#57466307 · 31 Jan 2021, 11:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ilusha_ilusha
QUOTE | რამოდენიმე საიტი მინდა გავაერთიანო ერთში, უძრავი ქონების, განცხადებების და დასაქმების. |
კარგია თუ კარგად გაქვს გააზრებული რა გინდა და თან მზად ხარ ფინანსების დასახარჯად. რაც უფრო ბევრი ტიპის განცხადებებს გააკეთებ, მით მეტი ხარჯი გექნება, რადგან თუ განყოფილებას კარგად არ გაავსებ განცხადებებით, ისე კლიენტს ვერ შეინარჩუნებ და გაგექცევა.
მოკლედ დიდი სირთულეები დაგხვდება და საიტის გაკეთების მერე 10კ-15კ ლარი მაინც დაგჭირდება, მაგასაც გააჩნია როგორ დახარჯავ.
QUOTE | შეკვეთა მინდა გავაკეთო და ვის მირჩევთ? |
სტუდიები ძვირი დაჯდება, იაფიც რომ გითხრან არ დაიჯერო, ბოლოს მაინც ძვირს გამოიყვანებენ, კერძო პროგრამისტები კიდე თავის ტკივილია, ან გამოუვათ ან არა, ან ეგენიც კაი ძვირს გეტყვიან. მოკლედ ან კაი ძვირს გადაიხდი, ან შენ თვითონ უნდა მიიღო მონაწილეობა შემუშავებაში. მე საქმის 80% თვითონ გავაკეთე და მაგის იმედით დავიწყე, თორემ ყველაფრის ფულით გაკეთებას არ გავრისკავდი.
მთლიანობაში ბიუჯეტში ჩამოყალიბდი და შეიძლება რამე გირჩიო.
პ.ს. დასაქმებას საერთოდ არ გირჩევ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება და გაქაჩვის შანსიც ცოტაა.
This post has been edited by ბუდარია on 31 Jan 2021, 11:44
|