რეიდერულ სვლას გამორიცხავთ ??? ერთმა სასტავმა მოინდომა დამაარსებელი სასტავის ჩანაცვლება , მაგრამ ვერ გაქაჩეს ????
ენოქის წიგნში სწორედ მოვლენების ასეთ განვითარებას ვაწყდებით :
ამონარიდი ენოქის წიგნიდან
3.აჯანყება მეთვალყურეთა შორის
6.1.და მოხდა ის, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანთა შვილები გამრავლდნენ, იმ დღეებში მათ შეეძინათ ლამაზი და მშვენიერი ქალიშვილები.
6.2.და ანგელოზებმა, ზეცის ვაჟებმა, დაინახეს ისინი და ისურვეს ისინი. უთხრეს ერთმანეთს: მოდით, შევარჩიოთ ცოლები ადამიანთა შვილებს შორის და და ვშვათ ჩვენთვის შვილები!
6.3.და სამიაზამ, მათმა უფროსმა, უთხრა მათ: მე ვშიშობ, რომ თქვენ არ ისურვებთ ამ საქმის აღსრულებას და შემდეგ მე მარტოს მომიწევს ამ დიდი ცოდვის გამოსყიდვა. 6.4.შემდეგ ყველა მათგანმა უპასუხა მას და თქვა: ჩვენ ყველანი ვფიცავთ ფიცით და ერთმანეთს წყევლით ვკრავთ, რომ არათუ მივატოვოთ ეს განზრახვა, არამედ აღვასრულოთ.
6.5.შემდეგ შეჰფიცა ყოველმა ერთად და შეიკრა წყევლით.
6.6.ისინი ორასნი იყვნენ. და ისინი დაეშვნენ არდისზე, რომელიც არის ერმონის მთის მწვერვალი. და მათ დაარქვეს მას ერმონის მთა, რადგან მასზე შეჰფიცეს და შეკრეს ერთმანეთი წყევლით.
6.7.და ეს არის მათ უფროსთა სახელები: სამიაზა მათი უფროსი, ურაკიბარამიელი, აკიბაელი, თამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიაელი, აზაელი, ბართაელი, ონანი, ცაკებე, სამსავიელი, სართაელი, თურელი, იომიელი, არაზიელი.
6.8.ესენი არიან ორას ანგელოზთა უფროსნი და ყველა სხვა მათთან იყო.
7.1.და მოიყვანეს ცოლები და ყოველმა მათგანმა შეარჩია ერთი და დაიწყეს მათთან სიარული და შეერთება. ასწავლეს მათ ჯადოსნობა და შელოცვები და აჩვენეს მათ ფესვებისა და ხეების გადაჭრა.
7.2.მათ ჩაესახათ და შვეს გოლიათები, რომელთა სიმაღლე იყო სამი ათასი იდაყვის სიგრძე.
7.3.მათ შთანთქეს ადამიანთა მონაპოვარი, ამიტომ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება.
7.4.და გოლიათები ადამიანთა წინააღმდეგ მოექცნენ, რათა შთაენთქათ ისინი.
7.5.და შესცოდეს მათ ფრინველთა და ცხოველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა წინაშე და დაიწყეს ერთმანეთის ხორცის ჭამა და სისხლის სმა.
7.6.და დედამიწა ჩიოდა უღირსთა გამო.
ჩამონატვალიც კი არის რომელმა მათგანმა რა ასწავლა ადამიანს
.1.და აზაელმა ასწავლა ხალხს დამზადება ხმლებისა და დანებისა, და ფარებისა და აბჯრისა, და ასწავლა მათ იმის დანახვა, რაც იყო მათ უკან. და ასწავლა მათ ხელოვნება: სამაჯურებისა და მორთულობისა, და გამათეთრებლისა და ფერუმარილისა, და წარბთა მოკაზმულობისა და ძვირფასი ქვებით მორთვისა, და ყოველგვარი ფერადი საღებავისა. და სამყარო შეიცვალა.
3.ამეზარაკელმა ასწავლა ყოველგვარი შელოცვა და ფესვთა ჭრა, არმაროსმა - შელოცვისგან გათავისუფლება, ბარაკაელმა - ვარსკვლავებზე დაკვირვება, კოკაბიელმა - რაიმეს მომასწავებელი ნიშნების გარჩევა, თამიელმა - ასტროლოგიური სწავლება, ასტრადელმა - მთვარის მოძრაობა.
მერე დაერხათ ადამიანებს , მომრავლდენ ეს "გენეტიკა არეული" ნაXევრად "ღმერთუკები"
.4.და შემდეგ ადამიანები დაიღუპნენ, მათი ტირილის ხმა კი ზეცას მისწვდა. 9.1.შემდეგ გადმოიხედეს ზეციდან მიქელმა, გაბრიელმა, სელაფიელმა და ურიელმა და დაინახეს უამრავი სისხლი, რომელიც იღვრებოდა მიწაზე და ქმნიდა ყოველგვარ უსამართლობას, რომელიც დედამიწაზე ხდებოდა.
და შემოქმედთანაც მივიდა ხმა :
2.და უთხრეს მათ ერთმანეთს: ადამიანთა ხმამ განადგურებული მიწიდან ზეცის კარიბჭემდე მოაღწია.
9.3.და ახლა, ზეცის წმინდანნო, ადამიანთა სულები შეგთხოვენ: დაგვიბრუნე ჩვენი სამართლიანობა უზენაესისგან.
9.4.და მათ უთხრეს თავიანთ უფალს, მეფეს: უფალთა უფალო, ღმერთთა ღმერთო, მეფეთა მეფევ! შენი ბრწყინვალე სამეფო ტახტი არსებობს ყოველ თაობაში, დალოცვილი და ქებულია იგი!
9.5.შენ შექმენი ყოველივე და შენი ძალა ყოველივეზე ვრცელდება. და შენს წინაშე ყველაფერი ცნობილია, გახსნილია და შენ ხედავ ყველაფერს და არაფერია დამალული შენთვის.
9.6.შეხედე, რა ჩაიდინა აზაელმა, როგორ ასწავლა დედამიწაზე ყოველგვარ უღირსს და გაუხსნა სამყაროს ცათა მარადიული საიდუმლოები.
9.7.და სამიაზამ, რომელსაც შენ უბოძე ძალაუფლება, რათა ის მართავდეს თანამზრახველთ, გაუმხილა მათ შელოცვები.
9.8.და ერთად მივიდნენ მეთვალყურენი ადამიანთა ქალიშვილებთან, მათთან დაწვნენ, გახდნენ უწმინდურნი და გავრცელდა მათზე ცოდვა.
9.9.და ქალებმა შვეს გოლიათები და მათ გამო დედამიწა აივსო სისხლითა და უსამართლობით.
9.10.და ახლა განშორებული სულები ტირიან და ჩივიან, და მათი კვნესა აღწევს ზეცის კარიბჭემდე. მათ არ შეუძლიათ გაქცევა უღირსობისგან, რომელიც დედამიწაზე არის ჩადენილი.
9.11.და შენ იცი ყველაფერი, სანამ ეს მოხდებოდა და შენ იცი ის, რაც ეხებათ მათ. მაგრამ შენ არაფერი გვითხარი ჩვენ. რა უნდა გავუკეთოთ ახლა მათ ამის გამო? 4.უმაღლესმა მეთვალყურეებმა ხმა აიმაღლეს
10.1.მაშინ თქვა უმაღლესმა, დიდებულმა და წმინდამ, არსიალალიური წარგზავნა ლამექის ვაჟთან და უთხრა მას:
10.2.გადაეცი მათ ჩემი სახელით: დაიმალეთ! და განუცხადე მას მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ, რადგან მთელი დედამიწა დაიღუპება, წყალდიდობა მოევლინება მიწას და ის, რაც მასზეა, განადგურდება.
10.3.ახლა კი ასწავლე მას, რომ გაიქცეს და მისი თესლი გადარჩეს მთელი დედამიწისთვის.
ესეც საპასუხო რეაქცია : - რეიდერობა დასჯადია !!!
და განუცხადა ღმერთმა რაფაელს: შეუკარი აზაზელს ხელ-ფეხი და წყვდიადში წაიყვანე. ხვრელი გახსენი იმ უდაბნოში, რომელიც დუდაელშია და ჩაუშვი ის იქ. 10.5.დაუშვი მასზე უხეში და მახვილი ქვა და დაფარე ის წყვდიადით, რომ იგი სამუდამოდ დარჩეს იქ. დაუფარე სახე, რომ ვერ შეძლოს სინათლის ხილვა.
10.6.და განკითხვის დიდებულ დღეს ის ჩაგდებული იქნება ცეცხლში.
ნუ ბევრია აქ ყველაფერს ვერ დაწერ ....