#51679545 · 16 Nov 2017, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nodo_K
იმისგან დასაცავად, რამაც ეგ კითხვა გაგიჩინა, რამე adblock ან ანტი-მაინერ extension-იც საკმარისია.
დაცვა კი ელემენტარულიდან უნდა დაიწყო. რასაც ვერც ერთი დაცვის დონე ვერ ჩაანაცვლებს არის ადამიანის ინტელექტი. AV-ებს და სხვა დაცვისთვის შექმნილ საშუალებებს (და ზოგადად, მილიონ ხაზიან კოდებს) არ აქვთ ინტუიცია და ლოგიკის უნარი. ამიტომაა, რომ მაგ კითხვაზე ყველაზე გავრცელებული პასუხია "საეჭვო საიტებზე არ შეხვიდე, საეჭვო პროგრამები არ ჩამოტვირთო, საეჭვო წერილები და ლინკები არ გახსნა" და ა.შ. და ამ "საეჭვო"-ს ამოცნობა ყველაზე კარგად ადამიანს შეუძლია. თუნდაც აჭარანეთის შემთხვევაში. ბევრი ადამიანი ალბათ პროცესორის დატვირთვისგან გამოწვეულმა ქულერის გაზრდილმა ხმამ დააეჭვა და გადაწყვიტეს შეემოწმებინათ. პროგრამა კი მაგდენს ვერ შეძლებდა.
ასე რომ, პირველი და ყველაზე ეფექტური რჩევა ყველაფერ "საეჭვო"-სგან თავის არიდება და ყურადღებით ყოფნაა. (საეჭვოს ამოცნობის ზუსტ ინსტრუქციას კი ვერავინ დაგიწერს და შენ უნდა მიხვდე.)
დამატებითს რაც შეეხება
ყოველთვის ყველაფერი განაახლე - სისტემა, პროგრამა თუ ბრაუზერი. ელემენტარულიდან დაწყებული (გამონაკლისია დრაივერები)
ფაილები დაშიფრულად შეინახე
ფაილები დაარეზერვე - ფიზიკურ მატარებელზე; ღრუბლოვან საცავში
თუ Wi-Fi-ს ხმარობ, როუტერზე რამე Open-source firmware დააყენე, როგორიცაა LEDE ან სხვა.
Wi-Fi-ს პაროლი WPA2-PSK AES ალგორითმით დაშიფრე.
თუ როუტერს UPnP ან WPS მხარდაჭერა აქვს, გამოურთე.
DNS-ები შეცვალე Google Public DNS, Comodo Secure DNS ან OpenDNS-ით
ინტერნეტში გასვლის დროს virtual private network (VPN) გამოიყენე (სასურველია)
თუ აუცილებელი არაა გატეხილ კონტენტს და კრეკებს თავი აარიდე (თუ აუცილებელია, მინიმუმ წყაროს სანდოობაში დარწმუნდი)
Mozilla Firefox გამოიყენე.
დააყენე რთული (რაღაც მსგავსი mU}5*H=phu4"?3Te) პაროლი და ნუ გამოიყენებ ყველგან ერთი და იმავეს.
არასანდო USB ბარათებს და CD/DVD დისკებს ნუ გახსნი, თუნდაც სანდო პირის ან მეგობრის იყოს. შეიძლება არც იცოდეს, რომ საფრთხის შემცველია.
და დაამატე ამ ყველაფერს რომელიმე AV პროგრამა.
ესაა ოქროს შუალედი უსაფრთხოებასა და კომფორტს შორის. თუ ვინმემ ამ ყველაფერს რამე დაამატა, ეგ უკვე პარანოია და security-სა და privacy-ის გარჩევის უნარის არქონაა.
სულ ეს იგულისხმება ნებისმიერი სისტემის სწორად მოხმარებაში. განსაკუთრებულად რთული და ჩახლართული არაფერია. დაინფიცირება უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა.
|