#49750738 · 21 Jan 2017, 09:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველა პროგრესის სათავე ეს მეთოდია - ცდის და შეცდომის. სიცოცხლის ევოლუცია დედამოწაზე ნაწლავღრუიანებიდან ადამიანამდე არის ცდისა (მუტაცია) და შეცდომის (დაწუნების) შედეგი. ბუნებას არ უფიქრია საუკეთესო / გამძლე/ ულამაზესი/ უჭკვიანესის შექმნა. ბუნებან უ ბ რ ა ლ ო დ დაუშვა ბეეევრი შეცდომა. და ეს შეცდომა უშვა და უშვა მილიონჯერ ზედიზედ. რაც დედამიწაზე ცხოველთა სახეობაა, ასჯერ მეტი შექმნა ბუნებამ და დ რ ო მ ისინი დაიწუნა როგორც შეცდომა. დატოვა მხოლოდ ისინი, რომელთაც საკმარისი ძლიერი მხარეები აღმოაჩნდა დამოუკიდებლობისთვის, გამძლეობისთვის, გამრავლებისთვის.
ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს. კაცობრიობის ცივილიზაციამ გაიმეორა ევოლუცია - განვითარდა ცდისა და შეცდომის მეთოდით.
გამონაკლისი წესს ადასტურებს. ადამიანთა ჯგუფებმა, რომლებმაც აღარ მისცეს საკუთარ სოციუმს უფლება დაეშვათ შეცდომები, მწარე შედეგი მიიღეს - ისინი ა რ განვითარდნენ. მტკიცე და მკაცრმა ტრადიციებმა განუვითარებელ ჩარჩოში დატოვა ავსტრალიელი აბორიგენები და აბორიგენი პაპუა ახალი გვინეელები.
ეს პრინციპი სრულ კანონზომიერებაში გადაიზარდა და შუალედური ფორმებიც მიიღო. მაგალითად ინდიელები, ესკიმოსები, ინდუისტები.. მათ იმდენად ყოვლისმომცველი ჩარჩო აიშენეს საკუთარი ყოფის გარშემო, რომ .. ვეღარ დაუშვეს შეცდომა, და ვერ განვითარდნენ.
ევროპამ (კაცობრიობის დღევანდელი ცივილიზაციის მისაბაძმა მწვერვალმა - მოდუსმა) საკუტარ თავს შეცდომის უფლება მისცა. უფრო სწორედ, ხან მისცა და ხან შეუზღუდა საკუტარ თავს. როცაკი მისცა შეცდომის უფლება (ძველი საბერძნეთი, მე-19,მე-20 საუკუნე)განვითარდა. როცა შეუზღუდა შეცდომის უფლება (დოგმატიზმი, ინკვიზიცია) გაიყინა ან უკუგანვითარდა.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|