Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ვახუშტი კოტეტიშვილის სონეტები


Posted by: live_less 28 May 2008, 18:01
ახლახანს გამოვიდა ვახუშტი კოტეტიშივილის სონეტების და ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსების კრებული. ასეთი რამ მარტო ვახუშტის შეუძლია-ერთ წიგნში გააერთიანოს ორი ასეთი განსხვავებული ჟანრი.
ძალიან მომეწონა სონეტები, აი მართლა ძალიან smile.gif ამ თემაში დავყრი მის სონეტებს.
ეჭვი არ მეპარება, რომ ვახუშტი კოტეტიშვილზე იქნება თემა, მაგრამ ეს არ შეუერთოთ, ეს ცალკე იყოს რა sad.gif

ჩემი უსაყვარლესი სონეტი, რომელიც თავის ცოლს, მზეოს მიუძღვნა user.gif

"სარკის სონეტი"

სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი,
ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს
და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი,
ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.

შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის
თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს.
სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის,
ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს.

ქალისთვის თითქოს შედედდაო დროის დინება,
თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა.
პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება
მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა.

და აი, უცებ მამაკაცის ბანმა მოჰბერა:
-ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!


რას იტყვით user.gif

Posted by: strixnina 28 May 2008, 18:14
QUOTE
რას იტყვით 

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: live_less 28 May 2008, 18:23
strixnina
ეეეჰ

"სიყვარულის სონეტი"

შენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად
და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება
მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად
და უმწიფარი ძახველაც კი გეალუბლება.

თუმც შესაძლოა, რომ ოდესმე შენც სწვნიო წვენი
და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი,
ეცადე, ამით არ დაინგრეს ტაძარი შენი
და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.

გრძნობა, რაც უფრო ცალმხრივია, მით უფრო დიდია
და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად,
სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია,
რომლის გადაღმა შენ არვინ არ გელოდება...

შენზე ძლიერ ქვეყნად განა ეშმა რითია?!
მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია !

Posted by: xasanbegura 28 May 2008, 18:27
QUOTE
რას იტყვით 


რამცხა-რამცხაები თარგმნა ჩემთვინ უფ და უფ ჯიგრულად და კარგადაოო user.gif
სონეტები დასდე და ვიტყვით რამეს, ზოგნიც წაკითხული გვაქვენ ალაგ-ალაგ smile.gif

Posted by: მოდუსი 28 May 2008, 18:28
QUOTE
ვახუშტი კოტეტიშვილის სონეტები

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: live_less 28 May 2008, 18:49
xasanbegura
დავდე აშკარად smile.gif
ვისაც ან ვახუშტი კოტეტიშვილი არ მოგწონთ შეგიძლიათ თავი შეიკვაოთ დაპოსტვისგან smile.gif ბოლოსდაბოლოს სონეტები აკრიტიკეთ და არა ავტორი,ა ვტორისთვის ცალკე თემაა

Posted by: xasanbegura 28 May 2008, 18:52
QUOTE
xasanbegura
დავდე აშკარად
ვისაც ან ვახუშტი კოტეტიშვილი არ მოგწონთ შეგიძლიათ თავი შეიკვაოთ დაპოსტვისგან  ბოლოსდაბოლოს სონეტები აკრიტიკეთ და არა ავტორი,ა ვტორისთვის ცალკე თემაა

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: live_less 28 May 2008, 19:08
რაარი მოდერი არ ყავს ამ განყოფილებას?? ნუ შემოდიხართ სმაილების დასაპოსტად მარტო

Posted by: zazabichi 28 May 2008, 19:19
"სარკის სონეტი" ალბათ მის ადრესატზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ვიდრე მკითხველზე, თუმცა რეაქციებიც არაადექვატურია.

განყოფილებას რაც შეხება ისევე ტრაკში პეროდ დარჩა, როგორიც იყო, იმ განსხვავებით რომ მოდერაცია შესუსტდა. smile.gif

Posted by: live_less 28 May 2008, 19:49
QUOTE
"სარკის სონეტი" ალბათ მის ადრესატზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ვიდრე მკითხველზე

რატომ, მე პირადად ძალიან მომეწონა smile.gif არც ვიცი რატომ, ორიგინალურია smile.gif
და ეს
QUOTE
განყოფილებას რაც შეხება ისევე ტრაკში პეროდ დარჩა, როგორიც იყო

:|

Posted by: strixnina 28 May 2008, 22:02
QUOTE
განყოფილებას რაც შეხება ისევე ტრაკში პეროდ დარჩა, როგორიც იყო, იმ განსხვავებით რომ მოდერაცია შესუსტდა. 

ხანდახან მგონია, რომ მე ვპოსტავ სხვა ნიკით cry.gif
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BAUSHKE_ 28 May 2008, 22:30
კიდევ ერთი ჩაქოლილი.

ვინ არის შემდეგი?



punch.gif

Posted by: dimitriiiii 20 Sep 2008, 22:40
კოტეტიშვილის ის ლექსი არ გაქვთ? (წერტილი არის მძიმეო რო ამბობს?)

Posted by: Masho-85 22 Sep 2008, 14:48
dimitriiiii
QUOTE
კოტეტიშვილის ის ლექსი არ გაქვთ? (წერტილი არის მძიმეო რო ამბობს?)

პირველი ორი სტრიქონი არ მახსოვს... sad.gif მერე ასეა:

,,მძიმე არასდროს არ არის წერტილი,
წერტილის დასმა ყოფილა მძიმე.."

Posted by: gabarzgaleba 22 Sep 2008, 18:00
მე ყლემომჭამეს ციხე ვარ
მქვია კაცური სახელი.

(ესეც ვახუშტის ლექსიდანაა და ძაან თუ გაატრაკებთ, უარესებს დავდებ smile.gif)

ეს სონეტი კი მარტო ერთ ჟურნალში დაიბეჭდა (გვარს არ დავასახელებ). წელს, თებერვალშია დაწერილი.

ნიავის სონეტი

თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს...
თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!

Posted by: dimitriiiii 22 Sep 2008, 20:13
Masho-85
ჯიგარი ხარ smile.gif მთლიანი ლექსი თუ იშოვე დააგდე რა .

Posted by: Vicki 22 Sep 2008, 20:54
live_less
ძალიან მომწონს და ნეტში არ არის სადმე, რომ ვნახო მთლიანად წიგნი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)