Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > Ford Fusion


Posted by: аnderson 4 Jun 2023, 13:48
გაუმარჯოს ავტომობილცი, ბენზინცი, მხეცცი.

ამ მანქანას ხშირად ვხედავ თბილისში. ლამის პრიუსივით პოპულარულია. მეორე ადგილი მაინც უნდა ეჭიროს. ვიდზე კარგია, ნუ ცოტ ცოტა განსხვავდება სხვადასხვა წლის მოდელები მაგრამ მაინც ნორმალური ვიდი აქვს. არც უთოა, და არც კუკუშკა. შეხედავ მანქანაა რა.

ყიდვა გადავწყვიტე და ნაცნობებსაც ვკითხე. ვისაც ჰყავს ერთს, მეუბნება უმაგრესი მაშინაა არ ფუჭდება არაფერი არ მოდის ვაფშე დედაჩემზე მეტად მიყვარსო. მეორე მეუბნება მაგ მანქანის დდშვც კაროპკა (თუ რაღაცა) არ უვარგა, დედა ეხვნება ეგრევე და ძვირია გაკეთებაო.

თქვენ რას ფიქრობთ. ვისაც გყავთ, ვისაც არ გყავთ. რომელი წლის მოდელია უფრო კარგი. რომელს იყიდდით თოფი რომ დაგადონ, და ვის საერთოდ ოპელი გირჩევნიათ ამ მანქანას.

მოკლედ, ჰეი თქვენ ფორუმელებო, გაუმაძღარნო პოსტვითა/
ავტოში თემა გავხსენი, თქვენი აზრისა მოკითხვად

user posted image

Posted by: Piani Master 4 Jun 2023, 14:24
ზოგადად კარგი მანქანაა, ოღონდ გარბენს მიაქციე ყურადღება, რომ კარობკაც აღარ დაგჭირდეს smile.gif)

Posted by: аnderson 4 Jun 2023, 15:34
Piani Master


QUOTE
ზოგადად კარგი მანქანაა, ოღონდ გარბენს მიაქციე ყურადღება, რომ კარობკაც აღარ დაგჭირდეს smile.gif)


რამდენი გარები, რა წლოვანებაზე

Posted by: AvtandiL 169 4 Jun 2023, 16:05
аnderson

100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული მაგრამ როგორც ბევრისაგან გამიგია 2015 წლიდან მოგვარდა კარობკის პრობლემა.

თუ ჰიბრიდს ყიდულობ კიდე მესმის ბენზინის წვის ამბავში, მაგრამ პასატს ეგ ფორდი რატომ უნდა ამჯობინო არ მესმის. 2.5იანი მყავს და არც ძრავზე, არ კარობკაზე არ მიწევს ნერვიულობა.

ვიზუალი ინდივიდუალურია კამათი არ ღირს და სხვა დანარჩენში აბსოლიტურად არაფერში ეგ ფორდი არ არის უკეთესი.

Posted by: =ლაშა= 4 Jun 2023, 19:23
კლუბში მაქვს თემა გახსნილი..

ჰიბრიდს თუ იყიდი გარბენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.. 50კ მინახავს და 200კ გარბენიც რომ გაფუჭებულა.. კარობკას აფუჭებს უზეთობა და გრუზინობა... ერთხელ რომ უცვლიან 5 წელში ზეთს.. ამათი ზეთი ორთქლდება და ყოველ წელს უნდა ჩამატება ან შეცვლა...
ჩემთვის ჩამოვიყანე 182000მილით პლაგინი..ისეთი ჩამოვიდა ქიმწმენდაც არ დამჭირდა და სერვისი გავლილი ჰქონდა..ყველაფერი იდეალური იყო..ვეძებე,ჩაუჯექი.. ისტორია შევამოწმე და ისე ვიყიდე.. ჩემ ძმაკაცმა.ჩამოიყვანა 167000მილიანი და იყო სანაგვე..მთელი პერედოკი მომსპარი და კარობკაც გამოცვალა 1300$გადაიხადა.. ..

დასკვმა თქვენ უნდა გამოიტანოთ.. მოუვლელობით პასატიც ფუჭდება ფორდიც და მერსოც..

სილამაზით.სირბილით.კომფორტით.და ინტერიერით ჯეტა და პასატი რა მოსატანია ფიუჟენთან..

ეცადე რესტაილინგი ან 2015 იანი მაინც იყიდოთ.. უფრო დაიხვეწა სალონი..


კიდევ ერთი.. როდესაც 200.000 აქვს გარბენი ჩათვალე ბენზინზე 110. 000 აქვს ნამუშევარი..


2015 აგვისტოდან HF35 კოდის კარობკები ჩადეს ჰიბროდებში..პლაგინებში ცალკე ზეთის გაგრილებისთვის ნასოსი დაუყენეს რომ კარობკამ უფრო კარგად იმიშაოს..

ელიავას და ფეისბუქის ხელოსნებ ნუ დაუჯერებ..გადაიკითხეთ რა სიახლეები ჩადეს ფორდებში ოფიციალური საიტიდან და ფორუმებიდან...

დიახ კარობკები გამოასწორეს 2015 აგვისტოდანნ.

ასევე კეთდება აქ 150ლ ჯდება განახლება პრაშივკებით..ელემენტის.კარობკის.ძრავის..აბეესის და ინვენტორის რაც უფრო უხანგრძლივებს რესურსს

Posted by: maxoooooo 4 Jun 2023, 21:46
მე მყავს 14 იანი ჰიბრიდი titanium ის კომპლექტაცია . 93 კმ გარბენით ჩამოვიყვანე ახლა 97 აქვს.

ზოგადად, მოუვლელ მანქანას აქვს პრობლემები, მაგრამ შესაძლებელია არიდება. კარობკაზე მართალი უთქვამთ, ოღონდ ნაწილობრივ. თუ არ აწვალე და ზეთი დროზე შეუცვალე, არაფერი მოუვა.

რულავოი აქვს კიდევ შედარებით სუსტი, მაგრამ იმის გამო, რომ წყალი ჩადის და ფუჭდება. თუ დროზე შეამოწმე და აღმოფხვერი პრობლემა, ეგეც იმუშავებს.

ასევე წყლის პომპა აქვს პრობლემური, ხშირად უფუჭდებათ ხოლმე. ნორმალური ანტიფრიზის პირობებში კარგად მუშაობს.

ძრავი უფუჭებელი აქვს ჰიბრიდს, ასევეა 2.5 იანისაც. სხვა ძრავები შედარებით პრობლემურებია, მაგრამ ალბათ, ეგეც მოვლაზეა დამოკიდებული, ვერაფერს გეტყვი.

ასევე 2.5 იანს არ აქვს კარობკის პრობლემა და პომპის, განსხვავებულები აყენია და [შედარებით] გამძლეა.

ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ნაწილები, რაც დავწერე ყველაფერი ძვირი ღირს, თუ გაგიფუჭდა.
პომპა 800ლ - 1000ლ (უგარანტიოდ)
კარობკა $1000 - $1400 ხელობიანად (მინ 6 თვე გარანტიით)
რულავოი მთლიანად 1000ლ - 1300ლ (მაგრამ ხშირად შეკეთებას ექვემდებარება) მატორჩიკი 300ლ ან კომპი ან ღერძი იგივე ღირს

პერედოკი ძალიან კარგი აქვს ყველა მოდელს, ერთი ისაა, რომ ჰიბრიდის მარჯვენა ყუმბარა 600ლ + ღირს, ბენზინის 200ლ-300ლ. თუ მაინც გაგიფუჭდა ცოტა ძვირია ნაწილები:
გიტარა 170 - 200 ახალი, მეორადი 200-250
ამორტიზატორი ზბორში 250-300ლ (წინები) უკანები შედარებით ნაკლები
დანარჩენი ნაწილები 50 - 100ლ ( 10 - 20 - 30 ლარიანი ნაწილები არ აქვს biggrin.gif )

რესტაილინგ ჰიბრიდებს (2016 - 2020 წწ) ებს ოდნავ განსხვავებული ვიზუალი აქვთ და მხოლოდ კარობკის პრობლემა აქვთ მოგვარებული.

კომფორტს რაც შეეხება, მე 18 იან დისკებზე მყავს და მეგრუბება. ვფიქრობ 17 იანზე გადავიდე ან საბურავის ბორტები გავზარდო. ვერ მოვიცალე უბრალოდ. თან ვვორჭოფობ რადგან პლუს-მინუსები აქვს ორივეს

სალონის ხარისხი ნორმალურუა, მთლად ფიქსირებული არაა, ზოგჯერ გაიგებ ხოლმე ჭრაჭუნს, მაგრამ მაგის სხვანაირად გაკეთება მხოლოდ გერმანელებს გამოსდით. არაა საგანგაშო, თავის კლასის მანქანებს მაინც სჯობს biggrin.gif

ხმის იზოლაცია, ქარის ხმა და ძრავის ბღუილი აქვს ისე, როგორც კლასს შეეფერბა, ქემრიზე ოდნავ უკეთესი. ბღუილი შემოდის საკმაოდ.

ვიზუალი/დიზაინი სუბიექტურია, მე მომწონს.

ჰიბრიდის წვა ტარებაზეა დამოკიდებული. მე 6-6.5 მდე მიწვავს, ძირითადად 20 კმიან მანძილებზე. ხალხია არის 4-5 ს აწვევინებს, მეც დავაწვევინე ეგრე ერთი ბაკი, მაგრამ ეგრე სიარულს მირჩევნია 10 დამიწვას.
დასავლეთისკენ რომ მივდივარ 5.5 ზე საშუალოვდება ავტობანზე 120კმ/სთ სიჩქარით კრუიზი და რიკოთზე ასვლა/ჩამოსვლა + კონდიციონერი. ამ შაბათ-კვირას გავზომე ზუსტად.

ჰიბრიდის ტარებისას, როცა ელემენტები დამჯდარია, სახობში, ძრავის ჩართვა გამორრთვაა შემაწუხებელი ხანდახან, მაგრამ დენზე რომ სრულიად უხმოდ დადის ეგ აბალანსებს biggrin.gif

ჰო, ვიზუალის ნაწილების საშუალო ფასებია:
კარი 600-700
კაპოტი 600 +
კრილო 300 +
ბამპერები 600 +
ფარი 400 +


თუ ბიუჯეტი გაქვს და ცოტა დამატება შეგიძლია და მაინცდამაინც fusion - ი გინდა, მაშინ შეგიძლია lincoln mkz განიხილო . დღეს რომ ვყიდულობდე ეგრე ვიზამდი.
ტექნიკურად ზუსტად იგივეა. ვიზუალის, კომფორტის, სალონის, იზოლაციის და ა.შ. მინუსები რაც აქვს ფუჟენს, ყველა გამოსწორებულია და გაცილებით რბილად დადის.
მინუსი ის აქვს, რომ შედარებით ძვირი ჯდება ჩამოყვანა/გაკეთება, რადგან მაღლა რაც ვიზუალის ფასები დავწერე ეგ არის ან ცოტა მეტი ოღონდ დოლარში $$$ biggrin.gif და + არ აზღვევენ.
მაინც მაგას ვიყიდდი, განა რამდენჯერ გავაფუჭებ კრილოს biggrin.gif


მოკლედ, თუ მოუვლი და არ დაიშურებ ფულს, არ ექნება პრობლემები.

ყველა მანქანას აქვს +- და იგივე ფასში ყველას არ უნდა შეადარო. ზოგი კლასით არის სხვა, ზოგი წლოვანებით, ზოგი ფუნქციებით, ზოგი ფასით და ა.შ.
იგივე ფასად შეიძლება უკეთესი მანქანა იყიდო, მაგრამ რაღაცა შეიძლება ფუჟენს უკეთესი ჰქონდეს. იგივეა ფუჟენის ყიდვა და რაღაც კომპრომისზე აქაც მიდიხარ, ბუნებრივია.
სხვანაირად ერთ საფასო კატეგორიაში მხოლოდ 1 ვარიანტი იქნებოდა.

წარმატებები. თუ რამე კითხვა გაგიჩნდა აქ ვარ, თუ გინდა გაკატავებ კიდევაც biggrin.gif

Posted by: =ლაშა= 4 Jun 2023, 22:01
maxoooooo
რა ფასიც აქვს იმ ფასში კარგია..და კი მოვლის გარეშე არცერთი მანქანა არ ძლებს .

პლაგინით 4.5 -5.3 მაღლა არ ავსულვარ ქალაქი თუ ტრასა.... 4 დამიწვია

Posted by: аnderson 4 Jun 2023, 22:37
AvtandiL 169
QUOTE
თუ ჰიბრიდს ყიდულობ კიდე მესმის ბენზინის წვის ამბავში,



სრულიად მაგ ამბავში.


maxoooooo

გაიხარე ამომწურავი ინფოსთვის.

ჩამოყვანის პონტი არ მაქვს. პირდაპირ უნდა ვიყიდო, ვერ დაველოდები. ანუ აქ უნდა ვიყიდო რა

Posted by: =ლაშა= 4 Jun 2023, 23:43
аnderson
ყიდვამდე ვინი შეამოწმე..თუ რამეა აქ ჩააგდე ვინ კოდი და გინახავ.. რაც უფრო ცოტა დრო ექნება ჩვენს ჰაერზე გატარებული მით უფრო კაი biggrin.gif

Posted by: GOZILA 7 Jun 2023, 09:40
QUOTE (аnderson @ 4 Jun 2023, 22:37 )

maxoooooo

გაიხარე ამომწურავი ინფოსთვის.


აი მაგიტომ ხალხი ყიდულობს ქემრის gigi.gif

-------------------------------------------------------------

Posted by: =ლაშა= 7 Jun 2023, 12:39
GOZILA
ვინც ჯერ ქემრიში იჯდა და მერე ფიუჟენში... ყველა ფორდს აქებს...

ეხლა თუ ტოიოტისტია ადამიანი ეგეთებთან მეზარება რაიმეს ახსნა.. რაც არ უნდა უთხრა აზრი არ აქ.. biggrin.gif

Posted by: donrobita 7 Jun 2023, 13:05
QUOTE (GOZILA @ 7 Jun 2023, 09:40 )
QUOTE (аnderson @ 4 Jun 2023, 22:37 )

maxoooooo

გაიხარე ამომწურავი ინფოსთვის.


აი მაგიტომ ხალხი ყიდულობს ქემრის gigi.gif

-------------------------------------------------------------

ან აკორდს

აკოცოს ტრაკზე ორივემ yes.gif

Posted by: Led_Zeppelin 18 Jun 2023, 16:48
ტორმუზზე პლასმასა გატყდა ლიაგუშკა !! ვინმეს ხომ არა გაქვთ???რომ ვთიშავ სტოპები ანთია......

Posted by: ჯუღაშვილი 18 Jun 2023, 22:26
ჰიბრიდი იყიდე თუ იყიდი


________________________

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)