მოგესალმებით, პირველ რიგში ბოდიში მოდერს და ვთხოვ წინა თემა დახუროს თავს უფლება მივეცი და ახალი თემა გავხსენი მიუხედავად იმისა რომ წინა თემას არ მიუღწევია 100 გვერდამდე, შევეცდები უფრო ვრცლად და კარგად ავხსნა ის რაც დროპშიპინგს ეხება, რათქმაუნდა ეს ცოდნა აქ შევიძინე პირველ რიგში სულ პირველი თემის კითხვიდან დავიწყე თითოეული პოსტი.
პირველი თემამეორე თემამოდი დავიწყებ სულ თავიდან და ზერელედ განვიხილავ სად მოხვდით სად შემოხვედით და რა უნდა იცოდეთ თუ ამ საქმეს მოკიდებთ ხელს. ყველას გვინდა რომ ყველაფერი მალე მოხდეს და თან იყოს მზად აბსოლიტურად ყველაფერი, და თუ ესეხართ განწყობილები შეგიძლიათ განეწყოთ სხვანაირად ან დატოვოთ თემა.
რაც შეეხება დროპშიპინგს, ეს არის საშუალება გამოიმუშაოთ ფული ინტერნეტის მეშვეობით აქ არარის ლაპარაკი კაპიკებზე ადსენსისავით რთულზე ანდაც კლიკებისავით საზიზღარ რამეზე, ეს არის არც თუ ისე რთული შრომატევადი ონლაინ ბიზნესი, ცოტა უცნაური სახელი შეგვიძლია დავუძახოთ ‘ჩვენი ყველაფრის ონლაინ მაღაზია სადაც ვთამაშობთ სხვისი წესებით’. რატო სხვისი წესებით ამას მოგვიანებით ავხსნი, რაც ცოტა თავის ტკივილია.
1. რეგისტრაცია იბეიზე და ფეიფალზეპირველ რიგში რეგისტრირდებით იბეიზე, ეცადეთ ნიკი იყოს მაღაზიის სახელთან მიახლოებული რამე ორიგინალური. შემდეგ რეგისტრირდებით ფეიფალზე, აბსოლიტურად ყველა ველი როგორც იბეისი ასევე პეიპალის შეავსეთ სრული დაკვირვებით და მართებულად. იბეიზე რეგისტრაციის ადგილად მიუთითეთ სადაც ხართ რეალურად (ხართ საქართელოში მიუთითეთ საქართველო). მე პირადად ამერიკული მისამართი მქონდა მითითებული და პრობლემები შემიქმნეს ამის გამო. დილივერი მისამართში შეგიძლიათ უსა2ჯორჯიას მისამართი გამოიყენოთ.
გაითვალისწინეთ რეკომენდირებულია ინგლისურის ცოდნა საშუალო დონეზე რაც უფრო დაგეხმარებათ და წინ წაგწევთ. ეცადეთ არაფერი მოიტყუოთ ყველაფერი გქონდეთ სწორად და კარგად.
2. ფეიფალის მიბმა იბეიზეესეც აუცილებელი თავი, რის გარეშეც ფაქტიურად ვერაფერს გავყიდით. მიბმა საკმაოდ მარტივია ვაჭერთ ჩვენს მიერ შერჩეულ ნიკს შემდეგ გადავდივართ ACCOUNT SETTINGS – და ვაბამთ ფეიფალს. საკმაოდ მარტივია.
უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ნივთი რომელსაც გაყიდით.
3. (Business Policies)ესეც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ანუ რა არის „Business Policies“
აქ უკვე ჩვენ ვწერთ თუ რას ვთავაზობთ კლიენტს კონკრეტულად:
1. დაბრუნების სისტემა გექნებათ თუ არა და როგორი
2. შიპინგ - მიწოდების სისტემა - რითი, რამდენახნში, რა ფასად, რომელ ქვეყნებში, შტატებში მიაწვდით გაყიდულ ნივთს მყიდველს.
3. რითი გადაიხდიან მყიდველები
შეგიძლიათ შექმნათ იმდენი რამდენიც გინდათ. ინდივიდუალურია გააჩნია თქვენ რას გაყიდით და ასე შემდეგ.
4. ფეიფალი და ბარათიშემდეგ ფეიფალს უნდა მივაბათ საკრედიტო ბარათი, ბარათი აუცილებელია იყოს ვიზა. ზედ თანხა უნდა გქონდეთ მინიმუმ 1 დოლარი მიბმის დროს ფეიფალი წაგართმევთ ამ ერთ დოლარს ინტერნეტ ბანკში მოგივათ შეტყობინება სადაც იქნება რიცხვების და ასოების ერთგვარი კოდი ამ კოდს შეიყვანთ ფეიფალზე მოცემულ ადგილას და დაგიბრუნდებათ ეს დოლარიც და კარტაც მიებმევა.
5. ფეიფალთან დაკავშირებული შეზღუდვებიძალიან ვრცელი თემა რომ არ გამომივიდეს თვითონ ფეიფალის ვებ-გვერდზე გაეცანით ინფორმაციას ან იკითხეთ კონკრეტულად რა დაგაინტერესებთ.
6. რა გავყიდოთძალიან ხშირია ეს შეკითხვები მეც დამისვამს დაწყების პერიოდში მაგრამ მივხვდი ბოლოს რომ ინდივიდუალურად უნდა გამოძებნოთ ხერხი თუ როგორ შეარჩიოთ თუ რა გაყიდოთ. მარტივად, რომ ვთქვა ტვინის გამოძრავებაა საჭირო, ნახეთ იბეიზე რა იყიდება დღეს რა იყიდებოდა 1 თვის მანძილზე, რამდენი უყურებს (watchers). შეგიძლიათ დაიხმაროთ საიტი
WATCHCOUNTიფიქრეთ რაარის საჭირო დღეს ამ თვეში ამ სეზონში რა უნდა ხალხს შედით უცხოურ ბლოგებზე საიტებზე წაიკითხეთ ათასი იდეა მოგივათ. მაგრამ გადაამოწმებთ ხო არ ცდებით იქნებ და იბეიზე ეს სულ არ იყიდება. ძირითადად გაყევით იბეის ტოპ გამყიდველებს ტოპ დროპშიპერებს რეებს ყიდიან და ასე შემდეგ. მაგალითად რაღაც საშინელი მახინჯი საათი გავყიდე 3 დღეში 17 ცალი მარტო იმიტომ რომ იყიდებოდა და კონკურენციაც დაბალი იყო. არადა საათი უმახინჯესი იყო. არ შეაფასოთ ნივთი თქვენი გემოვნებით!! შენ შეიძლება არ მოგწონს მაგრამ სხვას მოსწონს და უნდა კიდევაც.
7. ლისტინგის შექმნაესეც ასე ყველაფერი თითქმის მზად არის რომ დავიწყოთ ონლაინ ბიზნესი, მაგრამ ეს დროპშიპინგის 10% ალბათ ყველაფერი წინ არის და წინ გექნებათ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლისტინგის შექმნის დროს პირველრიგში სათაური უნდა იყოს ქივორდებით სავსე ანუ საკვანძო სიტყვებით რისი მეშვეობითაც იპოვიან თქვენს ნივთს არანაირი გადახვევა ზედმეტი სიტყვების ჩამატება და ასე შემდეგ ზუსტად იმას უნდა აღწერდეს რაც არის ქივორდების მეშვეობით და რათქმაუნდა შეგიძლიათ ჩააკვეხოთ რაღაც ისეთი სიტყვები რა, მაგალითად ელეგანტური, იშვიათი სილამაზის, საოცარი და ა.შ.
სურათები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეეცადეთ ბევრი მოერიდეთ სურათების გუგლიდან ამოღებას. შეგიძლიათ პოტოშოპში წაუფეშენოთ და უფრო მიიზიდოთ მყიდველი.
8. ფასირა ფასი უნდა დაადოთ ? არ ვიცი ესეც ინდივიდუალურია მთავარია გახვიდეთ მოგებაზე, მე პირადად მირჩევნია ერთი ნივთიდან ვნახო 2-3 დოლარი მოგება და არა 20-40 $, იმიტომ რომ უფრო მარტივად შევდივარ კონკურენციაში და რაღათქმაუნდა უფრო ბევრსაც ვყიდი
აუცილებლად გაითვალისწინეთ ფასის დადების დროს იბეის და პპს გადასახადები.
FINALFEECALC9. ლიმიტებითავიდან იბეი მოგცემთ მხოლოდ ათი ნივთის დადების უფლებას, დადების შემდეგ რეკავთ იბეიში და ეუბნებით რომ გინდათ გაზარდოთ ლიმიტი პირველ დარეკვაზე ეგრევე გაგიზრდიან ალბათ 100 ნივთამდე და 500$ თუ სწორად მახსოვს, შემდეგ გეუბნებიან მომავალ თვეში დაგვირეკეთო, მაგრამ თუ თქვენ მალევე შეყარეთ ეს ნივთები და ლიმიტის გაზრდა მოინდომეთ რეკეთ და რეკეთ შეაწუხეთ გოგო ოპერატორი თუ გაიჩითა უთხარი რო რას აკეთებს ოპერატორად ისეთი მაგარი ხმა აქვს უფროსი უნდა იყოს ოპპერატორების, შემდეგ შეკლასეთ ლიმიტებზე და არ დანებდეთ !!
10. მძიმე დილაძალიან დიდი ბრძოლები მქონდა 1 თვე დაახლოებით. სასფენდი ავიკიდე რაც მართლა გულდასაწყვეტია, ყველაფერი გააკეთეთ სუფთად რომ შეგედაოს იბეი სათქმელი და ასახსნელი გქონდეთ, მე მაგალითად ბევრი დავარეფუნდე ანუ თანხა დავუბრუნე და ამ მიზეზით ჩემი აცც შერაცხეს უმაღლესი რისკის შემცველად და ვეღარაფერს ვეღარ ვშველიდი სანამ კარგ ხმიანმა გოგომ არ აიღო და შევრაცხე იბეის დამაარსებლად დღეს ისევ საქმეში ვარ!! მოკლედ ყველაფერი აწონ დაწონეთ და ისე გააკეთეთ არ მოიტყუოთ არ ითაღლითოდ ყველაფერს თუ მაგრად გააკეთებთ მაგარ შემოსავლებსაც მიარტყავთ !!!
11. დაშიპვასაკმაოდ მარტივია ნივთის გაგზავნა, მოგივათ ინფორმაცია მყიდველის დილივერი ადრესის შესახებ რასაც გამოიყენებთ დაშიპვის დროს. მე ამაზონის პრაიმით ვშიპავ, და ვინც აპირებს დაშიპოს ამაზონიდან დაიმახსოვრეთ აუცილებლად მოუნიშნეთ ნივთს რომ გაგზავნილი ნივთი არის საჩუქარი. ეს იმიტომ რომ მყიდველმა ვერ ნახოს რეალური ფასი თუ რა ღირდა ეს ნივთი
პირადად მე არ ვიყენებ ქართულ პეიპალს მაქვს ამერიკული ბანკის პეიპალი, პეიპალის ვიზა ბარათი რითიც ვყიდულობ ამაზონზე და ვშიპავ. ბევრად ნაკლები გადასახადები და თან კარტაზე გადარიცხვა გადმორიცხვა არ მიწევს პირდაპირ პპ თი ვყიდულობ ამაზონზე ნივთს ანუ მყიდველის ჩარიცხული ფულით. ერთადერთი რამ არის საჭირო გყავდეთ ნათესავი რომელიც ცხოვრობს ამერიკაში. ან ამერიკის მოქალაქეა.
სულ ეს იყო რათქმაუნდა ამით არ მთავრდება ეს მხოლოდ პატარა მიმოხილვა იყო გაგიჩნდებათ კითხვები დავეხმარებით ერთმანეთს საკმაოდ ბევრი არ ვიცი კიდევ მე და თქვენთან ერთად ვაპირებ სწავლას და ონლაინ ბიზნესის კეთებას
და მთავარი დამავიწყდა კი შეიძლება საკმაოდ დიდი ფულის შოვნა დროპშიპინგით მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძოთ და ისეთი უაზრო და მტკიცე სასფენდი დაგხვდეთ რომ ყველაფერი წყალში ჩაგივარდეთ !!!!
მომავალში აუთოლისტერზე და აუთო ორდერინგზე მივამატებ სტატიას....
This post has been edited by chitiashvili on 8 Sep 2018, 02:57