ცოტა ძნელია ადამიანს აუხსნა და გააგებინო ვისაც მამათა და შვილთა ომი კატლეტის ჭამა გონია და აკაკისა და ვაჟას დაპირისპირება მხოლოდ ფილოლოგიური დისპუტი
მაგრამ როცა ამბობს:
ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..
უსასოება,
ურწმუნოება,
უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;“— ლოცვა რათ გვინდა?
ღმერთი რათ გვინდა?∗
ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”
და დაიწყევლა
თქვენი აქ მოსვლა,
და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!
ღმერთი არ არის?..
შენთვის ნუ არის! შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?
რატო თვლიდა შენი აზრით გრიგოლ ორბელიანი ურმუნოებად და ღმერთის მგმობებლად?
რა, მართლა დაგმეს და უარყვეს ღმერთი?
როცა თქვა ილიამ ჩვენი გონებაა ჩვენი ღმერთი შენი აზრით რა იგლუსხმა და რატო თქვა ეს?
და რატო გაიგეს მამებმა ეს ღმერთის გმობად და უარყოფად?
ვაჟა და აკაკის საკითხი კიდე ცალკე თემაა და იმაზე მეტია ვიდრე შენ გგონია..
აკაკი წერეთელი, რომელიც მთის პოეტის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა სალიტერატურო ენის საკითხში, წერდა: “იმ დროს, როცა რუსთაველი არსებობდა, საქართველო შეადგენდა ერთ სამეფოს და არ იყო განაწილებული. მაშინ ენაც ერთი ქონიათ. ე. ი. ის ენა, რომელიც რუსთაველს უხმარია. შემდეგ საქართველო დანაწილდა სამთავროებად. ხშირად ერთი სამთავრო იყო მტრის მონობაში და გავლენის ქვეშ, როდესაც მეორე თავისუფლად რჩებოდა. ამგვარად დამონებულ სამთავროში რომელიმე ქართული სიტყვა იკარგებოდა და მის ნაცვლად სხვა უცხო სიტყვა შემოდიოდა, მაშინ როდესაც დაუმონებელ სამთავროში რჩებოდა ის სიტყვა. დღეს ჩვენი ვალია, რომ ეს სიტყვები მოვაგროვოთ და შემოვიტანოთ ენის საუნჯეში და არ გავდევნოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ამ სიტყვას ქალაქში კინტოები არ ხმარობენ”. ა
კაკი წერეთლის ეს მოსაზრება ზოგადად სრულიად არ ეწინააღმდეგება ვაჟა-ფშაველას შეხედულებას სალიტერატურო ენის საკითხზე. მაღალი მთის მგოსანიც ამტკიცებდა: “ბარი ხშირად დაპყრობილი იყოო… სპარსეთის და ოსმალეთის მიერ, ეს დამპყრობლები ფშავამდე ვერ აღწევდნენ. ამიტომ ფშავმა ბევრი წმინდა ქართული სიტყვა და გამოთქმის ფორმები შემოინახა და იგი ახალ სალიტერატურო ენაში უნდა შევიდესო”… აკაკი წერეთელიც ამტკიცებდა, ზოგიერთი ლექსიკური მასალა ქართულ მწერლობაში იმერეთიდან და სხვა კუთხიდან შემოტანილ იქნესო. იგი აღიარებდა, საჭიროების დროს მეგრული მეტყველების მოშველიებაც შეიძლებაო. “განთიადის” ავტორმა რამდენიმე მეგრული სიტყვა ქართულ მწერლობაში თავისუფლად დაამტკიცა კიდეც. მიუხედავად სალიტერატურო ენის საკითხზე აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას აზრთა ერთგვარობისა, “განთიადის” ავტორი უბადლო მთის პოეტის ქართულ მეტყველებას იწუნებდა და ებრძოდა კიდეც ვაჟა-ფსაველას სალიტერატურო ენის მიდრეკილებას..
თითქოს გაუგებარია აკაკი წერეთლის ასეთი სიმკაცრე, მით უმეტეს, მისი ზოგადი შეხედულება სამწერლო ენაზე არ უარყობდა კუთხური სიტყვიერი მასალის გამოყენებას. შეიძლება მას გადამეტებულად მიაჩნდა მთის მომღერლის ფშაური დიალექტით გატაცება და მის პოეზიაში კუთხური სიტყვიერი მასალის მოჭარბებულად გამოყენება? ეგებ იგი ზომიერების დაცვას მოითხოვდა! თუ ეს ასეა, მაშინ საკითხი სულ სხვა კუთხით უნდა იქნეს განხილული და სხვა მხრივ უნდა იყოს გაშუქებული. ისე კი “განთიადის” ავტორის შეხედულება სამწერლო ენაზე და მისი უარყოფითი დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას ენისადმი გაუგებარია, ერთგვარი წინააღმდეგობის შემცველია. ეს ყველაფერი და ის რაც მიწერა ვაჟას როგორ შეიძლება იფიქრო რო ეს დისპუტი მხოლოდ სალიტერატური ხასიათისაა..
შანსი არაა ამის მთქმელ კაცს არ ესმოდა რამხელა მნისვნელობა აქვს დიალექტურ მასალას პოეტური შემოქმედიბისთვის.. მაგრამ მაინც ადგდა და დაუწუნა ენა... მაგრამ ეს რო ენის დაწუნება არ იყო მხოლოდ და სხვა რაღაც იმალებოდა ვაჟა შენგან განსხვევბით მიხვდა და უპასუხა ის რაც უპასუხა..
ჟურნალ კვალში სწორედ აკაკის ევალებოდა ნაწარმოების წაკითხვა შეფასება.
სამეფო სიყვარული ხო არ შემახსენებ ვისი ინიციატივით არ გამოქვეყნდა?
შავი ღრუბელი დაუბეჭდეს და მოხველ იაო ისიც ხუთი წლის მერე დაუბეჭდეს და სულ ეგ იყო..
კარგად ჩანს ვაჟას დაწერილ საპროტესტო წერილში ანასტასია თუმანიშვილისადმი..
რაის ფილოლოგიური დისპუტი..
ემუდარებოდა კაცი ეს დამიბეჭდეო და არაფრად ჩააგდეს...
როცა ივერიაში არანაირი პრობლემა არ ექმნებოდა..
* * *