Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > როგორ ავარჩიო კარგი ტაფა?


Posted by: GoshaD 21 Apr 2014, 21:55
გამარჯობა ყველას!

მჭირდება ტაფა, საშუალოზე ოდნავ დიდი, ოღონდ ისეთი, რომ კარგად გამომადგეს, არ მიიკრას და ა.შ. (კარგი ტაფა როგორია მართალი გითხრათ არ ვიცი).
მე არჩევა არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ mo.gif

მადლობა წინასწარ 2kiss.gif


OFFTOPIC:
პ.ს. რჩევების თემაში ვიკითხე და იმის მერე სულიერს არავის დაუპოსტავს იქ sad.gif


Posted by: nia4u 21 Apr 2014, 22:30
goshia
QUOTE
რჩევების თემაში ვიკითხე და იმის მერე სულიერს არავის დაუპოსტავს იქ

biggrin.gif
არ სცალია ხალხს ახლა ტაფებისთვის!
QUOTE
მე არჩევა არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ

რაც ვიცი და გამიგია, გეტყვი smile.gif
ყველაზე მეტად აქებენ ტეფლონს, რომელიც ღირს ჩემთვის ძალიან ძვირი!
შედარებით ზომიერ ფასიანებიდან აქებენ არშიას ტაფებს.
ახლა მოდაშია კერამიკულსაფარიანი - სერიალში როა - "ტაფა რომელსაც არ სჭირდება ზეთი!" biggrin.gif
და მე ვყიდულობ ყველაზე იაფიანს - ამასწინათ ვიყიდე, 26 სმ-დიამეტრიანში 16 ლარი მივეცი biggrin.gif
არ იკრავს, ბევრ ცხიმს არ საჭიროებს და ლამაზია.
რამდენ ხანს გამიძლებს, არ ვიცი biggrin.gif
შემოვა კიდევ ვინმე, ჩემზე გამოცდილი და კომპეტენტური და გეტყვის რამეს...

Posted by: Gedsa_Neo 22 Apr 2014, 13:13
goshia

კარგი ტაფა არის ის რომელიც არ იკრავს, არ წვავს და თანაბრად ნაწილდება მასზე ცეცხლი. რაც მთავარია გაცხელებისას არ უნდა იბრიცებოდეს.

ასეთი ერთი არის ტეფალი, რომელიც მაღაზიაში საკმაოდ ძვირი ღირს, მე საფრანგეთში ვცხოვრობ და ასეა; საქართველოში ალბათ ნამდვილი ტეფალიც ძნელი საშოვნელია. თუმცა ამის გარდა უამრავი ფირმაა რომელიც ტეფალზე ძვირიც ღირს/იაფიც და ხარისხიც შესაბამისად კარგია.

მე გირჩევ ინტერნეტში იყიდო, სამზარეულოს ნივთებზე ხშირად არის ხოლმე 70% ფასდაკლება და გამოიწერე. ძალიან ნორმალურ ფასად იყიდი კარგ ნივთებს.

იგივე შემიძლია გითხრა დანებზე, პრობლემა ეს არის მეტალის ხარისხი. ქვაბი, ტაფა დანა...


ეხლა fackelmann დანები ვიყიდე 30 ევრო ღირდა თავისი ფასი და მე 8 ევრო გადავიხადე 1 ცალში. ასეთ ფასდაკლებებს არაერთს გადაეყრები ევროპულ/ამერიკულ საიტებზე.

Posted by: Blur 22 Apr 2014, 13:56
goshia
QUOTE
მჭირდება ტაფა, საშუალოზე ოდნავ დიდი, ოღონდ ისეთი, რომ კარგად გამომადგეს, არ მიიკრას და ა.შ. (კარგი ტაფა როგორია მართალი გითხრათ არ ვიცი).
მე არჩევა არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ 

რა ფასში გინდა ეგ თქვი პირველი biggrin.gif და იმის მიხედვით შეიძლება მერე უკვე არჩევა.
ტეფლონის ზედაპირიანი ტაფები კარგია, მაგრამ მოვლა უნდა შესაბამისი არ უნდა გაიკაწროს და საჭმელიც არ უნდა დატოვო შიგნით.
ამ ბოლო დროს კერამიკული ტაფები მაჩუქეს და ძალიან კარგად ვხმარობ, მაგრამ მანდაც გამართლებაზეა იგივე მაღაზიაში მერე სხვა ზომის ვიყიდე და საშინელება იყო, 1 კვირაში გაფუჭდა. საჭმლის ტაფაშI/ქვაბში დატოვებაზე პრობლემა არ აქვს კერამიკას

Posted by: GoshaD 22 Apr 2014, 16:07
40 - 50 ლარის ფარგლებში მინდა ყიდვა, ოღონდ მინდა რომ გამიძლოს დიდი ხნით.

უზეთო ტაფის იდეამ ძალიან მომხიბლა, გასარეცხად ბევრად მარტივი იქნება ხო ალბათ?

QUOTE
აქებენ არშიას ტაფებს

მაგარი სახელია ტაფის მწარმოებლისთვის lol.gif

Posted by: Blur 22 Apr 2014, 16:33
goshia
QUOTE
40 - 50 ლარის ფარგლებში მინდა ყიდვა, ოღონდ მინდა რომ გამიძლოს დიდი ხნით.

ამ ფასად ან ნაკლებადაც შეგიძლია იყიდო კერამიკის ტაფა (იგივე რაც ზემოთ ხსენებული უზეთო ტაფა, ირეცხება უადვილესად), გლდანში არის ცნობილი საბითუმო მაღაზია სუზალა და იქ აქვთ კარგ ფასებში, სხვაგან შეიძლება იგივე ტაფა/ქვაბში 2 ჯერ მეტი გადაგახდევინონ, რაც მთავარია თავსახური მოყვება ყველას, ტეფალისგან განსხვავებით biggrin.gif
მწარმოებლის სახელი არ ვიცი ნამდვილად, ეგ ისეთი ფასია მგონი არც გაქვს ილუზია რომ ბრენდი იქნება ხო? biggrin.gif

Posted by: Egyptian 22 Apr 2014, 16:53
Blur
QUOTE
ტეფლონის ზედაპირიანი ტაფები კარგია, მაგრამ მოვლა უნდა შესაბამისი არ უნდა გაიკაწროს და საჭმელიც არ უნდა დატოვო შიგნით.

აუ საჭმლის დატოვება რატომ არ შეიძლება? :ს მალე გაფუჭდება?

Posted by: GoshaD 22 Apr 2014, 16:58
Blur
QUOTE
მწარმოებლის სახელი არ ვიცი ნამდვილად, ეგ ისეთი ფასია მგონი არც გაქვს ილუზია რომ ბრენდი იქნება ხო? biggrin.gif

ილუზიების მეტი რა მაქვს, მარა რეალობის პადლეცი აფხიზლებს ეგრევე biggrin.gif

შეგიძლია ზუსტად მითხრა სად არის ეგ მაღაზია? ან მსგავსი სადმე საბურთალოსთან ახლოს არ არის? ხილიანიდან გლდანში წასვლა ერთი ტაფის ფასი კი დამიჯდება biggrin.gif

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 17:38
goshia
QUOTE
შეგიძლია ზუსტად მითხრა სად არის ეგ მაღაზია? ან მსგავსი სადმე საბურთალოსთან ახლოს არ არის? ხილიანიდან გლდანში წასვლა ერთი ტაფის ფასი კი დამიჯდება

კაცო, შენ ტაფა გინდა იაფად და თავის შეწუხება არ გინდა? biggrin.gif
მომისმინე ახლა კარგად biggrin.gif
ხილიანიდან ჩამოგოგმანდები და დადგები ან ტვ-ს წინ ან სპორტის სასახლის წინ.
გაყვები ან N202 მარშრუტკას ან N51 ავტობუსს ან მეტროს.
ცოტას ივლი თუ ბევრს, მიადგებით გლდანს, ასე 40-50 წუთში.
მოკლედ, ნებისმიერი ტრასპორტით ჩამოხვალ მეტრო ახმეტელის გაჩერებაზე.
ზედ ავტობუსის გაჩერებასთან ადის კიბეები ბაზარში.
(გზადაგზა შეგიძლია იკითხო-ხოლმე, სად არის ბაზარი, სად არის სუზალა, უფრო სტაბილურ, დახლიან მოვაჭრეებს კითხე biggrin.gif )
ახვალ თუ არა კიბეებზე, დახლებსა და მოვაჭრეებს გვერდს აუქცევ და მარცხნივ გაუხვევ.
მანდ მხარი რომ არ გექცეს, ხის კოვზებსა და დაფებს უნდა გაუარო გვერდით.
მიადგები შენობას და ამ შენობის წინ, მარჯვენა მხარეს გაყვები.
აქაც აუქცევ გვერდს დახლებს და ათასი ჯურის ხალხს.
ამ შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ "სუზალას" ქსელისა და კიდევ სხვა საბითუმო მაღაზიებს.
მარჯვნივ როგორც კი შეუხვევ, პირველივე არის "სუზალას" საკვები პროდუქტები და საოჯახო ქიმია.
ცოტას კიდევ რომ გაივლი და რამდენიმე მაღაზიას გასცდები, არის "სუზალას" საცხობი.
მერე არის "სუზალას" პლასტმასის ნაწარმის მაღაზია.
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა smile.gif
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.

ახლა,
მანდ ასვლა თუ დაგეზარა:
მანდვე, მეტრო ახმეტელის წინ არის"ბალდის" და "მალსის" მაღაზია.
მაგათ წინ არის პატარა კიბეები ჩასასვლელი და რომ ჩახვალ, თუ ჩახვედი biggrin.gif ,
არმოჩნდები კიდევ ერთ სავაჭრო ტერიტორიაზე, სადაც ასევე არის ტაფებისა და ქვაბების მაღაზია, ასევე კარგი ფასებით,
მაგრამ შედარებით ნაკლები ასორტიმენტით. smile.gif

აი,ასე!
დავიღალე biggrin.gif

QUOTE
ილუზიების მეტი რა მაქვს, მარა რეალობის პადლეცი აფხიზლებს ეგრევე

lol.gif lol.gif lol.gif
ეს ფრაზა უნდა დავიმახსოვრო!
* * *
Blur
QUOTE
გლდანში არის ცნობილი საბითუმო მაღაზია სუზალა

შენც მანდ, ბრუტუს? biggrin.gif 2kiss.gif
QUOTE
რაც მთავარია თავსახური მოყვება ყველას, ტეფალისგან განსხვავებით

და ცალკე სახურავებსაც ყიდიან smile.gif
goshia
QUOTE
40 - 50 ლარის ფარგლებში მინდა ყიდვა, ოღონდ მინდა რომ გამიძლოს დიდი ხნით.

Egyptian
QUOTE
აუ საჭმლის დატოვება რატომ არ შეიძლება? :ს მალე გაფუჭდება?

ტაფამ დიდხანს რომ გაძლოს, უნდა მოვლა!
საჭმელი შიგ არუნდა დატოვო და მეორედ არ უნდა გააცხელო,
ყველა ხმარებაზე უნდა გარეცხო!
ეს კარგია შენთვისაც და ტაფისთვისაც! smile.gif

Posted by: GoshaD 22 Apr 2014, 19:27
nia4u
Quote აღარ ვიკადრე ამხელა პოსტზე biggrin.gif გაიხარე რომ არ დაგეზარა. რომლამდე მუშაობს სუზალა ხომ არ იცი? ეხლა რომ წავიდე იქნება ღია?

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 19:58
goshia
QUOTE
Quote აღარ ვიკადრე ამხელა პოსტზე

biggrin.gif
QUOTE
რომლამდე მუშაობს სუზალა ხომ არ იცი? ეხლა რომ წავიდე იქნება ღია?

ვერ მიუსწრებ, ცხრის ნახევრამდე მუშაობენ,ასე მახსოვს მე smile.gif

Posted by: rockataka 22 Apr 2014, 22:09
მე სულ გვერძე გადავალაგე ტეფალები და მასეთი Fოე Fოე ფირმის ქვაბები-ტაფები.

ნავთლუხში ვიყიდე ძველებური თუჯისები. 2 ცალი ქვაბი: ერთი 8 ლიტრიანი და მეორე 4 ლიტრიანი.
2 ტაფა: ერთი მაღალ ყელიანი და მეორე ჩვეულებრივი.
ისეთი გემრიელი კერძები გამოდის, რომ მიმიქარავს ყველა სხვა ფირმის და ხარისხის..
თან არც იკრავენ და არც იწვებიან.

goshia
100 ლარში იყიდი მანდ ამ ოთხივეს smile.gif

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 22:27
rockataka
ეგეთები მაქვს, ძველები და ძველებურები, მაგრამ გამოწვეს ჩემებმა ადრე და იკრავს sad.gif
ნახმარები იყიდე შენ? თუ არსებობს ძველებური ახლებიც?

Posted by: rockataka 22 Apr 2014, 23:43
nia4u
QUOTE
ნახმარები იყიდე შენ? თუ არსებობს ძველებური ახლებიც?

უხმარები იყო ჩემები. გაიარე მანდ ნათლუღში და გადაათვალიერე. დიდი არჩევანია ყველაფრის.
შევაჭრებაც შეიძლება ))) საერთოდ, მასეთ თუჯის ქვაბებს, აზიელები მსხვილი მარილით გამოწვავენ ხოლმე.

გაახურებენ ძალიან მაღალ ცეცხლზე და ყრიან შიგ მსხვილ მარილს და ურევენ ერთი 10 წუთი.
ტაშკენტელებმა მასწავლეს ეგ. იქაური პლოვი, მხოლოდ მასეთ თუჯის ქვაბებში მზადდება. ოღონდ, ქვაბი უნდა იყოს ოვალური.

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 23:51
rockataka
QUOTE
გაიარე მანდ ნათლუღში

რა არის მანდ, ბაზრობაა თუ მაღაზიებია?
ხალხი ყიდის ოჯახიდან?
არ ვარ მანდ საერთოდ ნამყოფი.
როგორ უნდა ვიკითხო?
QUOTE
გაახურებენ ძალიან მაღალ ცეცხლზე და ყრიან შიგ მსხვილ მარილს და ურევენ ერთი 10 წუთი.
ტაშკენტელებმა მასწავლეს ეგ.

ჩემებმა დადგეს გაზზე ცარიელი ტაფა დიდი ხანი და ჩამოსცვივდა ნამწვი.
მარილი არ მახსოვს და არც მასე ცოტა დრო.
კი გაკრიალდა, მაგრამ რათ გინდა! sad.gif
QUOTE
იქაური პლოვი

აქ სადღაც გეწერა, მგონი, რეცეპტი,ხო?

Posted by: rockataka 22 Apr 2014, 23:58
nia4u
QUOTE
როგორ უნდა ვიკითხო?

შესასვლელთან იკითხე, ქვაბებს და ტაფებს სად ყიდიან და მიგასწავლიან.
პატარა ადგილია და მანდ აქვთ გამოფენილები ყველაფერი. ისეთ რამეებს ნახავ, რომ გაგიჟდები.. biggrin.gif
რომ შეხვიდე 200 ლარით, მთლიან სამზარეულოს შეავსებ )))

მე 8 ლიტრიან კარგ ქვაბში+თავისივე თუჯის თავსაფარით, 30 ლარი მივეცი. ზედ აწერია ц1.47 gigi.gif

QUOTE
აქ სადღაც გეწერა, მგონი, რეცეპტი,ხო?

კი, მეწერა. მაგრამ, რომელ თემაში, არმახსოვს user.gif

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 00:14
rockataka
მადლობა smile.gif
/////////////////////////////////

Posted by: tavadze 23 Apr 2014, 00:28
nia4u
QUOTE
შენც მანდ, ბრუტუს?

მეც, მეც. biggrin.gif ხშირი სტუმარი ვარ მაგ მაღაზიების, მაგრამ სუზალა თუ ერქვა, არ ვიცოდი, ახლა გავიგე. biggrin.gif
მანდ ბრაზილიურ დანებს ვყიდულობ - პატარები რომ არის, ლურჯტარიანები, ხერხკბილა, ოდნავ წელსი გადრეკილი, მწვანილეულ-ხილის საჭრელი, უბასრესი და უმაგრესი. ოღონდ ეგენი დუბაი-ჩინეტიდანაც შემოდის, მაგრამ ბრაზილიურები ჯობია. ახლა არა აქვტ და ჩასაფრებული ვარ, როდის გაჩნდება.
თემქაზე სუპერმარკეტ უნივერსამშიც კარგი არჩევანი - ფასებიც დაბალია, საკაიფო რამეებსაც ჩითავენ და ხარისხიც კარგია.
QUOTE
თუ არსებობს ძველებური ახლებიც?

კი, არსებობს. ოღონდ მანდ ორ ადგილას იყიდება ეგეთები - ბარახლოების ბაზრობაზეც და მაგის მოპირდაპირედ, სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობაზეც. იქ უკეთესები აქვთ.

Posted by: niako11 23 Apr 2014, 01:00
კარგი კითხვააა უდაოდ, დანიურ სახლში დიდხანს ვატრიალე ფერადი ტაფა, იმის გამო რომ არ ვიცოდი როგორი ხარისხი იყო არ შევიძინე

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 01:50
tavadze
შენზე ვიცოდი biggrin.gif
ხო მაგრად ავხსენი,როგორ უნდა მიხვიდე? biggrin.gif
QUOTE
სუზალა თუ ერქვა, არ ვიცოდი,

სამნი არიან პატრონები, ძმები თუ ბიძაშვილები, ზუსტად არ ვიცი
და ქვიათ სულხანი, ზაზა და ლაშა biggrin.gif
QUOTE
მანდ ბრაზილიურ დანებს ვყიდულობ

მეც და სხვა ყველაფერსაც, რაც დამჭირდება smile.gif
QUOTE
თემქაზე სუპერმარკეტ უნივერსამშიც კარგი არჩევანი

აქაც? biggrin.gif
ეს უფრო ძვირია, ვიდრე გლდანი, მაგრამ არჩევანი კარგი აქვთ smile.gif

* * *
QUOTE
სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობაზე

აქ ჯობია?
უნდა გავიდე ერთი...

Posted by: Blur 23 Apr 2014, 09:49
Egyptian
QUOTE
საჭმლის დატოვება რატომ არ შეიძლება?

რეაქციაში შედის საჭმელთან, თუ გაიკაწრა იდეაში საერთოდ აღარ უნდა იხმარო biggrin.gif nia4u
QUOTE
შენც მანდ, ბრუტუს?

აბააა 2kiss.gifჩემმა დედამთილმა მიმასწავლა და წამოსვლა აღარ მინდოდა არც მაგ მაღაზიიდან და არც პროდუქტების საბითუმოდან, რა ფასები იყო ღმერთო ჩემო, დიღომს მართლა ცეცხლი უკიდია და არ ვიცით biggrin.gif
QUOTE
ტაფამ დიდხანს რომ გაძლოს, უნდა მოვლა!
საჭმელი შიგ არუნდა დატოვო და მეორედ არ უნდა გააცხელო,
ყველა ხმარებაზე უნდა გარეცხო!
ეს კარგია შენთვისაც და ტაფისთვისაც!

ტეფლონს ერთი ცუდი აქვს რომ მარტო მოვლისთვის არაა საჭირო ყველა ხმარებაზე რეცხვა და საჭმლის კონტეინერში შენახვა, რეაქციაში შედის ზოგიერთ პროდუქტთან და სასარგებლო კი არა სავალდებულოა biggrin.gif
goshia
გლდანის ბაზარში სადაც არ უნდა იკითხო ყველა მიგასწავლის, ცნობილი მაღაზიაა.

Posted by: fermina 23 Apr 2014, 10:14
rockataka
QUOTE
შესასვლელთან იკითხე, ქვაბებს და ტაფებს სად ყიდიან და მიგასწავლიან.
და ეს შესასვლელი სადაა biggrin.gif

მეც მინდა ტაფების და ქვაბების ყიდვა.

ნავთლუღის ბაზარი კი არ ვიცი ზუსტად სად არის. რომელ მეტროსთანაა ახლოს? 300 არაგველი თუ ისანი?
[/b]
[b]nia4u


აი გლდანის მაღაზია კი ახსენი კარგად მართლა, აუცილებლად უნდა დავლაშქრო ერთი. 2kiss.gif

Posted by: rockataka 23 Apr 2014, 14:40
fermina
QUOTE
ნავთლუღის ბაზარი კი არ ვიცი ზუსტად სად არის. რომელ მეტროსთანაა ახლოს? 300 არაგველი თუ ისანი?

მეტრო სამგორი. ამოხვალთ თუ არა, იკითხეთ მანდ და მიგასწავლიან - იქვეა biggrin.gif

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:03
Blur
QUOTE
წამოსვლა აღარ მინდოდა არც მაგ მაღაზიიდან

საყიდელი რომც არ მქონდეს რამე, ტყუილად შევდივარ-ხოლმე biggrin.gif
fermina
QUOTE
აი გლდანის მაღაზია კი ახსენი კარგად მართლა, აუცილებლად უნდა დავლაშქრო ერთი.

მოდი, მოდი smile.gif
რაც უფრო პრესტიჟული უბნიდან მოდიხარ, მით უფრო გაოცდები biggrin.gif

bis.gif bis.gif bis.gif
2kiss.gif

Posted by: tavadze 23 Apr 2014, 17:07
nia4u
QUOTE
ხო მაგრად ავხსენი,როგორ უნდა მიხვიდე?

კი - ისე ჩახლართე, ვიცი და ლამის მეც კი ავიბენი. biggrin.gif
QUOTE
ეს უფრო ძვირია, ვიდრე გლდანი, მაგრამ არჩევანი კარგი აქვთ

შეიძლება, არცაა ძვირი, მაგრამ ხარისხი კი კარგი აქვთ - ყველაფერზე.

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:20
tavadze
QUOTE
კი - ისე ჩახლართე, ვიცი და ლამის მეც კი ავიბენი.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: fermina 23 Apr 2014, 19:55
nia4u
QUOTE
საყიდელი რომც არ მქონდეს რამე, ტყუილად შევდივარ-ხოლმე 


ასე მჭირს მე "სუნელების კაცთან" - არ არსებობს იმ ტერიტორიაზე მოვხვდე და არ დავდგე ჯორივით დახლთან biggrin.gif ბოლოს რაღაცას მაინც ვყიდულობ ხოლმე!

QUOTE
რაც უფრო პრესტიჟული უბნიდან მოდიხარ, მით უფრო გაოცდები 


საბურთალოდან, ნუ მსუბუქი აღშფრთოვანებით შემოვიფარგლები იმედია smile.gif

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 20:03
fermina
QUOTE
საბურთალოდან

საბურთალოდან კიდევ მოდის N 30 და N100 მარშრუტკები smile.gif

აუ, მე კიდე, მაგ სუნელების კაცამდე ვერ მივაღწიე rolleyes.gif

Posted by: tavadze 23 Apr 2014, 22:21
fermina
nia4u
რაც მე ნავთლუღში ის მესუნელე ქალი აღმოვაჩინე, მაქეთ არც გამიხედია. biggrin.gif გზად რომ ჩავივლი, მაშინაც კი. biggrin.gif აუაუ-მ მიმასწავლა ის ქალი. ისეთი "ნავაროტკები" არ აქვს, მაგრამ სუნელები ხარისხითაც მაგარი აქვს და თან ძაან იაფად ჰყიდის. ხმელი ქინძი და ხმელი სუნელი (დაფქულიც, დაუფქველიც) დიდი ღვინის ჭიქა 50 თეთრი ღირს. მაგრამ ხარისხის გამო უფრო მიღირს იქ ყიდვა.

Posted by: fermina 23 Apr 2014, 22:39
nia4u
მეტრო არის ამ შემთხვევაში ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი . მარშრუტკით ჩაქჩაქს მირჩევნია. ნახევარ საათში იქ ხარ.


tavadze

ნავთლუღში ვერ ვხვდები ხოლმე, მანდაც სპეციალურად უნდა გავიდე, თუჯის ქვაბი მინდა (იგივე "ჩახანა" biggrin.gif)

და სქელი თუჯის ტაფა კარტოფილის შესაწვავად smile.gif

Posted by: Besa 1 May 2014, 02:31
QUOTE
ახლა მოდაშია კერამიკულსაფარიანი

კერამიკულსაფარიანი ტაფა შევიძინე და მინდა გითხრათ up.gif

Posted by: 691704 1 May 2014, 12:11
tavadze
QUOTE
რაც მე ნავთლუღში ის მესუნელე ქალი აღმოვაჩინე, მაქეთ არც გამიხედია.  გზად რომ ჩავივლი, მაშინაც კი.  აუაუ-მ მიმასწავლა ის ქალი. ისეთი "ნავაროტკები" არ აქვს, მაგრამ სუნელები ხარისხითაც მაგარი აქვს და თან ძაან იაფად ჰყიდის. ხმელი ქინძი და ხმელი სუნელი (დაფქულიც, დაუფქველიც) დიდი ღვინის ჭიქა 50 თეთრი ღირს. მაგრამ ხარისხის გამო უფრო მიღირს იქ ყიდვა.

იქნებ მიმასწავლოთ მეც ის სუნელების ქალი ნავთლუღში.

Posted by: nia4u 1 May 2014, 17:55
goshia
რა ქენი, შენ, ადამიანო, რო გვალაპარაკე ამდენი?
biggrin.gif

Posted by: tavadze 2 May 2014, 09:20
fermina
QUOTE
ნავთლუღში ვერ ვხვდები ხოლმე, მანდაც სპეციალურად უნდა გავიდე, თუჯის ქვაბი მინდა (იგივე "ჩახანა" )

და სქელი თუჯის ტაფა კარტოფილის შესაწვავად

იშოვი მანდ - ნაღდი ძველებური, კარგები, და თან იაფადაც. ამიტომ ღირს გასვლა. აი, ახლა მომდევნო პოსტში სუნელების ქალის მისამართს biggrin.gif რომ დავწერ, შეგიძლია, გაითვალისწინო - იქ იკითხავ და ყველა მიგასწავლის, სად იყიდება ეგ ჭურჭლეული.
პ.ს. ჩახანა - გურული ხარ, ხომ? biggrin.gif
691704
QUOTE
იქნებ მიმასწავლოთ მეც ის სუნელების ქალი ნავთლუღში.

მოკლედ, სამგორის მეტროდან რომ ამოხვალ, იკითხე სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობა. ან გამზირიდან რომ დაეშვები პირდაპირ ქვემოთ, მარჯვნივაა ეგ ბაზრობა (მარცხნივ ბარახლოებისაა). ოღონდ ორი შესასვლელი აქვს. უნდა შეხვიდე ქვედა შესასვლელში (მანამ იმ ჩაყოლებაზე შნურები, კაბელები, ჩამრთველები და ამგვარი წვრილმანი ელექტროსაქონელი იყიდება). როგორც კი შეხვალ, მარჯვნივ, პირველივე კუთხეში არის სუნელების დახლი, შავებში ჩაცმული მაღალი, ტანსრული ქალი დგას. ან შეიძლება წისქვილში იყოს იქვე - იკითხე და მიგასწავლიან.

Posted by: 691704 2 May 2014, 11:51
tavadze
უნდა ამოვწერო და ისე მივაგნო. ბევრი მინიშნებაა.
გმადლობთ.

Posted by: natalia001 2 May 2014, 15:28

niako11
დანიურ სახლში არ იქნება ცუდი არჩევანი.

Posted by: fermina 2 May 2014, 18:12
tavadze
QUOTE
პ.ს. ჩახანა - გურული ხარ, ხომ?

დიახთ, ნუ რეალურად ნახევრად, მაგრამ დიდი დოზით მქონდა გურიის ჰაიერის ყლაპვის ბედნიერება war.gif

Posted by: niako11 8 May 2014, 15:02

natalia001
შევიძინე უკვეეsmile.gif დიდი არაფერი ისეთი ვერ არის როგორიც მეგონა smile.gif

Posted by: chupa82 15 May 2014, 15:29
niako11
დაწერე ბარემ როგორი იყიდე და რატომ ხარ უკმაყოფილო, მეც ვაპირებ ამ კერამიკის საფარიანი ტაფებისა და ქვაბების შეძენას გამომადგება შენი რეკომენდაცია

Posted by: Sherbet 15 May 2014, 16:00
"დანიურში" ავიღე ტაფა და არ გამომადგა, მალევე აძვრე მთელი ტეფლონი. შამაგიეროდ თურქული პაპილონი გამომადგა ძალიან.

Posted by: multitate 16 May 2014, 14:29
tiploni magari prankenshteini nivtierebaa ^^ magit daparuli tapa ar miikravs da zetic naklebi unda ki magram mamapapurat ver mouev ra )) gaikacreba egreve da chatvale gadasagdebia 3 tapa maq mase gapuchebuli tan mere momcamvleli xdeva tu gadacxelda da nakacrebis mere


esaa info rac me maq tu ramea sxvebi damateben.

keramikis ikido is jobia albatt

Posted by: მერკუციო 16 May 2014, 14:41
rockataka
QUOTE
ნავთლუხში ვიყიდე ძველებური თუჯისები. 2 ცალი ქვაბი: ერთი 8 ლიტრიანი და მეორე 4 ლიტრიანი.
2 ტაფა: ერთი მაღალ ყელიანი და მეორე ჩვეულებრივი.
ისეთი გემრიელი კერძები გამოდის, რომ მიმიქარავს ყველა სხვა ფირმის და ხარისხის..
თან არც იკრავენ და არც იწვებიან.

რომელ მაღაზიაში?

Posted by: nia4u 16 May 2014, 17:57
მერკუციო
მეორე გვერდზე წერია smile.gif

Posted by: tavadze 16 May 2014, 18:29
მერკუციო
QUOTE
რომელ მაღაზიაში?

მაღაზია არაა, დახლებზე აქვთ იქ გამოტანილი.

Posted by: nia4u 17 May 2014, 00:43
QUOTE
მოკლედ, ნებისმიერი ტრასპორტით ჩამოხვალ მეტრო ახმეტელის გაჩერებაზე.
ზედ ავტობუსის გაჩერებასთან ადის კიბეები ბაზარში.
(გზადაგზა შეგიძლია იკითხო-ხოლმე, სად არის ბაზარი, სად არის სუზალა, უფრო სტაბილურ, დახლიან მოვაჭრეებს კითხე  )
ახვალ თუ არა კიბეებზე, დახლებსა და მოვაჭრეებს გვერდს აუქცევ და მარცხნივ გაუხვევ.
მანდ მხარი რომ არ გექცეს, ხის კოვზებსა და დაფებს უნდა გაუარო გვერდით.
მიადგები შენობას და ამ შენობის წინ, მარჯვენა მხარეს გაყვები.
აქაც აუქცევ გვერდს დახლებს და ათასი ჯურის ხალხს.
ამ შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ "სუზალას" ქსელისა და კიდევ სხვა საბითუმო მაღაზიებს.
მარჯვნივ როგორც კი შეუხვევ, პირველივე არის "სუზალას" საკვები პროდუქტები და საოჯახო ქიმია.
ცოტას კიდევ რომ გაივლი და რამდენიმე მაღაზიას გასცდები, არის "სუზალას" საცხობი.
მერე არის "სუზალას" პლასტმასის ნაწარმის მაღაზია.
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა 
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.


მეთხუთმეტე წუთიდან ეკო ფანგანი გაივლის ზუსტად ამ ადგილს
lol.gif lol.gif lol.gif
http://imedi.ge/index.php?pg=prs&id=31&id_pr=1827

Posted by: Besa 24 May 2014, 18:00
QUOTE
კერამიკულსაფარიანი ტაფა შევიძინე და მინდა გითხრათ 

ეს ჩემი პოსტია.
სამწუხაროდ boli.gif
არ ივარგა კერამიკისსაფარიან ტაფამ, ერთ თვეში დაზიანდა საფარი
ძალიან თხელი საფარი აქვს, რეგორც ტეფლონს

Posted by: nia4u 24 May 2014, 20:19
Besa
QUOTE
არ ივარგა კერამიკისსაფარიან ტაფამ, ერთ თვეში დაზიანდა საფარი
ძალიან თხელი საფარი აქვს, რეგორც ტეფლონს

როგორ ფასიანი იყო?
იაფი, საშუალო თუ ძვირი?
სამწუხაროა, რომ ასე მალე გაფუჭდა,
მაგრამ თუ იაფიანებში გადიოდა, არაუშავს 2kiss.gif
იაფფასიანს როცა ვყიდულობ რამეს, წინასწარ ვინუგეშებ-ხოლმე თავს...

Posted by: Besa 24 May 2014, 20:48
nia4u
42 გელა
არც ვიცი ტაფისთვის იაფია თუ ძვირი

Posted by: nia4u 24 May 2014, 21:11
Besa
QUOTE
42 გელა

მე მგონი, საშუალო ფასია, არც ძალიან იაფი და არც ძალიან ძვირი,
თუმცა ზომას გააჩნია.
მაინც ასე მალე არ უნდა გაფუჭებულიყო, ჩემი აზრით sad.gif
მე ამასწინათ ვიყიდე 26 სმ. დიამეტრიანი, მივეცი 14 ლარი. ოღონდ კერამიკული არა, ტეფლონის მაგვარი.
ეგ რო არ გაფუჭდეს, ის გამიკვირდება, მაგრამ უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ვხმარობ და მაგრად არის smile.gif
ისე, ძაან კი ვუფრთხილდები...

Posted by: fin girl 29 May 2014, 13:35
nia4u

კერამიკულძირიანი ტაფა ღია ცეცხლზე არ გამოიყენება ხო? ანუ მხოლოდ დენის ქურებისთვისაა?

Posted by: nia4u 29 May 2014, 14:24
fin girl
QUOTE
კერამიკულძირიანი ტაფა ღია ცეცხლზე არ გამოიყენება ხო? ანუ მხოლოდ დენის ქურებისთვისაა?

არ ვიცი, ჩემო კარგო, მაგრამ არ მგონია, რომ მასე იყოს.
დავძებნი ინფოს და თუ რამე ვიპოვე, დაგიდებ აქ smile.gif

Posted by: Blur 29 May 2014, 15:56
fin girl
QUOTE
კერამიკულძირიანი ტაფა ღია ცეცხლზე არ გამოიყენება ხო? ანუ მხოლოდ დენის ქურებისთვისაა?

რავიცი მე ჩვეულებრივ ვხმარობ გაზზე, არ უთვამთ ყიდვის დროს მხოლოდ დენისთვისააო

Posted by: fin girl 29 May 2014, 19:38
nia4u
Blur

მადლობა, გოგოებო

Posted by: ferdinandge 21 Jul 2014, 21:37
კერამუკული ტაფა შეიძლება გაზზე დაიდგას თუ მხოლოდ ელექტრო სპირალიანზე?

Posted by: ninicool 21 Jul 2014, 21:48
ferdinandge
QUOTE
კერამუკული ტაფა შეიძლება გაზზე დაიდგას თუ მხოლოდ ელექტრო სპირალიანზე?

თავმოყვარე ტაფებს, მუყაოები რომ აქვთ შემოხვეული, ან გაზი ახატიათ ხოლმე, ან დენის ქურა. კარგად შეათვალიერეთ ყიდვისას.

Posted by: his_girl 6 Sep 2014, 16:21
მე ისინი მომწონს კერამიკის თეთრი როა, ეგეთი მაქ დ ძაან კმაყოფილი ვარ

==========================================




Posted by: LTB1948 23 Sep 2014, 13:04
მეც კერამიკის ტაფა ვიყიდე, ეკო დაფარვით, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
ასევე იყიდება მინერალური ქვის ტაფები, ვაპირებ 1 ცალის ყიდვას. ცოტა ძVირია, 70 ლარამდე ღირს, მარა 1 ცალს ვიყიდი როგორმე.
მაქვს 150 ლარიანი რონდელის ულამაზესი ვერცხლისფერი ტაფა,მეუღლის საჩუქარი, მაგრამ რად გინდა, ვერ ვხმარობ. ეგ ღუმელში გამოიყენება და ღუმელი კიდევ არ მიმუშავებს, ვერ მოვაბი თავი რომ გავაკეთებინო. ისე კიდევ სესაწვავად ვერ ვხმარობ იკრავს. კარტოფილი შეწვა ერთხელ ჩემმა ქმარმა და ლამის 2 დღე ვაძრობდი, ასე რომ არ გირჩევთ.
ზოგადად, რონდელლი-ს ტაფები და ქვაბები ძვირია, მაგრამ არ მომწონს ხარისხი დიდად.
ტეფალის ტაფა კარგად ვიხმარე, მაგრამ ძირი დაიკაწრა. ასევე, წავიკიტხე, რომ ტეფლონით დაფარულ ჭუჭელში მომზადებული კერძების ხანგრძლივი მიღება შეიძლება ალცჰეიმერის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს, ამიტომაც ტეფლონი მოვაშთეsmile.gif
კერამიკას ვხმარობ და მომწონს, მინერალური ქვის ტაფის ყიდვას ვაპირებ. ასევე ვაპირებ გავიდე ნავთლუღში და თუჯიც შევიძინო. მახსოვს ბავშვობაშ დედაჩემი ხმარობდა თუჯის ტაფებს და ქვაბებს და უგემრიელესი გამოდიოდა ყველაფერი....
ამ ეტაპზე კერამიკას ეკო დაფარვით გირჩევთ, საკვები უსაფრთხო უნდა იყოს, იაფი ტაფები დაა ქვაბები (გარდა თუჯის და სპილენძის) კი სახიფათოა, მით უმეტეს თუ ზედაპირი აქვთ აქერცლილი

Posted by: suzu 13 Oct 2014, 02:04
გოგოებო ტეფლონში რას გულისხმობთ? (ჩაინიკი ვარ biggrin.gif)

Posted by: nia4u 13 Oct 2014, 13:56
LTB1948
QUOTE
მეც კერამიკის ტაფა ვიყიდე, ეკო დაფარვით, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
ასევე იყიდება მინერალური ქვის ტაფები,

ესენი სად იყიდე და რა ფასებში? თუ საიდუმლო არ არის და თუ არ დაგეზარება, დაწერე რა smile.gif


Posted by: forever`s_NEVER 13 Oct 2014, 17:22
შარშან ჩიბოში ვიყიდე კერამიკის ვოკი. მხოლოდ ფლოვს ვაკეთებ. კარგი რამეა.
ტეფალები მაქვს ფრანგული. დიდი ვერაფერი გამომადგა. დაიფხაჭნა. ეტყონა ვერ მოვუარეთ. ძალიან ნაზები აღმოჩნდა. თუმცა ჭიშტვარებს მაინც არაჩვეულებრივად წვავს.
ერთი თუჯის ტაფა მომიძველდა და ნავთლუღში გასვლას ვგეგმავ.
VINZER-ის გრანიტის ზედაპირიანი ქვაბი გვაჩუქეს. ზღაპარია.

Posted by: fermina 17 Jan 2015, 18:37
nia4u
ასე გადასარევად რომ ახსენი, ეს მაღაზია იმედია ისევ ფუნქციონირებს ჰო smile.gif ვაპირებ ამ დღეებში გასვლას და იმედია ტყუილა არ მომიწევს.

QUOTE
კაცო, შენ ტაფა გინდა იაფად და თავის შეწუხება არ გინდა? 
მომისმინე ახლა კარგად
ხილიანიდან ჩამოგოგმანდები და დადგები ან ტვ-ს წინ ან სპორტის სასახლის წინ.
გაყვები ან N202 მარშრუტკას ან N51 ავტობუსს ან მეტროს.
ცოტას ივლი თუ ბევრს, მიადგებით გლდანს, ასე 40-50 წუთში.
მოკლედ, ნებისმიერი ტრასპორტით ჩამოხვალ მეტრო ახმეტელის გაჩერებაზე.
ზედ ავტობუსის გაჩერებასთან ადის კიბეები ბაზარში.
(გზადაგზა შეგიძლია იკითხო-ხოლმე, სად არის ბაზარი, სად არის სუზალა, უფრო სტაბილურ, დახლიან მოვაჭრეებს კითხე  )
ახვალ თუ არა კიბეებზე, დახლებსა და მოვაჭრეებს გვერდს აუქცევ და მარცხნივ გაუხვევ.
მანდ მხარი რომ არ გექცეს, ხის კოვზებსა და დაფებს უნდა გაუარო გვერდით.
მიადგები შენობას და ამ შენობის წინ, მარჯვენა მხარეს გაყვები.
აქაც აუქცევ გვერდს დახლებს და ათასი ჯურის ხალხს.
ამ შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ "სუზალას" ქსელისა და კიდევ სხვა საბითუმო მაღაზიებს.
მარჯვნივ როგორც კი შეუხვევ, პირველივე არის "სუზალას" საკვები პროდუქტები და საოჯახო ქიმია.
ცოტას კიდევ რომ გაივლი და რამდენიმე მაღაზიას გასცდები, არის "სუზალას" საცხობი.
მერე არის "სუზალას" პლასტმასის ნაწარმის მაღაზია.
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა 
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.


Posted by: tavadze 17 Jan 2015, 23:31
fermina
QUOTE
ეს მაღაზია იმედია ისევ ფუნქციონირებს ჰო  ვაპირებ ამ დღეებში გასვლას და იმედია ტყუილა არ მომიწევს.

კი, კი - მუშაობს.
ეგ რო დაიხუროს, გლდანის ბაზრის ნახევარი გაჩერდება. biggrin.gif

Posted by: fermina 18 Jan 2015, 17:01
ესე იგი დავლაშქრე სუზალა, მივაგენი უპრობლემოდ, ისეთი გზამკვლევი იდო აქ smile.gif

მომეწონა, ვიყიდე ორი ტაფა და ერთი ქვაბი - 150 ლარი. ერთი ტაფა იყო ძვირადღირებული - 70 ლარამდე.

და რაღაც წვრილმანები.

დანები მართლაც კარგები აქვთ.

მომსახურებასაც არა უშავს, განსაკუთრებით ტაფების გამყიდველი ქალი აქტიურობს biggrin.gif

Posted by: nia4u 18 Jan 2015, 17:06
fermina
კიიიი,
QUOTE
ეგ რო დაიხუროს, გლდანის ბაზრის ნახევარი გაჩერდება

biggrin.gif

ეს პასუხი კი დამგვიანებია და ... facepalm.gif

Posted by: tavadze 18 Jan 2015, 18:02
fermina
QUOTE
მომეწონა, ვიყიდე ორი ტაფა და ერთი ქვაბი - 150 ლარი. ერთი ტაფა იყო ძვირადღირებული - 70 ლარამდე.

და რაღაც წვრილმანები.

მშვიდობაში.
QUOTE
დანები მართლაც კარგები აქვთ.

ოღონდ ბრაზილიურები თუ აქვთ, მთლად უკეთესი...
სულ მთლად უკანაც თუ გახვედი - ბლენდერები. ელექტროღუმელები და ამგვარები რომ იყიდება, იქაც კარგი რამეებია. მანდ ბლენდერი ვიყიდე - სონაში, 6-დანიანი, ძალიან ძლიერია და ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: nia4u 18 Jan 2015, 19:31
fermina
QUOTE
დავლაშქრე სუზალა

გილოცავ smile.gif
ეს წელი კარგად დაიწყე! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 18 Jan 2015, 20:59
tavadze
nia4u

მადლობა თქვენ.

ბრაზილიური დანები მახსოვდა და სპეციალურად ვიკითხე, იყო, მაგრამ მე დიდი დანა მინდოდა და ამ ეტაპზე ფასის გამო თავი შევიკავე ყიდვისგან, დამენანა 23 ლარი, მივეძალე ქვაბებს და ტაფებს smile.gif

ბლენდერიც სულ ახლახანს შევიძინე, გორენიესი, თორემ მანდ ვიყიდიდი აუცილებლად.

Posted by: tavadze 19 Jan 2015, 12:42
fermina
QUOTE
მაგრამ მე დიდი დანა მინდოდა და ამ ეტაპზე ფასის გამო თავი შევიკავე ყიდვისგან, დამენანა 23 ლარი,

მაგათ ბრაზილიური დანები პატარებიც შემოაქვთ - 2 თუ 2,5 ლარი ღირს. ლურჯტარიანი, ოდნავ მოხრილი, ცალ მხარეს დაკბილული დანებია - ეს ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს სამზარეულოში. biggrin.gif ოღონდ თან თითები მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ. შეუცვლელია დანები ბოსტნეულის, მწვანილეულის, ხილის და არა მხოლოდ ასეთთა დასაჭრელად.

Posted by: nia4u 19 Jan 2015, 15:11
tavadze
QUOTE
ლურჯტარიანი, ოდნავ მოხრილი, ცალ მხარეს დაკბილული დანებია

კაი ხანია აღარ აქვთ, შემოვიტანთო და ველოდები მეც, სოფელში დავპირდი მეზობლებს,
თორემ ჩემები, აგერ უკვე მეხუთე წელია, ჭრის ყველაფერს უპრობლემოდ...

ამასწინათ ქონდათ დაშლილი კერამიკული დანების მაღალფასიანი ნაკრები და ცალობით ყიდიდნენ, კაი იყო...


Posted by: kactus 19 Jan 2015, 15:28
fermina
QUOTE
ბლენდერიც სულ ახლახანს შევიძინე, გორენიესი, თორემ მანდ ვიყიდიდი აუცილებლად.

რატომ? უფრო იაფია? boli.gif

Posted by: Maiko Shamugia 19 Jan 2015, 15:53
nia4u
დადეთ იმ დანის სურათი რაა. მაინტერესებს რომელია. კერამიკულების დიდად კმაყოფილი არ ვარ. გამიტყდა. უნდა ეფერო რამე რომ არ დაემართოს. ფასი კი არ აკლია ... მე ამაზონიდან გამოვიწერე დაკბილული პატარა დანა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე მომეწონა მერე 2 გამოვწერე კიდევ .

Posted by: fermina 19 Jan 2015, 21:13
kactus
QUOTE
რატომ? უფრო იაფია?


არა, ბარემ ხელს გამოვაყოლებდი smile.gif

Posted by: tavadze 20 Jan 2015, 00:44
nia4u
QUOTE
კაი ხანია აღარ აქვთ, შემოვიტანთო და ველოდები მეც, სოფელში დავპირდი მეზობლებს,

მეც მეზობლებს ვარ დაპირებული. biggrin.gif
ახალი წლის წინა დღეებში ელოდებოდნენ შემოტანას, მაგრამ ვერ გავიარე მაქეთ.
kactus
QUOTE
რატომ? უფრო იაფია?

ცოტა იაფიცაა მანდ საქონელი. მე ჩემი ბლენდერი 75 ლარად ვიყიდე, მაგრამ ძლიერია, კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია, 6-დანიანია.
Maiko Shamugia
QUOTE
დადეთ იმ დანის სურათი რაა. მაინტერესებს რომელია.

სამწუხაროდ, აქ არ მაქვს, სოფელში ვიყენებ, მაგრამ მსგავსი დანებით სავსეა ბაზრობები და მაღაზიები. ოღონდ ეგენი ჩინურ-დუბაისებია და ვერაა ისეთი კარგი. თემქაზე, უნივერსამში აქვთ, მაგრამ რამდენი მივედი, კონსულტანტი ვერასოდეს გამოვიჭირე, სადაურობა რომ მეკითხა. ერთხელ კი ვკითხე ადრე და დუბაისააო.
მაგ უნივერსამში კომბოსტოს საჭრელი აღმოვაჩინე დქა ამ საღამოს დავტეტსტე კიდეც - ხორცის საჭრელი ნაჯახის ფორმა აქვს, ტარიანია. 2 გრძელი დანა აქვს და უფრო სწრაფად ხომ ჭრის, თითის ჩახეხვისგან დაზღვეული ხარ, ეს კი რამდენად მნიშვნელოვანი დაცვაა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ალბათ. biggrin.gif კაკლისა და თხილის სატეხიც ქონდათ, ჩაქუჩზე ბევრად კომფორტულია. მაგათი საქონლის ხარისხითაც ძალიან კმაყოფილი ვარ - სამრეწველო საქონელია თუ საკვები, უშიშრად და უპრობლემოდ ვენდობი. თან კარფურზე იაფია, ხოლო ზოგიერთ რამეში (სუვენირები, ტკბილეული, შოკოლადი) არჩევანიც უფრო მრავალფეროვანია.

Posted by: nia4u 20 Jan 2015, 20:12
Maiko Shamugia
QUOTE
დადეთ იმ დანის სურათი რაა. მაინტერესებს რომელია. კერამიკულების დიდად კმაყოფილი არ ვარ.

კერამიკული დანა გაინტერესებთ?
ეგ დანა სხვას ვაჩუქე და ინტერნეტში ზუსტად მასეთის სურათი ვერ ვნახე.
თეთრი იყო და სალათისფრად ეხატა დანის პირზე ყვავილები.
სიდიდით მეორე იყო და რვა ლარი მივეცი.

Posted by: tavadze 21 Jan 2015, 01:16
nia4u
QUOTE
კერამიკული დანა გაინტერესებთ?

მე მგონი, ის პატარა ბრაზილიური დანები იკითხა და არა კერამიკული...

Posted by: Mr Angry 20 Aug 2015, 16:34
გთხოოვტ მიპასუხეთ რა smile.gif


საჭმელების კეთებაში ჩაინიკი ვარ და ტაფა არსებობს ასეთი უზეტოდ რომ შევწვა ზედ კარტოფილი და კვერცხი? ან ხორცი

ყოველგვარი ზეთის ან კარაქის ან ცხიმის გარეშე პირდაპირ რომ შევწვა არსებობს ეგეთი რაიმე? ცოტა გამძლეც რომ იყოს

Posted by: Gateways 20 Aug 2015, 16:48
Mr Angry
http://www.amazon.com/Flavorwave-AX-767-MH-Turbo-Oven/dp/B002I0J0EW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1440074882&sr=8-1&keywords=flavor+wave
ესეთი რაღაც დაითრიე კვერცხს ვერ შეწვავ მარა ხორცებს და კარტოფილებს კი. მჭადიც შეიძლება biggrin.gif yes.gif ცხიმის გარეშე ყველაფერი რა თქმა უნდა ჩადებ და იწვება yes.gif

Posted by: vitombejiti 31 Aug 2015, 12:28
გაის,

ვეძებ კარგ ტაფებს, ერთი გრილის ტაფა მინდა და ერთი ჩვეულებრივი, რომ არ მიიწვას, ე.წ. ტეფლონით. სადაა ყველაზე კარგი არჩევანი და მისაღები ფასები, იქნებ მიმასწავლოთ.

მადლობაა smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 31 Aug 2015, 14:21
vitombejiti
მე ვფიქრობ რომ სუპერში. შავი კერამიკენი რომაა მაგას არ გირჩევ, მე მაქვს და მაინცდამაინც არ ვემადლიერები. მაგის მერე გამოვიდა სერები სულ სადა და ქვის ფაქტურით კიდევ და ძალიან კარგებია.

Posted by: fermina 6 Sep 2015, 11:43
ARSHIA-ს ტაფით ვარ ძალიან კმაყოფილი. შარშან ვიყიდე დიდი ზომის, არცთუ იაფი ღირდა, 70 ლარამდე, მაგრამ ნამდვილად ღირს ეს ფასი, გაამართლა.

http://www.arshia.de

მე გლდანის მაღაზიაში ვიყიდე, სუზალა თუ რაც ქვია

Posted by: Girl 16 Sep 2015, 17:16
მეგალაინში ვერ ვიყიდი კარგ ქვაბებს და ტაფებს ? : / კერამიკის ეკო დაფარვით. ვერ მივაგნებ გლდანში სუზალას sad.gif

Posted by: fermina 16 Sep 2015, 18:44
Girl
QUOTE
  ვერ მივაგნებ გლდანში სუზალას 

ჰეჰ, მეც ასე მეგონა, მაგრამ აქ ისე კარგად ამიხსნეს, გზიდან არც გადამიხვევია, პირდაპირ მივადექი! ძალიან მარტივია. მეტროსთანაა იქვე. გლდანს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ სულ არ გამჭირვებია.

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 16:38
---------------------------------------------------------------

Posted by: Devion 16 Oct 2015, 22:00
ძალიან ძვირი ღირს ეს ტაფები ნორმალური ტაფა 50-60ლარი

Posted by: lexanna 18 Aug 2016, 02:17
rockataka
QUOTE
მე სულ გვერძე გადავალაგე ტეფალები და მასეთი Fოე Fოე ფირმის ქვაბები-ტაფები.

ნავთლუხში ვიყიდე ძველებური თუჯისები. 2 ცალი ქვაბი: ერთი 8 ლიტრიანი და მეორე 4 ლიტრიანი.
2 ტაფა: ერთი მაღალ ყელიანი და მეორე ჩვეულებრივი.

კიდევ არის ეგ მარაზია?

Posted by: tavadze 18 Aug 2016, 13:38
lexanna
QUOTE
კიდევ არის ეგ მარაზია?

კი, იქ რამდენიმე ადგილსაა მსგავსი მაღაზიაა. უფრო სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობაზე ჯობია - სულ ბოლოშია მსგავსი რამე-რუმეები. ბაზრობაზე რომ შეხვალ, იკითხე და დაგაკვალიანებენ.
ქვედა შესასვლელიდან თუ შეხვალ მაგ ბაზრობაზე, შესასვლელთანვე, პირველივე რიგი რომ გხვდება, კუთხეში - მარჯვენა მხარეს სუნელების დახლია. იაფად ძალიან კარგი სუნელები აქვს. მაღალი, ჯანიანი, შავებიანი მოხუცი ქალი დგას, მაგრამ ახლა ხშირად მისი შვილიშვილია, ახალგაზრდა გოგო, ეგ კი წისქვილშია გადასული.
აი, მაგ სუნელების დახლიდან პირველივე რიგს ქვევით რომ ჩაუყვები, იქ იყიდება სამზარეულოს რამე-რუმეები. ჯერ სამეურნეო რაღაცეებია (ნაჯახი, ცელი, ცული, ჩაქუჩები და ამგვარები). მაგის მერე უკვე სამზარეულოს ნივთებია.

Posted by: lexanna 23 Aug 2016, 11:56
tavadze
მადლობა , გაიხარე, ონლაინ არ არის ეგ ნეტა რომ მომიტანონ?

Posted by: ივანიჩ 23 Aug 2016, 12:27
კოინკაზა
არის ასეთი მაღაზია აქსისის სავაჭრო ცენტრში ყაზბეგის გამზირზე
იტალიური ნივთები და აქსესუარებია
ზოგადად ძვირიანი მაღაზიაა მაგრამ ფასდაკლებებზე კარგი ნივთის ყიდვა შეიძლება იაფად
მაგ არაჩვეულებრივი ტაფა 55 ლარად.

Posted by: tavadze 23 Aug 2016, 13:23
lexanna
QUOTE
tavadze
მადლობა , გაიხარე, ონლაინ არ არის ეგ ნეტა რომ მომიტანონ?

არა, რა ონლაინ - ეგ სერვისი ჩვენთან ჯერ ნორმალურად სუპერმარკეტებს არ აქვთ და ბაზრობაზე მოვაჭრეებისგან ითხოვ! biggrin.gif

Posted by: jije1 24 Aug 2016, 12:05
nia4u
QUOTE
კაცო, შენ ტაფა გინდა იაფად და თავის შეწუხება არ გინდა? 
მომისმინე ახლა კარგად
ხილიანიდან ჩამოგოგმანდები და დადგები ან ტვ-ს წინ ან სპორტის სასახლის წინ.
გაყვები ან N202 მარშრუტკას ან N51 ავტობუსს ან მეტროს.
ცოტას ივლი თუ ბევრს, მიადგებით გლდანს, ასე 40-50 წუთში.
მოკლედ, ნებისმიერი ტრასპორტით ჩამოხვალ მეტრო ახმეტელის გაჩერებაზე.
ზედ ავტობუსის გაჩერებასთან ადის კიბეები ბაზარში.
(გზადაგზა შეგიძლია იკითხო-ხოლმე, სად არის ბაზარი, სად არის სუზალა, უფრო სტაბილურ, დახლიან მოვაჭრეებს კითხე  )
ახვალ თუ არა კიბეებზე, დახლებსა და მოვაჭრეებს გვერდს აუქცევ და მარცხნივ გაუხვევ.
მანდ მხარი რომ არ გექცეს, ხის კოვზებსა და დაფებს უნდა გაუარო გვერდით.
მიადგები შენობას და ამ შენობის წინ, მარჯვენა მხარეს გაყვები.
აქაც აუქცევ გვერდს დახლებს და ათასი ჯურის ხალხს.
ამ შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ "სუზალას" ქსელისა და კიდევ სხვა საბითუმო მაღაზიებს.
მარჯვნივ როგორც კი შეუხვევ, პირველივე არის "სუზალას" საკვები პროდუქტები და საოჯახო ქიმია.
ცოტას კიდევ რომ გაივლი და რამდენიმე მაღაზიას გასცდები, არის "სუზალას" საცხობი.
მერე არის "სუზალას" პლასტმასის ნაწარმის მაღაზია.
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა 
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.

ახლა,
მანდ ასვლა თუ დაგეზარა:
მანდვე, მეტრო ახმეტელის წინ არის"ბალდის" და "მალსის" მაღაზია.
მაგათ წინ არის პატარა კიბეები ჩასასვლელი და რომ ჩახვალ, თუ ჩახვედი  ,
არმოჩნდები კიდევ ერთ სავაჭრო ტერიტორიაზე, სადაც ასევე არის ტაფებისა და ქვაბების მაღაზია, ასევე კარგი ფასებით,
მაგრამ შედარებით ნაკლები ასორტიმენტით. 

აი,ასე!
დავიღალე 



აი ახსნ მესმის! smile.gif ეტყობა ძაან ხშირად სტუმრობ "სუზალას" smile.gif

Posted by: Besa 24 Aug 2016, 23:09
ტაფის არჩევისას გამოგადგებათ

https://www.adme.ru/zhizn-kuhnya/12-kulinarnyh-oshibok-kotorye-portyat-vkus-vashej-edy-1344615/


Posted by: lexanna 3 Sep 2016, 11:47
tavadze
QUOTE
არა, რა ონლაინ - ეგ სერვისი ჩვენთან ჯერ ნორმალურად სუპერმარკეტებს არ აქვთ და ბაზრობაზე მოვაჭრეებისგან ითხოვ

biggrin.gif
ბოდიში მე სუზალაში ავურიე
შენ ეგ ხომ ნავთღლუღის ბაზარზე ტქვი არა?ეს
QUOTE
უფრო სამხედრო ტანსაცმლის ბაზრობაზე ჯობია - სულ ბოლოშია მსგავსი რამე-რუმეები. ბაზრობაზე რომ შეხვალ, იკითხე და დაგაკვალიანებენ.
ქვედა შესასვლელიდან თუ შეხვალ მაგ ბაზრობაზე, შესასვლელთანვე, პირველივე რიგი რომ გხვდება, კუთხეში - მარჯვენა მხარეს სუნელების დახლია. იაფად ძალიან კარგი სუნელები აქვს. მაღალი, ჯანიანი, შავებიანი მოხუცი ქალი დგას, მაგრამ ახლა ხშირად მისი შვილიშვილია, ახალგაზრდა გოგო, ეგ კი წისქვილშია გადასული.
აი, მაგ სუნელების დახლიდან პირველივე რიგს ქვევით რომ ჩაუყვები, იქ იყიდება სამზარეულოს რამე-რუმეები. ჯერ სამეურნეო რაღაცეებია (ნაჯახი, ცელი, ცული, ჩაქუჩები და ამგვარები). მაგის მერე უკვე სამზარეულოს ნივთებია.

ნეტა ეს ის ბაზარია ერტი რომ ამბობდა უნდაიკიტხო ბარახლოებიო ძველი ნავთლუღის ბაზარი რომ იქო ქვევიტ მარჯვენა შესასვლელში

Posted by: iBoss 3 Sep 2016, 23:32
tavadze
QUOTE
მე სულ გვერძე გადავალაგე ტეფალები და მასეთი Fოე Fოე ფირმის ქვაბები-ტაფები.

ნავთლუხში ვიყიდე ძველებური თუჯისები. 2 ცალი ქვაბი: ერთი 8 ლიტრიანი და მეორე 4 ლიტრიანი.
2 ტაფა: ერთი მაღალ ყელიანი და მეორე ჩვეულებრივი.

რა ღირდა ტაფები?

და როგორია ეგ თუჯის არც ეგ იკრავს და იწვავს? biggrin.gif

Posted by: tavadze 3 Sep 2016, 23:43
lexanna
QUOTE
შენ ეგ ხომ ნავთღლუღის ბაზარზე ტქვი არა?ეს

კი, ეგაა - ნავთლუღი. ბარახლოების ბაზრობაც მანდაა - ორივე მხარეს.

Iboss
QUOTE
რა ღირდა ტაფები?

და როგორია ეგ თუჯის არც ეგ იკრავს და იწვავს?

20-30 ლარიდან იწყება, ნებისმიერი ფასისაა. კი, არ იკრავს.

Posted by: iBoss 4 Sep 2016, 01:16
tavadze
გასაგებია, მადლობა

Posted by: tavadze 5 Sep 2016, 11:48
ოფისთვის ბოდიში - უშუალოდ ტაფებს არ ეხება, მაგრამ ახლოსაა მაგასთან და გლდანის მაღაზია სუზალაში ხერხკბილა ბრაზილიური დანები მიიღეს: წვრილხერხიანები - 4 ლარი, მსხვილი - 3ლარი. მე წვრილებს ვყიდულობ და ძაან მაგრებია.
დღეს მაცალეთ 1 ცალის ყიდვა და მერე მიესიეთ. biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 6 Sep 2016, 11:22
გრანიტის ტაფებს როგორ ხმარობთ? მარმარილოსავით ზედაპირი რომ აქვს, ლილოში ვიყიდე საშუალო ტაფა და ქვაბი და 115 ლარი მივეცი, ვიზუალურად მომეწონა ძალიან, მაგრამ მძიმეებია.

Posted by: Naniko1 8 Sep 2016, 13:18
თუ შეიძლება ვიმემ ამიხსენით თევზის შესაწველად რომელი ტაფაა უკეთესი?

Posted by: taknatuna 15 Sep 2016, 10:31
მაგ სუზალას ტაფებს და ქვავებს თავსაფარი მოყვება? თუ ცალკეაა

Posted by: tavadze 15 Sep 2016, 21:19
taknatuna
QUOTE
მაგ სუზალას ტაფებს და ქვავებს თავსაფარი მოყვება? თუ ცალკეაა

ორივენაირებია.

Posted by: lexanna 3 Oct 2016, 14:49
tavadze
QUOTE
და როგორია ეგ თუჯის არც ეგ იკრავს და იწვავს?

20-30 ლარიდან იწყება, ნებისმიერი ფასისაა. კი, არ იკრავს.

ვიყიდეე ეგ თუჯის ძველი ტაფა biggrin.gif
მთელი ღამე მედო გაზზე გამოსაწვავად, მარა შენც არ მომიკვდე, უკან ისევ შავია მარა რას დავეზებ ერტი, მარა საქმე ისააა აკი არ იწვავსო?! ძაანც იკრობს /იწვავს კორტოფილს და ქატამსაც

Posted by: Nobodys Fault but Mine 3 Oct 2016, 15:05
გუშინ ვიყიდეთ 2 ტაფა ნავთლუღში ე.წ ბარახლოვკაზე

ერთი მართლა დიდი და ღრმა, მივეცით 25 ლარი, ეს თუ ავამუშავეთ დონეებს დადებს კარტოფილში და ხორცში ეტყობა
ესეთია დაახლოებით, ოღონდ კიდე ღრმა
user posted image


მეორე პატარა ტაფა სახელურით 10 ლარი

ვნახოთ გახეხავს მეუღლე და რა გამოვა

ორივენაირი ტაფა იცის რომელია, ან სოფელში ჰქონდათ ადრე ან სოფელში აქვს ახლობელს და ამიტომ ვიცით რომ გამოგვადგება

Posted by: tavadze 3 Oct 2016, 15:19
lexanna
QUOTE
ვიყიდეე ეგ თუჯის ძველი ტაფა
მთელი ღამე მედო გაზზე გამოსაწვავად, მარა შენც არ მომიკვდე, უკან ისევ შავია მარა რას დავეზებ ერტი, მარა საქმე ისააა აკი არ იწვავსო?! ძაანც იკრობს /იწვავს კორტოფილს და ქატამსაც

რა გითხრა, ალბათ, ტაფის ხარისხსაც გააჩნია. იმ დროსაც იყო კარგი და შედარებით უხარისხო პროდუქცია.
Nobodys Fault but Mine
QUOTE
ნავთლუღში ე.წ ბარახლოვკაზე

ეგ ბაზრობაა, მაგრამ მანდ მეორე მხარესაც იყიდება ანალოგიური რამეები.

Posted by: Nobodys Fault but Mine 3 Oct 2016, 15:26
tavadze

კი 2 ადგილას იყიდება, ისნიდან სამგორისკენ მიმავალი რომ დაუხვევ ნავთლუღში ქვევით მერე მე მარჯვენა მხარეს ვყიდულობ ხოლმე თუ იცი, აგრარული ბაზრის ქვევით რომ არის. აქ უფრო მოვლილებია და სპეციალიზებული ბაზრობაა ასეთი ნივთების

ასევე მაგის მოპირდაპირე მხარესაცაა ეგეთი ბაზრობა ტანსაცმელებიდან რომ შედიხარ, სადაც ყველაფერი იყიდება თუ რაიმე ნივთი არსებობს smile.gif

პირველში ვყიდულობ მე

user posted image

Posted by: tavadze 3 Oct 2016, 17:38
Nobodys Fault but Mine
QUOTE
თუ იცი, აგრარული ბაზრის ქვევით რომ არის. აქ უფრო მოვლილებია და სპეციალიზებული ბაზრობაა ასეთი ნივთების

კი, მანდ უკეთესებია. მეორე მხარეს ძირითადად ძველი წიგნებისთვის შევდივარ.

Posted by: nia4u 3 Oct 2016, 18:09
lexanna
Nobodys Fault but Mine
გახეხვის მერე თუჯის ტაფა თავიდან იკრავს-ხოლმე
და მერე, ერთი-ორი გამოყენების მერე "დგება ფორმაში".
საერთოდ, თუჯის ტაფებს "დიდად არ უყვართ" გახეხვა
და თუ მაინც, შემდეგ დამუშავება სჭირდება ზეთით, რომ თეთრი ნადები არ გაუჩნდეს და არ მიიწვას.
ამ ვიდეოში არის კარგად მოყოლილი ყველაფერი smile.gif
https://www.youtube.com/watch?v=DmoWnL6vDb8

Posted by: nia4u 12 Oct 2016, 23:20
https://www.jvlife.ru/articles/29-skolko-skovorodok-nuzhno-imet-na-kuhne
რამდენი ტაფა უნდა გვქონდეს?
რომელ ტაფას მივანიჭოთ უპირატესობა?
როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუაროთ ტაფებს?
იულია ვისოცკაიასა და საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ჭურჭლის ექსპერტის ნიკიტა კნიაზკოვის რჩევები smile.gif

Posted by: Tamaia 11 Dec 2016, 20:40
სადღაც წავიკითხე გრანიტის ტაფებზე და ქვაბებზე გამოსხივება აქვთო. რამდენად მართალია? საჩუქრად ყიდვას ვაპირებ და.

Posted by: nia4u 12 Dec 2016, 17:20
Tamaia
ეგ არ ვიცი, მაგრამ იფხაჭნებაო, როგორც ტეფალის ტაფები და მე მაგიტომ გადავიფიქრე,
უფრო სწორად თავი შევიკავე...თუმცა მაინც ვიყიდი ალბათ...
გაფრთხილება უნდა მაინც და ხის კოვზის ხმარება.
გამოსხივებას რაც შეეხება, გრანიტის იატაკის ფილებზე და "სტოლეშნიცებზეც" მაგას ამბობენ,
თუმცა დამტკიცებული და არგუმენტირებული პოზიცია ვერ წავიკითხე
და მაინც დავაგე იატაკზე smile.gif
QUOTE
საჩუქრად ყიდვას ვაპირებ და.

ჩემთვის რომ ეჩუქებინათ, გამიხარდებოდა smile.gif

Posted by: Mrs.aravin 13 Dec 2016, 03:17
Tamaia
nia4u
მე მაქვს გრანიტის ტაფა და მომწონს ძალიან.გაფრთხილება უნდა ხის კოვზებს იხმარ და ეგაა.გამოსხივებაზე არ მსმენია

Posted by: DON PEDRO SANGRE 19 Dec 2016, 15:40
დედაჩემს მინდა ვუყიდო თუჯის ტაფა, სხვას არ აღიარებს smile.gif
თუ იცით ხაჭაპურის გამოსაცხობად კარგია თუჯის ტაფა?

Posted by: la reine 19 Dec 2016, 17:39
DON PEDRO SANGRE

კი, კარგია ხაჭაპურისთვისაც.

Posted by: ვივიანა 30 Jan 2017, 00:12
უცხიმოდ შესაწვავად ეს ტაფა წავა ხომ ?
https://catalog.onliner.by/pan/berlika/26040g

Posted by: Mrs.aravin 30 Jan 2017, 00:54
ვივიანა
კიი,თუჯისაა და წესით კარგი უნდა იყოს.წ ონა არ უწერია ხო?მე ვერ ვნახე.

Posted by: ვივიანა 30 Jan 2017, 14:32
Mrs.aravin
კიი თუჯია, წონა მეც ვერ ვუპოვე sad.gif
გავალ მაღაზიებში მოვძებნი, თუ არადა გამოვწერ Aმას.
მადლობა ^^

Posted by: lexanna 1 Feb 2017, 18:41
tavadze
QUOTE
ნავთლუხში ვიყიდე ძველებური თუჯისები. 2 ცალი ქვაბი: ერთი 8 ლიტრიანი და მეორე 4 ლიტრიანი.
2 ტაფა: ერთი მაღალ ყელიანი და მეორე ჩვეულებრივი

თუჯის ქვაბი არსებობს? არ გამიგია

DON PEDRO SANGRE
QUOTE
თუ იცით ხაჭაპურის გამოსაცხობად კარგია თუჯის ტაფა?

დიდი ხაჭაპ[ურის მცხობელი არ ვარ და თუ არ ვცდები ძალიან კარგი უნდა იყოს, სხვამ ტქვას

ვივიანა
QUOTE
უცხიმოდ შესაწვავად ეს ტაფა წავა ხომ ?

ეჰ არ ვიცი და კერამიკისა არის მაგისტვის, ოღონდ თუჯი რომ აქვს ქვეშ მძიმეა აი ეგ არის კარგიო წავიკიტხე, მსუბუქს ალუმინი აქვს იაფია და მალე ფუჭდება

nia4u
QUOTE
ეგ არ ვიცი, მაგრამ იფხაჭნებაო, როგორც ტეფალის ტაფები და მე მაგიტომ გადავიფიქრე,
უფრო სწორად თავი შევიკავე...თუმცა მაინც ვიყიდი ალბათ...

ტეფალის ტაფებზე ცუდი წავიკიტხე დასერჩე
* * *
nia4u
QUOTE
გახეხვის მერე თუჯის ტაფა თავიდან იკრავს-ხოლმე
და მერე, ერთი-ორი გამოყენების მერე "დგება ფორმაში".
საერთოდ, თუჯის ტაფებს "დიდად არ უყვართ" გახეხვა
და თუ მაინც, შემდეგ დამუშავება სჭირდება ზეთით, რომ თეთრი ნადები არ გაუჩნდეს და არ მიიწვას.
ამ ვიდეოში არის კარგად მოყოლილი ყველაფერი 
https://www.youtube.com/watch?v=DmoWnL6vDb8

მაიცნ იკრავს. მაგაზე ახლა მხოლოდ ხაჭაპურს ვაცხობ. სხვაზე არ გამომიცხვია და არ ვიცი თუ სხვა უკეტესია ?

QUOTE
თუ მაინც, შემდეგ დამუშავება სჭირდება ზეთით, რომ თეთრი ნადები არ გაუჩნდეს და არ მიიწვას.

აი ეს კი ვერ გავიგე, ანუ სანამ შევწვავ ზეტი უნდა მოვუსვა?


მაგ ვიდეოს ვნახავ, მადლობა

Posted by: nia4u 2 Feb 2017, 01:11
lexanna
ვერ გავიგე, რა დავსერჩო?
ვიცი, რომ ტეფალის ტაფები დიდად სასარგებლო არ არის, მითუმეტეს დაზიანების შემდეგ.

QUOTE
სანამ შევწვავ ზეტი უნდა მოვუსვა?

არა, გარეცხვის შემდეგ, ზეთწასმული უნდა შეინახო.
ნახე ვიდეო და მიხვდები...

Posted by: Jack_Sparrow 25 Mar 2017, 17:47
სალამი,

ტეფლონის ტაფას და არა მარტო მაგას გაცილებით ჯობია თუჯის ტაფები, ამ ფირმას აქებენ ძალიან Lodge,

ვაპირებ გამოწერას მაგრამ რა მაინტერესებს იცით?

არა მარტო ამ შემთხვევაში საერთოდ ბრენდ ტაფების უმრავლესობა რატომ არის სახურავის გარეშე ვინმემ იცის ?

Posted by: droeba 30 Mar 2017, 19:28

აქ სადმე კარგი თუჯის ტაფა იყიდებაა? ახალი ოღონდ ,ნახმარი არ მინდა. თუ გამოწერა სჯობს?

Posted by: fermina 30 Jan 2018, 13:44
nia4u

მიშველე რა smile.gif love.gif

QUOTE
 
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა 
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.


სუზალაში მისვლა ისევ ღირს ტაფისთვის? ხომ არ იცი?
მანდ ძალიან კარგი, "არშია"-ს დიდი ტაფა ვიყიდე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ უკვე მოიხადა ვალი სამშობლოს და ოჯახის წინაშე და ახლის შეძენა მინდა. მგონი ეგ არშია აღარც იყიდება არსად, არადა ძალიან კარგი იყო.

ვერ გადამიწყვეტია, ლილოში წავიდე, სუზალა-ში თუ კიდევ სხვაგან სადმე?

Posted by: dimaopena 30 Jan 2018, 14:34
fermina
ლილოში არის მხოლოდ ერთგან, პარტნიორია ეგ და შემომტანი არშიასი, გარე რიგი რო არის ველოსიპედები რო იყიდება და ავეჯი, მაგის მეორე პარალელური რიგშია, ეგ ტაფა

Posted by: fermina 30 Jan 2018, 14:55
dimaopena
QUOTE
ლილოში არის მხოლოდ ერთგან, პარტნიორია ეგ და შემომტანი არშიასი, გარე რიგი რო არის ველოსიპედები რო იყიდება და ავეჯი, მაგის მეორე პარალელური რიგშია, ეგ ტაფა


ვაა რა კარგი ინფოა, გაიხარე 2kiss.gif

მაგრამ "მამენტ" იქნებ სხვა ტაფებიც კარგია ან უკეთესი, არ ვიცი მოკლედ. შედარებით პატარა ტაფა კი მაქვს გრანიტის, ცუდი არაა, მაგრამ გაცილებით ახალია და ბევრად უფრო დაზიანდა, ვიდრე "არშია", ეგეც ძალიათ გავაფუჭეთ, მე თუ არ ვადგევარ თავზე, ვისაც როგორ უნდა, ისე ურევს.

Posted by: nia4u 2 Feb 2018, 18:49
fermina
"არშიები" არ ვიცი აქვთ თუ არა კიდევ, არ მიმიქცევია ყურადღება,
უფრო გრანიტების იყო, ქვაბებიც და ტაფებიც, მეც შევიძინე გრანიტის,
ოღონდ ერთხელ ვიხმარე ჯერ და რეკომენდაციას ვერ მოგცემთ...
ლილოში ტოჩკები თუ იცი, წადი,
მაგრამ ბრმად თუ მიდიხარ, მაშინ სუზალაში წავიდოდი მე... smile.gif
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE
მაგრამ "მამენტ" იქნებ სხვა ტაფებიც კარგია ან უკეთესი, არ ვიცი მოკლედ. შედარებით პატარა ტაფა კი მაქვს გრანიტის, ცუდი არაა, მაგრამ გაცილებით ახალია და ბევრად უფრო დაზიანდა, ვიდრე "არშია", ეგეც ძალიათ გავაფუჭეთ, მე თუ არ ვადგევარ თავზე, ვისაც როგორ უნდა, ისე ურევს.

არშიები კარგი იყო ძაან, თუ წავაწყდი სადმე, აუცილებლად ვიყიდი, ჩიდნებიც და სხვა ყველაფერიც კარგი ხარისხის იყო...
ეს გრანიტიც ძაან მოსაფრთხილებელია, ხის კოვზი უნდა ან სილიკონის აუცილებლად...ასე მითხრეს...

Posted by: Master_Nick 2 Feb 2018, 18:59
თუ იცით ეს ბრენდი SAUCEPAN ? ამასწინათ ვნახე ამ ბრენდის ტაფები/ქვაბები ბრიკორამაში ბელუქსის კუთხეში. გამყიდველმა აქო და ადიდა smile.gif ხომ არ გქონიათ შეხება, მაინტერესებს რეკომენდაციები

Posted by: fermina 2 Feb 2018, 21:38
nia4u
QUOTE
fermina
"არშიები" არ ვიცი აქვთ თუ არა კიდევ, არ მიმიქცევია ყურადღება,
უფრო გრანიტების იყო, ქვაბებიც და ტაფებიც, მეც შევიძინე გრანიტის,
ოღონდ ერთხელ ვიხმარე ჯერ და რეკომენდაციას ვერ მოგცემთ...
ლილოში ტოჩკები თუ იცი, წადი,
მაგრამ ბრმად თუ მიდიხარ, მაშინ სუზალაში წავიდოდი მე... 


მადლობა, შენ ხარ ამ განყოფილების დედა ტერეზა 2kiss.gif

ბრმად მივდივარ, კი, არ ვიცნობ ლილოს ახლოს smile.gif

გრანიტის ტაფა ცუდი არ იყო ლილოში ნაყიდი, მაგრამ რაღაც ჩაიდანიც ვიყიდე და მე მგონი, ნახმარი იყო facepalm.gif

სახლში რომ მოვიტანე, მერე შევამჩნიე ნაკაწრები ზედაპირზე, აი ხეხვის მერე რომ რჩება ხოლმე biggrin.gif

Posted by: tavadze 3 Feb 2018, 00:53
fermina - არშიას ტაფებს გლდანის მაღაზიებში მეც ვაკვირდები, მაგრამ არა აქვთ.
სხვა ტაფებს რაც შეეხება, სხვა მაღაზიებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ სუზალაში ერთხელ გამყიდველების დიალოგს შევესწარი. ერთმა გამყიდველმა ჰკითხა ზუსტად ტაფების სექციის კოლეგას, კარგი ტაფა მინდა და რომელი გაქვსო. იმან კიდევ, კარგი ტაფა არც ერთი არაა, ყველა იკრავსო.
ქსნის ქუჩაზე ავსტრიული თუ შვეიცარიული ტექნიკის საწყობები რომაა, მაგათ საქონელსაც აქებენ და მათ შორის - ტაფებსაც. აქაც ყოფილა მაგათი ქება.
ისე, უნივერსამს ყველაფერი კარგი აქვს და მაგათი ტაფები თუ გამოუყენებია ნეტავ ვინმეს, როგორია?
QUOTE
სახლში რომ მოვიტანე, მერე შევამჩნიე ნაკაწრები ზედაპირზე, აი ხეხვის მერე რომ რჩება ხოლმე

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: fermina 3 Feb 2018, 10:49
tavadze
QUOTE
fermina - არშიას ტაფებს გლდანის მაღაზიებში მეც ვაკვირდები, მაგრამ არა აქვთ.
სხვა ტაფებს რაც შეეხება, სხვა მაღაზიებზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ სუზალაში ერთხელ გამყიდველების დიალოგს შევესწარი. ერთმა გამყიდველმა ჰკითხა ზუსტად ტაფების სექციის კოლეგას, კარგი ტაფა მინდა და რომელი გაქვსო. იმან კიდევ, კარგი ტაფა არც ერთი არაა, ყველა იკრავსო.
ქსნის ქუჩაზე ავსტრიული თუ შვეიცარიული ტექნიკის საწყობები რომაა, მაგათ საქონელსაც აქებენ და მათ შორის - ტაფებსაც. აქაც ყოფილა მაგათი ქება.
ისე, უნივერსამს ყველაფერი კარგი აქვს და მაგათი ტაფები თუ გამოუყენებია ნეტავ ვინმეს, როგორია?


ვააააჰ. ესე იგი სად წავიდე, მთლად დავიბენი smile.gif

ქსნის ქუჩაზე საწყობი არ ვიცი

ეს დიკა თუ იცით ვინმემ? სადღაც აეროპორტის გზაზეა:

https://www.facebook.com/dikagastro/

Posted by: fermina 5 Feb 2018, 12:00
სუზალაში ვიყავი და ერთი ცალი შემორჩენილი არშიას ტაფა ვიყიდე.

ასევე ვიყიდე გრილის ოთხკუთხედი ტაფა.

გამყიდველმა ქალმა მითხრა, რომ საბურთალოზეც არის ამ მაღაზიის ფილიალიო, ოღონდ იქ 3-5 ლარით ძვირია ყველაფერიო.

სასწრაფოდ ვკითხე, სად მეთქი და არ გეტყვიო, ეს რამ წამომაცდენინა, ჩემი ენა ჩემი მტერიო და ეგეთები დაიწყო.

ასეთი კაი გოგო ჩემი კლიენტი ხარ, საბურთალოდან აქ დადიხარ და რატომ დაგკარგოო smile.gif

ჰო, ბარათით გადახდა და ეგეთები დაივიწყეთ, თუ ვინმეს რაიმეს შეძენა გინდათ მანდ, მთელ ტერიტორიაზე ტერმინალი არავის არ აქვს smile.gif

Posted by: nia4u 5 Feb 2018, 16:00
fermina
QUOTE
სუზალაში ვიყავი და ერთი ცალი შემორჩენილი არშიას ტაფა ვიყიდე.
ასევე ვიყიდე გრილის ოთხკუთხედი ტაფა.

მშვიდობაში!!!
ასეა, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც! smile.gif
გრილი გრანიტია თუ რა არის?
QUOTE
ჰო, ბარათით გადახდა და ეგეთები დაივიწყეთ,

biggrin.gif
QUOTE
ვკითხე, სად მეთქი და არ გეტყვიო

სპლიყვს კითხე და იქნებ როგორც ფორუმელს გაგიმხილოს wink.gif
* * *
tavadze
QUOTE
ისე, უნივერსამს ყველაფერი კარგი აქვს და მაგათი ტაფები თუ გამოუყენებია ნეტავ ვინმეს, როგორია?

არც მიფიქრია არასდროს უნივერსამში ტაფის ყიდვა, რატომღაც biggrin.gif
უფრო პროდუქტის მაღაზიად აღვიქვამ...

Posted by: fermina 5 Feb 2018, 17:05
nia4u
QUOTE
გრილი გრანიტია თუ რა არის?


კი, გრანიტია love.gif

მშვენიერი ჩანს, ბრენდიც მიქო გამყიდველმა. ყურადღებიანი და დაუზარელი ქალი იყო ისე.
ბარათიდან ფულის მოსახსნელად კი მომიწია ბოდიალი, მანამდეც ვიფიქრე, რომ არ იქნებოდა ტერმინალით გადახდის საშუალება, უბრალოდ ვერ მოვახერხე გამოტანა და მაინც ვცადე, მაგრამ მერე გამოვედი ისევ მეტროს მიმდებარე ტეროტირიაზე და ვნახე იქ ბანკომატი.
იქვე მდებარე სხვა მაღაზიებიც დავიარე, მშვენიერი რაღაცეები იყიდება.

QUOTE
სპლიყვს კითხე და იქნებ როგორც ფორუმელს გაგიმხილოს 

სადაა სპლიყვი, აღარ შემოდის. ფბ-ზე კი არის ისე და იქ შეიძლება ალბათ კითხვა.

Posted by: nia4u 5 Feb 2018, 18:40
QUOTE
სადაა სპლიყვი, აღარ შემოდის

უი, არ ვიცოდი...
რატო აღარ შემოდის?
(რიტორიკული კითხვაა biggrin.gif )

QUOTE
იქვე მდებარე სხვა მაღაზიებიც დავიარე, მშვენიერი რაღაცეები იყიდება.

კი, სულ ვხუმრობ, რომ გლდანი მალე დამოუკიდებლობას მოითხოვს,
ისე იცხოვრებ მანდ, რომ ქალაქში გამოსვლა არ დაგჭირდება -
ყველაფერი არის იქვე თეატრიდან დაწყებული...
biggrin.gif

Posted by: fermina 5 Feb 2018, 23:08
nia4u
QUOTE
ყველაფერი არის იქვე თეატრიდან დაწყებული...


და შაურმით დამთავრებული biggrin.gif

ისე მართლა რაღაცნაირი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რაღაც დამოუკიდებელი ერთეულია, თავისი გზით ვითარდება, თავის ინფრასტრუქტურა აქვს, განსხვავებული და საინტერესო smile.gif

Posted by: vasovaso92 5 Feb 2018, 23:14
გაზზე რო დადგავ მერე ნახე თუ გაცხელდა ესეიგი კაი ტაფაა user.gif

Posted by: Master_Nick 3 Mar 2018, 16:52
დღეს გავახარე დედაჩემი და ასეთი საჩუქარი გავუკეთეsmile.gif გადასარევი ტაფა - ქვაბია. საქმეშიც დაიტესტა და კოჭებში ეტყობა რომ დედას გემრიელად ემსახურებაsmile.gif
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 3 Mar 2018, 17:20

Master_Nick
ეს ტაფაა თუ ქვაბი? სამწუხაროდ მსგავსი მასალის ბრაბანტიას ტაფა ვიყიდე და მხოლოდ საჩვენებლად მაქვსsmile.gif ეგრევე შავდება გარედან . ქვაბები სუპერ ამ ხარისხის.
სამწუხაროდ მეც ვერ მივაგენი ჯერჯერობით ისეთ ტაფას რომ მასიამოვნოს. ისე დაკვირვებული ვარ იაფიანები უფრო კარგად მემსახურებიან, რაშიც ძვირი გადავიხადე სისხლი გამიშრო smile.gif) საქართველოში ყველაფერი უკუღმა გვაქვს, რაში ვიხდით ფულს არ ვიცით.
პს. 2 დღის წინ ტეფალი ვიყიდე ვნახოთ რა იქნება.


user posted image.
ეს კიდევ სუპერში ნაყიდი გრანიტის, მეორე დღეს აიფცქვნა. არ იყიდოთ მსგავსი უვარგისია !

Posted by: Master_Nick 3 Mar 2018, 19:06
QUOTE (Maiko Shamugia @ 3 Mar 2018, 17:20 )
Master_Nick
ეს ტაფაა თუ ქვაბი? სამწუხაროდ მსგავსი მასალის ბრაბანტიას ტაფა ვიყიდე და მხოლოდ საჩვენებლად მაქვსsmile.gif ეგრევე შავდება გარედან . ქვაბები სუპერ ამ ხარისხის.

ტაფაც არის და ქვაბიც, აი ესენია, ამ მასალის (Inox) გაშავდა? ტაფა გავტესტე დღეს, გემრიელი რამე გავაკეთე, იოტისოდენაც არ გაშავებულა. რა მასალის არის თქვენი?
user posted image

Posted by: Maiko Shamugia 3 Mar 2018, 19:32
user posted image

ესაა ბრაბანტიას ტაფა. შესაწვავად ფაქტია არ გამომადგა. ალბათ ბოსტნეულის ჩასასუშად კარგი იქნება . ამის ქვაბები სუპერ, მაგრამ ტაფა ვერ ვიხმარე sad.gif


მშვიდობაში თქვენ და გემრიელად მოგეხმაროდ. ლამაზია <3 არ გაშავდა თქვენი ტაფა ??? არ მჯერა ... smile.gif შეწვით თუ ჩაშუშეთ რამე ?

მინის თავსახურებსაც ვერიდები smile.gif)) მაგის დაშლა აწყობა მკლავს რეცხვისას. მაქსიმალურად ერთიანს და ჩამოსხმულს ვირჩევ ხოლმე , იოლი რომ იყოს გასარეცხად . აი ბრაბანტიას ქვაბებს მთლიანად ნერჟავეიკის თავსახურები აქვს და მომწონს. წამში ბზრიალდება .

Posted by: Master_Nick 3 Mar 2018, 20:21
QUOTE (Maiko Shamugia @ 3 Mar 2018, 19:32 )

მშვიდობაში თქვენ და გემრიელად მოგეხმაროდ.   ლამაზია <3  არ გაშავდა თქვენი ტაფა ??? არ მჯერა ... smile.gif  შეწვით თუ ჩაშუშეთ რამე ?


არ გაშავებულა, რატომ უნდა გაშავებულიყო?smile.gif ზეითუნის ზეთში კრევეტები და კალმარები შევწვი, მოკლევადიანი წვის პროცესი კი იყო,
ცოტა დამაინტრიგეთ. ხვალ კიდევ შევწვავ - ამჯერად ბოსტნეულს, აბა ვნახოთ რა მოხდება


Posted by: Maiko Shamugia 3 Mar 2018, 20:57
ინტერესით დაველოდები მეორე ცდის შედეგს smile.gif
* * *

user posted image

ქვაბების სერიიდან, რომელმაც ძალიან მასიამოვნა - ბრაბანტია





user posted image

პირველთან ხარისხით ახლოს ვერ მივა - ტეფალი

Posted by: nia4u 4 Mar 2018, 01:18
Maiko Shamugia
მართალი ხარ, ექვსი წლის წინ ვიყიდე ტეფლონის ზედაპირიანი ტაფა გლდანში, 17 ლარი მივეცი...
თავიდან კი ვუფრთხილდებოდი, ახლა აღარც ვუფრთხილდები...
და ვერ გავაფუჭე ჯერ biggrin.gif biggrin.gif
ძვირი რომ მიმეცა, აქამდე გადაგდებული მექნებოდა უკვე...
* * *
Master_Nick
მშვიდობაში ტაფები smile.gif

Posted by: Maiko Shamugia 4 Mar 2018, 11:44
nia4u
ზუსტად. მეც ვითომ "ხარისხიანების" გასაფრთხილებლად ვიყიდე ერთი უბრალო და არ ფუჭდება , ის ვითომ კარგები კი უბრალო დატვირთვას ვერ უძლებენ. რა ფენომენთან მაქვს საქმე ვერ გავარკვიე ჯერ biggrin.gif

Posted by: Master_Nick 4 Mar 2018, 14:57
QUOTE (Maiko Shamugia @ 3 Mar 2018, 20:57 )
ინტერესით დაველოდები მეორე ცდის შედეგს smile.gif
* * *


მეორე ცდაზეც, ტაფამ არ მინდა გაშავებაოsmile.gif ერთი კვირის პროგრესს რეპორტსაც დავწერ მოგვიანებითsmile.gif

Posted by: Maiko Shamugia 4 Mar 2018, 17:42
Master_Nick
ვაჰ რა მაგარია ?! 1 კვირის ნახმარი ტაფა დაიდოს ! smile.gif უნდა მაყიდინო ახლლა ეგ ? რა საინტერესოა, მაინც არ მჯერა . ჩემი რატომ შავდება? ცხიმსაც ხმარობთ შეწვის პროცესში ?

Posted by: Master_Nick 4 Mar 2018, 17:55
QUOTE (Maiko Shamugia @ 4 Mar 2018, 17:42 )
Master_Nick
ვაჰ რა მაგარია ?! 1 კვირის ნახმარი ტაფა დაიდოს ! smile.gif უნდა მაყიდინო ახლლა ეგ ? რა საინტერესოა, მაინც არ მჯერა . ჩემი რატომ შავდება? ცხიმსაც ხმარობთ შეწვის პროცესში ?

smile.gif დავდებ აუცილებლად, ისე დიდი დრო კი სჭირდება გასახურებლად და რომ გახურდება მერეეეეეეეsmile.gif ბევრად მძიმეც მეჩვენება. ცხიმებსაც ვხმარობ -მცენარეულ ზეთებს. უნდა იყიდო - მართლა მაგარი ტაფაა,

Posted by: shilaida 4 Mar 2018, 23:04
Master_Nick
იქნებ ამ ტაფის ფასიც დაწეროsmile.gif
დღეს სუპერში ვიყავი,ვერაფერი ავარჩიე,მერე ვიფიქრე არშია- ს ტაფას ვიყიდი ისევთქოოsmile.gif
Brabantia - ს ქვაბები უდაოდ კარგიაsmile.gif
Maiko Shamugia
ერთი ტაფა მაქვს მაგ ბრენდისავე და შედარებით ნორმალურია ,ფასიც 150 ლარამდე იყო,როგორც მახაოვ,მაგრამ ეგ ტაფა ჩემ მეუღლეს უყიდია ზაფხულში,გაცოფებულმა დამირეკა,პატარა ტაფა მინდოდა მარტო ჩემთვის რომ მომემზადებინაო და აარაფერი არ კეთდება ამ ტაფაზეოsmile.gif))))
,მგონი 80ლარის ფარგლებში ღირს და საშინელებაა მართლაsmile.gif კვერცხი მაგაზე არ იწვება,მჭადი და კარტოფილი,ჰა-ჰა ხახვი მოთუშოsmile.gif)
მოკლედ ვეძებ კარგ ტაფას smile.gif

Posted by: Master_Nick 5 Mar 2018, 10:22
QUOTE (shilaida @ 4 Mar 2018, 23:04 )
Master_Nick
იქნებ ამ ტაფის ფასიც დაწეროsmile.gif
დღეს სუპერში ვიყავი,ვერაფერი ავარჩიე,

130 GEL თავსახურთან ერთად, გაიარე ბელუქსში და ნახე, იქნებ აარჩიოsmile.gif

Posted by: Maiko Shamugia 5 Mar 2018, 14:39
shilaida
biggrin.gif ზუსტად ეგაა ეს საზიზღარი. ამასწინათ მზესუმზირა მოვხალე და მაგაზეც არ ივარგა smile.gif ფასი აღარ მახსოვს ზუსტად რა მივეცი, რატომღაც 100-ს ზემოთ მახსოვს და დავფიქრდი ახლა. მოკლედ კაპიკია ამის ფასი biggrin.gif მეც ვეძებ ნორმალურ ტაფას. ამ ბელუქსის ტაფაბ დამაინტრიგა და ველოდები რას იზამს.
* * *
user posted image

user posted image

ჩემი ახალი ტაფა
* * *
user posted image

კარფურში აქვთ შემოტანილი. ტეფალის ტაფებიც. მე გუდვილში შევიძინე ტეფალი და ერთი მესამედით ძვირი გადავიხადე. კარფურში გაფადარევი ფასები დამხვდა.
* * *
სანამ ბელუქსის ტაფის ტესტირების რეჟიმს ველოდები ეს შემომეყიდა smile.gif) biggrin.gif

Posted by: Master_Nick 17 Mar 2018, 13:29
QUOTE (Maiko Shamugia @ 5 Mar 2018, 14:39 )
სანამ ბელუქსის ტაფის ტესტირების რეჟიმს ველოდები ეს შემომეყიდა smile.gif) biggrin.gif

10 და მეტ დღიანი გმირული ეპოპეის შემდეგ ბელუქსის ტაფამ ოდნავ იცვალა ფერი და ის ეხლა ასე გამოიყურებაsmile.gif აბა ეხლა თქვენ შეაფასეთsmile.gif
user posted image


Posted by: shilaida 18 Mar 2018, 23:06
ძლივს ტაფა მომეწონა,საკმაოზე მეტად მძიმე და გამძლე ჩანსsmile.gif
user posted image

user posted image

Posted by: nia4u 19 Mar 2018, 00:35
shilaida
QUOTE
ძლივს ტაფა მომეწონა,საკმაოზე მეტად მძიმე და გამძლე ჩანს

მშვიდობაში! smile.gif

Posted by: iren765 19 Mar 2018, 23:41
ცეპტერის ჭურჭელი მაქვს,არ იკრავს,იოლად ირეცხება,კერძი ცოტა ცხიმით,ან უცხიმოდაც მომიმზადებია. თითქოსდა კარგი ჭურჭელია,მაგრამ რამდენად საიმედოა/ქიმიურად ხომ არ აბინძურებს საჭმელს/ არ ვიცი. ეკო აწერია,მაგრამ მაინც მეეჭვება. ტეფალი ძალიან საშიშია,ზედაპირი მალე ფუჭდება.ოდნავადაც თუ გაიკაწრა,მავნებელია!

shilaida
QUOTE
ძლივს ტაფა მომეწონა,საკმაოზე მეტად მძიმე და გამძლე ჩანს

ეკო აწერია, ძალიან კარგია!

Posted by: Maiko Shamugia 24 Mar 2018, 15:31
Master_Nick

მაინც გაშავდა , ანუ. wink.gif

shilaida
ეს ბრა რომელია? გიპჰელიც მძიმეა თუჯისაა.

Posted by: Master_Nick 24 Mar 2018, 19:20
QUOTE (Maiko Shamugia @ 24 Mar 2018, 15:31 )
Master_Nick

მაინც გაშავდა , ანუ. wink.gif


მაგას ეძახი შენ გაშავებასsmile.gifsmile.gif???????????

Posted by: shilaida 24 Mar 2018, 22:54
Maiko Shamugia
ტეფალი ვნახე გუდვილში,მომეწონა , 199 ლარი ღირდა თუ კარგად მახსოვს,მერე ვიფიქრე კარფურშიც ვმახავ მეთქი,ფასი იქაც იგივე ჰქონდაsmile.gif
თვალიერებისას ეს შევნიშნე და ძალიან მომეწონა,საკმარისად მძიმე და ხარისხიანი ჩანსsmile.gif ფასი 125 ₾

Posted by: Maiko Shamugia 25 Mar 2018, 15:40
Master_Nick[/b
10 დღეში რომ ეგ დაემართება, მერე გააგრძელებს პროცესს. ჩემი აზრით ნერჟავეიკა არ არის ტაფისთვის კარგი ვარიანტი. შეიძლება ვცდები მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე :დ თუმცაღა ჩემმა მაშინვე გამოამჟღავნა რომ ტაფა მხოლოდ ერქვა smile.gif)

[b]shilaida

მეც კარფურში ვიყიდე და მასაც რაღაც მსგავსი შეფუთვა ქონდა. ეკო ეწერა აშკარად . ეგეც გიპფელია? მძიმე თუჯისაა და გარედან ნუ ჩემი ყვითელია ლურჯებიც იყო მგონი. მეც მგონია რომ კარგი გამოდგება. ჯერ დევს ისე :დ

Posted by: dendo 25 Mar 2018, 16:26
ნაღდი ავსტრიული ტაფებია კარგი biggrin.gif

Posted by: Maiko Shamugia 26 Mar 2018, 18:38
iren765
ეგ ცეპტერი როგორ უნდა გაიგო ნამდვილია თუ არა , როგორც ამბობენ ბევრი პატენტია და ნამდვილი უსაშველოდ ძვირი ღირს smile.gif


dendo

რომელია ნაღდი მერე ? smile.gif

Posted by: iskkra 26 Mar 2018, 20:02
ეს ბრა რომელია? გიპჰელიც მძიმეა თუჯისაა.

Posted by: shilaida 27 Mar 2018, 22:34
iskkra
ყველაფერი ბრა-ს შესახებsmile.gif
https://www.braisogona.com/en/products/index/15/cookware-collections

ტერა- კოლექციიდან ყოფილა ჩემი ტაფაsmile.gif

Posted by: <<Innamorata>> 27 Mar 2018, 22:42
აბა, მირჩიეთ სად ვიყიდო კარგი გრილის ტაფა ოთხკუთხედი..
სადაც ადრე ვყიდულობდი იქ აღარ აქვთ...

ტაფებს რაც შეეხება ადრე იტალიურს ვყოდულობდი, ამ ბოლო დროს ვოყოდე თურქული.. არაფროთ არ ჩოუვარდება სხვა ბრენდებს.. მძიმეა, ცხიმი ნაკლები უნდა , არც შავდება და არც იწვება: )))))ფასი კი საკმაოდ მისაღები აქვს.: ))))))


Posted by: Maiko Shamugia 29 Mar 2018, 11:43
<<Innamorata>>
თბილისი მოლის კარფურში შეიარე ბევრნაირი აქვთ ამ ეტაპზე შემოტანილი

Posted by: iren765 29 Mar 2018, 12:57
QUOTE (Maiko Shamugia @ 26 Mar 2018, 18:38 )
iren765
ეგ ცეპტერი როგორ უნდა გაიგო ნამდვილია თუ არა , როგორც ამბობენ ბევრი პატენტია და ნამდვილი უსაშველოდ ძვირი ღირს smile.gif


dendo

რომელია ნაღდი მერე ? smile.gif

ძალიან ძვირი გადავიხადე,ჭურჭელს ძირზე,ყუთზეც,შეფუთვის სტილზეც ეტყობა,რომ უბრალო არაა,მაგრამ რამდენად ნამდვილია არ ვიცი.
* * *
user posted image თავსახურზე აქვს.
* * *
user posted image ჭურჭელი
* * *
user posted image დამღა სახელურზეც აქვს.
* * *
ჭურჭლის ძირზეც რელიეფურია,დამღით.ქვაბები საკმაოდ მძიმეა და ეს მაეჭვებს. თუმცა ტაფები არაა მძიმე.

Posted by: Maiko Shamugia 30 Mar 2018, 11:15
iren765
ჩემმა რძალმა იყიდა 90 იან წლებში 1 ქბაბი. ვიღაც ქალს დაჰქონდა ხელზე ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარო, რაღაც სითხეც აყიდინა სპეციალური. 200 დოლარი გადაიხადა იმ ერთ ქვაბში, მაშინ დიდი ფული იყო . მაგრამ უდევს უხმარი . ენანება ხმარება smile.gif)). იმისი სულ ერთ ფერშია . შეიძლება ეგ ახალი მოდელებია.

Posted by: <<Innamorata>> 30 Mar 2018, 11:21
Maiko Shamugia
აი ზუსტად მაგ დროს ვიყიდეთ ოჯახში ჩვენც, მ'ახსოვს 250 დოლარი ღირდა, 20 წელია თითქმის გასული და ისევ ისეთია როგორიც ვიყიდეთ: ))))) თან ძალიან ხშირად ვხმარობთ..

კარფურში ორი კვირის წინ აე იყო.. ვესტუმრები კიდევ, მადლობაsmile.gif

Posted by: iren765 30 Mar 2018, 12:57
QUOTE (Maiko Shamugia @ 30 Mar 2018, 11:15 )
iren765
ჩემმა რძალმა იყიდა 90 იან წლებში 1 ქბაბი. ვიღაც ქალს დაჰქონდა ხელზე ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარო, რაღაც სითხეც აყიდინა სპეციალური. 200 დოლარი გადაიხადა იმ ერთ ქვაბში, მაშინ დიდი ფული იყო . მაგრამ უდევს უხმარი . ენანება ხმარება smile.gif)). იმისი სულ ერთ ფერშია . შეიძლება ეგ ახალი მოდელებია.

იხმაროს,იოლად ირეცხება,ხეხვა არ სჭირდება.ორ ფერში არაა,სახელურებზე სილკონის კანტი აქვს.თავსახურზე რაცაა აჩვენებს მომზადების ეტაპებს.წითელია სრული მომზადების მაჩვენებელი.

Posted by: nia4u 30 Mar 2018, 17:33
ტეფალები რომ შემოვიდა პირველად, წინა საუკუნის ამბავი გამახსენდა,
ჩემმა ნაცნობმა იყიდა დიდი ამბით და უფრთხილდებოდა საკუთარი თავივით.
ერთხელ მეზობელს უთხოვია ტაფა და ამასაც თავისმოსაწონებლად ეს ტეფალი მიუცია.
იმ ქალს არ ქონდა თურმე ნანახი და შავი რომ იყო, უფიქრია, გასახეხიაო,
მისდგომია და სახეხი მავთულით კარგად გაუწკრიალებია,
რომ შემომიტანა, ნათურასავით ანათებდა შორიდანვეო lol.gif lol.gif lol.gif

უყიდა მერე ახალი, რაღას იზამდა... lol.gif lol.gif lol.gif

ზეპტერი თუ ცეპტერი, თუ ორიგინალია, მართლა ძალიან კარგია!
ერთერთ საუკეთესო ბრენდად ითვლება...
* * *
iren765
შენ სად და როდის შეიძინე შენი ცეპტერები? smile.gif

Posted by: fermina 30 Mar 2018, 17:44
nia4u
ჩემმა მეგობარმაც გაუხეხა ასე, სტუმრად ვიყავით მეორე მეგობართან და დალაგებაში მიეხმარა თავის ჭკუით და სანამ აზრზე მოვიდოდა ვინმე, რკინის ბადე სახეხით კარგად დაუწკრიალა biggrin.gif ეგეც წინა საუკუნეში მოხდა.

QUOTE
ზეპტერი თუ ცეპტერი, თუ ორიგინალია, მართლა ძალიან კარგია!

კი და ფაი მიუხედავად იმისა, რომ ძვირად გვეჩვენება, იმდენი ხანი ძლებს, რომ იმ პერიოდში რამდენიმე ტაფას გამოიცვლი და სავარაუდოდ უფრო მეტიც დაგიჯდება, ასე რომ საბოლოო ჯამში ეკონომიურიცაა, თან ჯანმრთელი.

Posted by: iren765 30 Mar 2018, 22:59
QUOTE
ზეპტერი თუ ცეპტერი

ცეპტერი.

აქ შევიძინე.

Posted by: Maiko Shamugia 31 Mar 2018, 01:52
iren765
QUOTE
იხმაროს,იოლად ირეცხება,ხეხვა არ სჭირდება


მაინც არ იხმარს , შენახული აქვს საგულდაგულოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


QUOTE
თავსახურზე რაცაა აჩვენებს მომზადების ეტაპებს.წითელია სრული მომზადების მაჩვენებელი.

ეგ ამისასაც აქვს , რომ მოვხვდები სურათს გადავუღებ შესადარებლად.

Posted by: კიკაჩა 14 May 2018, 15:03
QUOTE (goshia @ 21 Apr 2014, 21:55 )
გამარჯობა ყველას!

მჭირდება ტაფა, საშუალოზე ოდნავ დიდი, ოღონდ ისეთი, რომ კარგად გამომადგეს, არ მიიკრას და ა.შ. (კარგი ტაფა როგორია მართალი გითხრათ არ ვიცი).
მე არჩევა არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ mo.gif

მადლობა წინასწარ 2kiss.gif


OFFTOPIC:
პ.ს. რჩევების თემაში ვიკითხე და იმის მერე სულიერს არავის დაუპოსტავს იქ sad.gif





სითი მოლში up.gif

Posted by: masai11 12 Jul 2018, 18:31
ხომ არ იცით სადმე რუსთაველი-თავისუფლების ტერიტორიაზე თუ არის ისეთი მაღაზია, რომ კარგი ტაფა იყიდებოდეს ?
სამზარეულო საქმეებისთვის მჭირდება სხვა არაფრისთვის.

Posted by: fermina 12 Jul 2018, 19:25
masai11
QUOTE
ხომ არ იცით სადმე რუსთაველი-თავისუფლების ტერიტორიაზე თუ არის ისეთი მაღაზია, რომ კარგი ტაფა იყიდებოდეს ?
სამზარეულო საქმეებისთვის მჭირდება სხვა არაფრისთვის.


ესე იგი
ლეონიძეზე საკონდიტრო ლუი გეცოდინება smile.gif

ამ ლუის გვერდით არის არკა. ამ არკაში ან სადღაც იქვე მიმდებარედ ჩემს სიყმაწვილეში იყო დიდი მაღაზია, სადაც იყიდებოდა უამრავი საოჯახო ნივთი, საბითუმო ფასებად ფხვნილები, საოჯახო ქიმია, ჯამები, ტაფები და ა.შ.

მანდ მაქვს ნაყიდი ადრე საკმაოდ კარგი ტაფა.

არც კი ვიცი ეგ მაღაზია არის თუ არა კიდევ.

თუ არა და გლდანში "სუზალაში" წადი და იქ იყიდი საუკეთესო ტაფას, სასურველია "არშია"-ს ფირმის.

Posted by: masai11 12 Jul 2018, 19:55
QUOTE (fermina @ 12 Jul 2018, 19:25 )
masai11
QUOTE
ხომ არ იცით სადმე რუსთაველი-თავისუფლების ტერიტორიაზე თუ არის ისეთი მაღაზია, რომ კარგი ტაფა იყიდებოდეს ?
სამზარეულო საქმეებისთვის მჭირდება სხვა არაფრისთვის.


ესე იგი
ლეონიძეზე საკონდიტრო ლუი გეცოდინება smile.gif

ამ ლუის გვერდით არის არკა. ამ არკაში ან სადღაც იქვე მიმდებარედ ჩემს სიყმაწვილეში იყო დიდი მაღაზია, სადაც იყიდებოდა უამრავი საოჯახო ნივთი, საბითუმო ფასებად ფხვნილები, საოჯახო ქიმია, ჯამები, ტაფები და ა.შ.

მანდ მაქვს ნაყიდი ადრე საკმაოდ კარგი ტაფა.

არც კი ვიცი ეგ მაღაზია არის თუ არა კიდევ.

თუ არა და გლდანში "სუზალაში" წადი და იქ იყიდი საუკეთესო ტაფას, სასურველია "არშია"-ს ფირმის.

მარსი ქვია მაგ მაღაზიას. დღესას წარმატებით მუშაობს.
თუმცა ტაფები არ შემიმჩნევია მანდ. მოვიკითხავ.
მადლობა.

Posted by: fermina 12 Jul 2018, 20:07
masai11
QUOTE
მარსი ქვია მაგ მაღაზიას. დღესას წარმატებით მუშაობს.
თუმცა ტაფები არ შემიმჩნევია მანდ. მოვიკითხავ.
მადლობა.


ან ეგ მაღაზიაა, ან მაგის გვერდით რაღაც მსგავსი იყო იმავე ტერიტორიაზე და ნახავ.

Posted by: jjj 28 Feb 2024, 17:02
რამე სიახლე არის ტაფების სამყაროში? smile.gif 22 და 32-იანი ტაფის ყიდვა მინდა, სად ჯობია, ისევ "სუზალი"? მასალას რას მივაქციო ყურადღება, გრანიტი უნდა იყოს თუ სხვა რამე ჯობია?

Posted by: fermina 2 Mar 2024, 00:39
jjj
QUOTE
რამე სიახლე არის ტაფების სამყაროში?  22 და 32-იანი ტაფის ყიდვა მინდა, სად ჯობია, ისევ "სუზალი"? მასალას რას მივაქციო ყურადღება, გრანიტი უნდა იყოს თუ სხვა რამე ჯობია?


ტაფების სამყაროში სიახლე ის არის, რომ რაც აეროგრილი აღმოვაჩინე, მას მერე ტაფა არ გამომიყენებია smile.gif ოღონდ კარგ აეროგრილზეა ლაპარაკი. ტაფა ერთი ცალი ეგდოს რა, ხანდახან მაინც შეიძლება დაგჭირდეს ადამიანს.

Posted by: jjj 5 Mar 2024, 00:05
QUOTE (fermina @ 1 Mar 2024, 20:39 )
jjj
QUOTE
რამე სიახლე არის ტაფების სამყაროში?  22 და 32-იანი ტაფის ყიდვა მინდა, სად ჯობია, ისევ "სუზალი"? მასალას რას მივაქციო ყურადღება, გრანიტი უნდა იყოს თუ სხვა რამე ჯობია?


ტაფების სამყაროში სიახლე ის არის, რომ რაც აეროგრილი აღმოვაჩინე, მას მერე ტაფა არ გამომიყენებია smile.gif ოღონდ კარგ აეროგრილზეა ლაპარაკი. ტაფა ერთი ცალი ეგდოს რა, ხანდახან მაინც შეიძლება დაგჭირდეს ადამიანს.

ეგეც საინტერესოა smile.gif კარგი აეროგრილი რა ფასიანია და რომელი ფირმაა კარგი?

Posted by: fermina 5 Mar 2024, 11:53
jjj
QUOTE
ეგეც საინტერესოა  კარგი აეროგრილი რა ფასიანია და რომელი ფირმაა კარგი?


ყველანაირი ფასიანია ბაზარზე, საუკეთესო მაინც Ninja არის, ასევე აქებენ Xiaomi-ს. სადღაც 600 ლარიდან იწყება ფასები.

მე ასეთი მაქვს და ძალიან მომწონს, ფასდაკლება და ქეშბექი ჰქონდათ და 630 ლარი გამოვიდა.


user posted image


არსებობს ორუჯრიანებიც, სადაც ორ კერძს ერთდროულად მოამზადებ და ეგეც კარგია.

Posted by: სერაფიტი 25 Mar 2024, 23:17
Zepter -ის ქვაბების ფასი 975 ლაროდან რატო წყება?sad.gif

წესიერი ქვაბი მინდა. გრანიტი არ ვარგაო, კერამიკა არაო. თუჯი ან უჟანგავი ფოლადია კარგიო და თუჯები ძალიან ძვირია. უჟანგავი ფოლადი კარგი.რომელია?

Posted by: plekhanovi 17 Apr 2024, 17:38
თუჯის ტაფების ყიდვა სად შეიძლება ნორმალურ ფასში

Posted by: tavadze 18 Apr 2024, 17:01
plekhanovi
QUOTE
თუჯის ტაფების ყიდვა სად შეიძლება ნორმალურ ფასში

სამგორში, 'ბარახოლკაზე" ნახავ.
ისე, არშიას ტაფებსაც აქებენ და რა ვიცი...

Posted by: ziggy_star 8 May 2024, 20:54
ტაფა უნდა იყოს პრტყელი
არ უნდა იზნექებოდეს
პრტყელითქო

Posted by: Popper 21 May 2024, 15:25
ტაფა უნდა იყოს ფოლადის. პროფესიონალი მზარეულები მხოლოდ ფოლადის და თუჯის ტაფებს ხმარობენ. ტეფალის ტაფები არის გამოუცდელი ხალხისთვის, ვინც არ იცის კულინარია მაღალ დონეზე. გრანიტის ტაფებს რომ ეძახიან, ისინიც ტეფალისაა, უბრალოდ მარკეტინგული სახელი ჰქვიათ "გრანიტის". :დ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)