forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განყოფილების წესები / თემების კატალოგი, Warner Brothers Enterprise :)
Ferlador
მეფე ლёმი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34326
წევრი No.: 40545
რეგისტრ.: 25-August 07

გამოგზავნილია: 1 Jun 2011, 02:15  #25761498      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
განყოფილების წესები

ფორუმის ზოგადი წესებიდან для особо одарённых რამოდენიმე პუნქტს უფრო დეტალურად განვიხილავ...

- განასხვავეთ ეს განყოფილება ფლეიმისა და აბანოსაგან.
ვისაც "მპა, მპუ", "სურათი დააგდე", "უიმე რა სიცოცხლე ხარ", "ოჯახში როგორ არიან და ა.შ." გინდათ - ფლეიმში მიბრძანდით...
ვისაც პენისების დაზომება, ბორდელების მისამართები, ლუბრიკანტის შესახებ ცნობები, სქვირთის წნევის როლი ურთიერთობის შენარჩუნებაში, სპერმის გემო და ა.შ. გაინტერესებთ - სხვა განყოფილებაში მიბრძანდით
სექსზე თემებს რაც შეეხება - ზოგადი საუბარი არაა აკრძალული, ხოლო რაწამს გადახვალთ თქვენ საკუთარი ან სხვისი გენიტალიების დეტალურ განხილვაზე, პახაბნობაზე და როგორც წესი, ამ ყველაფრის თანმხლებ პროვინციულ იუმორზე - მაშინვე ჩაერთვება საქმეში მოდერაცია... გასაგებია, რომ თქვენ სექს-მანქანა, ყველაზე "დეზლი" იუმორის მქონე და ყველაზე გამოცდილი მაჩო ბრძანდებით მთელს სამყაროში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ადმინისტრაციას აბსოლუტურად არ აინტერესებს.

განყოფილებაში კატეგორიულად იკრძალება ურთიერთშეურაცხყოფა, უცენზურო ლექსიკა, პორნოგრაფიული ბმულების და ვიდეო/ფოტო მასალის გავრცელება (გარდა ადმინისტრაციასთან შეთანხმებული თემებისა: მაგალითად კამა სუტრას თემა ილუსტრაციებით. აქაც იკრძალება ისეთი ფოტო/ვიდეო მასალის განთავსება, სადაც სასქესო ორგანოების კონტაქტი ჩანს). ასევე მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.

პენისების დაზომების, პორნო ლინკების, ფანქრის გაუპატიურების და ა.შ. თემებისთვის/პოსტებისთვის - სხვაგან მიბრძანდით... სასურველია თუ logout-ს გამოიყენებთ...

აბსოლუტურად ყველა ამ განყოფილებისათვის შეუსაბამო თემა დაიხურება/წაიშლება...

იკრძალება:
- ნებისმიერი პოსტი/თემა სადაც უცენზურო სიტყვები/სურათები/ლინკები იქნება
გაითვალისწინეთ, რომ აქ შემოდიან ქალები და ბავშვებიც. თქვენ არ მოგეწონებოდათ ვიღაცა თქვენი ახლობელი გოგოების (მითუმეტეს ბავშვების) თანდასწრებით რომ უზრდელობდეს (შეიძლება თავყბა გაგეერთიანებინათ მაგისთვის ამის გამო) და შესაბამისად, თქვენც ნუ იზამთ ამას...
- შეეცადეთ მაქსიმალურად ადამიანურ და კორექტულ ფარგლებში გამოთქვათ აზრი, უცენზურობის და უზრდელობის გარეშე...
- პირადი მიმოწერის გამოქვეყნება ისჯება ბანით...
- იგივე წარმატებით ისჯება თანაფორუმელის სურათის განთავსება მისი ნებართვის გარეშე...
- მოერიდეთ ნებისმიერი ისეთი რამის დაწერას თანაფორუმელისათვის, რასაც პირადად შეხვედრის დროს არ ეტყოდით...
- ავტორი ნებისმიერი პოსტისა, რომელიც მიაყენებს შეურაცხყოფას სხვა თანაფორუმელს (აუცილებელი არაა გინება იყოს და უზრდელობა) - იუზერი დაივორნება ან ბანს მიიღებს - სასჯელი განისაზღვრება დარღვევის სიმძიმის შესაბამისად... ანალოგიური ქმედების შემდეგ - 1 თვიან ბანს... განმეორების შემთხვევაში კი ნიკის დიზეიბლის საკითხი დადგება დღის წესრიგში...
- ადამიანი, რომელიც ფორუმელთა დიდ ჯგუფს მიაყენებს შეურაცხყოფას, მაგალითად:
QUOTE
ისეთი კაცის დედაც….

ან
QUOTE
QUOTE
....... [ 45 ] [51,67%]

ორმოცდახუთივეს დედა######


პირდაპირ 1 თვით წავა მოუსავლეთში, მისი ყველანაირი ალტერ-ეგოების გამოვლინებებით...

- ჰომოსექსუალების შეურაცხყოფის გამოც შეიძლება დაივორნოთ და დაიბანოთ... აგრეთვე სიტყვა "პიდარასტი" განყოფილებაში დასჯადია იმ შემთხვევაში თუ იგი შეურაცხმყოფელ-დამამცირებელი კონტექსტის მატარებელია, მაგ: "მეტრაკე პიდარასტები / შე ტრაკში მო###აურე პიდარასტო / ავადმყოფი პიდარასტები" და ა.შ. - სასჯელი დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე, რომლის გადაწყვეტაც მოდერატორის პრეროგატივაა.
ამიტომ გამოიყენეთ მიმართვის უფრო ცივილური ფორმები. იუზერი, რომელიც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იხმარს - ულაპარაკოდ მიიღებს 20% ვორნს და განმეორების შემთხვევაში რამდენიმე დღიან ბანს.

- ადამიანი, რომელიც გამოიყენებს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს "1000 ###ზე გადამხტარი" / "ნახმარი, ნათრევი" / "მეძავი, ბოზი" / "ავადმყოფი ქალიშვილი" / "ბოზი არაქალიშვილი"/ "ქალს, რომელსაც სექსი სიამოვნებისთვის აქვს ბოზია" / "მწოველი" / "მინეტშიცა" / "სპერმის მყლაპავი"/"ცოლის ან შეყვარებულის პირში მიმცემი/ქმრისგან ან შეყვარებულისგან პირში ამღები" და ა.შ. სტილში - ულაპარაკოდ დაისჯება... სანქცია დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე...

- თუ ადამიანს სხვისი შეურაცხყოფისა და "ტყ"/"ყლ"/"შვც"/ etc... ასოთშეთანხმების გარეშე არსებობა არ შეუძლია - ფორუმის ადმინისტრაციისათვის უბრალოდ ჰიგიენის საკითხია ასეთის სამუდამო მოშორება ამ ფორუმიდან...

- თუ თქვენ თვლით რომ მაპროვოცირებელი ირონიულ-დამცინავი პოსტით თქვენს ფაქიზ სულს შეურაცხყოფა მიაყენეს და ინტელექტი არ გყოფნით ასეთივე შინაარსის და სტილის პოსტით პასუხის გასაცემად - ნუ დაიწყებთ დედისტრაკის ფრიალს... შეატყობინეთ მოდერატორს, თორემ დაბალი ინტელექტის შესაბამისი "ტყ"-"ყლ" გაჯერებული პოსტით პასუხზე თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი... და ზოგ შემთხვევაში თქვენ უფრო მოგეთხოვებათ ვიდრე "პროვოკატორს".

- თემები უაზრო სათაურით: "მიშველეთ", "კითხვა გოგოებს", "კითხვა ბიჭებს", "კითხვა ინდმეწარმეებს", "დამეხმარეთ", "თქვენი აზრი მაინტერესებს", "თქვენი რჩევა მჭირდება", "მიყვარს", "რა ვქნა?", "მირჩიეთ რამე" და ა.შ. დაიხურება და წაიშლება მიუხედავად მისი შინაარსისა თუ აქტუალურობისა. სათაურში და პირველ პოსტში ნათლად აჩვენეთ თუ რაზე გინდათ ამ თემაში საუბარი და თუ მაინცდამაინც უნებურად შემოგეხსნათ თემა უაზრო სათაურით - მისწერეთ მოდერატორს, ჩაასწორებს სათაურს და გახსნის თემას. არავის არ სიამოვნებს განყოფილებაში როცა შედის და სათითაოდ უწევს ყველა თემის გახსნა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდეს რაზე იქნება საუბარი.

- უაზრო თემად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი, რომლის პირველი პოსტი არანაირ შინაარსს არ მოიცავს. მაგალითად: სათაური "რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?" ან "მწუხარე სახის ბიჭები" და პირველი პოსტი "რას იტყვით ამაზე", "ხომ კარგია", "შემოდით ალლ" და ა.შ. სხვადასხვა ვარიაციებით... ასეთი თემები დაიხურება, ხოლო ავტორები მიიღებენ +20%-ს, მომდევნო ჯერზე კი ბანს, ვინაიდან და რადგანაც მსგავსი თემები განყოფილებაში იკრძალება.

- თემები უცენზურო ლექსიკის შემცველი სათაურებით ასევე დაიხურება, ავტორს კი ვორნი/ბანი.

- ნებისმიერ ინტერნეტში ნანახ სურათზე და ვიდეო როლიკზე გახსნილი თემა - ასევე დაიხურება

- იუმორისტული დიარეის შემოტევის შედეგად გახსნილი თემები, სტილში "შეყვარებულმა ღრძილზე რომ გიკბინოთ, რას იზავთ?", "რამდენად ალამაზებს ქალს ტრაქტორზე მუშაობა?", "რამდენად რომანტიულია შეყვარებული მამაკაცის წინდის სუნი?" და ა.შ. დაიხურება. მოდერაციას არ ესმის "დეზლი" იუმორი...

- კონტრთემები, ანუ თუ არსებობს თემა: "ქუჩაში ბიჭმა სახელი მკითხა და რა ვქნა?", კონტრთემა : "ქუჩაში გოგომ სახელი მკითხა და რა ვქნა?", რომელიც გაიხსნება მოდერატორის ნებართვის გარეშე, დაიხურება. ავტორი, რომელიც შემჩნეული იქნება 3 და მეტი კონტრთემის გახსნაში დაივორნება. შეუთანხმდით მოდერატორს კონტრთემის გახსნამდე. უმჯობესი იქნება თუ ორივე სქესის მომცველ თემას გახსნით. "ქუჩაში ბიჭმა სახელი მკითხა და რა ვქნა?" და "ქუჩაში გოგომ სახელი მკითხა და რა ვქნა?"-ს მაგივრად "რას იზამთ თუ ქუჩაში უცნობმა ადამიანმა სახელი გკითხათ?" ჯობია აშკარად smile.gif

- ფლუდერები და ოფტოპიკომანები გაივლიან შემდეგ სტადიებს : გაფრთხილება (პოსტით/PMით) --> ვორნი --> ბანი
ფლუდად ითვლება:
- 1st / 2nd / 3rd და ა.შ. სტილის პოსტი
- პოსტების მოსამატებელი ნებისმიერი მცდელობა. მაგ: "34525634573567467856785675", "&&&&&&&&&&&&&&&&&&", "!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!", "აბა, აბა, აბა, აბა", "პოლიტიკისთვის ვაგროვებ პოსტებს", "რა საინტერესო თემაა", " smile.gif "
- ასევე მასობრივად ერთი და იგივე იუზერის მიერ გახსნილ უაზრო თემებს (ანუ თემებს რომელიც "თემამინდაგავხსნა" პრინციპითაა გახსნილი და არაა ჩამოყალიბებული თემის არსი, ან უკვე არსებობდა ასეთი თემები)
- იუზერების სიის ჩაკოპირება პოსტში

და ა.შ.
ოფტოპიკები დასაშვებია ზომიერების ფარგლებში, და შემდეგნაირად გაფორმებული :
CODE
[offtopic] რავახარ შეჩემა[/offtopic]


გარდა გაუფორმებელი ოფტოპიკებისა, ისჯება (ვორნით, სიტყვიერი გაფრთხილებით, ბანით):
1. პოსტი რომელიც შეიცავს მხოლოდ ოფტოპიკს;
2. პოსტი რომელიც შეიცავს სმაილს/+1 (2, 3, და ა.შ.) და ოფტოპიკს;
3. პოსტი რომელიც შეიცავს სხვა პოსტის ციტატას და ოფტოპიკს;
ასევე მათ ვარიაციებს, ოფტოპიკებით ჩეთაობას და ა.შ.

- ტროლინგი, როგორც ორგანიზებული (მათ შორის: სხვა განყოფილებებიდან განხორციელებული იერიშები), ისე ინდივიდუალური ხასიათის. დამრღვევი მიიღებს ვორნს ან ბანს. ვადით 1 დღიდან სამუდამომდე - გააჩნია სიმძიმეს და სიტუაციას. ხოლო მცნება "წესების დაცვით ვტროლავდი" არ არსებობს, რადგან ტროლინგი ეს უკვე წესების დარღვევაა.

- გაუფრთხილებლად დაივორნებიან და განმეორების შემთხვევაში დაიბანებიან თემის ან პოსტის ავტორები, რომლებიც შეგნებულად წელავენ გვერდს პოსტში გამოყენებული დიდი ოდენობის სიმბოლოებით, ე.წ. "space"-ებით ან გამოტოვებული სტრიქონებით...

- რაც შეეხება გაჩეთავებულ/გაოფტოპიკებულ თემებს: თუ თემის offtopic-ებისგან გაწმენდის შედეგად რამე აზრიანის დატოვება შეიძლება - მაშინ თემა დაიკეტება გაწმენდამდე... უკიდეგანოდ გაჩეთავებული ნებისმიერი თემა წაიშლება...
თუ მაინცდამაინც რამის დაწერა გინდათ - თემის გარშემო ისაუბრეთ... თუ არა და - ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ ვიდრე უაზრობით ამოტენოთ თემა...
არცერთი მოდერატორი არაა ვალდებული თქვენი "ნაქნავი" წმინდოს, პოსტებზე ითევზაოს და თემიდან, საიდანაც 90% offtopic-ია რაიმე ღირებული გამოჩორკნოს...

- "ბრუსლი" vs "შვარცნეიგერი" ტიპის უაზრო და უშინაარსო პოლები და თემები - დაიხურება და წაიშლება...

- ეს განყოფილება "სიტყვა და საქმის" "პაემანი" არაა გასაცნობად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად PM ან სხვა ხერხები გამოიყენეთ ნებისმიერი ასეთი თემა (მათ შორის "დეზლი" ხუმრობებიც) დაიხურება და წაიშლება...

- მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნაზე - სიტყვიერი გაფრთხილება და შემდეგ ვორნია... ჯერ გაარკვიეთ რატომ დაიხურა (აქ არ ითვლება, როდესაც დახურულ თემას ხსნის ავტორი, თავის კომენტარს აკეთებს და ხურავს)...

- თუ გახსნილი თემის მსგავსი თემა არსებობს – შესაბამისად ახალი დაიხურება. თუ დისკუსიამ ახალ თემაში რამოდენიმე გვერდს გადააჭარბა და ოფტოპიკებისგან მეტ-ნაკლებად არაა დაბინძურებული – მიუერთდება ძველს... გამოიყენეთ Search,
ხოლო თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Search - მშვენივრად აქვს აღწერილი ბატონ ჰუმანოიდს აი ამ თემაში.
ასევე არსებობს კატალოგი, რომელიც ახლდება და მეტ-ნაკლებად ყველა აქტუალური თემაა შიგნით, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ.

- თუ უზრობის, სისულელის, მყრალი ოფტოპიკის დაწერას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ "რამე დაწეროთ" ან "თემა გახსნათ" - ჯობია ბრაუზერში ღილაკ BACK-ს დააჭიროთ... მაინც წაიშლება... და მაინც გაფრთხილდებით... გამეორების შემთხვევაში - ვორნი... ბოლო დროს მომრავლდა მასეთი თემები... ინდური კინოებიდან გადმოტანილი პრობლემებიღა გვაკლია ფორუმზე...

- ზოგგანწითელ-ზოგგანყვითელ-ზოგგანალისფერი და ზოგგანდიდი შრიფტით მპოსტველების საყურადღებოდ - მთავარი სიდიდე კი არა შინაარსია... და არცთუ ისე სასიამოვნოა მკვეთრ ფერებში დაწერილი ტექსტის კითხვა. ჯობია სხვა რამით გამოირჩეოდეთ... დაინდეთ სხვისი თვალები... (ზოგს არ ესმის, მაგრამ მაინც...) მაგით გამორჩეულობას კი არა უკეთეს შემთხვევაში პოსტების კითხვისას თქვენი პოსტის გამოტოვებას გამოიწვევთ...
თუ ძალიან ბოროტად მოხდება სარგებლობა ფერებით და უბედურებებით - უბრალოდ პოსტი ჩასწორდება (მოშორდება საზიზღარი ტეგები) ან წაიშლება...

- პოსტეთ ქართულად, ანუ ქართული ასოებით. ქართული ფორუმია და გვაქვს ამის საშუალება. ვისაც კლავიატურის დრაივერი არ უმუშავებს - "abg - აბგ"-თი შეუძლია ისარგებლოს... მოკლედ ყველანაირი საშუალება გაქვთ იმისათვის, რომ თანაფორუმელებს არ დათხაროთ თვალები ლათინური ასოების ქართულად კითხვით... ასე რომ, ტრანსლიტით დაწერილი პოსტები და თემები უბრალოდ წაიშლება... ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში კი ვორნ/ბანი...

- ყველანაირი კლუბი/თანამანიაკობა/თავყრილობა/მილოცვა და ა.შ. გადავა უსათაუროში ან თემა უბრალოდ დაიხურება, ვინაიდან და რადგანაც, უმოწყალო ჩეთი მიდის მასეთი ტიპის თემებში.

- საპროტესტო თემების გახსნას მოერიდეთ. ნებისმიერი საკითხი შეიძლება მოგვარდეს ძяლოგით და არაა საჭირო თემის გახსნა სათაურით "სად გაქრა ჩემი თემა?!".

- ასევე თავი გაანებეთ სხვის ვორნ-ლოგში ქექვას და სხვისკენ თითის გაშვერას "მე რატომ დამვორნე და ის არა" სტილში... საკუთარ ვორნებს, პოსტებს და თემებს მიხედეთ...

- ყველა ოფტოპიკს/უცენზურობას შეძლებისდაგვარად მოევლება... თუ არაა მოვლილი - შეგვატყობინეთ... მოდერატორიც ადამიანია და შეიძლება რამე გამორჩეს... და არც მოდერატორთან თანამშრომლობაა არაკაიბიჭური. მითუმეტეს, არსებობს ეგზომ საყვარელი ფუნქცია "შეატყობინე მოდერატორს".

- ადმინისტრატორის მოთხოვნის გამო, 100 გვერდს გადაცილებული თემები დაიხურება და თუ თემა აქტუალური და შინაარსიანია - გაიხსნება შემდეგი ნაწილები. შემდეგი ნაწილის გახსნის დროს პრიორიტეტი მიენიჭება პირველი ნაწილის ავტორს. ნუ იგულისხმებთ ზუსტად 100 გვერდს, თემა შეიძლება დაიხუროს 98 ან 104 გვერდზე.


- არცერთი მოდერატორი არაა ვალდებული თქვენს ასეთ მოთხოვნაზე:
QUOTE
თუ შეიძლება ჩემი ყველა პოსტი/თემა წაშალეთ ამ თემ(ებ)იდან/განყოფილებიდან

რეაგირება მოახდინოს... და არც მოახდენს... ასე რომ წუწუნი იმის გამო, რომ ეს არ შეგისრულეს - არ მიიღება...

- ფლუდ კონტროლი იზრდება ვორნთან ერთად და ვორნის დაკლების ფუნქცია მოდერებს გამორთული აქვთ... ასე რომ "ჩამოაკელი, მეტს აღარ ვიზამ"-ს აზრი არა აქვს, ვერ ჩამოგაკლებთ...

თუ მოდერატორს შეეშალა, ვერ გაერკვა სიტუაციაში და შემთხვევით მოგცათ ვორნი/ბანი ან დახურა თქვენი თემა და თვლით, რომ ეს დაუმსახურებელია - ეს ყველაფერი იმავე მოდერატორთან გაარკვიეთ პირადი მიმოწერის საშუალებით... ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებიც შეიძლება მოხდეს, რაც ნორმალური დიალოგით აუცილებლად მოგვარებადია. PM-ში კაჩავს, "ჩემიდედაშე#ეცი, ვორნი ვის დაადე ბიჭო-ს" და უზრდელობას აზრი არა აქვს... ერთადერთი რასაც მიაღწევთ იქნება 1 თვიანი ბანი (თუ უკვე არ გადევთ) თქვენი უზრდელობის სკრინშოტით ვორნ-ლოგში და გაგრძელების შემთხვევაში მეორედ მოსვლამდე ნიკის დიზეიბლი ალტერ-ეგოების ჩათვლით... როგორც მანამდეც აღინიშნა, უზრდელებისგან ფორუმის გაწმენდა - ჰიგიენის საკითხია smile.gif

- ამიერიდან განყოფილებაში იმოქმედებს შემდეგი წესი...

100% ვორნის მქონე იუზერი, მომდევნო წესდარღვევის შემთხვევაში ავტომატურად მიიღებს 1 კვირიან ბანს.
შესაბამისად, ყოველი მომდევნო ვორნის მომატებისას ბანის ლიმიტი გაიზრდება.

120% - 1 კვირიანი ბანი
140% - 10 დღიანი ბანი
160% - 2 კვირიანი ბანი

და ა.შ.

მართალია, ფიზიკურად მხოლოდ 100% ჩანს - მაგრამ ტექნიკურად მატულობს...

გისურვებთ ხალისიან და სასიამოვნო კლავიატურცვეთას

user posted image

This post has been edited by Ferlador on 1 Feb 2017, 14:18


--------------------
I am pure, I am true
I am all over you
I am laugh, I am smile
I am the earth defiled
Ferlador
მეფე ლёმი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34326
წევრი No.: 40545
რეგისტრ.: 25-August 07

გამოგზავნილია: 3 Jun 2011, 00:22  #25793039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თემების სარჩევი

რამანწიკა

ერთი პატარა ბაღის ბინადარნი
არ დაკარგო გესმის? არ დაკარგო გაუფრთხილდი
დარაბებს მიღმა .........
პირველი სიყვარული
როგორ შევუყვარდე...
პირდაპირ "მიყვარხარ" ვერ უთქვამს
მომენატრა მონატრებაზე უფრო...
ერთი ნახვით სიყვარული
პირველი კოცნა
გჯერათ თუ არა მარადიული სიყვარულის?
ნუთუ აღარ არსებობს ნაზი და ამაღლებული გრძნობები
ქართული სიყვარული
მოფერება...
სიყვარული დიდ მანძილზე
ადამიანი რომ მოგწონს, აუცილებელია, რომ აკოცო?
მონატრება
სიყვარულის ახსნა
რა საჭიროა სექსი როცა.........
თქვენთვის რა არის რომანტიკა?
,,ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხმარდება ძებნას''
ვირტუალური სიყვარული
ტირილი
ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!
პირველი ქალი თუ უხსნის სიყვარულს
ეჭვიანობა
კოცნის დროს...
უტირია თუ არა ბიჭს თქვენს გამო?
სითბო,ალერსი თუ სექსი?
ფრთხილად ქალაქში სიყვარულის ვირუსი დადის
მსუბუქი რომანტიკა

copy + paste - ახლა უკვე copyright-ის "ნაჩინკით"

Q & M.ს გენიალური ფრაზეები...


სექსები, ბეევრი სექსები

ბიჭებო, გაგჩენიათ როდესმე სურვილი
სექსი ოჯახში
"სასტიკი" სექსი
საქართველოში სექსი ტეხავს?
რას ფიქრობენ საქართველოში ქორწინებამდე სექსზე
ოჯახის შექმნის შემდეგ ქმრის "ბოზებში" სიარულზე
BOYFRIEND - GIRLFRIEND-ის ერთად ცხოვრება...
Oral Sex და ქართველი ქალის კდემამოსილება
სექსუალური მრავალფეროვნება
სექსი პირველივე პაემანზე
უნდა ყავდეს თუ არა ქალს საყვარელი
მრავალფეროვანი სექსი
ცოლთან სექსუალური მრავალფეროვნება
ალტერნატიული სექსი ხანგრძლივი ურთიერთობისას
სექსი შეურაცხყოფაა?! eek.gif
რა ინტენსივობით გაქვთ სექსი შეყვარებულთან?



სტარიე პესნი ა გლავნომ a.k.a "ნასკი, ბანჯგვალი, აპკი"

საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტის ჩამოყალიბება
კითხვა ქალიშვილობის ინსტიტუტზე
,,კაცია და გაივლის ქალებში,
ბანჯგვლიანები თუ უბანჯგვლოები?
თუ განათხოვარი ქალი შეგიყვარდათ....
უნდა გაურეცხოს თუ არა ცოლმა ქმარს ნასკი
იურთიერთებთ გოგოსთან თუ სექსზე ქორწილამდე არ დაგთანხმდათ?
ერთიანი, ეროვნული ქალიშვილობის თემა - 4
Girlfriend - Boyfriend-ობის ინსტიტუტი

ლяმაზობა

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XIV

სხვადასხვა

ნაფერები გოგო
უნდა იცოდნენ თანამედროვე ქალებმა საჭმლის მომზადება?
სექსუალურობის კრიტერიუმები მამაკაცში
რატომ ბეზრდება კაცს
კომპლიმენტები
ცოლი
სილამაზე და ჭკუა
რატომ აშინებს კაცებს ქორწინება?
ქართველი გოგონების იუმორზე აცრილობა
მეძავი გოგო რომ სიგიჟემდე შეგიყვარდეს რას იზამ?
აქვს თუ არა უფლება ცოლს
"მაგარი ნაშა ხარ!."
ოჯახი. რა აზრის ხართ მასზე? რამდენად საჭიროა?
ლიფის ბრეტელი
კაცებს ხელს აღარ ჩამოვართმევ!
სად არიან კაცები 25+?
ერთად ცხოვრება!
Настоящяя Стерва
ქართველზე გათხოვება ტეხავს?
თუ დაოჯახებული კაცი შეგიყვარდათ
ვისია ბავშვი? დედის თუ მამის?
20000 ევრო - შეყვარებული
რატომ უნდა ალაგებდეს სახლს მარტო ქალი?
რა რეაქცია გექნებათ თუ თქვენი შვილი სხვა ეროვნების
რატომ უყვართ კაცებს ძუძუ
რა კრიტერიუმით საზღვრავთ ქალში|კაცში
გეები & ლესბები
გაცნობა ინტერნეტით
თანამედროვე teenager-ი გოგონები. მოგწონთ?
მონსტრი დედამთილი ...
დაესწრებით თუ არა ცოლის მშობიარობას?
სასიყვარულო ჯადოები
როგორი ქორწილი გინდათ ? smile.gif
უცხოეთში წასვლა თუ აქ ნორმალური კაცის პოვნა?
შინაბერობა
აუცილებელია თუ არა ცოლიან კაცს ჰყავდეს საყვარელი ?
რაც უფრო ცუდად ექცევი მამაკაცებს, მეტად გაფასებენ?
როგორ ფიქრობთ ყველა მამაკაცი ნაძირალაა?
ჭკვიანი ქალის დისკრიმინაცია
რა ვქნათ რომ არ გვიღალატონ?
გენდერული თანასწორობა
ნორმალური გოგო
ფულის ხამი გოგოები....
საზოგადოებრივ ტრანსპორტში
გოგოს ბილწსიტყვაობა
ღალატი
რა გვაღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში?
ცხოვრებაში ერთხელ მაინც უღალატებთ მეუღლეს?
რას ფიქრობთ ალკოჰოლის მოყვარულ კაცზე?
გამოსავალი დეპრესიიდან
შურისძიება თუ თავისდანებება?
სულიერი და გარეგნული სილამაზე
ყველაზე კრეტინული ფრაზები
"მოჩატავე" მეუღლე და ვირტუალური ღალატი
გოგო - პირსინგი და ტატუ
პუტკუნა გოგოები
მეგობრობა გოგოსა და ბიჭს შორის
ქალი და სიგარეტი
ჰოროსკოპის თუ გწამთ?
რა შემთხვევაში შეიძლება კაცმა ხელი გაარტყას ქალს?
უნდა იცოდნენ თანამედროვე ქალებმა საჭმლის მომზადება?
ულიფო გოგო კუჩაში...
ქალი და მანქანა
HUB-ის სახალისო შემოქმედება
კარიერა თუ პირადი ცხოვრება?
გინდათ შვილი?
ნებისმიერი ქალის შებმა შესაძლებელია?
როგორ "შევაბათ" ბიჭი
ქალის პატივისცემა საქართველოში
1 კვირით რომ შეიცვალოთ სქესი.



ლეგენდარული თემები

გოგოებს მკერდი აღარ ეტყობათ..
ანტიქალიშვილური კამპანია ფორუმზე
რუსი გოგოები ბიჭებს რომ გვართმევენ
შეყვარებულს სექსი უნდა
I'm GAY...
დამერხა
შეყვარებულთან სექსი
არის თუ არა ქალიშვილობა სირცხვილი smile.gif
ძმაკაცის დის პრობლება (საბოლოო დასკვნა)
რასა გვანან 3
"მურთაზობის" კრიტერიუმები
უტრუსიკოთ თუ იჩითებით ხოლმე?
სანტა-ბარბარა სლავურად. სერია II
რატომ იპარსავენ ფეხებს იქამდე, სადამდეც კაბაა?
ქართული მენტალიტეტის ანომალიები
რატომ არიან ეს გოგოები სულითაც და გარეგნობით მახინჯი?
გოგოები და "ულვაშები"
თქვენს დას რომ შეყვარებულთან სექსი ჰქონდეს
შვილის ცემა მიზანშეწონილია თუ არა?
იდეალური მამაკაცი ქართულ რეალობაში
რასა გვანან?!!!!!!!
ინტერვიუ 16 წლის მოდელთან- სკოლის მოსწავლესთან. ნაწყვეტი
ყველა მზეთუნახავი ყ**-უნახავია?
ანანიზმი ღალატია თუ არა?
შეყვარებული სექსებს შორის...
ქართველი ქალიშვილების ნაირსახეობები
საიდუმლო სულიერი ჩაკრული აბრაკადაბრა

__________________________________________________________________________

არქივი



-სხვადასხვა
შეთე თუ გედია?
რატომ გინდათ ერის გადაგვარება?
შვილი - ქორწინების გარეშე
მამაკაცი და საყურეები
შვილიან გოგოს მოიყვანთ ცოლად?
ბავშვის გაჩენა ქორწინების გარეშე
სლავი მდედრების ფენომენი ქართველ მამრებში
სლავი მდედრების ფენომენი ქართველ მამრებში
იქორწინებთ ფულის გამო?
რომელი სიმღერა გახსენებთ საყვარელ ადამიანს ...
როცა გარეთ წვიმს
უტრაკობის კომპლექსი ქართველ მამაკაცებში



-ლяმაზობები

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...,
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...,,
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...,,
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები..., VII
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...VIII
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... IX
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... X
ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები... XI
ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XII
ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XIII


-ქალიშვილობა

ერთიანი, ეროვნული ქალიშვილობის თემა
ერთიანი, ეროვნული ქალიშვილობის თემა-2
ერთიანი, ეროვნული ქალიშვილობის თემა - 3
ქალიშვილობა
ქალიშვილობა
ქალიშვილობა
ქალიშვილი
Ferlador
მეფე ლёმი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34326
წევრი No.: 40545
რეგისტრ.: 25-August 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2013, 14:33  #34862983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Patch 5.1 hotfixes:

QUOTE
ჰომოსექსუალების შეურაცხყოფის გამოც შეიძლება დაივორნოთ და დაიბანოთ... აგრეთვე სიტყვა "პიდარასტი" განყოფილებაში დასჯადია იმ შემთხვევაში თუ იგი შეურაცხმყოფელ-დამამცირებელი კონტექსტის მატარებელია, მაგ: "მეტრაკე პიდარასტები / შე ტრაკში მო###აურე პიდარასტო / ავადმყოფი პიდარასტები" და ა.შ. - სასჯელი დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე, რომლის გადაწყვეტაც მოდერატორის პრეროგატივაა.
ამიტომ გამოიყენეთ მიმართვის უფრო ცივილური ფორმები. იუზერი, რომელიც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იხმარს - ულაპარაკოდ მიიღებს 20% ვორნს და განმეორების შემთხვევაში რამდენიმე დღიან ბანს.
Ferlador
მეფე ლёმი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 34326
წევრი No.: 40545
რეგისტრ.: 25-August 07

გამოგზავნილია: 19 Mar 2015, 10:29  #44077089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Update:
QUOTE
- უაზრო თემად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი, რომლის პირველი პოსტი არანაირ შინაარსს არ მოიცავს. მაგალითად: სათაური "რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?" ან "მწუხარე სახის ბიჭები" და პირველი პოსტი "რას იტყვით ამაზე", "ხომ კარგია" და ა.შ... ასეთი თემები დაიხურება, ხოლო ავტორები მიიღებენ +20%-ს, მომდევნო ჯერზე კი ბანს, ვინაიდან და რადგანაც ყველა აქტიური იუზერისთვის უკვე ცნობილია, რომ მსგავსი თემები განყოფილებაში იკრძალება.

- პირადი მიმოწერის გამოქვეყნება ისჯება ბანით.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0399 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]