გამარჯობა
გთავაზობთ/ვეძებ სამსახურს, ნუ როგორც არი რა/
ე.ი. ვარ 25 წლის, 1.90 სმ, 95 კგ, ბრგე აღნაგობის, საკმაოდ ჯანმრთელი ბიჭი. არ ვეწევი და იშვიათად ვსვამ ისიც მხოლოდ ლუდს.
ვეძებ სამუშაოს სოფელში ან რაიონში ოჯახურ-ფერმერულ მეურნეობაში, რაც დიდი მეურნეობა იქნება და ბევრი საქმე მით უკეთესი.
ბარვა, ხვნა, თესვა, თოხვნა, თიბვა, შეშის მოჭრა, ქათმის, ღორის, ძროხის, კურდღლის(ნუ დანარჩენერბთან უბრალოდ არ მქონია შეხება) მოვლა-დაკვლა-გასუფთავება ყველაფერი მეხერხება. ვფლობ დრუჟბას და B კატეგორიის მართვის მოწმობას, თუმცა გრუზავიკების ტარებაც შემიძლია თუ პატრული არ დაგვუიშლის. თსუ-ს დიპლომიც მაქვს, ინგლისურიც ვიცი და კომპიუტერიც მარა იმედია არ დამჭირდება, ამჟამად მხოლოდ ფიზიკური სამუშაოთი ვარ დაინტერესებული
ჩემი მოთხოვნები ელემენტარულია. მჭირდება ერთი ოთახი, მნიშვნელობა არ აქვს როგორ მდგომარეობაში იქნება, მთავარია იზოლირებული იყოს და ცხოვრება შეიძლებოდეს; საკვები და ტანსაცმელი რაც თქვენთან მუშობისას დამჭირდება.
ვიცი სულელურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ ნორმალური ვარ
უბრალოდ გარემოს და ცხოვრების სტილის შეცვლა მინდა.
მოკლედ საგაზაფხულო სამუშაოები იწყება და იქნებ ვინმეს ჭირდებოდეს დამხმარე. მინიმუმ სამი თვე თქვენს გვერდით ვიქნები ყოველგვარ საქმეში.