Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნევროზის გამო ხელების დაბუჟება


Posted by: მამა-ჯეMალი 24 Jan 2012, 15:18
ხშირად მიბუჟდება ხელები... sad.gif


სისხლის ანალიზი ავიღე და პროთრომბინი ნორმაზე მაქვს. კარდიოგრამა გადავიღე და დადებითი პასუხი მივიღე.

ენდოკრინოლოგთან ვიყავი, ანალიზიც ავიღე და ენდოკრინოლოგიური პრობლემები არანაირად არ მაქვს...


ნევროპათოლოგთან ვიყავი და ნევროზი გაქვსო, მაგრამ ძლიერი ნევროზი არ გაქვსო.... დამინიშნა ნოოფენი, წამალმა კი დამამშვიდა მაგრამ ხელების დაბუჟებაზე დიდად ვერ მიშველა..


ეხლა ვგრძნობ რომ ნევროზული ფონი თუ არ ვიცი რა ქვია, ისევ მომემატა რა, ანუ უფრო მძაფრად მაქვს ნევროზი sad.gif

დღის განმავლობაში გული მიჩქარდება, მეწყება გულის ფრიალი, და ხელების დაბუჟება, და ნევროზული სიმპტომები sad.gif

რაიმე ნერვიულობის დროსაც მიბუჟდება ხელები, და ასეთ დროს ვიღებ წამლებს კორსიზის, ან ვალოკორდინს, ან ნოშპას... და მშველის შედარებით...


თუმცა, ხანდახან სულაც არ მაქვს ნევროზული ფონი, არც სანერვიულო მაგრამ ხელები მაინც დაბუჟებული მაქვს, მაგ; თუ გვიან (შუადღით) გავიღვიძე და ვერ გამოვიძინე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სისხლძარღვები შევიწროვებული მაქვს და ხელები მიბუჟდება ძალიან sad.gif


ასევე ნაბახუსევზე, ყველაზე მეტად ნაბახუსევზე მემართება სპაზმური ხელების დაბუჟება, ისე რომ 2-ჯერ სასწრაფოც გამომიძახეს gigi.gif


მხოლოდ ნევროზის ბრალი შეიძლება იყოს, თუ კიდე სხვა მიზეზი? თუნდაც სისხლის მიმოქცევის რაიმე პათოლოგია...


მოდერატორს უმორჩილესად ვთხოვ ცოტა ხანი არ დახუროთ თემა და მე თვითონ დავხურავ პასუხის მიღების შემთხვევაში

Posted by: jalali 24 Jan 2012, 23:17
მეც მაინტერესებს რა შეიძლება იკოს ამის მიზეზი. ჩემს ქმარს დაახლოებით იგივე პრობლემა აკვს. კარდიოგრამის პასუხი მშვენიერია. არტს პროტრომბინია მგონი მომატებული, მაგრამ ხანდახან უბრუჟდება მარცხენა ხელის ნეკა და არათითი, მერე ოდნავ გადმოეტსემა მთელ ხელს. მეც ვპიქრობ, რომ შეიძლება ნერვოზის ბრალი იყოს. ათასი პრობლემაა და განიცდის.
ალბათ მართლა ნერვოზია.
ხო, სხვათაშორის დალევის და პახმელიის შემთხვევაში პირიქით, არავითარი დაბრუჯება არ აქვს.

Posted by: Natuka NGN 25 Jan 2012, 00:45
მამა-ჯეMალი
იონური კალციუმი შეამოწმე როგორ გაქვს. კალციუმსი ანკლებობამ იცის ხელების დაბუჟება.
* * *
jalali
შენს შემთხვევაში შესაძლოა იყს სისხლძარღვების პრობლემა.

Posted by: მამა-ჯეMალი 25 Jan 2012, 13:39
Natuka NGN
QUOTE
იონური კალციუმი შეამოწმე როგორ გაქვს



ანალიზი უნდა ავიღო?

Posted by: მამა-ჯეMალი 22 Feb 2012, 00:44
შიმშილმა შესაძლოა გამოიწვიოს ხელების დაბუჟება?

ხანდახან ჭამის შემდეგაც მემართება ხელების დაბუჟება, ჭამის დროს ვატყობ რომ ნელ ნელა მეწყება დაბუჟების პროცესი, ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?

კარდიო ასპირინი შველის ხელების დაბუჟებას?

Posted by: geoeka 22 Feb 2012, 01:41
ხელების დაბუჟება არ მგონია ნევროზის სიმპტომი იყოს, თუმცა ეხლა იმდენს მიაწერენ მას, რადგან ესე უფრო ადვილია პაციენტების თავიდან მოშორება. ყველაფერიდან ჩანს, რომ საქმე გვაქვს ბანალურ ოსტეოქონდროზთან, სავარაუდოდ ეს არის მკერდის ოსტეოქონდროზი, შასაძლებელია კისრისაც. აქ საჭიროა მანუალისტთან მისვლა ან სულაც უბრალოდ სპეციფიკური ვარჯიშების გაკეთება, რის შედეგადაც ყველაფერი აღდგება უპრობლემოდ. თუ გაინტერესებთ რა ვარჯიშებია საჭირო, მომწერეთ, თუ არა, მოძებნეთ ინტერნეტში. ასევე გირჩევთ კალცის მიღებას.

Posted by: მამა-ჯეMალი 22 Feb 2012, 12:54
geoeka
QUOTE
თუ გაინტერესებთ რა ვარჯიშებია საჭირო, მომწერეთ


კი, მაინტერესებს..


QUOTE
ხელების დაბუჟება არ მგონია ნევროზის სიმპტომი იყოს


ნერვიულობის დროსაც რომ მიბუჟდება აბა რისი ბრალია? baby.gif

Posted by: mrudall 13 May 2014, 12:52
ნევროზი და ხელის დაბუჟება რა შუაშია, ახლა წავიკიტხე და ატასი რამე მიზეზი შეიძლება იყოს, ეს 1 კვირაა მიბუჟდება, მარცხენა ხელი, გულის ბრალიც სეიზლება იყოს. იმედია ეს არაა მიზეზი
* * *
როცა ხელები გვიბუჟდება + -
მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია - თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს.
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია.
ამ შემთხვევაში ეს სიმპტომი საშიში არ არის. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა შევუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის. კიდევ რის ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე.

- ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. კარპული გვირაბული სინდრომი, როგორც დაავადება, XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის უცნობი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ეს სინდრომიც გახშირდა. კომპიუტერზე ყოველდღიური ხანგრძლივი ბეჭდვა მისი ერთ-ერთი მიზეზია. პათოლოგია ასევე ხშირად გვხვდება მკერავებს, მუსიკოსებს, მემანქანეებს, მღებავებსა და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს შორის, რომლებსაც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ხელის მტევნით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება უხდებათ.

- როგორ ვითარდება კარპული გვირაბული სინდრომი?
- მყესების მჭიდრო კონები, რომლებსაც თითები მოძრაობაში მოჰყავს, ვიწრო კარპულ არხში გადის. ამავე არხში გადის ნერვი, რომელიც აკონტროლებს ცერის კუნთს და ხელისგულის, ცერა, საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას. ჩვეულებრივ, ეს ნერვი დაცულია. როდესაც მტევანი მეტისმეტად ინტენსიურად მუშაობს, მყესები შუპდება, ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოჰყვება დაბუჟება, ჩხვლეტა და თითების მოპულსირე ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება ღამით და დილით. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ცერის კუნთის ატროფია.
ადამიანი კარგავს ამ თითის მოხრის უნარს, უჭირს მუშტის შეკვრა. ზოგი იძულებულია, პროფესია შეიცვალოს. ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ავადმყოფთა საშუალო ასაკი 40-60 წელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კარპული გვირაბული სინდრომის განვითარება ნაწილობრივ B6 ვიტამინის დეფიციტსაც უკავშირდება. ცილით მდიდარი საკვები, ასევე - ზოგიერთი ნივთიერება (მაგალითად, თარტრაზინი, რომელსაც შეიცავს თმის საღებავი), ორგანიზმში ვიტამინ B6-ის შენარჩუნების უნარს ამცირებს. ამ ვიტამინის ორგანიზმიდან გამოდევნას ასევე ხელს უწყობს კორტიკოსტეროიდებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება.
ხელების დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს დაკბილული კუნთების სპაზმმა, სპაზმის მიზეზი კი შესაძლოა იყოს კუნთის გადაღლა, სიმძიმის გადატანა, კისრის დიდხანს ჭერა უხერხულ პოზიციაში (ტელეფონით საუბრისას, მწოლიარე მდგომარეობაში კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას), შეუკავებელი ხველა, კისრის მალების ოსტეოქონდროზი. ხელების დაბუჟებას იწვევს ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ანგიოლოგიური პათოლოგია, ტრავმული დაზიანება, დამწვრობა.

- რაკი ენდოკრინული პათოლოგიები ახსენეთ, იქნებ ამაზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...
- ენდოკრინული პათოლოგიის ფონზე განვითარებული ხელების დაბუჟება საკმაოდ ხშირია. ისეთი ფართოდ გავრცელებული დაავადებები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი, იწვევს როგორც ცალკეული ნერვული ღეროების, ასევე პერიფერიული ნერვული ბოჭკოების მრავლობით დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტის დროს ხელების დაბუჟება პერიფერიული ნეიროპათიული სინდრომის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს წარმოადგენს. დიაბეტურ პოლინეიროპათიას ახასიათებს მძიმე და პროგრესირებადი მიმდინარეობა, მოითხოვს დროულ მკურნალობას და დინამიკაში მეთვალყურეობას ელექტრონეირომიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლით.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა დღე-ღამის მონაკვეთს?
- ღამით ხელების დაბუჟება ნევროლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია. ცნობილია ამ ფენომენის სხვადასხვა მექანიზმი: კომპრესიული, კომპრესიულ-იშემიური, ლიმფოსტაზური, სისხლძარღვოვანი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციით განპირობებული. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და კომპრესიის გამომწვევ კუნთზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღამის პარესთეზიები შუა დაკბილული კუნთის სინდრომს ახასიათებს. ამ დროს საქმე გვაქვს მხრის ნერვულ წნულზე მეზობლად მდებარე კუნთის ზეწოლასთან, რაც მის დისფუნქციას იწვევს.
თერაპევტები და ნევროლოგები ამ ჩივილს ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ან იწყებენ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვოვან თერაპიას ფიზიოპროცედურებთან ერთად, რაც ხშირად უეფექტო აღმოჩნდება ხოლმე. ღამის დაბუჟების მიზეზად შესაძლოა იქცეს კარპული გვირაბული სინდრომიც. ამ დროს დაბუჟება მაქსიმალურია დილით (შესაძლოა, ერთვოდეს ტკივილიც), დღის განმავლობაში კი შედარებით სუსტდება.

- რატომ არის დილაობით უფრო შესამჩნევი ხელების დაბუჟება?
- ეს ზოგჯერ განპირობებულია საწოლში სხეულის უხერხული პოზიციით. მაგალითად, თუ გვერდზე გძინავთ და ხელი თავქვეშ გაქვთ ამოდებული, იგრძნობთ ხელის მტევნის დაბუჟებას. პოზიციის შეცვლის შემდეგ საჭიროა რამდენიმე წუთი, რომ დაბუჟებამ გაიაროს. ზოგჯერ კი მიზეზი ართრიტია - დილით, ზოგადი შებოჭილობის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს დაბუჟება, რომელიც თანდათანობით გაივლის.

- ხერხემლის რომელი ნაწილის პათოლოგიური პროცესი იწვევს დაბუჟებას?
- ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. კისრის ოსტეოქონდროზის დროს აღმოცენდება მოვლითი, მწველი ტკივილი კისრის უკანა და გვერდით ნაწილებში, კეფაში, მხრისა და ბეჭის არეებში. ჭირს კისრის მოძრაობა.
ხშირად დაბუჟება ღამით ვითარდება და დილამდე რამდენჯერმე აღვიძებს ადამიანს. არცთუ იშვიათად ეს მდგომარეობა შეუღლებულია მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიასთან. ასეთი ადამიანები ძნელად ეგუებიან ამინდის ცვალებადობას. შესაძლოა, ამას დაერთოს თავის ტკივილი ან ტკივილი გულის არეში, რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს.

- სტენოკარდია ახსენეთ. შეიძლება თუ არა, კარდიოლოგიურმა პათოლოგიამ ზედა კიდურის დაბუჟება გამოიწვიოს?
- სტენოკარდიული შეტევა არცთუ იშვიათად მართლაც იწვევს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიას ჰგავდეს. ამ დროს პირველ რიგში სტენოკარდიული შეტევა უნდა გამოვრიცხოთ.

- შესაძლოა თუ არა ოპერაციის შემდგომ ხელების დაბუჟება?
- ოპერაციის შემდგომ ხელების დაბუჟება ზოგჯერ ვერტებროგენულ პათოლოგიებს უკავშირდება, ზოგჯერ კი ხერხემლის სვეტის კისრის არეში ან ნერვული ღეროების ახლოს მდებარე ქსოვილებზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ იჩენს თავს. ასეთ დროს დამატებითი პარაკლინიკური (ელექტრონეირომიოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული და სხვა) გამოკვლევების საფუძველზე შესაძლოა ზუსტად შეფასდეს დაბუჟების მიზეზი და გადაწყდეს ადეკვატური მკურნალობის საკითხი.

- შეიძლება თუ არა, ეს მოვლენა ტრავმამ გამოიწვიოს?
- რა თქმა უნდა. როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული ბოჭკოების ტრავმული დაზია-ნება შესაძლოა ამა თუ იმ ლოკალიზაციის დაბუჟების მიზეზად იქცეს. ასეთ შემთხვევაში დაბუჟება უპი-რატესად ცალმხრივია. დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე ზურგისა და თავის ტვინის ამა თუ იმ ხასიათის (დისჰემიურმა, ინტოქსიკაციურმა, დისმეტაბოლურმა, ტრავმულმა, სიმსივნურმა) დაზია-ნებამ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაბუჟება, როგორც კლინიკური სიმპტომი, განიხილება საერთო კლინიკურ სიმპტომოკომპლექსთან მიმართებით და ზუსტ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

- კოლაგენური დაავადებებიდან რომელი იწვევს დაბუჟებას?
- წითელი მგლურასა და კვანძოვანი პერიარტერიიტის შემთხვევაში საკმაოდ ხშირად ზიანდება პერიფე-რიული და ცენტრალური ნეირონები. კლინიკური გამოვლინება დაზიანების ტიპსა (მონონევრიტულია თუ პოლინევრიტული) და ხარისხზეა დამოკიდებული.
* * *
- არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ რეინოს დაავადებას, როგორია მისი კლინიკური გამოვლინება, სიმპტომები და დიაგნოსტიკა?
- განასხვავებენ რეინოს დაავადებას და რეინოს სინდრომს. რეინოს დაავადებას ანუ ნგიოტროფონევროზს წვრილი სისხლძარღვების (არტერიებისა და არტერიოლების) უპირატესი დაზიანება ახასიათებს. პროცესი ძირითადად ხელებში ლოკალიზდება, სიმეტრიული და ორმხრივია. უფრო ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა ქალები. ეტიოლოგიური ფაქტორებიდან გამოყოფენ სიცივეს, თითების ქრონიკულ ტრავმას, მძიმე ემოციურ სტრესს, ენდოკრინულ დარღვევებს. დაავადებას საფუძვლად უდევს სხეულის პერიფერიულ ნაწილებში, ყველაზე ხშირად - ხელებში, ერთბაშად აღმოცენებული ვაზოგენური სპაზმი.
რეინოს დაავადება მოიცავს სამ ფაზას:
I ფაზა - სიფითრე და დაბუჟება თითებში, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
II - ციანოზის განვითარება და ტკივილის გაძლიერება;
III - კანის ჰიპერემია და ტკივილის თანდათანობით შემცირება.
შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია.
მსგავსი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ყურის ბიბილოს, ცხვირისა და ტერფების არეშიც.
რეინოს დაავადება სიმეტრიულად ვითარდება ტერფებში, ხელებში კი ახასიათებს ასიმეტრიული განვითარება. უპირატესად ის პროვოცირდება სიცივისა და ემოციური სტრესის ზემოქმედებით.
დიაგნოსტიკისას საჭიროა დიფერენცირება მაობლიტირებელი ენდარტერიიტისგან, კიდურში სისხლის მიმოქცევის ლავიწქვეშა არტერიის ზეწოლის სინდრომთან დაკავშირებული მოშლისგან. საზოგადოდ, როგორც რეინოს დაავადების, ასევე რეინოს სინდრომის შემთხვევაში ტარდება დიფერენციული დიაგნოსტიკა პერიფერიული სისხლძარღვების სხვა დაავადებების, მაგალითად, ერითრომელალგიის მიმართ. ერითრომელალგიის დროს მტევნის სისხლძარღვები, პირიქით, ფართოვდება, ამიტომ ტკივილს თან სდევს კანის სიწითლე.
რეინოს სინდრომი ხშირია კოლაგენური პათოლოგიების, სახელდობრ, სკლეროდერმიის დროს.
რეინოს სინდრომის დროს სისხლის მიმოქცევის მოშლამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედა კიდურების ქსოვილების ნეკროზი და განგრენა. როგორც რეინოს დაავადების, ასევე რეინოს სინდრომის დროს მკურნალობის მეთოდიკა ორგვარია: კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებს და მიმდინარეობს ხანგრძლივად. გამოიყენება ტრანკვილიზატორებიც. ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სიმპათექტომიას.

- რამდენად ხშირია ინსულტის შემდგომი დაბუჟება?
- საკმაოდ ხშირია. ასეთი დაბუჟება უმეტესად ცალმხრივია და ინსულტის კერის ზომასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. ასეთ დროს პაციენტს სჭირდება ნეირორეაბილიტაციური კურსი, რომელიც კლინიკური სინდრომის გათვალისწინებით ინიშნება.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ხელი ან თითია დაბუჟებული?
- რა თქმა უნდა, აქვს. ამის ზუსტი ნევროლოგიური შეფასება სწორი დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს.

- შესაძლებელია თუ არა, დაბუჟება ნევროზული მდგომარეობის გამოვლინება იყოს?
- დაბუჟება, როგორც ნევროზული სიმპტომი, საკმაოდ ხშირია. დიაგნოსტიკის დროს საჭიროა დაბუჟების გამომწვევი ყველა შესაძლო პათოლოგიის გამორიცხვა.

- რომელი სადიაგნოზო საშუალებები გამოიყენება ამ შემთხვევაში?
- დაავადების ანამნეზი, ნევროლოგიური სტატუსის შეფასება, ელექტრონეირომიოგრაფია, დოპლეროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა კვლევები საშუალებას იძლევა, დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

- როგორ მკურნალობენ დაბუჟებას?
- როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია ხელების დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის. მეორე შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული ანუ მედიკამენტური და ქირურგიული. პირველის მიზანია ნერვის გათავისუფლება შეშუპების მოხსნის ხარჯზე - ამის შედეგად ხელების დაბუჟებამ შესაძლოა გაიაროს, მისი უეფექტობის შემთხვევაში კი მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს. ამ უკანასკნელის არსი შემდეგში მდგომარეობს: ექიმი არხს გაკვეთს და ჩაჭედილ ნერვს ათავისუფლებს. ოპერაცია დიდ ხანს არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია, სპეციალისტმა ჩაატაროს. ოპერაციის შემდეგ ჩივილები იხსნება, მაგრამ რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის, სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ყოველთვის აქტუალურია.

- რაკი ცხოვრების ჯანსაღი წესი ახსენეთ, იქნებ რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მოგვცეთ?
- ზოგადად, საჭიროა სწორი და სრულფასოვანი კვება, ძილ-ღვიძილის მართებული რეჟიმის დაცვა, პათოლოგიური სიმპტომის აღმოცენების შემთხვევაში - ექიმის დროული კონსულტაცია, პრაქტიკული რჩევები კი ასეთია:
სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ რამდენიმე წუთით შეწყვიტეთ მუშაობა და დაჭიმეთ ხელები.
ბეჭდვის დროს იდაყვები გააჩერეთ მოხრილ მდგომარეობაში, ტანთან ახლოს. ეს უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
კარპული გვირაბული სინდრომის დროს სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
მიირთვით კომბოსტო, მჟაუნა - ოქსალატები დადებითად მოქმედებს სახსრებზე.
თავი არიდეთ მარილიან საკვებს. ის ორგანიზმში წყალს აკავებს და სახსრების შეშუპებას იწვევს.
ერიდეთ რკინის შემცველ პროდუქტებს.
სასარგებლოა კონტრასტული ჰიდროთერაპია. ის ხსნის მტევნის შეშუპებას და ანთებას. 30-წამიანი ცხელი და ცივი აბაზანების მონაცვლეობა 5-7-ჯერ საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, განსაკუთრებით ღამით, როცა ტკივილი გაუსაძლისია.
მდგომარეობას ამსუბუქებს კვალიფიციური აკუპუნქტურა.
არსებობს სპეციალური სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი შესასრულებელია.

Posted by: GGeorgian 11 May 2017, 17:31
ხალხო გადავქექე ინტერნეტი ვერაფერი ვნახე ისეთი რომ მიშველოს... იქნებ დამეხმაროთ... დალევა გადამება და ერთხელ რომ დავიძინე და გავიღვიძე მარცხენა ხელი მაქვს დაბუჯებული, განსაკუთრებით მტევანი ნეკა არა და შუა თითებს საერთოდ ვერ ვგრძნობ... თავიდან ვიფიქრე, რომ მეორე დღეს გამივლიდა მაგრამ მე 4 დღეა უკვე ისევ ისე მაქვს რამე მირჩიეთ რა... მადლობა წინასწარ

Posted by: Elephant 13 May 2017, 22:54
რაღა დროს ნევროზია ხალხო? დღესდღეობით შფოთვით აშლილობებია სწორი! რომელსაც იწვევს აუციკებლად გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა! შფოთვითი აშლილობის დროს თავის ტვინში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, როგორიცაა ნეირონებს შორის კავშირის დარღვევა. თუ უფრო დაწვრილებით დაინტერესდებით არ დამეზარება ახსნა! ეგრეთწოდებულმა ნევროზმა თავისუფლად შეიძლება გამოიწვის ხელის დაბუჟებაც და სხვა ბევრი დაავადების კლინიკური ნიშნები. მარშ ყველა ნევროლოგებთან ან ფსიქოთერაპევტებთან! ნუ იტანჯავთ თავებს და ნუ ირთულებთ მდგომარეობას, რაც ადრე მიხვალთ მით უფრო მალე გამოჯანმრთელდებით. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!!!

Posted by: bmwkim687 29 Jun 2017, 13:49
მამა-ჯეMალი

ეხლა როგორ ხარ? ამდენი წლის შემდეგ

ისე კი მაინტერესებს
GGeorgian

მე დავამარცხე ნერვოზი, უბრალოდ ვერ მოვკალი, გავანეიტრალე და ციხეში მყავს ჩასმული, 2 წელი ვიტანჯე, ეხლა მან იტანჯოს smile.gif

Posted by: xucishvili 29 Jun 2017, 22:29
მეგობარო გირჩევ ხერხემალი გამოიკვლიო , 2 წელი დავკარგე ამ სისულელე ნევროზის მკურნალობით , შეიძლება იყოს ოსტეოხონდროზი , მალთაშუა თიაქარი რაც აგმომაჩნდა , ამიტომ სახუმარო თემა არაა

Posted by: makrine77 30 Jun 2017, 21:54
მამა-ჯეMალი
დოპლერი გადაიღე...
გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი მაქვს და ზედა კიდურები მეც მიბუჟდება...



გვიან დავხედე თარიღს gigi.gif

Posted by: tozi777 4 Jul 2017, 16:57
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ბოლო ფალანგა მაქვს მთელი დღეა დაბუჟებული. ძალიან უცნაური შეგრძნებაა და რისი ბრალი იქნება?

სხვათაშორის მამაჩემს აქვს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ის ორჯერ უფროსია ჩემზე biggrin.gif

Posted by: iverski 7 Jul 2017, 04:18
QUOTE (jalali @ 24 Jan 2012, 23:17 )
მეც მაინტერესებს რა შეიძლება იკოს ამის მიზეზი. ჩემს ქმარს დაახლოებით იგივე პრობლემა აკვს. კარდიოგრამის პასუხი მშვენიერია. არტს პროტრომბინია მგონი მომატებული, მაგრამ ხანდახან უბრუჟდება მარცხენა ხელის ნეკა და არათითი, მერე ოდნავ გადმოეტსემა მთელ ხელს. მეც ვპიქრობ, რომ შეიძლება ნერვოზის ბრალი იყოს. ათასი პრობლემაა და განიცდის.
ალბათ მართლა ნერვოზია.
ხო, სხვათაშორის დალევის და პახმელიის შემთხვევაში პირიქით, არავითარი დაბრუჯება არ აქვს.

მე მჭირს იგივე
მერე შევნიშნე, რომ მანქანის ტარების დროს ფანჯარაში გაყოფილი იდაყვი განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს, თუნდაც არასწორად ჩამოდებული იდაყვი იგივეს მიკეთებს
კომპიუტერთან დიდი ხნის ჯდომამ იგივე იცის.
მოკლედ სისხლის მიმოქცევის დარღვევას ვაბრალებ და ასევე ზოგჯერ გაციებასაც

Posted by: ქეთქეთო 7 Jul 2017, 11:32
jalali
ხერხემალმაც იცის მსგავსი სიმპტომები

Posted by: wkna 16 Apr 2018, 16:05
ეს თემა ისევ აქტიურია ? ამ ბოლო პერიოდშო ძილში დამეწყო ხელების დაბუჟება, ანუ რომელ მხარესაც ვწერა იმ მხარეს მიბუჟდება და თან მხარი მტკივა...

ნევროზი მაქვს მეც smile.gif)))

Posted by: MmSs 16 Apr 2018, 23:09
აი,მაგალითად ეხლა:ვწევარ და ტელეფონიდან ვპოსტავ,ორივე ხელი გაბუჟებული მაქვს,რისი ბრალი იქნება,დავიტანჯეsad.gif

Posted by: Natuka NGN 17 Apr 2018, 00:16
MmSs
კალციუმი გაისინჯეთ აუცილებლად.

Posted by: MmSs 17 Apr 2018, 00:58
QUOTE (Natuka NGN @ 17 Apr 2018, 00:16 )
MmSs
კალციუმი დაისი ჯეთ აუცილებლად.

გავისინჯავ...
მაგის ბრალი თუ იყო არ ვიცოდი,ნაკლებობა მაქვს ვიცი,კანის სიმშრალეც მაგან ხომ არ იცის?

Posted by: Natuka NGN 17 Apr 2018, 01:16
MmSs
უი, როგორი კორექტურით დამიწერია. კანის სიმშრალე იცის ჰიპოთირეოზმა.
კი, დაბუჟება კალციუმის ნაკლებობის ბრალია. პირველი ყოველთვის ეს უნდა გამოიკვლიოთ.

Posted by: semiramida1 17 Apr 2018, 01:20
ეგ ნერვოზის ბრალია?
QUOTE
ნევროზის გამო ხელების დაბუჟება,
spy.gif
მე მჭირს cry.gif

მაგრამ უფრო ხშირად ზურგი მიბუჟდება biggrin.gif უფრო სწორად, ჭინაჭველები დადიან და ეგეც ნევროზია?

თუ რამე სხვა და უფრო სერიოზულია, არ მითხრათ biggrin.gif მართლა sad.gif

Posted by: MmSs 17 Apr 2018, 01:36
Natuka NGN
QUOTE
კანის სიმშრალე იცის ჰიპოთირეოზმა.

ეჭვი მქონდა ჩიყვის არსეობაზე და...smile.gif
დღეს ვრეკავდი,ჩაწერა მინდოდა ექიმთან და მეცხრე ხართ რიგშიო,დამეზარაsmile.gif

* * *
პოტრომბინზე ვაპირებდი ანალიზის ჩაბარებას,ხელის და ფეხის თითები მეკვანძება,ასევე მაქვს საშინელი თავბრუსხვევა

Posted by: Natuka NGN 17 Apr 2018, 01:53
MmSs
მანდ მაგნიუმზე ჩააბარეთ კიდევ ანალიზი. თავბრუსხვევას ბევრი მიზეზი შეიძება ქონდეს, დაბალი ჰემოგლბინიდან დაწყებული, მაღალი წნევით დამთავრებული. ექიმია საჭირო smile.gif

Posted by: MmSs 17 Apr 2018, 09:39
QUOTE (Natuka NGN @ 17 Apr 2018, 01:53 )
MmSs
მანდ მაგნიუმზე ჩააბარეთ კიდევ ანალიზი. თავბრუსხვევას ბევრი მიზეზი შეიძება ქონდეს, დაბალი ჰემოგლბინიდან დაწყებული, მაღალი წნევით დამთავრებული. ექიმია საჭირო smile.gif

მადლობა გამოხმაურებისათვისsmile.gif






....




.

Posted by: Miria 17 Apr 2018, 20:40
რა შუაშია კი არა და.......
გულის პულსი რამდენი გაქვს წუთში?
(დამჯდარზე, დასვენებულზე).

და წნევა რამდენი გაქვს - კარგ როცა ხარ?


Posted by: nino84 20 Apr 2018, 23:09
მოგესალმებით. მაწუხებდა ყურის ტკივილი,ასევე ყლაპვისას ცალი მხარე (მარცხენა) რაღაცნაირად მტკივა, თითქოს ყელის ტკივილის დროს რომ გიჭირს ყლაპვა ეგრე. ოღონდ სულ არ მაქვს ეს ტკივილები, პერიოდულად, შეიძლება რამდენიმე დღე სულ არ მქონდეს და მავალითად გუშინ ისევ დამეწყო. შარშან გლანდები ამოვიჭერი და ეხლაც მივაკითხე ყელ-ყურს, მაგრამ ყველაფერი რიგზეაო. ყბა-სახის ქირურგმაც მნახა ნევროპათოლოგთან გამიშვა, გადავიღე მრტ, მაგრამ მიზეზი ვერაფერი ვნახეთ. ნევროპათოლოგმა გადაღლილობის და ნერვიულობის ბრალიაო და დამამშვიდებელი გამომიწერა ერთი თვით. შემდეგ უნდა მივიდე ისევ. ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ცოტა მიჭირს დაკერება, რომ ნერვიულობამ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიწვიოს.

Posted by: Miria 21 Apr 2018, 16:06
nino84
ნერვიულობამ ბევრი რამე შეიძლება გამოიწვიოს.
ნერვებზეა აგებულ-მიბმული ყველა ორგანო.
ყელ-ყურმა ცხვირში ჩაგხედა?
ცხვირით სუნთქავ კარგად?

Posted by: mikheili1985 21 Apr 2018, 16:19
მამა-ჯეMალი
მთელ ერს დაბუჟებული უნდა ჰქონდეს ხელები ეგ მარტო რომ იყოს მიზეზი, ჩაინიკი ვარ ამ საკითხში ,შეიძლება უფრო ამძაფრებს, აჩქარებს პროცესს იმჰო.ჩვენ ხო იცი ყველა ექსპერტები ვართ , ერთს რო ფეხი სტკივა მეორე უცბათ ურჩევს რომ სასწრაფოდ საოპერაციოა იმიტორომ მასაც ფეხი სტკიოდა

Posted by: Miria 24 Apr 2018, 01:06
mikheili1985
QUOTE
ერთს რო ფეხი სტკივა მეორე უცბათ ურჩევს რომ სასწრაფოდ საოპერაციოა იმიტორომ მასაც ფეხი სტკიოდა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: რეკეტი 25 Aug 2018, 21:41
Natuka NGN

მარცხენა ხელი მიბუჟდება, კისერი მაქვს დაჭიმული , ყელში საშინელი შეგრძნება მაქვს, თითოს ვიღაც მახრჩობს + კანი მაქვს გამომშრალი და მარჯვენა თვალი მითამაშებს რავიცი კიდე რა უნდა ჭირდეს ადამინს ერთად lol.gif

ოსთეოქნდროზი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ამ ორიდან ერთ-ერთია, ინტერნეტით რაც მოვიძიე ინფორმაცია

ამ დღეებში კი უნდა მივიდე ექიმთან მაგრამ რამე ინფო თუ გაქვთ მითხარით მსგავსი სიმპტომებით რა შეიძლება იყოს...



Posted by: Natuka NGN 25 Aug 2018, 23:26
რეკეტი
ორივე შეიძლება, ხეის დაბუჯება - ოსტეოქონდროზი, კალციუმის ნაკლებობა, კანის გამოშრობა ფარისებრი.
მიდით ექიმთან smile.gif

Posted by: რეკეტი 25 Aug 2018, 23:58
Natuka NGN

ხოო მეც ორივეს ერთად ვფიქრობ , ეს ფარისებრი ძალიან პრობლემურია ხოო ?

დამტანჯა ამ ხელის დაბუჟებამ და კისრის ტკივილმა, პატარა დახრა და ზურგი მტკივდება ეგრევე ბებერივით

დღეს ყელში ისეთი შეგრძნება მქონდა შიგნიდან თითქოს რაღაცა მახრჩობდა

არადა 28 წლის ვარ , სიმაღლე 1.90 , წონა 103

ეხლა ცოტა დავლიე და გამიარა ყელის ამბავმა smile.gif

ექიმებთან სიარული არ მიყვარს , გადავდე ... და ალბათ უფრო გართულდა )


Posted by: Tbiliski16 27 Jun 2019, 19:32
ძალიან მარტივად მიბუჟდება ხელები და ფეხები, მაგალითად ფეხი ფეხზე გადადებისას, მანქანაში ფანჯრიდან ხელის გადაყოფისას, კომპიუტერთან ჯდომისას.. და ასე შემდეგ.. ესე მარტივად უნდა ბუჟდებოდეს თუ გავესინჯო biggrin.gif

PS: ზოგჯერ წამიერად თითებიც მიბუჟდება ხოლმე უბრალოდ ცოტა ხნით, გამიგია სახუმარო თემაა არარისო მაგრამ ეხლა ექიმებთან მკითხაობა მეზარება.. ცოტა ხნის წინ ვიყავი და ტიპმა ფილტვების ანთებაგაქვსო და გამომიწერა 2 ფურცელი ნემსები, მეორე დღეს სხვა ექიმთან სრულიად შემთხვევით მოვხვდი და შევემწომე, ამან არაფერი არ გაქვსო biggrin.gif მართლაც არ მქონია ტყუილად უნდა გამეკეთებინა ამდენი ანტიბიოტიკი :@

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)