ბატონ gagva-ს მადლობა, რომ სკრინი დადო
ავხსნი ამ პროგრამის ზოგიერთ ნიუანსს.
ზევით არის ინდიკატორები ERR, INX და ა.შ.
ესეიგი HDD-ს სისტემასთან ურთიერთობაში იყენებს 8 ბიტიან სტატუსის პორტს და 8 ბიტიან შეცდომების რეგისტრაციის პორტს.
ფილოსოფიაში რომ არ გადავიდეთ, 8 "ნათურა" - HDD სტატუსის მაჩენებელია, 8 ნათურა - თუ რანაირი შეცდომაა ამ მომენტში.
შეცდომის პორტის 2 ბიტი HDD-ზე არ გამოიყენება, ამიტომაც მარჯვნივ მხოლოდ 6 ინდიკატორია.
დავიწყოთ სტატუსით, ყოველ გადაცემულ ბრძანებაზე , სტატუსის ინდიკატორიდან გავიგებთ თუ რა
ხდება ამ მომენტში:
ERR - შეცდომაა. თუ რანაირი შეცდომაა, იხილე შეცდომების ბიტების ინდიკატორზე.
INX - დისკების ყოველ ბრუნზე ინთება, (ტახომეტრის მსგავსი)
CORR - მონაცემები სექტორში არ იყო სწორად წაკითხული, მაგრამ აღდგენილ იქნა ECC ალგორითმით.
DRQ - ბრძანება "კითხვა" ("ჩაწერა") შესრულებულია და მონაცემები მზად არის სალტეზე გადასაგზავნად (შესაგზავნად).
DRSC - თავაკმა იპოვნა მოცემული ტრეკი და "დაჯდა" მაგაზე.
WRFT - ჩაწერის დროს შეცდომა.
DRDY - HDD მზად არის ბრძანებების შესასრულებლად.
BUSY - HDD ასრულებს ბრძანებას და დაკავებულია.
შეცდომების რეგისტრის ინდიკატორები:
AMNF - სექტორის მისამართის მარკერი ვერ იპოვნა.
T0NF - რეკალიბრაციის შეცდომა - ტრეკი 0 ნომერი ვერ იპოვნა.
IDNF - სექტორის იდენტიფიკატორი ვერ იპოვნა.
UNC - მონაცემები სექტორში არ იყო სწორად წაკითხული, და ECC ალგორითმით ვერ იქნა აღდგენილი.
BBK - გაფუჭებული სექტორი.
* * *
gagva