#46604823 · 29 Dec 2015, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრეა, სანამ ნიჭიერი ხალხის ჯგუფები უსახსრობის გამო იშლება... ყველანაირ მთავრობას შეტენილი უნიჭოები კოზლებს ისქელებენ. ნამდვილი როკის, მეამბოხე სულის ამოძახილის ყველას ეშინია... სატანიზმად აცხადებენ... მეტალი ხომ საერთოდ... სამაგიეროდ კომფორმისტული,მარტივი და კომერციული სულგაყიდული მუსიკაა აღიარებული ხელოვნებად... "რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა" * * * ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს. შექსპირი, 66-ე სონეტი
|