Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ელექტროობა, ქსელი, სიგნალიზაცია, კამერები


Posted by: okupanti 8 Jan 2020, 14:44
მოკლედ მყავს ჯგუფი, ვაკეთებთ ელექტროობას და სუსტ დენებს რაც შეეხება ყველაფერს. გვაქვს ძალიან ბევრი დიდი პროექტი გაკეთებული.

ვაკეთებთ:
ელექტროობას
ქსელს
კორპორატიული WiFi
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს
სიგნალიზაციას
სახანძროს
დამაფონები და დაშვების კონტროლი
იატაკის გათბობა(დენით)
სხვადასხვა ჭკვიან სისტემებს

მოკლედ თუ რამეში დაგჭირდებით საკონტაქტო 577440553

Posted by: nutria-113 10 Jan 2020, 17:22
okupanti
უზოებს და დიფ რელეებს თუ აყენებთ და რა ფირმასთან მუშაობთ?
ჰაგერი მჭირდებოდა და ვერ ვიპოვე A ტიპის, ალტერნატივა აქ რა გვაქვს კარგი და რა ფასებშია ?

Posted by: okupanti 12 Jan 2020, 04:05
nutria-113
კი ვაყენებთ, ელეკოს უნდა ქონდეს წესით, ფასი არ ვიცი

Posted by: okupanti 22 Jan 2020, 08:01
https://forum.ge/?showtopic=35133719&hl=

Posted by: nutria-113 24 Jan 2020, 20:48
okupanti
QUOTE
კი ვაყენებთ, ელეკოს უნდა ქონდეს წესით, ფასი არ ვიცი

A ტიპის არ გვაქვსო. დანარჩენი ვიშოვე მეტნაკლებად.
თქვენ რა ბრენდებთან მუშაობთ?
შესრულებული სამუშაოს სურათები რომ დადოთ გაყვანილობის, დენისა და მულტიმედია კარადებისაც კარგი იქნებოდა.

Posted by: okupanti 28 Jan 2020, 08:59
nutria-113
QUOTE
თქვენ რა ბრენდებთან მუშაობთ?

მასალები დამკვეთის სურვილის და ბიუჯეტის მიხედვით, რაც ქართულ ბაზარზე არის, განსაკუთრებული მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია ჩამოტანაც. რაზეც გარანტიას ვერ ვიძლევი ეგეთ მასალაზე და ტექნიკაზე არ ვმუშაობ, რაცარუნდა მოთხოვნა იყოს დამკვეთის მხრიდან.

Posted by: abes777 2 Feb 2020, 01:09
QUOTE (nutria-113 @ 10 Jan 2020, 17:22 )
okupanti
უზოებს და დიფ რელეებს თუ აყენებთ და რა ფირმასთან მუშაობთ?
ჰაგერი მჭირდებოდა და ვერ ვიპოვე A ტიპის, ალტერნატივა აქ რა გვაქვს კარგი და რა ფასებშია ?

ელიავაზე ლეგრანდის მაღაზიაში იყიდება.

Posted by: nutria-113 2 Feb 2020, 10:58
abes777
QUOTE
ელიავაზე ლეგრანდის მაღაზიაში იყიდება.

გაიხარე, მოვძებნი აბა.
ეს სახლის კარადაა? როგორი კმაყოფილი ხარ ხელოსნების და რა ფასად მუშაობდნენ ხომ არ გახსოვს.
okupanti
QUOTE
მასალები დამკვეთის სურვილის და ბიუჯეტის მიხედვით, რაც ქართულ ბაზარზე არის

დამკვეთი, როგორც წესი ვერ, ერკვევა ტექნიკურ ნიუანსებში და მაგ დროს რას ურჩევთ/უყენებთ ხოლმე, როცა ამბობს რომ გენდობით, მინდა კარგი და ხარისხიანი და 2 ლარის დაზოგვის ფაქტორი არაა.
ვარ პოტენციური დამკვეთი და მაინტერესებს როგორ მუშაობთ.
შესრულებული სამუშაოს სურთებიც კარგი იქნებოდა

Posted by: abes777 2 Feb 2020, 19:28
nutria-113
ბინისაა. დამთავრებული არაა. კარგად თუ გინდა გააკეთო ასე უნდა იყოს. კოლოფებით არა,ცალცალკე გაჭიმული შნური და სხვა ნიუანსები. წერტილში 25 ლარიც რო გამოგართვან სხვა არ მეგულება მე ვინც ასე გააკეთებს. ნაცნობს გავაკეთებინე. საქმეებს არ იღებს თორე მიგასწავლიდი. მეხუთეგან გავაკეთებინე უკვე და ძველი ნაცნობობის პონტში დამთანხმდა. კონსულტაციას თუ რამე კი გაგიწევს და ეტყვის ხელოსნებს რა როგორ უნდა გააკეთონ თუ დაგჭირდა.

სტანდარტულად წერტილი ღირს 8-12 ლარი. არიან მეტსაც რო აბრახუნებენ. ისეთებიც არიან რო არ იციან წყვეტა ფაზას უნდა ქონდეს თუ 0ს. სად და როგორ.

პ.ს.
საქკაბელის შნურები არ გამოიყენო. ერთწვერიანი შნურები არ გამოიყენო, ტყდება ზოგჯერ. კოლოფებით არ გააკეთებინო. მალიარებს შტეფცელების ადგილი კარგად გადააშპაკლინე რო კარგად მიაჯდეს და ზაზორი არ დაგრჩეს.


Posted by: okupanti 6 Feb 2020, 00:51
nutria-113
QUOTE
დამკვეთი, როგორც წესი ვერ, ერკვევა ტექნიკურ ნიუანსებში და მაგ დროს რას ურჩევთ/უყენებთ ხოლმე, როცა ამბობს რომ გენდობით, მინდა კარგი და ხარისხიანი და 2 ლარის დაზოგვის ფაქტორი არაა.


schneider, hager, aeg ეს ბრენდებია ძირითადად რის ავტომატებსაც ვაყენებთ, უფრო იშვიათად simens, mitsubishi. სახლის პირობებში ჰაგერს გირჩევდი თუ "2 ლარის" დაზოგვის ფაქტორი არაა.

დაკაბელებას რაც შეეხება ინდივიდუალურად ობიექტიდან გამომდინარე იქმნება პროექტი და შეთანხმების მიხედვით ვაკეთებთ. ზოგადად როცა ჩემი "ნებაა" ყველა ოთახს ცალკე ვსვავ, ასევე ოთახში განათება და როზეტი ცალცალკე. მთავარ ავტომატს ვსვავ 2ს პარალელურად მოხმარების მიხედვით არჩეული ამპერაჟის ავტომატებზე. შესაბამისად ერთ მთავარ ავტომატზე ჯდება სახლი თავისი სანათებით და როზეტებით, მეორე მთავარ ავტომატზე ჯდება ისეთი რაღაცები რომელიც სახლიდან გასვლის დროს არ უნდა გაითიშოს; მაგალითად: მაცივარი, ინტერნეტი, პადიეზდის/ეზოს განათება და ა.შ. სველ წერტილებში გაჟონვის რელეები(თუ სახლში პატარა ბავშვებმა უნდა იცხოვრონ კარგი იქნება თუ გაჟონვის რელეებს სველი წერტილების გარდა სხვაგანაც დავაყენოთ სადაც ბავშვს შეიძლება მიუწვდეს ხელები/თითები). გამწოვებზე ტაიმერიანი ამომრთველები (ჩამრთველიდან გათიშვა რომ დაგვავიწყდეს არ გადახურდეს და არ დაიწვას). მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს როგორც ფუნქციონალის და დაზღვევის, ასევე ეკონომიის მიზნით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხარისხის და უსაფრთხოების დაკლებით. მე რაზეც გარანტიის მიცემა არ შემეძლება იმას ვერ გავაკეთებ.

QUOTE
შესრულებული სამუშაოს სურთებიც კარგი იქნებოდა

სულ მავიწყდება დავდებ როგორც კი მოვახერხებ


abes777
შენ როგორც უდგები საკითხს ეგ არის მომხმარებლის პოზიცია რომელიც ფინანსურ მხარეს არ უყურებს, მთავარია გაკეთდეს კარგად.

სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა... ელექტროობა უყვარს მათემატიკური სიზუსტე. ყველაფერი უნდა გაითვალოს დაწყებული კაბელის კვეთებიდან და ავტომატებიდან - დამთავრებული საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის განსაზღვრით(რომ მომავალში რაიმე პრობლემა არ შექმნას კედელში კაბელის მდებარეობამ). ერთია კაბელის კვეთის არჩევა და მეორე იმკაბელის გარჩევა რომელს შეუძლია ნამდვილად ის საქმე გააკეთოს რაც ეტიკეტზე აწერია. მაგ მიდგომით ხშირად მეტ ფულს დაგეხარჯება და იმ ხარისხს ან კომფორტს ვერ მიიღებ რაც შეიძლება მაგ თანხაში მიგეღო. ასე მაგალითად:
QUOTE
კოლოფებით არა

კოლოფები კეთდება კაბელის ეკონომიის მიზნით, შენ თუ ზედმეტი ფული გაქვს შეგიძლია ოთახში 5 როზეტი თუ გაქვს 5-ვე წვერი ცალცალკე წაიღო შიტიდან. სანათი და ჩამრთველი ორივე შიტთან მოიყვანო და შიტში ააწყო. მაგრამ თუ კოლოფობით გჭირდება 200 მეტრი, ეგრე დაგჭირდება 800 მეტრი. კიბატონო თითოეული მეტრი ნებისმიერი შემსრულებელისთვის სამუშაოა.
QUOTE
ერთწვერიანი შნურები არ გამოიყენო

ტყუილად უშვებს ქარხანა?
QUOTE
ტყდება ზოგჯერ

ერთი მაინც თუ გაგიტყდა მაგ მწარმოებლის არც მრავალწვერა არ იყიდო.
QUOTE
კოლოფებით არ გააკეთებინო

საერთოდ კოლოფებში რას ვგულისხმობთ? თელასს რომ ერთი წვერი შემოყავს და ავტომატებზე ანაწილებ კოლოფი არ არია? ბარემ სოჩიკიდან წამოვიყვანოთ სათითაოდ ყველა შტეფცელში, თუ არსად გვეჩქარება

Posted by: abes777 6 Feb 2020, 01:20
okupanti
მე მგონია რო მეტი გადაბმა მეტი პრობლემაა. ელექტროობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ლოგიკით ასე ვფიქრობ. ამიტომ არ მომწონს კოლოფები.
მართალი ხარ, მომხმარეის თვალით ვუყურებ. ერთწვერიანი იმიტომ არ მომწონს რომ მქონდა შემთხვევა გატყდა. იმავე ფირმის მრავალწვერა არ ვიცი, ძველი კაბელი იყო სხვის მიერ გაყვანილი. ლოგიკურად ვუშვებ რომ მრავალწვერას ეგეთი რამე არ დაემართებოდა.
კაბელების სიმრავლეს რაც შეეხება, 140 წერტილი მაქვს და სულ 980 ლარის კაბელი გამოვიყენე. ამაში შედის 4 კვადრატიანი კაბელებიც კონდინციონერისთვის და სამზარეულოსთვის. იაფიანი არც კაბელი მიყიდია და განა რამდენი დაიზოგებოდა კარობკებით რო გამეკეთებინა.
ტაიმერიანი გამომრთველი არ მომაფიქრდა. ნეტა ეხლა როგორ გადაკეთდება. გამწოვს და კიდევ რას უნდა?

Posted by: okupanti 6 Feb 2020, 10:04
abes777
QUOTE
მე მგონია რო მეტი გადაბმა მეტი პრობლემაა

გადაბმა პრობლემა არაა თუ ებმევა სპეციალური "კლემნიკით" ან კალით პაიკდება.

კაბელს რაც შეეხება 100% სპილენძი დენის კაბელში თითქმის არ არსებობს, აქვს მინარევები, ზოგს მეტი - ზოგს ნაკლები, მაგრამ კაბელი რომ ტყდება ეს კაბელის ხარისხის პრობლემაა.

QUOTE
კაბელების სიმრავლეს რაც შეეხება, 140 წერტილი მაქვს და სულ 980 ლარის კაბელი გამოვიყენე. ამაში შედის 4 კვადრატიანი კაბელებიც კონდინციონერისთვის და სამზარეულოსთვის. იაფიანი არც კაბელი მიყიდია და განა რამდენი დაიზოგებოდა კარობკებით რო გამეკეთებინა.

ესეიგი კოლოფებით ყოფილა მაინც, რადგან ყველაზე გრუბად რომ გადათვალო: 980/140=7, ანუ წერტილზე 7 ლარის კაბელი არანაირად არ გეყოფა ყველა ინდივიდუალურად თუ ატარე.

4იანი კაბელი თუ მოხმარება არაა სტანდარტულზე დიდი სახლის პირობებში არაახოლმე საჭირო და ტყუილად დებენ. 2.5 იანის მუდმივ დატვირთვაზე სამუშაო დენია დაახლოვებით 5-6 კილოვატი რომ არ გათბეს, ხოლო თუ მუდმივი დატვირთვა არაა 8 კილოვატსაც ჩვეულებრივ ამუშავებს. ხოდა სახლის არცერთი კონდინციონერი არაა ამხელა სიმძლავრის, იგივე კუხნაში რას აერთებ ეგეთს 4იანი კაბელი რომ დაგჭირდა. ან რამდენ ამპერიანი ვავტომატი გიყენია კუხნაში?

Posted by: abes777 6 Feb 2020, 15:03
okupanti
კალით დაპაიკება კარგია? მგონია რო არაა საიმედო. ჩამოიღვენთება და პაჟარი...
კოლოფები არაა. თითო შნური მიდის თითო ოთახში და მერე იქიდან ნაწილდება შნურებით. ანუ ყველა შტეფცელზე სათითაოდ არ მიდის შნური.
4იან კაბელზე 24იანი კონდინციონერი მიზის. 80 კვადრატულზე გაანგარიშებული. ჩართვაზე ხო მაგას ბევრი დენი უნდა..
სამზარეულოშიც 4იანია რაზეც დუხოვკა უნდა დაერთდეს. 32იანი ავტომატი.

Posted by: okupanti 6 Feb 2020, 16:31
abes777
კალის ლღვობის ტემპერატურა არის 230 გრადუსი ცელსიუსი. კაბელი მაგ დონეზე რომ გაცხელდეს იზოლაციას დაკარგავს.

QUOTE
კოლოფები არაა. თითო შნური მიდის თითო ოთახში და მერე იქიდან ნაწილდება შნურებით

კიბატონო, ზუსტად მაგას ქვია კოლოფი, ანუ ერთ ოთახში მიდის კაბელი და მერე ნაწილდება, და წერტილს სადაც ოთახის კაბელები და შიტიდან მოსული კაბელი თავს იყრის ეწოდება კოლოფი. მე ოთახში მიმყავს 2 წვერი კაბელი შიტიდან, ერთი 2.5 იანი შტეფცელებისთვის, მეორე 1.5იანი განათებისთვის, რადგან შტეფცელის პრობლემის დროს ავტომატმა რომ ამოაგდოს შუქი არ ჩაქვრეს ოთახში და პირიქით სანათის გამოცვლის დროს განათების ავტომატს რომ გამორთავ შტეფცელში დენი დაგჩება პერენოსკა რომ დააერთო.

QUOTE
სამზარეულოშიც 4იანია რაზეც დუხოვკა უნდა დაერთდეს. 32იანი ავტომატი.

ხოდა 32იანი ავტომატი 7 კილოვატზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში ამოაგდებს, 7 კილოვატს კიდე 4იანი კაბელი არ ჭირდება. კონდინციონერს მაქს ქონდეს 3.5კვ მოხმარება, გაშვებისას შეიძლება 10იც ქონდეს მაგრამ წამიერად. თანამედროვე ხარისხიან ავტომატებში გაშვების დენი გათვალისწინებულია და ავტომატი ხვდება თვითონ გაშვების დენია თუ მოკლე ჩართვა და ამის გამო წამიერად შეუძლია 3ჯერ მეტი გაატაროს ისე რომ არ ამოაგდოს
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image

* * *
user posted image
..........................................

Posted by: nutria-113 6 Feb 2020, 16:59
okupanti
კარგი კარადებია.
ნომინალებს ვერ ვარჩევ კარგად მაგრამ სავარაუდოდ 16 შტეფსელზე და 10 განათებაზე ხომ?
სულ ბოლო სურათზე გაჟონვის რელები სადაც დგას, მანდ მხოლოდ იმ ერთ ნოლს იყენებ თუ ქვემოთაცაა და არ ჩანს?
მშენებლობისას დაქსელვის სურათებიც თუ გექნება რომ დააგდო რამდენიმე კარგი იქნებოდა.

Posted by: okupanti 6 Feb 2020, 18:41
nutria-113
ზოგი ჯერ დაუსრულებელია. ნოლები ყველა გაერთიანებულია, ასევე დამიწებებიც. დამიწება გაკეთებულია ინდივიდუალურად გარეთ გაზომილია მიწა წინაღობაზე და მოწყობილია როგორც საჭიროა. ანუ არ ზის თელასის დამიწებაზე(თელასს აქვს რუსული სტანდარტით მოყვანილი, ნოლი და მიწა გაერთიანებული აქვს). მაგ კონკრეტულ კარადაზე ქალაქის გარდა გენერატორია, უპს-ის გავლით და იმართება ავეერით. ავეერის კარადა გვერძე უდგას, სურათი ვერ ვიპოვე.

QUOTE
მშენებლობისას დაქსელვის სურათებიც თუ გექნება რომ დააგდო რამდენიმე კარგი იქნებოდა.


დავყრი

Posted by: okupanti 7 Feb 2020, 22:05
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image

Posted by: nutria-113 9 Feb 2020, 14:29
okupanti
კარადები უფრო მომეწონა. თუმცა დაქსელვაც კარგია, დღევანდელ პირობებში რაც მინახავს რა შედარებაა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების უფრო მაინტერესებდა.
მეცოდინება საკონტაქტო თუ რამე.
საცხოვრებელ სახლში ხელობის ფასი რა არის?

QUOTE
სულ ბოლო სურათზე გაჟონვის რელები სადაც დგას, მანდ მხოლოდ იმ ერთ ნოლს იყენებ თუ ქვემოთაცაა და არ ჩანს?

QUOTE
ნოლები ყველა გაერთიანებულია, ასევე დამიწებებიც.

ეს ვერ გავიგე, ნოლები რატოა გაერთიანებული? ახლა რასაც ვუყურებ, არაფერს აკეთებენ და მომხმარებლებად არიან ჩართული

Posted by: okupanti 10 Feb 2020, 02:24
nutria-113
ეს არის დიდი ობიექტი დაახლოვებით 20 კილომეტრი დენის კაბელი წავიდა და 42 კილომეტრი ქსელი.

QUOTE
ეს ვერ გავიგე, ნოლები რატოა გაერთიანებული? ახლა რასაც ვუყურებ, არაფერს აკეთებენ და მომხმარებლებად არიან ჩართული


აბა რომ არ გააერთიანო როგორ უნდა ქნა, მაშინ ყველა კვება 2 პოლუსა ავტომატზე უნდა დასვა. ზოგადად ესე ეწყობა სტანდარტული შიტი.

QUOTE
საცხოვრებელ სახლში ხელობის ფასი რა არის?

ფასი დგინდება სამუშაოს სირთულის და შრომატევადობის მიხედვით.

Posted by: nutria-113 10 Feb 2020, 16:45
okupanti
QUOTE
აბა რომ არ გააერთიანო როგორ უნდა ქნა, მაშინ ყველა კვება 2 პოლუსა ავტომატზე უნდა დასვა. ზოგადად ესე ეწყობა სტანდარტული შიტი.

შიტზე არ ვიძახი, გაჟონვის რელეზე ვამბობ.
გაჟონვის რელეს უნდა ჰქონდეს თავისი ნოლის კონტური, რაზეც აიკრიბება იმ კონტურის მომხმარებლის ნოლები, რომელსაც ეგ რელე იცავს. ისე დიფერენციალს ვერ დათვლის.
თვითონ რელე(ები) კი საერთო ნოლზე უნდა აიკრიფოს. ანუ მანდ 4 (1 მთავარი და 3 კონტურული) ნოლი უნდა იყოს, მაგიტომ ვიკითხე მაშინ ნოლები ქვემოთ ხომ არაა თქო.


Posted by: okupanti 10 Feb 2020, 21:24
nutria-113
QUOTE
შიტზე არ ვიძახი, გაჟონვის რელეზე ვამბობ.
გაჟონვის რელეს უნდა ჰქონდეს თავისი ნოლის კონტური, რაზეც აიკრიბება იმ კონტურის მომხმარებლის ნოლები, რომელსაც ეგ რელე იცავს. ისე დიფერენციალს ვერ დათვლის.
თვითონ რელე(ები) კი საერთო ნოლზე უნდა აიკრიფოს. ანუ მანდ 4 (1 მთავარი და 3 კონტურული) ნოლი უნდა იყოს, მაგიტომ ვიკითხე მაშინ ნოლები ქვემოთ ხომ არაა თქო.

მანდ არის 3 ფაზა და შესაბამისად დატვირთვა არის გადანაწილებული 3 ფაზაზე და რელეებიდან გამოდის ფაზანოლები. მაგალითად პირველი ფაზაა გადაპარალელებული I,III და V ავტომატზე, მეორე ფაზა II, IV და VI ავტომატზე და ა.შ. მანდ არც ქვემოდან არაა გაერთიანებული არაფერი, მარცხელა პოლუსი არის ფაზა, მარჯვენა ნოლი როგორც სქემაში აქვს მითითებული კონკრეტულ რელეს

Posted by: nutria-113 10 Feb 2020, 22:23
okupanti'
ამ სურათზე ხო ვლაპარაკობთ ორივე?
user posted image

იყოს 3 ფაზა, რელეზე ხო ფაზანოლი მიდის, მე სხვა რამეს ვკითხულობ.
ავიღოთ პირველი რელე,
აქ გამომავალი ფაზა სად არი შეგიძლია მაჩვენო? შემავალ ფაზას და ნოლს ვხედავ (ზემოდან). გამომავალს მხოლოდ ნოლს ვხედავ (ქვემოდან).
თუ რამე სხვა სურათი გაქ, წინიდან რომ ჩანდეს დადე ბარემ და ვნახოთ.
მაგრამ ლოგიკას ვერ ვხვდები მაინც, მაგ რელეს ნოლები ორივე ზემოთ მთავარ ნოლზე მიგყავს?

Posted by: okupanti 11 Feb 2020, 19:50
nutria-113
აა მე მეგონა დიდ შიტზე ლაპარაკობდი, ეგ შიტი ჯერ დაუმთავრებელია. შენ რაზეც იძახი ეგენია გამომავალი ფაზა და ნოლი, შემავალი არის ქვემოდან და ჯერ დასმული არაა.

QUOTE
მაგრამ ლოგიკას ვერ ვხვდები მაინც, მაგ რელეს ნოლები ორივე ზემოთ მთავარ ნოლზე მიგყავს?

ზემოდან მთავარი ნოლიდან მოდის შემავალზე, გამავალზე პირდაპირ მომხმარებელი ზის

Posted by: nutria-113 12 Feb 2020, 13:24
okupanti
QUOTE
აა მე მეგონა დიდ შიტზე ლაპარაკობდი, ეგ შიტი ჯერ დაუმთავრებელია. შენ რაზეც იძახი ეგენია გამომავალი ფაზა და ნოლი, შემავალი არის ქვემოდან და ჯერ დასმული არაა.

მაშინ გასაგებია. გერმანული სტილით აგიწყვია.

QUOTE
ზემოდან მთავარი ნოლიდან მოდის შემავალზე, გამავალზე პირდაპირ მომხმარებელი ზის

ანუ მაინც ინდივიდუალური ნოლი აქვთ მომხმარებლებს, უბრალოდ თითო მომხმარებელი გყავს თითო რელეზე და კონტურული ნოლები მაგიტომ არაა.
დამთავრებული სურათი დაგეგდო ბარემ, ხო აღარ ვიწვალებდით biggrin.gif

Posted by: okupanti 13 Feb 2020, 01:59
nutria-113
lol.gif lol.gif lol.gif
შენ თუ გგონია ბევრი მიხვდება სურათზე რა და როგორაა.. ეს შენ ერკვევი და მაგიტო დაგაინტერესა, თორე საერთოდ არ მიფიქრია რომ ასე დააკვირდებოდა ვინმე, ეგ სურათები პროსტა თემის გასაფორმებლად დავდე.. ჩემს გაკეთებულზე გარანტიას ვიძლევი და პასუხისმგებელი ვარ ხარისხზე. ამასთან მომხმარებლის მხრიდანაც თუ მზაობა მხვდება რომ საქმე ისე გაკეთდეს როგორც საჭიროა იდეალურად გამოდის ყველაფერი

Posted by: hondacrv2005 18 Feb 2020, 13:47
მოგესალმებით,

თუ არ დამზარდებით და თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ დიდად მადლობელი დაგრჩებით:

საცხოვრებელ ბინაში ელექტრო ამომრთველები აყენია B კლასის, როგორც ეხლახანს მითხრეს C არის ოფისებისათვის და B ბინებისათვის და ასეა??

ელექტრო ამომრთველები აყენია 25, 32 და 40 ამპერიანები, ხოლო გაჟონვის რელე 63 ამპერიანი და სწორედაა შერცეული? ეხლახანს გავიგე, რომ საცხოვრებელ ბინაში 16 ამპერიანზე მეტი არ არის საჭირო რადგან შეიძლება კაბელი გადაახუროს და გადაწვასო რადგან დროულად ვერ ამორთოსო და ნამდვილად ასეა? გაყვანილობა ელექტრონში ნაყიდი მრგვალი ნაწრისფერი თურქული კაბელით მაქვს, სამმაგი იზოლაციითაა, შტეფსელებზე 2,5 მმ კვეთის, განათებებზე 1,5 იგივე კაბელით, კონდეციონერზე 4 მმ-იანით.

ერთ სახლში პირველი აყენია გაჟონვის რელე, შემდეგ მთლიანი სახლის გამორთვა და შემდეგ სხვადასხვა ოტახების ამომრთველები, ხოლო მეორეში ჯერ მთლიანი სახლის ამორთვა, შემდეგ გაჟონვის რელე და შემდეგ სხვადასხვა ამომრთველები, ერთი და იგივე ელექტრიკის დაყენებული და რომელია სწორი??

წინასწარ მადლობა პასუხისათვის.

Posted by: okupanti 19 Feb 2020, 02:01
hondacrv2005
ავტომატები არათუ არ ჭირდებამაგხელა, არ შეიძლება. ავტომატები კაბელებს უნდა იცავდეს გადახურებისგან, აბა 63 ამპერი რომ გაატარო 2.5 ან 1.5 კვეთში შეიძლება დაიწვას.

მთავარი ავტომატის მერე უნდა მოექცეს ყველა ავტომატი.

რავი აბა რა გითხრა, ეგ თუ ელექტრიკის გადაწყვეტილებით გაკეთდა ეგრე, ეგ ელექტრიკი საერთოდ არაა მისაშვები დენთან

Posted by: amsona69 19 Feb 2020, 06:52
okupanti
ჯდს-ზე მუშაობ?
სურათებით მეცნო თითქოს.
კარგი ნამუშევარია,ეტყობა რო მცოდნე კაცის ნაკეთებია.
ზოგი იბრალებს ელექტრიკობას,შეხვალ ოთახში და 5 გამანაწილებელი კოლოფი დგას biggrin.gif :
მერე შპალიერის აკრავენ ზემოდან,უშნოდ რო არ ჩანდეს biggrin.gif biggrin.gif sad.gif

Posted by: okupanti 19 Feb 2020, 09:00
amsona69
გაიხარე, მადლობა შეფასებისთვის.

QUOTE
ჯდს-ზე მუშაობ?

არა, კლინიკაა.

QUOTE
ზოგი იბრალებს ელექტრიკობას

ბევრია ეგეთი.
მე ზოგადად IT ვარ განათლებით, მაგრამ ელექტროობაც არანაკლებ მესმის, თან გუნდი მყავს პროფესიონალების 15-დან 25 წლამდე სამუშაო გამოცდილებით.

Posted by: mindora1995 27 Feb 2020, 04:06
https://forum.ge/?f=93&showtopic=35133719&st=15
ელექტროობაში დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ
სურათებით ისე მომეწონა დარწმუნებული ვარ შენი საქმის პროფესიონალი ხარ
წარმატებები!!

Posted by: okupanti 27 Feb 2020, 17:59
mindora1995
მადლობა კარგი შეფასებისთვის

Posted by: okupanti 12 Mar 2020, 02:07
https://forum.ge/?showtopic=35133719&hl=

Posted by: i.ormotsadze 12 Mar 2020, 17:18
გამარჯობა. თუ არ დაგზარდებათ, მიპასუხეთ - რამდენად ნორმალურია, საკუთარ სახლში, ელექტრო სადენების მონტაჟი სხვენში (ხის კოჭებზე. კოჭები, დამუშავებული ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარებით) და კიდევ - დავუშვათ, მრიცხველი რომ დგას იმ კარადაში, დამონტაჟებულია 60 ამპერიანი ავტომატი, სახლში, შიტში, რამდენიანი ავტომატი უნდა იყოს (შემომავალი) რომ თუკი გადატვირთვა მოხდება, მრიცხველთან მდგომი ავტომატი არ გამოირთოს და გამოირთოს მხოლოდ სახლში, რათა კომპანიიდან არ დამჭირდეს გამოძახება ელექტრიკოსის, რომ ჩართოს. მრიცხველის კაარადა ჩაკეტილია. მადლობა წინასწარ.

Posted by: shotie 12 Mar 2020, 22:10
i.ormotsadze
ხე სადაცაა იქ აუცილებლად საჭიროა არააალებად მილში ჩადო კაბელი, რკინის მილია საერთოდ ყველაზე კარგი, ასევე კაბელი რეკომენდებულია არააალებადი და აუცილებლად მეტობით დათვლილი კვეთით. თუ მაინცდამაინც ყუთის დაყენება გიწევს ქვემოდან უნდა აუცილებლად ლითონის ფილა დაუდო
ავტომატების ამპერაჟი დამოკიდებულია კაბელზე, რომელიც გამოდის ავტომატიდან, ასევე მნიშვნელოვანია დატვირთვის და კაბელის სიგრძის განსაზღვრა, მოკლედ ბევრი ნიუანსია მანდ.

იმედია თემის ავტორს არ ეწყინება.

Posted by: i.ormotsadze 12 Mar 2020, 23:17
QUOTE (shotie @ 12 Mar 2020, 22:10 )
i.ormotsadze
ხე სადაცაა იქ აუცილებლად საჭიროა არააალებად მილში ჩადო კაბელი, რკინის მილია საერთოდ ყველაზე კარგი, ასევე კაბელი რეკომენდებულია არააალებადი და აუცილებლად მეტობით დათვლილი კვეთით. თუ მაინცდამაინც ყუთის დაყენება გიწევს ქვემოდან უნდა აუცილებლად ლითონის ფილა დაუდო
ავტომატების ამპერაჟი დამოკიდებულია კაბელზე, რომელიც გამოდის ავტომატიდან, ასევე მნიშვნელოვანია დატვირთვის და კაბელის სიგრძის განსაზღვრა, მოკლედ ბევრი ნიუანსია მანდ.

იმედია თემის ავტორს არ ეწყინება.

მთელი ელექტროობა მინდა გავაკეთო სხვენზე. ფაქტიურად, ალტერნატივა მხოლოდ კედელია, სადაც არ მინდა გამანაწილებელი კოლოფების გაკეთება, არამომსახურებადი კოლოფები პრინციპში გამოვრიცხე ასე, რომ მომიწევს, სადენების მილებში გაყვანა როგორც სჩანს. მეორე საკითხს რაც შეეხება, მაინტერესებდა მხოლოდ პრინციპი - - დავუშვათ, თუ მრიცხველის ყუთში, დაყენებულია 40 ამპერიანი ავტომატი, სახლში, შემომავალი ავტომატი, ერთი ნომინალით მეტი დავაყენო თუ ნაკლებითქო . შემომავალ კაბელს 16 იანს ვაპირებ. სადაც ვნახე, ყველგან 10-იანი აქვთ ხოლმე, მაგრამ , მეორეს მხრივ ხანძრებიც მომრავლდა უტვინო ელექტრიკოსების და ეკონომიის გამო ასე, რომ ... smile.gif

Posted by: shotie 13 Mar 2020, 20:39
i.ormotsadze
კედლებში გირჩევნია ყველა ვარიანტში, კოლოფები თუ არ გინდა მაინცდამაინც შტეფცელიდან შტეფცელზე გადაიყვანე კაბელები, ან უკეთესი, ინდივიდუალურად გაიყვანე

QUOTE
მთელი ელექტროობა მინდა გავაკეთო სხვენზე


ნუ მთავარი კარადა სხვენში გამორიცხე, ყველანაირ უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგება

Posted by: i.ormotsadze 13 Mar 2020, 20:56
QUOTE (shotie @ 13 Mar 2020, 20:39 )
i.ormotsadze
კედლებში გირჩევნია ყველა ვარიანტში, კოლოფები თუ არ გინდა მაინცდამაინც შტეფცელიდან შტეფცელზე გადაიყვანე კაბელები, ან უკეთესი, ინდივიდუალურად გაიყვანე

QUOTE
მთელი ელექტროობა მინდა გავაკეთო სხვენზე


ნუ მთავარი კარადა სხვენში გამორიცხე, ყველანაირ უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგება

შესაძლოა, შტეფსელების გვერდით, დამატებითი "შტეფსელი" გავაკეთო, დახურული. ლამაზი არ იქნება, მარა მთლიან სურათიდან არ ამოვარდება. მეტი სადენიც დამჭირდება ცოტა. კარადა თავისთავად კედელში იქნება. არც კი გამიგია სხვენზე. შესაძლოა ზოგი მაგ იდეამდეც მივიდა, მარა მე თავშიც კი არ მომსვლია.

Posted by: shotie 13 Mar 2020, 22:11
i.ormotsadze
ეგ დამატებითი შტეფცელი რად გინდა?
პირდაპირ შეიყვანე შტეფცელში იქიდან გადაიყვანე მეორეზე, იქიდან მესამეზე და ა.შ.

Posted by: i.ormotsadze 13 Mar 2020, 22:16
QUOTE (shotie @ 13 Mar 2020, 22:11 )
i.ormotsadze
ეგ დამატებითი შტეფცელი რად გინდა?
პირდაპირ შეიყვანე შტეფცელში იქიდან გადაიყვანე მეორეზე, იქიდან მესამეზე და ა.შ.

შტეფსელებისთვის ხო, მე ვიგულისხმე განათების კარობკები. გამავალი გამომრთველები მექნება კიდე და სადმე ხომ უნდა გავანაწილო ეს ყველაფერი. შტეფსელთან გავაკეტებ ზედმეტ კარობკას. ამას განვიხილავ , როგორც ვარიანტს თუ რამე უკეტესი არ მოვიფიქრე.

Posted by: zaza1908 13 Mar 2020, 22:47
okupanti
როზეტებს რომელი ფირმისას იყენებთ?

ან სადმე არაა ერთი დიდი მაღაზია რომ მივიდე და ნორმალური როზეტები და ჩამრთველები ვიყიდო? მივალ უდევთ 5 ცალი რარაც, არც ფერები, არც არაფერი.

Posted by: okupanti 15 Mar 2020, 18:54
i.ormotsadze
კოლოფის გარეშე გააკეთდება უპრობლემოდ როგორც ზევით აგიხსნეს, შტეფცელიდან შტეფცელში გადაგყავს კაბელები, ასევე შტეფცელიდან იღებ განათებისთვის კვებასაც, დატვირთვიდან გამომდინარე რამდენი კვებაც დაგჭირდება იმდენი წვერი მოგყავს შიტიდან კონკრეტულ შტეფცელებამდე. უსაფრთხოებას რაც შეეხება აუცილებლად რამეში უნდა ჩადო კაბელები, იაფიანი ვარიანტია ცეცხლგამძლე გოფრირებული მილი, რკინის მილები ძვირიანი სიამოვნებაა, ისე კაია.

zaza1908
Efapel, bjc, jung, legrand, berker ძირითადად, რასაც ვურჩევ. ეს არის ოღონდ საშუალო და ძვირი სეგმენტი. იაფიანებში არც არჩევანია და არც ხარისხი და თუ გადაწყვეტილი გაქვს რომ თანხა უნდა დაზოგო პრიბორებში ბევრს ძებნას აზრი არ აქვს. ასევე არის კარგი ბრენდების პატენტები, აქედან ყველაზე მეტად legrand მხვდება, რამდენადაც მაგარია ორიგინალი 3 იმდენჯერ საშინელებაა პატენტი, ცხოვრებას შეგაზიზღებს.

მინდელზე არის ელეკო და საკმაოდ დიდი არჩევანია

Posted by: zaza1908 15 Mar 2020, 22:24
okupanti

ნუ legrand-ს როგორც მივხვდი აქ წარმომადგენლობა აღარ აქვს და ვე გავიგე ვინ ორიგინალს ყიდის ვინ არა. schneider საქკაბელს აქვს მარა შეზღუდული არჩევანი, ფერებიც არ აქვთ.

QUOTE
berker

QUOTE
jung

ეს ორიც ელეკოშია?

Posted by: okupanti 16 Mar 2020, 09:15
ელეკოს აქვს ორიგინალი ლეგრანდები, berker-ც მაგათ აქვთ, jung ინსტას ქონდა როგორც მახსოვს და ძალიან მაგრებია

Posted by: zaza1908 16 Mar 2020, 23:54
okupanti
დიდი მადლობა.

-----------------------------------

Posted by: shotie 17 Mar 2020, 00:53
ბერკერს ისეთი ფასი აქვს მე პირადად არ ვიყიდიდი, ნუ თუკი მაინცდამაინც დიზაინზე არ ირევი, წინა პლასმასის აპრავა ღირს მარტო 25 ლარი, რაც სისულელეა ჩემი აზრით, თან რაც დამიმონტაჟებია ნაღდად არაა ის ხარისხი რო გადაირიო კაცი და გამოშტერდე

მე აბბ მევასება უფრო, შრაკი და მისთანები


Posted by: okupanti 17 Mar 2020, 11:42
QUOTE
ბერკერს ისეთი ფასი აქვს მე პირადად არ ვიყიდიდი, ნუ თუკი მაინცდამაინც დიზაინზე არ ირევი, წინა პლასმასის აპრავა ღირს მარტო 25 ლარი, რაც სისულელეა ჩემი აზრით, თან რაც დამიმონტაჟებია ნაღდად არაა ის ხარისხი რო გადაირიო კაცი და გამოშტერდე

კი მთავარი ფიშკა დიზაინია, 25 ლარი პლასმასზე იძახი ალბათ, შენ უნდა ნახო ბუნებრივი ქვის, ხის ან ტყავის დეტალებით რომელიცაა რა ფასები აქვს, ბინის კვადრატულს უმატებს ფასს მაგას თუ დააყენებ. ხარისხიც მშვენიერი აქვს რას უწუნებ ვერ ვხვდები, ნუ სუფთა ტექნიკურად მეც jung-ის ხარისხი მეტად მომწონს

QUOTE
მე აბბ მევასება უფრო, შრაკი და მისთანები

აბბ ერთ ობიექტზე მაქ დაყენებული და მართლა კაია, შრაკი არ ვიცი სამწუხაროდ

Posted by: okupanti 26 Mar 2020, 08:22
https://forum.ge/?f=93&showtopic=35133719

Posted by: okupanti 31 Mar 2020, 23:56
https://forum.ge/?showtopic=35133719&st=45&hl=

Posted by: okupanti 13 Apr 2020, 10:25
https://forum.ge/?f=93&showtopic=35133719

Posted by: AZAZA 19 Apr 2020, 23:41
Legrand- ს წარმომადგენელიც ყავს საქართველოში და ოფიციალური დისტრიბუტორებიც.
თუ დაინტერესდებით შემეხმიანეთ, რა თქმა უნდა ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.....

Posted by: okupanti 22 Apr 2020, 03:40
AZAZA
QUOTE
Legrand- ს წარმომადგენელიც ყავს საქართველოში და ოფიციალური დისტრიბუტორებიც.
თუ დაინტერესდებით შემეხმიანეთ, რა თქმა უნდა ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.....

წარმოება სადაურია? რომელი ქვეყნის ქვეშაა ჩვენთან წარმომადგენლობა? მაღაზია სად გაქვთ? და ფრაისსაც თუ გამომიგზავნით მადლობელი ვიქნები

Posted by: AZAZA 22 Apr 2020, 21:38
სხვადასხვა პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაშია ნაწარმოები, საქართველოს ძირითადად ბელორუსიის ოფისი ემსახურება, პროდუქციის იმპორტს კი პარიზის ცენტრალური გაყიდვების საწყობიდან ვახდენთ.
ფრაისი - რთული თემაა ... კურსის ცვალებადობის გამო მუდმივად იცვლება. ევროზე ვართ მიბმულები.


Posted by: okupanti 23 Apr 2020, 01:59
AZAZA
QUOTE
ფრაისი - რთული თემაა ... კურსის ცვალებადობის გამო მუდმივად იცვლება. ევროზე ვართ მიბმულები.

ევროში მემოცი რა პრობლემაა

Posted by: AZAZA 23 Apr 2020, 15:59
არ ვმუშაობთ ეხლა, თუ რამე კონკრეტული გაინტერესებს მომწერე და სახლში თუ მექნება ფასი მოგცემ,

Posted by: okupanti 2 May 2020, 06:25
https://forum.ge/?showtopic=35133719&hl=

Posted by: okupanti 16 May 2020, 08:17
https://forum.ge/?f=93&showtopic=35133719

Posted by: okupanti 19 May 2020, 13:00
აბა აღდგა მუშაობა
user posted image
user posted image
user posted image

* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Moretimer 19 May 2020, 13:24
გამარჯობა.
თბილისთან ახლოს, მიწის ნაკვეთამდე "თელასმა" მომიყვანა დენის ბოძი, მიწის ნაკვეთის ერთ ბოლოში,
ადგილი სადაც მინდა მოვიდეს დენი არის მეორე მხარეს.
ესეთ დროს როგორ ხდება დენის კაბელის გამოყვანა ? მიწაში შეიძლება შნურის ჩადება ?

მადლობა

Posted by: okupanti 19 May 2020, 17:46
Moretimer
პირდაპირ მიწაში ჩადება რა თქმა უნდა არა, უნდა მოეწყოს ტრასა და ჩაიდოს გოფრ. მილში.

Posted by: Moretimer 19 May 2020, 18:44
okupanti

მადლობა დიდი !

Posted by: okupanti 19 May 2020, 21:34
მინიატურული UPS biggrin.gif
user posted image

Posted by: PANTALONE 20 May 2020, 21:54
მეგობრებო დომოფონის დუბლირება შესაძლებელია 2 სართულზე?

Posted by: okupanti 21 May 2020, 05:38
PANTALONE
1 საკეტის სხვადასხვა დამაფონით მართვა შესაძლებელია რა თქმა უნდა ამას თუ გულისხმობთ, უფრო კონკრეტულად პმ მომწერეთ ზუსტად რა გაინტერესებთ

Posted by: PANTALONE 21 May 2020, 10:17
okupanti
ელექტროობას ვაკეთებ კერძო სახლში. პატრონმა თქვა შესაძლებელია დომოფო ი 2 სართულზე მქონდესო?

ხოდა მაინტერესებს ყველაფერი შესაძლებელია დაპარალელდეს ?
ჯერ არ ვიცი როგორი დომოფონი იქნება. კამერით თუ რა ელემენტებით

Posted by: okupanti 23 May 2020, 00:23
PANTALONE
ესე "ყველაფერი დაპარალელდეს" არაა რა თქმა უნდა, დომოფონიც ეგეთი სპეციფიკაციებით უნდა შეირჩეს რა მოცემულობაც არის კონკრეტულ სიტუაციაში

Posted by: okupanti 4 Jun 2020, 22:15
https://forum.ge/?showtopic=35133719&hl=

Posted by: okupanti 12 Jun 2020, 13:07
https://forum.ge/?showtopic=35133719&st=60&hl=

Posted by: okupanti 23 Jun 2020, 10:15
https://forum.ge/?showtopic=35133719&hl=

Posted by: tvinikosa 29 Jun 2020, 08:45
მინდა დავიწყო ელექტროობის სწავლა და ღირს რომ ვისწავლო?


Posted by: okupanti 3 Jul 2020, 08:53
tvinikosa
ყველაფრის სწავლა ღირს, თუ გაინტერესებს და ზარმაცი არ ხარ

Posted by: tvinikosa 21 Jul 2023, 08:41
okupanti
ვისწავლე და კმაყოფილიც ვარ


https://instagram.com/electrician_mamuka?igshid=MzNlNGNkZWQ4Mg==

ჩემი ისტაგრამ გვერდი გამოიწერეთ

Posted by: Primrose 21 Jul 2023, 13:07
tvinikosa

ვაა, სად ისწავლე?

მე რუსთავში ვისწავლე, ეხლახანს დავამთავრე.

Posted by: tvinikosa 22 Jul 2023, 02:25
Primrose
იბერია ქვია სასწავლებელს

Posted by: Plat_7 10 Sep 2023, 14:44
okupanti
tvinikosa
მუშაობთ ოქრო ხალხო? ელექტრიკოსის დახმარება მინდა ახალაშენებულში

Posted by: busines 14 Sep 2023, 10:08
გამარჯობა. წინაღობის საზომ ხელსაწყოს ვერ მირჩევთ ადგილზე რომ შევიძინო? ამის გაზომვა მინდა 0.236 - 0.260 k

Posted by: okupanti 18 Oct 2023, 17:51
https://forum.ge/?f=93&showtopic=35133719&st=60

Posted by: altezza_altezza 8 Nov 2023, 17:23
მინდა უკეთ ვისწავლო ელექტროობა,სახლშში გაყვანილობას ვაკეთებ,მოკლედ ვინუშავებ დამხმარეთ ,თან მინდა უკეთ ვისწავლო,და არც ძალიან უცოდინარი ვარ,მადლობა

Posted by: okupanti 14 Nov 2023, 17:44
altezza_altezza
ნომერი მომწერე პმ

Posted by: okupanti 24 Jan 2024, 15:50
ელექტრობა - ნებისმიერი სირთულის 1000 ვოლტამდე, ცვლადი და მუდმივი, სერტიფიცირებული

სუსტი დენები - სახანძრო და საგანგაშო სიგნალიზაცია, დაშვების კონტროლი, დომოფონები, ვიდეო სამეთვალყურეო სისტებები, კამერები

კომპიუტერული ქსელი - ქსელის პროექტირება, არსებული ქსელის გამართვა, როუტერების და სვიჩების კონფიგურაცია, wifi ქსელის გამართვა, აუთსორსინგი, დისტანციური მხარდაჭერა


ფასები ინდივიდუალურია და ითვლება ინდივიდუალურად. წერტილებით არ მკითხოთ ფასი, მე არ ვიცი ეგ წერტილი 3 მეტრშია თუ 100 მეტრში. ან რა გარემოში, რა სიმაღლეზეა სამუშაო, შიშველი კაბელით ხდება დაკაბელება თუ სპეციალური კაბელ სატარებით. მოკლედ ბევრ რამეზეა დამოკიდებული ფასი და ეგრე წერტილებით როგორ ითვლიან არ ვიცი, უფრო სწორად ვხვდები რომ კლიენტის დასაბოლებლად არის მოგონილი ეგ წერტილებით დათვლა, ან მეორე ვარიანტია კომუნისტების დროინდელი ელექტრიკია და საბჭოთა სტანდარტებით უბერავს. ნუ მოკლედ თუ პროექტი გაქვთ ხომ კარგი, მანახებთ და მონახაზი გვეცოდინება, თუ არადა ადგილზე უნდა ინახოს და დაითვალოს. დათვლის მერე კი გეცოდინება წერტილი რა დაგიჯდება. უკმაყოფილო არ დარჩებით

ტელეფონი: 577440553
შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს

Posted by: gvelco 8 Feb 2024, 02:37
სალამი,
სწორად არის აწყობილი?
შნეიდერის 3 ფაზიანი ავტომატი არ შეცვალა ენერგოპრომ კარგიაო,დაიწვა კონტაქტი და გააუქმეს მთლად.user posted image

Posted by: Ahasver 7 Mar 2024, 15:04
ევროპული კაბელების ყიდვა სად შეიძლება ელექტროობისთვის ხომ ვერ მიმასწავლით ? (დრაკა ვიცი ერთი ინსტას აქვს სხვასაც თუ მეტყვით მადლობელი დაგრჩებით)

Posted by: GEORGEXIII 7 Mar 2024, 15:56
Ahasver
გააჩნია რა ტიპის კაბელი გინდა ?

Posted by: kvara101 10 Mar 2024, 09:27
user posted image
გამარჯობა, ეს თუ დაგიყენებიათ ვინმეს?

Posted by: Ahasver 10 Mar 2024, 12:05
QUOTE (GEORGEXIII @ 7 Mar 2024, 15:56 )
Ahasver
გააჩნია რა ტიპის კაბელი გინდა ?

სახლისთვის კედელში ჩასაყოლებლად 3x2,5 და 3x1.5

Posted by: GEORGEXIII 10 Mar 2024, 15:17
Ahasver
ნორმალური კვეთია 3x1.5 განათებაზე გაუშვი, და 3x.2.5ზე კედლებში. და გეყოფა საკაიფოდ.

Posted by: Ahasver 10 Mar 2024, 22:12
GEORGEXIII
კი ეგრე ვაპირებ , უბრალოდ ევროპული ხარისხის კარგ კაბელებს ვეძებ რავი არ ჩაიდება საქკაბელის და ელვარეს პროდუქცია რკინას ურევენ შიგნითო ... მაგიტო მინდა ევროპული წარმოების კაბელები

Posted by: GEORGEXIII 11 Mar 2024, 11:40
Ahasver
ელვარეს ქონდა ადრე პრობლემები და გამოასწორეს, ძირითადად საქკაბელს და ელვარეს ვიყენებ ხოლმე და ნორმალურია. გერმანული ბრენდის კაბელები დიდ პარტიას თუ არ წამოიღებ შედარებით ძვირი გამოდის ხოლმე და აქ არც არავის აქვს თითქმის.

Posted by: okupanti 29 Mar 2024, 21:28
QUOTE
სალამი,
სწორად არის აწყობილი?
შნეიდერის 3 ფაზიანი ავტომატი არ შეცვალა ენერგოპრომ კარგიაო,დაიწვა კონტაქტი და გააუქმეს მთლად.

მაგ სურათზე რაც ჩანს როგორ შეიძლება საერთოდ შეაფასო, ყველაფერი ნორმების დარღვევითაა. ნორმების დარღვევას რომ თავი დავანებოთ კონტაქტი თუ დაეწვა რანაირად არის კარგიო.

2 პოლუსი ავტომატზე დატოვეს 1 პოლუსი პირდაპირ მიასვეს. სამივე პოლუსი რომ ეგრე ექნა ეხლაც როგორც მუშაობს ეგრე იმუშავებდა და ეგ ავტომატიც აღარ დაჭირდებოდა. ან მანდ რა ავტომატებიცაა ყველა რომ ამოყარო და გადააბა კაბელები გააგრძელებს ეგრე მუშაობას და ვაფშე ავტომატს აღარ შეექმნება პრობლემა, პირდაპირ კაბელს გაადნობს facepalm.gif facepalm.gif vis.gif
კაი ეს ხუმრობით.

ეხლა სერიოზულად, ეგ პოლუსი იმიტომ აქვს თავიდანვე დამწვარი რომ ავტომატი აყენია არასწორი. 100ამპერის ატარებს ეგ ავტომატი პოლუსზე, რაც არის 22 კილოვატი. კაბელის კვეთს ვერ ვხედავ მაგრამ მინიმუმ 25 ან 35მმ მაინც უნდა იყოს რომ ალუმინმა ეგ სიმძლავრე გაატაროს (თუ კაბელი ჰაერშია გაჭიმული მეტი). ხოდა რავი რა გითხრათ თუ ეგ დაემართა, თქვენ მიიყვანეთ ენერგო პროა თუ ვინც არ უნდა იყოს და ეგ გააკეთა რაც სურათზე ჩანს, ერთი შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - წინა შემთხვევაში თუ ავტომატმა გადაგარჩინათ და მხოლოდ პოლუსი დაეწვა, იგივეს განმეორების შემთხვევაში უფრო მძიმე შედეგები ექნება. მე გირჩევთ რომ შეცვალოთ კარადა, მაგრამ თუ ახლო მომავალში ვერ ახერხებთ მინიმუმ ეგ ავტომატი და ფაზების გამანაწილებელი მაინც დააყენეთ, მინიმუმ ხანძარი რომ არ გააჩინოთ და კაცი არ მოკლათ
* * *
Ahasver
QUOTE
GEORGEXIII
კი ეგრე ვაპირებ , უბრალოდ ევროპული ხარისხის კარგ კაბელებს ვეძებ რავი არ ჩაიდება საქკაბელის და ელვარეს პროდუქცია რკინას ურევენ შიგნითო ... მაგიტო მინდა ევროპული წარმოების კაბელები

სუფთა სპილენძი ელექტრო სადენებში არ გამოიყენება, მხოლოდ საინფორმაციო კაბელებში. პროსტა ზოგგან მეტია ეს სხვა მეტალები ზოგგან ნაკელები. ელეკოს აქვს რაღაც იტალიური თუ ესპანური კაბელი, მაგრამ მე გირჩევ ელვარე აიღო, სულ რომ კვეთი ორმაგი გაუშვა ყველგან შეიძლება მაინც მაგაზე იაფი დაგიჯდეს რასაც შენ ეძებ ეხლა და დამიჯერე კვეთი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეგ მინარევები. საქკაბელს კიბატონო მეც არ ვეკარები, მარა ელვარე ბევრ უცხოურ კაბელს ჯობია დღეს რაცაა ბაზარზე ძირითადად.

Posted by: Huckleberry Finn 31 Mar 2024, 00:07
Uppppppppppppppppppp
......................

Posted by: Ahasver 31 Mar 2024, 19:37
პირველი სურათი "პროფესიონალი" ელექტრიკის გაკეთებულია რომელიც წლების წინ გამოვიძახე და ფარი ამიწყო 40 ამპერიანი ავტომატებით, დიდია უკეთესია პრინციპით, არ გადახურდბეა გაუძლებსო : ))))) და 4 კვეთის პერემიჩკებიჩ მაგ 40 ამოერიანი ავტომატებიდან ავტომატზე, მეორე ჩემი აწყობილია დღეს მოვრჩი გუგლით რაც მოვიძე და ვისწავლე არიფი მოყვარულის მიერ.
user posted image
user posted image

Posted by: llevani 17 Apr 2024, 19:42
კაბელისთვის არის მთავარი წინაღობა. ეგ წინაღობა ეგ გავზომე და ყველას თურქულსაც.ქართულსაც და ჩეხურსაც ერთნაირი ქონდა. იზოლაციას მნიშვნელობა აქვს უნდა ჩაილესოს თუ გიფსოში მოყვეს. ჩასალესები ბრტყელია.
მაგ ელვარე მრგვალი hf იზოლაციით არ ვარგა. არ იფცქვნება. გადახურებულია.

* * *
გაყვანილობისთვის უნდა იხმაროთ მყარი სპილენძი და არა მრავალწვერა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)