wrangler7მოკლედ,კოლხიცინი გვჭირდებოდა, აქ ბანძი იყიდება და იქ კაია, თან ერევნის ნახვაც გვინდოდა კაი ხანია და წავედით ჩემი ფან კარგოთი. ბაკი გავავსე, და დავეწეწეთ.
საზღვარზე პასპორტით გადავედი,ჩამირტყეს ბეჭედი, მგზავრი ცალკე,არაფერი განსაკუთრებული, ჩვენებმა საერთოდ არაფერი. ჩვენ საზღვარზე ლიბერთის ფილიალია და კაი კურსით დავახურდავე გძეტა ორასი ლარის დრამები. სომხებმა ვინ კოდი სადა აქვს მანქანასო, მეთქი არ ვიცი, მატორში ეძება, მგონი ვერც იპოვა და და კაი წადიო, ოღონდ იქვე ამაღებინეს "დაროჟნიკი" რაღაცა ფურცელი, რომელიც უკან რო დავბრუნდი, დავუბრუნე, იმასაც არაფერი უნდა, ტეხპასპორტი და პასპორტი. მერე დავეწეწეთ ვანაძორი, სპიტაკი და დალშე ერევნამდე. მანქანები ძაან იშვიათად, არც ტრაილერებს გავუტანჯივარ, ერთადერთი პერევალზეა ერთგან გზა გაოხრებული და აკეთებენ და ვანაძორშია იამკები, დალშე კაი გზაა.ბუნება კაი აქვთ, მომეწონა ძაან, მთები და ამბები. ერთი დღით რახან მივდიოდით, მეთქი მაგის დედაც ვატირე, მანქანში დავიძინებთ, მაგრამ დამეზარა და ბუქინგზე ერთი ღამით andor hotel-ში დავჯავშნე 90 ლარად სადღაც, შეილება ცოტა მეტი,100, აღარ მახსოვს. პატარა ოთახი და ორსართულიანი საწოლი იყო, მაგრამ ბიჭებისთვის ოქეი, სისუფთავე, ვანატუალეტი, აივანი მოსაწევად, რავი ყველაფერი კაი, საკაიფო ეზო აქვს, ყვავილების სუნი, სიგრილე. იმ საღამოს ცოტა გავიბოდიალეთ. სადღაც ვჭამეთ და მარტო ქაბაბი გამისწორდა, დალშე სალათიც ჩვენი ჯობს, ლუდი იმათი დავლიე, ხანკენტი თუ რაღაც ეგეთი ერქვა და სიაფანდ. კაი ქალაქია, ფართო ქუჩები, რამე რუმე, კვირა იყო არც ბევრი მანქანები, ოოოოოოოხრად რუსები, იმენა ოხრად. დავიძინეთ იმ ღამეს, დილას წამოვედით, წამალი ვიყიდეთ, 10 ცალი ღიად ჩავდე მანქანაში დანარჩენი რავი,ზოგი სად მივდე ზოგი სად, მარა არც შეუმოწმებიათ. წამოვედით სევანის გზით. კაი ტრასაა და ეგრე ვიარეთ სევანამდე. იქ სადღაც პატარა ზავიძენიაში გემრიელი თავზი და ბანძი მწვადი ვჭამეთ და გამოვეწეწეთ. დილიჟანი ვნახე, წყალი გავსინჯე, მართალი ყოფილა ის ამბავი. საზღვარზე ისევ მარტივად, დუტი ფრიში მალბორო ვიყიდე და გამოვედით. 600 კილომეტრამდე გამომივიდა ჯამში თავის ერევანში სიარულიანად.
ჩემი თიბისის კარტა ჩვეულებრივ მუშაობდა ლარის ანგარიში
გაიშნიკებს არ გავუჩერებივარ, მაგრამ სპიდ კამერები ოხრადაა
აა აა, გამაჩერეს, დილაჟანში, რაღაცა ქალაქი მითხრა, მაგით ხო არ მიდიხარო და მეთქი არა, ვანაძორით დს კაი კარგადო.
რუსული ყველამ იცის, ინგლისურად სპეცომ ველაპარკებოდი ახალგაზრდებს, და რავი, მპასუხობდნენ ისე რა
ჰო და ჩემ ფან კარგოში იმდენი ბენზინი დამრჩა, კახეთში ჩავალ
This post has been edited by narmonana on 22 Apr 2024, 21:55