forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ, 13 მითი ღალატის შესახებ
Talleyrand
მამა იობი - отец ёб


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2820
წევრი No.: 137094
რეგისტრ.: 17-October 11

  გამოგზავნილია: 13 May 2019, 20:16  #54652549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ

user posted image

თქვენ კიდევ გჯერათ, რომ ღალატი, რომლის შესახებაც არავის გაუგია, ღალატი სულაც არ არის? მაშ, წაიკითხეთ!


1. კაცები უფრო ხშირად ღალატობენ, ვიდრე ქალები


ეს ასე არ არის. ქალები კაცებზე არანაკლებ რისკიანები არიან, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში. მათ მოსწონთ სიახლეები, რაღაც საინტერესო სურთ, სათავგადასავლო. თანაც კაცებისგან განსხვავებით შურისმაძიებლებიც არიან. სხვასთან რომანი ეს დაუფასებელი ცოლისა და შვილების დედის ჯილდოა, პატივისცემისა და სიყვარულის დანაკლისის ანაზღაურება, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ სასურველი და საყვარელია.


2. ადამიანები ღალატობენ, რადგან ოჯახში თავს უბედურად გრძნობენ


ქალების შემთხვევაში კი ხდება ხოლმე ასე ძირითადად - თუკი რომანს აბამს, ესე იგი კმაყოფილი არ არის ქორწინებით, მაგრამ კაცებს ეს მიზეზი არ სჭირდებათ. მამაკაცი შესაძლოა ძალიან ბედნიერი იყოს ქორწინებაში, მაგრამ მაინც არ თქვას უარი სხვა ქალზე.

3. მამაკაცს არ შეუძლია მეგობარს ხედავდეს ქალში


საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კაცებს სულ აქვთ მცდელობა მეგობრობა რომანად აქციონ, რადგან ეს სექსის შანსია. არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, პირიქით, ეს ქალები ცდილობენ პლატონური ურთიერთობა სექსამდე მიიყვანონ.


4. ღალატის მიზეზი სექსია


რომანების უმეტესობა სექსთანაა დაკავშირებული, რადგან სექსს ქორწინების გარეშე აკრძალული ხილის ეფექტი აქვს და გვიზიდავს. არადა სექსი სულაც არ არის ღალატის უმთავრესი მიზეზი. ყველაფერი გაცილებით მარტივია: შეიძლება სექსუალურად დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ რომანი მაინც გააბა, რადგან ეს შესაძლებლობაა მიიღო ის, რასაც ქორწინებაში ვერ იღებთ.

5. თუკი გიღალატათ, ე.ი. არ უყვარხართ


ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ სავალდებულო არ არის, ასე იყოს. ბევრი ადამიანი სექსს და სიყვარულს ორ სულ სხვადასხვა რამედ მოიაზრებს და ფიზიკური ღალატი მის წარმოსახვაში თქვენ მიმართ გრძნობებს საერთოდ არ ცვლის. მეტიც, იშვიათად მაგრამ ხანდახან პირიქით აცოცხლებს ურთიერთობას.


6. ყოფილთან სექსი არ არის ღალატი, რადგან ეს ადრეც გიკეთებიათ


ბევრი გაცილებით მარტივად უყურებს ყოფილთან სექსს, არადა ამას სერიოზული შედეგები შეიძლება მოყვეს. შეიძლება თქვენ ამას იმიტომ აკეთებდეთ, ძველი დროის გახსენება გინდოდეთ, მაშინ, როცა თქვენმა პარტნიორმა ამით ყველაფრის თავიდან დაწყების ილუზია შეიქმნას.

7. ღალატისგან თავის დაზღვევა შესაძლებელია


შეიძლება შანსები შეამცირო, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს და ღალატისგან დაზღვეული არავინაა. რა უნდა ვქნათ? სწორი პარტნიორი უნდა შევარჩიოთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს მოხიბვლა და გაბედნიერება ერთჯერადად და შემდეგ ისეთი გარეშე ფაქტორების იმედად ყოფნა, როგორებიცაა მორალი, ღირებულებათა სისტემა, თუ ოჯახური პრინციპები.


8. თუკი სხვას უღალატა, თქვენც გიღალატებთ


თუკი ადამიანი ღალატობდა სხვას ისე, რომ საკუთარი ქცევის მართებულობის გადახედვის მცდელობაც არ ჰქონია, ასე მოხდება აუცილებლად თქვენთანაც, თუმცა სავალდებულო არ არის, რომ ისტორია განმეორდეს.

9. აუცილებელია ღალატში გამოტყდომა


ჯობია თვითონ აღიარო, ვიდრე ფაქტში გამოგიჭირონ, თუმცა თუ ამ საიდუმლოს გამჟღავნების ძალიან ცოტა შანსია, ექსპერტები ფიქრობენ, რომ სჯობს ენას კბილი დააჭიროთ, განსაკუთრებით თუ ემოციურად არამდგრადი პარტნიორი გყავთ.


10. ღალატი ღალატი არ არის, თუ ამის შესახებ არავინ იცის


ჰო, ბევრი ფიქრობს ასე. თუკი ამ ადამიანს მეორეჯერ ვეღარ ნახავთ, არავის მოუყვებით ამის შესახებ, არ იარსებებს ფაქტები და შანსი იმისა, რომ ეს ოდესმე ვინმემ გაიგოს, ღალატიც არ არსებობს. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თუკი გულწრფელად გჯერათ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის და არც მნიშვნელობას ანიჭებთ, არც ექნება მნიშვნელობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამქვეყნად არც ისე ცოტა ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ საერთოდ ღალატშიც არაფერია სამარცხვინო.

11. თუკი სექსი არ იყო, არ იყო ღალატიც


ემოციური ღალატი უფრო დიდი ღალატია, ვიდრე ფიზიკური ღალატი, რადგან ქორწინება სექსზე არ დგას მხოლოდ. ემოციურ დონეზე კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ვერ ამჩნევს, როგორ გადადის პლატონური მეგობრობიდან რომანტიკული სიყვარულის ფაზაში, ეს ყველაზე ცუდი ღალატია ღალატთა შორის. თუმცა, თუკი თავის დამშვიდება გსურთ, შეგიძლიათ სხვანაირად შეხედოთ საკითხს.


12. ფანტაზიებში ვინმეს წარმოდგენა ღალატია


ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ფიქრიდან იწყება და ის, რაც ფანტაზიაში ჩნდება, შემდგომ უკვე რეალურ ცხოვრებაშიც იპოვის გზას, თუმცა ფსიქოთერაპევტები დიდი ხნის წყვილებს ურჩევენ კიდეც, სექსის დროს სხვა ადამიანებზე იფიქრონ, შექმნან წარმოსახვა და ამ სექსუალური ფანტაზიის რეალიზება პარტნიორთან მოახდინონ, რადგან ეს სექსს აცოცხლებს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარია, საწოლში იყო ერთგული, თორემ ფიქრებს არაუშავს.

13. ღალატმა შეიძლება გადაარჩინოს ქორწინება


ეს მითი მოღალატეებს მოსწონთ ძალიან, რადგან შესანიშნავად ამართლებს მათ საქციელს. ალბათ მათ მოიგონეს. ან კიდევ იმ მეუღლეებმა, თავის დამშვიდება რომ სურდათ. ეს ტყუილია. აბა წარმოიდგინეთ წყვილი, რომელიც სიყვარულით ჩახედავს ერთმანეთს თვალებში და იტყვის: ეს ღალატი ყველაზე კარგი რამ არის, რაც თავს გადაგვხდენია. ასეთი რამ არ არსებობს. სასიყვარულო რომანი ნიშნავს ფიცის გატეხვას, ტყუილს და ღალატს, როგორც ასეთს. იმ წყვილებსაც კი, რომელთაც გადალახეს ასეთი გატაცებები, ამ ამბების გახსენება არ უყვართ, რადგან იწვევს დანაშაულის გრძნობას, წყენას და სევდას. ღალატი დაბრკოლებაა, რომელიც შეიძლება გადალახო, მაგრამ ურთიერთობის გადამრჩენელი არავითარ შემთხვევაში.


http://intermedia.ge/სტატია/11...


--------------------
მამა იობი - отец ёб

https://www.youtube.com/watch?v=Cj9AJIkgWDQ
Lamorac
მრგვალი მაგიდის რაინდი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3232
წევრი No.: 148282
რეგისტრ.: 6-May 12

გამოგზავნილია: 13 May 2019, 20:40  #54652660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუცილებელია ღალატში გამოტყდომა



ეს მითი რატოა?


--------------------
,,ყველასგან თავისუფალი ყველას მონა გავხდი, რათა რაც შეიძლება მეტი შემეძინა.
იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა;
სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა;
ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი."
gia1970
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18921
წევრი No.: 205864
რეგისტრ.: 2-August 15

გამოგზავნილია: 13 May 2019, 21:21  #54652892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერ წავიკითხე
გავინასკვეsad.gif.......................
masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49713
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 13 May 2019, 23:00  #54653449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Talleyrand
ხო, ყველაფერი შეიძლება - აქ რა ვარიანტებიც არის ჩამოთვლილი
ადამიანები მიდრეკილები არიან ღალატისკენ


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
Talleyrand
მამა იობი - отец ёб


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2820
წევრი No.: 137094
რეგისტრ.: 17-October 11

გამოგზავნილია: 14 May 2019, 00:46  #54654021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masha

უბრალოდ სიტყვა "ღალატი" არ მიმაცნია სწორად
სხვა რამე უნდა ერქვას ამას
უფრო სწორი იქნება რაღაც ნარევი "მრავალფეროვნება+გართობა"
ღალატი სხვა რამეა













პ.ს. ჩემი დაწერილი არ გეგონოთ ეს სტატია biggrin.gif
ბევრი რამე საინტერესოა და ვეთანხმები სტატიის ავტორს
ადრეც დამიწერია ბევრჯერ
განსაკუთრებით ოჯახის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი მრავალფეროვანი გართობა

yes.gif
Ambitious_Person
Ambitious Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12163
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 14 May 2019, 14:47  #54656086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
5. თუკი გიღალატათ, ე.ი. არ უყვარხართ


ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ სავალდებულო არ არის, ასე იყოს. ბევრი ადამიანი სექსს და სიყვარულს ორ სულ სხვადასხვა რამედ მოიაზრებს და ფიზიკური ღალატი მის წარმოსახვაში თქვენ მიმართ გრძნობებს საერთოდ არ ცვლის. მეტიც, იშვიათად მაგრამ ხანდახან პირიქით აცოცხლებს ურთიერთობას.

ბაღნობაში ვეკამათებოდი მდედრ მეგობრებს , ბოზთან თუ გავივლი ეგ რა ღალატია თქო
მაგრამ დავბრძენდი და მივხდი -ნებისმიერი ასეთი კონთაქტი სხვა ქალთან -ღალატია

QUOTE
3. მამაკაცს არ შეუძლია მეგობარს ხედავდეს ქალში


საზოგადოდ მიიჩნევა, რომ კაცებს სულ აქვთ მცდელობა მეგობრობა რომანად აქციონ, რადგან ეს სექსის შანსია. არადა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ, პირიქით, ეს ქალები ცდილობენ პლატონური ურთიერთობა სექსამდე მიიყვანონ.

მართალია- კაცს უფრო შეუძლია მეგობრობა ქალთან( ეს ქალი პრინცესაც რომ იყოს) ვიდრე ქალს კაცთან-თუ კაცი გეი არაა biggrin.gif

QUOTE
12. ფანტაზიებში ვინმეს წარმოდგენა ღალატია


ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ფიქრიდან იწყება და ის, რაც ფანტაზიაში ჩნდება, შემდგომ უკვე რეალურ ცხოვრებაშიც იპოვის გზას, თუმცა ფსიქოთერაპევტები დიდი ხნის წყვილებს ურჩევენ კიდეც, სექსის დროს სხვა ადამიანებზე იფიქრონ, შექმნან წარმოსახვა და ამ სექსუალური ფანტაზიის რეალიზება პარტნიორთან მოახდინონ, რადგან ეს სექსს აცოცხლებს. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარია, საწოლში იყო ერთგული, თორემ ფიქრებს არაუშავს

ფანტაზიები არაა რაამტი ნამდვილად- თუმცა არასასიამოვნოა- თუნდაც სიზმარში ვინმესთან სექსი


//////////////////////



ღალატი არის ყველაზე ამაზრზენი რამ !
ადამიანს რომ ადამიანის ნდობას დაუკარგავ ეგ არის კატასტროფა
ნდობის გარეშე რაა ცხოვრება


წლობით ურთიერთობის მერე რომ გამოგიცხადოს აღარ მაინტერესებო-გაუგებ, ისაუბრებთ და "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა"


--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

masha
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 49713
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 14 May 2019, 17:00  #54656788      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღალატი არის ადამიანს რომ მიატოვებენ ხოლმე ვიღაცის გამო, სხვა მხრივ ღალატდ ვერ ვხედავ

This post has been edited by masha on 14 May 2019, 17:00
lilululu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 505
წევრი No.: 169126
რეგისტრ.: 20-June 13

გამოგზავნილია: 14 May 2019, 17:19  #54656869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
4. ღალატის მიზეზი სექსია


რომანების უმეტესობა სექსთანაა დაკავშირებული, რადგან სექსს ქორწინების გარეშე აკრძალული ხილის ეფექტი აქვს და გვიზიდავს. არადა სექსი სულაც არ არის ღალატის უმთავრესი მიზეზი. ყველაფერი გაცილებით მარტივია: შეიძლება სექსუალურად დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ რომანი მაინც გააბა, რადგან ეს შესაძლებლობაა მიიღო ის, რასაც ქორწინებაში ვერ იღებთ.



ერთადერთი აამში ვეთანხმები
ჰელგა



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1402
წევრი No.: 246675
რეგისტრ.: 15-November 18

გამოგზავნილია: 14 May 2019, 17:28  #54656917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (gia1970 @ 13 May 2019, 21:21 )
ვერ წავიკითხე
გავინასკვეsad.gif.......................



მეც givi.gif
Endy-Endy
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 239813
რეგისტრ.: 17-January 18

გამოგზავნილია: 16 May 2019, 14:40  #54665777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რა უფრო ცუდია? ადამიანს ტყუილში რომ აცხოვრებენ, თუ როცა ღალატობენ?

boli.gif
miriani7777



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12712
წევრი No.: 24081
რეგისტრ.: 6-October 06

გამოგზავნილია: 16 May 2019, 14:42  #54665784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ადამიანს ტყუილში რომ აცხოვრებენ

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif


--------------------
ფიქრნი ფორუმის პირას................

it's the possibility of having a dream come true, that makes life amazing.



https://www.youtube.com/watch?v=E0mRydwq7xQ
ჩოვიჩა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 173785
რეგისტრ.: 22-September 13

გამოგზავნილია: 16 May 2019, 15:26  #54666052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ სიტყვის შესრულების ტრაკი არ გაქ, მაშინ ერთგულების პირობა არ უნდა დადო, სამწუხაროდ ჩემისთანა პრინციპულები თითოროლა.
ცხოვრების მანძილზე რაც უფრო ბევრჯერ ქონია სექსი ქალს თუ კაცს, მით უფრო ჩვეულებრივად მიღებს, თუ ქორწინებაშია და მოუვიდა, მქონდა ხო, შემთხვევით და მორჩა, დათრგუნულად არ იგრძნობენ თავს მეუღლის წინაშე, არ გაწითლდებიან მაგალითად, ან არ შეაწუხებთ სინდისი. თავისუფლებას ვინც აძლევს ამ მხრივ საკუთარ თავს, ისეთი დაოჯახების შემდეგაც თავისუფლად გრძნობს თავს, მთავარია მეუღლის "წინაშე არ მოხდეს" მგონი, ჩემი დასკვნა სიმართლეა, თქვენ რას იტყვით?
miriani7777



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12712
წევრი No.: 24081
რეგისტრ.: 6-October 06

გამოგზავნილია: 16 May 2019, 17:08  #54666689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნამდვილი გულწრფელი სიყვარული თუა იქ რალატი გამორიცხულია!!!!!!!
Talleyrand
მამა იობი - отец ёб


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2820
წევრი No.: 137094
რეგისტრ.: 17-October 11

გამოგზავნილია: 16 May 2019, 20:33  #54667533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
masha
QUOTE
ღალატი არის ადამიანს რომ მიატოვებენ ხოლმე ვიღაცის გამო, სხვა მხრივ ღალატდ ვერ ვხედავ


ეგ რატოა ღალატი?
არ უნდა და თავში ქვა უხლია
დაახვიოს და გააფსას
სხვა გამოჩნდება
ღმერთი მოწყალეა

yes.gif


ღალატი კიდევ სხვა რამე უფროა

აი , ადამიანს გასაჭირში რო მიატოვებ
ან შენი იმედი რო აქვს და დააღალატებ
ან
ან

ბევრი შეიძლება ჩამოწერო

მარა სხვის გამო წასვლა და მიტოვება
ან ზოგჯერ გართობა მრავალფეროვნება არ არის ღალატი

იმ პუნქტებიდან ყველას ვერ ვეთანხმები
მარა ბევრს კი yes.gif
miriani7777



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12712
წევრი No.: 24081
რეგისტრ.: 6-October 06

გამოგზავნილია: 16 May 2019, 21:28  #54667757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღარ მჯერა გოგოების უკვე.......................................................................
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0336 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]