Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პროგრამები > Microsoft-ი შეწყვეტს 7-ის განახლებას |
Posted by: MrSandro27 2 Apr 2019, 13:43 |
როგორც იცით 2020 წლის 14 იანვარს Microsoft-ი შეწყვეტს windows 7-სთვის განახლებების გამოშვებას. გაგაფრთხილებთ რომ თქვენი ოპერაციული სისტემა მოძველდა. მოგთხოვთ მის შეცვლას. მაინტერესებს თქვენი აზრი... ჩვენ ვიყენებთ არაოფიციალურ ''სოფტს''. ჩვენს შემთხვევაში როგორ გავიგებთ ამას ან რა დაგვებლოკება? update ისედაც გამორთული გვაქვს... არის ადამიანების გარკვეული კატეგორია,რომელიც მაინც იყენებს windows 7 რადგან მოსწონს...მათვის უფრო მოსახერხებელია,რადგან როგორც ისინი ამბობენ მიჩვეულები არიან ამ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობას.ანდა სამსახურში სუსტი კომპიუტერი უდგას და სხვა სისტემას ვეღარ ქაჩავს.. შეიძლება გარკვეული პროგრამები დაგვებლოკოს ანუ პროგრამა კი იმუშავებს,მაგრამ განახლებები აღარ მოვა. მაგალითად Chrome-მმა ასეთი რამ XP-ზე უკვე დიდიხანია გააკეთა გავაგრძელებ თემას აქ... linux-ზე გამახსენდა... წინა თემაში რომ ამბობდით 70% დააკმაყოფილებსო... აბა მიდით და სამსახურში სადაც გაგანია მუშაობა მიდის უთხრათ ყველას რომ უნდა გადავიდეთ linux-ზე რადგან მალე შვიდიც დაიბლოკება... წარმოიდგინეთ რა პანიკა ატყდება... ან სუფორთი გაუფორმოს კომპანიამ ან უნივერსიტეტმაო... რამდენი იზამს ასე? ხოოო იმასაც კი ამბობდა ზოგი.. მერე რა რომ შეუწყდება განახლეობაო... რამდენიმე წელი მაინც ხო იმუშავებს.... https://youtube.com/watch?feature=share&v=oFpr1DitcOY აგერ უყურეთ რას ამბობს ბრიტანელი IT |
Posted by: mikheill1 2 Apr 2019, 20:51 |
MrSandro27 იგივე მოხდება როგორც XP-ის შემთხვევაში. ცოტახანს იმუშავებს ყველა პროგრამა, შემდეგ კი გამოიხშირება ნელ-ნელა. თუ მაიკროსოფტი აღარ განაახლებს, გუგლი რა თქმა უნდა აღარ გაითვალისწინებს შემდგომ ვერსიებში ვინდოუს შვიდს. ასევე აღარ მოერგება დრაივერები და ა.შ |
Posted by: MrSandro27 2 Apr 2019, 21:22 | ||
mikheill1 რა თქმა უნდა... მაგრამ ჩვენ რა გავაკეთოთ? ბევრს ათი არ მოწონს... (სამსახურში ბევრია ასეთი) ბევრსაც linux-ის სწავლა არ სურს... რაც შეეხება XP-ს მაგალითად myvideo აღარ მუშაობს... |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 04:39 | ||||
MrSandro27
აქვვს მაგ არ მოწონებას თავისი მიზეზები. ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის რომ 10 ძველ კომპიუტერებზე მოჩათლახებული ვინჩესტერის პირობებში ვერ მუშაობს სწრაფად. ნუ მენიუ რომ განსხვავებული და აბდაუბდა აქვს ისევე როგორც 8.1-ს ეგ ცალკე თემაა, თუმცა ეგ ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეგ მაინც მიჩვევადია... 7-ის მთავარი პლიუსი ის არის რომ ძველ კომპიუტერებზეც საკმაოდ სრაფად და სტაბილურად მუშაობს, დრაივერების პრობლემაც არ არის ხოლმე. მენიუ სადა და დალაგებული აქვს ისევე როგორც იქსპის, თუმცა დღეს დღეისობით იქსპი საერთოდ გამოუსადეგარია...
და რა მუშაობს სხვა რო? არც ერთი ბრაუზერი არ ყენდება რომ ინტერნეტში მაინც შეხვიდე |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 09:35 | ||||||||||||||||
თემა წამოსულა შესაბამის განყოფილებაში MrSandro27
ამით ყველაფერი ნათქვამია.
Windows 7-საც იგივე სისტემური მოთხოვნები აქვს, რაც 8-სა და 10-ს.
ეს ასეა. ერთერთი გამოსავალი არის, 2020 წლის 14 იანვრამდე ყველა პროგრამას დაუბლოკო განახლება. ეს პროგრამები კვლავ იმუშავებს Windows 7-ზე, მაგრამ მხოლოდ ის ვერსიები რომლებიც 2020 წლამდე გამოვიდა.
კი ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Chromium-ზე დაფუძნებული ბრაუზერები, მაგალითად Google Chrome არ მუშაობს Windows XP-ზე. Windows XP-ის მხარდაჭერა Micro$oft-მა შეწყვიტა 2014 წელს, Google-მა კი 2016 წელს. შესაბამისად 2016 წლამდე გამოსული Chromium-ის ვერსიები კვლავ მუშაობს Windows XP-ზე. დღეს იმიტომ ვერ აინსტალირებ Google Chrome-ს, რომ ეს არის ახალი ვერსია, რომელიც 2016 წლის შემდეგ გამოვიდა და ვერ დაინსტალირდება 2014 წელს გაუქმებულ სისტემაზე. Windows XP-ზე ინსტალირდება 2016 წლამდე არსებული ვერსიები. ასევე ვინც არ განაახლა პროგრამები ახალ ვერსიამდე ის ძველი ვერსიები კვლავ მუშაობს. ფაქტი, ახლა გვერდით დგას სამუზეუმო ექსპონატი, რომელზეც დაინსტალირებულია Windows XP და მასზე Google Chrome კვლავ მუშაობს. ხალხი ზედ კინოსაც უყურებს, ძველ ფლეშ პლეიერსაც იყენებს და საერთოდაც სარგებლობენ ამ კომპიუტერით.
მე თუ დამსაქმებელი ვარ და ჩემი თანამშრომლები უარს ამბობენ დროს ფეხი აუწყონ და ახალი შეისწავლონ, აღარ ვიქნები მათი დამსაქმებელი.
არ გამოდის სხვის ხარჯზე ცხოვრება, ან ფულს იხდი, ან გადადიხარ ლინუქსზე.
იგივე ვთქვი პოსტის დასაწყისში. თუ სისტემას არალეგალურად იყენებ და გინდა 2020 წლის შემდეგაც მასზევე დარჩე, ამა წლის დეკემბრის თვეში ყველა პროგრამას უნდა დაუბლოკო განახლება და გექნება ძველი მაგრამ მუშა სისტემა. LIAI
უმთავრესი მიზეზი არის პირადი ინფორმაციის დაუცველობა. Micro$oft-ი Windows 10-ის მომხმარებლების უამრავ პირადულ ინფორმაციას აგროვებს და განვითარებულ ქვეყნებში ეს ადარდებთ. საქართველო 10000 წლით არის ამ ქვეყნებიდან უკან და ამ საკითხზე ბევრს არც აქვს ინფორმაცია. რასაც შენ წერ ის ძალზე მარტივად სწორდება რეგისტრიდან და შედეგად სისტემა ისევე ტვირთავს მყარ დისკს, როგორც 7-ის შემთხვევაში. |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 09:45 |
Torchwood რეგისტრიდან რა შევცვალო ორი სიტყვით მიმასწავლო იქნებ ისე რა ვაი-ვიში ატეხეთ ხალხო, ენთერფრაიზებს 2023_მდე მისცემენ. ტორენტებზე გაიჩითება იმიჯები ინტეგრირებული აფდეითებით და მოიხმართ იმას |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 09:59 | ||||||
Torchwood
და როგორ კეთდება ეგ შეგიძლია დაწერო ან იუთუბზე როგორ ვნახო?
რუსთავში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში დღემდე ძველი კომპები დგას იქსპი აყენია რომ შეხვალ მანდ მართლაც ნოსტალგია შემოგაწვება გეფიცები ამასწინებზე შევიხედე მანდ ბავშვობა გამახსენდა. მართალია ბავშვობაში ტევა არ იყო მაგ ოთახში, სკოლის პერიოდში შატალოს მანდ ვატარებდი ხოლმე. იმ დღეს კი მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა კომპთან ნეტა დღეს ვიღას სჭირდება ინტერნეტ კაფე, ყველას აქვს თითქმის კომპიუტერი
მასე წვალებად ნამდვილად არ ღირს და მუღამიც ეკარგება. მაგ ყველაფერს ისევ კარგი SSD ყიდვა ჯობია და როგორმე შეეჩვევი ნელ-ნელა 10-ს. თავის დროზე იქსპისთან გამომშვიდობებაც არ იყო ადვილი მარა მერე 7-ს კარგად მივეჩვიე, ისევე იქნება 10-ის შემთხვევაშიც. უბრალოდ კომპიუტერის განახლება იქნება საჭირო |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 10:47 |
ვინმემ ქენით მადლი და ერთი კაი თემა გახსენით იმაზე თუ რა ვქნათ 10_ინსტალაციის მერე. 1. რა სერვისები გავთიშოთ 2. რეგისტრის რაღაცები 3. group policy 4. ტელემეტრიის დაბლოკვა 5. . . . ასეთი წვრილმან-მსხვილმანები ან სადმე თუა წესიერად ახსნილი მიმასწავლეთ |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 11:01 |
D3cember LIAI Windows 10-ში მყარ დისკს ძლიერ ტვირთავს Prefetch-ი. ხშირად მყარი დისკის დატვირთვა 100%-ია და ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ Prefetch-ია. Prefetch-ი არის სერვისი, რომელიც პროგრამების სპეციფიურ ფაილებს ათავსებს მყარი დისკის განსაზღვრულ მდებარეობაზე. შედეგად ამ პროგრამების გამოძახება სწრაფად ხდება. ეს სერვისი ავტომატურად გამორთულია SSD-ებზე, რადგან მათზე ფაილების წაკითხვა ბევრად უფრო სწრაფად ხდება ვიდრე სტანდარტულ HDD-ზე, შესაბამისად მისი აუცილებლობა არ არსებობს. Windows 10 როგორც კი "დაინახავს" SSD-ის, ავტომატურად თიშავს ამ სერვისს და მითები იმის შესახებ, რომ Windows 10 აუცილებლად SSD-ზე უნდა დააინსტალირო, სწორედ ამის უცოდინრობიდან მოდის. Prefetch-ის გათიშვამდე აუცილებელია სისტემური განახლების დასრულება. ჯერ გადაამოწმეთ, სისტემის განახლება მიდის თუ არა, თუ მიდის აცალეთ, თუ არა პირდაპირ დაიწყეთ მისი გათიშვა. პირველ რიგში სერვისებიდან უნდა გათიშოთ Superfetch (LTSC ვერსიაში ეს ამოღებულია). ძებნის ველში წერთ services.msc და იქ მოძებნით Superfetch-ს, ორჯერ აწკაპუნებთ და ჯერ STOP და მერე Startup type-ში Disabled-ს უთითებთ, შემდეგ Apply და ბოლოს OK. მერე უკვე რეგისტრში შეგაქვთ ცვლილება. ძებნის ველში წერთ regedit, გადადიხართ HKEY_LOCAL_MACHINE, შემდეგ ჩამოსაშლელებია და მიჰყვებით SYSTEM, CurrentControlSet, Control, Session Manager, MemoryManagement, PrefetchParameters და იქ არის შემდეგი dword_value, EnableSuperfetch. მასზე ორჯერ აწკაპუნებთ და ციფრ 3-ს ცვლით 0-ით. იგივეს აკეთებთ EnablePrerfetch-ზეც, იქაც 0-ს უთითებთ. გამოდიხართ, სისტემას გადატვირთავთ და ხელახლა ჩატვირთვის შემდეგ შლით TEMP ფაილებს, ამისთვის კლავიატურაზე ერთდროულად აჭერთ WINDOWS და R ღილაკებს და გამოსულ ველში წერთ %TEMP% სადაც ყველაფერს მონიშნავთ (Ctrl + A) და შლით ისე რომ ურნაში არ ჩავარდეს (SHIFT+DELETE+ENTER). შემდეგ ხელახლა გადატვირთავთ და შედეგი აქ დაწერეთ |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 11:22 |
Torchwood გაიხარე. რომ მივალ ჩავუჯდები. ისე მგონი superfetch იყო ltsb_ში 1607 ვერსიაზე. ეგრე მახსოვსსავით. თავს ვერ დავდებ |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 11:30 | ||
D3cember
სწორად გახსოვს. LTSC-ში ამოიღეს სერვისებიდან მისი გათიშვის შესაძლებლობა და მხოლოდ რეგისტრიდან ითიშება. |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 11:31 |
Torchwood და მაგ პროცედურის ჩატარების შემდეგ ვინდოუს 10 ისევე სწრაფად იმუშავებს როგორც 7? |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 11:34 |
LIAI disk usage_ს ავარდნას მოაგვარებს |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 11:36 | ||
ეს მხოლოდ მყარი დისკის დატვირთვას ეხება. 7-ს რომ მიუახლოვო, ტელემეტრიის ის ნაწილი მაინც უნდა გათიშო, რაც ითიშება. Pro ან HOME თუ გაქვს, აზრი არ აქვს, მაქსიმუმ 2-3%-ით შეამცირებ. Enterprise-ში საკმაოდ მცირდება, მაგრამ მაინც რჩება ისეთი რამ, რაც არ ითიშება. ასევე უნდა წაშალო ყველა პროგრამა, რასაც Micro$oft აყოლებს, უამრავი ოპტიმიზაცია სჭირდება 7-ს რომ დაემსგავსოს. |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 11:42 |
Torchwood და ოპტიმიზირებული, "დამსუბუქებული" ვინდოუს 10 ხომ არ იცი საიდან გადმოვწერო? |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 11:47 |
აუ ის შავი ლაითი გატესტეთ ვინმემ https://getintopc.com/softwares/operating-systems/ |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 13:08 |
LIAI მე სტაციონარული კომპიუტერი არ მაქვს ძალიან ძლიერი. 4gb ram,nvidia220gt I3 მესამე თაობის... მშვენივრად მუშაობს... სწრაფადაც ირთვება და ითიშება... დავიჯერო ასეთი სწრაფი HDD მაქვს... * * * უნივერსიტეტებისთვის სასწავლო 10 რომ არის ის უფრო მჩატე არაა? |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 13:18 |
MrSandro27 გააჩნია ვის რა მიაჩნია სისწრაფედ. შეილება ეგ შენ აღიქვამ რომ სწრაფად იხსნება |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 13:19 |
ან ყველაფერი დაძალებით როდემდე უნდა გავაკეთოთ.. მესმის.. როდესაც სხვა გზაა არ დაგიტოვებენ იძულებული ხარ ახალ ვერსიაზე გადახვიდე და შეეგუო..მაგრამ გულიანად ხომ ვერ იმუშავებ... ( |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 13:26 | ||
MrSandro27
რაღაცას როცა აკეთებს ადამიანი ის აკეთებს ან საჭიროების შემთხვევაში ან შეიძლება მას არ სჭირდებოდეს, არც უნდოდეს მარა სხვა გზა არ ჰქონდეს და მოუწიოს გაკეთება. ხოდა ასეა ვინდოუს 10-ის შემთხვევაშიც. სხვა გზა აღარ მექნება? ავდგები და გადავალ 10-ზე. ასე გადავედი თავის დროზე ვინდოუს 7-ზეც სადღაც ორ კვირაში შევეგუე და მომეწონა კიდეც ვინდოუს 7, ნუ ცოტა მეტად კი გრუზავდა კომპს ვიდრე იქსპი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. იქსპიზე მუშაობა აღარ გამოდიოდა ) სანამ არ გათიშეს იქსპი მანამდე ვიყენებდი და ზოგ-ზოგიერთი მაშინდელი პროგრესული და დროს ფეხ ამწყობი ტიპი მეუბნებოდა რაღა დროს იქსპიაო, მე კი სულ ფეხებზე მეკიდა მათი აზრი. მშვენივრად ვიყენებდი იქსპის და სრულებით აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. მარა ბოლოს შეუწყვიტეს მხარდაჭერა და იძულებული გამხადეს 7-ზე გადავსულიყავი ჩემი აზრით არ უნდა უუქმებდნენ მხარდაჭერას ძველ ვერსიებს და საშუალება უნდა იყოს არჩევის. მინდა იქსპის დავაყენებ, მინდა 7-ს და თუ მომინდება 10-ს |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 14:05 |
MrSandro27 LIAI თქვენ იყენებთ პირატულ პროდუქტს. თქვენგან პრეტენზიები არ მიიღება. ვინც ფულს უხდის Micro$oft-ს, მათთვის არის Micro$oft-სგან სისტემის მხარდაჭერა. ინგლისის მთავრობა 100 მილიონს იხდის წელიწადში Microsoft-ის მიერ Windows XP-ის მხარდაჭერაში, თქვენ კაპიკს არ უხდით და შესაბამისად 2014 წლიდან თქვენთვის ეს სისტემა არ არის მისაწვდომი. ვისაც არ უღირს ეს სისტემა იმ ფასად რამდენადაც Micro$oft აფასებს გადავიდა Linux-ზე, მაგალითად NASA და CERN. |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 14:18 | ||
Torchwood
ეგ ბნელები, ეგ წარსულის მონები მაგენი არადა მე მეუბნებოდნენ რატო ვერ ელევი იქსპისო და ისე მართლა რამ შეაყვარათ იქსპი? მაისროსოფთი რომ უგრძელებს მხარდაჭერას ეგ გასაგებია, მაგრამ პროგრამებს როგორ აყენებენ იქსპიზე? |
Posted by: ვახტანგი 3 Apr 2019, 14:46 |
ssd ისე გაიაფდა რომ გადადით ssd ზე |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 14:48 | ||
fast startup გათიშე აბა და ისე ნახე აქ რა მოსატანია და უბუნტუ როცა მქონდა გათიშვას 3 წამიც არ სჭირდებოდა. ჩართვას კი მიქონდა ნახევარი წუთი. ვინდოუსს რატო არ შეუძლია ასე სწრაფად დაასტოპოს ყველა სერვისი და გაითიშოს ვახტანგი კი გაიაფდა. 60 ლარად დაითრევ 120 გბ_იანს თბილისში. რამდენად გამძლეა საკითხავია |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 14:50 | ||
ვახტანგი
ხოდა კაკრაზ 2020 წლისთვის უფრო გაიაფდება და მერე გადავალთ მანამდე კი მექნება 7 |
Posted by: ვახტანგი 3 Apr 2019, 15:08 |
D3cember https://altaok.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/120gb-kingston-a400-sa400s37-120g.html |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 15:09 | ||
LIAI
ეგ შენი გადმოსახედიდან არის ასე, რადგან გუგლისეულ ქრომს ვერ აინსტალირებ არ ნიშნავს რომ ინგლისის მთავრობა ყოველდღე "ვინდოუსის გადაყენებითაა" დაკავებული. მათ სჭირდებათ სისტემა, რომელიც სტაბილურია და სულაც არ იყენებენ იმ პროგრამებს რომლებსაც საქართველოს მთავრობა იყენებს ისე, რისთვის იყენებ კომპიუტერს? |
Posted by: decembre 3 Apr 2019, 16:16 | ||
ის ჰიპერ იქსია თუ ჯანდაბა იგივე ღირს http://adashop.ge/კომპიუტერი-ნოუთბუქი/pc-კომპონენტები/hdd-ssd-მყარი-დისკი/?features_hash=43-281 |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 16:52 |
Tochwood კი... ვიყენებ პირატულს.. რადგან არ მაქვს იმდენი ხელფასი,რომ გადავიხადო.. მთავრობამ დაარეგულიროს და ბაზარი არაა... ისე Microsoft office 2007 1წლიანი ოფიციალური ლიცენზია მქონდა. ჩემმა დამ მაჩუქა.... |
Posted by: Torchwood 3 Apr 2019, 16:58 |
MrSandro27 გასაგებია რომ პირატულს იყენებთ, მაგრამ პროგრამებს რატომ ანახლებთ, მაშინ როცა სისტემის განახლება გაქვთ გათიშული? |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 19:02 | ||
ვინ გითხრა,რომ პროგრამებს ვანახლებ? სულაც არა.. რა ვერსიაც პროგრამაა იმ ვერსიას ვიყენებ... (არასოდეს არ მიმიცია პროგრამის განახლება...) თუ მომინდება გადმოვწერ ტორენტიდან ახალ ვერსიას და დავაყენებ.. (ჯერ ძველს წავშლი)... და რაც შეეხება 10ს.. იქ განახლების გათიშვა შეუძლებელია... რომც გათიშო გადატვირთვის მერე მაინც ირთვება... |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 21:23 | ||
Torchwood
ძირითადათ ინტერნეტისთვის. დიდი მოთამაშე არ ვარ |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 21:43 | ||||
ხოდა რა მნიშვნელობა აქვს შენთვის 10 გექნება 7-ი თუ Linux-ი ? შენც ახლა სისტემაში ქექვა არ დაიწყო რა... * * * ისე როგორც დავაკვირდი... ნუ შეიძლება არასწორად ვმსჯელობ,მაგრამ ყველაზე მეტი საავტორო უფლებები აქვს ძველ ფილმებს,მუსიკას და თამაშებს... აი ძალიან დიდი... აი მინდოდა დამედო FB-ზე ბონიემის O mamy ... ხოდა არ დამადებინა... საავტორო უფლებებს არღვევო... ხოდა დავიჯერო ეგრე კომპიუტერულ სფეროში არაა? ანუ სიტყვაზე იმ ქვეყანაში სადაც ლიცენზია მკაცრად კონტროლდება... ავიღო და არალეგალურად გადმოვწერო windows 98 რა დამაჯარიმებენ თუ ეგ უკვე ყველას კიდია? ასე იქნება 7-ის შემთხვევაშიც...??? |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 22:03 | ||
MrSandro27
აქვს მნიშვნელობა, თან დიდი |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 23:06 | ||||
ინტერნეტში დაძრომიალობ და რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს აბა ერთი აგვიხსენი? |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 23:20 | ||
MrSandro27
მარტო ინტერნეტშიც არა. ვინდოუსი ზოგადათ მომწონს, მიჩვეულიც ვარ, რაც შეეხება ლინუქსს, მე ვერ ვიხსენებ რომ სადმე მენახოს საქართველოში კომპიუტერი რომელზეც ეგ ოპერაციული სისტემა ყოფილიყო, ნუ ლინუქსი სულ სხვა სამყაროა ჩემთვის, ასე რომ ასე ერთი ხელის მოსმით ვინდოუსზე უარის თქმა და ლინუქსზე გადასვლა ვერ მოხდება. ხოლო ვინდოუს 7 რატომ მირჩევია 10-ს მაგაზე უკვე დავწერე ზემოთ |
Posted by: MrSandro27 3 Apr 2019, 23:32 | ||||
ჩემს უნივერსიტეტში მინახავს linux-ი შენ თითონ ამბობ ძირითადად ინტერნეტში საბოდიალოდო და მაინც ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ ვერ იბოდიალებ ინტერნეტში 10-ის მეშვეობით.... |
Posted by: LIAI 3 Apr 2019, 23:37 | ||
MrSandro27
იმიტომ რომ ძველი კომპიუტერისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა თვითონ ეგ 10 და მერე კიდე არ მომწონს მენიუ. აუ რა გინდა რას გადამეკიდე შე კაი კაცო? ერთი და იგივეს ასჯერ რატომ მაწერინებ და მახსნევინებ? |
Posted by: MrSandro27 4 Apr 2019, 00:34 | ||||
პირველში გეთანხმები.. მარა მეორეზე ვერ დაგეთანხმები... ეგ არის პატარა ბავშვის არგუმენტი.... სიახლის შიში... ადრე თუ გვიან 7 გაითიშება და ძალით გაკეთებული საქმე შენც იცი არ ვარგა... |
Posted by: LIAI 4 Apr 2019, 00:39 | ||||
MrSandro27
ვარგა თუ არ ვარგა ეგრეა და რას ვიზამთ.... შენ რასაც აკეთებ ყველაფერს შენი სურვილის მიხედვით აკეთებ? არის რაღაც-რაღაცეები, რისი გაკეთებაც არ გვინდა ან ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ იძულებულებულები ვართ გავაკეთოთ. * * *
და თუ არ მომწონს ის ახალი და ძველი უფრო მხიბლავს რატომ უნდა გადავიდე ახალზე? მხოლოდ იმიტომ რომ ახალია? მოდას ავყვე? თუ სადაა შენი ლოგიკა? |
Posted by: MrSandro27 4 Apr 2019, 01:23 | ||||
კომპიუტერს რაც შეეხება... არავის არაფერი არ დაუძალებია.. მომეწონა 10 და გადავედი...
ანუ დღევანდელ რეალობაში ორთქლზე მომუშავე მატარებელი ჯობია??? |
Posted by: LIAI 4 Apr 2019, 01:41 | ||||
MrSandro27
შენ მოგეწონა და გადახვედი, ხოლო მე არ მომწონებია.
მოკლედ რა შედარებები მოგყავს.... ორთქლზე მომუშავე მატარებელი დღეს არსებობს საერთოდ? და საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ვერ იაზრებ წაკითხულს. |
Posted by: MrSandro27 4 Apr 2019, 21:45 | ||
კი არსებობს ისე გართთობის პონტში... * * * ვისაც მართლა უნდა რომ ხალხი ლინუქსზე გადავიდეს შექმნას კურსები.... რავი.... ცუდი იდეა არ იქნება.. ონლაინ კურსები მაინც... |
Posted by: MrSandro27 9 Apr 2019, 12:37 |
აგერ ტიპი ყვება ღირს თუ არა 2019 წელს გქონდეს windows 7 https://www.youtube.com/watch?v=KjhjPJHxpqg |
Posted by: decembre 9 Apr 2019, 14:59 | ||
მიხეილ ეიჩდის სულიერი ძმაა ალბათ |
Posted by: MrSandro27 10 Apr 2019, 00:08 | ||||
ჰა??? რამე არასწორს ამბობს?? კსტატი ვიშოვე პროგრამა რომელიც 10ზე თიშავს microsoft-ის უაზრო პროგრამებს (ანუ რაც 10ს მოყვება... ) ასევე თიშავს microsoft-ის იმ პროგრამებსაც რომელიც ფონად მუშაობს.... * * * ჩემი ძმის მეგობარს აქვს ლინუქსი.... ასევე 10. მეუბნება, რომ ლინუქსე არის office-ს ნაირი პროგრამა ლიბრე. მანდ დაწერილი დოკუმენტი office-ში რომ გახსნა ტექსტს გადაბმულად გიჩვენებსო... |
Posted by: LIAI 12 Apr 2019, 05:43 |
MrSandro27 ლინუქსზე ფოტოშოფი და ეგეთი პროგრამები არის? ან თამაშების ამბავი როგორაა მანდ? და უფასოა ლინუქსზე ყველაფერი? ნუ ვინდოუსზე ხომ ყველაფერი უფასოდაა ჩვენთვის ისედაც და ასედაც |
Posted by: _Moxuci_ 12 Apr 2019, 07:33 | ||||||||
ჩინებულად. თითქმის ყველაფრის თამაში შეგიძლია და სხვაობა არც ისე დიდია.
ისედაც არა. ასედაც კი, მაგრამ ვაი მასეთ "უფასოს" დაკრეკილი კი არა თავიდანვე უფასო პროგრამა თუ ის Open Source არაა ხშირ შემთხვევაში გამორიცხავს უსაფრთხოს... MrSandro27
სადაც ორი სისტემის დუალ ბუთში დაყენება შეძლო მაგის მოგვარება როგორ გაუჭირდა? ისე, ლიბრეოფისი ვინდზეც მუშაობს. |
Posted by: MrSandro27 12 Apr 2019, 08:51 | ||||
თუ windowsზე ძველი ოფისი გიყენია რა თქმა უნდა შეწეპებული იქნება... 2013 წლის ზევით ყველაფერი ნორმალურადაა... ამიტომ პრობლემა ლინუქსა და windows შორის ამ კუთხით მოგვარებულია
შენთვის უფასო არის გატეხილი პროგრამები და თამაშები? საღოოლ! არა კიბატონო უფასოდ იშოვე... მაგრამ რა გარანტია გაქვს რომ დაყენდება... იცი რამდენი პროგრამის გატეხილი ვერსია უნდა სცადო სანამ ერთი მაინც ნორმალურად იმუშავებს... ? კი ბაზარი არაა მეც ასე ვწვალობ რადგან ყოველთვე 40$ ვერ გადავიხდი ფოტოშოპისთვის... ძველი პოსტი ამ თემასთან დაკავშორებიათ (აი არასწორ განყოფილებაში რომ დავდე) იქ ხალხი წერს,რომ ლინუქსზე თამააშებიცაა და პროგრამებიც... ფოტოშოპის ალტერნატივა არის.. ისევე როგორც ოფისი... |
Posted by: სვიტესტ 12 Apr 2019, 11:46 | ||||
ფორმალურად. რეალურად ყველა ნაგავია.
არა |
Posted by: decembre 12 Apr 2019, 11:53 | ||
რაზე ამბობ მაგას? |
Posted by: LIAI 12 Apr 2019, 14:26 | ||||||
MrSandro27
კი, ჩემთვის უფასოა ნამდვილად
ეს სიტყვა რას ნიშნავს იქნებ განმიმარტო..მგონი ქართული სიტყვა არც უნდა იყოს
ისე მელაპარაკები და მიხსნი რაღაცას, რომ თითქოს კომპიუტერთან არ მქონოდეს შეხება არასდროს. არც ეგრე რთულად არის საქმე როგორც შენ წერ. მე რამდენიც დამჭირვებია რაიმე პროგრამა ან თამაში თითქმის ყოვეთვის პირველივე ჯერზე უმუშავია. სანამ ვიწერ რამეს იქამდე ვკითხულობ გამოხმაურებებს, მეტ-ნაკლებად თუ კარგი გამოხმაურებები აქვს და წერენ რომ გამართულად მუშაობს მხოლოდ მაშინ ვიწერ და არა ბრმად რაღაც გაურკვეველ საიტებზე... ფაქტი ერთია რომ ლინუქსზე არ არის ყველა ის სიკეთე რაც ვინდოუსზე, თან როგორც მესმის მთლად ყველაფერი არ არის უფასო. ასე რომ დიდ აზრს ვერ ვხედავ ლინუქსზე გადასვლის... |
Posted by: MrSandro27 12 Apr 2019, 19:15 | ||||||||||||
როგორც შენ პოულობ გატეხილ ვერსიას windowsზე ისე იპოვი ლინუქსზე რა პრობლემაა? მეც წამიკითხავს აუუ არ მუშაობს ნაგავია.. მაგრამ ჩემთან იმუშავა... გააჩნია 1) როგორ არის გატეხილი 2) რა მონაცემების კომპიუტერი გაქვს 3) ხელები საიდან გეზრდება... * * *
D3cember LIAI რომ წერს უფასოდ არის ყველაფერი windows-ზე მე ვკითხე გატეხილი ვერსიები ეგ შენთვის უფასოაო და იმან კიო |
Posted by: LIAI 12 Apr 2019, 19:28 | ||||
MrSandro27
დაიცა და შენ გატეხილ ვერსიებში ფულს იხდი მაინც?
მაშინ რაღა მუღამი აქვს ლინუქსზე გასასვლას, თუ მაინც უნდა ვიპარო პროგრამები და თამაშები? თან ფაქტია რომ ლინუქსი ახლოსაც ვერ მოვა ვინდოუსის შესაძლებლობებთან... |
Posted by: MrSandro27 12 Apr 2019, 19:32 | ||||||
აზრზე არ ხარ ლინუქსთან დალაკავშირებით აღარ დავიწყებ ამაზე საუბარს ზედმეტად უზრობა გამოდის... არა გატეხილ ვერსიაში ფულს არ ვიხდი.. მაგრამ არ ვამბობ რომ უფასოა... ეს არის გატეხილი პროგრამა ანუ არალიცენზირებული.... |
Posted by: LIAI 12 Apr 2019, 19:57 | ||||
MrSandro27
რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვი, ხომ იყენებ უფასოდ ესეიგი უფასოა შენთვის. სწორედ ეგ ვთქვი მეც, რომ ჩემთვის უფასოათქო, ანუ მე არ ვიხდი ფასიან პროგრამებში ფულს. მარა შენ ან გაგების პრობლემა გაქვს ან ტროლაობ აქ და პოსტებს იგროვებ...
შენ თვითონ იყენებ ლინუქსს? მგონი ლინუქსი არ არის სიახლე და რომ ჯობნებოდა ვინდოუსს ყველა მასზე იქნებოდა და ფულსაც არ გადაიხდიდნენ ვინდოუსსში . ჩვენ კი არ ვიხდით ვინდოუსში ფულს მარა სხვები ხომ იხდიან... |
Posted by: MrSandro27 13 Apr 2019, 01:19 | ||
ჩვენ ეკონომიკა არ გვიწყობს ხელს... დიახ ლინუქსზე არ ვარ გადასული.. ეგ იმიტომ რომ ადობეს პროგრამები მჭირდება რაც არარის... თუ ოდესმე გამოვა ან მასეთივე სიმძლავრის პროგრამები იქნება ლინუქსზე უეჭველი გადავალ... გატეხილი თამაშის და პროგრამის გამოყენება არ ვარგა უბროდ სხვა გზა არ გვაქვს... შენ კიდე ვირზე შეჯექი.... ბევრი ფული რომ მქონდეს მაინც მოვიპარავო... რა ლოგიკაა? სხვის ნამუშევარს ფეხებხე იკიდებ... შენც რამეს რომ გააკეთებ ჩვენც დავიკიდებთ... ვნახოთ როგორ გესიამოვნება... ამ მომენტისთვის არ მიმაჩნია პროგრამების ან თამაშების ყიდვა... არაა ის ეკონომიკური დონე... ნებისმიერს კითხე და ნახავ იგივე თუ არ გიპასუხონ... უი ხო... გატეხილ euro truck simulatorში online სისტემა არ მუშაობს.... |
Posted by: LIAI 13 Apr 2019, 01:32 | ||||||||
MrSandro27
გამარჯობა შენი მაგიტომაც არ გადადის ხალხი ვინდოუსიდან ლინუქსზე. აბა მარტო მიჩვევის ამბავი რომ იყოს, მიჩვევას რა უნდა. ერთ კვირაში დაამუღამებ ყველაფერს
ნუ ბევრსაც გააჩნია ))
ფეხებზე რატომ ვიკიდებ კაცო. ვაფასებ მის შრომას და ძალიანაც მომწონს და მადლობელიც ვარ. აუცილებელია ფულით გამოვხატო ჩემი დაფასება და მადლიერება?
ხო ნუ რას იზამ. თუ გინდა ონლაინში ითამაშო მაშინ მოგიწევს იყიდო |
Posted by: MrSandro27 13 Apr 2019, 01:38 | ||
კი... აბა მადლობას ხომ არ მიუტანს ოჯახს? ან კომპანიამ მოგება მადლობების მეშვეობით მიიღოს? ისე საავტორო უფლებაზე არაფერი გსმენია? |
Posted by: LIAI 13 Apr 2019, 01:44 |
MrSandro27 ვიხუმრე კაცო |
Posted by: MrSandro27 13 Apr 2019, 01:51 | ||
აააა იხუმრე არა..... რაღაც არამგონია.... |
Posted by: LIAI 13 Apr 2019, 02:08 |
MrSandro27 ხუმრობა ნარევი სიმართლე იყო ერთი ის მითხარი შენ ვინ დაგაყენა აქ მაიქროსოფთის უფლებების დამცველად ? თუ შენი ხოშით დადექი? |
Posted by: decembre 13 Apr 2019, 02:38 |
8.1 მქონდა კაი ხანი და ბოლო რამდენიმე დღე 10_ს ვხმარობდი და მომბეზრდა დღეს ისევ 7_ს დავუბრუნდი. ძველი სკოლა კაია, მომნატრებია |
Posted by: LIAI 13 Apr 2019, 02:45 |
D3cember შენ გენაცვალე ბიძია ბაბუა ლეპტოპზე მქონდა 8.1 , უბრალოდ 7-ზე ზოგიერთ დრაივერს ვერ ვაყენებდი და ამიტომ. 10-ს პირადათ მე ისევ 8.1 მირჩევია, თუმცა 2023 წელს მაგასაც შეუწყდება მხარდაჭერა |
Posted by: decembre 13 Apr 2019, 02:53 |
LIAI 5-6 წლის ნოუთბუქია ესა და 2023 წლამდე მიატანს? ვინჩესტერი შარშან შევცვალე 8.1_ის პირველი გამოშვება კოშმარია ნამდვილი. რვას გავს. განახლების მერე ნორმალურია შედარებით |
Posted by: LIAI 13 Apr 2019, 03:30 |
D3cember მეც 2014 წელს ვიყიდე HP 250 G3 ეს მოდელი, ხოდა რომ დავატყე რომ დიდხანს ვერ გასტანდა გავყიდე მალევე. ძალიან მკვდარი ლეპტოპი იყო და თან ცხელდებოდა როგორც ფეჩი. ზამთარში არ მციოდა ხოლმე ისე დალინკე თუ იცი კარგი და მუშა 8.1 |
Posted by: decembre 13 Apr 2019, 04:02 |
LIAI ჩემიც ბუხარივით ხდება ხოლმე ზაფხულში https://getintopc.com/softwares/operating-systems/windows-8-1-aio-32-64-bit-feb-2019-free-download-9736350/ აი ეს კარგია მაგალითად. განახლებული ვერსიაა, ამ წლის თებერვლის აფდეითებით. გამორთვის ღილაკი სტარტში აქვს, სადღაც უბედურებაში კი არა. ზედმეტი მოძრაობის გარეშე იპოვი ხო კიდე რაღაც წვრილმანებია გაუმჯობესებული. ვირტუალბოქსში გაუშვი და შეხედე |
Posted by: W-G1 13 Apr 2019, 10:12 |
სიმართლე ვთქვა საერთოდ ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, უბრალოდ: როცა 10 მეყენა, უფრო ცუდად მუშაობდა studio 1(ხმის ჩამწერ-დასამუშავებელი პროგრამა) და 7-ზე უპრობლემოდ. |
Posted by: MrSandro27 13 Apr 2019, 11:03 | ||||
არავისი დამცველი არ ვარ.... განა მე მომწონს 10.. არა.. მაგრამ რვას მილიონი თავით მირჩევნია... სხვა მხრივ ძალიან გადატვირთულია.. თუმცა გგააჩნია რა კომპოუტერი გაქვს (ნაწილებს ვგულისხმობ). ... * * *
გააჩნია რა ვერსია გეყენა.. ზოგადად ძველ ვერსიებს 10 ცუდად აღიქვამს... ნუ შეიძლება ჩიართოს მაგრამ უფრო გაჭედავს... |
Posted by: xx3xx 17 Apr 2019, 14:55 |
ნუღელავთ ბრატცი პრობლემა არაა მათი მხარდაჭერა უბრალოდ ახალი აფდეითები არ გამოვა და ვსიო მე სულ იქსპი მეყენა ბოლო 2 წელია რაც 7 დავაყენე პრობლემა ისაა უბრალოდ რო პროგრამების ახალი ვერსიები არ გამოდის იქსპიზე, დრაივერები, და ასეთი რაღაცეები თორე მშვენივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ იქსპი თუ დაგჭირდათ |
Posted by: MrSandro27 17 Apr 2019, 20:43 | ||
კაი რა.. აბა xp-ზე google chrome დააყენე და მერე myvideo-ში live ჩართე.. რას გიჩვენებს ვნახოთ.... ბევრი პროგრამის მხარდაჭერა აღარაა.. აი ძველების კიბატონო... შენ გონია რომ პრობლემა არაა.. მაგრამ ჰაკერებისთვის xp არის როგორც ნებისმიერი მინელაური ბოთლის გასახსნელი.. არაფერია მათვის შენთან შემოვიდნენ და ისე გაგიფუჭონ xp როგორც დაგიბარებია... ახლა მეტყვი მე რატომ დავჭირდი ამათო,ვინ ვარ... ჰაკერს სულ ფეხებზე ჰკიდია.. უნდა და შემოგიგდებს ვირუს... ან რაღაც საიტზე,რომ შეხვალ და ისეთ ვირუს აიკიდებ რომ საერთოდ ვერ ხვდები არის თუ არა შენ კომპიუტერზე ვირუსი და ეს ისეთი ვირუსია,რომ ანტივირუსიც კი ვერ გშველის... ანუ მე იმის თქმა მინდა,რომ როდესაც windows-ს არ აქვს არც დრაივერების, არც პროგრამების და არც დაცვის განახლებები ეგ არის ჩვეულებრივი მოდი ასე ვთქვათ ''ჩინური ნაგავი ტელეფონი'' იცი რა მომენტია.. ჩვენ ვართ ასეთები.. სანამ პრობლემას პირადად არ წავაწყდებით მანამდე ასე ვფიქრობთ: აუ კაი რა.. დაიკიდე... არაფერიც არ მოხდება... და მერე როცა პრობლემას წააწყდები... მასე ვეღარ ფიქრობ.... ხარ ასე |
Posted by: სანი 17 Apr 2019, 21:57 |
10-ს ჭირდება UI-ის მთლიანი განახლება ჩემი აზრით მაგარი მახინჯია 7-თან შედარებით 7-ის ხიბლი მის სიმსუბუქეში და სილამაზეში იყო ჩემი აზრით...aero უხდება ძაან |
Posted by: xx3xx 17 Apr 2019, 22:05 | ||||
ქრომს არ ვიყენებ ოპერათი დავსრიალებდი ინტერნეტში სულ, ეგ ვირუსების პრობლემა არაა ისევ ადვილად ინფიცირდები როგორც 7 ზე და 10 ზე მთავარია როგორ მოიხმარ შენს ვინდოუსს რო დავაყენებდი მინიმუმ 2 წელი პრობლემას არ მიქმნიდა მერე რაღაც წამძლევდა ხოლმე და გავხსნიდი მაინც საეჭვო ფაილს და მაგშემთხვევაში ვაყენებდი ვინდოუსს |
Posted by: decembre 17 Apr 2019, 22:49 | ||
მაგას პლუს გადმონაშთები დარჩა ძველი ვერსიებიდან, ჯერ კიდე მოყვება ფეინთი, კონტროლ პანელი, მედია ფლეიერი და ა.შ. უბედური პროგრამები ნუთუ ვერ მოაბეს თავი იმას რომ ყველა პარამეტრის მოწესრიგება მხოლოდ "სეთინგებიდან" შეიძლებოდეს და არა იმ დებილი კონტროლ პანელიდან. 10_ს ძალიან არ უხდება ფანჯრის მსგავსი რო მართლა ყველაფერი ეგეც ბანძობაა. ცხონებული სტივ ჯობსი მართალი იყო, გემოვნება საერთოდ არ აქვთო |
Posted by: MrSandro27 17 Apr 2019, 23:27 | ||||||||||
ახლა ხელები ერთი ადგილიდან თუ გეზრდება 10-ზეც შეიძლება ვირუსი აიკიდო.. მაგრამ ისე მარტივად როგორც xp-ზე ეგრე არაა... ჯერ მოდი გავიგოთ რას ნიშნავს “Windows დაცვის განახლება“ ხოდა მერე ვისაუბროთ.... პ.ს windows 7 5 წელი მეყენა.. ერთი ვირუსიც კი არ მქონია.... პ.ს რა სახეობის ვირუსები იცი ? * * *
ეგ საერთოდ ცალკე თემაა... აქ ჩვენ ვწერთ რა უნდა ვქნათ თუ 7-ს დაბლოკავენ ანუ დაცვის განახლებებს მხოლოდ კომპანიისთვის გამოუშვებენ ისიც ფულს თუ გადაუხდი... ბევრს 10 არ მოწონს მაგრამ რას ვიზამთ სხვა ალტერნატივას არ გვიტოვებენ და.... |
Posted by: matemana 18 Apr 2019, 00:28 |
მოპარული სოფტის გამოყენება = ბოტნეტში ხარ, მაინერია გაშვებული კომპში (რასაც მალე ნახავ ალბათ და წაშლი) ან windows-ს გადააყენებ მაინც მიჩვეული იქნები ალბათ ყოველ 2 წელში აყენებ ხოლმე შესაძლოა აგახიეს სოციალური ქსელის და სხვა ონლაინ მაღაზიების თუ სხვა ექაუნთები და ა.შ. შესაძლებლობები ფართოა და განახლებების გათიშვის მერე კიდევ უფრო გაფართოვდება საიტებს რომ მილიონობით კომპებიდან უტევენ მათ შორის შეიძლება ამოყოთ თავი კი არ ქირაობენ იმ კომპებს. როგორც თქვენ პარავთ სხვას სოფტს ისე გპარავენ თქვენ კომპს აქ დაიწერა linux-ზეცააო ფასიანებიო. თამაშები ძირითადად online-ში თუ გინდა ისედაც ფასიანია ვინდზეც. გატეხილები linux-ზეცაა, მათ შორის native-ბიც კი. ისე კი უკვე ისეთი დახვეწილია proton და wine რომ ზოგ თამაშში windows 10-ზე უფრო მაღალი FPS linux-ში გექნება უზერების 70 % ს შეუძლია თავისუფლად გადავიდეს linux-ზე უბრალოდ არ უნდა. აქაც დაიწერა ინტერნეტში საბოდიალოდო და არ ვთამაშობო და ასეთი უზერებია მარტო ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში. არ გინდათ თორე მიზეზები და თავის მართლებები არ დაგჭირდებოდათ. ვისაც უნდა და არ იცის რა და როგორ ის 1-2% რო გადავიდეს სწორედ მარტო მაგიტომ ღირს ამ ინფოს დაწერა. ხო აქ ვიღაცა ითხოვდა linux-ზე კურსები გააკეთონო. არ მიმიქცევია ყურადღება ვინ დაწერა, მაგრამ კითხვა მაქვს google-ს გამოყენება იცი? ერთხელ მაინც დაგისერჩია linux-ს კურსები და ვერ ნახე? ჯერ მარტო youtube გადატენილია ვიდეოკურსებით საიტებზე კითხვა თუ გეზარება და თუ არადა საიტებიც სავსეა. ესე კი არ დავბადებულვართ ვინც linux ვიცით. სწორედ მასე საიტებიდან დავიწყეთ შესწავლა და მერე და მერე ინტერესის მიხედვით იფრო ღრმად შევისწავლეთ. |
Posted by: xx3xx 18 Apr 2019, 03:05 | ||||||||||||
მე მხლოდ და მხლოდ იმას ვგულისხომბ რომ იამკაში თუ ჩაარტყი კარდანი ზეთს გაასხავს და რასპრედვალს დააზიანებს და ბენზონასოსი გადაიწვება ვირუსებს რაც შეეხება ბაბუაჩემი ვირუსოლოგი და მან შექმნა ზომბი ვირუსი რომელიც ეხლაც ინახება სადღაც ლაბორატორიაში |
Posted by: სვიტესტ 18 Apr 2019, 15:51 | ||
მაინტერესებს, Windows 7-ის მომხმარებლები floppy-იან ლეპტოპებსაც მისტირით? გამოსვლის დღიდან მოვიხმარ Windows 10-ს და ყოველი შეხება Windows 7-თან გულის რევას იწვევს. რატომ ვერ მოირგეთ Windows 10 არ მესმის.
მართალი ხარ, მაგრამ ქართულ ფორუმზე მაგის წერას აზრი არ აქვს. |
Posted by: xx3xx 18 Apr 2019, 16:53 |
matemana სვიტესტ ყველა სოფტი ხო არაა დავირუსებული |
Posted by: decembre 18 Apr 2019, 17:51 |
კარგით რა, ყველგან მაინერები ნუ გელანდებათ |
Posted by: matemana 18 Apr 2019, 17:57 |
10 არის უბანძესი სისტემა. privacy nightmare! ad-ები პირდაპირ სისტემაში, სტარტ მენიუშივე. update-ბი უნაგვესი. ეხლა ბოლო update ანელებს კიდეც სისტემასო. რესურსებს იყენებს ხ.ზ. რისთვის. RAM-ს განსაკუთრებით. 2-2.5 GB მიაქ ეგრევე. ჩემ arch-ზე 2.5 იყენებს firefox რომ მაქ რამდენიმე ტაბი და pycharm გახსნილი მაშინ. მერე სერვისები 100-150 სერვისია გაშვებული fresh boot-ზე ნახეთ თუ არ გჯერათ. 7-ზე მახსოვს ჩემით ვაპატარავებდი ხოლმე და დრაივერებსაც ვჭრიდი მარტო იმას ვტოვებდი ჩემ კომპს რაც ჭირდებოდა და სულ 650 MB გამომდიოდა საინსტალაციო და ძალიან მალე ყენდებოდა და ძალიან ცოტა რესურსებს მოიხმარდა. სერვისებსაც ვთიშავდი ხოლმე 25-მდე იყო ხოლმე მახსოვს. |
Posted by: decembre 18 Apr 2019, 18:04 | ||
ვფიქრობდი სანამ მაისის განახლება(1903) გამოვა შვიდზე ვიქნებითქო და ასე უბედურადაა საქმე? |
Posted by: matemana 18 Apr 2019, 18:06 |
D3cember https://www.bleepingcomputer.com/news/microsoft/windows-is-slower-after-april-2019-updates-according-to-users/ https://linustechtips.com/main/topic/1054395-latest-windows-7-and-10-updates-reportedly-making-systems-run-slower-windows-defender-a-suspect/ |
Posted by: decembre 18 Apr 2019, 18:15 |
matemana რა ვთქვა არ ვიცი, მაიქროსოფთში შიგ აქვთ აშკარად |
Posted by: MrSandro27 18 Apr 2019, 19:47 | ||||
1000 გეთანხები... მე ვამბობ ისეთ კურსებს.. რომლებიც 50 წლის ზემოთ ადამიანსაც გამოადგება.... * * *
პრობლემა იმაშია,რომ არიან ადამიანები ვისაც ლინუქსი ჩართეს ერთი რამე არ გამოუვიდათ და დიდი დიდი ნაგავი გგონიათ... დიდი სიამოვნებით ახლავე გადავალ ლინუქსზე... მაგრამ ადობეს პროგრამები არაა და რა ვქნა ? ან კომპანიებში 50წლის ზევით ხალხს როგორ უნდა დაუწყო თავიდან სისტემის ახსნა? ძლივს windowს-ი აითვისეს... მართლა დიდი პრობლემაა ამ მხრივ.... და სულ 7ზეც ვერ იქნები.. ერთ მშვენიერ დღეს გეტყვის ''იდი ნახ... ამ ვერსიიდან თუ ძმახარ და სულ დაგიბლოკავს.... ნაღმზე უნდა ვიჯდეთ (გაზის კალონკების არ იყოს... ამას იმიტომ ვადარებ რომ იყვნენ გენიოსები ვინც ამბობდნენ კალონკის რა ბრალიაო აგერ იაფფასიანი უკვე 10 წელია მიდგას და არ გაფუჭებულაოო.. არაა ეგ გამართლება) როგორმე ეკონომიკა უნდა დასტაბილურდეს,რომ მოპარული პროგრამების თუ თამაშების გადმოწერა არ მოგვიხდეს...... |
Posted by: სვიტესტ 18 Apr 2019, 21:02 | ||||
ტყუილი
Windows 7-საც ანელებს. |
Posted by: matemana 18 Apr 2019, 21:33 |
სვიტესტ რა არი ტყუილი? თამაშებს და რაღაცა კვერცხობებს რო გთავაზობს სტარტ მენიუშივე ეგ არაა რეკლამა? აგერაა ვიდეო როგორ გათიშო ისე სხვათაშორის მანდაც და სხვაგანაც. |
Posted by: MrSandro27 18 Apr 2019, 21:35 | ||||
ეგრეა iphone-ზეც და ანდროიდზეც... ყველა ახალი განახლება ანელებს სისტემას.. სამწუხაროდ ეგ ბუნებრივი პროცესია... * * *
ეს ვიდეო უფრო მაგარია... პროგრამები აქვს სპეციალური რითაც თიშავს microsoft-ის უაზრო დამატებებს |
Posted by: xx3xx 18 Apr 2019, 21:48 |
ბრადსი სისტემას კი არ ანელებს უბრალოდ უფრო მეტი რესურსები მიაქვს აფდეითებს მაგალითად ვინდოუს 7 რო დააყენო სუფთა და არ დააფდეითო ბევრად უფრო სწრაფია სუსტ კომპიუტერზე მაგრამ თუ დააფდეითე მერე უკვე რაზნიცა საგრძნობია, არამარტო ვინდოუსი ყველა პროგრამა სკაიტიდან დაწყებული ბრაუზერით დამთავრებული მასეა |
Posted by: decembre 18 Apr 2019, 23:14 | ||
თუ არ გევასებათ ეგენი LGBT ვერსია დააყენეთ არ მოყვება ხარა-ხურები 2016 წლის LTSB (v.1607) http://nnmclub.to/forum/viewtopic.php?t=1042266 2019 წლის მარტის LTSC (v.1809) http://nnmclub.to/forum/viewtopic.php?t=1289027 xx3xx განახლების მერე თავისთავად იმატებს ზომაში და ნელდება ცოტა, გეთანხმები |
Posted by: MrSandro27 19 Apr 2019, 08:43 | ||||||
შენთვის სუსტი კომპიუტერი რომელია? აი ჩემთან სამსახურში რამდენიმეს 7 უყენია.. ოპერატიული კი 1... აი გაჭედვები სად არის.... * * *
არ ვარ იმნაირი ბევრად უფრო სწრაფია?? |
Posted by: სვიტესტ 19 Apr 2019, 11:29 | ||
საქმეც მაგაშია, რომ გათიშვა შესაძლებელია. ინსტალაციის დროსაც კი გთავაზობს Privacy-ის პარამეტრების შეცვლას. ახლა ვწერ Windows 10-ით და რომელ რეკლამებზეა საუბარი, მით უმეტეს Start-ში. ძალიან გინდოდა სიტუაციის გაბუქება მაგრამ არ გამოგივიდა. |
Posted by: matemana 19 Apr 2019, 11:38 |
სვიტესტ თეთრზე ამბობ შავიაო. რა გჭირთ ამ ვინდოუსის ფანატებს. სავსეა ნეტი მაგ ინფოთი. რამდენიმე ათეულ გვერდიანი დასკვნაც დადეს ვინც იკვლევდა 10-ს ეგერ ვიდეოები დაგიდე და კიდე მასე რო ლაპარაკობ. არ ვარგა ამ დონეზე თავის დაბოლება რომ იავნად ხედავ სტარტ მენიუშივე სხვადასხვა პროგრამების თუ თამაშის რეკლამას მაგ tile-ბს და ამბობ არააო |
Posted by: სვიტესტ 19 Apr 2019, 11:52 | ||
მაჩვენე რეკლამა » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: decembre 19 Apr 2019, 11:59 | ||||
კიი შედარებით. კორტანა-შმორტანა, სთორი, edge და ა.შ. არ მოყვება
advert ID და personal news... გათიშავ ინსტალაციისასვე |
Posted by: matemana 19 Apr 2019, 12:13 |
სვიტესტ LOL გათიშე და მერე მეკითხებო მაჩვენეო? ხომ დავწერე start menu-ში აქვსთქო და ტყულიაო. თავად ცდილობდი ტყუილის გავრცელებას და ვინდის გაპრავებას, მაგრამ რისთვის არ ვიცი. ეხლა დებ სკრინს სადაც გათიშული გაქ. აი რა უნდა გელაპარაკოს კაცმა? თავად ცდილობდი და არ გამოგივიდა. windows-ს მომხმარებლებო ჩაიხედეთ თქვენს სტარტ მენუში და თავადვე ნახავთ ad-ებს. გათიშვა შესაძლებელია მაგრამ დეფოლტათ ჩართულია რაც არის დიდი სისულელე OS-ში! |
Posted by: decembre 19 Apr 2019, 12:19 |
სისულელე რატოა, ვიღაცები კაი ფულს აკეთებენ მაგით |
Posted by: სვიტესტ 19 Apr 2019, 12:28 | ||||
და აბა რა დავწერე ზემოთ?
|
Posted by: matemana 19 Apr 2019, 13:04 |
სვიტესტ შენ ლოგიკაში ვერ ხარ კარგად ხომ? მე სადმე დავწერე რომ ვერ გათიშავ მეთქი? მე დავწერე რეკლამები აქვს მეთქი სტარტ მენიუშიც და როგორც აღმოჩნდა აქვს!!! ვაააახ |
Posted by: სვიტესტ 19 Apr 2019, 14:14 | ||
მომხმარებელს პარამეტრების გახსნა და რეკლამების გამორთვა რომც დაეზაროს, ინსტალაციის პროცესში მაინც არ გამორჩება ის გვერდი, საიდანაც რეკლამები ითიშება. შენ თუ დაუშვებ, რომ ხალხი არც ინსტალაციის დროს და არც მის შემდეგ არ გათიშავს რეკლამებს, მაშინ ექნება. მაგრამ ძალიან გინდა Windows-ის გაბანძება და რეკლამები ისე ახსენე, თითქოს გარდაუვალი იყოს. P.S. ზრდილობაზე მუშაობა გჭირდება. |
Posted by: matemana 19 Apr 2019, 15:27 |
სვიტესტ რა ზრდილობა ტყუილს მაბრალებდი! ანუ შენ რომ გამორთული გაქვს ე.ი. windows-ს არ აქვს? რამე არის ლოგიკური ამაში? გადამეკიდე სიტყვაზე რომელშიც მართალი ვიყავი და მერე შემოდიხარ და კიდე ფეისპალმებს მე მიწერ აბა რა დავწერეო, ხო ითიშებაო. თუ ამბობ არ აქვსო რა გათიშე აბა? ჯერ მე რო დავწერე აქვს მეთქი შენ დამიწერე იტყუებიო და მერე წერ მეო გათიშული მაქო და ითიშებაო ზოგადადო. ე.ი. აქვს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეგ კითხვა ლოგიკასთან დაკავშირებით! 10-ს გაბანძება არ ჭირდება ისედაც ბანძია და ყველანაერ privacy-ს არღვევს და რეკლამებს, ტელემეტრიას, keyloger-ს, spyware-ს და 1000 ნაგავს ტენის ხალხს. ეხლა სანამ იმასაც დაწერ ესენი არ აქვსი წადი და ის დასკვა წაიკითხე რამდენიმე 10-ეულ გვერდს რომ შეიცავს! სწორედ ამიტომ დასჭირდა MS-ს 10-ების ძალით დაყენება კომპებზე. დაჟე იმ დონეზე დაეცნენ რომ პირატებს უფასოდ დაურიგეს. რა მასშტაბებზე შეტენეს ხალხს 10. MS იმის ბიჭია უფასოდ დაურიგოს პირატებს ის რასაც 200-300$-დ ყიდის. |
Posted by: MrSandro27 19 Apr 2019, 18:38 | ||
ეგ კიარა... ზოგ ნოუთბუქზე 10ს ქვევით windows-ს ვერ დააყენებ * * * უი ნოუთბუქებზე გამახსენდა... 1200 ლარიდან დაწყებული.. დაჟე 900 ლარიდანაც.. ყველას ჩაშენებული აქვს (ნუ უმეტესობას),რომ 10ს ქვემოთ windows-ი ვერ დააყენო ნუ არის გამონაკლისი სადაც 8.1 საც დააყენებ მაგრამ უკვე ცოტაა.. აბა 7-ის დამცველებო ამაზე რას იტყვით? |
Posted by: matemana 19 Apr 2019, 19:06 |
MrSandro27 ეგ რა არის. ინტელის ახალ პროცესორებზე საერთოდ არ იმუშავებს ძველი windows-ს ვერსიები. ამაზეც თქვან რამე ვინდოუსჩიკებმა |
Posted by: MrSandro27 19 Apr 2019, 19:19 | ||
ხოო იყვნენ ახლა და დაიცვან windows 7 და xp |
Posted by: decembre 19 Apr 2019, 19:25 |
ჯენტლმენებო, ძალიან მტკივნეულად აღიქვამთ ამ ყველაფერს. დაიკიდეთ, ცხოვრება ხანმოკლეა ისედაც, მაგაზე რომ არ იშალოთ ნერვები. |
Posted by: xx3xx 19 Apr 2019, 22:19 |
matemana MrSandro27 ეგ არის ტყუილი და მტკნარი სიცრუე |
Posted by: MrSandro27 19 Apr 2019, 22:33 |
xx3xx არაა ეგ ტყუილი... სამსახურში გამოცდილი მაქვს... რამდეს მოუტანია ლეპტოპი და 10-ს გარდა ანდა 8.1 და 10-ს გარდა სხვა არ იწერება.. აი მე მაქვს ლენოვო და რეკომენდირებულია 8.1 სხვა არაფერი.... ანუ მის ქვემოთ სხვას ვერც ჩაწერ.... https://pcpro100.info/ustanovka-windows-7-na-noutbuk/ მართალია რუსულად არის ახსნა... მაგრამ შენ თითონაც დაინახავ რამდენი ჩალიჩი უნდა.. როცა სამსახურში ხარ და ადამიანი გეუბნება ახალი ნაყიდი მაქვს ლეპტოპი მიდი დამიყენე და თან გეუბნება საქმე მაქვს გასაკეთებელიოო.... მაინტერესებს ამდენს იწვალებ თუ პირდაპირ რაც notebook-ისთვის არის შესაფერისი იმას დააყენებ? ტექსტმა თუ არ დაგარწმუნა აგერ ვიდეოც არის... (სამწუხაროდ ინგლისურად ვერ ვნახე... ) სიტყვაზე.. ადამიანს ამდენი თუ არ ესმის... ან გამოიძახებს ხელოსანს სახლში და ის უფრო გაუფუჭებს windows (ხშირ შემთხვევაში არ იციან ოპერაციული სისტემის დაყენება) ან სადმე მიიტანს და იქაც რას დაუყენებენ ღმერთმა იცის... ( ეგრე ვერ გაიგებ რომელია სანდო...) ანდა.. რომ მიხვალ.. ნახავენ და გეტყვიან არა ძმაო.. ამაზე მხოლოდ 10 მიდის.... მაგალითად ზოგ notebook-ს ბიოსის ღილაკი საერთოდ ცალკე აქვს... თუ არ იცი ჩემს ფეხებს გაიგებ.... მაგალითად ლენოვოს ნოუთბუქებზე ჩემ ფეხებს გაიგებ რომელია ბიოსის ღილაკი.... სტანდარტული ღილაკები არ მოქმედებს... მერე ლეგასი ან UEFI-ს რომ აირჩევ ... თურმე windows-ი ფლეშკაზე ერთ-ერთ ფორმატში უნდა იყოს დაყენებული... Rufus-ში არის ეგეთი რამ.... მაგრამ დღემდე ვერ გამიგია რა განსხვავებაა... 10-ს შემთხვევაში არც მეკითხება უპრობლემოდ აყენებს... ეგეთ ნოუთბუქებზე 7 დაყენება არც მიცდია.... და არც მაქვს მაგის ნერვები ( არ იცი არგუმენტად არ მიიღება...) * * * D3cember დადგება მაგ დრო და მერე რას იზამ ვნახოთ.... ეჰ... რა მარტივია ამის თქმა როცა პრობლემა არ გეხება.... |
Posted by: matemana 20 Apr 2019, 00:25 | ||
წინა გვერდზე მასე დამიწერეს ტყუილიაო და კი ვიყავი მართალი. ეხლაც აგერ დავდებ და წაიკითხე! უკვე გამოსულა დაჟე ეგეთი პროცესორები, რომლებსაც აღარ აქვთ მხარდაჭერა ძველ ვინდოუსის ვერსიებში. აჰა იმედია ინგლისური იცი https://support.microsoft.com/en-us/help/4012982/the-processor-is-not-supported-together-with-the-windows-version-that აი რა უწერია დაბლა! Applies to: Windows 8.1Windows 7Windows Server 2012 R2 Datacenter. 10 თუ გიყენია რათქმაუნდა არ გაქ ეს პრობლემა. მოკლედ აქ როგორც ვატყობ ვინდის მომხმარებლებს უყვართ სხვების ტყუილში დადანაშაულება და უკვე მეორედ ვამტკიცებ რომ ისინი ტყუიან და არა მე, თანაც არგუმენტებით. ზემოთ დევს ლინკი Microsoft-ს საიტზე სადაც გარკვევით წერია რომელი თაობის პროცესორები არ არის მხარდაჭერილი ძველ სისტემებზე! P.S. საღოლ მასე განაგრძეთ ბრატცი ეს ტყუილია ის ტყუილიას ძახილი. სულ არ მოიძიოთ ინფო ნეტში და ეგრევე დაადანაშაულეთ სხვები ტყუილში ასე უაზროდ. |
Posted by: xx3xx 20 Apr 2019, 01:17 |
MrSandro27 თუ სწორად მახსოვს ვინდოუს 7 დააყენებ უეფი გპტზეც თუ ფლეშკაც გპტ იქნება არანაირი პრობლემა არაა ეგ თუ არადა შეცვლი მბრ ზე და ეგაა matemana ეგ კიდე წმინდა წყლის ტყუილია მასეთი პროცესორები არ არსებობს პრაქტიკაში და ეფუძნება შეთქმულების თეორიას |
Posted by: matemana 20 Apr 2019, 01:35 |
xx3xx ფლეშკაც GPT რა, დრაივერები ჭირდება 7-ს და დაყენდება UEFI-ზეც. MS-ს საიტზევე წერია რაც ხდება intel-ს 7 თაობიდან მოყოლებული CPU-ებზე. ეხლა 9 სერიაა გამოსული და ტყუილიაო და შეთქმულების თეორიააო. მდაა საშინელი მდგომარეობაა აქ კომპიუტერულ ფორუმზე. LOL შენ ალბათ ბრტყელი დედამიწისაც გჯერა არა? |
Posted by: xx3xx 20 Apr 2019, 01:51 | ||
შენ რა მართლა მრგვალი გგონია დედამიწა? აბა ცადე და ფეხით იარე წინ რამდენსაც გაივლი ნახავ რომ არანაირი დედამიწა და არანაირი არაფერი არ არსებობს ეს ყველაფერი რასაც შენ ხედავ და გესმის ყველაფერი არის კომპიუტერული ემულაცია და ჩვენ ყველანი ვირტუალურ სამყაროში ვართ შეიძლება შენ არც კი არსებობ |
Posted by: decembre 20 Apr 2019, 02:17 | ||
იმ დროს აქ თუ ვიქნები გავიხსენებ |
Posted by: MrSandro27 20 Apr 2019, 19:31 | ||||||
ძალიან გყვარებია matrix * * *
აბა მე რა დავწერე? ორივე ერთ ფორმატში უნდა იყოს... ხოდა ეგაა მარაზმი... |
Posted by: xx3xx 20 Apr 2019, 21:59 |
MrSandro27 matemana |
Posted by: matemana 20 Apr 2019, 22:09 |
აჰა ლინუსასაც დაბადებია ეგ კითხვა და გასცა პასუხები ზუსტად რაც მე ვთქვი! |
Posted by: decembre 20 Apr 2019, 22:20 |
მაგარი კაცია ეგ |
Posted by: MrSandro27 20 Apr 2019, 23:10 | ||
რაო ძმაო სიმართლემ ხომ არ გაგანადგურა ? |
Posted by: xx3xx 21 Apr 2019, 01:38 | ||||
გამაცამტვერა |
Posted by: MrSandro27 21 Apr 2019, 13:34 | ||||||
არ დაიჯერო და i7 ბოლო თაობის პროცესორს რომ დაითრევ მერე ვნახოთ რა windows დააყენებ |
Posted by: matemana 21 Apr 2019, 16:29 |
MrSandro27 ისე რომ იცოდეთ 7-ზეც მისულია ტელემეტრიის update-ბი და ვისაც სუფთა 7 უნდა ამას გადახედოს. დაყენების მერე კი უნდა შეარჩიოთ ხოლმე update-ბი და ისე დააყენოთ. https://www.overclockers.ge/index.php?/topic/42422-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90-windows-7-pre-telemetry-block-telemetry-updates/ |
Posted by: სვიტესტ 21 Apr 2019, 17:42 | ||
https://www.zdnet.com/article/minix-intels-hidden-in-chip-operating-system/ კარგია, რომ ARM-based ლეპტოპები აქტუალური ხდება. |
Posted by: MrSandro27 21 Apr 2019, 21:29 | ||
ნუ რაც შეეხება განახლებებს... ეგე ძალიან კარგია.. მაგრამ რამდენჯერაც მქონია განახლებებთან შეხება ... რამდენიმე განახლების შემდეგ windows-ი ბლოკავს აქტივაციას.... სხვათაშორის 10-ზეც შემიმჩნევია... მაგრამ გააჩნია აკტივატორი რომელ თვეშია გამოსული... აი მქონდა 2018 წლის kms-ი,ზუსტად არ მახსოვს რომელი თვის.. მოკლედ... რამდენიმე თვის შემდეგ აქტივაცია ქრებოდა... ახლა მაქვს 2019 წლის 2 თებერვლის kms-ი ხოდა ჯერ-ჯერობით სტაბილურადაა... |
Posted by: decembre 22 Apr 2019, 02:03 | ||
kms 180 დღიანს იძლევა და ალბათ გაგეპარა დრო ახლა ციფრული აქტივატორი გვაქვენ და 2038 წლამდე ააქტიურებს |
Posted by: MrSandro27 22 Apr 2019, 09:11 | ||||
ვაა.. არ ვიცოდი თუ ეგ 180 დღიანი ყოფილა... და ეს ციფრული აქტივატორი რომელია? ) |
Posted by: decembre 22 Apr 2019, 11:03 |
MrSandro27 კი ეგ 6 თვიანია და reactivation task_ს თუ არ ჩაურთავ აღარ გააგრძელებს თვითონ. ეს იძლევა 2038_მდე www.solidfiles.com/v/jXjMM8kBmZm6w cmd_ში აკრიფე: slmgr /xpr და დაგიწერს ვადას როდემდეა. |
Posted by: matemana 22 Apr 2019, 12:08 |
არადა thinkpad-ები რომ მქონდა ყველას ქონდა ბიოსში ჩაშენებული 10-ს key დაყენებისას ავტომატურად ააქტიურებდა. ეხლა კიდე ჩამომივა მალე და ვინმეს თუ მოგინდებათ თან კაი მონაცემებისაა და ოფიციალური windows-ს key-ც მოყვება. |
Posted by: xx3xx 22 Apr 2019, 17:50 |
MrSandro27 D3cember matemana https://forums.mydigitallife.net/threads/microsoft-toolkit-official-kms-solution-for-microsoft-products.28669/ მე ამას ვიყენებდი ვინდოუსის ყველა ვერსიას ააქტიურებდა 180 დღე არ მომიცდია მარა პირველ წყარო ეს ფორუმია kms და სხვების მგონი პრობლემა არ უნდა ქონდეს წაუშლია თავისი პოსტი ავტორს, თუ დაგჭირდათ ბოლო გვერდზე ნახავთ ლინკებს უდევთ თუ ვერადა აგიტვირთავთ ესეც მაგის ალტერნატივაა https://forums.mydigitallife.net/threads/kms-activate-windows-8-1-en-pro-and-office-2013.49686/page-76#post-838808 ვინდოუს 10 ზეც გავტესტე 1809 ააქტიურებს ალბათ ყველაფერს ააქტიურებს ესეც --- სხვა რამე სუფთა ალტერნატივები თუ იცით დაყარეთ |
Posted by: decembre 22 Apr 2019, 18:01 |
xx3xx ზემოთ ცუდად დაილინკა https://www.solidfiles.com/folder/bd7165a0d4/ ბოლოშია რატიბორუს აწერია მაგის ავტორს. იგივე ტიპია მგონი ვინც კმს გამოუშვა. ეს ჩემი ლიცენზია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: xx3xx 22 Apr 2019, 18:06 |
D3cember მშვენიერია ეგ არვიცი მარა მგონი https://forums.mydigitallife.net/threads/microsoft-toolkit-official-kms-solution-for-microsoft-products.28669/ აქედან აქვს ყველას წამოღებული და მერე ჩაკრული ვირუსები |
Posted by: decembre 22 Apr 2019, 18:08 |
xx3xx მაქედანაა ესეც. ვინდოუს 10_ის თემაშიც დევს პირველ გვერდზე |
Posted by: MrSandro27 22 Apr 2019, 20:19 | ||
არქივს პაროლად რა ადევს? |
Posted by: decembre 22 Apr 2019, 20:50 |
MrSandro27 სახელში აწერია 2018 . |
Posted by: MrSandro27 22 Apr 2019, 20:59 |
D3cember აჰა... გასაგებია მადლობა უი... ეგ ვიცი.. ზუსტად ამას ვიყენებ სამსახურში... |
Posted by: ნათანია 22 Apr 2019, 22:24 |
გაუმარჯოს. რა მაინტერესებს იცით აი სუსტ კომპიუტერებს რა ნაწილები უნდა შევუცვალოთ რომ ვინდოუს 10 ჩაიწეროს და უპრობლემოდ იმუშაოს დატვირთვის გარეშე? |
Posted by: MrSandro27 22 Apr 2019, 23:57 | ||
SSD 512GB უნდა გქონდეს... მინიმუმ 4GB RAM.. უმჯობესია მეტი რომ იყოს... მე ვიტყოდი რომ მინიმუმი 8GB ნუ 4ზეც ქაჩავს მაგრამ ისე კარგად არა... ძლიერი ვიდეო დაფა. |
Posted by: ნათანია 23 Apr 2019, 00:34 |
MrSandro27 მადლობა ჯიგარო |
Posted by: matemana 23 Apr 2019, 01:36 | ||||
SSD გინდა რომ კარგად იმუშავოს მაგრამ მოცულობა მინიმუმ 128 GB-ს გირჩევდი თუ ფილმებს არ იწერ. თამაშებს ალბათ ისედაც ვერ გაქაჩავს რადგან 10-ს გაქაჩვა პრობლემაა. RAM 6 მაინც და გეყოფა პრინციპში თამაშების გარეშე 4-საც იმყოფინებ თუ firefox-ს გამოიყენებ chrome-ს ნაცვლად xx3xx რად მინდა აქტივატორი, windows ჩემ კომპზე არ მყენებია წლებია MrSandro27
და რად უნდა 512 GB ეგეთ კომპზე 10-ს გაქაჩვა რომ პრობლემაა? თამაშები მანდ ვერ ექნება და 512 GB-სი რა უნდა ჩაწეროს. თან ტეხავს SSD რომ უფრო ძვირიანი იყოს ვიდრე დანარჩენი კომპიუტერი |
Posted by: xx3xx 23 Apr 2019, 02:42 | ||
ჯანმრთელი HDD, RAM 4 GB და რამე ნორმალური 2 ბირთვიანი პროცესორითაც იმუშავებ |
Posted by: ნათანია 23 Apr 2019, 03:04 |
matemana xx3xx მადლობთ ჯიგრებო ერთი კითხვა მაქვს ეს " ძლიერი ვიდეო დაფა" ამის შეცვლა დამჭირდება? ან რა არის ვიდეო დაფა? |
Posted by: matemana 23 Apr 2019, 21:48 | ||
წარმატებები ამით 10-ს გამოყენება |
Posted by: MrSandro27 23 Apr 2019, 22:43 | ||
გლეხურად რომ ვთქვათ ''ვიდეო კარტა'' რა... |
Posted by: ნათანია 23 Apr 2019, 23:04 |
MrSandro27 ვუდეო კარტა რა მონაცემების უნდა ვიყიდო ვინდოუს 10 რო ჩავწერო და უპრობლემოდ იმუშაოს? საშუალოდ რა მონაცემების უნდა იყოს? ძაან ძვირიანი და უახლესი არმიმდა საკაიფოდ რო იყოს არ შემაწუხოს |
Posted by: xx3xx 25 Apr 2019, 19:29 | ||||
SSD ძალიან მაგარია და აშკარად სხვაობას ხედავ HDD სთან შედარებით სისწრაფეში მარა რავიცი კაი სუფთა ვინჩესთერითაც გამუშავებს საკაიფოდ |
Posted by: MrSandro27 25 Apr 2019, 20:13 | ||||||
გამორიცხულია თუნდაც კარგი HDD გქონდეს და 10მა კარგად იმუშაოს... მაინც გაჭედავს... მაშინ ბოლო თაობის უნდა იყოს... ეგ არც ისე იაფია.... ბოლო თაობა ნიშნავს ყველაზე წრაფ მბრუნავ HDD... |
Posted by: ninicool 25 Apr 2019, 20:36 | ||
MrSandro27
თავის დროზე მე 7-იც არ მომწონდა, მაგრამ სამსახურის ლეპტოპზე ეგ ეყენა და ჩემსაზეც დავაყენე ცოტა ხანში. თუ მხოლოდ გემოვნებაშია პრობლემა, ეგ მოგვარებას ექვემდებარება. ეგეც არ იყოს და ახალ ლეპტოპებს არ აქვთ ვინდოუს 7-ის მხარდაჭერა. ერთი არ მომწონს მხოლოდ 7-ის შემდგომი ვერსიების, რომ ვაიფაის პაროლებს ვერ ვნახულობ. დანარჩენი შეჩვევის ამბავია. |
Posted by: nikol_ozi 25 Apr 2019, 22:31 | ||
ninicool
რატომ ვერ ნახულობ? run>> ncpa.cpl და ისევ ძველ ინტერფეისიან ნეთვორკ მენეჯმენტს დაინახავ მარტივად ) |
Posted by: decembre 25 Apr 2019, 22:32 | ||
მარტო ბრუნები და ბზრუალ-ტრუალი არ შველის საქმეს, ქეშის მოცულობა და ათასი წვრილმანია კიდე. მოკლედ, ვინც ერკვევით მყარ დისკებში განგვანათლეთ |
Posted by: ninicool 25 Apr 2019, 23:05 | ||
nikol_ozi
ეგრე ღრმად არ მიცდია, 7-ში გაცილებით მარტივია |
Posted by: matemana 25 Apr 2019, 23:19 | ||||
ერთს დავწერ მარტო. SSHD. ისე კი დღეს ისე გაიაფდა SSD-ები რომ გამორიცხულია ვერ შეძლოს ადამიანმა მაგის ყიდვა. ის HDD რაც უდევს რომ გაყიდოს კი მოუვა 120 GB-იანი SSD და კომპს რა პროცესორიც არ უნდა ედოს საკმაოდ აასწრაფებს. SSD მე თუ მკითხავ ყველა ლეპტოპს დეფოლტად უნდა ედოს. გინდაც ბიუჯეტურებს 120 GB-იანი მაინც. ძალიან ძალიან გაიაფდა უკვე. |
Posted by: MrSandro27 26 Apr 2019, 09:28 | ||||||||||
ეს 120GB რაში უნდა ეყოს? ყველაზე მეტს 10 წაიღებს .... * * *
შეჩვევის ამბავია კი... შენს შემთხვევაში სხვა გზა არ გქონდა თორე აბა სამსახურის ლეპტოპზე XP ყოფილიყო.. არამგონია 7ზე გადასულიყავი... ჩემი აზრით ძალდატანებით საქმე უფრო უარესდება.... 10ზე ჩემი სურვილით გადავედი... დამაინტერესა და იმიტომ.. სამსახურში რომ ვამბობ 10-ია უკვე საჭირო ბევრი მეუვნება... "კი მარა ასეთი საჭიროა?" |
Posted by: decembre 26 Apr 2019, 10:45 | ||
20გბ_მდე ჭირდება სისტემას, დანარჩენი პროგრამებისთვის. (შენი C დისკი 120_ზე მეტია? ) ლეპტოპში ფილმებს და ათას ხარა-ხურას თუ არ ინახავ რად გინდა 500 გბ_იანი SSD?! |
Posted by: Montag 26 Apr 2019, 17:10 | ||
თუ, ლაკონიელთა ისტორიული პასუხი ალექსანდრე მაკედონელის მამის მოთხოვნაზე. მხოლოდ გემოვნებაზე არ არის საუბარი. Windows 10 უხეშად არღვევს მომხმარებელთა იურიდიულ უფლებებს, კერძოდ უფლებას არ უტოვებს არ დაეთანხმონ მათი პირადი ინფორმაციის სინქრონიზაციას მაიკროსოფტის სერვერებზე. დაწვრილებით: https://privacy.microsoft.com/en-US/windows10privacy |
Posted by: MrSandro27 26 Apr 2019, 18:43 | ||||||||||
ადობეს პროგრამებს ეყოფა???? რაღაც არამგონია... * * *
როგორ არა... ბევრ რამეზე უარის თქმა შეგიძლია * * *
Hard drive space: 16 GB for 32-bit OS 32 GB for 64-bit... 32gb ცოტაა? |
Posted by: ninicool 26 Apr 2019, 23:38 |
Montag ავდგები და 8-ს დავაყენებ, იმედია, რამე კაცურ ლეპტოპს ავაგდებ 2020 წლის იანვრამდე. |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 00:02 | ||
რას წვალობ აიღე და linux-ი ჩაწერე რა ... ნუ თუ სპეციფიური პროგრამები არ გინდა... |
Posted by: ninicool 27 Apr 2019, 01:30 |
MrSandro27 ტრადოსს ვიყენებ. მემგონი, არ აქვს ლინუქსის მხარდაჭერა, ისედაც, სად შემიძლია ლინუქსები და მაკები. |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 02:17 | ||||
Hard drive space: 16 GB for 32-bit OS 32 GB for 64-bit... 32gb ცოტაა? * * *
ჯერ ერთი ლინუქსი ნაკლებ რამს ითხოვს... მეორეც... რას გერჩის ეს ოპერაციული სისტემები? |
Posted by: matemana 27 Apr 2019, 02:52 | ||
ცადე ეს https://www.cafetran.com/ უცებ ვნახე linux-ს ალტერნატივებში. არც სტრადოსი ვიცი არც ეს. თუ კარგი იქნება იქნებ დაწერო აქ და ჩავამატებ linux-ს თემაში რომელიც გავხსენი რომ ისეთი სოფტის ალტერნატივები დავწერო და ხალხმა ნახოს რომელიც არაა linux-ზე. ამ თემას ვგულისხმობ https://forum.ge/?f=24&showtopic=34969014 |
Posted by: ninicool 27 Apr 2019, 03:23 | ||||
MrSandro27
ვინდოუს 10-იცო. რა ვიცი. მაიკროსოფტს ვერ ვუღალატებ.
პირადი აუტანლობა მაქვს. ლინუქსი ღარიბებისაა და მაკი მდიდრების |
Posted by: decembre 27 Apr 2019, 08:28 | ||
x64 რომ დავაყენე, 60გბ C_დან 43 დაახლ. თავისუფალი დარჩა. 32 გბ მინიმუმი იმიტო უწერიათ რომ ხმარება შეძლო. ბუკები ხო გახსოვს 32 გბ ჩიპიანი ადობეს პროგრამები ერთად თუ გიყენია ყველა მე მარტო ფოტოშოპი, პრემიერი და აკრობატი მაქ |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 11:14 | ||||
მე პრემიერი,ფოტოშოპი,აუდიშენი,after effect-ი და გატეხილი ვერსია readerის |
Posted by: Montag 27 Apr 2019, 12:49 | ||||||||
ninicool
პირატულზე შესაძლებელია რამე გამოვიდეს, მაგრამ ოფიციალურს თუ ჩამოტვირთავ ის უკვე გავსებულია ტელემეტრიის განახლებებით. პირატულს არ უნდა ენდო.
Windows 10 სხვა Windows-ებთან შედარებით ძალზე დიდ რესურსს მოიხმარს, ზოგიერთ ლინუქსთან შედარებით 8-ჯერ მეტს.
ლინუქსი მათთვის არის, ვინც მათემატიკას კარგად ფლობს და ვისი ტვინიც დიდ გამოთვლებს აკეთებს სწრაფად. ვინც ასეთი არ არის, მათ აქვთ Windows MrSandro27
ცდები. ეს არის გააქტიურებული Windows 10 Enterprise LTSC-ის Group Policy, სადაც წერია რომ მხოლოდ Enterprise გამოცემაზეა შესაძლებელი ტელემეტრიის თანხმობის არგუმენტად 0-ის მითითება, მაგრამ ჩემს მიერ გაწითლებულ ჩარჩოში წერია რომ ნულის მითითების შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი მაინც გაიგზავნება მაიკროსოფტის სერვერებზე. ეს ეხება მხოლოდ Enterprise გამოცემას. Pro და Home გამოცემებში კი 0-ის მითითება ექვივალენტურია 1-ის, რაც ნიშნავს რომ ძირითადი ინფორმაცია გაიგზავნება მაიკროსოფტში. მე დავწერე, რომ მაიკროსოფტი მომხმარებლებს არ უტოვებს შესაძლებლობას არ დაეთანხმონ იმას რომ მათი პირადი ინფორმაციის სინქრონიზაცია მოხდეს მაიკროსოფტის სერვერებზე. შენ წერ, რომ ბევრ რამეზე შეიძლება უარის თქმაო. ხელშეკრულებაში წერია, რომ ინფორმაციის რაღაც ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში გაიგზავნება, თუნდაც ყველაფერი გათიშო რისი გათიშვაც შესაძლებელია. სწორედ ეს არის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. მე არ მინდა ის მცირე ნაწილიც გაიგზავნოს მაიკროსოფტში, შენ გინდა. არის ლინუქსის ერთერთი ცნობილი პროექტი, დებიანი. მისი ინსტალაციისას ერთერთი პუნქტია ტელემეტრიაც, რომელსაც თუ დაეთანხმები კვირაში ერთხელ შენს მიერ სისტემის გამოყენების ინფორმაციას გააგზავნის დებიანის სერვერებზე, თუ არა საერთოდ არაფერი არ გაიგზავნება. უფლება არის ის, როცა გაქვს არჩევანი ჰო-სა და არა-ს შორის. მაიკროსოფტი კი სადღაც მათ შუა გაკავებს, ისეთ კონტრაქტს აწერ ხელს, სადაც შენი პირადი ცხოვრებიდან რაღაც ნაწილი მას ეკუთვნის. |
Posted by: ninicool 27 Apr 2019, 13:41 | ||||||||
Montag
რამეს მოვახერხებ.
ვინდოუს 7-თან შედარებით ხომ ნაკლებს მოიხმარს?
კაი, რა, ვიხუმრე ეგ, თანაც 2004-ში დაიალ აფ ინტერნეტის პირობებში, სად უნდა მეძებნა ლინუქსი, კი მაჩუქეს 2006 წელს უბუნტუს დისკი, რომელიც თავად მწარმოებელმა უფასოდ გამოუგზავნა ერთ ჩემს ახლობელს, მაგრამ უკვე 2 წლის შემჯდარი ვიყავი ვინდოუსზე მაშინ და ძალიან დამეზარა მაგაზე გადასვლა. საშინელი სისწრაფის კომპიუტერი მქონდა. რუსული ვინდოუსი ეყენა ზედ ))) ეჰ, რა ახალგაზრდა ვიყავი მაშინ ))))) ტრადოსი ლინუქსისთვის არ არის და რაღა ხელები მოგიჭრიათ ჩემთვის და რაღა ტრადოსი არ მქონია. მაგითა ვჭაამ პურსა )))) matemana
არა, არ არის ლინუქსისთვის. არადა, როგორც დავწერე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩემთვის, როგორც მთარგმნელისთვის. სამსახურმა დაგვაძალა, ვინდოუს 7-ის შემდგომი ვერსიებისა არ იყოს, მაგის არსებობასაც მთელი არსებით ვაპროტესტებდი, მაგრამ ეხლა საერთოდ არ წარმომიდგენია მაგის გარეშე არსებობა. ვორდის ფაილში, მომკალი და ვეღარაფერს ვთარგმნი. თანაც, სამსახურიდან ტრადოსში შექმნილ პროექტებს გვიგზავნიან, ძალიანაც რომ მინდოდეს, სხვანაირად ვერც გადავთარგმნი. ეს არის: https://www.sdl.com/software-and-services/translation-software/sdl-trados-studio/ |
Posted by: Montag 27 Apr 2019, 13:55 | ||
ninicool
ყოველი მომდევნო წინასთან შედარებით მეტ რესურსს საჭიროებს. სისტემას ახალი ელემენტები ემატება, რაც თავისთავად მეტ რესურსს მოითხოვს. ახლა გამოვიდა Windows 10-ის ვერსია, 1903 სადაც მაიკროსოფტმა სისტემური მოთხოვნები შეცვალა 2006 წელს უბუნთუ უფასო იყო და არის კიდევაც. მეც ამ პერიოდში მომივიდა უბუნთუ, მაგრამ უკვე ფედორა ლინუქსს ვიყენებდი და უბუნთუ რაღაც არ მომეწონა. Windows გამოვიყენე სადღაც 2009-10 წლებში და მაშინვე მივხვდი, რომ ჩემთვის მეტისმეტად უსარგებლო სისტემაა. ტრადოსთან არ მაქვს შეხება და თავს ვერ გამოვიდებ. იქეთ კვირას ვცდი ტრადოსის თრიალ ვერსიის ლინუქსზე დაინსტალირებას, ისე სპორტული ინტერესისთვის. ადამიანმა ის უნდა გამოიყენო, რაც გჭირდება. შენს შემთხვევაში ეს არის Windows. ჩემს შემთხვევაში კი შეზღუდვა არ არის |
Posted by: სვიტესტ 27 Apr 2019, 14:34 | ||
macOS-ი საერთოდ სხვა რამ არის. default პარამეტრებიც კი ისეა დალაგებული, რომ მცირე დეტალის შეცვლის სურვილიც კი არ გექნება. Adobe, Final Cut და Office-ი აქვს. ასევე, კარგ privacy policy-ს გთავაზობს და რაც მთავარია სტაბილურია. მოკლედ, შემოქმედი ადამიანისთვის სამოთხეა. ლინუქსს რაც შეეხება - OS-ად საერთოდ ვერ აღვიქვამ. ლინუქსის დაყენება desktop-ზე დიდი სისულელეა. ყოველთვის მოგიწევს ამა თუ იმ პროგრამის ალტერნატივის ძებნა, რომლის დაბალ ხარისხსაც სულ არაფრის გამო უნდა შეეგუო. Windows-ი სადღაც macOS-ისა და ლინუქსის შუაშია. პროდუქტიულობის მხრივ Windows-ს ვერაფერი შეედრება. მოკლედ, ლეგენდარული OS-ია ბევრი ნაკლის მიუხედავად. |
Posted by: Montag 27 Apr 2019, 15:06 | ||||||
სვიტესტ
ეს შენი პირადი აზრია. თუმცა ეს აზრი იმაზე მეტყველებს, რომ ლინუქსს შენ ვერაფერს გაუგებ.
ამ "სისულელეს" 2005 წლიდან ჩავდივარ.
ეს უკვე სისულელეა. როდესაც ადამიანი იყენებს Windows-ს, მას სჭირდება ის პროგრამები რომელიც Windows-ზეა. ანალოგიურად, Linux-ის მომხმარებელს ის პროგრამები სჭირდება, რაც ამ სისტემისთვის არის შექმნილი. შენი ნაწერიდან კი ის გამომდინარეობს, რომ შენ ხარ Windows-ის მომხმარებელი და იმას გაიძახი Linux-ზე რატომ არ არის ის პროგრამები რაც Windows-ზე არისო. სწორედ ეს არის სისულელე და არა Linux-ის საკუთარ კომპიუტერზე გამოყენება. რატომ უნდა იყოს Windows-ის პროგრამები Linux-ზე და პირიქით? მე მაქვს Linux და ყოველთვის დავცინი იმ ხალხს, რომლებიც ამბობენ რომ თურმე "ფოტოშოკი" (განათლებული ხალხისთვის ფოტოშოპი) არ არის Linux-ზე და ამიტომ არ მოსწონთ ეს სისტემა. არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და იძახიან თითიდან გამონაწოვს. Linux-ის არსი უნდა გესმოდეს, სანამ მასზე რამეს იტყვი. შენ იცი რა არის Linux-ის არსი? მე ვიცი, Windows-ისაც. |
Posted by: matemana 27 Apr 2019, 15:35 |
Montag linux-ს არსი კი არა ერთი ხაზი არ ექნება აქ დაწერილი "გენიოსების უმრავლესობას" terminal-ში. შეიძლება მაგაზეც დაგცინონ command line-ს რო იყენებო. იმის აზრზე არ არიან რომ command line-თ ბევრად პროდუქტიული ხდები და ბევრად სწრაფად აკეთებ რაღაცებს. თუმცა მათი გადმოსახედიდან ეგრეცაა რადგან რო გაუხსნა ერთ ხაზზაც ვერ აკრეფენ, ამ დროს დადგებიან და linux-ს OS-ად ვერ აღვიქვამ, linux ბანძია პროგრამები არაა თამაშები არაა. მე როცა windows-ზე, mac-ზე, linux-ზე ვსაუბრობ ეს იმიტომ რომ მე ყველა მათგანი მაქვს გამოყენებული დატესტილი. ყველა მათგანზე მომიწყვია საჩემო გარემო, გამომიცდია ეს გარემო როგორია და ა.შ. ვისაც linux არ გესმით და BSD არც კი გაგიგიათ და mac-ს დაყენება ჩვეულებრივ PC-ზე არც კი შეგიძლიათ ქენით სიკეთე და გაჩუმდით!!! რაც არ გესმით იმაზე როგორ ლაპარაკობთ თანაც მტკიცებით ფორმაში! არ გაგაჩნით საკმარისი ცოდნა ამ თემებზე სასაუროდ ამიტომ windows-ს როცა აქებთ და ადიდებთ უბრალოდ დაწერეთ რომ linux არ იცით, mac არ იცით. linux-ს გამოცდა კიდე ინსტალაცია და იმის ნახვა რომ ფოტოშოპი არაა და 1 კვირაში windows-ზე დაბრუნება არაა! მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა გამოიყენო რომ ცოტა აზრზე მოხვიდე რა არის linux. თან ამ 1 წელში ტერმინალთან მუშაობა უნდა დაამუღამო და არა GUI-თ იმუშავო linux-ში როგორც noob! |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 15:55 | ||||||||||||||||||||
ახლა მაინც გაიგეთ რაარი ლინუქსი... რომ ამბობთ ბანძია და ვერ გადავალო... * * *
ძალიან დიდი სისულელე თქვი... 1) windows-ის საიტზე, 10-ის ანოტაციაში რომ წერია 2GB RAM-ი 64bit-იანს ეყოფა ეს არის ისეთი დიდი სისულე, რომ რავი.... მარტო ქრომს უნდა 2GB ლინუქსზე მსგავსი პრობლემა არაა..... რაც შეეხება ლინუქსი ღარიბებისთვისო... ნახე რამდენ ფულს ხარჯავენ ანტივირუსის მწარმოებლები რომ windows-ზე ვირუსები დაიჭირონ... მერე ნახავ ..... * * *
საიდან ამდენი სისულელე ? * * *
უი.. ეგ ნაღდად არ ვიცოდი... დიდი მადლობა * * *
არა... პ.ს მეც მასე მეგონა მაგრამ პირიქით 7 გაცილებით სწრაფად მუშაობს... |
Posted by: Montag 27 Apr 2019, 18:59 |
მოკლედ, სიტყვა სისულელე ყველა ფორმაში ატრიალეს |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 20:03 | ||
და რა.. რამე არასწორი ვთქვით? ... თუ რამე ისეთი არგუმენტი გაქვს რითაც ბოდიში და მოგვაკეტინებ.. გისმენთ |
Posted by: სვიტესტ 27 Apr 2019, 20:14 | ||
ბოლო განახლებას არ აქვს ეგ პრობლემა. ადრე თუ 3.2 GB RAM-ი სჭირდებოდა, ახლა სტაბილურად მოიხმარს 1.4 GB-ს. privacy-ზე კამათს კი აზრი არ აქვს. მაგ მხრივ Windows-ი ყოველთვის საშინელი იყო და სულ ასე იქნება. privacy თუ გინდათ, გადადით macOS-ზე. თითქმის ყველაფერი აქვს, რაც Windows-ს. მხოლოდ gaming-ში ჩამორჩება და ისიც არ იქნება პრობლემა, თუ მაინცდამაინც 13 წლის არ ხართ. სხვა მხრივ იდეალურია. და ზოგადად, Windows-ის ალტერნატივად პირველ რიგში macOS-ი უნდა განიხილებოდეს და არა - ლინუქსი. ლინუქსი უფრო ნერდებისთვის განკუთვნილი OS-ია. Windows-ისა და macOS-ის მომხმარებლები საერთოდ სხვა კატეგორიიდან არიან. ამიტომ, Windows-ის მომხმარებელი უფრო მარტივად შეძლებს macOS-ის ათვისებას, ვიდრე ლინუქსისას. |
Posted by: MrSandro27 27 Apr 2019, 22:25 | ||||||
გადახედე უცხოურ IT-შნიკებს.. ნახავ რას გეტყვიან... ვაფშეტა ბოლო ვერსიის განახლებაზე უარს ამბობენ.. ძალიან ბევრი ერორები და შეუსაბამოებები აქვს.... აჰა! * * *
აი რას ნიშავს.. I Don't know linux-ი |
Posted by: matemana 27 Apr 2019, 22:47 | ||
უცხოელმა IT-შნიკებმა იციან მისი საქმე. აქ ვინც windows-ს გადაყენება იცის ყველა პრაგრამისტი და პრაფესორია. იმ დღეს ვიღაცას ველაპარაკებოდი კომპიუტერზე და პროგრამისტი ვარო. მეთქი რა ენები იცითქო და ინგლისური კარგად და რუსული ისე რაო მეთქი რა? C, Java, python ესენი გაგიგიათქო და ეგენი რა არიო. თურმე ანდროიდის გადაყენება იცის, windows-საც ალბათ და რო კითხო პრაგრამისტია ეგეთი რო დაგიწყებს ლინუქსზე რამის მტკიცებას რაუნდა ელაპარაკო Linustechtips-ზეც ვარ და იქაც ძალიან საინტერესო დიალოგები და განხილვები მიდის ხოლმე სრულად არგუმენტირებულად. ერთი განსხვავებით იქ linux-ზე ვისაც ესმის ის ლაპარაკობს არგუმენტირებულად. იმას არ ამბობენ თამაშები არააო. იციან Proton-ს შესახებ, იციან Wine რომელიც იგივე ტექნოლოგიაა იდეაში. იციან რომ Linux-ზე ძალიან ბევრი თანამედროვე თამაშია native-დ და კიდე უფრო მეტი იქნება Google-სა და Vulkan-ს გამო. იციან კონფიგურირება რომ მიიღონ ისეთი შედეგი რომ ითამაშონ კარგად. VGA passthrough-ც იციან. აქ ვინც linux დააყენა ყველა პრაფესორია უკვე linux-ში და კი ხედავ რა სისულეებსაც წერენ. ნათლად ჩანს ვინც გაგებაში არაა linux-ს და მაინც აძაგებს. |
Posted by: Montag 28 Apr 2019, 09:16 | ||
MrSandro27
სხვებზე არ მაქვს საუბარი. გადახედე შენს ნაწერებს https://forum.ge/?act=Search&nav=au&CODE=show&searchid=9f28d6bf43f6b5fafded3ee67c257ed3&search_in=posts&result_type=posts ძალზე "ნუბურ" პოსტებს წერ, მეგონა მხოლოდ ვინდოუსის გადაყენება რომ იციან, პითონი გველი, სამბა კი ცეკვა რომ ჰგონიათ და თავი პროფესორებად მიაჩნიათ ის ტიპი იყავი და უცებ მაგარი დააგვირგვინე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის IT სამსახურში ვმუშაობო. ელემენტარული არ იცი ქსელებში. ხმები რომ დადის გეპეიში არ ისწავლება არაფერიო, ბეჭედი დაუსვი ამ განაჩენს. |
Posted by: სვიტესტ 28 Apr 2019, 10:21 | ||||||||
როგორც ვხედავ, ლინუქსი კი არა, Windows-იც ძალიან გიჭირს. ასე რომ, noob-ისგან შენიშვნებს ვერ მივიღებ. |
Posted by: MrSandro27 28 Apr 2019, 12:36 | ||||||||||||||||||
ვიდეოს უყურე? ეტყობა რომ არა... თორე ასე კიარ დაწერდი.... * * *
ჯერ ერთი... მარტო ჩემი გამოცდილებიდან კიარ გეუბნები.. სტატიებიც მაქვს წაკითხული და ვიდეოებიც ნანახი... ვიცი რაც არის windows 10... რაც შეეხება ლინუქს.. რომ არ ვიცოდე რაარი ასე არ დავიცავდი... პ.ს დიახ.. არის ლინუქსის ვერსიები,რომლებიც ძალიან დატვირთულია.. მერე რა გიშლის ხელს ნახო სხვა ვერსია? უამრავია... windows-ი კი მხოლოდ ან ძალიან ბევრს ჭამს.. ან ძალიან შეზღუდულია... ხო კიდე მათ გასაგონად.. ვისაც ახალი განახლება კარგი გონია... კიბატონო გაანახლეთ... მერე არ იწუწუნოთ * * *
სწორედ მაგიტომ მიყვარს ანდროიდი... დააპროგრამებ ნებისმიერ ჭკვიან საათს და შეგიძლია საათის მეშვეობით გამორთო ჩართო კონდიციონერი.... ან ელექტრო საკეტი გააღო და დაკეტო... |
Posted by: matemana 28 Apr 2019, 13:32 |
MrSandro27 არ წერ სწორად. windows-ზე თუ ხარ უნდა განაახლო, წერტილი! კი გიწერია 5-6 წელია მიყენიაო და განახლებები გათიშული მაქვსო, რაც ძალიან დიდი შეცდომაა! იმიტომ რომ მაგ განახლებებში ბევრი security fix-ებია. შენი კომპიუტერი კიდე 6 წელია არ იღებს მაგ განახლებებს. ახლა რომ ყოველდღე რაღაცებს პოულობენ პროცესორებშიც კი იმ პრობლემებს აგვარებს ეგ განახლებები და იცავს კომპიუტერს საფრთხისგან. თუ არ გინდა განახლებები აყენო ჯობია ინტერნეტიც არ გამოიყენო მაგ კომპზე, ან არანაერი საჭირო ინფორმაცია არ გქონდეს/შეგყავდეს მაგ კომპში და მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის გამოიყენო მაგალითად სათამაშოდ. |
Posted by: MrSandro27 28 Apr 2019, 13:44 | ||||
შენ ჩაურთე ლინუქსი გრაფიკული გაფორმების გარეშე.. აი მერე ნახე გაგიჟება * * *
არა, ვიცი რომ განახლება აუცილებელია.. აბა რა ! მე ჩვენს რეალობას ვუსადაგებ .. ანუ.. განახლება 7-ზე იმიტომ მქონდა გამორთული, რადგან სოფტი არ იყო ლიცენზირებული. რომ ჩამერთო განახლებებლი ჩემს სალიცენზიო კოდს მიბლოკავდა და შავდებოდა ეკრანი... ეგრე ბევრთან ხდებოდა... ხოდა საერთო ჯამში თქვეს რომ ''ნახრენ'' განახლებებიო... რაც შეეხება 10-ს კი განახლებები მომდის.. და სწორიცაა,მაგრამ ბოლო განახლება ''ბაგებით'' არის სავსე.... ხოდა ჯერ თავს ვიკავებ... |
Posted by: matemana 28 Apr 2019, 14:51 |
MrSandro27 971033 მგონი ეს განახლება იყო რომელიც იწვევდა მაგას. უბრალოდ ეგ განახლება გამოგერთო 6 წელი აფდეითების გარეშე ყოფნას |
Posted by: Montag 28 Apr 2019, 18:13 | ||||||||
MrSandro27
Windows 10 არაფერ შუაშია, შენ ქსელები არ იცი. ან ნაცნობობით აგიყვანეს სამსახურში, ან გასაუბრებაზე დებილები შეგხვდნენ.
აბა, რა არის ლინუქსი? საერთოდაც, ლინუქსს შენი დასაცავი არაფერი სჭირდება.
მახსოვს, ბავშვობაში მეზობლის ბავშვები ბლის ხეზე ადიოდნენ და იქედან ტყემალს წვდებოდნენ და კრეფდნენ. ჯერჯერობით არცერთს არ გამოუღია ნაყოფი
იმ შენს გეპეიში 2010 წელს რაღაც მიზნებით მომიწია შესვლა, პირველი კორპუსის კომპიუტერულ ცენტრში. როგორც აკაკი წერეთელს აქვს ნათქვამი: "გიმნაზიაში რომ შემიყვანეს, გავცეცდი" ისე იყო. ამდენი კომპიუტერი ერთად თავმოყრილი და ყველაზე Windows Server 2003 ჩაწერილი არ მენახა. Microsoft AD-ში იყო ყველა ჩართული კლიენტებად. საინტერესოა, სერვერზე რა იყო, მგონი XP. ყოჩაღ, ასე განაგრძეთ. P.S. გოჩა მომიკითხე (გვარს არ დავწერ), AutoCAD-ს ასწავლიდა ბავშვებს. პირველი გაკვეთილი იყო, გადმოწერეთ AutoCAD-ი file.ge-დან და გაქრექეთო. |
Posted by: theodous 28 Apr 2019, 18:20 |
მე უბუნტუზე ვარ ................................................................... |
Posted by: MrSandro27 28 Apr 2019, 18:59 | ||||
მე 10-ზე ვიგულისხმე რომ ეგ ბაგი აქვს თქო... 7-ზე საერთოდ არ მეყენა განახლებები * * *
ქსელი რაშუაშია? მე საერთოდ არ მეხება ქსელები )) |
Posted by: matemana 28 Apr 2019, 21:11 | ||||||
10 როგორ იგულისხმე 7 გეწერა და 10 არც იყო გამოსული 6 წლის წინ ამაზე დაგიწერე 971033 იყო ეგ აფდეითი 7-ზე შვებოდა მაგას. ეგ რო დაგებლოკა შეგეძლო გაგეახლებინა ეგ 7.
GUI-ს გარეშე არ მითქვამს, სხვათაროშის ტერმინალის მოხმარება GUI-სთან ერთად შეიძლება |
Posted by: MrSandro27 28 Apr 2019, 21:22 | ||||||||
მე ვამბობ.. რომ 7-ზე უკვე 6 წელია გამორთული მაქვს განახლებებლი... ხოლო 10-ზე ბოლო განახლებას ვერიდები თქო |
Posted by: _Moxuci_ 29 Apr 2019, 09:44 |
საინტერესოა რატომ გადაცდა 10 გვერდს თემა, რომელიც წესით მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის უნდა ყოფილიყო? ან რაზე მიდის კამათი ან თუ ვკამათობთ ხომ შეიძლება ერთმანეთის არჩევანის დაგმობის ( ლინუქსი ჯობია ვინდს ან პირიქით ) და მით უმეტეს ურთიერთშეურაცხყოფის გარეშე ვიმსჯელოთ... ან რა მსჯელობა იმას უნდა, რომ იდეალური ოპერაციული სისტემა ჯერ არავის გამოუგონია და თუ რომელიმე ოს-ის კონკრეტული ვერსია ( სულერთია ვინდი იქნება თუ ლინუქსის რომელიმე დისტრო ) ვინმეს მოთხოვნებს იდეალურად პასუხობს აუცილებელი არაა ეს საყოველთაოდ ასე იყოს და ყველას მოსწონდეს და ეყენოს... აგრესიულ დამოძღვრას, რომელიც დემაგოგიაში უფრო გადადის ისევ პასიური, მაგრამ უფრო გულითადი პროპაგანდა სჯობს მგონი. ცხადია პროპაგანდა პირატულ ვინდს და დაკრეკილ პროგრამებს არ სჭირდება. ვგულისხმობ ლინუქსს, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნე ყველასთვის იდეალური ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასურველია ( შეიძლება აუცილებელიც კი ) , რომ ვინდოზავრიდან ლინუქსზე გადავინაცვლოთ... |
Posted by: MrSandro27 29 Apr 2019, 12:49 | ||||
არ ვიცი რატომ წავიდა საქმე ასე... არა, ვიცი... მე მქონდა საუბარი რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ 7-ის განახლებებს გათიშავენ... ზოგმა თქვა 10 არ მომწონს და სადამდეც გაქაჩავს 7 - ი იქამდე ამ ოპერაციულ სისტემაზე ვიქნებიო... ანუ სანამ ყელში არ მომიჭერენო... ბევრს 10 არ მოწონს.. ხოდა დავიწყეთ საუბარი ლინუქსზე,რომელიც ნაკლებ ოპერატიულს იყენებს... ძალიან სწრაფია და ვირუსები არაა... ხოდა ამის გამო წავიდა მწვავე კამათი,რომ მე ვერ შევეგუე ამ ლინუქს ეს არის საშინელება.. 10 არ მევასება და 8.1 მირჩევნიაოო ... ხოდა ვისაც ლინუქსი ესმის იმათმა დაიწყეს ახსნა თუ რატომაა კარგი.. მოკლედ ჩემს მიერ დაწერილი თემის აზრს გავცდით.. და გავცდით იმიტომ,რომ ყველას კიდია.. რა მოუვა 7-ს... მაინც ადგებიან და გამოიყენებენ... სულ რომ თითქმის ყველა პროგრამა შეზღუდონ მაინც... იმიტომ,რომ ეს ჩვენში ზის.... რაღაც ჩემი აზრით ###ობა 8.1 მოსაწონია.. 10 არც მე მეხატება გულზე .. მაგრამ 8.1 მილიარდობით მირჩევნია... თქვენ რა გონიათ 10-რომ გახდეს ყველაზე მასიური ოპერაციული სისტემა რა... 8.1 არ დაგიბლოკავენ? 2020 თუ არა 2021 მაინც მაგას იზამენ... აბა დაფიქრდით ეგრე თუ არ იქნება ხოდა ვიმეორებ ჩემს კითხვას... რა უნდა ვქნათ როდესაც 7-ის განახლებებს დაბლოკავენ? სერიოზულად დავფიქრდეთ და ვთქვათ... ეს მართლაც დიდი პრობლემაა... გადახედეთ თემას და მიხვდებით... * * *
თავის დროზე ყველასთვის იდეალური არც windows-ი იყო.. მაგრამ მივეჩვიეთ და ახლა წარმოუდგენელია ამის გარეშე ჩვენი არსებობა... პრობლემა სულ სხვა რამეშია.. კერძოდ კი აუუ არ მინდა ახლიდან ოპერაციული სისტემის სწავლა... ან რაღაც არ გამოუვიდა და მოისროლა.... (ქართული მენტალიტეტი ) მაინც და მაინც იმ დღეს უნდა დაველოდოთ,როდესაც მართლა მოგვთხოვენ ყველაფრის ყიდვას ? (ლიცენზიას ვგულისხმობ? ) სანამ პრობლემა არ შეგვეხება ყველაფერს ზედმეტად ვიკიდებთ.. და როცა უკვე პრობლემის წინაშე ვდგავართ პანიკაში ვართ რადგან არ ვიცით როგორ მოვაგვაროთ.... არ ჯობია მთელი ქვეყანა ადგეს და გადავიდეს ლინუქსზე ? (ნუ გეშინიათ მოიძებნება ალტერნატიული პროგრამები... ლინუქსი ისე განვითარდა რომ არის შესაბამისი პრობრამები)... პრობლემა არის იმაში,რომ ჩვენ ''პირატული სოფტი'' უფრო გვიზიდავს ვიდრე ოფიციალური... თუმცა ეგ მთავრობის ბრალიცაა... რა ეკონომიკური სიტუაციაც არის ისე ვიქცევით ჩვენც.... მაგრამ მასე რომ არ მოვიქცეთ ხომ არის ალტერნატივა... |
Posted by: Montag 29 Apr 2019, 14:53 |
_Moxuci_ თემის ავტორს ბევრი საუბარი უყვარს, მაგრამ ამ სფეროს აზრზე არ არის. |
Posted by: MrSandro27 29 Apr 2019, 16:01 | ||
შენი გასარჩევია მე რა ვიცი და რა არა? არ მესმისო და თქვენ თითონ გკიდიათ ეს თემა და... ხოდა რომ იცი რატომ არაფერს ამბობ ამ თემასთან დაკავშირებით? |
Posted by: matemana 29 Apr 2019, 16:56 | ||||
მარტო მაგას კი არა მეც მკიდია მაგარი. მაგ კაცსაც და მეც გვაქ linux და მაგარი მახატია windows 7-ს, რომელიც 10 წლის წინ გამოვიდა რომ უმთავრდება მხარდაჭერა. windows-ს უზერებს გაქვთ არჩევანი. ან 8.1 ან 10 ან უხადეთ MS-ს მხარდაჭერის ფულები 7-სთვის (მეტი არაა ჩემი მტერი მაგი ქნათ ამდენი წლები პარავთ OS-ს და...) ან კიდევ ისწავლეთ linux. მეტი არჩევანი არ გაქვთ. ხო კიდე mac ალბათ მაგრამ 90% თქვენგან არ ეცოდინება მაკის კომპზე დაყენება და მოგიწევთ apple-ს overpriced ნაგვის შეძენა მაკის გამოსაყენებლად. არ გინდა ამის დანახვა და ისევ და ისევ სვავ მაგ კითხვას 7-ს რო დაუმთავრდება საფორთი რა ვქნათო ჩამოგითვალე ზემოთ რაც შეგიძლია რომ ქნა. მაგის მეტი ვარიანტი არ გაქვთ. ეხლა რომ დაგიწეროთ BSD-ზე გადადითქო სისულელე იქნება დისკზეც ვერ ჩაწერთ მაგას |
Posted by: MrSandro27 29 Apr 2019, 17:38 | ||||||
მე ბაზარი არაა.. რომ დამჭირდეს ლინუქსზე გადავალ და არც ვიწუწუნებ... მიყვარს ეგ ოპერაციული სისტემა... მე მთელი ქვეყნის რაღაც პატარა ნაწილი ვარ... აქ მასაზე მაქვს საუბარი..... ქვეყანამ რა უნდა ქნას თორე აქ 4 კაციდან ის არ მოწონს თუ პირიქით იმას ის არ მოწონს არ კიდიათ? მალე 8.1 საც დაუმთავრდება მხარდაჭერა... |
Posted by: matemana 29 Apr 2019, 21:14 |
MrSandro27 ბრატცი მაგარი კომპანია გაეძრო. https://www.it-clinic.info/ მოპარულ windows-ს 20 ლარად აყენებენ მოპარულ პროგრამებს 10 ლარად და მოპარულ თამაშებს 20 ლარად და ამ დროს უფასო Linux-ს 60 ლარად და უფასო mac-ს 40 ლარად (ეს სავარაუდოდ მხოლოდ apple-ს კომპებზე ) |
Posted by: xx3xx 29 Apr 2019, 22:22 |
ვინდოუსის დაკრეკვა და მოხმარება თვითონ მაიკროსოფტს აქვს გათვალისწინებული თორე დამერწმუნეთ რომ უნდოდეთ ვერც კი ჩართავდით კი არა ვერც კი დააყენებდით ვინდოუს უფასო რომ არ იყოს ვინდოუსი ვინდოუსი არ იქნებოდა |
Posted by: MrSandro27 30 Apr 2019, 00:12 | ||||
აბა იყიდე სალიცენზიო კრეკი რატომ გვთავაზობს? * * *
საღოლ ძმაო .. ჩაგეთვალა |
Posted by: xx3xx 30 Apr 2019, 00:21 |
MrSandro27 ვერ გავიგე კითხვა :ს |
Posted by: Montag 30 Apr 2019, 09:57 | ||
MrSandro27
კრეკი არა კრეკერი, დორიტოსია ეგ. ეს ვინ დანიშნა IT სამსახურში. თორნიკე შენ ხარ? |
Posted by: MrSandro27 30 Apr 2019, 11:21 | ||||||
სალიცენზიო კოდის ყიდვას რატომ გთავაზობს ? ეგ იცი რა პონტია ? აი ვისაც არ ესმის კომპიუტერი რამე პროგრამის საიტზე რომ შევა და გეუბნება... უფასო გადმოწერაო.. გადმოწერს, დააყენებს და მერე ჰოპ... სალიცენზიო კოდის ყიდვას გთხოვს... * * *
კარგად გცოდნია ადამიანის დამცირება... |
Posted by: xx3xx 30 Apr 2019, 16:01 |
MrSandro27 გთავაზობს რა თუ იყიდი იყიდი თუ არადა ნუიყიდი პახოდუ ზოგ ქვეყანაში კანონებია ზოგგან რევიზიებიც კომპანიებში და ეგ პონტია რა უფასო რო არ იყოს წარმოიდგინე რამდენი რამე არ იქნებოდა შექმნილი და ვაბშე არ იქნებოდა ასეთი პოპულარული, და უცბათ ჩაანაცვლებდა რომელიმე სხვა ოპერაციული სისტემები |
Posted by: nikol_ozi 30 Apr 2019, 16:26 | ||
MrSandro27
არ ჭIრდება სისტემას არც მაგდენი. |
Posted by: matemana 30 Apr 2019, 17:29 | ||
შენი ლოგიკით linux-ც და BSD-ც რადგან უფასოა დაბადებიდან, უნდა იყოს windows-ვით გავრცელებული მაგრამ linux ყველგანაა იმინა გარდა დესკტოპისა მაშ რატომ? არაფერშუაშია ეგ. windows კიდევ არაა უფასო! პირატი მოთამაშეების გამო არავინ უშვებს თამაშებს რომელთა გაკეთება მილიონები უჯდებათ და ასევე ფილმებსაც არავინ იღებს. რეკორდებს რომ ხსნიან ეგ თამაშები და ფილმები გამოსვლიდან რამდენიმე დღეში აი მაგიტომ უშვენებ სწორედ! ასე რომ ძალიან არასწორი მსჯელობა იყო ეგ. |
Posted by: xx3xx 30 Apr 2019, 17:51 | ||
matemana აქ უკვე ფულის კეთებაში მიდის საქმე რა არის გაუგებარი მილიარდები გამოიღო მაიკროსოფტმა და ყველას ვინდოუსი უყენია ვის რათ უნდა ლინუქსი
ვერ გავიგე ვერაფერი |
Posted by: MrSandro27 30 Apr 2019, 23:16 | ||||
36GB უნდა windows 10 64bit ... |
Posted by: Montag 1 May 2019, 09:55 | ||||
xx3xx
საქართველოშიც არის. 1,5 მილიონი დაუწერეს საქართველოს ბანკს 2014 წლის შემდეგაც Windows XP-ის გამოყენებისთვის. ასევე დააჯარიმეს ნიკორას მაღაზიათა ქსელი, პირატული Windows-ის გამოყენებისთვის.
Windows-ს დიდი მარკეტინგი აქვს, მართლა 200 დოლარად კი არ ყიდულობს ხალხი. რაღაც ტექნიკას იყიდი და მას მოჰყვება ლიცენზია. ძირითადი გათვლა OEM-ზეა, კომპანიები ყიდულობენ OEM ლიცენზიას, რომელიც გაცილებით იაფია ვიდრე retail და ლიცენზიას საკუთარ წარმოებაში არსებულ კომპიუტერებს აბამენ. შედეგად კომპიუტერის მყიდველს Windows-ის ლიცენზიაც აქვს და ნაკლებია დაინტერესება სხვა ოპერაციული სისტემებით. ეს გათვლა ეფექტურია იმ კლიენტებზე, რომლებიც არ არიან სისტემების Advanced დონის მომხმარებლები, ანუ კომპიუტერს ძირითადად საკონტაქტოდ იყენებენ. ასეთი ადამიანები კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობაა. Advanced მომხმარებლები კი სისტემას სიღრმისეულად სწავლობენ და ასეთების უმრავლესობას Windows არ აკმაყოფილებს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში advanced დონის მომხმარებელი Linux-ს ან OS X-ს იყენებს. საქართველო განვითარებადი ქვეყანაც კი არ არის. აქ მხოლოდ Windows გაუგონიათ. აქაური სისტემების advanced დონის მომხმარებლებიც კი ძირითადად Windows-ს იყენებენ, რადგან ლინუქსი ნორმალურად მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელმა ხალხმა იცის. |
Posted by: xx3xx 1 May 2019, 14:56 |
Montag მართალიხარ |
Posted by: MrSandro27 1 May 2019, 20:52 | ||||||
1000%-ს ამბობ ძმაო... |
Posted by: matemana 1 May 2019, 22:24 |
აგერ ჩამომივიდა ეხლა thinkpad 10-ს key ჩაშენებული აქ ბიოსში. რად მინდა თუ არა კი ხო კიდე smart card reader აქვს ხოდა 10-ზე ვერაფრით ავამუშავე, ჩემი arch linux-ს SSD ჩავდე და როგორც კი ჩავრთე ეგრევე დაინახა. ჩავდე ჩემი ID და ეგრევე დააწერა Georgian ID. Linux-ს რომ დრაივერები აქ ჩაშენებული იმდენი რა ვიცი. იმინა ყველაფერი მუშაობს ხოლმე დაყენებისას. windows-ზე კიდე უნდა იძრომიალო ინეტში და უნდა ეძებო. ეს ბოლო 10-ზე კიდე ასე თუ ისე მოაგვარეს მისით იწერს და აყენებს ბევრ რამეს თუ თავიდან ნეთვორქის დრაივერი დააყენა, თუ ვერა შარში ხარ ხოდა მებადება კითხვა GNU/linux არის OS რომელსაც ამდენი დრაივერები აქ ჩაშენებული, უამრავ დისტროს მოყვება ოფისი, მედია პლეერი, firefox, Steam-ც კი და საინსტალაციო ISO-ები 2 GB-ზე ნაკლებები აქვთ, ბევრს 1 GB-ზე ნაკლებიცაა ამ დროს windows 10 4 GB-იან ფლეშკაზე აღარ ეტევა. ნეტა რითია გამოტენილი ეს windows 10? |
Posted by: MrSandro27 4 May 2019, 20:39 | ||
ეგ key-ი ერთჯერადიანია თუ როგორაა? სხვა კომპზე რომ ცადო გააქტიურებს ? |
Posted by: nikol_ozi 5 May 2019, 12:59 | ||
ninicool
იგივენაირადაა 10-შიც, უბრალოდ კომანდა დავწერე, თორემ შეგიძლია სტარტში კონტროლ პანელი მოძებნო და იქაც ნახავ ნეთვორკის სეთინგებში. |
Posted by: _Moxuci_ 5 May 2019, 13:18 | ||
აქ კიდე ლინუქსის და ვინდოუსის შედარება მიდის? matemana
მერამდენეს ყიდულობ? დამილინკე ერთი მეც თუ გაგახსენდეს, როცა კარგ ფასში გადაეყრები. |
Posted by: მართვის თეორია 5 May 2019, 14:27 | ||
MrSandro27
შენ მართლა IT სფეროში ხარ? ამას შეხედე + ანტივირუსი, ბრაუზერები, რამდენიმე პროგრამა და 1 გბ სიმღერები მაქვს გადმოწერილი, ასევე ბრაუზერების არცერთი განყოფილება არ მაქვს გასუფთავებული (ამ ეტაპზე მჭირდება) იდეალურად მუშაობს, თუ უნდა ვინმეს შევაჯიბრებ კიდეც 96 გბ მქონდა დარჩენილი დრაივერების და ბრაუზერების დაყენების შემდეგ 3 თვეა ასე |
Posted by: decembre 5 May 2019, 14:37 |
ბექაფები, რისთორ ფოინთები, ფაგინ' ფაილ და მსგავს მაიმუნობებს თუ არ იყენებ, 32_იან ბუკებზეც მუშაობს LTSB ვერსია |
Posted by: MrSandro27 5 May 2019, 20:52 | ||||
Windows 10 minimum specs Here are the official minimum recommended specs for a Windows 10 machine, as provided by Microsoft: Processor: 1 gigahertz (GHz) or faster processor or SoC RAM: 1 gigabyte (GB) for 32-bit or 2 GB for 64-bit Hard disk space: 16 GB for 32-bit OS 20 GB for 64-bit OS Graphics card: DirectX 9 or later with WDDM 1.0 driver Display: 1024 x 600 or above ესეც მე მოვიგონე ? ))) თან ეს მინიმუმია... რავიცი მაზოხისტი თუა ადამიანი იკმარს.. პ.ს 2GB 64bit-ს არ ეყოფაა.. ეგ დიდი ტყუილია... მარტო chrome-ს უნდა 2GB მეტი თუ არა პპ.სს შენ თუ ბოლო თაობის კომპიუტერი გაქვს არ ვიცი ძმაო... მაგრამ ერთი ვიცი რომ 10-ს SSD უნდა ან ბოლო თაობის HDD |
Posted by: მართვის თეორია 5 May 2019, 22:43 | ||
MrSandro27 MrSandro27 მე ვინჩესტერზე დაგიწერე
ყოფნის და იყიდება კიდეც ეგეთი მონაცემების ლეპტოპები ჩვენთან არანაირი I3 თან თან ისე რო მაგაზე 64 ბიტიანს თუ დააყენებ მხოლოდ. ოპერატიული როცა გადაივსება დატვირთვა ვიდეობარათზე გადადის. ძაან მაგრად არ მუშაობს და არ დაფრინავს მაგრამ ნორმალურად მუშაობს, ვიდეოები, ფეისბუქი და ასეთი რაღაცეები. ადრე არ მქონია SSD და არც ბოლო თაობა HHD მაგრამ უპრობლემოდ ვამუშავებდი 10-ს. სასურველია SSD ყველა სისტემაზე, მაგრამ არა გარდაუვალი და აუცილებელი. |
Posted by: Appo 5 May 2019, 23:05 | ||
კი მუშაობს მაგრამ ოპერატიულის დატვირთვა სულ 70+%-ზეა და ჰდდ სულ 100%-თან მიახლოებული 32-იანს დააყენებ და რომელიმე დრაივერი არ წავა, ან შეიძლება წავიდეს ყველა არსებობს ნეტა ამის სია სადმე რომ ყოველთვის ოფიციალურ საიტზე არ ვეძებოთ რომელი დრაივერები არსებობს რომელ მოდელზე ? |
Posted by: matemana 5 May 2019, 23:13 | ||||
პირველი gaming PC რომ ავაწყვე GTX 660 + i7 3770 2 GB RAM მქონდა სანამ RAM-ებს ვიყიდდი Crysis 3-ს ვთამაშობდი ხოლმე მაღალ გრაფიკებზე თავისუფლად 64 ბიტიანი windows მეყენა. როცა ცოტა აქ RAM სისტემა შედარებით ცოტას იყენებს და თან paging file-საც იყენებს. ყოფნით არ ეყოფა ბევრი ტაბები და პროგრამები რომ გახსნა მაგრამ ეკონომიურად თუ მოიხმარ თავისუფლად ეყობა. მართვის თეორია
რა? |
Posted by: Appo 5 May 2019, 23:19 | ||
და საერთოდ აღარ მიდის ახალ ჩიპსეტებზე 7 You probably won't be able to install Windows 7 on your next laptop Intel’s upcoming sixth generation Skylake processors will be the last to support Windows 7 and Windows 8.1, Microsoft has confirmed. Going forward, Microsoft will only support its latest operating system on the latest silicon from Intel. |
Posted by: მართვის თეორია 5 May 2019, 23:41 | ||||
matemana
აუ ეგ რატო დავწერე არ ვიცი, ახლა მაგის ჩასასწორებლად შემივედი სპეციალურად |
Posted by: Montag 6 May 2019, 10:30 |
თემას ან სახელი შეუცვალეთ ან დახურეთ, გადავიდა ოფტოპში. გასაგებია რომ Windows 7-ის უფასო support 2020 წლის 14 იანვარს შეწყდება. აღარაფერი დარჩა ამ თემაზე სალაპარაკო და თავისუფალ თემებზე მიდის საუბარი. |
Posted by: matemana 6 May 2019, 11:52 | ||||
ეგ მეშვიდე გვერდზე დავწერე 8-ზე ტყულიაო მაბრალებდნენ თან MS-ს ლინკი დავუდე. |
Posted by: მართვის თეორია 6 May 2019, 13:40 | ||
ამ თემამ ცოტა გამოაცოცხლა განყოფილება |
Posted by: Appo 6 May 2019, 15:20 | ||||||
ნეტა ტყუილი იყოს მაგრამ არ არის (( ინტელის მეშვიდე თაობის და მას შემდეგ გამოსული ჩიპსეტებით კომპიუტერებზე 7 და 8.1 აღარ ყენდება. თუ მინდა 7 დავაყენო უნდა ვიყიდო მეექსვე თაობა ან იმაზე ძველი + თუ ისიც მინდა რომ იდეალურად იმუშაოს უნდა გადავამოწმო ყველა დრაივერი არსებობს თუ არა 7-ზე მისთვის. |
Posted by: Error! 7 May 2019, 10:40 |
ჯერ-ჯერობით იყოს თემა, თუ შევატყე რომ ჩატაობა გაიმართა დავხურავ. |
Posted by: MrSandro27 7 May 2019, 15:29 |
სამსახურში მაქვს lenovo all in one ძალიან სუსტი ვიდეო დაფა აქვს... 512mb 10 დავაყენე და ისე ჭედავს რომ რავი... ქრომში youtube ვიდეოს ვერ რთავს.... რაც შეეხება 7. კიდევ ერთხელ ვამბობ... რამე უნდა ვიღონოთ.. ზოგს კიდია რადგან ლინუქსი ზოგს კიდია ეს განახლებები იქნება თუ არა... ზოგს 10 არ მოწონს.... ზოგს ასე არ გამოვა... რამე კონსენსუსამდე ხომ უნდა მივიდეთ... ვისაც 10 არ მოწონს და დააძალებენ დააყენეო... რა ნერვები უნდა ეყოს? ისე ეს პრობლემა უფრო სამსახურებს ეხება... აი ახალი ნოუთბუქები... ბევრგან 10 გქრდა სხვას ვერც დააყენებ.... |
Posted by: SYSDBA 10 May 2019, 11:38 |
გააგრძელებს 5 წელი ფასიან განახლებებს პირველი წელი 50 , ყოველი შემდეგი x2 (ყოველ კომპიუტერზე) ანტიკვარი ძვირი ღირს |
Posted by: decembre 11 May 2019, 15:45 |
|
Posted by: Calvados_La_Monnerie 11 May 2019, 16:25 | ||
ძმას პინგვინები და ეშმაკუნები ხან ვინდოუსი მინდა ხან ლინუქსი ვერაფრით მივეჩვიე ისე |
Posted by: decembre 11 May 2019, 16:38 |
Calvados_La_Monnerie მეც ეგეთ დღეში ვარ 10_თან dual boot ვქენი |
Posted by: matemana 20 May 2019, 01:51 |
აჰა სამხრეთ კორეამ გადაჭრა ეს პრობლემა. 7-ს საფორტის შეწყვეტის მერე 10-ს ნაცვლად linux-ზე გადადიან. https://betanews.com/2019/05/18/korea-linux/ ქართველები კიდე გამომივიდნენ აქ პრაფესორები რომლებსაც linux შეზღუდავს და მარტო windows-ში ეხსნებად გონება რომ სერიოზული სამუშაოები შეასრულონ. მინიმუმ ქართველების 85%-ს არ ჭირდება windows და სრულად ეყოფა linux, უბრალოდ მოუწევთ მიგრაცია და ადაპტაცია ახალ OS-ზე ი ვსო. |
Posted by: decembre 20 May 2019, 02:08 |
ჩრდილოეთში უფრო "მოზგები" არიან |
Posted by: ფაშისტი 20 May 2019, 11:19 |
მეც 7 მაქვს, გამოსავალი რა არის? აფდეითები გავთიშო ეხლავე? ლეპტოპს მხოლოდ ფილმების საყურებლად ვხმარობ, ქრომს ვიყენებ |
Posted by: decembre 20 May 2019, 11:42 |
ფაშისტი რაც გინდა ის უქენი ახლა მაგრამ ვადა რომ გაუვა აღარ მოვა აფდეითები |
Posted by: ფაშისტი 20 May 2019, 11:57 |
D3cember არც მაინტერესებს აფდეითები. ფილმების საყურებლად ვიყენებ მხოლოდ და პრობლემები არ შეიქმნება ხო? |
Posted by: decembre 20 May 2019, 12:10 |
ფაშისტი არ მგონია |
Posted by: ფაშისტი 20 May 2019, 12:29 | ||
D3cember
მეც მასე. დიდი მადლობა იმედის მოცემისთვის |
Posted by: MrSandro27 20 May 2019, 23:57 | ||||
შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგექმნას პრობლემა თუ google chrome-მა აღარ გამოუშვა განახლებები და შეწყვეტს მხარდაჭერას.... თუმცა არამგონია ეგ მალე მოხდეს და თუ მოხდა სხვა ბრაუზერები კიდე დიდხანს იმუშავებენ... |
Posted by: სვიტესტ 21 May 2019, 01:05 |
და განუახლებელ windows-ს თუ ხმარობთ, განუახლებელი ქრომიც იხმარეთ bye ფორუმო |
Posted by: MrSandro27 21 May 2019, 19:26 | ||
ეგ შეიძლება... მაგრამ მაინც დაგიწერს რომ ძველი ვერსიააა... შეიძლება ბევრი ფუქნცია შეზღუდული იყოს... პ.ს არც xp ს ვანახლებდით... მაგრამ ქრომმა მაინც დაწერა რომ ეს სისტემა დაძველდა და ქრომსაც გაუვიდა ვადა |
Posted by: MrSandro27 16 Jun 2019, 11:29 |
მეგობრებო გამოქვეყნდა თუ რამდენი ხანი იქნება 7 მხარდაჭერა და რა ფასად... 2020 წლის ჩემდეგ ჩვენ ვერ მივიღებთ განახლებებს,მაგრამ კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ექნებათ მხარდაჭერა. რამდენის გადახდა მოუწევთ: Extended Support Cost Per Year: Microsoft will charge the following amounts per year and per device: 1. For Windows 7 Professional: $50 per device (Year 1) $100 per device (Year 2) $200 per device (Year 3) 2. For Windows 7 Enterprise: $25 per device (Year 1) $50 per device (Year 2) $100 per device (Year 3) ჩვენ (ანუ საქართველოში) ეგ ყველაფერი როგორც ყოველთვის გვკიდია.... |
Posted by: ლუდოვიკო 16 Jun 2019, 12:00 |
ეგ ოფიციალური ფასი დადეს ხო ? |
Posted by: MrSandro27 16 Jun 2019, 12:35 | ||
ხოო... ერთი კირაა უკვე ისე... Enterprice რომ მქონდეს... და განახლებები გავუგრძელო,როგორ მიხვდება,რომ მე ორგანიზაციის წევრი არ ვარ ? |
Posted by: ლუდოვიკო 16 Jun 2019, 12:45 |
MrSandro27 გასაღებს გადაგიმოწმებს ალბათ. volume activation აქვს მაგ ვერსიას |
Posted by: MrSandro27 16 Jun 2019, 13:00 | ||
ოფიციალურ ნაყიდსაც კაცო ? გატეხილი რომ იყოს კიდე მესმის, დაბლოკავს... |
Posted by: ლუდოვიკო 16 Jun 2019, 19:06 |
MrSandro27 ვერ გავიგე კარგად, ყიდვას აპირებ? |
Posted by: MrSandro27 16 Jun 2019, 21:20 | ||
არა,ყიდვას არ ვაპირებ. უბრალოდ დამებადა ასეთი კითხვა... თუ სიტყვაზე მაქვს ოფიციალური windows 7 Enterprice ოღონდ სახლის კომპიუტერზე.. რომ მომინდეს გაგრძელება... როგორ მიხვდებიან მე სახლისთვის მინდა თუ ორგანიზაცია მიგრძელებს ? |
Posted by: ლუდოვიკო 17 Jun 2019, 00:35 |
MrSandro27 აფდეითის დროს გაფაქტავს ალბათ. გადაამოწმებენ რა kms სერვერიდან არის მიღებული key. თუ მართლა ორგანიზაციისაა და აქტივატორით არაა ჩაგდებული ვინც ერკვევით დაწეროთ იქნებ ზუსტად |
Posted by: MrSandro27 17 Jun 2019, 09:14 | ||
ხო ეგ ძალიან საინტერესოა საკითხია... თუ პრობლემა არ იქმება... მაშინ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.. მაგრამ windows-თვის ფულს ვინ გადაიხდის... არც არავინ... |
Posted by: Montag 17 Jun 2019, 10:49 | ||
MrSandro27
ორგანიზაციის KMS სერვერი და შენი პირატული ვერსია რომ სხვადასხვაა იცის მიკროსოფტმა. |
Posted by: MrSandro27 17 Jun 2019, 23:55 | ||||
პირატული სადმე ვიგულისხმე ? ))) მე ვთქვი რომ მქონდეს ოფიციალური enterprice, microsoft-ი როგორ მიხვდება რისთვის გავუგრძელე განახლება? იქნება და ორგანიზაცია გაკოტრდა და ის ვერსია მე მაჩუქეს ? |
Posted by: ლუდოვიკო 18 Jun 2019, 11:43 |
ფულს ფიზიკური პირი მიაშავებს თუ იურუდიული, ხო ნახავენ |
Posted by: MrSandro27 18 Jun 2019, 23:04 | ||
მიაშავებს რაშუაშია? აი.. წარმოიდგინე.. იყო კომპანია იყიდეს Enterprice რამდენიმე თვის შემდეგ გაკოტრდა... ხოდა ეგ ვერსია მაჩუქა მე, და მე გავანახლე.. ანუ ლიცენზია ვიყიდე და გავაგრძელე მისი განახლება... როგორ მიხვდება ახლა microsoft-ი ვინ ვარ? |
Posted by: Semper 16 Sep 2019, 10:51 |
მალე დადგება აღსასრულის ჟამი და ემზადებით? ალტერნატივა კია ბევრი. |
Posted by: mikheill1 16 Sep 2019, 11:29 |
რაღა დროს შვიდია, ყველა თანამედროვე კომპიუტერი ათზეა გათვლილი და დრაივერებსაც ათზე არგებენ მწარმოებლები. 2-3 წელიწადში საერთოდ მოკვდება შვიდი. |
Posted by: გიორგი XII 16 Sep 2019, 13:23 |
ვის რა ჩემ ღლეთ უნდა მაგათი განახლებები? 10 ზე რო განახლებები მოდის რაა რო? რა ახლდება? მშვენივრად ვგრძნობ 7 ზე თავს და კიდევ დიდი ხანი გავჩერდები. |
Posted by: ac1001 16 Sep 2019, 13:56 |
მეც მშვენივრად მაქ 7 და კარგად მუშაობს და აფდეითებსაც არ ვუკეთებ. თუ მომავალში რაიმე საჭირო პროგრამა რასაც ვიყენებ 7ზე არ წავა გადავალ 8.1-ზე იქ მაინც იქნება. |
Posted by: Semper 16 Sep 2019, 17:05 |
mikheill1 ახალი თითქმის არაფერი მოწონთ ჩვენთან. გიორგი XII ac1001 ნეტა არ მოხდეს, ერთ მშვენიერ დღეს wannacry ან რამე სერიოზული შემოგეპაროთ, მერე აღარ იტყვით სევენს რად უნდა აფდეითებიო სანაცვლოდ დოლარებს ან ბიტკოინს მოგთხოვენ |
Posted by: გიორგი XII 16 Sep 2019, 19:23 | ||
რაც ვინდოუსი მაქვს ცხოვრებაში ვირუსი არ მქონია მიუხედავად იმისა რო ანტივირუსით არასოდეს მისარგებლია. თუ არ შემოუშვი ვირუსი არამგონია ეგრე ჰარიჰარალოზე ინფიცირდებოდნენ კომპიუტერები. |
Posted by: decembre 6 Jan 2020, 13:54 |
ჰეჰე, 1 კვირა დარჩა |