პირველ ნაწილში ახლო წარსულს შევეხეთ, მეორე ნაწილი აწმყოს დავუთმოთ.
ფაქტია საქართველოს ნკრებს კიდევ ერთხელ მოუკაკუნა თაობათა ცვლამ, ოღონდ ეს ცვლა გამორჩეული იქნება. ახალი თაობა ცოტა არ იყოს განსხვავებული მოვლენაა. უკვე ვთქვით რომ ძველი თაობა გამოირჩეოდა არანორმალური ფიზიკური მონაცემებით, ეს გინდათ ქართულ გენეტიკას დააბრალეთ, გინდათ კულინარიას. ფაქტია ახალ თაობაში გაზრდილი კონკურენციის და ტექნიკურ/ტაქტიკური განათლების მიუხედავად არ არიან ისეთი მონაცემების მქონე მორაგბეები როგორც უწინ. ამის ნათელი მაგალითია კრიზისი მეორე ხაზში სადაც გამორჩეულად მაღალი და ძლიერი მოთამაშეებია საჭირო. ქართული სისტემა ძალიან ეფექტურად ზრდის ახალგაზრდებს პირველ და მესამე ხაზებში, აქ კონკურენცია ისე გაიზარდა რომ ახალგაზრულ ჩემპიონატზე პირველი დონის ქვეყნებსაც კი გავუტოლდით. ჩვენი ბიჭები უდაოდ თავდადებით გამოდიან და ის სისუსტე რაზეც მე ვამახვილებ ყურადღებას მათ არ ეხება, ეს პრობლემა მათგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო წარმოიშვა.
სანამ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას გაგაცნობდეთ მოდი კიდევ ერთხელ განვმარტავ თუ რას ვგულისხმობ: საქართველოს ახალ ნაკრებში არის კონკურენცია მაგრამ ეს კნონკურენცია ცოტა არ იყოს ერთფეროვანია. საქმე იმაშია რომ არსეობენ სხვადასხვა სტილის მოთამაშეები, განსხვავდება მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და მიუხედავად იმისა რომ ძირითადი ფუნქცია ყველას ერთი აქვს სხვადასხვა მორაგბე ამ ფუნქციას სხვადასხვანაირად ასრულებს, უმაღლეს დონეზე ყველა მოთამაშეს მოეთხოვება ნებისმიერი სტილის ფლობა და საჭიროების მიხედვით ერთიდან მეორეზე გადაწყობა მაგრამ განსხვავებები მაინც არსებობს.
მაგალითად ავიღოთ სამი სხვადასხვა სტილი/ნიშა
utility (ეწ "მუშა" "სარგებლიანი") მორაგბეები რომლებიც 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ, ისინი თავისი პოზიციისთვის საშუალო ფიზიკური მონაცემების მატარებლები არიან მაგრამ ზოგადად უკეთესი გუნდური თამაშით, სხვა პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელების ხშირი დახმარებით/დაზღვევით და გამძლეობით გამოირჩევიან. ასეთი სტილის ბევრი მორაგბე ჰყავს დღეს იაპონიის ნაკრებს, ჩვენს ნაკრებშიც არსებობს ამ სტილის რამოდენიმე კარგი მაგალითი, ერთერთი გამორჩეული კოკი თხილაიშვილია.
poacher(მონადირე/ბრაკონიერი) - ამ სტილის მოთამაშეები გამოირჩევიან მიწაზე კარგი თამაშით, სისწრაფით, შესანიშნავი ბოჭვის ტექნიკით, აგრესიული დაცვით და ბურთის მოპოვებით (ეწ "turnover"). "მუშა" მოთამაშეებისგან განსხვავებით რომლებიც ყველა საჭირო უნარს ნორმალურად ფლობენ "poacher"-ები რამოდენიმე კონკრეტული უნარის უმაღლეს დონეზე აყვანის შედეგად აღწევენ უპირატესობის მოპოვებას. ამის ერთერთი მაგალითი ზელანდიის ლეგენდარული კაპიტანი რიჩი მაკოუ გახლდათ, მიუხედავად იმისა რომ ის არცერთ ასპექტში ტოლს არ უდებდა მოწინააღმდეგეებს ის სწორედ ამ სტილის ექსპერტი იყო. საქართველოს ნაკრებში poacher-ის ნიჭით დავით კაჭარავა გამოირჩევა.
Enforcer("გამტანი" "შემსრულებელი") - ჟარგნოულად ინგლისურ ენოვან ქვეყნებში ასევე ხმარობენ "bully-ს"(მჩაგვრელი). ხშირად ასეთი მორაგბეები გუნდის ლიდერებად გვევლინებიან, ისინი გამოირჩევიან არნახული ფიზიკური მონაცემებით, ინდივიდუალიზმით და ზოგჯერ ფიცხი ბუნებით. მათი მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაჩაგვრაა, ამისთვის სხვადასხვა ხერხები არსებობს, მაგალითად მეტოქის გუნდის ლიდერების მიზანში ამოღება და განეიტრალება. საჭირო მომენტებში თავიანთი გუნდის შეკვრა და შტურმის დაწყება. ასეთი მოთამაშეები იშვიათად გვხვდებიან მაგრამ ყურადღებას მაშინვე იქცევენ რადგან სხვებისგან გამოირჩევიან. ამ სტილის ბევრი მაგალითი არსებობს. ასეთები იყვნენ, მარტინ ჯონსონი, ბაკის ბოთა, სებასტიან შაბალი და რათქმაუნდა მამუკა გორგოძეც. აღსანიშნავია ისიც რომ ეს მორაგბეები(შაბალი სადაოა) სამივე სტილის უნარებს შესანიშნავად ფლობდნენ. ეს იმიტომ რომ "ენფორსერებისთვის" გზა ხსნილია, მათ შეუძლიათ ნებისმიერი დეტალი შეისწავლონ და ყველაფერი ერთად შეასრულონ. განსხვავება ამ სტილსა და დანარჩენ ორს შორსი ის არის რომ poacher-სა და utility-ის მოთამაშეებს გაუჭირდებათ enforcer-ის ფუნქციების შეთავსება მაგრამ enforcer-ს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს.
საერთო ჯამში ყველა გუნდი ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას და სხვადასხვა სტილის მოთამაშეების სწორად გამოყენებას
ამ გადახვევის შემდეგ შეგვიძლია მოვუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს. თუ რაგბს დიდი ხანია თვალს ადევნებთ ალბათ შენიშნავდით რომ წარსულში ქართულ რაგბში დომინირებდნენ enforcer-ის ტიპის მოთამაშეები, (სახელების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ) ერთის მხრივ ეს კარგი იყო რადგან მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი სტილის მოთამაშეების ყურება მაგრამ გუნდში არ იყო საკმარისი "მუშა" და "მონადირე" რაც გუნდური თამაშისთვის და საბოლოო შედეგისთვის აუცილებელია.
დღეს დღეისობით საპირისპირო სიტუაციაა. რაგბის კავშირმა მოახერხა ზემოთ ხსენებული ორი სტილის განვითარება და ბავაშვთა სათანადოდ აღზრდა მაგრამ ამავდროულად შემცირდა enforcer-ების რაოდენობა. გვყავს მორაგბეები რომლებიც ითავსებენ ლიდერების ფუნქციებს და ხასიათითაც ჰგვანან enforcerებს მაგრამ ბოლო წლებში არ გამოჩენილა ისეთი მოთამაშე რომელიც ფიზიკურად გამოირჩევა ამ სტილისთვის დამახასიათებელი თვისებებით. ამის მაგალითად განვლილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიც შეიძლება მოვიყვანოთ სადაც საქართველოს თითქმის ყველა მეტოქე აღემატებოდა როგორც წონაში ასევე სიმაღლეში.
თავი შეიძლება იმით გავიმხნევოთ რომ ამ მძიმე წონოსან მეტოქეებსაც მივუჩინეთ თავის ადგილი და სასურველ შედეგს მივაღწიეთ მაგრამ აქ არის ერთი უსიამოვნო ნიუანსი. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეები უკეთესი ტექნიკური მონაცემების ხარჯზე დაამარცხა, რასაც არ ვაკნინებთ ეს აქამდე უპრეცენდენტო და შესანიშნავი მიღწევაა. სამწუხაროდ უცხოელი ახალგაზრდები დაბრუნდებიან თავიანთ კლუბებში და ტექნიკურ მონაცემებს დახვეწენ, ბევრი ჩვენი მორაგბე კი ვერასდროს მიაღწევს უმაღლესი დონის კლუბამდე. ქართველი მორაგბეების დიდი ნაწილი ვერ წავა უცხოეთში, შედეგად სულ მალე ის უცხოელი ჭაბუკები გახდებიან უმაღლესი დონის პროფესიონალები და თუ მომავალში სადმე გადავეყრებით ჩვენ მათთან ტექნიკურ ასპექტებში უპირატესობა აღარ გვექნება ხოლო ფიზიკურად ეს უპირატესობა ჩვენს ახალგაზრდებს არც ჰქონიათ. შედეგად დავკარგავთ უპირატესობას იმ ერთ(ძალისმიერ) ასპექტში რითაც აქამდე ასე ვამაყობდით მაგრამ ვერც ტექნიკური უნარით ვაჯობებთ უცხოელებს მიუხედავად იმისა რომ რაგბის კავშირი ცდას არ აკლებს ამ მხრივ ქართული რაგბის განვითარებას.
მიზეზი იმისა თუ რატომ შემცირდა ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეების რაოდენობა რთული ასახსნელია. ალბათ ერთ ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში 1992 წლის შემდეგ შობადობის რადიკალური ვარდნაა. რომელიც საშუალოდ წლიური 90,000 დან 55 ათასამდე დაეცა რაც თითქმის 40 პროცენტიანი ვარდნაა, ამხელა ვარდნა ნებისმიერ ქვეყანას დიდ დაღს დაასვამდა, მითუმეტეს როცა ეს პატარა ერს ეხება.
ეს სიტუაცია შეიძლება მომავალში კიდევ უფრო გაუარესდეს ერთი უცნაური მიზეზის გამო. ქვეყანაში გოგონათა სპორტის არ არის სათანადოდ განვითარებული. დედების ფიზიკური კონდიცია უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს შვილის მომავალ ფიზიკურ განვითარებაზე. მსოფლიოში დიდი ყურადღება ექცევა გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რათქმაუნდა არავინ ავალდებულებს მანდილოსნებს სპორტში პროფესიული კარიერის დაწყებას მაგრამ თუ მშობელი არასდროს ყოფილა თუნდაც სამოყვარულო სპორტით დაკავებული ეს შვილის მაღალი სპორტული მიღწევების შანსებს ერთი ორად ამცირებს. ეს პრობლემა ადრე ნაკლებად იდგა ვინაიდან სოფლებში ფიზიკურ შრომას გვერდს ვერავინ აუვლიდა, ქალაქებში კი(რომლებიც ადრე გაცილებით მცირე რაოდენობის მოსახლეობას იტევდა) უმეტესობა დაკავებული იყო ცეკვით, ტანვარჯიშით ან სხვა სპორტის სახეობებით რაც სავსებთ საკმარისი იყო ჯანსაღი ცხოვრებისთვის. დღევანდელი მონაცემებით კი მანდილოსნების უმეტესობა არასდროს ყოფილა სპორტით ან თუნდაც ფიტნესით გატაცებული. ამას დამატებული 80იანი წლების შემდეგ მანდილოსნებში სიგარეტის მოხმარების ზრდა ნამდვილად არ არის უკეთესი მომავლის რეცეპტი.
_____________________________________________
ესეც მეორე ნაწილი. მესამეს უკვე საკლუბო რაგბის მნიშვნელობაზე დავწერ. მოკლედ ბლოგის ფორმატი უფროა ვიდრე თემის მაგრამ ჯანდაბას რაც არის ეს არის.
Pს: მოდერ თუ შეგიძლია რომ პირველ პოსტს ჩაამატო მადლობელი დაგრჩები, მე აღარ მაქვს ჩასწორების ფუნქცია.
This post has been edited by FullbackAce on 14 Jul 2018, 12:02