48-დან 16 გუნდი რო მხოლოდ 2 მატჩის სათამაშოდ რო ჩადის ამხელა ტურნირაზე, მაგას არ აქცევთ ყურადღებას?
წააგებს იმ 2 თამაშს და წავა სახლში და ეს იქნება იმ ქვეყნებში "ფეხბურთის პოპულარიზაციის ზრდის ან მით უმეტეს განვითარების" ინდიკატორი?
3 გუნდებიან ჯგუფებში - ფრე, პენლები...ბურთების რაოდენობა.. გავლენას არ მოახდენს სანახაობით მხარეზე? თავადაც იციან რო მოახდენს, ახლა განიხილავენ ფრე საერთოდ ხო არ გავაუქმოთო??
შესარჩევს რა ემართება ამ დროს? ეგ ცალკე პრობლემაა
ამ გადაწყვეტილებით, ერთის მხრივ, ძვალი გადაუგდეს (კოჭი გაუგორეს) იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხმა მისცეს ინფანტინოს არჩევას..და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გაზარდეს ფიფას შემოსავალი...თან ეს გააკეთეს ტექნიკურად, გლობალური რეფორმის ლოზუნგით, (ყველა ოჯახში თითო ფეხბურთელი!
კორუფციაში ჩაძირული სისტემის შეუცვლელად
თავი რო დავანებოთ საფეხბურთო მხარეს (თუმცა, არ მესმის მაგალითად, ჰონდურასის ან ჩვენი დონის გუნდების რაოდენობა თუ გაიზრდება მჩ-ზე, ამით მაყურებელი რა აჩყ-ს მოიგებს??)
ეკონომიკური კუთხითაც, ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა ამხელა ფულის ერთ კონკრეტულ ტურნირში ჩათხლეშა
დაახლოებით 12-დან 15 მილიარდ დოლარამდე უჯდება რუსეთს მსოფლიო ჩემპი 32 გუნდით - 11 ქალაქში 12 სტადიონით.
და, ეს ყველაზე რბილი შეფასებით, იქ არსებულ ატკატებს და კარუფციას თუ გავითვალისწინებთ, თავისუფლად ავლენ 15 მილიარდზე
48 გუნდის შემთხვევაში მინიმუმ, გაორმაგდება ეს ციფრი და 30 მილიარდზე ავა ..ცალკეა კიდე კერძო ბიზნესის ხარჯი
წარმოიდგინეთ, ახალი სისტემით გჭირდება უკვე 16 სტადიონი(!), (მინიმუმ 40 ათასიანი) დამატებით აეროპორტები, სასტუმროები...ეს უზარმაზარი ხარჯია...
ბრაზილიის ბოლო ჩემპმაც აჩვენა რამხელა სოციალური პროტესტი იყო ამხელა ფულის გასროლის გამო ფედერალური ბიუჯეტიდან
ეს თანხები მოაკლდა ჯანდაცვას, განათლებას, მეცნიერებას, გარემოს დაცვას... იმის მერე რეცესიაა ბრაზილიის ეკონომიკაში
ჩინეთს და ინდოეთს თუ მისცეს 2026 ჩემპიი ხო საერთოდ უზარმაზარი სოციალური ტვირთი იქნება...
კაპიკებად ამუშავებენ მუშებს, შრომითი უფლება - 0, ადამიანის უფლება - 0...მეგა მშენებლობები, ეკოლოგიის დაკიდება...
ჩემი სუბიექტური აზრია, რო ფეხბურთი სწორედ ასეთი "გადაწყვეტილებით" კარგავს იმ კეთილშობილ სახეს, რის გამოც ეს თამაში ასე უყვარდათ
ძალიან საინტერესო წერილია მსოფლიო ფეხბურთზე, ფიფაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე
ძველია მაგრამ ახლაც აქტუალურია იმდენად, ზუსტად არის აქცენტები დასმული
FIFA Scandal - A tipping point for CSR?
Dr. Michael Hopkins
https://www.linkedin.com/pulse/fifa-scandal...michael-hopkins This post has been edited by guriaaa on 12 Jan 2017, 16:01