#54389891 · 19 Mar 2019, 15:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნისკენ რომ ასასვლელია მარჯვნივ (მტირალა მთასთან), მანდ რამოდენიმე დღეა ინტენსიურად მუშაობდნენ ხეების და ბუჩქების „გაპარსვაზე“ (დაამთავრეს უკვე). ერთი მხრივ საჭირო საქმე იყო რადგან გარკვეულ ადგილებში გზის სავალ ნაწილზე იყო ტოტები გადმოსული და გარკვეულად მანქანების მოძრაობასაც უშლიდა ხელს, მაგრამ ერთი საქმის გაკეთებით სხვა საქმე ხომ არ უნდა გაფუჭდეს? ორი კითხვა გამიჩნდა ამ თემაზე:
1) რამდენადაც ვიცი ფერდობებზე მწვანე ნარგავებს მეწყერის პრევენციის ფუნქციაც აქვს და ასე ერთიანად რომ მოასუფთავეს ეს ადგილი ხომ არ გაიზრდება მანდ რისკი მაგ მთის ჩამოშლის? 2) როგორც იტყვიან გონივრული ეჭვი მაქვს, რომ არანაირი წინასწარი გეგმა არ ქონიათ და ადგილზე „უმფროსის“ მითითებით ან „ხერხიანი კაცის“ პირადი გადაწყვეტილება/იმპროვიზაციით იჭრებოდა ხეები. საინტერესოა თუ იყო გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურებთან ეს ქმედება შეთანხმებული და ქონდათ თუ არა რაიმე დოკუმენტაცია, რომელი ხის მოჭრა შეეძლოთ და რომლის არა? არ არის დასჯადი მაგათი საქციელი?
არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური და ხომ არ გაქვთ ვინმეს პასუხები?
--------------------
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....
|