გერმანელები მაგ ომის მომგები არ იყვნენ სულ რომ პირდაპირ მეორე თაობის ჯეტ ფაიტერები აეწყოთ
ისე, როცა ამ ეპოქის ინოვაციურ ტექნოლოგიებზეა ლაპარაკი, რატომ ითვლება გერმანია ყველაფრის პიონერად და რატომ იჩაგრება ბრიტანეთი არ მესმის.
თუ რეაქტიულ ავიაციაზეა ლაპარაკი, ბრიტანელებსაც ჰქონდათ მთლიანად საკუთარი (ანუ არ იყო მოპარული ტექნოლოგია) Gloster Meteor - ი, სერიული რეაქტიული გამანადგურებელი, რომელიც მონაწილეობდა ომში:
ასევე, რდარი და სონარი მთლიანად ბრიტანული ინოვაციებია. რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ორივეს ამ ომის ბედის გადაწყვეტაში კი იცით...
კიდევ - ალან ტურინგის მანქანა, ანუ კომპიუტერი რომლითაც ენიგმას დაშიფრულ შეტყობინებებს კითხულობდნენ.
ასე რომ იმ ეპოქის დოიჩების რაღაც არამიწიერ ცივილიზაციად წარმოჩენა ცოტა არ იყოს გაზვიადებაა. უბრალოდ მითები უყვარს ხალხს და აბუქებენ ხოლმე მერე ხან მოგებულს ხან წაგებულს. . .
პ.ს. უმაგრესი ბრიტანული გამანადგურებელ-ბომბდამშენი:
ადიოდა 11კმ სიმაღლეზე,
ანვითარებდა 640 – 675 კმ/სთ (!) კრეისერულ სიჩქარეს,
არ ჩანდა რადარებზე (ძირითადად ხის კონსტრუქცია იყო),
მოქმედებდა 2655 კმ საბრძოლო რადიუსში.
ეს ყველაფერი განაპირობებდა იმას, რომ:
1. უკვე სიმაღლე-სიჩქარე აღებულს ვერცერთი გერმანული გამანადგურებელი ვერ ეწეოდა თუ საერთოდ შეამჩნევდნენ (ნუ შვალბეს შეეძლო ბოლოს, მაგრამ შვალბეები არც ისე ბევრი იყო და რაც იყო მაგათაც დიდი ბომბდამშენების ჯგუფებზე უშვებდნენ ძირითადად, ბევრი თვითონ გადააკეთეს ბომბდამშენად და უმეტესი ნაწილი კიდევ აეროდრომებზე გაანადგურეს).
2. საკმაოდ ღრმად შედიოდნენ მტრის ზურგში და დივერსიებს აწყობდნენ იქ სადაც არავინ ელოდა...
3. თითქმის ყოველთვის დაუსჯელად მოქმედებდნენ, მათი დანაკარგები ერთ-ერთი უმცირესია მთელი იმ პერიოდის თვითმფრინავებს შორის - 16 თვითმფრინავი 1000 საბრძოლო გაფრენაზე.
This post has been edited by RedShark on 3 Sep 2020, 02:01