ო, რა კაია!
ჭაობში მეღვიძება, - ო, რა კაია!
მიმათრევენ მშიერი ნიანგები.
ვიცი, შემჭამენ მალე და მიხარია,
მაგრამ მაინც მენატრები.
შენ თვალში ჩანგალს მიყრი, - ო, რა კაია!
წერაქვით გამიხვრიტე ყურები.
ურო კბილებში მხვდება, - ო, რა კაია!
ამას ჩუმად გეუბნები.
(მისამღერი):
დაზგაში მოყოლილი თავი, შუა ზღვაში გახვრეტილი ნავი,
ეზოში მიცდის ძაღლი ავი, ზამთარში ერთი კარგი ზვავი,
ზღვა და მზე, მორიელის კბენა, მთელი დღე ცხელ უთოზე ენა,
მე და შენ ბევრი სისხლის დენა, შენ ჩემი სიყვარულის გჯერა.
უდაბნოში მარტო დავრჩი, - ო, რა კაია!
აქ მუდამ სისინებენ კობრები.
დღეს ვახშმად კაქტუსი მაქვს, - ო, რა კაია!
მენატრებით მეგობრები.
ექიმმა მითხრა შიდსი გაქვსო, - ო, რა კაია!
მიხარია, კარგად ვეღარ გავხდები.
იცოდე, ყველაფერი შენი ბრალია,
სხვას მე ვერ შევიყვარებდი.
რადიო 105-ზე გადიოდა ხოლმე ეს სიმღერა. არავის გაქვთ მპ3 ამისი?
This post has been edited by Jules Winnfield on 23 Apr 2019, 22:47