ცისფერ ეკრანებთან...ჩვენ ვსხდებოდით ყოველ ღამით, სადაც შექმნეს სამოთხის ახალი მოდელი
ვირტუალური სახელმწიფოს სურათ-ხატი,
ქალაქში წვიმდა და მესამე მსოფლიოს შვილები
ისმენდნენ სტატისტიკის ახალ შედეგებს,
მაგრამ რეალობა მათი ფანჯრების იქით აჩვენებდა განსხვავებულ ხედებს...
სასწავლო კედლებს საბჭოთა სუნი ასდით
მაგრამ აქ არავინ ასწავლის მარქსიზმს
დღეს წითელი ვირთხების ახალ სოლოზე ბავშვები ცეკვავენ ავტორიტარიზმს.
.ბავშვები ცეკვავენ ავტორიტარიზმს...!!
ბავშვები ცეკვავენ ავტორიტარიზმს...!!!
როგორც სამი წლის ბავშვს დედამ ლექსები
დაგვაზეპირა კულტურამ წესებია
მას ვერ ვხვდებით რომ არ გავზრდილვართ
მორჩილება ვისწავლეთ და მორჩილად დავდივართ
ქრისტიანი ძველი ბიჭები იცავენ სიწმინდეს ჯვრებით და სპიცებით
ორმაგი მორალი, ტყუილთან ორალი,
ართმევს სიმართლეს სინათლეს
იქამდე სანამ თავის თავს არ მოიკლავს თვითონ მარაზმი თავის თვითონ ისპობს,
რას ფიქრობ, რა გინდა, რას ითხოვ?
აიღე შენი ბინძური ხელები ჩემი ჯიბიდან !!!
როცა მავანი მახინჯ ფორმებს ტანზე გიფორმებს და შენ ეს არ გინდა...
დაუმორჩილებლობა არის წმინდა !!!
დაუმორჩილებლობა არის წმინდა !!!
შენ იხეხავ გულს, მოძრაობ ნელა აქ ღმერთი მოკლეს, არ ელის შველას
რევოლუცია
შენ გინდა რევოლუცია
მე მინდა რევოლუცია
ჩვენ გვინდა რევოლუცია
რევოლუცია
შენ გინდა რევოლუცია
მე მინდა რევოლუცია
ჩვენ გვინდა რევოლუცია
რევოლუცია..
რევოლუცია...
ის მოდის , ის მოდის
უმაგრესი ტექსტები აქვთ
This post has been edited by almost human on 2 Nov 2011, 09:17