Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > რუსეთი ქოცებს ნეიტრალიტეტზე ეჩალიჩებაო


Posted by: ტროლოლო 16 Oct 2019, 09:16
სააკაშვილის თქმით ქოცები ნატოს წევრობაზე უარის გამოცხადებას აპირებენ

"შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ და რა არის ეს შEთქმულება? საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან რათა საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოაცხადებინონ და ნატოზე უარი ათქმევინონ"

https://news.am/eng/news/535829.html

სექტემბერში მსგავსი განცხადება გააკეთა სააკაშვილმა ივანიშვილზე მისი თქმით პუტინმა ივანიშვილს დეკემბრის ბოლომდე მისცა ვადა ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე

“პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ, იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ, ეს ზუსტად ვიცი”

https://www.radiotavisupleba.ge/a/30164966.html


Posted by: Borati 16 Oct 2019, 09:23
ზუსტად მაგას ახმოვანებენ თარხანირმები.
ბატონი ბიძინი ტესტავს სიტუაციას, ასე ვთქვათ.

Posted by: dega 16 Oct 2019, 09:28
ნეიტრალიტეტის იდეა არ მომკვდარა
ვისაც დამოუკიდებლობა არ უნდა იძახოს კიდევ ნატონატო სამასი წელი
და ასრულოს ბრუსელის დავალებები
.................

Posted by: Hiksos 16 Oct 2019, 09:37
dega
QUOTE
ნეიტრალიტეტის იდეა არ მომკვდარა


ვისთან გინდათ ეს ნეტრალიტეტი? რუსეთთან?! რაც ვალდებულება აიღო, უსინდისოდ რომ დაარღვია ყველა და ზურგში რომ დანა ჩაგვცა?! ახლა გამოვაცხადებთ ნეტრალიტეტს და უცებ თავს დაგვანებენ ხომ თქვენი ლოგიკით?!
ან 90-იან წლებში რომ ვეცადეთ მაგ ნეიტრალიტეტსა და შერიგებას რუსეთთან, ხომ იმუშავა კარგად? რამე მოვიგეთ? მოვიგეთ კი არა, კიდევ წავაგეთ, 1998-ში გალშიც კი არ მოგვცეს შესვლის საშუალება. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე "ჩაშაქრებული" იყო ურთიერთობა.

სწორედ ეგ ყბადაღებული "ნეიტრალიტეტი" უნდა რუსეთს, რომ მარტოდ დარჩენილი საქართველო ჩასანსლოს ბოლომდე.

თუმცა კი ვიცი შენ და შენნაირებს კი გაუხარდებათ ეგ.
facepalm.gif facepalm.gif

Posted by: tornike71 16 Oct 2019, 09:42
ნეიტრალიტეტი არის რუსების შემოგდებული თემა,ამაზე ფიქრიც კი სამშობლოს ღალატია.ხო კიდევ არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ხელს არ მოაწერს ამ იდეას,ყველასთან სადაო ტერიტორია გვაქვს,აი რუსეთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი,რომც მოგიწეროს მერე თავზე გადაგახევს,გამოცდილება გვაქვს ოხრად.ჩვენი ნეიტრალიტეტზე ჩალიჩი იგევეა ეხლა რომ ისრაელმა მოინდომოს ეს,როცა ირანი არ ცნობს მას ქვეყნად,ეგრე არ გვცნობს ჩვენც როგორც სახელმწიფოს ღრუსეთი,გუბერიად რა პრობლემაა.

Posted by: Borati 16 Oct 2019, 09:43
1921 წელს რითიც დამთავრდა ნეიტრალური საქართველოს სახელმწიფოებრიობა კარგად ვიცი.
ეგ ბოლი ერთმანეთს ასუნთქეთ, ქოცებო და თარხანირმებო.

Posted by: Frankens†ein 16 Oct 2019, 09:45
QUOTE
პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია

არ მეგონა პუტინი თუ პირობებს უყენებდა ივანიშვილს.
აქამდე ვიცოდი რომ პუტინის სიტყვა კანონი იყო...


პ.ს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა შევიდეთ ნატოში.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე,
'დანარჩენს მაინც შევინარჩუნებთ.
და ომით მაგ რეგიონების დამბრუნებლები მაინც არ ვართ.

Posted by: dega 16 Oct 2019, 09:46
Hiksos
QUOTE
ვისთან გინდათ ეს ნეტრალიტეტი? რუსეთთან?!

ეგ რა წინადადებაა???
თუ ნეიტრალიტეტია
რა შუაშია ვისთან
QUOTE
სწორედ ეგ ყბადაღებული "ნეიტრალიტეტი" უნდა სსწორედ რუსეთს,

სულ არ მაინტერესებს რა უნდა რუსეთს
QUOTE
საქართველო ჩასანსლოს ბოლომდე.

ეს არის პროპაგანდა რომელსაც ხართ აყოლილი
QUOTE
თუმცა კი ვიცი შენ და შენნაირებს კი გაუხარდებათ ეგ.

ოჯახის წევრებს ესაუბრე მაგ ტონით]

Posted by: Miss_Marple 16 Oct 2019, 09:47
QUOTE
სააკაშვილის თქმით

რაღაც საეჭვოდ ბევრი იცის ამან ვინ რას აპირებს აქ


Posted by: ajai 16 Oct 2019, 09:59
QUOTE
საქართველო ჩასანსლოს ბოლომდე.

ეს არის პროპაგანდა რომელსაც ხართ აყოლილი


რუსეთს რომ საქართველოს არსებობა არ უნდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამისთვის აწარმოებს ომს

პროპაგანდა ყოფილა

რა რუსეთი, რა გადაყლაპვაო


პ.ს. სულ გამოღლევდა მსოფლიო

თურქებს ისეთ რამეს უპრავებენ და ისეთ პრეცედენტს აფიქსირებენ რომ ჯობია საერთოდ ხმა აღარ ამოვიღოთ არაფერზე და როგორმე მშვიდობა შევინარჩუნოთ.

Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 10:01
QUOTE
სულ არ მაინტერესებს რა უნდა რუსეთს

dega


და ამერიკას რა უნდა ეგ რატომ გაინტერესებს?

Posted by: Hiksos 16 Oct 2019, 10:06
dega
[quote]ეგ რა წინადადებაა???
თუ ნეიტრალიტეტია
რა შუაშია ვისთან[/quote]

იმ შუაშია რომ როდესაც შენი მეზობელია რუსეთუ ნეიტრალიტეტის შესახებ ოცნებები არის უადგილო, სამმილიონი საქართველო კი არა აგერ 40 მილიონიანი უკრაინას არაფერი უშველა ე.წ. ნეიტრალიტეტის ძიებამ.
ყირიმიც დაკარგეს და ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში ომია გაჩაღებული.

პროპაგანდა
საქართველო ჩასანსლოს ბოლომდე.

ეს არის პროპაგანდა რომელსაც ხართ აყოლილი[/quote]

[QUOTE]პროპაგანდა[/QUOTE]

[QUOTE]პროპაგანდა[/QUOTE]

[QUOTE]პროპაგანდა[/QUOTE]

ჯერ ამბობ არ მაინტერესებს რუსეთს რა უნდაო, მერე კი იძახი, რომ არა რუსეთის გეგმებში საქართველოს ჩასანსლვა არ შედის, ეგ პროპაგანდა არისო. თუ კი არ გაინტერესებს რუსეთს რა უნდა, მაინც კარგად კი გცოდნია რომ ზუსტად ე.წ. ჩასანსვლა რუსეთის ინტერესებში არ შედის.
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: dega 16 Oct 2019, 10:11
PAINKILLER
QUOTE
და ამერიკას რა უნდა ეგ რატომ გაინტერესებს?

და ვინ გითხრა რომ მაინტერესებს??
სახლში რაც უნდა ის აკეთოს

Hiksos
100 წლის წინ ამერიკელები ზანგებს ატყავებდნენ ცოცხლად...
დრო იცვლება
უფრო სწორად შენ უნდა შეცვალო
და იმის შიშით რომ 21 წელს ეს გააკეთესო ვეღარ უნდა იცხოვრო??
და სულ ეგ უნდა იძახო?
აი ეგაა სწორედ პროპაგანდა

Posted by: sims77 16 Oct 2019, 10:11
და რითი ვიცავთ ამ ნეიტრალიტეტს
ჩინგიზ ხანის ნაბიჭვრებთან დადებული ხელშეკრულებებით???

Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 10:13
QUOTE
სახლში რაც უნდა ის აკეთოს

dega

გარეთ რას აკეთებს ეგ ხომ გაინტერესებს??

Posted by: tornike71 16 Oct 2019, 10:22
რა სამრაცხვინოა როცა ქართველი ადამიანი რუსეთის გაპრავებას ცდილობს,ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია ნეტა ვის აქვს?იმ ქართველ ჯარისკაცებზე რას იტყვით ღორებმა რომ დაგვიხოცეს?ტყუილად უბრძოლიად ბიჭებს მერე აქ შემოვლენ და უსირცხვილოდ გააპრავებენ ჩვენ ერთმორწმუნე ძმებს.გულისამრევია ეს ყველაფერი უკვე. drug.gif

Posted by: Borati 16 Oct 2019, 10:23
dega
რა გინდა?
რას ამტკიცებ?
ერთი მაგალითი მაინც მოიყვანე, როცა მაგ საღორემ დადებული პირობა შეასრულა, მხოლოდ ერთი!
უახლოესი ისტორიიიდან მაიმც არ იცით?
შევარდნაძე ნეიტრალიტეტზეც აწერდა ხელს, სამხედრო ბაზებსაც უკანონებდა და მაინც დედა მოგვიხნეს აფხაზეთში!
ნამუსიც კარგი საქონელია.
ამერიკაში ზანგებს ატყავებდნენ და მაგარ ქაქსაც მიირთმევდნენ, მაგრამ ეგ ქვეყანა უდიდესი ნაბიჯებით წავიდა წინ, განვითარდა, ცოდვებიც მოინანიეს, შავკანიანი პრეზიდენტიც კი აირჩიეს!
ამ საღორეს კიდევ რას ატყობთ განვითარების?
ლენინის მუმია ვერ გამოუტანიათ მავზოლეუმიდან, მოსახლეობის სრული უმრავლესობა დღემდე საბჭოეთს მისტირის და იმპერიული ამბიციებით არის დაავადებული.
მილიონობით ადამიანი გაანადგურეს მაგ წითელმა ნაბიჭვრებმა, ქართველი ერის ყველაზე ნათელი ნაწილი გაგვინადგურეს და ბოდიშის მოხდაზე და მონანიებაზე ხო ზედმეტია საუბარი, დღესაც იგივეს გაგვიკეთებენ სიამოვნებით.
შენს ადგილას საერთოდ გავჩუმდებოდი და არ შევირცხვენდი ასე თავს.
პ.ს. მონათესავე ერის ათასობით წარმომადგენელი გაჟუჟეს, ნაგლად წაართვეს ტერიტორია და დღესაც იგივეს აგრძელებენ. უკრაინის მაგალითზეც, რომ სწავლობს ჭკუას ადამიანი, ქართველი ის მართლა უიმედოა და უტილიზაციას ექვემდებარება...

Posted by: Phantom 16 Oct 2019, 10:25
მხოლოდ იდიოტს თუ შეიძლება მოუვიდეს ნეიტრალიტეტის აზრი ისეთ დედამოხნულ მეზობლებთან როგორიცაა იგივე რუსეთი, 1900-იან წლებში კარგად ახსოვს ისტორიას საქართველოს ნეიტრალიტეტი და რითი დამთავრდა ეგ ყველაფერი.
ხოდა იდიოტი თუ დაიჯერებს დედამოხნული რუსების რამე 1 სიტყვასაც კი.
QUOTE
სულ არ მაინტერესებს რა უნდა რუსეთს

კაი ერთი დამპალი დასავლეთის ყველაფერი გაინტერესებს და დედამოხნული რუსეთის არაფერი ხო.
QUOTE
100 წლის წინ ამერიკელები ზანგებს ატყავებდნენ ცოცხლად...

100 წლის წინ რუსეთი რას აკეთებდა არ გაწყენდა რომ გაგეხსენებინა, შენი საყვარელი საბჭოთა კავშირის ჩათვლით.

QUOTE
და იმის შიშით რომ 21 წელს ეს გააკეთესო ვეღარ უნდა იცხოვრო??

ერთი და იგივე იდიოტობა არ უნდა აკეთო ორჯერ, ხოლო ის რომ უიმე დაივიწყე რა გააკეთა რუსეთმა 21 წელს, ბრმა უნდა იყო ეგ რომ იძახო, რა გააკეთა უკრანინაში და რას აკეთებს ჩვენთან იმის ფონზე.

Posted by: moen29 16 Oct 2019, 10:29
QUOTE (dega @ 16 Oct 2019, 10:11 )
PAINKILLER
QUOTE
და ამერიკას რა უნდა ეგ რატომ გაინტერესებს?

და ვინ გითხრა რომ მაინტერესებს??
სახლში რაც უნდა ის აკეთოს

Hiksos
100 წლის წინ ამერიკელები ზანგებს ატყავებდნენ ცოცხლად...
დრო იცვლება
უფრო სწორად შენ უნდა შეცვალო
და იმის შიშით რომ 21 წელს ეს გააკეთესო ვეღარ უნდა იცხოვრო??
და სულ ეგ უნდა იძახო?
აი ეგაა სწორედ პროპაგანდა

ის 100 წლის წინ გატყავებული ზანგი
დღეს კაი გაბლატავებულია, კაის ჭამს და სვამს, არც არაფერი არ დაუკარგავს თუ არ შეუძენია ამ ხნის მანძილზე.. არც არაფერი არ აკლია..

ჩვენ კი რუსეთის წყალობით უფრო გავბანძდით და გავღლევდით ვიდრე ვიყავით 100 წლის წინ.. რომ არა პატრიოტი ხალხი, ახლა აქ ქართულადაც არ დავწერდით და ეგ უნდა სწორედ რუსეთს..

Posted by: Beqarioni 16 Oct 2019, 10:31
QUOTE
რუსეთი ქოცებს ნეიტრალიტეტზე ეჩალიჩებაო

"ეჩალიჩება" თორე ვერ მიიღებს. მემგონი ეგ ტერმინი ჩვენს მოსაღორებლად არი თორე თავიდანვე გადაწყვეტილი იყო რა ბედი გველოდა, "კაა" რო შემოსრიალდა

Posted by: PFU 16 Oct 2019, 10:36
QUOTE (Frankens†ein @ 16 Oct 2019, 08:45 )
QUOTE
პუტინმა უთხრა ივანიშვილის 2 თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია

არ მეგონა პუტინი თუ პირობებს უყენებდა ივანიშვილს.
აქამდე ვიცოდი რომ პუტინის სიტყვა კანონი იყო...


პ.ს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა შევიდეთ ნატოში.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე,
'დანარჩენს მაინც შევინარჩუნებთ.
და ომით მაგ რეგიონების დამბრუნებლები მაინც არ ვართ.

მოვა ახლა Saturn -ი და ურცხვად გამოგაცხადებს მოღალატედ... ტროლ-ბოტებიც აყვებიან ჰიენებივით ყაშყაშით.. biggrin.gif

პი.ეს. მაგ რეგიონები აუცილებლად დაბრუნდება ომით, ოღონდ ჯერ არა... ამ ეტაპზე უნდა მივხედოთ 'დარჩენილ საქართველოს' და ვემზადოთ ომისთვის...


პი.ეს.2 გავრილოვი ყავდა მაგის გასახმოვანებლად გამოშვებული, მაგრამ ჩვენმა 'ყოღაღმა გოგო-ბიჭებმა' 'ქვეყანაზე ფიქრით დამაშვრალი' პოლიტიკოსების მეთაურობით სულ კუდით ქვა ასროლინეს და გვიხსნეს რუსეთის მარწუხებისგან.

პი.ეს.3. ძალიან ცუდი პრეცედენტი ხდება თურქეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოში ყოველგვარი მანდატის და მხარდაჭერის გარეშე სამხედრო მოქმედებების სახით, რასაც სირიის ჩრდილოეთის ოკუპაცია და ქურთების ეთნიკური წმენდა მოჰყვება. პუტინს და საღორეს უპრობლემოდ შეუძლია ეგ პრეცედენტი საქართველოზეც განავრცოს. ჩვენ კიდევ ამ დროს შიდაპოლიტიკურ ძიძგილაობაში ვართ ჩართული...

Posted by: B-E-R-U 16 Oct 2019, 10:37
და ნეიტრალიტეტის მაგიერ, რას გვაძლევს რუსეთი? ფრენებს აღადგენს? lol.gif ქართველი სტომაქის გამოტენვის მოყვარულისთვის, ეგეც საკმარისი იქნება. აბა აფხაზეთს და შიდა ქართლს ეგ არ დააბრუნებს და.

Posted by: DoomDev 16 Oct 2019, 10:44
QUOTE
და ნეიტრალიტეტის მაგიერ, რას გვაძლევს რუსეთი?


ჩვენი ღმერთკაცას უსაფრთხოებას! up.gif
რაც ნიშნავს დანარჩენი გიენა ქოცების მოპარული მოლიონების შეტყაპუნებას up.gif
და ეს დღე აუცილებლად დადგება up.gif

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 10:46
dega
QUOTE
ნეიტრალიტეტის იდეა არ მომკვდარა
ვისაც დამოუკიდებლობა არ უნდა იძახოს კიდევ ნატონატო სამასი წელი
და ასრულოს ბრუსელის დავალებები



ერთი რამ არ მესმის

რაღაც იდეას რო ახმოოვანებ, შესაბამისი ახსნა ხო უნდა ჰქონდეს???

არ მესმის ეს ე. წ. ნეიტრალიტეტს რა სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის.

შეუძლია ახსნას ვინმემ???

Posted by: Hiksos 16 Oct 2019, 10:47
dega
QUOTE
Hiksos
100 წლის წინ ამერიკელები ზანგებს ატყავებდნენ ცოცხლად...
დრო იცვლება
უფრო სწორად შენ უნდა შეცვალო


რა ზანგები, რა ამერიკელები, საერთოდ რა შუაშია ეგ?

100 კი არა, აგერ 20-30 წლის წინ რუსებმა ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს ჩეჩნებს, მოსახლეობის ლამის მეოთხედი ჩახოცეს და ერთი 30 ათასამდე საკუთარი ჯარისკაციც მიაყოლეს რაღაც ღარიბი, არასტაბილური ურესურსო რეგიონის გამო. მხოლოდ იმისათვის რომ "დერჟავას" ილუზია შეენარჩუნებინათ და ვიღაც უსახური ჩინოვნიკების რეიტინგი ამაღლებულიყო.

ან დღეს რას აკეთებს ან უკრაინაში ან თუნდაც სირიაში, მაგათ როგორ უნდა ენდო, რა ნეიტრალიტეტი, მართლა კარგად ხართ?!

B-E-R-U
QUOTE
და ნეიტრალიტეტის მაგიერ, რას გვაძლევს რუსეთი? ფრენებს აღადგენს?  ქართველი სტომაქის გამოტენვის მოყვარულისთვის, ეგეც საკმარისი იქნება. აბა აფხაზეთს და შიდა ქართლს ეგ არ დააბრუნებს და.


არც არაფერს არ მოგვცემს. აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვინ ჩივის, აქეთ მოგვთხოვენ რაღაცას კიდევ. თუ არადა ან ფრენების შეწყვეტით დაგვემუქრებიან ან კიდევ ერთი ემბარგოთი.
ვერ ვიჯერებ რომ ადამიანი ასეთი მიამიტი ან სულელი შეიძლება იყოს, ეტყობა მართლა ფულს უხდიან ვინც ამ ნეიტრალიტეტის თემას აწვება.
facepalm.gif

Posted by: GEORGEXIII 16 Oct 2019, 10:51
რათ უნდა ღრუსეთს ქოცებთან ჩალიჩი?


მოგვარებული არააა მეტი რაღა წაიღეს მთელი ტერიტორიები. ერთმორწმუნე და ისტორიულმა მეგობრებმმა.

Posted by: senpai 16 Oct 2019, 10:51
QUOTE
და ნეიტრალიტეტის მაგიერ, რას გვაძლევს რუსეთი?

წელიწადში მარტო 3კმ-ს წავიღებო. კახეთიდან ყველაფერს რუსეთში გავიტანთო.

Posted by: Gio707 16 Oct 2019, 10:52
ისე განიხილავენ ნეიტრალიტეტს თითქოს

საქართველოს მეზობლები ბელგია, ნიდერლანდები , დანია და გერმანია იყოს

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 11:01
Gio707
QUOTE
ისე განიხილავენ ნეიტრალიტეტს თითქოს

საქართველოს მეზობლები ბელგია, ნიდერლანდები , დანია და გერმანია იყოს




კაი ტემაა,

დაე ყოვლიცმცოდნეებმა განგვიმარტონ უცოდინრებს ნეიტრალიტეტის სიკეთეები.

ძაან მარტივი იქნება ალბატ მათთვის ამის გაკეთება, ჩვენთვის კიდევ ძაან ადვილად აღსაქმელ-გასაგები

Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 11:06
QUOTE (Gio707 @ 16 Oct 2019, 10:52 )
ისე განიხილავენ ნეიტრალიტეტს თითქოს

საქართველოს მეზობლები ბელგია, ნიდერლანდები , დანია და გერმანია იყოს

ნამდვილად, ნეიტრალიტეტი შეიძლება გამოვაცხადოთ მხოლოდ მაშინ როცა ჩვენს გარშემო ყველა სახელმწიფო ნატოს წევრი იქნება smile.gif

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 11:10
QUOTE
ძაან მარტივი იქნება ალბატ მათთვის ამის გაკეთება, ჩვენთვის კიდევ ძაან ადვილად აღსაქმელ-გასაგები



ნეიტრალიტეტის მომხრე არავინაა???

ვერავინ ვერ გვეუბნება რა სიკეტე მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის???

თუ სათქმელი არაფერი აქვთ ??

Posted by: ცქიფო 16 Oct 2019, 11:10
B-E-R-U
QUOTE
და ნეიტრალიტეტის მაგიერ, რას გვაძლევს რუსეთი? ფრენებს აღადგენს?

საკითხავი აი ეგ არის.
არაფერსაც არ გაძლევს. კიდევ უფრო დაგაჭერ წიხლსო გვპირდება. პლასკაგუბცით უნდა ამოართვა სული პუტინს. მაგის ჯიში და ჯილაგი #####ან...

Posted by: Saturn 16 Oct 2019, 11:12
PFU
QUOTE
მოვა ახლა Saturn -ი და ურცხვად გამოგაცხადებს მოღალატედ... ტროლ-ბოტებიც აყვებიან ჰიენებივით ყაშყაშით..

ნუ ვითავხედებთ sad.gif

Posted by: donmixo777 16 Oct 2019, 11:15
კარგი ყოფილა თურმე ნეიტრალიტეტი

ვანია გვიმეგობრებს მერე

აბა ბალტიისპირეთი სულელებითაა სავსე თქვენის აზრით?
ისინიც გამოაცხადებდნენ ნეიტრალიტეტს, არა მგონია ბალტიის თვითმიზანი ნატო იყოს რომ არა მეზობელი რუსეთი...

დღევანდელ რეალობაში იცხოვრო და ნეტრალიტეტზე იფიქრო, არ ვიცი მართლა

მაგრამ სიმართლეს რომ შეხედო, ნატოს ღია კარში ვერ შევდივართ
რუსეთი მიწებს ,,გვახევს" და ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ


Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 11:15
ცქიფო
QUOTE
საკითხავი აი ეგ არის.
არაფერსაც არ გაძლევს. კიდევ უფრო დაგაჭერ წიხლსო გვპირდება. პლასკაგუბცით უნდა ამოართვა სული პუტინს. მაგის ჯიში და ჯილაგი #####ან...



კაცო,

განმარტონ მათ

ამ დედაგადახნული ნეიტრალიტეტით რატო გვიიმასგვიშვრებიან ტვინებს?

მხოლოდ რაღაც ღლეობის დაბრეხვება ხომ არაა საკმარისი???

დიდი სიკეთის მომტანიაო, რო ამბობენ, გვითხრან.დებილები ხო არ არიან, რაღაცას რო ამბობენ და განმარტებას არ აკეთებენ,

განსჯაზე აღარ მაქვს საქმე

გვითხრას ვინმემ, რაში სჭირდება საქართველოს ნეიტრალიტეტი.

თუ არა და დაივიწყონ ეგ სიტყვა საერთოდ, და დემაგოგიის ნაცვლად საქმეს მიხედონ,

Posted by: ConservativeMind 16 Oct 2019, 11:19
dega

QUOTE
ნეიტრალიტეტის იდეა არ მომკვდარა
ვისაც დამოუკიდებლობა არ უნდა იძახოს კიდევ ნატონატო სამასი წელი
და ასრულოს ბრუსელის დავალებები


როცა მოგზავნილი, ან სულელი ხარ.

Posted by: iviko18 16 Oct 2019, 11:21
ნეიტრალიტეტის მომხრეებისგან არასდროს მომისმენია პასუხი კითხვებზე, რატომ იქნება ის კარგი საქართველოსთვის და ვინ მოგვცემს გარანტიას რომ ეს ნეიტრალიტეტი დაცული იქნება?!

ნებისმიერ კითხვას მხოლოდ ნატოს ლანძღვით პასუხობენ.

Posted by: ConservativeMind 16 Oct 2019, 11:22
qar-tleti

QUOTE
ნეიტრალიტეტის მომხრე არავინაა???


ნეიტრალიტეტი არის რამდენიმე წლიან პერსპექტივაში რუსული ტანკი თბილისში. ვერაფერი ვეღარ გვიშველის მერე აქედან გაქცევის გარდა.

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 11:29

ConservativeMind
QUOTE
ნეიტრალიტეტი არის რამდენიმე წლიან პერსპექტივაში რუსული ტანკი თბილისში. ვერაფერი ვეღარ გვიშველის მერე აქედან გაქცევის გარდა.



მათი არგუმენტები მაინტერესებს პირველ რიგში

ვინც მაგ თემას ლობირებს.

ვიცი ამ იდეის მომხრეები აქაც ბევრნი იქნებიან.

მე ვერ ამოვხსენი ამ თემის სიკეთე, იქნებ რაღაც არ ვიცი, იქნებ რაღაც არ მესმის. იქნებ მატ იციან ისეთი რამ რაც ჩვენც არ ვიცით და უნდა ვიცოდეთ.დიდი სიამოვნებით მოვუსმენ მათ. გვითხრან, გაგვარკვიონ, გვასწავლონ

Posted by: ConservativeMind 16 Oct 2019, 11:33
მოგზავნილები, ან სულელები არიან.
არანაირი საღი არგუმენტი მაგის არ არსებობს. თახსირი ირმა იძახის ფინეთი და შვეიცარიაა ნეიტრალიტეტებიო და მაგით მთავრდება.

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 11:38
ConservativeMind
QUOTE
მოგზავნილები, ან სულელები არიან.
არანაირი საღი არგუმენტი მაგის არ არსებობს. თახსირი ირმა იძახის ფინეთი და შვეიცარიაა ნეიტრალიტეტებიო და მაგით მთავრდება.



წლებია მაგ იდეით გაღუნეს ტვინი

განმარტება ნული.

საქართველოს მომავალი ნეიტრალიტეტშიაო. თავიდან იყო მიუმხრობლობის პოლიტიკა და ნეიტრალიტეტი. ახლა მხოლოდ ნეიტრალიტეტი დარჩა.

ამბობენ, ნატო არ გვინდა, მაინც არ გვღებულობენო.

კაი, არ გვღებულობენ, ნუ გვღებულობენ.

მაგის გულიზა ნეიტრალიტეტი რატო უნდა გამოვაცხადოთ?

შეუძლია ახსნას ვინმემ.

დავიჯერო ერთ ექსპერტთან მაინცარ აქვთ გავლილი კონსულტაცია??ან იდეის ავტორმა არ უთხრა რამე მათ განმარტების სახი?

რამდენი წელია ველი მათგან რაიმე ჭკვიანურის მოსმენას, მაგრამ დღემდე ვერაფერი მოვისმინე

Posted by: ereklebarv 16 Oct 2019, 11:54
ვერ გაბედავენ. no.gif

როგორც ადრე ნოდარ ნათაძემ თქვა(არაერთხელ დამიწერია) უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს ნეიტრალიტეტი როგორ უნდა უნდოდესო. biggrin.gif

Posted by: mRvdeli giorgi sxiladze 16 Oct 2019, 11:59
dega
QUOTE
იმის შიშით რომ 21 წელს ეს გააკეთესო ვეღარ უნდა იცხოვრო?

_ რუსეთმა საქართველოს რაც გაუკეთა _ უფრო სწორად, გაუფუჭა _ 1921წ-ს, იგივე ,,გაუკეთა" 1991-93წწ-ში (რომ არ გავიხსენოთ 1801-11 წლები და რომ არ დავწეროთ მის მიერ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილის ,,დე-ფაქტო" მიერთებაზე); იმ განსხვავებით, რომ ეს პირველად მოიმოქმედა ,,მონარქიის", მეორედ _ ,,კომუნიზმის" და მესამედ _ ,,დემოკრატიის" სახელით.

Posted by: iviko18 16 Oct 2019, 12:01
QUOTE
ნოდარ ნათაძემ თქვა(არაერთხელ დამიწერია) უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს ნეიტრალიტეტი როგორ უნდა უნდოდესო.

up.gif biggrin.gif

Posted by: KAMPO 16 Oct 2019, 12:10
ტროლოლო
Borati


მაგას ქართველი ხალხი გადაწყვეტს თქვენ არავინ გეკითხებათ. თუ არ მოგწონთ დატოვეთ ქვეყანა შეასრულეთ გვარამიასეული დაპირება

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 12:15
QUOTE
ვერ გაბედავენ.

როგორც ადრე ნოდარ ნათაძემ თქვა(არაერთხელ დამიწერია) უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს ნეიტრალიტეტი როგორ უნდა უნდოდესო.



კი, სწორი ნათქვამია

მსოფლიო თანდათან გადის მშვიდობიანი ზონიდან

ადრე თუ საფრთხეებს წარმოადგენდნენ აშშ და სსრკ, შემდეგ ეს საფრთხე განეიტრალდა სსრკ-ს დაშლით.

შემდეგ იყო აშშ-ს ჰეგემონია. და ვინაიდან აღარ ჰყავდა სერიოზული მოწინააღმდეგე, შედარებით ადვილად ხდებოდა მშვიდობის შენარჩუნება მთელ მსოფლიოში. იყო და არის მხოლოდ ლოკალური ომები. ძირითადად სამოქალაქო.

მაგრამ ახლა ერთგვარი ენერგეტიკული კრიზისი შეინიშნება. ჩინეთი ძაან დაწინაურდა რესურსების მოხმარების მხრივ, ინდოეთიც. ჩი9ნეთისათვის რუსეთი სულ უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდება. თავის მხრივ რუსეთი სულ უფრო და უფრო სუსტდება. კრემლს სულ უფრო და უფრო ხშირად უწევს პიარით საკუთარი ძალმოსილების დემონსტრირება, მაგრამ ძალიან კარგად იციან დასავლეთშიც და აღმმმოსავლეთშიც, რომ რუსეთს დედა აღარ ყავს მოცემულ ეტაპზე, მაგრამ ჯერჯერობით მის წინააღმდეგ არავინ არაფერ ქმედით ნაბიჯებს არ დგავენ-უბრალოდ არ სჭირდებათ-რუსეთი წაკუზვის პოლიტიკის მეშვეობით ინარჩუნებს შედარებით სტაბილურობას ქვეყნის შეიგნით-თითქმის მთელ რესურსებს ჩინეთი უკონტროლებს (მაგ საცოდავებს). მაგრამ არა მგონია, მარტი ჩინეთს სურდეს რუსული რესურსების ფლობა

ჰოდა ამ კბილებამდე შეიარაღებულ ქვყნებიდან ვის როდის რა სახით მოუნდება მეორესთვის სწორედ იმ რესურსების ახევა, კაცმა არ იცის.

პირველი მსოფლიო და მეორე მსოფლიო ომები ხომ სწორედ რესურსების უკმარისობას მოჰყვა.

და ასეთ გაურკვეველ და ბუნდოვან ვითარებაში რატომ უნდათ ზოგიერთებს ეგ რაღაც იდიოტური ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ჩემამდე არ დადის.და როგორც ვიცი არც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში

Posted by: PFU 16 Oct 2019, 12:49
QUOTE (Saturn @ 16 Oct 2019, 10:12 )
PFU
QUOTE
მოვა ახლა Saturn -ი და ურცხვად გამოგაცხადებს მოღალატედ... ტროლ-ბოტებიც აყვებიან ჰიენებივით ყაშყაშით..

ნუ ვითავხედებთ sad.gif

არ ჩამითვლია თავხედობად შენი ქცევა... მაგრამ ყოველთვის გაგახსენებ მოდერატორი როგორ იქეცი უცბად ცილისმწამებელ ტროლ-ბოტად... yes.gif

პი.ეს. დავუბრუნდეთ თემას... შენ რა აზრის ხარ მიშას გაჟღერებულ ნეიტრალიტეტზე? მართლა აპირებს ხიხო პუტანას 'დავალება შეასრულოს'? უნდა ვინევრიანოთ თუ მორიგი დეზაა ხალხის ტონუსში სამყოფებლად?..

Posted by: mouravi 16 Oct 2019, 12:55
ქვეყნის მტერს და მოღალატეს ეკამათებით?
რა ანგარიშით გიგებთ?! იმედია 0-ზე არ აგებთ.

Posted by: Saturn 16 Oct 2019, 13:03
PFU
QUOTE
როგორ იქეცი უცბად ცილისმწამებელ ტროლ-ბოტად

ეს ტყუილია. იმ ეპიზოდში შენ შეგეშალა და შემდეგ სცადე იმ შეცდომის თავდასხმით გამოსწორება. მაგრამ ფორუმელებმაც მიგითითეს შეცდომაზე. ხდება ხოლმე.

QUOTE
შენ რა აზრის ხარ მიშას გაჟღერებულ ნეიტრალიტეტზე?

ფილმ ნათლიაში რომ არის ხომ გახსოვს? ვიტო კორლეონე რომ ეუბნება მაიკლს "ვინც არ უნდა მოვიდეს და შემოგთავაზოს ბარზინისთან მოლაპარაკება თავის ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს, ის კაცი იქნება მოღალატეო" ეგრეა აქაც. ვინც ნეიტრალიტეტს შემოგვთავაზებს, ის არის მოღალატე. მიშა ერქმევა, გრიშა თუ ირმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: bockuchava 16 Oct 2019, 13:13
smile.gif

Saturn

QUOTE
ფილმ ნათლიაში რომ არის ხომ გახსოვს? ვიტო კორლეონე რომ ეუბნება მაიკლს "ვინც არ უნდა მოვიდეს და შემოგთავაზოს ბარზინისთან მოლაპარაკება თავის ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს, ის კაცი იქნება მოღალატეო" ეგრეა აქაც. ვინც ნეიტრალიტეტს შემოგვთავაზებს, ის არის მოღალატე. მიშა ერქმევა, გრიშა თუ ირმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.


კი, ასე არის!

user posted image

Posted by: gruzinski777 16 Oct 2019, 13:17
lol.gif lol.gif lol.gif

გარეკა აღარ იცის რა მოიგონოს

Posted by: PFU 16 Oct 2019, 13:47
QUOTE (Saturn @ 16 Oct 2019, 12:03 )
PFU
QUOTE
როგორ იქეცი უცბად ცილისმწამებელ ტროლ-ბოტად

ეს ტყუილია. იმ ეპიზოდში შენ შეგეშალა და შემდეგ სცადე იმ შეცდომის თავდასხმით გამოსწორება. მაგრამ ფორუმელებმაც მიგითითეს შეცდომაზე. ხდება ხოლმე.

QUOTE
შენ რა აზრის ხარ მიშას გაჟღერებულ ნეიტრალიტეტზე?

ფილმ ნათლიაში რომ არის ხომ გახსოვს? ვიტო კორლეონე რომ ეუბნება მაიკლს "ვინც არ უნდა მოვიდეს და შემოგთავაზოს ბარზინისთან მოლაპარაკება თავის ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოებას თავად უზრუნველყოფს, ის კაცი იქნება მოღალატეო" ეგრეა აქაც. ვინც ნეიტრალიტეტს შემოგვთავაზებს, ის არის მოღალატე. მიშა ერქმევა, გრიშა თუ ირმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მე მაგას არ გეკითხები და ნუ გადაგყავს ისრები...

მოდი, ბოკერიას სტილში გაგიმარტივებ კი ან არას რეჟიმში.

1. შენის აზრით, მართალს ამბობს მიშა თითქოს ხიხო პუტინის დავალებით ნეიტრალიტეტს აცხადებს?

მარტივად, კი თუ არა?

2. მართალს ამბობს მიშა, რომ ხიხოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება უნდა?
აქაც კი ან არა.

3. მორიგი სადემონიზაციო-სადეზინფორმაციო თემაა მასებში მუხტის ასაწევად როგორც არაერთხელ გაუკეთებია და შემდეგ ხალხიც აჰყოლია აქაური 'მოდერ-ფორუმელების' ჩათვლით?...

აქაც, კი თუ არა?

ახლა გამოჩნდება, რა ზომითაა შენში გახარია... biggrin.gif

თორემ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი რომ სრული სიგიჟეა ამის განხილვასაც კი არ ვაპირებ, იმდენად აქსიომაა ჩემთვის...

Posted by: SNYPI 16 Oct 2019, 13:49
ვისაც ჯერა რუსეთის და იმის შემდეგ რაც ნატოზე უარს ვიტყვით რო თავს დაგვანებებს ... თავენ მართლა რო მოხდეს ესეთი რამე და რუსეთმა მთლიანად დაგვიპყროს დამხმარეც არ გვეყოლება იქნებით პასუხიმგებლები და მოიკლავთ თავს თუ ჩაედუტებით მაგათ ?

90 იანებში ნეიტრალიტეტმა რა მისცა საქართველლოს გაამზაენეთ , იგივეს აპირებთ?

Posted by: Saturn 16 Oct 2019, 13:55
PFU
QUOTE
მორიგი სადემონიზაციო-სადეზინფორმაციო თემაა მასებში მუხტის ასაწევად როგორც არაერთხელ გაუკეთებია და შემდეგ ხალხიც აჰყოლია აქაური 'მოდერ-ფორუმელების' ჩათვლით?

თემას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს რომ წყარო რადიოთავისუფლების ქართული ფილიალია. დანარჩენ კითხვებზე მე პასუხი არ ვიცი. აქედან გამომდინარე ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.

Posted by: BLOODRED 16 Oct 2019, 14:03
დასკდა ფორუმის ბრძენთა თავები ფიქრით დ კამათით. ორ დაპირისპირებულ გუნდს დეგა და ლატენტური რუსეთუმე ბორატა ხელმძღვანელობენ.
სუდია ჯერ არ მოსულა.
მე ნეიტრალიტეტს ვიცავ გუნდებს შორის. gigi.gif gigi.gif

უი უი აგერ სატურნასაც ნეიტრალიტეტი დაუცვია

Posted by: Say_or 16 Oct 2019, 14:04
პუტინის მოთხოვნისა არ ვიცი, მაგრამ გეოპოლიტიკური ,,რასკლადი“ რომ იცვლება, აშკარაა და არა ჩვენდა სასიკეთოდ sad.gif

Posted by: PFU 16 Oct 2019, 14:05
QUOTE (Saturn @ 16 Oct 2019, 12:55 )
PFU
QUOTE
მორიგი სადემონიზაციო-სადეზინფორმაციო თემაა მასებში მუხტის ასაწევად როგორც არაერთხელ გაუკეთებია და შემდეგ ხალხიც აჰყოლია აქაური 'მოდერ-ფორუმელების' ჩათვლით?

თემას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს რომ წყარო რადიოთავისუფლების ქართული ფილიალია. დანარჩენ კითხვებზე მე პასუხი არ ვიცი. აქედან გამომდინარე ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.

გასაგებია ყველაფერი...
სხვა პასუხს არც ველოდი...

yes.gif gigi.gif

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 14:24
QUOTE
თემას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს რომ წყარო რადიოთავისუფლების ქართული ფილიალია. დანარჩენ კითხვებზე მე პასუხი არ ვიცი. აქედან გამომდინარე ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.



საჭირბოროტო თემის განხილვისას, ტუ არ გინდა აწყეინო მართალ მხარეს, მტყუანის სასარგებლო დებილური არგუმენტებით და საკუთარი ღალატიც არ გაამხილო ამისატვის ნეიტრალიტეტია საჭირო

და თუ გინდა არ აწყეინო მტყუან მხარეს შენი სიმართლისმ ოყვარეობით საუკეთესო გამოსავალი ისევ ნეიტრალიტეტია


* * *
BLOODRED
QUOTE
მე ნეიტრალიტეტს ვიცავ გუნდებს შორის. 



გულში ვის უჭერ მხარს? biggrin.gif

Posted by: ბესიკის26 16 Oct 2019, 14:50
ნეიტრალიტეტმა 1939 წელს ფინეთი იხსნა სსრკ ოკუპაციისგან ...facepalm.gif

ვთპუ!

Posted by: MvP24 16 Oct 2019, 14:58
ჩვენს რეგიონში ნეიტრალიტეტის მსურველები, ან სულელები არიან, ან ძალით ისულელებენ თავს!

Posted by: PFU 16 Oct 2019, 15:18
BLOODRED
QUOTE
უი უი აგერ სატურნასაც ნეიტრალიტეტი დაუცვია


ახლა კია ღირსი მავანი ცილისმწამებლურად ხურდა დავუბრუნო და 'შეცდომაზე მივუთითო' 'ფორუმელების' დახმარებით, მაგრამ... biggrin.gif

არანაირი ნეიტრალიტეტი არ დაუცვია. პირიქით... იმას ამბობს რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ღალატიაო...

პატივცემულმა მიშა დაიცვა უსუსური არგუმენტით 'თურმე RFE'-ს ქართულ ბიუროს გაუვრცელებიაო... და მიაჩნია რომ მიშას მიერ გაჟღერებული სინამდვილეში უფრო მართალია ვიდრე სიცრუე და დეზინფორმაცია.

ხოლო, პოლიტანგაჟირებული ჯგუფების, მათ შორის ნაცმოძის, მიერ განხორციელებულ მსგავს სადეზინფორმაციო კამპანიებზე და მასზე აყოლილთა ისტერიაზე პასუხი არ აქვს...
არაუშავს, კოკა-შალვას ტროლ-ბოტების მორიგი შემოსევა დაურეფრეშებს ნაცტროლბოტების ('თანაფორუმელების') გარემოცვით განცხრომაში მყოფ მეხსიერებას...

Posted by: DATOIA 16 Oct 2019, 15:20
QUOTE (ereklebarv @ 16 Oct 2019, 11:54 )
ვერ გაბედავენ.  no.gif

როგორც ადრე ნოდარ ნათაძემ თქვა(არაერთხელ დამიწერია) უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს ნეიტრალიტეტი როგორ უნდა უნდოდესო. biggrin.gif

როგორც ადრე ერთ-ერთ მიტინგზე ითქვა, რომელსაც რუსთაველზე ზვიადისტები მართავდნენ -> ჭკვიანი კაცია ბატონი ნოდარი, დოქტორთან ერთად biggrin.gif

Posted by: Saturn 16 Oct 2019, 15:28
PFU
QUOTE
მიშა დაიცვა

მკიდია მიშაც და გრიშაც. მე მიშაზე არ მაქვს აზროვნება აწყობილი, მით უმეტეს რომ მიშა განვლილი ეტაპია საქართველოსთვის და არაფერს წყვეტს ეგ რას იტყვის და რას არა.

Posted by: no_one 16 Oct 2019, 16:08
QUOTE
პ.ს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა შევიდეთ ნატოში.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე,
'დანარჩენს მაინც შევინარჩუნებთ.
და ომით მაგ რეგიონების დამბრუნებლები მაინც არ ვართ

აი სიამაყე არ მაძლევს ამის თქმის საშუალებას, მაგრამ... ობიექტურად ასეა

Posted by: PFU 16 Oct 2019, 16:11
QUOTE (Saturn @ 16 Oct 2019, 14:28 )
PFU
QUOTE
მიშა დაიცვა

მკიდია მიშაც და გრიშაც. მე მიშაზე არ მაქვს აზროვნება აწყობილი, მით უმეტეს რომ მიშა განვლილი ეტაპია საქართველოსთვის და არაფერს წყვეტს ეგ რას იტყვის და რას არა.

შენ კი იძახი წარსულიო, მაგრამ ფაქტია ეგ წარსული დღემდე აწმყოა და პრეტენზია აქვს მომავალზე...
აგერ, პერიოდულად თემებს ხსნიან და არის წივილ-კივილი...

Posted by: Saturn 16 Oct 2019, 16:42
PFU
QUOTE
აგერ, პერიოდულად თემებს ხსნიან და არის წივილ-კივილი...

პერიოდულად თემების ხსნა და წივილ-კივილი არის პრობლემის შესახებ, რომელსაც აჟღერებს მინიმუმ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტია. და ეს წივილ-კივილი პრობლემის გამოა და არა იმის გამო, რომ ამ პრობლემის შესახებ მიშამ თქვა. პრობლემის შესახებ მიშა იტყვის თუ გრიშა, რა მნიშვნელობა აქვს?

Posted by: chemisaqartvelo 16 Oct 2019, 17:16
მე აზრზე არავარ ქოც სირები ვისთან რა მოლაპარაკებას აწარმოებენ

მაგრამ თვითონ აქვთ მიშას ნათქვამი, რომ პუტინს სთავაზობდა საგარეო კურსის გადახედვას რუსეთ საქართველოს ურთიერთობების დასალაგებლად.

რა ვიცი აბა, ნაც კამანდა ასეთ ქმედებას სამშობლოს ღალატად აღიქვამთ (სწორადაც შვებით) და მიშას რატო გაუტარეთ ეგ ნათქვამი?

ან ამ ნათქვამზე რატო აღტყინდით? რამე ახალია რაც რომ თქვენს მოსაწონ ხელისუფლება არ გაუკეთებია?

Posted by: miriani777 16 Oct 2019, 17:18
აფხაზეთი და ოსეთი გამოუშვან უკან და ნატოს და ევროს დედაც.... სტო ლეტ

Posted by: RAMETU 16 Oct 2019, 17:19
user posted image

აბა თქვენ იცით, მოათქმევინეთ სული რუსეთს მომავალ ანექსიამდე.

Posted by: qar-tleti 16 Oct 2019, 17:47
miriani7777
QUOTE
აფხაზეთი და ოსეთი გამოუშვან უკან და ნატოს და ევროს დედაც.... სტო ლეტ



1.უკან წაიღოს აღიარება

2.გადმოგვცეს შეიარაღება კაი ოდენობით-მაინც იმდენი აქვს, არიციან სად წაიღონ (ოღონდ ნორმალურები და არა ჯართი)

3. აღარ ჩაერიოს ჩვენ შინაურ საქმეებში-ჩვენ თავად მოვაგვარებთ ჩვენ შინაურ საქმეებს

4. დაგვეხმაროს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობაში

5. შეწყდეს ქართველი ერის დემონიზაცია რუსეთში და აღუდგინონ საინფორმაციო ომიტ შელახული იმიჯი ქართველებს.

6ღირსეულ ქართველებს ნება მისცენ დუმაში არჩევნებში მონაწილეობის(ისე არა როგორც ახლაა,სახელად რო ყავტ ქართველები წარმოდგენილი, ტუ კიდევ არის ვინმე-არვიცი).

ჩემთვის ამ პირობების შესრულება საკმარისია იმისათვის, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოში წევრობაზე ღიად.

ნეიტრალიტეტს ისევ არა

Posted by: Borati 16 Oct 2019, 17:52
chemisaqartvelo
გიჟუა პირველ რიგში მოსკოვში გაექანა მაშინ, კარლიკთან შესახვედრად და სიტუაციის დასალაგებლად და ძალიან სწორიც გააკეთა.
აფხაზეთში შეშვების სანაცვლოდ სთავაზობდა ნეიტრალიტეტს.
როგორც ყველამ ვიცით არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ ღორები და პირიქით დროთა განმავლობაში უარესად მოგვაწვნენ.
ახლანდელ და მაშინდელ მდგომარეობებს შორის სხვაობას ვერ ხედავ?
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ღორებთან სალაპარაკო ყველა რესურსი ამოწურული და სწორეც იყო დალაგების მცდელობები.
ეხლა რას გთავაზობენ ღორები სანაცვლოდ?
სამში გრძელს ხო

Posted by: A10 16 Oct 2019, 17:58
Borati
QUOTE
ეხლა რას გთავაზობენ ღორები სანაცვლოდ?
სამში გრძელს ხო

რატო სამში გრძელს?
ტუ154-ს თავაზობენ. პირდაპირ დედის ხახაში.
ფრენების აღდგენას გადახედავენ

Posted by: Giggity 16 Oct 2019, 18:10
ზოგს გონია რომ იტყვი ნეიტრალური ვარ და მორჩა ამით smile.gif

ნეიტრალიტეტს რამე გარანტია თუ არ უდგას უკან შეგჭამენ თვალისდახამხამებაში.

ნეიტრალური იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა, უშველა რამე? ან მოლდავეთს შველის დღეს?

და საერთოდაც ადამიანს მაიმუნზე ოდნავ მეტი IQ თუ აქვს რუსს როგორ უნდა ენდოს ვერ გამიგია.

Posted by: BoMZhi 16 Oct 2019, 18:11
A10
აღადგინეს უკვე ქუთაისი მოსკოვი

Posted by: PFU 16 Oct 2019, 18:12
QUOTE (Saturn @ 16 Oct 2019, 15:42 )
PFU
QUOTE
აგერ, პერიოდულად თემებს ხსნიან და არის წივილ-კივილი...

პერიოდულად თემების ხსნა და წივილ-კივილი არის პრობლემის შესახებ, რომელსაც აჟღერებს მინიმუმ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პარტია. და ეს წივილ-კივილი პრობლემის გამოა და არა იმის გამო, რომ ამ პრობლემის შესახებ მიშამ თქვა. პრობლემის შესახებ მიშა იტყვის თუ გრიშა, რა მნიშვნელობა აქვს?

პრობლემასა და 'პრობლემას' შორის დიდი სხვაობაა...

როცა 'პრობლემა'-ზე მიდის საუბარი, პარდონ, წივილ-კივილი და ისტერია, ეგ პრობლემის მოგვარებას უშლის ხელს... yes.gif

ჰოო, ხომ ხედავ დამეთანხმე, რომ თურმე წარსული კი არა და აწმყო ყოფილა მომავლის პრეტენზიით... შენ კიდევ მკიდიაო...
ახლა არ დამიწყო ნაცმო მიშა არააო... biggrin.gif

პი.ეს. დღეს ყველაზე სერიოზული და ახალი პრობლემა აშშ-ს გასვლა, მოკავშირეების მიტოვება და შედეგად თურქეთის მიერ შექმნილი პრეცედენტია, რომელიც პოლიტიკური ვითარების შესაბამისად პუტანამ შეიძლება გამოიყენოს და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია სცადოს... ამ დროს არსებული პოლიტ-მოთამაშეები (და მათი მხარდამჭერები) ერთმანეთის სტიგმატიზებას ახდენენ და საზოგადოებაში განხეთქილება და დეზორიენტაცია შეაქვთ ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსს მიაღწიონ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხზე...

შედეგად იქნება ის, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და რომ დადგეს time X, (მასიურად) ორგანიზებული წინააღმდეგობის გამწევი და რუსეთის აგრესიის შემჩერებელი 'არ იქნება ქვეყანაში არავინ'...

Posted by: A10 16 Oct 2019, 18:18
BoMZhi
QUOTE
აღადგინეს უკვე ქუთაისი მოსკოვი

რავო აბა რას დაფრინავენ ეს ჩემისები ჩერეზ ერევნით.
წინა კვირას ვიფრინე იერევანჩი. სუ რუსები იყო ბორტზე. მარტო მე ვიყავი ქართველი.

Posted by: BoMZhi 16 Oct 2019, 18:27
A10
ჯერ ეს დადეს https://m.lenta.ru/news/2019/10/16/backtogerogia/. მერე ეს https://m.lenta.ru/news/2019/10/16/comments7/ ამასაც ჟმოტავენ facepalm.gif

Posted by: miriani777 16 Oct 2019, 18:34
qar-tleti
ბაზარ მტკაც ცავატანემ, გეხუტუნე ჯიგარში

Posted by: mamukaminashvili41 16 Oct 2019, 18:38
QUOTE
წორედ ეგ ყბადაღებული "ნეიტრალიტეტი" უნდა რუსეთს, რომ მარტოდ დარჩენილი საქართველო ჩასანსლოს ბოლომდე.

ახლა ხო გვიდგას გვეღდით მთელი ევროპა ამერიკა

Posted by: kenenisa 16 Oct 2019, 18:38
ნეიტრალიტეტს გაახმოვანებს ივანიშვილი და დამთავრდება მისი ამბავი.

მთავარია ბიძინალანდიას ამბავი არ დამთავრდეს.

Posted by: ჰერელი 16 Oct 2019, 18:44
გამორიცხულია ეხლა ამ წინასაარჩევნოდ ეგ სისულელე ქნას. არც იმის მჯერა რომ რუსები აწვებიან ბიძინას მიდი მიდიო. არ არის საჭირო ისედაც კარგად ხედავენ ქოცების სიკეთეებს.
* * *
QUOTE (chemisaqartvelo @ 16 Oct 2019, 17:16 )
მე აზრზე არავარ ქოც სირები ვისთან რა მოლაპარაკებას აწარმოებენ

მაგრამ თვითონ აქვთ მიშას ნათქვამი, რომ პუტინს სთავაზობდა საგარეო კურსის გადახედვას რუსეთ საქართველოს ურთიერთობების დასალაგებლად.

რა ვიცი აბა, ნაც კამანდა ასეთ ქმედებას სამშობლოს ღალატად აღიქვამთ (სწორადაც შვებით) და მიშას რატო გაუტარეთ ეგ ნათქვამი?

ან ამ ნათქვამზე რატო აღტყინდით? რამე ახალია რაც რომ თქვენს მოსაწონ ხელისუფლება არ გაუკეთებია?

ისე, თუ რუსეთი წამოვიდოდა და დააბრუნებდა წართმეულს რაღად გვინდოდა ნატო. რუსეთი ყოფილა სამართლიანობის განსახიერება სა გარანტი. ეს რატომ არის ღალატი.


Posted by: kenenisa 16 Oct 2019, 19:04
ჰერელი
რუსეთი არასოდეს არ დააბრუნებს აფხაზეთს, ერთად ერთი შანსი ჩვენს მიერ აფხაზეთის დაბრუნების არის რუსეთის დასუსტება და ჩვენი ამავე დროს გაძლიერება.

რაც არ უნდა მოხდეს გუმისტის იქით აფხაზეთის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია სამწუხაროდ, ძალიან მოიკიდეს ფეხი იქით ჩრდილოკავკასიელებმმა.

სოხუმის ჩათვლით კიდევ არსებობს მხოლოდ თეორიული შანსი, რუსეთის დასუსტების და იმავე დროს ჩვენი ძლიერ ფორმაში დახვედრის, რაც ძნელად წარმოსადგენია დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა თუ მოვინდომებთ ყველანი ეს შესაძლებელია.

დაივიწყეთ ოცნება იმაზე რომ რუსეთი აფხაზეთს ოდესმე მისი ნებით დააბრუნებს. აფხაზეთის წართმევას საუკუნე შეალია რუსეთმმა და უამრავი რესურსები არ დაზოგა ამ ამბისთვის. მთელი პროცესი იმდენად დაგეგმილი და კარგად დამუშავებული ჰქონდათ რომ ეგ სსრკ რომ არ დანგრეულიყო მაინც მოხდებოდა.

Posted by: Ninelku 16 Oct 2019, 19:38
ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა, უბლოკო სტატუსი,
ეს განსხვავებული დასახელებები, თითქმის იდენტური
შინაარსის მატარებელია. ჩვენივე ქვეყნის მაგალითი
გაიხსენეთ, რით დამთავრდა საქართველოს "ნეიტრალიტეტი"
1921 წელს?! facepalm.gif
დღეს, იგივე სტატუსზე საუბარი რას, თუ ვის აწყობს?
გეოგრაფიულად შუაგულ ევროპაში მდებარე შვეიცარიის
მაგალითად მოყვანა არაადექვატურია!
ჩვენი მეზობლების (განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხრიდან)
შემყურეებს, ამგვარი იდეა არ გამოგვადგება!
მეტიც, დამღუპველი იქნება. yes.gif

Posted by: ტროლოლო 16 Oct 2019, 21:02
Frankens†ein
QUOTE
პ.ს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა შევიდეთ ნატოში.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე,
'დანარჩენს მაინც შევინარჩუნებთ.
და ომით მაგ რეგიონების დამბრუნებლები მაინც არ ვართ.


გეთანხმები
აფხაზეთს და სამაჩაბლოს რაც შეეხება სანამ ჩოქვით არ მობრუნდნენ და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების ხვეწნა არ დაიწყეს მანამდე აბსოლუტურ იზოლაციაში უნდა იყვნენ

Posted by: gogia4 16 Oct 2019, 21:04
QUOTE
რუსეთი ქოცებს ნეიტრალიტეტზე ეჩალიჩებაო


უი არა, ქოცები მაგას როგორ იკადრებენ? გამორიცხული ამბავია.














არაა დეგუშ?

Posted by: chemisaqartvelo 16 Oct 2019, 22:44
ჰერელი
QUOTE
ისე, თუ რუსეთი წამოვიდოდა და დააბრუნებდა წართმეულს რაღად გვინდოდა ნატო. რუსეთი ყოფილა სამართლიანობის განსახიერება სა გარანტი. ეს რატომ არის ღალატი.



კაცურად, შენ მართლა გჯერა რომ რუსეთი რაიმის გარანტი შეიძლება იყოს?

ან პროდასავლური კურსის დათმობა რამე სახით ქვეყანას წაადგებოდა?

Posted by: killAvata 17 Oct 2019, 03:16
არანაირი ნეიტრალიტეტი რუსებთან არ გამოვა.

იგივეა შეხვიდე ჰიენასთან კლეტკაში და თვითონ გადააგდო კარის გასაღები. მოკლედ, ნეიტრალიტეტი = რუსეთის ქვეშ.

Posted by: iviko18 17 Oct 2019, 10:53
ვისაც დამოუკიდებლად ანალიზის უნარი არ გააჩნია, მაგალითი პოსტ საბჭოთა სივრცეში ნეიტრალურობის თამაშისა არის მოლდოვა. რა მიიღო მოლდოვამ ნეიტრალური პოლიტიკით? დაკარგა დნესტრისპირეთი, კინაღამ დაკარგა გაგაუზია (იმ რეგიონში მუდმივი დაძაბულობაა და ნებისმიერ დროს შეიძლება აუფეთქოს რუსეთმა), არის პოსტ საბჭოთა სივრცის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა (საქართველო ბევრი მაჩვენებლით გაცილებით წინ არის), მოდებულია კორუფცია, მიგრაცია და მასიურად საბჭოთა ნოსტალგია. ეს ყველაფერი მიუხედავათ რუმინეთის არნახული მხარდაჭერისა, ფაქტიურად საკუთარი რეგიონივით უვლის რუმინეთი მოლდოვას, მაგრამ მაინც ვერ ამოჰყავს წუმპედან.

ჩვენ ჩვენი რუმინეთიც კი არ გვყავს, საერთოდ ბოგანოები ვართ. 2 დაკარგული და რამოდენიმე პოტენციურად ფეთქებადი რეგიონით და იმის ნაცვლად რომ ვინმეს შევეტენოთ, მარტო გვინდა რუსეთთან დარჩენა? drug.gif

ქოცები მაინც ვერ გაიგებთ. facepalm.gif

Posted by: Saksonieli 17 Oct 2019, 11:00
ივანიშვილს/ქოცებს/პრორუსებს ოღონდ მთავრობაში და ბიუჯეტთან ახლოს მოკალათებული ჯდომა გაუხანგძლივდეთ
და მიუმხრომლობას კი არა მუჰამედსაც გამოაცხადებენ ქრისტიანობის ალტერნატივად

Posted by: ჰერელი 17 Oct 2019, 12:37
QUOTE (chemisaqartvelo @ 16 Oct 2019, 22:44 )
ჰერელი
QUOTE
ისე, თუ რუსეთი წამოვიდოდა და დააბრუნებდა წართმეულს რაღად გვინდოდა ნატო. რუსეთი ყოფილა სამართლიანობის განსახიერება სა გარანტი. ეს რატომ არის ღალატი.



კაცურად, შენ მართლა გჯერა რომ რუსეთი რაიმის გარანტი შეიძლება იყოს?

ან პროდასავლური კურსის დათმობა რამე სახით ქვეყანას წაადგებოდა?

არა კაცო საერთოდ არ ვფიქრობ ამას. უბრალოდ ისე დავუშვი რომ რუსები თუ გიბრუნებენ წართმეულს და იქცევიან როგორც ცივილიზებული ხალხი მაშინ არ გავკარი დასავლეთს და ამერიკას? აქვე გვყოლია მეგობარი და შორს რატომღა ვეძებოთ.

ამ არარსებულ დაშვებაში პრორუსულობა ღალატად არ მიმაჩნია მეთქი.

Posted by: Ares_75 17 Oct 2019, 13:27
ნეტრალიტეტზე პირველრიგში გამომცხადებლის მეზობლები თანხმდებიან და ნეიტრალიტეტის გამომცხადებლს ძლიერი არმია ჰყავს ამ სტატუსის დაცვისთვის,ასე რომ არარეულურია ეს ნეტრალიტეტი ჩვენთვის ...

Posted by: chemisaqartvelo 17 Oct 2019, 13:58
ჰერელი

QUOTE
არარსებულ დაშვებაში



ხოდა დაშვება კია არარასებული, მაგრამ აი მიშას წინადადება პუტინის რუსების მიმართ ხომ იყო აბსოლუტურად რეალური?

რა ქვია მაგას?

რბილად რომ ვთქვათ სიბეცე!

პირდაპირ რომ ვთქვათ - ქვეყნის ღალატი!

Posted by: Robizon_Kruzo 17 Oct 2019, 16:43

გადავხედე კომენტარებს და ერთ რამეზე ვთანხმდებით ყველა, რომ ჩვენ თავს ჯერ ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ smile.gif
რუსეთს არ სურს თავის მოსაზღვრე ტერიტორიებზე იყოს ნატოს და აშშ-ს ბაზები! შესაბამისად ყოველთვის ეცდება კონფლიქტებში ჩაგვითრიოს sad.gif არც არაფრის დამბრუნებელი არაა, ტყუილა ხო არ შეარქვეს ღრუსი?!
სამწუხაროდ თურქეთის გარდა არცერთ მეზობელთან არ გვაქვს შეთანხმებული საზღვარი - რომელი საზღვრებით შევდივართ ნატოში? და თურქეთიც კი (თვით ერდოღანი) აჭარას თურქეთის ტერიტორიად მოიხსენიებს და დღეს სირიას ართმევს მიწებს sad.gif ანუ ნატოს დაგვიცავს ვთქვათ გარეჯის გამო აზერბაიჯანთან რომ ომი მოგვიწიოს (ღმერთმა დაგვიცვას, მაგრამ დავუშვათ მოხდა), ისე ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ როგორ გახდა კვიპროსის ნახევარი თურქეთის..
P.S.
მუდამ იქნება რუსეთის, ნატოს, აშშ-ს და თურქეთის (ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებ) მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ ჩვენსკენ არავინ არ იქნება..
P.S.S.
შევარდნაძემ დაგვაქცია sad.gif მიშამ ახალგორი და კოდორი დაგვაკარგინა sad.gif ქოცები საერთოდ გაქრობას გვიპირებენ.. sad.gif

Posted by: David_Gale 17 Oct 2019, 17:57
QUOTE
მიშამ ახალგორი და კოდორი დაგვაკარგინა


facepalm.gif facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)