forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (42) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI
ladylike
freedom


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20815
წევრი No.: 49777
რეგისტრ.: 21-December 07

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:14  #49675497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

...არა ხარ
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ...



--------------------
ბაააწია...

........................
ხიდზე ვდგავარ და მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ...
მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული...
ჩაყარეთ სითბო...
suntqvа
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7349
წევრი No.: 156226
რეგისტრ.: 19-November 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:32  #49675649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ladylike @ 11 Jan 2017, 00:14 )

...არა ხარ
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ...


კარგია.

ხო არ იცი ვისია?
ladylike
freedom


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20815
წევრი No.: 49777
რეგისტრ.: 21-December 07

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:46  #49675760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
suntqvа
QUOTE
კარგია.

ხო არ იცი ვისია?


კიი

ზვიად რატიანისაა



* * *

და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი - მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი...

Faol_Mhor_Tegernako
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 227396
რეგისტრ.: 26-December 16

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 00:54  #49675827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიჩუმეში, სევდით სავსე გულის,
ბნელ ოთახში ჩამოვარდა მეხი....
თვალში ისე ცუდად ხვდება,
როგორც მოჭიდავის ცხვირზე კეხი...

თითქოს არ ეღირსათ ახლობლისგან ცრემლი,
სამარიდან ისმის გმინვა, თრთოლვა...
თითქოს ზაფხულს დაუკარგავს ძალა,
შემოდგომას ვის უნახავს თოვა...

მარტო მიდის იარაღით ხელში,
ჯარისკაცის გადაღლილი კვალი.
სული დარჩა იქვე სადაც ბრძოლამ,
გაუმაგრა სისხლი, ხორცი, ძვალი...

გზის ნაპირას ჩამომჯდარა უხმოდ,
სურათს სევდით ათამაშებს ხელში,
ალბათ როგორ ენატრება გოგო,
რომ ჰკოცნიდა მორიდებით ყელში...

სიჩუმეში, სევდით სავსე გულის,
ბნელ ოთახში ჩამოვარდა მეხი...
ვერ ერევა ჯარისკაცი ტკივილს,
როგორც მუხას დაჟანგული ხერხი....

ვერ ელევა მონატრებას, ფიქრებს,
გზას გახედავს, შეისუნთქავს ნიავს.
თვალში ისევ უგიზგიზებს ცეცხლი,
ისევ ჩუმად გადაითვლის ტყვიას...

ახლაც ისევ მარტო დადის ტყეში,
ისევ გოგოს ბოლო სურათს უვლის,
გულის ჯიბით დაატარებს ყველგან,
ვერ იკავებს მასთან ყოფნის სურვილს...

მტრების ზურგში ჩასაფრებულს ესმის,
ხმა დაღლილი გულის ცემის რითმის.
სამიზნეში დანახული მსხვერპლი,
შეეცოდა არ ესროლა თითქმის...

კიდევ ერთი გასროლილი ტყვია...
კიდევ ერთი დანაკლისი მტრისგან.
გაბრუებულს კიდევ ახსოვს გოგო.
ტკივილს ფარავს კვამლისა და მტვრისგან...

ბოლო ტყვიას გადახედა ხარბად...
ბოლო გზაზეც დააბიჯა ფეხი...
სიჩუმეში, სევდით სავსე გულში...
ტყვიის სახით ჩამოვარდა მეხი..........



გიორგი სანადირაძე უმცროსი


--------------------
Death - Such is the price of betrayal....
ანანასი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3572
წევრი No.: 155293
რეგისტრ.: 18-October 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 01:01  #49675889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაპენტილი ჭადრის ფოთლებში მივხრაშახრუშობ და პეჩენიას ვახრამუნებ
შენზე ვფიქრობ და პირიდან ნაფშხვენები მცვივა
ეს იყო გუშინ...
დედასაც ###### <3
Faol_Mhor_Tegernako
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 227396
რეგისტრ.: 26-December 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:01  #49682871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი შეხედვით ძალიან უაზრო და მოწყენილი დღე იყო, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ახალი... ბიჭი როგორც ყოველთვის, კაფის კიდეში მდგარ მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს ელოდა. ამ დროს მას გვერდზე გოგონა მიუჯდა გაუღიმა. ბიჭი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მანაც გაუღიმა. გოგონამ საუბარი პირველმა წამოიწყო:

-ჩაის დალევ? – იკითხა გოგონამ
-რატომაც არა – უმალვე უპასუხა ბიჭმა – რისი გინდა?
-ვაშლისა და დარიჩინის – ისევ გაიღიმა გოგონამ
-საინტერესოა, არასოდეს გამისინჯავს, მე პიტნას ვამჯობინებ.
-აი გასინჯე- ღიმილით გაუწოდა გოგონამ ბიჭს ჩაის პაკეტი
-არა გმადლობ მე პიტნა მირჩევნია – თავაზიანად იუარა ბიჭმა და ოფიციანტი მოიხმო
-გისმენთ – ყალბი ღიმილით მიმართა ოფიციანტმა ერთმანეთისათვის უცნობ წყვილს
-ორი ჩაი თუ შეიძლება – წამოიწყო ბიჭმა
-მე ჩემი საკუთარი ჩაი გამიკეთეთ, უშაქრო – პაკეტი მიაწოდა ოფიციანტს გოგონამ და მასაც გაუღიმა, ოფიციანტმა კი საპასუხოდ ისევ ყალბი ღიმილი დაუბრუნა, პაკეტი გამოართვა და წავიდა
-მე პიტნის ჩაი მინდა ბევრი შაქარი ჩამიყარეთ – მიაძახა ბიჭმა ოფიციანტს.
გასაგებია – ჩაიბურტყუნა ოფიციანტმა და სამზარეულოს ფარდის უკან გაუჩინარდა...
-უშაქროდ წარმოუდგენელია როგორ უნდა დავლიო – გოგონას მიუბრუნდა ბიჭი
-შაქარი ჩაის გემოს უკარგავს... – მოიწყინასავით გოგონამ და მაგიდაზე დადებულ ხელსახოცს წვალება დაუწყო...

-ისე რა საინტერესოა – წამოიწყო გარკვეული დუმილის შემდეგ ბიჭმა
-რა არის საინტერესო? – მშვიდად იკითხა გოგონამ
-რა და დარიჩინის ჩაის დარიჩინიანი ნამცხვარი როგორ უნდა მიაყოლო.
ამაზე გოგონამ მხოლოდ გაიღიმა და არაფერი უპასუხია, ამ დროს ოფიციანტიც დაბრუნდა და ორი ჩაი მოიტანა...
მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა... ისინი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ...
მაგრამ ამ საუბრისას გოგონამ მეორედ მოატანინა ოფიციანტს ვაშლისა და დარიჩინის ჩაი
-ერთი ცალი გამომართვი გასინჯე – ჩაის პაკეტი გაუწოდა ბიჭს გოგონამ
-კარგი შენი ხათრით გავსინჯავ... – ბიჭმა პაკეტი გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. ისინი ადგნენ, მაგიდა დატოვეს და წავიდნენ, თან ისე რომ ერთმანეთს არც კი დამშვიდობებიან
მეორე დღეც ისეთივე უაზრო იყო... ბიჭი ისევ დაღლილი შევიდა კაფეში. ისევ კაფის კიდეში მდგარ მაგიდასთან დაჯდა და ოფიციანტს დაელოდა... კვლავ ის გოგონა მიუჯდა გვერდით... თითქოს გუშინდელი დღე მეორდებოდა. ბიჭი მაინც ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ის უბრალოდ იჯდა და ელოდა...
-ჩაის დალევ?
-რათქმაუნდა...

ასე გრძელდებოდა ზუსტად ორი კვირა. ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ერთად სვამდნენ ჩაის, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ...

ერთ დღეს ბიჭმა იგრძნო, რომ ის მარტო იყო... რომ მის გვერდით აღარ იჯდა უცნობი გოგონა რომელსაც დარიჩინიანი ჩაი უყვარდა... ბიჭი კვლავ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მაგრამ ის იცოდა, რომ რაღაც აკლდა... ასე მოხდა მეორე დღესაც... არც მესამე დღეს გაუმართლა ბიჭს... ასე გაგრძელდა კარგა ხანს...

ისევ უაზრო დღე... ბიჭი ისევ დაღლილი შედის კაფეში და მის კიდეში მდგარ მაგიდასთან ჯდება... ოფიციანტი ისევ ყალბი ღიმილით უახლოვდება და შეკვეთას ელოდება

-ჩაი თუ შეიძლება – წამოიწყო ბიჭმა
-პიტნის? – ჰკითხა ოფიციანტმა
-არა საკუთარი მაქვს, უშაქროდ გამიკეთეთ...................


გიორგი სანადირაძე უმცროსი
ukrainka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 14 Jan 2017, 00:37  #49698425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების.
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები.
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები,
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის.
უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა,
უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა.
უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს, და შენ კი ისევ იმედით ელი,
როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება, ერთი ამბორი და წყვილი ცრემლი,
უაზრობაა როდესაც გინდა, და მასზე ფიქრებს კვლავ ვერ იშორებ,
უაზრობაა როცა ახლოს ხარ, და თუ მაინც გრძნობ მისგან სიშორეს.
როცა იცი, რომ შენს წინ არიან, რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვინც ზიზღით იღებს შენს ობოლ კოცნას,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს,
და თუ იცი, რომ როცა მოკვდები, თვალსაც არავინ არ დაგიხუჭავს.



--------------------
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!!
---------------------------------------------------------------
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...
burke
ჟგუტის კოლოფი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6407
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 16 Jan 2017, 23:24  #49719276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი შემოვდივარ ამ თემაში, ან გინდაც ფეისბუქი, გინდა სხვა სივრცე, სადაც ასე თუ ისე გამოხატავს ადამიანი
თავის თავს. ლექსები, პოემები, აზრები, სულ ფრთაფარფატა პეპლები. სიყვარულზე, სისათუთეზე, გრძნობებზე. ასე
შემდეგ და ასე შემდეგ. გაიხედავ და გგონია რომ ასი ანგელოზი და ფერია არის ჩამოსული ციდან და კაიფობენ დედამიწაზე ყოფნით,
ნაღვლობენ, უყვართ, უხარიათ. თითქოს ეგ არის და მონახე, აი ახლოს ხარ ოცნებასთან... ხელის გაწვდენა გინდა....
რეალობაში... რეალობაში კი ქართველ გოგოზე მძიმე და არა არტისტული არავინ არ შემხვედრია... გინდა თვალს გაახარო. წამია ეს დედა#####ული,
ამ წამით თუ არ იკაიფე რა შეგრჩება მეტი. დაიხარჯე რა ბოლომდე, რაც ხარ, როგორც ხარ.. ცადე მაინც ბლიად... მაკმერფობას არავინ გთხოვს..
აი გაძლებაა. ტანჯვააა.. ნერვიულობის და ვალდებულებების მთელი ბუკეტია... ფეხებშებორკილობის და შეზღუდულობის ნაზავია..
არდა შეგიძლია ხო... შეგიძლია რა...მერე იტყვიან რამეს.. რატომ იხედები იქით...რატომ იხედები აქეთ...
გასაკვირია. გასაკვირია ნამდვილად, გასაკვირი... smile.gif



--------------------
მერე რა, რომ სველია სველი იასამანი, არტემა მაინც ბოზია
ukrainka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2017, 11:25  #49721566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
„ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში... ''
ukrainka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2105
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 23:37  #49734607      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
-ჩარლზ ბუკოვსკის 10 რჩევა ახალგაზრდებს:
1.ნუ დასჯერდები მინიმუმს;
„მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი“;
2.გიყვარდეს საკუთარი თავი;
„არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.“
3.იცხოვრე სავსე ცხოვრებით;
„საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.“
4.ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;
„უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო“.
5.იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;
„უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო – სტილის გარეშე.“
6.უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;
„ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება.“
7.ნუ შეგეშინდება სიკვდილის;
„სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები.“
8.გქონდეს თვითრწმენა;
„სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.“
9.ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;
„ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო.“
10.მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.
„რა თქმა უნდა, მარტოობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ამის გაცნობიერება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო, როცა აცნობიერებ, უკვე გვიანია.“
Jelsa
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 94
წევრი No.: 224309
რეგისტრ.: 25-September 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2017, 01:56  #49735650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rac yvelaze dzalian uyvarss --------
shushana
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18495
წევრი No.: 106003
რეგისტრ.: 27-November 09

გამოგზავნილია: 19 Jan 2017, 23:56  #49741845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა უცნაურია, როცა თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ,პოეზიისადმი დამოკიდებულება მეცვლება - ისე გულშიჩამწვდომი აღარ არის ხოლმე smile.gif


--------------------
აუცილებელი არაა,ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე

ცხვარი ცხვარია და ის არ ცხარდება :@

We do not see things as they are. We see them as we are.

ჩვენთან, საქართველოში მრგვალი რიგებია :D

I am the Universe...
EmiLi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 101
წევრი No.: 63862
რეგისტრ.: 8-June 08

გამოგზავნილია: 21 Jan 2017, 03:56  #49750452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

'
ზოგჯერ ხედავ,
რომ
იღუპები,
ხედავ
და
გინდა იყვირო გიშველონ,
მაგრამ
არ ყვირი,
რადგან
არ იცი რით უნდა გიშველონ,
რადგან
არ იცი რით იღუპები.
შენი სიჩუმე უპატრონო ძაღლის
ყეფას გავს..

ლაშა მარგიანი




--------------------
ბატონო ღმერთო, მომაწევინეთ ერთი ღერი სიცოცხლე `
aca baca banci bunca
Fus ro dah


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 20727
წევრი No.: 61258
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 22 Jan 2017, 19:26  #49761340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაყვა ცადა...
ღრუბლებს გაყვა...

სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
tan.gif



--------------------
დიპერი მოკრივეა, შენ პამიდორი ხარ.
https://www.youtube.com/watch?v=Hb56OiHJfcM
მაკოცო რა, ხატი კი არ ვარ... (c) პაპაჩემი.
http://www.ice.ge/liv/liv/rachul.php
ladylike
freedom


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20815
წევრი No.: 49777
რეგისტრ.: 21-December 07

გამოგზავნილია: 22 Jan 2017, 21:51  #49762652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით...


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0371 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]