forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (124) « პირველი ... 122 123 [124]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ასტრონომია II, გალაქტიკები, სისტემები, პლანეტები
Optimer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 993
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 18:19  #50317369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველ რიგში მოგესალმებით,

2 კითხვა მაქვს, ბევრი რამ არ მესმის და იმედია კითხვებსაც სწორად დავსვამ.

1. დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. ზოგადად სიტყვა "არაფერი" იწვევს შიშს, რადგან კითხვა იბადება, არაფრისგან რაიმე როგორ უნდა წარმოიშვას, მაგრამ რამდენიმე სტატიას გავეცანი და როგორც მე გავიგე, არაფერი უნდა წარმოვიდგინოთ რაღაც მდგომარეობად, როდესაც ენერგია არის 0-ს ტოლი. ანუ რადგან არ გვაქვს ენერგია, არ გვაქვს მატერიაც. ამის შემდეგ რა მოხდა? რამ გამოიწვია აფეთქება? კოლოსალური ენერგიის დაგროვებამ? სად დაგროვდა ეს ენერგია? რის ენერგიაზეა საუბარი?

2. დამზერადი სამყაროს დიამეტრია 93 გიგა-სინათლის წელი. ეს მანძილი როგორ მივიღეთ?

update: ანუ, მეორე კითხვას დავუბრუნდები. მოდით დავუბრუნდეთ სამყაროს იმ ეტაპზე, როდესაც მისი ასაკი იყო 300'000 მილიონი წელი. პირობითად
დავუშვათ, რომ ამ სამყაროში, გარკვეულ კოორდინატზე ვდგავარ და ფოტონმა, რომელიც ჩემგან 30 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული გადაწყვიტა წამოსულიყო ჩემკენ.
გავიდა 10 მილიონი წელიწადი...
მან დაფარა 10 მილიონი სინათლის წელიწადი, მანძილის მესამედი? დაფარა რო?
ანუ სანამ ის მანძილის მესამედს დაფარავდა, 10 მილიონი წლის მანძილზე სამყარო სტატიკური ხომ არ იყო, რაღაც სიჩქარით ფართოვდებოდა.
რა გამოდის? 10 სინათლის წლის მანძილს უნდა გამოვაკლოთ ის მანძილი, რა მანძილზე გაფართოებასაც სამყარო ამ 10 წელში მოასწრებდა? (ვთქვათ 70კმ/წმ სიჩქარით ფართოვდება. Distance = 10 წ x 70 კმ/წმ ) და მივიღებთ იმ მანძილს, რა მანძილიც გაიარა? წანაცვლება იქნება 70/300'000-ზე, თუ 300'000 კმ/წმ-ით ჩემკენ მოდიოდა და სამყარო ფართოვდებოდა 70 კმ/წმ სიჩქარით და 10 მილ. სინ. წელი კი არა მიახლოებით 9,9976(...) მილ. კმ.
რაში ვცდები?

მადლობა.

This post has been edited by Optimer on 7 Apr 2017, 18:46


--------------------
Overclockers.ge - Because speed matters.

World's №0 programmer.

"Java is C++ without the guns, knives, and clubs" - James.
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3436
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 23:24  #50319381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nforumi
QUOTE
არა, მაინც გააგრძელებდა დაშორებას.

მიქცევ-მოქცევა აღარ იქნებოდა თორემ, რა ძალაც ამ მიქცევ-მოქცევას იწვევს, ის კი არ გაქრებოდა.

წყლის მოძრაობის ანუ მიქცევა მოქცევის ბრალია რომ მთვარე დედამიწას შორდება... ამ მიქცევა მოქცევით დედამიწა კარგავს კინეტიკურ ენერგიას და უნელდები საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობა და ოკეანეების მეშვეობით ეს ენერგია გადაეცემა მთვარეს რის შედეგადაც მთვარე გადადის უფრო შორეულ ორბიტაზე

ოკეანეები რომ გაშრეს მაშინ დედამიწა მთვარეს ვერ გადასცემდა ენერგიას და ასევე ვერც დაკარგავდა ამ ენერგიას... შედეგად აღარანაირი ძალა არ იმოქმედებდა მთვარეზე და იგი არ დაგვშორდებოდა ჩვენ

აქ არის უფრო დეტალურად ახსნილი ამის გამომწვევი მიზეზები http://www.bbc.com/news/science-environment-12311119

The migration of the Moon away from the Earth is mainly due to the action of the Earth's tides.
The Moon is kept in orbit by the gravitational force that the Earth exerts on it, but the Moon also exerts a gravitational force on our planet and this causes the movement of the Earth's oceans to form a tidal bulge.
Due to the rotation of the Earth, this tidal bulge actually sits slightly ahead of the Moon. Some of the energy of the spinning Earth gets transferred to the tidal bulge via friction.
This drives the bulge forward, keeping it ahead of the Moon. The tidal bulge feeds a small amount of energy into the Moon, pushing it into a higher orbit like the faster, outside lanes of a test track.


This post has been edited by ლოგიკⒶ on 7 Apr 2017, 23:38


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3436
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 23:39  #50319492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Optimer
QUOTE
დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, სამყარო წარმოიშვა არაფრისგან.

ვერ ვიტყოდი რომ მთლად სწორი განმარტებაა... საერთოდ ისაც არარის ცნობილი სამყარო სასრულია თუ უსასრულო შესაბამისად არ ვიცით აფეთქება ერთი წერტილიდან დაიწყო თუ ყველგან აფეთქდა... მაგრამ ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად სინგულარობა იყო რაც აფეთქდა

აი ეგ სინგულარობა როგორ წარმოიშვა რატომ და ასე შემდეგ არის უცნობი შეიძლება არაფერი იყო შეიძლება რაღაც იყო სხვა განზომილებიდან რამემ გამოიწვია აფეთქება... ნუ მოკლედ სინგულარობის თემაზე რასაც ამბობენ ყველაფერი არის ჰიპოთეზის დონეზე და დაუდასტურებელია მათ შორის ბატონი ჰოკინგის აზრებიც... რათქმაუნდა დაუდასტურებლობა იმას არნიშნავს რომ რაღაცა მცდარია შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ესა თუ ის ვერსია უფრო დიდი ალბათობითაა სწორი ვიდრე სხვა ვერსია მაგრამ ის რაც ზუსტად არვიცით არის უცნობი და დანამდვილებით შეუძლებელია რამის თქმა


QUOTE
2. დამზერადი სამყაროს დიამეტრია 93 გიგა-სინათლის წელი. ეს მანძილი როგორ მივიღეთ?

შენ რაც დაწერე გაფართოებაზე მართალია ციფრები არ დამითვლია მაგრამ ზოგადად რათქმაუნდა უნდა გაითვალისწინო სამყაროს გაფართოების ტემპები... ვინაიდან სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ მანძილზე მაგრამ ზუსტად სამყაროს გაფართოებიდან გამომდინარე გამოთვალეს რომ ეხლა რასაც ვხედავთ 13.8 მილიარდი წლის მანძილზე ეგ ობიექტი ამ დროის მანძილზე დაგვშორდებოდა ჩვენ და ეხლა იქნება 46 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ჩვენგან (93 არის დიამეტრი)

This post has been edited by ლოგიკⒶ on 7 Apr 2017, 23:39
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9182
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 00:30  #50319831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
წყლის მოძრაობის ანუ მიქცევა მოქცევის ბრალია რომ მთვარე დედამიწას შორდება... ამ მიქცევა მოქცევით დედამიწა კარგავს კინეტიკურ ენერგიას და უნელდები საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობა და ოკეანეების მეშვეობით ეს ენერგია გადაეცემა მთვარეს რის შედეგადაც მთვარე გადადის უფრო შორეულ ორბიტაზე

წყალი იქნება თუ მთა, არა აქვს მნიშვნელობა. მთვარეზე ხომ არაა წყალი, მაგრამ ის დაფიქსირდა დედამიწის მიმართ ერთი მხრით მობრუნებული (თითქმის, ჯერ მთლად ბოლომდე არაა ეს პროცესი მისული). საბოლოოდ დედამიწა და მთვარე ერთი მხრით იქნებიან მიქცეული ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა იქნება დედამიწაზე წყალი თუ არა.



--------------------
გაუმარჯოს სამართლიანობას!

სოციალური სამართლიანობის მოთხოვნის უკან სინამდვილეში დიდი უსამართლობა იმალება!

ვართ ის რაცა ვართ და გვაქვს ის რაცა გვაქვს!
Optimer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 993
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 12:26  #50321461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
სინგულარობა როგორც ვიცით განუსაზღვრელად მარტივია, რომლის იქითაც აღარაფრის გაზომვას აქვს აზრი, სწორია? მესმის ჰიპოთეზის დონეზეა და ყველაფერზე პასუხი ვერ გვექნება, თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ...



DRAKONI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3969
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 15:46  #50322594      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nforumi
QUOTE
წყალი იქნება თუ მთა, არა აქვს მნიშვნელობა. მთვარეზე ხომ არაა წყალი, მაგრამ ის დაფიქსირდა დედამიწის მიმართ ერთი მხრით მობრუნებული (თითქმის, ჯერ მთლად ბოლომდე არაა ეს პროცესი მისული). საბოლოოდ დედამიწა და მთვარე ერთი მხრით იქნებიან მიქცეული ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა იქნება დედამიწაზე წყალი თუ არა.

მთავარი მიზეზი მთვარის დაშორებისა დროში არის წყალი. სწორს გეუბნება.

მთვარე იწვევს მოქცევებს, ანუ წყლის დონე იწევს მაღლა, ეს აწეული წყლის მასა "მიყვება" მთვარეს დედამიწის ბრუნვის გამო. როცა წყლის მასა ხმელეთს მიაღწევს, ის ეჯახება ხმელეთს, ამ დროს გამოიყოფა ენერგია.
ენერგიის მუდმივობის კანონის გამო, ეს ენერგია საიდანღაც უნდა მოვიდეს. ანუ რომელიღაც ენერგია უნდა დაიხარჯოს. ამიტომ ნელდება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, და კლებულობს მთვარის სიჩქარე ორბიტაზე.
ხოლო რადგან სხეულის სიჩქარეს ორბიტაზე მისი შესაბამისი დაშორება ჭირდება, ამიტომ მთვარე შორდება დედამიწას.

ეს პროცესი ძალიან აქტიური იყო 3 მილიარდი წლის წინ, მაშინ დედამიწა ღერძის გარშემო 6 საათში ტრიალებდა, ხოლო მთვარე 10 ჯერ ახლოს იყო, ამიტომ მოქცევები ძალიან ძლიერი იყო, 20-30 მეტრს აღწევდა, და პროცესი ენერგიის დაკარგვისა სწრაფად მიდიოდა.

რაც უფრო შორდება მთვარე დედამიწას, მით უფრო სუსტია ამ პროცესის დინამიკა.

წყლის გარდა, იგივე ეფექტი აქვს დედამიწის ქერქის მოძრაობას, ეს იწვევს ხახუნს და ქერქის გათბობას, ტექტონიკურ ძვრებს. მაგრამ მოქცევებთან შედარებით, ამისი წილი ბრუნვის შენელებაში და მთვარის დაშორებაში მცირეა.
Optimer
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 993
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 16:19  #50322791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
DRAKONI
დადგება ის მომენტი, როდესაც იმდენად მცირე იქნება პროცესის დინამიკა, რომ პრაქტიკულად სტატიკური გახდება და აღარც არსად გაგვეპარება მთვარე?
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9182
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 16:28  #50322855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (DRAKONI @ 8 Apr 2017, 15:46 )
nforumi
QUOTE
წყალი იქნება თუ მთა, არა აქვს მნიშვნელობა. მთვარეზე ხომ არაა წყალი, მაგრამ ის დაფიქსირდა დედამიწის მიმართ ერთი მხრით მობრუნებული (თითქმის, ჯერ მთლად ბოლომდე არაა ეს პროცესი მისული). საბოლოოდ დედამიწა და მთვარე ერთი მხრით იქნებიან მიქცეული ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა იქნება დედამიწაზე წყალი თუ არა.

მთავარი მიზეზი მთვარის დაშორებისა დროში არის წყალი. სწორს გეუბნება.

მთვარე იწვევს მოქცევებს, ანუ წყლის დონე იწევს მაღლა, ეს აწეული წყლის მასა "მიყვება" მთვარეს დედამიწის ბრუნვის გამო. როცა წყლის მასა ხმელეთს მიაღწევს, ის ეჯახება ხმელეთს, ამ დროს გამოიყოფა ენერგია.
ენერგიის მუდმივობის კანონის გამო, ეს ენერგია საიდანღაც უნდა მოვიდეს. ანუ რომელიღაც ენერგია უნდა დაიხარჯოს. ამიტომ ნელდება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, და კლებულობს მთვარის სიჩქარე ორბიტაზე.
ხოლო რადგან სხეულის სიჩქარეს ორბიტაზე მისი შესაბამისი დაშორება ჭირდება, ამიტომ მთვარე შორდება დედამიწას.

ეს პროცესი ძალიან აქტიური იყო 3 მილიარდი წლის წინ, მაშინ დედამიწა ღერძის გარშემო 6 საათში ტრიალებდა, ხოლო მთვარე 10 ჯერ ახლოს იყო, ამიტომ მოქცევები ძალიან ძლიერი იყო, 20-30 მეტრს აღწევდა, და პროცესი ენერგიის დაკარგვისა სწრაფად მიდიოდა.

რაც უფრო შორდება მთვარე დედამიწას, მით უფრო სუსტია ამ პროცესის დინამიკა.

წყლის გარდა, იგივე ეფექტი აქვს დედამიწის ქერქის მოძრაობას, ეს იწვევს ხახუნს და ქერქის გათბობას, ტექტონიკურ ძვრებს. მაგრამ მოქცევებთან შედარებით, ამისი წილი ბრუნვის შენელებაში და მთვარის დაშორებაში მცირეა.

ჯერ ერთი, მთვარის მექანიკური ენერგია იმატებს, იმიტომ გადადის უფრო დაშორებულ ორბიტაზე. თუ არ გჯერა, გადახედე კეპლერის კანონებს, ან კითხე ასფურცელას.

მეორე, წყლის მასების მოძრაობა მეორადი ეფექტია და სულაც არ არის არსებითი ამ პროცესში. არსებითი არის შემდეგი: მთვარე უფრო მეტად იზიდავს მისკენ ახლოს მყოფ დედამიწის ნაწილს, რომელიც მუდმივად შორდება (ბრუნვის გამო), შედეგად ხდება დედამიწის ბრუნვის შენელება (მცირდება დედამიწის ბრუნვის მომენტი). მომენტის შენახვის კანონის თანახმად, შესაბამისად უნდა გაიზარდოს მთვარის ბრუნვის სიჩქარე (დედამიწის გარშემო). ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთვარე და დედამიწა მუდმივად არ იქნებიან ერთიდაიგივე გვერდით მიქცეული ერთმანეთისკენ.

This post has been edited by nforumi on 8 Apr 2017, 17:46
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3436
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 18:45  #50323785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Optimer
QUOTE
სინგულარობა როგორც ვიცით განუსაზღვრელად მარტივია, რომლის იქითაც აღარაფრის გაზომვას აქვს აზრი, სწორია?

არა ეგ არის პლანკის ზომა (ყველაზე მცირე რამ)... სინგულარობას რაც შეეხება შეუძლებელია სრული სამყაროს მაშტაბებზე საუბარი ანუ მთლიანად ეს სამყარო რაში იყო მოთავსებული უცნობია თუმცა შეგვიძლია ვთქვათ დამზერადი სამყარო როგორ წარმოიქმნა... ეს 93 მილიარდი სინათლის წელზე რაც არის გადაჭიმული მოთავსებული იყო ძალიან მცირე წერტილში თუ სწორად მახსოვს დაახლოებით პროტონის ხელა იყოო (რაც გაცილებით უფრო დიდია პლანკის ზომაზე)


QUOTE
დადგება ის მომენტი, როდესაც იმდენად მცირე იქნება პროცესის დინამიკა, რომ პრაქტიკულად სტატიკური გახდება და აღარც არსად გაგვეპარება მთვარე?

როგორც ენფორუმმა დაწერა
QUOTE
ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთვარე და დედამიწა მუდმივად არ იქნებიან ერთიდაიგივე გვერდით მიქცეული ერთმანეთისკენ.

ასე მოხდება... ამას tidal locking ქვია ანუ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო თვეში ერთხელ იტრიალებს ზუსტად იმ სისწრაფით რაც მთვარეს დასჭირდება რათა დედამიწას დაარტყას ერთი წრე შესაბამისად ეს როცა მოხდება მთავერ აღარ დაგვშორდება






nforumi
QUOTE
წყალი იქნება თუ მთა, არა აქვს მნიშვნელობა. მთვარეზე ხომ არაა წყალი, მაგრამ ის დაფიქსირდა დედამიწის მიმართ ერთი მხრით მობრუნებული (თითქმის, ჯერ მთლად ბოლომდე არაა ეს პროცესი მისული). საბოლოოდ დედამიწა და მთვარე ერთი მხრით იქნებიან მიქცეული ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა იქნება დედამიწაზე წყალი თუ არა.

ეს კი წავიკითხე და გავიგე რაც ეწერა მაგრამ რატომღაც ვერ გავიაზრე რას გულისხმობდი biggrin.gif მართალი ხარ რომ მთვარე მუდმივად ჩვენ გვიყურებს ერთი მხრით თუმცა ამისთვის უეჭველი საჭიროა რაღაცა რომ მოძრაობდეს პლანეტის ზედაპირზე რაც გამოიწვევს პლანეტის ბრუნვის სიჩქარის დარეგულირებას თორე ცარიელი კლდე რატომ გაჩერდება ასე? უეჭველი წინათ მთვარეზე ლავა იქნებოდა რამაც გამოიწვია ეს ეფექტი

This post has been edited by ლოგიკⒶ on 8 Apr 2017, 18:45
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9182
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 20:09  #50324389      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
ეს კი წავიკითხე და გავიგე რაც ეწერა მაგრამ რატომღაც ვერ გავიაზრე რას გულისხმობდი  მართალი ხარ რომ მთვარე მუდმივად ჩვენ გვიყურებს ერთი მხრით თუმცა ამისთვის უეჭველი საჭიროა რაღაცა რომ მოძრაობდეს პლანეტის ზედაპირზე რაც გამოიწვევს პლანეტის ბრუნვის სიჩქარის დარეგულირებას თორე ცარიელი კლდე რატომ გაჩერდება ასე? უეჭველი წინათ მთვარეზე ლავა იქნებოდა რამაც გამოიწვია ეს ეფექტი


რატომ? გრავიტაცია თხევადზე მოქმედებს სხვანაირად?
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3436
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 22:13  #50325400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
nforumi
როგორც შენ თქვი მომავალში დედამიწაც შენელდება მთვარის ბრუნვის სისწრაფემდე და დედამიწის მხოლოდ ერთი მხრიდან გამოჩნდება მთვარე მეორე მხარეს არასდროს აღარ იქნება მთვარე ხო? და რატომ ნელდება დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო? რაღაც ძალა ხომ უნდა უშლიდეს ხელს ბრუნვაში და ანელებდეს მას არა? თვითონ გრავიტაცია პირდაპირ ბრუნვასთან არაფერ შუაშია... როდესაც მთვარის გრავიტაცია იზიდავს ოკეანეს და ოკეანე ამობურცულია მთვარის მიმართულებით ამ დროს კი დედამიწა ბრუნავს, ეს მთვარის მიმართულებით ამოწეული ოკეანე ეხახუნება მბრუნავ დედამიწას და ანელებს მის მოძრაობას... შესაბამისად როდესაც დედამიწის ბრუნვის სისწრაფე გაუტოლდება მთვარის ბრუნვის სისწრაფეს ამ დროს ეს ოკეანის ამობურცვა მუდმივად დედამიწასთან ერთად იმოძრავებს მისი სიჩქარით და არანაირი ხახუნი ან შენელება აღარ იქნება


თუ პლანეტა მთლიანად მყარია და მიზიდულობის გამო ერთი ობიექტი მეორეს არ ეხახუნება მაშინ პლანეტის ბრუნვაც უცვლელი დარჩება

This post has been edited by ლოგიკⒶ on 8 Apr 2017, 22:15
nforumi
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9182
წევრი No.: 59670
რეგისტრ.: 29-April 08

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 22:21  #50325484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ლოგიკⒶ
QUOTE
როგორც შენ თქვი მომავალში დედამიწაც შენელდება მთვარის ბრუნვის სისწრაფემდე და დედამიწის მხოლოდ ერთი მხრიდან გამოჩნდება მთვარე მეორე მხარეს არასდროს აღარ იქნება მთვარე ხო? და რატომ ნელდება დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო? რაღაც ძალა ხომ უნდა უშლიდეს ხელს ბრუნვაში და ანელებდეს მას არა? თვითონ გრავიტაცია პირდაპირ ბრუნვასთან არაფერ შუაშია... როდესაც მთვარის გრავიტაცია იზიდავს ოკეანეს და ოკეანე ამობურცულია მთვარის მიმართულებით ამ დროს კი დედამიწა ბრუნავს, ეს მთვარის მიმართულებით ამოწეული ოკეანე ეხახუნება მბრუნავ დედამიწას და ანელებს მის მოძრაობას... შესაბამისად როდესაც დედამიწის ბრუნვის სისწრაფე გაუტოლდება მთვარის ბრუნვის სისწრაფეს ამ დროს ეს ოკეანის ამობურცვა მუდმივად დედამიწასთან ერთად იმოძრავებს მისი სიჩქარით და არანაირი ხახუნი ან შენელება აღარ იქნება

შენ გინდა თქვა რომ მთვარეზე, პლუტონზე, ქარონზე - ყველგან თხევადი მასები არსებობდა და მიტოა მაგ ეფექტი? wink.gif

QUOTE
თუ პლანეტა მთლიანად მყარია და მიზიდულობის გამო ერთი ობიექტი მეორეს არ ეხახუნება მაშინ პლანეტის ბრუნვაც უცვლელი დარჩება

ეგეთი რამე არ არსებობს. დიდი ობიექტები არ შეიძლება იყვნენ ისეთი შეკრული, როგორც დავუშვათ ლითონის პატარა ბურთულა.

giorgevich23
ასობნიაკი კომბლე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4792
წევრი No.: 95322
რეგისტრ.: 7-July 09

გამოგზავნილია: 8 Apr 2017, 22:32  #50325574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლა ასე დაერხევა დედამიწას მთვარე რომ დაკარგოს?



--------------------
აბა აბა
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6527
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 9 Apr 2017, 00:09  #50326417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაილუქა.
გაგრძელება აქ:
ასტრონომია III


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (124) « პირველი ... 122 123 [124]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0441 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]