საზეიმო ვითარებაში
NikoloZoid-მა გადმომაბარა თემა
ვეცდები იმედები არ გავუცრუო
მინდა სიტუაციით ვისარგებლო და
Jules Winnfield-ს კიდევ ერთხელ მივულოცო
IRINKA_IRINKA თუ რამე ისე ვერ იქნება ჩაასწორე
დავიწყოთ...
თეორიული გამოცდის სავარჯიშო საიტები
http://prava.drive.ge/http://www.mycar.ge/page_40_89664.htmlინფორმაცია კატეგორიებზე,ასაკსა და სხვა საჭირო საკითხებზეhttp://saagento.security.gov.ge/index.php?...id=27&Itemid=42წინა თემების ლინკები 1.
მართვის მოწმობა2.
მართვის მოწმობა (post #5708185)3.
მართვის მოწმობა (post #7096207)4.
მართვის მოწმობა5.
მართვის მოწმობა6.
მართვის მოწმობა (post #13399450)7.
მართვის მოწმობა, (post #15150843)8.
მართვის მოწმობა PART 89.
მართვის მოწმობა PART 910.
მართვის მოწმობა PART 1011.
მართვის მოწმობა PART 1112.
მართვის მოწმობა PART 1213.
მართვის მოწმობა Part 13!14.
მართვის მოწმობა PART 1415.
მართვის მოწმობა PART 1516.
მართვის მოწმობა PART 1617.
მართვის მოწმობა PART 1718.
მართვის მოწმობა PART 18წინა თემის Top 10 მპოსტავისაგზაო ნიშნების განმარტებები
http://saagento.security.gov.ge/index.php?...=107&Itemid=132ტერმინები და განმარტებებიhttp://bin.ge/file/44522/avtoskola-1111.doc.htmlსაგამოცდო მოედნის სქემათეორიის გადმოსაწერი ლინკიhttp://saagento.security.gov.ge/bilet/Qartuli_BC.pdf(აირჩიეთ ენა,დაელოდეთ სანამ გაიხსნება ადობეს ფაილი და შემდეგ შეინახეთ ჩვეულებრივად)
ვიდეოგაკვეთილების გადმოსაწერი ლინკიhttp://allshares.ge/download.php?id=295C38B610http://myftp.ge/download.php?id=5640838B1გამოცდაზე გასასვლელად ფსიხო აღარ არის სავალდებულო. 1. აიღებ ბანკში გამოცდის შესაბამის ქვითარებს რომელიც 15 და 40 ლარი ღირს +2 ლარი საკომისიო
2. გადაგიღებენ სურათს , მოგაწერინებენ ხელს. (თუ სათვალეს ხმარობ აუცილებელია სათვალეში გადაიღო სურათი)
3. გამოგიძახებენ და გადიხარ გამოცდაზე.
* თუ გაქვს რაიმე ფიზიკური ნაკლი/დაზიანება რაც გარეგანი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევია პირდაპირ ითხოვენ ფსიხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით. დაზიანება/ნაკლში იგულისხმება სმენის , მხედველობის ნაკლებობა და სხვა ფიზიკური დაზიანებები.
4. გამოცდის დაწყებამდე ინსტრუქტორი აგიხსნით ყველა დეტალს.
5. გამოცდის დაწყებისას მონიტორზე შეგყავთ ის საიდინფიკაციო კოდი რაც რეგისტრაციის დროს მიგითითეს.
6. საგამოცდო ბილეთების დაწყებამდე გადიხარ დალტო ტესტს. რომელიც ასეთია
http://m-a-s.110mb.com/Daltonism/daltonism_tests.htm* იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით გაივლით დალტო ტესტს გეძლევათ გაგრძელების ანუ გამოცდის ჩაბარების უფლება
* იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩაიჭერით დალტო ტესტის გავლისას თქვენ მოგეთხოვებათ ფსიხოს წარდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემათ გამოცდის ჩაბარების უფლება.
ერთ-ერთი ფორუმელის რჩევა პრაქტიკის გამოცდისთვის» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გამარჯობა. მე 1 კვირის წინ ავიღე პრავა 2 კვირის წინ ჩავაბარე მესამე გასვლაზე . მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მასწავლებელთან თუნდაც 15 წუთი თუ გაივარჯიშებთ ეს ძალიან წაგადგებათ .. პირველი 2 გასვლა ისე გავედი რომ არავისთან მივარჯიშია რადგან მართვა ასე თუ ისე ნორმალურად ვიცი მაგრამ ჩავიჭერი აი მესამეზე გასვლის წინ 10 წუთი მავარჯიშა ახლობელმა და მშვენივრადაც ჩავაბარე ..
ეხლა მე შევეცდები აგიხსნათ როგორ ჩავაბაროთ პრავაზე რაც შეიძლება მარტივად
1. გაზს თითქმის არ ვხმარობთ ! ჩავაგდეთ პირველში და ნელნელა ავუშვით ცეპლენიას . მანქანა დაიწყებს ძიგძიბს და ნელნელა დაიძვრება ..
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცეპლენიას ავუშვათ ნეეეელნელა (იქ დრო გაქვს ძალიან ბევრი თუ გინდა მთელი დღე იღოღე არაა პრობლემა !) რომ შეატყობთ რომ მანქანა აძიგძიგდა უკვე დაიძვრება შეიძლება მანამდეც ხოდა აწი სულ ასე იარეთ . გაზი საერთოდ არ გჭირდება იღოღეთ (როგორც სააკაშვილი ღოღავდა გორში ისე არა) კუს ნაბიჯებით
მოკლედ. დავძარით მანქანა და უნდა შევაყენოთ გარაჟში ..
2. გარაჟში შეყენება ხდება ასე : ასფალტზე დაინახავთ გამყოფ ზოლს . აი იმ ზოლზე დადექით თქვენი მხრიდან . ანუ თქვენს მხარეს მყოფი საბურავები უნდა იდგეს ამ ზოლზე . შემდეგ გავიხედებით უკან და ნეეელნელა , კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ . როდესაც უკანა ფორთოჩკაში (ანუ პატარა ფანჯარაში) გამოჩნდება გარაჟის თეთრი ჯოხი (უკანა ჯოხი არა , წინა ჯოხი ანუ გარაჟს ოდნავ გაცდენილზე) დაუმიზნეთ რომ მაგ ფორთოჩკის შუაში მოექცეს ეგ ჯოხი . შემდეგ გავაჩერებთ ბოლომდე ავიღებთ საჭეს , ჩავაგდებთ ზადნიში და ნეეეეელნელა ავიღებთ ფეხს ცეპლენიიდან და კარგად დავუგდებთ ყურს . მანქანა რომ დაიწყებს ძიგძიგს გავაჩერებთ ფეხს მაგ დონეზე და მუხრუჭს უცებ ავუშვებთ ფეხს და მანქანა ნელნელა დაიძვრება უკან . შესვლის დროს ვუყურებთ მარჯვენა სარკეს . რომ დავინახავთ რომ მანქანა გაუსწორდა გარაჟის მარჯვენა კიდეს გავაჩერებთ , საჭეს გავასწორებთ და ისევ იგივენაირად მივღოღავთ უკან .. ეს პირველი ხიფათი ჩავლილია .. ზიგზაგს რვიანს და ჩიხს ბეზპრაბლემ გავივლით და მეორე ხიფათი არის აღმართი ..
3. აღმართზე ვაჩერებთ . ვწევთ რუჩნოის ისე რომ ხელს არ ვუშვებთ და კნოპკაზე გვიჭირავს იმიტომ რომ ეგრევე ჩავუწიოთ ანუ მანქანა გიჭირავთ ხელით რომ უკან არ დაგორდეს .. ეხლა რას ვაკეთებთ ფეხით : ნეეელნელა ვუშვებთ ცეპლენიას ფეხს და რომ დავინახავთ მანქანა დაიწყებს ძიგძიგს მაშინ გავაჩერებთ მაგ დონეზე ცეპლენიას და მივცემთ გაზს .. გაზსაც ძალიან ნელა დავაწვებით და ვუყურებთ ტახომეტრს (სპიდომეტრს არა ტახომეტრს!) ნელნელა ვუმატებთ გაზს და აგვყავს 20-ს ზემოთ , დაახლოებით 25 ზე და ვაჩერებთ ამ სიჩქარეზე .. ე.ი. ცეპლენია და გაზის საქმე გადაწყვეტილია .. ეხლა ვუშვებთ რუჩნოის და ვუშვებთ ფეხს ცეპლენიას და ეგაა .. მერე არის შუქნიშანი და ლიანდაგი . წითელზე აჩერებ მწვანეზე გადიხარ ლიანდაგებთან შეანელებ სვლას , გაიხედები მარჯვნივ, მარცხნივ და გადადიხარ ლიანდაგზე და ეგაა დარჩა პარკირება მესამე ხიფათი ..
4. პარკირება. ჯოხებთან ვიჭერთ ახლო დისტანციას თავიდანვე და მივდივართ წინ . ვაჩერებთ სტოპხაზთან და საჭეს ვიღებთ ბოლომდე მარჯვნივ . მივდივართ ნეეელნელა უკან და ვუყურებთ მარცხენა სარკეს როდესაც გამოჩნდება ზოლი გავაჩერებთ , საჭეს გავასწორებთ და ისევ ნელნელა მივღოღდებით უკან .. უკანა საბურავი ხაზზე რომ დადგება ავიღებთ ბოლომდე მარცხნივ და თან ვუყურებთ მარცხენა სარკეს .. საბურავი შევა ხაზს შიგნით და ეგაა შეყენებული გაქვს .. მერე გამოხვალ , გააჩერებ რუჩნოის ამოუწევ , ჩააქრობ და აირჩევ სად გირჩევნია პრავის აღება რუსთავში თუ თბილისში ? 1 კვირაში აიღებ პრავას , დამიკავშირდები მე მიყიდი ლუდს და ეგაა
ვინმეს თუ აქვს სურვილი რომ რომელიმე ავტოსკოლის ან მასწავლებლის ნომერი გაუზიაროს სხვებს,მაშინ მიწერეთ მოდერატორებს და დაამატებენ სიას.აღარაა მემგონი საჭირო ერთი და იმავე მასწავლებლების ნომრები...
1 მარტიდან პრაქტიკის გამოცდაზე მოქმედებს ახალი სენსორული მეთოდი,რომელიც ასეთი სახისაა:ვიდეოსთვის მადლობა Zura_sx -ს
სხვა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში,ან ჭორზე,დაუკავშირდით მომსახურების სააგენტოს და გეტყვიან ყველაფერს ზუსტად TEL: 2419191ჩაბარებას და მწვანეზე სიარულს გისურვებთ !
პრაქტიკის მასწავლებლების ნომრები
1)მიშა 593 24 24 49. 45 წუთი 20 ლარი ფაბიათი.ნუცუბიძეზე
2) ხვიჩა 599 22 88 35 45წუთი 20 ლარი. გაგარინის მოედანზე
3) დათო 597 00 16 50 1საათი 25ლარი. მეტრო ახმეტელი, გმირ კურსანტთა ქ.22 პოლიციის აკადემიის შენობასთან
4)მახო 592 79 22 72 1 სთ-20 ლარი. მისამართი უცნობია
5) ასევე არიან სპორტის სასახლესთან,1საათი 20ლარი.ქალაქში ტარების მსურველთათვის.ჰყავთ bmw,მერსედესი,ფიატი და ასტრა
6) 599728770 ვანო,მაღლივის მიმდებარე ტერიტორიაზე.შესაძლებელია ქალაქში ტარებაც. ასევე გასწავლით თეორიას 10დღიან კურსში,ინდივიდუალურად კომპიუტერული პროგრამის საშუალებით
7)599934454 - მიშა.ფაბია, 45 წუთი 20 ლარი, პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
8) 577–77–85–31; 571–77–85–31 გივი გიორგაძე
9. ავტოსკოლა "ავტობუმი".მდებარეობს გლდანში, მეტროსთან, პოპულის თავზე. ტელ :265 46 17, მობ: 592 450029.
10) მომზადება საგამოცდო პრაქტიკულ საკითხებში, პარალელურად ქალაქში. ასევე თეორიულ ნაწილში, ინდივიდუალურად, სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამით 10 დღეში. 599728770 ვანო აფციაური
ზღვრული ასაკი
1. “A” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
2. “B” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
3. “C” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
4. “D” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
5. “E” კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
6. ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც აქვთ C” ან “BC” კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანაზე მუშაობის ერთი წლის სტაჟი, “D” ან “E” კატეგორიის მისაღებად, გამოცდაზე დაიშვებიან, სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, 19 წლის შესრულების შემდეგ;
7. "T1" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
8. "T2" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 18 წლის ასაკიდან;
9. "T3" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 20 წლის ასაკიდან;
10. "T4" კატეგორიის ტრაქტორისტის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან 21 წლის ასაკიდან;
11. "ხელით სამართავი ავტომობილის" კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატები დაიშვებიან შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული ასაკიდან.
This post has been edited by POXUIST on 19 May 2012, 15:12