იტალიაში საპარლამენტრო არჩევნები მიმდინარეობს
იტალიაში საპარლამენტრო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა.
იტალიის შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს, ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ სულ 61 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩევლები ეროვნული პარლამენტის ორივე პალატის წევრებს ირჩევენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე იქნება გახსნილი.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანი იტალიის საპარლამენტო არჩევნებზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის ყოფილი ლიდერის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის „წინ, იტალიას“ კანდიდატია.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, პარტია „წინ, იტალია“ არჩევნებზე ხმების 18%-ს დააგროვებს, თუმცა მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალების კოალიციას პოლიტოლოგები დაახლოებით 40%-იანი შედეგით მთავრობაში მოსვლას უწინასწარმეტყველებენ.
81 წლის სილვიო ბერლუსკონის სასამართლო განაჩენის გამო სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება შეზღუდული აქვს.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/48...mdinareobs.htmlმცირედ განსხვავებული წინასწარი შედეგებს აქვეყნებს დეილი ტელეგრაფი. მათი ვარაუდითაც ცენტრისტი მემარცხენეები მხოლოდ 27 % მიიღებენ და მხოლოდ მესამე ადგილზე გავლენ. იტალიაში იმყოფება ასევე სტივ ბენონი.
https://www.telegraph.co.uk/news/2018/03/04...sults-forecast/დიდი ცვლილებები ელოდება ევროპას და ხალხის რისხვა ნეოლიბერასტების წინააღმდეგ ვირუსივით ედება მთელს მსოფლიოს.
This post has been edited by spaceman11 on 4 Mar 2018, 15:05