დუახ, ლიცენზირებულია, მაგრამ ვერსია ცოტა მოძველებულია.
ახალი ვერსიის ყიდვას ან განახლებას აზრი არ აქვს - მაგ ფასად ბევრად უფრო სტაბილური და ფუნქვიონალური პროგრამების შეძენა შეიძლება...
და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა - საპორტი არ აქვთ, ადგილზე არ გადიან თუ რაიმე პრობლემა დააფიქსირა კლიენტმა და საერთოდ ისეთი გრძნობა დამრჩა მაგათთან შეხვედრის შემდეგ, რომ თავისივე პროდუქტის გაყიდვისა ეშინიათ...
მოკლედ, მოვრჩი ეხლა ლანძღვას, ის პროგრამა ტოპსკანი გადმოვიწერე, მაგრამ ტპს ფაილებში არ აჩვენებს გატარებების თარიღებს... რისი ბრალია ან რა უნდა ჩავურთო?
ვერაფერი ვიპოვე მიმანიშნებელი... როგორც პოსტში ეწერა, ხელის გულზე იქნება გატარებებიო, კი არის მაგრამ აკლია ეს სვეტი, სადაც თარიღი უნდა იყოს...
თვითონ ორისს რაც მოყვება - ტპსფიქს უტილიტა, მაგითი ნაწილი აღვადგინე, მაგრამ კონკრეტული მომხმარებლების გატარებებია დაკარგული, ზოგგან ბარათს არ აჩვენებს, ზოგგან გატარებებს, მაგრამ სასტარტო და საბოლოო არის... ხომ ვერ მეტყოდა ვინმე თუ რა ფაილი (ორგანიზაციის პაპკაში) რა ინფორმაციას ინახავს?
* * *
მოკლედ ვისაც ორისი აქვს - სასწრაფოდ გადადით სხვა პროგრამაზე, თუ არა და ყოველ დღე აიღეთ ასლები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი საბუღალტრო მონაცემები დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად აფეთქდება....