#52597180 · 25 Apr 2018, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
davit_14
QUOTE | დავუშვათ მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე, მაგრამ საარჩევნო კომისიამ მთავრობის კანდიდატი გამოაცხადა გამარჯვებულად, მერე რა ვქნა? |
ჩალით აღარაა ქვეყანა დახურული, რაც არ უნდა ვაგინოთ მიშას ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ შევარდნაძის შემდეგ. მათ შორის საარჩევნო სისტემა, დღესდღეობით საარჩევნო ურნებთან გაყალბება და მსგავსი ქმედებებით არჩევნებზე ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. მეორეცერთი, როდესაც ადგილობრივ არჩევნებზე იღებ მონაწილეობას გაყალბება ბევრად რთულია რადგან მცირე ჯგუფში ხდება ეს სადაც აქტივობა ადვილად შეიძლება დაფიქსირდეს.
და ბოლოს, გაიმარჯვე გენცვა და დამიჯერე ჩრდილში არ დარჩები, იქნება ბინძური ბრძოლა მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე მგლის შიშით ცხვარს არავინ გაწყვიტავსო. ასე რომ წარმატებები
--------------------
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.
|