გზა

Posted by: გურჯი 29 May 2014, 15:50
PREDATOR
QUOTE
ჩემი აზრით 1-2 კვირაში მზად იქნება ახალი დროებითი გზა.

ეგრე რა. ეხლა ვიყავი ერთ საათის წინ გველეთში და გადავხედე სამუშაოებს 50 ტრაქტორი და ექსკავატარო მუშაობს, ჭიანჭველებივით არიან დახვეულები ზვავს smile.gif კაროჩ ტბა რო დადგა იმ ადგილზე გადატარებულია უკვე კაი ტკიცინა გზა, მარა ნამეწყრალს ვერ უხერხდება ვერაფერი, ყინულის წილია ნამეტანი ბევრი და დნება და ტალახდება, რასტორივით ხდება. რამოდენიმე თავზეხელაღებული ჯიპი გადავიდა, მანქანის შემდგომი ბედი ვისაც ეკიდა, 3 ხიდიანები და 2 ხიდიანი კამაზები დადიან უპრობლემოდ უკვე. ტრაქტორები ინტენსიურად წმინდავენ ამ ატალახებულ მასას და ტკეპნიან უკვე. ტრაილერების რა გითხრათ და ჯიპები ალბათ იმ კვირიდან დაიწყენებ მოძრაობას smile.gif

ნიკა
QUOTE
მე კი მგონია 2-3 დღეში მზად იქნება დროებითი გზა

ვერა, 3 დღეში ვერა, მე რასაც ვუყურებ ეს 5 დღე- ავტობუსი და მარშუტკა ვერ გაივლის მანდ 2 კვირა მინიმუმ. ჯიპები დაიწყებენ 2-3 დღეში ნელ ნელა.

Posted by: PREDATOR 29 May 2014, 16:13
ვიძახი მე 1-2 კვირაში თქო და არ მიჯერებთ user.gif

Posted by: ნიკა 29 May 2014, 16:31
გურჯი
QUOTE
ჯიპები დაიწყებენ 2-3 დღეში ნელ ნელა.

სხვა მანქანას აქაურ რელიეფზე სასიარულოდ არც განვიცილავ gigi.gif givi.gif

Posted by: გურჯი 29 May 2014, 17:08
ნიკა
აი ეხლა შეილება მაგალითად ცოტა მაღალ კლირენსიანი ნორმალური 4X4-ით გადავლა, დღეს, მარ აუნდა გაიმეტო რა...რასტორივითაა ეს ნაშალი აზელილი და პლიუს დიდი ზომის ქვებია, რაზგონით უნდა გადაიარო ხათქახუთქით (გადაიარა რამოდენიმემ) მოვსინჯე მე პიკაპით შესვლა, ჩავურთე წინა ხიდიც, ცენტრალური დიფერენციალიც, კიდე რააც ლოკირება აქვს ელექტრო და შევედი, საბურავები მიყენია 255X65 (კლირენსი კი იცი სტანდარტულად რამხელაც აქვს ჯაულუქსს) ხოდა ნელ ნელა რო შევედი არ დაბუქსავდა, მარა შიტოკი მიადო ამ რასტორივით მასალას და დაიწყო ხვეტა. გავაფუჭებდი და გავედი უკან smile.gif ეგეთI ამბავია ეხლა მოკლედ რა.

Posted by: Kublicha 29 May 2014, 19:40
გურჯი
და მანქანამდე რითი მიხვედი? გუშინ ხომ აქეთი იყავი?
QUOTE
ამ რასტორივით მასალას და დაიწყო ხვეტა

დაბუქსავდებოდა, განა სადამდე ეყოფოდა ძალა იმ მასალის ახვეტის.




Posted by: გურჯი 29 May 2014, 20:18
Kublicha
გველეთიდან არის გადასასვლელი პეშკომ და ძველი გზით უკვე ჯიპებიც გადადიან როგორც დავწერე და სამ ხიდიანებიც ....ანეგდოტს მოგიყვებით ცოცხალს თუ გინდათ smile.gif

QUOTE
დაბუქსავდებოდა, განა სადამდე ეყოფოდა ძალა იმ მასალის ახვეტის.

რაზგონით მოჟნა გადავლა, მარა პლასმასებს გააფუჭებ და პლიუს ლოდები ყრია იმ რასტვორში და ხათქა ხუთქით უნდა გადაიყვანო მანქანა.

Posted by: ნიკა 29 May 2014, 21:56
დააყრიან ხრეშს და გადაივლი. .

Posted by: Kublicha 29 May 2014, 21:58
გურჯი
QUOTE
.ანეგდოტს მოგიყვებით ცოცხალს თუ გინდათ

რატომაც არა
QUOTE
დააყრიან ხრეშს და გადაივლი. .

მანდ ტრაილერებმა უნდა იარონ. კარგად გააკეთებენ, რა ხრეში, პროსტა რამენიმე დღე მოვიცადოთ.

ისე არის შანსი რომ გზა გადარჩენილი იყოს? ანუ რომ აიღებენ ჩამონაყარს, პირდაპირ გამოჩნდეს გზა და გაუშვან მოძრაობა.

Posted by: donmixo777 29 May 2014, 22:01
QUOTE
დააყრიან ხრეშს და გადაივლი. .


რაღაც არა მგონია ეგრე იოლად იყოს

ხრეშის დაყრამდე ის გზა კარგად უნდა დაიტკეპნოს, რამეთუ უამრავი ქვა-ღორღი და დიდი ზომის ლოდებიც იქნება ქვემოთ მოყოლილი..... და შეიძლება მანქანის გავლის დროს ჩაიშალოს.... სიცარიელე დარჩეს ლოდებთან შეიძლება და მაგისი ჩქარი ტემპით გაკეთება არად ივარგებს...


არადა სად უნდა გაიტანონ ამდენი მასა? vis.gif
მარტო ის ადგილი რომ მოსუფთავდეს სადაც ადრე გზა გადიოდა და ეს ჩამონაშალი მასა გაიტანონ, - ამასაც დიდი სამუშაოები სჭირდება....
მერე ჯერ მარტო გატანა თქვი და მერე გზის თავიდან გაკეთება.

Posted by: გურჯი 29 May 2014, 22:13
Kublicha
QUOTE
მანდ ტრაილერებმა უნდა იარონ. კარგად გააკეთებენ, რა ხრეში, პროსტა რამენიმე დღე მოვიცადოთ.

ისე არის შანსი რომ გზა გადარჩენილი იყოს? ანუ რომ აიღებენ ჩამონაყარს, პირდაპირ გამოჩნდეს გზა და გაუშვან მოძრაობა.

30 3-5 მერტრის სიმაღლის და 250-300 მეტრის სიგრძის მონაკვეთია გასასუფთავებელი 200 მეტრის სიგანის მარა სიგანეს თერგი მიხედავსო smile.gif


QUOTE
რატომაც არა

დევდორაკე გადასასვლელი არაა მდინარეზე და გადახტომა მომიწია, მოხევე შემხვდა და მოხევური კილოთი მკითხა როგორ გადავედი მდინარეზე, ვუთხარი და მაშ მეც გადავხტებიო, გაექანა და იმენა შუაში ჩახტა ტიპი, გაიჯლიგინა და წავიდა უკანმოუხედავად.

donmixo777
QUOTE
რაღაც არა მგონია ეგრე იოლად იყოს

პრობლემა არის, რომ ნაშალში არის ბევრი ყინული და დნება ეს ყინული წვიმაშიც, მზეშიც და ქარშიც ხოდა ვერც გააქვთ ამდენი ნაშალი მასალა და ვერც არგილზე ვერ ტოვებენ რო თავზე გადაიაროს გზამ. დღეს 50 ტრაქორი მუშაობდა და ვერ დაეტყო ვერაფერი, რაღაც გზასავით კი არის ტლაპოში, მარა მასას ვერ შეეტყო კლება. წარმოიდგინე 50 უზარმაზარი ექსკავატორი და დანიანი ტრაქტორი მუშაობს smile.gif

Posted by: Accident 29 May 2014, 22:18
Kublicha
QUOTE
ისე არის შანსი რომ გზა გადარჩენილი იყოს? ანუ რომ აიღებენ ჩამონაყარს, პირდაპირ გამოჩნდეს გზა და გაუშვან მოძრაობა.


ხეობის გზის შენებისას, თამარაშვილზე რომ ქვები ცვიოდა, დედა აღარ ჰყავდა ასფალტს და
მანდ რაღა დარჩებოდა იმ სიმაღლიდან, მაგდენი მასის ჩამოწოლისას.............

Posted by: Kublicha 29 May 2014, 22:22
გურჯი
QUOTE
დევდორაკე გადასასვლელი არაა მდინარეზე და გადახტომა მომიწია, მოხევე შემხვდა და მოხევური კილოთი მკითხა როგორ გადავედი მდინარეზე, ვუთხარი და მაშ მეც გადავხტებიო, გაექანა და იმენა შუაში ჩახტა ტიპი, გაიჯლიგინა და წავიდა უკანმოუხედავად.

biggrin.gif biggrin.gif
ზევიდან გზის გადაგება დაივიწყეთ, რადგან:
QUOTE
ნაშალში არის ბევრი ყინული და დნება ეს ყინული

QUOTE
უამრავი ქვა-ღორღი და დიდი ზომის ლოდებიც იქნება ქვემოთ მოყოლილი..... და შეიძლება მანქანის გავლის დროს ჩაიშალოს....

ასე რომ უნდა დაველოდოთ, სანამ არ აიღებენ ჩამონაყარს მთლიანად.
Accident
QUOTE
მანდ რაღა დარჩებოდა იმ სიმაღლიდან, მაგდენი მასის ჩამოწოლისას.............

ასფალტის საფარი თუა უბრალოდ დაზიანებული მაგას რა უჭირს. გადააგებენ. გზის რელიეფი თუ არსებობს. ჩატანილი თუ არა აქვს ეგაა საქმე.
QUOTE
თამარაშვილზე რომ ქვები ცვიოდა, დედა აღარ ჰყავდა ასფალტს

სხვათა შორის დღემდე მაგ ასფალტზე დავდივართ. არავის შეუცვლია მანდ გზის საფარი.

Posted by: გურჯი 29 May 2014, 22:40
Kublicha
მოკლედ გზა არის აუცილებელი სიტუაციისათვის რაცაა საჭირო (პროდუქტები,მუშების შეცვლა, ნავთობპროდუქტების შეტანა) ტექნიკა არის აურაცხელი, კომპეტენტური ხალხიც არის და მუშაობაც არავის არ ეზარება. დაღუპულებია ცოდო თორე მაგას გააკეთებენ, უბრალოდ ისეთი გზის გაკეთება, სადაც ტურისტები ივლიან მინიმუმ 1 თვე მე გამორიცხული მგონია.

Posted by: ნიკა 30 May 2014, 07:53
ტურისტების დიდი ნაწილი ჯიპებით დადის wink.gif

Posted by: donmixo777 30 May 2014, 19:50
QUOTE
ტურისტების დიდი ნაწილი ჯიპებით დადის



მაგ მონაკვეთის გასავლელად მოუწევთ ცხენებზე გადაჯდომა.....

Posted by: Kublicha 30 May 2014, 20:52
ახალი ფოტოები

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: da_to 30 May 2014, 22:16
QUOTE
ახალი ფოტოები


ისე ასეთი მობილიზება და ამდენი ტექნიკის მუშაობა კარგა ხანია არ მინახავს ....

Posted by: Kublicha 30 May 2014, 23:14
QUOTE
ისე ასეთი მობილიზება და ამდენი ტექნიკის მუშაობა კარგა ხანია არ მინახავს ....

ნამდვილად.

რას შეიძლება შევადაროთ? ვერეს ხეობას? რიკოთის აღდგენაას?

Posted by: ნიკა 31 May 2014, 00:28
ერთი გლობალური ხედი გადაეღოთ რა იქნებოდა. ასე გაუგებარია ისევ თუ რა ხდება.

Posted by: alea iacta est 31 May 2014, 10:11
როგორც ჩანს გზის გაწმენდვას ცდილობენ, რადგან დიდი ალბათობით დაკარგული ადამიანები ამ გზაზე არიან ჩამარხული.

Posted by: Kublicha 31 May 2014, 12:39
QUOTE
როგორც ჩანს გზის გაწმენდვას ცდილობენ, რადგან დიდი ალბათობით დაკარგული ადამიანები ამ გზაზე არიან ჩამარხული.

სხვა ვარიანტი არ არსებობსთქო რამდენი ხანია ვამბობ
* * *
ნიკა
QUOTE
ერთი გლობალური ხედი გადაეღოთ რა იქნებოდა

ასრულდა ნება შენი.

ნახეთ რამდენნი არიან

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: da_to 31 May 2014, 14:17
Kublicha
QUOTE
რას შეიძლება შევადაროთ? ვერეს ხეობას? რიკოთის აღდგენაას?


ვერეს, რიკოთზე ამდენი ტექნიკა არ მუშაობდა ....


QUOTE
ნახეთ რამდენნი არიან


ტიტუ ტიტუ რამდენი არიან biggrin.gif

Posted by: donmixo777 31 May 2014, 21:24
ამ მასის სადმე გატანის შანსი არ არის......

ნახეთ როგორ ჭიანჭველებივით ჩანან ამხელა მანქანები facepalm.gif

უეჭველი დაიტკეპნება ეს ნაშალი მასა და ახალი გზა ზედვე გაკეთდება.... უბრალოდ წარმოიდგენეთ დაჟე რომ დაიწყონ აწმენდა სადღაც ხომ უნდა გადაყარონ yes.gif
არადა ირგვლივ სულ მთები და კლდეებია.........

Posted by: alea iacta est 31 May 2014, 22:02
საკაიფოდ მუშაობენ კაი ტემპებით, მარჯვნივ ჩანს კლდეზე თუ სადამდე იყო მეწყერი და რამდენი მოხსნეს უკვე, სავარაუდოდ თერგს ატანენ ამ მიწას რადგან ამისი გასატანი ადგილი არსად არაა, ხოლო თერგს მშვეინრად გააქვს.

Posted by: Accident 31 May 2014, 22:04
3 დღის შედეგი


Posted by: ნიკა 2 Jun 2014, 11:01
რამე ახალი ფოტოები არაა? უცხოელებმა შემჭამეს როდის გაიხსნება გაგვიგეო.

Posted by: alea iacta est 2 Jun 2014, 11:27
ნიკა
QUOTE
რამე ახალი ფოტოები არაა? უცხოელებმა შემჭამეს როდის გაიხსნება გაგვიგეო.

ჩემი აზრით ორი კვირა დასჭირდება მინიმუმ გზის გაწმენდვას, თუ ამინდმა არ შეუშალა ხელი.

ერთი რამ მაინტერესებს, თავდაპირველად როცა მეწყერი ჩამოწვა და თერგმა დაგუბება დაიწყო, მარჯვენა მხარეს ნახა წყალმა გასასვლელი გვირაბით და იქედან დაიწყო გადენა თავდაპირველ სურათებშიც კი ჩანს. რამოდენიმე იუზერმა დაწერა, რომ ჰესის გვირაბია, თუმცა ეგ გვირაბი საავტომობილო გზის დონიდან საკმად მაღლაა და ასევე თერგის კალაპოტს საკმაოდ დაშორებულია. რა დანიშნულება აქვს საერთოდ თუ ასე მაღლა მდებარეობს?
ვინმეს შეუძლია დაწეროს რა დანიშნულებისაა ეს გვირაბი ან ხელოვნურია თუ ბენებრივი?

Posted by: SwaT-2011 2 Jun 2014, 12:40
QUOTE
ერთი რამ მაინტერესებს, თავდაპირველად როცა მეწყერი ჩამოწვა და თერგმა დაგუბება დაიწყო, მარჯვენა მხარეს ნახა წყალმა გასასვლელი გვირაბით და იქედან დაიწყო გადენა თავდაპირველ სურათებშიც კი ჩანს. რამოდენიმე იუზერმა დაწერა, რომ ჰესის გვირაბია, თუმცა ეგ გვირაბი საავტომობილო გზის დონიდან საკმად მაღლაა და ასევე თერგის კალაპოტს საკმაოდ დაშორებულია. რა დანიშნულება აქვს საერთოდ თუ ასე მაღლა მდებარეობს?
ვინმეს შეუძლია დაწეროს რა დანიშნულებისაა ეს გვირაბი ან ხელოვნურია თუ ბენებრივი?

მართლს ამბობს ეგ კაცი spy.gif
ფაბიანას და პოლარისას დაუძახეთ givi.gif

Posted by: ნიკა 2 Jun 2014, 12:41
alea iacta est
მე მაქვს ეჭვი რომ ეგ გვირაბის შუაში შედის დაახლოებით. და მაგ ადგილას ტექნოლოგიური ხვრელი იყო. თორემ მაგ დოზენე მაგ ადგილას თერგი არ მიედინებოდა მეწყერამდე, ანუ ფიზიკურად ვერ შევიდოდა. რეალურად კი გვირაბი უფრო მაღლა იწყება.

Posted by: Kublicha 2 Jun 2014, 13:02
alea iacta est
QUOTE
სავარაუდოდ თერგს ატანენ ამ მიწას რადგან ამისი გასატანი ადგილი არსად არაა, ხოლო თერგს მშვეინრად გააქვს.

ამას ისიც ადასტურებს, რომ 27 ექსკავატორი ჩანს და თითქმის არცერთი თვითმცლელი. 1 ესკავატორს ჭირდება მინიმუმ 5 თვითმცლელი რომ რასაც მოჭრის გაიტანოს. გააჩნია მანძილს სად მიაქვს.
გამოდის რომ მანდ უნდა მუშაობდეს 135 თვითმცლელი და სურათებში მაქსიმუმ 4 ჩანს.

სამაგიროდ ჩანს ბულდოზერები, რომელიც ზუსტად იმისთვისაა რომ მიაწვეს მასას და სადმე მიაჩოჩოს, მაგალითად მდინარეში.


მაგრამ რა გამოდის, რუსებს შლამს და ნაგავს ვუგზავნით? biggrin.gif აბა რა ეგონათ მაგათ, ტერიტორიები რომ აგვახიეს


კაი ეს ყველაფერი ხუმრობით. ისე კი რანაირად გაატანენ მდინარეს. ლოდებია რომელიც რომ ჩააგდო მდინარეში ჩაიძირება და დარჩება იქვე ფსკერზე.

Posted by: alea iacta est 2 Jun 2014, 13:23
Kublicha
QUOTE
მაგრამ რა გამოდის, რუსებს შლამს და ნაგავს ვუგზავნით?  აბა რა ეგონათ მაგათ, ტერიტორიები რომ აგვახიეს

კი და საკმაოდ კარგადაც იყენებენ რუსები (ოსები) ამ მასალას ინერტული მასალის ამოსაღებად.
ადრე რომელიღაც რუსულ საიტზე ვკითხულობდი დარიალჰესის მშენებლობაზე მხოლოდ ჭორები დადიოდა, მაგრად ღელავდნენ - მანდ კაშხლის აშენება გამოიწვევსო ამ ნაშალისა და ბუნებრივი შლამის შეჩერებას რაც დროთა განმავლობაში თერგის ნაპირების (რუსეთში) ცვლილებას გამოიწვევსო, ასევე საუბარი იყო დელტაზე კასპიის ზღვის შესართავთან.

Posted by: ნიკა 2 Jun 2014, 18:05
ისევ არაფერი ჩანს წესიერად
https://www.facebook.com/media/set/?set=a.641902192550552.1073741995.449807021760071&type=1

ერთი რაც გამოჩნდა ესაა თვითმცლელები

Posted by: Kublicha 2 Jun 2014, 18:23
იყოს გამოსაჩენად ფოტოები

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: donmixo777 2 Jun 2014, 20:45
Kublicha

როგორც ეტყობა გატანა დაიწყეს ამ ჩამოშლილი მასის... (მაგრამ სად მიაქთ რა საინტერესოა?)

აქამდე თვითმცლელები არ შემიმჩნევია სურათებზე no.gif



იმედია ამ კვირის ბოლოსთვის (თუ ამინდებმა შეუწყო ხელი) გზის მონახაზი მაინც იქნება bis.gif
* * *
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/284499-darialis-kheobashi-droebithi-satransporto-gza-ramdenime-dgheshi-gaikhsneba.html

სასიამოვნო სიახლე...........

მაგრამ რა დროებით გზაზეა საუბარი ცოტა დააკონკრეტონ არ შეუძლიათ?
ანუ მანქანებს შეეძლებათ გადმოსვლა-გადმოსვლა? პატარა მსუბუქი მანქანები მაქ მხედველობაში?

Posted by: ნიკა 3 Jun 2014, 14:24
QUOTE
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/28...gaikhsneba.html

სტანდარტული ბლაბლაბლა. უკვე 2 კვირაა გაიძახიან რამდენიმე დღეში გაიხსნება დროებითი გზაო.

QUOTE
ანუ მანქანებს შეეძლებათ გადმოსვლა-გადმოსვლა? პატარა მსუბუქი მანქანები მაქ მხედველობაში?

ცხადია შეეძლებათ.

Posted by: donmixo777 3 Jun 2014, 15:10
QUOTE
სტანდარტული ბლაბლაბლა. უკვე 2 კვირაა გაიძახიან რამდენიმე დღეში გაიხსნება დროებითი გზაო.


biggrin.gif

ეს ბლაბლაბლაა სარჩევნო ქულები რომ მოაქვს

Posted by: ნიკა 3 Jun 2014, 15:25
ჟურნალისტებსაც ანახეს თუმცა ისეთი არაფერი. იმედია ფოტოებიც გადაიღეს წესიერი და დადებენ დღეს.

Posted by: Kublicha 3 Jun 2014, 15:30
ნიკა
QUOTE
ჟურნალისტებსაც ანახეს თუმცა ისეთი არაფერი. ი

რა არაფერი. ამომწურავი პასუხი გასცა რეპორტაჟმა ყველა კითხვას: სავარაუდოდ მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგებაო.

Posted by: ნიკა 3 Jun 2014, 16:21
Kublicha
მე კადრებს უფრო ვუყურებ სადაც ჩანს სიტუაცია. gigi.gif

Posted by: PREDATOR 3 Jun 2014, 17:10
ნიკა
QUOTE
მე კადრებს უფრო ვუყურებ სადაც ჩანს სიტუაცია.

მერე რა დაასკვენი

QUOTE
სავარაუდოდ მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება   

??givi.gif

Posted by: ნიკა 3 Jun 2014, 18:19
უფრო მეტიც
აგერ ჯერ კიდევ 21 მაისს ვკითხე და დღეს მიპასუხეს
https://www.facebook.com/georoads/posts/635003356573769?comment_id=635017396572365&reply_comment_id=642411399166298&offset=0&total_comments=2&ref=notif¬if_t=share_reply

Posted by: Kublicha 3 Jun 2014, 21:05
მოვიდა ახალი სურათები

ტრაილერი
user posted image

user posted image



ამ ფოტოზე კარგად ჩანს რა სიმაღლეა ასაღები

user posted image
user posted image

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: donmixo777 4 Jun 2014, 11:25
მაგარი ტემპებით მიდის სამუშაოები.....

ამ ტემპებით რუისთან რომ ემუშავათ ეხლა ზესტაფონამდე იქნებოდნენ ჩასულები biggrin.gif

Posted by: PREDATOR 4 Jun 2014, 12:00
donmixo777
QUOTE
ამ ტემპებით რუისთან რომ ემუშავათ ეხლა ზესტაფონამდე იქნებოდნენ ჩასულები

lol.gif
ისე მართლა ეგრეა როცა უნდათ მშვენიერი ტემპია mad.gif

Posted by: Otka 4 Jun 2014, 17:46
რუსეთუმე მთავრობაა და სარუსეთუმეეები უნდათ smile.gif)))))))

Posted by: _GEORGIA_ 5 Jun 2014, 10:04


QUOTE
ისე მართლა ეგრეა როცა უნდათ მშვენიერი ტემპია



ეგეთ სამუშაოში ყველას უხარია ტექნიკის გაგზავნა

ძაღლი პატრონს ვერ ცნობს,

იწერება შესრულებები ვისაც როგო უნდა,

ყველა ფულს აკეთებს საწყალი ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე


Posted by: donmixo777 5 Jun 2014, 10:13
_GEORGIA_
facepalm.gif


კაი რა...........
გადაავლე ბოლო 2-3 გვერდს მაინც თვალი........

აშკარად რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ჯოკერსაც არავინ თამაშობს


ყველაფრის კრიტიკის თვალით მხედველნი როგორ ხართ?


vis.gif

Posted by: _GEORGIA_ 5 Jun 2014, 11:23
ხადურის განცხადებით, გზის გასაწმენდად მთავრობამ დამატებით 7 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა პუნქტის გახსნის მიახლოებით ვადებს მინისტრი ვერ ასახელებს.


დამატებით თუ 7 მილიონი გამოყო

დამჯდარა ერთი 14 მილიონი გზის გაწმენდა


14 მილიონი ერთ კარგ ევროპული სტანდარტის გვირაბს ეყოფოდა

Posted by: PREDATOR 5 Jun 2014, 11:52
_GEORGIA_
QUOTE
14 მილიონი ერთ კარგ ევროპული სტანდარტის გვირაბს ეყოფოდა

spy.gif
14 მილიონათ კარგი გვირაბი?
იავიცი იავიცი

Posted by: ნიკა 5 Jun 2014, 12:24
PREDATOR
+100%

რიკოთის გვირაბის მარტო რეკონსტრუქცია დაჯდა 49,3 მილიონი
http://www.georoad.ge/old/?que=geo/home&info=1348

Posted by: Fabian 5 Jun 2014, 13:52
Kublicha
QUOTE
მოვიდა ახალი სურათები

მაინც რა ლამაზია დარიალი <3

Posted by: Kublicha 5 Jun 2014, 14:32
Fabian
QUOTE
მაინც რა ლამაზია დარიალი <3

ძაან love.gif

_GEORGIA_
QUOTE
ყველა ფულს აკეთებს საწყალი ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე

ფულის კეთებაში ცუდია არაფერი არაა. ზოგს მეტად გამოსდის, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა მაგითი ცხოვრობს.
მთავარია სამუშაო შეასრულო გულიანად და არა ფალსიფიცირებულად.


Posted by: ნიკა 5 Jun 2014, 16:03
QUOTE
ფალსიფიცირებულად

თუ ფულსიფიცირებულად gigi.gif
* * *
არ გავიდა "რამდენიმე დღე"? .

Posted by: PREDATOR 6 Jun 2014, 15:07
ნიკა
კი

Posted by: SwaT-2011 6 Jun 2014, 15:25
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, დარიალის ხეობაში ვითარება საშიში არ არის
14:52 06-06-2014

დარიალის ხეობაში ერთ-ერთ რადარზე განგაშის სიგნალის დაფიქსირების მიზეზს სპეციალისტები უკვე სწავლობენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში "საშიში ვითარება არ არის".
"17 მაისის კატასტროფის შემდეგ, როგორც ცნობილია, ადგილზე რამდენიმე რადარი დააყენეს. დღეს ერთ-ერთმა გამოსცა ხმა. ამ წუთებში მოწმდება, თუ რამ გამოიწვია სიგნალი. ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები და სპეციალისტები, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საშიში არაფერია", - აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, უწყების თქმით, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მომუშავე ყველა ადამიანი ტერიტორიას გაარიდეს.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/285057-regionuli-ganvitharebis-saministros-cnobith-darialis-kheobashi-vithareba-sashishi-ar-aris.html

Posted by: cruger 7 Jun 2014, 15:29
მალე გახსნიან საგოლ მიდიტ ბიცები მიდიტ ყოჩAღ

Posted by: ნიკა 7 Jun 2014, 15:39
13-მდე აქვთ ვადა. მერე უკვე "რანდენიმე დღე" აღარ იქნება და ათეულ დღეებზე წავა ანგარიში.

Posted by: Accident 7 Jun 2014, 16:53
დარიალის ხეობაში სამუშაოები ეტაპობრივად განახლდება

სალიკვიდაციო სამუშაოების საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, დილის 06.00 საათზე, გეოლოგების, გლაციოლოგებისა და ჰიდროლოგების სამეცნიერო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდა დარიალის ხეობაში, დაათვალიერა მყინვარწვერი, დევდორაკისა და ამალის ხეობები და მიმდებარე უბნები.

ამასთანავე, სეისმოლოგების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა განახორციელეს ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი. მოხდა სეისმური მონაცემების განზოგადება, ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერება, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში სამუშაოების ეტაპობრივად განახლების თაობაზე.

პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. ამასთანავე, შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის 24 საათიანი მონიტორინგი.

როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც ჩართულია სხვადასხვა უწყების 200-მდე წარმომადგენელი. ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული უწყებები ერთობლივად ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
http://ipn.ge

Posted by: Kublicha 8 Jun 2014, 15:37
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ნიკა 8 Jun 2014, 20:48
ნეტა სპეციალურად არ იღებენ ზედხედებს? .

Posted by: lachi 8 Jun 2014, 20:56
QUOTE
14 მილიონი ერთ კარგ ევროპული სტანდარტის გვირაბს ეყოფოდა


1 გრძივი მეტრი გვირაბის მშენებლობა დაახლოებით 20 000$ ჯდება ცნობისთვის

Posted by: ნიკა 9 Jun 2014, 12:56
lachi
400 მეტრიანი გვირაბი გამოდის უხეშად და კი ეყოფოდა მაგხელა გვირაბი მაგ ადგილს.

Posted by: Kublicha 10 Jun 2014, 00:01
ახალი სურათები. ზედხედი ისევ არაა.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 10 Jun 2014, 09:21
Spring of information-იც მოაყოლე ხოლმე wink.gif

Posted by: გურჯი 10 Jun 2014, 09:43
Kublicha
QUOTE
ახალი სურათები. ზედხედი ისევ არაა.

მაგრად უმუშავით, ფაქტიურად გაუნხევრებიათ... მე მაქვს 30 მაისის სურათები და საღამოს დავდებ, იმის მერე ნახევარი მასა გაუტანიათ ფაქტიურად, მალადეც, არ ველოდი მართლა smile.gif


ნამეწყრალიდან ავფოფხდი თამარის გზის ნანგრევებზე - ალბათ 4-5 მეტრი იქნებოდა მაშინ, ეხლა 15 მეტრი იქნება თუ მეტი არა ისე დაუდაბლებიათ.

Posted by: ნიკა 10 Jun 2014, 14:11
დარიალის ხეობაში, გზის შეერთების სამუშაოები ბოლო ფაზაში გადავიდა და ცალკეულ მონაკვეთებზე უკვე დაწყებულია მიწის საფარის გასწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს დროებითი გზის გახსნა.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.645587612182010.1073742003.449807021760071&type=1

Posted by: Kublicha 10 Jun 2014, 16:48
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: ნიკა 10 Jun 2014, 17:20
და ისევ "ოპელი ვერ გევიგე" გაიჩითა drug.gif

Posted by: Accident 10 Jun 2014, 21:40
QUOTE
მაგრად უმუშავით, ფაქტიურად გაუნხევრებიათ..

ის ყინულიც ხო დადნებოდა


ნიკა
ხომ დაიდო ზედხედებიც

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Kublicha 10 Jun 2014, 21:51
Accident
QUOTE
ხომ დაიდო ზედხედებიც

ალბომი რომ დადეს, არ იყო ეგ სურათები. კლიანუს მერეა დამატებული.

კარგად ყოფილა საქმე.
ჩემი დასკვნით, ხუთშაბათს ტრაილერი გაივლის. მსუბუქი იქამდეც, მაგრამ შეიძლება არ შეუშვან სანამ ყველანაირი სამუშაო არ მივა ბოლომდე.

Posted by: ნიკა 11 Jun 2014, 00:03
რა კარგადაა საქმე? ნახევარიც კი არაა ჯერ გაკეთებული facepalm.gif

Posted by: Accident 11 Jun 2014, 01:54
Kublicha
QUOTE
ალბომი რომ დადეს, არ იყო ეგ სურათები.  კლიანუს მერეა დამატებული.

ხო, ეტყობა სადღაც ადიანი მაგის გადასაღებად და მოგვიანებით ამატებენ ხოლმე


შესადარებლად

http://i.minus.com/i01AbzL7H9YV3.gif
user posted image

Posted by: alea iacta est 11 Jun 2014, 09:47
QUOTE
რა კარგადაა საქმე? ნახევარიც კი არაა ჯერ გაკეთებული

ექსკავატორები ჭიანჭველებივით არიან ამხელა მასის ფონზე.
ისე რა მაგარია თერგი love.gif რა საკაიფოდ მიაქვს ნაშალი, ალბათ თანდათანობით ატანენ givi.gif

Posted by: PREDATOR 11 Jun 2014, 10:51
რუსეთთან საავტომობილო გზა შესაძლოა პარასკევს გაიხსნას
ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის არაოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა 13 ივნისს გაიხსნება.
როგორც commersant.ge–ს სიკო გეგიაძემ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან აქვს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას დროებითი გზის აღდგენის შესახებ ამ დრომდე არ ავრცელებს.

რაც შეეხება რუსი ტურისტების საქართველოში ვიზიტებს, გეგიაძის თქმით, სახმელეთო გზის არარსებობა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ შემაფერხებელი ფაქტორი იყო, თუმცა ეს ტურისტების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა.

„ტურისტული სეზონი მაინც 20 ივნისიდან იწყება და კარგია, რომ გზაც ოპერატიულად გაიხსნება“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ლარსის საბაჟო პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილია. შესაბამისად შეჩერებულია სავაჭრო კავშირები რუსეთთან. ექსპორტიორთა ნაწილის ინფორმაციით, დროებითი გზა 15 ივნისს უნდა გაიხსნას, გზების დეპარტამენტში კი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
http://commersant.ge/?menuid=91&id=12233&lang=1

Posted by: Kublicha 11 Jun 2014, 12:23
QUOTE
რუსეთთან საავტომობილო გზა შესაძლოა პარასკევს გაიხსნას

QUOTE
როგორც commersant.ge–ს სიკო გეგიაძემ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარი წყაროებიდან აქვს, თუმცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას დროებითი გზის აღდგენის შესახებ ამ დრომდე არ ავრცელებს.

იმედია ეგ წყარო ჩემი დაწერილი ვარაუდი არაა biggrin.gif

Posted by: ნიკა 11 Jun 2014, 14:09
Kublicha
gigi.gif givi.gif drug.gif gigi.gif givi.gif drug.gif gigi.gif givi.gif drug.gif
* * *
მგონი ფორუმს კითხულობენ. დღეს უკვე ზედხედებით დაიწყეს ალბომი
https://www.facebook.com/media/set/?set=a.647153058692132.1073742007.449807021760071&type=1

Posted by: PREDATOR 12 Jun 2014, 18:52
2 საათის წინ დადეს
https://www.facebook.com/media/set/?set=a.647230515351053.1073742008.449807021760071&type=1
user posted image
user posted image

Posted by: ნიკა 12 Jun 2014, 18:54
ყველაზე რთული მონაკვეთი წინაა ჯერ .

Posted by: Kublicha 12 Jun 2014, 21:02
ამ ფოტოს არავინ მიაქცით ყურადღება?
უკვე მსუბუქი მანქანებიც არიან გადასულები "გაღმა".
სკაუტი კი ორხიდიანია, მაგრამ მაინც პატარა მანქანაა

user posted image

Posted by: ნიკა 12 Jun 2014, 21:11
Kublicha
ეგებ ჩამოშლამდე იყვნენ იქ და ახლა ელოდებიან როდის გადმოუშვებენ უკან.

Posted by: Kublicha 12 Jun 2014, 21:15
ნიკა
QUOTE
გებ ჩამოშლამდე იყვნენ იქ და ახლა ელოდებიან როდის გადმოუშვებენ უკან.

მაგდენი აღარ მიფიქრია biggrin.gif

მემგონი შენი ვერსია უფრო სწორია, რადგან სკაუტი საკმაოდ სუფთად გამოიყურება, ყოველშემთხვევაში ტალახში ამოგანგლული არაა.
არ გავს არ გავლილის

user posted image

Posted by: lachi 12 Jun 2014, 21:57
QUOTE
400 მეტრიანი გვირაბი გამოდის უხეშად და კი ეყოფოდა მაგხელა გვირაბი მაგ ადგილს.


კი მაგრამ 400 მეტრიანი გვირაბის აშენებას რამდენი დრო დაჭირდებოდა ეგაც ხომ გასათვალისწინებელია თან ტურისტული სეზონია კარზე მომდგარი ხოდა სასწრაფოდ გასახსნელია ეგ გზა, ასე რომ გაწმენდა უფრო გამართლებული ვარიანტია

Posted by: გურჯი 12 Jun 2014, 23:40
Kublicha
QUOTE
ამ ფოტოს არავინ მიაქცით ყურადღება?
უკვე მსუბუქი მანქანებიც არიან გადასულები "გაღმა".
სკაუტი კი ორხიდიანია, მაგრამ მაინც პატარა მანქანაა

იქით იყო ეგ მანქანა მოყოლილი smile.gif


Posted by: Kublicha 12 Jun 2014, 23:56
გურჯი
შენ რა ქენი, გადმოიყვანე?

Posted by: Otka 13 Jun 2014, 17:44
გუშინ ვიაყვი ყაზბეგში გერგეთის გადასახვევთან დგას ეკიპაჟი და არ უშვებს მიმავალ მანქანებს რომელიც საზღვრზე აპირებს გადასვლას იქიდან მომავალი 1-2 მანქანა ვნახე რუსულ ნომრებზე კაი ამოგანგლული და ეტყობა რომ უშვებენ ჯიპებს იქიდა მხრიდან tongue.gif

Posted by: ნიკა 13 Jun 2014, 18:27
Otka
საზღვარი ხო მაინც ჩაკეტილია და როგორ გადმოვიდნენ ნეტა?
* * *
ახალი ვდეოები დაიდო



Posted by: Kublicha 13 Jun 2014, 22:25
ლამისაა გზა გაიხსნას და ის ადამიანები კიდევ ვერ იპოვნეს? (მაინც ეტიკეტს დავიცავ და არ ვიტყვი ცხედრებსთქო)

Posted by: Accident 13 Jun 2014, 22:54
Kublicha
დარჩა კიდევ ვინმე?

Posted by: Kublicha 13 Jun 2014, 23:10
Kublicha
6 ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად.
თუ რამე არ გამომრჩა, ნაპოვნი მხოლოდ 2ია.

Posted by: ნიკა 14 Jun 2014, 11:16
დარიალში დღეს დროებითი გზა გაიხსნება
10:38 14-06-2014
დარიალში დღეს დროებითი გზა გაიხსნება დარიალში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ,დარიალის ხეობაში უკვე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს ადევნებს თვალს.
დროებითი გზის გახსნა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგადაც დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა.
მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან 2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალი ჩამოწვა.
გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, სტიქიის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს.
დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.
ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/286152-darialshi-dghes-droebithi-gza-gaikhsneba.html

Posted by: Otka 14 Jun 2014, 11:24
ნიკა
აბა ოფროუდიდან ხომ არ ბრუნდებოდნენ კაი ლაფში ქონდათ ნავალი ემჩნეოდა სხვა რა გითხრა არ ჩავსულვარ დარიალში smile.gif

Kublicha
ადრე რომ ჩამოწვა მანდ მეწყერი საცოდავი ტრაქტორისტის ცხედარი ბესლანში იპოვეს 2 თვის მერე sad.gif

Posted by: ნიკა 14 Jun 2014, 11:29
Otka
QUOTE
აბა ოფროუდიდან ხომ არ ბრუნდებოდნენ კაი ლაფში ქონდათ ნავალი ემჩნეოდა სხვა რა გითხრა არ ჩავსულვარ დარიალში

ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება მოქრთამეს მესაზღვრეები
* * *
ეტყობა გაბაზრდა რომ იხსნება. ნატახტარამდე ტრასაზე ძალიან დიდი ტრაფიკი იყო და მერე უცებ ყველამ მარჯვნივ გადაუხვიეს ჟინვალისკენ.

Posted by: Kublicha 14 Jun 2014, 18:42
გაიხსნა .
user posted image
user posted image
user posted image

ნიკა
QUOTE
მერე უცებ ყველამ მარჯვნივ გადაუხვიეს ჟინვალისკენ.

სადაური ნომრებით იყვნენ?

Posted by: ნიკა 14 Jun 2014, 22:10
QUOTE
სადაური ნომრებით იყვნენ?

მაგისთვის მეცალა? gigi.gif
ლამის საცობი იყო ნატახტარამდე. რეგისტრატორშია ყველაფერი.

Posted by: Kublicha 14 Jun 2014, 22:56
ნიკა
აუ ხვალ მივდივარ ფასანაურში და დარხეული მაქვს ხო? მთელი ამ 1 თვის ნაგროვები სომხებით და რუსებით იქნება გატენილი გზა. აღდგომის რუისივით იქნება

Posted by: ნიკა 14 Jun 2014, 23:05
Kublicha
ეეე, შენ ჩუმათელეთ-გომი უნდა გენახა უკანა გზაზე. ამდენი ტრაილერი ცხოვრებაში არ მინახავს. და კიდე ყველა არ იყო გაშვებული ჯერ. თან მგონი ზესტაფონის მხრიდან არ უშვებდნენ საცობი რო არ შეიქმნასო, მარტო აქედან იყო მოძრაობა. დავდებ მერე ვიდეოს.

Posted by: Kublicha 14 Jun 2014, 23:13
ნიკა
დადე დადე, საინტერესოა.

QUOTE
ეეე, შენ ჩუმათელეთ-გომი უნდა გენახა უკანა გზაზე.

მანდ 2 დღის ნაგროვები იყო და ისიც ალტერნატიული გზა არსებობდა და დარიალი 1 თვე იყო დაკეტილი. რამდენი იქნება დაგროვილი ხო აზრზე ხარ.

* * *
ფასანაურამდე სრულიად თავისუფალია გზა. საერთოდ არაა გადატვირთული.
სომხურ ნომრებიანი თითქმის არაფერი შემხვედრია, რა მანქანებიც მოძრაობდნენ უხეშად რომ ვთვათ 80% იყო ქართული 19% რუსული და 1% დანარჩენი.

Posted by: ნიკა 16 Jun 2014, 01:04
QUOTE
მანდ 2 დღის ნაგროვები იყო და ისიც ალტერნატიული გზა არსებობდა და დარიალი 1 თვე იყო დაკეტილი. რამდენი იქნება დაგროვილი ხო აზრზე ხარ.

არ ვიცი რა ფენომენია. დღესაც უამრავი ტრაილერი მოდიოდა დასავლეთისკენ. მგონი გუშინდელზე მეტი დღეს იყო.

Posted by: ნიკა 18 Jun 2014, 09:46
.

Posted by: ნიკა 25 Jun 2014, 15:48
ძველი ფოტოები დადეს
https://www.facebook.com/media/set/?set=a.651079288299509.1073742015.449807021760071&type=1

თუმცა მე როგორც წაკითხული მაქვს ჯვრის უღელტეხილზე გზა 17-ე კი არა 19-ე საუკუნეში გაიყვანეს. მანამდე გუდამაყარის უღელტეხილით იყო გზა.

Posted by: ნიკა 6 Jul 2014, 22:00
გზა გაიხსნა და თემაც ჩაკვდა. არა და დღეს ვიყავი თრუსოში და მერე ჯუთაში ის რაც მე ვნახე ძალიან ცუდი იყო. კობიდან დაახლოებით 5 კმ-იანი მონაკვეთი (შეიძლება ცოტა მეტიც) როგორც ჩანს კაი ხნის (2-3 თვის) წინ აყარეს ასფალტი და ვითომ არემონტებენ. შედეგად გზას დედა არ ყავს არის საშინელი ორმოები. ასფალტის ახლო ხანში მანდ დაგებას პირი არ უჩანს (იმედია წელს დააგებენ მაგრამ მეეჭვება). პლიუს ამას ასფალტი ხო აყარეს და გზა გამოვიდა ჩარღმავებული. უკან რომ მოვდიოდი წამოვიდა წვიმა მაგრამ რა წვიმა (თბილისში მაგასთან შედარებით ჟინჟლავდა). ხოდა ეს ჩაღმავებული გზა მთლიანად წყლით ამოივსო და ... (ხვდებით ხომ ღიპხოხიალა მანქანებს რაც მოუვიდათ). facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


დადებითსაც დავწერ. მარტში რომ ვიყავი დავწერე რომ მლეთამდე გზა საკმაოდ დაზიანებულია. ეს ადგილები დალატკეს. ასევე ფასანაურში მიდის სამუშაოები.

Posted by: Kublicha 6 Jul 2014, 22:02
ნიკა
თბილისი-სტეფანწმინდის გზაზეა ეგეთი სიტუაცია?

Posted by: Otka 6 Jul 2014, 22:17
ნიკა
QUOTE
კობიდან დაახლოებით 5 კმ-იანი მონაკვეთი (შეიძლება ცოტა მეტიც) როგორც ჩანს კაი ხნის (2-3 თვის) წინ აყარეს

მე ვიყავი 1 თვის წინ მაქსიმუმ და იამკები იყო გზაზე და აყრილი ნაღდათ არ იყო ეხლახანსაყარეს ეტყობა biggrin.gif

Posted by: ნიკა 6 Jul 2014, 22:51
Kublicha
QUOTE
თბილისი-სტეფანწმინდის გზაზეა ეგეთი სიტუაცია?

აბა სხვაზე რაზე ვსაუბრობთ ამ თემაში gigi.gif

Posted by: Kublicha 6 Jul 2014, 23:36
ნიკა
QUOTE
აბა სხვაზე რაზე ვსაუბრობთ ამ თემაში

ხავსს ვეჭიდებოდი, იქნება თრუსოსკენ რომ გადაუხვია, მერეათქო biggrin.gif

Posted by: ნიკა 12 Jul 2014, 15:56
ვიდეოების დადებას ვიწყებ. მესამეშია ის დანგრეული მონაკვეთი






* * *
დანარჩენი ნაწილები და ასევე ის საშინელი წვიმა






Posted by: sha 14 Jul 2014, 00:54
ნიკა
eek.gif
კობის გზას მესამე ვიდეოს დასაწყისში რა ჭირს? რემონტს აკეტებენ? თუ როგორ შეიძლება ნახევარ წელიწადში ასე გაუბედურებულიყო?
* * *
..............................................................................................
ასე იყო ბოლოს რომ ვნახე

Posted by: ნიკა 12 Aug 2014, 18:12
კობი-მლეთაზე დღეს მალევე გაწმინდავენ ალბათ
user posted image

Posted by: Fabian 21 Aug 2014, 00:43
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134 კმ-ზე ღვარცოფული გამონატანის შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში ყველა სახის ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
პირველადი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა. ცუდი ხილვადობის გამო ამ ეტაპზე, შუძლებელია განისაზღვროს, ჩამონაშალის რაოდენობა და შემადგენლობა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თერგის დაგუბების საშიშროება არ არსებობს, რადგან მდინარემ თავისით იპოვა დროებით კალაპოტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საგანგებოდ მოაწყო.
არსებული მონაცემებით მსხვერპლი არ არის. სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე.

Posted by: Kublicha 21 Aug 2014, 00:53
არა რა, ბუნებას არ უნდა რომ რუსეთთა საზღვარი გვქონდეს

Posted by: Accident 21 Aug 2014, 01:02
QUOTE
ბუნებას არ უნდა რომ რუსეთთა საზღვარი გვქონდეს

იქნებ, როკზეც იზრუნოს




QUOTE
რსებული მონაცემებით მსხვერპლი არ არის


ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.
"დაახლოებით, 22:10 საათი იქნებოდა, როდესაც გაისმა საშინელი გრუხუნი. გახსოვთ, რომ 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა ნაწილი დარჩა და შემდეგ გეოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ახლა ჩამოწვა მეორე ნაწილი. ჩაირთო სპეციალური ე.წ. გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა და ჰესის თანამშრომლები, ასევე მგზავრები, რომლებიც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოემართებოდნენ მთის ფერდობს შეეფარნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. საბედნიეროდ, მდინარე თერგი არ ჩაკეტილა. ამ წუთებშიც მიედინება ეს წყალი, პემზანარევი შავი მასა მოაქვს, მაგრამ რა არის, კარგად ვერ ვარჩევთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა.

Posted by: PREDATOR 21 Aug 2014, 10:55
რა მოხდა ნეტა>
სერიოზულია ისევ რამეე?

Posted by: ნიკა 21 Aug 2014, 10:55
გაგანია ტურისტულ სეზონზე ამის ჩაკეტვა იქნებოდა. ამას დავუმატოთ ის რომ აზერბაიჯანიდან გასვლაა გართულებული ...

Posted by: Kublicha 21 Aug 2014, 11:00
ნიკა
QUOTE
გაგანია ტურისტულ სეზონზე ამის ჩაკეტვა იქნებოდა. ამას დავუმატოთ ის რომ აზერბაიჯანიდან გასვლაა გართულებული ...

+ კაზანტიპი.


Posted by: PREDATOR 21 Aug 2014, 11:10
ზუსტად ის ადგილია ისევ სადაც ადრე იყო facepalm.gif
* * *
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
https://www.facebook.com/media/set/?set=a.834737493226041.1073742191.212371088796021&type=1
დანარჩენი აქ

* * *
ეგ ჰესი მანდ ადრე თუ გვიან დიდი შარში გაეხვევა yes.gif

Posted by: sha 21 Aug 2014, 11:33
https://www.facebook.com/media/set/?set=a.834737493226041.1073742191.212371088796021&type=1

წინასთან შედარებით ნაკლები მიწა, მაგრამ წყლით მეტი ზარალი ჩანს. ჰესი, საბაჟო, გზა..

Posted by: ნიკა 21 Aug 2014, 12:25
მიწის ძირითადი მასა ჰესის და საბაჟოსკენ წავიდა ამის გამოა რომ ნაკლები ჩანს. მაგრამ გზის ბევრად დიდი მონაკვეთია ამჯერად დაზიანებული.

Kublicha
QUOTE
+ კაზანტიპი.

+აზერბაიჯანში ეურო 4-ზე ძველი მანქანების შესვლის გართულება sad.gif

Posted by: Fabian 21 Aug 2014, 13:42
მე ამ კატასტროფებს გლობალურ დათბობას ვუკავშირებ...

Posted by: SwaT-2011 21 Aug 2014, 15:34
ეს დედა გასტყორცნილი ძნელი იყო რამე დამცავი ჯებირების აგება ? ან რამის მოფიქრება ...
მერამდენეჯერ facepalm.gif

Posted by: Accident 21 Aug 2014, 16:09
SwaT-2011
QUOTE
რამე დამცავი ჯებირების აგება

და რა ჯებირმა უნდა გააკავოს მაგხელა მთაზე ეგ მასა



თვითონ წერ
QUOTE
რამის მოფიქრება
-ო
ხოდა თუ მარტივია, დაგეწერა კონკრეტულად და არა "რამე"

Posted by: ნიკა 21 Aug 2014, 16:17
მანდ კი არა რიკოთზე ვერ/არ ააშენეს დამცავი ჯებირი და იქ ალბათ 100-1000-ჯერ ნაკლები მთის მასა იშლება და კეტავს გზას.

გვირაბზე რომ გვქონდა აქ საუბარი ...

Posted by: alea iacta est 21 Aug 2014, 17:39
QUOTE
ეს დედა გასტყორცნილი ძნელი იყო რამე დამცავი ჯებირების აგება ? ან რამის მოფიქრება ...
მერამდენეჯერ

QUOTE
გვირაბზე რომ გვქონდა აქ საუბარი ...

მანდ ერთადერთი გამოსავალია გზის გვირაბში გაყვანა.
ჰესი ჩკა, აზრი აღარ აქვს ჰესის მშენებლობას მანდ, რამდენი ყინულიც მოწყდება მყინვარწვერს იმდენჯერ ჩარეცხავს.

Posted by: polaris 21 Aug 2014, 17:53
Accident
QUOTE
იქნებ, როკზეც იზრუნოს


ეგ ძალზედ რთულია, თბილგვირაბმშენის ქმნილებები ასე ადვილად არ ნებდება სტიქიას. თანაც, მანდ ორი გვირაბია და არა ერთი.

Posted by: ნიკა 21 Aug 2014, 18:08
polaris
გვირაბის დედაც. გზა წალეკოს. gigi.gif

Posted by: gia-gia-gia 21 Aug 2014, 18:51
მე უკაცრავად, ამ კონკრეტულ დარგში დილეტანტი ვარ (ქირურგი ვარ), მაგრამ მაინც დავსვამ ერთ შეკითხვას:

ეს მოსაწყდენი მასაბის სამუდამოდ და მთლიანად მოწყვეტის მიზნით ბარემ აფეთქებით რომ მოვწყვიტოთ და მერე ვაშენოთ ათასგვარი ობიექტები ვერა?

თორემ მუდამ ეს პრობლემა იქნება აქ და უზარმაზარ ფულს ვყრით წყალში ღატაკი ქვეყანა...

Posted by: Accident 21 Aug 2014, 19:27
QUOTE
მანდ ერთადერთი გამოსავალია გზის გვირაბში გაყვანა.

გზა ხო და მდინარე და მილსადენი? ე.ი. უნდა გადავხუროთ საერთოდ


polaris
პორტალების წინ რომ ჩამოიშალოს




gia-gia-gia
მყინვარიდან მომავალი მასაა, პატარა ნაწილი კი არ იშლება
http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/5379bf520cf2f176b8222c63

Posted by: SwaT-2011 21 Aug 2014, 21:46
Accident
აბა ყოველ 5 თვეში ერთხელ გზა წალეკოს და მერე ისევ 2 თვე ასუფთაონ რა გამოდის ... რამე აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
QUOTE
მანდ ერთადერთი გამოსავალია გზის გვირაბში გაყვანა.

მერე მდინარეს რას უშვები ? შიგნით თუ შეაღწია მერე ნახე, შენ მშიერი თამაშები (თუ რაც ქვია facepalm.gif )

Posted by: alea iacta est 21 Aug 2014, 22:27
QUOTE
გზა ხო და მდინარე და მილსადენი? ე.ი. უნდა გადავხუროთ საერთოდ


მდინარე რას გიშლის, ახლა როგორც მიედინება წავა ისე, მილსადენის ისევე როგორც გზის გაყვანა მარჯვენა კლდის ფერდობზეც შეიძლება თერგის კალაპოტზე რამოდენიმე ათეული მეტრით მაღლა, სახიფათო მონაკვეთზე მაინც.

QUOTE
მერე მდინარეს რას უშვები ? შიგნით თუ შეაღწია მერე ნახე, შენ მშიერი თამაშები (თუ რაც ქვია  )


გვირაბის დასაწყისი დევდორაკის ხეობაზე მაღლა გაკეთდება და წყალი როგორ შეაღწევს? პლუს თერგის კალაპოტზე ბევრად მაღლა უნდა გაიაროს.

Posted by: Accident 22 Aug 2014, 00:11
alea iacta est
QUOTE
მდინარე რას გიშლის

კი არ მიშლის, მაგას რას უშველი-მეთქი, ჩამოშლის შემთხვევაში

მაინც თუ არემონტე, რაღა აზრი აქვს გვირაბს.....

Posted by: ივანიჩ 22 Aug 2014, 14:10
ეს მეწყერი სტეფანწმინდამდეა თუ იქით?
გერგეთზე ასვლა მინდა იმ კვირაში

Posted by: alea iacta est 22 Aug 2014, 15:57
Accident
QUOTE
კი არ მიშლის, მაგას რას უშველი-მეთქი, ჩამოშლის შემთხვევაში

მაინც თუ არემონტე, რაღა აზრი აქვს გვირაბს.....


გვირაბი რატო უნდა ჩამოიშალოს თუ კარგად გაკეთდება?
ჯვრის უღელტეხილზე რომ გვირაბებია ეგეთებზე არ მაქვს საუბარი.

IVANICHA
QUOTE
ეს მეწყერი სტეფანწმინდამდეა თუ იქით?
გერგეთზე ასვლა მინდა იმ კვირაში


სტეფანწმინდიდან დაახლოებით 10-12 კილომეტრშია სასაზღვრო გამშვები პუნქტის მახლობლად.

Posted by: Accident 22 Aug 2014, 16:25
alea iacta est
სხვა რამეს ვამბობ.

გზა კი გადარჩება, მაგრამ მეწყერის შემთხვევაში, თუ მდინარე მაინც ადიდდება, მაგ
მონასტერში ხალხს დახოცავს, პლუს გამშვებ პუნქტს წალეკავს და ა.შ. მარტო რუსეთისკენ
მიმავალი გვირაბი, რა ##დ გვინდა-მეთქი.........

მარტო გზა რომ იყოს კი, მაგრამ არ არის-მეთქი მანდ მარტო გზის პრობლემა, ამიტომ
მაგარი საჩალიჩოა.......

Posted by: alea iacta est 22 Aug 2014, 16:54
Accident
QUOTE
გზა კი გადარჩება, მაგრამ მეწყერის შემთხვევაში, თუ მდინარე მაინც ადიდდება, მაგ
მონასტერში ხალხს დახოცავს, პლუს გამშვებ პუნქტს წალეკავს და ა.შ. მარტო რუსეთისკენ
მიმავალი გვირაბი, რა ##დ გვინდა-მეთქი.........

მარტო გზა რომ იყოს კი, მაგრამ არ არის-მეთქი მანდ მარტო გზის პრობლემა, ამიტომ
მაგარი საჩალიჩოა.......

გზის გაყვანა სასაზღვრო პუნქტამდე გვირაბით შესაძლებელია, მაგრამ პუნქტიც საკმაოდ ახლოსაა ხეობასთან თან დაბლაა მდინარის კალაპოტთან და საფრთხე ყოველთვის იარსებებს.
ერთადერთი გამოსავალია ბეტონის დამცავი ნაგებობები ააშენონ უშუალოდ პუნქტთან, თუმცა 100%-იან დაცვას ვერც ეს უზრუნველყოფს. მონასტერი ნაკლებად საშიშ ზონაშია, შედარებით მაღლაა.
მაგ ზონაში 100% დამცავ საშუალებებზე ლაპარაკიც ზედმეტია, რელიეფიდან და ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე.

Posted by: ივანიჩ 22 Aug 2014, 17:30
alea iacta est
მადლობა ინფოსთვის
------------------------------------

Posted by: Fabian 22 Aug 2014, 22:32
ჩვენში დარჩეს და ამ ვითარების შემყურე ნელნელა ვრწმუნდები როკის გვირაბის გაყვანის აუცილებლობა რატომ იყო...

Posted by: ნიკა 23 Aug 2014, 15:01
Fabian
ნუ როკი სხვა რამეა ახლა და აი ყვარლიდან დაღესტანში გზაზე ისევ ალაპარაკდებიან.

Posted by: Kublicha 24 Aug 2014, 01:24
alea iacta est
Accident
გვირაბს გულისხმობთ ალბათ ღია წესით გაკეთებულს, ვერტიკალურ კედლებზე დადებულ ხიდის მალებს ხო?
და გგონიათ რომ მყინვარმწვერიდან მოწყვეტილ მასას ეგ გაუძლებს?
იცით რა ენერგია აქვს მაგხელა სიმაღლიდან ვარდნილ მილიონ კუბურ მეტრ ქვეღორღს?


Posted by: alea iacta est 24 Aug 2014, 12:33
Kublicha
QUOTE
გვირაბს გულისხმობთ ალბათ ღია წესით გაკეთებულს, ვერტიკალურ კედლებზე დადებულ ხიდის მალებს ხო?
და გგონიათ რომ მყინვარმწვერიდან მოწყვეტილ მასას ეგ გაუძლებს?
იცით რა ენერგია აქვს მაგხელა სიმაღლიდან ვარდნილ მილიონ კუბურ მეტრ ქვეღორღს?

მე ვგულისხმობ სრულფასოვან გვირაბს კლდის მასაში გაყვანილს, როგორიც ჰესისთვის გაიყვანეს.

Posted by: ნიკა 24 Aug 2014, 18:10
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/294582-darialis-kheobashi-gza-srulad-gatsmendilia.html

დევდორაკის ხეობაში facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif , 24 საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზა სრულად გაიწმინდა და ამ ეტაპზე აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული გავითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად დაზიანებულია 2 კმ გზის მონაკვეთი. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, პარალელურად მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების და ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას ადგილზე უწევენ მეთვალყურეობას.
20 აგვისტოს დევდორაკში ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია, გადმოსულმა მდინარემ სრულად დაფარა გზის სავალი ნაწილი და გზის საფარს საფუძველი გამოაცალა.

Posted by: Kublicha 25 Aug 2014, 03:04
ნიკა
QUOTE
დევდორაკის ხეობაში

QUOTE
გზა სრულად გაიწმინდა

საინტერესოა რა გზაა მანდ biggrin.gif

Posted by: donmixo777 30 Aug 2014, 10:58
დღეს 12.00 საათზე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებაო ....

წყარო გზების დეპარტამენტი.....



კარგად უმუშავიათ ბიჭებს.....



მაგრამ მაგ გზის ესე დატოვება რომ კიდე რაღაც უბედურებას გადაგვყრის ეგ ფაქტია....

Posted by: PREDATOR 30 Aug 2014, 11:01
ხო ნამეტანი მალე გახსანეს ამ ეტაპზე
ეტყობა დაამუყღამეს წინის მერე სად როგორ უნდა იმუშაონ yes.gif

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 11:04
QUOTE
მაგრამ მაგ გზის ესე დატოვება რომ კიდე რაღაც უბედურებას გადაგვყრის ეგ ფაქტია....

ხო, მაგრამ გამოსავალი?

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 11:51
გადაიდო გახსნა.
ისევ განგაში ჩაირთო

Posted by: SwaT-2011 30 Aug 2014, 13:16
Kublicha
დილით ჩართულა გამთენიისას. დღეს მაინც გახსნიან, პრემიერიც ჩავიდა.
წყარო: 12 საათიანი კურიერი

Posted by: alea iacta est 30 Aug 2014, 13:55
QUOTE
კარგად უმუშავიათ ბიჭებს.....

QUOTE
ხო ნამეტანი მალე გახსანეს ამ ეტაპზე
ეტყობა დაამუყღამეს წინის მერე სად როგორ უნდა იმუშაონ

წინა მეწყერის მასშტაბები ბევრად დიდი იყო ამასთან შედარებით, თან ამ შემთხვევაში თერგი არ დაიტბორა და თავისით მოხდა ჩამოშლილი მასის ნაწილის გატანა მდინარის მიერ.

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 15:03
ჯერ ნეგატიური მდგომარეობის ამსახველი ფოტოები

user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ახლა კი პოზიტივი

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Fabian 30 Aug 2014, 15:15
მენია წერზაუტ სმუტნიე სომნენია...

ეჭვი მაქვს ჩვენი მთავრობა რაცხას მაიმუნობს დევდორაკზე, იმისთვის რომ გაამართლონ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა...

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 15:28
Fabian
ეგ ადვილი გადასამოწმებელია.
თუ შენ დაგიჭირეს "ეჭვების გადამეტებისთვის" და ეგ პოსტიც წაიშალა, ზნაჩიტ ეგრეა biggrin.gif

Posted by: donmixo777 30 Aug 2014, 19:51
Kublicha
QUOTE

ხო, მაგრამ გამოსავალი?



გამოსავალზეც მე ვიტეხო თავი? biggrin.gif

ეს ,,ჩემაალები" ათიათასობით პრემიებს რომ იწერენ და გარტყმაში არ არიან, კეთილი ინებონ და გაანძრიონ ,,გოგრები".......

yes.gif


აბა მარტო ჯიპებით გრიალი, და სელფების დადება ფეისბუკზე რომ შველოდეს საქმეს ეხლა შვეიცარიაზე ბევრად წინ ვიქნებოდით yes.gif yes.gif


givi.gif

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 20:16
გაიხსნა


ერთი ორი ფოტო კიდევ


user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: alea iacta est 30 Aug 2014, 20:28
პირველ ფოტოზე ექსკავატორის ოპერატორი რა მასტია ფლოსტებით და ტყავის ქურთუკით biggrin.gif
ისე როგორც ჩანს ჰესს სამუდამოდ დაენძრა, არა მგონია მშენებლობა განაგრძონ მაგ ზონაში pop.gif

Posted by: Kublicha 30 Aug 2014, 20:35
QUOTE
ფლოსტებით

ვააახ, რას აღარ გაიგებ რა.

1) ცივა
2) პრემიერ მინისტრია ჩამოსული, რომ აღარაფერი ვთქვათ მინისტრებზე და უფრო დაბალი რანგის პირებზე
3) ტალახიან, შლამიან ბინძურ გარემოში ხარ
4) სურათს გიღებენ

რატომ უნდა გეცვას ფლოსტი

Posted by: Accident 30 Aug 2014, 22:13
donmixo777
QUOTE
ეს  ,,ჩემაალები"  ათიათასობით პრემიებს რომ იწერენ და გარტყმაში არ არიან, კეთილი ინებონ და გაანძრიონ  ,,გოგრები".......

და სულ რომ მილიონები გამოიწერონ და ტვინი დაასხან, რას მოიფიქრებენ?

ორი ვარიანტია, ან ალტერნატიული გზა, ან გვირაბი.
რომელი გხიბლავს, რუსეთთან მიმართებაში?

Posted by: sha 30 Aug 2014, 23:30
QUOTE
სურათს გიღებენ

იმხელა ზუმით არის ეგ გადაღებული, ნამდვილად არ იქნებოდა საქმის კურსში რომ უღებდნენ, თორემ იქნებ მოემზადებოდა biggrin.gif

ამ ტრუბებს რატო ყრიან ნეტა თერგში? ნაპირსამაგრი, თან რაღაც წყალს გაატარებს რამე რომ იყოს?

Posted by: vatman 10 Sep 2014, 12:41
გუშინ გავიარე ყაზბეგამდე.
გზის რემონტი მიდის 3 მონაკვეთზე: ქვედა მლეთიდან გუდაური მონაკვეთზე, მანდ მგონი ცოტა აფართოებენ გზას. და 2 მონაკვეთს კობში.
გუდაურამდე ვფიქრობ წელს კი მოასწრებენ.
ტრაილერების რიგი არის 3 ადგილას. ჟინვალში, ქვედა მლეთაში და ყაზბეგის შესასვლელში facepalm.gif

Posted by: donmixo777 11 Sep 2014, 00:40
Accident
QUOTE
და სულ რომ მილიონები გამოიწერონ და ტვინი დაასხან, რას მოიფიქრებენ?



მოუფიქრებელი და გაუკეთებელი არაფერია.... მონდომებაა მთავარი და როგორც ხელის ასევე თავის განძრევაც yes.gif



QUOTE
ორი ვარიანტია, ან ალტერნატიული გზა, ან გვირაბი.
რომელი გხიბლავს, რუსეთთან მიმართებაში?


არცერთია ცუდი და არც მეორე.....
ოღონდ საქმეს ჭკუის მიტანება უყვარს, - ჭკუას კიდე ქოცთმთავრობა ისე შორიდან უმზერს რომ facepalm.gif givi.gif

Posted by: Accident 11 Sep 2014, 01:30
donmixo777

QUOTE
მოუფიქრებელი და გაუკეთებელი არაფერია.... მონდომებაა მთავარი და როგორც ხელის ასევე თავის განძრევაც

კონკრეტულად ვერაფერს ამბობ, მაგრამ იმხელა ხელფასი რომ გქონდეს და პროფესიონალი იყო, "რაღაცას" უეჭველი მოიფიქრებდი

ოკ. დამაჯერებელი არგუმენტია




QUOTE
ჭკუას კიდე ქოცთმთავრობა ისე შორიდან უმზერს რომ

ამ საკითხში, ვიმედოვნებ მასე გააგრძელებენ.....

Posted by: ნიკა 5 Jan 2015, 23:47
აბა აეთი თემის ჩაძირვა იქნებოდა. ხოდა აგერ სიურპრიზიც. მე პირადად ვერ ვიხსენებ რომ ფასანაურიდანვე ჩაეკეტათ გზა
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/311888-zvavsashishroebis-gamo-fasanauri-mletha-gudaurikobis-monakvethze-yvela-sakhis-avtotransportis-modzraoba-akrdzalulia.html

Posted by: ნიკა 6 Jun 2015, 10:01
დათბა და ისევ დაიწყო
სტიქიის საფრთხის გამო, დარიალის ხეობაში მოძრაობა იზღუდება
09:38 06-06-2015
სტიქიის საფრთხის გამო, დარიალის ხეობაში მოძრაობა იზღუდება ღამის საათებში დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს , საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საფრთხეა, რის გამოც 6 ივნისიდან, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

spring of information
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/333271-stiqiis-safrthkhis-gamo-darialis-kheobashi-modzraoba-izghudeba.html

Posted by: sha 6 Jun 2015, 11:26
ნიკა
ზვავსაშიშროების? რაღაც მეეჭვება ეხლა ზვავის დრო იყოს. უფრო მეწყერის ალბათ. ნალექია დიდი იქ ეს დღეები

Posted by: Kublicha 6 Jun 2015, 16:31
ღამე რა პონტია ვითომ? თუ ჩამოწოლაა დღე ვერ ჩამოწვება?

Posted by: SwaT-2011 30 Jul 2015, 19:53
ფოტოები გადაღებულია 14 ივნისს.
პირველი 6 ფოტო თუ არ ვცდები ზემო სოფელ ანირნისთან ან ჩოხელთან არის გადაღებული. აქტიურად მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები ამ მონაკვეთზე, ერთი შEხედვით გეგონება ავტობანს აშენებენო ისეთ ფართო გზას აგებენ, რაც მესამე ფოტოზეც ჩანს.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image
ეს 2 ფოტო უყვე გარემონტებული გზისაა, რაც სამშენებლო მონაკვეთის გავლის მერე იწყება, საკმაოდ კაი ხარისხისაა, მაგრამ თვითონ სამშენებლო მონაკვეთის სიგრძეზე მანქანით გავლა პიზდეცის ტოლფასია.
user posted image

user posted image
ეს უყვე გუდაურთანაა გადაღებული, გზა გაბიონებითაა გამაგრებულ იდა ასფალტიც კაია.
user posted image

user posted image
ეხლა იწყება ფოტოების ნაკრები, რომელიც ყველაზე ცნობილი ადგილია მთელ სამხედრო გზაზე, გვირაბების კაპ.რემონტი დასრულებულია, სამწუხაროდ ჩემი მანქანით არ ვიყავი თორე შიგნით შევიდოდი, მაგრამ ერთი შეხედვით დაამთავრეს ყველაფერი. ალაგ-ალაგ მიმდინარეობდა რაღაც საგზაო სამუშაოები, მაგრამ დიდი არაფერი, ასფალტი დაგებულია, გვირაბები შეკეთებულია, ველოდებით ზამთარს.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
ეს უყვე სოფელ უხათანაა (ეგრე ქვია მგონი) მიმდინარეობს პატარა ხიდის მშენებლობა, (თერგში ჩამდინარე ერთ-ერთ პატარა მდინარეზე გადის) როგორც ადგილობრივებმა მითხრე 2010 წელს თერგზე ამ ადგილის მახლობლად ხიდი უნდა გაეყვანათ, ბურჯებიც დასვეს (ჩემი თვალით ვნახე ეს ბურჯები) და ბეტონის ფილებიც მოიტანეს (მანდვე ეყარა), მაგრამ მერე შეწყდა სამუშაოები, და მხოლოდ პატარა გადასასვლელი ხიდია დარჩენილი, რომელიც პირადად მე სირცხვილად მიმაჩნია, რადგანაც იმ მონაკვეთზე მხოლოდ ხრეში ყრია და ქვეყნის მთავარ გზაზე ორღობის ხიდია გაკეთებული. ვცდილობდი გამერკვია იმ ხიდის გაყვანაზე, რომელმა კომპანიამ მოიგო ტენდერი, თუმცა უშედეგოდ.
user posted image

ეს ფოტოები უყვე რუსეთ-საქართველოს საზღვართანაა გადაღებული, ეს ის ადგილია, რომელიც 2 ჯერ დაზარალდა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები, საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვა და სხვა სახის ტექნიკაა შეყვანილი, ამაგრებენ ნაპირებს და სხვ.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
გვირაბებთან არ მისული ალეწილი ტრაილერი ეგდო.

http://www.radikal.ru

Posted by: ნიკა 23 Aug 2015, 23:10
დღეს გავიარე. მთლიანობაში სიტუაცია უკეთესობისკენაა თუმცა ახლა დაწვრილებით
1) ჟინვალი-ანანური მონაკვეთზე ამოჭრილია ასფალტი ალაგ ალაგ და მიგდებულია. არ ვიცი როდის ამოჭრეს, ზოგან საკმაოდ დიდი ფართებია. მოჭრილია ყველგან გვერდიდან, ანუ გზის შუა ნაწილს არ შეხებიან.
2) ფასანაურის მერე დილით რომ გავიარე სულ დადირკული იყო. მინდოდა გინება, ამასაც ანანურივით მიაგდებენ ახლა თქო, თუმცა უკანა გზაზე ნახევარზე მეტი ასფალტირებული დამხვდა, ანუ კვირასაც კი მუშაობდნენ და თან საკმაოდ კარგი ტემპით. 3) მლეთამდე არ მისული ასფალტს რომ აგებდნენ და დანგრეული იყო თითქმის სულ მორჩნენ. ერთი პატარა მონაკვეთია დარჩენილი სადაც ახალ ასფალტს დააგებენ, თუმცა რაც ახლაა ის პირველი ფენაა უკვე და უპრობლემოდ მიდიხარ 60-ით ზედ.
3) კობთან წინა პოსტში ნახსენები ხიდის მშენებლობა გრძელდება. და ასევე კიდევ ერთი ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს მაგ ადგილიდან დაახლოებით 5 კმ-ში და იქ მხოლოდ ერთი მანქანა ეტევა. დანარჩენი ეგ მონაკვეთი სულ სისინა ასფალტია.

Posted by: ჭოლო 20 Sep 2015, 14:45
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე რამდენიმე პროექტი დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის 2 მონაკვეთზე მიმდინარეობს. მდ. ბიდარაზე და სნო–ახალციხე–ჯუთას საავტომობილო გზის მე–8 კილომეტრზე ახალი ხიდები შენდება, ერთ-ერთი მათგანის - 51 მეტრიანი ხიდის მშენებლობა გერმანული ტექნოლოგიის გამოყენებით ბურჯების გარეშე ხდება, ამიტომ, ის განსაკუთრებით ეფექტურია მთიან რეგიონში, რადგან მცირდება როგორც საყრდენი ბურჯების მშენებლობა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ხიდის მშენებლობის ვადაც. საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგია პირველად გამოიყენება.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2015 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.
ნაკადული და ფოტოები : https://www.facebook.com/media/set/?set=a.905127609561341.1073742116.449807021760071&type=3

Posted by: vatman 28 Sep 2015, 11:41
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე, სადაც დაუმთავრებელი გვირაბის პორტალია მიმდინარეობს ფერდობის გამაგრება (თურმე მანდ ქვის ცვენა იყო და მანქანას მოხვდა), ასევე აფართოებენ გზას. ოღონდ ვერ მიხვდი მანდ კედელი იქნება თუ ხიდი.
არაგვისპირიდან-ანანურამდე ფრაგმენტულად შეაკეთეს გზა. საზიზღრად mad.gif რასაც ქვია დაფურთხებულია
შემსრულებელი: შპს საქართველოს სამხედრო გზა"

Posted by: ნიკა 7 Jan 2016, 15:18
ამოვატივტივოთ ეს თემაც

http://georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1452153993
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო გუდაური(ფისტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

არაგვისპირი-გუდაური–ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 8 Jan 2016, 16:05
ესეც "კანტროლკა"
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/361433-gubernatoris-informaciith-mletha-gudauris-gzaze-zvavis-chamotsolis-shedegad-aravin-dashavebula.html
მლეთა-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე ზვავი ორ ადგილზეა ჩამოსული. მისივე ცნობით, ზვავში ავტომობილები და მგზავრები არ მოყოლილან. ამ დროისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. "ზვავია ჩამოსული. მოძრაობას აკონტროლებს საპატრულო პოლიცია, რაიმე შემთხვევა, ექსცესი არ მომხდარა, უბრალოდ, შეფერხებაა. მოძრაობა ამ წუთებში ჩაკეტილია", - აღნიშნა ნუგზარ ყიფიანმა. ზვავსაშიშროების გამო, გუდაურის მიმართულებით მგზავრობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. "წინასწარი ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული. სრული ინფორმაცია ჩამოსული ზვავების შესახებ მხოლოდ ზვავსაშიშროების მოხსნის შემდეგ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადგინდება. ზვავების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული შესასრულებელი გაწმენდითი სამუშაოების მასშტაბები და გზის გახსნის თარიღი", - განმარტავენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/361433-gubernatoris-informaciith-mletha-gudauris-gzaze-zvavis-chamotsolis-shedegad-aravin-dashavebula.html

Posted by: vatman 1 Feb 2016, 00:53
გზის გადაკეტვა ვის ევლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს თუ პატრულს?

მოკლედ ასეთი იდიოტები როგორ უნდა იყვნენ. კვირა დღეს როდესაც ბლომად ხალხი ადის გუდაურში დილით მლეთიდან გუდაურამდე სერპანტინზე გაუშვა ტრაილერები.
და საღამოს გაუშვა მოძრაობა მლეთის მიმართულებით mad.gif
სერპანტინის ზემოდან ქვეშეთამდე საცობი იყო facepalm.gif

Posted by: ნიკა 1 Feb 2016, 10:58
მორიგი მარგალიტი მოახდინეს ხო? თან ჩვენი გენიოსი მძღოლები ცხადია შემხვედრზე გადავიდოდნენ და ჩახერგავდნენ მოძრაობას.

Posted by: vatman 1 Feb 2016, 12:47
ნიკა
მაგას დაფიქრება უნდა ოდნავ.
ამის გარეშე რა თქმა უნდა არ იყო. მარა კოლონაში თბილისისკენ მომავალი პატრული იყო (მგონი თბილისის ეკიპაჟი იყო) რომლის მორიდება კიდევ ჰქონდათ ცოტა. ზოგს მეგაფონით აბრინებდა როგში. საცობის მიზეზი გარდა ტრაილერებისა იყო კიდევ დროებითი ასაქცევი ქვეშეთში. მანდ ხიდს აკეთებენ

Posted by: ნიკა 19 May 2016, 12:03
დარიალის ხეობაში სავალი ნაწილის დაზიანების გამო, მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება
11:02 19-05-2016
დარიალის ხეობაში სავალი ნაწილის დაზიანების გამო, მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე, სავალი ნაწილის დაზიანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/380121-darialis-kheobashi-savali-natsilis-dazianebis-gamo-modzraoba-calmkhriv-rezhimshi-khorcieldeba.html

Posted by: პაწა 19 May 2016, 14:55
КПП «Верхний Ларс» попал в список 9 самих необычных государственных границ в мире
http://goo.gl/LZJa3C
ეს ტუნელი რუსეთის მხარესაა?

Posted by: ნიკა 19 May 2016, 15:27
პაწა
QUOTE
ეს ტუნელი რუსეთის მხარესაა?

უზუსტობაა. უღელტეხილის ქვეშ არანაირი გვირაბი არაა.

Posted by: პაწა 19 May 2016, 15:50
QUOTE
უზუსტობაა. უღელტეხილის ქვეშ არანაირი გვირაბი არაა.

რუსეთის მხარეს ნამყოფი არ ვარ, მაგრამ აქეთ რომ არაფერია 100% ვიცი smile.gif

Posted by: ნიკა 19 May 2016, 17:34
პაწა
რუსეთის მხარეს არაა უღელტეხილი wink.gif პატარ პატარა გვირაბები რუსეთის მხარესაცაა
http://www.openstreetmap.org/#map=15/42.7485/44.6271

და ჩვენ მხარესაც
http://www.openstreetmap.org/#map=16/42.6884/44.6367

Posted by: otokarcobra 19 May 2016, 17:56
პაწა
ნიკა
სავარაუდოდ ავტორი გულისხმობს როკის გვირაბს....

ამ შემთხვევაში პოზიტივია ის, რომ როკის გვირაბი განხილული აქვთ როგორც რუსეთ-საქართველოს საზღვარი და არა რუსეთ-ს.ოსეთის.
თუმცა თუ როკის გვირაბს გულისხმობენ, შეცდომაა ის რომ ეს ერთად-ერთი გადასასვლელია ორ ქვეყანას შორის, რადგან არის კიდევ ლარსი და ფსოუ.

Posted by: ნიკა 24 Jun 2016, 00:32
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: Kublicha 24 Jun 2016, 14:45
გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი ყოფილა წაღებული

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 24 Jun 2016, 15:16
მდააა. ეს მინიმუმ 1 თვის თემაა ალბათ. ეს უნდოდა კიდევ ლარის კურსს? sad.gif

Posted by: Kublicha 24 Jun 2016, 15:22
მემგონი 2014 ში რაც იყო წაღებული იმაზე ნაკლები არაა.
ნუ მაშინ ჩამარხული იყო გზა და სხვა სამუშაოებიც იყო.

Posted by: ნიკა 24 Jun 2016, 15:28
Kublicha
ხო ამჯერად სხვა რამე მოხდა. ღვარცოფმა თერგის დინება გზისკენ მიწია და ისედაც ადიდებულმა თერგმა გზა წაიღო. როგორც ამბობენ წინასწარ ვიყავითო მზად და გზას სანამ წაიღებდა მანამდე მოხდა მისი გადაკეტვა. დაშავებული არავინაა.

Posted by: Kublicha 24 Jun 2016, 16:21
ხიმინჯებზე იყო ეგ გზა 2014ის შემდეგ თუ მიწაყრილზე?

Posted by: SwaT-2011 24 Jun 2016, 18:39
ესტაკადა, რომ ააშენონ, არ უშველსი ნეტავ ? მაღლა, რომ აწიონ გზა მიწის დონისგან boli.gif
ისე კაია, რომ არავი ნდაშავდა, წინასწარი შეტყობიენბის სისტემა დააყენეს და იმან იმუშავა, პატრულმაც დროულად გამოიყვანა ხალხი, მოკლედ კარგად იმუშავეს up.gif
გზაზე მწყდება გული, მის გამაგრებაზე ამდენი ფული და შრომა წავიდა .... მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ამ ჯებირებს როგორ აშენებდნენ, კიდე მაშინ ვთქვი ამას წყალი წაიღებსო facepalm.gif
იმ პატარა ჰესს რა ბედი ეწია ? 2014-ის მერე აამუშავეს თუ მიატოვეს ?

Posted by: otokarcobra 24 Jun 2016, 19:37
QUOTE
ისე კაია, რომ არავი ნდაშავდა, წინასწარი შეტყობიენბის სისტემა დააყენეს და იმან იმუშავა, პატრულმაც დროულად გამოიყვანა ხალხი,


ყოჩაღ, გვისწავლია შეცდომებზე......ეგრე უნდა ყველაფერში, გამისწორდა ეხლა მაგრად.....

Posted by: Kublicha 24 Jun 2016, 19:54
QUOTE
ყოჩაღ, გვისწავლია შეცდომებზე......ეგრე უნდა ყველაფერში, გამისწორდა ეხლა მაგრად.....

+1
შექებას იმსახურებს ყველა სამსახური, განსაკუთრებით საპატრულო პოლიცია. შეიძლებოდა დიდი მსხვერპლით დამთავრებულიყო.

რა მაინტერესებს, დევდორაკის ხეობაში თუნდაც საფეხმავლო გზა არის? გუგლირზის სურათებს რომ ვუყურებ თითქოს შეუძლებელია გავლა.

Posted by: ნიკა 25 Jun 2016, 00:15
Kublicha
გააჩნია რამდენზე გინდა შესვლა. აი აქ სახლიც ჩანს
https://www.google.com/maps/@42.7261535,44.5949769,379m/data=!3m1!1e3

ეს მთლად მყინვართან
http://www.panoramio.com/photo/45199261?source=wapi&referrer=kh.google.com

Posted by: SwaT-2011 25 Jun 2016, 03:03
საინტერესოა წინასწარი გაფრთხილების სისტემა რას შვება გარდა იმისა, რომ სიგნალს გადასცემს რომელიმე დამკვირვებელ დაწესებულებაში ?
სირენებიც დგას, რამე მსგავსი ? :


Posted by: otokarcobra 25 Jun 2016, 04:15
SwaT-2011
ეგ რაც შენ დადე, სულ სხვა რამეა, მაგ სირენას ჩვეულებრივი ტიპი რთავს, რომელიც იმ დღესაა მორიგე....ანუ რადარი აფიქსირებს მანდ მფრინავ ობიექტს და გადასცემს ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვის ცენტრს, რომელიც მერე რთავს სირენას.....

ის წინასწარი გაფრთხილების სისტემა რაც მეწყერებზე გამოიყენება, თუ არ ვცდები სენსორებზე მუშაობს.....ანუ მეწყერსაშისშ ზონაში არის რამდენიმე სენსორი და მიწა რო წამოვა მერე გადმოსცემს სიგნალს....თუ ვცდები ამ უკანასკნელზე, შემისწორეთ

Posted by: SwaT-2011 25 Jun 2016, 04:45
QUOTE
ის წინასწარი გაფრთხილების სისტემა რაც მეწყერებზე გამოიყენება, თუ არ ვცდები სენსორებზე მუშაობს.....ანუ მეწყერსაშისშ ზონაში არის რამდენიმე სენსორი და მიწა რო წამოვა მერე გადმოსცემს სიგნალს....თუ ვცდები ამ უკანასკნელზე, შემისწორეთ

კი ეგრეა, მაგრან ხალხს როგორ უნდა აცნობონ დროულად, რომ მეწყერი მოდის ? ამის ერთ-ერთი კაი საშუალება სირენებია, თუ ახლო მახლო პატრული არ არის ვინ გაიყვანს ხალხს ?

Posted by: Accident 25 Jun 2016, 05:35
otokarcobra
SwaT-2011

მარტო ერთი რაღაც არ იქნება. მანდ ნალექის რადარებიც იქნება და ა.შ.
გუშინ მეწყერი არც იყო, ღღვარცოფი დაფიქსირდა.



QUOTE
კი ეგრეა, მაგრან ხალხს როგორ უნდა აცნობონ დროულად

წინასწარი და ადრეული მაგიტომ ჰყვია, რომ დროულად ხდება ამოცნობა და ევაკუაცია ესწრება.

Posted by: Kublicha 26 Jun 2016, 15:57
მიდის ნელ-ნელა მუშაობა
user posted image

user posted image

Posted by: alea iacta est 1 Jul 2016, 21:59
არაფერია სიახლე გზასთან დაკავშირებით?

Posted by: Kublicha 1 Jul 2016, 22:17
QUOTE
არაფერია სიახლე გზასთან დაკავშირებით?

მუშაობენ დიდი ძალებით
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: alea iacta est 3 Jul 2016, 17:43
Kublicha
QUOTE
მუშაობენ დიდი ძალებით

ისე მაგ მონაკვეთზე გვირაბი რომ გაიყვანონ კლდეში არ გამოვა ვითომ?
ყოველ წელს ამხელა მასის წმენდა და გზის გაყვანა ბევრად ძვირი დაჯდება პლუს უსაფრთხო იქნება.

Posted by: Kublicha 3 Jul 2016, 18:09
alea iacta est
QUOTE
ისე მაგ მონაკვეთზე გვირაბი რომ გაიყვანონ კლდეში არ გამოვა ვითომ?

კაი, წარმოვიდგინოთ რომ არის გვირაბში ტრასა.
2014 წლის მოვლენების გამეორების შემთხვევაში რა ხდება? გზას ხერგას დევდორაკის ჩამოტანილი მასა. თერგი გუბდება, კალაპოტში ვერ გადის. დაგუბების სიმაღლის ზრდასთან ერთად მატულობს წნევა და ცდილობს ნებისმიერი გზა იპოვნოს რუსეთისკენ. სად იქნება ეს გზა ყველაზე მარტივად? დიახ გვირაბში
QUOTE
პლუს უსაფრთხო იქნება.

არ გამოვიდა

Posted by: alea iacta est 3 Jul 2016, 18:18
QUOTE (Kublicha @ 3 Jul 2016, 18:09 )
alea iacta est
QUOTE
ისე მაგ მონაკვეთზე გვირაბი რომ გაიყვანონ კლდეში არ გამოვა ვითომ?

კაი, წარმოვიდგინოთ რომ არის გვირაბში ტრასა.
2014 წლის მოვლენების გამეორების შემთხვევაში რა ხდება? გზას ხერგას დევდორაკის ჩამოტანილი მასა. თერგი გუბდება, კალაპოტში ვერ გადის. დაგუბების სიმაღლის ზრდასთან ერთად მატულობს წნევა და ცდილობს ნებისმიერი გზა იპოვნოს რუსეთისკენ. სად იქნება ეს გზა ყველაზე მარტივად? დიახ გვირაბში
QUOTE
პლუს უსაფრთხო იქნება.

არ გამოვიდა

ჩემი აზრით შეიძლება გეოლოგიური გამოთვლებით გვირაბის დასაწყისის სიმაღლის განსაზღვრა ისე, რომ დევდორაკის ჩამოტანილი მასისგან დაცული იყოს. ბუნებრივი კატაკლიზმებისგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი, შესაძლოა მთლიანი მთა ჩამოიშალოს მოულოდნელად, მაგრამ კარგი საინჟინრო გათვლებით მაგ ადგილზე გვირაბის გაყვანა შესაძლებელია.
სულ თუ არაფერი დევდორაკის შესართავის ზემოდან მოახდინონ გზის გვირაბში მოქცევა. ვიცი ძვირი დაჯდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამართლებულია.

Posted by: Kublicha 3 Jul 2016, 18:22
QUOTE
დევდორაკის შესართავის ზემოდან მოახდინონ გზის გვირაბში მოქცევა

ცხადია ზევით უნდა იყოს მაგრამ რამდენად ზევით.
თერგი თუ დაგუბდა შეიძლება რამდენიმე კილომეტრზე წარმოიქმნას წყალსაცავი

Posted by: ნიკა 3 Jul 2016, 23:09
ძველი გზის ნაშთების სიმაღლეზე უნდა გაიჭრას მაშინ გვირაბი. ძვირი დაჯდება და სომხეთმა დააფინანსოს givi.gif

Posted by: Kublicha 3 Jul 2016, 23:44
QUOTE
სომხეთმა დააფინანსოს

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
იზამს დიდი სიამოვნებოთ

პროცენტიანი ვალით

Posted by: ნიკა 4 Jul 2016, 12:06
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1467618635

დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება
04 ივლ, 2016

დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას.

გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

საავტომობილო გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

Posted by: Accident 4 Jul 2016, 15:47
QUOTE (Kublicha @ 3 Jul 2016, 18:09 )
alea iacta est
QUOTE
ისე მაგ მონაკვეთზე გვირაბი რომ გაიყვანონ კლდეში არ გამოვა ვითომ?

კაი, წარმოვიდგინოთ რომ არის გვირაბში ტრასა.
2014 წლის მოვლენების გამეორების შემთხვევაში რა ხდება? გზას ხერგას დევდორაკის ჩამოტანილი მასა. თერგი გუბდება, კალაპოტში ვერ გადის. დაგუბების სიმაღლის ზრდასთან ერთად მატულობს წნევა და ცდილობს ნებისმიერი გზა იპოვნოს რუსეთისკენ. სად იქნება ეს გზა ყველაზე მარტივად? დიახ გვირაბში
QUOTE
პლუს უსაფრთხო იქნება.

არ გამოვიდა

https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=48265772

drug.gif

ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.

სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

Posted by: alea iacta est 4 Jul 2016, 16:20
QUOTE (Accident @ 4 Jul 2016, 15:47 )
QUOTE (Kublicha @ 3 Jul 2016, 18:09 )
alea iacta est
QUOTE
ისე მაგ მონაკვეთზე გვირაბი რომ გაიყვანონ კლდეში არ გამოვა ვითომ?

კაი, წარმოვიდგინოთ რომ არის გვირაბში ტრასა.
2014 წლის მოვლენების გამეორების შემთხვევაში რა ხდება? გზას ხერგას დევდორაკის ჩამოტანილი მასა. თერგი გუბდება, კალაპოტში ვერ გადის. დაგუბების სიმაღლის ზრდასთან ერთად მატულობს წნევა და ცდილობს ნებისმიერი გზა იპოვნოს რუსეთისკენ. სად იქნება ეს გზა ყველაზე მარტივად? დიახ გვირაბში
QUOTE
პლუს უსაფრთხო იქნება.

არ გამოვიდა

https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=48265772

drug.gif

ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.

სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

givi.gif
ფორუმს კითხულობს სეთურიძე biggrin.gif

Posted by: ნიკა 4 Jul 2016, 19:29
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Kublicha 4 Jul 2016, 19:44
ნიკა
რა გაცინებს? biggrin.gif

Posted by: SwaT-2011 4 Jul 2016, 21:12
QUOTE
ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.

სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

სომხებმა დააფინანსონ, ძაან გულზე ხვდებათ თითოეული მეწყრის ჩამოსვლა და ბარემ გვირაბი აგვიშენონ yes.gif

ისე და აზრს ვერ ვხდები, თუ დიდი მასალა ჩამოვა დევდორაკით, იმ გვირაბს ხომ მაინც დეტბორავს ლარსის გამშვებ პუნქტამდე თუ ჩავა წყალი ?. თეორიულად გვირაბი, ხომ მანდ უნდა გამოვიდეს ...

Posted by: ნიკა 4 Jul 2016, 23:07
SwaT-2011
გამშვები პუმტქი მცირე დროით და იშვიათატ იტბორება. აი დევდორაკის თერგთან შეერთების ადგილას კი ხეობა ბევრად ვიწროა და მანდ გაცილებით უარესადაა ხოლმე საქმე.

Posted by: ნიკა 6 Jul 2016, 15:44
მოკლედ არ გაუხსნიათ გზა გუშინწინ. ძალიან გაწვიმდა თუ რაღაც ეგეთი. დღეს გახსნეს 15:00-ზე.

წყარო საგზაოს FB

Posted by: _GEORGIA_ 6 Jul 2016, 16:03
წინა სტიქიის დროს დევდორაკი რომ ადიდა

სალიკვიდაციო სამუშაოებზე 150 მილიონი დაიხარჯა

ერთი 70-80 მილიონს ეხლა დახარჯავენ ამ მიწის ჩიჩქნაში



ამ ფულით სუპერთანამედროვე გვირაბს გააკეთებდნენ ნორმალურ ქვეყანაში, ან დაკიდებდნენ გზას საერთოდ ჰაერში


ორი წლის შემდეგ კიდევ წაიღებს წყალი ამ ახუხულავებულ ხრეშს

კიდევ 100 მილიონს დავხარჯავთ

და კაციშვილი არ მოითხოვს პასუხს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე

სამაგიეროდ ჯართის ქურდები ზიან 5 წლით ციხეში

Posted by: ნიკა 6 Jul 2016, 17:00
_GEORGIA_
ხოდა აპირებენ გვირაბის აშენებასო ხო წერია წინა პოსტებში wink.gif

Posted by: _GEORGIA_ 6 Jul 2016, 17:12
QUOTE
_GEORGIA_
ხოდა აპირებენ გვირაბის აშენებასო ხო წერია წინა პოსტებში 



კარგია რომ აპირებენ, გამეხარდა, გვიან წავიკითხე


პირველი სტიქიის დროს, რომ მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება კიდევ უკეთესი იქნებოდა


Posted by: ჭოლო 6 Jul 2016, 18:26
70 80 მილიონი არამგონია დაეხარჯათ.

Posted by: ნიკა 28 Jul 2016, 09:32
ეს არ მქონდა ნანახი
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=89752Capture.jpg

Posted by: vatman 28 Jul 2016, 10:17
ნიკა
QUOTE
ეს არ მქონდა ნანახი

ეს გვირაბების დასახელებები ხომ არაა?
ეს აზრი მომივიდა პირველი დასახელებიდან "გუდაურის ფარდული" biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vaxushtii 28 Jul 2016, 11:06
Kublicha
QUOTE
ნიკა
რა გაცინებს?

მე არ ვიცი ნიკას რა აცინებს, მაგრამ ამ გვერდის პირველმა პოსტმა მე დათა თუთაშხია გამახსენა biggrin.gif


QUOTE
ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე

თუთაშხიიდან ანალოგები:
არქიფო სეთური
გვირაბი, რომელსაც ტყუილად თხრიან და ბოლო არ უჩანს
დაპირებები biggrin.gif


Posted by: ნიკა 28 Jul 2016, 11:57
vatman
QUOTE
ეს გვირაბების დასახელებები ხომ არაა?

კი

Posted by: W-G1 28 Jul 2016, 13:23
როკის გვირაბით მართლა გაატარეს ნაკადი? სომხები რო იხვეწებოდნენ.

Posted by: ნიკა 29 Jul 2016, 10:35
wit-georgia1
როკით არ ვიცი და აფხაზეთზე გაატარეს. ყოველ შემთხვევაში რუსულ ტურისტულ ფორუმებზე ეგრე წერდა რამოდენიმე.

Posted by: vatman 29 Jul 2016, 12:33
ნიკა
QUOTE
როკით არ ვიცი და აფხაზეთზე გაატარეს. ყოველ შემთხვევაში რუსულ ტურისტულ ფორუმებზე ეგრე წერდა რამოდენიმე.

აგერ ერთ-ერთი მონათხრობიც (ბოლოში არის აფხაზეთში რო გადავიდნენ):
http://travel.drom.ru/43274/

Posted by: Fabian 29 Jul 2016, 22:52
vatman
QUOTE
აგერ ერთ-ერთი მონათხრობიც (ბოლოში არის აფხაზეთში რო გადავიდნენ):
http://travel.drom.ru/43274/

ტიპშა არის იმენა შპიონი biggrin.gif

Posted by: ნიკა 29 Jul 2016, 23:39
აუ ეს რა იყო. wow.gif .

Posted by: spider77 3 Aug 2016, 19:00
QUOTE
როკით არ ვიცი და აფხაზეთზე გაატარეს.

გაატარეს, ოფიციალური ნებართვა და მითიტება იყო.
სანამ ლარსი არ ფუნქციონირებდა აფხაზეთის მიმართულება გაამწვანეს.

Posted by: Kublicha 15 Sep 2016, 22:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.
მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სტიქიის შემთხვევაში, საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.
208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.
დასრულებული სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ მოინახულა.
სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონ 730 ათასი ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ასრულებდა.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Accident 15 Sep 2016, 22:07
Kublicha
და რისგან გასაქცევია ეგ, წყალდიდობისგან?

ის ტონობით მიწა თუ დაეყარა, ეგ სეტკა რისი მაქნისი იქნება....


Posted by: Kublicha 15 Sep 2016, 22:37
Accident
QUOTE
და რისგან გასაქცევია ეგ, წყალდიდობისგან?

ღვარცოფისგან. როდესაც თერგს მოაქვს მთელი კლდე-ღრე. ივსება მაგ დროს ხეობა და იფარება წყლით და ნაშალით.

QUOTE
ის ტონობით მიწა თუ დაეყარა, ეგ სეტკა რისი მაქნისი იქნება....

საქმეც ეგაა რომ ეგ მთა არ ჩამოდის, რომელზეც აივანია გაკეთებული. ჩამოდის დევდორაკის ხეობის ნაშალები.
ეგ მთა დგას საბედნიეროდ მყარად

Posted by: ნიკა 16 Sep 2016, 21:16
ეგ მთა საერთოდ თერგის მოპირდაპირე ნაპირზეა.

Posted by: Fabian 16 Sep 2016, 21:43
Kublicha
QUOTE
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.

პირველად ვხედავ მსგავს რაღაცას, მაგარია!

Posted by: Kublicha 17 Sep 2016, 00:12
QUOTE
პირველად ვხედავ მსგავს რაღაცას, მაგარია!

საქართველოში ანალოგიური ნაგებობა არ არსებობსო.
ისე უცხოეთშიც ვერსად დავგუგლე

Posted by: ნიკა 2 Dec 2016, 12:09
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
http://georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1480654623

Posted by: ნიკა 17 May 2017, 16:58
დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება
17 მაი, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.

ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1495005871

Posted by: alea iacta est 26 Jul 2017, 15:46
QUOTE (ნიკა @ 17 May 2017, 16:58 )
დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა იწყება
17 მაი, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

2017 წელს, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.

ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შ.პ.ს „ფერი“. კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამოდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამოდენიმეჯერ განმეორდა რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1495005871

დაიწყო გვირაბის მშენებლობა ალილუია, იმედია მანდაც არ მიაფუჩეჩებენ...


დარიალის ხეობაში 2 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაიწყო

დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაიწყო. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.

პროექტის ღირებულება 47 000 000 ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე გამეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/444961-darialis-kheobashi-2-kilometramde-sigrdzis-gvirabis-mshenebloba-daitsyo.html

Posted by: ნიკა 14 Aug 2017, 16:39
ოპაააააა


14.08.201715:47
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, არსებულ ადრეული გაფრთხილების სისტემაში შემოვიდა საგანგაშო სიგნალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1502711297

Posted by: ნიკა 4 Apr 2018, 15:05
ახალი კლიპი დაიდო. თურმე გვირაბის გაყვანას ხადას ხეობიდან აპირებენ. მეცოდება იქაურობა, უნიკალური ხეობაა
https://www.facebook.com/ted.jonas.1/videos/10214556369516309/UzpfSTEzODIzNDA3MjA6MTAyMTU1MzU3NDU0MTE3MzA/

არ ვიცი რამდენად მართალია. ოფიციალურ გვერდებზე ვეძებე და ვერ ვნახე ეგ ვიდეო.

Posted by: ნიკა 13 Jun 2018, 01:47
ახალი რენდერი
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/1950291011711657/

Posted by: Quranalone 15 Jun 2018, 20:27
ეს რენდერები მაგრა დაამუღამეს. biggrin.gif

Posted by: ნიკა 9 Sep 2018, 21:00

დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა
09 სექ, 2018 15:07:41

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.

ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში - 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1536491278&pid=1340628946

* * *
ფოტოები სიფათაზე
https://www.facebook.com/pg/georoad.ge/photos/?tab=album&album_id=2120770894663667&__xts__%5B0%5D=68.ARA1r1Y4eF5HQa16CjBJYT5BTxTUR0Uo_Jl15ql3ew8ZOVsHu0HcDEdccxvqU2h6K88hs1C4__HHxGQOGmgd_Qwn8K_B2dIB3WSjjtAHg_GkOvtGgrLE45JxdM1oI3O76ZvqDczTQ2UR-oYjbhKA54D_UA2EkNHvDWWMe47IhItU1060Gh-IqJdeMHFeofAesAdpTphnkbOn0DKDjjU&__tn__=-UC-RH-R

Posted by: alea iacta est 10 Sep 2018, 10:52
ნიკა
QUOTE
დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა
09 სექ, 2018 15:07:41

ეგ გვირაბი ფაქტიურად ჩვენი შეთავაზებული პროექტია. თუ გახსოვს აქ განვიხილავდით დევდორაკის ჩამოწოლის დროს biggrin.gif

Posted by: emre 10 Sep 2018, 11:46
დაჭეჭყილი კედლები რატომ აქვს? -.-

Posted by: alea iacta est 10 Sep 2018, 12:15
QUOTE (emre @ 10 Sep 2018, 11:46 )
დაჭეჭყილი კედლები რატომ აქვს? -.-

კლდეშია გაყვანილი, ანუ ბაზალტია და იდეალურად ვერ მოხდება გვირაბის გაჭრა.

ანუ მარტივად ცემენტი მიაყარეს და დატოვეს smile.gif

Posted by: PAINKILLER 10 Sep 2018, 14:25
ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე რა ხდება ხომ არავინ იცის?? წელიწადნახევრის წინ დაიწყეს პროექტირება და აქამდე არაფერი გაკეთდა ვითომ??

Posted by: PAINKILLER 19 Sep 2018, 10:28
QUOTE
ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთზე რა ხდება ხომ არავინ იცის?? წელიწადნახევრის წინ დაიწყეს პროექტირება და აქამდე არაფერი გაკეთდა ვითომ??



არავინ არაფერი იცის?? შარშან მაისის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი 15 თვიანი ვადით, წესით ეგ ვადა 1 თვის წინ გავიდა, ჯერჯერობით არაფერი ისმის....

Posted by: ნიკა 22 Jan 2019, 20:04
კვირის საცობმა ხომ მოიარა მთელი ფეისბუქი. ახლა კიდე ჭართალთან რაღაც მთა ჩამოშლილა და სულ ჩაკეტა გზა. წყარო (საცობიდან დაპოსტა ახლობელმა ფბ-ზე.

Posted by: Carver 23 Jan 2019, 16:52
QUOTE (ნიკა @ 13 Jun 2018, 01:47 )
ახალი რენდერი
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/1950291011711657/

ეს პროექტი რეალურად ხორციელდება?


პს. გვირაბში ველოსიპედისტებმა დაგლიჯა vis.gif

Posted by: ნიკა 23 Jan 2019, 18:22
ჯერ ჯერობით მგონი კონცეფციის დონეზეა. გზშ-ც არ იქნება ჯერ მაგისი.

Posted by: mike d 24 Jan 2019, 14:55
გუშინ ვიყავი გადასული სტეფანწმინდაში.

უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად არის. ხან ერთ მხარეს ატარებენ, ხან მეორეს. ტრაილერები ვერ ეტევიან გვირაბებში და მაგიტომო.
აქედან ერთი საათი მომიწია დგომა, უკანა გზაზე ორი საათი.
მაგარი ქაოსი იყო, ჩაკეტილი მხრიდან მსუბუქი მანქანები ცდილობდნენ გაძრომას, წინ ტრაილერები ხვდებოდნენ და უწევდათ უკანასვლით ასეულობით მეტრი სიარული.

Posted by: alea iacta est 24 Jan 2019, 17:42
mike d
QUOTE
მაგარი ქაოსი იყო, ჩაკეტილი მხრიდან მსუბუქი მანქანები ცდილობდნენ გაძრომას, წინ ტრაილერები ხვდებოდნენ და უწევდათ უკანასვლით ასეულობით მეტრი სიარული.


ქართული წესია ეგ ყველანაირი წესების და აკრძალვების უგულვებელყოფა. სისხლი მიჰქონდათ ეტყობა. facepalm.gif

Posted by: kataxxl 23 Feb 2019, 18:44
რავი რუსეთში ჩვენ არ გვიშვებენ

ან იქ რა დაგვჩენია

გზა უგე ეხლა რუსებს და სომხებს

ორივე ხომ ჩვენი მოყვარე ერია

Posted by: ნიკა 12 May 2019, 17:21
დიდი ხანია მკვდარია ეს ტემა და გავაცოცხლოთ


ცნობილია 6 ახალი ადგილი, სადაც სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/546025-cnobilia-6-axali-adgili-sadac-sichkaris-mzomi-chkviani-kamerebi-damontazhda

Posted by: PAINKILLER 13 May 2019, 16:36
QUOTE (ნიკა @ 12 May 2019, 17:21 )
დიდი ხანია მკვდარია ეს ტემა და გავაცოცხლოთ


ცნობილია 6 ახალი ადგილი, სადაც სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/546025-cnobilia-6-axali-adgili-sadac-sichkaris-mzomi-chkviani-kamerebi-damontazhda


არადა 50კმ/სთ აწერია ნატახტარში წილკანის გადასახვევთან დამონტაჟებული რადარის ქვემოთ, ასევე საპირისპირო მიმართულებით ნატახტარის შემოსასვლეთან 50-იანი ნიშანი დგას



ხო და კიდევ ერთი რადარი გამორჩათ, ბულაჩაურის გადასახვევთანაც დგას სექციური რადარი და კამერები, რესტორან "ჩვენი ეზოს" საპირისპირო მხარეს, უფრო სწორედ ორივე მხარეს დგას, ანუ 2 რადარია
(შეიძლება ეგ ჯერ ჩართული არ არის)

Posted by: otokarcobra 13 May 2019, 21:03
QUOTE (PAINKILLER @ 13 May 2019, 16:36 )
QUOTE (ნიკა @ 12 May 2019, 17:21 )
დიდი ხანია მკვდარია ეს ტემა და გავაცოცხლოთ


ცნობილია 6 ახალი ადგილი, სადაც სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა
https://www.interpressnews.ge/ka/article/546025-cnobilia-6-axali-adgili-sadac-sichkaris-mzomi-chkviani-kamerebi-damontazhda


არადა 50კმ/სთ აწერია ნატახტარში წილკანის გადასახვევთან დამონტაჟებული რადარის ქვემოთ, ასევე საპირისპირო მიმართულებით ნატახტარის შემოსასვლეთან 50-იანი ნიშანი დგას



ხო და კიდევ ერთი რადარი გამორჩათ, ბულაჩაურის გადასახვევთანაც დგას სექციური რადარი და კამერები, რესტორან "ჩვენი ეზოს" საპირისპირო მხარეს, უფრო სწორედ ორივე მხარეს დგას, ანუ 2 რადარია
(შეიძლება ეგ ჯერ ჩართული არ არის)

დავირტყი დღეს, არადა ბევრი არაფერი, 80ით მივდიოდი......

Posted by: ZEUS 13 May 2019, 22:53
otokarcobra
QUOTE
დავირტყი დღეს, არადა ბევრი არაფერი, 80ით მივდიოდი.....

თაზა კამერებზე აირტყი? biggrin.gif
QUOTE
არადა 50კმ/სთ აწერია ნატახტარში წილკანის გადასახვევთან დამონტაჟებული რადარის ქვემოთ, ასევე საპირისპირო მიმართულებით ნატახტარის შემოსასვლეთან 50-იანი ნიშანი დგას

ანუ, გინდა თქვა, რომ ეგ ნიშნები არ შეუცვლიათ. გიჩვენებს 50-ს და კამერები ჩართულია 60-ზე?

მამენტ ამათგან ეგ გასაკვირი არაა. ქუთაისის შემოვლითზე 90 წერია შეზღუდვა და კამერები 110-ზეა ჩართული.

Posted by: PAINKILLER 14 May 2019, 00:02
QUOTE
ანუ, გინდა თქვა, რომ ეგ ნიშნები არ შეუცვლიათ. გიჩვენებს 50-ს და კამერები ჩართულია 60-ზე?

ZEUS

უფრო მეტიც, ეგ ნიშნები ახალი დაყენებულია და აშკარად 50-ს აჩვენებს smile.gif



QUOTE
დავირტყი დღეს, არადა ბევრი არაფერი, 80ით მივდიოდი......

otokarcobra

ნატახტარში წილკანის გადასახვევთან ხომ?? 50-ია მანდ ნიშანი, ჯარიმაზე კი 60-ს აჩვენებს, უცნაურია... შეიძლება ეგ არის 2 საკონტროლო პუნქტს შორის აღებული საშუალო სიჩქარე და მაგ დროს 60კმ მოქმედებს, ხოლო უშუალოდ კამერასთან 50-ია შეზღუდვა...



ახლა დავაკვრიდი, მისაქციელში დაგაჯარიმეს, სანტექნიკის და წვრილმანების მაღაზია რომ არის, მანდ დგას რადარები

Posted by: otokarcobra 14 May 2019, 01:25
ZEUS
კიი, დაგასწარით ყველას smile.gif)))

PAINKILLER
ნატახტარში იწყება და ორი სექციაა, მთავრდება თითქმის დუშეთის გადასახვევთან.....საშუალო აქვს გამოთვლილი, აწერია კიდეც....ის 50კმ შეზღუდვის ნიშანი კიდია ყველას, როგორც ქუთაისის შემოვლითზე კიდიათ 90ის ნიშანი...რადარი აყენია 60კმ შეზღუდვაზე, შესაბამისად ჯარიმას გიწერს საშუალო 75 კმ/სთ-ს გადაშორების მერე

Posted by: PAINKILLER 14 May 2019, 15:03
QUOTE
ნატახტარში იწყება და ორი სექციაა, მთავრდება თითქმის დუშეთის გადასახვევთან...

otokarcobra

დუშეთამდე არ ვყოფილვარ ამ ბოლო დროს, მე პირადად რაც ვნახე სექცური რადარები არის ამ ადგილებში:

1. ნატახტარში წილკანის გადასახვევთან
2. მისაქციელში წვრილმანების მაღაზიასთან
3. ნავაზი (ნაოზა)-ს გადასახვევთან
4. ბულაჩაურის გადასახვევთან (რესტორანი "ჩვენი ეზო")

Posted by: ani-salivani 22 Jul 2019, 10:49
გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

Posted by: ნიკა 22 Jul 2019, 22:06
ანანურის ზევით კი პისტოლეტ რადარებით შეიარაღებული პატრულები დგანან.

Posted by: ნიკა 15 Aug 2019, 16:55
მოკლედ კაი ხანი არ აშენდება ალბათ ეს გზა რადგან ...

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.

კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული უმსხვილესი საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალს. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები. მისი მშენებლობის წლიური მოცულობა 20,000,000 მ³-ს აღემატება.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას.

პროექტის ზემოქმედების ზონაში მოხვდება ხეობის 9 სოფელი.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1565854853&pid=1340628946

Posted by: ნიკა 6 Sep 2019, 12:02
სადაც ეკუთვნის იმ თემაშიც დავწერ აწი biggrin.gif

ქვეშეთი-კობის 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გვირაბს ჩინური კომპანია “China Railway Tunnel Group Co” ააშენებს. 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და “China Railway Tunnel Group Co” -ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზაი ფეიფეიმ მოაწერეს.

პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.

China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) 1984 წელს დაფუძნდა და უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც ჩინეთში გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიის წლიური ბრუნვა 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. CRTG -ის უგრძელესი და უდიდესი მთის გვირაბისა და წყალქვეშა გვირაბის მშენებლობის გამოცდილება აქვს. CRTG-ს მიერ აშენებული გვირაბების საერთო სიგრძე დღეის მდგომარეობით 5000 კმ-ზე მეტს შეადგენს. CRTG-ის, განხორციელებული აქვს საერთაშორისო პროექტებიც, როგორიცაა არგენი-პაპის სარკინიგზო ხაზი, შარგუნის ქვანახშირის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის რენოვაციის პროექტი უზბეკეთში და კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტენის პროექტი მალაიზიაში.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1567666683

Posted by: vatman 6 Sep 2019, 13:22
გუშინ წინ ვიყავი ყაზბეგში, ტრაილერები ძალიან ჭედავენ მოძრაობას უღელტეხილზე, რუსეული და სომხური ნომრებით ძაან საშინლად დადიან, ეგეთებზე ტრაილერები ალალია sad.gif
ანანურში, ციხესთან პატრულს აქვს გახსნილი ფულის მინი საჭრელი საწარმო, და ღამით ფარებჩამქავრალი უსატკავებენ უკვე სოფელ ანანურში. ციხესთან 40 კმ/სთ შეზღუდვაა, ამაზე ნიკა-მაც აღნიშნა ზედა პოსტებში. ნატახტარიდან ანანურამდე ნიშნები ისეა, როვერ გაიგებ სად რა შეზღუდვაა, ხან 80 დგას, ხან 50.

ყაზბეგთანაც ერთი სექციური კი შევნიშნე, ოღონდ მუშაობს თუ არა არ ვიცი.

გერგეტის გზა, ეტყობა როგრო არის აშენებული აუხლესი ტექნოლოგიებით user.gif

Posted by: ნიკა 6 Sep 2019, 14:21
vatman
QUOTE
ნატახტარიდან ანანურამდე ნიშნები ისეა, როვერ გაიგებ სად რა შეზღუდვაა, ხან 80 დგას, ხან 50

50-ზე არც ერთი სექცია არაა. 60-ზეა. ნაცნობმა მითხრა 70-ზე ვაყენებო კრუიზს და გავდივარ ეგრე მთელ მაგ მონაკვეთსო. სოფლებს შორის 80-ზეა სექციები.

Posted by: donrobita 6 Sep 2019, 20:23
გერგეთზე უთოთი აისვლება?

ძალიან უთოთი

Posted by: ნიკა 6 Sep 2019, 20:41
donrobita
QUOTE
გერგეთზე უთოთი აისვლება?

ძალიან უთოთი

ავტობანია

Posted by: ნიკა 1 Nov 2019, 13:03
მოვიდა მორიგი ზამთარი. ღამე დაკეტილი იყო უღელტეხილი ტრაილერებისთვის. ახლა გახსნეს
* * *
ფაფუ

01 ნოე, 2019 20:53:01

ძლიერი თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 4 Feb 2020, 23:41
ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული - საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.interpressnews.ge/ka/article/583892-kobis-saavtomobilo-gzaze-chamocolili-zvavis-shedegad-gardacvlili-rusetis-xolo-dashavebuli-sakartvelos-mokalakea

Posted by: ნიკა 12 Feb 2020, 18:44
თბილისი-ზაქაგორი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOlM-IV55MGlOEK4-3gbCKD

Posted by: ნიკა 14 Feb 2020, 11:26
თბილისი-კობო-ზაქაგორი-კობი-მლეთა
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOlM-IV55MGlOEK4-3gbCKD

დანარჩენი გზის გაკეთებას აზრი არა აქვს დაბნელდა თან მალე wink.gif

არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა wink.gif

Posted by: ნიკა 14 Sep 2020, 15:40
დღეს ვიყავი სტეფანწმინდაში. ჩინელებმა ბაზა მოაწყეს ხადას შესასვლელთან. ერთი რო ადიდდეს არაგვი წაიღებს ყველაფერს.

კობის მხრიდან უკვე ჩიჩქნიან მიწას. ხადაში არ შევსულვარ რომ მენახა რა ხდება.

Posted by: ნიკა 14 Oct 2020, 12:13
ძველი ფოტოებიდან. ჯვრის უღელტეხილი, ივნისი 2003 წელი
user posted image

დაახლოებით ხალხთა მეგობრობის თაღთან. უკან თოვლიანი შერხოტა ჩანს. ახლა თოვლი იშვიათობაა მანდ უკვე.
user posted image

Posted by: mike d 14 Oct 2020, 12:29
QUOTE
ძველი ფოტოებიდან. ჯვრის უღელტეხილი, ივნისი 2003 წელი

აუ გამახსენდა პირველად რომ ვიყავი მაგ გზაზე. რა საშინელება იყო უღელტეხილზე.
ბევრი ტრაილერი და მტვერი, მტვერი და მტვერი.

Posted by: ნიკა 14 Oct 2020, 12:44
mike d
2003-ში ტრაილერებიც კი არ იყო ჯერ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გაზ-24 და ჩემი საცოდავი ნივა biggrin.gif

Posted by: Fabian 26 Oct 2020, 18:56
ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

Posted by: PAINKILLER 25 Dec 2020, 10:07
QUOTE (Fabian @ 26 Oct 2020, 18:56 )
ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/24494

არადა ეგ უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო




ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა

დაწყების თარიღი:
2018
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

Posted by: Fabian 25 Dec 2020, 11:52
PAINKILLER
QUOTE
ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა

დაწყების თარიღი:
2018
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

2 წელიწადში არამგონია რომ დაესრულათ ეს პროექტი biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 25 Dec 2020, 12:16
QUOTE (Fabian @ 25 Dec 2020, 11:52 )
PAINKILLER
QUOTE
ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა

დაწყების თარიღი:
2018
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

2 წელიწადში არამგონია რომ დაესრულათ ეს პროექტი biggrin.gif

30 კილომეტრიანი გზა 2 წელიწადში როგორ ვერ უნდა გააკეთო...

Posted by: Fabian 25 Dec 2020, 12:37
QUOTE (PAINKILLER @ 25 Dec 2020, 12:16 )
QUOTE (Fabian @ 25 Dec 2020, 11:52 )
PAINKILLER
QUOTE
ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა

დაწყების თარიღი:
2018
დასრულების თარიღი:
2020
პროექტის ავტორი:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

2 წელიწადში არამგონია რომ დაესრულათ ეს პროექტი biggrin.gif

30 კილომეტრიანი გზა 2 წელიწადში როგორ ვერ უნდა გააკეთო...

This is Georgia детка gigi.gif gigi.gif facepalm.gif

Posted by: ქაფქიანა 25 Dec 2020, 12:47
ნიკა

QUOTE
სტეფანწმინდაში


QUOTE
არაგვი


rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: PAINKILLER 25 Dec 2020, 13:22
QUOTE (ქაფქიანა @ 25 Dec 2020, 12:47 )
ნიკა

QUOTE
სტეფანწმინდაში


QUOTE
არაგვი


rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

QUOTE
ხადას შესასვლელთან

Posted by: ZEUS 6 Jan 2021, 13:11
ჩამოვიდაო:
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ასაშენებლად TBM-ის დანადგარი საქართველოში ჩამოვიდა
06 იან, 2021 12:38:52
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.

ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემა და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობა .

გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.
* * *
რამხელა ფულს ვისვრით, სომხების ტრაილერებისთვის და რუსი ტურისტებისათვის facepalm.gif


Posted by: sha 6 Jan 2021, 17:26
როდის იგეგმება ქვეშეთი-კობის გზის დასრულება?

Posted by: ZEUS 6 Jan 2021, 19:32
QUOTE (sha @ 6 Jan 2021, 17:26 )
როდის იგეგმება ქვეშეთი-კობის გზის დასრულება?

გზა...

Posted by: Didgori_3 7 Jan 2021, 03:03
QUOTE
რამხელა ფულს ვისვრით, სომხების ტრაილერებისთვის და რუსი ტურისტებისათვის 

გუდაურის განვითარებისთვისაც კაი იქნება, ისე სხვა საჭირო გვირაბებზეც რომ ეფიქრათ არ იქნებოდა ურიგო

Posted by: ნიკა 18 Jan 2021, 15:56
OSM-ზე დავიტანე ახალი გზის მიმართულება დაახლოებით, საკადასტროს მიხედვით როგორცაა ნაკვეთები გამოსყიდული
https://www.openstreetmap.org/#map=14/42.4459/44.5332

Posted by: ZEUS 19 Jan 2021, 11:00
გადმოტვირთეს TBM გვირაბის საბურღი.
აი რიკოთზე ამის უკან ვინც მოხვდება, ელის დიდი სიამოვნება. ალბათ ოდესმე გაუსწრებს biggrin.gif

user posted image

Posted by: Didgori_3 19 Jan 2021, 11:18
QUOTE
გადმოტვირთეს TBM გვირაბის საბურღი.
აი რიკოთზე ამის უკან ვინც მოხვდება, ელის დიდი სიამოვნება. ალბათ ოდესმე გაუსწრებს 

ესკორტი თუ გააცილებს, ხაშურამდე ვერ გაასწრებენ ალბათ biggrin.gif სხვა გვირაბებისთვისაც გამოიყენებენ ამას თუ ნაქირავები აქვთ?

Posted by: Kublicha 19 Jan 2021, 12:57
ZEUS
110 მანქანა სჭირდება
Რამდენი ტრაილერი ყავთ არ ვიცი, არამგონია 10 ზე მეტი ყავდეთ. Დღეში 2 რეისს თუ გააკეთეს, ასე რომ მინუმუმ 1 კვირა გაგრძელდება ეგ"სიამოვნება"

Posted by: ნიკა 19 Jan 2021, 13:03
მე მგონი გაბარიტებში არ ჯდება ეგ და მოუწევს გომი-საჩხერეთი მოგზაურობა.

Posted by: Kublicha 19 Jan 2021, 13:07
ნიკა
ჭიათურის მოსახვევში გაეტევა კი?

Posted by: ZEUS 19 Jan 2021, 13:07
Didgori_3
QUOTE
ესკორტი თუ გააცილებს, ხაშურამდე ვერ გაასწრებენ ალბათ

ჰოო. მაგას ვიძახი biggrin.gif
QUOTE
სხვა გვირაბებისთვისაც გამოიყენებენ ამას თუ ნაქირავები აქვთ?

მხოლოდ მაგ გვირაბისათვის.

Kublicha
QUOTE
110 მანქანა სჭირდება
Რამდენი ტრაილერი ყავთ არ ვიცი, არამგონია 10 ზე მეტი ყავდეთ. Დღეში 2 რეისს თუ გააკეთეს, ასე რომ მინუმუმ 1 კვირა გაგრძელდება ეგ"სიამოვნება"

ხო. გამოწვევამ მემგონი დაჟე 150 ახსენა.

Posted by: Didgori_3 19 Jan 2021, 14:20
QUOTE
მხოლოდ მაგ გვირაბისათვის.

ეჰ sad.gif არადა რამდენ ადგილას შეიძლება მაგის გამოყენება.

QUOTE
ხო. გამოწვევამ მემგონი დაჟე 150 ახსენა.

გამოწვევა ჩააკვეხა მაინც biggrin.gif იმედია გვიან ღამით გადაიტანენ ხოლმე. კიდე კაი ფოთში ჩამოვიდა თორე ლანჩხუთში ავტობანზე ასასვლელზე აყირავდებოდა, ახლა ხაშურის შემოვლითზე ასვლის გამოწვევა იქნება მარტო დასაძლევი

Posted by: Fabian 19 Jan 2021, 14:57
Didgori_3
QUOTE
არადა რამდენ ადგილას შეიძლება მაგის გამოყენება.

რავი გომბორი, გოდერძი... კიდე?

Posted by: Kublicha 19 Jan 2021, 15:27
Fabian
გოდერძი, გომბორი,თუშეთი, ლენტეხი და გლდანი (მეტრო)

ოღონდ მეტროში რამდენად ეფექტურია არ ვიცი

Posted by: Didgori_3 19 Jan 2021, 16:34
QUOTE
რავი გომბორი, გოდერძი... კიდე?

მატარებლის გვირაბისთვის ვერ გამოვიყენებთ დეკადაა რომ აკეთებენ და ვერ გაკეთდა, თუ 15 მეტრი არ იქნება საკმარისი? არ ვიცი ეგ biggrin.gif მარა მაგაზე ვიფიქრე, რიკოთსაც წაეშველებოდა. მეტროს საერთოდ დახატავდა, მარა მანდაც არ ვიცი შეიძლება თუ არა

Posted by: ZEUS 19 Jan 2021, 17:13
Didgori_3
QUOTE
გამოწვევა ჩააკვეხა მაინც 

არ შეუძლია სხვანაირად biggrin.gif

Posted by: TramwayMan 26 Jan 2021, 18:53
yes.gif

Posted by: ნიკა 27 Jan 2021, 01:11
Didgori_3
QUOTE
მატარებლის გვირაბისთვის ვერ გამოვიყენებთ დეკადაა რომ აკეთებენ და ვერ გაკეთდა

გვირაები რამოდენიმე წლის წინ დასრულდა მანდ მგონი. დანარჩენი კონსტრუქციები არაა აშენებული.

Posted by: vaxushtiii 27 Jan 2021, 09:04
TramwayMan
ვფიქრობ ამ გვირაბის მშენებლობას არ დააგვიანებენ, დროულად გაჭრიან და გახსნიან.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ თურქეთს და სომხეთს აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან მისასვლელი გზის ალტერნატივა გაუჩნდათ, ასე რომ გვირაბის დროულად დასრულება უკვე ეროვნული ინტერესია

Posted by: _GEORGIA_ 27 Jan 2021, 10:44
10 - 15 000 სომხური ტრაილერი სარგებლობს წლის განმავლობაში ამ გზით

თურქეთის მონაცემი არ ვიცი მაგრამ ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს, ჩემი ვარაუდით 20 000 ფარგლებში იქნება

10 000 ამდე იქნება რუსული

გვირაბის დასრულების შემდეგ ეს 200 ლარიანი გადასახადი უნდა გაიზარდოს აუცილებლად, პლიუს დამატებითი არაპირდაპირი ხარჯების გაღება უნდა დაევალოთ კანონმდებლობით,
მაგალითად გაურეცხავი მანქანით გადაადგილებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა როგორც ეს ევროპასა და ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია

ტირ პარკებში შესვლის ვალდებულება,სადაც იქნება ელექტრონული რიგები, გაუმწვანდება გამოვა და დატოვებს საზღვარს მომენტალურად

არ უნდა იყოს ესე გზის გასწვრივ გაჩერებები ნებადართული, ტვალეტად და ნაგავსაყრელად იქცა მთელი გზების მიმდებარე ტერიტორია ანანურიდან სტეფანწმინდამდე

ვერანაირი ალტერნატიული მარშუტი ვერ შეცვლის ამ გზას, ყველაზე მოკლე და ყველაზე გამართული ინფრასტრუქტურის მქონე იქნება გვირაბის აშენების შემდეგ

ამიტომ თამამად შეიძლება მოსაკრებელის გასამმაგება yes.gif

Posted by: ZEUS 27 Jan 2021, 10:44
QUOTE (vaxushtiii @ 27 Jan 2021, 09:04 )
TramwayMan
ვფიქრობ ამ გვირაბის მშენებლობას არ დააგვიანებენ, დროულად გაჭრიან და გახსნიან.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ თურქეთს და სომხეთს აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან მისასვლელი გზის ალტერნატივა გაუჩნდათ, ასე რომ გვირაბის დროულად დასრულება უკვე ეროვნული ინტერესია

რა გვრჩება სომხური ტრანზიტიდან ისეთი, რომ მაგის გამო მილიარდების გაღება და მითუმეტეს დაჩქარება ღირდეს...

Posted by: _GEORGIA_ 27 Jan 2021, 11:00
QUOTE (ZEUS @ 27 Jan 2021, 10:44 )
QUOTE (vaxushtiii @ 27 Jan 2021, 09:04 )
TramwayMan
ვფიქრობ ამ გვირაბის მშენებლობას არ დააგვიანებენ, დროულად გაჭრიან და გახსნიან.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ თურქეთს და სომხეთს აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან მისასვლელი გზის ალტერნატივა გაუჩნდათ, ასე რომ გვირაბის დროულად დასრულება უკვე ეროვნული ინტერესია

რა გვრჩება სომხური ტრანზიტიდან ისეთი, რომ მაგის გამო მილიარდების გაღება და მითუმეტეს დაჩქარება ღირდეს...

დღეს ალბათ 10 მილიონი პირდაპირი მოსაკრებელი, პლიუს არაპირდაპირ დატოვებული თანხა, კვება, საწვავი, ტექნიკური მომსახურება და ასე შემდეგ

გაზრდის შემთხვევაში 30 მილიონამდე წლიურად

მაგრამ მად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ინტერესია, ჩვენი მოსახლეობა და ტერიტორიები კავკასიონის ჩრდილოეთით, მაგალითად ათი დღე გზა ჩაკეტილი იყო სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა გზა იკეტება უმრავლეს შემთხვევაში საფრენი ამიდიც არ არის, ვერტმფრენით რომ გადაფრინე

აგერ ცხინვალს ვერ ვაკონტროლებთ თბილისთან ახლოს (დროებით) და იქ ესეთი ჩაკეტვის დროს რომ რამე ...

ისე რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიკვირს თავდაცვის სამინისტროს რატომ არ აქვს სამხედრო ბაზა სტეფანწმინდაში

Posted by: ZEUS 27 Jan 2021, 11:02
QUOTE (_GEORGIA_ @ 27 Jan 2021, 11:00 )
QUOTE (ZEUS @ 27 Jan 2021, 10:44 )
QUOTE (vaxushtiii @ 27 Jan 2021, 09:04 )
TramwayMan
ვფიქრობ ამ გვირაბის მშენებლობას არ დააგვიანებენ, დროულად გაჭრიან და გახსნიან.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდგომ თურქეთს და სომხეთს აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან მისასვლელი გზის ალტერნატივა გაუჩნდათ, ასე რომ გვირაბის დროულად დასრულება უკვე ეროვნული ინტერესია

რა გვრჩება სომხური ტრანზიტიდან ისეთი, რომ მაგის გამო მილიარდების გაღება და მითუმეტეს დაჩქარება ღირდეს...

დღეს ალბათ 10 მილიონი პირდაპირი მოსაკრებელი, პლიუს არაპირდაპირ დატოვებული თანხა, კვება, საწვავი, ტექნიკური მომსახურება და ასე შემდეგ

გაზრდის შემთხვევაში 30 მილიონამდე წლიურად

მაგრამ მად უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ინტერესია, ჩვენი მოსახლეობა და ტერიტორიები კავკასიონის ჩრდილოეთით, მაგალითად ათი დღე გზა ჩაკეტილი იყო სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა გზა იკეტება უმრავლეს შემთხვევაში საფრენი ამიდიც არ არის, ვერტმფრენით რომ გადაფრინე

აგერ ცხინვალს ვერ ვაკონტროლებთ თბილისთან ახლოს (დროებით) და იქ ესეთი ჩაკეტვის დროს რომ რამე ...

ისე რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიკვირს თავდაცვის სამინისტროს რატომ არ აქვს სამხედრო ბაზა სტეფანწმინდაში

რო რამე რუსეთი მაგ გვირაბს წამში დაასამარებს. შესაბამისად სამხედრო თვალსაზრისით გვირაბების თხრა არარაციონალური მგონია ამ ეტაპზე user.gif

Posted by: ნიკა 27 Jan 2021, 11:52
მთავარი სტრატეგიული პლიუსი ჩვენთვის ისაა რომ, უღელტეხილი აღარ დაიკეტება ყოველ ზამთარს გაურკვეველი დროით. და შედეგად მთელი მუნიციპალიტეტი არ იქნება მოწყვეტილი დნარჩენ ქვეყანას.
პლიუს ამას გუდაურის საკურორტო ზონას მოშორდება ამხელა ტრანზიტი.

Posted by: ZEUS 27 Jan 2021, 20:33
QUOTE (ნიკა @ 27 Jan 2021, 11:52 )
მთავარი სტრატეგიული პლიუსი ჩვენთვის ისაა რომ, უღელტეხილი აღარ დაიკეტება ყოველ ზამთარს გაურკვეველი დროით. და შედეგად მთელი მუნიციპალიტეტი არ იქნება მოწყვეტილი დნარჩენ ქვეყანას.
პლიუს ამას გუდაურის საკურორტო ზონას მოშორდება ამხელა ტრანზიტი.

კიბატონო. ეგაა ძირითადი ბენეფიტები .

Posted by: otokarcobra 27 Jan 2021, 21:38
ZEUS
ზეუს ფულს შეეშვი და რუსეთს. კოზირია სომხეთის საწინააღმდეგოდ. არ იცი რა დროს გამოგადგება და უნდა იყოს ეგ კოზირი.

რუსეთმა ეგ რომ დაასამაროს, სომხეთს იკიდებს ბოლომდე, იმიტო რო საქართველოზე გამავალი სამი გზიდან, ორი დასამატებული აქვს.

აზერ-თურქები კიდე როდის დას იზამენ ხზ. რგ არაა რუსეთზე დამოკიდებული, აზერები თურქების ტრაკით ბევრ რამეს დამოუკიდებლად წყვეტენ

Posted by: Metal_Head 28 Jan 2021, 00:30
თვეში მინიმუმ ერთხელ მიწევს მაგ მონაკვეთის გავლა სამსახურიდან გამომდინარე, სანამ გუდაურამდე მიხვალ მთაზე რო ადიხარ ყველაზე დედამოდღნული 180 გრადუასი მოსახვევები mad.gif

თიბიემი კაია რო ჩამოვიდა მარა თვითონ ეგ პროექტი როდის დასრულდება რას ამბობენ,, ჩინელები მუშაობენ ხო? მაშინ დიდი ხანი არ უნდა დაჭირდეთ, ვაბშემც ერთი - ორი თბიემი უნდა გვქონდეს უეჭველი დაგვჭირდება მაღალმთიან რეგიონებს რა დალევს საქართველოში.

Posted by: Kublicha 28 Jan 2021, 01:40
QUOTE
ერთი - ორი თბიემი უნდა გვქონდეს უეჭველი დაგვჭირდება მაღალმთიან რეგიონებს რა დალევს საქართველოში.

და მარკშეიდერი

Posted by: ushba 28 Jan 2021, 11:56
Metal_Head
თბიემის საშუალო სიჩქარეა 10 მეტრი დღეში. 9 კმ-ს გათხრას მოუნდებიან თუ არცერთ დღეს არ გააცდენენ 2.5 წელი. მერე კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, ალბათ 4 წელი დასჭირდება
თბიემებს აწყობენ ხოლმე კონკრეტულად ერთი პროექტისთვის. მეორედ მისი გამოყენება არ ხდება.

Posted by: ნიკა 28 Jan 2021, 13:19
QUOTE
მერე კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი

პარალელურად გააკეთებენ, თიბიემს რატომ უნდა ელოდონ?

Posted by: winrar 31 Jan 2021, 21:21
9 კილომეტრი კავკასიონი რომ აქვს გათხრილი თიბიემს ეგ ისეთია მანქანას რომ 500 000 აქვს გარბენი ალბათ gigi.gif

Posted by: vatman 31 Jan 2021, 22:27
დღეს ჩავუარე და თიბიემის ნაწილი უკვე მიტანილია თითქმის და ტრაილერებზე დატვირთული დგას.

ტრაილერების ამხელა რიგი არასოდეს არ მინახია, გუდაურამდე 3 ნაწილად არიან დაყოფილები, საწყლები user.gif

Posted by: _GEORGIA_ 31 Jan 2021, 23:49
აბა ვინ სწავლობდა ყველაზე კარგად

ამოცანა გვეკითხება რამდენი კუბური მეტრი ინერტული მასალა გამოვა გვირაბიდან რომლის დიამეტრი 15 მეტრი უნდა იყოს ხოლო სიგრძე 9 კილომეტრი?

სად აპირებენ ამ მასის დაყრას ან გამოყენებას?

გზის საფუძვლის მოსაწყობად მშვენიერი მასალა იქნება და კობი-ყაზბეგის გზის გაფართოებას შეიძლება მოხმარდეს

Posted by: winrar 1 Feb 2021, 00:01
QUOTE (_GEORGIA_ @ 31 Jan 2021, 23:49 )
აბა ვინ სწავლობდა ყველაზე კარგად

ამოცანა გვეკითხება რამდენი კუბური მეტრი ინერტული მასალა გამოვა გვირაბიდან რომლის დიამეტრი 15 მეტრი უნდა იყოს ხოლო სიგრძე 9 კილომეტრი?

შუაში გაჭრილი ცილინდრი რომ იყოს ადვილი დასათვლელია მაგრამ არ არის, მეტია.

Posted by: Kublicha 1 Feb 2021, 00:42
QUOTE
სად აპირებენ ამ მასის დაყრას ან გამოყენებას?
გზის საფუძვლის მოსაწყობად მშვენიერი მასალა იქნება და კობი-ყაზბეგის გზის გაფართოებას შეიძლება მოხმარდეს

მლეთადან გვირაბამდე ხომ არის გზა მოსაწყობი. რაღაც ნაწილი იმას დასჭირდება სავარაუდოდ

Posted by: ნიკა 1 Feb 2021, 10:51
Kublicha
მანდ კიდევ 3 თუ 4 გვირაბი იქნება biggrin.gif

Posted by: alea iacta est 1 Feb 2021, 15:36
ისე თუშეთშიც არ იქნებოდა ურიგო გვირაბის გაჭრა, მაგრად გამოაცოცხლებდა მაგ მხარეს და ზამთარში ჩაკეტილი არ იქნებოდა 7-8 თვე.

Posted by: Kublicha 1 Feb 2021, 15:48
QUOTE
ისე თუშეთშიც არ იქნებოდა ურიგო გვირაბის გაჭრა, მაგრად გამოაცოცხლებდა მაგ მხარეს და ზამთარში ჩაკეტილი არ იქნებოდა 7-8 თვე.

მანდ მთავარი პრობლემები უღელტეხილის იქით არის.
მდინარის შეგუბება, მეწყერები და ა.შ

ნუ სადაც გვირაბი იქნება, მაგის მოგვარებაც შეიძლება ცხადია

Posted by: ნიკა 1 Feb 2021, 19:10
თუშეთში ამხელა ტრაფიკი არაა. და გზის გაუმჯობესებას, და გვირაბის გაყვანას მეტი თუ არა არც ნაკლები დასჭირდება. დონორები მაგდენს არ მოგვცემენ.

ისე კი 2000 მეტრზე მაღლა რაცაა ყველაფერი იკეტება. ტიკმატშის უღელტეხილი თუ არ ვცდები 2100-2200-ზეა და ბევრად უფრო სტრატეგიულია მისი ზამთარში შენარჩუნება, რაც ხშირად ვერ ხერხდება. თოვლდამცავი გვირაბები მაინც უნდა გაკეთდეს მანდ.

Posted by: ZEUS 17 Feb 2021, 10:03
რიკოთზე ამ გვირაბის სათხრელი დანადგარის კოლონის უკან მოძრაობა იქნება ძლიერ სასიამოვნო.

user posted image

Posted by: ნიკა 17 Feb 2021, 10:18
ვაა, გაბარიტებში ჯდება? მეგონა გომი-საჩხერეთი წაიღებდნენ.

Posted by: ZEUS 17 Feb 2021, 11:23
QUOTE (ნიკა @ 17 Feb 2021, 10:18 )
ვაა, გაბარიტებში ჯდება? მეგონა გომი-საჩხერეი წაიღებდნენ.

შეიძლება გომი-საჩხერეცაა . მანდაც სიამოვნება იქნება ისე biggrin.gif

Posted by: winrar 19 Feb 2021, 10:24
QUOTE (ZEUS @ 17 Feb 2021, 10:03 )
რიკოთზე ამ გვირაბის სათხრელი დანადგარის კოლონის უკან მოძრაობა იქნება ძლიერ სასიამოვნო.

user posted image

ამის გუდაურში სერპანტინზე ატანა არ გინდა?! help.gif

Posted by: ZEUS 10 Jun 2021, 12:59
პიზდეეეეეეეც

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 10 Jun 2021, 14:47
მგონი გაეტია არა? biggrin.gif
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5534405186633537

Posted by: ZEUS 10 Jun 2021, 16:00
QUOTE (ნიკა @ 10 Jun 2021, 14:47 )
მგონი გაეტია არა? biggrin.gif
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5534405186633537

ალბათ რა. სხვანაირად ის გვირაბი უნდა დაშალონ, გამოდის.

Posted by: ქაფქიანა 10 Jun 2021, 16:13
_GEORGIA_

QUOTE
ამოცანა გვეკითხება რამდენი კუბური მეტრი ინერტული მასალა გამოვა გვირაბიდან რომლის დიამეტრი 15 მეტრი უნდა იყოს ხოლო სიგრძე 9 კილომეტრი?


იგივე პარამეტრებით, ოღონდ 1810 მ. სიგრძეზე მილიონ შვიდასი ათასი კუბი გვაქვს რიკოთზე.

Posted by: alea iacta est 10 Jun 2021, 16:47
ქაფქიანა
QUOTE
იგივე პარამეტრებით, ოღონდ 1810 მ. სიგრძეზე მილიონ შვიდასი ათასი კუბი გვაქვს რიკოთზე.

რაში გამოიყენება ეგ მასალა შემდგომში?

Posted by: idallgo 10 Jun 2021, 17:32
ეს ყველაფერი კარგი და თვითონ სამხედრო გზას არ აფართოებენ? არაგვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში უკვე ისეა მოძრაობა გადატვირთული, გზა რომ გადავკვეთო და ჩემს ეზოში შევიდე მანქანით. რაიმე სერიოზული მანევრი მჭირდება ან წრე უნდა დავარტყა რომ მოვტრიალდე... ავტობანზე რა რაოდენობის მანქანც მოძრაობს დასავლეთისკენ ლამის იმდენივე დადის მაგ გზაზე ნატახტრიდან მოყოლებული ჟინვალამდე... biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 10 Jun 2021, 17:40
idallgo

ნატახტარი-ჟინვალი ავტობანი იქნება. პროექტიც არსებობს და ყველაფერიც.


Posted by: _GEORGIA_ 10 Jun 2021, 17:48
QUOTE (ქაფქიანა @ 10 Jun 2021, 16:13 )
_GEORGIA_

QUOTE
ამოცანა გვეკითხება რამდენი კუბური მეტრი ინერტული მასალა გამოვა გვირაბიდან რომლის დიამეტრი 15 მეტრი უნდა იყოს ხოლო სიგრძე 9 კილომეტრი?


იგივე პარამეტრებით, ოღონდ 1810 მ. სიგრძეზე მილიონ შვიდასი ათასი კუბი გვაქვს რიკოთზე.

იგივე პარამეტრები, ანუ დიამეტრი 15 მეტრი? მად ხომ უფრო ვიწრო გვირაბი გაგყავთ?

Posted by: ნიკა 11 Jun 2021, 14:33
ახალი ფოტოები, ტექსტს გადმოვაკოპირებ
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5539115119495877

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

ესეც ვიძიო
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/123998959762664/

Posted by: Fabian 22 Jul 2021, 10:56
ღმერთი არს ჩვენთან
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ZEUS 22 Jul 2021, 14:39
ისე, სადაც ამხელა და ამსიგანე გვირაბს თხრიან, არ შეეძლოთ ბარემ ოთხზოლიანი გაეკეთებინათ?

Posted by: Kublicha 22 Jul 2021, 14:44
Fabian
პირველ ფოტოზე თიბიემის ნაწილია თუ ხიდებს რომ აკეთებს ის დანადგარია?

Posted by: ZEUS 22 Jul 2021, 23:08
QUOTE (Kublicha @ 22 Jul 2021, 14:44 )
Fabian
პირველ ფოტოზე თიბიემის ნაწილია თუ ხიდებს რომ აკეთებს ის დანადგარია?

თიბიემის უკანა ნაწილია. ღორღი სადაც გამოდის.

Posted by: GEORGIA007 29 Jul 2021, 03:05
QUOTE

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

ესეც ვიძიო
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/123998959762664/

არის წინსვლა?

Posted by: black_mamba24 15 Aug 2021, 15:44
რა ხდება, დაიწყო იმ ტრანსფორმერმა გვირაბის გათხრა? ისე ზამთარში მანდ მუშაობა კაი ტანჯვა იქნება.

Posted by: internazionale 17 Aug 2021, 13:08
user posted image
ეს რამხელა რაღაცა აუწყვიათ.

Posted by: winrar 17 Aug 2021, 13:30
რით ვეღარ შეაყოფინეს ამათ კიდე. გავიდა ნახევარი წელი.

Posted by: ZEUS 17 Aug 2021, 13:32
QUOTE (winrar @ 17 Aug 2021, 13:30 )
რით ვეღარ შეაყოფინეს ამათ კიდე. გავიდა ნახევარი წელი.

lol.gif სექტემბერში შევაყოფინებთო. ახლა საცდელად ჩართეს.

Posted by: 088 17 Aug 2021, 14:08
QUOTE
რით ვეღარ შეაყოფინეს ამათ კიდე. გავიდა ნახევარი წელი


შეყოფის მერე რომ შიგ გაეჭედოთ რა ეშველებათ biggrin.gif

Posted by: winrar 17 Aug 2021, 15:40
QUOTE (088 @ 17 Aug 2021, 14:08 )
QUOTE
რით ვეღარ შეაყოფინეს ამათ კიდე. გავიდა ნახევარი წელი


შეყოფის მერე რომ შიგ გაეჭედოთ რა ეშველებათ biggrin.gif

იქვე ტოვებენ, მართლა ოღონდ yes.gif

_________________________________

Posted by: ივანიჩ 19 Aug 2021, 11:13
ეხლა სატესტოდ შეაყოფინეს და წარმატებით biggrin.gif

Posted by: sha 20 Aug 2021, 20:14
QUOTE (Fabian @ 22 Jul 2021, 10:56 )

user posted image


ეს ვერ მივხვდი რა ადგილია.
კობთან მსგავსს არ უნდა თხრიდნენ არაფერს და..
ვითომ მეორე მხარეს, ქვეშეთთან ხიდიდან შემავალი ტუნელის გამოსასვლელია?


Posted by: ნიკა 21 Aug 2021, 19:50
sha
QUOTE
ვითომ მეორე მხარეს, ქვეშეთთან ხიდიდან შემავალი ტუნელის გამოსასვლელია?

უკანა ფონზე მთაბით თითქოს წააგავს. წკერესთან ეგეთი ადგილი არ მახსენდება უკან რომ ხეობა ასე მკვეთრად უხვევდეს.

Posted by: ნიკა 10 Sep 2021, 13:34
ჩეირთო
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/564994501291319/

Posted by: ZEUS 10 Sep 2021, 13:57
შეაყოფინეს? biggrin.gif

Posted by: sha 10 Sep 2021, 14:08
https://www.facebook.com/watch/live/?v=564994501291319&ref=watch_permalink

ნატახტარის შემოვლითი გზის ან მერე ჟინვალიდან ქვეშეთამდე რა პროექტია ხომ არ გეგულებათ სადმე?
აქვე ლაპარაკობს არშა-სტეფანწმინდა-გველეთზე და რას აპირებენ ნეტა? დარიალის არსებულ გზას ვერ გააფართოებენ იმჰო, და ქვემოთ თერგთან ხო არ აპირებენ ჩინურ ბურჯებზე რამეს? rolleyes.gif



Posted by: ZEUS 10 Sep 2021, 16:49
ერთი უცნაური შეკითხვა გამიჩნდა. ეგ დანადგარი სულ პირდაპირ სთხრის, თუ მოხვევაც შეუძლია? ანუ მთელი 9 კმ პირდაპირი გვირაბი იქნება?

Posted by: donrobita 10 Sep 2021, 17:00
QUOTE (ZEUS @ 10 Sep 2021, 16:49 )
ერთი უცნაური შეკითხვა გამიჩნდა. ეგ დანადგარი სულ პირდაპირ სთხრის, თუ მოხვევაც შეუძლია? ანუ მთელი 9 კმ პირდაპირი გვირაბი იქნება?

პირდაპირ მიდის. რუკაზეც პირდაპირ აჩვენებს. აქ დაიწერა შიგ ტოვებენო და რატო?

ბოლოში რო გავა ვერ დაშლიან?

აქ ხო აღმართზე და დაღმართზე არ უწევს სვლა. რა უშლის ხელს რო დაშალონ ბოლოში და სადმე თუ დაჭირდებათ ახლიდან ააწყონ?

Posted by: rommel 10 Sep 2021, 17:05
donrobita
შიგ ტოვებენ თუ გაფუჭდა smile.gif

ვინ დატოვებს? ან რატომ უნდა დატოვო? ან როგორ უნდა დატოვო? მეორე მხარეს გასულს უკან ხომ არ შეაბრუნებენ smile.gif

Posted by: Kublicha 10 Sep 2021, 17:37
donrobita
QUOTE
ქ დაიწერა შიგ ტოვებენო და რატო?

იმიტომ რომ, სანამ წინა მექანიზმები თხრის,უკანა მექანიზმებს უკვე ჩამოსხმული აქვს ბეტონი გვირაბის ნახევარრკალზე. ბეტონჩასხმული გვირაბის დიამეტრი ცხადია ნაკლებია, ვიდრე უშუალოდ გაჭრილი გვირაბის.
შესაბამისად ორი ვარიანტია: ან უნდა გავიდეს ბოლომდე, ან უნდა მთელი ეს ბეტონი, რაც ჩაასხა ამოამტვრიონ, რომ უკან გამოეტიოს. თუ პატარა მანძილი აქვს გავლილი მოანგრევენ ბეტონს და გამოიტანენ, მაგრამ თუ დიდი მანძილია იმდენად ძვირი ჯდება რომ არ ღირს და ტოვებენ.

Posted by: ქაფქიანა 10 Sep 2021, 22:30
როგორც წესი, მსგავს მექანიზმებს სამუდამოდ ტოვებენ გათხრის ადგილას. ერთჯერადი მოხმარებისაა, ასე ვთქვათ. რაც უფრო გრძელია გვირაბი, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ სამუდამოდ დარჩება. თითზე ჩამოსათვლელია გამოტანის მსოფლიო პრეცედენტები. მგონი, მარტო გაერთიანებულმა საამიროებმა, ომანმა და სამხრეთ კორეამ გამოიტანეს.

Posted by: winrar 10 Sep 2021, 23:11
ომანი და კორეა არ ვიცი მაგრამ აქ თუ ჩატოვეს ადგილობრივი მეჯართეები სულ მხარზე გადებულს გამოიტანენ, ვინ რას დატოვებს gigi.gif

Posted by: rommel 10 Sep 2021, 23:40
ქაფქიანა
ჩვენ რა შეგვიშლის ხელს რომ გამოვიტანოთ?

ჰაერივით გვჭირდება ეგ მანქანა.

Posted by: Kublicha 11 Sep 2021, 02:55
QUOTE
ჩვენ რა შეგვიშლის ხელს რომ გამოვიტანოთ

ფიზიკის კანონები

Posted by: sha 11 Sep 2021, 06:52
კობიდან შედის და წკერესთან გამოდის. თუ გამოვა შიგ როგორღა ჩატოვებენ?

Posted by: rommel 11 Sep 2021, 08:41
Kublicha
QUOTE

QUOTE
ჩვენ რა შეგვიშლის ხელს რომ გამოვიტანოთ

ფიზიკის კანონები

ფიზიკის კანონები ფოთიდან კობამდე არ მოქმედებს?
* * *
ამ 15 მეტრის მუღამი ვერ გავიგე. ორი ზოლისთვის ბევრია, ოთხისთვის ცოტა. ნეტა მონაცვლეობით ხომ არ იქნება ცალმხრივი მოძრაობა

Posted by: Kublicha 11 Sep 2021, 12:04
კაცო, რატო უნდა დატოვონ.
ეგ იმ თეორიულ შემთხვევაზეა საუბარი თუ გაფუჭდა და თანაც ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება

QUOTE
ამ 15 მეტრის მუღამი ვერ გავიგე. ორი ზოლისთვის ბევრია, ოთხისთვის

ალბათ ასე: თითო მიმართულებით 1 ცალი 4 მეტრიანი ზოლი და 1 ცალი 3 მეტრიანი ავარიული ზოლი ნაპირებში.
ეს არის 14. და შუაში გამყოფი ზოლი იქნება 1 მეტრი, როგორც რობაქიძეზეა

Posted by: eleqtro 11 Sep 2021, 13:30
მე როგორც მესმის შიგნით ტოვებენ იმ შემთხვევებში, როცა 2 მუშაობს ერთმანეთის შემხვედრ მიმართულებებზე. შესაბამისად შუაში მყოფი მანქანების გარეთ გამოტანა სავარაუდოდ ძვირი და რთული საქმეა. თუ ერთმა თავიდან ბოლომდე გათხარა, დასატოვებელი სად და რაღაა?

Posted by: ნიკა 11 Sep 2021, 13:48
Kublicha
QUOTE
ალბათ ასე: თითო მიმართულებით 1 ცალი 4 მეტრიანი ზოლი და 1 ცალი 3 მეტრიანი ავარიული ზოლი ნაპირებში.
ეს არის 14. და შუაში გამყოფი ზოლი იქნება 1 მეტრი, როგორც რობაქიძეზეა

ვიდეორენდერზე ასე ჩანს ეგ გვირაბი.

user posted image

Posted by: Kublicha 11 Sep 2021, 14:01
QUOTE
ვიდეორენდერზე ასე ჩანს ეგ გვირაბი.

ზუსტად ისე ყოფილა, როგორც ვთქვი, უბრალოდ ავარიული ზოლი ნაწილობრივ ტროტუარად ყოფილა


Posted by: Tocadero 11 Sep 2021, 14:12
ნიკა

ზემოდან კალაძის გიფსო იქნება ცვეტში yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: Metal_Head 11 Sep 2021, 14:31
ისე ეგ გვირაბმთხრელი რომც გამოვიყვანოთ და დავშალოთ, მერე კიდე შეგვიძლია ხო რომ გამოვიყენოთ ? და თეორიაში კიდე სად იქნება გამოყენებული გვირაბის გასათხრელად, 10 კმ მდე და მეტი სიგრძის გვირაბი არის გეგმაში რომელიმე პროექტში რომელიც ცნობილია?

Posted by: ZEUS 11 Sep 2021, 15:10
QUOTE (Metal_Head @ 11 Sep 2021, 14:31 )
ისე ეგ გვირაბმთხრელი რომც გამოვიყვანოთ და დავშალოთ, მერე კიდე შეგვიძლია ხო რომ გამოვიყენოთ ? და თეორიაში კიდე სად იქნება გამოყენებული გვირაბის გასათხრელად, 10 კმ მდე და მეტი სიგრძის გვირაბი არის გეგმაში რომელიმე პროექტში რომელიც ცნობილია?

გომბორის ქვეშ შეიძლება გაკეთდეს იდეაში.
* * *
აგერ გვირაბის ტექნიკური მახასიათებლები. ყოველ ნახევარ კილომეტრში იქნება პარალელურად მიმავალ ავარიულ გვირაბთან შეერთება.

user posted image

Posted by: rommel 11 Sep 2021, 21:06
QUOTE
კაცო, რატო უნდა დატოვონ.
ეგ იმ თეორიულ შემთხვევაზეა საუბარი თუ გაფუჭდა და თანაც ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება

რას გადაეკიდეთ ამ გაფუჭებას. ნუ ითარსებით smile.gif

ეგ თუ გაფუჭდა გამოტანა კი არა ამ პროექტის საერთოდ დავიწყება მოგვიწევს დიდი ხნით.

ZEUS
QUOTE
აგერ გვირაბის ტექნიკური მახასიათებლები.

კარგი ინფო დადე, მადლობა.

პ.ს.-მგონი პიზდეცი აიწევა მაგ გვირაბში

Posted by: Fabian 11 Sep 2021, 21:28
rommel
QUOTE
რას გადაეკიდეთ ამ გაფუჭებას. ნუ ითარსებით

+1

სოციალურ ქსელებში სერიოზული დაკადაკა მიდის ამ გვირაბის გამო.
ამ რუსული ტანკების შიშით გვირაბი ვერ გაგვიყვანია facepalm.gif facepalm.gif

არადა რჩყ უნდათ რუსებს ეგ გვირაბი როცა აგერ შიდა ქართლის ვაკეზე არიან შემოჭრილები...

Posted by: TUZI_MAQCIA 11 Sep 2021, 21:36
რათ უნდათ ეგ გვირაბი რუსებს ხალხნოო ისეთი ბაზარი მიდის საფრთხე თითქოს მანდედან მოდიოდეს მარტო ვინც მაგ თემაზე ატრაკებს რომ ტანკები შემოვლიანო უბრალოდ IQ 0. საქართველოს რუკა წარმოსახვითაც არ იციან ტიპებმა და ეს გვირაბი როარ იყოს ისე ხო რასამბობბ დედასუტყნავთ რუსეთს biggrin.gif რაც მეტი ინფრასტრუქტურა განვითარდება რესპექტ!!! იმედია ახალქალაქი - ბათუმის ჩქაროსნული მალე გაკეთდება სომხებისთვისაც !!!!

Posted by: Tocadero 11 Sep 2021, 22:42
TUZI_MAQCIA

ვერ იტყვი

აი შვეიცარიელებს ყველა ესტაკადა გვირაბი რაც ქვეყანაში შედის დანაღმული აქვთ

ანუ დანაღმისთვის კი არაა გამზადებული არამედ დანაღმულია

ყველა ოჯაქხს აქვს ბუნკერი - თავშესაფარი

ახლა აიქიუ ვის აქვს დაბალი შენთვითონ შეაფასე

ჩვენთან ბუნკერებბი სარდაფებად და სანაგვეებად აქციეს

Posted by: otokarcobra 11 Sep 2021, 23:00
QUOTE (Tocadero @ 11 Sep 2021, 22:42 )
TUZI_MAQCIA

ვერ იტყვი

აი შვეიცარიელებს ყველა ესტაკადა გვირაბი რაც ქვეყანაში შედის დანაღმული აქვთ

ანუ დანაღმისთვის კი არაა გამზადებული არამედ დანაღმულია

ყველა ოჯაქხს აქვს ბუნკერი - თავშესაფარი

ახლა აიქიუ ვის აქვს დაბალი შენთვითონ შეაფასე

ჩვენთან ბუნკერებბი სარდაფებად და სანაგვეებად აქციეს

ძძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო შვეიცარიის თავდაცვის სიტემაზე, მაგრამ რატომ მესმის ეს პირველად?

სად წაიკითხე შეგიძლია ჩამილინკო ან მიმითითო?

Posted by: TUZI_MAQCIA 13 Sep 2021, 01:15
QUOTE (otokarcobra @ 11 Sep 2021, 23:00 )
QUOTE (Tocadero @ 11 Sep 2021, 22:42 )
TUZI_MAQCIA

ვერ  იტყვი

აი შვეიცარიელებს ყველა ესტაკადა გვირაბი რაც ქვეყანაში შედის დანაღმული აქვთ

ანუ დანაღმისთვის კი არაა გამზადებული არამედ დანაღმულია

ყველა ოჯაქხს აქვს ბუნკერი - თავშესაფარი

ახლა აიქიუ ვის აქვს დაბალი შენთვითონ შეაფასე

ჩვენთან ბუნკერებბი სარდაფებად და სანაგვეებად აქციეს

ძძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო შვეიცარიის თავდაცვის სიტემაზე, მაგრამ რატომ მესმის ეს პირველად?

სად წაიკითხე შეგიძლია ჩამილინკო ან მიმითითო?

სად შვეიცაირია სად საქართველო ?
რატომ ადარებ ცას და დედამიწას ერთმანეთს ?
შვეიცარიაში რამე რომ მოხდეს იმდენი აქტივია ყველას ტრაკი აეწვება და იმ წამსვე 3 მსოფლიო დაიწყება !!!
და აქ სულ რომ გრადებით გადაგვხნას გინდ რუსეთმა შენი აზრით ბუნკერი გიშველის , აშშ თუ ეუროკავშირ ნატოს შეშფოთება ? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ამის გაგება ნუთუ ესეთი რთულია ? გაკეთდეს თუ რამე გაკეთდება ამას ხელი როგორ უნდა შეუშალო ან რატომ არ უნდა გინდოდეს გაკეთება .

Posted by: JSB14BSJ 13 Sep 2021, 09:48
Tocadero
QUOTE
აი შვეიცარიელებს ყველა ესტაკადა გვირაბი რაც ქვეყანაში შედის დანაღმული აქვთ

ანუ დანაღმისთვის კი არაა გამზადებული არამედ დანაღმულია


შეგიძლია წყარო მოიხმო?

Posted by: ნიკა 6 Oct 2021, 11:22
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6124240597649990/

TBM დღევანდელი მდგომარეობით

user posted image

Posted by: ZEUS 6 Oct 2021, 12:30
ნიკა
QUOTE

TBM დღევანდელი მდგომარეობით

შეაყოფინეს და გააჩერეს? მეგონა მეტი იქნებოდა პროგრესი. მემგონი ერთ თვეზე მეტი გავიდა ჩართვიდან.

Posted by: rommel 16 Nov 2021, 16:56
რომ ნერვიულობდით, შეუყვიათ საკაიფოდ, განსაკუთრებით პატარა გვირაბში.

Posted by: zazamos 16 Nov 2021, 20:33
otokarcobra
TUZI_MAQCIA
QUOTE
ყველა ესტაკადა გვირაბი რაც ქვეყანაში შედის დანაღმული აქვთ

მართლა დაუნაღმავთ სამოცდათან წლებში და 1991-დან 2014 წლამდე განაღმვას მოუნდნენ. მოკლედ 2014 წლის დეკემბრიდან აღარაა დანაღმული.
https://lenta.ru/news/2015/01/04/switzerland/
https://www.rts.ch/info/suisse/6426687-les-ponts-et-les-tunnels-suisses-ne-sont-plus-pieges-a-l-aide-d-explosifs.html

Posted by: Delvaux 17 Nov 2021, 08:53
180 მეტრის გაბურღვა ნიშნავს ბურღვითი სამუშაოების 2%-ზე ნაკლების შესრულებას.

Posted by: donrobita 17 Nov 2021, 10:18
დღეში 8 მეტრიო

ამ ტემპით 1100 დღე უნდა

გავაორმაგებთო, მარა რაცხა მეეჭვება


Posted by: idallgo 17 Nov 2021, 10:44
ისე მცხეთა-ჟინვალის ავტობანზე ჯერ არაა საუბარი? შაბათ-კვირას ისეა გადატვირთული მოძრაობა, თბილისისკენ მომავალ გზაზე საცობი ნატახტრიდან იწყება უკვე... სახლის ეზოში მანქანის შეყვანა-გამოყვანაზეა უკვე პრობლემა ხოლმე... ერთხელ ვერც შევედი და სადღაც შორს მომიწია მაგ საცობის გამო გაჩერება.

Posted by: Fabian 17 Nov 2021, 11:13
idallgo
QUOTE
ისე მცხეთა-ჟინვალის ავტობანზე ჯერ არაა საუბარი?

დაპროექტებულია საგურამო-ჟინვალის ავტობანი

Posted by: rommel 17 Nov 2021, 11:37
donrobita
QUOTE
დღეში 8 მეტრიო

ამ ტემპით 1100 დღე უნდა

გავაორმაგებთო, მარა რაცხა მეეჭვება


3 წელი აქვთ ვადა, ამ ტემპითაც კი ეტევიან.

Posted by: Beka_g 17 Nov 2021, 11:56
QUOTE (rommel @ 17 Nov 2021, 10:37 )
donrobita
QUOTE
დღეში 8 მეტრიო

ამ ტემპით 1100 დღე უნდა

გავაორმაგებთო, მარა რაცხა მეეჭვება


3 წელი აქვთ ვადა, ამ ტემპითაც კი ეტევიან.

ამ ტემპით, რომ ჩაეტიონ, გაუთვალისწინებელი დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ და კვირაში შვიდი დღე უნდა იმუშაონ.

Posted by: rommel 17 Nov 2021, 12:13
QUOTE
ამ ტემპით, რომ ჩაეტიონ, გაუთვალისწინებელი დაბრკოლება არ უნდა შეექმნათ და კვირაში შვიდი დღე უნდა იმუშაონ.

იმუშაონ მერე smile.gif



ისე რა კარგი სანახავი იქნება. დეპარტამენტს რომ მივწეროთ არ წაგვიყვანენ პატარა ჯგუფს? ვუთხრათ თქვენი ფანკლუბი გვაქვსო smile.gif

Posted by: Delvaux 17 Nov 2021, 14:44
ეგ 1100 დღე მარტო ბურღვა გამოდის, ბურღვის შემდეგ მოწყობა, ვინტილაცია-კონდიცირება, ასფალტის დასხმა, ელექტრობა და ა.შ.

Posted by: winrar 17 Nov 2021, 14:50
და რომ შევა 5-6 კილომეტრით სიღრმეში ნელ-ნელა რომ მიყვნენ რაღაც სამუშაოებით ვერა? თუ მაინცდამაინც ორპირი ქარი უნდა იყოს?

Posted by: ZEUS 17 Nov 2021, 16:25
winrar
QUOTE
თუ მაინცდამაინც ორპირი ქარი უნდა იყოს?

lol.gif lol.gif

Posted by: rommel 17 Nov 2021, 16:57
QUOTE
ეგ 1100 დღე მარტო ბურღვა გამოდის, ბურღვის შემდეგ მოწყობა, ვინტილაცია-კონდიცირება, ასფალტის დასხმა, ელექტრობა და ა.შ.

ყველაზე მთავარი ბურღვა და მოპირკეთება ერთდროულად მიმდინარეობს. რაც ჩამოთვალე მაგის გაკეთებას სულ არ ჭირდება მეორე მხარეს გამოსვლა. მიყვებიან პარალელურ რეჟიმში.

Posted by: ნიკა 17 Dec 2021, 12:07
მოვიდა ზამთარი

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
აღნიშნულ მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6521536551253724

Posted by: ნიკა 20 Dec 2021, 10:19
"ვარესი" მოთოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.550335641707208/6546266692114043/

ფოტოს ყურადღებას ნუ მიაქცევთ wink.gif

Posted by: da_to 20 Dec 2021, 10:23
ნიკა
QUOTE
ფოტოს ყურადღებას ნუ მიაქცევთ


მაგრა უბერავენ ეგენი რა biggrin.gif

ამასწინათ მესტიის გზაზე მეწყერი რომ იყო, თოვლის სურათი ედოთ გზა დაიკეატაო biggrin.gif

Posted by: N_E_M_O 21 Dec 2021, 02:40
QUOTE
დაპროექტებულია საგურამო-ჟინვალის ავტობანი


პტოექყი სად ვნახო ხო არ იცი? ვერსად ვიპოვე

Posted by: sha 5 Jan 2022, 10:54
ფეისბუკიდან:

ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road
November 18, 2021
** ამ ეტაპზე მთავარ გვირაბში უკვე გაბურღულია 180 მეტრი , ხოლო საევაკუაციო გვირაბი უკვე 2 კმ-მდეა გაყვანილი.

ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road
January 5, 2022
** საევაკუაციო გვირაბი. სამუშაოების დაწყების დღიდან ამ დრომდე გაბურღულია 2200 მეტრი.
TBM-ით. 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრის დიამეტრის გვირაბის უკვე 200 მეტრია გაბურღული.

18 ნოემბრიდან დღემდე ძირითად ტუნელზე 20 მეტრზე მეტი ვერ გაბურღეს? რაღაც შეფერხება ქონდათ ეტყობა.

Posted by: Fabian 6 Jan 2022, 18:14
ამ ეტაპზე, პირველ ლოტზე, ანუ წკერე-კობის მონაკვეთზე მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა. სამუშაოების დაწყების დღიდან ამ დრომდე გაბურღულია 2370 მეტრი.

Posted by: ZEUS 7 Jan 2022, 11:54
QUOTE (Fabian @ 6 Jan 2022, 18:14 )
ამ ეტაპზე, პირველ ლოტზე, ანუ წკერე-კობის მონაკვეთზე მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა. სამუშაოების დაწყების დღიდან ამ დრომდე გაბურღულია 2370 მეტრი.

მაგას ძაან ყოჩაღად ბურღავენ როგორც ჩანს smile.gif

Posted by: Jedi Warrior 5 Feb 2022, 09:46
QUOTE (N_E_M_O @ 21 Dec 2021, 02:40 )
QUOTE
დაპროექტებულია საგურამო-ჟინვალის ავტობანი


პტოექყი სად ვნახო ხო არ იცი? ვერსად ვიპოვე

ვერც მე ვერ ვიპოვე საბოლოო სახით ეს პროექტი - მგონი მარცხენა მხარის სოფლებში ატარებენ, მაგრამ იქ მოსახლეობა აპტროტესტებდა

Posted by: iviko18 18 Feb 2022, 10:11
QUOTE
ქვეშეთი-კობის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის მთავარ გვირაბში TBM-ით უკვე 770 მეტრი გაბურღულია და მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი

პარალელურ რეჟიმში, საევაკუაციო გვირაბში მიმდინარეობს ბურღვითი და დროებითი სამაგრის მოწყობის სამუშაოები

ამ დროისთვის საევაკუაციო გვირაბში გაბურღულია 2644 მეტრი


up.gif

Posted by: emre 6 Apr 2022, 23:53
რა ლამაზადაა ჩამოსხმული კედლები

user posted image

user posted image

Posted by: ZEUS 30 Aug 2022, 23:47
3 კილომეტრს გაცდა TBM-იო. 2024-ში მოვრჩებითო, თუ გამოწვევები არ იქნაო.


Posted by: loretashiri 3 Sep 2022, 22:14
QUOTE
დაპროექტებულია საგურამო-ჟინვალის ავტობანი


პტოექყი სად ვნახო ხო არ იცი? ვერსად ვიპოვე

ვერც მე ვერ ვიპოვე საბოლოო სახით ეს პროექტი - მგონი მარცხენა მხარის სოფლებში ატარებენ,

მეც ვეძებ და ვერაფერი ვნახე

Posted by: ნიკა 13 Sep 2022, 10:41
საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გაყვანის სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/468351715003586/

Posted by: winrar 13 Sep 2022, 12:45
QUOTE (ZEUS @ 30 Aug 2022, 23:47 )
3 კილომეტრს გაცდა TBM-იო. 2024-ში მოვრჩებითო, თუ გამოწვევები არ იქნაო.


მაგ სიღრმეში გამოწვევა ვეღარ ცოცხლობს უკვე, შანსი არაა რომ შეხვდეთ gigi.gif

Posted by: ZEUS 11 Nov 2022, 22:06
რა დალოცვილი რამეა ეს TBM. 9 კილომეტრიდან 4 კილომეტრი უკვე გაუთხრიათ და მოუსახიათ.


Posted by: Delvaux 7 Dec 2022, 10:31
გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:
გვირაბი #1 - ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს ორივე მხრიდან. ამ დროისთვის ჯამში 510 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)
გვირაბი #2 - მიმდინარეობს პორტალის მოწყობის სამუშაოები.
გვირაბი #3 - ამ დროისთვის გაბურღულია 130 მეტრი. (388მ-დან).
ხიდი #2 - მიმდინარეობს ბურჯების მშენებლობა.
ხიდი #3 - მიმდინარეობს ფუნდამენტის ხიმინჯების ბურღვისა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.


ესეც 29 ნოემბრის ინფორმაცია ძირითად გვირაბზე:

ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 45%-მეტი, 4 216 მეტრია უკვე გაბურღული.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 3560 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Posted by: ნიკა 7 Dec 2022, 23:52
20 ნოემბრის მდგომარეობა თანამგზავრიდან.
https://apps.sentinel-hub.com/eo-browser/?zoom=14&lat=42.44369&lng=44.52304&themeId=DEFAULT-THEME&visualizationUrl=https%3A%2F%2Fservices.sentinel-hub.com%2Fogc%2Fwms%2Fbd86bcc0-f318-402b-a145-015f85b9427e&datasetId=S2L2A&fromTime=2022-11-20T00%3A00%3A00.000Z&toTime=2022-11-20T23%3A59%3A59.999Z&layerId=1_TRUE_COLOR&demSource3D=%22MAPZEN%22

Posted by: donrobita 8 Dec 2022, 09:14
QUOTE (Delvaux @ 7 Dec 2022, 10:31 )
ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 45%-მეტი, 4 216 მეტრია უკვე გაბურღული.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის  3560 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.

არადა მთავარი გვირაბის გაყვანა რო დაიწყეს საევაკუაციო გვირაბი 2 კილომეტრამდე ქონდათ გაყვანილი, თითქმის სამჯერ სწრაფად თხრის როგორც ჩანს TBM (პლუს მოპირქეთება). ასეთი ტემპით 2024-ში მართლა მორჩება ძირითადი გვირაბი და საევაკუაციო 5კმ-მდეც არ იქნება მისული facepalm.gif

Posted by: GEORGIA007 20 Mar 2023, 17:24
QUOTE
მთავარი გვირაბის გაყვანა რო დაიწყეს საევაკუაციო გვირაბი 2 კილომეტრამდე ქონდათ გაყვანილი, თითქმის სამჯერ სწრაფად თხრის როგორც ჩანს TBM (პლუს მოპირქეთება). ასეთი ტემპით 2024-ში მართლა მორჩება ძირითადი გვირაბი და საევაკუაციო 5კმ-მდეც არ იქნება მისული

Daforsajebaa sajiro

Posted by: Delvaux 22 Mar 2023, 08:37
ხო არ ვიცით რამდენი მეტრია გაბურღული? ნოემბრის ბოლოს თუ 4216 მეტრი იყო გაბურღულიწესით 6,000 მეტრზე უნდა იყვნენ შესულები.
* * *
გვიპასუხეს ოპერატიულად :

- ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
- ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 5470 მეტრია უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4175 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Posted by: ZEUS 22 Mar 2023, 13:15
Delvaux
ეგ რომ გიპასუხეს კარგია, მაგრამ მაგის გარდა დანარჩენი ხიდები და გზები შემდება მანდ მისასვლელი და მანდედან გამოსასვლელი?
თუ დაგვრჩება ეგ გვირაბი ოხრად რამოდენიმე წელი? smile.gif

Posted by: JSB14BSJ 22 Mar 2023, 13:33
რო მახსენდება, რო ვცხოვრობ ქვეყანაში (ქვეყანაში და არა სახელმწიფოში), სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ნაწილს, ეკონომიკურ საქმიანობას, წარმოების დარგს და ა. შ. ყველაფერს კანონი კი არა, როგორც ღირსეულ ველურებს შეეფერება, ბაზარი არეგულირებს - იყიდე მოწამლული პური, მოიწამლე და გარდაიცვალე, სხვები დაინახავენ და შეეშინდებათ და იმ პურს აღარ გაეკარებიან და ეგ პურიც ბაზრიდან განიდევნება (ბენდუქიძის ლოგიკა) - და არ არსებობს არავითარი კანონისმიერი დანაწესი, რეგლამენტი, მომეტებული რისკის ობიექტების მართვის ოქმი, ტექნიკური რეგლამენტი, შრომის დაცვა და ა. შ., ზუსტად ერთადერთი ის ვიცი, რო ჩემი ფეხი არ იქნება მაგ გვირაბში. ვივლი ისევ ისე და მაგ გვირაბით სატვირთოები ივლიან და სამხედრო გზას განტვირთავენ.

ბავშვები რო დაიწვნენ სასტუმროში და რა? ჩემი ნოდარ მელაძე, ეგ სასტუმროები ისევ ისევე აგრძელებენ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველად მუშაობას.

გუდაურში 10 წლის წინ საბაგირო გამოვიდა მწყობრიდან და რა? რამე რეგულაცია იქნა მიღებული? არაფერი.

ხალხი გადავარდა მაღლივთან რაღაც ექსტრემალური თოკებით - იმიტომ, რომ მომეტებული რისკის ობიექტს ბაზარი არეგულირებდა და არა კანონი - და რა? სისხლის საქმე დაიწყო და მაყუთი აახიეს, მეტი არაფერი. ეგ საქმიანობა არც კანონს დაექვემდებარა და არც რეგულირებას.

ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა, იურისტების ჯგუფმა მოამზადა კვალიფიციური დასკვნა (უსუფაშვილის, ხმალაძის და ტყვიაველი მეტყევე ირაკლა ტერ-ოქრუჲანცის დონის ვაიიურისტები არ წარმოიდგინოთ) და თანამდებობის ტიპი და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე სინქრონში მეკითხებიან: რა სისულელეა, სამუშაოები რო უსაფრთხოდ და წესიერად უნდა გაკეთდეს და ესა და ის უნდა დაცულ იქნას, ეგ რა, კანონში უნდა ეწეროსო? ჩმდდშვც ბიჭო არაა საკმარისიო? აქ ტრაგედია ის კი არაა, რო თანამდებობის პირი ამას მეკითხება (რომელსაც სახელმწიფოს გაპრავება აქვს დავალებული), არამედ სწორედ ის, რო რიგითი ადამიანიც კი გულწრფელი გაკვირვებით მეკითხება ამას - რა საჭიროა კანონი და რეგულირება...

ან გაზზე რეები ხდებოდა და ხდება, ან ლიფტებზე... ან ეს რიონზე ხიდი... უბედურება ის კი არაა, რო ხდება, უბედურება ისაა, რო 1 კაცი არ სვამს სწორად შეკითხვას.

Posted by: GEORGIA007 22 Mar 2023, 17:02
QUOTE
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
- ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 5470 მეტრია უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4175 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება

Good

Posted by: Tocadero 22 Mar 2023, 22:02
რა ჯანდაბათ გაყავთ ეგ გვირაბი ვერ გავიგე?? საერთოდ დავკეტავდი მაგ გზას სანამ სამაჩაბლოს არ დააბრუნებდნენ ღორები

Posted by: Delvaux 23 Mar 2023, 12:58
QUOTE (Tocadero @ 22 Mar 2023, 22:02 )
რა ჯანდაბათ გაყავთ ეგ გვირაბი ვერ გავიგე?? საერთოდ დავკეტავდი მაგ გზას სანამ სამაჩაბლოს არ დააბრუნებდნენ ღორები

ეგ გზა გადის კობში, სტფანწმინდას და ხევს აკავშირებს საქართველოს ბართან.

თუ სტრატეგიული მიზნით რუსეთთან გზის ჩაკეტვაა საჭირო, ლარსის გამშვები პუნქტი უნდა ჩაიკეტოს და მორჩება მაგით.

Posted by: Metal_Head 23 Mar 2023, 16:34
QUOTE
რა ჯანდაბათ გაყავთ ეგ გვირაბი ვერ გავიგე?? საერთოდ დავკეტავდი მაგ გზას სანამ სამაჩაბლოს არ დააბრუნებდნენ ღორები

ხშირად ვისაც უწევს მაქეთ სიარული ისინი კარგად ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია ეგ გზა ტრაფიკის განსატვირთად, სულ მარტო ტრაილერებმა რო იარონ ახალი გზით გუდაური ამოისუნთქავს და ბევრად უსაფრთხო გახდება მოძრაობა, ეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კიდე ბლა ბლა ბლაა მეტი არაფერი.

Posted by: ZEUS 23 Mar 2023, 18:41
Metal_Head
QUOTE
ეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კიდე ბლა ბლა ბლაა მეტი არაფერი

მეც ეგრე მგონია. ბოლობოლო ააფეთქებ მაგ გვირაბის წინ რომ ხიდია და ეგაა.

Posted by: l10z1081 3 Apr 2023, 23:08
user posted image
დაახლოებით 1 თვის წინ გადაღებული ვიდეოდან არის ამოჭრილი

Posted by: electro 4 Apr 2023, 00:13
QUOTE (l10z1081 @ 3 Apr 2023, 23:08 )
user posted image
დაახლოებით 1 თვის წინ გადაღებული ვიდეოდან არის ამოჭრილი

გაჩვრიტეს ზეგანზე ასასვლელი გვირაბი უკვე?

Posted by: ნიკა 4 Apr 2023, 09:06
ZEUS
QUOTE
მეც ეგრე მგონია. ბოლობოლო ააფეთქებ მაგ გვირაბის წინ რომ ხიდია და ეგაა.

დარიალის ჩახერგვა ბევრად მარტივია. ეს გვირაბი ან ხიდი რომც არ იყოს, უღელტეხილი ხომ მაინც რჩება. და იქ უბრალოდ გაუვალი გახდება გზა თანაც საკმაოდ დიდ მონაკვეთებზე. განსაკუთრებით ცდოს მიდამოებში.

Posted by: oraguli73 20 May 2023, 23:26
https://www.youtube.com/watch?v=OM__-EFgak4&t=1s

რა ჩაინგრა რა ჩამოინგრა? ესენი მე მგონი ვერ არიან

Posted by: Delvaux 22 May 2023, 11:24
QUOTE (oraguli73 @ 20 May 2023, 23:26 )
https://www.youtube.com/watch?v=OM__-EFgak4&t=1s

რა ჩაინგრა რა ჩამოინგრა? ესენი მე მგონი ვერ არიან

როგოც ფოტოებში ჩანს დიდი მასშტაბის ნგრევა არ ყოფილა. იმედია მშენებლობის ტემპს არ დააგდებენ და გამოწვევებად არ გადააქცევენ smile.gif))

Posted by: Hif 22 May 2023, 23:58
QUOTE
ეგ გზა გადის კობში, სტფანწმინდას და ხევს აკავშირებს საქართველოს ბართან.

+

ხევის მოსახლეობის ცნობიერში "ვლადიკავკაზში 5 წთ-ში გადატასავება" უნდა ამოიშალოს და საქ. ბარს განუყოფლად მიებას.

Posted by: Delvaux 7 Jun 2023, 10:35
წინა კვირის ინფორმაციაა კობი-ქვეშეტის მთავარ გვირაბთან დააკვშირებით:

ამ დროისათვის გაბურღულია მთავარი გვირაბის 6365 მ, ხოლო საევაკუაციო გვირაბის - 4594 მ.

Posted by: ZEUS 7 Jun 2023, 12:10
ეს გვირაბი კაი და გვირაბამდე რომ ხიდები და მისასვლელი გზები უნდა აშენდეს, მაგაზე რა ხდება?

Posted by: l10z1081 7 Jun 2023, 12:14
QUOTE
ეს გვირაბი კაი და გვირაბამდე რომ ხიდები და მისასვლელი გზები უნდა აშენდეს, მაგაზე რა ხდება?


შენდება ხიდებიც
user posted image

Posted by: Delvaux 13 Jun 2023, 15:02
- გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:
- გვირაბი #1 - ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს ორივე მხრიდან. ამ დროისთვის ჯამში 900 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)
- გვირაბი #3 - ამ დროისთვის გაბურღულია 330 მეტრი. (388მ-დან).
- #2, #4 და #6 ხიდებზე მიმდინარეობს ხიმინჯებისა და ხიდების მოწყობის სამუშაოები.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

რას ვერ ვხვდები იცით, ამ ინფორმაციას რომ აქვეყნებენ, დანარჩენ ნაგებობებზე რატომ არ წერენ არაფერს? ანუ გვირაბი N2, ხიდი N1, N3 და N5. თუ არ დაწყებულა სამუშაოები, შეუძლიათ დაწერონ ამ ნაგებობების მშენებლობა როდის დაიწყება, ან დაწყებას რის შემდეგ გეგმავენ, რომ გასაგები იყოს მათი ბედი...

Posted by: winrar 13 Jun 2023, 16:52
QUOTE (Delvaux @ 13 Jun 2023, 15:02 )
რას ვერ ვხვდები იცით, ამ ინფორმაციას რომ აქვეყნებენ, დანარჩენ ნაგებობებზე რატომ არ წერენ არაფერს? ანუ გვირაბი N2, ხიდი N1, N3 და N5. თუ არ დაწყებულა სამუშაოები, შეუძლიათ დაწერონ ამ ნაგებობების მშენებლობა როდის დაიწყება, ან დაწყებას რის შემდეგ გეგმავენ, რომ გასაგები იყოს მათი ბედი...

მაგ ობიექტებთან არ იჭერს ტელეფონი ალბათ და არ აქვთ კონტაქტი ... facepalm.gif

Posted by: ნიკა 13 Jun 2023, 17:41
Delvaux
მე მგონი მიყოლებითაა ნომრები
გვირაბი #1
ხიდი #2
გვირაბი #3
ხიდი #4
გვირაბი #5 (სავარაუდოდ ეს მთავარი გვირაბია
ხიდი #6

Posted by: Delvaux 13 Jun 2023, 18:46
QUOTE (ნიკა @ 13 Jun 2023, 17:41 )
Delvaux
მე მგონი მიყოლებითაა ნომრები
გვირაბი #1
ხიდი #2
გვირაბი #3
ხიდი #4
გვირაბი #5 (სავარაუდოდ ეს მთავარი გვირაბია
ხიდი #6

ვააა, ეგრე ნუმერაცია არ შემხვედრია.
ალბათ ეგრეა... და თუ ეგრეა მაშინ მართლა კარგი პროგრესი ჰქონიათ და 2024-ში დამთავრების შანსი მართლაა...

Posted by: datoch 13 Jun 2023, 19:07
სავარაუდოდ კობის მხრიდან არის გადანომრილი, რადგან ქვეშეთის მხრიდან პირველი ნაგებობა არის ხიდი (#6)

Posted by: ZEUS 15 Jun 2023, 08:36
https://bm.ge/ka/article/stefanwmindadan-larsamde-misasvleli-45-kilometriani-gza-246-mln-dajdeba/136262

რა ფულს აკეთებენ ასეთს. რა ამბავია. დაუჯერებელი ფასია რაღაც მგონი. არ ვარ ექსპერტი, მაგრამ მგონი კაი ფულს აკეთებენ რა smile.gif

Posted by: Delvaux 15 Jun 2023, 09:36
QUOTE (ZEUS @ 15 Jun 2023, 08:36 )
https://bm.ge/ka/article/stefanwmindadan-larsamde-misasvleli-45-kilometriani-gza-246-mln-dajdeba/136262

რა ფულს აკეთებენ ასეთს. რა ამბავია. დაუჯერებელი ფასია რაღაც მგონი. არ ვარ ექსპერტი, მაგრამ მგონი კაი ფულს აკეთებენ რა smile.gif

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი რატო უნდა იყოს ამ 4.5 კილომეტრი გზის გაყვანა ვერ ვხვდები. საბოლოოდ მანდაც და ყველგან სადაც საერტაშორისო დანიშნულების გზა გვაქვს 4 ზოლიანი გზა რომ უნდა იყოს ჩემი აზრიტ აპრიორია. უბრალოდ რუსეთის მიმართულებაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით აზერბაიჯანი-სომხეთი და თურქეთის მიმართულებაა. მაგ თანხად გომბორზე გვირაბს ააშენებდნენ, რუსთავის ავტობანზე იმ ორ კორპუსს გამოისყიდიდნენ და დაამთავრებდნენ, ქობულეთს გააცალმხრივებდნენ, თუშეთის გზაზე დახარჯონ სადაც ასფალტი საერთოდ არ არის, ლეჩხუმიდან სვანეთში ასასვლელ გზას მიხედონ, თბილისი-ჟინვალი. კობის გვირაბი რომ შენდება ეგ ჩემი აზრით აუცილებელი იყო, ქვეყნის შიდა საჭიროებებისთვის, მაგრამ ლარსტან მისასვლელი გზა პრიორიტეტი არ უნდა იყოს. სხვა სასაზღვრო მისასვლელები უფრო პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო sad.gif(

ამ მონაკვეთზე გაცილებით მნშივნელობანი მაგალიტად არის თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან გეზის გადასახვევამდე გზის მოწყობა. პრიორიტეტები დაალაგონ რა ვააა...

Posted by: idallgo 15 Jun 2023, 18:44
QUOTE
ხევის მოსახლეობის ცნობიერში "ვლადიკავკაზში 5 წთ-ში გადატასავება" უნდა ამოიშალოს და საქ. ბარს განუყოფლად მიებას.


უფროსი თაობის ყაზბეგელებს ვისაც ვიცნობ, მათთვის ლარსიდან ვლადიკავკაზში ჩარბენა ისეთივე იყო, როგორც ჩემთვის კოჯრიდან თბილისში ჩამორბენა smile.gif ...

Posted by: Delvaux 19 Jun 2023, 12:09
- ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
- ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 6 640 მეტრია უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 4 730 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

წინა ინფორმაცია ჰქონდათ 22 მარტს გამოქვეყნებული იგივე ნაგებობებთან დაკავშირებით. ანუ სამი თვის განმავლობაში.
ანუ ამ სამ თვეში მთავარ გვირაბში 1,170 მეტრი გაჭრეს, ხოლო საევაკუაციოში 555 მეტრი.
ანუ TBM ფაქტიურად ორჯერ უფრო სწრაფად ბურღავს და სავარაუდოდ 7 თვეში დაასრულებს ძირითადი გვირაბის გაბურღვას.

Posted by: TiredMan 11 Jul 2023, 13:44
ხადას ხიდზე რა ხდება - ნახევრადდაპროექტებული რომ ააშენეს და ვერ აბამენ გზას თუ იცით ვინმემ?

Posted by: electro 31 Jul 2023, 23:53
QUOTE (TiredMan @ 11 Jul 2023, 13:44 )
ხადას ხიდზე რა ხდება - ნახევრადდაპროექტებული რომ ააშენეს და ვერ აბამენ გზას თუ იცით ვინმემ?

ხადას ხიდი არ ვიცი მაგრამ არახვეთთან ესეთ იამბაია ბ2 ხიდზე:

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: l10z1081 1 Aug 2023, 12:27
electro
კარგი სურათებია მადლობა. ისე ვისაც საშუალება აქვს იქნებ დრონით გადაიღოს მთელი მონაკვეთი მთავარ გვირაბამდე ძალიან საინტერესოა ზემოთ რა ხდებას საერთოდ

Posted by: Delvaux 2 Aug 2023, 15:16
ამსიმაღლე ბურჯი რაც ბოლო ფოტოში ჩანს მგონი საქართველოში კარგახანია არ აშენებულა...

Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 17:58
....................................................................................................................................................................

Posted by: electro 19 Aug 2023, 21:04
ამაზე იცოდით რამე? პირველად გავიგე მე და მთელმა ფასანაურმაც როგორც ჩანს

https://www.radiotavisupleba.ge/a/32555096.html?fbclid=IwAR0G6OAmZNgC364RU-PIN-F3xv97Z0NNRdKHvPafEiu_k225qt7VFUovd8w_aem_AYqM_tcVptaSvT9ogmSQ5NydXAkwXskOqgCNX67x8Pul4qLmWA2hjC7afe6m49z8qyI&mibextid=Zxz2cZ

Posted by: ZEUS 19 Aug 2023, 22:59
QUOTE (electro @ 19 Aug 2023, 21:04 )
ამაზე იცოდით რამე? პირველად გავიგე მე და მთელმა ფასანაურმაც როგორც ჩანს

https://www.radiotavisupleba.ge/a/32555096.html?fbclid=IwAR0G6OAmZNgC364RU-PIN-F3xv97Z0NNRdKHvPafEiu_k225qt7VFUovd8w_aem_AYqM_tcVptaSvT9ogmSQ5NydXAkwXskOqgCNX67x8Pul4qLmWA2hjC7afe6m49z8qyI&mibextid=Zxz2cZ

ბოლოში იყო საინტერესო. ეტყობა "ზეპროფესიონალები" არიან, თუ მართლა გადასატანი გახდა მაგათი გაკეთებული პროექტები.

Posted by: Kublicha 21 Aug 2023, 09:32
https://fb.watch/myH-pwVto7/
გაიხაროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ❤️

Posted by: ZEUS 21 Aug 2023, 12:27
QUOTE (Kublicha @ 21 Aug 2023, 09:32 )
https://fb.watch/myH-pwVto7/
გაიხაროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ❤️

იმედია, მას შემდეგ რაც ზადნით ატარეს, შესაბამისი ჯარიმაც გამოუწერეს.

Posted by: ilo44 5 Sep 2023, 16:22
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 246 მილიონ ლარიან ტენდერში 5 ჩინური კომპანია იბრძვის.

ტენდერი გულისხმობს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის) მშენებლობას.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათი შეთავაზებები შემდეგია:

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. – 377.4 მლნ ლარი;

Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. – 299.7 მლნ ლარი;

China Communications Construction Company Limited – 235 მლნ ლარი;

China Railway Tunnel Group Co., LTD. – 233.7 მლნ ლარი;

China Railway 23rd Bureau Group – 224.9 მლნ ლარი.

მოცემულ მომეტში „China Railway 23rd Bureau Group“ ფავორიტია, რადგან მას ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

gbc.ge

https://commersant.ge/news/busuness/saqartvelo-rusetis-damakavshirebeli-gzis-msheneblobis-tendershi-5-chinuri-kompania-ibrdzvis

Posted by: ნიკა 5 Sep 2023, 23:37
უცებ გამოვშტერდი 4.5 კილომეტრს ამხელა ფასი რატომ აქვს. მერეღა ვნახე რომ სტეფანწმინდა-გველეთი ყოფილა.

Posted by: alea iacta est 7 Sep 2023, 00:02
QUOTE (ilo44 @ 5 Sep 2023, 16:22 )
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 246 მილიონ ლარიან ტენდერში 5 ჩინური კომპანია იბრძვის.

ტენდერი გულისხმობს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის) მშენებლობას.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დასრულდა და ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათი შეთავაზებები შემდეგია:

Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. – 377.4 მლნ ლარი;

Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. – 299.7 მლნ ლარი;

China Communications Construction Company Limited – 235 მლნ ლარი;

China Railway Tunnel Group Co., LTD. – 233.7 მლნ ლარი;

China Railway 23rd Bureau Group – 224.9 მლნ ლარი.

მოცემულ მომეტში „China Railway 23rd Bureau Group“ ფავორიტია, რადგან მას ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

gbc.ge

https://commersant.ge/news/busuness/saqartvelo-rusetis-damakavshirebeli-gzis-msheneblobis-tendershi-5-chinuri-kompania-ibrdzvis

აი ძალიან მახინჯი სისტემაა ტენდერების, ფასი რომ განსაზღვრავს ძირითადად გამარჯვებულს facepalm.gif

Posted by: idallgo 7 Sep 2023, 10:18
ამ ნარეკვავი-წეროვნის კვანძს რა უნდა ეშველოს?

კვირაობით დუშეთის გადასახვევიდან იწყება უკვე საცობები და ყოველწლიურად იზრდება... boli.gif

Posted by: winrar 7 Sep 2023, 11:49
QUOTE (idallgo @ 7 Sep 2023, 10:18 )
ამ ნარეკვავი-წეროვნის კვანძს რა უნდა ეშველოს?

მაგას არაფერი ეშველება სანამ ტრანზიტულ მანქანებს ცალკე გზა არ ექნებათ, რომლითაც მაგ კვანძზე არ მოხვდებიან.

Posted by: vatman 7 Sep 2023, 15:32
idallgo
QUOTE
კვირაობით დუშეთის გადასახვევიდან იწყება უკვე საცობები და ყოველწლიურად იზრდება.

ჟინვალიდან უხვევ თიანეთისაკენ და მასე ჩამოდიხარ თბილისში biggrin.gif

Posted by: idallgo 7 Sep 2023, 17:37
vatman
QUOTE
ჟინვალიდან უხვევ თიანეთისაკენ და მასე ჩამოდიხარ თბილისში


უფრო მოკლე გზას გასწავლი... biggrin.gif

ჭოპორტი-ახატანი-საგურამო-წიწამური... biggrin.gif

ჭოპორტი-ახატანი გრუნტიანი გზაა და სედანით ცოტას იწვალებ smile.gif

Posted by: vatman 7 Sep 2023, 18:45
idallgo
QUOTE
ჭოპორტი-ახატანი-საგურამო-წიწამური...

და ისევ საცობში შეიძლება მოხვდე biggrin.gif

მაგ გზაზე ვიყავი ასე 20 წლის, ბუნდოვნად მახსოვს givi.gif

Posted by: Delvaux 15 Sep 2023, 11:25
- გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:
- გვირაბი #1 - ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს ორივე მხრიდან. ამ დროისთვის ჯამში 1150 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)
- გვირაბი #3 - ბურღვითი სამუშაოები დასრულებულია. (488მ)
- #2 ხიდზე მიმდინარეობს ბურჯების მოწყობის სამუშაოები, ხოლო #4, #5 და #6 ხიდებზე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
- პროექტის დასრულება 2024 წელს დასრულდება.


მგონი ერთერთი გამორჩეული პროექტია სადაც გეგმის მიხედვით მიყვებიან მშებლობას (თუ არ ვცდები).... გამოწვევები არ ყოფილა მგონი ჯერ ამ პროექტზე...

Posted by: l10z1081 15 Sep 2023, 11:42
Delvaux
ესხიდი შენდებაუკვე? რა ეტაპზეა?
user posted image

Posted by: Delvaux 16 Sep 2023, 13:17
ესეთი ხიდი საერთოდ არ შენდება როგორც მივხვდი. დიზაინი შეცვლილია

Posted by: l10z1081 16 Sep 2023, 17:55
QUOTE
ესეთი ხიდი საერთოდ არ შენდება როგორც მივხვდი. დიზაინი შეცვლილი

ძალიან ცუდი

Posted by: l10z1081 21 Sep 2023, 11:46

Posted by: GEORGIA007 22 Sep 2023, 16:47
QUOTE

QUOTE
ესეთი ხიდი საერთოდ არ შენდება როგორც მივხვდი. დიზაინი შეცვლილი

ძალიან ცუდი

ისიც ლამაზია დიზაინით up.gif

Posted by: l10z1081 22 Sep 2023, 18:54
QUOTE
ისიც ლამაზია დიზაინით

არის სადმე ფოტოები ან რამე?

Posted by: Delvaux 28 Sep 2023, 12:18
ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით მთავარი გვირაბის 7500 მეტრი (83%) უკვე გაბურღულია.
პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5600 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Posted by: Delvaux 2 Oct 2023, 09:39
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Delvaux 10 Oct 2023, 13:08
დღევანდელი ინფოა:

გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას:
- გვირაბი #1 - აღნიშნულ გვირაბში მიმდინარეობს ბურღვითი და მოსახვის სამუშაოები. ამ დროისთვის ჯამში 1230 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)
- #2 ხიდზე მიმდინარეობს ბურჯების მოწყობის სამუშაოები, ხოლო #4, #5 და #6 ხიდებზე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების და საყრდენილი კედლების მოწყობის სამუშაოები.
- პროექტის დასრულდება 2024 წელს.


ბოლო ინფო ჰქონდათ დადებული 15 სექტემბერს და იმის მერე N1 გვირაბზე 80 მეტრით წაწეულან წინ. 311 მეტრი დარჩათ გასაბურღი.

Posted by: Metal_Head 10 Oct 2023, 14:48
9 კმიანი გვირაბის გარდა, კიდე 1.5კმიანი გვირაბია?
ხო არ იცით გზა რამხელა იქნება სიგანეში, ორ ზოლიანი?

Posted by: l10z1081 10 Oct 2023, 15:00
QUOTE
9 კმიანი გვირაბის გარდა, კიდე 1.5კმიანი გვირაბია?
ხო არ იცით გზა რამხელა იქნება სიგანეში, ორ ზოლიანი?

5 გვირაბია სულ.
ორ ზოლიანი იქნება გზა

Posted by: Delvaux 10 Oct 2023, 17:22
QUOTE (l10z1081 @ 10 Oct 2023, 15:00 )
QUOTE
9 კმიანი გვირაბის გარდა, კიდე 1.5კმიანი გვირაბია?
ხო არ იცით გზა რამხელა იქნება სიგანეში, ორ ზოლიანი?

5 გვირაბია სულ.
ორ ზოლიანი იქნება გზა

გვირაბების რაოდენობას ცოტა ვერ მივხვდი. პირველ ლოტზე არის ორი გვირაბი N1 და N3, პირველზე აგერ 311 მეტრი დარჩათ გასაბურღი და მესამე გაბურღულია.
მეორე ლოტზე არის ეს 9 კილომეტრიანი გვირაბი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბი (ალბათ ამას თვლიან რაოდენობაში ცალკე).

აი მეხუთე გვირაბი სად არის მაგას ვერ მივხვდი.

იდეაში ხიდების რაოდენობაზეც უწერიათ რომ არის 5 ახალი ხიდი და 1 სარეაბილიტაციო ხიდი.

ახალი ხიდებიდან 4 არის პირველ ლოტზე, დანარჩენი ალბათ მეორე ლოტზეა...

Posted by: l10z1081 10 Oct 2023, 17:56
QUOTE
გვირაბების რაოდენობას ცოტა ვერ მივხვდი. პირველ ლოტზე არის ორი გვირაბი N1 და N3, პირველზე აგერ 311 მეტრი დარჩათ გასაბურღი და მესამე გაბურღულია.
მეორე ლოტზე არის ეს 9 კილომეტრიანი გვირაბი და მისი პარალელური საევაკუაციო გვირაბი (ალბათ ამას თვლიან რაოდენობაში ცალკე).

აი მეხუთე გვირაბი სად არის მაგას ვერ მივხვდი.

იდეაში ხიდების რაოდენობაზეც უწერიათ რომ არის 5 ახალი ხიდი და 1 სარეაბილიტაციო ხიდი.

ახალი ხიდებიდან 4 არის პირველ ლოტზე, დანარჩენი ალბათ მეორე ლოტზეა...


არა საევაკუაციო გვირაბის გარეშეა 5. ნუ მე ეგერ დავთვალი მაგათი ვიდეოს მიხედვით smile.gif
* * *
ბოლოს წინა გვირაბი ძალიან პატარაა ოღონდ სანამ 9 კილომეტრიანი დაიწყება

Posted by: electro 11 Oct 2023, 01:22
მეგობრებო ჯუთაში თუ ყოფილხართ ბოლო პერიოდში? კარკუჩას ნიშს რო გაცდები და "სასაზღვრო გამშვები პუნქტი" როა მოწყობილი მიზეზით გზა არის დაზიანებული რა ხდება? რეალურად ეგრეა თუ იქაური მაფიაა გერგეტის არ იყოს.

Posted by: aloha__ 11 Oct 2023, 05:40
electro

გერგეტთან რა ხდება? დამატებითი გადასახადია? თუ ისევ ქვებს ისვრიან?

Posted by: Delvaux 11 Oct 2023, 10:07
QUOTE (l10z1081 @ 15 Sep 2023, 11:42 )
Delvaux
ესხიდი შენდებაუკვე? რა ეტაპზეა?
user posted image

ისე ეს ხიდი, როგორც ჩანს არის მეორე ხიდი. შემთხვევით საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ხომ არ არის, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება? ალბათ ეგაა. საქართველოში ეგეთ ხიდებს საბჭოების მერე ვეღარ აშენებენ. მაგდენი ცოდნა არ აქვთ სავარაუდოდ რომ კონსტრუქციები დააპტოექტონ.

Posted by: electro 11 Oct 2023, 12:06
QUOTE (aloha__ @ 11 Oct 2023, 05:40 )
electro

გერგეტთან რა ხდება? დამატებითი გადასახადია? თუ ისევ ქვებს ისვრიან?

მანდაც ჩავარდნილია გზაო და მეორე მხრიდან დაყავთ ხალხი დელიკებით. შარშანაც მასე იყო და მანამდეც

Posted by: winrar 11 Oct 2023, 15:14
• ქვეშეთის შემოვლითი გზა (სიგრძე 3.2კმ)

• ხიდი 1 (სიგრძე 27.8მ, სიმაღლე 14მ, ზოლების რაოდენობა - 2)
• ხიდი 2 მდინარე თეთრ არაგვზე (სიგრძე 435.28მ, სიმაღლე 62მ, ზოლების რაოდენობა - 3)
• ხიდი 3 თაღოვანი ხიდი მდ. ხადისწყალზე (სიგრძე 426 მ, სიმაღლე 164მ, ზოლების რაოდენობა - 3)
• ხიდი 4 მდ. ხადისწყლის შენაკადზე (სიგრძე 147.80მ, სიმაღლე 26მ, ზოლების რაოდენობა -3)
• ხიდი 5 (სიგრძე 322მ, სიმაღლე 55მ, ზოლების რაოდენობა - 3)
• ხიდი 6 (სიგრძე 218მ, სიმაღლე 48მ, ზოლების რაოდენობა - 3)

• გვირაბი 1 (სიგრძე 1540.64მ, ზოლების რაოდენობა - 2)
• გვირაბი 2 (სიგრძე 193.42მ, ზოლების რაოდენობა - 3)
• გვირაბი 3 (სიგრძე 388.38მ, ზოლების რაოდენობა - 3)
• გვირაბი 4 (299მ, ღია მოწყობა, ზოლების რაოდენობა - 3)
• გვირაბი 5 (სიგრძე 9 კმ, ზოლების რაოდენობა -2)

Posted by: Kublicha 11 Oct 2023, 15:40
QUOTE
ხიდი 3 თაღოვანი ხიდი მდ. ხადისწყალზე (სიგრძე 426 მ, სიმაღლე 164მ, ზოლების რაოდენობა - 3)

ოჰო.
ამის მშენებლობის timelapse ვნახავდი სიამოვნებით, დაჟე აუჩქარებელსაც
ამ ხიდის კოორდინატები შეგიძლიათ დაწეროთ?

Posted by: Metal_Head 11 Oct 2023, 17:04
QUOTE
გვირაბი 5 (სიგრძე 9 კმ, ზოლების რაოდენობა -2)

Tbm თხრის 15მ დიამეტრით თუ არ მეშლება, ზოლები კი 2ია მარა მესამეც ავარიულია თუ იცით?

Posted by: Delvaux 11 Oct 2023, 17:06
QUOTE (Kublicha @ 11 Oct 2023, 15:40 )
QUOTE
ხიდი 3 თაღოვანი ხიდი მდ. ხადისწყალზე (სიგრძე 426 მ, სიმაღლე 164მ, ზოლების რაოდენობა - 3)

ოჰო.
ამის მშენებლობის timelapse ვნახავდი სიამოვნებით, დაჟე აუჩქარებელსაც

ერთი ფოტოც არ გვაქვს ამ ხიდის მშენებლობის sad.gif((

Posted by: ნიკა 11 Oct 2023, 22:39
electro
იყო ფოტოები. მართლაა დაზიანებული

Posted by: electro 11 Oct 2023, 23:16
QUOTE (ნიკა @ 11 Oct 2023, 22:39 )
electro
იყო ფოტოები. მართლაა დაზიანებული

ვიდეოც ვნახე ამ ზაფხულის მაგაზე და როგორც ჩანს ეგრეცაა დატოვებული

Posted by: l10z1081 11 Oct 2023, 23:56
ნიკა
electro
გვანახეთ ჩვენც

Posted by: ნიკა 12 Oct 2023, 13:02
l10z1081
გუგული დეიდას უნდა ჰკითხო ხოლმე wink.gif
https://www.google.com/search?client=firefox-b-d&q=%E1%83%AF%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90

Posted by: l10z1081 12 Oct 2023, 14:05
ნიკა
ხო ჯუთაკი. მე გერგეთის გზაში ამერია smile.gif

Posted by: Kublicha 13 Oct 2023, 13:36
თაღოვანი ხიდის მშენებლობა რა ეტაპზეა იცით ვინმემ?

ნიკა
შენს დრონს არ აქვს მანდეთ ფრენის სურვილი? biggrin.gif

Posted by: ნიკა 13 Oct 2023, 23:04
Kublicha
მაგრა მეზარება ტრაილერებიან ჯვრის უღელტეხილზე სიარული.

Posted by: Delvaux 16 Oct 2023, 23:34
მართლა ვერ ვხვდები რა, მგონი ნახევარი საუკუნეა ეგეთი ტიპის, თაღოვანი, ხიდი არ აშენებულა საქართველოში, ერთი ფოტო როგორ არ უნდა დადონ მშენებლობის.
არადა მთელ მაგ მონაკვეთს ოფიციალური ფეისბუკის გვერდი აქვს და ბუსტავენ პოსტებს...

Posted by: ნიკა 20 Oct 2023, 12:28
აბა გილოცავთ ახალი სეზონის დასაწყისს biggrin.gif

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/pfbid02qQbRZKu9eNLpmwi9uVQEDLHcr8zcCZmH4nDXcKUEbaMWTAbRLhTfKExoW5W8qzACl

Posted by: GEORGIA007 20 Oct 2023, 12:40
QUOTE
მართლა ვერ ვხვდები რა, მგონი ნახევარი საუკუნეა ეგეთი ტიპის, თაღოვანი, ხიდი არ აშენებულა საქართველოში, ერთი ფოტო როგორ არ უნდა დადონ მშენებლობის.
არადა მთელ მაგ მონაკვეთს ოფიციალური ფეისბუკის გვერდი აქვს და ბუსტავენ პოსტებს

გაუგებარია მართლაც, პიარის სამსახური ფსკერს ხვრეტს down1.gif

Posted by: Delvaux 25 Oct 2023, 11:20
- ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების, მათ შორის ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
- დღეის მდგომარეობით მთავარი გვირაბის 7700 მეტრი (85%-ზე მეტი) უკვე გაბურღულია.
- პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 5900 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
- ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.


ბოლო ინფორმაცია 28 სექტემბერს ჰქონიათ დადებული, გამოდის 1 თვეში 200 მეტრით წაიწიეს წინ.
ამ ტემპით 7 თვე დასჭირდებათ კიდე გასაბურღად.

საევაკუაციო გვირაბზე დაუჩქარებიათ ტემპი, 400 მეტრი გაუბურღავთ.

Posted by: idallgo 25 Oct 2023, 11:29
ნარეკვავიდან მუხათგვერდის ხიდებამდე რო ახალი ასფალტი გადააგეს, გზის გაფართოებას აპირებენ? ხო დააანოსეს რაღაცა რომ წეროვან- ნატახტრის საცობები განიტვირთოს...

ის მცხეთური ღვეზელების ტოჩკები, წიწამურთან პიზდეცია მაგრამ რამე უნდა მოუხერხონ მაგათაც.

Posted by: Delvaux 13 Nov 2023, 14:51
- გაგაცნობთ II ლოტზე (მისასვლელი გზა) მიმდინარე სამუშაოების შესახებ :
- გვირაბი #1 - აღნიშნულ გვირაბში მიმდინარეობს ბურღვითი და მოსახვის სამუშაოები. ამ დროისთვის ჯამში 1320 მეტრია გაბურღული. (1541მ-დან)
- #2 ხიდზე მიმდინარეობს ბურჯებისა და მალის ნაშენის მოწყობის სამუშაოები, ხოლო #3, #4, #5 და #6 ხიდებზე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების და საყრდენილი კედლების მოწყობის სამუშაოები.
- პროექტის დასრულდება 2024 წელს.

მეორე გვირაბზე ერთ თვეში 110 მეტრი გაუბურღავთ. 221 მეტრი თუა დარჩენილი ნიშნავს რომ 15 იანვრამდე გვირაბის ბურღვა დამთავრებული უნდა ჰქონდეთ. ახალი წლები, ნაბახუსევი პერიოდი რო გამოვაკლოთ იანვრის ბოლო გამოვა რა.

Posted by: ZEUS 15 Nov 2023, 17:54
რაში იხარჯება გადამხდელების ფულები.... smile.gif
user posted image

Posted by: ilo44 23 Nov 2023, 23:48
user posted image დღეს გაიხსნა ჯვრის უღელტეხილი ტრაილერებისთვის, მოცურდა ტრაილერი გაჭედა გზა, 6 საათია ვდგავარ გაიყინა მოძრაობა. ტექნიკა არ არის ტრაილერი ვერ გადაწიეს

Posted by: Delvaux 24 Nov 2023, 17:36
- 9 კმ-იანი გვირაბის 8კმ უკვე გაბურღულია!
- პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც, რომლის 6170 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- შეგახსენებთ, მთავარი გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სპეციალურად ქვეშეთი-კობის პროექტისთვის დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით - TBM-ით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
- ბურღვის პარალელურად TBM-ს ნაშალი ქანები გამოაქვს გარეთ და ფილებით მოპირკეთებასაც ახორციელებს.
- პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Posted by: winrar 24 Nov 2023, 21:37
https://youtu.be/9Id_5C5ut98?si=tSRfzed7zmZq40PA

15 მ/დღ სიჩქარით მივქრივართო ამ კაცმა. ერთხელ გამოწვევაც ახსენა.

Posted by: aragvi16 27 Nov 2023, 09:58
ასე მგონია, ამ გვირაბის გავლა ფასიანი იქნება. ყოველ შემთხვევაში სატვირთოებისთვის მაინც. საგზაოში არაფერს ამბობენ?

Posted by: SAROKAWA 28 Nov 2023, 16:11
QUOTE
ამ გვირაბის გავლა ფასიანი იქნება

ჯერ მგონი საქართველოში არ გვაქვს ფასიანი გზები და ეგეთი მოსაკრებლის დაწესება კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული სადმე

Posted by: TiredMan 28 Nov 2023, 16:27
SAROKAWA
QUOTE
ჯერ მგონი საქართველოში არ გვაქვს ფასიანი გზები და ეგეთი მოსაკრებლის დაწესება კანონმდებლობაში უნდა იყოს ასახული სადმე

ედიკას დროს რიკოთის გვირაბის გავლა ფასიანი იყო ერთი პერიოდი. 200 მანქანა გადიოდა ოფიციალურად მხოლოდ ერთ დღე-ღამეში biggrin.gif
საკმაოდ კარგად ქაფავდა საგზაო დეპარტამენტის უ"მ"ფროსობა მანდ

Posted by: ZEUS 28 Nov 2023, 22:31
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, _ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
* * *
შემდეგ წელს კი იქნება წკერე-კობის გვირაბი მზად, მაგრამ დანარჩენ მისასვლელ გზებს მორჩებიან რო?

Posted by: SAROKAWA 29 Nov 2023, 18:11
QUOTE
საკმაოდ კარგად ქაფავდა საგზაო დეპარტამენტის უ"მ"ფროსობა მანდ

სარალიძე თუ სალარიძე იყო ის კაცი biggrin.gif

Posted by: TiredMan 29 Nov 2023, 18:56
SAROKAWA
QUOTE
სარალიძე თუ სალარიძე იყო ის კაცი


სარალიძე.
და "საგზაო ფონდის" უ'მ'ფროსი - ორჯონიკიძე (მგონი). "საგზაო ფონდი" იყო გვირაბიდან ფულის შემკრები.
რომ მოხია სარალიძემ (მიხვდა რომ აყურყუტებდნენ ციხეში), "ფონდის" ხელმძღვანელმა დედისერთა კომპიუტერზე მთელი მონაცემები წაშალა... ეგონა რომ ვერ აღადგენდნენ biggrin.gif

Posted by: Delvaux 1 Dec 2023, 10:54
ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა
- პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს
- ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე 4 გვირაბიდან უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი - 1.5 კმ სიგრძის გვირაბი
- გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს
- პროექტის პირველ მონაკვეთზე 9 კმ სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის 8 კმ-ზე მეტი უკვე გაჭრილია
- გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM - Tunnel Boring Machine) წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას
- ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
- ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც
- ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე
- ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 სთ-ის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება
- თბილისი-გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 სთ-ის ნაცვლად, 1 სთ-ი და 30 წთ გახდება, თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 სთ-ი და 30 წთ-ის ნაცვლად, 1 სთ-ი და 45 წთ დასჭირდება
- ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს, პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება


ფოტოები კი დადეს მაგრამ, თაღოვანი ხიდის მშენებლობის ფოტოები არ დადეს მაინც sad.gif(( გვიმალავენ მგონი... მზეთუნახავი ხიდი გვექნება როგორც ვატყობ...

Posted by: donrobita 1 Dec 2023, 11:26
Delvaux
ტექსტში 2024-ში ამთავრებენ
ინტერვიუში გამოწვევა ჯუნიორმა 2025იო :დ

Posted by: electro 1 Dec 2023, 12:00
გაჩვრიტეს კაიშაურების ველზე გვირაბი:

https://www.youtube.com/watch?v=2tH0b5cwqlg

Posted by: ZEUS 1 Dec 2023, 14:15
QUOTE (donrobita @ 1 Dec 2023, 11:26 )
Delvaux
ტექსტში 2024-ში ამთავრებენ
ინტერვიუში გამოწვევა ჯუნიორმა 2025იო :დ

ნუ. ტრადიციულად ეგ. როგორც ხდება ხოლმე...
ნელ-ნელა გადააჩოჩებენ. საქმე იმაშია, რომ მგონი იმ დიდ გვირაბს კი მორჩებიან, მაგრამ დანარჩენი მისასვლელი გზები, ხიდები და გვირაბები ვერ მოესწრება.

Posted by: ZEUS 9 Dec 2023, 20:54
ბარემ ასეთი ექნეათ ამ ტბმ-ით. მაგარი იქნებოდა, ცალმხრივი მოძრაობა.

user posted image
user posted image
user posted image

Posted by: tozi777 19 Dec 2023, 18:06
სულმოუთქმელად ველოდები ამ ახალ გზას. chups.gif

2 წელია ყაზბეგისკენ სათევზაოდ აღარ ვყოფილვარ ისე მეზარება გუდაურის სერპანტინის გადავლა.

Posted by: Kublicha 24 Dec 2023, 01:12
დაიწყეს თაღოვანი ხიდი?
მაგ მასშტაბის ნაგებობა საქართველოში არაფერი არ შენდება და ერთი-ორი სურათი რა გახდა

Posted by: ZEUS 31 Dec 2023, 12:37
მოკლედ ყველა ტენდერი ჩინელებისაა რა თითქმის...

https://bm.ge/news/rusetis-sazghvartan-245-milioniani-akhali-magistralis-mshenebeli-kompaniis-sherchevis-vada-gagrdzelda

Posted by: Delvaux 31 Dec 2023, 13:27
QUOTE (Kublicha @ 24 Dec 2023, 01:12 )
დაიწყეს თაღოვანი ხიდი?
მაგ მასშტაბის ნაგებობა საქართველოში არაფერი არ შენდება და ერთი-ორი სურათი რა გახდა

ეჭვი მაქვს მაგ ხიდის მშენებლობაზე პრობლემა აქვთ. ყველაფრის ფოტოს დებენ, ვიდეოებს. ზოგადად ამ პროექტზე თვეში ერთხელ ნიუსს აახლებენ და ამ ხიდზე ჩუმად არიან. ეჭვი მაქვს რაღაც მთლად ისე ვერაა როგორც უნდა იყოს smile.gif)) მორიგი გამოწვევაა?

Posted by: Primrose 31 Dec 2023, 17:06
მე მაქვს კარგი იდეა

ავაშენოთ არა საქართველოს სამხედრო გზა, არამედ სამხედრო გზის საქართველო.

Posted by: Delvaux 31 Jan 2024, 15:05
- ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ყველაზე დიდი, 9კმ-იანი გვირაბის გაჭრამდე 500 მეტრია დარჩენილი.
- სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთავარი გვირაბის 8500 მეტრია გაჭრილი, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, რომლის 6800 მეტრია გაბურღული ამ დროისთვის.
- ამ ეტაპზე, სამუშაოების 95%-მდე შესრულებულია. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
- პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში.

თაღოვანი ხიდის მშენებლობის ფოტოები ისევ არ გვაქვს smile.gif))

დასრულების თარიღი ძალიან საკაიფოდ უწერიათ 2024-2025 smile.gif))) ნოვაციაა ფაქტიურად!

Posted by: ZEUS 1 Feb 2024, 00:00
უკვე შეაპარეს 2025. აქამდე 2024-ში ასრულებდნენ biggrin.gif ისე რა საწყენია. ამსიგრძე გვირაბი გაჭრეს, მაგრამ დანარჩენი გზები და ხიდები ვერ მიაშველეს დროულად.

Posted by: Metal_Head 2 Feb 2024, 00:23
15 მეტრი კი არის გვირაბის დიამეტრი მარა, გზის სიგანე სადღაც 12მ გამოვა ალბათ

user posted image

Posted by: CoderiotGe 21 Feb 2024, 21:09
ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთი როდის იგეგმება ხომ არ იცით?

Posted by: ZEUS 21 Feb 2024, 21:48
QUOTE (CoderiotGe @ 21 Feb 2024, 21:09 )
ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთი როდის იგეგმება ხომ არ იცით?

არავინ იცის ეგ. .

Posted by: oraguli73 26 Feb 2024, 20:44
https://bm.ge/news/darialze-rusetis-sazghvartan-gel245-milioniani-akhali-magistralis-msheneblobis-tenderi-chaishala?fbclid=IwAR3zgYbqB5R_01x0Zxf4jrLRu-xqnOGmS2TR_kR-MfZ9Ccd9k9iE8s1KoI4

დარიალზე, რუსეთის საზღვართან ₾245-მილიონიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ჩაიშალა

Posted by: Delvaux 27 Feb 2024, 18:15
წესით ერთი 200 მეტრი უნდა იყოს დარჩენილი გასაბურღი, ალბათ აპრილის დასაწყისში გავლენ ბოლოში, თუ თვითონ არ გააჩერეს რამე ტექნიკური საჭიროებით. აი ისე როგორც რიკოთის პარალელურ გვირაბზე სკვაზნიაკის გამო რომ არ თხრიდნენ smile.gif))

Posted by: alea iacta est 28 Feb 2024, 10:44
QUOTE (Delvaux @ 27 Feb 2024, 18:15 )
წესით ერთი 200 მეტრი უნდა იყოს დარჩენილი გასაბურღი, ალბათ აპრილის დასაწყისში გავლენ ბოლოში, თუ თვითონ არ გააჩერეს რამე ტექნიკური საჭიროებით. აი ისე როგორც რიკოთის პარალელურ გვირაბზე სკვაზნიაკის გამო რომ არ თხრიდნენ smile.gif))

სერიოზუად სკვაზნიაკში გაციების ეშინოდათ? lol.gif lol.gif

Posted by: Delvaux 28 Feb 2024, 12:48
QUOTE (alea iacta est @ 28 Feb 2024, 10:44 )
QUOTE (Delvaux @ 27 Feb 2024, 18:15 )
წესით ერთი 200 მეტრი უნდა იყოს დარჩენილი გასაბურღი, ალბათ აპრილის დასაწყისში გავლენ ბოლოში, თუ თვითონ არ გააჩერეს რამე ტექნიკური საჭიროებით. აი ისე როგორც რიკოთის პარალელურ გვირაბზე სკვაზნიაკის გამო რომ არ თხრიდნენ smile.gif))

სერიოზუად სკვაზნიაკში გაციების ეშინოდათ? lol.gif lol.gif

არა არა გავიხუმრე smile.gif)))

ჯერ რაღაც ტექნიკური სამუშაოები უნდა დასრულებულიყო რომ გაბურღვა დაემთავრებინათ...

Posted by: ZEUS 29 Feb 2024, 07:18
QUOTE (alea iacta est @ 28 Feb 2024, 10:44 )
QUOTE (Delvaux @ 27 Feb 2024, 18:15 )
წესით ერთი 200 მეტრი უნდა იყოს დარჩენილი გასაბურღი, ალბათ აპრილის დასაწყისში გავლენ ბოლოში, თუ თვითონ არ გააჩერეს რამე ტექნიკური საჭიროებით. აი ისე როგორც რიკოთის პარალელურ გვირაბზე სკვაზნიაკის გამო რომ არ თხრიდნენ smile.gif))

სერიოზუად სკვაზნიაკში გაციების ეშინოდათ? lol.gif lol.gif

შემ წარმოიდგინე და კი. როგორც ჩვენმა ერთმა კომპეტენტურმა თანაფორუმელმა აგვიხსნა.
ანუ გაციება გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ სკვაზნოი რომ დაედება, მერე ისეთი ჰაერის ნაკადებია, გარკვეულო სამუშაოების შესრულებას ხელს უშლისო...

Posted by: alea iacta est 29 Feb 2024, 13:43
QUOTE (ZEUS @ 29 Feb 2024, 07:18 )
QUOTE (alea iacta est @ 28 Feb 2024, 10:44 )
QUOTE (Delvaux @ 27 Feb 2024, 18:15 )
წესით ერთი 200 მეტრი უნდა იყოს დარჩენილი გასაბურღი, ალბათ აპრილის დასაწყისში გავლენ ბოლოში, თუ თვითონ არ გააჩერეს რამე ტექნიკური საჭიროებით. აი ისე როგორც რიკოთის პარალელურ გვირაბზე სკვაზნიაკის გამო რომ არ თხრიდნენ smile.gif))

სერიოზუად სკვაზნიაკში გაციების ეშინოდათ? lol.gif lol.gif

შემ წარმოიდგინე და კი. როგორც ჩვენმა ერთმა კომპეტენტურმა თანაფორუმელმა აგვიხსნა.
ანუ გაციება გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ სკვაზნოი რომ დაედება, მერე ისეთი ჰაერის ნაკადებია, გარკვეულო სამუშაოების შესრულებას ხელს უშლისო...

ვახ ბიჯო რას არ გაიგებს კაცი, რამე რომ დაუცონ ან ჩამოაფარონ ვერა? მაგალითად ჟალუზი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ნიკა 29 Feb 2024, 13:44
ZEUS
QUOTE
გარკვეულო სამუშაოების შესრულებას ხელს უშლისო...

მით უმეტეს როცა ეს სამუშაოები მაინც შესასრულებელია და სანამ არ მორჩები, გვირაბი ესქპლუატაციაში ვერ შევა, რა აზრი აქვს ქარში მუშაობას?

Posted by: karoche 29 Feb 2024, 16:31
ნიკა
ყველას არ შეუძლია პრაქტიკულობის მიხედვით შეაფასოს გარკვეული ამბები smile.gif
ამიტომ ზოგი ინჟინერია და ზოგი კიდევ ფილოლოგი

ცუდი მაშინაა სიტუაცია, როცა ფილოლოგი ასწავლის ინჟინერს, თუ როგორ უნდა იმუშაოს

თორემ ფორუმზე განსხვავებული აზრები პრობლემას არ ქმნის smile.gif

Posted by: ZEUS 29 Feb 2024, 20:02
QUOTE (ნიკა @ 29 Feb 2024, 13:44 )
ZEUS
QUOTE
გარკვეულო სამუშაოების შესრულებას ხელს უშლისო...

მით უმეტეს როცა ეს სამუშაოები მაინც შესასრულებელია და სანამ არ მორჩები, გვირაბი ესქპლუატაციაში ვერ შევა, რა აზრი აქვს ქარში მუშაობას?

ნამდვილად. ეგრეა ბატონო ნიკა. .

Posted by: Delvaux 1 Mar 2024, 08:34
არ გამოჩნდა ვინმე ღვთისნიერი ვინც ხადას ხეობაში შევა და თაღოვანი გვირაბის მშენებლობის ერთ-ორ ფოტოს ჩააგდებს აქ...

თვის ბოლოს დებდნენ ხოლმე სამუშაოების შესახებ ნიუსებზე ერთ-ორ პოსტს ფეისზე. თებერვალი ჩააგდეს.

Posted by: Kublicha 1 Mar 2024, 09:38
Delvaux
QUOTE
ა თაღოვანი გვირაბის

გვირაბის თუ ხიდის?


Posted by: ნიკა 1 Mar 2024, 10:53
Kublicha
QUOTE
გვირაბის თუ ხიდის?

დამასწარი biggrin.gif

Posted by: emre 1 Mar 2024, 11:04
თაღოვანს ესენი ვერ აშენებენ და ალბათ კოლონებზე შემოდებენ ხიდს

Posted by: alea iacta est 4 Mar 2024, 14:04
ეგე თუ არ შეუძლიათ თაღოვანის აშენება biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Delvaux 4 Mar 2024, 15:27
რამდენი წელია შენდებოდა ეს ხიდი. ბურჯები აშენებულია უკვე სამი წელია და იდგა თავისთვის. კარგია თუ განახლდა მშენებლობა!

უბრალოდ ხადას ხეობაში რაც უნდა აშენდეს სულ სხვა მასშტაბის უნდა იყოს და მეტი სირთულის.

Posted by: Kublicha 4 Mar 2024, 18:53
სურათს აღარ დავეძენბ, ნახაზები მაინც არ დევს სადმე იმ ხიდის?

Posted by: Delvaux 26 Mar 2024, 09:44
ორი თვეა ინფორმაცია არ განუახლებიათ. 31 იანვრის ინფორმაციით 500 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი გასაბურრი მთავარ გვირაბზე.
ის ტემპი რაც ადრე ჰქონდათ თუ შენარჩუნებული აქვთ წესით მალე უნდა გამოვიდნენ მეორე მხარეს...

Posted by: Delvaux 16 Apr 2024, 10:50
ორთვენახევარი გავიდა, მდუმარებაში არიან, რით ვერ გაბურღეს 500 მეტრი...

Posted by: tozi777 16 Apr 2024, 23:36
QUOTE (Delvaux @ 16 Apr 2024, 10:50 )
ორთვენახევარი გავიდა, მდუმარებაში არიან, რით ვერ გაბურღეს 500 მეტრი...

ბენზინი გამეელიათ. user.gif

...............................

Posted by: მევარსოხუმელი 16 Apr 2024, 23:49
tozi777

შეშა ალალი


შეშა ალალი

Posted by: oraguli73 22 Apr 2024, 20:24

ხვალ ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა სრულდება

https://bm.ge/news/khval-qvesheti-kobis-9-kilometriani-gvirabis-gayvana-sruldeba

Posted by: Delvaux 23 Apr 2024, 08:34
QUOTE (oraguli73 @ 22 Apr 2024, 20:24 )
ხვალ ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა სრულდება

https://bm.ge/news/khval-qvesheti-kobis-9-kilometriani-gvirabis-gayvana-sruldeba

ოოო ეს კაი ამბავია. იმედია ვინმე თაღოვანი ხიდის მშენებლობის ფოტოებსაც დადებს...

Posted by: winrar 23 Apr 2024, 10:56
QUOTE (Delvaux @ 23 Apr 2024, 08:34 )
QUOTE (oraguli73 @ 22 Apr 2024, 20:24 )
ხვალ ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა სრულდება

https://bm.ge/news/khval-qvesheti-kobis-9-kilometriani-gvirabis-gayvana-sruldeba

ოოო ეს კაი ამბავია. იმედია ვინმე თაღოვანი ხიდის მშენებლობის ფოტოებსაც დადებს...

ეგ ხიდი სანამ ზედ არ გაივლი არ ჩანს; აი ინდიანა ჯონსში როგორცაა, გრაალის გამოსატანად რომ შედის gigi.gif facepalm.gif

Posted by: electro 23 Apr 2024, 14:10
აგერ ლაივში სვერლავენ:

https://www.facebook.com/share/v/D5iVUWd9sH1egF5x/?mibextid=WaXdOe

https://www.facebook.com/share/v/CbuxXu5RdJ5bQEHC/?mibextid=WaXdOe

Posted by: rommel 23 Apr 2024, 14:38
ეგ არის გამოვედით.

ახლა როგორმე გამოვიტანოთ უკან და სხვა მთას მივაყენოთ

არ მჯერა მე თიბიემ-ის ერთჯერადობის smile.gif

Posted by: Tocadero 23 Apr 2024, 16:21
Delvaux

არაფრიც არ განახლდა მასე გდია როგორც არის

დონეები ააცილეს

Posted by: eleqtro 23 Apr 2024, 17:32
rommel
QUOTE
ახლა როგორმე გამოვიტანოთ უკან და სხვა მთას მივაყენოთ

გამძვრალია უკვე და რაღა უკან გამოვიტანოთ?! biggrin.gif თან რესურსი კაცმა არ იცის თუ აქვს კიდევ

Posted by: rommel 23 Apr 2024, 20:27
eleqtro
დავშალოთ და ისე smile.gif აბა უკან რომ ვერ გამოეტევა ყველამ ვიცით biggrin.gif

Posted by: ZEUS 23 Apr 2024, 21:54
ეგ კი გახვრიტეს ახლა მაგრამ მაგ 9 კმ-ს გარდა კიდევ 14 კილომეტრი გზა რომაა გასაკეთებელი, მანდ რა პროგრესია, დიდად არ ახმოვანებენ და შესაბამისად გამოდის, რომ დიდად არც არაფერი...

Posted by: Delvaux 24 Apr 2024, 08:50
QUOTE (ZEUS @ 23 Apr 2024, 21:54 )
ეგ კი გახვრიტეს ახლა მაგრამ მაგ 9 კმ-ს გარდა კიდევ 14 კილომეტრი გზა რომაა გასაკეთებელი, მანდ რა პროგრესია, დიდად არ ახმოვანებენ და შესაბამისად გამოდის, რომ დიდად არც არაფერი...

კობის მხარეს არც არაფერი არ არის ასაშენებელი. 300 მეტრია სულ ასაშენებელი გვირაბის ჩრდილოეთის პორტალიდან.
ეს 14 კილომეტრი ხადას ხეობაში სოფელ წკერედან იწყება და ქვეშეთთში მთავრდება. გზის პროფილი სენტინელზე უკვე ჩანს. ხიდები და გვირაბებია ასაშენებელი. წესით 2025-ში უნდა დაასრულონ.
ერთადერთი ვერ გვარკვიეთ თაღოვანი გვირაბის ამბავი, რა ეტაპზეა... smile.gif))

Posted by: TopGear 24 Apr 2024, 20:08
QUOTE (alea iacta est @ 4 Mar 2024, 14:04 )
ეგე თუ არ შეუძლიათ თაღოვანის აშენება biggrin.gif
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ამ ხიდზე რა ისმის? რა ვადებია ან აკეთებენ თუ არა საერთოდ. გზიდან არაფერი ჩანს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)