#61007217 · 7 Feb 2024, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მე_3 მუხლის მე_5 მუხლით
დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
კანონის 22 _ე მუხლის 1_ლი პუნქტი თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.
კანონი ამოქმედდა 2018 წლის 21 ივლისს.
შესაბამისად თუ თქვენი ოჯახის წევრს არ უნდოდა დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა და კანონის ამოქმედებამე იყო 40 წლის მონაწილეობაზე უარი უნდა დაწერა 22 მუხლის შესაბამისად. დღეის მდგომარებით აღნიშნული ვადა ამოწურულია შესაბამისად თქვენი ოჯახის წევრს უარს ვეღარ გამოვა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
--------------------
ვაი დამარცხებულთ!
ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
|