ადრე იყო "50 წიგნი/კინო/ვიტამინები, რომელიც უნდა წაიკითხო/ნახო/მიიღო სანამ ცოცხალი ხარ" თემები და გარჩევები. სულ მაინტერესებდა, თუმცა მაშინ ყურადღება არ დამითმია- ვინ ადგენდა ამ სიას და რა კრიტერიუმებით.
სულ ცოტა კვლევის შემდეგ ოქროს საბადოს მივაგენი
, რომელიც თურმე 1984 წლიდან არსებობს (თუმცაღა მხოლოდ სინეფილებითვის), თან ისეთი თავმდაბალი და სათნოა ეს საბადო, რომ არ გეუბნება არიქა სანამ ცოცხალი ხარ მოასწარი და ამომწურეო. ეს არი ყველა დროის მნიშვნელოვანი კინო ნამუშევრების კოლექცია. აი ეგეთი უბრალოა.
www.criterion.com ეს არის ოფიციალური გვერდი. (გაწევრიანება და საკუთარი აზრის/ჩამონათვალის დამატება შესაძლებელია).
http://www.criterion.com/library/expanded_view?b=Criterion ეს არის კოლექციაში შესული ფილმების ჩამონათვალი. (638 კინო ამ ეტაპზე).
პ.ს. თემას არ გავხსნიდი, მაგრამ ამ სიას რომ გადავხედე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფილმია, რომელის ხალხს დავიწებული აქვს, ან არც გაუგია. ბევრმა ალბათ იცით ამ კოლექციის შესახებ, ბევრმა იქნებ აღარ გაჭედოთ "კოუბოებზე და უცხო პლანეტელებზე", ამდენი ვიტამინი გაქვთ მისაღები თურმე
.
აუცილებლად სანახავი ფილმები ამ თემის ერთგვარი გაოფიციალურება და "კინო დღიურის" გაკლასიკება
გამომდის, მაგრამ მაინც, პარდონ და ინებეთ.