ინდოეთის სურნელი?
March 8, 2015 ·
ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი (მეცხრე თავი)
დილით რანვირის ზარმა გამაღვიძა
-ჩამოხვედი? -პასუხის მოლოდინში დავდნი
-კი, მაგრამ ჯერ არ მინდა სახლში მისვლა. სტადიონთან გამოდი
-კაი, ნახევარ საათში მანდ ვარ
სწრაფად წამოვხტი და ტანსაცმლის არჩევაში მთელი კარადა გადმოვაყირავე.
გაკვირვებული ვუყურებდი ოთახში შემოსულ დედაჩემს
-რას აკეთებ?
-გოგონებმა დამირეკეს უნდა გავიდე, მეჩქარება -მივაყარე სწრაფად
-გოგონები უკვე აქ არიან! -გავშეშდი
-სად მიდიხარ მეთქი?
-სტადიონზე -ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე
-კიი, სტადიონზე მივდივართ, დაქალები უნდა გავაცნოთ რაგინის -ოთახში შემოვიდა სადნა და შეეცადა დამაჯერებლად მოეტყუებინა.
-კარგი, გაემზადე
-ღმერთო კინაღამ ჩავიწვიი -ლამის ისტერიკაში ჩავვარდი
-ჩამოვიდა უკვეე?
-კი სტადიონზე მელოდება
-კაი მაშინ მალე მოემზადე და გავიდეთ, ჩვენ ცოტაზე გამოგყვებით დედაშენმა რომ არაფერი იეჭვოს და მერე უკან დავბრუნდებით
-ვაიმე რა კარგები ხართ -მოვეხვიეე ჯერ სადნას და შემდეგ ახლად შემოსულ ანამიკას და ვასუს
15 წუთში მოვემზადე და თითქმის სირბილით წავედი სტადიონისკენ
რანვირი მანქანას მიყუდებოდა და რომ დამინახა ჩემსკენ გამოიქცა
-სად ხარ აქამდე? -ისე ჩამეხუტა ძვლები მეტკინა
-კინაღამ ჩავიწვი -ძლივს შევძელი ხმის ამოღება
-როგორ მომენატრე -ხელები კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა
-მეტკინა -ძლივს შევიკავე ტირილი
-მაპატიე -ხელი ოდნავ მომიშვა და მისკენ მიმიზიდა -წავიდეეთ?
-სადმე მივდივართ?
-კი. მოდი დაჯექი -მანქანის კარი გამიღო
სწრაფად დავჯექით და მანქანაც დაიძრა
-სად მივდივაართ?
-არ ვიცი, სადმე.
-დიდი ხნით ვერ წამოვალ დედაჩემს ვუთხარი გოგონებთან მივდივარ-მეთქი და რომ შემამოწმოს დამერხევა
-არ აპირებ რომ უთხრაა?
-არ ვიცი, მეშინია...
-რისი?
-რა რეაქცია ექნებათ, აქამდე ასეთი რამ არასოდეს მითქვამს მათთვის
მისი მზერა ახლა უფრო თბილი იყო.
-მანქანის ტარება იციი? -მკითხა მოულოდნელად
-ნწ
მანქანა სწრაფად გააჩერა და ძირს გადმოვიდა
-მიდი გადაჯექი -მწვანე თვალები შემომანათა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა
-მე მართლა საერთოდ არ ვიციტარება
-არაუშავს, ავტომატიკაა და ადვილად ისწავლი -მისი ღიმილის დანახვისას დამაჟრიალა
მარჯვნივ... მარცხნივ... ტორმუზი.... ისევ მარჯვნივ... ფრთხილად....
ნახევარი საათი მაძლევდა მითითებებს, ბოლოს მთავარ გზამდეც მივედით და მანქანა გამაჩერებინა
-ვაიმე რა მაგარიაა, მე მანქანა ვატარე -თითქმის ვყვიროდი გახარებული
-ძალიან მიყვარხარ -კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, როდესაც ადგილები გავცვალეთ
-მეც ძალიან -მივაყარე დაუფიქრებლად -და ძალიან, ძალიან მომენატრე.
ცოტა ხანში ჩანჩქერთან მივედიით.
რანვირს წამოღებული ტკბილეული გადავიტანეთ და მდინარეს ნაპირზე დავსხედით
-გუშინ რას აკეთებდი უჩემოდ -ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა
-არაფერს, მენატრებოდი. შენ ყველაფერი მოაგვარე?
-კიი მაქსიმუმ ორი კვირა აქ ვარ
-მეტი არაა? მე მთელი თვე აქ უნდა ვიყო
-არაუშავს, მოვიფიქრებთ რამეს.
-ხოო.
-იცი კიდე რა მომენატრა?
-რაა?
-ეს -მისი ტუჩები ისევ ველურივით დააცხრა ჩემსას და აზროვნების უნარი დამაკარგვინა
-ველურო -ჩემს გაბრაზებაზე კი სიცილით მპასუხობდა უფრო რომ გავებრაზებინე კიდევ ერთხელ მკოცნიდა.
სახლში შუადღისას დავბრუნდით.
ასე გავიდა ორი კვირა.
ერთმანეთს ყოველ დღე ვხვდებოდით.
თავისი ვირული ქცევებით ყოველ დღე „მანებივრებდა“
არც თვალების ბრიალს მაკლებდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვეღარ ვძლებდით უერთმანეთოდ.
ამ ხნის განმავლობაში იმდენად მივეჩიე ნახევარი საათიც რომ დააგვიანებდა ნახვას, უკვე ვნერვიულობდი და ნახვის სურვილი უფრო და უფრო მიპყრობდა.
ერთ საღამოს „ბირჟაზე“ გასულებს ალეკმა თავისი ბიძაშვილები გაგვაძნო, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ყოველ ზაფხულს დადიან ინდოეთში და თითქმის ყველას იცნობდნენ ჩემ გარდა. მეც იმ საღამოს გავიცანი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია.
მათი ჩამოსვლის შემდეგ რანვირი უფრო და უფრო მაკონტროლებდა და გარეთ მის გარეშე გამოსვლას მიშლიდა.
სტადიონზე ყოფნისას უკნიდან უცნობი ხმა მომესმა
-რააგინი
სწრაფად მივტრიალდი და ალეკი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა
-როგორ ხარ? -მონატრებული მეგობარივით მომიკითხა და ლოყაზე მაკოცა. მოლოდნელობისგან ხმა ვერ ამოვიღე, მხოლოდ რანვირის მწველი მზერა ვიგრძენი ზურგში
-კარგად
-რამდენი წელია აქ დავდივართ და არცერთხელ არ მინახიხარ
-ხო, წელს ჩამოვედი პირველად
-ძალიან ცუდი, კარგი იქნებოდა აქამდე გაგვეცნო ერთმანეთი
ხმა ვერ ამოვიღე და აქეთ-იქით დავიწყე ყურება, როდესაც ამჯერად ნაცნობმა ბოხმა ხმამ ისევ დედამიწაზე დამაბრუნა
-რამე ხდება? -მოგვიახლოვდა რანვირი
-არაფერი, -თავი გააქნია ალეკმა -მე და რაგინი ვსაუბრობთ
-შენ და რაგინის სასაუბრო რა გაქვთ? -ისეთი თვალებით შემომხედა თავი დამნაშავეთ ვიგრძენი
-რატომ ბრაზდები რანვირ ? -იკითხა გამომწვევად
-შენ მერე დაგელაპარაკები -საჩვენებელი თითით გააფრთხილა ალეკი. მე ხელი მომკიდა და გვერძე გამიყვანა
-აღარ დაელაპარაკები! -მისხმაში ბრძანებლური ტონი გაისმა
-ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ მოვიდა -დავიწყე ბურტყუნით თავის გამართლება -რა მექნა ხომ არ გავიქცეოდი?
-თუ საჭირო იქნება გაიქეცი კიდეც, მაგრამ მაგას არ დაელაპარაკები
-რატომ, რა მოხდა ასეთი? -თვალები ისე დამიბრიალა მივხვდი რომ ამ კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა, პასუხს მაინც ვერ მივიღებდი, ამიტომ თავი მორცხვად დავხარე და ხმა აღარ ამომიღია
-კარგი აქ არ გაიბუტო, თორემ ხალხია -ჩაიცინა ტუჩებში და თავი მაღლა ამაწევინა -უბრალოდ გააკეთე ის რასაც გთხოვ
-მთხოვ თუ მიბრძანებ -გაბრაზებულმა წამოვიყვირე მე
-გთხოვ! -ხმა გაამკაცრა რანვირმაც
-შენი ტონი ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას
-რაგინი არ გინდა სახეზე საჩვენებელი თითი გადამისვა და შეეცადა ახლოს მოსულიყო. თუმცა უკან ორი ნაბიჯი გადავდგი და მკაცრი ტონით დავიწყე
-ხო არ მინდა. არ მინდა გამუდმებით მაკონტროლებდე რა ცავიცვა, ვის ველაპარაკო, სად წავიდე ან რა გავაკეთო. მინდა ეს ყველაფერი თვითონ გადავწყვიტო. მგონი მაგის უფლება მაქვს, თუ არ მენდობი?
-შენ გენდობი, იმ ნაბიჭვარს არა!!! -ბოხი ხმა უფრო და უფრო გაამკაცრა
-და ასეთი რა გააკეთა, უბრალოდ დამელაპარაკა, არ შეიძლება?
-არა!!! არ შეიძლება!!!!
-შემეშვი რაა!!! -ხელზე მოჭერილი ხელი გავაშვებინე და სახლისკენ გავიქეცი. მისი ყვირილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
გოგონები ჩემს ოთახში გაოგნებულები შემოვიდნენ
-რა მოხდა ასეთი? -გაკვირვებულმა მკითხა სადნამ
-რა მოხდა?
-იცი როგორ იჩხუბეეს?
-რაა? -მოულოდნელობისგან ფეხზე წამოვხტი
-ალეკს სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, გიჟივით მივადა რანვბირი და ცემა დაუწყო, უკვე მერამდენედ უნდა მოიქცე ასეო.
-რაა? უბრალოდ მოვიდა და მომიკითხა, რანვირი კიდე ავარდა და ამიკრძალა მაგასთან დალაპარაკება. მაგის საქციელზე გავბრაზდი და სახლში მაგიტომ გამოვიქეცი
-არ ვიცი მაგ ბიჭებს რა სჭირთ -საუბარში ჩაერია ანამიკა -რამდენიმე წლის წინ იცი რა ურტიერთობა ქონდათ? ახლა კი სულ ჩხუბობენ. ყველანაირად ცდილობენ ერთმანეთს არ შეეჩეხონ. ნუ რანვირი თორე ალეკი ყოველთვის ცდილობს რამე ისეთი უთხრას რაც ძალიან გააბრაზებს. ალბათ შენზეც გადაეკეტა დამაგიტომ ეჩხუბა.
-რის მიწევას ცდილობს? დავიღალე სულ მისი კონტროლით, მეგონა ნელ-ნელა შეეშვებოდა ის კიდევ უფრო და უფრო აზლიერებს ჩემ გაკონტროლებას
საუბარი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა
-რანვირიააა
-უპასუხე
-რა გინდა? -დაივწყე უხეშად
-გამოდი!!! -მისმა გაბრაზებულმა ხმამ ძვლებამდე ჩააღწია
-არა!!!
-რაგინიი გამოდი!!!!
-არა მეთქი -ვიმეორებდი ჯიუტად
-რაგინიიი , სანამ სახლში შემოგივარდი და მანდედან ძალით გამოგიყვანე სწრაფად გამოდი გარეთ!!!
-შემეშვი, რა უფლება გაქვს რამე მაიძულო ან ვინმესთან ლაპარაკი ამიკრძალო, შემდეგ მას მივარდე და სასტიკაც ცემო.
-რაგინი გამოდი სანამ მთელი უბანი თავზე დაგახვიე -მესმოდა მისი განწირული და ზედმატ მკაცრი ყვირილი. ასეთ მდგომარეობაში არ მინაახავს.
გოგონებმა მირჩიეს გადიო, თუმცა ამ მდგომარეობაში მისი ნახვის ძალიან შემე’შინდა და ისევ უარი ვუთხარი
-რაააააგიინიიი!!!! -მიყვიროდა ტელეფონში.
-ბოლოს გოგონებმაც უკვე კატეგორიულად მთხოვეს გავსულიყავი და მენახა, თორემ შეიძლება ჩემს საქციელს ცუდ შედეგამდე მივეყანეთ. ამიტომ უხმოდ გავედი და ჩიხის ბოლოს მდგარ მანქანაში უხმოდ დავჯექი
მანქანა ისეთი სისწრაფიდ დაიძრა თავი კარებს მივარტყი, თუმცა რანვირს ეს არ შეუმჩნევია და ისევ გიჯივით ატარებდა.
-ნელა ატარე -ვთხოვდი ჯერ წყნარად, თუმცა ჩემი ხმა მგონი არც გაუგია
-რანვირ ნელა ატარე -ახლა უკვე ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი -რამეს დავეჯახებით რანვირ ფრთხილად. -თუმცა ჩემთვის ყურადღება არც ახლა მოუქცევია.
მისთვის სახეში შეხედვასაც ვერ ვბედავდი. მის გვერდით ვიჯექი და ვსლუკუნებდი, რადგან მივხვდი, რომ ხმის ამოღებას აზრი არ ქონდა
#დეა
This post has been edited by kompasa mio on 8 Apr 2019, 12:43