Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > სახლის მშენებლობა


Posted by: Kalatoz777 24 Mar 2024, 11:59
მოგესალმებით

ესეიგი მეგობრებო , ასეთი სიტუაციია , მაჩუქეს სახლი ანუ როგორი ვარიანტია მაგ ტერიტორიაზე არის 2 სახლი სულ ფარტობი არის 220 კვადრატული , და მაგ ტერიტორიაზე არის 2 სახლი , ძალიან ძველი აშენებული , მე მაჩუქეს ერთერთი 2 სართულიანი მაგრამ მანდ ცხობრება ეხლა არარეალურია რადგან არავის უცხოვრია მანდ ალბათ 30 წელი , ხოდა მოკლედ მინდა რო სულ დავანგრიო და ახლიდან ავაშენო , საბუთებთან რა როგორ იქნება ? ნებართვას როგორ
იძლევიან ? ჯერ არ არის ეგ ორი სახლი გაყოფილი , ხო არ ჯობია ჯერ ავაშენო მერე გავყო ? თუ ჯერ ნებართვა ავიღო
თუ მომწემენ რავი , და მრე ავაშენო ? არ ვიცი როგორ ხდება რა , პირველად ცხოვრებაში კერძო სახლთან მაქვს შეხება

Posted by: SAROKAWA 25 Mar 2024, 10:36
Kalatoz777
1. მიდიხართ შესაბამისი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში
2. საკადასტრო კოდის მიხედვით უნდა დადგინდეს რომელ ფუნქციურ ზონაშია და რისი მშენებლობაა დასაშვები მანდ
3. თუ სახლის აშენება დასაშვებია, მაშინ შეგიძლიათ დაიწყო შესაბამისი პროცედურები.
4. ჯერ ჯობია საერთოდ კონსტრუქტორი მოიყვანეთ და შეაფასებინეთ სახლის ტექნიკური მდგომარეობა, იქნება და კარგია ფუნდამენტი, მზიდი კედლები და აშ, რატომ უნდა დაანგრიოთ... სამხარაულის ბიუროს შეგიძლიათ მიმართოთ ან საპროექტო კომპანიებს კონსტრუქტორის თაობაზე

5. ამ ყველაფერს რომ დაადგენთ იქ გამოჩნდება რა შეიძლება გაკეთდეს და რა არა.
წარმატებები!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)