Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > ხელფასები


Posted by: G1orgi 5 Aug 2021, 23:41
მეგობრებო

დეველოპერის ხელფასებზე ვიმსჯელოთ...


მაინტერესებს ჯუნიორის ხელფასები საშუალოდ რენჯი როგორია თბლისში?


უცხოეთის კონკრეტული ქალაქებიც საინტერესო იქნება თუ შევადარებთ...

Posted by: G1oba1 6 Aug 2021, 00:27
G1orgi
ჯუნიორს გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 3500 4000 აქვს ჩვენთან

Posted by: G1orgi 6 Aug 2021, 08:16
G1oba1
ჯუნიორს აქვს ამხელა ხელფასები ??

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მიდლად ხო არ ითვლება ეგრევე ?

და რა ენაზეა ესეთი ხელფასები?
* * *
პ.ს......

რა კომპანიაა თვენი?

Posted by: levan88 6 Aug 2021, 10:46
G1orgi

4000 ლარის რა გითხრა , მაგრამ ჯუნიორს თუ სწორ განმარტებას შეუსაბამებ( ვგულისხმობ ჯუნიორი და სტაჟიორი, ინთერნი ერთი და იგივე რომ არაა )
საშუალოდ 1000 - 1500 ხელფასებია , როგორც ვიცი .

Posted by: G1orgi 6 Aug 2021, 11:54
levan88
აბა 4000ლარი ეს მიდლის ხელფასია ხომ ?

Posted by: levan88 6 Aug 2021, 13:00
G1orgi
მასე არ ინსაზღვრება . შეიძლება "სენიორის" ხელფასიც არ იყოს მაგდენი . გააჩნია რა სფეროში მოღვაწეობ , რა ენები იცი და როგორ იცი , რა სკილებს ფლობ , იქ მერე ალგორითმების სირთულეები თუ გესმის და ა.შ.


შეიძლება Middle იყო , მაგრამ უფრო მეტიც მოგცენ თუ შენში დიდ პერსპექტივას დაინახავენ

ძალიან გრუბად რო ავიღოთ ჩემი აზრით საშუალო დონის პროგრამისტი თუ ხარ
Junior 800-1500 , Middle 1500-2500 , Senior 2500-4000 ლარი .

ევროპა ამერიკაში ბევრად მეტია ხელფასი , მაგრამ სტანდარტი და კონკურენცია იმდენად დიდია , ძალიან მაგარი უნდა იყო მოკლედ და თუ შეხება გქონია გეცოდინება ეგ არც ისე მარტივი საქმეა , დიდ შრომას და დროს მოითხოვს

Posted by: გიორგი XII 6 Aug 2021, 13:29
G1orgi

საქართველოში 500-1000

გააჩნია რამდენ შავ საქმეს გააკეთებ

Posted by: G1oba1 6 Aug 2021, 14:08
ღადაობთ? გაიკითხეთ ტესტერებს აქვთ 3000 ლარები

QUOTE
რა კომპანიაა თვენი?

ბანკია ერთ ერთი

Posted by: ლუკატარ 6 Aug 2021, 14:53
levan88
QUOTE
ევროპა ამერიკაში ბევრად მეტია ხელფასი , მაგრამ სტანდარტი და კონკურენცია იმდენად დიდია ,

გერმანიაში ყრია პროგრამისტების სამუშაოები, სანთლით ეძებენ. 2500-3000 ევროს ხელზე ჩვეულებრივ იშოვი სამსახურს 1-2 წლის გამოცდილება თუ გაქვს

Posted by: ac1001 6 Aug 2021, 15:48
ძალიან დაბალ ხელფასებს ამბობთ. 6000 ლარია მიდლის ხელფასი ჩვენთან და 9000 ლარი სენიორის .net-ზე როგორც ვიცი. ეხლა შენ თუ ბანძ კომპანიაში მოხვდი სადაც 3000 ლარს უხდიან სენიორს ეგეთში არც უნდა მიხვიდე

Posted by: G1orgi 6 Aug 2021, 16:15
levan88
ეგ რაც თქვენ დაწერეთ რომელ ენებს ეხება, ეგ ხელფასები? და რომელ სფეროს?
* * *
გიორგი XII
რომელ ენაზეა საუბარი?
* * *
G1oba1
ტესტერებს ხო იდეაში ისედაც მეტი აქვთ ხელფასები, თუ მევიცი რაღაც არასწორად?
* * *
QUOTE (ac1001 @ 6 Aug 2021, 15:48 )
ძალიან დაბალ ხელფასებს ამბობთ. 6000 ლარია მიდლის ხელფასი ჩვენთან და 9000 ლარი სენიორის .net-ზე როგორც ვიცი. ეხლა შენ თუ ბანძ კომპანიაში მოხვდი სადაც 3000 ლარს უხდიან სენიორს ეგეთში არც უნდა მიხვიდე

.ნეტ ზე მაინტერესებს მეც ზუსტად ხელფასები


ჯუნს რამდენი აქვს საშუალოდ თქვენი აზრით თბილისში?

Posted by: G1oba1 6 Aug 2021, 16:33
G1orgi
QUOTE
ტესტერებს ხო იდეაში ისედაც მეტი აქვთ ხელფასები, თუ მევიცი რაღაც არასწორად?

არასწორად იცი, ყველა ტესტერის ნატვრაა დეველოპერობა biggrin.gif
ჯუნიორს ბანკში თუ გაიჩითე 3500 მაინც მოგცემენ, გამოსაცდელ პერიოდში შეილება დაბალი გქონდეს 800 ან კიდევ უფრო დაბალი

ადრე თუ გვიან ყველა ტესტერი დეველოპმენდში მიდის

Posted by: G1orgi 6 Aug 2021, 16:35
G1oba1
ვახ, შეიძლება კი მარა ტესტერი რო იყო იდეაში ხო უნდა გესმოდეს უკვე დეველოპმენტი,
ისე როგორ გატესტავ.. biggrin.gif

ბანკში თუ არა სხვაგან კერძოებში რამდენია საშუალოდ ჯუნების ხელფასი ?

Posted by: ac1001 6 Aug 2021, 16:43
G1orgi
ჯუნიორს საშუალო კომპანიაში 3000 ლარი მაინც უნდა ქონდეს. კარგ ჯუნიორს ჩემი აზრით. მაგრამ სანამ მაქამდე მიხვალ მოგიწევს 1000 ლარით დაწყება თავიდან და უნდა შეეგუო. ეგრევე 3000 არავინ მოგცემს.

Posted by: G1orgi 6 Aug 2021, 16:46
ac1001
ნუ ეგ გასაგებია თავიდან რო არავინ მაგხელას არ იძლევა..

აი მაგ 1000 დან 3000 მდე დროის რა ინტერვალზეა საუბარი?

Posted by: ac1001 6 Aug 2021, 17:00
G1orgi
1 წელი მაქსიმუმ. ოღონდ შენც უნდა მოინდომო და იმუშავო შენ თავზე და განვითარდე.

Posted by: levan88 6 Aug 2021, 17:07
ac1001
ქართული საზომებით რაღაც მეეჭვება საშუალო Middle დეველოპერის ხელფასი 6კ იყოს საქართველოში . ვიღაცას რო აქვს ის კარგ კომპანიაშიცაა და ეკუთვნის კიდევაც სავარაუდოდ .

G1orgi
როგორც ჩანს ახლა იწყებ და რასაც მოკიდე ხელი იმას მიყევი , ყველა ენაზე იშოვი სამსახურს თუ კარგი ხარ .
ნუ თუ Delphi ს არ სწავლობ biggrin.gif
ძირითადად მაინც Python , Java , PHP , C# , JS .

და მეორე რა თასქიც შენ ჩააგდე ASP.NET , არ მიწყინო მეგობარო , მაგრამ შენს ადგილზე ოდნავ კიდევ უფრო განნვითარდებოდი .
ჯუნიორის ხელფასს რაც შეეხება , საარსებო მინიმუმი ასე ჩათვალე .



ზოგადად ვიტყვი :

ხანდახან ძალიან მიკვირს როგორი მიდგომით უყურებს ხოლმე ხალხი , ან გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში , მაგრამ მეც არ მქონდა და ვიკითხე , წავიკითხე
პროგრამირებას "რა უნდა" , 1-2 წელში Middle ზე კი ავალ , ერთი 5 წელში კი პენტაგონში შევალ .

სამსახურები საქართველოშიც ყრია თუ კარგი ხარ , არ ჭირდება ამას ევროპა და ამერიკა . მაგრამ , ქართველებს ხანდახან სიტყვა "კარგი" ჩვენებურად გვესმის
რაგბზეც ვამბობთ ჩვენი სპორტიაო , მაგრამ არიან ჩვენზე ძალიან მაგრებიც . სხვა ქვეყნებშიც სწავლობენ პროგრამირებას და სკოლიდანაც კი იწყებენ
ასე , რომ სტანდარტი საქართველოსთან შედარებით ძალიან მაღალია და 1-2 წლის ქართული გამოცდილებით მეეჭვება რომელიმე ნორმალურმა ევროპულმა კომპანიან
დაგიტაცოს . საკუთარ თავზე მუშაობით , ყველაფერი შესაძლებელია . მაგრამ საკმაოდ ბევრი მინახავს აჟიტირებული მოტივაციით რო დაუწყია და პირველი 1 წლის
განმავლობაში 5 ჯერ რო დაანება თავი უკვე .

Posted by: ლუკატარ 6 Aug 2021, 18:44
levan88
QUOTE
1-2 წლის ქართული გამოცდილებით მეეჭვება რომელიმე ნორმალურმა ევროპულმა კომპანიან
დაგიტაცოს

ძალიან დეფიციტია. ჩვენგან (გერმანიაში) თანამშრომელი წავიდა და 14 თვე გავიდა ზუსტად, სანამ ახალი აიყვანეს. უფროსი ბოლოს იძახდა, რამე მაინც იცოდეს IT მიმართულებით და კოდის წერას აქ ისწავლისო biggrin.gif თან პატარა ფირმაც არაა, 700 თანამშრომელი გვყავს და 500K აბონენტი

Posted by: levan88 6 Aug 2021, 18:57
ლუკატარ

კონკრეტული შემთხვევებით საერთო ფონი ხო არ იცვლება , იმ პიროვნებამ შეიძლება მოინდომა , იშრომა და მიაღწია რასაც უნდოდა .

ახლა ამ ხრიდან შეხედე , 14 თვე თანამშრომელი რატო ვერ აიყვანეთ ? როდესაც ყველაზე პოპულარული პროფესიაა პროგრამირება .


მოკლედ , არავის ეგონოს ვინმესთვის ცუდი მინდა , პირიქით ვცდილობ დავეხმარო ყველა დამწყებს , რადგან მეც გამოვიარე იგივე .

Posted by: G1oba1 6 Aug 2021, 19:04
ლუკატარ
QUOTE
14 თვე გავიდა ზუსტად

შეთავაზება არ გექნებოდათ წესიერი. ბევრი ტოპ დეველოპერი გვყავს რომლებიც სტაკოვერფლოვზეც აქტიურობენ,
გჭირდება დეველოპერი და ვერ გპოულობს, ადექი და შენ იპოვე და შეთავაზე

რაცხა მეეჭვება 14 თვეში დეველოპერი ვერ ეპოვნათ

Posted by: ლუკატარ 8 Aug 2021, 13:10
G1oba1
levan88
ხო რავი აბა, 3000 ევრო ხელზე ხელფასი ეცოტავებოდათ და მაგაშია საქმე.

ზოგად ფონსაც ვგულისხმობ, ლინუქსის ადმინისტრირება და VMზე გავიარე გასაუბრება ინტერესესთვის, მეთქი არ ვიცი ეგ თემა მარა სურვილი მაქვსთქო, თუ მასწავლით. კი კაცო როგორ არაო, 2 წელია კადრს ვეძებთო. 3600 ხელზე შემომთავაზეს, არც უკითხავთ ტექნიკური არაფერი, იქნებ დებილი ვარ biggrin.gif მე თვითონ უარი ვუთხარი მერე, სადაც ვარ, ეგ მირჩევნია

Posted by: levan88 8 Aug 2021, 15:50
G1orgi

მოკლედ რადგან ხელფასის თემა ასე გაინტერესებს , შენზეა ეგ დამოკიდებული და არა დროის მონაკვეთზე , ზოგი 3-4 თვეში დებს შედეგს ზოგს წლები ჭირდება .

სწორედ გამიგე , მაგრამ ამ პროფესიასთან ძალიან შეუსაბამო კითხვას სვამ .
გირჩევ რიცხვებს თავი დაანებო , საკუთარ თავზე მუშაობაში გამოჩნდება ყველაფერი .

ზოგადად სენიორამდე რო მიხვიდე 5+ წელი მაინც გჭირდება , მაგრამ 6 იქნება ეს თუ 10 მხოლოდ შენზეა დამოკიდებული , გარემოზე თუ სად მოხვდები (რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს შენს განვითარებაში) და ყველაზე მთავარი სწრაფი განვითარებისთვის ალბათ პროფესიული ინტერესია .
* * *
ლუკატარ

ცოტა მიკვირს რასაც ამბობ . საქართველოს ფონზე 3600 დიდი ხელფასია .
სავარაუდოდ რაიმე მიახლოებულ სფეროში ხარ და ჩათვალეს ადვილად აითვისებდი .
მაგრამ მაგათ ადგილზე 1000 ლარიანი ჯუნიორის აყვანა მაინც ბევრად სარგებლიანი მგონია .

Posted by: ლუკატარ 8 Aug 2021, 16:14
levan88
გერმანიაზე ვწერ კაცო, საქართველოში ვინ მისცემს 3500 ევროს დამწყებს. უბრალოდ იმას ვამბობ, გერმანიაში დეფიციტათქო და იმაზე ბევრად მარტივია სამსახურის შოვნა, ვიდრე საქართველოში ყოფნისას მეგონა. 3გან გავაგზავნე სულ CV და ერთმა მიმიღო ეგრევე, 1 თვეში. მეთქი აქამდე რატო არ ვცადე

Posted by: G1orgi 8 Aug 2021, 22:47
QUOTE (levan88 @ 6 Aug 2021, 17:07 )
როგორც ჩანს ახლა იწყებ და რასაც მოკიდე ხელი იმას მიყევი , ყველა ენაზე იშოვი სამსახურს თუ კარგი ხარ .
ნუ თუ Delphi ს არ სწავლობ biggrin.gif
ძირითადად მაინც Python , Java , PHP , C# , JS .

და მეორე რა თასქიც შენ ჩააგდე ASP.NET , არ მიწყინო მეგობარო , მაგრამ შენს ადგილზე ოდნავ კიდევ უფრო განნვითარდებოდი .
ჯუნიორის ხელფასს რაც შეეხება , საარსებო მინიმუმი ასე ჩათვალე .

თვითონვე მიხვდი მეგობარო რო ახალი დაწყებული მაქვს
არა საწყენი არაფერი არაა მანდ..

უბრალოდ სიმართლე გითხრა პირველი დავალებაა ეს რაც პროექტის სახით გავაკეთე..

Posted by: Hunter2 23 Aug 2021, 18:40
QUOTE (ლუკატარ @ 6 Aug 2021, 14:53 )
levan88
QUOTE
ევროპა ამერიკაში ბევრად მეტია ხელფასი , მაგრამ სტანდარტი და კონკურენცია იმდენად დიდია ,

გერმანიაში ყრია პროგრამისტების სამუშაოები, სანთლით ეძებენ. 2500-3000 ევროს ხელზე ჩვეულებრივ იშოვი სამსახურს 1-2 წლის გამოცდილება თუ გაქვს

ეს რემოუთზეა ლაპარაკი?

............

Posted by: GeorgeSword 24 Aug 2021, 13:44
ზოგადი ,სტანდარტი' რაც ვიცი რომ არსებობს არის შემდეგი:

ნებისმიერ დარგში ექსპერტი რომ გახდე მინიმუმ.10 000 საათი უნდა დაუთმო ამ დარგს, მიმართულებას თუ რაც არის.

ზოგი ამას 10 წელიწადს ანდომებს, ზოგი 5 და ზოგიც 1 წელიწადი.
ასევე გააჩნია ხარისხსაც, რა ხარისხით მეცადინეობ და ასევე ათვისების ხარისხს, უამრავი ნიუანსია, ამიტომაცაა ზოგი ამბობს 7 თვეში გუგლში დასაქმდა ისე რომ ნული წარმოდგენა ქონდა კოდის წერის, არიან ასეთი ხალხი იუთუბზეც ნახავთ

ხოლო ზოგი წლებია კოდს წერს, სწავლობს, მაგრამ გუგლი კი არა ჭიჭიკო სამსახურის შოვნა უჭირს.

ნებისმიერ დარგში ასეა, ჯობია გაეცალო თუ ხვდები რომ შენი სფერო არაა, ან თუ გაინტერესებს მაგრამ მაინც ვერ იგებ ჯობია შეცვალო სწავლის მეთოდები და ის უფრო თანმიმდევრული გახადო რაც საბოლოოდ გაგიმარტივებს ათვისების უნარს რაც საბოლოო მიზნისკენ მიგიყვანს გაპოვნინებს სამსახურს საიდანაც მერე კიდევ უფრო დაიხვეწები.

ბევრი ამას არ აკეთებს და სამწუხაროდ ,ბუქსაობს' ცხოვრებაში.
არც მე ვიყავი გამონაკლისი მაგრამ ახლა ის მაინც ვიცი რაც არ უნდა გავაკეთო კატეგორიულად -
1. არ გავაცნობიერო არის თუ არა ეს ჩემი სფერო
2. არათანმიმდევრულ ცოდნის ათვისების პროცესს ხელი არ შევუშალო


ლუკატარ

მაგდენ თვეში თუ ვერ იპოვეს დეველოპერი ვფიქრობ კომპანიას ქონდა სუპერ პუპერ მოთხოვნები რასაც ხელფასის ბიუჯეტი ვერ უქაჩავდა, ანუ მასეთი პროფები მაღალ ხელფასად სხვაგან იყვნენ დასაქმებულები.
ძალიან ეჭვი მეპარება დამწყები/გამოუცდელი დეველოპერი არ დათანხმებულიყო 3500 ევროს ხელზე.
პოსტდოკებს ქონდათ გერმანიაში ფიზიკოსებს 3000 ევრო სადღაც ხელზე და რავი წელებზე ფეხს იდგამდნენ, არადა საკმაოდ ნიჭიერი ხალხი.
ბოლობოლო დამწყებს უარი რატო უნდა ეთქვა, პორტფოლიოსთვის და სივისთვის მაინც დათანხმდებოდა ვიღაც სტუდენტი რომელიც ბაკალავრიც კი არაა ჯერ, ხოლო შეადარე პოსტდოკს რომელმაც უამრავი საფეხური გაიარა, რავი უცნაურია ძაან.
სამსახურს უფრო არ უნდოდა ეგეთი დამწყები რეალურად, თორე უმარტივესად აიყვანდა , იმჰო.

Posted by: ლუკატარ 25 Aug 2021, 10:51
GeorgeSword
QUOTE
კომპანიას ქონდა სუპერ პუპერ მოთხოვნები რასაც ხელფასის ბიუჯეტი ვერ უქაჩავდა

არა, სტუდენტიც კი იყო მოსული, მაგრამ მერე რაღაც გაცვლითზე წასვლა ამჯობინა biggrin.gif ამ პოზიციაზე გამოყოფილი იყო 56Kდან 68Kმდე წელიწადში, გამოცდილების მიხედვით. ხელზე რამდენს აიღებ, ბევრ რამეზეა დამოკიდბული მარა საშუალოდ 3000 გამოდიოდა.

ბევრი ძინელი და ინდუსი აგზავნიდა, მაგრამ მაგეებს არც განიხილავდნენ, რადგან გერმანული არ იცოდნენ. გერმანიის პრობლემა ეგაა, ბიუროკრატია. მეილები, თიქეთები, მითინგები, ყველაფერი გერმანულადაა და ვერ იყვანენ ინგლისურენოვანს ფიზიკურად. ეს ბევრად ამცირებს შესაძლო კანდიდატების რაოდენობას.
Hunter2
QUOTE
ეს რემოუთზეა ლაპარაკი?

ჰოუმ ოფისი, მაგრამ გერმანიაში უნდა იყო ფიზიკურად

Posted by: GeorgeSword 27 Aug 2021, 15:45
ლუკატარ
QUOTE
გერმანიის პრობლემა ეგაა, ბიუროკრატია. მეილები, თიქეთები, მითინგები, ყველაფერი გერმანულადაა და ვერ იყვანენ ინგლისურენოვანს ფიზიკურად. ეს ბევრად ამცირებს შესაძლო კანდიდატების რაოდენობას.



ჰოო ეს ფაქტორი ბაზარი არაა ამცირებს უფრო კანდიდატების რაოდენობას

თუმცა გერმანელი (ან გერმანულენოვანი)დამწყები დეველოპერები რავი დავიჯერო დაილია? :დ

Posted by: web_developer1 4 Sep 2021, 20:13
დავეთანხმები, რომ პროგრამისტს, მაქსიმუმ 1000ლ ხელფასი შეიძლება ღქონდეს, თან თუ მაგარი პროფესიონალია მაშინ

Posted by: ac1001 4 Sep 2021, 20:33
web_developer1
1000ლ? ღადაობ თუ მართლა ამბობ
მინიმუმ 3000 ლარია დღეს საქართველოში პროგრამისტის ხელფასი რომელოც დამწყები არაა

Posted by: levan88 5 Sep 2021, 00:25
ac1001

ალბათ ნულიანი დააკლდა smile.gif

web_developer1

თუნდაც 10 000 გდომოდა დაგეწერა მაინც არაა სწორი ეგ მიდგომა .
დამიჯერე ბევრად მეტიც აქვთ (მიუხედავად იმისა ,რომ 10კ უკვე ძალიან დიდი ხელფასია ), მაგრამ მაგას დიდი შრომა , წლები და ალღო ჭირდება .

Posted by: Mr Angry 27 Oct 2021, 14:56
levan88
QUOTE
როგორც ჩანს ახლა იწყებ და რასაც მოკიდე ხელი იმას მიყევი , ყველა ენაზე იშოვი სამსახურს თუ კარგი ხარ .
ნუ თუ Delphi ს არ სწავლობ biggrin.gif
ძირითადად მაინც Python , Java , PHP , C# , JS .


c++ ეს რატომ არ დაწერე? ( ამის სწავლის შანსი მაქვს თუ გადავწყვიტე )


პს. ჩაინიკივარ

Posted by: levan88 27 Oct 2021, 19:29
Mr Angry

გააჩნია რისი კეთება გინდა .

მაგალითად თუ სამომავლოდ ვებ დიზაინზე გინდა იმუშაო C++ და Java თი დაწყების რეკომენდაციას პირადად მე არ მოგცემდი .
ძალიან კარგია თუ გეცოდინება , მაგრამ არა სავალდებულო ან საჭირო .

თორე ასე განმარტება ეს ენა იმას ჯობია არ არსებობს . ყველაფერი დამოკიდებულია შესასრულებელ დავალებაზე

Posted by: Metal_Head 27 Oct 2021, 20:44
მაინტერესებს low level პროგრამირება როგორაა საქართველოში, ანუ მიკროკონტროლერების, PLC ები, ესენი მაინტერესებს ძირითადად და ონლაინ თუა საკმარისი რესურსი სწავლის და შემდგომ რიმოუთ სამსახური? იგივე ევროპის ბაზარზე როგორაა ძირითადი მოთხოვნები ამ მიმართულებით? თუ იცით ვინმემ დამაკვალიანეთ.

Posted by: Mr Angry 28 Oct 2021, 12:00
levan88
QUOTE
გააჩნია რისი კეთება გინდა .

მაგალითად თუ სამომავლოდ ვებ დიზაინზე გინდა იმუშაო C++ და Java თი დაწყების რეკომენდაციას პირადად მე არ მოგცემდი .
ძალიან კარგია თუ გეცოდინება , მაგრამ არა სავალდებულო ან საჭირო .

თორე ასე განმარტება ეს ენა იმას ჯობია არ არსებობს . ყველაფერი დამოკიდებულია შესასრულებელ დავალებაზე


ჩემი პროფესიის უკმაყოფილო ვარ, დაბალი ანაზღაურება აქვს არქიტექტორს შრომის და წვალების შეუსაბამო და არც პერსპექტივები აქვს უკეთესი სამომავლოდ.
იდეაში ახლობელმა იცის C++ ენა და მაქვს საშუალება მისგან ავითვისო. მაგრამ ვფიქრობ თუ მიღირს პროფესიის გამოცვლა, ვიცი რომ არც აქ არის ადვილი გასეირნება და ბევრი შრომა და სწავლა ჭირდება მაგრამ წვალებას და შრომას დაფასება ხომ უნდა ქონდეს? მოტივაცია ხომ არ უნდა მოგიკლან ადამიანს. აიტი სფეროში გაცილებით მეტს უხდიან საშუალო დონის სპეციალისტსაც კი ვიდრე მაღალი დონის და კარგი გამოცდილების მქონე არქიტექტორს თუ სადმე მოჭრილ ხელფასზე მუშაობს იმ ვარიანტში და დამწყებს რას მიზამენ კი მიხვდები smile.gif

გზააბნეული ცხვარივით ვარ, იქნებ დამეხმარო გზის პოვნაში რჩევით biggrin.gif
C++ ამ ენის ცოდნით რა პროფესიულ მიმართულებებზე შემიძლია წასვლა რომ ვიცოდე, ჩამოვყალიბდე და სწორი არჩევანი გავაკეთო ეგ მინდა. და მიღირს თუ არა საერთოდ ჯერ მაგაზე ჩამოვყალიბდე.
სამუშაო სივრცედ განიხილება მხოლოდ საქართველო, სხვაგან წამსვლელი არ ვარ, არც დავაპირებ რომც შემეძლოს არ მინდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობა დისტანციურად ინტერნეტით კიბატონო.

Posted by: iMaximuSi 28 Oct 2021, 12:44
Mr Angry
QUOTE

იდეაში ახლობელმა იცის C++ ენა და მაქვს საშუალება მისგან ავითვისო. მაგრამ ვფიქრობ თუ მიღირს პროფესიის გამოცვლა

ძან ხისტად უყურებ, პროგრამირება თუ მოგწონს ჯერ მარტო ჰობისთვის ღირს რო დრო დაუთმო და ისწავლო, მერე რატო "გამოცვლა", შეიძლება ორი პროფესია გქონდეს. შეიძლება ერთმა პროფესიამ მეორეში რაღაც კრეატიული იდეები მოგცეს. რაც მეტი "პროფესია" -ში ხარ ჩახედული მეტი შანსი გაქვს ზოგადად

Posted by: ac1001 28 Oct 2021, 12:50
Mr Angry
C++ საქართველოში არ გამოგადგება. მე გირჩევ C# ათვისებას. C# გამოიყენებ როგორც კომპიუტერის პროგრამების დაწერისთვის. ასევე მობილური აპლიკაციები დაწერისთვის და ასევე ვებ საიტების შექმნისთვის. კომპიუტერის პროგრამები აქტიულური აღარაა და მაგი შეგიძლია გამოტოვო (Winforms) სწავლის პროცესში და პირდაპირ ვებიდან დაიწყა (ASP.NET CORE). დღეს ვები მაგრა განვითარდა და ყველაფერი მაგაზე გადადის. და მოთხოვნადია ძალიან.
თუ გონება გიჭრის და ადვილად არჩევ თავიდან შენთვის მოცემულ სირთულეებს React.JS და Node.JS გირჩევ. ეს კიდევ უფრო მოთხოვნადია უცხოურ ბაზარზე თუ საქართველოდან უცხოეთში იმუშავებ. ჩევნთან ეხლა იკიდებს ფეხს. თუ საქართველო გინდა მარტო ანუ აქ იმუშავებ მარტო მაშინ C# საუკეთესოა. ძალიან გაიზარდა მაგაზე მოთხოვდა და ბევრი ჯობები იდება მაგაზე ყოველდღიურად.
გისურვებ წარმატებებს

Posted by: levan88 28 Oct 2021, 20:42
Mr Angry

შენი გადასაწყვეტია , მაგრამ თუ არქიტექტურაში ხარ და გესმის მაგ სფეროსი, გირჩევდი რომელიმე პროგრამა გესწავლა .
მაგალითად AutoCad , ArchiCad ... რავი კიდევ ბევრია ისეთი Remote სამსახურსაც რო იშოვი
უბრალოდ მაგ სფეროსგან შორს ვარ და ზუსტ რჩევას ვერ მოგცემ , მაგრამ საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებადი სფეროა როგორც ვიცი .

C++ სფერო საკმაოდ დიდია , გამოიყენება თამაშებისთვის , ხელოვნური ინტელექტი , Desktop აპლიკაციები , AR/VR და კიდევ შორს მიდის მისი შესაძლებლობები .
ისიც გაითვალისწინე ერთ-ერთი ურთულესია ენაა შესასწავლად , გარდა ამისა მისი შესაძლებლობების კარგად გამოსაყენებლად უნდა გესმოდეს
უმაღლესი მათემატიკა , ალგორითმები ... (გააჩნია რა მიმართულებით წახვალ)
მეგობარმა იცისო C++ , ხოდა კითხე მასზე ვრცელი და კარგი პასუხი არამგონია დაგიწეროს ვინმემ .


ინგლისური თუ კარგად იცი Youtube და Google ზე უკეთესი გზა არ არსებობს შესასწავლად , დოკუმენტაციებიც და ქომუნითიც მხოლოდ ინგლისურ ენოვანია ჩათვალე .
მარტივი ნამდვილად არ არის , მაგრამ ინგლისურის ცოდნა და მონდომება საკმარისია რო შეუდგე სწავლის გზას .
რამდენჯერაც იკითხავ ღირს თუ არა დაწყება იმდენ დროს კარგად ჩათვალე smile.gif

ქართულ ბაზარზე მოთხოვნადობას რაც შეეხება ზემოთ როგორც გითხრეს მასეა . C# , React , Node , PHP .
პარალელურად დაიწყე რაიმე ელემენტალურით , ქართულ ენოვანში Bitcamp მაგალითად . დიდი არაფერი , მაგრამ წარმოდგენის შესაქმნელად დაგეხმარება თან ასე თუ ისე ყავს ქომუნითი , როცა პირველ სირთულეებამდე მიხვალ მერე შენით მიხვდები გიღირს თუ არა დაუთმო დრო .

წარმატებები .

Posted by: c2h5oh 29 Oct 2021, 00:28
Mr Angry
მე პირადად ჯერ გირჩევ რაიმე მარტივი ენა (ვთქვათ პითონი) ისწავლო და ნახო საერთოდ თუ გისწორდება კოდის წერა.
პროსტა იმის გამო რო ბევრ ფულს იხდიან არ ქნა (ვერ ისწავლი ისეთ დონეზე რო "ბევრი ფული" გადაგიხადონ) .

Posted by: LeoJGe 13 Apr 2023, 03:29
გერმანიის რომელ ქალაქში ხარ?
..........................................................

Posted by: matemana 13 Apr 2023, 16:15
QUOTE (web_developer1 @ 4 Sep 2021, 20:13 )
დავეთანხმები, რომ პროგრამისტს, მაქსიმუმ 1000ლ ხელფასი შეიძლება ღქონდეს, თან თუ მაგარი პროფესიონალია მაშინ

მაგარი პროფესიონალი კოდის ედიტორს არ გახსნის 1000 ლარად lol.gif lol.gif

Posted by: river-song 5 Mar 2024, 22:53
ხალხო თუ ხართ აქ დეველოპერები მიდლ ლეველზე (ჯავა დეველოპერის) საშუალო ხელფასი რა არის, რაღაცა ოფერი მაქვს და ცოტა დაბნეული ვარ user.gif

ეს ხელფსები ისე გასაიდუმლოებულია მგონი ცოტას ვეუბნები, ეგრევე დამთანხმდა ჰრ თანამშრომლობაზე biggrin.gif

Posted by: ac1001 5 Mar 2024, 23:03
river-song
4000-5000 ლარი ალბათ

Posted by: SaulGoodman 6 Mar 2024, 00:06
river-song
განსხვავებაა გააჩნია კომპანიას
ქართულია თუ უცხოური
რაიმე პატარა აგენტურაა თუ დიდი კომპანია თუ მულტინაციონალური საერთაშორისო კომპანია
რემოუთად გრთავს ნებარ რომ იმუშავო თუ არა
ამისდა მიხედვით

Posted by: river-song 6 Mar 2024, 20:05
ac1001
მაგაზე მეტი ვუთხარი და თანახმა არიან user.gif ანუ თუ ეგრეა საშუალო ნორმალურად გამოდის რა

SaulGoodman
QUOTE
განსხვავებაა გააჩნია კომპანიას
ქართულია თუ უცხოური
რაიმე პატარა აგენტურაა თუ დიდი კომპანია თუ მულტინაციონალური საერთაშორისო კომპანია
რემოუთად გრთავს ნებარ რომ იმუშავო თუ არა
ამისდა მიხედვით

უცხოურია აუთსორსინგი, რემოუთად რა თქმა უნდა, ჩვენთან 300-მდე თანამშრომელი ყოლიათ უკვე, მარა უმეტესობა ბელარუსები და რუსები არიან როგორც შევატყე, ცუდი ისაა რო ევროპის დროზე მიწევს მუშაობა კლიენტთან , რაც იდეაში საკმაოდ არაკომფორტულია ჩემთვის როგორც მორნინგ პერსონასთვის
თან კიდე მონოლითია პროექტი უკვე 7 წელია წერენო. user.gif

Posted by: ac1001 6 Mar 2024, 20:12
river-song
მშვენიერი მაშინ.
წარმატებები

Posted by: vechny 24 Mar 2024, 14:21
ყველაზე ცოცხალი და ჩემს კითხვასთან ახლო თემა ეს ვიპოვე და აქ დავპოსტავ ავტორს თუარ ეწყინება.
მოკლედ ვსწავლობ c# და unity-ს.უფროსწორედ c# - ის სასწავლად ვიყენებ unity-ს.ვცდილობ ვიზუალურ მხარეებში და ანიმაციებში მაქსიმალურად ნაკლები დრო დავხარჯო. ყურადღებას უფრო ვუთმობ კოდის წერას,რადგან ვფიქრობ რო unity -ს ძირფესვიანი შესწავლა ნაკლებად გამოსადეგი იქნება საქართველოში.
არვიცი რა ეტაპზე ვარ,ეს რასაც ვწერ და რაც ვიცი რამდენს ნიშნავს,როგორ გავაგრძელო, რა გავაგრძელო.ვინმეს შეუძლია დამაკვალიანოს?roadmap-ებს გადავხედე მარა დიდად ვერ გავერკვიე მაინც.წინასწარ მადლობა

Posted by: JAH 25 Mar 2024, 00:20
მაგარი ჰაიპია არადა ბორინგ ჯობია ყველა თითქმის

Posted by: name404 29 Mar 2024, 02:24
საქართველოში ფასები ამ რეინჯში მერყეობს:

ჯუნიორი: 0-1000-2000
ჯუნიორი მიდლისკენ: 2000-4000
მიდლი: 4000-5000
მიდლი სენიორისკენ: 5000-7000
სენიორი: 7000-12000
Lead/Head of development team- ლიდი/ჰედი: 10000-18000
მთავარი ინჟინერი(Principal engineer): 12000-25000
CTO: 8000-14000 - სიტიოებთან შეხება არ მქონია ზუსტი რეინჯი არ ვიცი, ჩემი მეგობრების რეინჟებიდან გამომოდინარე ვწერ.

ეროვნულ ვალუტაშია მოცემული ეს ფასები

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)