მე მილანში არ მიცხოვრია, ცოტა ქვემოთ სამხრეთისკევ ვცხოვრობ, მაგრამ ხალხი გინდა არ გინდა "გნიდააა.." მატყუარები არიან, შეგპირდებიან და გადაგდება იციან ხშირად, არ ენდო არავის, კარგი გამარჯობას ყოველთვის გეტყვიან იტა;ლიელები, გამოგელაპარაკებიან "ჭორაობა უყვარს ყველა იტალიელს", მოგიკითხავენ დიდი გულით,
მაგრამ ერთი ის იცოდე ყველგან არის ცუდი ხალხი მაგრამ ასევე არიან ნორმალური ხალხიც, რომლებმაც იციან პატივისცემა, მეგობრობა და მხარში ამოდგომაც,
თუ მაკარონი გიყვარს ჩათვალე რომ 800 ევრო თვეში, ანუ 400 ევრო საკვებზე გეყოფა ყველანაირად
პატარა რჩევას მოგცემ რომელიც მოქმედებს თითქმის ყევლა ჩამოსულ ქართველზე (ყოველ შემთხვევაში ვინც გამოცადა ყველაზე იმოქმედა)
შეადგინე მენიუ თუ შეძლებ 1 თვის წინასწარ, წადი სუპერმარკეტშიი და იყიდე 1 თვის "ზაპასი" ეკონომიას გააკეთებ თვეში 100 ევროს წელიწადში 1000 ევროს, წინასწარ დაგეგმე 1 კვირის გარიგი, რას როდის გააკეთებ ამით გააკეთებ კვირაში 24 საათ ეკონომიას, ჩათვალე რომ 24 საათით მეთი თავისუფალი დრო გეკნება ყოველ კვირაში
ეს 100 ევრო შიგიძლია დააგროვო და 3 თვეში ერთხელ წახვიდე ექსკურსიაზე სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, 300 ევრო გეყოფა მგზავრობიანად, პარასკევს საგამოს წახვალ და კვირა ღამეს დაბრუნდები,
თუ გექნება დრო რა თქმაუნდა ნახე პარიზი, ბერლინი, მადრიდი.
იმეგობრე ისევ ჩამოსულ საზღვარგარეთის მოქალაქეებთან, უფრო გაგიადვილდება ცხოვრება, იტალიელები მაინც "ისე რა" უყურებენ საზღვარგარეთის მოქალაქეებს,
სხვა დანარჩენს შენ თვითონ გაიკვლევ, ერთადერთი გაითვალისწინე ის რომ თუ რამე გჭირდება თხვოვე ვინმეს არასდროს მოგერიდოს!!!, გზა აგებნა, როგორ მიხვიდე ამა თუ იმ სადგურამდე ქუჩამდე, სად არის ესა თუ ის მაღაზია და ა.შ
წარმატებები